შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სასრულეთი (თავი 20)


8-11-2020, 21:22
ავტორი Impermeable
ნანახია 2 497

• «შენ დამპირდი, რომ სიცოცხლის დასასრულამდე გეყვარებოდი», — აცხადებს შეურაცხყოფილი მხარე, თითქოს იგი მრავალდოლარიანი თამასუქი იყოს, წარდგენისთანავე რომ ამოიგება.
ჯეკ ლონდონი

***

XX თავი

სახლი ტყის პირას

გაგრძელება.


დავუდი


არ გასულა დიდი ხანი და ტელეფონზე ზარი გაისმა, საქართველოს ნომერი იყო. გული საგულედან კიდევ ერთხელ ამოხტა და სადღაც ქუსლებქვეშ გაიპარა, სანამ ვუპასუხებდი.

- ალო. - ტელეფონის მეორე ხმა დუმდა.

- ლეა მე ვარ, დავუდი ვარ, ვერ წარმოიდგენ როგორ გამახარე...- კიდევ ვაპირებდი საუბარს მაგრამ მობილურის მეორე ბოლოდან არაამქვეყნიურმა ღრიალმა ყურთასმენა დაახშო.

- შე ახვარო, როგორ ბედავ ლეას ხსენებას, ვინ აგდიხარ საერთოდ რომ ჩემს ცოლს წერ. - ქართული გინება ვიცანი ალაგ-ალაგ თუმცა მიჭირდა სიტყვების გარჩევა მივხვდი, რომ სანდრო ურთმელიძე იყო.

- ლეა სად არის, რამე დაუშავე, იცოდე ჩემი ხელით დაგაკლავ, თუ ლეას თმიდან ერთი ღერიც კი ჩამოუვარდება. - არანაკლებ განრისხებულმა მივუგე...

- ლეა კარგადაა და ის თაფლობისთვე, რომელიც შენი აკვიატებებით ჩაგვიშალე ახლა მოვიწყეთ. ლეამ მთხოვა რომ შენთვის დამერეკა და მასთან კავშირი ამეკრძალა. შენი დანახვაც არ უნდა.

- არ მჯერა, მატყუებ, ლეას რა უყავი, ახლავე მაჩვენე. იცოდე მიწიდან ამოგთხრი და მაინც გიპოვით.

- ჰეი არაბო, ტყუილად ნუ იმუქრები. ეგრე შენს ბედუინებს აუხსენი. თუ არ გჯერა ვაიბერში გამოგზავნილი სურათი ნახე. ახლა სწორედ იქ ვართ, სადაც სულ ვოცნებობდით გაგვეტარებინა შემოდგომის წვიმიანი დღეები. ჰო, მართლა, სულ დამავიწყდა. აქ ჩამოსვლაზე არც კი იოცნებო, შენს წინააღმდეგ უკვე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული ადამიანის გატაცების მუხლით, აეროპორტში ფეხის დადგმას ვერ მოასწრებ, რომ ეგრევე აგიყვანენ და იქ ჩაეყუდები სადაც შენნაირი გამტაცებლების ადგილია. ვიცი რომ ქართული ყველაფერი გიყვარს, იმედია მაგ სიფათითაც სიამოვნებით გახეხინებენ საკნის კედლებს. ჰო მართლა, შეგიძლია გაიკითხო, როგორ ექცევიან ჩვენთან ციხის მაყურებლები სხვის ცოლზე მონადირე ურჯულოებს.

- შენი დედაც... აუცილებლად დავიხსნი ლეას შენგან, დავუდი არ ვიყო, თითოეული სიტყვა თუ არ განანო... სამწუხაროდ არ დამცალდა საკადრისი პასუხი გამეცა, გაბმულმა ზუმერმა მანიშნა, რომ კავშირი დასრულებულიყო. მაშინვე ვაიბერში შეტყობინება მოვიდა. გავხსენი და ელდა მეცა. ეს მძინარე შიშველ ლეასთან პოზირებდა. გამწარებულმა მოვისროლე ტელეფონი, სწორედ ისე დაიშალა მარტივ მამრავლებად კედელს მინარცხებული მობილური, როგორც ამ წამს ჩემი გული იყო. თითქოს ჩვენს სიყვარულს ჯალათი სანდრო ურთმელიძე ნაკუწ ნაკუწ ანაწევრებდა და დედამიწის სხვადასხვა კუთხეში არსებულ უფსკრულებსა და აბობოქრებულ ვულკანებში აგდებდა, რომ ვერასდროს მოგვეხერხებინა გამთელება, შეერთება და ერთ არსად ქცევა. არ დავუშვებდი რომ შეიტანს გაემარჯვებინა. აუცილებლად ვიპოვიდი ლეას, ჯოჯოხეთშიც რომ მალავდეს....

ოფისიდან გარეთ გავვარდი, მერიემი დამფრთხალი კნუტივით მიყურებდა შეშინებული. საკუთარ ხმას და ქცევებს ვერ ვაკონტროლებდი. ვიცოდი, რომ ჩემი არაადეკვატურობით ვაშინებდი, მაგრამ მაგაზე ფიქრის არც დრო იყო და არც ადგილი.

- ტელეფონი, ჩქარა, შენი ტელეფონი მომეცი.

- დავუდ რა გჭირს, მშვიდობაა? ნილაის ხო არ დაემართა რამე? - დაბნეულობისგან ხელები უკანკალებდა მერიემს.

- ნილაის არა, ლეას, ლეას დაემართა. - ხელიდან ლამის გამოვგლიჯე ტელეფონი და დავიღრიალე:

- ახლავე დაჯავშნეთ ბილეთი თბილისამდე, პირველივე რეისი და სასწრაფოდ ჩემს კაბინეტში გაჩნდით, ახლავე !!!



***

ლეა

უაზროდ მივჩერებოდი ხის ჭერს და მასზე არსებულ სიმრგვალეებსა და ლაქებს ვითვლიდი. სწორედ ასე თუ შევძლებდი, რომ ფიქრისგან არ გავგიჟებულიყავი. წიგნის წაკითხვის არც დრო იყო არც სურვილი გამაჩნდა, მაგრამ ისიც ვიცოდი, რომ ალესანდრო თუ რაიმეს დაიჟინებდა, აუცილებლად აასრულებდა. აქედან გაღწევის ჩემი ოქროს ბილეთი კი სწორედ ამ წიგნზე გადიოდა.

უღიმღამოდ გადავშალე და კითხვა დავიწყე. თავიდან დიდი ვერაფერი, ტიპური რომანი მეგონა, მაგრამ ყველაფერი ნელ-ნელა ცხადი გახდა და ალესანდროს მინიშნებაც, როცა ნაწარმოებში ივან გრეჰემი გამოჩნდა. დიკ და პაოლა ფორესტების სიყვარულით სავსე ოჯახში წარღვნა იწყება მაშინ, როცა მათ სახლში ეწვევათ დიკის ძალიან კარგი მეგობარი ივენ გრეჰემი.

ივენი თავიდანვე მოიხიბლება პაოლათი, მაგრამ მისთვის ამის თქმას ვერ ბედავს. ცოტა ხანში მიხვდება, რომ პაოლასაც უყვარს იგი. აღსანიშნავია, რომ მათი სიყვარულის შესახებ ყველაფერს ხვდება დიკი, მაგრამ არც ერთს არაფერს ეუბნება და დარდს გულში იკლავს. მართალია, ხედავს, თუ როგორ გახდა პაოლა მის მიმართ გულგრილი, მაგრამ არაფერს ამბობს.

პაოლას ივენი უყვარს, მაგრამ უყვარს დიკიც. ერთი შეხედვით შეუძლებელია ასე, რომ იყოს, მაგრამ პაოლა მათ შორის არჩევანს ვერაფრით აკეთებს, რადგან ორივე ერთნაირად უყვარს. ახლა ყველაფერი გასაგებია. ალესანდრო აეროპორტიდანვე ყველაფერს ხვდებოდა. ხვდებოდა რომ კაცი, რომლის გვერდიდაც ვიდექი, ჩემი გულის მეორე ნახევრის მფლობელი იყო. ხვდებოდა და დუმდა, დუმდა და ამ დუმილით მეც მტანჯავდა. როგორ ახლოს იდგა პაოლას პერსონაჟი ჩემთან, თითქოს ჩემი გულის ნადები გადმოეტანა ავტორს ფურცლებზე.

„სამყარო სამარადისო იდუმალებაა. ჩემთვის პირადად, ადამიანური სინდისი იმაზე დიდ იდუმალებას არ წარმოადგენს, ვიდრე ქიმიური რეაქცია, რომლის წყალობითაც სრულიად ჩვეულებრივი წყალი წარმოიშობა. თუ დამეთანხმებით, რომ ეს ბუნების უდიდესი საიდუმლოა, მაშინ უფრო რთული ბუნების მოვლენები იდუმალების ელფერს დაკარგავენ. ეს სრულიად მარტივი ქიმიური რეაქცია იმ აქსიომათა მსგავსია, რომელზედაც დასაბამიდან დღემდე გეომეტრიული მეცნიერების უდიდესი ნაგებობაა აღმართული. მატერია და ძალა — აი, სამყაროს მარადიული იდუმალება. ისინი თავს იჩენენ სივრცისა და დროის საიდუმლოებაში. რა თქმა უნდა, თვით მოვლენა იდუმალებად არ ჩაითვლება, იდუმალი მხოლოდ მისი პირველადი საწყისებია — მატერია და ძალა, და შემდეგ — ამ მოვლენათა გავრცელების არე — დრო და სივრცე“

ანუ შესაძლებელია რომ ერთი შეხედვით კარგი ადამიანებიც დადგნენ არჩევანის წინაშე, სასიყვარულო სამკუთხედი კი ამქვეყნიურ განსაცდელთაგან ერთ-ერთი ყველაზე საშინელი არჩევანის წინაშე გაყენებს, რომლის ორივე განაჩენიც არ სიკეთეა და არც ბოროტება, მაგრამ ვიღაცას აუცილებლად ტკენს, ტკენს მთელი სიმძაფრით. თითქმის არ არსებობს სამკუთხედი, რომელში ერთი მხარე მაინც არ იტანჯება, მაგრამ უმეტესწილად ის საუკუნო სატანჯველს უმზადებს მასში ჩართულ ყველა მხარეს, სამკუთხედის ყველა ბოლოს, და თუ პაოლას სამკუთხედი ტოლფერდა იყო და თანაბრად უყვარდა როგორც დიკი, ასევე გრეჰემი, ჩემი სამკუთხედი აქაც კი ეწინააღმდეგება ხოლმე ბუნების ყოველგვარ კანონზომიერებას. მეტიც, ჩემი სამკუთხედი არაწესიერია, რომლის უდიდესი გვერდი სწორედაც რომ დავუდს დაეჭირა, ალესანდროსაც ჰქონდა თავისი წილი სიყვარული, მაგრამ ეს სიყვარული გამყარებული იყო სულიერი მეგობრობით, რომელიც სრულებითაც კი განსხვავდებოდა ქალ-ვაჟური სიყვარულიდან.

ნეტავ ფურცელი და კალამი მქონდეს, რომ ჩემი ფიქრები ფურცელს მაინც გავუზიარო. სწორედ ახლა, ამ მომენტში გავიაზრე, რომ არცერთი ჩემი მეგობრისთვის არ მითქვამს არაფერი. ნეტავ მეთქვა, ნეტავ საკუთარი სინდისისა და სირცხვილის ხმა ჩამეხშო და გაკიცხვის შიშის მიუხედავად, გულწრფელად გადამეშალა გული. ვინ იცის, იქნებ ყველაფერი რომ ცოდნოდათ, ძებნაც კი დაეწყოთ ჩემი, ან საერთოდაც რომელიმეს სახლში გადავბარგდებოდი დროებით და გულს ვიოხებდი ტირილით სანამ დავუდს არ დავუკავშირდებოდი.

ეჰ ნეტავ დროის დაბრუნება შემეძლოს, არა მხოლოდ ამ ბოლო დღეებისდროინდელ გადაწყვეტილებებს შევცვლიდი, არამედ წლების წინანდელსაც. აუცილებლად გამოვიყენებდი შანს, რომელიც განგებამ საკუთარ დაბადების დღეზე, სეიდაბადში მიბოძა. ხელს ჩავჭიდებდი დავუდს, და მის ძლიერ გულ-მკერდს მიყრდნობილი ვივლიდით აბანოთუბანში. მაშინ აღარც ალესანდრო იქნებოდა, და საკუთარი სინდისის წინაშეც სუფთა ვიქნებოდი, მაქსიმუმ ოჯახთან მომსვლოდა დაპირისპირება სხვა რჯულის კაცს, რომ ავირჩევდი ცხოვრების მეგზურად, მაგრამ დავუდი თავისი ხიბლით, სიდარბაისლითა და გალანტურობით უმალვე სამუდამოდ მოიგებდა მათ გულებს და ქართულ წარმომავლობასაც სიამაყით გაუსვამდა ხაზს. ახლა კი ვინ ვარ? დარწმუნებული ვარ ყველას თვალში, ვინც ჩემს ისტორიას მოისმენს, ერთი მოღალატე სიძვის სურვილებს აყოლილი ქალი ვარ, რომელსაც აღმოსავლურმა ზღაპარმა შარბათივით დაახვია თავბრუ და ერთგული მეუღლის სიყვარული არად ჩააგდო. დაე, ვიყო მოღალატე. და მესროლოთ ტალახი, მზად ვარ ყველაფერი ავიტანო, ოღონდ წუთით მაინც დავინახო დავუდი ან გავიგო, რომ მას ყველაფერი კარგად აქვს.

ფიქრებიდან კარის საკეტის ხმამ გამომიყვანა და შეჭმუხნული სახით გადავდე წიგნი ტუმბოზე. მხოლოდ ნახევრამდე ძლივს მივედი.
ალესანდრო კმაყოფილი ჩანდა.

- ყოჩაღ, კარგად მიდიხარ. აბა, რას მეტყვი ძვირფასო მეუღლევ, ამოხსენი ჩვენი ამოცანა?

- ყველაფერი იცოდი, თავიდანვე იცოდი და დუმდი. რატომ? რატომ მტანჯავდი და თავსაც იტანჯავდი?

- ოოჰ, როგორც ჩანს ლოგიკური აზროვნება ისევ გიჭრის. ანუ უნარებსაც შესანიშნავად ჩააბარებდი, ისევ რომ გადიოდე. ერთადერთი ცხოვრებისეულ უნარებში ჩაიჭერი, ლეა.

- გეყოფა ქარაგმები. ვერ ხვდები, რომ ასე თავსაც იტანჯავ და მეც მტანჯავ? ვიცი, რომ დამნაშავე ვარ, მაგრამ ამით ცხოვრებას ინადგურებ. ყოველდღიურად შენივე ხელით კლავ იმ ალესანდროს, ოდესღაც რომ მიყვარდა.

- ჰმ, ოდესღაც- სიმწრით ჩაიცინა. შენ იმასაც მეტყვი, რომ მეგობრებად დავრჩეთ ხო?

- კი, იდეალური გამოსავალი ეგაა. ვიცი, რომ ახლა შენთვის სრულიად წარმოუდგენელ რაღაცას ვამბობ, სულ ცოტა ხნის წინ მეც ეგრე ვფიქრობდი. ვერ წარმომედგინა ცოლ-ქმარი რომ შორდებოდა და მეგობრებად რჩებოდნენ, მაგრამ შენ ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი ხარ ალესანდრო, არ მინდა დაგკარგო, ისევე, როგორც არ მენდომება საუკეთესო მეგობრისა ან ოჯახის წევრის დაკარგვა,--- ჩემი აღსარება ჩემმავე ცრემლებმა გააფორმა.

- ესე იგი მეგობრებად არა?- სახეზე იმდენად ბევრი ემოცია აესახა ერთდროულად, რომ გულწრფელად ვერ ამოვიცანი მისი სიტყვების უკან რა იდგა.

- ჰო მეგობრებად.



№1  offline წევრი svien

au ogond dzaladoba ara ra:(((..male dade gtxoc❤❤

 


№2  offline წევრი ვიპნი

მე მგონი ალესანდროს გაბოროტებისკენ მივდივართ,არადა ძალიან მომწონდა ეს პერსონაჟი,ერთადერთი დადებითი იყო აქამდე .

 


№3  offline წევრი Impermeable

ვეცდები მალევე დავდო <3 ადრევე ვთქვი რომ ისტორიის გარკვეული ასპექტები რეალობიდანაა აღებული, ყველა პერსონაჟი პირველ რიგში ადამიანია, ადამიანები კი შეცდომებს უშვებენ, მაგრამ ამავე შეცდომის საზღაურსაც იღებენ ხოლმე <3

 


№4 სტუმარი სტუმარი ნესტანი

აუ ეს რა იყო შოკი ასეთი გაბოროტებული ალექსანდრო არადა მეცოდებოდა თავიდან და მაგის მხარეს ვიყავი როცა გიყვარს უნდა ტანჯო ვერ გავიგე, ველოდები ახალ თავს მადლობა წარტებები ????

 


№5  offline წევრი Impermeable

სტუმარი ნესტანი
აუ ეს რა იყო შოკი ასეთი გაბოროტებული ალექსანდრო არადა მეცოდებოდა თავიდან და მაგის მხარეს ვიყავი როცა გიყვარს უნდა ტანჯო ვერ გავიგე, ველოდები ახალ თავს მადლობა წარტებები ????


მადლობა შეფასებისთვის kissing_heart

 


№6 სტუმარი ატბ

სისულელე არ ქნას, ნუ შეგვაძულებ ალესანდროს გთხოვ რა :(

 


№7  offline წევრი Impermeable

ატბ
სისულელე არ ქნას, ნუ შეგვაძულებ ალესანდროს გთხოვ რა :(

არ შეგძულდებათ <3 kissing_heart

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent