შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

Don't judge a book by its cover (სრულად)


6-11-2020, 14:16
ავტორი ♥love love♥
ნანახია 3 647

,,არ განსაჯო ადამიანი ერთი შეხედვით“, ალბად ყველას ხშირად გვითქვამს ეს სიტყვები, ან გვირჩევია მეგობრისთვის, რომ წინასწარი დასკვნები არ გაეკეთებინა პიროვნებაზე, თუმცა სინამდვილეში ადამინები სწორედ პირველ ჯერზე ტოვებენ ჩვენში ყველაზე მეტ ,,შთაბეჭდილებას“, რომელიც ხშირად სიცოცხლის ბოლომდე გვამახსოვრდება.
-ემა შეხედე გთხოვ...
-რას? რა ხდება?
-რას კიარა ვის. შენ რა ვერ ხედავ? ყველაზე სიმპატიური ბიჭი ვინც კი ოდესმე მინახავს და ჩვენი ახალი კლასელი.
-ოფ დიდი არაფერი. კარგი რა ტესა ესეთი მეამიტი როგორ ხარ? ყველა ბიჭი როგორ შეიძლება, რომ შენ მოგწონდეს? რას ხედავენ ამ პიროვნებაში კარგს? მანქანას? იმას რომ მდიდარია? მართლა კარგი რა.
-კარგი რა ესეთი დაუნდობელი როგორ შეგიძლია იყო?... ღმერთო ჩემო შენ გიყურებს ნახე...
-არ მაინტერესებს
-ემა უბრალოდ გადადე გვერძე ეგ შენი ღირსება ცოტა ხნით და შეხედე მაინც ნორმალურად.
-ტეს კარგი რა. არ მაინტერესებს ეს თვითკმაყოფილი იდიოტი ხალხი და რა გავავაკეთო?
-უკაცრავად? ვინ არის თვითკმაყოფილი იდიოტი? მე?.. არაფრის თქმას არ აპირებ პატარავ?.. როგორც ჩანს არც ისე კომუნიკაბელური ხარ.
-არა გიო ის უბრალოდ...
-ტესა მოკეტე... ნახვამდის.
ტესა ძლივს გადამირჩა იმის გამო რაც თქვა. იცის რომ არ ვარ დაინტერესებული ბიჭებით და, როგორმე ვინმე ხომ უნდა მომაჩეჩოს ძალით. თუმცა სახლში რომ მივედი გავაანალიზე, რომ მან ჩემზე უბრალოდ ცოტათი ამბიციური ადამიანის შთაბეჭდილება დატოვა, რომელსაც სინამდვილეში კარგი პიროვნული მახასიათბლები აქვს.
-ღმერთო ჩემო როგორ შეგიძლია ესეთი იმპულსური იყო? ყოვლად შეუძლებელია, რომ მისნაირ პიროვენბას კარგი თვისებები და საერთოდ რაიმე კარგი გააჩნდეს. (ვუთხარი საკუთარ თავს)
არა აუცილებლად უნდა ვაღიარო, რომ სულელი ნამდვილად არიყო. საუკეთესო თუარა კლასში ერთ-ერთი კარგი მოსწავლე იყო გიო, თუმცა ჩემს სიმპატიას დიდად ვერ იმსახურებდა. ერთ დღეს მე და ტესა ვსეირნობდით ქუჩებში, როდესაც დავინახეთ, თუ როგორ მისცა გიორგიმ ფული და საკვები ერთ უსახლკარო ადამიანს.
-ემა შეხედე..
-კისერს თუარ მომაწყვეტ კარგს იზამ. ახლა რაღა დაინახე?
-ესეც მე ვარ? ხომ გითხარი, რომ გიო ისეთი არარი, როგორიც ჩანს. ნახე როგორი ყურადღებიანია.
-ღმერთო ჩემო. კარგი რა ტესა. ბრმა ხარ? მე ცოტა ჭკვიანი მეგონე. ნუთუ მართლა ვერ ხვდები, რატომ გააკეთა ეს? ვერ ხედავ ირგვლივ რამდენი ადამიანია? ყველამ დაინახა ის თუ რა გააკეთა მან. აი ნამდვილი მიზეზი მის მიერ გამოვლენილი ,,სიკეთისა“. ეს ყველაზე ცუდი საქციელია. უბრალოდ მხოლოდ საკუთარი თავის მოტყუება. მეტი არაფერი და...
-ემააა არააა...
ამის შემდეგ აღარაფერი მახსოვს. საავადმყოფოში გავიღვიძე. თავი საშინლად მტკიოდა. პირველი, რაც დავინახე იყო გიორგი, რომელსაც ჩემს საწოლზე ჰქონდა თავი ჩამოდებული და დასძინებოდა.
-კარგად ხარ?
-კი კარგად ვარ, მაგრამ შენ აქ რას აკეთებ?
-ავარია მოხდა გზაზე. მანქანა თითქმის შენც დაგეჯახა მეკი შენი დახმარება ვცადე.
მისი სიტყვების გაგონებაზე ჩემთვის გამეღიმა, თუმცა როდესაც მის სახეზე ჩალურჯებები და შუბლზე რამოდენიმე ნაკერი დავინახე ძალიან შემრცხვა და თავი დავხარე.
-ემა კარგად ხარ?
-გოგონებო მე წასასვლელი ვარ. ემა დროებით. გამოჯანმრთელებას გისურვებ.
-ნახვამ...
-რატომ ხარ ისეთი ამპარტავანი, რომ მადლობის თქმაც კი არ შეგიძლია მისთვის?
-ტესა რატომ მაიძულებ რომ მოგკლა? სწორედ იმ მომენტში შემოხვედი, როდესაც მადლობას თქმას ვაპირებდი და ისიც გაიქცა.
-ოჰო, მე მაპატიეთ. ანუ ჩემი ბრალია?... მოგწონს არა?
-კარგი რა ესეთი მიმწოლი რატომ ხარ? ნუთუ არ დაიღალე? რაგინდა რომ მოისმინო? არ მომწონს გიორგი. სულ ესაა და მორჩეს ამაზე საუბარი ერთხელ და სამუდამოდ.
-არა რა. უბრალოდ აღიარე, რომ მას ისეთივე ქარიზმა აქვს, როგორც შენ და თქვენ ორი საუკეთესო წყვილი იქნებით.
-და შენ ჩემი ხელისმომკიდე იქნები ქორწილში ხო?
-რა თქმა უნდა საყვარელო.
-ვაიმე ღმერთო შენ მომეცი მოთმინება. გოგო გაჩუმდი.
-კარგი მაგრამ ერთ პატარა რჩევას მოგცემ.როგორც ამერიკელები იტყიან ,,Don’t judge a book by its cover”
ამ შემთხვევის შემდეგ გიორგიზე რაღაცნაირად ფიქრი დავიწყე. ყოველთვის ვცდილობდი მისი ყურადღება მიმეპყრო და ისიც ყოველთვის ცდილობდა ჩემთან ახლოს ყოფილიყო. ერთ დღესაც გაკვეთილების შემდეგ გიორგიმ ხელი მომკიდა და ბაღში გამიყვანა... ცოტა ხანი თვალებში მიყურებდა, შემდეგ აიღო ჩემი ხელი და გულზე დაიდო.
-შენ მოიპარე. ჩემი გული შენ მოიპარე. სრულყოფილება ხარ. მომწონს ის, რომ ყველასგან განსხვავებული ხარ და ცდილობ თავი ჩემგან შორს დაიჭირო, თუმცა ამავედროს ჩემთან საუბარი მოგწონს. ქარიზმა, რომელიც შენ გაქვს მაგიჟებს. შენი სურნელი ჭკუიდან მშლის. მე შენ მიყვარხარ, მჭირდები და მინდიხარ.
არვიცი შეიძლება თუ არა, რომ ვინმეს ისეთივე კარგი ურთიერთობა ჰქონდეს, როგორიც მე და გიოს გვქონდა. ის ისეთი თბილი, ყურადღებიანი და გამგები პიროვნება აღმოჩნდა. ბევრი სასაცილო მოგონება დაგვიგროვდა ერთად, რასაც ხშირად ვიხსენებდით. სწორედ ის გახდა მიზეზი ჩემი ღიმილის და ბედნიერების გასაღები. თუმცა, როგორ ამბობენ ხოლმე? ბედნიერება ხანმოკლე აღმოჩნდაო. აი რა მოხდა ერთ დღეს....
-პატარავ შენ აქ ხარ? მე მეგონა სახლში იყავი და გამოცდებისთვის მეცადინეობდი.
-ხო მაგრამ ტესას ამბავი ხომ იცი? ეგ რომ მოვა და წუწუნს დაიწყებს აღარ ჩერდება. ხოდა მეც აქ ვარ.
-ხოდა ძალიან კარგი. რას დალევ?
-კარგი რა ვითომ არიცი რამიყვარს გიო.
-კარგი ახლავე დავბრუნდები შამპანიურით.
გიო ცოტა ხნით გავიდა, თუმცა როგოგრც კი მომშორდა თითქოს ჩასაფრებული იყო როდის გავთავისუფლდებოდი ჩემთან ვიღაც ბიჭი მოვიდა.
-გამარჯობა ლამაზო. ხომარ გვეცეკვა?
-არა მადლობა.
-კარგი რა პატარავ ყოველთვის ესეთი მორცხვიხარ?
-მე შენი პატარა არვარ.. ხელი გაწიე... გიო არა..
-ემა აქ დარჩი გარეთ არ გამოხვიდე.
-არა გიო. მოიცა. რის გაკეთებას აპირებ?
-აქ დარჩი.
-ემა წამოდი სასწრაფოდ თორე გიორგი მოკლავს...
დღემდე ვლოცულობ და ვთხოვ ღმერთს, რომ ნეტავ არ და მენახა ის რაც იმ დღეს დავინახე. დავინახე, როგორ აიღო გიომ შამპანიურის ბოთლი და თავზე გადააფშვნა ლაშას.
-ღმერთო ჩემო ეს რა გააკეთე?
-შენ აქ რას აკეთებ? მე შენ რა გითხარი?
-საერთოდ არ მაინტერესებს რა მითხარი. სასწრაფოს დაურეკეთ. გიორგი არ შემეხო. მეზიზღები. ამის გაკეთება, როგორ, რანაირად შეგეძლო? შენ.. შენ.. სიტყვებიც კი არ მაქვს, რომ ვთქვა რა ხარ, მაგრამ დაიმახსოვრე. თუკი ის ვერ გადარჩება აღარანაირი მე და შენ არ იარსებებს. შენს სახელს აღარასოდეს ვახსენებ.
ლაშას თავის საშინელი ტრამვა ჰქონდა მიღებული. ერთი კვირა კომაში იყო. ამ ერთი კვირის განმავლობაში გვერდიდან არ მოვშორებივარ მას, თუმცა ერთი კვირის შემდეგ, ალბად ბრძოლისგან გადაღლილი სხეული.... ტვინი საბოლოოდ მოკვდა.
ტესასგან გავიგე, რომ გიომ ქვეყანა მალევე დატოვე. არც მიკვირს, სხვაგვარად როგორ? მას შემდეგ კარგა ხანი არ მინახავს, თუმცა ერთი წლის შემდეგ მისგან წერილი მივიღე.




პ.ს კიდევ ერთი პატარა ისტორია. იმედია მოგეწონათ. <3



№1  offline წევრი 《Sunshine》

მე პირველი თავი მეგონა კარგი დასაწყისი აქვს და ჩემი აზრით უნდა გააგრძელო პატარა თავი იყო

 


№2  offline წევრი ♥love love♥

《Sunshine》
მე პირველი თავი მეგონა კარგი დასაწყისი აქვს და ჩემი აზრით უნდა გააგრძელო პატარა თავი იყო

მადლობა.. იდეაში ეს სრული ვერსიააა.. თუმცა რავიცი შეიძლება გავაგრძელო.. <3

 


№3 სტუმარი lizi

წერილი რა წერილი სად აუუ მეორე ნაწილიც დადე რაა

 


№4  offline წევრი ♥love love♥

lizi
წერილი რა წერილი სად აუუ მეორე ნაწილიც დადე რაა

წესით ეს სრული ვერსიაა, მაგრამ რადგანაც გამოხმაურება მოყვა დავდებ მეორე ნაწილსაც. მადლობა თქვენ <3

 


№5  offline წევრი OKI ME

კაი რაააა. unamused სულ ეს იყო მთელი ისტორია? flushed და მერე? ან თუ უყვარდა ესე მარტივად დათმო და გაუშვა? anguished ნუ, კარგი ისტორია არის (თუ ჩანახატი არ ვიცი რაც არის) უბრალოდ ესეთი დასსრულით არა. heart_eyes ან წერილში რა ეწერა? გააგრძელე აუცილებლად რააა. heart_eyes

 


№6  offline წევრი ♥love love♥

Megioki
კაი რაააა. unamused სულ ეს იყო მთელი ისტორია? flushed და მერე? ან თუ უყვარდა ესე მარტივად დათმო და გაუშვა? anguished ნუ, კარგი ისტორია არის (თუ ჩანახატი არ ვიცი რაც არის) უბრალოდ ესეთი დასსრულით არა. heart_eyes ან წერილში რა ეწერა? გააგრძელე აუცილებლად რააა. heart_eyes

მე ამ ისტორიებს ინგლისურად ვწერ როგორც თემებს და შემდეგ ვთარგმნი.. არ მეგონა ასეთი გამოხმაურება თუ მოყვებოდა.. უღრმესი მადლობა თქვენ. როგორც კი შევძლებ დავდებ გაგრძელებას. მადლობა თქვენ <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent