შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შუაღამის სხივები (სრულად)


8-11-2020, 19:23
ავტორი lemongiirl
ნანახია 11 274

***
„ბუმერანგი“
დედამიწა მზის მწველ, ოქროსფერ ნათებას ეთხოვებოდა და მეწამული ფერის ცრემლებით სტიროდა ზეცა მიმავალ მანათობელ გორგალს. ფესვი გაედგა უკვე მთვარეს ზეცაში და საბრალო სახით დაჰყურებდა ქალაქს. გაქრა თუ არა მზის უკანასკნელი სხივები და ბინდმა დაიდო ბინა მოჩვენებასავით გამოილანდა თბილისის უძველეს უბანში არსებული, მორყეული სახლიდან მაღალი სილუეტი. გზას გაუყვა, რომელსაც მთვარის შუქი მისდევდა. სილუეტს გრძელი ლაბადა ეცვა და ოდნავი ნიავი უფრიალებდა მას სიარულისას.
ვერვინ დაიჯერებდა, მთვარის შუქით ასეოდენ გაბრწყინებული სილუეტის არსებობას. ამოდენ გასაკვირი, მაინც ის გახლდათ, მიუხედავად იმისა, რომ მთვარის მთელი ნათება სწორედ ამ სილუეტს ეფრქვეოდა, სულ ახლოდანაც კი ვერ გაარჩევდით მის პირ-სახესა და ტანის მოხაზულობას.
დიდხანს არ უვლია სილუეტს, ბეთლემის ქუჩაზე არსებულ ძველებურ, მოშლილ ხის სახლში უხმაუროდ შევიდა და ნახევრად ჩამპალი ტერასისკენ აიღო გეზი, სადაც უკვე ელოდა ხედს მიჩერებული ანთებული თვალები.
ერთხანს შეიცადა ახლად მოსულმა, ბნელში ჩაძირული გარემო მოათვალიერა და შემდეგ წინ მდგომს გაუსწორა მზერა. ზურგშექცევით მდგომი კაცი ნელა მობრუნდა და ახლად შემოსწრებულს თავი დაუკრა.
-იმაზე სწრაფად მოხვედი, ვიდრე მეგონა. -ბოხი, ოდნავ ხრიწიანი ხმით ჩაილაპარაკა მან.
-იმაზე კარგად ვასრულებ ჩემს სამუშაოს, ვიდრე წარმოგიდგენიათ. -მკაცრად მიუგო ლაბადიანმა და ოთახის სიღრმეში ჩაიკარგა. მეორეც უკან მიჰყვა და კართან აიტუზა.
-მომიყევი, ყველაფერი ისე მოხდა, როგორც დაგავალე? -მოუთმენლად მიაყარა მან და სრულიად უაზროდ ხელების მტვრევას მოჰყვა.
-ყველაფერმა ისე ჩაიარა, როგორც საჭირო იყო. -გაღიზიანებული ხმით მიუგო ახლად მოსულმა და მკვერცხლად მობრუნდა მისკენ. -ისიც გავიგე, იმ ბუდეში რა იმალებოდა და ისიც, შენი ბინძური საქმე მე როგორ გადმომაბრალე.
-რაზე ლაპარაკობ? -ნერვიულობისგან აკანკალებულმა უკან დაიხია და ხელის ცეცებით ჩამრთველის პოვნას ეცადა. -რას როშავ?!
-თქვენი შეკვეთილი მკვლელობა ბუმერანგივით მოგიბრუნდათ, ბატონო ჩემო. -მასხრად აიგდო ლაბადიანმა შეშინებული და მისკენ რამოდენიმე ნაბიჯი გადადგა. -ხომ გაგიგიათ, რასაც დასთეს იმას მოიმკი.
-არა! მე ის გავაკეთე რაც საჭირო იყო, მაპატიე!


***
„თვითმხილველი“
იარაღის ხმა არ გასულა ჩამონგრეული სახლიდან. სამაგიეროდ, წვიმისაგან დამპალი იატაკიდან წვეთებად ჩადიოდა შედედებული სისხლი ქვედა მეზობლების სახლში და რომ არა შეწუხებული მაცხოვრებელნი, ალბათ მოკლულის გვამს ვერც კი მიაგნებდნენ.
როდესაც პოლიციამ ადგილი ყვითელი ლენტით შემოსაზღვრა და ხალხიც შემთხვევის ადგილზე ბუზებივით აირია, მომრავლდა და ერთმანეთს მოსაზრებების გაზიარება დაუწყო, ლაბადიანი მშვიდად მიდიოდა თბილისის ქუჩებში და მსხვერპლის უკანასკნელ სიტყვებს იხსენებდა. „მე ის გავაკეთე რაც საჭირო იყო, მაპატიე!“
მოულოდნელად ადგილზე ისე შედგა, თითქოს წინ მიმავალმა აღმოაჩინა უფსკრულში გადავარდნამდე ერთი ნაბიჯიღა ჰქონდა დარჩენილი. მწარედ შემოჰკრა ფეხი მოკირწყლულ ასფალტს და ხმამაღლა შეიკურთხა.
-მარტო არ იყო, რა თქმა უნდა, მარტო არ იყო!

***
„სისხლის ცრემლები“
ალბათ ვერასოდეს წარმოედგინა სირბილი თუ ასე სწრაფად შეეძლო, შეჯიბრებებზე არასდროს გადიოდა და არც ბავშვობის ჟამს აწყობდა მარათონს თანატოლბთან ერთად, ყოველთვის სიამოვნებდა ნელა სიარული და არ იღლიდა თავს ზედმეტად.
თუმცა, ახლა ისეთი სიჩქარით მირბოდა, ნაცადი მორბენალი ვერ დაეწეოდა. ქერა თმები ფრიალით მისდევდა უკან. სისწრაფის გამო გამოსახულებები ერთმანეთში ედღაბნებოდა და თვალებიდან წამოსული ცრემლები მიწაზე დაცემას ვერ ასწრებდნენ, ისე ორთქლდებოდნენ.
გოგოს გული ყელში რომ მოებჯინა და ვეღარც ჰაერის ნაკადი ჩაუდიდოდა ფილტვებში გაჩერდა. გადახედა ადგილსამყოფელს და ვერ ეცნო. ვიწრო ქუჩას გრძლად ჩაუყვებოდა ქვის კიბეები და კიდეებში საცხოვრებელი კორპუსები გადმოჰყურებდა. დამახინჯებული შენობების ყველა ფანჯარაში ჩამქვრალიყო ნათება და ჩაბნელებული სარკმლები იმზირებოდა.
თავი ხელებში ჩარგო. ხარბად ისრუტავდა ჟანგბადს და ცდილობდა მოგონებები უკუეგდო. სახესა და ხელებზე სისხლის კვალი კვლავ შერჩენოდა. მხოლოდ წვეთები, აქა-იქ რომ მოხვედროდნენ. ბრწყინავდა მეწამული ლაქები მის მტევნებზე. თვალიებიდან გადმოგორებული ცრემლები ლოყის კიდეზე სისხლს ერეოდნენ და წითლად ღებავდნენ ქვის კიბეს.
სისხლის ცრემლებით დასტიროდა ნანახს, სისხლის ცრემლებით.
ტირილით გული რომ იჯერა წამოდგა. კიბეს ჩაუყვა. მთვარის ვერცხლისფერი ნათება დასდევდა თან და ალბათ ვერც კი წარმოიდგენდა, რომ იმავე მიმართულებით დააბიჯებდა, რომელიც წამების წინ განვლო მამამისის მკვლელმა.

***
„თვითმხილველის თვითმხილველი“
ლაბადიანი შუაღამის სხივებს შერეული მიაბიჯებდა ქუჩებში. ჯერ ბეთლემის ქუჩაზე, მიცვალებულის სახლს დაუბრუნდა, ძიება საიდანღაც უნდა დაეწყო. იქ ერთმანეთში ირეოდნენ სამართალდამცავები და ჭორიკანა მაცხოვრებლები. სახლში შეუმჩნევლად შევიდა და აწ უკვე კარგად განათებული გარემო მოათვალიერა. ცარცით შემოესაზღვრად ის ადგილი სადაც მიცვალებული იწვა. მის უკან ხის კარადა იდგა, კედელში შეჭრილი, კარების შუა ნაწილი მთლიანად ამოჭმული, რომ იყო მღრღნელების მიერ. კარებზე სისხლის კვალი შერჩენილიყო, თუმცა კარადის შიგნით, იქ სადაც წესით შადრევანივით ამოჩქეფილ სისხლს შხეფები უნდა დაეტოვებინა სრულიად სუფთა იყო ადგილი. ლაბადიანმა ჩაიცნა. მაშინათვე მიხვდა, რომ თვითმხილველი, ასე ანაზდეულად, რომ გამოეპარა თვალთახედვისაგან კარადაში იმალებოდა და იქიდან ადევნებდა თვალს მათ თოთოეულ ქმედებას.
ლაბადიანი დაფიქრდა, მისი სახე არ გამჟღავნებულა სიბნელეში. ვინც არ უნდა ყოფილიყო თვითმხილველი, ვერაფრით შეძლებდა მის ამოცნობას, გარდა ერთი ნიუანსისა. მისი ხმა.
ლაბადიანი იქიდან ისე აორთქლდა, ვერცერთმა სამართალდამცავმა ვერ გაიგო მისი იქ ყოფნის შესახებ. წამების შემდეგ სახლის მოპირდაპირეს მდგარ, სადღეღამისო აფთიაქს მოავლო თვალი. მის თავზე დამაგრებული კამერის შავ ლუპას ახედა და ტუჩის კუთხე ოდნავ ჩატეხა.
მკვირცხლად შებრუნდა და იქაურობას გაეცალა. ბეთლემის ქუჩაზე მაცხოვრებლებს ლაბადიანის არც იქ გამოჩენა და არც იქაურობის დატოვება ახსოვდათ, თუმცა კი მისმა უჩუმრად მოსვლამ სიკვდილის განაჩენი გამოუტანა ქუჩას და აჩურჩულებული და დაზაფრული მოსახლეობას საჭორაო, კარგა მოზრდილი ლუკმა ჩაუგდო პირში.

***
„განთიადი“
სახლში მაშინ მიაღწია მზის სხივები მალულად რომ იწვერებოდნენ ცის კიდეზე, იმ მომენტში მთლად ოქროსფერი საფარველი, რომ გადმოეღვარა დედამიწას და იმოდენ ლამაზი იყო, უდაბნოს ქვიშისფერში გახვეული ნათება, წამით შენელდა კიდეც გოგო. კიბეებზე შედგა და სადარბაზოებ შუა გაჭრილი ბინძური გამჭირვალე ფილებიდან დააკვირდა ამ სანახაობას.
შემდეგ თითქოს შეაფხიზლესო, ნაბიჯს უმატა და სწრაფად გადალახა გზა. უნდოდა უჩუმრად შეპარულიყო სახლში, კარები გასაღებით შეაღო, ძალიან ფრთხილად და ფეხაკრეფით წავიდა სააბაზანოსკენ.
სურდა სისხლი ჩამოერეცხა სხეულიდან, საზარელი მდორე წვეთები, მის კანს რომ მიმხმარიყვნენ, თითქოს შეზრდილი ნაწილები იყვნენ. გულის რევის შეგრძნება ყელში მოებჯინა მაიური თავზე გადაიძრო, სრულიად განთავისუფლდა სამოსისაგან და წყლით სავსე მოგრძო ნიაჟარაში ჩაწვა. გაგულისებული, ფრჩხილებით იხეხავდა ტანს, მაგრამ ვერცერთ სარეცხ საშვალებას ამოყავდა სისხლის სურნელი მისი სხეულიდან.
წამიერად კაბინაში ჩაცურდა და წყლისქვეშიდან ამოიხედა. ბინდივით გადაჰკვროდა წყლის დიდი ფენა თვალებზე, მხოლოდ მოლივლივე ჭერს და მასში გამქრთალ ყვითელ ნათებას ხედავდა. შემდეგ თვალები დახუჭა, თვალწინ დაუდგა სიბნელე და მამაკაცის ბოხი, სულ ოდნავ ხრიწიანი, ხავერდოვანი ხმა.
უცხო ბარიტონი იყო, ათას ხმაში ყველაზე განსხვავებული, არცერთს, რომ არ ჰგავდა ისეთი. შექანდა გოგო. ფილტვები ჰაერს საჭიროებდნენ, გულისცემა ცხოველურად გაუგიჟდა და ყელზე, არტერიაში გრძნობდა მას. პირი გააღო და წყლის ჭავლი ჩაუვიდა ყელში.
სასწრაფოდ ამოყვინთა. ჰაერის ნაკადი ჩაუშვა ფილტვებში. ღრმად სუნთქავდა, არადა წამის წინ თითქოს წამსვლელი იყო, თითქოს...
საერთოდ დასწყევლა გუშინდელი დღე და მიხვდა, მის ცხოვრებაში ყველაზე დიდი შეცდომა სწორედ განვლილი დღე იყო. არადა, შეეძლო მშვიდად ჩაევლო ამ დღეს, შეეძლო ჩვეულებრივ რუტინას აჰყოლოდა, წასულიყო უნივერსიტეტში დილის ლექციაზე, იქიდან დაბრუნებული კი დედას მიხმარებოდა სახლში. მერე დამსხდარიყვნენ აივანზე და ერთად ეცქირად ჰორიზონტისთის ყავის ჭიქებით ხელში, თუმცა არა. აუცილებლად ყველაფერი უნდა გაეფუჭებინა და დილითაც ლექციების მაგიერ იმ დასაწვავ ადგილას ამოყო თავი.
ჯიუტი იყო, ბავშობიდან გაუგონარი. ერთ აზრზე თუ შედგებოდა, ვეღარავინ გადაარწმუნებდა. მცირე ასაკიდან სიამაყეს იწვევდა მასში ეს თვისება, თუმცა კი დარწმუნებული არ იყო.
შიშის ტალღამ დაუარა სხეულში, როდესაც გაახსენდა როგორ დაეცა ვერცხლისფერი სინათლე მიცვალებულის სხეულს სწორედ მაშინ, როდესაც თავად სამალავიდან გამობობღდა. თვალები ღიად დარჩენოდა და მათში გაყინული ნათება აირეკლა. დანაოჭებული კანი, ასაკისაგან გაჩენილი უსწორმასწორო ნაოჭები დასდევდა ტუჩის კიდეზე და თვალის ღართან. ახლა ისინი სამარადჟამოდ ჩაყინვოდნენ კანს. მიცვალებულის სხეულისაგან მომავალი უსულო სიცივე ერთიანად აჟრჟოლებდა გოგოს.
შემდეგ უკვე ნაწყვეტებად ხდებოდა ყველაფერი. გასასვლელამდე გაბობღდა თუ გაიქცა არ ახსოვდა. მხოლოდ ერთმანეთში გადახლართული კადრები და ქვის კიბეები. სხვა არაფერი შემორჩენია მის მეხსიერებას. განცდილი შოკისაგან ტვინმა უარი თქვა მოვლენები ჩაებეჭდა მოგონებებად. მსგავს რამეზე სმენოდა, როდესაც დატვირთული დღის დასასრულს დაწვები და მეორე დღეს ვერაფერს იხსენებ.
აბაზანიდან ამოვიდა. ცივ ფილებზე შიშველი ფეხებით შედგმისას ხერხემალში დაუარა კანკალმა. საკიდზე არსებული პირსახოცებიდან ერთ-ერთი ჩამოხსნა ტანზე მჭიდროდ მოიხვია და ოთახში გავიდა.
სისხლით დასვრილი ტანისამოსი ხელში ჩაებღუჯა. ვერ დაიტოვებდა, მათი შეხედვა მაშინვე სისხლის ლითონისებრ სუნს მოაგონებდა და იმ დახშულ ხმას იარაღმა გასროლისას, რომ გამოსცა.
თითქმის ასი პროცენტით იყო დარწმუნებული, რომ მკვლელმა მისი იქ ყოფნა ვერ შენიშნა. არ იცოდა ოთახში სხვა კიდევ თუ იყო, თორემ ალბათ მასაც თავიდან მოიშორებდა.
თხელი ფარდებიდან უხვად იღვრებოდა მზის სინათლე. უკვე გათენებულიყო. დილის ლექციები სულ რამოდენიმე საათში დაეწყებოდა.
ახლა, როდესაც ტანიდან სისხლიც ჩამოირეცხა და სხეულიც აღარ გამოყოფდა ადრენალინს, მისმა ტვინმა ფუნქციონირებაც დაიწყო. გაოგნებული ჩამოჯდა საწოლზე და ღრმად სუნთქვა დაიწყო.
ღმერთო ჩემო, მან ხომ საკუთარი მამის სიკვდილს უყურა. შემდეგ კი მხდალი კურდღელივით გაიქცა.
გაიქცა და მიცვალებული იქ დატოვა.
ვინ იცის, როდის იპოვიდნენ მას. იქნებ მიეგნოთ კიდეც მისთვის, კარზე მოეკაკუნებინათ და ხელზე ბორკილები დაედოთ. თუმცა ვერცერთი ბორკილი შეედრებოდა იმ ჯაჭვის სიმძიმეს რომელიც ახლა უნდა ეზიდა.
გაიქცა.
არაფერი მოიმოქმედა და მიცვალებული მარტო დატოვა.
საკუთარი, მშობელი მამა.
ფანჯარას ახედა, გაკრიალებული მინებიდან მოწითალო მზის სხივები ანათებდნენ, თავად მანათობელი ბურთი კი ნელ-ნელა მიიწევდა ცის კიდისაკენ.

***
„იდენტობა“
მზის სხივები ლაპლაპებდნენ რედისონ ბლუ ივერიის მინებზე. კიდით ბოლომდე შუშისაგან რომ იყო ნაგები და თითქოს ადნებოდა ამ სიცხეს და მალე ჩამოიწვებოდა შენობა. გამვლელები ერთხანს შეხედავდნენ და მერე კვლავ ჩრდიში უჩინარდებოდნენ. თავის დროზე ყველაზე ახალი, ინოვაციური და მაღალი შენობა გახლდათ თბილისში და ისე შეეფერებინა წლების მანძილზე ეს პოზიცია დიდ აღფრთოვანებას აღარ იწვევდა ხალხში.
არავინ ადევნებდა იქ შესვლელთ და გამომსვლელთ თვალს. ყველას ერთი მიზანი ჰქონდა, როგორმე ამ სულის შემხუთველი სიცხისაგან ეხსნა თავი. მხოლოდ შემაწუხებლად დახუთულ, შავ-შარვალ კოსტუმში გამოწყობილ დაცვას არ ეხამუშებოდა არც შემსვლელი და არც გამომსვლელი. ყველას ათვალიერებდა და ერთი სული ჰქონდა მხოლოდ, როგორმე ცვლა გადაებარებინა და შენობის გრილ ფოიეში ჩამომჯდარიყო და ეს მხუთავი კოსტუმი მოეშორებინა სხეულიდან.
ბოლო სართულზე, ყველაზე დიდი ოთახები ჩამწკრივებულიყო. ლუქსში მხოლოდ და მხოლოდ მნიშვნელოვან პირებს უშვებდნენ. არაბი შეიხებისა და უცხოელი ბიზნესმენების ჩათვლით. მზის მცხუნვარება ფანჯრებს ასკდებოდა და უკანვე იფანტებოდა, ვერანაირად შეეღწია გაგრილებულ ოთახში, რომელშიც ლაბადიანი ახალგაზრდა მამაკცი ჩასვენებულიყო ტყავის სავარძელში და ვისკის ნახევრად გაცლილ ჭიქას ათამაშებდა ხელში.
ფიქრისათვის საუკეთესო საშუალებას მისთვის სწორედ დალევა წარმოადგენდა, ცივი სასმელი ტვინსა და შესაძლებლობებს უხსნიდა.
ლაბადიანი ახალგაზრდა მამაკაცი მზის შუქზე კარგად ჩანდა. ხშირი საფეთქლამდე გადაწვენილი წარბები და მაღალი წამწამები ყორნისფერ თვალებთან იდეალურ კონტრასს ქმნიდნენ. ნათალი თითებით მყარად ეჭირა ჭიქა ხელში. ვიწრო წელი და განიერი მხრები ლაბადის მოხაზულობაში დაეკარგა. მისი მშვენიერი პირ-სახე ნებისმიერ მხილველს დაატყვევებდა ადგილზე და არაერთი ახალგაზრდა ქალი ნატრობდა მის მკლავებში აღმოჩენას. თუმცა კი ლაბადიანს, ხორციელი ვნებები საერთოდაც არ ანაღვლებდა.
ოთახში ექოდ გაისმა მობილურის წკრიალა ხმა. აუჩქარებლად გადადო ჭიქა და ტელეფონს დასწვდა. ეკრანზე ხელი მსუბუქად გაასრიალა და ყურთან მიიდო.
-ანდრო, ბიჭო ში* ხომ არ გაქვს?! -გაისმა მხიარული ხმა ყურმილში. ლაბადიანმა ღრმად ჩაისუნთქა.
-რა გაარკვიე? -წყნარად წარმოსთქვა მან. ხავერდოვანი ბგერები ოთახში გაიშალნენ და შთანთქეს ექოდ ქცეული გარემო.
-ბიჭო, კინაღამ გამოვ****დი, რომ გავიგე დაგიბრიდია ის სირ**. ხომ იცი მალხაზმა თუ გაიგო, აეწვება ერთი ადგილი და მაგრად დაგერხევა... -ხარხარებდა მოსაუბრე.
ანდრეამ ჩაახველა და ბოხი ბარიტონით მიმართა საქმეზე გადასულიყო. მოსაუბრეს აღარ გაუჭიანურებია და ჩაუკაკლა ყველაფერი.
-სულ თექვსმეტი კაცი შევიდა მაგ ეზოში დილიდან დაღამებამდე. მაგრად ტეხავს ეს იტალიურები, რა სირ****აა, წარმოიდგინე ტუალეტი საერთო აქვთ და რამე რომ მოგინდეს უნდა ელოდო და ელოდო!... -ახარხარდა ისევ. -მოკლედ, -ჩაახველა და გააგრძელა მოსაუბრემ, როდესაც ვერანაირი რეაქცია მიიღო ლაბადიანისაგან. -სამი უკან მანამ გამოვიდა სანამ შენ მიხვიდოდი, დანარჩენები არა. ანუ, ცამეტი კაცისაგან იყო გასარკვევი ვინ იმყოფებოდა განსვენებულის ოთახში, როდესაც სიცოცხლეს გამოასალმე. ისე რა თეს*** ხარ შე ჩემა, ასე რესკად პირველად ესროლე ტიპს. დაგეთვალიერებინა ეგებ ნაშა ყავდა ან რავიცი... მარა ისე მაგას რა ნაშა უნდა ყოლოდა. -ისევ გადაიხარხარა. -ამ ცამეტიდან ცხრა მაგ ეზოში ცხოვრობს, სამი სტუმრად იყო, ერთი გადასახადებზე დადიოდა და სამი კიდევ იმ ტიპს ახლდა, ფეხბურთელი, რომ არის მაგარი თეს*** თავისი კარები მოწინააღმდეგის რომ გონია და უკვე მეშვიდედ ჩაიჯ***ა თამაშზე. კაროჩე ერთი დარჩა რა, ვიღაც გოგო იყო, დილით მივიდა და მერე უკან აღარ გამოსულა. ნუ, კამერებმა ვერ დააფიქსირეს, მაგრამ არც შიგნით არის, ჩემმა ბიჭებმა მთლიანად გადაჩხრიკეს იქაურობა. ან უკანა ეზოდან აითესა ან კიდევ მიწამ ჩაყლაპა რა!...
-ვინაობა დაადგინე?
-სხვათაშორის, ყველაზე რთული ნაწილი ეგ იყო ძმაო... კაპიშონი ჰქონდა ჩამოფარებული თავზე, და არ ვიცი რა ვიჩალიჩე, მაგრამ გავარკვიე.
-ანუ, ზუსტად არ იცი? -ხმა გაიმკაცრა ანდრეამ.
-ნუ მიჯ***ვ ხასიათში ტოო! მე ამდენი ვიშრომე, დილიდან მოსაფსმელადაც კი არ გავსულვარ და ამან დამიწყო რაა!.. თითქმის 87 პროცენტით დარწმუნებული ვარ.
-გამომიგზავნე ინფორმაცია. -მოკლედ მოუჭრა ლაბადიანმა.
-აუ, მადლობას კი არ გეტყვის... შენი უმადური კარგიც მოვტ-- -ტელეფონი მანამ გათიშა ლაბადიანმა სანამ მოსაუბრე წინადადებას დაასრულებდა.
ვისკის ჭიქა ხელში აიღო გადაკრა და დაელოდა. მალევე მოუვიდა ინფორმაცია და ჩახედა, დიდ ხანს სწავლობდა მის პროფილს თუმცა კავშირი ვერ აღმოაჩინა განსვენებულთან.
შემდეგ წამოდგა, ჭიქა უხმაუროდ დადგა თავის ადგილზე, იარაღი ბუდეში ჩაიდო და მომავალი მსხვერპლისკენ გაემართა.

***
„მსაჯული“
შუადღე ხსნიდა კბილებს, რომ თავისი მწველი ლავა ჩაეღვარა სამყაროში. უნივერსიტეტში არ წასულა, მალე დამთავრდებოდა ისედაც და თითქმის ყველა ლექცია ცდებოდა, თუმცა ამჯერად ეს არ იყო მიზეზი. სახლიდან გასვლის ეშინოდა, ყოველ ნაბიჯზე წარმოიდგენდა როგორ მოსდევდა უკან მკვლელი და შემდეგ, როდესაც ჩიხისკენ გადაუხვევდა ფეხ და ფეხ აკიდებული საწადელს აისრულებდა და უკანასკნელს რასაც გაიგონებდა ის საშინელი დახშული სროლის ხმა იქნებოდა.
დედა დსამსახურში გაისტუმრა, თუმცა სიმართლე ის გახლდათ, რომ სახლში მარტოდ დარჩენილს შიშისაგან გული უსკდებოდა. საწოლის კუთხეში მიყუჟულიყო და თვალს ადევნებდა ოთახს.
ცოტა ხნით ჩათვლემილს კოშმარებმა შემოუტია და გამოიღვიძა. ცივი წვენი ჩამოისხა ჭიქაში და ოთახებში სიარული დაიწყო. საკუთარ შიშს უნდა დაპირისპირებოდა, სხვაგვარად არაფერი გამოვიდოდა.
ერთიანად აკანკალებული შევიდა ჩაბნელებულ ჰოლში და სანამ ჩამრთველს იპოვნიდა ყველგან ხედავდა იარაღმომარჯვებულ მკვლელს. მერე ოთახი გაჩახჩაღდა და მოჩვენებებიც თავისდაუნებურად გაქრნენ, სინათლეს უფრთხოდნენ.
დრო აქეთ-იქით სიარულში გაჰყავდა და ოდნავ დაწყნარდა კიდეც, როდესაც სახლის ყოველი კუთხე-კუნჭული შეამოწმა. მშვიდად დაჯდა ფანჯრის წინ და ქუჩას გადახედა.
ხალხი ერთმანეთში ირეოდა. ერთმანეთს გვერდს უვლიდნენ, მზერას ცვლიდნენ, უხეშად ეჯახებოდნენ, ყურადღებას არ აქცევდნენ. რამდენი მათგანი შეიძლება იყოს მკვლელი, მსხვერპლი. რამდენ მათგანს შეუძლია სასხლეტს თითი გამოკრას და მფეთქავი გული სამუდამოდ დაადუმოს. სიკვდილისათვის გაიმეტოს ადაიმიანი, რომელიც მასსავით სუნთქავს, ჭამს, ძინავს, იცინის, ტირის. როგორ შეუძლიათ ერთი ხელის გამოკვრით დაასრულონ ყველაფერი, ჩამოშალონ მოგონებები და გზა შეუმოკლონ.
ფიქრებიდან ზარის ხმამ გამოაფხიზლა. დედამისის მოსვლის დრო ნამდვილად იყო, თუმცა დარწმუნებული იყო, რომ გასაღები წაღებული ჰქონდა. წამოდგა. ნელა მიიწევდა კარისაკენ და როდესაც ლითონის ცივ სახერულს შეეხო აკანკალებული ხელებით თვალები დახუჭა.
კარები გამოაღო და მოჭუტული თვალიდან ერთ-ერთი გაახილა.
-გვანცა ერისთავი ბრძანდებით?
ეს ხმა.
ღმერთო ჩემო, ეს ხავერდოვანი, ოდნავ ჩახრეწილი, მარმარილოს ბოხი ხმა...
რა თქმა უნდა მიაგნო.

***
„ღამის მწვერვალი“
საღამო მდორედ მოედინებოდა ქუჩებში, ჯერ მზემოფარებულ ადგილებში იდგამდა ფესვს, შემდეგ კი კიდით-კიდემდე იჭიმებოდა. უკანასკნელ სხივებს გამოეთხოვა დედამიწა და ცრემლნადენი მთვარე გამოჩნდა, მწუხრი აღბეჭვდოდა სახეზე. ხვათქადენილ ქუჩას მალამოსავით შემოადნა ღამის სიგრილე.
„უფალო შემიწყალენ... უფალო შემიწყალენ... უფალო შემიწყალენ“
გონებაში წარღვნასავით მოედინებოდა ეს ფრაზა და მის ტუჩებზე ჩუმი ჩურჩულით იღვრებოდა. თვალებ ახვეული გვანცა მხოლოდ საკუთარი ბგერების იმედზე იყო. როდესაც ერთი გიქვეითდება, მეორე გიძლიერდება.
გოგო დროის ცვლილებას ვერ აღიქვამდა. რამდენი ხანი იყო გასული ვერ იტყოდა, წამები, წუთები, საათები, დღეები. შესაძლებელია კვირებიც კი.
საკუთარმა ფიქრებმა შეაშინა. იმ საზარელმა წარმოდგენებმა თავში ჩანჩქერივით რომ მოსდიოდა. ბავშობაში უამრავჯერ უთამაშია დამალობანა. ახლაც მსგავს სიტუაციაშია, ისევ მუხის მაგარ ზედაპირს აკრავს სახეზე აფარებულ ხელებს, ისევ ხმამაღლა ითვლის ერთიდან ათამდე და თვალებს ახლეს, თუმცა, მაშინდელისგან განსხვავებით ახლა მის თვალებში წყვდიადია ჩამდგარი. ენის წვერით ტუჩებს ისველებს. დასკდომია.
როგორ წამოიყვანა მკვლელმა არ ახსოვს. მხოლოდ ის, რომ მისი სახელი იცოდა და შოკი. შიშმა ფეხის თითებიდან იწყო სხეულში წარღვნის მოვლენა, ჯერ რამოდენიმე წვეთი ამოუცოცდა წვივებამდე, იქ ღელეს შეერია, მუხლამდე ასული მდინარეს, მუცელში ტბას, მკერდში ზღვას, ყელში კი ოკეანეს და თვალები წყლის ჭავლმა ისე დაუბნელა, ტვინი სრულიად გაეთიშა. მის სხეულში წარღვნა მოხდა, რომელმაც მოგონებები ჩამორეცხა.
თვალების გახელისას პანიკა დაეწყო. ყველა გრძნობა ამოუტივტივდა. სიბნელე აძრწუნებდა, იმოდენ შიშის მომგვრელი იყო მისთვის, ერთიანად აკანკალებდა. ცრემლები მჭიდროდ შემოხვეულ საფენზე უშრებოდა. გაახსენდა სკოლაში ნასწავლი, რომ თხუნელას თვალების ატროფია სჭირს, მხედველობა არ აქვს, რადგანაც არ სჭირდება და გაშრა. ცხოვრება თვალებში სხივის გარეშე საშინელება იქნებოდა.
ხმა ყელამდე ძლივს აღწევდა, იქიდან კი ჩუმ ბგერებად იფანტებოდა. იოგები სტკიოდა, მაშასადამე გზაში ბევრი უყვირია. გზაში, ნეტავ ახლა სად იყო?!
თბილისი დაკლაკნილი ქუჩების ქალაქია, ლაბირინთების ქალაქი. ხშირად არ დადიოდა უცხო ქუჩებში. მხოლოდ სახლთან ახლოს. რა იქნებოდა იმ დღეს, იმ დაწყევლილ, ავადსახსენებელ დღეს ვერ მიეგნო ბეთლემის ქუჩისთვის. ძველი თბილისი ხომ ულამაზესი იტალიისავით არის, მისი მოკირწყლული ქუჩები, ფერადი მოჩუქურთმებული აივნები, მზენაცხუნი ხეები. რა იქნებოდა, არ შეედგა ფეხი ნახევრად ჩამომპალ იტალიურ ეზოში და არ ენახა აწ განსვენებული მამა.
პირი გააღო, უნდოდა ეყვირა, ხმა ამოეღო თუმცა მტკივანი იოგები არ ანებებდნენ. მის სხეულში დადუმებული ოკეანე აჩქეფდა. იბობოქრა, იბობოქრა და მორევად იქცა, მისი ცნობიერება შიშის მორევმა შთანთქა.

***
„ათასი სალოცავი სიტყვა“
ვიწრო შესასვლელში ლაბადა ეკიდა. მისი პატრონი მისაღებში, ტყავის დივანზე იჯდა, ხელში ვისკის ჭიქა ეჭირა და სერიოზული სახით გადაჰყურებდა ღამის მჩქეფარე ქალაქს.
მანქანების სიგნალი, ბარებიდან გამოსული ხმამაღალი მუსიკა, გამვლელების საუბარი და ღამის მცხოვრებთა ჩამი-ჩუმი რედისონ ბლუ ივერიამდე ვერ აღწევდა. სრული სიწყნარე გამეფებულიყო ლუქსში.
მთვარის სინათლეზე ალაპლაპებული მინიდან წყვდიადი იფრქვეოდა. ოთახი ჩაბნელებულიყო. ასე მოსწონდა ანდრეას, სრულიად წყვდიადში, ვისკის სმა და ფიქრი.
ალბათ თბილისს მალე დატოვებს. ვერ იტანს ამ სულის შემხუთავ ქალაქს, რომელიც მისთვის ბორკილებივით მძიმეა. ვიწრო ქუჩები, პატარა სივრცე, დადუმებული ხალხი. ნერვებზე ფრჩხილებს აჭერს ეს ყოველივე, დატოვებს ამ წყეულ ქვეყანას, ამჯერად საბოლოოდ და მისკენ აღარც კი გამოიხედავს.
თუ რამ მოენატრება, ალბათ ზეცა. სად არ ყოფილა, რა არ უნახავს, თუმცა ასეთი მშვენიერი ზეცა არსად გადაჰყრია. მთვარე მუდამ მწუხრის სახით, მზე - მუდამ მწველი, დამცინავი ღიმილით კიდია მასზე. ვარსკვლავებიც კი ყველაზე კაშკაშად აქ ანათებენ.
კარებს მიღმა კვნესის ხმა გაისმა, იმდენად ხმადაბლა, თითქოს არც ყოფილა. შეფხიზლდა, ვისკის ჭიქა მინის მაგიდაზე დადო. შუშის შეხებაზე წკარუნის ხმა გამოსცა. ნელა წამოდგა, თლილი თითები იარაღს შემოავლო და ოთახის კარი ფეხის ფრთხილი მიკვრით შეაღო.
თვითმხილველი საწოლის თავზე იყო მიბმული. გრძელი ქერა თმები სახეზე ჩამოშლოდა. შავი ნაჭრით აკრული თვალებიდან მარგალიტებივით სცვიოდა ცრემლები.
გვანცა ერისთავი.
მდუმარედ დააცქერდა გოგოს. მოგონება გადაეშალა თვალწინ. არ ეგონა ასე იოლად თუ გაუღებდა კარს. საერთოდ, თვითმხილველი თბილისშიც არ ეგულებოდა. ეგონა ჭკუას იხმარდა და ნანახის შემდგომ გაასწრებდა ქვეყნიდან, თუმცა, არა, იქ დახვდა, საკუთარ სახლში, კარებიც საკუთარი ხელით გაუღო და როდესაც საკუთარი სახელი გაიგონა ისე შეკრთა თითქოს სამსჯავროს წინ სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს.
საკუთარი თავი სწორედ მაშინ გასცა, რადგანაც იცოდა მკვლელმა, მხოლოდ ერთადერთი რამით შეეძლო თვითმხილველს იგი ამოეცნო და ეს იყო მისი ხმა.
ხმის გაგონებაზე გოგოს ლურჯი თვალები გაუფართოვდა, გაუდიდდა და ზღვად ექცა. ოკეანედ და საკუთარ ოკეანეში ჩაიძირა.
კარები ზურგს უკან მიხურა, განათებულ ოთახში შევიდა და გოგოს წინ დადგა. სხეული ისე აკანკალდა თითქოს შანთის დადებას ელოდა ხორბლისფერ კანზე. მაშ, მისი მოსვლა იგრძნო.
„მამაო ჩვენო“
ჩურჩული გაიგო. გოგოს ტუჩები სინქრონში ირხეოდა და მისი ჩურჩულიდ წარმოთქმული ბგერები, ყვირილით უბრუნდებოდა გონებაში ვაჟს.
„მამაო ჩვენო, რომელიცა ხარ ცათა შინა“
ეს ჩურჩული გამეფებული მდუმარებისათვის მეტისმეტად ხმამაღალი იყო. მეტისმეტად მკვეთრი.
„წმინდა იყავნ სახელი შენი“
-გაჩუმდი. -დაიგრგმინა მკვლელმა. შეკრთა. ყელის ძარღვები ერთიანად დაებერა გოგოს. უკან გაიწია, თავის დაცვა სცადა.
-ვინ ხარ? -ჩურჩულით იკითხა. ხმის ტონშიც კი მიუხვდა რაოდენ ეშინოდა გოგოს.
-გაჩუმდი. -გაიმეორა ბოხმა ხავერდოვანმა ხმამ და ოთახი დატოვა.
გოგო შეკრთა, კვლავ მარტო დარჩა. ის და მის გონებაში დაქსაქსული ათასი სალოცავი სიტყვა.

***
„ვედრება“
საბურავები სწრაფად დაცურავდნენ მზისაგან დამსკდარ ასფალტზე. ბუღი ასდიოდა ქალაქს. თერმომეტრი გიჟვით მიიწევდა ზემოთ. რადიოდან დაბალ ხმაზე იღვრებოდა სასიამოვნო მუსიკა. გონებაში მელოდიას ჩუმი ნოტებით ჰყვებოდა. ვერ იხსენებს, ვინ არის ბახი, მოცარტი, ჩაიკოვსკი თუ ვინ?!
იურუმა - უპასუხა გონებამ.
გადაადგილებას მხოლოდ შესახვევებში გრძნობდა, ოდნავ დამრეცად რომ იხრებოდა მისი სხეული. სხვა შემთხვევაში ეგონებოდა კვლავ ადრინდელ სამყოფელში იყო.
ამბობენ სიკვდილის წინ მთელი განვლილი ცხოვრება ჩაგირბენს თვალწინო. ყველაფერს ხედავდა, თითოეული მოგონება ისე მკვეთრად ცოცხლდებოდა მასში, თითქოს კვლავ იქ იყო.
ხედავდა საკუთარ თავს, ხუთი წლისას, მის ფისოს-მიმის და დედას. დედამისს ცრემლები სდიოდა, მიმი კი ავის მომასწავლებლად კნავოდა. პატარა გვანცას დედის ხელი ჩაუბღუჭა და ქვემოთ ექაჩებოდა.
-დე, დე! -წრიპინებდა. -დე წავიდეთ, დე!
დედამისს მისი არ ესმოდა, კიდეზე იდგა. შვილის არსებობას ვერც გრძნობდა. ერთი ნაბიჯი აშორებდა აღსასრულს და მაინც, ეს პატარა არსება უკან ექაჩებოდა, სიცოცხლისაკენ ექაჩებოდა. უხილავი ჯაჭვებით აბავდა, განაჩენი გამოჰქონდა. უნდა ეცოცხლა, ვერ გადახტებოდა.
ცრემლები წვიმის წვეთებივით ჩამოსდიოდა სახეზე. ეს მოგონება აქამდე არასდროს ენახა. დედამისი კლდის პირას, სიკვდილის პირას პირველად იხილა. პანიკამ მოიცვა. მზის სხივებს გრძნობდა, ვერ არჩევდა პატარა გვანცა იყო თუ დიდი.
-დე, დე! -შეძრწუნებული ჩურჩულებდა და დედამის ქვემოთ ექაჩებოდა. -სად მიდიხარ დე?! რას აპირებ?! მე სად მტოვებ, მე რას მიპირებ?! -ჩურჩული ყურის ბარაბანს უხეთქავდა გოგოს. ტვინში ურტყამდა. -რას აპირებ დე?
პატარა, ხუთი წლის გვანცა დედას ევედრება, რომ არ მოკლას. ევედრება, რომ კლდის პირზე არ გადაეშვას.
ღმერთო ჩემო, ნუთუ სიცოცხლისათვის ვედრება უწევს.
-დე! დე! დე! ნუ მომკლავ გთხოვ. -ხუთი წლის გვანცა ჰყვიროდა მასში და მის სხეულს ეხეთქებოდა, ფრჭხილებით კაწრავდა, თმებს აგლეჯდა. გამოსვლას ლამობდა, დიდი გვანცას სხეულიდან გამოსვლა სურდა, მობეზრდა დამალულს წყვდიადში ყოფნა, შიში მობეზრდა, სიცოცხლისათვის ვედრება მობეზრდა.
მოულოდნელად სახვევი მოეხსნა თვალებიდან და დახეთქილ ბარაბნებში ხმა ჩაესმა.
-გამოფხიზლდი. -ბოხი, მარმარილოსებრი ბარიტონი.
მიწებებულ ქუთუთოები წვალებით გააცალკევა. დღის სინათლემ თვალები მოსჭრა.
ხედავდა მანქანაში ურცხვად შემოჭრილი მზის სხივებთ გაბრწყინებულ სილუეტს თავზე შარავანდედი ედგა.
ცრემლები იწყეს დენა მის ლოყებზე.
-მოვკვდი? -ხმა ჩახლეჩვოდა. ალბათ კიოდა.
-არა. -ბოხმა ბარიტონმა მიუგო.
გამოსახულება გაიწმინდა, შარავანდედი გაქრა და მის წინ კალმის ნახატი პირ-სახე გამოჩნდა. ნატიფი ნაკვთების მქონე მკვლელი, ყორნისფერი თვალებით უმზერდა. ალბათ სასიკვდილოდ მეტად მშვენიერ დემონს ვერ ინატრებდა.
გვერდზე გაიხედა, ხუთი წლის გვანცას, მიმის და დედას ეძებდა, თუმცა არაფერი იყო. მხოლოდ მანქანის სალონი და მისკენ მობრუნებული დემონი.
-არ მომკლა გთხოვ! -წამებში მიაყარა სიტყვები და დუმილი იწყო ჩქეფა მათ შორის.
მუხლზე დაწყობილ მტევანზე სისხლისფრად შეღებილი ცრემლი ეცემოდა და მხოლოდ შემდეგ გააცნობიერა, რომ საკუთარი ლოყები ჩამოიხოკა.
ალბათ გაგიჟდა. სიკვდილის შიშმა ჭკუიდან ააცდინა.
ალბათ გაგიჟდა.
-ვერ მოვკვდები! -იმეორებდა კვლავ ვედრებით და უემოციო სახეს აშტერდებოდა. -არ მომკლა, ჩემი სიცოცხლე ჩალის ფასი ღირს, თუმცა ჩემთვის მარგალიტია. ადამიანი ვარ, გული მიცემს, ვსუნთქავ. დედა მყავს, და და დისშვილები. უმცროსი სამი წლისაა და მხოლოდ ჩემი სახელის წარმოთქმა იცის. უნივერსიტეტში დავდივარ, მინდა დავამთავრო. სიცოცხლე მიყვარს, მშვიდად ვცხოვრობ, არავის ვერჩი, ჭიანჭველაც კი არ მომიკლავს მთელი სიცოცხლის განმავლობაში. ეკლესიაში დავდივარ და ღმერთის მწამს, მის სახელზე ვლოცულობ. ძალიან გთხოვ, რწმენას ნუ მიკლავ. არ მომკლა. გთხოვ, გევედრები არ მომკლა. -ტირილისაგან სუნთქვა ეკვროდა, ცრემლები ყელში უგროვდებოდა და უწვავდა.
ალბათ, მართლა გაგიჟებულიყო ასე რომ ლაპარაკობდა. არასოდეს ეგონა რომ სიცოცხლისათვის ვედრება მოუწევდა, თუმცა ასე მოუვიდა. ევედრებოდა, რომ მისი სიცოცხლე არ წაერთმია.
ვერ სუნთქავდა. საკუთარი ცრემლები ახრჩობდა. ყელზე იჭერდა ხელებს და გაგიჟეული ცდილობდა გაღებულ პირში ჟანგბადის შეშვებას.
ვერ სუნთქავდა. ფილტვების გარშემო შემოჭერილი აპკი იხეოდა, იხეოდა და მალე ალბათ გულის ცემა შეუჩერდებოდა.
ცრემლებად იღვრებოდა.
-ნუ მომკლავ, ნუ მომკლავ, ნუ მომკლავ!... ბუტბუტებდა და ხელებს ძლიერად იჭერდა ყელზე.
ვედრება ხროტინით ამოდიოდა მისი სხეულის კიდიდან და ჩამცხრალი ოკეანე კვლავ ბობოქრდებოდა.
ნუ მომკლავ.



***
„ფაიფურის თოჯინა“
მთვარე შორს, ძალიან შორს ილანდებოდა მათგან, თუმცა მისი სუსტი სხივები მაინც აღწევდნენ ფანჯარაში და უგონოდ მყოფ გოგონას სახეზე ელამუნებოდნენ. გამოფხიზლებას სთხოვდნენ, სიცოცხლეს სთხოვდნენ, საღ აზრს სთხოვდნენ, მომცინარ თვალებს სთხოვდნენ.
ფანჯრის გვერდზე კედელს იყო მიყრდნობილი მშვიდად და აკვირდებოდა გოგოს. თეთრი შუქით განათებულ სახეს, ფაიფურივით მსხვრევად, ნატიფ სახეს. დახოკილ ლოყებს, ჩაწითლებულ თვალებს და ჩამოშლილ თმებს. ცარცისფერ ტუჩებს და ძილშიც მოკანკალე სხეულს.
უძრავად იდგა და იხსენებდა „ნუ მომკლავ“ როგორ ევედრებოდა ფაიფურის თოჯინა, მსხვრევის პირას მყოფი და როგორი თვალებით შეჰყურებდა, ოკეანისგან, გრძნობებისაგან დაცლილი თვალებით, ანთებული ნაკვერჩხლებით სავსე თვალებით.
„ნუ მომკლავ“ ტუჩს აყოლებდა სინქრონში გოგო და უხმოდ ყვიროდა მძინარე.

***
„მთვარის ცრემლები“
დიდ ხანს ფირობდა. ძალიან დიდ ხანს ფიქრობდა ყველაფერზე. აკვირდებოდა მძინარე, მშფოთვარე გოგოს და იხსნებედა მის სიტყვებს „ნუ მომკლავ“
რამდენიმე საათის წინ სასხლეტს თითი გამოჰკრა. დაუფიქრებლად. არ უნანია, ჩასწყდა სხეული, მთლიანი გული, ჩასწყდა ადამიანობა მასთან ერთად, მაგრამ არ უნანია.
ეს გოგო, გვანცა, სხვა იყო.
არ შეეძლო მისთვის სიცოცხლის წართმევა, ვერ შეძლებდა. ცხოვრებაში არასდროს არაფერს დაუბრკოლებია ისე, როგორც ამ გოგოს.
ოთახიდან ჩაბნელებულ მისაღებში გავიდა. ვისკი დაისხა ჭიქაში, ხელებში მოიქცია და ერთიანად გადაჰკრა. ტყავის სავარძელში ჩაეშვა, სახეზე ხელი ჩამოისვა და წარბები შეჭმუხნა. მთვარის ნათება ლიცლიცებდა მის თვალებში, სხივები უკრთოდა. მალე ყველაფერი თავის ადგილზე დადგებოდა, შემდეგ კი ყველა წითელი ლაქა ამ სისხლის ჭაობში დაეტოვებდა და თავად აქედან გაქრებოდა.
ღმერთო ჩემო, როგორ ვერ იტანდა აქაურობას.
ტელეფონი მოიმარჯვა.
-ანდრუშა, მეგონა უკვე წახვედი.
-გაარკვიე ის რაც გთხოვე? -ბოხი ხმით მიმართა მოსაუბრეს.
-კაი ტო, მასე მიცნობ?! გავარკვიე კი არა დედა არ მოვუ***ნი?
-გამომიგზავნე.
გათიშა. ლეპტოპი აიღო, მუხლებზე დაიდო და გაშალა, ყოველგვარი მთვარის ნათებაზე ძლიერი სინათლე თვალის გუგებში ჩაეღვარა. მარმარილოს სახეზე გამოსახა. უსიამოვნოთ ამოიოხრა და გამოგზავნილ ინფორმაციას გადახედა.
გვანცა ერისთავი.
20 წლის, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მესამე კურსის სტუდენტი.
დედა - ირმა ერისთავი.
მამა - უცნობი.
ფაილში გოგოს რამოდენიმე ფოტოსთან ერთად მისი ახლო ნათესავებისა და მეგობრების პროფილიც იყო დართული.
გვანცა ერისთავი, ყველაზე ჩვეულებრივი ცხოვრებით მცხოვრები გოგო, რომელიც არასწორ დროს არასწორ ადგილას აღმოჩნდა.
ლეპტოპი დახურა, ვისკის ჭიქა ხელში აიღო და ერთიანად გადაჰკრა. მთვარის სილუეტი მინის მაგიდაზე ილანდებოდა და თავისი მწუხრი სახით, თვალებში შესტიროდა. მთვარე მას- მათ დასტიროდა.
წამოდგა. საძინებლისკენ გაემართა ათლეტური, ჩუმი და მშვიდი მოძრაობით. მოზომილი ნაბიჯები სხეულის ყველა კუნთს თვალსაჩენს ხდიდნენ.
გოგოს არ ეძინა. ტუჩებს ამოძრავებდა და ჩურჩულით წარმოთქვამდა სიტყვებს.
სალოცავ სიტყვებს.
მკვლელმა ერთხანს უცქირა და გოგოს ტანზე დაყრილი ეკლებით, შეყინული ტუჩებით და ცრემლების მატებით მიხვდა, მის იქ ყოფნას გრძნობდა.
აკანკალებულ სხეულს მიიუახლოვდა, თითქოს რაღაცის თქმა სურდა, პირი გააღო, მაგრამ სიტყვები ვერ იპოვა. სადღაც გამქრალიყვნენ ბგერები, შორს მისი სხეულის სიღრმეში და იქიდან გამოსვლას არც ლამობდნენ.
შედგა, საწოლს მოშორდა და წამიერი ფიქრის შემდეგ საძინებელიც დატოვა. შემოსასვლელში, საკიდზე ეულად დაკიდულ ლაბადას მიუახლოვდა და შიდა ჯიბისაკენ ჩააცურა ხელი. ნატიფი თითები ტყავის ქსოვილზე წამიერად გასრიალდნენ და შემდეგ, მისთვის ყველაზე ძვირფასსა და სანუკვარ ნივთს შეეხო.
ნივთს, რომელსაც არასდროს გამოიყენებდა.
რომ არა შექმნილი სიტუაცია.
გ-ვ-ა-ნ-ც-ა.
ალისფერი ხავერდით შემკული პატარა ყუთი ხელებს შორის მოიქცია და ღრმად ჩაისუნთქა.



***
„არჩევანი“
გვანცა, ოქროსფერთმიანი გოგო.
ცრემლებად დაღვრილი, მოკანკალე, ფაიფურის თოჯინა.
უღირდა?
მისი ათასი სალოცავი სიტყვა უღირდა?
მისი შეშლილი ოკეანის თვალები, უღირდა?
ღრმად ჩაისუნთა. ხელები მუშტებად შეკრა და თვალები დახუჭა.
გაახსენდა მანქანაში როგორ იჭერდა ხელებს ყელზე და გაოგნებული შეჰყურებდა მას საშველად.
მკვლელის წინ თავს იკლავდა გოგო, რომელსაც სიცოცხლე სწყუროდა.
ოთახის კარი შეაღო. ჰაერი გაიყინა. ყურები დაუგუბდა.
დაძაბულობის ოხშვარი ასდიოდა იქაურობას. მუშტში მოქცეულ კოლოფს დახედა, შემდეგ საწოლის თავზე მიბმულ, თვალებახვეულ თოჯინას.
მსხვრევადს, ფაიფურისას.
გვანცას.
საწოლს მიუახლოვდა.
კანკალმა იმატა, ავადმყოფურად იმატა და ანდრეას რაღაცამ გასცრა სხეულში.
-სიცოცხლე გინდა? -ისე კითხა, ჩუმად, უემოციოდ.
მის პასუხზე ბევრი იყო დამოკიდებული. ბევრი ანდრეას გადაწყვეტილება, ბევრი გვანცას სიცოცხლე, ბევრი გასროლილი ტყვია, ბევრი დაღვრილი სისხლი, ბევრი სალოცავი სიტყვა.
შეკრთა გოგო. გაშეშდა. ცარცისფერი ტუჩები გაუშეშდა, პირზე შეახმა „მამაო ჩვენო“
სულ წამით გაიფიქრა ანდრიამ, არ ღირსო. არ მიღირსო და სანამ აზრს დაასრულებდა გოგოს ჩურჩლი გაიგო.
ან მოესმა.
-მინდა... -ხმა ჰქონდა ჩამწყდარი. ყვირილის, ტირილისა და შიშისაგან.
მისი სხეული შიშს ასხივებდა, მაგრამ შიშს პირველად შეერია იმედი, რომელიც უნებლიედ უთავაზა მკვლელმა.
მინდა. უნდა. უღირს.
ახლოს მიიწია და გოგოს სახეს შეეხო.
სუნთქვა შეწყდა.
წამი გაიყინა.
შიშის სიცხადე ასე არასდროს უგრძვნია ანდრეას. გოგოს ლოყებიდან მოედინებოდა შიშის ნიაღვარი და ვაჟს სხეულზე გადაედო, გულში ჩაეღვარა.
გულიც ჰქონდა, რომელშიც ფაიფურის გოგონას შიშით ივსებოდა.
თლილი თითები სახეზე აატარა და სახვევი შეუხსნა.
გაოგნებული აფახურებდა თვალებს გვანცა, ხან ხუჭავდა ხან ახელდა, ვერ არჩევდა არარეალურსა და რეალურს. ცრემლებით დასველებული წამწამები საბოლოოდ რომ აპრიხა და თავისი ოკეანის თვალები ანდრეას მიანათა, ვაჟმა საპასუხოდ თავისი უემოციო მზერა უბოძა.
-რა გინდოდა იქ?
გოგოს, რომელსაც არავითარი გადაკვეთა არ ჰქონია განსვენებულთან, იმ მკვლელობის თვითმხილველი აღმოჩნდა, რომელმაც მისი ბედი გადაწყვიტა.
-ვეძებდი, დიდხანს ვეძებდი... -ჩაიბუტბუტა აკანკალებულმა გოგომ. ანდრეამ ფანჯარაში გაიხედა, მთვარეს გახედა და თვალები დახუჭა.
-რატომ ეძებდი? -მკაცრად იკითხა. იმდენად მკაცრად, რომ იგრძნო საწოლზე მიბმული სხეულის შეკრთომა. გალიაში გამომწყვდეული ბეღურასავით შეფართხალდა გოგო. გაირინდა. პასუხს ელოდა.
-მინდოდა მცოდნოდა ვინ იყო. -გოგოს ჩამწყდარი ხმა მის მფეთქავ არტერიას ურტყავდა, ცოტა აკლდა, ძალიან ცოტა, რომ არ გადაეფიქრებინა. ცოტა აკლდა, რომ მისულიყო დასკვნამდე, რომელიც ეტყოდა, რომ მოეკლა, დაესრულებინა ეს უაზრო, აგორებული საქმე და დაეტოვებინა ეს სულის შემხუთავი ქალაქი, ქალაქი, რომელიც ახრჩობდა. ქალაქი, რომელიც სძულდა.
-დედამ მითხრა, მოკვდაო, მაგრამ ვიცოდი... სულ ვიცოდი, სულ მატყუებდა. ვახსენებდი თუ არა მეჩხუბებოდა, მიყვიროდა, არაო, აღარ არისო და დაივიწყეო, მაგრამ ვიცოდი, რომ მკვდარი რომ ყოფილიყო ვიგრძნობდი, სადღაც ვიგრძნობდი... -მარგალიტის ცრემლებად დაიშალა გოგო. -მერე ჩემთან დავინახე კლინიკაში, მიყურებდა, ისე მიყურებდა ეგრევე მივხვდი, რომ მიცნო და მეც ვიცანი, გულში გამკრა, მინდოდა მივსულიყავი, მაგრამ წავიდა. არც მოსულა, არც ულაპარაკია, წავიდა და წავიდა... მერე თვეები ვეძებდი და ბოლოს მივაგენი, მაგრამ არ დამცალდა, არც საუბარი, არც ახსნა... არაფერი, მაშინვე გასროლა და მისი უგონო თვალები. თვალები ღია დარჩა... რომ მოკვდა ვიგრძენი გულში, დაიშალა ნაწილებად და ყოველთვის ვიცოდი, თუ მკვდარი იქნებოდა, ჩემი გულის ნაწილიც დაიშლებოდა, იგრძნობდა და ვიგრძენი იმ დღეს ეგ...
ანდრეა მიხვდა. მიხვდა ყველაფერს და თვალები მაგრად დახუჭა. კბილები ერთმანეთს დააჭირა. ისიც მიხვდა იმ საქმეს რატომ აბრალებდა, ისიც მიხვდა ბოდიშს ვის უხდიდა სიკვდილის წინ და ისიც მიხვდა მალხაზმა რატომ ჩაითრია.
რათქმაუნდა გასვლა უნდოდა საქმიდან.
ქალიშვილისგამო სუფთად უნდოდა გასულიყო და თავისი წილი ჭუჭყი სხვისთვის გადაეცა. უნდოდა ახალი ცხოვრება ეცადა.
გასცრა, სხეულში ცივად გასცრა მკვლელს, ისე ცივად, რომ წამიერად ეგონა გაიყინებოდა, სული გაეყინებოდა.
ფაიფურის თოჯინა იმსხვრეოდა, ცრემლებად იშლებოდა, კანკალით იბზარებოდა და მიხვდა,
ცხოვრებაში პირველად გაიფიქრა, რომ
იქნებ არასწორი არჩევანი გააკეთა.


***
„დემონის საჩუქარი“
-სიცოცხლეს გაჩუქებ. -სიკვდილის დემონმა დახედა გვანცას.
გოგო გაგიჟდა, მის შიგნით ოკეანის ტალღა დაიძრა, ცუნამი აუკიაფთა ოკეანის თვალებში. უნდოდა ეყვირა, უნდოდა ეღრიალა ბოლო ხმაზე, რომ სიცოცხლეს ვერ შეუნარჩუნებდა ის, ვინაიდან მას არ ეკუთვნოდა, მაგრამ გონებამ ეს აზრი დაბლოკა.
ამოისუნთქა, დიდი ხნის გაჩერებული ნახშიროჟანგი ამოუშვა ფილტვებიდან და ახედა მკვლელს. მისი საოცარი პირ-სახე გაქვავებულიყო. მის ზურგსუკან მთვარის შუქი ლიცლიცებდა, საოცრად, საოცრად ლამაზი სანახავი იყო.
-მადლობა -ირონია ვერ ამოაყოლა ნათქვამს. მხოლოდ გაწყვეტილი ნერვები და პარანოია იგრძნობოდა მის სიტყვებში. შიშისაგან შერყეული ფსიქიკა იგრძნობოდა მის სიტყვაში.
-ჩემთან უნდა იყო.
თვალები გაუდიდდა, ცრემლები ჩაუდგა შიგნით. ნიკაპი მოეღრიცა და წარბები აეწია. ლოყები აუწითლდა წამსვე, ტუჩები მოუვარდისფრდა და შიშისაგან და უიმედობისაგან გაოგნებულმა ტირილი დაიწყო.
არც ჩუმად, არც რიდით, სიკვდილის რიდით.
ხმამაღლა დაიწყო ტირილი.
დასრულდა, ჩემი სიცოცლხლე აღარ არსებობსო გაიფიქრა, უცნაურმა შეგრძნებამ დაიპყრო მისი სხეული, სიკვდილის მოლოდინისამ და გაახსენდა მოგონება, როგორ იდგა დედამისი კლდის პირას, გადაჰყურებდა მდინარეს, რომელშიც სხივები თამაშობდნენ, ეალერსებოდნენ და სულაც არ ელოდნენ ქალს, რომელიც თავის პატარა შვილთან და ფისოსთან ერთად სიცოცხლეს გასწირავდა მის ტალღებში.
დედამისი მის მოკვლას, ს, მიმის მოკვლას აპირებდა და გაახსენდა, რომ ჯერ კიდევ ბავშვს სიკვდილის ეს მძაფრი, საშიში შეგრძნება თავზარს სცემდა. სულს უკლავდა. გულს ურევდა.
ახლაც კლდის პირას იდგა. დედამისი არ იყო, მიმი არ იყო, მხოლოდ თვითონ და პატარა გვანცა, ამჯერად უკან მკვლელი ედგა, რომელიც ნებისმიერ წამს ჰკრავდა ხელს.
გადააგდებდა, მის სიცოცხლეს დაასრულებდა.
გული შეუქანდა და გამოსახულება აემღვრა.
ნახატივით აიდღაბნა მკვლელის სახე, მის უკან მოლიცლიცე მთვარე და გაიფიქრა, რომ ვარსკვლავები არ ჩანდა.
ისე კვდებოდა, ვარსკვლავებს ვერ ხედავდა.




***
„დამსახურებული სიცოცხლე“
დიდი ხანი უყურებდა, ჩუმად ძალიან ჩუმად აკვირდებოდა ქალაქს. მინის კედელს მიღმა საოცრად დიდი, რომ მოჩანდა და მიანც, ყველამ იცოდა, რომ თბილისი პატარა იყო. ძალიან პატარა, მზის ერთი სხივი ათბობდა მთლიანად და მთვარის ერთი ნათება ანათებდა. იმდენად პატარა, რომ ერთის მკვლელი, მეორის მამა იყო და მისი შვილი მკვლელის გადაწყვეტილება.
გადაწყვეტილება.
ანთებული იყო თბილისი, რედისონი გადმოჰყურებდა, კოშკად დამდგარი და ჩრდილავდა მთვარის ელვარებას. ელოდა, პასუხს ელოდა მთაწმინდიდან, ელოდა პასუხს განათებებში ჩაკარგული გზებიდან, შორს, ძალიან შორს მომზირალი მთებიდან, მაგრამ პასუხი ერთგან იყო მხოლოდ და ის ერთი ადგილი სწორედ იქ იყო, მეორე ოთახში, ძალიან ჩუმად, რომ ეძინა.
ზუსტად იცოდა, რომ სანამ თვალებს დახუჭავდა ეგონა კვდებოდა. უყურებდა გოგოს, გაოგნებულს, გაგიჟებულს და იცოდა, შოკისაგან გული, რომ წაუვიდა ეგონა ბოლოჯერ ხუჭავდა თვალებს.
მაგრამ ასე არ იყო.
მისი სიცოცხლე იხსნა საკუთარი ბოროტებისაგან, ეს გოგო, ეს ყველაზე ჩვეულებრივი გოგო, რომელსაც ერთი დანაშაული მიუძღოდა მის წინაშე, მკვლელის სიკვდილის ხილვა, სიცოცხლეს იმსახურებდა.

***
“ყველა სიცოცხლე“
წყლის ჭავლი მოხვდა ტანზე და იმ წამსვე გაიფიქრა, რომ თუ დედამიწაზე რამეს სცემდა პატივს, ეს წყალი იყო.
წყალი, რომელსა შეეძლო სისხლის წვეთები ჩამოერეცხა.
წყალი, რომელსაც შეეძლო ცოდვები ჩამოერეცხა.
წყალი, რომელშიც პირველი ქრისტიანი მოინათლა, იმდენ ძალას ატარებდა, რომ შეეძლო შეშინებული, განადგურებული, ჭკუას აცდენილი გოგოც კი დაეწყნარებინა.
დიდხანს იდგა წყლის ქვეშ, ცივ ფილებზე მიყრდნობილი. ვერ ფიქრობდა. არ შეეძლო. ეს ფუნქცია დაბლოკა მისმა ტვინმა. დიდმა სტრესმა, მაშინვე გადაუღობა გზა და ანიშნა, რომ ფიქრი არ შეიძლებოდა.
ვერ აანალიზებდა რა ხდებოდა, მხოლოდ გრძნობდა, რომ ყველაფერი იცვლებოდა მის ცხოვრებაში და ვეღარაფერი ვეღარ იქნებოდა ისე, როგორც ადრე.
აღარაფერი აღარ დაუბრუნდებოდა თავის ადგილს. აღარც სიმშვიდე ეღირსებოდა, აღარც ბედნიერებდა და მისი სიცოცხლე, რომელიც ბეწვის ხიდზე იყო გადებული, მხოლოდ არსებობადღა იქცეოდა.
თვალები რომ გაახილა და მის წინ მდგარი მკვლელი დაინახა იმედი ჩაესახა, ისე არ მომკვდარა, რომ ვარსკვლავები არ დაუნახავს. იმ წამს შეჰყურებდა ვარსკვლავებს, სიკვდილის დემონის თვალებში კიაფობდნენ ვარსკვლავები და წამით გაეღიმა. სიცოცხლე აჩუქა.
-ცოცხალი ვარ -ამოიჩურჩულა და ბედნიერების ტალღები, რომლებიც ძალიან ნელა დაცურავდნენ მის მუცელშ მაშნათვე შიშის ცუნამმა გადაფარა. -ცოცხალი ვარ...
-ხარ, და იქნები, მანამ სანამ ჩემთან იქნები. -მშიდად მიუგო მკვლელმა. ძალიან ფრთხილად შეახო ხელები მაჯაზე და სახვევი მოხსნა. -სხვანაირად არ გიწერია, სხვანაირად არ გამოვა. -აუხსნა მან და მეორე ხელიც გაუნთავისუფლა.
ცრემლები დაუშრა. ყელში გაეჩხირა სატირალი ტკივილი და ახლად განთავისუფლებული ხელები მომუშტა.
-შეგიძლია გაემზადო. -თავი დაუკრა და დატოვა ოთახი.
მარტო დარჩა თუარა აკანკალებული სხეული დაიმორჩილა, წამოდგა და სააბაზანოში შევიდა.
არ ფიქრობდა, მხოლოდ გრძნობდა ცხელი წყლის წვეთებს. კარი ჩაკეტილი ჰქონდა და წამიერი, სულ წამიერი უსაფრთხოების შეგრძნებისაგან ტკბებოდა.
წყალი გაცივდა, შესცივდა, გააკანკალა.
რამდენი დღე გავიდა, რაც მასთან იყო?
დედა მოაგონდა. ხელი პირთან მიიტანა და მაგრად იკბინა. დედა როგორ იყო?
ალბათ ძალიან, ძალიან ნერვიულობდა.
ისევე, როგორც თვითონ.
„მამაო ჩვენო“ ლოცვის დაწყება უნდოდა, თუმცა კარებზე კაკუნმა შეაწყვეტინა. შიშის ზარმა დაჰკრა.
-გამოდი.
ხელები მომუშტა. ფრჩხილები ხელისგულებში ჩაისო. ვერ გავიდოდა, ასე ვერ გავიდოდა.
-ჩასაცმელი არ მაქვს... -ძალიან ჩუმად თქვა. არ უნდოდა მას გაეგო, არ უნდოდა თავად გაეგო.
-გამოდი. -კიდევ ერთხელ ბრძანა მკვლელმა და ოთახი დატოვა. კარების დაკეტვის ხმა გაიგო თარა თავადაც გავიდა. საწოლზე მისი ტანისამოსი იდო. მაისური და შვი ჯინსის შარვალი. ძალიან სწრაფად ჩაიცვა და საწოლზე დაჯდა.
„გამოდი“ გაახსენდა მისი ბრძანება და სულ პირველად დატოვა თავისი ფეხით საკუთარი ტყვეობის ოთახი.
პირველი რაც თვალში მოხვდა ქალაქი იყო, შვად ალაპლაპებუიი მინის მიღმა სიმშვიდეში ჩაძირული თბილისი დაინახა და გუ₾შ გაჰკრა შეგრძნებამ, რომ ეს ქალაქი, ყველა თავისი სიმახინჯით ყველაზე ლამაზი იყო. ყველაზე სხვანაირი, ყველაზე უბრალო. ისეთი იყო მთვარის შუქი კი არ ალამაზებდა, თავად ალამაზებდა მთვარეს. ისეთი იყო მზის სხივები კი არ ათბობდა, თავად ათბობდა მზეს.
სულ, სულ წამით გახედა მკვლელს. ზურგით იყო შებრუნებული, ხელში ჭიქა ეჭირა და გაჰყურებდა ამ უკიდეგანობამდე გაშლილ ქალაქს, რომელსაც დასასრული არ ჰქონდა. ყველაზე პატარა იყო, ყველაზე დიდი, ყველაზე საოცარი და ყველაზე უბრალო.
-დაჯექი. -ისე მიუთითა თავისი მარმარილოსავით ხმით, თითქოს მის თავში იყო შემძვრალი. დაჯდა. იცოდა, რომ სიცოცხლე თ უნდოდა უნდა დაეჯერებინა მისთვის. იმიტომ, რომ სიკვდილის ანგელოზი, რომელიც მის წინ, ზურგშექცეული იდგა, ერთადერთი იყო, ვისაც მისთვის სიცოცხლის ჩუქება შეეძლო.
შემობრუნდა. წარბები შეკრული ჰქონდა და ისე დაჰყურებდა გოგოს, თითქოს წიგნს კითხულობდა. გაიხედა გვერდით, მისი მზერის ატანა არ შეეძლო. შიშის ტალღები უვლიდა.
გაიფიქრა, რომ სიძლვილი, რომ შესძლებოდა ალბათ მას პირველს შეიძულებდა და საკუთარმა ფიქრებმა ისე შეაშინა, რომ შეხტა. შიშსაგან გააკანკალა. საკუთარმა განაფიქრმა იმხელა კვალი დატოვა მასზე, რომ ტუჩებზე ხელები მიიჭირა, არ უნდოდა, რომ წამის წინ გაფიქრებული ხმამაღლა გამოეთქვა.
არ გაჰკვირვებია. არაფერი უთქვამს. იცოდა, რომ ამ გოგოს თავში ახლა ისეთი რამ ხდებოდა, რასაც თავად ვერასოდეს ამოხსნიდა. ამიტომ შეხედა და მშვიდად უთხრა.
-შენი მოკვლა არ მინდა, მაგრამ ყველა სიცოცხლე ჩემზე არ არის დამოკიდებული. მსოფლიოში ყველა უსამართლობას მე ვერ ვმართავ. მინდა, რომ შანსი მოგცე და იცოცხლო. შანსი მოგცე და არ მოგკლა, მაგრამ ასე უბრალოდ ვერ გამოჩნდები ამ სამყაროში, ვერ იხილავ ადამიანის სიკვდილს, ვერ იზიარებ მის ცხელ სისხლს და ვერ გაუჩინარდები. ასე არ ხდება. ვერ იქნები თვითმხილველი ბოროტებისა და სუფთად ვერ გახვალ ამ საქმიდან. ასე არ ხდება, ასე არ არის მოწყობილი. იცი რატომ მოკვდა ის?... იმიტომ, რომ სუფთად უნდოდა გასვლა, უნდოდა თავისი ტალახიანი სამოსი გაეხადა და სუფთად გასულიყო. შენ შეგიძლია, რომ იცოცხლო, ოღონდ შენი წილი ცოდვის ზიდვა მოგიწევს... გვანცა.
მისი სახელი, რომ წარმოთქვა გოგოს გააჟრჟოლა. თვალი თვალში გაუყარა, ვარსკვლავები ჩამქვრალიყვნენ. მარმარილოს სიცივემ დაუარა. მკვლელმა, რომელმაც უთხრა, რომ მისი წილი ცოდვა უნდა ეზიდა, მისი სახელი მსოფლიოში ყველაზე ნაზად წარმოთქვა და მაშინვე ისეთი განცდა დაეუფლა, რომ მინდოქრში იყო, ნიავი უბერავდა და ყვავილებს არხევდა. ძალიან მსუბუქად, ძალიან ნაზად. სწორედ ასე წარმოთქვა. გ-ვ-ა-ნ-ც-ა და შეირხა ყვავილი.
-რა... -უნდოდა ეკითხა, რა უნდა გავაკეთოო, მაგრამ ხმა წაერთვა და ვეღარაფერი თქვა.
-ჩემთან უნდა იყო. -უკვე მეორედ გაიმეორა მკვლელმა. უკვე მეორედ ჩამოემსხვრა გოგოს იმედების კოშკი, თავისუფლებისა და სიცოცხლისა. უკვე მეორედ ააცახცახა მარმარილოს ბარიტონის მოსმენისას და უკვე მეორედ გაიფიქრა, რომ მისი ცხოვრება არსებობად გადაქცეულა.
-სულ? -მხოლოდ ესღა იკითხა. საკუთარი გონება არ უშვებდა სიღრმეებში, არ მისცა საშუალება მეტზე დაფიქრებულიყო. იცავდა.
-სულ... -მკვლელმა გვერდით გაიხედა, ჩაფიქრებულმა გადახედა თბილისს. მთვარის შუქი სახეზე ელამუნებოდა და საოცრად გამოჰკვეთდა მის ნაკვთებს. -სულ არა.
სულ არა...
გაეღიმა, სულიერად გაეღიმა გოგოს, სულიერად მოეშვა და მარგალიტებად მოწოლილი ცრემლები უკანვე გააბრუნა.
სულ, არა.

***
„გულისცემა“
თენდებოდა. მზის სხივები იღვრებოდა ცივ ოთახში. სიცხე ფეხს იდგამდა საღამოს სიგრილე ატანილ ქალაქში.
მწველი ბურთი ცის შუაგულისაკენ მიგორავდა და გზად არცერთი ღრუბელი არ იყო, რომელიც მის ცხელ სხივებს შეაკავებდა.
თენდებოდა, ოქროსფერი ედებოდა გარემოს. ოქროსფრად ლიცლიცებდა იქაურობაც. ხელში ვისკის ჭიქა ეჭირა და გაჰყურებდა საძულველ ხედს. ძალიან, ძალიან ნელა სუნთქავდა, თითქოს დარჩენილ ჰაერს იზოგავდა.
ტელეფონმა დარეკა. არ გაჰკვირვებია, სამაგიეროდ დაინახა, როგორ შეირხა დივანზე მიწოლილი სხეული. მთელი ღამე ჩუმად იჯდა. გრძნობდა, ხანდახან ისე შეაკანკალებდა, რომ უნებურად მისკენ იყურებოდა. შიშს გაეცრიცა მისი სახე. მთელი ღამე ებრძოდა ცრემლებს. გრძნობდა ამასაც. გამთენიისას, როდესაც მზის პირველი სხივები იწვერებოდნენ, სწორედ მაშინ წაართვა ძილმა თავი.
ეკრანს ხელი გადაუსვა.
-შეჩე**მა, ოდესმე გძინავს? -მხიარულად ჩაჰყვირა ყურმილის მეორე ბოლოდან ხმამ.
-რა ხდება?
-მეც მომენარტე, კი კარგად ვარ. შე თეს*ო ადამიანო, ერთხელ მომიკითხე, კი არ შემიყვარდები. -გადაიხარხარა. -რა ხდება და აბა თუ იცი ვინ დაბრუნდა ქალაქში და ვინ ელოდება შენს ნახვას.
-არა. ჯერ არდრეა. -თავისთვის ჩაილაპარაკა ანდრეამ და ჭიქა ჩაცალა. -ჯერ არ უნდა ჩამოსულიყო.
-ხომ იცი, მამა ბატონი არასდროს იბარებს სად მიდის, ვისთან, როდის და როგორ. -ისევ გადახარხარება. -რა ხმა გაქვს , შეგეშინდა?
-ერთი დღე მჭირდება.
-რა მოხდა? -დასერიოზულდა ხმა.
-რამე მოიფიქრე, უთხარი, რომ საქმეზე ვარ.
-რა ხდება ანდრეა? -პასუხს ითხოვდა ხმა.
-მისმინე, საქმე მაქვს, ისეთი საქმე ჯერ მაგან, რომ არ უნდა გაიგოს. დღევანდელი დღე შენ გაბარია, წავედი საღამოს დაგირეკავ და ყველაფერს გეტყვი. იცოდე, ჩემამდე არ მოუშვა.
-ანდ...
ტელეფონი გათიშა. ვისკი ბოლომდე ჩაცალა და წამოდგა. ოთახში ბოლთის ცემას მოჰყვა. მალევე შეწყვიტა. სავარძელში დაბრუნდა და კბილები ერთმანეთს მაგრად დააჭირა. გონება დაძაბა.
ოქროსფერთმიან სხეულს დააკვირდა, მძინარეს. მშვიდს. ლოყაზე შრამად ეტყობოდა ჩამოხოკილი კანი. თვალების გარშემო შავი წრეები ემჩნეოდა, სამაგიეროდ მის ტუჩებს დაბრუნებოდა ფერი. ატმისა და ვარდისფერი ტუჩები სულ, სულ ოდნავ გაეღო და მშვიდად სუნთქავდა.
დაჟინებული მზერა იგრძნო. ისე თითქოს მზის სხივი აჭერდა თვალებზე და გახელას მოითხოვდა. დააშორა თარა ქუთუთოები ერთმანეთს, თავის ოკეანის თვალებში მთვარეები აუკიაფთა. ტალღებთან მოლამუნე ვერცხლისფერი სხივები.
-უნდა წავიდეთ. -მკაცრად წარმოთქვა მკვლელმა და იგრძნო, როგორ დაიძაბა ახლადგაღვიძებულის სხეული.
-სად? -ძალიან ჩუმად იკითხა გოგომ.
-თბილისიდან უნდა წავიდეთ.
კბილები ერთმანეთს დააჭირა, თვალები წყლით აევსო და ლოყებზე სისხლი მოაწვა. უნდოდა ეთქვა, რომ დედამისის ნახვა უნდოდა, რომ არ უნდოდა მასთან ერთად წასვლა, რომ თავისუფლება უნდოდა, მაგრამ ეშინოდა. ეშინოდა იმის, რომ ძლივს ნაპოვნ სოლიდარობას დაკარგავდა მკვლელი და იარაღს დასტაცებდა ხელს. დაუმიზნებდა და მხოლოდ ერთი გასროლით დაასრულებდა წლებად ნაგროვებ სიცოცხლეს.
შეამჩნია. დაძაბულობა და შიში შეამჩნია თვალებში და მაშინვე წამოდგა. არ უნდოდა მისი ყურება, არ მოსწონდა.
-დედა... -ისე ხმადაბლა ჩაიჩურჩულა გოგომ, ეგონა, მოეჩვენა. მისკენ მიბრუნდა. მარგალიტის ცრემლი მოგორავდა აწითლებულ ლოყებზე.
-დედა? -ძალიან მკაცრად იკითხა და მისი მარმარილოს ხმა ხერხემალზე ჟრუანტელად დაჰყვა გოგოს. შეეშინდა გაგრძელება, ამიტომ თავი დახარა და ხელისგულებში ჩასობილ ფრჩხილებს შეხედა. -დედაშენთან ერთად ცხოვრობ, რა თქმა უნდა. -თავისთვის თქვა ვაჟმა და ძალიან ხმადაბლა შეიკურთხა.
გვანცამ ქვემოდან ახედა ფაჯარასთან მდგომს, თვალები დახუჭული ჰქონდა, ხელები საფეთქელზე ჰქონდა მიდებული და ფიქრობდა. იმ წამს, ერთდროულად მშვიდიც იყო და დაძაბულიც, საშიშიც და სანდოც, იმ წამს, როდესაც მისი ყორნის თვალები ვარსკვლავებად არ ანათებდნენ, სხვანაირი იყო. მკვლელი არ იყო და სიცოცხლის შთამბერავი იყო და სიცოცხლის წამრთმევიც.
გულის რევა მოაწვა გოგოს ყელში. მარილიანი მჟავა ჩაუგუბდა პირში. ცრემლებად მოაწვა მუცელში არსებული სიცარიელე.
წამოდგა, ძალიან სწრაფად წამოდგა და გაიქცა საპირფარეშოსკენ. მაშინვე უკან გაჰყვა მკვლელი, მკლავში მოეჭიდა, ცალი ხელი კი შარვალში ჩაჩურთულ იარაღზე ეკიდა. ეგონა გარბოდა, ეგონა გაიქცეოდა და მზად იყო საკუთარი გადაწყვეტილების წინააღმდეგ წასულიყო და იმ წამსვე ტყვია დაეხალა შუბლში. მზად იყო გაეხადა მსხვერპლად, რომელიც არც პირველი იქნებოდა და არც უკანასკნელი.
მზად იყო მისი სიცოცხლე წამის მეასედში დაესრულებინა.
გოგოს ააცახცახა. მისი თვალები და პირთან მიტანილი ხელი, რომ დაინახა, მიხვდა რაც სჭირდა და უცებ უშვა ხელი.
იმ წამს შეეძლო დაეფიცა, ყველაფერი წმინდა, რაც გადათელა ცხოვრებაში, რომ ოქროსფერთმიანმა გოგომ, რომლის თვალებშიც ოკეანეები ღელავდნენ და რომლის ტუჩებიც ატმისა და ვარდის ნარევი იყო, სულ წამიერად, გულისცემა აუჩქარა.




***
„მშობელი“
შუადღეს გაურბოდა დამსკდარ ტრასაზე მიმავალი შავი მანქანა. ისე სწრაფად მიდიოდა, თითქოს მზის სხივებს გაასწრებდა. მილასლასებდა ჩრდილების კორიანტელი მის უკან.
-შეგიძლია დაურეკო. -გვერდით მჯდომ, ფერწასულ გოგოს მიმართა მკვლელმა. ოქროსფერთმიანი გადიდებული თვალებით დააკვირდა მას. ძალიან ბევრი კითხვის ნიშანი დაცურავდა ოკეანეში.
-მართლა? -დაუჯერებელი ხმით თქვა. არ ენდობოდა.
მკვლელმა მობილური მიაწოდა.
-ხმამაღალზე ჩართე, არაფერი არ უთხრა, თორემ მამაშენის ბედი გელის, ხომ იცი?
გააჟრჟოლა. ზიზღით ახედა გვერდით მჯდომს.
-მამაჩემი არ იყო... -უფრო თავისთვის ჩაიჩურჩულა ვიდრე მისთვის. გაიგო.
-რომ მკითხავს, სად ხარო, რომ მკითხავს, რატომ არ დამირეკეო... -ხმა აუკანკალდა შიშისაგან. მშობელი დედის შიშს გრძნობდა. მისი თვალებით იყურებოდა და მისი გულით სტკიოდა საკუთარი ბედი.
-მოატყუე.
სიცოცხლე თუ გინდა, მოიტყუე. საკუთარ თავს შთააგონა გოგომ, მაგრამ წამიერად მაინც გაიფიქრა, რა იქნებოდა დედისათვის ეთქვა, სად იყო, ვისთან, რა საფრთხის ქვეშ, სად მიდიოდა. მერე სიბრაზედ წამოიჭრა მასში გრძნობები. ამ კითხვებზე პასუხი თავადაც არ ჰქონდა, დედისთვის რა ეთქვა, სიცოცხლე, როგორ გაეწირა, არათუ თავისი, არამედ მისიც.
ზარი გავიდა. გულისცემა შეუნელდა. სუნთქვა შეწყვიტა.
-გისმენთ? -მისი ხმა ისეთი იყო, როგორიც ჭრილობაზე მოდებული მალამო. წამში დაიღვარა მარგალიტებად, დაიშალა, გაიფანტა, დაიმსხვრა და ძალა მიეცა. დედამისის ხმამ, რომელიც ერთ დროს კლდის პირას მის სიცოცხლეს სწირავდა, იმხელა ძალა შთაბერა იმ წამს, ყველა დაღვრილი მარგალიტი გააერთიანა.
-დედა, მე ვარ. -მხიარულად ჩასძახა ყურმილში.
-გვანცა? -ქალის ხმა წამში ბედნიერებითა და წყენით აივსო. -დედა, დეე, სად ხარ? ოთხი დღეა არ მინახიხარ. სად ხარ? როგორ ვინერვიულე იცი? კინაღამ პოლიციაში დავრეკე.
კინაღამო, რომ თქვა ფრჩხილები ჩაისო ხელისგულში. გული დაემსხვრა. ნაწილებად გაიფანტა და მიხვდა, მისი ცხოვრების მთავარი პრობლემა ის იყო, რომ სხვებზე ისე ფიქრობდა და ზრუნავდა, როგორც არავინ მასზე.
თვალები დახუჭა, წყენისა და დამსხვრეული მარგალიტების თვალები, დამშრალი ოკეანეების თვალები.
-გვანცა?
-ხო დე -თავი მოაჩვენა. -მარიკოსთან ვართ გოგოები, ხო იცი, ფინალური გვაქვს ერთ კვირაში და ვიფიქრეთ წყნეთში ავიდოდით ცოტახანი და დავისვენებდით სანამ სამეცადინოზე გადავალთ.
ხელები აუკანკალდა. იტყუებოდა, მაგრამ ეს ტყუილი ისე არ უსერავდა სულს, როგორც დედამისი.
-ეგრეც ვიცოდი გვანცი, დე, როდის ჩამოდიხარ?
-არ ვიცი დე, შეიძლება აქ ვიყო თვის ბოლომდე.
-კაი, წავედი გვანც მაგვიანდება, არ დაიკარგო იცოდე.
-დედ...
გათიშა.
ტელეფონი გადადო და ძალიან, ძალიან ჩუმად ააყოლა ლოცვას ტუჩები.
„მამაო ჩვენო, რომელიცა ხარ ცათა შინა...“
მისკენ არ გაუხედავს ანდრეას, მაგრამ გრძნობდა, როგორ მშვიდად იჯდა სავარძელში და მისი ეს სიმშვიდე ათას ქარიშხლად უჯდებოდა. არ გაჰკვირვებია გოგოს დედის გამოძახილი, სამაგიეროდ თავად ეს გოგო უკვირდა, გვანცა.
ყველაზე უბრალო, სიცოცხლის მავედრებელი, შეშინებული გოგო.
მამამისი იყო, მკვლელი, ბინძური და ისეთი დასასრული მიიღო, როგორსაც იმსახურებდა. დედა კი, უინტერესო იყო. ოთხი დღე არ უნახავს შვილი და არ დაინტერესებულა მისით. არ დაურეკვას პოლიციაში, არ მოუკითხავს. გოგო, რომელიც ოთხი დღე აორთქლდა საცხოვრებლიდან, რომელიც ცდილობდა მიენიშნებინა, რომ ცუდად იყო, გასაჭრში იყო, რომ ეშინოდა, მისი ყოველი სიტყვა ითხოვდა მზურნველობას.
არ გაჰკვირვებია, არ გაჰკვირვებია მშობლები, იმიტომ, რომ იცოდა, იცოდა, მაგრამ გაუკვირდა ეს ოქროსფერთმიანი, ატმისფერტუჩება გოგო, რომელიც მის გვერდით იჯდა, სიკვდილის მოლოდინში და ლოცულობდა.
-რატომ ლოცულობ? -ისე ჰკითხა გზისთვის არ მოუშორებია თვალი. გოგო არ შემდრკალა ამჯერად, არ აკანკალებულა. თითქოს თავისი წილი შიში და წყენა უკვე დათმო, თითქოს გრძნობები, რომლებიც ატკენდნენ აღარ არსებობდა მასში. თვალები გაახილა და ისე გახედა მკვლელს. სიკვდილის ანგელოზს.
-მართლა გაინტერესებს? -ისე ჰკითხა, რომ გამოხედა მკვლელმა და წამიერად ჩახედა ოკეანის თველებში.
-კი. -მარმარილოს ხმით უპასუხა.
-ხანდახან, როდესაც ჩემს გარშემო მსოფლიო ნაწილებად იშლება, როცა ჩემი სამყარო თავზე მემხობა და კოშკებად იმსხვრევა, როდესაც ყველა ჩემი იმედი ოკეანის ფსკერზე იძირება, ვლოცულობ და ასე მგონია, რომ სულ ერთ სალოცავ სიტყვასაც კი აქვს იმის ძალა, რომ ყველაფერი თავის ადგილას დააბრუნოს. ასე მგონია, რომ თუ ერთხელ მაინც ვილოცებ მაშინ, როდესაც დაკარგული ვარ, აუცილებლად მივაგნებ სახლისკენ მისასვლელ გზას.
მწარედ გაეცინა. ღვარძლით იყო სავსე ეს სიცილი. თვალები დააწვრილა და ისე გახედა გზას. არ ეთანხმებოდა, არანაირად არ სჯეროდა, რომ ლოცვას რაიმე შედეგი მოჰქონდა. ოქროსფერთმიანმა თვალები დახუჭა, ჩურჩულით ლოცვა გააგრძელა.
მისი ატმის ტუჩებიდან იფრქვეოდა ათასი სალოცავი სიტყვა და გაუაზრებლად, შეუმჩნევლად მშვიდდებოდა გარემო.

***
„სიმშვიდეში ჩაძირული“
როდესაც მანქანიდან გადმოვიდა და გარშემო მიმოიხედა გაოცდა. განა იმან გააოცა, რომ საქართველოში, მზის ქვეყანაში, რომელსაც ღვთისმშობლის წილხვედრად მიიჩნევდნენ, ასეთი საოცარი, სასწაული, არნახული ბუნება იყო, მთებში ჩაკარგული ბედნიერება, საოცარი ფერები და გამოუთქმელი პეისაჟები. იმან გააოცა, თუ როგორი სიმშვიდის შეგრძნება დაეუფლა ამ ხედის შემხედვარეს. როგორ აივსო წამიერად, როგორ ჩაეღვარა სულში სითბო.
მკვლელის გვერდით იდგა და გაჰყურებდა ბუნების საოცრებას. გარშემო მხოლოდ მთები იყო, მხოლოდ სიმშვიდე, რომელსაც ერთადერთი, გამოუთქმელად საშინელი აზრი არღვევდა.
სიმშვიდეში ჩაიძირა მკვლელის გვერდით. სიკვდილის ანგელოზმა საუკეთესო ადგილას მიიყვანა, იქ სადაც სიკვდილს ნამდვილად ინატრებდა ადამიანი.
-რა ლამაზია... -ბაგეზე გადმოუგორდა სიტყვები, ჩურჩულით, მშვიდად დაიძრა მკვლელისაკენ ნაზად ნათქვამი და დახედა ოქროსფერთმიანს.
მწვანედ აჭრილ ბუნებაში, რომ ერთადერთი უდაბნოს ქვიშის მოგონება იყო, ერთადერთი ოკეანის ხმაური, ერთადერთი ატმის სურნელი.
ხელები მომუშტა. დრო გადიოდა.
-წამოდი. -უბრძანა გოგოს და ისიც დაემორჩილა. აღარც ხელების შეკვრა სჭირდებოდა, აღარც თვალების ახვევა, აღარც იარაღის მიბჯენა შუბლზე. ნებით გაჰყვა.
მცირე მანძილი ფეხით გაიარეს და შემდეგ აგურით ნაშენები სახლის ჭიშკარი შეაღო მკვლელმა. გოგო შევიდა ეზოში, რომელიც სავსე იყო ყვავილებით. სახლი კი ისე გამოიყურებოდა, თითქოს ძალიან, ძალიან დიდი ხანია მისი კარი არ შეღებულა.
სახლს უყრუებდა და მკვლელს ახედა.
მერე გაიფიქრა, რომ ერთმანეთს ჰგავდნენ. ორივე საზარელი და მარტოსული იყო.

***
„ბაგეზე შეყინული თავისუფლება“
ფანჯარასთან იჯდა და ღამის ცაზე აკიაფებულ მილიონობით ვარსკვლავს გაჰყურებდა. მშვიდი, სუსხიანი ღამე იყო. მისთვის პირველად აღმოჩნდ ისეთ სიტუაციაში, როდესაც სრულიად უცნობ ადამიანთან, ანდაც არაადამიანთან ერთად იყო უცნობ ადგილას, რომელიც ასე ნაცნობად ეჩვენებოდა, როდესაც მისი სიცოცხლე საფრთხეში იყო, თუმცა, თავს მაინც ასე მშვიდად გრძნობდა. თითქოს სწორედ იქ იყო, სადაც უნდა ყოფილიყო. თითქოს სწორედ იქ აღმოჩნდა, სადაც ღმერთს უნდოდა, რომ აღმოჩენილიყო.
გამოღებული ფანჯრებიდან ვერცხლისფერ ნათებასთან ერთად გრილი ნიავი შემოდიოდა და გოგოს ოქროსფერ თმებს აფრიალებდა. ოთახის მეორე ბოლოში იჯდა ანდრეა და ვისკის ჭიქას ჩაჰყურებდა. ოდნავ დაძაბული ელოდა ზარს. მანაც არ დააყოვნა და ტელეფონის მსუბუქ მელოდიაზე წამიერად შეხტა გოგო, ვარსკვლავებს თვალი მოაშორა და მკვლელს გახედა, რომელმაც წამიერად დაუთმო თავისი ყორნისფერი ვარსკვლავების თვალები და შემდეგ ტელეფონს მიუბრუნდა.
-რას შვება ყველაზე გამო**ევებული პიროვნება, მთელი დედამიწის ზურგზე -ძალიან მხიარული ხმა ჰქონდა მოსაუბრეს.
-რა ქენი? -პირდაპირ საქმეზე გადავიდა ანდრეა.
-ანდრიკო, შენ არ მიცნობ შე სი*ო ? -გადაიხარხარა ხმამ. -რა ვქენი კი არა, კლუბში წავიყვვანე მამა ბატონი, ისე დავათვრე, რომ ახლაც გათიშული გდია სადღაც სასტუმროში... მაგრამ მეც დავთვერი მგონი ტო.
-ძალიან კარგი.
-როდის ჩამოხვალ შენ? -დასერიოზულდა მოსაუბრე.
-ხვალ მანდ ვიქნები. დილით შევხვდები. იმაზე ხო არაფერი გითქვამს?
-იცოდა უკვე, ანდრო, ყველამ იცის, რო შენ დაბრიდე ეგ და**ევებული კაცი...
-რა თქვა?
-რა უნდა ეთქვა, სანამ ხმას ამოიღებდა სამი ბოთლი არაყი ვაყლაპე -საკუთარი თავით კმაყოფილმა გადაიხარხარა.
-დილით მანდ ვიქნები, სახლში მოვალ ოღონდ. მისმინე, მჭირდება, რომ გააქრო ყველა ფაილი იმაზე, ადრე, რომ გთხოვე?
-ვისზე? -გაიკვირვა მოსაუბრემ. როცა პასუხი არ გასცა ანდრეამ თვითონვე უპასუხა. -იმ გოგოზე, იმასთან, რომ იყო?
-ხო.
-რატომ, დაბრიდე ?
-გააკეთე რასაც გეუბნები, გააქრე ბაზიდან, ამოშალე.
-კარგი, ანდრიკო, შენ როგორც მეტყვი.
-წავედი.
-გაკოც....
ტელეფონი გათიშა. ვისკი დაისხა და ოქროსფერთმიანს შეხედა. ნიავი თმებს უფრიალებდა. იდგა. ხელები მკერდზე ჰქონდა გადაჯვარედინებული და გაჰყურებდა ვარსკვლავებს. ისეთი მშვიდი მოეჩვენა, ისეთი არაფრისა და ყველაფრის მთქმელი, რომ წამიერად დაუარა ჟრუანტელმა.
-სვამ? -მარმარილოს ბარიტონი, რომ გაიგო მისკენ მიბრუნდა. სავარძელში იჯდა, მოშვებული იყო, თავი საზურგეზე ჰქონდა მიყრდნობილი და ხელში ვისკის ჭიქა ეჭირა.
-ბევრს, ზოგჯერ ძალიან ბევრსაც. -გაეღიმა გოგოს. მიხვდა მოგონება, რომ წარმოუდგა თვალწინ.
-რას? -დაინტერესდა მკვლელი.
-არაყს. -უპასუხა ოქროსფერთმიანმა.
-დაგისხა? -ჭიქა მისკენ მიმართა.
-თუ დამათრობ და ისე მომკლავ, -ძალიან ოდნავ აუკანკალდა გოგოს ხმა -არ მინდა, რომ მეტკინოს.
-შენს მოკვლას არ ვაპირებ.
-აქ რატომ ვარ? -იმ კითხვაზე გადავიდა გოგო, რომელიც ყველაზე მეტად აინტერესებდა.
-მე ამაღამ მივდივარ. შენ აქ დარჩები.
-რატომ?
-აქედან, რომ წახვიდე და უკან დაბრუნებულს აქ არ დამხვდე, მოგკლავ. -ძალიან ძალიან მკაცრად უთხრა.
-აქ რატომ ვარ? -გაიმეორა გოგომ.
-იქ რატომ იყავი? -კითხვა შეუბრუნა მკვლელმა -რატომ იყავი იმ დამპალ სახლში, რატომ დაიმალე, რატომ არ წახვედი სანამ მე მოვიდოდი?
-მე არ ვიც--
-ხვალ საღამომდე მოვალ. -გააწყვეტინა მკვლელმა და წამოდგა.
გოგოს ატმის ბაგეებზე შეეყინა ყველა სათხოვარი სიტყვა, რომელიც თავისუფლებისთვის უნდა ეთხოვა.


***
„მთებში ჩაკარგული ფიქრები“
ციოდა. ძალიან ციოდა. მთელი ღამე აკანკალებდა. დილით, როდესაც მანათობელი ბურთის უდაბნოს ქვიშისფერი სხივები ამოიწვერა ცაზე და ბუნებას მოელამუნა, მხოლოდ მაშინ გათბა გვანცა.
საწოლიდან წამოდგა და ეზოში გავიდა. წითლად შეღებილი ციდან იმზირებოდა მზე. მორცხვად ილანდებოდა მთებიდან. თვალები დახუჭა გოგომ და სილამაზე შეიგრძნო, სჯეროდა, რომ ყველაფერს ვერ დაინახავდა, ზოგიერთი რამ უნდა შეეცნო.
სახლის წინ თეთრ სკამზე ჩამოჯდა და შუადღემდე იქ იყო, გაჰყურებდა მთებში ჩაკარგულ გარემოს და ფიქრობდა. ბევრს, ძალიან ბევრს ფიქრობდა. მისი ცხოვრება ერთ დღეში შეიცვალა, ძალიან ჩვეულებრივი სტუდენტის ცხოვრებიდან იქცა იმ გოგოს ცხოვრებად, რომელსაც სიკვდილის ანგელოზი დასდევდა.
თუ ერთი კვირის წინ მეგობრებთან ერთად კინოში იყო და ერთობოდა, ახლა მკვლელთან ერთად იყო მთის წვერზე, შორს, ძალიან შორს ქალაქის ქაოსისაგან, შორს ძალიან შორს ყველაფრისაგან და ძალიან, ძალიან ახლოს სიმშვიდესთან.
მკვლელი არ იყო და მისი არყოფნა სიმშვიდის ძალიან დიდ ტალღას ასხივებდა გოგოსთვის. მის გვერდით არსებული დაძაბულობის, დათრგუნვისა და შიშის გრძნობას ვეღარ უძლებდა გვანცა, ახლა კი, მარტო, დიადი მთების წინ, იჯდა და ჰარმონიაში ჩაძირულს მხოლოდ საღი გონება უშლიდა ხელს.
ის ხომ მკვლელთან ერთად იყო, რომელსაც ნებისმიერ წამს შეეძლო მისი მოკვლა.
გაახსენდა, როგორ დაუბარა მოგკლავო მკვლელმა და დაიზაფრა. გაქცეულიყო და საკუთარი თავისუფლების გზისთვის ედევნა თუ დარჩენილიყო და ამ სიმშვიდეში დალოდებოდა სიკვდილს.
გაქცევა გამოსავალი იყო, მაგრამ გამოსავალი, რომელსაც კლდის პირას მიჰყავდა, ვინაიდან იცოდა, იცოდა, რომ მკვლელი აუცილებლად მიაგნებდა, აუცილებლად დაახლიდა ტყვიას შუბლში ურჩობისათის.
დარჩენა გამოსავალი იყო, მაგრამ გამოსავალი, რომელიც საბოლოოდ სიცოცხლის აღკვეთას უქადებდა, ვინაიდან, იქნებოდა ადამიანთან, რომელიც ცივსისხლიანი მკვლელი იყო. რომელსაც შეეძლო ადამიანისათვის სიცოცხლე წაერთმია და წარბი არ შეერხია. ადამიანთან, რომელსაც შეეძლო უსულო თვალებისათის გადაებიჯბინა და ვისკის ბოთლში ჩაეხშო ყველანაირი გრძნობა და ემოცია.
დაიღალა, ძალიან დაიღალა ფიქრით და გონებას უბრძანა გათიშულიყო.
აღარაფერი აინტერესებდა, ღმერთს მიენდო, იცოდა, რომ ამ მაგიურ ადგილას ტყუილად არ მოუყვანია ბედს. იცოდა გამოსავალი არსებობდა.
წამოდგა, სახლში შებრუნდა და აკოჰოლის კოლექციას მიუახლოვდა. ძალიან ლამაზი, ორნამენტებით გაწყობილი კარადა გამოაღო და უმალ შენიშნა არყის ბოთლი.
პირველი ჭიქა ყოველთვის რთული იყო.
მეორეც,
მესამეს შემდეგ არ გასჭირვებია.



***
„საძულველი“
თბილისის ყველაზე პომპეზურ რესტორაში ფუსფუსებდნენ. გადავსებული იყო მთელი დარბაზი, არავინ ცეკვავდა, არავინ იღიმოდა. ყველა სერიოზული სახით იჯდა და მიირთმევდა, უმადო, დაღლილ-დაქანცული მიმტანები კი მაგიდებს შორის დალასლასებდნენ.
მზე აჭერდა შუბლზე დედამიწას. აჭერდა და ისე ცხელოდა, ხვითქი ასდიოდა მთელს ქალაქს. კარები შეხსნა ვაჟმა და სიგრილე, რომ მოეხვია სხეულზე, სულ ოდნავ ამოისუნთქა შვებით. გამოყვანილი, საფეთქლამდე გადაწვენილი წარბები შეჭმუხნა. დარბაზი შეუმჩნევლად მოათვალიერა და დაინახა თუ არა ინტერესის ობიექტი, მისკენ გაემართა.
მენიუს დასჩერებბოდა მამაკაცი. ყორნისფერი თმები კოხტად გადაევარცხნა უკან. დანაოჭებული სახე ინტერესით ჩასჩერებოდა წინ დადებულ ფურცელს. წინ ჩამოუჯდა ახლგაზრდა. ამოხედა შუახნის კაცმა და ფართოდ გაუღიმა, თავისი საფირმო, ღვარძლიანი ღიმილით.
-შვილო.. -ხელები მისალმების ნიშნად გაშალა. ახლადმოსულმა თავი დაუკრა და მშვიდად დააკვირდა. -როგორ ხარ, ანდრო?
-კარგად. -ძალიან ნელა უთხრა კაცს. -შენ როგორ ხარ ლექსო?
ცივი იყო, ცივი ხმა ჰქონდა და დაიძაბა კაცი. გახუნებული თვალები აუელდა. მიმტანს წყალი და ხინკალი შეუკვეთა. შენ რას მიირთმევო გადმოხედა ვაჟს, არაფერი მინდაო. მიმტანი გასცილდა თუ არა მაგიდას მაშინვე დაუსერიოზულდა სახე ალექსანდრეს.
-შვილო, გავიგე რაც გააკეთე. -მკაცრი ხმა ჰქონდა. -ხომ იცი, რომ მალხაზმაც გაიგო და აუცილებლად გაზღვევინებს, ანდრო?
-ვერაფერს იზამს, იცის, რომ მართალი ვიყავი.
-ანდროო, შენ კიდე შენსას უბერავ? -უსიამოვნოდ დაიგრგვინა კაცმა. -ველაპარაკე მალხაზს, გაგიჟებულია. მაგის ბიჭები ჰყავს დაგეშილი და...
-ფეხებს ვერ მომჭამს, მივდივარ მე ისედაც. -მშვიდად ამოთქვა ანდრეამ.
-სად მიდიხარ, შვილო, რას ჩამოხვედი საერთოდ?! -ხმას ჩაუწია კაცმა და აშკარად გაბეზრებულმა ოდნავ დაჰკრა მუშტი მაგიდას. -აურიე ყველაფერი, მოკალი ის ღორი, დატოვე მაგისი საქმეები, განარისხე მალხაზი და ითესები?!... ასეთი გაგზარდე ანდრო?
ყორნისფერი თვალები აენთო ვაჟს. ცეცხლი აუკიაფდა შიგნით. სიმშიდე გამოელია ხელიდან და ხელები მომუშტა. არ უნდოდა წყობიდან გამოსვლა. რამდენიმე წამში დაძბულობა გაუქრა და კაცს ზიზღით შეხედა.
-რა გინდა, აბა? -ირონიულად შეეკითხა ვაჟი. მისი დამოკიდებულება ისეთი ცხადი იყო, წამით შეიცადა კაცმა. მერე ჩაახველა და ონდავ შემკრთალმა მიუგო.
-დარჩი საქ....
-გამორიცხულია. -მოუჭრა. კაცმა თვალები მოჭუტა.
-სულ არა, ანდრო. -დაუყვავა კაცმა. ვაჟს ზიზღისგან გააჟრჟოლა. -ცოტა ხნით, მალხაზთან სანამ მოვაგვარებ მე, მანამდე იყავი აქ.
-ვერაფერს დამაკლებს ეგ შენი მალხაზი, ხომ იცი ლექსო? -მკვლელმა მობეზრებულად მიუგო.
-თავისი გოშიები დაგესა შენზე ანდრო, ვიცი, რომ ფეხებს ვერ მოგჭამს, მაგრამ მტერი გაკლია, შვილო? -გაეღიმა კაცს. -დამაცადე, მოვაგვარებ მაგასთან. საქმეებს დავალაგებ, მერე მოდი მასთან, დაელაპარაკე და აახვიე საქართველოდან. ვიცი, რომ ისედაც გძულს აქაურობა.
-რამდენი ხნით?
-ერთი-ორი თვე, ანდრო.
ამოიოხრა. ხელები სახეზე ჩამოისვა და მიმტანს ჭიქა ვისკით შეავსებინა. სულს უხუთავდა იქაური გარემო, სულს უხუთავდა ეს ქალაქი, ეს ქვეყანა.



***
„ამ ნახტომს ვუძღვნი სიყვარულს“
განიერი ჯინსის შარვალი სიარულში ხელს უშლიდა და წამდაუწუმ ძვრებოდა, ამიტომ კეტებს ზონარი მოაძრო და წელზე მჭიდროდ შემოიჭირა. მკვლელის განიერი ზედა ისედაც ბარძაყებს უფარავდა, ასე, რომ არ უფიქრია ისე მიაბიჯებდა.
არც გაქცევაზე ფიქრობდა, არც დარჩენაზე. უბრალოდ დადიოდა და იქაურობას ათვალიერებდა. ბუნების სილამაზის აღქმას ცდილობდა, ცდილობდა მთვრალს, გაუწონასწორებელსა და არეულს, გარშემო არსებული სიმშვიდე საკუთარ თავზე გადმოეტანა.
მწვანედ აღაჟღაჟებული ხეები შეჰხაროდნენ, ჩიტების გალობა მიუკვლევდა გზას. საღამო ხანი იყო, მზე ბოლო საათებს იხანგრძლივებდა და ისე დაჰნათებდა იქაურობას. ციოდა, მაგრამ არყით გაჟღენთილ ვენებში ვერაფერს გრძნობდა. სული უხურდა. ცდილობდა სიარულში ჩაეკლა ყველაფერი და მარტო დარჩენილიყო, საკუთარი თავისაგან მარტო.
ძალიან ნაცნობი მელოდია ამოუტივტივდა თავში, ტუჩები გონებაში გაფანტულ ტექსტს ააყოლა და წაიღიღინა.
„და თუ ჩემი ალთა-ბალთა ლოცვა აგატკივებს თავს...“ გაეღიმა.
„კაი, დაიკიდე, დაგიწერ კიდევ სხვა ლოცვას...“ გაეცინა.
გზა გართულდა. არ ადარდებდა, მაღლა მიიწევდა, იქ სადაც ცასთან ყველაზე ახლოს იქნებოდა. სადაც მზის სხივებს შემოიხვევდა სხეულის საფარად. სადაც მთვარის ვერცხლისფერ ბრწყინვალებას შეუერთდებოდა.
მელოდია გაეფანტა. წამით შეყოვნდა. არეულ სიტყვებს თავი მოუყარა და დააჟრიალა, როცა სხვა სიმღერამ დაიწყო დაკვრა მის გონებაში.
თითებით სახეზე ჩამოყრილი ოქროსფერები გადაიწია და ატმის ტუჩები ააყოლა სიმღერას.
„ამ ნახტომს ვუძღვნი სიყვარულს...“ ძალიან ჩუმად ჩაიღიღინა და კლავიშების მიერ გამოცემული ნაზი მელოდია წარმოუდგა თვალწინ
„თუმცა სიცოცხლე გულს ისევ სურს...“
ტუჩზე იკბინა სიამოვნებისაგან.
ნიავმა დაუბერა, თმები აეშალა. გზა განაგრძო.
ალკოჰოლს მოეცვა მისი მთლიანი სხეული, მისი მთლიანი არსება.
ჩუმად ღიღინებდა და წინ მიიკვლევდა გზას.
„როდესაც ვინმეზე ვფიქრობდი
ვგრძნობდი რომ ვკარგავდი ჩემს თავს
როდესაც სხვები ფიქრობდნენ ჩემზე
ვგრძონბდი სიკეთის უდიდეს ძალას"
მდელოზე გაშლილ ბალახს გახედა, გაეცინა. გაიფიქრა სად იმალებაო ბალახისფერი კაცი?...
ჩამოჯდა. მინდვრის ყვავილებს დახედა. კესანეებმა მოსჭრეს თვალი. არ მოუწყვეტია, არ უნდოდა მათი სიცოცხლის მოსპობა, არ უნდოდა მათი განადგურება. სიცოცხლის წართმევა.
თვალები ცრემლებით გადაეგლისა. აიდღაბნა შესანიშნავი პეისაჟი.
თუ თავად არ შეეძლოს სხვისი სიცოცხლის წართმევა,
თუ თავად ფიქრობდა სხვაზე,
თუ თავად სტკიოდა სხვისი ტკივილი,
სხვა, რატომ არ იყო ასეთი?
ბინდდებოდა უკვე შორიდან ხმა, რომ მოესმა. გაირინდა. მინდორზე გაწვა და სილურჯეში ჩაძირულ ზეცას ახედა.
ხმა მოახლოვდა. ძალიან ძალიან ახლოდან ისმოდა და ბუნების სიმშვიდეს არღვევდა. უკმაყოფილოდ წამოჯდა და დაინახა კიდეც, მისი სიკვდილის ანგელოზი. ტელეფონი ეკავა ყურთან და გარშემო იხედებოდა. მისკენ მობრუნდა და თვალებში ჩახედა. საუბარი შეწყვიტა. მეორე ხელი ზურგსუკან წაიღო და იარაღი ამოაძვრინა.
მანძილი მათ შორის გაიწელა. მოდიოდა, მოდიოდა, უახლოვდებოდა და რაც მეტად ახლოს იყო, მით მეტად გრძნობდა ვარსკვლავების სიკაშკაშეს მის ყორნისფერ თვალებში. რაც მეტად უახლოვდებოდა მით მეტად გრძნობდა მთებად აზიდულ სიბრაზეს.
სიკვდილის ანგელოზს არ შეუძლია საკუთარ თავში მაცხოვრებელი ყველა სიბრაზის მართვაო, გაიფიქრა და გაეღიმა.
წინ დაუდგა მკვლელი, არაფერი უთქვამს, არაფერი უკითხავს. ცივი იარაღი შუბლზე მიადო და შეხედა.
ოქროსფერთმიანმა გაიღიმა, ცივი მეტალის შეხებისაგან, ან მისი ყორნისფერი თვალებისაგან, ან დადუმებული მარმარილოს ხმისაგან ხერხემალში ჟრუანტელმა დაუარა.
გაიღიმა, ალკოჰოლმა წაიტანა. მკვლელს თვალებში შეხედა და წაიღიღინა.
„მეც ხო დრო მქონდა უარის თქმის
ამ სიმაღლეზე ამოსვლის წინ“

***
„დასასრული“
მჭიდი მთლიანად დაცალა.
გასროლის ხმამ განარისხა მთები, ზურგი აქციეს.
მოიღუშა გარემო. მწვანე პეიზაჟი წყვდიადმა ჩაანაცვლა.
მთვარე აღარ დანახებია იმ საღამოს დედამიწას.
ვარსკვლავებიც გაუფერულდნენ, არ ჩანდნენ ცაზე.
ღრუბლებმა პირი შეკრეს და გლოვად დასტიროდნენ ბედს.
ან, უბედურებას.


***
„შიშის ერა“
ახლადგაღვიძებული შესცქეროდა ფანჯრიდან მომცინარ ბუნებას და საოცარი უწონობის შეგრძნება ეუფლებოდა. ვინ იყო, ჭიანჭველა? ამ საოცარი სანახაობის წინ გრძნობდა, რამდენად უუნარო იყო, რამდენად უუფლებო იყო ადამიანი.
გაშტერებული შესცქეროდა და მაინც, მიუხედავად შექმნილი სიტუაციისა ეღიმებოდა. ბუნების შემხედვარე, მასში მქროლი სიმშვიდის შემხედვარე, ეღიმებოდა.
თავი არ სტკიოდა, სამაგიეროდ გაკვირვებულს გაეღვიძა, იმიტომ უკვირდა, რომ სუნთქავდა. წინა ღამეს ეჭვი არ ეპარებოდა, რომ მკვლელი მთის წვერზე დაასრულებდა. ისეთი თვალებით უყუერებდა, ისეთი ჯინით მიადო იარაღი თავზე, ისე გამომწვევად ჩასცქეროდა თვალებში, მზად იყო, ქცეულიყო სიკვდილის ანგელოზად და გოგოს დიდად არ ადარდებდა ეს. ისედაც დათვლილი იყო მისი დღეები და ნაწილობრივ უხაროდა კიდეც, ამ საოცარი ბუნების წიაღში, რომ დაასრულებდა.
სამაგიეროდ მკვლელმა მოაცილა იარაღი და ჰაერში გაისროლა. ბევრჯერ. ყურები ასტკივდა გოგოს წამიერად, მაგრამ გაეღიმა. საოცრად მსუბუქად გაუღიმა თვალებ აწითლებულ კაცს. სასმელს დააბრალა, იცოდა, რომ ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ ასეთი იყო, მსუბუქი, არ ადარდებდა არაფერი.
გვერდით მიუჯდა მკვლელი. მასთან ერთად უყურებდა, როგორ იძირებოდა წყვდიადში არემარე. მერე გოგოს ეძინებოდა. დახედა წამოაყენა და სახლში მოიყვანა.
მერე დაიძინა და არც უდარდია, რომ მოკვდებოდა. აღარ დარდობდა, იმიტომ, რომ სიკვდილს ერთი წამი აკლდა და იყო იმ ზღვარზე უკვე. გადალახა ის ბარიერი, როდესაც შიშის გრძნობა მართავდა. მორჩა, დასრულდა გაუთავებელი შიშები.
სიკვდილის პირას იყო, კლდეზეც იდგა, იარაღიც ედო შუბლზე და ორივეჯერ გადარჩა.
მესამე შანსი ჰქონდა, და უნდოდა გონივრულად გამოეყენებინა.
იმიტომ, რომ შიში დასრულდა მასში.
შიშის ერა მორჩა,
მოკვდა.



***
„გამხელილი საიდუმლო“
ეზოშ იჯდა. ვისკის ჭიქით ხელში და ფიქრობდა, რომ თუ რამ ცხოვრებაში სწორი გაუკეთებია აქაურობისაგან გაცლა იყო.
ტელეფონმა დარეკა. მობეზრებულმა უპასუხა.
-ანდრიუშა, ჩემო მზეო. -ბიჭის გადახარხარებას სხვა ხმებიც მოჰყვა უკნიდან. -გადავწყვიტე დაგირეკო და დამატებითი ინფორმაცია მოგაწოდო, მბრძანებელო.
-რა ხდება? -მკაცრად იკითხა.
-შენი გოგო, გააქრე? -დასერიოზულდა ბიჭი. თვალები გაუშტერდა მკვლელს, ჰამაკში წიგნით მოკალათებულ ქერას გახედა. ერთი კვირის თავზე, საოცრად, საოცრად მშვიდად გამოიყურებოდა.
-საბა, ხომ იცი, მოგკლავ. -დაემუქრა მოსაუბრეს.
-ჩემო უჟმურო, ხომ იცი, რომ გჭირდები. -ბიჭის ხმას სევდა შეერია. -გააქრე?
-არა. -ძალიან ჩუმად უპასუხა.
-გაიგეს.
თვალები დახუჭა. ამოისუნთქა, ჩაისუნთქა და ძალიან ხმადაბლა, ჩურჩულით შეიკურთხა.
-მალხაზი?
-მალხაზ გამო**ევებულიც და მამა ბატონიც ჩარეულები არიან ამ საქმეში. იმ დასირებულმა თავიდანვე იცოდა...
-რაო, ლექსომ?
-გამო*ლევდა. -სიჩუმე. -მოკლავს ხო იცი?
-ჩემ ფეხებს დააკლებს. -მკაცრად უპასუხა, მუქარასავით ჟღერდა.
-შენ რატო არ მოკალი?
-წავედი საბა. -შეიცადა -მამაშენმა ფეხი არ ჩამოადგას აქ, უთახრი, თორე ხო იცი...
-ვიცი ანდრო, ვიცი.





***
„ვისკი, არაყი და მარწყვი“
მკვლელის თვალები დასრიალებდნენ მის სახეზე. მშვიდად ახედა, თავისი ოკეანეები მიანათა მზისფერთმიანმა.
-რამე მოხდა? -ისე თბილად ჰკითხა, ჭამა შეწყვიტა ყორნისთვალებამ. აივანზე ისხდნენ, გაშლილ მაგიდასთან და მიირთმევდნენ.
რუტინად ექცათ ყოველ დილას, აივანზე თეთრად შეღებილ მაგიდასთან ერთად ჯდომა და სრულ სიჩუმეში ჭამა.
ანდრეა ძირითადად ვისკის სვამდა ხოლმე. გვანცა არა, გვანცა ყავას სვამდა. მერე, ორ მარწყვს დააყოლებდა და მკვლელის მიერ გამოტანილი არყის პატარა ჭიქას სვამდა. ერთს, მეტს არ აყოლებდა.
ერთი კვირა სრულდებოდა მათი იქ ყოფნიდან. ერთი კვირა მას შემდეგ, რაც იარაღი შუბლზე მიადო და სიცოცხლესთან ერთად სიმშვიდე აჩუქა გოგოს.
არ ლაპარაკობდნენ, ორივეს თავისი ადგილი ჰქონდა. ორივეს თავისი, საკუთარი სიმშვიდის ბურთი, სადაც ატარებდნენ დროს, მაგრამ დილაობით და საღამოობით, ყოველთვის ასე ერთად სხდებოდნენ და უხმოდ მიირთმევდნენ.
-კი. -უპასუხა მკვლელმა. ოქროსთმიანმა მარწყვი მოიქცია თითებში და პატარა ჭიქაში არაყი დაისხა. მშვიდად უყურებდა ვაჟი, ელოდა, როდის ჰკითხავდა რამეს ატმის ტუჩება, მაგრამ არაფერი უკითხავს. ხვდებოდა, რომ სიმშვიდის დრო სრულდებოდა, მაგრამ იმასაც ხვდებოდა, ჩვეულებრივი ცხოვრების გასაგრძელებლად, რომ არ იყო ჯერ დრო დამდგარი და უხმოდ ეგებებოდა არ თქმულ სიახლეს.
დედამისს ერთხელ დაურეკა. ქალმა მოიკითხა, ცივად, გულგრილად. არ წყენია გოგოს. შენმა ლექტორმა დარეკაო, გაცდენებზე და გამოცდაზე უნდოდაო შენთან ლაპარაკი და მე შევრჩიო. დაბრუნდი მალე გვანცი, დედიო. მერე მორიგედ მიდიოდა და სწრაფად გაუთიშა.
გულში გაჰკრა დედამისის ნათქვამმა იმ წამს. არყის ჭიქა გვერდზე გადადო, მარწყვიც თეფშზე დააბრუნა და ისე ახედა წინ მჯდომს. ახლა ის დააცურებდა ვაჟის სახეზე ოკეანეებს. მშვიდად ამოხედა ყმაწვილმა. დაელოდა, იცოდა იტყოდა.
-მესამე კურსს ვამთავრებ. -წარმოთქვა გოგომ ჩუმად, სულ ორ წვეთად დაუარა შიშის კორიანტელმა, მაგრამ მალევე აორთქლდა წვეთები. -ფინალურებს თუ არ ჩავაბარებ, არ ჩამითვლიან...
გაეღიმა. უცნაურად გაეღიმა მკვლელს და მისი ეს მსუბუქი განწყობა მოეწონა ოქროსფერ თმიანს. რაღაც შეეცვალა წამსვე, რაღაც იქ, გულის სიღრმეში. რაღაც აუხსნელი.
-თბილისში ვბრუნდებით. -თვალებში ჩახედა. მის თვალებში ხედავდა სისხლს, მაგრამ ვარსკვლავებსაც ხედავდა, შორს, ძალიან შორს, მაგრამ აკიაფებულ, ანათებულ ვარსკვლავებს ხედავდა გოგო. -ისედაც. -დაამატა.
-ანუ, უნივერსიტეტში ვივლი ჩვეულებრივ? -გოგოს სიხარულის დამალვა არც უცდია. სილაღე გადმოეღვარა სხივებად თვალებიდან.
კიო, თავი დაუქნია მკვლელმა და ოქროსთმიანმა მაშინვე გახარებულმა გადაკრა არყის ჭიქა.

***
„დავალება“
-არ მინდა, რომ უტაქტოდ გამომივიდეს, მაგრამ შეიძლება რაღაც გკითხო? -ლეპტობს შეჰყურებდა მკვლელი ოქროსთმიანი, რომ დაუდგა წინ. დახურა და შეხედა გოგოს. საღამოს გარიჟრაჟი იყო და მობუზული გოგო ფრჩხილებს იწვალებდა. თავით ანიშნა, მკითხეო.
არ იცოდა რატომ დართო ამის ნება. ან იმის, რომ უნივერსიტეტში წასულიყო, ან რატომ ჰყავდა იქ, ყველაზე წმინდა ადგილას მასთან ერთად კვირის განმავლობაში.
-ის კაცი... - უხერხულად ჩაახველა გოგომ. -რატომ მოკალი?
თავი გააქნია და ამით ანიშნა გოგოს, არაო. პასუხი არ იყო მისთვის, გოგოსთვის არა, თორემ თავად ძალიან კარგად იცოდა, რატომაც გამოკრა სასხლეტს ხელი. არ უნდოდა დაემძიმებინა მზისფერი გოგო ამ ცოდვებით, არ უნდოდა იმაზე მეტად გაეხვია სისხლის ჭაობში ვიდრე იყო.
ტუჩები დაებრიცა გოგოს, მეტ წილად იმის გამო, რომ პასუხი ვერ მიიღო და კარგიო. თავი დაუქნია და გაუჩინარდა ეზოში.
ამოიხვნეშა მკვლელმა, თავი საზურგეს მიადო.
თბილისის ხვითქი ელოდა წინ, გამგუდავი ჰაერი და მეტად მახრჩობელა ცოდვები.
წამოდგა და უკან გაჰყვა მის ნაკვალევს.
ჩამავალ, წითლად აალებულ მზეს შესცქეროდა გოგო. ჰამაკში ჩამომჯდარიყო, ფეხები აეკეცა და ფრჩხილებს იკვნეტდა. ამ აბეზარ ჩვევაზე გააჟრჟოლა მკვლელს, გვერდით დაუდგა და გამოიღეო, მკაცრად უთხრა. წარბშეკრულმა ამოხედა გოგომ, თვალებში ისეთი ტალღები წამოზვინა, საჩხუბრად ემზადებოდა, წამიერადვე, რომ გადაიარა ამ ემოციამ. ალბათ გაახსენდა ვინც ედგა გვერდით.
ჩაეღიმა მკვლელს, შიში მაინც იყო, სულ იყო, არსად ქრებოდა.
-თბილისში შენი მოკვლა უნდათ. -მარმარილოს ამ საოცარ ბარიტონს გაოგნებულმა ამოხედა გოგომ.
-ისევ? -შიშის მაგიერ დაღლა ამოიკითხა მის თვალებში. მის ხმაში. მისი ტუჩების მოძრაობაში.
-მამაშენზე გაიგეს. -მოკლედ მოუჭრა.
გოგოს გაეღიმა, რაღაცნაირად, სევდიანად და ისე დააწვრილა თვალები.
-მამაჩემი არაა... -უფრო თავისთვის ჩაილაპარაკა.
-თბილისში, რომ ჩავალთ რაღაც უნდა გააკეთო. -მშვიდად მიუგო და როცა აკეცილი ფეხები ჩამოსწია გოგომ გვერდით მიუჯდა ჰამაკში. მისი სიახლოე ეუცხოვა, უცნაურად დაატარა ტაომ მთელს სხეულზე. მკვლელმა ეს იგრძნო და უცნაურად დახედა ზემოდან. მის ოკეანეებს ჩააჩერდა და დიდხანს უყურებდა.
-რა უნდა გავაკეთო? -ოდნავ შეეფაკლა ლოყები გვანცას.
-ჩემთან უნდა იყო. -უკვე მერამდენედ გაუმეორა მკვლელმა ეს. პირველად, რომ უთხრა მაშინ პანიკის შეტევა დაემართა, შიშის ბორკილები შემოეხვია ყელზე. მაშინ დაიმსხვრა ათას ნაწილად, ცრემლებად დაიცალა, გაოგნდა და ეგონა, რომ სიცოცხლე დასრულდა. ახლა უცნაურად შეხედა, არ განუცდია არც შიში, მაგრამ იცოდა, რომ არც სიამოვნებას განიცდიდა.
-შენ არ მოგკლავენ? -პირველი რაც თავში გაუელვა ის ამოიჩურჩულა გოგომ.
-შენ არ შეგეშინდეს. -ჩაიღიმა. მსუბუქად, საოცრად, გაიღიმა და ტრიუმფიც მის ღიმილს დაემთხვა, საბოლოოდ მიიმალა მთებს უკან წითელი მანათობელი გორგალი, გარემო მოიცვა ვერცხლისფერმა ნათებამ და ვარსკვლავები წამოენთო მკვლელის თვალებში.
-სულ?
-სულ არა, გვანცა.
გ-ვ-ა-ნ-ც-ა.
ხერხელმალში ჩაატარა ტაომ. მისმა წარმოთქმულმა სახელმა საოცარი სიმბოლური მნიშვნელობა მიანიჭა უბრალო სახელს. თავისი მარმარილოს ხმით, ამ ბარიტონით, სულ მარტივად თქვა სახელი, ტუჩებზე გადმოიჩურჩულა.
-შეიძლება ჩემი დის შვილები ვნახო?
-კი.
გაეღიმა ოქროსთმიანს. დინჯი ღიმილი შეაგება მკვლელმაც.






***
„You only live once”
თბილისს უახლოვდებოდა მანქანა. უცნაური ბურთი გაეჩხირა ყელში. მანქანაში კლასიკური მუსიკა იღვრებოდა. თითები ააყოლა. მზის ბურთი ფანაჯარაზე დათამაშობდა. თვალებში უნათებდა, ელამუნებოდა, ეთამაშებოდა.
უხერხულად შეიშმუშნა და თავი დასწია, რომ მზის ნათებისთვის მოერიდებინა თავი. მკვლელმა გამოხედა. სათვალე გაუწოდა. მადლობელმა გამოართვა და მშვიდად მოირგო. მზე თვალებზე აღარ აჭერდა, სამაგიეროდ გარეთ ხვითქი ასდიოდა ყველაფერს.
-ჯერ შენთან გავიდეთ. -ყორნისფერ თვალებამ გადმოხედა გოგოს. -დედაშენს მოელაპარაკე, როგორც გითხარი და ნივთები წამოიღე.
თავი დაუქნია ოქროსთმიანმა. თვალები ნაცნობ პეიზაჟებს მიაპყრო და მაშინ იგრძნო მონატრების მსუბუქი განწყობა. თბილისი საოცარი ქალაქია, რომ ჩაგითრევს და გშთანთქავს ისეთი.
მის სახლთან შესრიალდა მანქანა. ყელში ბურთი გაეჩხირა გოგოს, ნაცნობი შენობის, ნაცნობი ქუჩის დანახვისას. მანაქნიდან გადმოსვლისას თვალებით მიეფერა ყველაფერს. შეგრძნებები აუდუღდა სხეულში, მონატრება, ბრაზი, სევდა, მაგრამ მონატრებამ ყველა დაჯაბნა. გაახსენდა, როგორ აირბინა ბოლოს სადარბაზოს კიბეები, სისხლიანმა, შეშლილმა.
მკვლელი უკან მიყვებოდა საკუთარ მსხვერპლს, რომელიც კვირების წინ ამ სახლიდან ძალით წამოიყვანა, მხეცივით ჩააგდო მანქანაში. შემდეგ სასტუმროში დააბა. გულის ცემა შეუწყდა.
კიბეები ჩუმად აიარეს. ორივე საკუთარ მოგონებებში იყო გამომწყვდეული. კარებზე დააკაკუნა. იცოდა გასაღები ნოხის ქვეშ იდო, ისიც იცოდა, რომ შეეღო და შესულიყო არაფერი მოხდებოდა, მაგრამ თითქოს დროს წელავდა სანამ ბავშობის სახლის ზღურბლს გადააბიჯებდა.
ნაბიჯების ხმა მოისმა მეორე მხრიდან. დაიძაბა. შეამჩნია ყორნის თვალებამ ეს და მაჯაზე მოეფერა თითებით. სულ წამით შეეხო, ნაზად გადაუსვა და უკანვე წაიღო, მაგრამ გოგოს მაშინვე ტაომ დააყარა, წამოწითლდა, სულ ოდნავ გაუბრუვდა თავი. იმ ადგილას სადაც წამის წინ მისი თითები შეეხო ეკლებმა დააყარა. გულის ცემა აუჩქარდა.
კარები გამოხსნა დედამისმა. გვანცას დანახვისას დაიბნა, არეულ თმაზე ხელი გადაისვა და წამოწითლებული სახეზე ღიმილი გამოესახა. ნაძალადევი.
-გვანცი, დედიკო. -გადაეხვია და გვერდზე გაიწია, რომ შეეშვა. მერე დაინახა მის უკან მდგომი. -უი, გამარჯობა!..
მკვლელმა თავი დაუკრა. ოქროსთმიანი სახლში შევიდა. უკან მიჰყვა ანდროც. მისაღებამდე გზა სუნთქვა შეკრულმა გაიარა. ჩამუქებულ სახლში უცნაური აურა იდგა.
-როდის ჩამოხვედი დე? გოგოები სად არიან? -დედამისი ამოუდგა გვერდში, მაგრამ გვანცა მას არ უყურებდა. მისაღებში მოკალათებულ შუახნის კაცზე ჰქონდა მზერა მიპყრობილი. კაცს ცისფერი პერანგის ზედა ღილები შეხსნილი ჰქონდა. სახზე ოფლის წვეთები დალანდა. იცნობდა ამ კაცს. ქალმა უხერხულად ჩაახველა და კაცს ამოუდგა გვერდში. -გვანცი, ზურა, ხომ გახსოვს, ჩემი... -კაცს გახედა და ისევ ჩაახველა -მეგობარი?
კაცი წამოწითლდა. წარბები შეკრა და ისე გახედა ქალს. მანაც თვალები დაუბრიალა და მოჩვენებითად გაიღიმა. ოქროსფერ თმიანს გულის რევის შეგრძნება მოაწვა ყელში. უკან ამოუდგა მკვლელი. ზურგით მას მიეყრდნო.
-მოდი დაჯექი დე, გამაცანი შენი მეგობარი?.. -ყალბი, საფირმო ღიმილი მიაგება ვაჟს. -ყავა გინდათ ხოო?
ორივემ იუარა, ერთმანეთის გვერდიგვერდ დასხდნენ. გვანცამ დედამისს შეხედა, მიხვდა რაც ხდებოდა, მის ადღაბნილ წითელ პომადას შეატყო, მის არეულ თმებს, მის დაჭმუჭნულ ზედას და თვალებში სიმწრის ცრემლები ჩაუდგა.
-დედა, გადასვლა მინდა. -მაშინვე დაიწყო გოგომ. -ნივთების წასაღებად მოვედი.
ქალს შოკის ტალღებმა დაუარა, ფერები შეეცვალა სახეზე. წარბები შეკრა და წინ დაუდგა ქალიშვილს.
-რას ჰქვია გადასვლა გინდა?... ვისთან გადახვალ? -მისი უკმაყოფილო ხმა ყურებში ურტყავდა.
ზურა არაკომფორტულად შეიშმუშნა დივანზე, ჩაიდუდღუნა საპირფარეშოში გავალო და გაიძურწა. გვანცას ოფლმა დაასხა. უნდოდა ეთქვა მასთან ერთად გადავდივარო და იმ წამს გაანალიზა, რომ მკვლელის სახელი არ იცოდა. გადიდებული თვალებით ახედა გვერდით მჯდომს. მკვლელმა ჩამოხედა, ვერ მიხვდა რის მინიშნებას ცდილობდა.
-გვანცა, მიპასუხე! -გამაღიზიანებლად წამოიკივლა ქალმა.
-დედა, ჩემს შეყვარებულთან ერთად გადავდივარ. -ხმადაბლა თქვა გოგომ. -როგორც ჩანს მარტოობას შენც მშვენივრად შეეჩვიე და არ იწყენ!
ქალს ათასი ფერი გადაუვიდა სახეზე და ისეთი წიკვინი დაიწყო ანდრეამ შუბლზე ხელი მიიჭირა, რომ არ გაღიზიანებულიყო.
-ვერსადაც ვერ გადახვალ, რას მიქვია შეყვარებულთან!... ვინაა, ესაა შენი შეყვარებული? სად უნდა იცხოვრო მერე, შეარცხვინო უნდა ოჯახი?...
გვანცამ ჩაისუნთქა და ამოისუნთქა. თვალები დახუჭა. დაიძაბა.
-დედა! -უხეშად შეაწყვეტინა. -გადავდივარ, გადაწყვეტილია უკვე, სრულწლოვანი ვარ და შენ ვერ შემაჩერებ. უბრალოდ არ მინდა, რომ გაბრაზებული იყო. -ქალი შედგა. შეხედა შვილს და მოწყვეტით ჩაჯდა სავარძელში.
-ხალხი რას იტყვის გვანცა?...
თითქმის ერთდროულად აატრიალეს თვალები, მკვლელმაც და ოქროსთმიანმაც.
-წავალ ჩავალაგებ. -წამოდგა გოგო. უკან მიყვა ანდრეაც. ქალი არ გაჰყოლია, იქვე დარჩა.
გვანცას ოთახში, რომ შევიდნენ საწოლზე ჩამოჯდა და მძიმედ ამოიხვნეშა. სახეზე ხელები აიფარა და ისე ეცადა დამშვიდებას.
-საერთოდ, რომ არ წავსულიყავი იმ კაცთან, რა მაგარი იქნებოდა ხო? -ჩაიჩურჩულა გოგომ. პასუხად დუმილი, რომ მიიღო ხელები მოიშორა და წამოდგა. -იქნებ დავრჩე, არ მინდა, გულს მირევს აქაურობა, მით უმეტეს, მას შემდეგ რაც ვიცი ჩვენს მოსვლამდე რაც ხდებოდა იქ, მაგრამ მაინც ჩემი სახლია. -მუდარასავით წამოიწყო გოგომ. -გეფიცები, არავის ვეტყვი შენზე, არც იმაზე...
თავი გააქნია მკვლელმა. უკმაყოფილოდ შეკრა წარბები.
-საფრთხეში ხარ აქ, მარტო. -მშვიდად უპასუხა ვაჟმა. გვანცას გაეცინა, თავისი ატმისფერი ტუჩები შეხსნა და გაიცინა. მერე წრფელი ღიმილი გაუქრა და ირონიულად გაიღიმა.
-სასაცილოა არა? თავიდან შენ მემუქრებოდი მოკვლით, ახლა კიდე მეუბნები საფრთხეში ხარ და ვერ დაგტოვებო.
გააჟრჟოლა. თვალი აარიდა გოგოს და საწოლის კიდეში ჩამოჯდა.
-მე არაფერს დაგიშავებ. -ჩუმად თქვა, უფრო თავისთვის ვიდრე მისთვის.
გოგო გვერდით მიუჯდა. ორივემ კედელზე გაკრულ პლაკატს გაუშტერა თვალები.
-რა გქვია? -მოულოდნელად ჰკითხა გოგომ. არც უფიქრია აქამდე, რომ მას შეიძლებოდა სახელი ჰქონოდა. პიროვნებად არც აღუქვია. მისთვის უბრალოდ მკვლელი იყო.
-ანდრეა.
პლაკატზე წითლად გამოსახულ ფონზე დიდი შავი ასოებით ეწერა „Y.O.L.O”


***
„თამაში“
მანქანიდან, რომ გადმოვიდა და დიდი, სამ სართულიანი სახლის წინ დადგა, თავისი საყვარელი, წიგნებით გატენილი, ყვითელი ზურგჩანთა გულთან უფრო მჭიდროდ მიიკრა. დიდი ეზოს შუაგულში იდგა და აჰყურებდა, ულამაზეს სახლს, რომელსაც ძალიან დიდი ვერანდა დასდევდა, მთელს მეორე და მესამე სართულზე. გაიფიქრა, რომ იმ წამს სტვენა, რომ სცოდნოდა აუცილებლად ჩაუსტვენდა. საკუთარ ფიქრზე გაეღიმა.
მზე უკვე გადასული იყო, ბნელდებოდა და ორივე ძალიან დაღლილები იყვნენ. უეცრად არსაიდან გაჩნდა ორი შარვალ-კოსტუმიანი, მაღალი კაცი მის წინ და ადგილზე აიწურა. შეშინებულმა გახედა ანდროს, რომელსაც მისი ბარგი მოჰქონდა. თავის აქნევით ანიშნა ნუ გეშინიაო.
ანდროს ბარგი გამოართვეს კოსტუმიანებმა თავად შეიტანეს სახლში. ყვითელი ზურგჩანთა გამოართვა ანდრომ და წინ გაუძღვა. დიდ ჰოლში შევიდა და მიხვდა, რომ ფეხები უკან რჩებოდა. რამდენი ხნის გატარება მოუწევდა აქ?
„სულ არა, გვანცა“ - გაახსენდა, როგორ უთხრა ანდრეამ მთებში. დაიძაბა.ახლოს მივიდა დაიხარა და ჩასჩურჩულა.
-ხომ გახსოვს, მარტო შენებს არ ვატყუებთ. -გოგოს თავბრუდაეხვა და ნერწყვი ხმაურიანად გადაყლაპა. დახრილს თვალები გაუსწორა. ღელავდნენ მისი ოკეანეები და აკიაფებული ვარსკვლავების შეგებებამ დაამშვიდა წამიერად.
-მახსოვს. -ჩურჩულითვე უპასუხა გოგომ.
კიბეებს აუყვნენ, მარმარილოს კიბეებს. დერეფნის გაყოლებაზე რამდენიმე ოთახი იყო. ბოლო ოთახში შეიყვანა. მაღალი ფანჯრებიდან უხვად იღვრებოდა ლამპიონებიდან შემოსული სინათლე. ხედად კი ეზოში გაშენებული ყვავილების ბაღი მოჩანდა. წამიერად გაირინდა გოგო ამ სილამაზეს, რომ შეხედა. უკან გაიხედა, თვალებით ანიშნა რა ლამაზიაო. თავი დაუქნია. მისი ჩემოდნები უკვე შემოეტანათ ოთახში. საწოლის გვერდზე ეწყო. საწოლს, რომ დახედა გაახსენდა, როგორი დაღლილი იყო და წამით აიტანა სურვილმა მაშინვე საწოლში დაწოლილიყო.
-დაღალე? -საწოლზე ჩამოჯდა ანდრეა. ოქროსთმიანი გვერდით მიუჯდა და თავი დაუქნია.
დე-ჟა-ვუ.
ხმა აღარც ამოუღიათ. ანდრეა საწოლის თავისკენ გადაბობღდა. ატმის ტუჩებას ხელით ანიშნა მოდიო. გოგოც აძვრა საწოლზე და მის გვერდით დაწვა. თავი დადეს თუ არა ბალიშზე ორივეს იმწამსვე ჩაეიძნათ.
არ აწუხებდათ არც ქალაქის ხმაური, მანქანების სიგნალის ხმა, მთვრალი ხალხის ხმამაღალი ყვირილი, არც ტექნოლოგიების გაუთავებელი, დაუსრულებელი წრიპინი.
ფუმფულა ბალიშზე ედოთ თავები, ერთმანეთთან ძალიან ახლოს იყვნენ, არ ეხებოდნენ, მაგრამ სხეულიდან წამოსული სითბო ეღვრებოდა ორივეს. მთვარე მწუხარე სახით დაჰნათვოდა ვერცხლისფერ სხივებს ფანჯრიდან და ისე ჩანდა, დასტიროდა თითქოს ორთავეს.




***
„საბა“
მარმარილოს კიბეები ხმაურით აირბინა ახალგაზრდა ბიჭმა. სუნთქვა უჭირდა და თეთრი პერანგი გაოფლილ სხეულზე ეკვროდა. ეზოში შეეგებნენ დაცვის წევრები და მოახსენეს, ჩამოვიდაო ანდრეა. გულამოვარდნილი შევარდა მის ოთახში.
-გამო**ევებული უძღები შვილი დაუბრუნდა ბიძ... -წინადადება ტუჩებზე შეადნა, როდესაც საწოლზე მწოლიარე დაინახა ბიძაშვილი. მშვიდად ფშვინავდა. მაღალი ფანჯრიდან შემოსული სინათლე დაჰნათებდა სახეზე.
მის გვერდით შავ, ფუმფულა პლედში გახვეული ქერათმიანი გოგო იწვა. წამში ამოიცნო იგი საკუთარი ნაქექი ბიოგრაფიებიდან, მოკვლეული ინფორმაციიდან. ჩაეღიმა. კარები მოხურა და უკან გამობრუნდა.
„ამასაც დაუდგა დროო“ გაიფიქრა და დაცარიელებულ ჰოლს მიჰყვა.

***
„მცველი“
ანერვიულებული იჯდა მის გვერდით და სიტყვას ვერ ძრავდა, იცოდა, რომ ხმა, რომელიც მის ტუჩებს დასცდებოდა, აუცილებლად გასცემდა.
არ უნდოდა, რომ ანერვიულებული გამოჩენილიყო.
არც მას, არც ანდრეას უნდოდა, რომ ბიძამის გვანცას ნერვიულობა შეემჩნია.
ოთახში მარტომ გაიღვიძა და უცნაურად გრძნობდა თავს. მაშინვე ანდრეას მოსაძებნად გამოვიდა და იპოვა კიდეც, დიდ, პირქუშ მისაღებ ოთახში იდგა. ვისკის ჭიქა ეკავა ხელში. შუახნის მამაკაცი კი, რომელსაც თმა საგულდაგულოდ გადაევარცხნა უკან იარაღს უმიზნებდა. მშვიდად იდგა ვაჟი, მაგრამ გოგოს მაინც შეეშინდა და წამოიკივლა. ორთავემ მას მიაპყრო ყურადღება.
-და აი, შენი სატრფოც მოსულა. -ზიზღნარევი ირონიით წამოიძახა კაცმა. ანდრეამ ვისკის ჭიქა დადო, ოქროსფერთმიანთან მივიდა, ხელი ჩაჰკიდა და დივანზე დასვა. თითებით მოეფერა მაჯაზე. აგრძნობინა, რომ არ უნდა ენერვიულა და გოგოს მაშინათვე თვალწინ წარმოუდგა მისი ჩურჩული.
„მარტო შენებს არ ვატყუებთ, ხომ გახსოვს?!“
გაიხსენა და ახედა მას. ნერვიულობის ტალღები ერთბაშად მის მტევანში აიზვირთა, სადაც ვაჟის თითები ნაზად დაცურავდნენ.
-ანდრეა, ხომ იცი, რომ არ გამოვა შენი და ამ გოგ....
-გვანცა. -გააწყვეტინა. -ამ გოგოს გვანცა ჰქვია, ლექსო და უკვე გითხარი, ყველაფერი გამოვა.
-ამის გამო მოკალი ის?
„ის“ ტანში გასცრა გვანცას და შეუმჩნევლად გამოსტაცა ხელი გვერდით მჯდომს. თითქოს იმ წამს გაანალიზა, რომ მკვლელის გვერდით იჯდა, მისსავე აგორებულ თამაშში იღებდა მონაწილეობას და უნდა დაემტკიცებინა ის, რასაც არასდროს გაივლებდა გულში.
მისი ცვლილება იგრძნო ყორნისთვალებამ. ერთ ხანს უყურებდა, დაჟინებით და ცდილობდა გოგოს შემდეგი ნაბიჯი გაეთვალა, მერე გაახსენდა, როგორ მშვიდად იწვა მის გვერდით, როდესაც გამოეღვიძა. როგორ ედო თავი ბალიშზე და მთლიანად ჩამალულიყო პლედში. თავს იცავდა თითქოს, კოშმარებისაგან, ცუდი ცხოვრებისაგან, მკვლელობებისაგან.
-შვილო, მალხაზს ვერ ვუღალატებ, ხომ იცი, არა?! -გაღიზიანებულმა დასჭექა კაცმა.
-და მე მიღალატებ, ლექსო? -გამომცდელად შეხედა ახალგაზრდამ. კაცს სახეზე ფერებმა გადაურბინა. იარაღი გვერდზე გადადო და მიუახლოვდა ძმის შვილს. არ იმჩნევდა გოგოს იქ ყოფნას, რომელიც თავის ფიქრებში გახვეული, თვალს არ აშორებდა ვისკის სადგამზე მიდებულ იარაღს.
-ანდრო, ხომ იცი, რომ არ ღირს?... როდის გაიცანი ეს გოგო, რა იცი მასზე, ხომ იცი ვისი შვილია....
„ხომ იცი ვისი შვილია“
დაიძაბა. სუნთქვა შეეკრა გვანცას.
ხომ იცი, ვისი შვილია.
კაცის, რომელიც ბოროტების ღრუბელში იყო გახვეული, რომელიც ტალახში იყო ამოსვრილი და ისე დაასრულა, როგორც დაიწყო.
სისხლის გუბეში.
-ლექსო, მე და გვანცა ერთად ვართ. -აღიარებაზე გოგო გამოერკვა. უცნაურად ახედა ყმაწვილს. -თითი, რომ დააკარო, ხომ იცი, რომ შენც და იმ ღორსაც, საკუთარ შიგნეულობას გაჭმევთ?
გააკანკალა.
ბატონმა ალექსანდრემ დახედა. ზიზღით სავსე თვალებით ააცურ-ჩამოაცურა მის ტანზე მზერა.
გულის რევის შეგრძნება დაეუფლა გოგოს.
წამოდგა და გავიდა იმ ოთახიდან. ორი წყვილი თვალი გაჰყვა.
აკანკალებული შევიდა იმ ოთახში სადაც წინა ღამე გაატარა და საწოლზე ჩამოჯდა. დაბნეული იყო, გაბრაზებული, განერვიულებული და სჭრდებოდა დაფიქრება იმისათვის, რომ გონება დაელაგებინა.
თვალები დახუჭა. მტკივნეულად მფეთქავმა არტერიამ ყურის ბარაბანი გაუხეთქა. იმ სიჩუმეში ისეთი ხმაური იყო, კბილები ერთმანეთს დააჭირა. მისი ცხოვრება, რომელიც საოცარი ტემპით იცვლებოდა ბოლო ხანებში და ერთი ბოლოდან მეორე ბოლოში მიექანებოდა ხელიდან წასულიყო.
სჭირდებოდა, რომ კვლავ ეპოვა მართვის სადავეები. კვლავ თავად მოქცეულიყო საკუთარი ბედისწერის განმგებად და არა ადამიანი, რომელმაც სიცოცხლეს გამოასალმა ერთი სული და ახლა მეორეს იცავდა სხვებისაგან, მეორეს, რომელსაც თავადვე დაჰპირდა, მოგკლავო.
კარების გაღების ხმა გაიგო და თვალები გაახილა. ზღურბლზე ახალგაზრდა ბიჭი იდგა, ასაკით მასზე ბევრად დიდი ვერც იქნებოდა. სპორტულ ტანისამოსშ გამოწყობილი მიჰყუდებოდა კარების კიდეს და გაკრეჭილი შესცქეროდა გოგოს.
-გვანცა, სასიამოვნოა, მე საბა ვარ. -ხელი გამოუწოდა. გოგო წამოდგა და ჩამოართვა. ნდობის საოცარი ტალღები უკუაგდო და გამომცდელად ახედა ბიჭს, რომელიც ანთებული თვალებით უცქერდა. -ანდროს ბიძაშვილი ვარ.
-არ ჰგავხარ. -მხრები აიჩეჩა გოგომ და საწოლს დაუბრუნდა. მართლაც არ ჰგავდა. ბიჭს ღია წაბლისფერი თმები, მწვანე მოციმციმე თვალები, სწორი ცხვირი და საოცრად სანდომიანი ღიმილი ჰქონდა. სრულიად განსხვავდებოდა იმ ტიპაჟისაგან, რომელსაც ანდრო ერქვა.
-ხო, ნაშვილები ვარ. -სევდიანად ამოთქვა ბიჭმა და გოგოს შეცვლილი გამომეტყველება, რომ დალანდა გადაიხარხარა. -გეკაიფები.
გოგოს გაეღიმა. საბამ საკუთარი სახელი გაიგო ჰოლის ბოლოდან და იქითკენ გაიხედა. მერე უკმაყოფილოდ შებრუნდა გოგოსკენ.
-მამა ბატონი მიხმობს, იმედია ძალიან არ გააბრაზე.
-ეჭვი მეპარება.
ბიჭმა კარები მოიხურა და წავიდა.
გვანცა მარტო დარჩა მზის სხიებით განათებულ ოთახში, სადაც ცხოვრობდა ადამიანი, რომელმაც მისი მოკვლის მაგიერ, მისი დაცვა განიზრახა.


***
„შეწყვეტილი ლოცვა“
ანდრეა ამოვიდა მასთან. არ უნდოდა მისკენ გახედვა, მაგრამ თითქმის ძალით წაიყვანა სამზარეულოში. წავიდა ლექსო, ნუ გეშინიაო დაამშვიდა, მაგრამ გვანცას ლექსოზე მეტად მისი შეეშინდა. იმის, თუ რისი გაკეთება შეეძლო და იმის, რომ ამის მიუხედავად მის მიმართ კეთილგანწყობილი ხდებოდა.
სამზარეულოს მაღალ სკამზე ჩამოჯდა და წინ დადებულ საკვებს შეხედა. გაახსენდა მთებში, რომ ყოველ დილით არაყს სვამდა და თითქოს სისხლმა დაუწყო ყივილი. ალკოჰოლიკი ვხდებიო, გაიფიქრა და გაეღიმა. გაეღიმა იმიტომ, რომ ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც უდარდელად ცხოვრობდა, მეგობრებთან ერთად ერთობოდა და უნივერსიტეტში დადიოდა, სულ ხუმრობდა, ყველა ექიმი ალკოჰოლიკია და მეც არყის ლოთი უნდა გავხდეო.
მის წინ ჩამომჯდარ ანდრეას გახედა. იგი ინტერესეთ შესცქეროდა ოქროსთმიანს. დილანდელ ინციდენტზე ფიქრობდა, ლექსოსთან, როგორ თამამად ადგა და გავიდა, მაგრამ თან მოტეხილი ეჩვენა იმ წამს. ისე მისჩერებოდა იარაღს, თითქოს წამი აკლდა, აიღებდა და ორივეს ადგილზე მოკლავდა. ყბა მოენგრა, როცა წარმოიდგინა, რომ ამ ლაღ, მზისფერ გოგონას მკვლელად აქცევდა.
-დილით ლოცვა არ წამიკითხავს. -ჩუმად ამოილუღლუღა გოგომ, მზერა ფანჯარაზე მიშტერებოდა, ხედს ისე გაჰყურებდა, თითქოს მის მიღმა ხედავდა რაღაცას, საშინელს.
-ყოველ დილით კითხულობდი? -ინტერესით ახედა.
-ბავშობიდან... -ტანში გასცრა გოგოს. -დედაჩემმა ერთხელ სცადა, ფისო გვყავდა მაშინ... მტკვრის პირას იდგა, გადასაჩეხი იყო, ძალიან მაღალი კლდე, ისე უყურებდა, აპირებდა, რომ გადამხტარიყო და მეც გადავეყოლებინე. ვიცოდი, რომ იზამდა. -სახე დაეჭიმა გოგოს -ჩემზე არ ფიქრობდა, მხოლოდ თავის თავზე და საკუთარ ტკივილზე. ფეხი აუცდა და უნდა დაცურებულიყო, მაგრამ რაღაც ძალით თავი შეიმაგრა. მახსოვს, რომ გული ამომივარდა. იმ საღამოს სახლში, რომ დავბრუნდით ლოცვა დამაზეპირებინა, საათები მეჯდა და მათქმევინებდა. თითქოს ჩემი ლოცვა მის დანაშაულს შეცვლიდა, -ამოიცინა გოგომ, სევდა და ტკივილი ამოაყოლა სიცილს.
წარბები აზიდა ვაჟმა გაკვირვებისაგან. ხელი მისკენ გააცოცა და მაჯაზე შეეხო მსუბუქად. ორი თითი გადაუსვა კანზე და იგრძნო, როგორ დაეხორკლა გოგოს სხეულის ზედაპირი.
ნერწყვი ყელში გაჭირვებით გადააგორა გოგომ და ისე ახედა წინ მჯდომს.
-დღეს, რომ გავიღვიძე გავაანალიზე, რომ შენ აქ ჩემი ნებით გამოგყევი... შეხვედრის დღიდან, წინააღმდეგობის გასაწევად არაფერი მიქნია და მივხვდი, რომ ესეც ხომ თვითმკვლელობაა? -ამოიჩურჩულა გოგომ. მთელი სხეული შეერყა ყორნისთვალებას. სისხლმა აასხა ზემოთ. -ჰოდა, თვითმკვლელს, ხომ ლოცვის უფლება არ აქვს... დღეს არ მილოცია.
ხელები მომუშტა გოგომ და ანდრეას თითებიც მოშორდა. სითბოს დანაკლისი იგრძნო, თითქოს წამში გაეყინა სხეული.
იქვე მოკვდა. ხედავდა გვანცა, ადგილზე როგორ დატოვა სიცოცხლე. მთლად გაუთეთრდა სახე და თვალები ჩაუსისხლიანდა. გოგოს მზერა აარიდა და სახეზე ჩამოისვა ხელი.
-ჭამე. -ცივად უთხრა გოგოს და სამზარეულო დატოვა.
უკან მიჰყვა ათასი მოელვარე მზე ვაჟს და გოგო მისი ცივად გადმოგლეჯილი სიტყვის მსგავსად გაიყინა.
ყველაზე ცხელ დღეს, ოფლდახვეთქილ ქალაქში, მარტო იჯდა მკვლელის სახლში და იყინებოდა.

***
„ყვავილების იარაღი“
მზის სხივები აჭერდა ლაკ გადასმულ მაგიდაზე და ირეკლებოდა. თვალები ეტკინა, ამიტომ საწოლზე გადაინაცვლა და ისე განაგრძო კითხვა. სამედიცინო ტერმინებსა და კონსპექტებში იყო მთლიანად ჩაკარული.
ატმის ტუჩებს შორის მწვანე მარკერი მოექცია. ინტერესით ჩასჩერებოდა ანატომიის წიგნს და შიგადაშიგ წარბებს კრავდა. ტანზე გამოეცვალა. ნაჭრის შორტი და მოკლემკლავიანი ზედა მოერგო, რომ სიცხეს, როგორმე გაქცეოდა.
ბევრი მასალა არ გამოუტოვებია, ძირითადად ცდებოდა ყველა ლექცია, მაგრამ გადამოწმება უნდოდა. ამისათვის კი ინტერნეტი სჭირდებოდა. რაღაცამ გაჰკრა გულში და ყელში მოებჯინა გულის ცემა, როდესაც გაანალიზა, რომ ტელეფონი კვირაზე მეტი იყო არ გამოუყენებია. ადრე ეგონა, რომ მის გარეშე ვერ იცხოვრებდა. სტუდენტური საიტები, თანაკურსელთა ჩათები, ელექტრონული წიგნები, სოციალური ქსელები.
წყნარად წამოდგა და კარები გამოაღო. ანდრეა უნდა ეპოვნა და ლეპტოპი ან ტელეფონი ეთხოვა. წინა საუბრის მერე არც მოუკრავს მისთვის თვალი. რამდენიმე ლუკმა ძალით გადაყლაპა და ოთახში აბრუნდა. ისიც არ ჩანდა, განგებ, თითქოს გოგოს საკუთარ პირად სივრცეს უნარჩუნებდა.
ცარიელი ჰოლი ჩაიარა და მარმარილოს კიბეებს დაუყვა. არავინ ჩანდა, სახლი მეტად მარტოსული და ცივი მოეჩვენა. დარჩენილი კიბეები ჩაირბინა. მისაღებში არ იყო, არც შემოსასვლელში. კარები გამოაღო და ეზოში გავიდა. იქაურობას თვალი მოავლო და სახლის უკან მიმავალი პატარა ბილიკი დალანდა. იმას დაადგა იმ იმედით, რომ ვინმეს მაინც იპოვნიდა ვინც გაარკვევდა სად იყო.
მოკირწყლული ბილიკი ბაღში გადიოდა, რომელშიც ორ მწკრივად იყო ჩალაგებული სხვადასხვა სახეობის ყვავილები. შუაში მაგიდა, სკამები და ჰამაკი იყო ჩამოკიდებული. ადგილი გადახურული იყო. სწორედ იქ დალანდა ინტერესის ობიექტი გოგომ. ჩამუხლულიყო, რომელიღაც ყვავილის წინ და ხელთათმანებში მომარჯვებული სასხლავით ზედმეტ ფოთლებს აჭრიდა.
წამიერად სუნთქვა შეეკრა გოგოს. ეუცნაურა მისი ასეთ მდგომარეობაშ ხილვა. მზრუნველ, საქმიან მდგომარეობაში. შეიცადა, არ უნდოდა ხელი შეეშალა. ყორნის თვალებამ თავადვე ამოხედა და წარბები შეკრა. წამიერად სხვადასხვა სახის ემოციებმა გადაურბინა სახეზე. მიხვდა გოგო, რომ მათ ბოლო საუბარზე ფიქრობდა.
წამოდგა ვაჟი, ხელთათმანები მოიშორა და მიუახლოვდა გოგოს. წარბები აზიდა და ინტერესით დააშტერდა, ანიშნა რა გინდაო.
-ინტერნეტთან წვდომა მჭირდება -ამოთქვა გოგომ წყნარად და თვალი თვალში გაუყარა პირისპირ მდგომს. -სამეცადინო მაქვს. -არაფერი უთქვამს ანდრეას, მხოლოდ თავი დაუქნია. გოგომ წამით სხვაგან გაიხედა და შემგომ თვალები ისევ მის სახეზე დაასვენა. -ხვალ უნივერსიტეტში, ხომ გამიშვებ? -შიშ შეპარული ხმით იკითხა გოგომ. არ მოეწონა დამოკიდებულება, „გამიშვებ“, თითქოს მისი საკუთრება ყოფილიყო. კბილი კბილს მიაკრა და მუშტები შეკრა.
კიდევ ერთხელ დაუქნია თავი ვაჟმა და წინ წავიდა. ოსტატური მიხვრა-მოხვრით მიაბიჯებდა სახლისკენ. გოგომ ყურებში მოწოლილი სისხლი იგრძნო. უკან აედევნა მიმავალს და გულში საკუთარ მდგომარეობას დასცინა.
საკუთარი ლეპტოპი მისცა ოთახში ასვლისთანავე. გოგოს გასაკვირად არ გაუფრთხილებია არაფერზე, მაშინვე დატოვა ოთახი. ყორნისფერ თვალებში ვარსკვლავები არ კიაფობდნენ, იქ მხოლოდ წყვდიადიღა დარჩენილიყო.
გააჟრიალა გოგოს.
ყელში იგრძნო გულის ცემა.
არაფერი უღონია, თავის სამეცადინოს მიუბრუნდა და მხოლოდ შუაღამისას მოახერხა წიგნებიდან თავის ამოწევა.
ბალიშზე თავი დადო და მიეძინა.
იმ ღამით ანდრეა არ გამოჩენილა ოთახში.
უცნაურად სციოდა გვანცას.
ესიზმრა, რომ მთის წვერზე იყო, ღიღინებდა და ყვავილების გვირგვინს ამზადებდა.
მის გვერდით იყო ანდრო, უცინოდა.
მოულოდნელად ხელში ყვავილების გვირგვინის მაგივრად იარაღი გაუჩნდა.
გაუცნობიერებლად მიაკრა შუბლზე ყორნისთვალებას და გაისროლა.
ანდრეას თვალები ჩამოიმსხვრა და სისხლის გუბეებად იქცა.
ყვირილით გაეღვიძა.

***
„ეჭვები“
აუდიტორიაში ყველა ფანჯარა გამოეღო, მაგრამ იქაურობას მაინც ცეცხლი ეკიდა. ოფლი წვეთებით ჩამოსდიოდათ ლექტორებსა და მომუშავე პერსონალს.
გვანცა მხოლოდ საკუთარ ნაწერს დაჰყურებდა და კალამს აწრაპუნებდა თაბახის ფურცელზე. მისი ტვინი მხოლოდ იმ ინფორმაიცას აანალიზებდა, რომელიც კითხვარში ეწერა.
სამი საათისთვის დაასრულა სამი გამოცდა. კისერზე მიწებებული ქერა თმები აიწია და ოდნავ ამოისუნთა. გრილ ჰოლში იჯდა თანაკურსელების გვერდით. მათ საუბარს უსმენდა, იცინოდა, ახალ ამბებს ეცნობოდა და ფიქრობდა.
რა მოხდებოდა ახლა მათთვის ყველაფერი მოეყოლა თავს გადახდენილზე, შემდეგ გაპარულიყო და გაქცეოდა ანდრეას.
რა იქნებოდა თავი, რომ დაეხსნა.
აზრები წამსვე გაფანტა. რატომღაც არ მიაჩნდა გამოსავლად არც პოლიციაში მისვლა, არც გაქცევა.
დილით მანქანით, რომ მოიყვანა ანდრეამ, სანამ გადავიდოდა დაძაბულად შეხედა. არც ყორნისთვალება ენდობოდა ოქროსთმიანს და არც ატმის ტუჩება მას, მაგრამ არაფერი უთქვამს, არ გაუფრთხილებია. წამით წაიჩურჩულა.
-ხომ იცი...
-ვიცი. -უცებ მოუჭრა გვანცამ და მანქანიდან გადმოვიდა.
უნივერსიტეტში, რომ შეაბიჯა იგრძნო, როგორ მონატრებია ჩვეულებრივი ცხოვრება. მონატრებულ მეგობრებს, რომ მოეხვია, ხელგადახვეულებმა, რომ ჩაიარეს დერეფნები, მერე ყავით ხელში, რომ ჩამოსხდნენ ეზოში და გადამეორება დაიწყეს გამოცდამდე, გულის ტკივილი იგრძნო.
-გვანცი, ამოხვალ ჩემთან? -ოქრსოთმიანს გადმოხედა გვრდით მჯდომმა. გოგოს შავი თმები უკან გადაეწია, ცისფერ თვალებზე მზის სათვალეები დაეკოსებინა.
-ვერა მარ, სამეცადინო მაქვს. -იცრუა გოგომ. სიმართლე ის იყო, რომ უბრალოდ არ იცოდა მისცემდა თუ არა ვაჟი წასლის საშუალებას და არ უნდოდა უხერხულ სიტუაციაში აღმოჩენილიყო.
მარიამი წამოდგა, გვანცას სთხოვა წყლის საყიდლად გამომყევიო და ხელმკლავი გამოსდო.
-რა ხდება, აბა? -ინტერესით ჩააჩერდა გოგოს, როცა მეგობრების ჯგუფს მოშორდნენ.
-რას გულისხმობ? -გაიკვირვა გვანცამ.
-თავს ნუ ისულელებ მეგობარო, ათი წელია გიცნობ. -ხელები აღმართა გვანცამ. -არასდროს არ დაკარგულხარ ამდენი ხნით, არასდროს გამოგიტოვებია ჩემი ზარები და არასდროს დაგიკიდებივარ ასე, რაზე მელაპარაკები საერთოდ? რა სამეცადინო?!... -გაბრაზებულმა ამოიოხრა მარიამმა და ტუჩზე იკბინა. -მთელი მასალა ერთად მოვამზადეთ ერთი თვის წინ გვანცა. რა ხდება, მითხარი!
გვანცას თვალები გადაეგლისა. საკუთარი ოკეანეები მოაშორა გვერდით მდგომს და უღრუბლო, გახუნებულ ზეცას მიაჩერდა, რომ ცრემლები არ წამოსვლოდა. ის და მარიამი მართლაც ათი წლიდან იცნობდნენ ერთმანეთს, ერთ სკოლაში სწავლობდნენ, ახლა ერთ კურსზე იყვნენ და ყველაზე ახლო დაქალი იყო მისი. ყველაზე უღალატო ადამიანი, რომელსაც გამუდმებით ენდობოდა. გარდა ერთი გარემოებისა. იმ დაწყევლილ დღეს მისთვის არ უთქვამს, რომ მამამისი იპოვნა და მასთან მიდიოდა სალაპარაკოდ. იცოდა, რომ მარიამი გადაარწმუნებდა ან გაყოლას შესთავაზებდა. გოგოს კი არ უნდოდა, რომ ან გადაეფიქრა ძლივს შეკოწიწებული გადაწყვეტილება, ან კიდევ მარიამთან ერთად გამოსცხადებოდა კაცს, რომელმაც საკუთარი შვილი მიატოვა.
-არაფერი ხდება, გეფიცები. -იცრუა. -ხომ გითხარი, ჩემს დასთან და დიშვილებთან ერთად გავქრი რაჭაში. უარი ვერ ვუთხარი, რომ მთხოვა და იქ ისეთი სამოთხე იყო, ისეთი საოცრება, რომ მობილურები სულ გავაქრეთ.
უცაბედად გაანალიზა გვანცამ, რომ პირველი ტყუილის შემდეგ ყველა ტყუილი ადვილად მოსაფიქრებელია. მის ქსელში, რომ ეხვევი თავის დახსნა უკვე რთული ხდება.
მარიამს არ ურწმუნია მისი სიტყვის. იცოდა რაღაც, რომ ხდებოდა, მაგრამ აღარ ჩააცივდა. ძლიერად ჩაეხუტა მეგობარს, ლოყაზე აკოცა და დამაჯერებლად უთხრა.
-რო რამე, მე შენს გვერდით, ყოველთვის, კაი?!
თავი დაუკრა გვანცამ და ამწვარი თვალებით მზეს ახედა.
დასასრული არ უჩანდა სიცხეს.


***
„ვისკი, არაყი, მარწყვი და გამხელილი ცოდვა“
გზაში ორივე ჩუმად იყო. ოკიეანისთვალება გოგო საკუთარ უბედურებაში დაკარგული იხსენებდა პირობას, რომელიც იქ, მთებში მისცა საკუთარ თავს.
შიშის ერა დასრულდა მასში, მოკვდა.
ცდილობდა ყოფილიყო მამაცი, გამბედავი და ისე შეეხედა მოცემული სიტუაციისთვის, როგორც ცხოვრების ახალი გამოცდისათვის.
ყორნისფერთვალება ვაჟი გზას გაჰყურებდა და მას საკუთარი ქმედებები ტანჯავდა. არ ასვენებდა ოქროსთმიანი გოგოს სიტყვები, არ ასვენებდა მისი გაბრაზებული, ნაწყენი თვალები, რომელიც თან დასდევდა. უნდოდა გაეშვა, ხვდებოდა, რომ მასთან ისევე იყო, როგორც გალიაში გამოკეტილი ბეღურა, ის კი არ ეკუთვნოდა დეკორაციას, ის ფრინველი იყო, რომელსაც ფრთები უნდა გაეშალა და მზესთან ახლოს ეფრინა, ღმერთთან ახლოს, რომლისაც ასე სწამდა და, რომელსაც ასე ჩამოშორდა, ზურგი აქცია მის გამო.
საკუთარი ცოდვების გამო ვერასდროს ფიქრობდა ღმერთზე. მისთვის მონანიება შეუძლებელი იყო, არ აპატიებდა უფალი იმას რაც ჩაიდინა, იმას, რითიც ასე ამძიმებდა დედამიწას და სულს უხუთავდა ეს პატარა ქვეყანა, სადაც ღმერთის არსებობა ყოველ ფეხის ნაბიჯზე იგრძნობოდა.
-ზეგ ვასრულებ გამოცდებს. -ამოიჩურჩულა გოგომ, როდესაც ოთახში შევიდნენ და საწოლზე ჩამოჯდა. ჩანთიდან წიგნები ამოალაგა და საწერ მაგიდაზე დააწყო.
თავი დაუქნია ვაჟმა. სახეში შეაცქერდა გოგოს, რომელსაც მზის სხივები ელამუნებოდნენ სახეზე. ცეცხლი ეკიდა თმებზე, რომელიც იმ წამს გაიშალა და ხელით ისწორებდა. თვალი აარიდა.
თვალი იმიტომ აარიდა, რომ მის შემხედვარე გულში უცნაურ ტკივილს გრძნობდა, თითქოს მფეთქავი ორგანო ნაწილებად იშლებოდა და სისხლისაგან იცლებოდა.
-ლექსოს ველაპარაკე და არ დაიჯერა. -რატომღაც მოუნდა ვაჟს, რომ მისთვის მოეყოლა, როგორ მიდიოდა საქმე. -ვუთხარი, რომ სამი წლის წინ გაგიცანი, ჩამოსული, რომ ვიყავი.
გოგომ გაკვირვებულმა ამოხედა. ყელიდან ხროტინის მაგვარი ხმა ამოუშვა. ოკეანეები დაუმრგვალდა და წარბები გაეხსნა.
-აქ არ ცხოვრობ? -შეჰკითხა ვაჟს.
-არა. -თავი გააქნია ანდრეამ და ოქრსოთმიანის წინ არსებულ მაგიდას მიეყრდნო. ხელები ჯიბეებში ჩაიწყო. -ამერიკაში ვცხოვრობ. აქ ძალიან იშვიათად ჩამოვდივარ.
-აბა ეს სახლი?... -მიმოიხედა გოგომ.
-ლექსოსია.
-შენი ვინაა? -წამით შეიცადა გოგომ, თითქოს მისი სახელის თქმა არ უნდოდა -ლექსო?
-ბიძაჩემია. -მარმარილოს ხმა გაუქვავდა ვაჟს, მაშინვე მიხვდა გოგო, თუ, როგორ დაიძაბა იგი და გაიფიქრა, ალბათ არასწორ თემას შევეხეო.
მეტი აღარ გაუგრძელებია ანდრეას ამ თემაზე. გვანცამ ახედა. არ უნდოდა საუბრის დასრულება. ეძებდა სასაუბრო თემას. ვაჟი შეჰყურებდა.
-შეიძლება, ეზოში გავიდეთ? -იკითხა გოგომ ჩუმად. -იქ, ყვავილების ბაღში.
ვაჟს გაეღიმა. თავი დაუქნია ოქროსთმიანს და ადგილიდან წამოიზლაზნა. გვანცაც წამოდგა, ფეხსაცმელები მოირგო და უკან მიჰყვა ოთახიდან გასულს.
-დავლიოთ, გინდა? -უკან მობრუნდა და გოგო კინაღამ მის მაღალს სხეულს დაეტაკა. ინერციით უკან გადაიხარა და ცივ მოაჯირს დაეყრდნო. ტუჩი მოიკვნიტა. ხვალინდელი გამოცდისთვის ბევრი არ ჰქონია სამეცადინო, მხოლოდ, რამდენიმე თემა. ისიც უბრალოდ უნდა გადაემეორებინა. კარგიო, თავი დაუქნია ვაჟს და გულში დალოცა საკუთარი თავი იმისათვის, რომ მთელი წელი თავ აუწევლად სწავლობდა მასალებს.
სამზარეულო ცარიელი იყო. ანდრეამ უცებ იპოვა სასურველი ბოთლები, ორი ჭიქა და შოკოლადის ფილები მოიქცია ხელში. მერე გოგოს შეხედა და შედგა. მაცივრიდან არწყვი გამოიღო და ისიც მოაყოლა ყველაფერს.
ოკეანისთვალებას უცნაურად ესიამოვნა ეს. ესიამოვნა ის, რომ აკვირდებოდა მთაში ყოფნისას და ისწავლა, რომ ალკოჰოლს ყოველთვის მარწყვს ატანდა. ესიამოვნა ის, რომ თავისთვის ვისკი აიღო ვაჟმა, ოქროსთმიანს კი არყის ბოთლი გაუწოდა.
მაგიდასთან, რომ დაიკავეს ადგილი მაშინვე ყვავილებს გახედა გვანცამ. გაეღიმა.
-მოგწონს? -შეჰკითხა ყორნისთვალებამ.
-ძალიან. -მიუგო გოგომ და არაყი პატარა ჭიქაში ჩამოისხა. -იცი, რომ ქართულს სუფრასთან, ქალები არასდროს ასხამდნენ სასმელს ჭიქაში? -გამომხდელად ახედა გოგომ და მარწყვი ხელებს შორის მოიქცია.
ვაჟს გაეცინა. თავი უკან გადახარა, შუბლზე ჩამოყრილი თმები გვერდით გადაუცვივდა. ბაგეები შეხსნა და თეთრი კბილები გამოაჩინა. ჟრუანტელმა დაუარა გოგოს, ხერხემლის ძვალზე ააკანკალა. წამიერად დაუარა შეგრძნებამ, რომ მთის წვერზე იდგნენ, სიო უბერავდა, ყვავილების გვირგვინი ეკეთა და მის წინ იდგა ვაჟი. ერთ ხელში იარაღი ეჭირა, მეორეში ყვავილები.
სასმელი გადაჰკრა და მარწყვიც დააყოლა. ანდრეამ ვისკი მოწრუპა და ოქრსოთმიანს ახედა.
ერთი საათი სვამდნენ. საუბრით არცერთს დაუღლია თავი. იშვიათად თუ ჩაეკითხებოდნენ რამეს. ოქროსთმიანი ჭიქას-ჭიქაზე ცლიდა. ყორნისთვალებას კი მესამე ბოთლი ედგა წინ, როცა თვალი გაუსწორა ატმის ტუჩებას.
-შენი მოკვლა უნდათ, ხომ იცი? -მზერა დაუსერიოზულდა მას. მარმარილოს ბარიტონი გაუმკაცრდა, ჟრუანტელები გაასმაგდა. ოკეანეები გაუმუქდა გოგოს. ტალღებად აეზვირთა. -მე არ მინდა, რომ მოგკლან, მაგრამ იმ ნაბი**რის გამო, მაგის შვილი, რომ ხარ, მაგის სისხლი, რომ გიჩქეფს განაჩენი უკვე გამოიტანეს. -წამიერად გაუწითლდა თვალები ვაჟს, წყვდიადისფერი ვარსკვლავები განათდა, მერე ისევ ჩაქვრა. -მეც ხომ გკლავდი არა, გვანცა?! -გოგოს გაგიჟებით ჩააჩერდა ოკეანნებში. სისხლისფრად შეეღება თეთრი გარსი თვალების გარშემო. საოცარი სინანული ისმოდა მის ხმაში, თითქოს თავის თავს არ პატიობდა, იტანჯებოდა თითქოს. -მე გკლავდი, რომ დაგინახე სახლში და წამოგიყვანე, იმ სასტუმროში, ვფიქრობდი, რომ მოგკლავდი, მაგრამ ვერ შევძელი... ძალიან მინდოდა, გეფიცები, მაგრამ როცა დაგინახე, შევიშალე, იქ, რომ მევედრებოდი არ მომკლაო... შევიშალე, ჰო, იმიტომ, რომ გავაანალიზე, რომ ადამიანს ვკლავდი. ადამიანს. გოგოს. შენ, გვანცა! -თავი მაგიდას მსუბუქად ჩამოარტყა რამდენჯერმე და დასისხლიანებული თვალები ისევ გოგოს გაუსწორა. -აი იმის მოკვლა არ მინანია, არცერთი წამით, იმიტომ, რომ არაკაცი იყო, არ იყო ადამიანი! ვესროდი და თვალ წინ მიდგებოდა მაგის მიერ გაუბედურებული ადამიანები, მაგის ნაწამები ბავშვები, მაგან მოკლა... არ მინანია, მაგრამ რაღაც მორჩა ჩემში. რაღაც დასრულდა იმ დღეს, აი ადამიანი, რომ გავიმეტე მოსაკლავად, მისნაირი არაკაცი, მაგრამ მაინც კაცი. მე დავსრულდი და მერე შენ, ისე მომევლინე, როგორც ანგელოზი და გეფიცები, რომ მოვტვინე, რომ შენ მოკვლაზე სერიოზულად ვფიქრობდი, კინაღამ მთელი მჭიდი შუბლზე დავიცალე... იქ მთებში, რომ ამოვედი და არ დამხვდი, გავაფრინე. ბრაზმა გონება დამიბინდა და მზად ვიყავი, რომ მომეკალი, იმიტომ, რომ მისი შვილი მეგონე, მისნაირი მეგონე და რომ გიპოვე, აი იქ, რომ იჯექი და მიცინოდი, ისე თითქოს მიწვევდი, ელოდი, რომ გესროდი და დაგასრულებდი წამსვე და არ გეშინოდა, იცინოდი მივხვდი, რომ შენს მოკვლაზე კი არა, დაცვაზე უნდა მეზრუნა და ახლა, რომ მეუბნები მკლავო, შენთან ყოფნა მკლავსო, იცი რას მიშვები?!... ლექსოს დედაც მოვ**ან, მაგაზე ყ*ე კაცი არ დაბადებულა დედამიწაზე, თითსაც ვერ დაგაკარებს ჩემთან, რომ ხარ, ხო იცი?!... რომ გაგიშვა, ეგრევე მოგწვდება. ახლა ჩემი ეშინია, რომ გაგიშვა? მეც გადამაბიჯებს. შენ ხომ იცი, გვანცა?!.. ხომ იცი მაგან რა გააკეთა?!... მე რა გამიკეთა...-გოგოს რეაქციას ელოდა, მერე გვერდზე გაიხედა. -შენ.. შენ მაპატიებ? ცხოვრება, რომ აგირიე, ის რომ მოვკალი და შენ, რომ გაგინადგურე ცხოვრება?... მაპატიებ, რომ გალიაში გამოგკეტე და ახლა გკლავ?!..
გოგოს ამღვრეული ოკეანეებიდან მარგალიტები მოცურავდნენ, ღაწვებთან უგროვდებოდა და ატმისფერ ტუჩებს ალისფერ შეფერილობას სძენდა. გული ეშლებოდა ნაწილებად. გაგიჟებული იყო, სუნთქვაშეკრული, სიტყვა წართმეული, ალკოჰოლი უდუღდა ვენებში და ისე შეჰყურებდა მისი სიკვდილის ანგელოზს, რომელიც თავისებურად უხსნიდა, რომ წუხდა, თავისებურად უხდიდა ბოდიშს, თავისებურად ერთგულებას ეფიცებოდა, რომ ვინმეს ეგონებოდა, მესამე თავი ამოსვლიაო ყორნისთვალებას.
ატმის ტუჩები მოიკვნიტა გოგომ, ცრემლები მოიწმინდა და წამოდგა. ვაჟთან მივიდა, ხელი მოჰკიდა და დასისხლიანებულ თვალებში ჩააჩერდა. მისი კანიდან წამოსული სითბო ერთიანად ურევდა გოგონას თავგზას. დაიხარა, მკლავები კისერზე მოხვია და ჩაეხუტა.
მისი სხეულიდან დასხივოსნებუი ანგელოზისებრი სისპეტაკე შეურია ვაჟის დემონისებრ სხივებს და ამ ჩახუტებით, ამ სითბოს გაცვლით, ამ გრძნობების გაზიარებით აგრძნობინა მას, რომ პატიობდა.
წამოდგა ვაჟი, გოგოს მტევანზე მოჰკიდა ხელი და საძინებელში აიყვანა. ორივე ალკოჰოლით გაბრუებული იყო, ორივე მომხდარით გაგიჟებული იყო და ამდენ ემოციას, ოკეანეებად აჟვირთულ ემოციებს ვერ დაიტევდნენ, ერთი ღამისთვის ზედმეტი იყო.
თხელი საბანი ფრთხილად გადასწია ვაჟმა, საწოლზე გადაწვა. გოგოც აბობღდა და გვერდით მიუწვა.
ბალიშზე თავი დადო თუ არა დაეძინა.
ესიზმრა, რომ მთის წვერზე იყო, ყვავილების გვირგვინი ეხურა და ღია ცისფერი კაბა ეცვა. ანდრო წინ ედგა, შავი კლასიკური შარვლითა და თეთრი პერანგით. იარაღი გამქრალიყო მისი ხელიდან, ახლა ორივე მტევანში გოგოს პატარა ხელები მოექცია და მთებს გაჰყურებდა.
სითბოდ დაიღვარა გვანცა.



***
„ქარს გაყოლილი სიტყვები“

მთაწმინდაზე ავიდნენ მეორე საღამოს. რესტორანში ისხდნენ. ეუცნაურა გვანცას ეს მდგომარეობა. მისი ასეთი ამპლუა.
წითელი ღვინო მოუტანეს, დააგემოვნა. მთელს სხეულში ტალღებად გასცრა.
გაუღიმა ვაჟმა. თავადაც დალია ერთი ბოკალი. თბილისის ხედს გახედა, მერე გვანცას გადაატარა მზერა. ლოყები აუღაჟღაჟდა გოგოს.
„ლამაზი ხარო...“ ჩაიჩურჩულა ვაჟმა.
ეგონა მოესმა, ნიავმა მოიტანა ეს ჩურჩული და მანვე წაიღო.
არ უსაუბრიათ ბევრი. უბრალოდ ხედს უცქერდნენ, ხედის ცქერით დაქანცულები, ერთმანეთს უმზერდნენ.
მერე წამოდგნენ. დატოვეს იქაურობა და ფეხით გაუყვნენ ქუჩას.
-მალე მორჩება ყველაფერი -ხმადაბლა წამოთქვა ვაჟმა. გვანცა გაირინდა. არ უპასუხია.
მერე საკუთარი თავის შეეშინდა. შეეშინდა არ არსებული სიხარულის გრძნობის და მუშტებად შეკრა ხელები.
არ უნდოდა საღამოს დასრულება, მაგრამ სახლში წაყვანა სთხოვა ყმაწვილს.
მთვარის ვერცხლისფერი ნათება მიუკვლევდათ გზას.
ეუცნაურა ვაჟის სახე ოქროსთმიანს,
ნაწყენი.

***
„ანდრეა ახვლედიანი“
გამოცდიდან გამოუშვა ლექტორმა. სიბრაზისგან თვალები აეწვა, ხელები მომუშტა და სანამ ჩაუვლიდა კინაღამ მაგრად გამოლანძღა ლექტორი. თითქმის ყველა საკითხი დასრულებული ჰქონდა, მხოლოდ ორი კითხვაღა რჩებოდა, მარიამისკენ, რომ გაიხედა, გოგო აშკარად ცუდად გამოიყურებოდა. სულ გაფითრებული იყო, გაოფლილი და გაჭირვებით სუნთქავდა. უჩურჩულა, როგორ ხარო და მაშინვე გამოეცხადა წელზე ხელებშემოწყობილი ლექტორი. ერთი ამბავი ატეხა, იწერდიო, გაგინულებო... ბოლოს უთხრა უბრალოდ მოგხსნი და გაგისწორებო.
ჰოლში გამოვიდა გაბრაზებული და წინ და უკან დადიოდა. მარიამის მდგომარეობამ მართლა გააკვირვა, ასე ცუდად კარგა ხანი არ ჰყოლია ნანახი. სიცხისაგან უკვე ტვინი ჰქონდა ადუღებული. გასვლას აპირებდა ეზოში მარიამი, რომ გამოვიდა აუდიტორიიდან და წინ დაუდგა გოგოს.
-აი, პროსტა, ამ ქალზე გველი ვინმე თუ არსებობდეეს... -სუსტი ხმით დაწიყო გოგომ ლანძღვა. გვანცამ აათვალიერა მეგობარი და გაკვირვებულმა შეხედა.
-რა გჭირს?
-გვანცი, რაღაც ვერ ვარ. -ამოიწუწუნა გოგომ -სიცხე მქონდა გუშინ, თან თეაკო წასულია და მარტო ვარ. ის ცალკე მლანძღავდა ტელეფონიდან ჩაის გაკეთება მაინც როგორ არ იციო. -ამოიცინა გოგომ. -წამო რა ჩემთან, მომიარე. -კისერზე შემოხვია ხელები და ლოყაზე აკოცა მეგობარს.
-გინა, რომ გადამდო ხო? -გაიცინა გვანცამ და მიეხუტა გვერდულად. -წამოვალ ჰო, ოღონდ ტელეფონი მათხოვე უნდა დავრეკო.
-დედაშენს ურეკავ? -გაუკვირდა მარიამს. თითქმის არასდროს უთანხმდებოდა გვანცა დედამისს, იმიტომ, რომ არასდროს დაინტერესებულა იგი.
-არა. -ატმის ტუჩები გამობუშტა გოგომ. მარიამისთვის, ხომ არაფერი ჰქონდა მოყოლილი მისი ცხოვრების ახალ სიტუაციაზე, მის ახალ თავგადასავალზე, ახალ საფრთხეზე. ამოისუნთქა. მოატყუებდა, ვერ დაუშვებდა, რომ მისთვის სიმართლე ეთქვა და ამით საფრთხეში ჩაეგდო. -მათხოვე, შენთან ავიდეთ და მოგიყვები.
ტელეფონი, რომ გამოართვა გაახსენდა, რომ არ იცოდა ანდრეას ნომერი. გაღიზიანება გამოესახა სახეზე. წარბები შეკრა და უკმაყოფილოდ დაიწყო ყურება.
მარიამს ნომერი დაუბრუნა და ეზოში გავიდა, რომ დალოდებოდა ვაჟს. მეგობარი დაარწმუნა, არაფერი ეკითხა. ნახევარი საათის ლოდინის შემდეგ გამოჩნდა ანდრეას მანქანა. დაბურული მინებიდან არ ჩანდა იგი, მაგრამ გაჩერდა და გადმოვიდა. უნივერსიტეტის ეზო მოათვალიერა და გვანცას ჰკიდა თუ არა თვალი ტუჩის კუთხეები ოდნავ ჩატეხა. მისკენ წამოვიდა. მოახლოებულმა დალანდა ოქროსთმიანის გვერდით მდგარი გოგო და თავი დაუკრა. მარიამს გაეცინა.
-გამარჯობა? -კითხვისნიშანივით გამოუვიდა გოგოს და ხელი გაუწოდა წინ მდგომს.
-გამარჯობა. -მიესალმა ანდრეა.
-მარიამ ყიფშიძე, გვანცას საუკეთესო მეგობარი. –„საუკეთესო“ ხაზგასმით წარმოთქვა გოგომ და გვანცას გაეცინა.
-ანდრეა ახვლედიანი, გვანცას შეყვარებული. -გვანცას ხერხემალში ჩაატარა, მაგრამ მარიამის ფერწასული სახის წამიერი მოწითლება მაინც ისეთი სასაცილო სანახავი იყო წამიერი თრობისაგან გამოფხიზლდა გოგო და გადაიკისკისა. ვაჟმა ყორნისფერები მიაპყრო და გახედა. გაახსენდა, როგორ ჩაეხუტა წინა ღამით და უცნაური სიჩქარით აუძგერდა გული.
-შეყვარებული? -თვალებდაქაჩული მარიამი გვანცას მოუბრუნდა. -მოგკლავ ხომ იცი ერისთავო?! -ხელები წელზე შემოირტყა და მზად იყო იქვე ეჩხუბა.
-მარიამ, რა გთხოვე -წაიჩურჩულა ატმისტუჩებამ. გოგომ თვალები დააწვრილა, ესაუბრებოდა მზერით და ყველანაირ მუქარას, რომელიც ენის წვერზე ადგა, ატანდა შიგ.
-მოხვალ შენ სახლში -თავადაც გადასჩურჩულა მარიამმა.
გვანცამ ყორნისთვალებას გახედა. გოგონების წინ იდგა, შავი თმები უკან გადაევარცხნა, მზის სათვალეები მოერგო. თეთრი პერანგის სახელოები აკეცილი ჰქონდა, შავი შარვალი და ბოტასები ეცვა. გვანცას უყურებდა, უყრურებდა და მისი ვარსკვლავების ელვარებას მზის სათვალეებს მიღმაც კი გრძნობდა გოგო. ლოყები აუვარდისფრდა და ატმის ტუჩები გაუმუქდა.
-მარიამთან მინდა ასვლა. -უთხრა ვაჟს. ყორნისთვალებამ სათვალეები მოიხსნა და ოქროსთმიანს გაუცინა.
-კარგი, მე გაგიყვანთ. -თავი დაუქნია გოგოს. მარიამმა თვალები ჭყიტა. ვერც კი წარმოედგინა, რომ გვანცას შეყვარებული ეყოლებოდა და მას არ ეყოდა.
ატმისტუჩებას ჩაეღიმა, უცნაურად გახედა წინ მდგომს.
ვაჟი მანქანისკენ გაუძღვა და სანამ თავად მოთავსდებოდნენ წამიერად მიეფერა გოგოს ხელის მტევანზე.
ხერხემალში ჩააყოლა ჟრუანტელმა გვანცას.


***
„მკვლელი და გადამრჩენელი“
მარიამს ეძინა. გვანცა ღამის თბილისს გადაჰყურებდა მეთექვსმეტე სართულიდან. მთელი თბილისი მის თვალწინ იყო გადაშლილი. ამ საოცრად ლამაზ მოძრავ ქალაქში, რომელიც დაბადებიდან ძალიან უყვარდა და დიდი ხნით ვერასდროს შორდებოდა მისთვის განკუთვნილი ბედნიერების ნამსხვრევები მიმოფანტულიყო.
მობილური ამოიღო, რომელიც ანდრეამ მანქანიდან გადმოსვლამდე გაუწოდა და მისი ნომერი მოძებნა კონტაქტებში. მხოლოდ ის ეწერა. ერთადერთი ადამიანი, რომელსაც მისი ყოველდღიურობა მოეცვა.
დაურეკა, მისი ხმა მოელამუნა კანზე.
აქ ვარო უთხრა და გაეღიმა გოგოს.
მარიამს აკოცა, ქურთუკი მოიცვა და თექვსმეტი სართული ფეხით ჩაირბინა.
იცოდა, რომ ქვემოთ ელოდა.
ის, მისი მკვლელი და გადამრჩენელი.
იდგა, მანქანას მიყრდნობილი და მოთმინებით ელოდა ოქროსთმიანს.

***
„გაზიარებული ბედნიერება“
კომპიუტერის წინ ისხდნენ. სამნი.
გვანცა, ანდრეა და საბა.
გვანცა ფრჩხილებს იკვნეტდა. ანდრეა მშვიდად უყრებდა მას, საბა კი ტელეფონს ჩასჩერებოდა.
-დაიდო -წამოიყვირა გოგომ და მაშინვე გადავიდა ბმულზე.
წამში გადაიკითხა ყველაფერი და წამოვარდა ფეხზე.
-ჩავაბარე! -გახარებულმა წამოიძახა და წამომდგარ ანდრეას მოეხვია. უცებ მოშორდა და გაბრწყინებული თვალებით ახედა მას.
-გილოცავ. -მოეხვია საბაც.
საოცარი აურა ტრიალებდა ოთახში. ბედნიერი, მსუბუქი.
-მადლობა საბა. -ტაში შემოკრა და ყორნის თვალებას ახედა. -გადავკრათ რაა? -შეეხვეწა გოგო.
ანდრეას გაეცინა. გოგოს სილაღემ, მისმა ბედნიერებამ და აღტკინებულმა თვალებმა მოადუნა, სიმსუბუქის, უწონობის საოცარმა შეგრძნებამ ერთიანად დაუარა სხეულში.
-ეე, ბაზარი არაა -გადაიხარხარა საბამ. -ისე, რა ვიცოდი ლოთი თუ იყავი... -ჩაუსტვინა საბამ. გაეცინა გვანცას.
-შენ კიდევ ბევრი არ იცი. -თვალი ჩაუკრა ბიჭს და ამღერებული ტელეფონი ამოაძვრინა ჯიბიდან.
-გილოცავ ჩიტუნაა, არც მჭირდება შენი შედეგების გაგება, ხომ იცი?! -მარიამის მხიარულმა ხმამ შეაგება თავი ყურმილს ბოლოდან.
-შენც გილოცავ სიყვარულო, არც მითხრა, ვიცი უკვე. -ჩასცინა გვანცამ.
-გადავბობღდი გვანცი, მარა, ხო მაინც?! -გადაიხარხარა -წამო დავლიოთ.
წამო, დავლიოთ.

***
„სევდა“
მარწყვით სავსე ვაზა მუხლებში ედგა. ცალ ხელში არყით სავსე ჭიქა ეკავა. მეორე ხელი მარიამის მხარზე ჩაებღუჯა და გადაწითლებამდე იცინოდა. ოქროს თმები შუბლზე ჩამოსცვენოდა, მხრებს დაჰყოლოდა. ატმის ტუჩები გასწითლებოდა, ლოყები კი აჟაღჟაღებოდა.
საოცრება იყო, სუნთქვა შეკრული უყურებდა ანდრია, უცნაურად სტკიოდა გული. ყველა მდგომარეობაში ენახა გოგო. ორ უკიდურესობაში. შიშისაგან გაგიჟების პირას მყოფი, ჩამოხაკული ლოყებით, გაწეწილი თმებით, აცრემლებული თვალებით და ბედნიერებისაგან სიცილად დაღვრილი, გასაოცრად ლამაზი.
სუნთქვაშემკვრელი.
გული ეტკინა, ათას ნაწილად დაეშალა, როდესაც წარმოიდგინა, თუ რა დონემდე ჰყავდა მიყვანილი მაშინ. ახლა კი, საოცრად მსუბუქი, საოცრად ბედნიერი, საოცრად ლაღი. მეგობრის მხარზე ედო თავი და საბას ბავშობის ისტორიებზე იცინოდა.
უხდებოდა, საოცრად უხდებოდა ბედნიერება და ანდრეას გული ეკუმშებოდა მისი ბედნიერებისაგან. იმ წამს საკუთარ თავს გამოუტყდა, მასში.
მისი სული, გაშავებული, ცოდვებისაგან დამძიმებული, ტალახიანი სული, სრულიად მოეცვა ოქროსთმიანის ანგელოზის ფრთებს, მისი ბედნიერების ძახილს.

***
„სიცხედ დაღვრილი ბედნიერება“
სიცხე ტალღებად მოედინებოდა ოთახში, როდესაც გამოფხიზლდა. მზის სხივები მოურიდებლად ანათებდნენ თვალებში. უკმაყოფილოდ ამოიფრუტუნა და გვერდი იქცია. მის წინ მშვიდად მწოლიარე სხეულმა, რომლისგანაც საოცრად გრილი სითბო იღვრებოდა სიამოვნება მოჰგვარა. გაიტრუნა, მიეხუტა მძინარეს და თავადაც მშვიდად განაგრძო ფშვენა.

***
„გამქრალი ბედნიერება“
მარიამის წუწუნს მთელი სამზარეულო მოეცვა. საბა მის გვერდით ჩამომჯდარიყო, მაგიდაზე თავი ჩამოედო. თავი უსკდებოდა. გვანცა და ანდრეა ჩვეულ ფორმაში ჩავიდნენ და მათ დანახვაზე ორივეს გაეცინა. თავად არაფერი სჭირდათ, არც ყორნისთვალებას და არც ოქროსთმიანს სასმელი არაფერს უშავებდა.
ისაუზმეს, ისევ გადაბჟირებამდე აცინა გოგონები საბამ. უცვლელი სიხარულის გრძნობით შეჰყურებდა ანდრეა ოკეანნებს, რომლებიც სიცილისაგან ცრემლებით გაბრწყინებულიყო. ბედნიერება იგრძნო, წონა დაკარგა თითქოს.
მერე ყველაფერი შეიცვალა, სამზარეულოში ოქროსფრად ავარვარებული მზე დაჩრდილა უეცრად შემოვარდნილმა ალექსანდრემ და მისი დაცვის ბიჭების შავმა პიჯაკებმა. უსიამოვნოდ გასცრა გვანცას და სულ წამით იგრძნო ყორნისთვალებას ხელი, მტევანზე, რომ ეფერებოდა.
მერე ანდრეა წამოდგა. წამოდგა საბაც და ჩვეულებრივ მომცინარი პირსახე უხეში, კუშტი გაუხდა. ალექსანდრემ ზიზღით გადმოხედა გოგოს და მისმა ოკეანეებმა იწყეს აზვირთება. თითქოს რეალობის სილა გააწნა კაცის გამოხედვამ გოგოს. გაქრა საოცარი, ბედნიერი შეგრძნება, რომელსაც მთის ყვავილების სურნელი ჰქონდა. მდორე ატმოსფეროში ზიზღის გემო დატრიალდა.
-ვხედავ ზეიმობ სიმამრის დასაფლავებას. -გაბრაზებულს დასცდა სიტყვები ალექსანდრეს. გვანცამ კბილი კბილს დააჭირა. მარიამი, რომელიც გაურკვევლობაში იყო კინაღამ შეწუხდა. გვანცას გვერდით მიჩოჩდა და ხელი მოჰხვია მხარზე. -მალხაზმა და მე ყველაფერი მოვაგვარეთ, შვილო.
ანდრეას სახე მოენგრა. მალხაზის სახელის გაგონება და ამ საქმეებში გარევა საოცრად არ სიამოვნებდა. ხერხემალში დაუარა უსიამოვნო გრძნობამ.
-არ გინდა აქ ლექსო, მაღლა ავიდეთ.
გვანცას გამოხედა თავისი ყორნისფერებით და მასში აკიაფებული ვარსკვლავებით მოუბოდიშა.
გოგომ ოკეანეები გაარიდა და მეგობარს ჩააჩერდა თაფლისფერებში.
საოცრად დამძიმებული ჰაერი ღრმად ჩაისუნთქა ანდრეამ და წინ გაუძღვა ლექსოს.
უკან რჩებოდა გული,
ოქროსთმიანთან.

***
„ცოდვის მიზეზი“
მარიამმა არ დატოვა. მთელი დღე მის გვერდში იყო. მერე კლინიკიდან დაურეკეს და გავარდა, ბოდიშების მოხდით.
მთელი დღე უაზროდ დადიოდა ეზოში. მერე დაინახა, როგორ დატოვა ალექსანდრემ და მისმა არმიამ სახლი და თავისი ოთახისკენ წავიდა.
იცოდა, რომ რაღაც ცუდი ხდებოდა.
ბედნიერების დიდი განცდას ყოველთვის თან სდევდა უბედურება და იცოდა, რომ ახალი გამოწვევა წარსდგებოდა მის წინ.
საბა გამოდიოდა ოთახიდან, ერთი ამოხედა, სახეწაშლილმა და გვერდი აუარა. მის სახეზე ღიმილი დააკლდა გოგოს. უცნაურად გაჰკრა გულმა.
ანდრეა ფანჯარასთან იდგა. გაჰყურებდა ჩამავალ მზეს. ოქროსთმიანი გვერდში ამოუდგა. ჩამოხედა. სახე დანგრეოდა. ალეწილი იყო.
-კარგად ხარ? -ჩუმად ჰკითხა გოგომ და უნებურად წაიღო თითები მისი მტევნის ზურგისაკენ. წამიერად მოეფერა, მაგრამ საკმარისი დრო იყო იმისათვის, რომ მისგან წამოსული მუხტი ეგრძნო. სითბოდ დაღვრილი ბედნირების სხივები. გააკანკალა.
-კი. -მარმარილოს ხმა ხერხემალს დაუყვა. -ლექსო თავს დაგვანებებს, გეფიცები. -არ უყრუებდა ოკეანისთვალებას, როცა ამას ამბობდა. -ის არაკაციც. მე უნდა მოვაგვარო ერთი რამ, და ვსო, თავისუფლები ვიქნებით.
-ერთი რამ? -თვალები გაუწყლიანდა. უცნაურად დაუწყო გულმა ფეთქვა. ყელში გაეჩხირა დარჩენილი სიტყვები.
-ჰო, რა. -თავი გააქნია. -არ მითქვამს შენთვის, მაგრამ ადრე აქ, რომ ვცხოვრობდი ჯარში ვმსახურობდი. ავღანეთში ვიყავი ერთი წელი. -ხელი მოჰკიდა გოგოს, საწოლთან მიიყვანა ჩამოჯდა და გვერდით მიიჯინა. ისეთ რამეზე საუბრობდა აქამდე არავისთვის, რომ არ გაემხილა. -ოცი წლის ვიყავი მაშინ და მეგონა რამე დიდ მიზანს ვემსახურებოდი, მეგონა პატრიოტიზმს, ჰუმანიზმს, ზოგადად მსოფლიო მშვიდობას ვემსახურებოდი და წავედი. ალექსმა გამაცილა, გულში ჩამიკრა, ჩემო ბიჭოო, მეძახდა, ვვამაყობო შენითო. მაგის გაზრდილი ვარ, მშობლები შვიდი წლისას გარდამეცვალა და ლექსომ წამომიყვანა, მამაჩემის ყველაზე ახლო მეგობარი იყო, ძმებივით იყვნენ ეგენი, ერთად იბრძოდნენ. მერე, ჯარში შევხვდი გენერალს, რომელმაც თვალი ამიხილა ცხოვრებაზე. მაშინ გავიგე პირველად მამაშ.... იმაზეც. მამაჩემი, ლექსო და ის ერთად მსახურობდნენ და ამათმა უღალატეს. ხვდები?... მაგას ვერასდროს წარმოვიდგენდი. ვერასდროს. ლექსო საბასავით მზრდიდა, არ მარჩევდა მისგან და მეგონა ამას მამაჩემის, სიყვარულის გამო აკეთებდა და თურმე დანაშაულის გრძნობა არ ასვენებდა, თურმე მამაჩემის სული არ აძლევდა მოსვენებას. სადღაც მისიაზე იყვნენ და ამათმა გაყიდეს მამაჩემი, რომ თვითონ დაბრუნებულიყვნენ საქართველოში. გავაფრინე, იქვე შევიშალე, ხვდები, როგორია, როდესაც თავზე გემხობა შენს თვალში ყველაზე იდეალი კაცი?... მამასავით ვუყურებდი და თურმე ამან მამა მომიკლა. მერე ავღანეთში დამჭრეს და ამერიკაში გავიღვიძე. მაგის მერე არ დავბრუნებულვარ საქართველოში, მხოლოდ იმაზე ვფიქრობდი შური, როგორ მეძია. საბას ვუთხარი, ძმა არის ჩემი და ყველაფერი უნდა იცოდეს და ვუთხარი თუ არა დავინახე, რომ ადგილზე მოკვდა. განადგურდა და არ იცოდა რა ექნა, სისხლის ყივილი სულ სხვაა, თუნდაც მოღალატის სისხლი გიჩქეფდეს. ჰოდა, არვიცი, როგორ მოვახერხე, რომ მამა... -ისევ გაუწყდა სიტყვა -ის ვიპოვე, ძალიან დიდი ხანი ვეძებდი, ყველა ინფორმაცია წაშლილი იყო, მაგიტომ არ ვიცოდი, რომ შვილი ჰყავდა და ვიპოვე და თავი მკვლელად წარვუდგინე, ვიღაცის მოკვლა დამავალა. სანამ მივიდოდი ვფიქრობდი, რომ ვერ მოვკლავდი, ადამიანს ვერ გავიმეტებდი, უბრალოდ ჭრილობას დავუტოვებდი და სამუდამოდ შევახსენებდი თავს, მაგრამ ადგა და მკვლელობა დამავალა, ახალგაზრდა ბიჭის მკვლელობა, კინაღამ გავაფრინე, კიდევ სხვისი მოკვლის გულზე, რომ იყო და მოვკალი. სწორედ მანდ შეგხვდი შენც, გზაზე გადამეღობე გეფიცები. შენ რომ არა ლექსოს მოსაკლავად მივდიოდი და გამიხარდა, რომ გადამეღობე, იმიტომ, რომ ეგ, რომ გამეკეთებინა ვერასოდეს შევხედავდი საბას თვალებში. ვერასოდეს დავუძახებდი ძმას. ლექსომ არ იცის, რომ ვიცი. ჰგონია, რომ ის შენს გამო მოვკალი… გეფიცები არ ვიცი რა ვქნა, მხოლოდ ერთი ვიცი, რომ ეს საქმე უნდა დავამთავრო. მამაჩემის გამო შური უნდა ვიძიო. დედაჩემის დასერილი ვენებისა და სისხლისაგან დაცლილი სხეულის გამო უნდა ვიძიო შური. მე ვიპოვე იცი... იმ ღამით, რომ მოვიდა ლექსო და გვითხრა, როგორ გმირულად დაიღუპა მამაჩემი, იმ ღამითვე სააბაზანოში ვიპოვე. სისხლის გუბეში იწვა. მაგის გამო უნდა ვიძიო შური... მაგრამ შენ... ყველაზე დაუგეგმავი ადამიანი ხარ ჩემს ცხოვრებაში, რომელთანაც ყველაზე დიდი გეგმების დაწყობა მინდა. გუშინ გიყურებდი, როგორ იცინოდი, როგორი ბედნიერი იყავი და გული მიკვდებოდა. გეფიცები ადგილზე ვნადგურდებოდი, რომ წარმოვიდგენდი იმას, თუ რამხელა ზიანი მოგაყენე. გვანცა... -სიტყვა გაუწყდა. აღარ გაუგრძელებია ლაპარაკი. სიცარიელეს მიაშტერდა.
ოკეანეებად მოედინებოდნენ მის ფერწასულ სახეზე მარგალიტის ცრემლები. უსიტყვოდ უთანაგრძნობდა. იზიარებდა. სტკიოდა მისი ტკივილი. წარმოდგენაც არ შეეძლო რა იგრძნო შვიდი წლის ბიჭმა დედის გაციებული სხეულის დანახვისას, წარმოდგენაც არ შეეძლო, როგორი იყო მისი ცხოვრება. სტკიოდა მისი ტკივილი. მოეხვია. მაგრად ჩაიკრა გულში ყორნისთვალებამ ოქროსთმიანი გოგო და თითქოს თანამოზიარენი გახდნენ ცხოვრების უსამართლობისა, ტკივილისა. იზიარებდნენ ერთმანეთის გრძნობებს და ერთი მთლიანობა ხდებოდნენ, ვინაიდან თანაზიარების განცდა ყველაზე ძლიერია დედამიწაზე.
მერე, თითქოს ყველაფერი გადატრიალდა მასში და წამოიწია. გაგიჟებული თვალებით შეხედა ვაჟს.
-ახლა, რას აპირებ? -შიშით დაუსვა შეკითხვა. ეშინოდა, პასუხის.
-უნდა დავასრულო. -ხმა გაუწყდა ვაჟს, ერთიმეორეს მიყოლებით ჩაუქვრა ვარსკვლავები თვალებში. -ისე არა, ისე ვეღარ... გვანცა, -ხერხემალში დაუარა მისმა მარმარილომ გოგოს- შენ ვერ წარმოიდგენ, რამხელა გავლენა იქონიე ჩემზე... სისხლში ხელების გასვრას აღარ ვაპირებ, მეყოფა ის ცოდვები სამუდამოდ რაც უკვე ავიკიდე -ხელები აიღო და სახეზე მოეფერა გოგოს. ღაწვებიდან ცრემლები მოწმინდა. ლოყაზე აკოცა. გული გაუჩერდა ატმის ტუჩებას. -შენ თავდაყირა დააყენე ჩემი ყველა გადაწყვეტილება. მოვრჩი, სიბინძურეს და ცოდვებს მოვრჩი... -ტუჩებთან ძალიან ახლოს აკოცა და მაშინვე აუწითლდა ფერწასული ლოყები გოგოს. ატმის ტუჩები თავისდაუნებურად გაეხსნა. -მის ციხეში გასაშვებად ყველანაირი სამხილი მაქვს. აქაც მაგიტომ ვჩერდებოდით, მაგიტომ ვიტანდი მის სახლში ყოფნას. სული მიდუღდა, ისე მინდოდა იაღაღი ამომეღო და ადგილზე მიმეყინა, მაგრამ აქ ვრჩებოდი, ყველაფერი მოვაგროვე. საბა მეხმარებოდა. ყველაფერი მალე მორჩება, ძალიან მალე და მერე წავალთ... ამ სახლიდან წავალთ.
-სულ? -ხმაგანაბულმა იკითხა გოგომ.
-ჰო, სულ. -თავზე აკოცა და უფრო ძლიერად მიიხუტა ატირებული გოგო. ფაიფურის თოჯინა ხელებში ადნებოდა.
გული გაუთბა, საკუთარი გადაწყვეტილების სისწორეში დარწმუნდა.
მიხვდა, რომ სწორი არჩევანი გააკეთა.
-კარგი ხარ. -ჩაიჩურჩულა ოქროსთმიანმა და თვალები მილულა.
კოშმარმა გამოაღვიძა იმ ღამეს.
ესიზმრა ანდრეა, საბას გვერდით იდგა და ალექსანდრეს კლავდა. საბა წინ გადაუდგა და სისხლით შეეღება მთელი სხეული. მერე ვენები გადაისერა ანდრეამ და თვითონ მარტო დარჩა, მთის წვერზე იდგა და ხმჩახლეჩამდე ყვიროდა.
ანდრეამ გამოაღვიძა. გაგიჟებული იკრავდა გულში, არწევდა პატარა ბავშვივით და ამშვიდებდა.
დაუსრულებლად მოედინებოდა ოკეანე მისი თვალებიდან.




***
„აღსასრულის დღე“
მეორე დილით იგრძნო. იგრძნო, რომ ის დღე იყო. ჩუმად წამომდგარ ბიჭს ახედა, მისი ჩასისხლიანებული თვალები დაინახა, მისი ჩამკვდარი ვარსკვლავები და ზუსტად იცოდა, რა დღეც იყო.
გული აერია. აბაზანაში ძლივს შეასწრო. შხაპი მიიღო, გამოიცვალა. შავები ჩაიცვა. გაუაზრებლად.
საწოლზე ჩამომჯდარი ელოდა. გამოვიდა და ანიშნა მივდივართო. საბა უკან იჯდა. მთელი გზა ხმა არცერთს გაუღია. რადიოში წრიპინებდა მუსიკა. მალევე გამორთო. მზე ღრუბლებს დაეფარათ. საოცრად გატალახიანებულიყო ზეცა.
მარიამთან დატოვა. ორი დაცვის წევრი დაუტოვა სახლშივე. მარიამმა გააფრინა, რა ხდებაო, მაგრამ საბამ გვერდით ოთახში გაიყვანა. მეთექვსმეტე სართულიდან უცქერდა თბილისს. გვერდით ამოუდგა.
-ახლა მე გავალ და ვეცდები, რომ დავბრუნდე განთავისუფლებული. -ძალიან ჩუმად ჩაილაპარაკა ყორნისთვალებამ. ღელავდა. ღელავდა გვანცა.
-ფრთხილად იყავიო -გადმოუგორდა ტუჩებიდან ფრაზა.
გული გაუჩერდა.
ოქროსთმიან გოგოს, ფაიფურის თოჯინას, ატმისტუჩებას, ოკეანის თვალებით გული გაუჩერდა.

***
„ნაჩუქარი კოცნა“
კარებში გადიოდა.
სირბილით დაეწია.
ფეხისწვერებზე აიწია და საკუთარი ატმის ტუჩები ვაჟის შოკოლადის ტუჩებს შეახო.
წამით სამყარომ არსებობა შეწყვიტა.
მარგალიტის ცრემლი ჩამოუგორდა ყორნისთვალებას ლოყაზე.
მთაში ყვავილები ნიავმა შეარხია.
მათი სურნელი გავრცელდა ყველგან.
ღრუბლებიდან მზის მანათობელმა გორგალმა გამოიჭყიტა.
რამოდენიმე სხივი გადმოღვარა თბილისის თავზე და უკანვე შებრუნდა.
ზეცა ჩამოვიდა მიწაზე ისეთი წვიმა დაიწყო.
გაშეშებული იდგა და უყრებდა იმ ადგილს, სადაც წუთის წინ იდგა ვაჟი.
ხელში იარაღი ეჭირა.
წასვლის წინ ჩაუდო.
კოცნა პირობა იყო,
რომ ელოდებოდა,
მეორე კოცნა კი ვაჟის პასუხი,
რომ აუცილებლად დაბრუნდებოდა.
უკან შებრუნდა და ატირებულ ზეცას გადახედა.
ლოცვა დაიწყო გაუაზრებლად.
ნელა აყოლებდა ტუჩებს ათას სალოცავ სიტყვას...
ათას, სალოცავ, სიტყვას.

***
„ზეცის ტირილი“
სანამ მარიამს ყველაფერი მოუყვა სამი სიცოცხლე დაასრულა. ცდილობდა ყურადღება გადაეტანა და ამიტომ უხსნიდა ყველაფერს. მარიამი გაგიჟებული დადიოდა. აფრენდა, წყნარდებოდა.
მერე ისევ, აფრენდა და წყნარდებოდა.
გვანცა ემოციებს ვერ იტევდა.
შიშის ტალღები ეჯახებოდნენ თვალის კიდეებს.
არ უტირია, მის სატირალს ზეცა სტიროდა.

***
„გვანცა, გვანცა, გვანცა...“
შუაღამისას ატყდა ბრახუნი კარზე. არ ეძინა, ამიტომაც მალევე წამოვარდა საწოლიდან.
გამაყრუებელი ჭახანი და გასროლის ხმა შეერწყა ერთმანეთს.
არც უფიქრია ისე დასწვდა იარაღს, რომელიც ანდრეამ დაუტოვა და ოთახიდან გავარდა. ატირებულმა მარიამმა უყვირა დარჩიო, მაგრამ ყური არ დაუგდო.
მისაღებში მცველების სისხლიანი სხეულები ეგდო. მუხლებში სისუსტე იგრძნო, როდესაც მათ თავს წამომდგარი ალექსანდრე დაინახა. სრულიად შეშლილი სახით უყურებდა კაცი და მისკენ ნადირივით გამოექანა. მოიხელთა თუ არა იარაღი გამოსტაცა ხელიდან და მოისროლა. სახეში სილა გააწნა.
თვალთ დაუბნელდა გვანცას. მუცელში მოხვედრილმა წიხლმა სისხლი ამოაღებინა პირიდან. იგრუხუნა ზეცამ. გაფრთხილებასავით დაანათა თავზე.
მოკეცილი ეგდო გოგო, როდესაც ზედ დააფურთხა კაცმა.
-სულ შენი ბრალია ყველაფერი... -თმებში ჩააფრინდა გოგოს და სახე ააწევინა -სულ შენ გადაიყვანე ჭკუიდან. -კიდევ ერთხელ გააწნა სილა. ყბა მოერყა გოგოს. მთელი ძალით ცადა დასცდენოდა ხელიდან, მაგრამ კაცი არ ჩერდებოდა. სამყარო დატრიალდა მის გარშემო. ტკივილის შეგრძნება გაქცევის სურვილმა გადაფარა. წყვდიადში იძირებოდა. გრძნობდა გაცხოველებული კაცის სუნთქვას სახესთან ახლოს, რომელიც ნადირივით დასჩერებოდა და ელოდა, როდის გადასანსლავდა, დაგლეჯდა.
-შენ, რომ არა... შე ტურტლიანო ნაგავო -კიდევ ერთი წიხლი. რაღაცის თქმას აპირებდა ცხოველივით აღტკინებული კაცი, როდესაც გასროლის ხმამ დააყრუა გვანცა. გაშეშდა ნადირი. თვალები ჩაემსხვრა. პირიდან ბლანტი სისხლი ამოაღებინა და გვანცას შეესხა სახეში.
გული აერია იქვე გოგოს. გვერდით დაეცა მამაკაცის ჯერ კიდევ თბილი სხეული. იმ წამს გაიაზრა, რომ მკვდარი იყო.
წამოდგა და დაინახა კარში მდგომი მარიამი, რომელსაც იარაღი ეჭირა ხელში და გაშეშებულიყო. ნამსხვრევებად დაიშალა მისი გული. იმის გაფიქრებამ, რომ ამ გოგონამ, ყველაზე ლაღმა გოგონამ იარაღს გამოჰკრა ხელი და კაცის სიცოცხლე შეიწირა შეარყია. შეარყია დარდმა, შიშმა, იმ წამს მოწოლილმა ბრაზმა.
-ეს რა დაგვემართა გვანცი? -ამოიტირა გოგომ და მუხლებზე დაეცა. მისკენ გადაბობღდა გვანცა და გულში ჩაიკრა ატირებული გოგო. თავადაც დაიწყო ტირილი. მის გარშემო მსოფლიო შეწყდა.
დასრულდა.
გაცივდა და წყვდიადში ჩაიკარგა ყველაფერი. მარიამის გაშეშებული თვალები, მისი აკანკალებული მხრები, კედელზე მიდებული თავი.
ღრიალი გაიგო.
ძალიან, ძალიან შორიდან ისმოდა ხმა.
მერე ჩურჩული ესმოდა.
ანგელოზი ჩურჩულებდა მის ყურებთან.
„გვანცა, გვანცა, გვანცა...“ დაუსრულებლად.
მინაბული თვალები გაახილა და დაინახა, მისი ანგელოზი, მისი სიკვდილის ანგელოზი, მისი ყორნისფერი თვალები.
ამოტირება უნდოდა, მაგრამ ყელში გაეჩხირა. ყურისწამღებმა ხმაურმა აიძულა თვალები დაეხუჭა.
წყვდიადში ცურდებოდა, სიმშვიდის წყვდიადში.
„გვანცა, გვანცა, გვანცა...“ კვლავ ეძახდა მისი სიკვდილის ანგელოზი.
ეღიმებოდა.
ბავშვივით ეღიმებოდა მის ხმაზე.



***
„ბოდიში“
მზის ბურთები აიძულებდნენ გამოფხიზლებას. სიცხის გორგალი ეკვროდა ზურგიდან და ფიქრობდა, რამ ჩამოიყვანა მზე დედამიწაზე. მერე გამოფხიზლდა და იგრძნო, ყველა მზის სხივი მასზე აკრულ სხეულში ჩაეშვა. მისკენ გადაბრუნდა. თვალებგახელილი ადევნებდა თვალს ყორნისთვალება.
-ანდრო... -ჩაიჩურჩულა გოგომ და ვაჟის ჩასისხლიანებულ თვალებს გაუსწორა მზერა.
ცხვირის წვერით ეხებოდნენ ერთმენთს. ვაჟს მკლავები მაგრად ჰქონდა მოხვეული მასზე. ყველა უჯრედით შეიგრძნობდა მასთან სიახლოვეს.
-გვანცა... -ხერხემალში ჟრუანტელად დაუარა მარმარილოს ხმამ. ვაჟს მზერა აემღვრა. აეზვირთა. ყორნისფერებში ცრემლები ჩაუდგა. -ბოდიში.
-არ გინდა, ანდრო -ლოყაზე აკოცა გოგომ. სითბო ჩაეღვარა სხეულში. დაფარა მისი შიგნეულობა. თავადაც სითბოს ასხივებდა. -შენი ბრალი არ არის, არა.
-იქ რომ დაგინახე... ხომ იცი გვანცა...
-ვიცი ანდრო, ვიცი. -გაიღიმა გოგომ. ტუჩთან ახლოს აკოცა ვაჟს. გააკანკალა ანდრეას. შიშისაგან და კიდევ სხვა გრძნობისაგან გააკანკალა. -მორჩა?
-დასრულდა. -წერტილი დაუსვა თავის ისტორიას, მტანჯველ წარსულს ვაჟმა და ტვირთი მოიცილა მხრებიდან, ცოდვა ჩამოიხსნა, რომელიც არასდროს ეპატიებოდა. სისხლი ჩამოირეცხა, რომელიც სამუდდამოდ ლაქად დარჩებოდა.
-სულ, ანდრო?
-სულ, გვანცა.

***
„დამალული ტკივილები“
მარიამთან, რომ შევიდა საბასთან ერთად იცინოდა რაღაცაზე. გაწითლებამდე იცინოდა.
თვალი ჰკიდა მეგობარს და ხელები გაიშვირა მისკენ.
-მოდი გვანცაა -გოგო მიეხუტა გვერდში ჩამოუჯდა და თავი დაადო. -საბა მიყვებოდა...
არ უსმენდა, უყრუებდა. მის დაფარულ ტკივილს სწავლობდა.
ტკივილს, რომელსაც აქრობდა, აქარწ....ბდა საბას სასაცილო ისტორიები.
ბიჭის ანთებული თვალები და მასში დამალული საკუთარი განცდები.
„სულ უნდა იღიმოდესო“ გაიფიქრა გოგომ.

***
„ატმისტუჩება“
მთაში წავიდნენ.
ცა ჩამოიქცა გზად.
არ შეშინებია.
მზემ პირი იბრუნა დილით.
არყის ბოთლითა და მარწყვებით იყო გაშლილი სუფრა.
ვისკი მარჯვნივ.
გაუღიმა და ტუჩებზე დააკვდა.
„ატმის გემო გაქვსო“ უჩურჩულა ვაჟმა
„შენ შოკოლადისო“ პასუხად გასცა გოგომ.
***
„შუაღამის სხივები“
მთის წვერზე, მდელოზე ისხდნენ. გარშემო ყვავილები აფეთქებულიყო. მათი სურნელი თავბრუს ახვევდა ოქროსთმიანს. მზის ჩამავალ გორგალს უყურებდნენ და ტკბებოდნენ. მალე შუაღამის სხივები გაბრწყინდებოდა.
წამიერად იგრძნო გოგომ, როგორ დაიძაბა ვაჟის სხეული. როგორ გამოეცალა საყრდენი და ახედა, საკუთარი ოკეანეები მიანათა მის ყორნისფერ თვალებს.
-გახსოვს, აქ ვიყავით მთის სახლში, რომ გითხარი, სულ ჩემთან ყოფნა არ მოგიწევს-მეთი!.. გაგიშვებ, გეფიცები, თუ მეტყვი, რომ წასვლა გინდა, გაგიშვებ. ისედაც საკმარისად დაიტანჯე, ჩემს გამო, ჩემი ცოდვების გამო.
გოგოს გარშემო დატრიალდა სამყარო. გულის რევის შეგრძნება გაეჩხირა ყელში. უკმაყოფილომ ახედა ვაჟს და წარბები შეკრა.
-ვერ მომიშორებ თავიდან, ხვდები?
გაიცინა ვაჟმა. მოეშვა.
ოქროსთმიანის მსუბუქი სხეული მიიხუტა და ატმის ტუჩებზე დაეკონა.
ჯიბიდან ალისფერი ხავერდით შეფარული ყუთი ამოაძვრინა და ოქროს ბეჭედი მოარგო ოქროსთმიანის თითს.
„მიყვარხარო“
ნიავმა მოიტანა და მანვე წაიღო ეს სიტყვა.


--------------------------------
იმედია მოგეწონებათ♥



№1 სტუმარი wero

აუუუუ ერთი ამოსუნთქვით წავიკითე. ეს რა იყო!? სააოცრად დამტვირთე ემოციებით. მინდა გითხრა რომ ძალიან კარგი ისტორია იყო.მადლობა შენ!

 


№2 სტუმარი სტუმარი Khatuna

მომეწონა, მართალია ბევრი სისხლი იყო, მაგრამ სხვანაირად წერთ, საინტერესოდ. ველი ახალ ისტორიებს. წარმატებას გისურვებთ.

 


№3 სტუმარი სტუმარი niniia

აუუ ძალიან მომეწონა ♥♥ძააან ლამაზი და კარგი იყო. სასწაულად წეეერ♥♥
გვანცას პერსონაჟი არის რაღაც ფენომენი !

 


№4  offline წევრი Tallue

scream scream სინაზე და სინატიფე ისტორიააა heart_eyes

 


№5 სტუმარი სტუმარი თაკო

ძალიან მომეწონა მალადეც და კიდევ ერთი კითხვა მაქვს სიძულვილის ესტრაქტი არ გაგრძელდება?ძალიან მომეწონა და საერთოდ ყველა შენი ისტორია საუკეთესოა,მალადეც

 


№6  offline წევრი დელირიუმი

ჩემი აღმოჩენა ხარ❤❤???? დღეიდან შენით ვარ შეპყრობილი ❤ საოცარი ისტორია იყო ძალიან ვისიამოვნე ❤ აუცილებლად წავიკითხავ შენს ყველა იატორიას

 


№7  offline მოდერი lemongiirl

wero
აუუუუ ერთი ამოსუნთქვით წავიკითე. ეს რა იყო!? სააოცრად დამტვირთე ემოციებით. მინდა გითხრა რომ ძალიან კარგი ისტორია იყო.მადლობა შენ!


პირიქით, ძალიან დიდი მადლობა თქვენ, რომ წაიკითხეთ და მოგეწონათ heart_eyes

სტუმარი Khatuna
მომეწონა, მართალია ბევრი სისხლი იყო, მაგრამ სხვანაირად წერთ, საინტერესოდ. ველი ახალ ისტორიებს. წარმატებას გისურვებთ.


მადლობა დიდი heart_eyes

სტუმარი niniia
აუუ ძალიან მომეწონა ♥♥ძააან ლამაზი და კარგი იყო. სასწაულად წეეერ♥♥
გვანცას პერსონაჟი არის რაღაც ფენომენი !


მადლობა და კი, გვანცა მეც ძალიან მომწონს heart_eyes

Tallue
scream scream სინაზე და სინატიფე ისტორიააა heart_eyes

მადლობაა heart_eyes heart_eyes

სტუმარი თაკო
ძალიან მომეწონა მალადეც და კიდევ ერთი კითხვა მაქვს სიძულვილის ესტრაქტი არ გაგრძელდება?ძალიან მომეწონა და საერთოდ ყველა შენი ისტორია საუკეთესოა,მალადეც

მადლობა დიდი, რაც შეეხება სიძულვილის ექსტრაქტს, ადრე დავწერე გაგრძელება, მერე წამეშალა და გული იმდენად ამიცრუვდა აღარ გამიგრძელებია,
აუცილებლად მინდა გაგრძელება ახლო მომავალში heart_eyes

დელირიუმი
ჩემი აღმოჩენა ხარ❤❤???? დღეიდან შენით ვარ შეპყრობილი ❤ საოცარი ისტორია იყო ძალიან ვისიამოვნე ❤ აუცილებლად წავიკითხავ შენს ყველა იატორიას

მადლობა და იმედია ისიამოვნებ♥
heart_eyes

 


№8 სტუმარი ციცინო დეიდა

ძალიან კარგი იყო. ყოჩაღ ავტორს!!!! იმედია უკეთესებსაც შემოგვთავაზებთ! გელოდებით!

 


№9 სტუმარი სტუმარი ნესტანი

რაღაც საოცრება იყო საინტერესო მომეწონა ძალიან სევდიანიც გიჟური სიყვარულ მეგობრობს თავი განწირვა რაღაც საოცარი ნაზავი იყო სითფი სინატიფე სინაზე რაც გინდა დაწვით უმაგრესი იყო მიმიზიდა ისე ემოციურად ვკითხულობდი ერთი ამოსუნთქვით წავიკითხე მადლობა წარმატებები ???????????? ველოდები ახალ ნაწარმოებს ????????

 


№10  offline წევრი Тамуна тамуна

აი ძალიან გამახარებ სიძულვილის ექსტაქტს თუ გააგრძელებ და კიდევ ერთხელ მადლობა ამ ლამაზი ისტორიებისათვის

 


№11 სტუმარი wero

სიძულვილის ექსტრაქს თუ გაგრძელებ ჩემზე
ბედნიერი ადამიანი არავინ იქნება. გთხოვბ!

 


№12  offline მოდერი Katerina.

რა მაგარი ხარ!

 


№13 სტუმარი სტუმარი მარიამი

როგორ, ლამაზად წერ. საოცარი ისტორია იყო❤️❤️

 


№14  offline მოდერი lemongiirl

ციცინო დეიდა
ძალიან კარგი იყო. ყოჩაღ ავტორს!!!! იმედია უკეთესებსაც შემოგვთავაზებთ! გელოდებით!

მადლობაა♥♥

სტუმარი ნესტანი
რაღაც საოცრება იყო საინტერესო მომეწონა ძალიან სევდიანიც გიჟური სიყვარულ მეგობრობს თავი განწირვა რაღაც საოცარი ნაზავი იყო სითფი სინატიფე სინაზე რაც გინდა დაწვით უმაგრესი იყო მიმიზიდა ისე ემოციურად ვკითხულობდი ერთი ამოსუნთქვით წავიკითხე მადლობა წარმატებები ???????????? ველოდები ახალ ნაწარმოებს ????????

მადლობა დიდი, იმედია იქნება ახლებიც♥♥

Тамуна тамуна
აი ძალიან გამახარებ სიძულვილის ექსტაქტს თუ გააგრძელებ და კიდევ ერთხელ მადლობა ამ ლამაზი ისტორიებისათვის

პირიქით მადლობა რომ წაიკითხე, სიძულვილის ექსტრაქტს უნდა გადავხედო აუცილებლად♥

wero
სიძულვილის ექსტრაქს თუ გაგრძელებ ჩემზე
ბედნიერი ადამიანი არავინ იქნება. გთხოვბ!

ვეცდები ძაალიან♥

ჰებე
რა მაგარი ხარ!

მადლობააა♥

სტუმარი მარიამი
როგორ, ლამაზად წერ. საოცარი ისტორია იყო❤️❤️

დიდი მადლობა♥

 


№15 სტუმარი სტუმარი ნინა

სიზულვილის ექსტრაქტის მეორე ნაწილი რატომ არ დევს ?გული დამწყდა რომ დავრჩი გაუგებრობაში და მეორე ნაწილი ვერ ვნახე

 


№16  offline წევრი TamoTi

ვაიმე სასწაული იყო ნამდვილად,წერის სტილიც ისე მომეწონა❤️❤️ერთ ერთი ფავორიტია უდავოდ❤️❤️

 


№17  offline მოდერი lemongiirl

Tamuna Gogaladze
ვაიმე სასწაული იყო ნამდვილად,წერის სტილიც ისე მომეწონა❤️❤️ერთ ერთი ფავორიტია უდავოდ❤️❤️

ძალიან დიდი მადლობააა heart_eyes

სტუმარი ნინა
სიზულვილის ექსტრაქტის მეორე ნაწილი რატომ არ დევს ?გული დამწყდა რომ დავრჩი გაუგებრობაში და მეორე ნაწილი ვერ ვნახე

აუცილებლად დავდებ მეორე ნაწილს, როდესაც მოვრჩები მუშაობას ნაწარმოებზე, ასე გაურკვევლობაში არ დაგტოვებთ♥

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent