შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სადღაც გამქრალი.


5-11-2020, 21:58
ნანახია 823

შენია ის, ვინც შენში ბედნიერება იპოვა.
ყველა დანარჩენი სტუმარია.
რუმი
ბედნიერებაა, როცა დილით თვალებს ახელ და შეგიძლია შეიგრძნო არა მხოლოდ შეხებით, ყნოსვით ან სმენით, არამედ ყურებითაც.
ბედნიერებაა, როცა დილით გაღვიძებულს შეგიძლია შეხედო სამყაროს და გულში გაიფიქრო, მე გხედავ შენ იმ ფერებით, რომელთა დანახვაც სხვას არ შეუძლია.
ამ სამყაროში ბედნიერია ხალხი, რომელთან უსასრულოდ შეუძლით ესაუბრონ თვალებით თვალებს.
ამ ქვეყნად ბედნიერია ადამიანი, რომელსაც დაუსრულებლად შეუძლია აღქმა იმის, რაც მის წინ ხდება. აღქმა არა ხელებით, არამედ თვალებით. ფერადი, სავსე და ხშირად სევდიანი.
ყოველდღიური რიტუნა, ნაცრისფერი, ჩემ შემთხვევაში - შავი, ფერთა გამა და არაფერი სხვა.
ფუნქციას, რომელსაც თვალები უნდა ასრულებდეს სხვა აღქმელობითი ორგანოები ასრულებენ. მაშინ, როცა ირგვლივ სხივებს უნდა ამჩნევდე, შავ ბურუსით მოცულ სამყაროს აღიქვამ.
და აი, დღეს, მე თქვენს წინაშე ვდგავარ, როგორც ბრმა, სამყაროსგან ზურგქცეული ლილეტი, და თქვენ, ადამიანები, რომლებიც სიბრალულით მიყურებთ.
ბედნიერება როგორც მოცულობა
ზოგს ლაკონიური საუბრები უყვარს, ზოგის ბაასი კიდე იმდენად გრძელია, რომ მალე ხდება მობეზრების ობიექი. მე? მე არ ვიცი რომელს მივეკუთვრები, რადგან არ მიყვარს ბევრი ლაპარაკი, უფრო სწორი, რომ იყოს, აღარ.
ბავშვობა მახსოვს ჩემი. ფერადი იყო როგორც ცისარტყელა და მისი მოცულობა ბედნიერება იყო.
ფიზიკაში მოცულობა სულ სხვა მნიშვნელობით გამოიყენება(ფიზიკური სიდიდე, რომელიც სხეულის სივრცულ ზომას ახასიათებს), ხოლო ცხოვრებაში ბედნიერების მოცულობა, ეს სარკეა ჩვენი ბავშვობის.
როგორც აღვნიშნე ბავშვობა ფერადი მქონდა, ან ახლა მგონია ასე, რადგან მაშინ შემეძლო დამენახა. ვიცოდი როგორი იყო წითელი ვაშლი, მწვანე ბალახი, ან ყვითელი ყვავილი.
ჩემი ბედნიერების მოცულობა იმ დროიდან იწყება, როცა პირველად სამყაროს აღქმა დავიწყე და დამეწყო შეგრძნებების დამახსოვრება, ხოლო დასრულდა მაშინ, როდესაც ამ სამყაროში ის საშინელი დღე გათენდა.
დიახ, მე არ ვყოფილვარ ისეთი, როგორიც ახლა.
უსუსური.
არაფრისშემძლე.
და ბრმა.
იმ დღის შემდეგ ჩემს ცხოვრებას უბედურების მოცულობა ჰქვია, რადგან მთელი ჩემი არსება მხოლოდ უბედურებითა და ბოღმითაა სავსე, კიდე შურითა და ისევ სიბოროტით.
მოცულობა, რომელსაც ბედნიერება ერქვა შეიცვალა და დღემდე, მე არ მიგრძვნია ის.
ჩემს გონებაში არსებული იდი იმდენად ჩაგრავს სუპერ ეგოს, რომ ხშირად მეც კი მიკვირს საკუთარი თავის.
დიახ, და თან არა, მე დღეს ბრმა ვარ და ეს სულაც არ არის ჩემი ბრალი. ეს იმ წყეული ავარიის ბრალია, რომელმაც სრულიად მოიცვა ჩემი სამყარო და უკვე ილუზიებიც აღარ შემრჩა.

დაწყევლილი დღე
კარგად მახსოვს ის დღე. 25 ოქტომბერი იყო. გარეთ ისე ცხელოდა ოქტომბერიც კი გაკვირვებული იხედებოდა, ნამდვილად მე ხომ ვარო.
იცით როგორი ფერები იყო? წითელი, ყვითელი, მწვანე და ზოგან იასამისფერი დაჰკრავდა არე-მარეს და ათბობდა თავისი სხივებით. მზე ისე მჭექარეთ ანათებდა, რომ სათვალის გარეშე ვერ გახვიდოდი გარეთ.
როგორც ყოველთვის მე ბალეტის მასწავლებელთან მივიჩქაროდი, რომ ისევ წარმომეჩინა თავი, რათა 16 წლის ასაკში შემძლებოდა შავი გედის პარტიის ცეკვა.
თქვენც გიკვირთ არა? სად 16 წელი და სად შავი გედიო, მითუმეტეს საქართველოში, მაგრამ მე მინდოდა. მე ვიცოდი, რომ შევძლებდი და მთელი გულით მწამდა ამის.
- ლილეტ სწრაფად! ვაგვიანებთ და ამ ჯერად სამსახურიდან ისე გამომაპანღურებენ გასასამართლებელი მიზეზის თქმასაც კი ვერ მოვასწრებ - იძახის მამაჩემი, რომელიც ერთ-ერთ საინჟინრო კომპანიაში მუშაობს.
ალვათ გიკვირთ, რატომ მაინც და მაინც ლილეტი და არა ევა? ან ანა, თუნდაც ლალი? მაგრამ ამ კითხვაზე პასუხი მარტივია, შენ ჩვენი ოჯახის პირველი სიხარული ხარ, ისე როგორც ლილეტი იყო ლუციფერისთვისო, ვიმედოვნებ მეც სიბოროტის განსახიერება არ ვიქნები ( ამას ვფიქრობდი მაშინ)
მანქანაში ჩავსხედით და უკვე ბაგრატიონზე ვიყავით, რომ მძიმე შეჯახება ვიგრძენი ჩემს მხარეს.
დავინახე როგორ სწაფად მოქროდა ჩვენკენ შავი ოპელი და თითქოს წამი გაჩერდა. ფეხებში სიცივეს ვგრძნობდი, აი ზამთარში ტიტველი ფეხებით, რომ გახვიდე და ფეხის თითები, რომ მოგეყინება ისე, ხოლო ხელის თითები ისე დამიბუჟდა, რომ ვერც კი მოვმუშტე.
ხმა თითქოს სადღაც გაქრა. ცხრა მთას იქით გადაიკარგა და უკან დაბრუნებას აღარ ლამობდა. თვალის გუგები ისე გამიფართოვდა, რომ ალლბათ გამდომცვივდებოდა კიდეც.
მხოლოდ მხედველობა არ დამქვეითებია, თვალებით ვუყურებდი შავი ოპელის ფარებს და ვგრძნობდი, რომ კარგი არაფერი მოხდებოდა. ისე უტიფრად შემომცქეროდა დამაბრმავებელი სინათლე, რომ მე შემრცხვა მის მაგივრად და ამ შენელებულ კადრში მთელმა ჩემმა ცხოვრებამ გამიარა.
პირველი ნაბიჯები ბალეტში.
პირველი ამოსუნთქვა ფეხის თითებზე დადგომისას.
ამდენი ბრუნვისგან მოწოლილი ცრემლები და დასისხლიანებული თითები.
მაინც რამდენი რამის წარმოდგენა შესძლებია ადამიანს შიშის დროს? უამრავი! და ეს ყველაფერი სულ რაღაც ერთ წამში მოხდა, ჩემი ბედნიერების მოცულობის დასასრულს.
უადგილო ადგილი
ადამიანები ნაკლებად ახდენენ კონცენტრაციას გარვეულ სიტუაციაში ადგილზე და ცდილობენ მოერგოს მოქმედებას, რადგან მათ ა აინტერესებთ გარემო.
ჩემს ბავშვობაში ხშირი იყო მკვლელობი, ძარცვა და ძალადობა, მაგრამ რეაგირება ნაკლები, ამიტომაც არის, რომ როცა ირგვლივ ვხედავ რაიმე დანაშაულს რეაქცია ნაკლებად მაქვს.
მახსოვს ერტ დღეს გარეთ ვსეირნობდი, მაშინ 10 წლის თუ ვიქნებოდი და ისევ ისეთი ენთუზიაზმით ვაკვირდებოდი გარემოს, როგორც წინა დღით, რადგან ვცდილობდი დამენახა ის სამყარო რასაც ვერ ხედავდა სხვა, და გამომდიოდა კიდეც.
მაშინ მოხდა ქალაქში პირველი ძარცვა რომელსაც მკვლელობა მოჰყვა და არ შემშინებია, მშობლების აზრით, ვერ ვააანალიზებდი იმას რაც გარშემო მოხდა, ჩემი აზრით, კი მესიამოვნა.
ირგვლივ პოლიცია შემოეხვია სახლს, ხალხი კი ბოლო ხმაზე გაჰკიოდა: „ეს რა მოხდაა ეს რა დაგვემართა, როგორ ვუთხრა შენს სვილს“ და ასე შემდეგ.
მე? მე უბრალოდ ვიდექი და ფეხის ბაკუნით ვუსმენდი ხალხის გოდებას, როცა გვამების გამოტანა დაიწყეს თვალები გამიფართოვდა, ეს იყო ყველაზე ამაღელვებელი მომენტი ჩემს ნათელ ცხოვრებაში.
- პატარავ, შენი აქ ყოფნა არ შეიძლება, სად არიან შენი მშობლები? - მესაუბრებოდა პოლიციის ოფიცერი, მაგრამ ჩემი გონება მხოლოდ იმ ადგილს აღიქვამდა სადაც სისხლის წვეთები იყო - გოგონა, შენ გელაპარაკები, სად არიან შენი მშობლები?
- ისინი, ისინი სახლში არიან, მე... მე... იცით, მე იქ შესვა მინდა, გთხოვთ მე... მე იქ უნდა შევიდე..
- არ შეიძლება, დანაშაულის ადგილზე შესვლა არ შეიძლება. გამოუშვით ერთ-ერთი ექიმი, სავარაუდოდ შოკი აქვ...- და საუბარს აგრძელებდა ოფიცერი რაციაში, მაგრამ მე მხოლოდ სისხლს ვუყურებდი, რომელიც წვეთ-წვეთად მოედინებოდა გვამებიდან. რატომ ჰქონდათ ამდენი სისხლი? საიდან მოდიოდა? როგორ მოდიოდა? სტკიოდათ? ეს კითხვები მიტრიალებდა მხოლოდ თავში. აზრზე, რომ მოვედი სახლში ვიყავი და ჩემი მშობლები რაღაცაზე გაცხარებით კამათობდნენ
- როგორ არ გესმის? ის ჯერ კიდევ ბავშვია, ბავშვი! შოკშია, ვერ იაზრებს რა ხდება, აქედან უნდა გავიყვანოთ სასწრაფოდ! - გაჰკიოდა დედაჩემი და გაბაზებული იყურებოდა აქეთ-იქეთ.
- მესმის, მაგრამ სად წავიყვანოთ? ბალეტი აქვს, დედაჩემი ქალაქგარეთაა, დედაშენი არ დაიტოვებს. სხვას ვის უნდა მივყვანოთ? არ ჯობია სიტუაცის ჩაწყნარდეს და ექიმტან მივიყვანოთ? კარგ ფსიქოლოგთან, ისეთთან, რომელიც დაავიწყებს ყველაფერს?!
- არ ჯობია! მე უკეთ ვიცი რა არის კარგი მისთის! შენ სახლში არასდროს არ ხარ! ვერ ხედავ რას აკეთებს! რა უნდა მას! მე კი ვიცი! მე მეს...- და ისევ გაუთავებელი ჩხუბი იმის თაობაზე თუ რა მჭირდა.
არადა შოკში არ ვყოფილვარ
- არ ვარ მაგ შოკში და ამოიგდეთ თავიდან! განა რა ვნახე ისეთი? მე არ მინახავს როგორ მოკლეს! არ დამინახავს ყელი ოგორ გამოჭრეს! მე მარტო კივილი გავიგონე! კივილი და დავინახე სისხლი, განა მეტ რამეს დავინახავდი?! მე ხომ გარეთ ვიდექი? ეს იყო და ეს, არმესმის რატომ აზვიდებთ, აქ საშიში არაფერი არ ყოფილა
და მახსოვს დედაჩემის კივილი, ძირში დავარდნა და მამაჩემის გაფართოებული თვალები.
აი, აქედან დაიწყო ყველაფერი.
მე უადგილო ადგილას აღმოვჩნდი.
მე გავიაზრე ადგილი და არა სიტუაცია.
ვიგრძენი, რომ განსხვავებული ვიყავი.

ჯერ არ ვიცი სათაური.

ამ ბოლო დროს ყველაფერი მდორედ მიედინება. ქალაქში გასულს ხალხი ისევ ირევა ერთმანეთში. ზოგი ფიქრშია გართული და არც კი ახსოვთ არაფერი, ზოგი მობილურშია ჩამძვრალი და გარშემო არავის არ აქცევს ყურადღებას.
ხალხე დაკვირვება მიყვარს, მათი ფეხსაცმელი, სიარულის მანერა, სხეული, ჩაცმის სტილი, მაგრამ სუნი და თითები, ეს ჩემი სისუსტეა.
ზოგიერთს კარგი სუნი აქვთ, აი, ისეთი, როგორც ზაფხულში ზღვის ტალღებს, ოღონდ ზაფხულში, ზოგიერთს კიდე ისეთი სუნი ასდის თითქოს ნაგავისგან დამზადებული საპნიტ იბანავაო, სინამდვილეში კი დაავადება სჭირთ.
თითები. ეს ადამიანის სხეულის ის ნაწილია, რომელიც ვერავის ვერ დატოვებს გულგრილს და თან ყველას ეშინია მისი. სწორედ რომ თითებით ხდება ყველა ის საშინელება თუ სიამოვნების მომღვრელი მომენტები?!
საბოლოოდ, მხოლოდ ერთი რამის თქმა შემიძლია: მხოლოდ ადამიანებს შეუძლიათ ტკივილი მიაყენონ სხვას, განსაკუთრებით მას ვინც უყვართ, და ამასთანავე სტკიოდეთ ეს ფაქტი.
რა შუაშია ტკივილი, თითები და სუნი ერთმანეთთან? სწორედ, რომ თავშია.
მას შემდეგ, როდესაც ადამიანი კარგავს ერთი შეგრძნების ორგანოს მძაფრდება სხვა შეგრძნებები და ხდება მათი უკეთ რეალიზება. მაგალიტად, როცა ზღვაში ღრმად შევცურავთ და ხრჩობის მომენტში გადავდივართ, ჩვენი ხელები ინსტიქტურად იწყებს მოძრაობას, ასე ხდება ამ დროსაც. როდესაც გვიქვეითდება ერთი შესაძლებლობა ჩვენი ინსტიქტები იმდენად იწყებს მგრძნობელობის მომატებას, რომ რთული ხდება ამ შეგრძნებით ცხოვრება, საბოლოოდ ვიღებთ ადამიანის გვამს, რომელსაც განვითარებული აქვს მგრძნობელობის ოთხი ნაწილი.
- მოგესალმებით, ეს არის სპეციალური გამოშვება, რომელსაც ტელეარხი მარათონი გიჩვენებთ. სამწუხარო ამბებით გვიწევს თქვენი შეწუხება. დღეს, დილის 6 საათზე მოხდა მკვლელობა, აღმოსავლეთის ქუჩაზე, რომელსაც სამი ადამიანი ესხვერპლა, ორი ადგილზევე გარდაცვალა, ერთის მდგომარეობა კრიტიკ....- გადმოსცემდა ტელევიზორში და მსმენელებს შოკში აგდება. ისევ მკვლელობა, ამჯერად სამი მსხვერპლი, ისევ აღმოსავლეთის ქუჩაზე. ეს უკვე მეორე შემთხვევა იყო, რომელიც მთელ ქალაქს შიშის ზარს სცემდა.
ქალაქი ბათუმი, აქ ხომ მკვლელობები იშვიათია, მაგრამ ახლა ისეთი დროა, რომ ეგეც კი არ იქნება გასაკვირი, მაგრამ აქ მთავარი ქალაქი კი არა ქუჩაა.
აღმოსავლეთის ქუჩა, ასე უწოდებდა ხალხი იმ ადგილს სადაც ძველი ქვისგან ნაშენები სახლები და იტალიური ეზოები იყო, ზღაპრიდან გადმოსულ ლოკაციას მოგაგონებდათ, მაგრამ ამ სამყაროში ზღაპრული არაფერი არ არის.
ხალხი პანიკაში ჩავარდა, ირგვლივ ყველაფერი თითქოს განაცრისფრდა, ამ ორმა მკვლელობამ იმდენად შეაშინა ხალხი, რომ საღამოობით სახლში იყვნენ შეყუჟული, როგორც თაგვები ვარდებიან სოროში კატის დანახვისას.
მაგრამ მთავარი აქ ის კი არ იყო, თუ როგორ იყვნენ ადამიანები, აქ მტავარი ის იყო თუ ვინ იძიებდა ამ საქმეს, რადგან ყველა გზა რომში მიდის, როგორ ირონიულადაც არ უნდა ჩანდეს ეს.
**************
- გთხოვთ ყურადღებით მომისმინეთ, რადგან დღევანდელი დღე არ იქნება ისეთი, როგორიც გუშინდელი იყო, ამიტომაც მოიმარჯვეთ თქვენი კალმები და ჩაიწერეთ მითითებები - დინჯად, გამართულად, მყარი და ხმამაღალი ინტონაციით საუბრობდა დავით გოგიტიძე და მისი ხმის ტემბრის მოსმენისას ვერავინ ვერ რჩებოდა გულგრილი, ყველა გასუსული უსმენდა და ელოდებოდნენ თუ როდის მისცემა იმის სიამოვნებას, რომ ისევ გაეგონათ მისი ხმა - პირველი მკვლელობა, როგორც იცით, ერთი კვირის წინ მოხდა, მისამართი აღმოსავლეთის ქუჩა იყო, სადაც ძირითადად ქურდობა იყო აქტუალური თემა, მაგრამ ახლა რაღაც შეიცვალა. ამასთანავე, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ მკველობის ადგილიდან არაფერი არ ყოფილა წაღებული, მოტივი უცნობია, დამნაშავეებიც.
რაც შეეხება მეორე მკვლელობას - ჩაახველა, წყალი მოსვა და ისევ ჩაახველა - აქ გვყავს სამი დაზარალებული, ორი მკვდარი, ერთი დაჭრილი, მაგრამ მისი მდგომარეობაც კრიტიკულია, ამიტომაც მთლად დაჭრილი მოწმის იმედად ნუ იქნებით!... ისევ არ ვიცით მოტივი, არც ვიცით ვინ არიან, თუ არის მკვლელი, მაგრამ გვაქვს შესაძლებლობა ვივარაუდოთ, რომ ეს ორი მკვლელობა კავშირშია...- ისევ ჩახველება, გაოფლილმა გამომძიებელმა ხელი კეფაზე მოისვა, ყელში მოჭერილ ჰალსტუხს ხელი დაავლო და ცოტათი მოუშვა, რადგან თითქოსდა ვიღაც ყელსი ხელებს მწარედ უჭერდა - მესხი! შენ და არველაძე მორგში წახვალთ და ძველ გვამებს შეათვალიერებთ, მჭირდება ხელახალი დასკვნა და ფოტოები, გვამები ზედმიწევნით დაათვალიერეთ, არაფერი არ უნდა გამორჩეთ! ნინიძე, შენ ორივე დააზარალებულ ოჯახთან მიხვალ და გაარკვევ მტერი თუ ჰყავდათ, ან თუ იცნობენ ერთმანეთს, თითოეული დეტალი გამოგვადგება. ამაღლობელი, შენ მე გამომყვებიმ მკვლელობის ადგილას მივდივართ. წარმატებულ სამუშაო გისურვებთ, ახლა მიხედეთ საქმეს. - დინჯი , მოზომილი ნაბიჯებით გავიდე სხდომის დარბაზიდან და თან იქ მსხდომი სამართალდამცავების ჩურჩულიც თან გაიყოლა.
მოგესალმებით.
ვიმედოვნებ წაკითხვის სურვილი გექნებათ.
თქვენი, შემოდგომის ნაკერჩხალი




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent