შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სიმართლე სიცრუეში (თავი 3)


7-11-2020, 13:14
ავტორი keti_one
ნანახია 2 109

***
ჩაი გაცივდა, ოთარი მუქ სავარძელში იჯდა და შუაღამინდელ ზარზე ფიქრობდა. რატომ დარეკა? ამ კითხვას პაასუხი მალევე გასცა
-ის მარტოა-ჩაილაპარაკა თავისთვის და ირგვლივ უთავბოლოდ მიმოფანტულ ქაღალდებს დახედა. გახუნებული ხის მაგიდაზე დაგდებულ შავ-თეთრ ფოტოს დააშტერდა. გაეღიმა, ღია ფერის თმა გოგოს ძალიან უხდებოდა.
-რას აკეთებ!- ხმამაღლა შეიგინა, წამოდგა და საკუთარ თავზე გაბრაზებული ჩაწვა ცივ საწოლში. ასეთი რა ჰქონდა ამ გოგოს რომ მოსვენებას უკარგავდა?! სიმწარემ და მონატრებამ ერთიანად დაუარა სხეულში. იმ აზრს, რომელსაც ამდენ ხანს ებრძოდა, დანებდა. სესილი მას ჰგავდა, შეყვარებულს რომელმაც თავი მოიკლა. ოთარმა მისი გადარჩენა ვერ შეძლო, სწორედ ამან მიაჯაჭვა სესილიზე. ის მას არა გარეგნულად, ან ქცევით ჰგავდა. სესილი მას აზროვნებით, მისი გამოხედვით და ფიქრებით ახსენებდა. ოთარმა 19 წლის ასაკში იპოვა, მკვდარი მისივე ოთახში. რატომ ვერაფერი შეატყო? რატომ ვერ მიხვდა რომ ის ამას აპირებდა? ის ხომ ყოველთვის მის გვერდით იყო მაგრამ არასდროს უკითხავს გოგოსთვის, როგორ იყო და რა აწუხებდა. სწორედ ეს იყო მიზეზი იმისა რომ სესილით ასე იყო შეპყრობილი, ეგონა გოგოს გადარჩენით დანაშაულის გრძნობას გაიქარწ....ბდა რომელიც აგერ უკვე წლები იყო ტანჯავდა.
რამოდენიმე დღე გავიდა სესილის ზარის შემდეგ. მას შემდეგ აღარ გამოჩენილა, ოთარს მთელი ეს დრო ძილი ახლოსაც არ ეკარებოდა. წოლისგან დაღლილი გამთენიისას უკვე
ფეხზე იდგა. საუზმობა რა თქმა უნდა დაეზარა და მხოლოდ ყავით შემოიფარგლა. უხალისოდ შეაბიჯა ოფისში, კობა როგორც ყოველთვის კომპიუტერთან იჯდა
-დნმ პასუხები მოვიდა?
-კი, დადებითია
-რა მოულოდნელია- თვალები გადაატრიალა ოთარმა, ეზიზღებოდა უინტერესო საქმეები, შვებით ამოისუნთქა, რომ როგორც იქნა გამოძიება დასრულდა
-ამოისუნთქე არა?- გაეცინა კობას, თავი თანხმობის ნიშნად დაუქნია
დღე ნელა და მტანჯველად მიიზლაზნებოდა. თავში რაღაცამ წამოუფრინა
-დღეს უნივერსიტეტი ეწყება- ჩაილაპარაკა თავისთვის
-რაა?- ჩაეკითხა კობა
-არაფერი. -წამოხტა ოთარი
-მე გასასვლელი ვარ
-კი მაგრამ...
-თუ რამე ახალი იქნება დამირეკე- მოუჭრა მოკლედ და ოთახიდან გავიდა. საათს დახედა, შვიდის ნახევარი იყო. გზაშივე გაარკვია ლექციები რომელ საათებში ჰქონდა ამიტომაც იცოდა სესილი ზუსტად შვიდზე გამოვიდოდა გარეთ. ისიც კარგად იცოდა, რომ სასწავლებელში შეყოვნება არასდროს ჩვეოდა, იქაურობა დიდად არ ეხატებოდა გულზე
-როგორ ცდილობს დამალოს- ზედმეტად ხმამაღლა მოუვიდა ფიქრი
შემოდგომის პირველ დღეს, სტუდენტების მხიარული ხმები და ქუჩიდან მანქანების ხმაური ავსებდა. ჯანელიძემ ისევ დახედა საათს 18:58. მალე გამოჩნდებოდა. და აი ისიც! კიბეებზე სწრაფად ჩამოირბინა შემდეგ კი ნაბიჯი შეანელა. თეთრი უმკლაო მაისური, ჯინსის კაბა და თეთრი კედები ეცვა. გრძელი, შავი ხვეული თმა ჩამოეშალა. მას კარგად დააკვირდა, ისე მოდიოდა, იმდენად იყო ფიქრებში გართული ირგვლივ ვერავის ამჩნევდა. ოთარს საშინლად დააინტერესა რაზე ფიქრობდა იმ წამს სესილი. უცებ წინ მომავალს ვიღაცამ მხარში ხელი ჩაავლო და შეაჩერა. მაღალი, გამხდარი ბიჭი რაღაცას ღიმილით ეკითხებოდა, სესილი კი დაბნეული შეჰყურებდა., შემდეგ უხერხულად შეიშმუშნა და ეცადა გაეღიმა. სახეზე ეწერა ერთი სული ჰქონდა როდის გაეცლებოდა უცნობ ბიჭს. ღიმილით დაუქნია თავი და რამოდენიმე სიტყვა თვითონაც უთხრა, მხარზე დადებულ ხელს დახედა და ანიშნა ხელი გაეშვა, ბიჭი მის ნებას დაჰყვა. სესილი დაუმშვიდობებლად გაეცალა გამომძიებლისთვის უცნობ ბიჭს და სწრაფი ნაბიჯებით გაუყვა გზას. უცნობი გოგოსკენ წამიერად მობრუნდა, თვალი ისე გააყოლა, ჯანელიძე მზერით მიხვდა რომ მას აშკარად მოსწონდა მისი „დაკვირვების ბიექტი“. წამიერად შეშურდა კიდეც, ესმოდა მისი... ძნელი იყო ასეთი გოგო არ მოსწონებოდა. ოთარმა გზა გადაჭრა და მას უკან მიჰყვა
-მეგონა საუკუნოდ აპირებდი შორიდან ყურებას- სესილიმ მისკენ ცბიერი თვალები გააპარა, მისი დაბნეული მზერა უკვალოდ აორთქლებულიყო, გოგოს კანისთვის ზაფხულის მცხუნვარე მზეს ვერაფერი დაეკლო.
-სწორედ ახლა ვაპირებდი მოსალმებას
-თან გაიკვირვებდი და შემთხვევითობას დააბრალებდი ჩემს ნახვას არა?- ორივეს გაეცინათ, ოთარს მოეჩვენა რომ მისი ნახვა გოგოს ესიამოვნა კიდეც.
-დაღლილი სახე გაქვს, არ გეძინა?- სესილიმ სიარული განაგრძო, ოთარიც გვერდით მიჰყვა
-მეძინა, ცოტახნით
-ცოტაცნით რატომ?
-არ მიყვარს ძილი, დრო უქმად იკარგება
-მეორე ადამიანი ხარ ჩემს ცხოვრებაში, ვინც ეს თქვა
-პირველი ვინაა?
-ჩემი ქართულის მასწავლებელი. დღე-ღამეში მხოლოდ ოთხი საათი ეძინა და ეს დროც ენანებოდა
-და დანარჩენ დროს რაში იყენებდა?
-კითხვა, კითხვა და კითხვა- თვალები გადაატრიალა
-კითხვა საქმე არ არის?
-რა აზრი აქვს, მთელ სიცოცხლეს კითხვაში თუ გაატარებ? საიქიოში ვისზე მეტად განათლებული წახვალ ალბათ ესაა მიზანი?
-ასე ხომ არაფერს აქვს აზრი?
-აქვს. საინტერესო ცხოვრებას, ვგულისხმობ ცხოვრებას ბევრი კარგი მოგონებით
-შენ საინტერესო ცხოვრებით ცხოვრობ?
-საქმეც ესაა, არ ვცხოვრობ... მაგრამ ვიცხოვრებ
-ნამდვილად ოპტიმისტურ განწყობაზე ხარ დღეს
-ეს ოპტიმიზმი არაა, ეს ჩემი მიზანია.
-სადღაც წავიკითხე, ადამიანი რომელიც ბევრს კითხულობს ბევრ საიდუმლოსაც მალავსო
-არ ვიცი, ამაზე არ მიფიქრია. ვფიქრობ, ზედმეტი და გამოუყენებელი ინფორმაციით ტვინის დანაგვიანება თანაც დღეში 20 საათი, უკვე დროის კარგვაა.
-ხო, ასე შეიძლება დაგეთანხმო კიდეც- ნათქვამს მიუხვდა ჯანელიძე
-აქ ახლოს, ძალიან გემრიელ საჭმელებს ამზადებენ, ხომ არ შემომიერთდები?
-დიდი სიამოვნებით
გოგო კომფორტულად მოთავსდა წითელ სავარძელში, მიმთანს თავაზიანი ღიმილით შეუკვეთა ბერძნული სალათი და სტაფილოს წვენი. ოთარი კი, ყავას და სენდვიჩს დააცხრა
-რამდენად ხშირად სვამ ყავას?
-ჩაისა და ყავის თემით ძალიან ხარ დაინტერესებული არა?- სესილის გულიანად გაეცინა
-და მაინც, რამდენჯერ?
-ყავას ოთხჯერ, ან ხუთჯერ
-ოჰო! ზედმეტად ბევრი ხომ არაა?
-შეიძლება- მხრები აიჩეჩა გამომძიებელმა და უგემრიელეს სენდვიჩს ჩაკბიჩა. სესილი მართალი იყო, ასეთი გემრიელი კაი ხანია არაფერი ეჭამა
-ცოლი გყავს?- წვენი მოსვა და მარჯვენა ხელით ლოყას დაეყრდნო, შავი კულულები უკან გადაიყარა, თმა წელამდე სწვდებოდა და საოცრად უბზინავდა. ამ ყველაფერს იმდენად ძალდაუტანებლად ლამაზად აკეთებდა ოთარი მონუსხული უმზერდა. ასმაგად მშვენიერი ეჩვენა ამ მომენტში. ეს იყო კადრი რომელიც ადამიანს ცხოვრების მანძილზე ცხადად რჩება გონებაში.
-არა.- გაუღიმა სესილის
-არც შვილები?
-არა..
-რატომ?- ცალი წარბი ასწია გაოცების ნიშნად
-ზედმეტი პასუხისმგებლობაა
-გეთანხმები- ოდნავ ჩაეღიმა.
-შენ რას მეტყვი? ვინ იყო ის მაღალი „გაზეთიდან გადმოსული“ ბიჭი?
-ჩემი მეგობარიც სწორედ ასე ეძახის- გაეცინა მხიარულად, დაუმორჩილებელი კულილი ისევ წინ გადმოუვარდა, ჯანელიძე მის თმას თვალს ვეღარ აშორებდა
-ერთ დროს ერთმანეთი მოგვწონდასავით
-„სავით“?
-დიახ ასეა.
-შემდეგ?
-გეტყვი, ადამიანის მოწონება და შეყვარება ძალიან ადვილია... ძნელია მიხვდე ვინა არის შენთვის კარგი და უფრო ძნელი იცი რა არის?- გამომძიებელმა უარის ნიშნად თავი ოდნავ გააქნია
-უფრო ძნელია მიხვდე, რომ ადამიანი არ არის შენთვის კარგი, რომ არაფერი გამოგივათ და დროულად შეეშვა. რაც როგორც იცი, მე კარგად გამომდის.
-მისგანაც გაქრი
-ასეა, არ მიზიდავს „ორ კვირიანი რომანები“ მირჩევნია ადამიანი ისევ შორიდან მომწონდეს
-ანუ, ახლაც მოგწონს?
-რა თქმა უნდა, როდესაც ადამიანს ბოლომდე არ იცნობ და ისე წყვეტ მასთან ურთიერთობას გარკვეული სიმპათიები ისევ რჩება შენში.
-საინტერესოდ და უცნაურად მსჯელობ
ოთარი გაოცდა, დღეს სესილი სრულიად სხვანაირი იყო. მის თვალწინ გულჩათხრობილი, დეპრესიული გოგო თამამ, საინტერესო და მხიარულ ქალად გადაიქცა. ეს როდის მოასწრო?! უყურებდა მის ნაზ ხელებს, სპილოსძვლისფერ ლამაზ კანს და რეალობას ისევ მოწყდა
-აბა რას იტყვი? ხომ გემრიელი საჭმელები აქვთ?
-კი, ძალიან- თავი ოდნავ გააქნია, შეეცადა მის კანზე აღარ ეფიქრა.
-იმ დღეს რომ დაგირეკე, ალბათ გაგიკვირდა
-თავს მარტოდ გრძნობდი?- პირდაპირ კითხა ოთარმა
-მარტოობა... შენ არ გრძნობ თავს მარტოდ?
-არ ვიცი, ზოგჯერ- დიდად სიმარტოვე ჯანელიძეს არ აწუხებდა
-ადამიანები ამ სამყაროში ასე თუ ისე, ყოველთვის მარტონი ვართ. უბრალოდ ტვინში ვიბეჭდავთ აზრს, იმედს იმისას, რომ ვიღაც არსებობს ისეთი ვინც ამ მარტოობას წამით მაინც ამოავსებს.დაფიქრდი, ჩვენ ხომ გვერდით არავინ გვყავს გარდაცვალებისას? მარტო გავდივართ იმ გზას, რომლისაც დაბადებიდან ყველაზე მეტად გვეშინია.- ოთარს ხმა არ ამოუღია, სესილი ფიქრებში გაერთო ჯანელიძე კი მის ყურებაში
-ჩემი ფიქრები თავს მოგახვიე, ალბათ თავი მოგაბეზრე- გაეღიმა ისევ
-ო არა! მომწონს შენი აზროვნება.
-ნუთუ არასდროს ისვენებ?- ლაპარაკი სხვა თემაზე გადაიტანა
-არ მინდა, რა ვაკეთო უსაქმოდ?
-აი მე კი ერთი წელი დამრჩა და აქედან წავალ- თვალები სიხარულით აენთო
-საინტერესოა სად მიდიხარ?
-ყველგან, ბოლოს კი ალიასკაზე დავიდებ ბინას
-იქ რა დაგრჩენია?
-ბავშვობიდან ვოცნებობ, თვალებს ვხუჭავ და წარმოვიდგენ რომ იქ ვარ... განა ეს საკმარისი არაა?
-იქ ხომ ძალიან ცივა..
-მიყვარს სიცივე. - რა თქმა უნდა! სიცივე ხომ მისი ჩვეული მდგომარეობა იყო. რას დააკლებდა ალიასკის თოვლი? ოთარს გააჟრჟოლა, ეზიზღებოდა ზამთარი
-შორი გზა კი აგირჩევია
-კიდევ ერთი პლიუსი!- ოთარს გაეღიმა. მიმზიდველი ქალი მეოცნებე ბავშვად იქცა. თითქოს მასში რამოდენიმე პიროვნება ერთად ცხოვრობდა და ერთმანეთს ენაცვლებოდა. გოგოს უყურებდა და იცოდა ის მასთან აღარ იყო, ფიქრებით შორეულ ალიასკაზე დაქროდა. მის უფერულ სავსე ტუჩებს დააკვირდა, ცივმა ოფლმა დაასხა, საკუთარ თავს ვერ ცნობდა.
-წავიდეთ?- ცხოვრებაში პირველად თვითონვე მოუნდა ვიღაცას გაქცეოდა
-კი, წავიდეთ- სკამიდანაც კი ისე ლამაზად წამოდგა, როგორიც თვითონვე იყო, ან უბრალოდ ოთარს ეჩვენებოდა მისი თითოეული მოძრაობა ლამაზად.
***
შემოდგომის თბილი ჰაერი გამაბრუებლად მოქმედებდა ჩემზე. ფერგადასულ, უკვე გაყვითლებულ მინდორში თვალებდახუჭული ვიწექი და ფოთლების შრიალის ხმას გასუსული ვუსმენდი. რა ლამაზია ეს სამყარო! სამწუხაროა, რამდენად ბევრს ვითხოვთ, ვიღებთ და მაინც უბედურად ვგრძნობთ თავს, მაშინ როდესაც ბედნიერებისთვის სულ მცირედია საჭირო...
ფიქრებში ჩაძირულს მაინც მესმოდა მარიამის ქშენა, რომელიც მოუსვენრად წამოყოფდა ხოლმე თავს და მიცქერდა
-ჩაგეძინა?- ვეღარ გაუძლო სიჩუმეს
-არა- თავი უარის ნიშნად გავაქნიე
-აუ მელაპარაკე რა!- აბუზღუნდა და ტკბილეულს დააცხრა
-ბუნებაში გამოვედით შოკოლადებით, მაგარია! - სიცილით წამოვჯექი მეც
-მითხარი, შენი აზრით რომ არ გამოვჩენილიყავი, რამდენ ხანში დავავიწყდებოდი ყველას?
-შენს დავიწყებას შევძლებდით?- შემომიბრუნა კითხვა საყვედურით სავსე ხმით
-რატომაც არა? ნუ ბოლომდე ალბათ ვერ შეძლებდით, მაგრამ თან ხომ არ გადმომყვებოდით, არა?!
-ეგოისტი ხარ, იცი?!
-ვიცი. მაგრამ ყველას თავისი ცხოვრება აქვს ხომ ხვდები
-კიდევ კარგი გამოჩნდი!- მომეხუტა უცებ
-იცი რა გამახსენდა?
-რა?
-სვირინგებიანი ხელი და კიდევ ის ბიჭი ბარიდან
-სვირინგებიანი? იმ ბიჭს ქონდა?
-არა... არ ვიცი. უბრალოდ ეს ორი რამ გამახსენდა და ვერ ვხვდები კავშირშია ერთმანეთთან თუ არა
-იქნებ გამომძიებლისთვის გეთქვა?
-ასე ფიქრობ?
-კი, არ ფიქრობ რომ დროა სიმართლე გაირკვეს?
-არ ვიცი...- მინდოდა მისთვის ფესტივალზე მომხდარი ამბავიც მეთქვა მაგრამ თავი შევიკავე. ვიცოდი ისეთ კითხვებს დამისვამდა რაზეც პასუხი არ მქონდა. შოკოლადის ფილას ისე ჩავკბიჩე ტითქოს პირველად ვაგემოვნებდი
-მმ... თვეებია შოკოლადი არ მიჭამია- მიხვდა ამაზე საუბარი არ მსურდა
-ამაზე უარს რატომ ვამბობდი შემახსენე?- ჩემს რეაციაზე გულიანად ახითხითდა და სვირინგებიანი ხელი ფიქრებიდან ამოუფრინდა.
***
დღეები სწრაფად მიქროდა, ახალი სამსახური დავიწყე, უკვე ანაზღაურებადი. ლექციებიდან პირდაპირ იქ გავრბოდი, იქიდან კი ისევ ლექციებზე. თავისუფალი დრო თითქმის არ მქონდა . მხოლოდ სიბნელე მახვედრებდა, რომ სახლში წასვლის დრო იყო. დილას ადრე ვდგებოდი და ამ გრაფიკს იმდენად მივეჩვიე შემეძლო დღეები ძილის გარეშეც კი გადამება.
წითელი მკლავიანი კაბა ჩავიცვი, მდიდრული რესტორნის კიბეებზე ნელა ავდიოდი. ჩემს გვერდით მდგომ გამომძიებელს ღიმილით შევხედე. შავი პერანგი ძალიან უხდებოდა. როდის გადავედით ურთიერთობის ამ ფაზაზე თვითონაც ვერ მივხვდი. უცნაური შეგრძნება მქონდა, თითქოს ეს ყველაფერი ბედის შედგენილი გეგმის ნაწილი იყო.
-ასე რატომ მიყურებ?- გამიღიმა დაეჭვებულმა
-მადლობელი ვარ, გადატვირთულ გრაფიკს ცოტა ხნით რომ მოვცილდი შენი დამსახურებით
-ხო ცოტა განტვირთვა მეც არ მაწყენდა.. - ხალხს დავუწყე თვალიერება, ყველა რაღაცნაირი შებოჭილი მეჩვენა. ოთარი კი იჯდა და სრულიად უდარდელი შეექცეოდა წითელ ღვინოს.
-ეს პაემანია?- ვკითხე პირდაპირ, ყოველგვარი შელამაზების გარეშე
-პაემანი? არა რა თქმა უნდა, ერთი საღამოა მეგობართან ერთად- თითქოს ვიღაცის წინაშე თავს იმართლებდა, ალბათ საკუთარ თავს უფრო აჯერებდა ვიდრე მე.
-კარგი, ძალიან გიხდება ეს პერანგი- ვეცადე ბოლომდე დამებნია, პატარა ბიჭს გავდა რომელიც პირველად წავიდა გოგოსთან შესახვედრად
-შენ კი წითელი ფერი- თვალი ჩავუკარი და ღვინო მოვწრუპე. ვიცოდი თვითონ არასდროს გადმოდგამდა ჩემსკენ ნაბიჯს ამიტომაც შევთავაზე ჩემთან ერთად აქ მოსვლა.
-მითხარი ბედის გჯერა?
-მჯერა. მჯერა, ყველას რაღაც მისია გვაქვს ამ ცხოვრებაში
-და შენ რა მისია გაქვს?
-ჯერ არ ვიცი, შენ გჯერა ბედის?
-არ ვიცი. წარმოდგენაც კი არ მაქვს რისი უნდა მჯეროდეს და რისი არა. ზოგჯერ მშურს ხალხის რომელსაც ყველაფერზე მტკიცე აზრი გააჩნია და საკუთარი შეხედულებები აქვს.
-იქნებ ჭეშმარიტებასთან შენ უფრო ახლოს ხარ, ვიდრე ისინი ვისაც საკუთარი აზრები ყველაზე სწორი ჰგონია?
-ჭეშმარიტება? ჭეშმარიტება არაფერში არ არსებობს
-ეს ძალიან რთული თემაა.
-და სიყვარულის? სიყვარულის თუ გჯერა?
-რა თქმა უნდა. - ჩემსკენ წამოიწია და თვალებში ღიმილით ჩამხედა
-მეც მჯერა, ვიცი რომ არსებობს და ეს უფრო მეტად მაშინებს, ვიდრე მახარებს
-რატომ?
-სიყვარული გაიძულებს ისეთი საქციელები ჩაიდინო რასაც ფიქრობ, რომ არასდროს გააკეთებ
-ყველანაირ საქციელს მოეძებნება ახსნა როდესაც გიყვარს. თითქოს შენ აღარ ხარ ის, რაც უწინ იყავი. ნუთუ არ დაკვირვებიხარ თუნდაც შენს მეგობრებს როგორები იყვნენ ალბათ აღარც კი გახსოვს სიყვარულამდე არა?
- სწორედ ეს მაშინებს. მე არ მინდა შევიცვალო, არ მინდა იმ ადამიანივით ვიფიქრო და ვიქცეოდე, რომელიც შემიყვარდა და დავკარგო საკუთარი თავი. მეშინია, რომ ჩემი გაღებული მსხვერპლი ამაო იქნება... ყველაზე საშიში იცი რა არის? არ მეცოდინება როგორი ვიყავი მის გამოჩენამდე და არც ის მეცოდინება, როგორი უნდა გავხდე მისი წასვლის შემდეგ.
-იქნებ არ მიდის? რატომ ფიქრობ რომ დაგტოვებს?
-სისულელეა... ადამიანები ყოველთვის ტოვებენ ერთმანეთს. ეს გარდაუვალია და გულის სიღრმეში ყველამ კარგად ვიცით ამის შესახებ. - ოთარი გაჩუმდა და დამაკვირდა. ვიგრძენი როგორ დამეთანხმა გულის სიღრმეში.
-წამოდი აქედან წავიდეთ
-სად?
-ერთ ადგილს განახებ
ქალაქის ქუჩებში მივსეირნობდით. ჩემს საყვარელ ადგილს მივადექი. ლიფტი გამოვიძახე და თბილისის ყველაზე მაღალი საცხოვრებელი კორპუსის სახურავზე აღმოჩნდით. ხმაურიან ქალაქს ჩუმად გადმოვყურებდით ზევიდან
-იცი აქ როდესაც მოვდიოდი, რაზე ვფიქრობდი?
-რაზე?
-რომ არასდროს გადმოვხტებოდი ამ სიმაღლიდან - გაეღიმა
-დიდი ხანია ასე არც ერთი ადგილი არ მომწონებია
-შეგიძლია მოხვიდე ხოლმე, როცა მე წავალ - უცნაური რეაქცია ჰქონდა, თითქოს გაბრაზდა, თითქოს ამაზე საშინელი სიტყვა არასდროს გაეგონა. საშინლად მომინდა შევხებოდი. ხელი ნაზად ჩავკიდე და თვალებში შევხედე
-ეს არასწორია- მითხრა მკაცრად
-ვიცი- გავუღიმე და მივეხუტე. ქალაქის ყველაზე მაღალი შენობის თავზე ვიდექი და მასთან ერთად ისე უსაფრთხოდ ვიგრძენი თავი, მეგონა გადმოხტომაც კი ვერაფერს დამაკლებდა.
თითქოს საკუთარ თავთან ომი წააგო ისეთი მზერა მომაპყრო და შემდეგ ძლიერი მკლავები ნაზად შემომხვია წელზე...
***
მთელი დღე მისგან არაფერი მსმენია. ვიცოდი ჩემზე ფიქრობდა და გამოჩნდებოდა იმ დღეს, თუ არა, დიდად არ მანაღვლებდა. ის არსად გაქრებოდა, ეს მის თვალებში ამოვიკითხე, საკუთარ თავს ებრძოდა, მაგრამ ეს დიდხანს არ გასტანდა. ბედნიერების შეგრძნება მთელს სხეულს დაუფლებოდა. ღამე სახლში მივედი, წყალი გადავივლე, თმის გაშრობის თავი არ მქონდა. ვიცოდი, დილას იმდენად ხუჭუჭა გავიღვიძებდი იმდღევანდელ სიზარმაცეს ვინანებდი, მაგრამ ჯიუტად ვთქვი უარის თმის საშრობზე.
ჟაკეტი მოვიცვი აივანზე გავედი და ცარიელ იატაკზე წამოვწექი. ცა იმდენად ლამაზი იყო ადგომა არც კი მიფიქრია. მათ ციმციმს თვალს ვადევნებდი, ერთი ჩამოვარდა, მინდოდა სურვილი ჩამეფიქრებინა, მაგრამ ვერაფერი მოვისურვე. ვარსკვლავების ციმციმი ნელ-ნელა ქრებოდა მხედველობის არედან, ჩემი სხეული უფრო ფარფატა გახდა. მეგონა ძილმა ხორცი შეისხა, ხელი დამტაცა და სადღაც შორს გამაქროლა.
ისევ ნაცნობ ოთახში აღმოვჩნდი. თბილი სხეული ზურგიდან მომხუტებოდა, სვირინგიანი ხელები ისე მიჭერდა თითქოს ეშინოდა სადმე არ გავქცეოდი
-შენი აზრით გამოვა ეს ყველაფერი?- გაისმა ნაცნობი კითხვანარევი ხმა
-მე შენ გენდობი!- ჩემი ხმა მეუცხოვა, თითქოს მე არ მეკუთვნოდა
-რომ გადაიფიქრო?
-ეს ასე რომც მოხდეს, შენ მაინც უნდა გააკეთო
-კარგი- დაუთბა ხმა ნაცნობს. თითქოს ამ ყველაფერს შორიდან ვადევნებდი თვალს. ეს ჩემი შანსი იყო! უნდა მივბრუნებოდი, მისი სახე ერთხელ და სამუდამოდ უნდა დამენახა! „გთხოვ არ გაიღვიძო“ ძილში ვეხვეწებოდი საკუთარ თავს. მისკენ მივბრუნდი... ეს გამომივიდა! მივბრუნდი საკუთარმა ყვირილმა გამომაღვიძა
-არა!- აღმომხდა შოკირებულს, თვალები ვჭყიტე ცივმა ოფლმა დამასხა. აივანზე დედაჩემი გამოვარდა.
-ეს... მღვიძავს? - ვეკითხებოდი დაბნეული, შეშფოთებული დაიხარა და წამომაყენა
-კარგად ხარ? რა მოხდა?!
-მე... მღვიძავს?- გავუმეორე კითხვა
-კი, შენმა ვირილმა გამაღვიძა, სახლში შემოდი. -ხელი მომკიდა და შიგნით შემიყვანა
-ღმერთო! როგორი ოფლიანი ხარ- მეფერებოდა შეშფოთებული
-მე... მე ცუდი სიზმარი მესიზმრა
-ოჰ სესო! ძალიან გთხოვ წამყევი ფსიქოლოგთან - ისევ არ ესმოდა რას ვამბობდი! ფრუტუნით წამოვდექი და აბაზანაში შევვარდი.სახე წყალს შევუშვირე, სარკეში ჩავიხედე. მისი სახე, ეს ის იყო! ბიჭი ბარიდან!
გათენებას მოუთმენლად ველოდი. ეს მან გააკეთა, ბიჭმა ბარიდან გამიტაცა. ამ საქმეს სანახევროდ ვეღარ დავტოვებდი, სიმართლე ბოლომდე უნდა გამერკვია. იმდენად დავიბენი, აზროვნების უნარი დაკარგული მქონდა. თუ მან გამიტაცა, რაღაზე მივლიდან მაშინ ფესტივალზე? რატომ დამყვებოდა კუდში? მე ხომ ის მხოლოდ ერთხელ ვნახე? როგორ მოხდა ეს ყველაფერი? კითხვებმა ისე შემაწუხა ტირილამდე მიმიყვანა. როგორც კი გათენდა ოთარის კაბინეტს მივაშურე. კარზე ხმამაღლა დავაკაკუნე და უცერემონიოდ შევაღე. კომპიუტერთან მჯდარმა კობამ გაკვირვებულმა გამომხედა
-ეე... გამარჯობა, მე ოთარს ვეძებ. გახსოვართ ალბათ არა?
-კი, კი როგორ არა, მობრძანდით- შემიპატიჟა შიგნით
-რამ შეგაწუხათ?
-მე, ჯანელიძის ნახვა მინდა. მალე მოვა?
-სამწუხაროდ დღეს არ იქნება- მთელი ზაფხული დაუსვენებლად მუშაობდა და რა თქმა უნდა, როცა მე დამჭირდა სწორედ მაშინ გადაწყვიტა არ მოსულიყო, ცხოვრება სასტიკად დამცინოდა
-ხომ არ იცით, სად შეიძლება იყოს?
-განერვიულებული ჩანხართ, იქნებ მე დაგეხმაროთ?
-არა, მე ის მჭირდება- ვუპასუხე გაღიზიანებულმა.
-მაპატიეთ უხეშად გამომივიდა...იქნებ მისამართი მომცეთ
-არაუშავს - გამიღიმა და მისამართი მომცა. კარი ნელა გამოვიხურე, ღირდა კი მასთან წასვლა?..
გარეთ საშინლად ციოდა, ლამაზი შემოდგომა გამქრალიყო. მისამართს დავხედე
-ამის დედაც!- ტაქსი გავაჩერე. უკანა სავარძელზე კომფორტულად მოვთავსდი. ხანშიშესულ მძღოლს პირი არ გაუჩერებია,მთელი გზა მისტიროდა ძველ დროს, აი იმას პური რომ 20 თეთრი ღირდა და 25 მანეთად რუსეთში მიდიოდნენ “საგულაოდ“. ერთი და იგივე ნაგავი, თითოეულ ძველი ყაიდის ხალხში. ყოველთვის, სიტყვასაც კი არ ვარჩენდი არც ერთ მათგანს, ყველგან ხმამაღლა გავიძახოდი რომ რუსეთი ოკუპანტი იყო. მეზიზღებოდა ყველაფერი ძველი, რაც რუსეთთან გვაკავშირებდა და ამის აღიარების არასოდეს ეშინოდა. ბევრჯერ მანქანიდანაც გადმოვმხტარვარ როცა ასეთი მძღოლი მხვდებოდა, მაგრამ ცხოვრებაში პირველად ვარჩიეგაჩუმებულიყავი. კამათის თავი იმ დღეს ნამდვილად აღარ მქონდა. ზედმეტად მაღალი თანხა გამომართვა მცირე მანძილში და როცა უპრობლემოდ გავუწოდე ფული გაბადრულმა შემომხედა, გაუხარდა ხელი რომ მოითბო. ნუთუ ეს თანხა გაამდიდრებდა? ასე რატომ უხაროდა მისი ჭკუით ვიღაცას ზედმეტი რომ „აწაპნა“? კიბეებზე ნელა ავდიოდი და ვვოცნებობდი, ყველა ვინც რუსეთს მისტიროდა სამუდამოდ გამქრალიყვნენ ამ ქვეყნიდან. ასე არ ჯობდა?! ისინიც იქ იქნებოდნენ სადაც სურდათ და მათი მოთქმისგან დაღლილი თაობაც გავიხარებდით.
-ჩვენზე ლამაზი ქალები ყავთ ვითომ რუსებს?- ვბურტყუნებდი ქალური შურით შეპყრობილი. რკინის შავ კარზე დამფრთხალმა დავაკაკუნე
-ღიაა!- მომესმა ოთარის შეცვლილი ხმა, ხმაურით შევაღე და თან ერთი ორჯერაც ხმამაღლა ჩავახველე, რომ ჩემი შემოსვლა გაეგონა. ბნელი ჰოლი სწრაფად გადავჭერი და პირდაპირ მისაღებ ოთახში ამოვყავი თავი. შუქები არსად ენთო, ჩამრთველის პოვნის იმედით ხელის ცეცება დავიწყე
-რას ეძებ?- შუქმა წამით თვალი მომჭრა, ჯანელიძეს შევხედე. შავი სპორტული შარვალი და მკლავიანი ზედა ეცვა. 19 წლის ბიჭს გავდა. გრძელი თითებით შუბლზე ჩამოყრილი თმა შეისწორა. შავი თვალები ჩვეულებრივზე უფრო ჩაბნელებოდა და კითხვანარევი მზერით მიცქერდა
-აქ რას აკეთებ?- ისევ კითხვა დამისვა
-მე... დღეს შენს სამსახურში ვიყავი მაგრამ არ დამხვდი
-ხო, მაღალი სიცხის გამო სახლში ვამჯობინე ყოფნა
-ჰო, მითხრა კობამ...
ფეხზე რატომ დგახარ, ჩამოჯექი- ხელით მანიშნა შავ, ტყავის სავარძელზე და ირგვლივ მიმოფანტული ფრცლების აკრეფა დაიწყო. სწორედ ასეთი წარმომედგინა ეს ოთახი.
თვითონაც წინ დამიჯდა, სიცხეს კვალი უკვე დაემჩნია მისთვის, უპეები ჩაშავებოდა და შუბლზე ოფლი ასხამდა.
-წამლები არ დალიე?
-რაღაცეები კი
-ბევრი სითხე უნდა მიიღო
-ეს დამპალი ზამთარი!-გამოსცრა ზიზღით კბილებში, ოდნავ გამეღიმა.
-ვიცი შენ გიყვარს, აი მე კი მეზიზღება
-ასეა. მოულოდნელად დაგადექი, დარეკვას ვამჯობინე პირადად მენახე
-რამე ხდება?- შემომხედა დაეჭვებულმა
-კი, რაღაც უნდა გითხრა
-მაპატიე, არაფერი შემოგთავაზე. მე უბრალოდ სტუმრებს არ ვარ შეჩვეული, სანამ საქმეზე გადავალთ. რას დალევ? - შემომხედა უხერხულად
-ჩაის, ოღონდ მე გავაკეთებ- ჩანთიდან ლიმონიამოვიღე. ოთარს ჯერ გაუკვირდა მერე კი მოულოდნელად გულიანად გადაიხარხარა
-რა გაცინებს?
ეს ლიმონი, ჩემთან მოიტანე მხოლოდ თუ სულ ჩანთით დაგაქვს?
-ზამთარში სულ... მე მიყვარს ლიმონი!- სიცილს არ წყვეტდა, ლიმონი მხიარულმა გამომართვა და სამზარეულოსკენ წავიდა. გავბრაზდი, რატომ დამცინოდა?! რა ნახა ამაში უცნაური?! ჩაიდანი დაადგა და ღიმილით შემომხედა
-მაპატიე, მე თვითონაც არ ვიცი ასე რატომ გამეცინა- სიცილს ისევ ძლივს იკავებდა
-აჰაა!
-კაი, მოვღცი. შაქარი რამდენი ჩავყარო?
-არც ერთი.
უშაქრო ჩაი?- დაიჭყანა ბავშვურად
-ხო, ასე მიყვარს.
საათის წიკწიკი სიჩუმეში ხმამაღლა ისმოდა, ფინჯნიდან მდუღარე წყლის ორთქლი ამოდიოდა და უფერულ ჰაერს უერთდებოდა, ჯანელიძე სამზარეულოს ფანჯარასთან იდგა და ჩემსკენ ქურდულად აპარებდა თვალს
-აბა?
-რა აბა?
-არ მეტყვი რა ხდება?
-გეტყვი...- ორთქლს თვალს ვერ ვაშორებდი. მოთმინებით მელოდა. ჭიქას ხელი დავავლე და ისევ მისაღებში გავედი, ისიც უკან გამომყვა და ისევ წინ დამიჯდა. ხელით მოუთმენლად მანიშნა ლაპარაკი დაიწყეო
-სიზმრებს ვხედავდი, მთელი ეს დრო... უფროსწორად, აქამდე მეგონა რომ სიზმრები იყო.
-მოგონებებია- განაგრძო თვითონ და ჩემსკენ უფრო ახლოს მოიწია
-ასეა...
-განაგრძე
-მის სახეს, გუშინ ღამემდე ვერ ვხედავდი. თავს ვარწმუნებდი რომ ეს უბრალოდ სიზმრები იყო, კოშმარები, მაგრამ გუშინ მე ის დავინახე
-ვინ ის?
-ზუსტად ვერ მივხვდი, მე ძალიან დაბნეული ვარ. როდესაც დასასვენებლად ვიყავი, ერთ-ერთ ფესტივალზე დავთვერი- შემრცხვა ჩემივე თავის, თუმცა მას ამაზე რეაქცია არ ჰქონია, ინტერესით მისმენდა
-თითქმის გათიშული ვიყავი, მეგობრები წავიდნენ და როდესაც მარტო დავრჩი ცუდად გავხდი. სწორედ იმ დღეს შეესხა ხორცი სიზმრებს. ვიღაცამ, სვირინგებიანმა
-სვირინგებიანმა? - გამახსენდა რომ ოთართან სიტყვაც კი არ დამეძრა სვირინგებზე
-ხო, სიზმრებში ყოველთვის სვირინგებიან ხელს ვხედავდი. სწორედ ამ ხელის პატრონმა ამიტაცა ხელში, წამიყვანა სასტუმროში, ცუდად მყოფს მომიარა და დილას წყალი და ასპირინიც კი დამახვედრა
-და ვერ ნახე ვინ იყო?
-ვერა, მე გონზე არ ვიყავი..
-კამერები?
-სწორედ იმ ღამეს გაფუჩდა უკანა შემოსასვლელის კამერა.- ოთარი მთელი გულისყურით მისმენდა
-შემდეგ... მე მანამდე დამესიზმრა ერთი ბიჭი ბარიდან
-ახლა თუ გატაცებამდე ნამყოფი ბარიდან?
-გატაცებამდე, მან ჩვენ სასმელი გვაჩუქა
-ვის თქვენ?
-მე, მარიამს და მაკოს... მაგრამ ადრე, ექვსი თვით ადრე მაინც.
-განაგრძე
-გუშინ, როდესაც ჩამეძინა... მე ის დავინახე. სვირინგებიანი ხელის პატრონი, ვინც მესიზმრებოდა, ვინც ფესტივალზე იყო ის ბიჭია ბარიდან
-და შენ ფიქრობ, რომ მან გაგიტაცა?
-კი... რადგანაც ეს სიზმრები ცხადი აღმოჩნდა, ლოგიკურად მანვე გამიტაცა.
-სიზმრებში რა ხდებოდა?
-ის... ის მე მეხვეოდა და კიდევ, მახრჩობდა
-გახრჩობდა?
-კი, მეუბნებოდა რომ იმდენად ვუყვარდი, მომკლავდა კიდეც - თბილი ჩაი მოვსვი მაგრამ სიმშრალის შეგრძნებამ არ გამიარა
-ეს აქამდე რატომ არ მითხარი?
-მე, მეშინოდა სიზმრების რეალურობის. სამწუხაროდ, ეს შიში გამართლდა ახლა კი, სხვა გზა არ მქონდა. ვიცი ერთადერთი ხარ ვინც სიმართლის დადგენაში დამეხმარება.
-ამიღწერე, როგორ გამოიყურება
-ძალიან ბუნდოვნად მახსოვს
დაფიქრდი, ნუ ჩქარობ. თვალები დახუჭე, გონება დაძაბე. ჯანელიძე გვერდით მომიჯდა და თბილად გამიღიმა
-კარგი...
მის ხელს ინსტიქტურად ჩავაფრინდი, ვეცადე ბარის კადრები რაც შეიძლება ცხადად აღმედგინა მეხსიერებაში
-შავგვრემანია, თმა დაბალზე აქვს შეჭრილი. ეტყობა, რომ მაღალია და ათლეტური სხეული აქვს. მისი თვალები, საშინლად ცივი და არაფრის მთქმელია, როგორც კი შევხედე მაშინვე უცნაურმა, საზარელმა გრძნობამ დამიარა მთელს სხეულში.
-კარგი... ახლა გაიხსენე ის დღე, როგორი ამინდი იყო, წელიწადის რომელი დრო? -თმაზე ნაზად ჩამომისვა ხელი
-ახალნაწვიმარ ქუჩას ვხედავ, არც ისე ცივა, ამინდები თითქოს სწორედ იმ დღეს აირია... ტანში უსიამოვნო, ცივი ნიავისგან გამოწვეული სიცივე ვიგრძენი
-ნოემბერია... ეს წინა გაზაფხულს მოხდა
-დარწმუნებული ხარ?
-კი... ნოემბრის დღეებია
-ყოჩაღ! კარგი გოგო ხარ
-ახლა რას ვიზამთ?
-მთავარია მომენდე, მე აუცილებლად გავარკვევ სიმართლეს
-და რა მოხდება,თუ რაიმე ცუდი გავაკეთე?
-შენ?! სისულელეა... ამაზე ნუ ფიქრობ- გამიღიმა ისევ
-რას აპირებ?
-პირველ რიგში, იმ ბარში წავალ და წინა წლის ჩანაწერებს მოვითხოვ. თუ გაგვიმართლა და შემონახული ჰქონდათ, იმ ბიჭსაც ვიპოვით.
-ვინაობას როგორ დავადგენთ?
-მთავარია კადრში გამოჩნდეს, დანარჩენი უკვე ადვილია.
-ეს აქამდე უნდა გამეკეთებინა, მადლობა- მის გრძელ თითებს შევეხე. ისეთმა გრძნობამ მომიცვა, კარგად დავიწყებული რომ მქონდა და მეგონა ვეღარასდროს ვიგრძნობდი. საშინლად დამცხა და თავბრუსხვევა ვიგრძენი, მუცელი ისე მიხურდა თითქოს ცეცხლი გადამეყლაპოს. გარეგნულად ვეცადე არაფერი დამტყობოდა, გულში ვეხვეწებოდი ჩემთვის ხელი არ გაეშვა. და აი ასეც მოხდა! ხელი მაგრად მომიჭირა და უცნაურად შემომხედა. ნუთუ ისიც იმავეს გრძნობდა რასაც მე?! შიგნიდან ცეცხლი მეკიდა ხელი კი მიცვალებულივით გამეყინა
-გცივა?
-არა...- საკუთარი თავის გაკონტროლება ძალიან გამიჭირდა, საბოლოოდ ხელი მაინც უკან გავწიე და წამოვდექი
-დღეს დაისვენე...
-ხვალიდან მივხედავ ამ ყველაფერს
-დამირეკავ?
-აუცილებლად.
-კარგი, იმედია მალე გამოკეთდები
-შენი ჩაის მერე, ეჭვიც არ მეპარება- თვალი ჩამიკრა და კარამდე მიმაცილა.
-კარგად...
-სესილი!- მომაძახა გარეთ გასულს, მისკენ მივუბრუნდი
-არაფერზე არ ინერვიულო, მე შენს გვერდით ვარ- პასუხად მხოლოდ მადლიერმა გავუღიმე
***
თითქმის ორი დღის უძინარ გამომძიებელს თავის ტკივილი კლავდა. სესილის გამოჩენის შემდეგ მიხვდა რომ ძილი იმ ღამითაც არ ეწერა. გოგოს უცნაურმა მონათხრობმა მოსვენება მთლიანად დაუკარგა. რამდენადაც საქმეზე ფიქრობდა იმდენადვე მისი შეხება ახსენდებოდა. ცდილობდა რაციონალურად ეფიქრა, ახლიდან იხსენებდა მის თითოეულ სიტყვას მაგრამ კონცენტრირებას ვერაფრით ახდენდა. მისმა შეხებამ ოთარის ხელი თითქოს დაშანთა, ხელი მაღლა ასწია, სიბნელეში ეცადა გაერჩია მართლა დამწვარი ჰქონდა თუ არა და თუ დამწვარი არ ჰქონდა, მაშინ რატომ ეწვოდა ასე ძალიან?
-რახდება?!- ჰკითხა საკუთარ თავს, სიჩუმით გაჟღენთილ საძინებელში მისი ხმა უცნაურად ხმამაღლა გაისმა.
სიბნელე ნათელმა შეცვალა, ლამპიონები ჩაქრა და ქალაქიც ნელ-ნელა ახმაურდა. ჯანელიძე იმის იმედით რომ ბარში მომსახურე პერსონალი მაინც დახვდებოდა, გზას გაუდგა. არაფერი იცოდა გარდა იმისა, რომ ბარიდან ხელცარიელი არაფრისდიდებით არ დაბრუნდებოდა.
-შენი დედაც! - იმედები გაუცრუვდა, დაწესებულება დაკეტილი დახვდა. ამას ელოდა კიდეც, ეს ხომ ბარი იყო? რა თქმა უნდა საღამომდე არც გაიღებოდა! თავი იდეოტად იგრძნო, მაგრამ იმდენად ვერ ითმენდა მაინც გადაწყვიტა მისულიყო. სესილის ვიზიტმა გაციება სულ გადაავიწყა, თავიც აღარ სტკიოდა და აღარც სიცხე ჰქონდა, ვერ მიხვდა წამლებმა იმოქმედა თუ მისმა გამოჩენამ.
-რა სისულელეა, რა თქმა უნდა წამლებმა! - საკუთარ თავს თვითონვე დასცინა გაღიზიანებულმა. გზა ოფისისკენ განაგრძო, სავარძელში იჯდა და ვერაფერზე ვეღარ ფიქრობდა. ლოდინს ვერ იტანდა, თითქოს დრო უკან მიედინებოდა და არა წინ. საათზე მეტ ხანს ვერ გაძლო ჩაკეტილ სივრცეში. დადიოდა, დადიოდა იქამდე, სანამ ქალაქი ისევ წყვდიადმა არ მოიცვა. ღამის ათ საათზე ისევ მივიდა, ამჯერად დაწესებულება ღია დახვდა, შიგნით საშინელი ხმაური იყო. ბარი? ეს ერთი დიდი დახუთული ოთახი იყო ათასი სხვადასხვაგვარი ადამიანებით ,რომლებსაც მხოლოდ ერთი რამ ჰქონდათ საერთო- სასმელი
-გამარჯობა - მიესალმა უხალისოდ ბარმენს
-გამარჯობა, რას მიირთმევთ?
-გამომძიებელი, ოთარ ჯანელიძე. თქვენი უფროსის ნახვა სად შეიძლება?- მიუგო მკვახედ
-გამომყევით- უპასუხა გამომძეიბლის ვიზიტით გაკვირვებულმა . სწრაფად გადაჭრა ბარი და შიდა ოთახებში შეიყვანა. სამზარეულოს გვერდი აუარეს და დერეფნის ბოლოში მყოფ ოთახს მიადგნენ. კარზე დააკაკუნა
-მობრძანდით- გაისმა უსიამოვნო ხმა, ოთარი უცერემონიოდ შევიდა შიგნით, ბარმენს მადლობა მოუხადა და თხოვა გასულიყო. გაცნობის მცირე ცერემონიალის შემდეგ, რომელიც ოთარს უკვე დაზეპირებული ჰქონდა პირდაპირ საქმეზე გადავიდა
-ვიდეოთვალის ჩანაწერები უნდა მანახოთ
-კი მაგრამ, რა ხდება?-იკითხა სრული უფლებით უფროსმა. ბაყაყივით დიდი თვალები ჰქონდა, რომელიც უფრო გაუფართოვდა მოსალოდნელი უსიამოვნების მოლოდინში
-საქმეს ვიძიებ, წინა ნოემბრის ჩანაწერები მჭირდება
-მოკვდა ვინმე? -აღმოხდა ახალგაზრდულ ტანსაცმელშიგამოწყობილ ჭაღარა კაცს, რომელიც სიბერეს აშკარად ვერ ეგუებოდა
-არა, მკვლელობა არ არის- დაამშვიდა შეძლებისდაგვარად ჯანელიძემ
-გაგიმართლათ! ჩანაწერებს ვინახავთ, წამობრძანდით.- სწრაფად წამოხტა და დაფაცურდა, ცდილობდა კარგი შთაბეჭდილება დაეტოვებინა გამომძიებელზე, აქაოდა იქნებ შარს გადავურჩეო.ოთარს მთელი ნოემბრის ჩანაწერები გადასცეს. სახლში მისვლა ასე არასდროს დაჩქარებია. კომპიუტერს მიუჯდა და შუაღამის სამ საათამდე ეძებდა იმ დღეს, რომელშიც სესილია იყო აღბეჭდილი. ყავას ყავაზე სვამდა, უცნაურია როცა ინდომებდა არასდროს ეძინებოდა, მაგრამ სწორედ იმ ღამეს ძილი მთელი ძალით ცდილობდა მის მარწუხებში მოქცევას. ცოტაც და მას დანებდებოდა, მაგრამ ნახა ისეთი რამ, რამაც სრულიად გამოაფხიზლა. ჯანელიძეს გამარჯვების ჟრუანტელმა წამით დაუარა ტანში. ეს ის დღე იყო! 25 ნოემბერი. სესილი სწორი იყო. ჩანაწერი დააპაუზა და მას დაურეკა
-გეძინა?
-არა, გელოდებოდი...
-ვიპოვე
-მართალი ვიყავი არა? ის მართლა არსებობს?!
-მართლა არსებობს, სწორედ მას ვუყურებ ახლა
-არის! -აღმოხდა გამარჯებულის ხმით და შემდეგ ისევ განაგრძო
-არ ვიცი ეს როგორ ვთქვა, ალბათ უნდა მეშინოდეს არა? მაგრამ დავმშვიდდი, ჩემი სიზმრები სიზმრები არ ყოფილა და არც გიჟი ვარ- ეჩურჩულებოდა გახარებული
- არა ნამდვილად არ ხარ, შენი სიზმრები რეალობაა.
-მოვიდე?
-ახლა? იქნებ დილამდე დაგეცადა?
-ვერ მოვითმენ
-გამოგიარო?
-არ არის საჭირო, დამელოდე.- ოთარი სანამ უპასუხებდა გოგომ მანამდე გათიშა ტელეფონი. ისევ ეს წყეული საათის წიკწიკი ისმოდა მთელს ოთახში, ჯანელიძე სიბნელეში გახვეულ გაურკვეველ სილუეტს კომპიუტერის ეკრანში ჩაჰკირკიტებდა. მისი გამოსახულები ბუნდოვანი იყო, თითქოს ბიჭმა, იცოდა რომ როდესმე მას ვინმე დაძებნიდა, თითქოს ის კამერებს ემალებოდა.
ნახევარ საათში კარებზე სუსტი კაკუნი გაისმა, ოთარს უკვე გაეკეთებინა ყავა სტუმარისთვის. კარები სწრაფად გააღო.სესილის დიდი თეთრი კაცის კაპიუშონი გადაეცვა ჯინსის შარვალთან ერთად. თმა გაეშალა, კაპიუშონში ჩაეტნია რამაც მისი მთელი ბრწყინვალება გააქრო. უძინარი სახე ჰქონდ, თუმცა დაღლილიც კი საოცრად ლამაზად გამოიყურებოდა. მეტიც, სწორედ ასეთი მოეწონა ყველაზე მეტად ოთარს.
-მოდი- გაუღიმა გამომძიებელმა, მანაც ღიმილით უპასუხა და სწრაფად შემოვიდა შიგნით
-ყავა გაგიკეთე- უკან მიჰყვებოდა გოგოს, რომელიც პირდაპირ მისაღებისკენ გაეშურა
-სად არის? ჩანაწერი სად არის!- იკითხა მოუთმენლად და კომპიუტერს მივარდა. ოთარმა ყავა მაგიდაზე დაუდო და გვერდით მიუჯდა.
-სიცხემ გაგიარა?- უცებ შეხედა ოთარს ისე,რომ ჩანაწერი არც ჩაურთავს, თითქოს ეს უფრო მნიშვნელოვანი რამ იყო, ვიდრე ის რისთვისაც მასთან მივიდა.
-კი გამიარა.
გოგო უცებ წამოხტა ჩანთას ხელი დაავლო და ლიმონი ამოიღო
-მაგრამ სიფრთხილეს თავი არ სტკივა, ჯერ ჩაის გავაკეთებ
-ყავასთან?- გაეცინა ჯანელიძეს
-კი, ჯერ ჩაი მერე ყავა!- ისევ სამზარეულოში გავარდა, წამში ფინჯნები შეავსო და ოთარს გაუწოდა, ოთარმა არ იცოდა რა ექნა, იმდენად შეუჩვეველი იყო მზრუნველობას ამ სცენას ენაჩავარდნილი ადევნებდა თვალს.
-კარგი, ახლა კი მართლა ვნახოთ
ოთახებში ციბრუტივით ტრიალებდა. თითქოს ქარიშხალიაო ისე დაქროდა წინ და უკან. ჯანელიძე კი მხოლოდ უხმოდ დაყვებოდა ფეხ და ფეხ...
-ღმერთო! სწორედ ისეა როგორც ჩემს სიზმარში!- ხელებს ნერვულად ატკაცუნებდა სესილია, მონიტორთან ისე ახლოს მისწია სახე თითქოს შიგნით ჩაძრომა სურდა. სესილის იმ დღეს ტყავის ქურთუკი ეცვა, მხიარული სიცილით მიუახლოვდა ბარს, ამ ყველაფერს კი ბნელი კუთხიდან მისი სიზმრებიდან გადმოსული სვირინგებიანი ბიჭი ინტერესით ადევნებდა თვალს. სიბნელეში არაფერი ჩანდა გარდა მისი თეთრი კანისა, შავი სამოსისა და გამყინავი მზერისა, რომელიც თითქოს მთელს დაწესებულებას ბინდად ეფინა გარს.
-ვერ გავადიდებთ გამოსახულებას? - ოთარმა მის მოსვლამდე და მას შემდეგაც სცადა ეს, მაგრამ ხარისხი იმდენად ფუჭდებოდა გამოსახულება სრულიად ქრებოდა. მხოლოდ შავ-თეთრი კუბიკებიღა რჩებოდა ეკრანზე.
-რა უნდა ვქნათ? თითქოს აქ გვყავს, ხელჩასაჭიდი ცხვირწინ გვაქვს და ვერ ვიყენებთ!- ნერვიულობდა სესილი
-მოიცადე, უნდა ადგეს- წამები საშინლად გაიწელა, ოთარმა ვეღარ გაძლო და წინ გადაახვია. ბიჭი მართლაც წამოდგა, მაგრამ ისე გაუჩინარდა, კამერასთან ახლოსაც კი არ ჩაუვლია.
-ეს ალბათ ხუმრობაა არა? ასე როგორ გაუჩინარდა?! - აღმოხდა იმედგაცრუებულ გოგოს
-წინა გასასვლელით არ უსარგებლია, ალბათ სათადარიგო გამოიყენა
-ფესტივალზეც ასე იყო! არსად ჩანდა! ჯანდაბა! - სესილიმ თავი ხელებში ჩარგო
-ფარხმალი არ დაყარო, ეს მხოლოდ დასაწყისია!
-როგორ?! მე ხომ მხოლოდ ამ ბარიდან და იმ წყეული ოთახიდან მახსოვდა ის? სხვანაირად არასდროს დამსიზმრებია! არც ერთ ადგილას!
-დაგესიზმრება, ნახავ. ჩვენ ხომ ხოლოდ ერთი დღეა ვიძიებთ და ნახე უკვე რამდენი რამ დავამტკიცეთ, შენი სიზმრები რეალობაა!ნუთუ ეს არაფერს ნიშნავს?
-მე... მე მას ვეხვეოდი. მე მისი არ მეშინოდა, მისი ხმა მიყვარს. ეს... ესეც რეალობაა?!- აღმოხდა სასოწარკვეთილს
-ყველაფერს თავისი გამართლება აქვს, ჩვენ ჯერ არ ვიცით რა მოხდა რეალობაში.
-მეშინია... იქნებ ცუდი ვარ?
-დამშვიდდი. დამიჯერე, შენ ნამდვილად არ ხარ ცუდი. შენ ყველაზე ნაზი და კეთილი ადამიანი ხარ ვინც კი შემხვედრია.
-იქნებ არ ვარ?!
-დამიჯერე, ამას ჩემთვის აღარ აქვს მნიშვნელობა... მთავარია სიმართლე გაირკვეს და შენმა სულმა დაისვენოს.
-შეიძლება შენთან დავრჩე?
-ო არა... შენი მშობლები წინააღმდეგები იქნებიან
-დამიჯერე, დიდი ხანია ნებართვას აღარ ვიღებ სხვაგან დარჩენაზე
-სესილი, ეს ცოტა უხერხულია ჩემი მხრიდან.
-და არასწორიც, არა?
-კი, ასეა
-რა არის არასწორი? მე ხომ მხოლოდ იმ სახლში და იმ ადამიანთან მინდა დარჩენა, ვისთანაც თავს უსაფრთხოდ ვგრძნობ.
-ეს არაა კარგი აზრი...
-გთხოვ- დიდი, შუშისებრი თვალები ვედრებით მიაპყრო ჯანელიძეს
-კარგი, კარგი. უბრალოდ დარეკე და გააფრთხილე
-კარგი დილას მივწერ მათ, ახლა არც იციან რომ გამოვიპარე.- გაუღიმა თავშეკავებით სესილიმ
„არ იციან რომ გამოვიპარე“ ეს სიტყვები გონებაში ცუდად ჩარჩა, ეს აქამდეც ბევრჯერ უქნია, გაიფიქრა უნებურად გამომძიებელმა.



№1 სტუმარი სტუმარი nancho

გვიან დავიწყე კითხვა,სამივე თავი წავიკითხე.ძალიან კარგად წერ და საინტერესო სიუჟეტის ისტორიაა .მომეწონა დაგელოდები.

 


№2  offline წევრი keti_one

სტუმარი nancho
გვიან დავიწყე კითხვა,სამივე თავი წავიკითხე.ძალიან კარგად წერ და საინტერესო სიუჟეტის ისტორიაა .მომეწონა დაგელოდები.

მადლობა <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent