შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

აღარასოდეს დაგკარგავ (მეხუთე თავი)


23-06-2018, 14:53
ავტორი ♥love love♥
ნანახია 1 342

ვერ წარმოიდგენთ თავი როგორ ვიგრძენი. თითქოს ყველაფერი დავკარგე, თითქოს გული ამომაცალეს. მას შემდეგ ნორმალურად არც გამიღიმია. მალევე მივხვდი ვინც იყო დამნაშავე ამ ყველაფერში. ასებობდა მხოლოდ ერთი ადამიანი, რომელსაც ამ ყველაფრის თქმა შეეძლო და ეს მარი იყო, ხო მარი, რომელიც ფიქრობდა, რომ ირაკლისთვის თავი უნდა დამენებაბინა. თავიდან მეგონა რომ მას მოსწონდა, თუმცა მალევე გავაანალიზე რომ სძულდა, მაგრამ თუ რატომ ვერ ვხვდებოდი. მეორე დღეს როგორც კი სკოლაში მივედი ნინის (ჩემს კარგ მეგობარს) მობილური გამოვართი და იკას დავურეკე. არვიცი ალბად მილიონჯერ დავრეკე თუმცა არ იღებდა. რა მეფიქრა აღარ ვიცოდი.... როგორც იქნა მიპასუხა
-იკა როგორ ხარ?
-ტეს? მე კარგად შენ? რა ხდება? გუშინ რატომ არ მპასუხობდი? ეს ვისი ნომერია?
-იკა ამოისუნთქე? მისმინე საქმე ძალიან ცუდადაა.
-ტესა, მაშინებ რა ხდება გამაგებინე.
-ჩემებმა ყვეალფერი გაიგეს და...... თან მამამ ისიც დაამატა რომ მობილური აღარ მაქვს ასე რომ..
-აღარ დაასრულო გთხოვ.... შემეშინდა გუშინ მეთქი რა მოხდათქო. ტესა მაპატიე.
-მოიცა იკა რა უნდა გაპატიო?
-ყველაფერში დამნაშავე მე ვარ. ალბად არ უნდა მეთვა ჯერ რომ მიყვარხარ.
-მოიცა ანუ რას გულისხმობ, არ გიყვარვარ და ეს უბრალო გატაცება იყო?
-ტესა ეგეთ ადამიანს ვგავარ? შენ გგონია არ მიყვარხარ? პირიქით შენ ჩემთვის ყველაფერი გახდი გესმის? უშენოდ ერთ წამსაც ვეღარ ვძლებ.
-მეც ძალიან მიყვარხარ, მაგრამ იკა მეშინია.
-რისი ჩემო პაწაწუნა?
-ახლა რა იქნება? ჩვენი ურთიერთობა როგორ გაგრძელდება? ან საერთო რა ხდება? ყველას პრეტენზია რატომ აქვს ჩვენს ურთიერთობასთნ დაკავშირებით?
-ტესა არის რაღც რაც უნდა იცოდე.
-იკა, რა ხდება ყველაფერი კარგადაა?
-ტესა მისმინე, შენთვის ტყუილის თმა არ შემიძლია. მირჩევნია სიმართკე გითხრა რაც არ უნდა იყოს ეს. არც ისეთი კარგი წარსული მქონდა როგორც შენ გგონია. ხო თითქმის ყველაფერ ცუდს მე ვაკეთებდი, თუმცა ამის გამოსწორებას ვცდილობ გესმის? შენ, შენ მცვლი მე. მინდა რომ ჩემთან ბედნიერი იყო.
-ანუ რასაც ამბობენ ყველაფერი სიმართლეა?
-მთლად ყველაფერი არა. მისმინე ყველაფრის თქმა შენთვის მართლა არ შემიძლია, მაგრამ დამიჯერე შევიცვლები და ყველაფერი კარგად იქნება.
-მანამდე რა ვქნა? არც მობილური მაქვს რომ მოგწერო და საერთოდ შენგან იზოლირებული ვარ. ყოველთვის მენატრები. იკა ასე ვერ ვიცოცხლებ.
-ტესა მეც ეგრე ვარ. მესმის შენი თუმცა შევეცდები ყველაფერი კარგად იყოს. ზოგჯერ შეგხვდები ხოლმე, ისე რომ არ გაიგონ.
-კარგი იმედია ყველაფერი კარგად იქნება.
-პაწაწუნა კარგი რა. გპირდებირ ომ ყველაფერი დალაგდება არ ინერვიულო.
-კარგი იკა. გაკოცე აბა დროებით.
ყველაფერი კარგად მიდოდათქო რომ ვთქვა ტყუილი იქნება, თუმცა ხშირად ვხვდებოდით ერთმანეთს და ეს დრო ჩემთვსი საუკეთსო წუთებად იქცა, თუმცა ბედნიერება ნაადრევი გამოდგა რადგან ამის შესახებაც გაიგეს. ეს სრული შოკი იყო ჩემთვის. უდიდეს გაურკვევლობაში ჩავვარდი. რა იყო ისეთი ჩემსა და იკას ურთიერთობაშო ასეთი, რომ მთელი სამყარო ჩვენს წინააღმდეგ იბრძოდა.
ყველასგან იზოლირებული გავხი. ვისაც ვენდობოდი თითქმის ყველამ მიღალალტა. ვინც მჭირდებოდა და ვისაც ვაღელვებდი მას ვერ ვესაუბრებოდი. რამდენჯერ შეკრებილან მეგობრები ეთად,თუმცა ვერ წავსულვარ რადგან იქ იკა იყო. ერთის ნორმალური საერთო მეგობარი გვყავდა, რომლსაც ორივე ვენდობოდით ამიტომ დაკავშირებაში ის გვეხმარებოდა. ზოგჯერ წერილებს ვუგზავნიდი იკა და ვხუმრობდით ვითომ მეცხრამეტე საუკუნე იყო და მობილურისა და ინტერნეტის ეპოქა ჯერ არ დამდგარა.
ერთ დღეს მეგობრები ფეხბურთის სათამაშოდ უნდა შეკრებილიყვნენ. ძალიან მინდოდა წასვლა და ჩმედა გასაკვირად თანხმობა მივიღე. სტადიონზე მარის მამამ მარშრუტით აგვიყვანა. იკაც იქ იყო. ერთმანეთს თვალს ვერ ვაშორებდით, თუმცა უცნაური მეჩვენა. მის თვალებში სევდა იგრძნობოდა. თითქოს რაღაც გულს უკლავდა. მართალია არც ისე კარგი სიტუაცია გვქონდა განსაკუთრებით ბოლო 4 თვე, თუმცა ერთმანეთის დანახვაზე ღიმილს მაინც ვინარჩუნებდით. დღეს კი არ ვიცი რა ხდებოდა.
დღემ კარგად ჩაიარა. სხვაგვარად არც შეიძლებოდა იკას გვერდით თავს შესანიშნავად ვგრძობდი. სახლში წამოსვლის დროც დადგა. მარშრუტში გვედიგვერდ მოგვიწია დაჯდომა. ჩვენს შორის გაურკვეველი დაძაბულობა იგრძნობოდა თუმცა ვერ ვხვდებოდი რა ხდებოდა. იკას თითქმის ხმაც კი არ ამოუღია.
-იკა კარგად ხარ?
-კი ტესა, უბრალდო თამაშმა ძალიან დამღალა, ცოტა თავიც მტკივა.
-კარგი არაუშვს. დაისვენებ და ყველაფერი კარგად იქნება.
როდესაც მარშრუტიდან ჩავდიოდი იკა შემაჩერა და მითხრა:
-არასოდეს დაგივიწყებ.
ცოტა არ იყოს მეუცნაურა ეს სიტყვები ვერ ვხვდებოდი რას ნიშნავდა, თუმცა ეს ბოლო სიტყვები იყო რომელიც იკასგან გავიგე.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent