შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

როცა გიყვარს, ცა სულ სხვა ფერია ( ნაწილი 2)


1-11-2020, 11:40
ავტორი სესილია
ნანახია 1 853

***
- კესანე, სად ხარ?
- სამსახურში.
- გვიან ამთავრებ?
- 7 საათზე.
- ასე მოკლედ, რატომ მპასუხობ? ის აწოწილი, ხომ არ გადგას თავზე?
- როგორი მიხვედრილი ხარ?!
- და რა უნდა?
- ეგ რა კითხვაა?
- აჰა, ხომ არ ძალადობს?
- კარგად ხარ?
- არა, მიზეზს ვეძებ, რომ დაგეხმარო სამსახურიდან წამოსვლაში.
- აშკარად, უსაქმოდ ხარ. - გაბრაზდა კესანე.
- კარგი, გითიშავ და საღამოს გნახავ.
- კარგად. - ცივად გათიშა კესანემ მობილური, ხოლო სარამ სივრცეს იმედიანად გახედა და მართას დაურეკა.
- დაო, როგორ ხარ?
- ბავშვებს ვაჭმევ და ომში ვარ, - გაიცინა.
- ოო, განსაკუთრებით ჩემს ნათლულს არ უყვარს ჭამა, ჩემი პრინცესა.
- რამე გინდოდა?
- ე.ი დღეს ხომ არ გაგვესეირნა სადმე? ძიძას ან მანჩოს დაუტოვე ბავშვები და ჩვენს კაფეში შევხვდეთ, კესანეს ხმა არ მომეწონა.
- კაი, 8 -ის წუთებზე ვიქნები ადგილზე.
- აბა საღამომდე.

სარამ მანქანა სწრაფად დააყენა ავტოსადგომზე და სირბილით აირბინა კიბეები.
- მობრძანდით, - კარები გაუღეს.
- მადლობა, - თბილად გაუღიმა დამხვდურს, - როგორ ხარ?
- მე, კარგად და თქვენ.
- ჩემი გოგოები მოვიდნენ?
- კი, ღია აივანზე სხედან.
- მადლობაა, - სწრაფი ნაბიჯებით გაემართა დაქალებისკენ.
- მოვიდა, - უხასიათოდ ჩაილაპარაკა კესანემ.
- Hi girls. – „ამას რა ჭირს?“ თვალებით ანიშნა მართას, „არ ვიცი, შენ გელოდით“, ანალოგიურად უპასუხა მან. - და შენ რა გჭირს? რატომ ჩამოგტირის ცხვირპირი?
- თანაშემწეობა შემომეტენა.
- შემოგეტენა რას ნიშნავს? ან ვისი?
- ლექსოსი, დღეს შენ რომ დამირეკე, მაშინ მელაპარაკებოდა. სანამ ვინმეს ვიპოვიო, შენ უნდა დამეხმაროო, იმ ხელფასს დაგიმატებ თავისთავადო.
- და შენ უარი ვერ უთხარი? - შეწუხდა მართა.
- ნწ, უარს როგორ ეტყოდა? - აღშფოთდა სარა, - ეს ზე-კადრია, ხომ იცი. უარის თქმა არ შეუძლია, ანუ რამდენი ხნით გადაიდო შენი წამოსვლა სამსახურიდან?
- სანამ თანაშემწეს არ იპოვის. - წვენი მოსვა კესანემ. - რა უნდა ვერ გავიგე, ახლა სულ მასთან მომიწევს ყოფნა.
- რა უნდა უნდოდეს, ჩვენ კი ვიცით, შენ იძახი არაო თორე... - გადაიკისკისა სარამ.
- დაგიმტკიცებთ, რომ მასე არ არის. აი, ნახავთ თუ არ დაგიმტკიცოთ. კარგი კადრი ვარ, თან ყველა ვერ შეძლებს, რასაც მე ვაკეთებ, გამოცდილება ხომ უნდათ და ეგაა.
- რა ჯიუტი ხარ, სარა. - თვალი ჩაუიკრა მართამ, - დიახაც, კარგი კადრი, რომ არის, მაგიტომ. სხვა არაფერი.
- კარგი, მე ჩუმად ვარ. - ტუჩებზე ხელი აიფარა სარამ.
- ესეც თქვენი პიცა, სხვას ხომ არაფერს ინებებთ? - მაგიდაზე შეკვეთა დაალაგა მიმტანმა.
- ბელგიური ვაფლი, ნაყინით.
- კარგით.
- მადლობა. - ირგვლივ სიჩუმე ჩამოვარდა, სამივე ქუჩაში მიმავალ ხალხს აკვირდებოდა. - ეს ვინ არის? - მობილურს ჩააცქერდა სარა, - მურკა მურუსიძე, უიმეე, მეგობრობა გამომიგზავნა მურადმა.
- ვინ მურკა? ვინ მურადი?
- გუშინ ჩემს ძმასთან, რომ ვიყავი იქ გავიცანი და მეგობრობა, გამოუგზავნია, ინსტას გვერდიც გამოუწერია, - გაიცინა სარამ, - საკვარელი, ჰგონია ვერ მივხვდი, როგორ ცდილობდა კავშირზე გამოსვლას.
- და შენ დააიგნორე, ხომ?
- აბა, როგორ? - პიცა გემრიელად ჩაკბიჩა, - თუ გამახსენდება, მერე დავუდასტურებ მეგობრობას.
- ღმერთო, შენ მიშველე ამ ორს შორის, რომელიმეს მიეცი ჭკუა. - დანანებით ჩაილაპარაკა მართამ.
- ასეა, ჩემო დაო. ცხოვრებას ლამაზ სასიყვარულო ფილმთან ვერ გავაიგივებთ, როგორ იდეალურადაც უნდა აღვიქვამდეთ მას. მსგავს ფილმებში ბოლოს შეიძლება ყველა ბედნიერი იყოს, ჩვენ კი რეალური ცხოვრების გათვალისწინებით მოგიწევს პარტნიორთან კომპრომისებზე წასვლა. წინააღმდეგ შემთხვევაში რისკზე მივდივართ და მუდმივ ძიების პროცესში ვერთვებით, რომ სრულყოფილი პარტნიორი ვნახოთ. შენ გაგიმართლა, იპოვე შენი გაბრიელი, ჩემმა ძმამ მისი ლიზა, ჩემმა დამ მისი ანტონი, მოვა დრო და ჩვენც ვიპოვით ან არ ვიპოვით, no problem.
- ჩემი ფილოსოფოსი, გოგო ხარ. - სიცილით თქვა, მართამ.
- ცოტა მიკლია სოკრატემდე, - გადაიკისკისა გოგომ. - ოჰ, დედაჩემი რეკავს, რა უნდა ნეტა ქალბატონ ეთოს? ხო, დე. - უპასუხა მობილურს. - გოგოებთან ვარ კაფეში, სად ხარ? ა, კაი გამოგივლი. დროებით.
- რა უნდოდა?
- შენთან არის და გამომიარე და ერთად წავიდეთ სახლშიო.
- თქვენ ისე შორს ცხოვრობთ ერთმანეთთან, უნდა მიაკითხო ნამდვილად. - აკისკისდა მართა.
- რას ამბობ, ერთი ქუჩა გვყოფს და მეხუმრები ამ ერთი ქუჩის გავლას?
- წავედით მაშინ, - უხასიათოდ იყო კესანე.

გზა სახლისკენ სიჩუმეში გაილია, ფიქრების ორომტრიალში ხსნას ეძებდა და გაქცევას, მაგრამ არ იცოდა, ვერ გადაეწყვიტა - უნდოდა კი გაქცევა? ან იქნებ დარჩენა სურდა? მანქანის ფანჯრები ბოლომდე ჩამოსწია, თითქოს ჟანგბადი არ ჰყოფნიდა, ყელზე ხელი ჩამოისვა, ღრმად ამოისუნთქა და შეჩერდა, მიხვდა, რომ ავარიას გადაურჩა.
- რას აკეთებ კესანე? - თავის თავს შემოუძახა, - ვის გაუგია მანქანის მართვა ასე გაუაზრებლად? - შუბლზე ჩამოყრილი თმები გადაიწია და მანქანა ადგილიდან ნელი სვლით დაძრა.
სარამ მანქანა გააჩერა.
- სად წავიდა ეს გოგო ამდენხანს? - საათს დახედა, - ერთად გამოვედით კაფედან. - ტელეფონზე ნომერი აკრიფა, რომ თან კესანეც გამოჩნდა. - ხომ ხარ კარგად?
- კი, - უხასიათოდ ჩაილაპარაკა.
- მასეთი სახით ნუ იქნები, თორემ ხომ იცი ორი „დეტექტივი“ გველოდება შენს სახლში.
- არადა, როგორ არ მაქვს მაგათი ნერვები, ნეტა იცოდნენ.
- კაი, ნუ მიაქცევ ყურადღებას, მე მივხედავ მაგ ორს. - ხელი მოხვია დაქალს და ღიღინ-ღიღინით შევიდა ეზოში.

სახლის ღია აივანზე დიდ საქანელა სკამზე ისხდნენ ქალები და სხვადასხვა თემებზე საუბრობდნენ.
- ვაიმეე, რა გოგოები, რა დედები, რა ცოლები... - მხიარულად მიუახლოვდა სარა მათ.
- მოვიდნენ ჩვენი მერცხლები, ეთო. ასე მარტოები უნდა დადიოდნენ? - მხარი გაკრა მარიკამ ეთოს.
- ეჰ, სად აქვთ მარიკა ამ ბიჭებს თვალები?
- ნწ, ნწ, დაბრმავდნენ დედა, დაბრმავდნენ. - ხელი ჩაიქნია სარამ და იქვე გრძელ სკამზე ჩამოსკუპდა.
- ესენი, ხომ სულ ხუმრობენ, ასაკი გემატებათ, შვილი არ გინდათ? არ გინდათ მოესწროთ მათ მომავალს?
- მოვესწრებით დედუციი, ნუ ჯავრობთ, თორემ გაგიჭაღარავდა თმები ხო ხედავ? - ცდილობდა სიცილი შეეკავებინა სარას, კესანე კი დაღლილი სახით იყურებოდა აქეთ-იქეთ.
- ვა, ვაა, ვაა - ხმაურით შემოვიდა დიმიტრი, - რა გოგოები მყავს სტუმრად და არ ვიცოდი, გეთქვათ რამეს წამოგიღებდით.
- ვაა, დიმუუ, რავახარ თუ იცი?
- რავიცი, შრომაში და თავდადებაში.
- რისთვის შრომობს მაინც ვერ გავიგე, ცოლ-შვილი შენ არ გაწუხებს და რამე. - ახლა დიმას გადასწვდა მარიკა.
- შენ, მაინც რა გჭირს დიმა, შვილო? - ხელები გაშალა ეთომ, - დავიჯერო კარგი გოგოები დაილია?
- ეთო დეიდა, ე.ი რა ვითარებაა, - სერიოზული სახე მიიღო დიმიტრიმ, - თქვენ თუ წინააღმდეგი არ იქნებით მოვიყვან ცოლად სარას, ხოდა თქვენც დაისვენებთ, მეც და სარაც, რას იტყვით?
უცებ საოცარი სიჩუმე ჩამოვარდა.
- მოიცა, თქვენ რა ერთმანეთი გიყვართ? - ძლივს ამოთქვა მარიკამ.
- რა იყო რო? ცუდი გოგოა სარა? - აგრძელებდა სერიოზულ ტონზე საუბარს ბიჭი.
- ვაიმეე, დიმაა, მორჩი ამ ღლაბუცს, როდის გაიზრდები ნეტა? - თავში ჯერ კესანემ და მერე სარამ წამოარტყა დიმიტრის.
- აბა, დავიღალე ცოლი მოიყვანე, ცოლი ან რატომ არ თხოვდებით გოგოებო? სხვა თემა ამ ორს არ ააქვს და ყველაფერს, ხომ აქვს საზღვარი?! - სიგარეტს მოუკიდა დიმამ. - ისე, რა იყო ცუდი ბიჭი ვარ, სარაა?
- თქვენ ყველა იმდენს იზამთ, რომ სადმე გადავსახლდები.
- მეც, - ორი თითი ასწია კესანემ.
- ტური „დედამიწა-მარსი“ არ გაქვთ ? ნებისმიერ თანხას ვიხდი. - ხელები ჩამოყარა სარამ, - გთხოვთ, გვაცადეთ და ნუ გვაჩქარებთ. ბევრჯერ სიჩქარე ცუდ შედეგებს იწვევს, ამიტომ გვაცადეთ, დედები ხართ თუ ჭორიკანა მეზობლები და ნათესავები?

***
ზაფხულის, პირველი დღე, წვიმიანი გათენდა. ისეთი, თავსხმა წვიმა იყო, სახლის სახურავებს ხმაური გაუდიოდათ, გახურებულ მიწას კი წვიმის შხეფები აგრილებდა და ირგვლივ, მიწის და წყლის ნაერთის, სასიამოვნო სურნელი ტრიალებდა.
- აუ, რატომ წვიმს? - ლოგინიდან თავი წამოყო სარამ და ღია ფანჯარაში გაიხედა, - ზაფხული დაიწყო თუ შემოდგომა? - თმები გადაიწია და ოთახიდან გავიდა.
- ოჰ, გაუღვიძია დედის პრინცესას, როგორ ხარ?
- კარგად დეე და შენ? - სამზარეულოს ბართან ჩამოჯდა, - ყავა არ არის მზად? ჯერ კიდევ მეძინება.
- ინებეთ, ქალბატონო სარა. - ცხელი ჭიქა წინ დაუდგა დედამ.
- ოქრო ხარ. - კოცნა გაუგზავნა.
- ჩემი გაფუჭებული ხარ, ნაბოლარა პრინცესა. - თმები აუწეწა შვილს და თბილად აკოცა შუბლზე.
- ასეა ქალბატონო ეთერ, დედები აფუჭებენ შვილებს, ბებია-ბაბუაც ისე, - ცხელი ყავა მოსვა. - სადაა ბაბუა და ბებია?
- ბაბუაშენი სამსახურში და ბებიაშენი ეზოს რეცხავს.
- ეზოს? ამ წვიმაში? - გადაიხარხარა სარამ, - მოიცა რა ეგ პეპის როლს თამაშობს? წვიმაში, რომ რწყავდა ყვავილებს.
- ნუ ხარ შენ ცუღლუტი. - თითი დაუქნია დედამ.
- კაი, წავედი სამსახურში, დაბარებული მყავს ხალხი.

წვიმას გადაეღო და ცენტრალური მოედანი ნელნელა ივსებოდა ატრაქციონებით, ზაფხულის პირველი დღე ბავშვებისაა.
- თემო, - სათვალეები ჩამოიწია მურკამ, - ეს სარას მანქანა არ არის?
- თეთრი რენჯ როვერი ყავს და შეიძლება ეგ იყოს. - გაიხედა თემომ, - კი, ის არის, გადმოვიდა, აქეთ მოდის.
მურკა, სწრაფად, გადმოვიდა მანქანიდან და კარებს საქმიანი იერით მიეყრდნო. სარამ კი ისე ჩაიარა, ვითომ აქაც არაფერი.
- რაო? ვერ გიცნო? - სიცილით კვდებოდა თემო, ერთ ადგილს გახევებულ ძმაკაცზე, - გეუბნები, ამბობენ, რომ ეს გოგო ცოტა აფრენს. - ხელები თავთან ააფრიალა.
- მერე რისთვის ვარ, მე, აქ? - სათვალეები შეისწორა მურკამ და მანქანაში ჩაჯდა, - მოვარჯულებ. - თქვა ეს და მანქანა სწრაფად მოსწყდა ადგილს.

***
კესანე დოკუმენტებს თარგმნიდა, როდესაც უფროსმა გამოიძახა, კაბინეტში.
- დიახ, ბატონო ლექსო.
- მოდი, კესანე, დაჯექი. - მიუთითა სავარძელზე.
- დიახ, - მორიდებით ჩამოჯდა გოგო.
- ე.ი პირველი შეთანხმება უნდა დაიდოს ჩვენს შორის.
- დიახ, გისმენთ.
- არავითარი ბატონო ლექსო, მხოლოდ ლექსო.
- კი, მაგრამ ბატონო ლექსო. - უხერხულად იგრძნო თავი კესანემ.
- აჰა, კიდევ ბატონო. - ჩაეღიმა ლექსოს. - გთხოვ, მხოლოდ ლექსო და არ გვინდა. შევთანხმდით, ხომ? - ხელი გაუწოდა შეთანხმების ნიშნად.
- კარგით. - გაეღიმა კესანეს და გამოწვდილ ხელს მისი ხელი შეაგება.
- აი, ეს მომწონს, ჩემო კესანე. - სავარძელში გასწორდა ლექსო, - ახლა კი საღამოს შეხვედრაზე შევთანხმდეთ.
- რა შეხვედრაზე? - წამოწითლდა გოგო.
- არაბების ტურისტული კომპანიის წარმომადგნლებთან, რომ გვაქვს შეხვედრა, ხომ არ დაგავიწყდა?
- აა, ჰო, - შუბლზე ხელი მოისვა კესანემ, - ახლა ვამზადებდი ხელშეკრულების შაბლონებს.
- ძალიანაც კარგი, დღეს 7 საათზე არ დაგავიწყდეს, კაფე-რესტორან „სტრადა“-ში.
- კარგით, დროებით.



№1 სტუმარი Marimari

Momwons, tu tavebis gazrdi cota ufro uketesi:-)

 


№2 სტუმარი სტუმარი nancho

საინტერსო ისტორიაა,

 


№3  offline წევრი სესილია

სტუმარი nancho
საინტერსო ისტორიაა,

მადლობა <3

Marimari
Momwons, tu tavebis gazrdi cota ufro uketesi:-)

გავითვალისწინებ <3 მადლობა რომ კითხულობთ <3

 


№4  offline წევრი OKI ME

მომწოოონს, თან ძალიააან. ❤️ ასე კარგად გააგრძელე ბოლომდე რაა ❤️
ჰო, თავებს მართლა ცოტათი თუ გაზრდი კაი იქნება იმიტომ, რომ არ გვყოფნის მკითხველს იმდენად კარგი ისტორიაა ♥️♥️

წარმატებებიი ❤️♥️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent