უკანასკნელი კოცნა (4 თავი)
თორნიკეს ხმის გაგონებაზე გული უარესად ამიჩუყდა და ისევ ავტირდი, ვერაფრით შევძელი საკუთარ ტკივილთან გამკლავება და ცრემლებიზ დამალვა -მარიამ სად Ხარ-თქო!-ჩამესმა თორნიკეს გაღიზიანებული ხმა -შენთვის რა მნიშვნელობა აქვს?-ამოვიტირე და ხმა ჩამიწყდა -მარიამ!-ლამის მიყვირა -რაა?-ამოვიტირე მე -მითხარი სად ხარ!-მიყვირა ბოლოს -თავი დამანებე!-დავუყვირე მეც და გავუთიშე, ტელეფონი საერთოდ გავთიშე და მანქანა დავქოქე, სად მივდიოდი, რატომ და თავადაც არ ვიცოდი, რაც ნამდვილად ვიცოდი ის იყო რომ ახლა არავის ნახვა და არავისთან ლაპარაკი არ მიდოდა, კარგახანს ვიბოდიალე და ბოლოს მაინც ჩემს საყვარელ ადგილას მივედ,ი ცივ მიწაზე დავჯექი, მუხლები მოვკეცე და სიცოცხლით სავსე თბილისს გავხედე, ეს ადგილი ნათიასაც ძალიან უყვარდა აქ ხშირად მოვდიოდით ხოლმე, ვისხედით და ვუყურებდით თბილისის მჩქეფარე ცხოვრებას, ვგეგმავდით ჩვენს მომავალს და ვოცნებობდით ახალ ცხოვრებაზე ანასთან ერთად რომელიც ჯერ ისევ ნათიას ნაწილი იყო... ამ ყველაფერის გახსენებამ გული უარესად მატკინა და მოწოლილ ცრემლებს უფლება მივეცი რომ გადმოდენილიყვნენ ჩემს გაფითრებულ ღაწვებზე... რამდენი ოცნება გვქონდა, ანას მომავალს ერთად ვგეგმავდით, ანას ოთახს ერთად ვაწყობდით... რას ვიფიქრებდით რომ ანას დედა მე გავხდებოდი ისე რომ ნათია იმასაც ვერ შეძლებდა რომ შვილი თუნდაც ერთხელ გულში ჩაეკრა... ღმერთო გული საშინლად მტკიოდა, ცრემლებიც ვერ ანელებდა ამ ტკივილს, ოდნავ, სულ ოდნავ მაინც... მეგონა შევიშლებოდი, ნათიაზე და ანაზე ფიქრი სულს მიწამლავდა, იმის წარმოდგენაც კი მზარავდა როცა ანა სიმართლეს გაიგებდა რა მოხდებოდა... ალბათ არასოდეს მაპატიებს რომ ასეთი რამ ჩავიდინე... ალბათ არასოდეს მაპატიებდა იმას რომ მე მისი დედა გავხდი და მოვატყუე რომ მამა მოუკვდა... მაშინ როცა სინამდვილეში დედა მოუკვდა და მამა ცოცხᲚი იყო... ალბათ არასოდეს მაპატიებს იმას რომ ასეთ ტყუილში ვაცხოვრებდი... დარწმუნებული ვიყავი რომ ალექსანდრე უკვე გვეძებდა... ღმერთო რატომ, რატომ? რატომ მოხდა ასე? რატომ წაგვართვი ნათია? მე ხომ ვერასოდეს შევძლებ გავხდე ანას ნამდვილი დედა? განა იმიყომ რომ არა მიყვარს არა! იმიტომ რომ როცა დედას მეძახის სული მტკივა, გული მტკივა, ყველა ჭრილობა თავიდან იხსნება... ყოველ ჯერზე ანა, დედას დაძახებით წარსულში მაბრუნებს და მაიძულებს უფრო ღრმად და მწარედ შევიგრძნო ყველა ის ტკივილი, იმდეგაცრეუბა, სასოწარკვეთა, დანაშაულის Გრძნობა რომელიც მთელი ათი წელია სულს მიწამლავს... ამ ყველაფერს შიშიც დაემატა! ახლა უკვე ყველა გრძნობა შიშმა გადაფარა! შიშმა რომ ალექსანდრე გვიპოვის და ანას წაგვართმევს! ღმერთო ეს ყველაფერი რატომ გადავიტანეთ? როგორ მივედით აქამდე? რატომ დაკარგეთ ნათია? რატომ რატომ? სულ ეს კითხვა მიტრიალებდა თავში, რა იქნებოდა ნათია რომ ცოცხალი ყოფილიყო? ნუთუ ამ დაწყევლილ დედამიწაზე მისთვის სულ პატარა ადგილი არ მოიძებნა? ნუთუ ასეთი ზედმეტი იყო ამ დამპალი სამყაროსთვის? ამდენმა ფიქრმა ლამის შემშალა, ფეხზე ავდექი და მიმოვიხედე, საბედნიეროდ აქ ხშირად დაბოდიალობდა ხალხი, ვიღაც მწეველთან მივედი და სიგარეტი ვთხოვე, ბიჭმა გაოცებით შემომხედა და სიგარეტის კოლოფი გამომიწოდა -შეიძლება ორი ავიღო?-ვკითხე დაძაბულმა -დაიტოვეთ-მითხრა დაბნეულმა -არა იყოს-ღმერთო რა სიგიჟეა? ნუთუ ეს მე მევარ? მე ვთხოვ გამვლელს სიგარეტს? თან ბიჭს? ღმერთო აქამდე როდის და როგორ მივედი? ერთი წამით გაორების გრძნობამ ლამის შემშალა, ისეთი შეგრძნება დამეუფლა თითქოს ჩემს თავს შორიდან ვუყურებდი, იმ საცოდავ და საწყალ გოგოს რომელიც ადგილს ვეღარ ლოულობდა ამ ცივ და სასტიკ სამყაროში... -არა დაიტოვეთ -მითხრა ბიჭმა -კარგით მადლობა-ვუთხი დაძაბულმა -ა ჰოო-და სანთებელაც მომაწოდა, ღმერთო რა უხერხულია? რა უაზრობაა... რა ჯანდაბაა? ეს მართლა მე მემართება? -ცუდად გამოყურებთ დახმარება ხომარ გჭირდებათ?-მკითხა კარგახნის ყოყმანის მერე -ცუდად ვარ... მაგრამ თქვენ ვერ დამეხმარებით, მადლობა -სიგარეტზე და სანთებელაზე ვანიშნე და მივტრიალდი, ისევ ჩემს ადგილას დავბრუნდი, მიწაზე დავჯექი და აკანკალებული თითებით ერთი ღერი ამოვიღე, ნერვიულად მოვუკიდე და გავაბოლე, ისეთი შეგრძნება მქონდა თითქოს რაღაც დამამშვიდებელი მივიღე, ეგრევე იმოქმედა, მეორე ღერიც მოვწიე და მივხვდი რომ ნამდვილად დამამშვიდა, სიგარეტზე თორნიკე გამახსენდა თორნიკეს გახსენებამ კი ის ნაბიჭვა.ი ვეკო, უფრო სწორად ვახო გამახსენა... ამდენი წლის მერე რატომ შემახვედრა ბედისწერამ ისევ მასთან? რატომ გამოჩნდა ისევ ჩემს ცხოვრრბაში? რატომ დაბრუნდა ისევ ჩემს ცხოვრებაში? საკმარისი არ იყო რომ მთელი თერთმეტი წელი ჩემს გონებაში იყო, მწამლავდა და მანადგურებდა რომ ახლა ჩემს ცხოვრებაშიც დაბრუნდა? დარწმუნებული ვარ მიცნო! მიცნობდა როგორ ვერ მიცნობდა! თერთმეტი წელი არც ისე დიდი დროა! მე თუ ხმით და თვალებᲘთ ვიცანი თავადაც მიცნობდა! ალბათ ჩემსავით თორნიკესგამო მიკატუნა თავი თითქოს ვერ მიცნო! ნაბიჭვარ. დარწმუნებული ვარ ჩემს ცხოვრებაში დაბრუნდება, დაბრუნდება და ყველაფერს თავიდან გადამატანინებს! ნაბᲘჭვ.რი! ჯანდაბა რატომ ახლა? რატომ ახლა წყევლაა? რატომ ახლა! რატომ!კოიდა ჩემი სასოწარკვეთილი გონება , თორნიკეც ახლა გამოჩნდა ჩემს ცხოვრებაში... თან იმ ნაგავის ძმაკაცია, რა უბედურებაა? ცხოვრება მეკაიფება ალბათ! უნდა საბოლოოდ გამანადგუროს და მიწაზე მაფორთხიალოს? როგორ უნდა გავუმკლავდე ალექსანდრე და ვეკოს ერთად? მითუმეტეს რომ ზუსტად ვიცი ორრივე თავს დამესხმება! არცერთი არ მომასვენებს! ჯანდაბა რატომ ახლა? ალექსანდრე საკმარისი არ იყო? რატომ დაემატა ახლა ამ ჯოჯოხეთს ვეკო? და ყველაზე მთავარი თორნიკე! ამათ შორის რომელი უფრო საშიშია ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის? შეყვარებული თორნიკე? შურისმაძიებელი ალექსანდრე თუ შეშლილი ვეკო? ღმერთო ჩემო მგონი სულ გავგიჟდი, თვალები მაგრად დავხუჭე და სამივეზე ფიქრის თავიდან მოშორება ვცადე, თვალები გავახილე და ისევ თვალწინ მედგა სამივეს სახე... სიგარეტის კოლოფიდან კიდევ ამოვიღე ერთი ხელი და კარგახნის წვალების მერე მოვუკიდე, ისე მიკანკალებდა ხელები რომ ვეღარ ვიმორჩილებდი საერთოდ, ერთ ღერს მიყვა მეორე, მეორეს მესამე და საბოლოოდ რაღაც დონეზე დავმშვიდდი კვლავ, ომისევ ჩემს საყვარელ თბის გავხედე რომელსაც ნელ-ნელა ბინდი შეეპარა და საოცარი სანახავი იყო როგორ ზედმიწევნით აინთო სინათლე მთელს ქალაქში... ამ ფიქრებში ვიყავი როცა ბეჭებზე რაღაც მომახვიეს, ცოტა შემეშინდა და დაფეთებულმა აᲕიხედე, პირი დავაღე გაოცებისგან თორნიკეს დაღვრემილ სახეს რომ გადავაწყდი, რომელიც უხმოდ დაჯდა ჩემს გვერდით ცივ მიწაზე და თბილის გახედა -რატომ მოხვედი?-ვკითხე კარგა ხნის დუმილის მერე ისე რომ მისკენ არ მიმიხედია -მივხვდი რომ ცუდად ვიყავი-მიპასუხა გულწრფელად და გაოცებულმა შევხედე, მის პროფილს დავაკვირდი, ისეთი ლამაზი და საყვარელი ცხვირი ჰქონდა... ჯანდაბა მგონი საბოლოოდ შვიშალე, რაზე ფიქრობ მარიამ დადიანო? -მიხარია რომ მოხვედი-ვუთარი მეც გულწრფად და ისევ ჩემს საყვარელ ქალაქს გავხედე, სიგარეტის ნამწვი ვისროლე და მოწოლილ ცრემლებს შევეწინააღმდეგე მაქსიმალურად, თორნიკემ სივარეტის კოლოფი გამომიწოდა და თავადაც ამოიღო ერთი ღერი, მე უარი ვერ ვთქვი სიგარეტზე და ერთი ღერი ამოვიღე კოლოფიდან ზედმეტად აკანკალებული თითებით , ჯერ მე მომიკიᲓა მერე თავის ღერს და შემომხედა, მეც მაშინვე მივატრიალე თავი მისკენ, მინდოდა მისი ჭაობისფერი თვალები დამენახა, ძალია მინდოდა ჩამეხედა მის ცივ თვალებში -ლამაზი თვალები გაქვს-მეუბნება მოულოდნელად -ბობოქარი ზღვის ფერი-და თვალს არ მაშორებს, ღმერთო რა უცნაური კომპლიმენტია, ვფიქრობდი და მეღიმებოდა -არადა ყოვთვის მეუბნებოდნენ რომ ცის ფერი თვალები მაქვს -ვუყურები მომღიმარი სახით -იმიტომ რომ მხოლოდ მე დავინახე განსხვავებულად მისი სილამაზე -ღმერთო ეს ბიჭი საბოლოოდ შემშლის -წვიმა გიყვარს?-ვეუბენები როგორც კი წვიმის ცივი წვეთები მეცემა მთრთოლარე თითებზე -ამაზე არ მიფიქრია-მეუბნება გულწრფელად და ღიმილი ეპარება ტუჩის კუთხეში -მე მიყვარს, იმის მიუხედავად რომ ცუდ ხასიათზე მაყენებს და ხშირად ვტირი ხოლმე -გინდა რომ ამ წვიმამ დაუვიწყარი მოგონებები დაგიტოვოს? -მეკითხება გამომწვევად, ღმერთო რატომ მაგიჟებს ეს ხმა და თვალები? ჯანდაბა რა მემართება? თვალებს ვახამხᲛებ და ვცდილობ მის უნაკლო სახის ნაკვთებზე კიარა მის კითხვაზე ვიფიქრო -არსებობს კარგი დ ცუდი მოგონებები-ვითხარი გულდაწყვეტით და ისევ ჩემს Დედაქალაქს გავხედე რომელიც ნისლში გაეხვია - სიტყვა დაუვიწყარი მხოლოდ კარგ მოგონებებთან ასოცირდება-განმანათლა, ვგრძნობდი როგორ დაჟინებით მიყურებდა დᲐ ინსტიქტურად მეც შევხედე -შენთან ყოფნის უფლებას თუ მომცემ ჩემთან მხოლოდ დაუვიწყარი მოგონებები გექნება-მეუბნება და თან თვალებს აწვრილებს, დაჟინებᲘთ მაკვირდება თვალებში, ალბათ ცდილობს გაარკვიოს რახდება ჩემს გულსა და გონებაში, მეკი გაოგნებული, თვალებგაფართოებული ვუყურებ, ვერ ვიჯერებ რომ ეს მითხრა, Ნამდვილად მე მითხრა? ანუ მე მითხრა? ანუ რა მითხრა რომ ჩემთან ყოფნა უნდა? ჯანდაბა მგონი საბოლოოდ შევიშალე... ამ მტანჯველი ფიქრებიდან თორნიკეს ხმას გამოვყავარ -მარიამ-ჩამესმის მისი ხმა ისე შორიდან თითქოს ათასობით კილომეტრი გვაშორებდეს, თვალებს ვახამხამებ და ვცდილობ გონს მოვიდე, ალბათ ისეთი სასაცილო სახით ვუყურებ რომ ეცინება, მოულოდნელად დგება, თავის მანქანას უახლოვდება, უეცრად მუსიკა ირთვება, მერე თავისი მანქანის ახლო განათების ფარებს რთავს რომელიც თვალს Მჭრის და ინსტიქტურად თვალებს ვხიჭავ -წამოდი-მესმის მისი ხმა, თვალებს ვახელ და ვუყურებ თავზე წამომდგარ და ხელ-გამოწვდილ ბიჭს, მე ჯერ მის სახეს ვაკვირდები, მერე მის ხელს, კარგახნის ფიქრის მერე მის გამოწვდილ ხელს ხელს ვკიდებ და ვდგები, თორნიკე მაშინვე წელზე მხვევს ორივე ხელს, თავს ჩემს თმაში მალავს და საოცარი მუსიკის ფონზე ცეკვას ვიწყებთ, მეც კისერზე ვხვევ აკანკალებულ ხელებს და ცხვირს მის ყელში ვმალავ, ღმერთო რა სასიამოვნო სურნელი აქვს, ღრმად ვისუნთქავ ამ სურნელს, მინდა რომ სამუდამოდ დამრჩეს მისი სურნელი ცხვირსა და გონებაში, წვიმამ მოუმატა და ნელ-ნელა სულ დავსველდით, სიცივისგან გამაჟრჟოლა მაგრამ თორნიკეთან ყოფნა და ცეკვა ისეთი სასიამოვნო, გიჟური და ზღალრული იყო, რომ შემეძლო მთელი ღამე აქ მასთან ცეკვაში გამეტარებინა, იმის მიუხედავად რომ წვიმა შეწყდა მაინც ვცეკვავდით -კანკალებ-დამაცქერდა სახეზე და ზედ ჩემს ტუჩებთან დაიჩურჩულა -წასვლა არ მინდა-ვუთხარი ხმა ჩავარდნილმა და როცა კიდევ უფრო მომიახლოვა ტუჩები წამში სუნთქვა შემიწყდა და გული გამიჩერდა რადგან თორნიკეს ცხელი ტუჩები ჩემს ტუჩებს ცივ მთრთოლარე ტუჩებს შეეხო... ეს იმდენად მოულოდნელად გააკეთა რომ საშინლად დავიბენი, დავიძაბე და ერთიანად ავკანკალდი, ყველა გრძნობა და ემოცია ერთად მომაწვა, ყველაფერი ერთმანეთში აირია, წარსული, აწმყო, მომავალი, ყველაფერი ერთად მეტკინა, შიშმა და ზიზღმა მაინც მაჯობა და გველნაკბენივით მოვწყდი მის ტუჩებს და ხელიდან დავუსხლტი, გაოგნებული მომაჩერდა, კარგახანს დაბნეული მიყურებდა, მე კი შეშინებული -მარიამ-ვერაფერი თქვა, ვერაფერს მიხვდა, კარგახანს იდგა ასე დაბნეული, როგორც კი ნაბიჯი ჩემსკენ გადმოდგა მაშინვე უკან დავიხიე და აკანკალებული ხმით ვუთხარი -გთხოვ-მხოლოდ ეს ერთი სიტყვა და ხმა ჩამიწყდა -მარიამ!-გაბრაზდა და წამში დაფარა ჩვენს შორის არსებული მანძილი და თვალებში ჩამაცქერდა, მე ვერ შევძელი მისთვის თავლის გასწორება და თავი დავხარე -მარიამ!-დამიყვირა ბოლოს, ცხვირი ამეწვა და ცრემლები გადმომცვივდა -უნდა წავიდე-ვუთხარი ხმა აკანკალებულმა და მივტრიალდი, თორნიკემ მაჯაში ხელი ჩამავლო და თავისკენ მიმატრიალა -შემომხედე-მიყვირა გაცეცხლებულმა, მე კი ჯიუტად თავს არ ვწევდი -მარიამ შემომხედე გთხოვ-ტონი შეცვალა და ხვეწნაზე გადავიდა, მე ძალა მოვიკრიბე და თავი ავწიე, თორნიკემ მაჯა გამითავისუფლა და ჩემი სახე ხელებში მოიქცია -გთხოვ გამიშვი უნდა წავიდე-უკვე აღარ შემეძლო მისთვის წინააღმდეგობის გაწევა, მაგრამ მისი ყველი შეხება თან მაწამებდა... წარსულში მაბრუნებდა და ამ არეულ ემოციებთან გამკლავება ძალიან მᲘჭირდა -კარგი-მითხრა მშვიდად, ხელები ჩემს სახეს მოაშორა და ხელი გამომიწოდა -გასაღები მომეცი, სახლში მე წაგიყვან-მითხრა ძალდატანებული სიმშვიდით -შენი წაყვანა არ მჭირდება თორნიკე-იმის მიუხედავად რაც ჩვენს შორის ხდებოდა ჯერ კიდევ არ ვენდობოდი ბოლომდე, ჩვენს შორის იყო ვნება და ცეცხლი მაგრამ არ იყო სიყვარული და ნდობა -Ნუ გეშინია შენს გატაცებას არ აღარ ვაპირებ მითუმეტეს არ მოგიტაცებ-მითხრა გაღიზიანებული ტონით -არ მეშინია-ჯიუტად ჩავაცქერდი ამღვრეულ თვალებში -ჩემი არ გეშინია მარიამ?-განზრახ მომიახლოვდა თვალებში ჩამაცქერდა თავადაც და ცხელი სუნთქვა სახეზე მომაფრქვია -არა!-ვუთხარი დარწმუნებით და ვიგრძენი როგორ გამალებით დაიწყო გულმა ცემა -დარწმუნებული ხარ?- თვალები დააწვრილა -უნდა მეშინოდეს?-კითხვა შევუტრიალე და მის პასუხს დაველოდე რომელმაც საკმაოდ დააგვიანა -რა თქმა უნდა არა! რადგან მე შენ არასდროს არაფერს დაგიშავებ მარიამ!-მიპასუხა ბრაზ ნარევი ტონით -რატომ უნდა დაგიჯერო?-მის გამოწვევას ვცდილობდი -იმიტომ რომ...-უცბათ გაჩუმდა და ჩემს მიმღიმარ სახეზე უარესად გაცეცხლდა -ცეცხლს ეთამაშები ექიმო! -დამიჩურჩულა ყურთან ახლოს და ხელი გამომიწოდა -გასაღები მომეცი -არა -გასაღები მომეცი-თვალები დამიბრიალა -სახლში ჩემი მანქანით მარტო წავალ, დაცვა და პირადი მძღოლი არ მჭირდება!-ვუთხარი გაღიზიანებული ტონით -სახლში შენი მანქანით ერთად წავალთ! -ა რ ა -მაშინ ჩემი მანქანით მოგიწევს სახლში წასვლა -შენს მანქანაში არ ჩავჯდები-გავრაზდი მე -და ვინმემ აზრი გკითხა?-მითხრა გაბრაზებულმა და უეცრად ხელში ამიტაცა -ახლავე დამსვი! შენ რა გაგიჟდი?-ვუყვირე ბოლო ხმაზე და თავის მანქანასთან რომ მიმიყვანა ვუთარი -ჩემი მანქანით წამიყვანე თუ შეიძლება-მაშინვე დამსვა და გასაღები მივაჩეჩე ხელებში და მძღოლის გვერდითა ადგილი დავიკავე, თორნიკე საჭეს მიუჯდა და როგორც კი მანქანა დაქოქა გათბობა ჩართო -როგორ გაიგე რომ აქ ვიქნებოდი?-დავუსვი კითხვა რომელიც მთი ეს დრო თავში მიტრიალებდა -თათიასგან-მიპასუხა ისე მშვიდად თითქოს დიდი ხანია მე და თათიას გვიცნობს და მანქანა ადგილს მოწყვიტა -თათიას დიდხანი იცნობ?-ირონია გამერია ხმაში -დღეს გავიცანი-მისი პასუხები უარესად მაბნევდა -შეგიძლია რომ უფრო დაწვრილებით ამიხსნა? -ახსნა-განმარტებას მთხოვ ექიმო?-შემომხედა და გაეცინა -თათიაზე საიდან გაიგე? შენ რა მითვალთვალებდი?-უცებ გამინათდა გონება -ჩემი მძევალი რომ იყავი მაშინ შენი კონტაქტები შევისწავლე შენივე ტელეფონით და მალევე მივხვდი ვინ ვინ იყო... ნომრებიც შესაბამისად... დამშვიდდი ეხლა? შენი თვალთვალი ჯერჯერობით არაფერში მჭირდება-ძალიან დავიძაბე... შემეშინდა, ვცდილობდი გამეხსენებინა ტელეფონში ვინ როგრო მყავდა ჩაწერილი საბედნიეროდ დედაჩემი და ანა სახელებით მეწერა, მამაჩემიც კი... მხოლოდ თათია მეწერა ,, ჩემი გიჟი გოგოთი" სურათების გადაღება არ მიყვარდა და სულ რამდენიმე ფოტო მქონდა ტელეფონში... მაშინვე დავმშვიდდი -თათიამ გითხრა რომ შეიძლებოდა აქ ვყოფილიყავი?-ჩავეძიე მე -ჰო თათიამ მითხრა -და არც უფიქრია რომ შეიძლებოდა მოსაკლავად მეძებდი? ასე დაუფიქრებლად გითხრა ჩემი ადგილ-სამყოფელი? -ვბრაზდები მე -თათიამ მითხრა შენზე ისეთი აღფრთოვანებით ყვებოდაო რომც მოკლა ბედნიერი იქნებაო რადგან შენი ხელით მოკვდებაო-მეუბნება სერიოზული ტონით და მე უბრალოდ ვგიჟდები ამის მოსმენაზე -მოვკლავ! არა ჯერ შენ მერე მას!-ვაეუბნები გაცეცხლებული -გაბრაზება ძალიან გიხდება-მეუბნება ძლივს შეკავებული სიცილით -მართალა?-ვიცხადებ მე და მეც ვერ ვხვდები ვბრაზდები თუ მეცინება ამ დებილურ კომპლიმენტზე -სად მიდიხარ? მე გლადანში ვცხოვრობ-ვეუბნები ცოტახნის სიჩუმის მერე -ვიცი სადაც ცხოვრობ!-მეუბნება მკაცრი ტონით და -საიდან იცი?!-წამის მეასედში ვფეთქდები მე -ამას შენთვის დიდი მნიშვნელობა აქვს?-მეკითხება გაბრაზებული -აქვს! -ვყვირი ბოლო ხმაზე და თავში მხოლოდ ერთი აზრი მიტრიალებს რომ შეიძლება ჩემი მისამართი იმ ავადმყოფმაც იცის უკვე, მეტზე ვეღარაფერზე ვფიქრობ, ვცდილობ დავმშვიდდე მაგრამ ვერ ვახერხებ, ვერადავერ ვწყნარდები, ხელები უარესად მიკანკალებს ნერვიულობისა და მღელვარებისგან -მარიამ რა გემართება?-მანქანა გადააყენა, გააჩერა და შემომხედა, ღმერთო ოღონდ ეს არა, ოღონდ ეს არა! ვუყვირი საკუთარ თავს გონებაში, ვერ უნდა მიხვდეს, ვერაფერს ვერ უნდა მიხვდეს, ჯანდაბა ჯანდაბა -მარიამ !-მისი ხმა ამ მძიმე ფიქრებს მიფანტავს -რა გემართება? რისი გეშინია ასე?-მეკითხება იმას რასაც მთელი თერთმეტი წელია გავურბივარ -არაფერის არ მეშინია-ვცდილობ დამაჯერებელი ვიყო და ძალას ვიკერბ რომ თვალებში შევხედო მეც -მარიამ ტყუილად ცდილობ ჩემს დარწმუნებას! -ვალდებული არ ვარ რამე აგიხსნა-თავდასხმა საუკეთესო თავდაცვააო და მეც ზუსტად ასე ვიქცევი, ვცდილობ ამ თემაზე ლაპარაკს გავექცე, რადგან ეს მეხება მე, ჩემთვის ყველაზე საძულველ ბიჭს ვაჩეს რომელიც მისი საუკეთესო მეგობარია -მარიამ მე შენ იმიტომ გაკოცე რომ ვგრძნობდი ეს შენც გინდოდა...-ჯანდაბა რატომ ეხება ჩემთვის ყველაზე მტკივნეულ თემას? რატომ ? რატომ? არ შემიძლია, მასთან ამ თემაზე ლალარაკი არ შემᲘძლია -გთხოვ ახლა არა! არ შემიძლია, უბრალოდ ამ თემაზ ელაპარაკი არ მინდა-ვეუბნები სუნთქვა აჩქარებული -წარსულში რამე მოხდა?-მეკითხება ისე რომ თვალს არ მაშორებს, ჯანდაბა არა და არა! მანქანიდან გადავდივარ და სადღაც გავრბივარ, სად? არ ვიცი! რატომ? არც ეს ვიცი უბრალოდ მინდა გავᲘქცე, უბრალოდ მინდა გავექცე წარსულს, უბრალოდ მინდა იმ ტკივილს გავექცე რომელიც სულს მიწამლავს მთელი ეს წლები -მარიამ-თორნიკე მიჭერს და თვალებში მიყურებს მაგრამ მე თვალთ მიბნელდება და მერე არაფერი აღარ მახსოვს. დამძიმებულ ქუთუთოებს წვალებით ვახელ და ჭერს ვუშტერებ თვალს, კარგახნის მერე გამახსენდა მომხდარი, ერთიანად დამეჭიმა სხეული და ავკანკალდი შიშისგან თუ სიცივისგან არვიცი, დაფეთებული საწოლზე წამოვჯექი ოთახი მოვათᲕალიერე, ვხვდები რომ ჩემს სახლში არ ვარ, არც მამაჩემთან არ ვარ, ჯანდაბა რახდება? სად ვარ? -გაიღვიძე ჩემო უჟმურო?-მესმის თათიას კისკისი რომელიც ოთახში ჭიქით ხელში შემოდის -სად ჯანდაბაში ვართ?-ვეკითხები ჯერ ისევ დაძაბული-რადგან ეს არც თათიას სახლია -თორნიკეს ბინაში-მეუბნება კისკისით -რაა?-ვყვირი გაოგნებული და ვცდილობ საწოლიდან ადგომას -მანდ დარჩი!-მიბრძანებს თათია და მიახლოვდება თვალებში მაცქერდება და შუბლზე ხელს მადებს -სიცხმე დაგიწია როგორც იქნა -თათია აქ როგორ მოხვდი? ან მე რას ვაკეთებ მის ბინაში?-ვეკითხები ჩურჩულით -დამირეკა და მითხრა რომ გონება დაკარგე და აზრზე აარაა რაუნდა გიშველოს, მკითხა სახლში რომ მივიყვანო მეორეთ მოსვლანიშნავ ეს ეგ თუ არაო -მერე შენ რა უთხარი?-ვეკითხები ძალიან დაძაბული -ვუთხარი რომ შენ გულწასული დედაშენთან რომ მიეყვანე მეორეთ მოსვლა მომაგონი იქნებოდა -ეგ ხო-მეცინება იმის წარმოდგენაზე თუ რას იზავდა დედაჩემი, ხელში აყვანილი, გონება დაკარგული, უცხო ბიჭს სახლში რომ მივეყვანე სახლში -ხოდა ვუთარი სახლში წაიყვანე-თქო -რაა? ეგრე უთხარი?-ვერ ვიჯერებ რომ ასეთი დამპალია -ხო აბა რა მექნა? ჩემთან რომ მოეყვანე გგონია დედაჩემი უარეს არ დაიმართებდა? -უიმე ხო-მეცინება ლამარას გახსენებაზე -მოკლეთ თავად მთხოვა მოსვლა, მე ჩემები მოვატყუე ვითომ დამირეკე და შეხვედრა მთხოვე, ვითომ მოიწამლე, არგინდა დედაშენმა გაიგოს და საავადმყოფოში მოგყვები, ვითომ კვდები ინტოქსიკაციით, დედაშენს კიდე ვუთხარი რომ მე ვკვდები და შენ ხარ ჩემთან -მოკლეთ ნამდვილი მსახიობი ხარ -აქ თორნიკეს მეგობარმა მომიყვანა-ამ სიტყვების მოსმენისთანავე თვალთ მიბნელდება და სმენა მეხშობა, აზრები მეფანტება და თვალწინ მხოლოდ ერთი სურათი მიდგება ერთი ჭიქა შავი ღვინო, მერე ვაჩე, უფრო სწორად ვახო ... მისი სახე...მისი შეხება, არეული კადრები ერთმანეთს ენაცვლება...-მარიამ სულ გაფითრდი კარგად ხარ? -კარგად ვარ-ვჩურჩულებ და თვალებს მაგრად ვხუჭავ რომ ჩემი გონებიდან მისი საშინელი სახე გავაქრო -ნიკამ მომიყვანა, უიმე რა უჟმურია შენსავით-არ ჩიმდება თათია და აგრძელებს -ისეთი სახით იყურება გეგონება ვინმე მოვუკალი... -ხო ეგ ეგეთია და თან ძუნწი-ვეუბნები სიცილით, ვცდილობ ვახო დავივიწყო -მისმინე სზვა ვინმეცაა აქ? -არა სხვა არავინაა-მხრებს იჩეჩავს -ისე როგორ დაუჯერე და გამოყევი? არ მოგიყევი რა გამიკეთეს ამ არანორმალურებმა?-მართლა მიკვირს მე, თათია მხრებს იჩეჩავს -რავიცი კი კვდებოდი და მოგაბრუნე იმ ქვეყნიდან და... მადლობელიც არა ხარ-წარბებს კრავს გავრაზებული -უიმე მე რას გეკითხები და შენ რას მპასუხობ-ვიცინი მე და კარზე კაკუნის ხმა მაკრთობს -შეიძლება?-ნიკა შემოდის და უკმაყოფილო სახით გვიყურებს ორივეს -ისე რომ იცოდე ძუნწი სულაც არ ვარ-მეუბნება გაბრაზებული და სიგარეტის კოლოფს და სანთებელას მაწვდის -მადლობა-ვუღიმი ყალბად და ვართმევ -თუ რამე დაგჭირდათ აქვე ვიქნები-ამბობს და გადის, რკინის კაეის ხმაურზე ვხვდებით რომ სახლიდან გავიდა -ბინაში ვართ?-ვეკითხები თათიას -ხო მერვე სართულზე -სად? -ჭავჭავაძეზე -ვაკეში ვართ?-ვიცხადებ მე -არაა ეს ბიჭი ხელიდან გასაშვები-იცინის თათია -თუ გინდა გაჩუქებ-ვბრაზდები მე -ანუ უკვე მიისაკუთრე?-ჩემს ნერვებზე თამაშს განაგრძობს -თათია ნელი და მტანჯვი სიკვდილი გარანტირებული გაქ-ვემუქრები და მაცემინებს და მხოლოდ ახლა ვაკვირდები რომ რაღაც დიდი ზომის პერანგი მაცვია და ვიძაბები ისევ -ეს-თათიას პერანგზე მივუთითებ -ეგ მე ჩაგაცვი ნუ ღელავ-თათია საწოლზე ჩამოჯდა და სიცილისგან გადაბჟირდა -იმედია შენვე გამხადე კაბა -სიამოვნებით გაგხდიდი კაბას -მესმის თორნიკეს ხმა რომელიც ოთახში შემოდის მომღიმარი სახით და ამის გაგონებაზე თათია საერთოდ ბჟირდება -მაგრამ მირჩევნია ეს შენი სურᲕილით გავკეთო-ბოლო სიტყვებს კარგად ვერ ვაცნობიერებ, ღმერთო რა თავხედია, მე კიდევ როგორი ჯელტმენი მეგონა, როგორ მეგონა რომ ღირსეული ადამინი იყო, თუმცა... ჯანდაბა რა იდიოტი ვარ როგორ შეიძლება თორნიკე კარგი ადამიანი იყოს, ნამ ხომ იარაღის მუქარით გამიტაცა? მერე ოპერაცია გამაკეთებინა? ღმერთო ჩემო რა იდიოტი ვარ -ავადმყოფო-ვყვირი ბოლო ხმაზე და ყუმბოზე დალაგებული ნივთებს ბიღებ და ვესვრი, თორნიკე ოთახიდან გარბის და კარს კეტავს, ჩემი ტელეფონი და ჩაი შეეწირა მის თავხედობას |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.