შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მია (სრულად)


16-11-2020, 12:42
ავტორი nia_93
ნანახია 11 183

მოგესალმებით.
ალბათ გახსოვთ ეს ისტორია. ვწერდი და ბოლომდე არ დამისრულებია, მე კი არ მიყვარს დაუსრულებელი ისტორიები, ამიტომაც მთლიანად დასრულებულ ვერსიას გთავაზობთ.
ბოდიში ასე დაგვიანებისთვის და მადლობა ვინც კითხულობდით და ელოდებოდით <3
იმედია,მოგეწონებათ.

დილის 8 საათი იყო. თავი ძლივს ასწია საწოლიდან. როგორ ეზიზღებოდა ადრე ადგომა,მაგრამ სამსახურში დააგვიანდებოდა. ძილი მისთვის ნეტარება იყო,რაც ყოველთვის აკლდა.
თვალების ფშვნეტით გავიდა აბაზანაში.სარკეში რომ ჩაიხედა გული გაუსკდა.თმები აფუებოდა.თავი მოიწესრიგა და მისაღებში გავიდა,სადაც თავისი ძმა თავის ცოლთან ერთად საუზმობდა.
-დილა მშვიდობისა-მთქნარებით მიესალმა ოჯახის წევრებს
-მოდი-გაუღიმა ძმამ და სკამი გამოუწია,რათა დამჯდარიყო მაგიდასთან
-ყიყლიყოები შევწვი და სანამ თბილია ჭამე- ვითომ მზრუნველი ხმით უთხრა რძალმა.მიამ ძალით გაუღიმა და ერთი ცალი გადაიღო,რადგან უტაქტოდ არ გამოსვლოდა.
მიამ უგემურად შეჭამა ანუკას შემწვარი ყიყლიყო(მზარეულობა მისი ძლიერი მხარე არ იყო,მაგრამ ცდილობდა და ხანდახან გამოსდიოდა ხოლმე).
-დღეს რა გეგმები გაქვს?-ინტერესით შეეკითხა ჯაბა დას და ყავა მოსვა
-სამსახურის მერე ლექცია მაქვს და ლექციის მერე ნიტასთან ავდივარ,დაბადების დღე აქვს, სავარაუდოდ მასთან დავრჩები-მოკლედ აუხსნა დღის გეგმები.
მია ნახევარ განაკვეთზე მუშაობდა და თან მაგისტრატურაზე სწავლობდა.
მისი ყველაზე ახლო და საუკეთესო მეგობარი კი ნიტა იყო,რომელსაც დღეს 24 წელი უსრულდებოდა და სახლში ელოდებოდა სტუმრებს.
-დარჩენა რა აუცილებელია,მოგაკითხავ თუ გინდა-წარბი აუწია ჯაბამ. არ უყვარდა მია რომ სხვაგან რჩებოდა,მაგრამ ნიტასთან დარჩენაზე უარს თითქმის არასდროს ეუბნებოდა,რადგან კარგად იცნობდა მას.
-რა ვიცი რა დრომდე შემოვრჩები,ხოდა რატომ გაწვალო-მხრები აიჩეჩა მიამ-მირჩევნია დავრჩე
-კარგი თუ ასე გირჩევნია დარჩი მაშინ-ნება დართო
-როგორ იცი ხოლმე-ანუკაც ჩაერთო-24 წლის გოგო როგორღაც თვითონ გადაწყვეტს როგორ მოიქცეს-მიას თვალი ჩაუკრა. იყო მომენტები როცა ანუკა უჯიგრებდა ხოლმე მას და ამ დროს მიასაც სხვანაირი გრძნობა ეუფლებოდა,მაგრამ საერთო ჯამში ეს არაფერს ცვლიდა
-ხანდახან მაინც უსმინე ცოლს-თითი ანუკასკენ გაიშვირა მიამ და ენა გამოუყო ძმას.ჯაბამ თვალები აატრიალა
-სულ მაგას არ ვუსმენ ისედაც?
-მაგრამ მაინც ისე იქცევი როგორც შენ გინდა-ტუჩები უკმაყოფილოდ დაპრუწა ანუკამ
-კარგით,ჩემო საყვარელო გოგოებო, მე მეჩქარება და უნდა დაგტოვოთ-პირი ხელსახოცით გაიწმინდა, ტელეფონი აიღო და გოგოები მარტო დატოვა.

მიაც დიდხანს არ დარჩენილა,ანუკას მაგიდის ალაგებაში მოეხმარა,გაემზადა და თვითონაც გავარდა სამსახურში.

მოკლედ რომ ვთქვათ მათ შესახებ, დოლიძეებს პირველი ვაჟი, ჯაბა შეეძინათ და მის მერე 10 წელი არ უჩნდებოდათ შვილი, 10 წლის მერე კი პატარა პრინცესა მია მოევლინა ქვეყანას.
წყვილი საოცრად ბედნიერი იყო და დაჰფოფინებდნენ ნანატრ ქალიშვილს. ჯაბასაც საოცრად უყვარდა თავისი პატარა და. სულ ეთამაშებოდა და სასეირნოდაც დაყავდა ხოლმე.

მია და ჯაბა დოლიძეები ადრე დაობლდნენ.
მამა 20 წლის წინ გარდაეცვალათ ავტოკატასტროფაში,როცა მია 4 წლის იყო. ეს ძალიან დიდი ტრაგედია იყო მათი ოჯახისთვის. ნანა, მია და ჯაბას დედა ძალიან რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდა ქმრის გარდაცვალების შემდეგ. ჯერ ქმრის სიკვდილმა მოუღო ბოლო და შემდეგ ოჯახის სიმძიმე მას დააწვა კისერზე. ორი შვილის რჩენა მაგ დროს ადვილი არ იყო. წელებზე ფეხს იდგამდა მათ რომ რამე არ მოკლებოდათ,გარდა ამისა გულში იკლავდა დარდს და იმ ტკივილს რაც მისი მეუღლის გარდაცვალებამ მოუტანა. მია პატარა იყო და იმდენად მძაფრად ვერ აღიქვამდა სიტუაციას,აი ჯაბას კი საოცრად გაუჭირდა. გარდატეხის პერიოდი ჰქონდა,თან უმამოდ დარჩენილს რთული ფსიქოლოგიური მომენტები ჰქონდა. დეპრესიაში ხშირად ვარდებოდა. ნანამ კი ყველაფერი გააკეთა რომ როგორმე გამოეყვანა ჯაბა ამ მდგომარეობიდან. მასაც არანაკლები პრობლემები ჰქონდა ჯანმრთელობასთან. გულის თანდაყოლილი მანკი ჰქონდა. მისი ცხოვრების რიტმმა და გადატანილმა უბედურებებმა, მასაც ადრეულ ასაკში მოუღო ბოლო.
მია ჩაირიცხა თუ არა უნივერსიტეტში, ისიც მალევე გარდაიცვალა. ეს ყველაზე დიდი დარტყმა იყო და-ძმისთვის.
მის მერე,ჯაბამ გაორმაგებულად აიღო მიაზე პასუხისმგებლობა დას ცივ ნიავს არ აკარებდა. ის უკვე შემდგარი პიროვნება იყო და მაღალანაზღაურებად სამსახურშიც მუშაობდა. ფინანსური კუთხით პრობლემები არ ჰქონიათ.
მას შემდეგ 6 წელი გავიდა და ასე მოდის და-ძმა,გულში ტკივილით და ერთმანეთის სიყვარულით.
3 წლის წინ ჯაბა დაოჯახდა.
ცოლად მოიყვანა თავისზე 5 წლით პატარა ანუკა.
ახლა კი მათ 2 წლის მარიამი ჰყავთ.
რაც შეეხება ანუკას ფიზიკურობას,ვერაფერს დაუწუნებთ, მართლაც ძალიან ლამაზია და ერთმანეთი ძალიან უყვართ.
ყოველთვის ხედავდა მია მათ თვალებში დანახულ სიყვარულს და სწორედ ამის გამო იკავებდა ხოლმე თავს ანუკას უტაქტო კომენტარებზე და ძმისა და მისი სიყვარულის გამო ბევრ რამეზე ხუჭავდა თვალს.


მართლა დამღლელი დღე ჰქონდა.
სამსახურში ბევრი საქმე.
ლექციაზე პრეზენტაცია.
ლექციის მერე კი ნიტასთან ავიდა,სადაც უკვე დაეწყო ხალხს შეკრება
-გილოცავ კიდევ ერთხელ-ჩაეხუტა ნიტას შესვლისთანავე და საჩუქარი გადასცა-ხომ იცი როგორ მიყვარხარ-გაუღიმა და ლოყაზე აკოცა
-მადლობა-გაუღიმა ნიტამ და საჩუქარს ჩახედა-აუ რა გიჟი ხარ- მისი საყვარელი სუნამოს დანახვაზე სიხარულით ხტუნვა დაიწყო-მიმთავრდებოდა უკვე
-ვიცი -თვალი ჩაუკრა.
მისაღებში შევიდნენ,სადაც რამდენიმე ადამიანი იყო,ყველას იცნობდა მია. მიესალმა და მოიკითხა. მერე ისე შეყვნენ ლაპარაკს და ძველი ამბების გახსენებას,მთელს ხმაზე ხარხარებდნენ. სწორედ ამ დროს შემოვიდა გეგა, ნიტას ბიძაშვილი,ვიღაც ბიჭთან ერთად.
გეგა ხმამაღლა,ღიმილით მიესალმა ყველას და მათ შორის ჩაჯდა თავის მეგობართან ერთად.
მიას გეგას მეგობრის დანახვისას თვალი მასზე გაუშტერდა. რატომღაც,ეგრევე მოინუსხა ბიჭით და მისი თავი გამოიჭირა იმაში,რომ რამდენიმე წამი თვალმოუშორებლად აკვირდებოდა სტუმარს. მერე მანაც იგრძნო მიას მზერა და თვითონაც გამოხედა. თვალი თვალში მოუხვდათ,მხოლოდ 2 წამით,რადგან მიას შერცხვა და მზერა სწრაფად შეცვალა.
თითქმის ყველა შეიკრიბა და ახალგაზრდები ძალიან მხიარულობდნენ.
მიას ერთი სული ჰქონდა ნიტა დაემარტოხელებინა და როცა საძინებლისკენ მიმავალი დალანდა,მაშინვე უკან გაყვა.
-ის ბიჭი ვინაა?-ეგრევე ჰკითხა საძინებელში შევიდნენ თუ არა
-ვინ ბიჭი?-უცებ ვერ მიხვდა ნიტა
-გეგას რომ მოყვა,რა გჭირს-ეს როგორ მკითხე ტონით უპასუხა
-აა, მათეზე ამბობ?გეგას მეგობარია და თან ერთად მუშაობენ-აუხსნა ვინც იყო
-აქამდე რატომ არ მყავდა ნანახი?-თავისთვის ყველაზე საინტერესო კითხვა დაუსვა
-რავიცი,ისე ხო..-ჩაფიქრდა ნიტა-არასდროს შეხვედრილხართ დარწმუნებული ხარ?
-რომ შევხვედროდით დამავიწყდებოდა შენი აზრით?
-არ არსებობს!-თვალებში ჭინკებათამაშებული მიუბრუნდა ნიტა-მოგეწონა?
-რა დასკვნებია ახლა ეს-ვითომ გაბრაზდა
-ისე არ იკითხავდი,რომ არ დაინტერესებულიყავი-არ მოეშვა
-უცნობი რომ იყო მაგიტომ ვიკითხე,ხომ უნდა მცოდნოდა ვინ იყო
-ვერ დამაჯერე,მაგრამ კარგი-ხელი აიქნია და კიდევ ერთხელ მიისხა სუნამო
-რომ ბანაობ, მაგიტომაც გიძლებს მხოლოდ 2 კვირა სუნამოები-სიცილით აღნიშნა ფაქტი მიამ
-მიყვარს და რა ვქნა-თავი დაახურა და ისევ კომოდზე დადო-გამახსენდა-მიას მიუბრუნდა-მართალი ხარ,თქვენ არ შეხვედრილხართ ერთმანეთს. მათე ხშირად იყო საზღვარგარეთ. ჯერ სწავლის დროს.მერეც სულ დადიოდა ქვეყნიდან-ქვეყანაში, ამიტომ აქ ისე ხშირად ვერ მოდიოდა. ისე, ჩემს დაბადების დღეზე შარშანაც იყო, უბრალოდ გვიან მოვიდა,შენ რომ წახვედი-მიას გაახსენდა ნიტას წინა დაბადების დღე, მხოლოდ 2 საათით იყო მისული და მერე უნივერსიტეტში წავიდა,რადგან შუალედური გამოცდა ჰქონდა.
ამის გახსენებისას ხასიათი წაუხდა. რადგან თურმე ერთი შანსი დაუკარგავს მისი გაცნობის.
გოგოები მალევე დაბრუნდნენ მისაღებში.
მართლა კარგი დრო ატარეს. იმდენი იცინეს და იმხიარულეს, მუცლები სტკიოდათ.
მია ხანდახან თვალს გააპარებდა მათესკენ და მის ნაკვთებს სწავლობდა.
უდაოდ სიმპათიური იყო. 10დან 9 ქულა დაუწერა გონებაში.
10 მაინც ვერ გაიმეტა,რადგან 10/10 მხოლოდ მის იდეალს,ლეონარდო დიკაბრიოს ეკუთვნოდა.
ბავშვობიდან გიჟდებოდა ამ მსახიობზე და მისი ყველა ფილმი ზეპირად იცოდა.
ამიტომ, ახალგაცნობილ მათეს მთლად უმაღლესი ქულა ვერ დაუწერა,მაგრამ იმაზე მეტად მოიხიბლა მისით,ვიდრე საჭირო იყო.
იმ საღამოს ნიტასთან დარჩა,როგორც ჩაფიქრებული ჰქონდა. დალაგებაში მიეხმარა და მერე ადღლილებს დაეძინათ. მათეზე იმ საღამოს არაფერი უთქვამთ.

მათე ბრეგაძე გეგას ძალიან ახლო მეგობარია. ერთმანეთი უნივერსიტეტში გაიცნეს და მის მერე მეგობრობენ. ერთი განხრა აირჩიეს და ახლა ორივე გამომძიებელია და ერთად მუშაობენ.
გეგასთან სახლში ისე ხშირად ვერ ადიოდა ან თუ ადიოდა, არასდროს დამთხვევია ისე,რომ მიაც მანდ ყოფილიყო, ამიტომაც არ ჰყავდა არასდროს ნანახი, მაგრამ დაბადების დღეზე ნახა თუ არა, ისიც მოიხიბლა მიათი.
ჯერ ფიზიკურობამ მიიქცია მისი ყურადღება, სიფრიფანა,წაბლისფერთმიანი,საოცრად ფაფუკი თმებით და უსაზღვროდ მწვანე თვალებით.
ისე მოეწონა,უნდოდა სულ მისთვის ეყურებინა. მისი ხმა რომ გაიგო,ისეთი ნარნარა და საყვარელი იყო,უნდოდა არ გაჩერებულიყო და სულ ელაპარაკა.
ამდენი წლის მერე, პირველად დაინტერესდა გოგოთი და სურვილი ჰქონდა კიდევ შეხვედროდა მას.
სწორედ ამიტომ,გეგასთან სიარულს მოუხშირა. 1-2ჯერ კიდევ დაემთხვნენ ერთმანეთს და ახლა შედარებით ახლოს გაიცნეს ერთმანეთი.
ორივე გრძნობდა,მათ შორის არსებულ ქიმიას.ორივეს უნდოდა ერთმანეთის სიახლოვეს ეტრიალათ და კიდევ ენახათ ერთმანეთი.
ერთ-ერთი ასეთი შეხვედრისას,მისაღებში მარტო ეს ორი რომ დარჩა, მათემ თამამად ჰკითხა მიას მისი ნომერი
-მია, შეიძლება შენი ნომერი ჩავიწერო?-ინტერესით შეეკითხა. არ უნდოდა ეს მიკიბვ-მოკიბვა და საქმის გაჭიანურება. პირდაპირ საქმეზე გადავიდა. შეეძლო,როგორ არ შეეძლო თავისითაც უპრობლემოდ გაეგო მასზე ყველაფერი,მაგრამ ჯერჯერობით არ ჩქარობდა და უნდოდა ყველაფერი ბუნებრივად და ეტაპობრივად მომხდარიყო, ამიტომაც არ დააყოვნა
-რავიცი,კი-დაიბნა უცებ მია და თან ძალიან ესიამოვნა. თავისი ნომერი უკარნახა და როცა მათემ ჩაიწერა, ზარი გამოუშვა მასთან
-შენც გქონდეს ჩემი,რომ იცოდე-გაუღიმა და მობილური დაბლოკა. მიას გული უფართხალებდა. მასთან ასე ახლოს ყოფნა ძალიან აბნევდა და თან ძალიან სიამოვნებდა. თვითონაც ვერ ხვდებოდა რა ემართებოდა მასთან ყოფნისას, მაგრამ ფაქტი იყო რომ ძალიან უნდოდა.
იმავეს გრძნობდა მათეც.

მერე, ძალიან ხშირად მოიკითხავდნენ ერთმანეთს,თითქმის ყოველ ღამე ელარაპაკებოდნენ და წერდნენ. მათე მუშაობის პერიოდში სულ ვერ ახერხებდა მასთან კონტაქტს,ამიტომ როგორც კი მოიცლიდა,მაშინვე ან დაურეკავდა ან მიწერდა და ეს ყველაფერი 3 კვირას ითვლიდა. 3 კვირა იყო რაც ასე დაახლოვდნენ და ჰქონდათ კონტაქტი. ერთი თვის თავზე კი მათემ ერთად ვახშმობა შესთავაზა,რაზეც მიაც დასთანხმდა
-მიხარია უარი რომ არ მითხარი-გაუღიმა,როცა მაგიდას მიუხსდნენ
-უარის მიზეზს ვერ ვხედავდი-კეკლუცად გაუღიმა მიამაც. მათემ ამის გაგონებისას ყურებამდე გაიღიმა და იმ დროს მისულ მიმტანს გახედა,რომელმაც შეკვეთა ჩაიწერა.
-ვწუხვარ,აქამდე რომ არ ვიცნობდით ერთმანეთს-დაიწყო ისევ მათემ
-მეც მიკვირს,როგორ ვერც ერთხელ ვერ შევხვდით
-მაგრამ მთავარია რომ შევხვდით-ძალიან იდუმალი ხმით უთხრა. მია გაწითლდა და უბრალოდ გაუღიმა,რადგან ვერაფერი უპასუხა.თვითონაც ძალიან ბედნიერი იყო მისი გაცნობით
-ხანდახან რომ შევხვდეთ ხოლმე,წინააღმდეგი ხომ არ იქნები?-ისევ მათე ჩაეკითხა
-მგონი არა-მორცხვად უპასუხა
-მგონი თუ არა?-მაინც ჩაეკითხა,სპეციალურად
-კი,შეიძლება შევხვდეთ ხოლმე ერთმანეთს-თავი მოუყარა სიტყვებს და თვალებში ჩახედა.
ორივეს რაღაცნაირად უციმციმებდათ.
იმ საღამოს ზოგად რამეებზე ისაუბრეს, მცირე ინფორმაცია გაცვალეს ერთმანეთზე და ცოტა ხანში დაიშალნენ,კიდევ შეხვედრის პირობით.
დადებითად დამუხტულები წავიდნენ სახლებში.
კიდევ რამდენჯერმე შეხვდნენ და ყოველი ახალი შეხვედრისას,ახალ ემოციებს იწვევდნენ ერთმანეთში. მია უკვე ნელ-ნელა მასზე დამოკიდებული ხდებოდა.
მათეს თავისი თავი ასეთი აჟიტირებული არ ახსოვდა რამდენი ხანია. ეს გოგო მასზე დადებითად მოქმედებდა.

გეგამაც შეამჩნია მისი თვალების ციმციმი და ამდენი ხანი მათემ რომ არაფერი უთხრა, თვითონ ჰკითხა
-რაღაც სხვანაირი მეჩვენები?-მის კაბინეტში შევიდა თუ არა,ეგრევე ეგ ჰკითხა
-მეტყობა?-თვალები აუთამაშა
- ვინმე მოგწონს?-თვალები შუბლზე აუვიდა გეგას
-მისმინე,რაღაც უნდა გითხრა-დაიწყო მათემ-მია მომწონს-მერე პირდაპირ მიახალა
-ვინ მია?-უცებ ვერ მიხვდა
-ნიტას დაქალი,რა გჭირს
-რა?-გაოცდა გეგა-მართლა?
-ხო,აბა ვითომ? ბოდიში,აქამდე არ გითხარი,იმიტომ, რომ მინდოდა ჯერ დავრწმუნებულიყავი და მერე მეთქვა.რამდენჯერმე შევხვდით ერთმანეთს და ორივეს მოგვწონს ერთად.
-ვაა, ძალიან მოულოდნელი ამბავია-დაიბნა გეგა და არ იცოდა რა ეთქვა
-რამე ხომ არ გაგიტყდა?-ინტერესით ჩაეკითხა
-რატომ უნდა გამტყდომოდა მე?-გაეცინა
-რა ვიცი,რაღაც დიდად აღფრთოვანებული არ ხარ ამ ამბით
-რა შუაშია, მია მართლა ძალიან კარგი გოგოა,უბრალოდ გამიკვირდა
-რა გაგიკვირდა?-დაინტერესდა
-მია ჯაბას დაა-პირდაპირ აჯახა და მის რეაქციას დაელოდა
-ჯაბა ვინაა?
-ჯაბა დოლიძე!
-რა?-ამ სახელი და გვარის გაგონებისას ხმა გაუცივდა მათეს-რას ქვია მისი დაა?-ვერ იჯერებდა-დარწმუნებული ხარ?
-არ იცოდი?-ეს იმაზე მეტად გაუკვირდა,ვიდრე მათემ რომ უთხრა მია მომწონსო
-საიდან უნდა მცოდნოდა-ძალიან გაღიზიანებული იყო მათე-მისი ოჯახი არ გამომიკვლევია-ფეხზე გაცოფებული წამოდგა და ოთახში ბოლთის ცემას მოყვა
-ცხოვრება მეკაიფება-სახეზე ხელები მოისვა და ღრმად ჩაისუნთქა,ცდილობდა როგორღაც ბრაზი დაეოკებინა. გეგა უხმოდ იჯდა და მის ქცევებს აკვირდებოდა
-კაი ,ასე რატომ გაბრაზდი,რა მნიშვნელობა აქვს ვისი დაა-თავისი ჭკუით შეეცადა დაემშვიდებინა
-როცა საქმე ჯაბას ეხება,ყველაფერს აქვს მნიშვნელობა-ზიზღით თქვა მათემ
-დედას შევე*ი-სკამს ფეხი გაჰკრა და შეიგინა-ეს ტიპი ხომ ჩემი ცხოვრების სასჯელია-თავისთვის ჩაილაპარაკა და ფანჯარა გამოაღო,რადგან იგრძნო რომ სუნთქვა უჭირდა.


მთელი დღე გული ვერაფერს დაუდო სამსახურში. სულ მიასა და მის ძმაზე ეფიქრებოდა და სხვა რამეზე კონცენტრირებას ვერ ახდენდა.
ძლივს,ვიღაცამ სერიოზულად დააინტერესა და ისიც იმ ადამიანის და აღმოჩნდა,რომელსაც ყველაზე მეტად ვერ იტანს.
შეუძლებელია ცხოვრება ასე დასცინოდეს.
ყველაფერი გამოიკვლია მიაზე. მისი ცხოვრების მცირე დეტალიც კი და ის სულ მცირე იმედი,რომელიც გულის სიღრმეში ჰქონდა რომ იქნებ გეგას რაღაც შეეშაალა(რაც შეუძლებელი იყო),საბოლოოდ დაემსხვრა.
ყველა მონაცემი ადასტურებდა მის ბიოლოგიურ კავშირს ჯაბა დოლიძესთან.

2 დღე არ შეხმიანებია მიას. არც დაურეკავს,არც მიუწერია.
თვითონაც არ იცოდა რას ელოდებოდა ან რას აპირებდა,მაგრამ ამ ეტაპზე მიასთან ლაპარაკი არ სურდა.
ცოტა ხანი დაფიქრება სჭირდებოდა,რომ აეწონ-დაეწონა ყველაფერი და ისე მიეღო გადაწყვეტილება.ახლა რომ მას დალაპარაკებოდა, ბოღმას მასზე გადაანთხევდა,რაც ძალიან არ უნდოდა. მან რა დააშავა გარდა იმისა,რომ მისი და იყო?
მიას უკვირდა მათეს გაუჩინარება,იმის ფონზე რომ ყოველდღე კონტაქტობდნენ, 2 დღე რომ საერთოდ არ შეეხმიანა, დააკლდა მისი ყურადღება.მართალია, ეს იმდენად დიდი პერიოდი არ იყო,რომ რამე ეფიქრა, მაგრამ მართლა ეუცნაურა.
2 დღის მერე თვითონ მოიკითხა,მაგრამ მათეს პასუხი არ დაუბრუნებია,რამაც ძალიან აანერვიულა.
ერთი კვირის მერე უკვე პიკს აღწევდა მისი მოთმინება, აინტერესებდა რა ხდებოდა და ვერაფერი გაეგო.
მის ხასიათსაც შეეტყო,რაც არც ჯაბას გამორჩენია
-მეჩვენება თუ მოწყენილი ხარ ეს დღეები?-საუზმობისას შეეკითხა. ძირითადად დილით განიხილავდნენ ხოლმე რაღაცებს,სანამ ერთად საუზმობდნენ და სანამ სამსახურებში წავიდოდნენ.
-არა,უბრალოდ სამაგისტრო ნაშრომმა ძალიან დამღალა-ნახევრად სიმართლე უთხრა
-დარწმუნებული ხარ,რომ მიზეზი მხოლოდ ესაა?-ეჭვით ჩაეკითხა ჯაბა-ისევ ის ხომ არ გაწუხებს?
-არა,არა-იუარა მიამ-ის არც გამოჩენილა მაგის მერე
-რომ, რამე ეგრევე მეუბნები და ხომ იცი სადაც გავუშვებ-მკაცრად უთხრა ჯაბამ
-კი,ვიცი-მკრთალად გაუღიმა-მართლა მხოლოდ გადაღლილი ვარ და მეტი არაფერი-მგონი დაარწმუნა ჯაბა და მერე აღარ გაუგრძელებიათ ამ თემაზე საუბარი.
საღამოს ნიტას შეხვდა და ვენდისში დასხდნენ.
-ესენია რომ მასივებენ-ჩაკბიჩა თუ არა ბურგერი,წონაზე დაიწყო წუწუნი
-მშვენიერ ტანზე ხარ,რას აბუქებ-დაამშვიდა მიამ
-კაი რა,ყველაფერი მერგება,რასაც ვჭამ-კოკა-კოლა მოსვა-როგორ მშურს შენი,ჭამ და არ სუქდები,მეც მინდაა
-მშვენივრად ხარ რა და მორჩი წონაზე წუწუნს-მიამაც მოსვა წვენი
-შენ რა არის,რაღაც არ ხარ ხასიათზე?
-ხო...
-რა მოხდა?
-რამდენიმე დღეა მათე არ შემხმიანებია-უთხრა რაც აწუხებდა
-რამე მოხდა?
-არა,პირიქით, კარგად ვიყავით,თითქმის ყოველდღე მწერდა,მაგრამ უკვე თითქმის ერთი კვირა იქნება რაც არაფერი ისმის მისგან. მე მივწერე და არ მოუწერია-მხრები აიჩეჩა
-ვაა, რა უცნაურია-გაუკვირდა ნიტას.

მიამ ეგრევე უთხრა ნიტას მისი და მათეს ურთიერთობის შესახებ,როცა მიმოწერები და შეხვედრები დაიწყეს და ნიტას ძალიან გაუხარდა ახალი ამბავი. ძალიან მოსწონდა ეს ორი ერთად და უნდოდა მათი წყვილი შემდგარიყო
-გეგასგან ხომ არ გაგიგია რამე?
-არა,მათე საერთოდ არ უხსენებია
-არა,მესმის რომ დაკავებულია,ხანდახან შეიძლება ტელეფონს ყურადღება ვერ მაიქციოს,მაგრამ ერთი წერილის მოწერას რა უნდოდა,თანაც ჩემს მიწერილს ხომ ნახავდა, მოკლედ მაინც ეპასუხა რამე-ძალიან განიცდიდა მია მათეს გაუჩინარებას.
-იქნებ ქვეყნიდან წავიდა?მას ხშირად უწევს გასვლა საზღვრებს გარეთ
-ხომ მეტყოდა,წასვლა რომ დაეპირებინა, დავიჯერო ასეთი უმნიშვნელო ვარ მისთვის?-ამის გაფიქრებისას გული მოეწურა
-ხო,ეგეც მართალი-ჩაფიქრდა ნიტა, ფიქრობდა და სხვა მიზეზი ვერაფერი იპოვა,რითიც მიას დაეხმარებოდა
-ვკითხავ ამ საღამოს გეგას
-არ ტეხავს? არ მინდა ისე გამოჩნდეს,რომ ვაკონტროლებ და რაღაც,უბრალოდ მართლა ვნერვიულობ-ტუჩების კვნეტას მოყვა ნერვიულობისგან
-არა,რა ტეხავს, ვკითხავ და გავიგებ
-კარგი და ეგრევე მომწერე,თუნდაც წვრილმანი ხომ?
-კი კი,აუცილებლად-დაამშვიდა მეგობარი.

საღამოს გეგასაც შეაგვიანდა და ნიტა სულ საათს ამოწმებდა.
10 იყო დაწყებული რომ მოვიდა.
ჯერ აცალა გამოცვლა და მერე უსაქმურად რომ დაიგულა მასთან შევიდა და საწოლზე გაიშხლართა მის გვერდით
-აბა რას შვება ბუზღუ?- ბუზღუს ეძახდა,რადგან ძალიან წუწუნა იყო და აგიჟებდა გეგას
-ერთ დღეს ენას ამოგაძრობ და გაჭმევ იცოდე-დაემუქრა თავისი ჭკუით
-როგორ შემაშინე-ენა გამოუყო-ამ დრომდე სამსახურში იყავი?-ნელ-ნელა მიუახლოვდა იმ თემას რაც აინტერესებდა
-ხო,ბევრი საქმე იყო დაგროვებული და შემოვრჩი
-ამ ბოლო დროს ბევრი საქმე გაქვს ხოლმე?
-კი,ძალიან და პირდაპირ მითხარი რა გაინტერესებს-თვალები აატრიალა გეგამ,იცოდა რომ ნიტას რაღაც აინტერესებდა და ასე შემოვლით იწყებდა საუბარს
-შენ ხომ არაფერს აცლი ადამიანს-ტუჩები დაპრუწა-შენი ძმაკაცი,მათე რას შვება,როგორ არის?-გეგას გაეღიმა,მიხვდა საითაც მიდიოდა საუბარი
-რავიცი,ძველებურად-მოკლედ მოუჭრა
-მის თავს მშვიდობაა?
-ნიტა,რა გინდა პირდაპირ თქვი რა,არ შემიძლია ეს მიკიბვ-მოკიბული ლაპარაკი ხომ იცი
-მიას რატომ არ ეხმიანება? ძალიან განიცდის
-მოდი,ეს თვითონ გაარკვიონ კარგი?
-რამე ხდება?-ეჭვით ჩაეკითხა
-მათე მიას აუცილებლად დაელაპარაკება და თვითონ ეტყვის სათქმელს და შენ არ ჩაერიო ხომ?
-გეგა რას მაგიჟებ ახლა,მითხარი რა ხდება
-ნიტა შემეშვი ახლა...
-გეგა
-შანსი არაა, ჩემგან ვერაფერს გაიგებ!
-ოო, შენ ხომ არ გატყდები რა-ხელი აიქნია-მაშინ შენს ძმაკაცს უთხარი დროზე დაელაპარაკოს და გაარკვიოს მიასთან-თითი მიუშვირა
-დაელაპარაკება,აუცილებლად.
ნიტა ბუზღუნით გავიდა გეგას ოთახიდან.
ასეთი იყო გეგა,ვერაფრით დააცდევინებდი ერთ სიტყვასაც კი,თუ რამე საიდუმლოს ეხებოდა საქმე.
მიასაც მისწერა,გეგას ვერაფერი დავაცდევინეო,მხოლოდ ის მითხრა მათე თვითონ დაელაპარაკებაო.
მიამ უხალისოდ დააგდო ტელეფონი გვერდზე და ძლივს დაიძინა.

-მიას არ ელაპარაკები?- კაბინეტის კარი შეუღო და მის მაგიდასთან დაჯდა
-ერთი კვირაა არ შევხმიანებივარ საერთოდ-უემოციოდ უპასუხა და საბუთების დალაგებას შეუდგა
-მოიცა,ასე უბრალოდ? არც არაფერი აგიხსნია?-თვალები გაუფართოვდა გეგას
-ხო, დაფიქრება მჭირდებოდა და არ შემეძლო მასთან ლაპარაკი
-ასე როგორ შეიძლება, გოგო გაურკვევლობაში დატოვე?
-გეგა,დაველაპარაკები,ოღონდ წინა დღეებში რომ მენახა, თავს ვერ შევიკავებდი და მისი ძმის ბოღმას მასზე გადავანთხევდი,რაც ნამდვილად არ მინდოდა
-და ახლა გადაგიარა?-წარბი მაღლა ასწია
-ახლა ცოტა გადამიარა და ამ დღეებში შევხვდები და დაველაპარაკები
-და საერთოდ რას უპირებ თქვენს ურთიერთობას?-ინტერესით ჰკითხა
-არა, იმ ადამიანის გვერდით ვერ ვიქნები,ვისაც რამე საერთო აქვს მაგ კაცთან-ზიზღით თქვა და საქაღალდე გვერდით გადადო.გეგამ ვერაფერი უთხრა. ეს მათეს გადასაწყვეტი იყო.

გეგა და მათეს საუბრიდან 2 დღის შემდეგ მათემ როგორც იქნა ინება,ტელეფონი აიღო და მიას დაურეკა.მიას მათეს ნომრის დანახვაზე გული აუჩქარდა და თან ანერვიულდა. მერე სწრაფად გადაუსვა ეკრანს ხელი, ძლივს უპასუხა
-მათე?
-როგორ ხარ მია?-მშრალად მოიკითხა
-არამიშავს,შენ?
-მინდა გნახო,როდის გეცლება?-პირდაპირ საქმეზე გადავიდა, მიას მათეს ტონი არ მოეწონა,მიხვდა რაღაც რიგზე რომ ვერ იყო
-ხვალ შემიძლია
-კარგი მაშინ ხვალ საღამოს,სამსახურის მერე გნახავ-მოკლედ შეუთანხმდა და ტელეფონი გაუთიშა
-რა ჯანდაბა სჭირს?-თავისთვის ჩაილაპარაკა მიამ და და ტელეფონი ხელში აათამაშა.
მეორე დღეს,ერთი სული ჰქონდა როდის დაღამდებოდა,რადგან მათე ენახა.
7-სკენ უნივერსიტეტთან მიაკითხა
-როგორ ხარ-ჩაჯდა თუ არა მანქანაში,მოიკითხა მიამ და გადაკოცნა.მათეს მიას შეხებაზე რაღაცამ გაწიწკნა
-ვარ რა-უხალისოდ უთხრა და მანქანა დაძრა. იქვე ახლოს კაფეში წავიდნენ, გზაში ხმა არც ერთს არ ამოუღია.
შევიდნენ თუ არა,შეკვეთა მისცეს
-მათე,შენს თავს მშვიდობაა?-მზრუნველად ჰკითხა მიამ,რომ ვეღარ მოითმინა სიჩუმე
-არა,არ არის-ამოიოხრა
-რა ხდება?-შიშით ჰკითხა
-მია,ვიცი რომ გაწყენინე ამდენი ხანი რომ დავიკარგე-ცოტა უჭირდა საუბარი
-ალბათ მიზეზი გქონდა-ეცადა გაემართლებიანა. რაღაცის თქმა აპირებდა და მაგ დროს მიმტანმა შეკვეთა მოუტანა,ამიტომ გაჩუმდა და დაელოდა სანამ წავიდოდა.
-მადლობა-მიამ მიმტანს გაუღიმა და მერე ისევ მათეს მიუბრუნდა
-მათე,მესმის,შენი სამსახური ისეთია,შეიძლება ხანდახან დრო ვერ გამონახო და ვერ მომიკითხო, ეს პრობლემა არ არის, უბრალოდ მხოლოდ ერთი სიტყვით მომწერე ხოლმე,რომ კარგად ხარ-გულწრფელად საუბრობდა მია და მათეს ყელში რაღაც ებჯინებოდა. როგორ არ უნდოდა ახლა ის ეთქვა,რის თქმასაც აპირებდა,მაგრამ სხვა გზა არ ჰქონდა, მას თუ სიმართლეს არ ეტყოდა,მასთან ურთიერთობას ისედაც ვერ გააგრძელებდა.არადა სიგიჟემდე უნდოდა ამ გოგოსთან ყოფნა
-მია,მართალი ხარ, სამსახურის გამო ხშირად ძალიან გადატვირთული ვარ და ვერ ვახერხებ ადამიანების მოკითხვას,მაგრამ ახლა სხვა მიზეზი მქონდა-ეცადა სიმართლე ეთქვა,მიას გულმა გაკენწლა,მიხვდა რომ ეს საუბარი კარგად არ დასრულდებოდა-იცი რომ ძალიან მომწონხარ? იცი როგორ მინდა შენთან ყოფნა?სასწაული გოგო ხარ და შენთან ნებისმიერი ადამიანი ბედნიერი იქნება-მიას ოდნავ გაეღიმა,თან ყურადღებით უსმენდა
-შენი გამოჩენის შემდეგ, ჩემი ცხოვრებაც სხვანაირი გახდა,შენთან ძალიან კარგად ვარ-მათე მეტს ვეღარ უძლებდა,სასწრაფოდ უნდა ეთქვა,თორემ მერე ვეღარ შეძლებდა და უფრო ეტკინებოდა მასაც და მიასაც
-მია,სამწუხაროდ ჩვენ ურთიერთობას ვეღარ გავაგრძელებთ-მეხის გავარდნასავით გაისმა მათეს სიტყვები, მია შეცბა, ყველაფერს წარმოიდგენდა, ამ სიტყვების გარდა
-რატომ?-ხმაჩამწყდარმა ჰკითხა
-იმიტომ,რომ-ხმა ჩახრინწვოდა-ჯანდაბა-სახეზე ხელები მოისვა,ძალიან უჭირდა ამისი თქმა-შენთან ურთიერთობის გაგრძელება არ შემიძლია,რადგან გავიგე რომ ჯაბა დოლიძის და ხარ!-მერე მიახალა სათქმელი და მია უფრო დააბნია
-მოიცა, ვერაფერი გავიგე მათე, ჩემთან ურთიერთობას იმიტომ წყვეტ რომ ჯაბას და ვარ?-გაოცებულმა ჰკითხა-ჯაბა რა შუაშია საერთოდ?
-ჯაბა ის ადამიანია,რომელსაც ყველაზე მეტად ვერ ვიტან!-ზიზღით გასცა პასუხი
-რა გაკავშირებთ შენ და ჩემს ძმას?ან რატომ ვერ იტან?-მიას უამრავი კითხვა აწუხებდა-საერთოდ არ ვიცოდი მას თუ იცნობდი
-თავიდან მეც არ ვიცოდი მისი და თუ იყავი,თორემ ისედაც არ დავიჭერდი შენთან საქმეს და აქამდე არ შევტოპავდი,ბევრად გამიადვილდებოდა-ამის გაგონებისას მიას გული ძალიან ეტკინა
-მათე,გთხოვ,ამიხსენი რა ხდება, ვერაფერი გავიგე
-ამის ახსნას ახლა არანაირი აზრი არ აქვს -ირონიულად უთხრა
-როგორ არ აქვს მათე?ხომ უნდა ვიცოდე რატომ ვერ იტან მას,არც მისგან არ გამიგია შენი სახელი და გვარი
-ვერც გაიგებდი,რადგან არ მახსენებდა-ირონიულ ტონს არ იცვლიდა
-ჩემი დასკვნებით შენს და ჩემს ძმას რაღაც გაკავშირებთ წარსულში და ამის გამო ცუდი ურთიერთობა გაქვთ,ხომ?-მათემ თავი დაუქნია-და შენ იმიტომ არ გინდა ჩემთან ურთიერთობა რომ მე მისი და ვარ?მაგრამ მე რა შუაში ვარ თქვენ ორის პრობლემასთან?-ხელები გაშალა გაოცებულმა
-რას ქვია რა შუაში ხარ მია?-მათეც გაოცდა- მე და შენ რომ ურთიერთობა გავაგრძელოთ,ოდესმე ხომ მივალთ სერიოზულ ფაზამდე,სადაც ოჯახების გაცნობაც მოგვიწევს და როგორ ფიქრობ,მე ავიტან შენს ძმას ჩემს სიახლოვეს?
-კი,მაგრამ რა მოხდა ასეთი,მითხარი
-მოდი არ გვინდა ამაზე, უბრალოდ მოვრჩეთ ყველაფერს და ეგაა
-ანუ ასე სულ ერთი ვიყავი შენთვის რომ პირველივე ,,პრობლემაზე’’ დამშორდი?-გულნატკენმა ჩაილაპარაკა მიამ
-სულ ერთი რომ არ იყავი,მაგიტომაც გშორდები მია,მერე უფრო გამიჭირდებოდა-არანაკლებ გულნატკენი იყო მათე
-კარგი,მაშინ,იყოს როგორც გინდა-ცრემლები მოადგა თვალებზე,მაგრამ არაფრის დიდებით არ უშვებდა,-დავამთვროთ და ეგაა,მაგრამ მეგონა იმის ღირსი მაინც ვიყავი,რომ მცოდნოდა რა არის რეალური მიზეზი,რის გამოც ვშორდებით-მხრები აიჩეჩა
-მიზეზის გაგება გულს უფრო გატკენს-ხმადაბლა ჩაილაპარაკა მათემ
-კარგი-ხმადაბლა ჩაილაპარაკა მიამაც
-მია-ხელი ხელზე დაადო-მინდა რომ კარგად იყო, სულ...-მიამ უბრალოდ ინსტიქტურად თავი დაუქნია, საერთოდ ვერ აზროვნებდა,ახლა მხოლოდ ერთი სურვილი ჰქონდა-გემრიელად ეტირა.
-გასაგებია მათე. ბედნიერებას გისურვებ შენც-უცებ უთხრა და მერე მათეს პასუხს არ დალოდებია ისე წამოდგა და მათე მარტო დატოვა. ჰაერზე გაივდა თუ არა ცრემლებმაც იპოვეს თავისი გზა.
მათეც არანაკლებ ცუდ მდგომარეობაში იყო.ძალიან გაუჭირდა მასთან დაშორება. გრძნობდა რომ ამ გოგოს უფრო და უფრო ეჯაჭვებოდა და მისი გაშვება ძალიან უჭირდა,მაგრამ სხვა გამოსავალსაც ვერ ხედავდა.

მია სახლში მივიდა თუ არა,ეგრევე საძინებელში შევიდა.ახლა არავისთან ლაპარაკის თავი არ ჰქონდა,მხოლოდ მარტო ყოფნა უნდოდა.ჯაბას აუცილებლად დაელაპარაკებოდა მათეზე და ჰკითხავდა თუ რა აკავშირებდათ ერთმანეთთან.
ამიტომ არ დააყოვნა და დილით საუზმობისას შესაფერის მომენტს დაელოდა ეს რომ ეკითხა
-ჯაბა, მათე ბრეგაძეს იცნობ?-ინტერესით ჩაეკითხა და ყავა მოსვა.დაინახა ძმა როგორ შეცბა ამ სახელის და გვარის გაგონებაზე და სახე როგორ აერია. არანაკლები რეაქცია ჰქონდა მის რძალსაც,რაც ცოტა გაუკვირდა
-შენ საიდან იცნობ ამ ტიპს?-კითხვა შეუბრუნა
-პირველი მე გკითხე ჯაბა
-წარსულში ვიცნობდი და ცუდად დავამთვრეთ,მეტი შენთვის საინტერესო არაფერი!-ეცადა თავი გაეკონტროლებინა და ზედმეტი არ ეთქვა-ახლა მიპასუხე შენ საიდან იცნობ?
-გეგას ძმაკაცია და გავიცანი-მოკლედ მოუჭრა-რომ გაიგო შენი და ვარ, მაგასაც არ ჰქონია კარგი რეაქცია
-რამე გითხრა?-უცებ წამოენთო-რამე ცუდად ხომ არ გაკადრა?-ტონს აუწია აშკარად ანერვიულებულმა ჯაბამ
-რა უნდა ეკადრებინა ჯაბა-გაეცინა მიას-თქვენ თუ რამე პრობლმა გქონდათ მე რა შუაში ვარ-მხრები აიჩეჩა მიამ,ძალიან ჩვეულებრივად საუბრობდა,არადა მის გულში ქარბორბალა ტრიალებდა.
ანუკა გაფითრებული იჯდა და ხმას არ იღებდა, მიას არ გამოჰპარვია მისი მდგომარეობა,მაგრამ არ შეიმჩნია.
აუცილებლად უნდა გაეგო რა მოხდა მის ძმასა და მათეს შორის,ისე ვერ მოისვენებდა
-მისგან თავი შორს დაიჭირე-გააფრთხილა ძმამ-არ მინდა მასთან რამე შეხება გქონდეს-მკაცრად უთხრა და გოგოები მარტო დატოვა
-ნეტა რა მოხდა ასეთი,ასე რომ გაღიზიანდა მის ხსენებაზე?-თავისთვის ხმამაღლა ჩაილაპარაკა მიამ,არადა ანუკას გასაგონად თქვა,იქნებ მას მაინც წამოცდეს რამეო,მაგრამ ანუკა თითქოს ამ სამყაროს არ ეკუთვნოდა.
მიამ უკმაყოფილოდ დატოვა სახლი.
აუცილებლად გაიგებდა,თუ რა აკავშირებდა ამ ორს წარსულში,რადაც არ უნდა დაჯდომოდა.

-გაოგნებული ვარ- მოსმენილის ვერ იჯერებდა ნიტა-შენ რა შუაში ხარ პროსტა თუ მესმოდეს
-ურთიერთობა რომ გაგვიგრძელდეს მომიწევს შენი ძმის ატანაო,რასაც ვერ შევძლებო-მოკლედ აუხსნა აზრი მიამ და მხრები აიჩეჩა
-ხო,მაგრამ თუ უყვარხარ, ყელაფერი ფეხებზე უნდა დაიკიდოს!-კატეგორიული იყო ნიტა
-ხოდა არ ვუყვარვარ ნიტა-გულდაწყვეტლმა თქვა-რომ ვყვარებოდი ეგრევე ამ გადაწყვეტილებას არ მიიღებდა
-კარგი,შენ არ ინერვიულო ხომ?-თბილად მიუბრუნდა მიას-თვითონ ინანებს ასე რომ მოგექცა,დარწმუნებული ვარ,უკვე თუ არ ნანობს
-არამგონია-პესიმისტურად გააქნია თავი მიამ და ტელეფონს დახედა,რომელზეც შეტყობინება იყო მოსული,ისევ დახურული ნომრიდან. ტელეფონი ხელში აიღო და შეტყობინება მობეზრებულმა გახსნა. ყოველ ჯერზე,რამდენჯერაც დახურული ნომრიდან წერილი მოსდიოდა,უსიამოვნო შეგრძნება ჰქონდა.ვიღაც მუქარებს უგზავნიდა,კვირაში ერთხელ მაინც. მიამ ამოიოხრა
-ისევ ისაა?
-ხო-უთხრა და ტელეფონი მიუბრუნა,სადაც უცნობი წერდა- ,,ასეთი ხასიათით, მუდამ მარტო იქნები,ყველაფერს ინანებ!“
-ვინ ჯანდაბაა და რას გადაგეკიდა-გაბრაზებულმა თქვა ნიტამ
-მე მაინც გიორგი მგონია-თავისი ეჭვები გაუზიარა
-ეგ გაბედავდა ისევ? მას შემდეგ რაც ჯაბამ უქნა-დაეჭვებით ჰკითხა
-ხოდა მაგიტომაც მწერს დაფარული ნომრით,თან სახელსაც არ ამბობს,რომ თავისი ჭკუით შემაშინოს. აღარ ვიცი რა მოვიმოქმედო-ძალიან შეწუხებული იყო მია
-გეგას ვუთხრათ-უცებ წამოიძახა-ხო,ხო, ის დაგვეხმარება, გაიგებს საიდან გწერენ
-ნამდვილად?
-კი, ეს აქამდე რატომ არ ვიფიქრეთ?-შეწუხებულმა ხელები გააქნია ნიტამ
-მაშინ დღესვე რომ მივიდე? რადგან დღეს მომწერა,იქნებ უფრო მარტივი იყოს-მხრები აიჩეჩა
-კი,ეგრე ჯობს,მაგრამ აუ...-შეწუხებულმა ამოთქვა-მე რომ შეხვედრა მაქვს ერთ საათში და ვერ გამოგყვები?
-არაუშავს,მარტო წავალ,რა მიჭირს-დაამშვიდა მეგობარი
-აუ ბოდიში რა-მართლა შეწუხებული იყო ნიტა
-რას მებოდიშები არ ხარ კარგად?წავალ და ვნახავ-მერე ბევრი აღარ გაუგრძელებია,ტელეფონი და ჩანთა აიღო და გეგასთან წავიდა.
-გამარჯობა, მე გეგა ახვლედიანთან ვარ-მიმღებში უთხრა მიამ
-გელოდებათ?-ჩაეკითხა ადმინისტრატორი
-არა,მაგრამ მასთან საქმე მაქვს,უთხარით მია დოლიძე სურს თქვენი ნახვათქო- გოგონამ ტელეფონი აიღო და გეგას დაურეკა
-მეორე სართულზე აბრძანდით,ხელმარცხნივ მეორე კარებია მისი-გეგასთან ლაპარაკის შემდეგ ადგილმდებარეობა უთხრა მიას. მან მადლობა გადაუხადა და ზემოთ ავიდა.
კარზე დააკაკუნა,მაგრამ გეგა კაბინეტში არ იყო და გადაწყვიტა დერეფანში დალოდებოდა. ამ დროს მათე გამოვიდა საკონფერენციო დარბაზიდან.მიას დანახვაზე თვალები გაუფართოვდა
-გამარჯობა მია-მიესალმა მას. მია მათეს არ ელოდა და მისი დანახვისას დაიბნა,უბრალოდ თავი დაუქნია,მისალმების ნიშნად და გამარჯობა ხმადაბლა ჩაილაპარაკა
-მე,გეგასთან მოვედი და ხომ არ იცი სადაა?-უხერხულობის თავიდან ასაცილებლად ჰკითხა
-თათბირი გვქონდა და უფროსთან შემორჩა,მალე მოვა-აუხსნა გეგას ადგილმდებარეობა,ისე რომ მიასთვის თვალი არ მოუშორებია,მია ცდილობდა მისთვის არ შეეხედა,მაგრამ თვალი მაინც გაურბოდა ხანდახან-მშვიდობაა?-ინტერესით ჩაეკითხა -უნდოდა რაღაც ეპასუხა,გეგა რომ გამოჩნდა
-ვა,მია?-ღიმილით მიესალმა და გადაკოცნა-როგორ ხარ?
-არამიშავს,შენ როგორ ხარ?
-მეც ვარ რა, რამ შეგაწუხა აბა?-ჩაეკითხა
-შენთან საქმე მაქვს-ყოყმანით უთხრა,გეგა მიხვდა რომ მია უხერხულად გრძნობდა თავს
-კარგი,ჩემთან შევიდეთ-თავისი კაბინეტისკენ წაიყვანა-საბუთებს გადმოგიგზავნი-მერე მათეს მიუბრუნდა,რომელიც ჯერ კიდევ იქ იდგა და თვალი ჩაუკრა. მათე მიხვდა რაც იგულისხმა გეგამ და ჩაფიქრებული თავისი კაბინეტისკენ წავიდა.
-ნეტა რა საქმე აქვს მიას გეგასთან?-თავისთვის ჩაილაპარაკა და ოთახში შევიდა.
-რას დალევ? ყავა/ჩაი/წვენი?-შესთავაზა გეგამ
-მადლობა,არაფერს-უარი განაცხადა
-კარგი,მაშინ გისმენ-ინტერესით ჩაეკითხა გეგა-მოხდა რამე?
-კი,უფრო სწორად ხდება-თითებს ნერვიულად იმტვრევდა მია- დაფარული ნომრიდან მომდის მუქარები-მერე ტელეფონში შეტყობინებები გახსნა და აჩვენა-გეგა ინტერესით კითხულობდა,სახეზე სერიოზული გამომეტყველებით
-ვინმეზე გაქვს ეჭვი?-კითხვას რომ მორჩა,მიას მიუბრუნდა კითხვით
-არის ერთი,ვისზეც ვეჭვობ,მაგრამ რავიცი,ის რომ არ იყოს?-მხრები აიჩეჩა
-ვინ გგონია?
-ერთი ბიჭია,გიორგი, მოვწონდი თუ ახლაც მოვწონვარ არ ვიცი, მაგრამ ძალიან მაწუხებდა, მერე ჯაბამ რომ გაიგო, საშინელება დამართა და მაგის მერე არ გამოჩენილა, მაგრამ შესაძლოა ახლაც ის იყოს-აუხსნა სიტუაცია მიამ
-ხო,გამორიცხული არაა ეგ რომ იყოს-ხელები ნიკაპზე მოისვა ჩაფიქრებულმა გეგამ-კარგი,შენ არ ინერვიულო,შენს ნომერს გადავამოწმებთ და დავადგენთ საიდან მოვიდა ეს შეტყობინება
-მადლობა გეგა. ოღონდ ერთი თხოვნა მაქვს-მორიდებით მიმართა-არ მინდა ეს ამბავი ჩემი ძმის ყურამდე მივიდეს, მან რომ გაიგოს, თავს შარში ჩაიგდებს და არ მინდა რა,გთხოვ
-არ იდარდო,ჩვენგან ვერაფერს გაიგებს-თვალი ჩაუკრა
-ძალიან დიდი მადლობა-ფეხზე წამოდგა მია-დაველოდები სიახლეებს-გეგამ გაუღიმა. ერთმანეთს დაემშვიდობნენ თუ არა, გეგამ წერილი აფრინა მათესთან,რადგან იცოდა რომ მოუთმენლად ელოდებოდა მათი საუბრის დასრულებას
-ამ წამს გავიდა ჩემი ოთახიდან- ეს შეტყობინება წაიკითხა თუ არა,მათეც სასწრაფოდ გამოვიდა კაბინეტიდან და მიას გაყვა უკან
-მია-დაუძახა,როცა შენობიდან გავიდა. მიამ მისი სახელის გაგონებისას უკან მიიხედა და მათე რომ დაინახა,მისკენ მოდიოდა,გაჩერდა და დაელოდა
-მია, მშვიდობა გაქვს?-მიუახლოვდა თუ არა ეგრევე ჰკითხა
-მეტნაკლებად-მოკლედ მოუჭრა
-რატომ დაგჭირდა გეგას დახმარება არ მეტყვი?-ქვემოდან ამოხედა საყვარლად
-გეგასთან მაინც გაიგებ და რა აზრი აქვს-მხრები აიჩეჩა მიამ
-მე მინდა,რომ შენგან გავიგო
-რაში გაინტერესებს, რა ხდება ჩემს თავს, რაც ნაკლები გეცოდინება,უფრო მშვიდად იქნები-მკვახედ მიუგო მიამ და წასვლა დააპირა,მათემ მკლავში მოკიდა ხელი და გააჩერა
-მესმის,რომ ჩემზე გაბრაზებული ხარ,მაგრამ რამით თუ შემიძლია დახმარება მინდა დაგეხმარო
-გეგა დამეხმარება, საჭირო არაა შენი ჩარევა- ხელი გააშვებინა-ნახვამდის-მოკლედ დაემშვიდობა და მათე მარტო დატოვა,რომელმაც უკმაყოფილოდ გააქნია თავი და შენობაში შევიდა. გეგასგან ისედაც გაიგებდა ყველაფერს
-დრო არ დავკარგოთ და სასწრაფოდ გავიგოთ ვინაა ის ნ აბიჭვარი-კბილების ღრჭიალით თქვა მათემ,როცა გეგასგან გაიგო თუ რა საქმეც ჰქონდა მიას
-უკვე მივეცი მიას ნომერი და არკევენ- დაამშვიდა მეგობარი
-თვითონ განიცდის?
-არ იმჩნევს,მაგრამ ეტყობა რომ განიცდის,თავისი ძმის შარში გარევა არ უნდოდა და მაგიტომ მოვიდა ჩემთან
-ანუ?-ვერ მიხვდა
-ვისზეც ეჭვობს,მაგისთვის ჯაბას თავისი ადგილი მიუჩენია თავის დროზე და მია ფიქრობს რომ ისევ ის ტიპია და ამ ფორმით ცდილობს მის შეშინებას ,ამიტომ არ უნდა მისმა ძმამ გაიგოს და რამე შარში გაეხვეს
-ა,გასაგებია-ჩაფიქრებულმა ჩაილაპარაკა
-მალე გავარკვიოთ და მე ვუჩვენებ მაგას სეირს-მუქარით თქვა მათემ და სივრცეს მიაშტერდა.
მია განყოფილებიდან სახლში წავიდა.
ყველანი სახლში იყვნენ. ჯაბა მარიამთან ერთად იატაკზე იჯდა და კუბიკებს ეთამაშებოდა.
-მამიდას გოჭი რას აკეთებს?-შევიდა თუ არა მათკენ წავიდა და მარიამი გემრიელად ჩაკოცნა. ჯაბას უბრალოდ გაუღიმა. ანუკა დივანზე იჯდა,ყავას სვამდა და მამა-შვილს გაღიმებული უყურებდა
-როგორ ჩაიარა დღემ?-ჰკითხა ჯაბამ,ისე,რომ მარიამთან თამაში არ შეუწყვიტავს
-ნორმალურად-მოკლედ გასცა მიამ პასუხი
-ერთი წუთი გამომყევი-მერე ფეხზე წამოდგა-მარიამს მიაქციე ყურადღება-ანუკას დაუბარა და თავისი კაბინეტისკენ წავიდა, მიაც გაყვა ძმას
-რა ხდება?-ინტერესით ჰკითხა მიამ და სკამზე დაჯდა
-მათე დოლიძეზე მაინტერესებს-უემოციოდ,პირდაპირ აჯახა
-რა გაინტერესებს?-მიამაც იმავე ტონით ჰკითხა,როგორც შეკითხვა იყო დასმული
-რა ურთიერთობა გაქვს მასთან?
-არანაირი, უბრალოდ გეგას მეგობარია და რამდენჯერმე შევხვდი-ურცხვად იცრუა მიამ და გულის სიღრმეში არ მოეწონა თავისი საქციელი,მაგრამ ჯაბასთვის ამ ეტაპზე მაინც არ აპირებდა იმის თქმას,რომ ისინი ერთმანეთს ხვდებოდნენ,თანაც უკვე ერთად აღარ არიან და რა აზრი აქვს სიტუაციის გამწვავებას,ამიტომ გაჩუმება არჩია
-დარწმუნებული ხარ?-ეჭვით ჩაეკითხა
-რა თქმა უნდა ჯაბა, სხვა რა უნდა ხდებოდეს?-ცოტა ნაწყენი ტონით უთხრა მიამ
-არ მინდა მაგ ტიპთან რაიმე სახის კავშირი გქონდეს,ყველანაირად ეცადე,რომ მის გარემოცვაში არ მოხვდე!-მკაცრად გააფრთხილა ჯაბამ
-რატომ,რატომ ჯაბა? მეუბნები არ გაეკაროო და არ მიხსნი რატომ?ასე შეიძლება?-გაღიზიანდა მია,ვერ ეგუებოდა იმ ფაქტს,რომ მათ რაღაც იცოდნენ ერთმანეთზე და არც ერთი არაფერს ეუბნებოდა
-ეგ შენ არ გეხება,უბრალოდ გაითვალისწინე რასაც გეუბნები!-კატეგორიული ტონით უთხრა
-და თუ არ გავითვალისწინებ?-შეეწინააღმდეგა ძმას,ჯაბას თვალები გაუფართოვდა
-ჩემს ნერვებზე თამაშს არ გირჩევ მია, ძალიან მიყვარხხარ,მაგრამ ამ სიტუაციაში თუ არ გამითვალისწინებ,მაგრად გაწყენინებ!-მიას ცრემლები მოადგა თვალებზე,მაგრამ არ უტირია. თავს ცუდად გრძნობდა,გაურკვევლობა ტანჯავდა. წარსულში მომხდარმა ამბავმა მის აწმყოსა და მომავალზე იმოქმედა და მიზეზსაც არავინ უხსნიდა, ეს ნორმალური არ იყო. მეტი აღარ მოუსმენია ძმისთვის,გასაგებიაო მკვახედ მიუგდო და ოთახიდან ისე გავიდა,მეტი მისთვის არ მოუსმენია.
ყველაფერზე ნერვები ეშლებოდა, არავინ არაფერს უხსნიდა და გაურკვევლობაში ტოვებდა.
გეგამ და მათემ გაარკვიეს ვინც წერდა წერილებს დაფარული ნომრით. მიას ეჭვები მართალი აღმოჩნდა და წერილების ავტორი გიორგი აღმოჩნდა.
მათე და გეგა გიორგის სახლში მიადგნენ.
კარი მან გაუღო და ორი უცხო მამაკაცის დანახვაზე გაოცებულმა ჰკითხა ვინ გნებავთო
-გიორგი მღებრიშვილი ხარ ხომ?-გეგამ ჰკითხა
-კი,მე ვარ და რა გნებავთ?-ინტერესით ჰკითხა. მათეს ისე ეშლებოდა ნერვები,ერთი სული ჰქონდა შუაზე გაეგლიჯა
-შენთან სალაპარაკო გვაქვს-მოკლედ მოუჭრა გეგამ
-რასთან დაკავშირებით?-კითხვების დასმას არ წყვეტდა და სახლშიც არ უშვებდა
-ეს აქ სალაპარაკო არაა.შიგნით შევიდეთ-ირგვლივ მიმოიხედა გეგამ,გიორგის არ უნდოდა მათი შინ შეშვება,მაგრამ მათემ ჟეტონი აჩვენა,იმის დასადასტურებლად,რომ პოლიციიდან იყვნენ და შეშინებულ გიორგის სხვა გზა არ ჰქონდა რომ არ შეეშვა.
-გისმენთ-ინტერესიანი მზრა მიაპყრო ბიჭებს
-მია დოლიძეს იცნობ ხომ?-ჰკითხა გეგამ,გიორგის სახე შეეცვალა მისი სახელი და გვარის გაგონებისას
-ვთქვათ და ვიცნობ,მერე?
-მას მუქარის წერილებს უგზავნი დაფარული ნომრით, იცი რომ ეს დანაშაულია?
-მსგავსი არაფერი-წამსვე იუარა გიორგიმ,არადა შინაგანად ერთიანად ახურდა
-ახლა მაგ ,,აზრზე არა ვარ’’- სიფათს ერთ წამში აგახევ და ერთ ადგილას შეგტენი შე ნ აბიჭვარო-წამოენთო მათე,რადგან უკვე მეტის მოთმენა არ შეეძლო და არც გეგამ გააჩერა,რადგან უკვე თვითონაც ნერვებს უშლიდა ეს ტიპი- რა საქმე გაქვს მიასთან?
-მია დიდი ხანია მიყვარს-ირონიულად გასცა პასუხი
-მაგრამ მას არა,ხომ?-არანაკლებ ირონიული იყო მათე
-სულ ცხვირს მიბზუებდა,ვერ ვხვდები ჩემზე მეტი რითია?-დაბოღმილმა უთხრა-მერე მაგისი მუტანტი ძმა მომივარდა და ისე დამალურჯა,ერთი კვირა სახლიდან ვერ გავდიოდი-ზიზღით ამოილაპარაკა
-და თავს რატომ არ ანებებ?-ახლა გეგამ ჰკითხა
-ახლა მაგრად ეგ გოგო,სულ რომ აქეთ მეხვეწოს არაფერში მჭირდება,უბრალოდ მინდა რომ გავამწარო
-მაგ გოგოს შეეშვები,დღეის მერე მასთან ახლოსაც კი არ გაივლი,არანაირ წერილებს არ გაუგზავნი და საერთოდ დაივიწყებ რომ მია დოლიძეს იცნობ!-ძალიან მკაცრად უთხრა მათემ-წინააღმდეგ შემთხვევაში,დიდი ხნით გახეხინებთ ციხის კედლებს-ირონიულად მიუგო- თვითონ გადაწყვიტე. ამ მომენტში, გარკვეული მიზეზების გამო პირდაპირ განყოფილებაში არ ამოგაყოფინებთ თავს,ჩათვალე ერთი შანსი გაქვს და თუ ამ შანსს არ გამოიყენებ,გაჩენის დღეს გაწყევლინებ,გასაგებია?-დაძარღვული ჰქონდა კისერი და ერთიანად აწითლებულიყო მათე. გიორგი დაფიქრდა, არ უღირდა მია იმად,რომ მისი საუკეთესო წლები ციხეში გაეტარებინა,ამიტომ თავი დაუქნია
-იცოდე,თვალს გადევნებთ, არ გეგონოს აქ მოვრჩით-თითი მიუშვირა მათემ და მერე გეგას თავით ანიშნა წავედითო.
-რა სი*ია-ზიზღით ამოთქვა მათემ,როცა გიორგის სადარბაზოდან გამოვიდნენ
-მაგარი-დაუდასტურა გეგამ-როგორ ეგრევე უკან დაიხია ციხის გაგონებაზე?-გაეცინა გეგას
-ეს ასე მშვიდად არ იქნება-ჩაფიქრებულმა თქვა მათემ-ასე მარტივად არ მოეშვება
-მერე ჩვენ აქ არ ვართ?მივუჩენთ ადგილს-დასერიოზულებულმა უპასუხა გეგამ და მანქანაში ჩასხდნენ
-მიასთან რას აპირებ?-ცოტა ხნის დუმილის შემდეგ ჰკითხა გეგამ მათეს,რომელიც საჭეს მართავდა ჩაფიქრებული და გეგას ხმამ გამოაფხიზლა
-ხომ დავშორდით,რას უნდა ვაპირებდე-ეცადა თავი აერიდებინა
-კაი ,ასე უბრალოდ?
-შენ პრობლემას ვერ ხედავ?
-ვერა, თუ გიყვარს-მხრები აიჩეჩა
-ჯაბასაც ხომ არ ჩავუძმაკაცდე,ა?-ირონიულად ჰკითხა-ამასობაში განყოფილებას მიუახლოვდნენ და მანქანა სადგომზე დააყენა
-რა შუაშია ჯაბასთან ჩაძმაკაცება, მია გიყვარს?-ჩაეკითხა
-მერე?
-გიყვარს თუ არა?
-თუ ეს სიყვარულია,რომ სულ მენატრება,სულ მასთან მინდა და მისგან შორს ყოფნა მიჭირს,მაშინ კი, მიყვარს-დარწმუნებით გასცა პასუხი მათემ
-ხოდა,მერე რას ტანჯავ მაგ გოგოს და თავსაც რატომ იტანჯავ? დაიკიდე ჯაბა და უბრალოდ მიასთან ერთად იყავი,ბედნიერი-რჩევა მისცა
-ასეთი ადვილიც არაა, შენ გგონია მია ძმას დაუპირისპირდება ჩემს გამო?
-და რა იცი რომ არა? სცადე და გაიგებ! თანაც ახლა სჭირდება შენი გვერდით დგომა, ვერ ხედავ ეს გიჟი რაებს სწერს?-გიორგის გახსენებაზე ისევ მოაწვა სისხლი საფეთქლებთან, როგორ უნდოდა სამუდამოდ გაექრო ეს ტიპი მიას ცხოვრებიდან და ამას აუცილებლად მოახერხებდა.
მეტი მიაზე აღარ ულაპარაკიათ,ისე გადავიდნენ მანქანიდან და ოფისში შევიდნენ.
ძალიან დააფიქრა გეგას ნათქვამმა.
მია ძალიან უყვარდა,მასთან უნდოდა ყოფნა და მხოლოდ იმ ფაქტის გამო,რომ ჯაბა მისი ძმაა,მასზე უარი რატომ უნდა თქვას? ჯაბამ ისევ რატომ უნდა შეუშალოს ხელი მასთან ყოფნაში? აუცილებლად გამოასწორებს.

2 დღე ფიქრობდა,დაერეკა თუ არა მიასთვის,თან მისი რეაქციის ეშინოდა,ახლა მას რომ ეკრა ხელი მისთვის? ეს მოსალოდნელი და ლოგიკურიც იქნებოდა. თავს მაინც აჯობა და მიას დაურეკა.
სთხოვა შენთან სერიოზული საქმე მაქვს და როდის გცალია რომ გნახოო. მიას ძალიან გაუკვირდა მისი ზარი,თავიდან ცოტა იყოყმანა,იფიქრა თავს დავიფასებ ცოტასო და მომდევნო კვირას დასთანხმდა შეხვედრაზე.
ისე გაიწელა დღეები,მათე უკე ვეღარ ითმენდა,იმავე მდგომარეობაში იყო მიაც,მაგრამ სიამაყემ სძლია და მტკიცედ გადააგორა დარჩენილი დღეები.
გადაწყვიტეს ჰაერზე ესაუბრათ,ამიტომ ვაკის პარკში,მყუდრო ადგილი ამოარჩიეს და იქ დასხდნენ
-მადლობა რომ შემხვდი-მათემ მოკითხვის შემდეგ უთხრა მიას
-გამიკვირდა რომ დამირეკე-გულწრფელად უთხრა
-ძალიან გაწყენინე ხომ?-დამწუხრებულმა ჰკითხა მათემ
-არ მოგატყუებ და გეტყვი,რომ კი,ძალიან მათე-გაბრაზებული იყო მია,ჯერ კიდევ ვერ მოენელებინა ასე უაზროდ რომ დაშორდა მას
-მაპატიე-მისი ხელი აიღო და თვალებში ჩააჩერდა-საშინლად მოვიქეცი,ვიცი და თავსაც ვერ ვიმართლებ,მაგრამ მია,მინდა რომ მაპატიო და კიდევ ერთი შანსი მომცე-მისთვის თვალი არ მოუშორებია ისე ელაპარაკებოდა.მია დაიბნა,ყველაფერს მოელოდა,მაგრამ არა იმას,რომ მათე პატიებას და შერიგებას სთხოვდა
-და ის ფაქტი,რომ ჯაბას და ვარ, შეიცვლება?-ირონიულად ჰკითხა
-არა,არ შეიცვლება,მაგრამ ჩემთვის მთავარი შენ ხარ და მე შენთან ყოფნა მინდა!
-რა ადვილია ხომ?-გაეღიმა-როცა გინდა დამშორდები,ისე რომ მიზეზად იმ ფაქტს ასახელებ,რომ ჯაბას და ვარ და აღარ მიხსნი თუ რა გაკავშირებს ჯაბასთან, მერე უცებ მოდიხარ და მეუბნები რომ ისევ გინდა ჩემთან ყოფნა. ჩამოყალიბდი ბოლოსდაბოლოს-ხელები გაშალა მიამ
-ყველაფერში მართალი ხარ მია.თუ მეტყვი,რომ ჩემი დანახვა არ გინდა და არც ჩემთან ყოფნა, არ შეგაწუხებ-თავი დახარა, მიას უფრო მოეშალა ნერვები
-რა ადვილად ნებდები თურმე. ერთი თითის დატკაცუნებით გინდა საქმის მოგვარება?
-არა,მია, უბრალოდ მე ყველანაირ გადაწყვეტილებას გაგიგებ,რადგან შენთან მტყუანი ვარ და არ მინდა რამე დაგაძალო
-თუ არ მომინდება,ვერც დამაძალებ-თქვა და ირგვლივ მიმოიხედა- შენ სცადე ჩემი შემორიგება,იქნებ და გამოგდის?-რამდენიმე წამის შემდეგ ისევ მათეს მიუბრუნდა, მათეს გაეღიმა,რადგან ზუსტად გაიგო მიას ნათქვამი
-თავიდან დავიწყოთ?-გაუღიმა და ხელი გაუწოდა

-მათე ბრეგაძე -ყურებამდე იღიმოდა. მიამ რამდენიმე წამი უყურა მის გამოწვდილ ხელს,მერე თვითონაც გაეღიმა და ხელი გაუწოდა
-სასიამოვნოა, მია დოლიძე.

მათემ შვება იგრძნო. მიხვდა,რომ მიამ უკვე აპატია და ახლა ურთიერთობა ხელახლა უნდა ეცადათ. ყველაფერს გააკეთებდა იმისთვის,რომ მია არ ეწყენინებინა და მისთვის გული არ ეტკინა.
მიაც ბედნიერი დაბრუნდა სახლში.მათეს უეცარ ცვლილებას არ ელოდა. ეგონა ყველაფერი დამთავრდა,მაგრამ ყველაფერი პირიქით მოხდა. მართალია,მია მათეზე გაბრაზებული იყო,მაგრამ არ შეეძლო მისთვის კიდევ ერთი შანსი არ მიეცა,რომელსაც სთხოვდა.
მთელი ღამე მიმოწერაში გაატარეს.
ორივეს მშვიდად დაეძინათ.
მათმა შეხვედრებმა თითქმის ყოველდღიური სახე მიიღო. უნდოდათ ტყუილად დაკარგული დღეები აენაზღაურებინათ.

მათესთან სახლში იყვნენ და მია სალათს ამზადებდა.
ისეთი ოჯახური გარემო იყო, მათეს მოუნდა მია სულ თავისთან დაეტოვებინა
-რომ იცოდე როგორ უხდები ჩემს სამზარეულოს და ზოგადად ამ სახლს-უკნიდამ ჩაეხუტა და ყელში აკოცა. მიას გააჟრჟოლა
-საყვარელი ბინა გაქვს, მომწონს-შეუქო საცხოვრებელი
-ნუ,მარტოხელა კაცისთვის ნორმალურია-უთხრა და დაჭრილი კიტრი მოპარა
-რატომ გადაწყვიტე ცალკე წამოსვლა?-ჰკითხა და კიტრი მოაყარა დანარჩენ ინგრედიენტებს
-სიმშვიდე მინდოდა,ჩემთან კი ძალიან ბევრნი არიან-გაუღიმა
-საერთოდ არ ეტყობა ბინას,რომ მარტო კაცი ცხოვრობს, მშვენივრად უვლი,როგორც ჩანს-მაიონეზი მოასხა და მოურია
-სისუფთავე ჩემი სტიქიაა-გაეცინა
-შენით ალაგებ?-გაოცდა მია
-არა, ქალები მილაგებენ ხოლმე,აქ რომ მოდიან-თვალები აატრიალა და გაუცინა
-მეც მაგ ქალებში შევდივარ?-წარბაწეულმა ჰკითხა მიამ.
-მაგას როგორ გაკადრებ, შენ ერთადერთი ხარ!
-და არაერთადერთები ამ სახლში მოგყავდა ხოლმე?-ინტერესით ჰკითხა და გული ძალიან სწრაფად უცემდა პასუხის მოლოდინში.მათე მიხვდა რაც აწუხებდა,ღიმილით წამოდგა და მიას მიუახლოვდა
-შენ პირველი ხარ,ვინც ამ სახლში ამოვიყვანე,შეგიძლია იამაყო-ხელით ლოყაზე მიეფერა და იქვე აკოცა-და იმედია მომავალშიც მხოლოდ შენ გიხილავ ამ სახლში ამოსულს-მერე მეორე ლოყაზე აკოცა და ბოლოს ტუჩებს მიადგა
-ერთადერთი ხარ,ვისაც მინდა ამ სახლში ვხედავდე-ხმადაბლა დაიჩურჩულა და მის ტუჩებს წაეტანა. მია მეცხრე ცაზე იყო ბედნიერებისგან.

სალათი გემრიელად მიირთვეს. მიას მზარეულობა კარგად გამოსდიოდა და მათემაც შეუქო ნახელავი.
-უკვე გვიანია და ჩემი წასვლის დროა- კი არ უნდოდა წასვლა,მაგრამ სხვანაირად არ გამოდიოდა
-როგორ არ მიყვარს ეს მომენტი-დაიჯღანა მათე
-სახლი მიხმობს-გაეცინა მიას-კიდევ რომ დავაგვიანო ჯაბა დაკითხვას მომიწყობს და არ მინდა მისი მოტყუება-ჯაბას ხსენებაზე მათეს სახე შეეცვალა, ეცადა მიას არ შეემჩნია,მაგრამ მაინც შეამჩნია
-მაპატიე,ჯაბა არ უნდა მეხსენებინა-შეწუხდა
-არა,მია. ის შენი ძმაა და მას ხშირად ვახსენებთ ალბათ,გაკვრით მაინც,ამაზე არ ინერვიულო
-ისევ არ აპირებ მითხრა რა მოხდა თქვენს შორის ხომ?-კიდევ ჰკითხა მიამ,იმ იმედით,რომ იქნებ ერთხელ მაინც წამოსცდეს რამეო
-სიმართლის ცოდნა გულს გატკენს და ჯობს არ იცოდე-სევდიანმა ჩაილაპარაკა მათემ
-და თუ მწარე სიმართლე მირჩევნია ტკბილ ტყუილს მათე?-მაინც არ დანებდა
-მე კიდევ ის მირჩევნია,როგორც ახლა ვართ-მასთან მივიდა და ჩაეხუტა-გთხოვ,არ გვინდა რა ამაზე საუბარი,კარგი?-ნიკაპზე მოკიდა ხელი და თვალებში ჩააჩერდა. მიას თვალები აუწყლიანდა და უბრალოდ თავი დაუქნია
-მარტო ის მითხარი,ამან შეიძლება ჩვენს ურთიერთობაზე გავლენა იქონიოს?-შეშინებულმა ჰკითხა
-გარკვეულწილად შესაძლოა- ვერ მოიტყუა. მიას სუნთქვა შეეკრა
-მაშინ არ მინდა,არ მითხრა, მირჩევნია ასე ვიყოთ-ჩაეხუტა და ხელები მაგრად მოჰხვია
-მია,ხომ არ მიმატოვებ?
-შენ?
-არასდროს!
-მაშინ მეც სულ შენთან ვიქნები-დარწმუნებულმა უთხრა და ახლა თვითონ აკოცა მათეს
-ასე თუ გააგრძელებ,გადავიფიქრებ შენს სახლში წაყვანას-გაუღიმა და ცხვირზე აკოცა.მერე სახლიდან გავიდნენ და მათემ მია მიიყვანა
-ბოლომდე არ მიხვიდე მაინც სადარბაზოსთან ხომ?-გააფრთხილა მიამ
-როდემდე უნდა დავიმალოთ?
-მე არ მინდა სადმე ჯაბას შეხვდე და რამე უთანხმოება მოგივიდეთ,თორემ მე არანაირი პრობლემა არ მაქვს-მხრები აიჩეჩა
-მაშინ მეც არ მაქვს პრობლემა-უთხრა და სადარბაზომდე მიიყვანა
-აბა დროებით-დაემშვიდობა
-დროებით-გაუღიმა მათემ და მკრთალად აკოცა ტუჩებში.
მია გაღიმებული გადავიდა და და სახლში კარგ ხასიათზე დაბრუნდა.
ისევ ყველა სახლში იყო. ჯაბამ მიას დანახვისას შუბლი შეჭმუხნა
-სად იყავი მია?-ინტერესით ჩაეკითხა და ტელეფონი დაბლოკა
-მე და ნიტა ვიყავით მაკდონალდსში-ძალიან ჩვეულებრივად უპასუხა
-ამ ბოლო დროს ხშირად დადიხართ ერთად,ხომ?
-ხო-გაუღიმა-მარიამს სძინავს?
-ახლა დავაძინე-იმ წუთას შემოსულმა ანუკამ გასცა პასუხი და გაუღიმა ჯაბას გვერდით დაჯდა-ძალა გამომაცალა-დაიწუწუნა თავი მხარზე მიადო
-ძალიან გაწვალებს ხოლმე?-ღიმილით ჰკითხა მიამ და მარიამის გახსენებისას გული გაუთბა,გიჟდებოდა მასზე
-ძალიან ცელქი და მოუსვენარია
-ჩასაყლაპი...-სიტყვებით მიეფერა ძმისშვილს
-რას შვები შენ? ამთავრებ ნაშრომს?-მოიკითხა ანუკამ მიას სამაგისტრო ნაშრომი
-კი, სულ ცოტა დამრჩა და ამოვისუნთქებ
-ნამდვილად, თან გრაფიკიც ნორმალური გექნება უნივერსიტეტს რომ მორჩები-გაამხნევა
-იმედია მალე მოვა ეს დრო-ამოიოხრა-წავალ,გადავივლებ და დავიძინებ,თორემ ძალიან დავიღალე-ფეხზე წამოდგა და საძინებლისკენ წავიდა
-რაღაც ხშირად აგვიანებს ამ ბოლო დროს-დაეჭვებულმა ხმამაღლა გაიფიქრა ჯაბამ
-რა მოხდა მერე,პატარა ხომ არ არის-დაიცვა ანუკამ
-არ მინდა რამე შარს გადაეკიდოს
-ჯაბა,არ შეიძლება ასე კონტროლი-უსაყვედურა ქმარს
-იმ ახვრის მერე მეშინია, ისევ არ დააპიროს რამე, თანაც მისი და მათეს ნაცნობობაც არ მომწონს-რეალური მიზეზიც გაამხილა,რაც აწუხებდა
-რას გადაეკიდე მათ ნაცნობობას?-გაბრაზდა ანუკა-რა დაშავდება თუ ერთმაენთს გაიცნობენ ვერ ვხვდები?
-რას ვერ ხვდები?-თვალების ბრიალით მიუბრუნდა-არ მინდა ჩემს დას აწყენინოს,თორემ მერე ვერ გადამირჩება
-შენც იცი,რომ ამას არ იზამს...
-მე არაფერი არ ვიცი!
-კარგი,დაწყნარდი რა-მკლავზე მიეფერა-სულ ნუ იბღვირები, მომენატრე და ჩვენც დავისვენოთ, ა?-ეშმაკურად გაუღიმა და კისერში აკოცა.
-ანუკა...
-წამო-ჩურჩულით უთხრა და ჯაბაც მალევე დანებდა,რადგან თვითონაც საოცრად უნდოდა ახლა ცოლის გვერდზე.

მია და მათე ისე კარგად იყვნენ ერთად, მიას ეშინოდა ეს ბედნიერება უცებ არ გამქრალიყო. მასთან თავს ყველაზე ახლოს გრძნობდა და რაც უფრო დრო გადიოდა,უფრო ეჯაჭვებოდა მას. იმავე მდგომარეობაში იყო მათეც. ვერ წარმოედგინა ცხოვრება მის გარეშე და რა სულელი იყო თავიდან ხელი რომ კრა,მხოლოდ იმის გამო,რომ ჯაბას და იყო. თავის თავზე ეშლებოდა ნერვები.
მეორე მხრივ,მიაზეც ნერვიულობდა, არ იცოდა ჯაბას რა რეაქცია ექნებოდა ამ ამბავს რომ გაიგებდა და არ უნდოდა მია დატანჯულიყო და ორ კაცს შორის გახლეჩილიყო.
დღეები დღეებს მისდევდა და მათი ურთიერთობაც 4 თვეს ითვლიდა.
მია მათესთან იყო სახლში.
ბოლო დროს ეს ბინა მათი შეხვედრების ადგილი იყო და ძალიან მყუდროდ გრძნობდნენ აქ თავს. მიას ძალიან უყვარდა მათეს სახლი,თითქოს მშვიდდებოდა და რეალობას სწყდებოდა.
ფილმს უყურებდნენ,რომელიც ცუდად დამთავრდა და მია ტიროდა.
ძალიან ემოციური იყო და ჩვეულებრივი ფილმის დროსაც კი შეეძლო უბრალოდ ეტირა.მათეს გაეღიმა
-პატარა ბავშვივით ხარ-ღიმილით ამოუშრო ცრემლები
-ასეთ დასასრულს არ ველოდი-ნამტირალევი ხმით თქვა და თვითონაც მოიწმინდა ცრემლები
-ვგიჟდები ასეთი მგრძნობიარე რომ ხარ და ასეთი განსაკუთრებულად მიყვარხარ-თბილად უთხრა და ტუჩებზე ნაზად აკოცა
-მეც ძალიან მიყვარხარ-ცრემლები ბოლომდე შეეშრო და გაუღიმა. ლოყაზე მიეფერა და მერე თვითონაც აკოცა. მათემ თავი ვერ შეიკავა და უფრო ვნებიანად წაეტანა ტუჩებზე.ტუჩებიდან ლოყაზე კოცნიდა,მერე ცხვირზე,მერე ყელზე,მერე ისევ ტუჩებს უბრუნდებოდა. არც ერთს არ სურდა გაჩერება,რადგან ვნება იმაზე ძლიერი აღმოჩნდა ვიდრე მათ წარმოედგინათ. ისე აღმოჩდნენ მათეს საძინებელში,ვერც კი გაიაზრეს. პერანგის რამდენიმე ღილი რომ შეუხსნა მათემ,მერე თითქოს გაიაზრა რაც ხდებოდა და მიას ვნებისგან ანთებულ თვალებში ჩააჩერდა
-მია..-ძლივს ამოიღო ხმა-დარწმუნებული ხარ რომ ეს გინდა?-ძლივს მოუყარა ვნებააშლილმა სიტყვებს თავი.
-ახლა მხოლოდ შენთან მინდა, სხვაზე ვერაფერზე ვფიქრობ, მათე-ვნებისგან ხმა დახშვოდა-მერე მეტი არაფრის თქმა არ აცალა თვითონ წაეტანა ტუჩებზე.
ვნების მორევში გადაეშვნენ და ის ღამე ყველაზე ლამაზი იყო,იმ ღამეებს შორის,რაც მათ ცხოვრებაში ყოფილა.
მიას თავი მათეს მკერდზე ედო და ჩაფიქრებულიყო.
-მია...
-ჰო-ძლივს გაიგო მიას ხმა,ცოტათი რცხვენოდა,არ იცოდა როგორ მოქცეულიყო და გატრუნული იწვა
-თავს როგორ გრძნობ?
-კარგად-გაეღიმა
-ნამდვილად?-მართლა განიცდიდა მათე, არ იცოდა როგორ იყო და რას ფიქრობდა. ეს ხომ მისთვის პირველი იყო და ასეთი მნიშვნელოვანი
-მათე,კარგად ვარ-ისე უთხრა მისი მკერდიდან თავი არ აუწევია
-არ შემომხედავ?-ნიკაპზე ხელი მოკიდა და თავი მისკენ მიაბრუნებინა. მიამ გაუღიმა
-ჩემი გრცხვენია?-გაეცინა
-ოო,მათე-ხელი ტუჩებზე მიკრა და თავი ისევ მკერდზე დაადო-ჩემთვის ეს უჩვეულოა და ცოტა გავიაზრო ჯერ-უთხრა და მკერდზე აკოცა
-ხომ არ ნანობ?-ცოტათი შეშინებულმა ჰკითხა
-არა მათე, არაფერს ვნანობ,პირიქით, მიხარია რომ ყველანაირად შენი მქვია-ამის გააზრებისას გაეღიმა და მერე ისევ ახედა მას-მიყვარხარ და შენთან დაკავშირებულ არაფერს ვნანობ-მათე ბედნიერებისგან გაიბერა. ამ გოგოზე უბრალოდ გიჟდებოდა
-ყველაზე ძალიან მიყვარხარ მია!-უთხრა და ლოყაზე მიეფერა
-ჩემი ბიჭი-ბედნიერად ამოილაპარაკა მიამ და თავი მის ყელში ჩარგო.
იმ საღამოს მათესთან დარჩა.
ჯაბას დაურეკა და უთხრა დღეს ნიტასთან ვრჩებიო. ჯაბას ეჭვიც არ შეპარვია,რომ მისი და ატყუებდა. მიამ ნიტასაც გადაურეკა ყოველი შემთხვევისთვის. რომ რამე,დღეს შენთან ვარო. ნიტა აღარ ჩაეძია, მიხვდა სადაც იყო.
-ახლა უფრო მიძნელდება შენი აქედან გაშვება-საუზმობისას უთხრა მათემ
-ხო,მაგრამ უნდა დავუბრუნდეთ რეალობას-ღიმილით უთხრა მიამ და სენდვიჩი ჩაკბიჩა
-იცი? ძალიან ბედნიერი ვარ რომ შენთვის პირველი მე ვიყავი-ისევ მიუბრუნდა მათე ღამის თემას და მიას აწითლებაც გამოიწვია
-მათე...
-არა,ჩემთვის არანაირი მნიშვნელობა არ ექნებოდა,პირველი რომც არ ვყოფილიყავი,მაგრამ ამ ფაქტმა მაინც ისე გამაბედნიერა,შენ წარმოდგენაც არ გაქვს, სულ მთლიანად ჩემი ხარ და შენთვის ერთადერთი ვარ. ხედავ, ძალიან ეგოისტი გამოვდექი-მიას გაეღიმა
-შენ ყველაფერში პირველი ხარ ჩემთვის მათე-გულწრფელად უთხრა-არასდროს არავინ მყვარებია შენს გარდა
-და არც არასდროს გეყვარება-გაუღიმა და მასთან გადაჯდა-შენ ჩემი ცხოვრება გააფერადე და მას აზრი შესძინე-მია ძალიან გააბედნიერა მისმა სიტყვებმა
-მინდა,რომ ეს სულ გახსოვდეს-სახეზე მიეფერა და აბრჭყვრიალებული თვალებით შეხედა.
-აუცილებლად-უთხრა და ძალიან ტკბილად აკოცა.
ძალიან უძნელდებოდათ განშორება,მაგრამ დრო იყო სახლში დაბრუნებულიყო.
მათემ მიიყვანა როგორც ყოველთვის.
ერთმანეთს ემშვიდობებოდნენ. გადმოსვლისას აკოცეს ერთმანეთს და ის იყო მია უნდა გადმოსულიყო, მათი მანქანის პირდაპირ გაშეშებულ,თვალებგაფართოებულ ჯაბას რომ მოკრეს თვალი.
მიამ იგრძნო,რომ ეს ამბავი მშვიდად არ ჩაივლიდა.

ჯაბა გაოგნებული იდგა. ჯერ ნაცნობ სახეს რომ მოკრა თვალი და მათე დაინახა, ეგ გაუკვირდა და მერე მის გვერდით მჯდომ გოგოში მია რომ ამოიცნო, ტვინში სისხლი ჩაექცა.
მიასაც არ ჰქონია კარგი რეაქცია, იცოდა, რომ თავისი ძმა ახლა სცენებს მოაწყობდა, ოღონდ ის არ იცოდა რატომ.
მათეს კი ყველაზე ჩვეულებრივი რეაქცია ჰქონდა. მიამ გადასვლა დააპირა და მათეც ეგრევე მიყვა.
-ამ კაცთან ერთად რას აკეთებ მია?-ემოციებს ვერ იკავებდა ჯაბა, ეგრევე მიახალა
-გამარჯობა ჯაბა-ირონიულად მუგო მათემ,სანამ მია რამეს ეტყოდა ჯაბამ მათეს შეხედა გაცოფებულმა
-ჩემს დასთან ერთად რა გესაქმება?-ახლა მას დაუყვირა
-იქნებ დაწყნარებულიყავი ჯერ- სიმშვიდეს ინარჩუნებდა მათე, ამაზე უფრო გამოვიდა წყობიდან ჯაბა
-ამიხსენით,ახლავე, თქვენ ორს ერთად რა გინდათ?რატომ მოგყავს ჩემი და სახლამდე?-ყვიროდა ჯაბა. მიას უკვე აღარ შეეძლო ამ სიტუაციის ატანა,თან არ უნდოდა ხმაურზე მეზობლებს გამოეხედათ.ის იყო უნდა ეთქვა რომ მე და მათე ერთმანეთს ვხვდებითო,მათემ დაასწრო
-მე და მია ერთმანეთს ვხვდებით!-მეხის გავარდნასავით იყო ეს სიტყვები იმ წამს ჯაბასთვის. ჯერ გაოგნებული იდგა,იაზრებდა მის ნათქვამს,მერე მათეს მივარდა,მუშტი უთავაზა,მათემაც შეუბრუნა. მიამ ერთი შეჰკივლა და მათ გაშველებას შეეცადა. ჯაბამ მათეს მხრებში ჩაავლო ხელი
-გაიმეორე რა თქვი?-დაიღრიალა. მათეს წარბიც არ ატოკებია
-ჩვენ ერთმანეთი გვიყვარს!-ისევ მშვიდი იყო მათე
-რას ამბობს მია ეს კაცი?-ახლა დას მიუბრუნდა ღრიალით,ისე რომ მათესთვის ხელი არ გაუშვია.
-სიმართლეს ჯაბა-ხმაჩამწყდარმა გასცა პასუხი
-რას ბოდავ?-კიდევ არ უნდოდა დაჯერება-გაიძულა?მითხარი რამით დაგემუქრა-მათე მთელი ძალით მიანარცხა მანქანას და დისკენ მიბრუნდა
-არა,ჯაბა,რა სისულელეა, მე...მე მართლა მიყვარს-თქვა და ცრემლები წამოუვიდა,ძალიან მოქმედებდა მისი ტონი.ჯაბა რამდენიმე წამი გაჩერდა,უბრალოდ თვალებში უყურებდა მიას, მერე სრულიად დამშვიდებული მათეს მიუბრუნდა
-ჩემი დის გამოყენება გადაწყვიტე?-ხმა ჩახლეჩვოდა ჯაბას-ასე გინდა სამაგიერო გადამიხადო ხომ?-ამის გაგონებისას მიას თვალები გაუფართოვდა,ვერ ხვდებოდა რას გულისხმობდა ჯაბა
-მე ასეთი ქცევები არ მახასიათებს-ირონიულად მიუგო
-ნამდვილად ასეა-ყურადღება არ მიუქცევია მათეს ნათქვამისთვის,თითქოს ფიქრებში იყო წასული, მერე მიას მიუბრუნდა-სულელო გოგო, გამოგიყენებს და მიგაგდებს,ჩემზე უნდა შური იძიოს-მიას მხრებშო ჩაავლო ხელი და დაუღრიალა-შენ კიდევ ასე მარტივად გაგაბა?-ცოტა აკლდა ისევ არ დაეკარგა კონტროლი. მია ისევ ტიროდა
-რა ჯანდაბა გაკავშირებთ,რა-მერე მიამაც დაიყვირა
-რაღა მაინცდამაინც მას შეხვდი,რაღა მას-ისევ თავისას აწვებოდა
-ჯაბა,შენი ვარაუდები სისულელეა და არ ვაპირებ უსაფუძვლო ბრალდებების მოსმენას,მითუმეტეს მიას თანდასწრებით-მათემ ვეღარ მოითმინა ჯაბას ცრუ ბრალდება და მიას ცრემლები მასზე საშინლად მოქმედებდა
-სახლში ადი-მკაცრად უთხრა მიას
-ჯაბა...-რაღაცის თქმა უნდოდა ჯაბამ რომ გააწყვეტინა
-ახლავე მია, იცოდე კონტროლს ვკარგავ- მიამ მათეს გახედა,რომელმაც თავი დაუქნია, მასაც არ უნდოდა უფრო გაეღიზიანებინა ძმა,ამიტომ დაუჯერა და სახლში ავარდა
-ჩემს დას არ გაეკარო,არასდროს-თითი მისკენ გაიშვირა
-რატომ გადაწყვიტე,რომ შენ დაგიჯერებ?-ისევ ირონიული ტონი ჰქონდა
-იცოდე,ჩემს დასთან კიდევ ერთხელ რომ დაგინახო,ჩემს თავზე პასუხს არ ვაგებ
-შენს დასთან კიდევ ბევრჯერ დამინახავ,იმიტომ რომ მე ის მართლა მიყვარს-გულწრფელად უთხრა მათემ
-რატომღაც არ მჯერა-ირონიულად უთხრა ჯაბამ
-საერთოდ არ მადარდებს გჯერა თუ არა
-უფლებას არ მოგცემ მია გამოიყენო და დატანჯო,გაიგე?
-უკვე გითხარი რომ სისულელეს ამბობ-მობეზრებულმა გაიმეორა მათემ
-მეც გაგაფრთხილე,იცოდე ამით არ დაგვისრულებია-თითი დაუქნია და მერე თვითონაც შევარდა სადარბაზოში.
მათემ ერთი შეიკურთხა და მანქანაში ჩაჯდა.
მოულოდნელი არაფერი მომხდარა,ელოდა სიტუაციის მსგავს განვითარებას.
მია ნამტირალევი შევარდა სახლში, ანუკას მიას დანახვაზე თვალები გაუფართოვდა
-მია, რა დაგემართა?-შეშინებული მივარდა-მია სულს ვერ ითქვამდა, ხმამაღლა ტიროდა. ანუკამ წყალი მოუტანა და დაალევინა. სანამ კიდევ რამეს ჰკითხავდა, ჯაბა შემოვარდა გინებით. ანუკამ ახლა მას გახედა გაოცებულმა
-რა ხდება ხალხო?
-მია,იცოდე მასთან რომ დაგინახო მართლა არ ვიცი რას ვიზამ
-რატომ,ჯაბა რატომ?
-იმიტომ-დაიყვირა
-ჯაბა,მარიამს გააღვიძებ,ცოტა წყნარად- ანუკა ეცადა დაემშვიდებინა,მაგრამ ჯაბა ისე იყო გაცოფებული არაფერი ესმოდა
-რა ამომწურავი პასუხია-მოთმინებადაკარგულმა დაიყვირა მიამ
-ახსნით რა ხდება?-ისევ იკითხა ანუკამ
-მე და მათე ერთმანეთს ვხვდებით, ამან დაგვინახა და სცენები მოაწყო-მოკლედ მიაყარა მიამ, ანუკას ამ ამბის გაგების შემდეგ სახეზე ფერი ეცვალა
-რა? რას ქვია ერთმანეთს ხვდებით?-გაოცებულმა იკითხა
-იმას,რომ ერთმანეთი გვიყვარს!-ცრემლები უხეშად მოიწმიდა მიამ
-ნუ იმეორებ წამდაუწუმ რომ გიყვარს,თორემ საოცრებებს ჩავიდენ მია-ისევ დაიყვირა ჯაბამ
-სიმართლეა და რა გავაკეთო-დაღლილმა ჩაილაპარაკა და უღონოდ ჩამოჯდა დივანზე-მიზეზი მაინც მითხარით,რა ჯანდაბა გაკავშირებთ?-მერე ისე ვჯაბას გახედა
-ის გიყენებს მია, უნდა რომ მე გამამწროს და შესანიშნავი ხერხი აირჩია-ახლა ცოტათი დამშვიდდა და მის წინ დაჯდა,მიხვდა რომ ყვირილს აზრი არ ჰქონდა
-შენ რასაც ამბობ შეუძლებელია, მათე ასეთი არ არის, მას არ შეუძლია ადამიანის გრძნობებზე თამაში და მე ის არ მატყუებს!-მტკიცედ ჩაილაპარაკა მიამ. ანუკა გასუსული უსმენდა და-ძმას და სიტყვის ჩაგდებასაც ერ ახერხებდა.
-მია,გთხოვ, არ მინდა რომ მას ხვდებოდე-ბოლოს მუდარაზე გადავიდა,რადგან ხვდებოდა როგორი მტკიცე იყო მია ამ საკითხში
-ვინმეს რომ ეთხოვა შენთვის,ანუკას არ შეხვდეო, არ შეხვდებოდი?
-ეგ სხვა სიტუაციაა..
-არა,ზუსტად ერთი და იგივეა,ორივეს გვიყვარს,ამიტომ ვერც ერთი ვერ ვიტყოდით უარს. ჯაბა,არ მინდა ამ თემაზე საუბარი. მე უკვე დიდი ვარ საიმისოდ,რომ საკუთარ ცხოვრებაზე გადაწყვეტილებები თავად მივიღო- უთხრა თავისი აზრი და არ დალოდებია ჯაბას პასუხს ისე გავიდა საძინებელში. მეტის ატანა აღარ შეეძლო.
-ჯაბა, ვერ ვიჯერებ...-ანუკა კიდევ ვერ იაზრებდა სიახლეს
-რაღა მაინცდამაინც მას შეხვდა...
-და იქნებ მართლა უყვარს?
-გამორიცხულია-თავი გააქნია ჯაბამ- შანსი აქვს გამამწაროს და იყენებს
-მე მაინც მგონია,რომ ტყუილად იგიჟებ თავს-ეცადა დაემშვიდებინა ქმარი
-ოხ მია,მია-მუშტები მაგრად შეკრა და სივრცეს გახედა.

მია ძლივს დაწყნარდა.
ლოგინზე წამოწვა და უბრალოდ ფიქრობდა,ყველაფერზე.
ტელეფონზე მესიჯი მოუვიდა. მათესგან იყო
-მინდა გჯეროდეს,რომ ძალიან მიყვარხარ და ამაში ეჭვი არ შეგეპაროს!-წერდა მათე
-მჯერა- მოკლე პასუხი დაუბრუნა მიამ და ტელეფონი დაბლოკა.
აღარ უნდოდა ზედმეტი ფიქრი.
უბრალოდ თვალები დახუჭა და ეცადა არაფერზე არ ეფიქრა.

მათე საშინლად ნერვიულობდა. ეშინოდა მიას ჯაბასთვის არ დაეჯერებინა, არ დაეჯერებინა ის სისულელეები და აფსურდი,რაც მას დააბრალა. დიდი იმედი ჰქონდა მიასი,რომ მას მისი სიყვარულის სჯეროდა და ეჭვს არ შეიტანდა მასში.
მეორე დღეს სამსახურში მთელი დღე საშინელ ხასიათზე იყო.
მთელი ძალით საქმეში იყო გადართული და გამწარებული მუშაობდა. მიასგან არაფერი ისმოდა. თვითონაც არ უნდოდა ზედმეტად შეეწუხებინა მთელი დღის განმავლობაში მხოლოდ ერთხელ მისწერა მოკითხვის წერილი და მასზეც მოკლე პასუხი მიიღო.
აღარ იცოდა რა მოემოქმედებინა.
მიას ძალიან უნდოდა მათესთან ლაპარაკი,ამიტომ არავინ გაუფრთხილებია,ისე გავიდა სახლიდან საღამოს და მათეს სახლში მიადგა.
თავისი კარის ზღურბლთან მიას დანახვას ნამდვილად არ ელოდა იმ საღამოს და გაუკვირდა და თან ძალიან გაუხარდა.
კარი გაუღო თუ არა,მია ეგრევე ჩაეხუტა.
მათეს ხელი არ გაუშვია მისთვის,ისე შეიყვანა ოთახში და დივანზე დასხდნენ
-მია, როგორ გამახარე- შუბლი შუბლზე მიადო და სახეზე მიეფერა
-შენთან ყოფნა მჭირდებოდა-თვალებდახუჭულმა მიუგო
-ისე ვნერვიულობდი შენზე-მის ტუჩებთან ამოიჩურჩულა მათემ
-სანერვიულო რა იყო- ამოიოხრა მიამ და მოწყვეტით აკოცა ტუჩებზე
-როგორ არ იყო, მე რა ვიცი სახლში რა დიალოგი გქონდათ და რა მოხდა ჩემი წასვლის მერე
-ძალიან გაბრაზებული იყო, მაგრამ ამას ჩემთვის ხელი არ შეუშლია მისთვის სიმართლე მეთქვა, რომ ძალიან მიყვარხარ და შენთან ყოფნა მინდა
-იმედია ჩემს სიყვარულში ეჭვი არ გეპარება მია,ხომ?-თბილად ჰკითხა და თვალებში ჩააჩერდა
-არა,რა თქმა უნდა, შენ არ ხარ ისეთი ადამიანი , სხვის გრძნობებზე რომ ითამაშო-მათეს გაეღიმა,დარწმუნდა,რომ მიას მასში ეჭვი არ ეპარებოდა და ცოტა ამოისუნთქა
-ძალიან მიყვარხარ-უთხრა და ახლა თვითონ დაეწაფა მიას ტუჩებს უფრო ვნებიანად
-რამეს დალევ? ან არ გინდა ვჭამოთ-შესთავაზა მათემ
-ყავას დავლევ და მე გავაკეთებ-სამზარეულოში გავიდა,მარტივად მოძებნა რაც საჭირო იყო და უკან ყავით ხელში დაბრუნდა. მათე ღიმილით ადევნებდა მის სახლში მოფუსფუსე მიას თვალს. ჭიქები მაგიდაზე დადგა და ისევ გვერდით მიუჯდა მათეს
-მათე...
-ხო
-მითხარი შენ და ჯაბას რა გაკავშირებთ?- მოსავენებას არ აძლევდა ეს კითხვა-გთხოვ- დაამატა ბოლოს. მათემ მიას მუდარიან მზერას რომ შეხედა გული დაეწვა. მისი საყვარელი ქალი გაურკვევლობაში იყო, ორ კაცს შორის იხლიჩებოდა და მიზეზის ახსნას ითხოვდა. მათე ხმას არ იღებდა,უბრალოდ ფიქრობდა. როდემდე უნდა დაემალა სიმართლე? ადრე თუ გვიან მია მაინც გაიგებდა,თან ვინ იცის როგორ, ამიტომ არჩია მისგან გაეგო სიმართლე და გადაწყვიტა მოყოლა
-მე და ჯაბამ ერთმანეთი გერმანიაში გავიცანით და ძალიან დავახლოვდით- დაიწყო მან.
-მეგობრობდით?-თვალებგაფართოებულმა ჰკითხა
-კი, ვმეგობრობდით-დაუდასტურა მათემ
-მერე?-ვეღარ ითმენდა მია
-მე მყავდა მეგობარი გოგო, აი წლების მეგობრობა რომ გვაკავშირებდა ისეთი და რომელიც მიყვარდა, ოღონდ ისე არა,როგორც მეგობარი,არამედ როგორც ქალი-ძალიან არ უნდოდა ახლა ამ ამბის გახსენება,მაგრამ საჭირო იყო. მია სუნთქვაშეკრული უსმენდა,იცოდა მათე ისეთ რამეს იტყოდა,რაც გულს ძალიან ატკენდა- მან არაფერი იცოდა ჩემი გრძნობის შესახებ, ვერ გავბედე გამოვტყდომოდი,მეშინოდა მისი დაკარგვის. ჯაბას რომ დავუახლოვდი, ყველაფერი მოვუყევი, ისიც გავაცანი და მერე იცი რა მოხდა?-ირონიულად ჰკითხა მიას,მიას თვალები ასწითლებოდა მომდგარი ცრემლებისგან- ერთ დღეს გამომიცხადეს,რომ ერთმანეთი უყვარდათ. ანუ გესმის რა მოხდა მია? მე ჯაბას ვუყვებოდი ჩემი გრძნობების შესახებ, ვუყვებოდი როგორ ვერ ვუმხელდი მას ამის შესახებ და ისიც მასზე ფიქრობდა თურმე, არა კი არ ფიქრობდა,მოქმედებდა და ჩემს ზურგს უკან ერთმანეთთან რომანი ჰქონდათ გაჩაღებული
-ანუკაზე ამბობ?-ხმაწართმეულმა ძლივს ჰკითხა მიამ
-ხო, ეს გოგო ანუკა იყო მია. მას ჩემს მიმართ არანაირი გრძნობა არ ჰქონდა, მან რომ გაიგო ძალიან გაუკვირდა,მაგრამ ეს არაფერ შუაშია, ჯაბა მომექცა არაკაცურად, მე როცა ჩემს განცდებს ვუზიარებდი, მან ზურგში დანა ჩამარტყა. არა,რომ მოსულიყო და პირდაპირ ეთქვა,იცი მათე, მეც შემიყვარდა ანუკა და ანუკასაც ვუყვარვარ მე ანუ ჩვენ ერთმანეთი გვიყვარს- ასე,რომ მოსულიყო და ადამიანურად ეთქვა,გავიგებდი,გეფიცები გავუგებდი რადგან სიმართლე რომ გავიგე, ნათლად დავინახე ანუკას თვალებში თუ როგორ უყვარდა მას ჯაბა და მათ შორის არ ჩავდგებოდი, მაგრამ არ ჩამთვალა ღირსად რამის ახსნის და პირდაპირ ფაქტის წინაშე დამაყენა. მაგის მერე დავკარგეთ ერთმანეთი- როგორც იქნა მოუყვა სიმართლე და თითქოს დიდი ლოდი მოიხსნა მხრებიდან. მია გაქვავებული იჯდა მოსმენილისგან და ცრემლები ღაპაღუპით ჩამოსდიოდა. ყველაფერს იფიქრებდა,მაგრამ არა იმას,რომ მათე და ჯაბას ჩხუბის მიზეზი მისი ძმის ცოლი,მისი რძალი ანუკა იქნებოდა.
-ანუ, კლასიკურად ორი მეგობრის ჩხუბის მიზეზი ქალია- ძალიან გულნატკენმა ამოილაპარაკა
-ოღონდ ახლა ამაზე არ იფიქრო რა-ძალიან შეწუხდა მათე,მიას ფიქრები რომ წარმოიდგინა
-თვითონ ყოფილა შენთან დამნაშავე და შენ რას გედიდგულება?-მათეს სიტყვებისთვის ყურადღება არ მიუქცევია ისე უთხრა
-მია,მაპატიე რა-ძალიან განიცდიდა მიას ცრემლიან თვალებს
-საპატიებელი რა გაქვს-მხრები აიჩეჩა
-აქამდე რომ არ გითხარი სიმართლე და შენ რომ არ მოგეცი უფლება გადაგეწყვიტა ჩემთან ყოფნა გინდოდა თუ არა
-და ახლა? ახლა რამე გრძნობა გაქვს შემორჩენილი ანუკას მიმართ?-როგორც იქნა დაუსვა ის შეკითხვა,რაც ყველაზე მეტად აწუხებდა
-არა მია, რა სისულელეა. მის მიმართ გრძნობები რომ მქონოდა,შენთან ურთიერთობას არც ერთი წამით არ გავაგრძელებდი
-ძველი სიყვარულის დავიწყება არც ისე ადვილია...
-მე მხოლოდ ბრაზს ვგრძნობ,ისიც ჯაბას მიმართ, ანუკას მიმართ კი იმ დღის მერე შემეცვალა გრძნობები,როცა ის ჯაბას ცოლი გახდა!ის ჩემთვის როგორც ქალი მოკვდა-მიამ ამოიოხრა
-მია, ჩემი არ გჯერა?-ეჭვით ჩაეკითხა,რადგა მიხვდა რომ ბოლომდე ვერ მოახერხა მისი დარწმუნება
-მჯერა მათე, მაგრამ ის ფაქტი,რომ ჩემი რძალი გიყვარდა, ძალიან უჩვეულოა ჩემთვის. ჩვენ თუ ურთიერთობა გაგვიგრძელდა...
-რას ნიშნავს თუ გაგვიგრძელდა?-გააწყვეტინა მათემ
-რავიცი,სამუდამო არაფერია როგორც ჩანს მათე-მხრები აიჩეჩა-თუ გაგვიგრძელდება-ისევ იქიდან გააგრძელა-თქვენ ალბათ მოგიწევთ ხოლმე ერთმანეთის ნახვა და შენთვის ეს დისკომფორტი არ იქნება? რა რეაქცია გექნება მას ისევ რომ შეხვდები?
-ჩვენი ურთიერთობა აუცილებლად გაგრძელდება მია. რაც შეეხება ანუკას, მისი ნახვა რომც მომიწიოს,მე მის მიმართ არაფერს ვგრძნობ,შესაბამისად ჩემთვის არანაირი დისკომფორტი არ იქნება
-და ჯაბასთან შეხვედრები ამდენი წლის მერეც დისკომფორტია შენთვის და რა იცი რომ ანუკასთანაც ასე არ იქნება?-ინტერესით ჩაეკითხა
-იმიტომ,რომ ჯაბა მომექცა არასწორად და მას ვერ ვპატიობ, ანუკასთან პრეტენზიები არც არასდროს მქონია,რადგან მას ჩემთვის არასდროს უთქვამს რომ ვუყვარდი ან რამე მსგავსი. ვინც შეუყვარდა ის აირჩია, მხოლოდ ჯაბას საქციელი იყო სი*ული-ჯაბას სულ ბრაზით ახსენებდა. მიამ თავი დახარა და ცრემლები ისევ წამოუვიდა
-მია,შემომხედე-ნიკაპზე მოკიდა ხელი და მისკენ მიაბრუნა მისი სახე- გთხოვ ნუ ტირი და ნუ მანანებინებ სიმართლე რომ გითხარი-ცრემლები მოუწმინდა
-არა, კარგია რომ გავიგე, როდემდე მაცხოვრებდით სიცრუეში?
-მართალი ხარ-მათემ ამოიოხრა და თვალი სივრცეს გაუშტერა. ცოტა ხანი სიჩუმე ჩამოწვა. მია ჯაბა და ანუკაზე ფიქრობდა, მათე კი მიაზე თუ როგორ ატკინა გული მისი სიმართლით და ფიქრობდა როგორ დაერწმუნებინა მის სიყვარულში დაუეჭვებლად.
-უკვე ძალიან გვიანია და წავალ მე-სიჩუმე მიამ დაარღვია
-მეგონა დღეს დარჩებოდი, ასე გვიან რომ მიხვალ არ გეჩხუბება ჯაბა?
-საერთოდ არ მაინტერესებს რას მეტყვის- გაბრაზებულმა ამოილაპარაკა
-დარწმუნებული ხარ რომ ახლა სახლში გინდა წასვლა? ჩემთან დარჩენა თუ არ გინდა,იქნებ ნიტასთან წასულიყავი?-შესთავაზა მათემ,რადგან არ უნდოდა ასეთ მდგომარეობაში სახლში გაეშვა და მათთან ჩხუბი მოსვლოდა
-არა,მირჩევნია სახლში წავიდე-თავისას არ იშლიდა
-კარგი,მაშინ დამელოდე და გაგიყვან- წამოდგა ფეხზე ამოსაცმელად. მერე გასაღები აიღო და მიას გვერდით დაუდგა,რომელიც უკვე წამომდაგარიყო ჩანთით ხელში და მათეს ელოდებოდა.
უხმოდ იმგზავრეს მიას სახლამდე.მათემაც არ შეაწუხა საუბრით,რადგან ხვდებოდა,რომ მიას ახლა მხოლოდ ფიქრი სჭრიდებოდა და ხელს არ უშლიდა.
-მომწერე ხო?-გადასვლისას უთხრა მათემ მიას. მიამ უბრალოდ თავი დაუქნია. დაემშვიდობა და მანქანიდან გადავიდა.მათე ელოდებოდა სანამ მია სადარბაზოში შევიდოდა, მერე გამწარებულმა მუშტი დაარტყა საჭეს და მანქანა ადგილს მოსწყვიტა.

მია მთელი ღამე ფიქრობდა. ფიქრობდა მათეზე,ჯაბაზე, ანუკაზე, მათ ურთიერთობებზე. ისეთი არეული იყო. აზრებს ვერ ალაგებდა. მათემ რაც მოუყვა ის არ იყო, რასაც მის ძმაზე მოსმენას ისურვებდა. ნამდვილად არ ეგონა ჯაბა და ანუკას სიყვარულის ისტორიის უკან,გულდაწყვეტილი მამაკაცი თუ იდგა და ეს მამაკაცი მისი სიყვარული იყო.
ცხოვრება დასცინოდა.
გამთენიისას მიეძინა.
შაბათი იყო და შესაბამისად ყველა სახლში გახლდათ.
ჯაბა და ანუკა მისაღებში, იატაკზე ისხდნენ და მარიამს ეთამაშებოდნენ. რამდენიმე წამი კარის ჩარჩოზე მიყუდებული აკვირდებოდა ოჯახს,როგორი ბედნიერები იყვნენ ერთად. მისდა უნებურად გაეღიმა,მერე მათკენ წავიდა და დივანზე ჩამოჯდა
-ერთობით?-მარიამს გახედა და გაეღიმა
-გინდა თუ არა კუბიკები ავაწყოთო და დაგვსვა-სიცილით უპასუხა ანუკამ. ჯაბა კუბიკებს აწყობდა და გართული იყო ფიქრებში.
-ამ დრომდე გეძინა?-ისე ჰკითხა, კუბიკებისთვის თვალი არ მოუშორებია და კიდევ ერთი კუბიკი დაადო ზედ
-კი-მოკლედ მოუჭრა. ცოტა ხანი სამივე უხმოდ იჯდა. მხოლოდ მარიამის წამოძახილი ისმოდა. მიას არ უნდოდა ოჯახური იდილიის დარღვევა,მაგრამ რომ არ ეკითხა, ინტერესით მოკვდებოდა
-ერთმანეთი როგორ გაიცანით?-ისე მოულოდნელად ჰკითხა, ორივემ გაკვირვებულმა შეხედა
-ამით ახლა რატომ დაინტერესდი?-ჯაბას ჩაეცინა და მზერა აარიდა
-ოდესმე ხომ უნდა დავინტერესებულიყავი-მხრები აიჩეჩა-არასდროს მოგიყოლიათ და მაინტერესებს
-კონკრეტულად რა გაინტერესებს?-ჩაეკითხა ანუკა
-ყველაფერი, როგორ გაიცანით,სად შეხვდით ერთმანეთს, პირველი ვინ გამოტყდა სიყვარულში...
-ჯაბა მეგობრისგან გავიცანი- ვითომ არაფერიო ისე უპასუხა ანუკამ.
-აჰ, მეგობრისგან?-ცოტა ცინიკურად გაიმეორა. ერთი სული ჰქონდა პირში მიეხალა ორივესთვის სიმართლე
-ვინ მეგობრისგან თუ საიდუმლო არ არის-მოჩვენებითი სიცილით ჰკითხა
-დაკითხვაზე ვართ?-ახლა ჯაბამ ჰკითხა
-რომ ვიკითხო არ შეიძლება?-ცოტა გაღიზიანდა
-მოდი, პირდაპირ, მიკიბვ-მოკიბვის გარეშე თქვი სათქმელი-ჯაბა ყოველთვის ხვდებოდა მიას განწყობას და იცოდა როცა რაღაცის თქმა უნდოდა და შემოვლითი გზით ცდილობდა მთავარს მიდგომოდა
-ის მეგობარი მათე იყო ხომ?-უკვე თვითონაც არ უნდოდა ნამიოკობანა და პირდაპირ მიახალა. ანუკას ფერი ეცვალა. ჯაბა ურეაქციოდ იჯდა. იცოდა რომ მია ადრე თუ გვიან გაიგებდა და ამისთვის მზად იყო
-ანუკა,მარიამი ოთახში გაიყვანე-კუბიკებს თავი მიანება და ანუკას მიმართა
-ჯაბა...
-გააკეთე რასაც გეუბნები- ანუკამ მარიამს ხელი მოკიდა და საძინებელში გაიყვანა
-მოგიყვა ხომ?-ირონიულად ჰკითხა
-არ ვიყავი ღირსი მცოდნოდა?-მიაც არანაკლებ ირონიული იყო
-რა მოგიყვა?
-მოდი,ჯერ შენს ვერსიასაც მოვისმენ და მერე გეტყვი-ჯაბამ რამდენიმე წამი ურეაქციოდ უყურა მიას, მერე სხვა მხარეს გაიხედა და მზერა ერთ წერტილს გაუშტერა
-ჩვენ ვმეგობრობდით-ერთი ამოიოხრა ჯაბამ და დაიწყო. მია სმენად გადაიქცა-
გერმანიაში გავიცანი და მას მერე დავმეგობრდით. მართალია ჩემზე პატარა იყო ასაკით,მაგრამ ეს ხელს არ გვიშლიდა. საქართველოში ჩამოსვლის მერეც არ გაგვიწყვეტია კონტაქტი და ხშირად ვხვდებოდით. ისე ახლოს ვიყავით, რომ ყველაფერს მანდობდა, ამიტომაც მითხრა რომ ერთი ქალი უყვარდა, ოღონდ მისი ახლო მეგობარი იყო და არ იცოდა მისთვის როგორ ეთქვა. მისი დაკარგვის ეშინოდა. მისი გრძნობების შესახებაც არაფერი იცოდა. ის დარწმუნებული იყო,რომ ანუკა როგორც მეგობარს ისე უყურებდა და არ უნდოდა მეგობრის დაკარგვა თავისი აღიარებით. მე სულ ვეუბნებოდი მიდი და გამოუტყდი,იქნებ და მასაც მოსწონხართქო,მაგრამ ვერ გაბედა.
ანუკა მათეს დაბადების დღეზე გავიცანი.
რომ დავინახე,მაშინვე მოვიხიბლე მისით, მაგრამ ვცდილობდი,მასზე ბევრი არ მეფიქრა,რადგან მეგობარს უყვარდა და ეს არასწორი საქციელი იყო. დაბადების დღის შემდეგ,რამდენჯერმე ისევ მოვხვდით ერთ კამპანიაში.რაც მეტჯერ ვხედავდი,მით უფრო ვიხიბლებოდი მისით და ეს ძალიან მტანჯავდა. აქეთ მათე იყო,ჩემი მეგობარი,რომელსაც ანუკა უყვარდა და მეორე მხარეს ანუკა იყო,რომელიც მაშინვე შემიყვარდა.
ვიცოდი,რომ მათეს მისთვის ისევ არაფერი ჰქონდა ნათქვამი, მე მაინც ვურჩევდი რომ მისულიყო და სიმართლე ეთქვა,მაგრამ მან დისტანცია დაიჭირა და ისევ მეგობრად ყოფნა არჩია,ვერ გაბედა რომ სიმართლე ეთქვა. გახსოვს იტალიაში რომ წავედი რამდენიმე თვით?-მიას ჩაეკითხა,რომელიც გასუსული უსმენდა ძმას. მიამ უბრალოდ თავი დაუქნია- მაშინ მინდოდა აქაურობას მოვშორებოდი და როგორმე ანუკა ამომეგდო თავიდან,მაგრამ არ გამომივიდა.
იტალიიდან დაბრუნებულს ანუკას ისევ შევხვდი. მერე თვითონ გამომიტყდა,რომ ჩემს მიმართ გრძნობები ჰქონდა. თავიდან ვცდილობდი ამაზე არ მეფიქრა და ახლოს არ მომეშვა,თან ვერც მიზეზს ვუხსნიდი,რატომ ვეუბნებოდი უარს. ის, რომ მათეს ის უყვარდა,ეს ანუკასთვის მათეს უნდა ეთქვა და მე არ უნდა ჩავრეულიყავი. როგორ არ ვეცადე,მაგრამ თავს ვერაფერი მოვუხერხე მია, ანუკაზე სიგიჟემდე ვიყავი შეყვარებული და მასაც ვუყვარდი.მერე შეხვედრები დავიწყეთ,ჩუმად. მინდოდა მათეს დავლაპრაკებოდი და მისთვის სიტუაცია ამეხსნა, მაგრამ ერთხელ ერთად დაგვინახა და ყველაფერი მაშინ გაიგო. რა თქმა უნდა მოსმენითაც არ მომისმინა. ანუკა გაოგნებული იყო, ვერ ხვდებოდა რა მოხდა და მათეს ასეთი რეაქცია რატომ ჰქონდა, მაგრამ მერე მათემ თვითონ მიახალა გაბრაზებულმა იმდენი ხანია მიყვარხარ,როგორ ვერ ხვდებოდიო. რა უნდა გვექნა? ჩვენ ერთმანეთი გვიყვარდა,ძალიან. მათემ მოსმენითაც არ მოგვისმინა ისე გადაგვისვა ხაზი. ერთი პერიოდი ზღვარზე ვიყავი,რომ შეიძლებოდა ჩემს სიყვარულზეც კი მეთქვა უარი,რადგან მათე მართლა ძვირფასი იყო ჩემთვის და ალბათ ვიტყოდი კიდეც, მაგრამ სწორედ მაშინ გავიგე რომ ანუკა ფეხმძიმედ იყო და ამან შეცვალა ყველაფერი. მე მაშინ სიყვარული ავირჩიე, ოჯახი ავირჩიე, ჩემი ოჯახი,ჩემი შვილი და სიმართლე გითხრა ახლა არც ერთი წამით არ ვნანობ არაფერს, რადგან როცა გიყვარს და უყვარხარ იქ უკვე სხვა ყველაფერი მეორეხარისხოვანია. წარსულში რომ დამაბრუნო,ყველაფერს ისევ ისე გავაკეთებდი,როგორც გავაკეთე, რადგან ანუკა ჩემი ცხოვრების ქალია! -დაამთავრა ჯაბამ მონოლოგი და მიას შეხედა,რომელსაც ცრემლები ღაპაღუპით ჩამოსდიოდა.
ყველაფერს ჰქონდა ორი მხარე. ამ სიტუაციასაც. მაშინვე ინანა, ეგრევე ძმა რომ დაადანაშაულა,რადგან ამ სიტუაციაში დამნაშავე არც ერთი იყო. ორივეს თავისი სიმართლე ჰქონდა და ვისთვის როგორი იყო ეს სიმართლე,ეგ უკვე სხვა საკითხი იყო.
იქვე,საძინებლის კარებთან ანუკა იდგა,რომელსაც ასევე მდინარესავით ჩამოსდიოდა ცრემლები,რადგან პირველად მოისმინა ქმრის აღსარება.
მიამ ცრემლები შეიმშრალა. ძლივს გააანალიზა მოსმენილი
-თქვენ ორივე მხოლოდ იმაში ხართ დამნაშავე,რომ ერთი ქალი შეგიყვარდათ-ამოისლუკუნა მიამ-ახლა,როცა ორივეს მოგისმინეთ, მივხვდი რომ ორივეს თქვენი სიმართლე გაქვთ, ვერც ერთს ვერ გამტყუნებთ, უბრალოდ შენ ერთ რამეში შეცდი ჯაბა, მათესთვის თავიდანვე უნდა გეთქვა ყველაფერი და ეს ამბავი ასე არ დასრულდებოდა
-ვიცი,მაგაზე მეც სულ ვფიქრობ,მაგრამ რაც მოხდა მაგას ვეღარ შევცვლი.
-ასე ძალიან უყვარდა ანუკა?-ხმაგამტყდარმა შეეკითხა
-კი,მია,როგორც მიყვებოდა მასზე,ჩანდა,რომ ძალიან უყვარდა და სწორედ ამიტომ არ მგონია მისი გრძნობები შენს მიმართ გულწრფელი-მიუბრუნდა ისევ იმ საკითხს,რაც ჯაბას აწუხებდა
-თავიდან რომ გავიცანი, მან არ იცოდა შენი და რომ ვიყავი, ისე დავიწყეთ შეხვედრები
-დარწმუნებული ხარ?-ეჭვით შეეკითხა
-კი,რადგან როცა გაიგო,მაშინ დამშორდა, შენს გვერდით ვერ ვიქნები,რადგან ჯაბას და ხარო-ამის გაგონებისას თვალები გაუფართოვდა-მაშინ ვერაფერს მივხვდი,რადგან არც ერთმა არ ამიხსენით რა ხდებოდა თქვენს შორის.,მაგრამ მერე ისე მოხდა,რომ შევრიგდით და ერთად ძალიან კარგად ვართ,ჯაბა, მე ვგრძნობ,რომ მათეს ვუყვარვარ-გულწრფელად უთხრა მიამ
-არ მინდა,რომ გული გატკინოს,იცოდე ჩემი ხელით მოვკლავ!
-მოდი,ჩვენს ურთიერთობაში არ ჩაერიო,გთხოვ. მინდა ჩვენით გავერკვეთ ყველაფერში,მესამე პირების ჩარევის გარეშე, კარგი?-ჯაბა ხმას არ იღებდა-ჯაბა,კარგი?-ისევ ჩაეკითხა
-რამე რომ მიქაროს,იცოდე რომ არ გადამირჩება-თითი მიუშვირა მიას. ეს მიამ თანხმობად ჩათვალა და უბრალოდ თავი დაუქნია. ჯაბა საძინებელძი გავიდა.
მარიამი ტელევიზორს უყურებდა.
ანუკა ერთ ადგილს მიშტერებული იჯდა და ფიქრობდა,თან ცრემლების კვალიც ეტყობოდა
-რა დაგემართა?-ცოლის ასეთ მდგომარეობაში ნახვას არ ელოდა. მის გვერდით დაჯდა და ცრემლები შეუმშრალა
-ჯაბა, მე რომ ფეხმძიმედ არ ვყოფილიყავი, ჩემზე უარს იტყოდი?-ძალიან ხმადაბლა ჰკითხა
-რას ამბობ ანუკა?-გაოგნებულმა დაუბრუნა კითხვა
-მოვისმინე მიას რომ უყვებოდი და ის დასკვნა გამოვიტანე,რომ ჩემმა ფეხმძიმობამ მიგაღებინა გადაწყვეტილება, მითხარი, ნანობ რომ ცოლად მომიყვანე?-სლუკუნით ჰკითხა და ისევ წამოუვიდა ცრემლები
-ანუკა, არ შემშალო ახლა, რას ქვია ვნანობ? გაგიჟდი? არ იცი როგორ მიყვარხარ?
-კი...-ხმადაბლა გასცა პასუხი
-მერე? რატომ მაგიჟებ ასეთი უაზრო კითხვით.
-მაპატიე,უბრალოდ ამაზე არასდროს დავფიქრებულვარ-თავი ჩახარა-არასდროს მიფიქრია,რომ ბავშვმა გაიძულა ჩემი მოყვანა, მაგრამ რომ მოვისმინე...-ხმა გაუწყდა-შენი და მიას დიალოგი, თავი დამნაშავედ ვიგრძენი-ცრემლები თავიდან წამოუვიდა
-ანუკა, იცოდე ამ აზრს თავიდან თუ არ ამოიგდებ,მაგრად ვიჩხუბებთ-ძალიან კატეგორიული იყო ჯაბა. ახლა თუ ანუკას ვერ დააჯერებდა და თუნდაც დაშვების დონეზეც გაიფიქრებდა,რომ ჯაბამ ის ბავშვის გამო მოიყვანა,თავს ვერ აპატიებდა
-მე უბრალოდ...
-შენ უბრალოდ სიცოცხლეზე მეტად მიყვარხარ. შენს ფეხმძიმობას გადმწყვეტი მნიშვნელობა არ ჰქონია იმაში,რომ დღეს შენ ჩემი ცოლი ხარ. ეს მაინც ასე იქნებოდა. გემუდარები ამაზე არასდროს იფიქრო,ხომ?-მისი სახე ხელებში მოიქცია და ცერა თითით ცრემლები შეუშრო-ხომ? -მერე ისევ ჩაეკითხა. ანუკამ სლუკუნით დაუქნია თავი. ჯაბამ ნერვიულად გაუღიმა და ტუჩებზე მოწყვეტით აკოცა.
ამის შემდეგ ამ თემაზე არ უსაუბრიათ.
მია იმაზე მეტად აირია, ვიდრე აქამდე. როცა ჯაბას ვერსიაც მოისმინა, მიხვდა რომ არასდროს უნდა განსაჯო სიტუაცია,მხოლოდ ერთი მხრიდან. მათეს ვერსია რომ მოისმინა,ჯაბაზე ძალიან გაბრაზდა. ვერ წარმოედგინა,მეგობარს ასე როგორ უნდა მოქცეოდა ადამიანი,მაგრამ ჯაბას მონაყოლის შემდეგ,მასაც გაუგო,რადგან მიასაც ძალიან უყვარდა მათე და გამოცდილი ჰქონდა თუ რა ძნელია,როცა გიყვარს და მასთან ყოფნა არ შეგიძლია.

-მე ჯაბას ველაპარაკე- მათესთან იყო, სახლში
-მერე?- ინტერესით ჩაეკითხა-მათე აზვიადებსო?-წარბები ირონიულად ასწია
-ყველაფერი მომიყვა რა როგორ იყო.
-და რაო?
-მათე,ოდესმე ჯაბას გაგება გიცდია?-ახლა მია ჩაეკითხა
-რა უნდა გამეგო მია? ნუ გადამრევ
-იქნებ ის როგორ იტანჯებოდა, ის ქალი რომ შეუყვარდა,ვინც მის ძალიან ახლო მეგობარს უყვარდა და თქმას ვერ ბედავდა...
-ჯაბას განცდებზე არ მიფიქრია,რადგან არ მაინტერესებს!
-ხოდა ყველაფერს ასე სწორხაზოვნად რომ უყურებ,მაგიტომაც ხდება ის,რაც ხდება-გაბრაზდა მია
-მია,ჯაბამ ტვინი აგირია და ცდილობ შემაცოდო?ახლა მის პოზიციას უჭერ მხარს?
-არა, ეგ რა შუაშია მათე, უბრალოდ მინდა ორივეს დაგანახოთ,რომ ორივეს გაქვთ თქვენი სიმართლე.ჯაბას უნდოდა შენთვის ეთქვა და ვერ გაბედა... როცა აპირებდა,უკვე შენ თვითონ გაიგე სიმართლე...
-უნდოდა და ვერ მითხრა და კლასიკური ფრაზები არ შემიძლია-თვალები აატრიალა-ჩვენ ისე ვიყავით ერთმანეთთან,ასე არ უნდა მოქცეულიყო, ან საერთოდ არ უნდა ეფიქრა ანუკაზე სხვა პონტში,მაგრამ რადგან მოხდა(მესმის,ხშირად ასეთებიც ხდება) და ანუკასაც ეგ შეუყვარდა, მოსულიყო,კაცურად დამლაპარაკებოდა და ძნელად,მაგრამ მაინც უფრო გავუგებდი და საერთოდ,არ მინდა ამ თემაზე ლაპარაკი-ბოლოს მობეზრებულმა უთხრა
-თუ წარსულს წარსულში არ დატოვებ, მომავალში ძალიან გაგიჭირდება მათე და ჩვენს ურთიერთობასაც გაუჭირდება...-ბოლო სიტყვა ცოტა ხმადაბლა თქვა
-შენ მე არ მენდობი ხომ?
-ნდობა რა შუაშია მათე, ფაქტს გეუბნები. მე მხვდები, ჩემთან გაქვს ურთიერთობა და ისევ წარსულში დაკარგულ სიყვარულზე ბრაზობ...
-არ ვბრაზობ...
-თუ არ ბრაზობ,რატომ არ შეგიძლია მათი გაგება?
-ერთია,რომ შეიძლება აღარ ვბრაზობდე მია,მაგრამ მეორეა, რომ ვერ ვპატიობ,არ შემიძლია
-პრინციპები- ამოიოხრა- ხო,მესმის....
-ახლა,ამის გამო უნდა გამებუტო ხოლმე? ხომ გავიარეთ ეს თემა?-დაღლილმა უთხრა მათემ და თვალი თვალში გაუყარა
-ხო, გავიარეთ,მაგრამ მაინც მინდა რომ ყველაფერი კარგად იყოს-თავი ჩახარა, ცრემლები ახრჩობდა. როგორ უნდოდა მას და ჯაბას კარგი ურთიერთობა ჰქონოდათ...
-მოდი ჩემთან-ხელი გაუწოდა. მიაც მასთან მივიდა
-აღარ გვინდა ხომ ამაზე? წარსულის გამო ჩვენს ურთიერთობას ბზარებს ნუ გავუჩენთ,კარგი?-თბილად უთხრა და სახეზე მიეფერა.
-მაგრამ,ეს წარსული სულ იქნება ჩვენს ცხოვრებაში,სამწუხაროდ-თავი მის კისერში ჩამალა,არ უნდოდა მისი სველი თვალები მათეს შეემჩნია
-ხოდა,ჩვენ ვეცადოთ, რომ ამან გავლენა არ იქონიოს-უთხრა და კისერში თბილი კოცნა დაუტოვა.

ყველანაირად ცდილობდნენ არ შეემჩნიათ წარსული,რამდენად გამოსდიოდათ ეგ სხვა საქმეა.
მია მათესთან ყოფნისას,გრძნობდა,რომ სახლში იყო. ზუსტად იცოდა რომ ეს ადამიანი იყო,ვისთანაც მთელი ცხოვრების გატარება სურდა, მაგრამ გულის სიღრმეში ეჭვები სტანჯავდა, არ ასვენებდა იმაზე ფიქრი,რომ შეიძლება მათე ბოლომდე ვერ განთავისუფლდა ანუკას მიმართ გრძნობისგან. ეჭვი,თუნდაც ძალიან მცირე, საშინელი რამაა,მისგან განთავისუფლება არც ისე მარტივია. მიასაც ასე დაემართა. კი სჯეროდა მათეს სიყვარულის,მაგრამ ვერ ხვდებოდა ანუკას რა ადგილი ეჭირა ახლა მის გულში.
მიას დაბადების დღე ახლოვდებოდა.
გადახდა არ სურდა,მაგრამ ნიტა იმდენს ეწუწუნა, ოქროს დაბადების დღე სულ კი არ გექნებაო,მაინც გადააწყვეტინა აღნიშვნა.
თან უნდოდა,თან არა. ის,რის გამოც თავს იკავებდა,ის იყო,რომ მანდ მისი ყველა ახლობელი იქნებოდა,რაც თავისთავად მათეს იქ ყოფნასაც გულისხმობდა და არ სურდა დაძაბული ატმოსფერო,მაგრამ სხვა გზა არ ჰქონდა.
-შაბათს ჩემი დაბადების დღეა-სხვათაშორის აღნიშნა მიამ მათესთან და ყავა მოსვა
-აუ,შაბათსაა ხომ 25?ისე ავირიე რიცხვები მერევა უკვე-სახეზე ხელები მოისვა-დიდი გოგო ხდები-გაუღიმა და სახეზე მიეფერა. მიას გაეღიმა
-აღნიშნავ?
-კი-ამოიოხრა-არ მინდოდა,მაგრამ ნიტამ ისეთები ჩამიტარა,ოქროს დაბადების დღე როგორ არ უნდა აღნიშნოო, სხვა გზა აღარ დამრჩა
-რატომ არ გინდოდა აღნიშვნა?-ხელი მოკიდა, მუხლებზე გადაისვა,თმა ყურს უკან გადაუწია და თვალებში ჩააჩერდა
-რავიცი,არ მაქვს უბრალოდ ხალისი-მხრები აიჩეჩა
-აბა ახლა მასეთები არ გინდა-თითი დაუქნია-რა გჭირს საიმისო,რომ დაბადების დღის ხალისი არ გქონდეს-უთხრა და კისერში აკოცა
-შენ ხომ მოხვალ?-ინტერესით ჩაეკითხა და პასუხის მოსმენამდე სუნთქვა შეეკრა
-რა თქმა უნდა-გაუღიმა და დაინახა როგორ ამოისუნთქა,შეუმჩნევლად,მაგრამ მათემ მაინც იგრძნო,როგორ მოეშვა დაძაბული მია
-ხომ იცი,რომ ჯაბაც იქნება... ანუკაც...
-ვიცი მია და ეს ჩემთვის პრობლემას არ წარმოადგენს!-მტკიცედ უპასუხა. მიას არაფერი უთქვამს. ერთი ამოიოხრა და თავი მის მკერდში ჩამალა. როგორ დაღალა ამ დაძაბულმა სიტუაციებმა.
მიამ მაქსიმალურად მოინდომა და თავის დაბადების დღეზე ულამაზესი იყო,აი ისეთი,თვალს რომ ვერ მოწყვეტდი. წითელი,ტანზე მომდგარი კაბა,დააკვდა მის სხეულს. თმები დაეხვია,ერთად მოეგროვებინა და გვერდზე ჰქონდა გადმოყრილი. წითელი ტუჩსაცხი კი მის ზომიერად გაბერილ ტუჩებს უფრო ლამაზად წარმოაჩენდა და გამოკვეთდა.
თითქმის ყველა მისული იყო.
მათე იგვიანებდა და ცოტათი ანერვიულდა. იმაზე ფიქრიც კი არ უნდოდა,რომ შეიძლება მათეს მოსვლა ვერ მოეხერხებინა ან უბრალოდ გადაეფიქრებინა.

რატომ იფიქრა რომ მათე არ მოვიდოდა?როგორ შეიძლება მისთვის ასეთ მნიშვნელოვან დღეს არ მოსულიყო? ხოდა აი ისიც! გამოჩნდა. გამოჩნდა და მიას სახეზე ღიმილიც დაუბრუნდა.
ყურადღება არავისთვის მიუქცევია,დარბაზში შევიდა თუ არა, ეგრევე მია მოძებნა თვალებით და ყურებამდე გაღიმებული პირდაპირ მისკენ წავიდა. ყვავილების თაიგული, სასაჩუქრე ყუთთან ერთად გადასცა და ჩაეხუტა
-გილოცავ კიდევ ერთხელ-ყურთან უჩურჩულა და ლოყაზე აკოცა
-მადლობა-ყურებამდე გაღიმებულმა გასცა პასუხი. ძალიან არ უნდოდა მიას მოშორებოდა,მაგრამ სუფრასთან მსხდომებს გადახედა და ყველას მიესალმა.შემდეგ ადგილი მაგიდასთან მიას გვედრით დაიკავა.
-მიხარია რომ მოხვედი-ღიმილით გადაუჩურჩულა
-დაშვების დონეზე მაინც იფიქრე რომ არ მოვიდოდი?-წარბაწეულმა ჰკითხა
-რავიცი,იქნებ სამსახურში გადაუდებელი საქმე გამოგიჩნდა-მხრები აიჩეჩა
-კი,საქმე ნამდვილად გამომიჩნდა და მაგიტომაც დამაგვიანდა. მაპატიე
-არაუშავს,მთავარია აქ ხარ- ხელზე ხელი გადაუსვა
ჯაბა თვალმოუშორებლად უყურებდა წყვილს და ნელ-ნელა იძაბებოდა. ანუკა ცდილობდა სხვებისგან შეუმჩნევლად დაემშვიდებინა მეუღლე და ცდილობდა ყურადღება სხვა რამეზე გადაეტანინებინა
-გთხოვ, ეს დღე არ ჩაამწარო მიას და სახე გაასწორე-ჩუმად უთხრა და გაუღიმა. ჯაბა ოდნავ მოეშვა. მართალი იყო ანუკა, არ ღირდა ამ დღის მიასთვის ჩამწარება,ამიტომ ეცადა თავი ხელში აეყვანა და მათეს იქ ყოფნა აეტანა. ჯაბასგან განსხვავებით მათე ძალიან თავისუფლად იყო. სხვებთან საუბარშიც ერთვებოდა და დროს სასიამოვნოდ ატარებდა. მია ბედნიერი იყო,მიუხედავად იმისა,რომ ატყობდა ძმის სახეზე დაძაბულობას,ჯაბა არაფერს აკეთებდა ცუდად,ამიტომ მშვიდად იყო და საყვარელ ადამიანებთან ერთად ყოფნით ტკბებოდა.
რამდენიმე სიმღერაზე გადაბმულად ცეკვავდნენ მია და მათე.ბოლოს ძალიან წყნარი მელოდია იყო და ერთმანეთზე ჩახუტებულები ცეკვავდნენ. ჯაბას მოთმინების ფიალა აევსო და ფეხზე წამოხტა,როცა კიდევ ახალი სიმღერა დაიწყო და ისევ აპირებდნენ ცეკვის გაგრძელებას
-ჩემს დასთან მინდა ცეკვა-კბილებში გამოსცრა გაღიზიანებულმა და წყვილს შორის ჩადგა
-მიას თუ უნდა კი ბატონო-მხრები აიჩეჩა და განზე გადგა,ადგილს უთმობდა.
-რას ნიშნავს თუ უნდა?-თვალებგაფართოებული მიუბრუნდა მათეს-ჩემი დაა და ნებართვა არავისგან მჭირდება-ღრენით მიუგო
-ოღონდ ახლა არ იჩხუბოთ გთხოვთ-შეწუხებული ჩაეჭრა მია საუბარში
-მე მშვიდად ვარ-მხრები აიჩეჩა მათემ
-მაგ ირონიულ სიფათს გაგიერთიანებ ახლა-მისკენ იწევდა მიამ ხელით რომ გააჩერა
-ასე გიყვარვართ და ასე მცემთ პატივს?-გაბრაზებულმა შეხედა ჯერ ჯაბას და შემდეგ მათეს- ჩემს გამო არც ერთს არ შეგიძლიათ ერთმანეთი თუნდაც რამდენიმე საათით მშვიდად აიტანოთ?-თვალს არ აშორებდა მათ, თან ცდილობდა მიმიკები ეკონტროლებინა,სხვისი თვალისთვის შესამჩნევი რომ არ ყოფილიყო მათ შორის დაძაბული ატმოსფერო-ჩემზე საერთოდ არ ფიქრობთ!- გაბრაზებულმა და გულდაწყვეტილმა დატოვა ბიჭები და თვითონ მაგიდას დაუბრუნდა ნიტას გვერდით
-მშვიდობაა?- მიხვდა ნიტა რომ რაღაც რიგზე ვერ იყო
-რა უნდა მშვიდობას ჩემთან- გაბრაზებულმა ჩაილაპარაკა და წვენი მოსვა. ნიტას მეტი არაფერი უკითხავს, არ უნდოდა ზედმეტი კითხვები დაესვა, მია ისედაც თავად მოუყვებოდა ყველაფერს,ოღონდ მშვიდ გარემოში.
მაგიდასთან რომ დაჯდა,იმის მერე წასვლამდე არ ამდგარა იქიდან. მათესთვის ზედმეტად ხმა არ გაუცია,მხოლოდ მის მიერ დასმულ კითხვებს პასუხობდა გულგრილად
-მია,მაპატიე რა,შენი წყენინება აზრადაც არ მქონია-გულწრფელად იყო შეწუხებული მათე
-ამაზე ლაპარაკი არ მინდა-მოკლედ მოუჭრა- და აღარ გავაგრძელოთ-ისეთი ტონით უთხრა,მიხვდა მათე რომ ახლა მასთან ამ თემაზე საუბარი არ ღირდა.
ორივეზე ძალიან გაბრაზებული იყო, შინაგანად ცეცხლებს უშვებდა ბრაზისგან. ერთი დღეც კი ვერ მოითმინეს და მაინც გაუფუჭეს ხასიათი. მია არავის ადარდებს,მხოლოდ თავიანთ თავებზე ფიქრობენ, თავიანთი უაზრო შუღლით გოგოს გულს ძალიან ტკენენ და ამაზე არ ფიქრობენ.
წასვლისას მშრალად დაემშვიდობა მათეს და ჯაბას მანქანაში გაბრაზებული ჩაჯდა. ჯაბამ სარკიდან გამოხედა და მანქანა დაძრა. გზაში ხმა არც ერთს არ ამოუღია.
-მია,ვილაპარაკოთ?-სახლში შევიდნენ თუ არა, მია გააჩერა,რომელმაც გეზი ეგრევე საძინებლისკენ აიღო, ჯაბას ხმაზე გაჩერდა და მისკენ მობრუნდა
-დღეს საკმარისად გავიფუჭე განწყობა,კიდევ დამატება საჭირო არაა-გაბრაზებულმა გასცა პასუხი
-შენთვის განწყობის გაფუჭება არ მქონია მიზნად, ეს არც მიფიქრია...
-ხო,რა თქმა უნდა, შენ მხოლოდ შენს პრობლემაზე ფიქრობ მათესთან და მია ვის ახსოვს საერთოდ-
-ასე არაა მია...
-კი,ასეა. იმდენად არ ფიქრობ ჩემზე,ჩემს გრძნობებზე, რომ არც კი დაფიქრებულხარ როგორ მეწყინებოდა შენი და მათეს ჩხუბი,თან ჩემს დაადების დღეზე. საერთოდ არ მიწევთ ანგარიშს, საერთოდ-წამოსული ცრემლები უხეშად მოიშორა,მეტად აღარ სურდა საუბრის გაგრძელება,ამიტომ ჯაბას სიტყვის თქმა არ აცალა ისე შეაქცია ზურგი და საძინებელში გავიდა.
-როდემდე აპირებთ ასე გაგრძელებას-აქამე ჩუმად მდგომი ანუკა ჯაბას მიუახლოვდა. ჯაბა იქვე დივანზე ჩამოჯდა და თავი ხელებში ჩარგო, ანუკა მის პირდაპირ დაჯდა
-მგონი დროა შენ და მათემ დაილაპარაკოთ-ჯაბამ მყისვე ამოხედა
-რა სისულელეა...-თავი გააქნია
-აბა როდემდე იქნებით ასე? აშკარად უყვართ ერთმანეთი და მია ბოლომდე ბედნიერი ვერ იქნება მის გვერდით თუ თქვენ ასეთ ურთიერთობას გააგრძელებთ
-მე მასთან სალაპარაკო არაფერი მაქვს,თანაც თვითონ იყო ჩემზე გაბრაზებული და არამგონია ჩემმა ლაპარაკმა რამე შედეგი გამოიღოს
-შენ მაინც სცადე
-აღარ გვინდა ამაზე-მოკლედ მოუჭრა-წამო,დავიძინოთ-უცებ წამოდგა ფეხზე, ანუკას ხელი ჩაჰკიდა და საძინებლისკენ წავიდნენ.

-დილამშვიდობის-გაიღვიძა თუ არა ეგრევე დაურეკა მიას, იცოდა რომ ადრე უნდა ამდგარიყო,ამიტომ არ მოერიდა დილით დარეკვას
-დილამშვიდობის-ძილისგან დაბოხებული ხმით უპასუხა მიამ და საწოლში გაიზმორა
-როგორ გეძინა?
-რავიცი,ნორმალურად
-გაბრაზებული ხარ ხომ?
-არა, აღარ. აზრი არ აქვს.ტყუილად მე მოვიშლი ნერვებს მხოლოდ-მხრები აიჩეჩა თითქოს დაინახავდა
-არ მინდა რომ ცუდად იყო და რამე გაწუხებდეს,ამის მიზეზი კი მე ვიყო-გულწრფელად შეწუხებული იყო მათე
-ვიცი,რომ არ გინდა,მაგრამ თავისთავად გამოდის ასე
-მაპატიე...
-რაც არის ეგაა, ტყუილად არ ავიშალოთ ნერვები
-მია...
-მათე,მართლა,დავივიწყოთ რაც მოხდა-საწოლზე წამოჯდა და ასადგომად მოემზადა-ახლა უნდა გავთიშო, გავემზადო წასასვლელად
-კარგი,მიდი,შეგეხმიანები
-კარგი
-გკოცნი და მიყვარხარ
-დროებით მათე-უბრალოდ დაემშვიდობა და გაუთიშა.გაბრაზებული იყო, რა თქმა უნდა, თუმცა ამ თემის განხილვას მათესთან აღარ აპირებდა,რადგან მათე თავადაც მშვენივრად ხვდებოდა სიტუაციას და ზედმეტი დრამები არ სჭირდებოდა მიას, ისედაც არ აკლდა.

-ორივე როგორი ჯიუტია-წუწუნებდა ნიტა. მიამ სამსახურის შემდეგ ნიტას გაუარა და გუშინდელ ამბებს განიხილავდნენ
-უკვე აღარ ვიცი როგორ მოვიქცე. ალბათ ასე უნდა ვიოცნებო,რომ ერთ დღეს შერიგდებიან და ერთმანეთს აღარ დაჭამენ-ნაღვლიანად ამოილაპარაკა და ყავა მოსვა
-რამე სერიოზული მაინც იყოს-ტუჩები დაპრუწა ნიტამ
-მათთვის სერიოზულია-მხრები აიჩეჩა-კი,მესმის რომ ადრე უყვარდა და მეგობრისგან ვერ აიტანა ასეთი საქციელი,მაგრამ ახლა? ამდენი წლის მერე? მე ხომ ვყავარ? თუ ვუყვარვარ ანუ ანუკას სიყვარული წარსულს ჩააბარა,არა? ხოდა ეს ბრაზიც ხომ უნდა განელდეს?თუ დავიჯერო...-ხმა გაუწყდა- დავიჯერო ისევ აქვს რამე გრძნობა ანუკას მიმართ?-სასოწარკვეთილმა დასვა კითხვა,რომელზეც ნიტა ნამდვილად ვერ გასცემდა ზუსტ პასუხს
-არამგონია...-სხვათაშორის ჩაილაპარაკა ნიტამ-მას უყვარხარ და ანუკა მისთვის არაფერს წარმოადგენს,მხოლოდ წარსული მოგონებაა-დარწმუნებული არ იყო რასაც ეუბნებოდა,მაგრამ ცდილობდა მეგობარი გაემხნევებინა
-ხოდა სწორედ რომ წარსულია, წარსულში ხომ უნდა დატოვოს არა? აღარ ვიცი ამ პასუხგაუცემელ კითხვებზე ფიქრს თავი როგორ დავანებო-თითები საფეთქელთან მაგრად მიიჭირა და წრიული მოძრაობთ დაატრიალა-რატომ არ შეიძლება, უბრალოდ ბედნიერი ვიყო? -ნიტას შეხედა აცრემლებული თვალებით-მხოლოდ მე და მათე და ეს წარსული არ არსებობდეს-ბოლოს ხმა გაუტყდა და ატირდა. ვეღარ იტევდა ემოციებს,უნდოდა დაცლილიყო და ნიტასთან ეს ყველაზე კარგად გამოსდიოდა.კიდევ ცოტა ხანს დარჩა და ემოციებისგან დაცლილი წავიდა სახლში
***
-ამოდი ზემოთ-უთხრა მასთან მისულ მათეს,რომელიც ქვემოთ ელოდებოდა.
-ჯაბასთან მეპატიჟები?-გაეცინა გაოცებულს
-ჯაბა სახლში არაა და დღეს არ მოვა, მხოლოდ მე და ანუკა ვართ-ანუკას ხაზი გაუსვა.
-რა საჭიროა, დაგელოდები-დიდად არ უნდოდა ზემოთ ასვლა
-ვერ მოვასწარი მომზადება და რომ ამოხვიდე რა მოხდება?-ეწყინა მიას
-კარგი ხო-ამოიხვნეშა და დანებდა. კარგად ხვდებოდა მათე მიას რაც უნდოდა,ამიტომ აღარ შეეწინააღმდეგა და მასთან ავიდა.
კარები ანუკამ გაუღო. ესეც მიას დამსახურება იყო. სპეციალურად აბაზანაში იყო შესული,რათა კარი ანუკას გაეღო. ანუკას მათეს დანახვაზე თვალები გაუფართოვდა,ყველას ელოდა ახლა თავის სახლში,მათეს გარდა
-გამარჯობა ანუკა- რამდენიმე წამის შემდეგ მათე მიესალმა,ძალიან ჩვეულებრივად
-გამარჯობა-ანუკაც შეძლებისდაგვარად ჩვეულებრივად მიესალმა და მათე სახლში შემოუშვა-მია აბაზანაშია- სასტუმრო ოთახში შესვლისას უთხრა.
-ხო,მითხრა ვემზადები და ამოდიო-მოკლედ აუხსნა-დიდად არ მინდოდა მაგრამ....-მხრები აიჩეჩა
-ყავა?ჩაი?-ნათქვამი გაუტარა და სასმელი შესთავაზა
-ყავას დავლევ- არ უნდოდა,მაგრამ ისე გაუცხოებოდა ანუკას,მასთან ერთად ერთ ოთახში დიდხანს ყოფნა არ უნდოდა,რადგან დისკომფორტს გრძნობდა,ამიტომ დაასაქმა და შეთავაზებაზე უარი აღარ უთხრა. კარგად ხვდებოდა მათე მიას მიზნებს. მას უნდოდა ის და ანუკა მარტო დაეტოვებინა და ასე გამოეცადა მათე. ამ ფიქრებზე გაეღიმა.ანუკამ ყავა მოამზადა და მათეს წინ ჩამოჯდა.
-მგონია რომ სიზმარში ვარ-გაეღიმა ანუკას-იმდენი ხანია ერთმანეთი ასე ახლოს არ გვინახავს-გულში ტკივილმა დაუარა ძველი დროის გახსენებაზე. მათე მისი საუკეთესო მეგობარი იყო და მისი დაკარგვა ძალიან განიცადა. ის მას მართლა ძალიან უყვარდა,უყვარდა ოღონდ როგორც მეგობარი და მისმა დაკარგვამ გული ძალიან დაწყვიტა
-ხო,მეც მიკვირს-ყავა მოსვა და ოთახს მოავლო თვალი, მია ისევ არ ჩქარობდა გამოსვლას. ერთ ხანს ჩუმად ისხდნენ და ისე მიირთმევდნენ ყავას
-იცი? აქ ამოსვლას ვყოყმანობდი-უცებ დაიწყო მათემ-ვიცოდი რომ შენ სახლში იყავი და რაღა დაგიმალო და არ ვიცოდი რა რეაქცია მექნებოდა-სიმართლე გაუმხილა და რამდენიმე წამი პაუზა გააკეთა. ანუკას მათეს სიტყვების შეეშინდა,მთელი სხეული დაეჭიმა.ლამის სუნთქვა შეწყვიტა საძინებლიდან გამოსულმა მიამაც,რომელსაც უკვე დასრულებული ჰქონდა მომზადება და მათ დიალოგს მათგან შეუმჩნევლად უსმენდა
-მაგრამ, დაგინახე თუ არა, წამში გავაცნობიერე,რომ ტყუილად ვფორიაქობდი ანუკა-სახელით მიმართა და თვალებში ჩახედა-შენში მხოლოდ ჩემი ბავშვობის მეგობარი დავინახე და მეტი არაფერი-ანუკამ და მიამ ერთნაირად ამოისუნთქეს-ახლა ერთადერთი ვისშიც მხოლოდ ქალის დანახვა შემიძლია, ეს მიაა. მე ის ყველაზე და ყველაფერზე მეტად მიყვარს-დაასრულა მათემ და ბოლო ყლუპი მოსვა.ანუკას ბედნიერს გაეღიმა. ამოისუნთქა
-ძალიან მიხარია მათე. შენ და მია ორივე საუკეთესოს იმსახურებთ-გაუღიმა და ყავის ფინჯანი მაგიდაზე დადგა
-მაპატიე,რომ გალოდინე- ამასობაში მიაც გამოვიდა,მიხვდა რომ დრო იყო მისი შესვლის-ლოყაზე აკოცა და დივნის კიდეზე ჩამოუჯდა მათეს.მათემ ღიმილით ახედა და მისი ხელი ხელში დაიჭირა
-არაუშავს, ჩვენ ყავა მივირთვით-ხელზე აკოცა და თვალებში ჩახედა.მიას თვალები აბრჭყვიალებოდა. ბოლო დროს ძალიან ემოციური გახდა
-წავიდეთ?-ლამის ჩურცულით უთხრა,ხმას ვერ აკონტროლებდა
-წავიდეთ-ფეხზე წამოდგა ისე,რომ მისთვის ხელი არ გაუშვია. ანუკას დაემშვიდობნენ და სახლიდან გამოვიდნენ.
-აბა?გამოცდა ჩავაბარე?-ღიმილით ჰკითხა მიას მანქანაში ჩაჯდომისთანავე
-რა?-უცებ ვერ მიუხვდა
-როგორ მეჭირა თავი ანუკასთან?-უფრო დაუკონკრეტა. მიას გაეღიმა
-რავიცი, შენ როგორ გგონია, ჩააბარე?-ეშმაკურად ჩაეკითხა
-ოხ,მია მია-თავი გააქნია სიცილით და მანქანა დაძრა.

მიამ თითქოს ამოისუნთქა.თვითონაც არ იცის რატომ არის ასე დარწმუნებული და მხოლოდ მის სიტყვებზე დაყრდნობით გამოიტანა დასკვნა,მაგრამ ადამიანს რისი გაგებაც სურს და მაგას იგებს,მაინც სიამოვნებს. ამიტომაც ცოტათი დამშვიდდა. ასე პირდაპირ და ღიად საუბარს არ ელოდა ანუკასთან, ამიტომ მათემ იმაზე მეტად გააკვირვა ვიდრე ელოდა.
მაგრამ... იყო ყველაზე დიდი მაგრამ- ჯაბა. ამ ორს რა ეშველებოდა? მათზე დარდს ალბათ ვერასდროს მოიშორებდა.

-გუშინ მათე იყო აქ ამოსული-ძილის წინ უთხრა ანუკამ ჯაბას. არ უვყარდა მას რომ რამეს უმალავდ,თანაც ამაში საიდუმლოს ვერაფერს ხედავდა
-მერე?-მისდა გასაკვირად ძალიან მშვიდად მიიღო ჯაბამ ეს ამბავი
-მიას ამოაკითხა და სანამ ემზადებოდა ჩვენ ვისაუბრეთ-თავი მის მკერდზე ედო და ისე ესაუბრებოდა
-რაზე ისაუბრეთ?-ისევ ჩვეულებრივი ტონი ჰქონდა
-ერთმანეთი მოვიკითხეთ და მერე მან მითხრა,რომ ჩემი დანახვისას მხოლოდ ბავშვობის მეგობარი იგრძნო. ჯაბა, მათე ძალიან გულწრფელი იყო-გაამყარა მისი ნათქვამი. ჯაბას არაფერი უთქვამს.ჩაფიქრებული ჭერს მიშტერებოდა
-იქნებ დროა შერიგდეთ? რომელიმემ ნაბიჯი გადადგათ ამისკენ?-ფრთხილად შეაპარა-მიას გამო-დაამატა და თითით რაღაცები მოხაზა მის მუცელზე-ჯაბა...-როცა არაფერი უპასუხა ისევ დაუძახა-არ ფიქრობ რომ რაღაც უნდა შეიცვალოს?-მკერდზე ნიკაპით დაეყრდნო და სახეში შეხედა
-ანუკა,დავიძინოთ რა-მხოლოდ ეს უპასუხა ფიქრებარეულმა და ამაზე მეტი აღარ გაუგრძელებიათ. ანუკაც მიხვდა,რომ თავის ქმარს ახლა ფიქრი სჭირდებოდა,ამიტომ ზედმეტად აღარ ჩაეძია. თავი ისევ მკერდზე დაადო და თვალები დახუჭა.დარწმუნებული იყო, ჯაბა ამაზე იფიქრებდა.
მია და მათე ძალიან კარგად იყვნენ. როგორც კი დრო გამოუჩნდებოდათ ერთად დადიოდნენ. მია ხშირად რჩებოდა მათესთან. მათემ ბევრჯერ უთხრა,ბარემ დავქორწინდეთ და ჩემთან გადმოდი საბოლოოდო. არ ეთმობოდა სახლიდან გასაშვებად. მია თავს იკავებდა. ჯერ ადრეაო პასუხობდა, არადა იმიტომ არ ჩქარობდა,რომ არ უნდოდა ასე გათხოვილიყო. გულის სიღრმეში იმედს არ კარგავდა,რომ ჯაბა და მათე შერიგდებოდნენ და მია ბედნიერი,დამშვიდებული გულით გაყვებოდა მას და ქორწილიც ისეთი ექნებოდა,როგორზეც ყოველთვის ოცნებობდა-მათი საყვარელი ადამიანებით გარშემორტყმული,ისე, როცა ყველას უხარია ერთმანეთის ნახვა. უნდოდა თავისი ძმა მის ქორწილში თავისუფლად ყოფილიყო და არა იძულებით, სწორედ ამ მიზეზის გამო იკავებდა თავს და არ იცოდა როდემდე.იქნებ ეს სულ ასე გაგრძელებულიყო?და ამის გამო მია და მათე არ უნდა დაქორწინებულიყვნენ? ამაზე ფიქრები ზარავდა.
-იცოდე მოგიტაცებ და მერე ნახავ- სიცილით დაემუქრა
-კარგი რა მათე...
-შენ არ გინდა ჩემთან ყოფნა- აბუზღუნდა
-მაგას როგორ მეუბნები?-შეშფოთდა მია- ეგ ყველაზე ძალინ მინდა
-მერე ხელს რა გიშლის მია?-ახლა ის აღშფოთდა
-სანამ შენ და ჯაბა არ შერიგდებით,ცოლად არ გამოგყვები!-ბოლოს პირდაპირ ულტიმატუმი წამოუყენა. მათეს თვალები გაუფართოვდა, არ ეგონა ამ მიზეზს თუ მოუყვანდა უარის საპასუხოდ
-და მე და ჯაბა თუ საერთოდ არ შევრიგდით ანუ ცოლად არასდროს გამომყვები?-ლოგიკური კითხვა დაუსვა
-და რა,მართლა არასდროს არ აპირებთ?-გაოცებულმა შეუბრუნა კითხვა
-არ ვიცი მია! და თუ ხვდები მაინც რომ აფსურდულ მიზეზს მისახელებ,რის გამოც არ მომყვები ცოლად. იქნებ შენ თვითონ არ ხარ შენს გრძნობებში დარწმუნებული?-ახლა იქეთ შეუტია
-რა სისულელეა!-ორმაგად აღშფოთდა-შენზე ვგიჟდები,შენს გამო ყველაფერზე ვარ წამსვლელი
-მაგრამ ცოლად მაინც არ მომყვები! შეუსაბამობაშია შენი სიტყვები და ქმედებები
-დავიჯერო ასე რთულია ჩემი გაგება?-ხმა გაუტყდა მიას და ცრემლები წამოუვიდა, ამის დანახვაზე მათე ერთ ადგილს მიეყინა-მინდა რომ ქორწილში ყველაზე ბედნიერი ვიყო, მე კი ვერ ვიქნები ბედნიერი თუ ჩემი ძმა ჩემს გვერდით არ იქნება-სლუკუნით უთხრა. მათე ნერვებმოშლილი იჯდა.ჯერ შექმნილი სიტუაციის გამო და მეორეც,მიას ცრემლები ნერვებზე ურტყამდა.
-კარგი,დაწყნარდი მია-შეეცადა დაემშვიდებინა- შენ თუ ასე უნდა ინერვიულო,სულ ნუ გამომყვები ცოლად-შეეცადა სიტუაცია განემუხტა.ამაზე მია უარესად ატირდა
-ანუ მე რომ ნერვები არ მომეშალოს და არ ვინერვიულო,შეიძლება ცოლად მოყვანა გადაიფიქრო და იმ ვერსიას არც განიხილავ,რომ ჯაბას დაელაპარაკო და იქნებ შერიგდეთ?-ხმამაღლა მოუვიდა ნათქვამი,უკვე თავს ვერ აკონტროლებდა
-მია დამშვიდდი-უაზროდ ცდილობდა მის დამშვიდებას
-კარგი,კი ბატონო. არ ილაპარაკოთ,არ შერიგდეთ და საერთოდ ერთმანეთიც დაგიხოციათ თუ გინდათ-სათქმელი ერთმანეთს ყვირილით მიაყარა,ფეხზე წამოხტა და ისე რომ მათესთვის ყურადღება არ მიუქცევია,გიჟივით გავარდა.მათე გაეკიდა,კიბეებზე დაიჭირა და ეცადა დაემშვიდებინა და სახლში აებრუნებინა,მაგრამ მია გაჯიუტდა
-თავი დამანებე მათე
-მია,ამოდი და სახლში დავილაპარაკოთ
-თუ არ გინდა რამე ცუდად გითხრა,გთხოვ შემეშვი და არ გამომყვე-მისი ხელი მოიშორა და კიბეებზე უკანმოუხედავად ჩაირბინა.
პირდაპირ სახლში წავიდა. სხვაგან წასვლა არც უცდია. სახეზე ეტყობოდა როგორ ცუდად იყო,რადგან ანუკამ მის დანახვაზე მსუბუქად შეჰკივლა
-მია, რა მოხდა?-კარები დაკეტა თუ არა ეგრევე მისკენ გაიქცა. მია დივანზე ჩამოჯდა და თავი ხელებში ჩარგო-მშვიდობაა?-გვერდით მიუჯდა და ხელები მხარზე დაადო
-არა,არ არის მშვიდობა-ვეღარ მოითმინა.ისევ ეტირებოდა
-მათემ გაწყენინა?-შეშფოთებულმა ჰკითხა
-ხო,მაწყენინა,თან ძალიან-თავი არ აუწევია,ისე გასცა პასუხი
-რა მოხდა?-თვალები გაუფართოვდა
-ცოლობას მთხოვს,უნდა მასთან გადავიდე,მე კიდევ უარს ვეუბნები-ერთიანად მიაყარა,ანუკა დაიბნა
-აბა მაწყენინაო?-გაუკვირდა
-ხო, ჩემთან კი უნდა,მაგრამ მე რომ უარს ვეუბნები,მიზეზს ვერ გებულობს, არ უნდა გაიგოს რომ არ შემიძლია მას ცოლად გავყვე,სანამ ის და ჯაბა ერთმანეთს ემტერებიან. მიყვარს,ყველაფერზე ძალიან მინდა მასთან ყოფნა,მაგრამ ასეთ ვითარებაში მასთან ბოლომდე ბედნიერი ვერ ვიქნები-ახლა ნათელი გახდა რასაც გულისხმობდა მია. ანუკამ ამოიხვნეშა და თვალი სამზარეულოს კარებთან მიყრდნობილ ჯაბაზე გაუშტერდა,რომელიც მათ დიალოგს ისმენდა და თვალი მიაზე გაეშტერებინა.ანუკამ ვეღარაფერი თქვა. მისი სიჩუმით გაკვირვებულმა მიამ თავი ასწია და მანაც შეამჩნია ჯაბა,რომელიც მათკენ მოდიოდა.ცრემლები ხელებით მოიწმინდა და სხვა მხარეს გაიხედა. ჯაბა მის წინ ჩამოჯდა
-ასე ძალიან გიყვარს?-ცოტა ხნის დუმილის შემდეგ ჰკითხა
-ძალიან,ძალიან მიყვარს ჯაბა-მისკენ გამოიხედა და თვალებში ჩააშტერდა-მაგრამ შენც ძალიან მიყვარხარ. ორივე ძალიან ძვირფასები ხართ ჩემთვის
-და მას? როგორ ფიქრობ, მასაც უყვარხარ?-ინტერესით ჩაეკითხა
-დარწმუნებული ვარ!
-ეჭვი საერთოდ არ გეპარება?-კვლავ ჩაეძია
-არც ერთი პროცენტით. ჩვენ ერთმანეთი გვიყვარს,ერთად გვინდა და დღეს გამიბრაზდა,რადგან უკვე მესამედ ვუთხარი ცოლობაზე უარი!-გაბრაზებულმა უპასუხა
-და ამის მიზეზი მე ვარ- ეს ჯაბას დასკვნა იყო.მიამ არაფერი უპასუხა. უბრალოდ ადგა და თავის ოთახში გავიდა. ძალიან დაღალა ამ ყველაფერმა. ჩხუბსაც აღარ ჰქონდა აზრი,მაინც ვერაფერს შველოდა. ამიტომ მეტად აღარ აიშალა ნერვები და ოთახში ჩაიკეტა.
-მოგწონთ ეს სიტუაცია?-გაბრაზებული იყო ანუკაც-ჯაბა რამე გააკეთე, მის ასეთ მდგომარეობას როგორ ითმენ?
-გული ძალიან მტკივა,აღარ ვიცი როგორ მოვიქცე
-ძალიან კარგად იცი. მიდი და მათეს დაელაპარაკე!-მტკიცე იყო ანუკა.ჯაბამ არაფერი უთხრა, ერთ წერტილს მიშტერებოდა და უკვე ფიქრობდა,როგორ დალაპარაკებოდა მათეს.
იგივე მდგომარეობაში იყო მათეც. ვეღარ უძლებდა მიას ტკივილს. უღირდა კი საყვარელი ქალის ასე ტანჯვა ჯაბასთან შუღლის გამო? არ უღირდა! სწორედ ამიტომ გადაწყვიტა დალაპარაკებოდა და მიას ბედნიერების გამო გადაედგა ეს ნაბიჯი. ოღონდ შედეგებზე დარწმუნებული არ იყო.
ორივეს ჰქონდა გადაწყვეტილი ერთმანეთს დალაპარაკებოდა,მაგრამ ჯერჯერობით ნაბიჯს არც ერთი დგამდა. ორივე ყოყმანობდა.
ერთ-ერთ საღამოს, მათე სახლში იყო, ტელევოზირს უყურებდა და კარებზე ზარი გაისმა. არავის ელოდა და ინტერესით წავიდა კარის გასაღებად.
ყველას ელოდა თავის სახლში, მის გარდა.
კარებში ჯაბა იდგა.
მათე გაოცებული იყო-ჯაბა მშვიდი.
-შენ?
-არ შემომიშვებ?- ჯაბამ აიღო თავის თავზე საუბრის დაწყება. მათე უხმოდ გაიწია და შემოატარა. კარები ჩაკეტა და თვითონაც უკან მიყვა.
ამდენი წლის შემდეგ ერთმანეთის პირისპირ ისხდნენდა საუბრის დაწყებას არც ერთი ჩქარობდა.
-მყუდრო ბინაა- ისევ ჯაბამ სცადა საუბრის დაწყება და ბინას თვალი მოავლო.მათეს ჩაეცინა
-აქ ჩემი ბინის შესაფასებლად არ მოხვიდოდი,დარწმუნებული ვარ
-დარწმუნებული ვარ შენც კარგად ხვდები,რისთვისაც მოვედი
-კი,ვხვდები და მეც მინდოდა ამ თემაზე შენთან საუბარი- გადაწყვიტა სათქმელი ღიად ეთქვა
-ჩემთვის მიას ბედნიერება ყველაზე მთავარია-მშვიდად თქვა ჯაბამ
-ჩემთვისაც-არც მათე ჩამორჩა
-ამიტომ, კომპრომისებზე წასვლა მოგვიწევს!
-ვიცი-მტიცე ხმა ჰქონდა მათეს
-და შეძლებ?-გამომცდელად შეხედა ჯაბამ
-შენ?-კითხვა შეუბრუნა
-აქ ამისთვის მოვედი-თავი გვერდით შეაბრუნა. ცოტა ხანს ერთ წერტილს უყურა ჯაბამ და შემდეგ მათეს მიუტრიალდა
-მაპატიე-ძლივს ამოთქვა ეს ერთი სიტყვა. ყელში ბურთი გაეჩხირა. მათე ჯაბას სიტყვამ შოკში ჩააგდო.ამდენი წლის შემდეგ მის წინ იჯდა და პატიებას სთხოვდა-მაპატიე მაშინ როგორც მოვიქეცი, მაპატიე რომ შენი სიყვარული შემიყვარდა,მაპატიე რომ ყველაფერი თავის დროზე არ გითხარი და მაპატიე შენი ღალატი- ერთიანად მიაყარა და თავი დაბლა დახარა. მათე მისმა სიტყვებმა შეარყია. ნამდვილად არ ელოდა ასეთ გულწრფელ საუბარს
-აზრი აღარ აქვს წარსულზე საუბარს-როცა მიხვდა რომ საუბარი შეეძლო,პასუხი გასცა მათემ-რაც დრო გადიოდა უფრო ვხვდებოდი,რომ წარსულში მეც დავაშავე, დავაშავე რომ ანუკას დროულად არ გამოვუტყდი სიყვარულში. ჩემი ბრალი იყო მისი დაკარგვა. პრინციპში დასაკარგი რა იყო? მას მე არასდროს ვყვარებივარ. როცა შენ გაგიცნო, ეგრევე შეუყვარდი. უბრალოდ შენ ვერ გაპატიე რომ დამიმალე და ზურგს უკან ხვდებოდით ერთმანეთს
-ვიცი და მეც ძალიან ვნანობ. დროის უკან დაბრუნება რომ შემეძლოს,მხოლოდ ერთ რამეს შევცვლიდი,ყველაფერს დროულად გეტყოდი და შემთხვევით არ გაიგებდი ჩვენს ამბავს. რაც შეეხება ანუკას,წარსულში რომ დამაბრუნო,ისევ ისე მოვიქცეოდი,რადგან ის ჩემი ცხოვრების სიყვარულია-მისმა ხმამ სიმტკიცე დაიბრუნა
-ვერც კი წარმოიდგენ როგორ მეტკინა შენგან მსგავსი საქციელი,ადამიანისგან,რომელსაც ყველაზე ახლობლად ვთვლიდი
-ვიცი, დამიჯერე,მეც არანაკლებ ვიტანჯებოდი.
-რაც იყო,იყო, ახლა აზრი არ აქვს ამაზე საუბარს, მაინც ვერაფერს შევცვლით,თანაც ახლა როცა მია მიყვარს, მგონია რომ უხერხულია ჩემს წარსულ სიყვარულზე საუბარი. მართალია წარსულს ვერ შევცვლით,თუმცა შეგვიძლია აწმყო შევცვალოთ.მია ძალიან იტანჯება და ჩვენ ორს შორის იხლიჩება. მე კიდევ მას ასეთ მდგომარეობაში ვერ ვუყურებ, გული ძალიან მტკივა, მინდა რომ კარგად იყოს,ჩემთან იყოს და ბედნიერად ვიცხოვროთ
-ძალიან განიცდის და მის უბედურებაში დამნაშავე მე ვარ
-ორივე ვართ ჯაბა,ორივე
-იქნებ გვეცადა ურთიერთობის დალაგება?
-საუკეთესო მეგობრები ვერ გავხდებით,მაგრამ იმას მაინც მივაღწიოთ,რომ ერთმანეთს არ ვმტრობდეთ და ერთმანეთის ნახვა არ გვაბრაზებდეს
-თუ დარწმუნებული ვიქნები,რომ მია ძალიან გიყვარს და ჩემზე ბრაზის გამო არ ხარ მასთან,მე ყველაფერს ვიზამ,რომ მია ბედნიერი იყოს
-ამაში შეგიძლია 100%-ით დარწმუნებული იყო და მგონია რომ ამაზე ხაზგასმა,სასაცილოც კია. მიაზე ვაფრენ-ბოლოს გაეღიმა
-ისიც აფრენს- ჯაბასაც გაეღიმა
-1 კვირაა წესიერად არ მელაპარაკება და საერთოდ არ მნახულობს. ბოლოს ძალიან გავაბრაზე
-მეც თითქმის არ მელაპარაკება,მაგრამ მგონია რომ შევძლებთ შემორიგებას-ჯაბას გაეღიმა მიას სახის წარმოდგენისას,როცა ახალ ამბავს გაიგებდა
შემდეგ ბევრი არ უსაუბრიათ, იმ საღამოს საკმარისად უთხრეს ერთმანეთს და მშვიდობიანად დაიშალნენ. ორივეს თითქოს დიდი ლოდი მოეხსნა მხრებიდან.

მიასთვის ბრაზს ჯერ კიდევ არ გაევლო. მხოლოდ ტელეფონზე ესაუბრებოდა მათეს,ისიც მალე უთიშავდა,შეხვედრისგან კი თავს იკავებდა.
სამსახურიდან ნიტასთან უნდოდა გაევლო,მაგრამ გადაიფიქრა და სახლში წავიდა.შინ მისულს ჯაბა სახლში დახვდა.
-არ გამოიცვალო,მინდა დღეს ერთად ვივახშმოთ-შესავლების გარეშე უთხრა ჯაბამ.
-უცებ გამოვიცვლი და ვივახშმოთ-ვერ მიუხვდა მია
-არა,სახლში არა, მინდა რომ ჩვენს საყვარელ რესტორანში წავიდეთ და იქ ვივახშმოთ
-მე და შენ?
-ხო
-და ანუკა სადაა?
-ანუკა და მარიამი დღეს დედამისთან დარჩებიან
-კარგი,წავიდეთ-მხრები აიჩეჩა მიამ. მასაც ძალიან შიოდა და უარი არ უთქვამს ჯაბას შემოთავაზებაზე.
რესტორანში მალე მივიდნენ და შეკვეთა მისცეს. მიას გაუკვირდა,როცა ჯაბამ მესამე თეფშის დამატება მოსთხოვა.
-ვინმეს ველოდებით?-გაოცებულმა ჰკითხა,რადგან ეგონა მარტო იქნებოდნენ
-კი-მოკლედ მოუჭრა. მიამ იფიქრა,ალბათ ანუკაც მოვაო და მეტად აღარ ჩაეძია.შეკვეთა მალევე მოუტანეს. ერთი სული ჰქონდა ეჭამა,ისე მადისაღმძვრელად გამოიყურებოდა კერძები. ცხელი ხაჭაპური გადაიღო და ის იყო უნდა ჩაეკბიჩა ნაცნობი ხმა რომ მოესმა
-საცობი იყო და დამაგვიანდა,უკვე მოიტანეს შეკვეთა?-მისალმების გარეშე მიუჯდა მაგიდას და თვალი ახლადმოტანილ კერძებს გადაატარა. მია ერთ ადგილას გაშეშებული იჯდა,ხაჭაპური ჯერ კიდევ ხელში ეჭირა გაუნძრევლად და მათეს მიშტერებოდა
-არაუშავს,ზუსტად ახლახანს მოიტანეს-ჯაბას ხმაზე ახლა მას მიუტრიალდა შოკირებული და ხაჭაპური თეფშზე დადო.
-რა კარგია,ძალიან მშიოდა-ძალიან ჩვეულებრივად იქცეოდნენ. მია ხან ერთს შეხედავდა,ხან მეორეს, ვერ იჯერებდა რასაც ახლა ხედავდა
-ვინმე ამიხსნის აქ რა ხდება?-ბოლოს როგორც იქნა გამოერკვა და კითხვა დასვა
-მოგვშივდა და გადავწყვიტეთ ერთად გვევახშმა-ჩვეულებრივად გასცა პასუხი ჯაბამ და ხაჭაპური მოკბიჩა,ვითომც არაფერიო. მათეს ღიმილი ეპარებოდა მიას დაბნეულ სახეზე,რომელიც ჯერ კიდევ გაურკვევლობაში იყო და ახსნას ითხოვდა
-გეყოთ და წესიერად მითხარით,თქვენ ერთად რას აკეთებთ?-მოთმინებადაკარგულმა ჰკითხა
-შენი და მიყვარს, ცოლად მინდა მოვიყვანო და მისი ხელი გთხოვოო-მშვიდად უპასუხა ჯაბამ
-მაგრამ მე ვერაფერს გავაწყობ,ჩემს დას თუ არ უნდაო-მხრები აიჩეჩა მათემ
-მართალს ამბობს მია? არ გინდა მისი ცოლი გახდე?-ინტერესით შეხედა მიას,რომელიც სიტუაციაში ნელ-ნელა ერკვეოდა და ტუჩებში ღიმილი ეპარებოდა,მაგრამ ცდილობდა არ შეემჩნია
-გამაბრაზა, თან ძალიან-ვითომ სერიოზულმა გასცა ჯაბას პასუხი
-გინდა ვცემო?- ისეთივე პასუხი დაუბრუნა ჯაბამ,როგორიც მიასი იყო
-უიმე,არა. ქორწილში ნაცემი ქმარი ვის ვანახო-ეს თქვა და სამივეს ერთიანად წასკდა სიცილი
-ანუ მომყვები?-ახლა მათემ ჰკითხა ეშმაკურად
-რა ვიცი,ხელი არ გითხოვია, არც ბეჭედი არ გაქვს-მხრები აიჩეჩა მიამ
-ბეჭედი აქაა და დანარჩენი მათეს საქმეა-უკნიდან მოახლოებული ანუკას ხმა მოესმა,რომელსაც ბეჭდის ყუთი ეჭირა და მიას უღიმოდა. ბეჭედი მიას წინ დადო და თვითონ ჯაბას მიუჯდა გვერდით. მია ერთ ადგილს მიეყინა,აღარ იცოდა რა ექნა. მისკენ მომავალი მათე რომ დაინახა,რომელმაც ბეჭედი ყუთიდან ამოიღო და მის წინ დადგა, ცრემლები წამოუვიდა
-კიდევ ერთხელ რომ უარი მითხრა, იცოდე აქვე მოვიკლავ თავს-ეცადა გახუმრებოდა,არადა გული ძალიან სწრაფად უცემდა პასუხის მოლოდინში. მიამ ცრემლიანი მზერა მოატარა ჯაბას და ანუკას,რომლებიც უღიმოდნენ. გული სიხარულისგან აუჩქარდა. რა წვრილმანი რამ აბედნიერებს ადამიანს. მასაც ხომ სწორედ ეს უნდოდა? ოჯახური გარემო,სადაც ყველა ერთად იყო. მერე მათეს მიუბრუნდა,
-ნეტავ იცოდე რა შარში ჰყოფ თავს ჩემი ცოლად მოყვანით,ამდენჯერ ნამდვილად აღარ მთხოვდი ხელს-სიცილით გასცა პასუხი და თითი მიუშვირა ბეჭდის გასაკეთებლად. მათემ როგორც იქნა ამოისუნთქა და ბეჭედი ხელზე გაუკეთა. მიამ აბრჭყვრიალებული თვალებით დახედა თავის ხელს,შემდეგ სწრაფად წამოდგა და მათეს ჩაეხუტა.

ძალიან ბედნიერი იყო.

ყველა თავისუფლად სუნთქავდა.

დასასრული.



№1 სტუმარი სტუმარი nancho

კარგი დასასრული იყო ნამდვილად,ასეც უნდა იყოს აბა რაა.საერთოდ ადამიანებს თავის დროზე უთქმელი სიტყვები ღუპავს,.ისე ჯაბა დამნაშავე იყო და მათეს აქეთ უბრაზდებოდა,.

 


№2  offline აქტიური მკითხველი ablabudaa

არ მეგონა ამ მოთხრობის დასასრულს თუ ვნახავდი :) ძალიან გამოხარდა, ძალიან ძალიან!!! როგორც ყოველთვის ძალიან კარგი იყო ❤️❤️❤️

 


№3  offline წევრი 《Sunshine》

ძალიან მაგარია ბრავო

 


№4  offline მოდერი nia_93

ablabudaa
არ მეგონა ამ მოთხრობის დასასრულს თუ ვნახავდი :) ძალიან გამოხარდა, ძალიან ძალიან!!! როგორც ყოველთვის ძალიან კარგი იყო ❤️❤️❤️

მადლობა რომ წაიკითხე. არ მინდოდა დაუსრულებლად დატოვება,მაგრამ ისე გამოვიდა,რომ აქამდე ვერ მოვახერხე.

《Sunshine》
ძალიან მაგარია ბრავო

მადლობა <3

სტუმარი nancho
კარგი დასასრული იყო ნამდვილად,ასეც უნდა იყოს აბა რაა.საერთოდ ადამიანებს თავის დროზე უთქმელი სიტყვები ღუპავს,.ისე ჯაბა დამნაშავე იყო და მათეს აქეთ უბრაზდებოდა,.

მადლობა რომ წაიკითხე <3

 


№5  offline ადმინი შამანი

ისტორიის ატვირთვას როცა თავებად იწყებთ, თავებადვე დაასრულეთ ან პირდაპირ დადეთ სრული ვერსია! სიახლეების დუბლირება წესებს ეწინააღმდეგება. ატვირთვამდე შეგიძლიათ წესებს გაეცნოთ :)


ყურადღება! საიტის ადმინისტრაცია გაფრთხილებთ, სიახლის დამატების დროს, ავტორმა გაითვალისწინოს, რომ მას უფლება ეძლევა, საიტზე ნაწარმოები განათავსოს მხოლოდ ერთხელ -თავებად (ვიდრე არ დასრულდება) ან სრული ვერსიით. წინააღმდეგ შემთხვევაში, ადმინისტრაცია უფლებას იტოვებს, რომ ავტორის მიერ დამატებული სიახლე წაშალოს, რათა თავიდან იქნას აცილებული სიახლის დუბლირება და ბაზის გადატვირთვა.
--------------------
ნინე ავალიანი
"...და თუ ანათებ,მხოლოდ იმიტომ რომ თვითონ იწვი"
Ich liebe dich

 


№6  offline მოდერი nia_93

შამანი
ისტორიის ატვირთვას როცა თავებად იწყებთ, თავებადვე დაასრულეთ ან პირდაპირ დადეთ სრული ვერსია! სიახლეების დუბლირება წესებს ეწინააღმდეგება. ატვირთვამდე შეგიძლიათ წესებს გაეცნოთ :)


ყურადღება! საიტის ადმინისტრაცია გაფრთხილებთ, სიახლის დამატების დროს, ავტორმა გაითვალისწინოს, რომ მას უფლება ეძლევა, საიტზე ნაწარმოები განათავსოს მხოლოდ ერთხელ -თავებად (ვიდრე არ დასრულდება) ან სრული ვერსიით. წინააღმდეგ შემთხვევაში, ადმინისტრაცია უფლებას იტოვებს, რომ ავტორის მიერ დამატებული სიახლე წაშალოს, რათა თავიდან იქნას აცილებული სიახლის დუბლირება და ბაზის გადატვირთვა.

ეს წესი არ ვიცოდი ნამდვილად. თავიდან თავებად დავიწყე და არ მეგონა სრულად თუ მომიწევდა. დიდი დრო გავიდა და ამიტომაც გადავწყვიტე სრულად დამედო ისევ ტავებად გაგრძელებას. გავითვალისწინებ.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent