უკანასკნელი კოცნა (3 თავი)
დათოს დაბადების დღის წვეულება იმაზე განსაკუთრებული და გრანდიოზული აღმოჩნდა ვიდრე მე წარმომედგინა, კარგად მოახერხა საკუთარი ძალაუფლების და ფულის დემონსტრირება, მეც კი ავღფრთოვანდი ამ ყველაფრით -მარიამ მეტი აღარ დალიო-მითხრა ბუზღუნით თათიამ -ორჭიქიანს ვგავარ?-ვეუბნები სიცილით და მეხუთე ჭიქა წითელ ღვინოს ვცლი -მარიამ ისე ნუ იზავ სასტუმროში მე და ტაქსის მძღოლმა მიგიტანოთ -მეუბნება ისევ ბუზღუნით -შენ კი ისე ნუ იზავ რომ საბოლოოდ ჭკუიდან გადაიყვანო დათუნა და ამაღამ...-გაცეცხლებული თათია პირზე ხელს მაფარებს და უფლებას არ მაძლევს წინადადენა დავასრულო -მარიამ ბევრს ლაპარაკობ-თვალებს მიბრიალებს და ტუჩებთან მიტანილ ჭიქას მაცლის ხიდან -შენ კი ბევრს ეცეკვები დათუნიას -მერე რა? ასხვებსაც ეცეკვა -თათია რა სულელი ხარ-გიჟივით ვიცინი და მიმტანს ვაცლი სინიდან ორ შამპანურის ჭიქას, თათია გაოცებული მიყურებს -დალიე-ხელში ვაჩეჩებ -არ მიკვდები ერთ ჭიქაში -ვეუბნები სიცილით და შამპანურს ერთი მოყუდებით ვცლი -მარიამ მთვრალი ხარ-თვალებს მიბრიალებს და ჭიქას მაგიდაზე დებს ხმაურით თან ხელს არ უშვებს -მერე რა? აქ გასართობად მოვედით-ვამბობ ხმამაღლა და ჭიქას ვაცლი ხელიდან -მეტი აღარ დალიო გთხოვ-მეუბნება ხვეწნით და მეც მაგიდაზე ვაბრუნებ ჭიქას -კარგი ხო-ვეუბნები უკმაყოფილო სახით -თათია -დათო გვიახლოვდება და თათიას მაჯაში ავლებს ხელს, ისე მოულოდნელად რომ თათია ფრთხება -ვიცეკვოთ?-ეკითხება დათო თან მიჰყავს დაბნეული თათია, მოცეკვავაე წყვილებშორის დგებიან და მოულოდნელად შუქი ქრება, რა ჯანდაბა თათიას მოტაცებას აპირებს? ვფიქრობ და მოულოდნელად ისევ ინთება შუქი მაგრამ ძალიან მკრთალი ნათებაა თან მხოლოდ მათ თავზე, თათიას წელზე ხელი აქვს შემოხვეული დათოს და ხელში მიკროფონი უჭირავს, ყველა გაოცებულები შევყურებთ მათ და მოულოდნელად დათო იწყებს სიმღერას, რა ჯანდაბაა? თათიას უმღერის? მეჩვენება თუ მართლა თათიას უმღერის? ღმერთო ჩემო თათიას მიუძღვნა... მეც კი გავოცდი, ჯერ საერთოდ ის გამიკვირდა რომ მღერის და მერე ის რომ ასე საჯაროდ თათიას მიუძღვნა ასეთი რომანტიული სიმღერა, თათიას ვუყურებ და მეღიმება მის რეაქციაზე, გაფართოებული თვალებით დგას და უყურებს მომღერალ დათოს, მგონი შოკშია, ვერ იჯერებს რომ მას ეძღვნება ეს საღამოც და სიმღერაც, სულ ვაფრთხილებდი მაგრამ არ მიჯერებდა, ვერ წარმოედგინა რომ დათოს შეიძლებოდა თავისი რესტორნის მიმტანი მოწონებოდა, ვერ იჯერებდა რომ ასეთი განსაკუთრებული და კარგი იყო და აი ასე საჯაროდ და მოულოდნელად ფაქტიურად გრძნობებში გამოუტყდა ეს იდიოტი, თავიდან მეც კი მეპარებოდა ეჭვი, მეგონა მხოლოდ ახირება იყო მისთვის თათია და უბრალოდ მისი შებმა უნდოდა, ამიტო დასტრიალებდ ათავს, მეგონა რომ მისთვის გასართობი იყო პატარა გოგო მაგრამ მან ისეთი რომ გააკეთა რომ ყველა ეჭვი გააქარწყლა... სიმღერის დასასრულს თათიას თვალებძი ჩააცქერდა და რაღაც უთხრა, დარწმუნებული ვარ რომ სიყვარული აუხსნა და ამიტომ გაშტერდა თათია. ამ ყველაფერმა მეც ისე ამაღელვა რომ კიდევ დავლიე ერთი ჭიქა და გარეთ გამოვედი მოსაწევად. -მარიამ წავიდეთ აქედან-თათია მომვარდა და მკლავში ხელი წამავლო -რა ხდება?-ვეყურებ დაბნეული -დათომ სიყვარული ამიხსნა -რაა -წამოდი -ფაქტიურად ქუჩაში ძალით გამიყვანა -თათია-დათოს სასოწარკვეთილი ხმა მოგვესმა და ორივე ადგილზე გავშეშდით -დათო ძალინ გთხოვ ახლა ლაპარაკი არ შემიძლია -თათია მე შენ მართალა ძალიან მიყვარხარ-ამბობს დათო და პირდაპირ თვალებში იყურებს, აი ისეთი საშინლად ზედმეტი ვარ აქ ამ სიტუაციაში რომ არ ვიცი რა გავაკეთო -დათო მე... გთხოვ ამაზე სხვადროს ვილაპარაკოთ -თათია-დათოს ხმაში ხვეწნა და მუდარა იგრძნობოდა -გთხოვ ახლა არა-თათია სულ კანკალებს -კარგი-დათო ძალას აღარ ატანს და კარგახნის სიჩუმის მერე ამბობს -სასტუმროში წაგიყვანთ დამელოდეთ- და უკან ბრუნდება ეზოში, რამდენიმე წამში თავის პორშეთი გვიახლოვდება, თათია ძალიან იძაბება -ნუ გეშინია არ მოგვიტაცებს, ჩემთან ერთად ნამდვილად არ მოგიტაცებს-ვეუბნები სიცილით და მანქანაში პირველი ვჯდები, მერე თათიაც ჯდება -მაგარი წვეულება იყო-ვეუბნები უხერხული სიჩუმის გასაფანტად -ძალიან ვეცადე-ამბობს ჩავარდნილი ხმით -ბოლო ნაწილი განსაკუთრებით-თათიას ვუყურებ განზრახ რომელიც მაშინვე მკლავზე მჩქმეტს -ააუ მეტკინა-ვყვირი ტკივილისგან გამწარებული -ყველფერი თათიასთვის გავაკეთე-სარკიდან გამოხედა თათიას რომელიც თითებს იწვალებს და თავს ჯიუტად არ სწევს -შენები ალბათ არ მოელოდნენ ამას-მეც არვიცი ასე რამ გამათამამა, თათია თვალებს მიჭყეტავს -ყველაფერი იციან დიდი ხანია მაგრამ... წინააღმდეგობას მიწევენ -და შენც ფაქტის წინაშე დააყენეისინიც და თათიაც-ვაუბნები გაბრაზებული -იმიტომ რომ არც ისინი მისმენდნენ და არც თათია მაძლევდა უფლებას რომ... -საკმარისია-ბრაზდება თათია-ამ თემაზე ლაპარაკი აღარ მინდა-ამბობს გაცეცხლებული და ორივე ვჩუნდებით. მანქანიდან როგორცკი გადავედით მე და თათიას მაშინვე გავიხადე ჩემი თორმეტ სანტიმეტრიანი ქუსლიანები და ფეხშიშველი შევედი სასტუმროში, დავაიგნორე ყველას გაოცებული მზერა და ამაყად ავიარე კიბეები -სულ გაგიჟდი ხო?-უკან ბუზღუნით მომყვება თათია -შენ ჯობია იმაზე იფიქრო რაც დღეს მოხდა-კიბეებზე ვჩერდები და ერთი საფეხურით დაბლა მყოფ თათიას დავყურებ -დათო სიყვარულში გამოგიტყდა საჯაროდ, ეს განზრახ გააკეთა რომ აწი აღარავის არ შეეპაროს ეჭვი, განსაკუთრებით შენ მის გულწრფელ გრძნობებში, ეს იმას ნიშნავს რომ მორჩა თავს აღარ დაგანებებს! ახლა ჯერი შენზეა ან ჰო ან არა! გადაწყვეტილება უნდა მიიღო! კარგად დაფიქრდე და გადაწყვიტო გინდა თუ არა ეს ადმიანი! თუ არ გინდა, ძალიან ძლიერი უნდა იყო რომ მის ზეწოლას და კუდში დევნას გაუძლო! რადგან ის შენზე უარს არ იტყვის! თუ გინდა მასთან ყოფნა კარგად უნდა დაფიქრდე რომ მერე არ ინანო! -ახლა არავისზე და არაფერზე ფიქრის თავი არ მაქვს-მატყუებს -დაგიჯერე აბა რა -ვიცინი მე -დარწმუნებული ვარ მთელი ღამე დათოზე ფიქრში გაათენებ -უიმეე-ბუზღუნებს და კებეებზე ადის, ნომერში შევდივარ თუარა ეგრევე საწოლზე ვწვები და ვითიშები. საშინელი თავის ტკივილით გავიღვიძე დილით და გაბრუებული ავდექი, მაგარი ყავა გავიკეთე და აივანზე გავედი, სიგარეტის რამდენინე ღერი მოვწიე ზედიზედ და ყავა დავაყოლე მაგრამ მაინც ვერ მოვიშორე თავის ტკივილი ამიტომ სანაპიროზე გასეირნება გადავწყვიტე. თორნიკეს მოსაცმელი მოვიცვი, კედები ჩავიცვი და სასტუმროდან გავედი, სანაპიროსკენ ავიღე გეზი, მითუმეტეს რომ დილის ექვსი საათი იყო და კაციშვილის ჭაჭანება არ იყო არსად, კედები გავიხადე და ნაპირზე დავდექი ისე რომ ბობოქარი შავი ზღვის ლურჯი ტალღები სულ ოდნავ მეხებოდა დროდადრო შიშველ ფეხებზე, ისეთი ცივი იყო წყალი რომ ყოველ შეხებაზე მაჟრიალებდა მაგრამ მაინც ჯიუტად არ გამოვდიოდი -ჩემზე ფიქრმა არ დაგაძინა?-მესმის ზურგსუკან თორნიკეს ხმა და მაშინვე სასიამოვნი ჟრუნტელი მივლის მთელს სხეულში, გული გამალებით იწყებს ცემას ვგრძნობ როგორ მიდუღდება ძარღვებში ცხელი სისხლი -თავის ტკივილმა -ისე ვამბობ რომ მისკენ არ ვტრიალდები -ანუ გინდა მითხარ რომ ჩემზე საერთოდ არ ფიქრობდი?-დამიჩურჩულა ყურთან ახლოს და დამფრთხალი მაშივე მისკენ მივტრიალდი, მისმა დანახვამ საშინლად იმოქმედა ჩემზე, წამის მეასედში სუნთქვა ამიჩქარდა და თითები ამიკანკალდა -მარიამ-თორნიკე მომიახლოვდა და თვალებში ჩამაცქერდა, მიხვდა დაბნეული რომ ვიყავი და ისარგებლა ამ მომენტით -აი მე კი შენზე ფიქრი თავიდან ვერ მოვიშორე-მეუბნება ჩავრდნილი ხმით და სახეზე ჩამოყრილ თმას ყურსუკან მიწევს, ისეთი სასიამოვნო მისი შეხება რომ საერთოდ არ მაქვს სურვილი უკან დავიხიო და მისი ცივი თითები ჩემს სახეს მოვაშორო, მაგრამ ვერ ვიჯერებ რომ ის აქაა, რომ ჩემთანაა და თვალებს მაგრად ვხუჭავ -არ გეჩვენები-ჩურჩულებს ზედ ჩემს ტუჩებთან და მაშინვე თვალებს ვახელ, ისე ახლოს დგას ჩემთან რომ უმალ სუნთქვა მიწყდება და გული მიჩერდება, რატომ მოქმედებს ასე ძალიან მისი სიახლოვე ვერ ვხვდები, ასე რატომ მაბნევს და მაბედნიერებს ყოველთვის მისი შეხება? საკუთარ თავთან ლაპარაკს ვწყვეტ როცა მის სახეზე ირონიული ღიმილი კრთება, მაშინვე გონს მოვდივარ და უკან ვიხევ რამდენიმე ნაბიჯით -რა გინდა რატომ მოხვედი?-ვეკითხები გაცეცხლებული და ზურგს ვაქცევ, გული მწყდება რომ ეს სასიამოვნო თავის დაკარგის მომენტი არ შემარგო -ჩემი მოსაცმელის წასაღებად მოვედი-ისე სერიოზულად მეუბნება რომ მისკენ ვბრუნდები გაოგნებული და ვუყურებ მკვლელი მზერით, მას სიცილი აუტყდება ჩემი სახის შემხედვარეს, მეკი უფრო მეტად მეშლება ნერვები, კარგახანს ვერ ვიაზრებ რომ უბრალოდ ჩემს ნერვებზე თამაშობს, ამიტომ ვიხდი მის მოსაცმელს და ხელებში ვაჩეჩებ -წაიღე არ მჭირდება-ვეუბნები გაღიზიანებული ტონით და მოსაცმელიდან ჩემს სიგარეტს და სანთებელას ვიღებ, მაშინვე ვიღებ ერთ ღერს და ნერვიულად ვუკიდებ, თორნიკე ისევ ისე დგას და იღიმის -გული დაგწყდა?-მეუბნება ძლივს შეკავებული სიცილით, მე ვერ ხვდები რას გულისხმობს და პირდაპირ თვალებში ვუყურებ დაბნეული -ჩემი მოსაცმელის წასაღებად რომ მოვედი და არა შენს სანახავად -მიხსნის მშვიდი ტონით -არა იდიოტებისგან არაფერი არ მწყინს-ვეუბნები ჯერისევ გაღიზიანებული ტონით -მაშინ რატომ ხარ გაბრაზებული და ნაწყენი?-არ მეშვება -საკუთარ თავზე დიდი წარმოდგენა გაქვს-ვბრაზდები მე, კედებს ვიცმევ და აკანკალებული მივდივარ სასტუმროსაკენ -მარიამ-გამომეკიდა და გზა გადამიღობა -გამატარე-ვცადე გვერდი ამექცია მისთვის მაგრამ ისევ წინ გადამიდგა -მარიამ-ღიმილი შეეპარა ტუჩის კუთხეში და თავის მოსაცმელი მომახვია რადგან სიცივისგან თუ ნერვიულობისგან ერთიანად ვკანკალებდი, მე წინააღმდეგობა გავუწიე მაგრამ გასაქანი არ მომცა და მკლავებში მომიმწყვდია, მე ავხედე და თვალებში ჩავაცქერდი ჯიუტად -მარიამ-ცხვირის წვერით სულ ოდნავ შემეხო შუბლზე და თვალები დახუჭა, მხოლოდ ერთს ვთხოვდი ღმერთს აქვე ამ წამს გული არ წამსვლოდა მისი სიახლოვით თავგზააბნეულს -უშენობა არ შემიძლია-ჩერჩულებს ზედ ჩემს ტუჩებთან თვალებს ახელს და დაჟინებით მაჩერდება ჭაობისფერი ამღვრეული სფეროებით, ვგრძნობ როგორ დუღდება ძარღვებში ცხელი სისხლი და როგორ მიექანება მთელს სხეულში მაშინვე მიჩქარდება გულისცემა და სუნთქვა მიხშირდება, ვცდილობ აზრებს თავი მოვუყარო და თავი არ დავკარგო მაგრამ არაფერო გამომდის, საერთოდ ვერაფერზე ვერ ვფიქრობ ახლა -თორნიკე-მგონია რომ ვამბობ მის სახელს სინამდვილეში კი ძლივს გასაგონად ვჩურჩულებ -თბილისში შევხვდებით-მეუბნება ისე რომ თვალს არ მაშორებს და მოულოდნელად ცხელ ტუჩებს საფეთქელზე მაწებებს, რაღაც იცნაური სასიამოვნო მუხტი მთელს სხეულში მივლის და სანამ აზრზე მოვალ ხელს მიშვებს და ქრება ისე თითქოს არც არსებულა, რამდენიმე წამის განმავლობაში გაოგნებული ვდგავარ და ვფიქრობ მომეჩვენა ეს ყველაფერი თუ ნამდვილად აქ იყო? ნამდვილად შემეხო? ნამდვილად მაკოცა? მგონი საბოლოოდ შევიშალე -მარიამ -მესმის თათიას ხმა და თვალებს ვახამხამებ დაბნეული -თათია?-ვუყურებ გაოცებული -ხო თათია ვარ-იცინის და თავის ტელეფონს მაჩეჩებს ხელში -დედაშენმა დამირეკა, მარიამმა მომწერა თუ გღვიძავს დამირეკეო, ეხლა გავიღვიძე ვნახე მონაწერი ვურეკავ და აღარ მპასუხობსო ხო მშვიდობა გაქვთო -აუ ხო მივწერე და რომ გამოვედი დამავიწყდა ტელეფონის წამოღება -ჰა რეკავს-შემაჩეჩა ტელეფონი -ხო დე -მარიამ სად ხარ? გინდა რომ მოვკვდე? -უიმე დედა არა რათქმაუნდა -მომწერე გღვიძავსო? გავიღვიძე გირეკავ და არ მპასუხობ რა აღარ ვიფიქრე -კარგად ვარ ჩემო ბუზღუ, არ ინერვიულო-ვეუბნები სიცილით -დღეს ჩამოვალ საღამოს -ხო კარგად ხარ დე? -კარგად ვარ, კაი მიდი მერე დაგირეკავ-ვუთიშავ და თათიას ვაჩეჩებ ტელეფონს -ვინ იყო ის ზე სიმპათიური ბიჭი თორნიკე? -ესეიგი არ მომჩვენებია?-ისე სერიოზულად ვეკითხები რომ თათია ჯერ გიჟივით იცინის და მერე უცბათ სერიოზულდება -მარიამ მგონი მართლა გაგიჟდი-ისევ ეცინება და აწეწილ თმას მისწორებს -ასეთი თუ გნახა და არ გაგექცა ესეიგი მართლა გაგიგიჟებია ის ბიჭი-იცინის გიჟივით და ტელეფონის ჩამქარალ ეკრანზე საკუთარ თავს მაჩვენებს, ჯანდაბა რას ვგავარ, აშკარად მეტყობა სახეზე გუშინდელი წვეულების საშინელი კვალი -შენ ჯობია იმაზე იფიქრო დათუნას რა მოუხერხო, გააგიჟე ამხელა კაცი-ვეუბნები გამომწვევად -რა ბოროტი ხარ-ეცინება ისევ -მერე რა რომ თერთმეტი წლით დიდია? ჯერ მთალ მოხუცებულიც არაა, მალეს ოთხ წელში შენც ეგეთი მოხუცებული იქნები-მეუბნება სერიოზული სახით -ჯობია ვისაუზმოთ და წავიდეთ აქედან სანამ არ გაგვაგიჟა ამ ზღვამ-რატომღაც გადავწყვიტე რომ ყველაფერი ბათუმისთვის მზისთვის და ღზვისთვის დამებრალებინა. შუადღეს უკვე თბილისში ვიყავით, ერთი სული მქონდა ანა და დედა მენახა, სიჩქარეს უფრო მოვუმატე და რაცუფრო ვუახლოვდებოდი ჩემს სახლს მით მეტად მენატრებოდნენ -დათომ რაო დაუმშვიდობებლად რომ წამოვედით? -არ მილაპარაკია, რომ დარეკა გავუთიშე -როდემდე აპირებ დამალვას? -არვიცი -თათია ნუ ბავშვობ წესიერად დაფიქრდი და ისე მიიღე გადაწყვეტილება , ერთს გეტყვი რომ თუ ადამინი გიყვარს ფიქრისთვის დროსც არ გჭირდება, მაგრამ თუ დრო და ფიქრი გჭირდება ესეიგი ეს ის გრძნობა არაა! ეს სიყვარული არაა! ეს მხოლოდ აღფრთოვანება და ავარდნაა! -ამაზე ლაპარაკი აღარ მინდა გთხოვ-უკვე მეორედ გამაჩუმა და მეც გავჩუმდი. ანას სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა კარი რომ გააღო და დამინახა, კივილით შემომეხვია და კარჰახანს არ მშორდებოდა, დედაჩემის ცრემლები მოეძალა, ყოველთვის ასე ემართლებოდა როცა სახლში ვბრუნდებოდი, საჩუქრების დათვალიერების მერე ანა ეზოში ჩავიდა და მე და დედა მარტო დავრჩით -დღეს ალექსანდრე გამოდის-დაიწყო დედაჩემმა -ჰო გამოდის-გული შემეკუმშა მე -მარიამა ანაზე სიმართლე რომ გაიგოს წაგვართმევს -ცრემლები მოეძალა დედაჩემს -ვერაფერს გაიგებს, ნუ გეშინია-ვცადე მისი დამშვიდება -მარიამ რაცარუნდა მოხდეს ანაზე უარს ხომ არ იტყვი?-შეშინებული დედაჩემი თვალებში ჩამაცქერდა -დედა ანა ჩემი შვილია-ვეუბნები მაქსიმალურად მშვიდი ტონით არმინდა ავფეთქდე და მერე დედაჩემიც გავაგიჟო -ჰო მაგრამ ... ის ხომ... -დედა-უკვე მიჭირს თავის კონტროლი -შენ იძულებული გახდი თვრამეტი წლის ასაკში დის შვილზე აგეღო პასუხისმგებლობა -დედა-ვყვირი ბოლო ხმაზე და ფეხზე ვდგები გაცეცხლებული -გგონია რადგან დისშვილია მასზე უარს ვიყვი? გგონია ასე მარტივად დავთმობ? გგონია რომ ანა ჩემთვის არაფერს ნიშნავს? გგონია რომ იმ ნაბიჭვ.რს მის თავს დავუთმობ? -შენ იძულებული გახდი რომ მისთვის დედობა გაგეწია მაშინ როცა შენც ბავშვი იყავი... მაშინ როცა ვახომ შენ ცხოვრება დაგინგრია... შენ ნათიას შვილზე პასუხისმგებლობა აიღე...-ნანას ცრემლები გადმოსცვივდა -და გგონია რომ დავიღალე ამ ყველაფრით და ციხიდან გამოსულ იმ ნაბიჭვა.ს ანას გავატან? გგონია რომ ამას გავაკეთებ? -მარიამ -რა მარიამ? რა მარიამ! დედა უსამართლოდ მექცევი, ვერ ხვდები რომ გულს მტკენ შენი ეჭვებით და შიშებით? -მაპატიე შენთვის გულის ტკენა არ მინდოდა -მაგრამ მატკინე! მერამდენედ მატკინე! მერამდენედ მიმითითებ ამაზე? მერამდენედ მეუბნები ამას? დავიღალე გესმის იმის ახსნით და მტკიცებით რომ ანა მიყვარს, რომ მისი დედა ჩემი სურვილით გავხდი და არა იძულებით! არა შენი და მამას სურვილით! რომ ანა მიყვარს და ამიტომ მოვიქეცი ასე და არა იმიტომ რომ შემეცოდა... -მარიამ -დედა კიდევ თუ შეეხები ამ თემას იცოდე სახლიდან წავალთ!-ვუყვირე დედაჩემს -მარიამ შენ ანაზე პასუხისმგებლობა დანაშაულის გრძნობის გამო აიღე-მომახალა დედაჩემმა და ადგილზე გავიყინე -არა იმიტომ რომ მე და მამაშენსაც ასე გვინდოდა, არამედ იმიტომ რომ თავს დამნაშავედ თვლიდი ნათიას სიკვდილში -დედაა!-ვიღრიალე ბოლო ხმაზე -შენ ანას დედობა იმიტომ გაუწიე რომ მისი დედის სიკვდილში თავს დამნაშავედ გრძნობდი! და არა იმიტომ რომ ანა გიყვარდა! -ჩემზე ასე ფიქრობ? მთელი ეს დრო ჩემზე და ანაზე ასე ფიქრობდი? შენს თვალში სულ ეს იყო ჩვენი დედა-შვილობა და მეტი არაფერი? შენი აზრით ანას მიმართ მხოლოდ სიბრალურს განვიცდი და დანაშაულის შეგრძნება მაიძულებს მის დედობას? მეტი არაფერი? საერთოდ არაფერი? -ვყვირი ბოლო ხმაზე და სახლიდან გამოვვარდი, აღარ შემეძლო იმ სახლში გაჩერება სადაც ამდენი ტკივილი შიში და ეჭვები ბობოქეობდა, პირდაპირ ნათიას სასაფლაოზე წავედი, მინდოდა დავლალარაკებოდი, მინდოდა მისთვის გული გადამეშალა. სასაფლაოზე ფეხი შევდგი თუ არა ცრემლები მომაწვა, დღემდე ვერ ვეგუებოდი იმ აზრს რომ ნათია აღარ იყო, ვერ ვიჯერებდი რომ ის ამქვეყნად აღარ იყო, რომ ამ ცივ მიწას მივაბარეთ ჩემსგამო... ნათიას სასაფლაოსთან რომ მივედი მამაჩემი -ნანამ დამირეკა სახლიდან გაიქცაო, მივხვდი აქ იქნებოდი-ამიხსნა დაბნეულს -შენც ფიქრობ რომ ანას მიმართ მხოლოდ სიბრალურს განვიცდი? -მარიამ ასე ნუ გიჟდები -გაბრაზდა მამა -ახლა ყველა დაძაბულები ვართ -ანუ ასე ფიქრობ-ცრემლები გადმომცვივდა -ესეგი სინამსვილეში შენც დედასავით ნათიას სიკვდილში მადანაშაულებ!-ვიყვირე ბოლო ხმაზე -მთელი ეს დრო მიმტკიცებდით რომ ასე არ ფიქრობდით და თურმე მატყუებდით! მატყუებდით! ანას გამო? მხოლოდ ანას გამო იყავით ჩუმად? გინდოდათ დედობა გამეწია? გინდოდათ დანაშაული ასე გამომესყიდა? ანას დედა წავართვი და ახლა ვალდებული ვარ ის წართმეული დედა მე ვიყო მისთვის? ასე ფიქრობთ არა? გგონია რომ დანაშაულის შეგრძნება მაიძულებს ვიყო დის შვილის დედა? -მარიამ ნუ სულელობ-მამამ მშვიდად მომისმინა და რომ დავამთავრე საუბარი მშვიდათვე განაგრძო-ასე შენ ფუქრობ და არა ჩვენ! როგორ გგონია ნათიას სიკვდილში დამნაშავედ შენ რომ გთვლიდეთ, უფლებას მოგცემდით თვრამეტი წლის გოგოს რომ მისთვის დედობა გაგეწია? -დედამ ასე მითხრა -დედაშენი ბევრ რამეს ლაპარაკობს... -მამა ანა მიყვარს! გესმის! დედას არ ესმის ეს ! ჰგონია რომ მხოლოდ მებრება ანა, ჰგონია რომ ალექსანდრე ციხიდან რომ გამოვა მე ვეტყვი რომ ანა მისი შვილია , ანას მივცემ რომ პასუხისმგებლობა მოვიხსნა... -მარიამ დედაშენი ახლა ძალიან შეშინებული და დაძაბულია, მითუმეტეს თათიას გამო წახვედი ბათუმში... -ესაა მიზეზი რომ ასეთი რამ იფიქროს? -მარიამ ცოტა გაუგე ეშინია -თუ გაგება გინდოდა რატომ მიატოვე? -ვუყვირე გაცეცხლებულმა და სასაფლაოდან წამოვედი, მისი მოსმენაც აღარ მიდოდა, საერთოდ არავისი ნახვა არ მინდოდა, არც არავისი მოსმენა... ჩემს მანქანაში ჩავჯექი და სწრაფად წამოვედი იქიდან, ტელეფონმა დარეკა და ინსტიქტურად ვუპასუხე -დედა -მომესმა ანას ხმა -მალე მოხვალ?-მივხვდი დედაჩემი არეკინებდა -არვიცი -ვუპასუხე გაღიზიანებულმა -მალე მოდი გთხოვ მომენატრე -მითხრა ანა და მივხვდი ამასაც დედაჩემი კარნახობდა -ვეცდები-ვუთარი ცივად და ტელეფონი გავთიშე, ძალიან ცუდად ვიყავი და მასთან ლაპარაკის ძალა არ მქონდა , ტელეფონი მივაგდე, მანქანა გავაჩერე და გადავედი, მოწოლილ ცრემლებს გასაქანი მივეცი, ისე ცუდად ვიყავი რომ მოწევის თავიც არ მქონდა არადა ძალიან მჭირდებოდა ახლა ეს, მოწევაზე ფიქრმა რამდენიმე წამით მომწყვიტა ჩემს ჯოჯოხეთს, მანქანაში ჩავჯექი და სიგარეტის ძებნა დავიწყე, ჯანდაბა გამახსენდა რომ სახლიდან ისე გამოვვარდი გასაღების და ტელეფონის გარდა არაფერი წამომიღია, ფულიც არ მაქვს რომ სადმე ვიყიდო, ტელეფონის ხარის ხმამ ფიქრებიდან გამომიყვანა და ტელეფონის ეკრანს დავხედე უცხო მომერი რომ დავინახე მაშინვე ვუპასუხე, უკვე მოლოდინი მქომდა რომ ალექსანდრე დარეკავდა, ვიცოდი რომ გამოსვლის წამიდან ჩვენს ძებნას დაიწყებდა -მარიამ?-მომესმა ნაცნობი ხმა, მაგრამ ვერ აღვიქვი საიდან მეცნობოდა ეს ხმა -დიახ? -თორნიკე ვარ-მომესმა ამ ქვეყნად ამ წამს ყველაზე სასიამოვნო ხმა -რა გინდა?-ვკითხე გაღიზიანებული ტონით -ტირი?-ჩამესმა მისი უცნაური ხმა -მერე შენ რაა?-ვცდილობ ჯავრი მასზე ვიყარო -სად ხარ -არვიცი-ვეუბნები გულწრფელად და ცრემლები მეძალება |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.