გასროლა! (სრულად)
-გეყოფა ნუ ცემ!...გაჩერდი! გთხოვ...ნუ მოკლავ!... არ ღირს... მისი აღელვებული ხმა ჩამესმოდა ყურში,მაგრამ მაინც არ მინდოდა გაჩერება მინდოდა ეს ნაბი*ვარი მომეკლა,მინდოდა მთელი ბრაზი მასზე ამომენთხია,მაგრამ ვინ გაცდის დატკბე ამ სიამოვნებით,შორიდან საპატრულო მანქანის სირენის ხმა გავიგე ხელი დავავლე ამ ნაბი*ვარს და მათ მოსვლისას ფეხებთან მივუგდე. -აქ რა მოხდა? -ეს ბიჭი მე მიცავდა ბატონო პოლიციელო...მაგ ნაძირალას ჩემი გაუპატიურება უნდოდა -კარგით,განყოფილებაში მოგიწევთ წამოსვლა საპატრულო მანქანაში ჩავსხედით და განყოფილებისკენ წაგვიყვამეს,მე ისევ იმ თემაზე ვფიქროვდი რაც დილით დედაჩემმა მითხრა,ეს გოგონა კი მადლობების გადახდას არ წყვეტდა,ყელში ამომივიდა მისი მადლობები. -ძალიან დიდი მადლობა თქვენ რომ არა არ ვიცი რა მეშველებოდა... -არაა მადენი მადლობა საჭირო...თქვენ არაფერ შუაში ხართ და საერთოდ არ მაინტერესებდა რას გიზამდათ...მინდოდა და ვცემე -რაც არ უნდა იყოს თქვენ მე გადამარჩინეთ -თქვენობით საუბარი არაა საჭირო უბრალოდ ნოა დამიძახე -მადლობთ ნოა,მე ლილი ვარ -არ მიკითხავს მივედით განყოფილებაში და ფორმალური მხარეები მოვაგვარეთ,დასრულების შემდეგ კი მაშინვე სახლში წამოვედი დედასთან საუბრის გასაგრძელებლად. -სალამი საყვარელოო,არ გშია -სალაპარაკო გვაქვს დედა -ნოა მე შენ გითხარი!ყველაფერი გადაწყვეტილია და ვერ შეცვლი.მე იმ ადამიანს ცოლად გავყვები და შენ არავინ გეკითხება მისი სიტყვების შემდეგ აღარ შემეძლო საკუთარი ტონის გაკონტროლება,ისიც დამავიწყდა რომ დედაჩემი იყო და დავუღრიალე -როგორ უნდა გაყვე კაცს რომელსაც მამაჩემის მკვლელობასთან კავშირი აქვს?! -მამაშენი მას არ მოუკლავს!...ის მის გადარჩენას ცდილობდა -მაგ ტყუილებით შენ გაბოლებს დედა!მაგრამ მე ვერ...თუ იმ კაცს ცოლად გაყვები აღარასდროს ახსენო რომ ჩემი სახით შვილი გყავს! კარები გავიჯახუნე და გარეთ გავედი,დაახლოებით ღამის თორმეტი საათი იყო და ამ დროს იწყებოდა ჩემი სამსახური. მე 23 წლის ნოა ვარ,ბიჭი რომელმაც 8 წლის ასაკში დაკარგა მამა,და ახლა დედამისი ადამიანს მიყვება ცოლად,რომელიც მამის მკვლელობის ადგილას აიყვანეს და მტკიცებულების უქონლობის გამო გამოუშვეს,მის მაგივრად კი ვიღაც სახელგანთქმული ქილერი დაიჭირეს. როგორც უკვე ვთქვი ღამის თორმეტი საათია და ჩემი საქმე ამ დროს იწყებ,ერთ ძალიან ძლიერ დაჯგუფებაში ვარ,რომელსაც ნარკოტიკები და იარაღი გადააქვს მდიდარი ხალხისთვის,მე ამ დიდი რგოლის ჯერჯერობით პატარა ნაწილი ვარ,მაგრამ ანაზღაურება კარგი მაქვს. მანქანა იმ საცავთან ახლოს გავაჩერე საიდანაც დღეს ღამის სამ საათზე საქონელი უნდა გავიდეს და ერთ ძალიან მდიდარ პიროვნებას ჩააბარდეს.მე კი საქონლის უსაფრთხოდ ტრანსპორტირებაზე ვაგებ პასუხს.სანამ სამი საათი გახდებოდა ვფიქრობდი ჩვენს საუბარზე, რა უნდა გავაკეთო თუ მაინც გაყვება იმ არამზადას ცოლად ნუთუ მთელი დარჩენილი ცხოვრება ის მსუქანი იდიოტი უნდა ავიტანო მამინაცვლად...ადამიანი რომელსაც შესაძლოა მამაჩემი მოეკლა..."კარგი ნოა....სხვარამეზე იფიქრე...სხვა...რაააამეეეზეეე...." საკუთარი თავის კონტროლს ვცდილობდი,ვცდილობდი და მართლაც გამომივიდა,ნეტავ ვინ იყო ის საწყალი გოგო? ან რა უნდოდა იმ მიყრუებულ ადგილას? ან იმ ბიჭს რატომ მოუნდა მისი გაუპატიურება? ის ხომ ზედმეტად ჩვეულებრივი გოგონა იყო. "გაგალითად მე რომ მომინდეს ვინმეს გაუპატიურება ისეთ გოგოს შევარჩევდი რომელსაც კარგი მკერდი და საჯდომი აქვს,ნუ რავიცი რომ მას არ აქვს? მისთვის ხომ არც შემიხედავსს,აიჰჰჰ..მხოლოდ ახლა ვინანე ჩემი უხეშობა...შემეთვალიერებინა მაინც როგორი იყო...ალბათ მას ვეღარადროს შევხვდები და ვეღარც გავიგებ" ფიქრებში ვიყავი,როდესაც საწყობის კარგი გაიღო და მანქანა გამოვიდა,როგორც ყოველთვის უკან გავყევი და საბოლოოდ საქონელი პატრონამდე უვნებელი მივიდა.სახლში ვაპირებდი წასვლას,მაგრამ უფროსმა დამირეკა,და მითხრა რომ ახალი მარშრუტი უნდა დამეგეგმა ხვალინდელი საქონლისთვის რადგან გეგმები შეიცვალა.ანუ დღეს ღამე ძილი არ მეღირსებოდა...მაგრამ ის თანხა რასაც მიხდიან ამად ღირს.მაგრამ მხოლოდ თანხა არაფერ შუაშია ჩემი ასეთი მონდომება ამ საქმეში, იმის დამსახურებაა,რომ ის ადამიანი ვინც მამაჩემის გამო დააკავეს ამ დაჯგუფებაში იყო,როცა შანსი მაქვს ვიქექები საბუთებში და ვცდილობ რაიმე გავარკვიო. მაგიდასთან დავჯდექი და იმ კლიენტის საქმე გადმოვიღე რომლისთვისაც ხვალ,უკვე დღეს გამთენიისას უნდა მიგვეწოდებინა საქონელი,საბოლოოდ მოვიფიქრე და საქმეზე გავედით,მართალია რამდენიმე ტყვიის გასროლა მომიწია და ერთი მეც მომხვდა მკლავზე,მაგრამ არაფერი არ დაზიანებულა საქონელი უსაფრთხოდ მივიდა მფლობელთან,მე კი საავადმყოფოში წავედი ხელის გადასახვევად. -უკაცრავად...ხელის გადახვევა მინდა ჭრილობა მაქვს -კარგით ბატონო მესამე პალატაში შებრძანდით და ექთანს გამოვუშვებთ შევედი ამ მესამე პალატაში და ველოდებოდი ექთანს,მისმა გამოჩენამ კი სულ გადამავიწყა ხელზე ჭრილობა,დედაჩემი,მისი გათხოვება,უბრალოდ გამიხარდა მისი დანახვა და ყურებამდე ვიკრიჭებოდი -მგონი ბედი მწყალობს -მეეჭვება თქვენნაირ უხეშ ადამიანს ბედი წყალობდეს -კარგი რა ასე სწრაფად ნუ შემაფასებ...გეფიცები საყვარელი ბიჭი ვარ ლილი..უბრალოდ ცუდ ხასიათზე ვიყავი -მე თქვენი საყვარლობა არ მაინტერესებს...რატომ იღრიჭით? -გამიხარდა შენი დანახვა -და რატომ? -შესათვარიელებელი დამრჩა რაღაცეები...შეგიძლიათ ხალათი გაიხადოთ ამის თქმისას გამეღიმა და შევატყვე მის დაბნეულ სახეს,რომ ჩემზე კარგს არაფერს ფიქრობდა -ხელი შეგიხვიეთ,მაგრამ პოლიციას უნდა დავურეკო -მოდი ურალოდ თქვი რომ რაღაც მომხვდა ან ლუსმანი შემერჭო არ შეიძლება? -არა -და ვალში რომ ხარ ჩემთან? -უბრალოდ მისი ცემა გინდოდა და ცემე ასე არ იყო?! -არა -კარგად ბრძანდებოდეთ! -ესეგი არ დარეკავ? -არა,მაგრამ თქვენი სიტყვების კონტროლი ისწავლეთ!ექიმი ხალათს იცვამს და არა პირიქით1 მის ამ სიტყვებზე გამეცინ...ან უკარებააა ან კიდევ გათხოვილი,ან დანიშნული,ან შეყვარებული თორე როგორ შეიძლება ჩემნაერ სიმპატიურ ბიჭს ხალათის გახდაზე უარი უთხრა. სახლში წასვლა დიდად არ მინდოდა თან მისი ფორმებიც ვერ დავინახე, იქნებ მართლა ღირს მისი გაუპატიურება, საავადმყოფოს წინ გავაჩერე მანქანა და დაველოდე სანამ არ გამოვიდოდა და სახლისაკენ არ წავიდოდა ჩემი ექთანი.დიდხანს მომიწია იქ ყურყუტი მაგრამ მოცდა ღირდა იგი მართლაც რომ შეუდარებელია,ტანზეც და სახეზეც მისი გრძელი წაბლისფერი თმა თითქმის ეხება მის საჯდომს,ლამაზი დიდი ფუმფულა ტუჩები და უსაყვარლესი გამოხედვა,ნებიამიერ კაცს რომ დაატყვევებს სწორედ ისეთი.ვფიქრობ ღირს ცდად...მხოლოდ გასართობად კიარა...არამედ სერიოზული ურთიერთობისთვის...მაგრამ ჯერ დედას ქორწილი მაქვს ჩასაშლელი.ლილი სახლამდე მივაცილე ისე რომ მას არცკი შეუმჩნევივარ და სახლში წავედი -აქამდე სად იყავი,ხელზე რა გჭირს?! -არაფერი კარგად ვარ -პარასკევს ჩემი მომავალი მეუღლის გასაცნობად მივდივართ -როგორც ინებებთ ქალბატონო... კიდევ კარგი,რომ დღეს ოთხშაბათია წინ ერთი დღე მაინც მექნება სანამ იმ გორილას ოფიციალურად გავიცნობ.ოთახში შევედი და დაძინება დავაპირე, მაგრამ ვერ მოვისვენე ისევ ჩემი ფიქრები მაწუხებდა"როგორც ჩანს ეწყინა ჩემი უხეშობა,და დღეს თვითონ მეუხეშა, არადა არ ველოდიი...ის ისეთი ნაზი და საყვარელი ჩანდა საპატრულო მანქანაში...ალბათ სტრესის ბრალი იყო.." საბოლოოდ, როგორც იქნა ჩამეძინა.დილას დედას ბრახუნმა გამაღვიძა. -კარგი რა ამ დილაადრიან -ხო, შეხვედრაზე დღეს საღამოს მივდივართ -რააა...მაგას შიგ ხომ არ აქვს...დღეს საღამოს არ მცალია -სიტყვები აკონტროლე...საღამოს 6 საათზე სახლში იყავი რომ მოემზადო -ვერ მოვახერხებ -შენი ხმა არ გავიგო -კარგი ხომ მაგრამ ცოტახნით მერე სადღაც უნდა წავიდე -მთავარია გაიცნო და თუ გინდა იქიდან ნახევარ საათში წამოდი საღამოს ხუთი საათია და კომპიუტერთან ვზივარ დედაჩემი კი თავზე დამტრიალებს -ადექი მოემზადე ჩაიცვი -ჯერ ხუთია საათი დედა -მალე გავა დრო -რასაც გინდა იმას ჩავიცვამ საწოლზე გამიმზადე...მე წყალს გადავივლებ -კარგი სააბაზანოში შევედი და წყალი გადავივლე, გამოსულს კი საწოლზე კლასიკური შარვალი საროჩკა და პიჯაკი დამხვდა, მგონი მეღადავება დედაჩემი...საღამოს საქმეზე უნდა გავიდე მე კი სასიძოს ვგევარ ამ შარვალკოსტუმში...დედაჩემი საოცრად გამოიყურებოდა...ასეთი ლამაზი ბოლოს იმ საღამოს იყო...მამას სიკვდილის დღეს...როცა სახლიდან ერთად გავიდნენ,ისინი მამას მეგობრის დაბადებისდღეზე მიდიოდნენ.როდესაც იმ დინოზავრის კარებთან მივედით ბოლო სიტყვები ვუთხარი დედას -ქორწილამდე დავამტკიცებ რომ მამა ამ ნაძირალამ მოკლა -გეყოფა კარებზე ზარი დავრეკეთ და რამდენიმე წამში გაგვიღეს კიდეც და გამეცინა ნოა: ნუთუ ისევ შენ? ლილი: ეგ მე უნდა მეკითხა გაგა: შემობრძანდით კეთილი იყოს თქვენი მობრძანება სოფი: მადლობთ,მგონი ჩვენი შვილები უკვე იცნობენ ერთმნეთს ლილი: კი კი შორიდან გაგა: ძალიან კარგი ამ ნაბი*ვარმა ხელი ისე ჩამომართვა,რომ არც აკანკალებია,თითქოს მას არ მოუკლავს მამაჩენი თავისი ბინძური ხელებით. სუფრას მივუსხედით,ლუკმაც კი არ გადამსვლია და ცოტახნის შემდეგ მათ ბაღში გავედი.იმ ბინძურ აურას სუფთა ჰაერიც კი ვერ უშველიდა რამდენიმე წუთში კი ლილის მომაბეზრებელი ხმა გავიგონე,ახლა საერთოდ აღარ ვნანობდი მასთან სიუხეშეს და მხოლოს იმას ვნანობდი რატომ არ დავუგდე იმ ნაბი*ვარს გასაუპატიურებლად.მაგრამ ერთ მომენტში რომ დავფიქრდი შეიძლება იგი დამხმარებოდა კიდეც სიმართლის დამტკიცებაში.მაგრამ მისდამი ზიზღი ფარავდა ყველაფერს ის ხომ მამაჩემის მკვლელის შვილი იყო -არაფერი არ გიჭამია? -ჭამისას მე მიყურებდი -ნუ იცინი,არ ვიცოდი თუ სოფის შვილი იყავი -ხო სამწუხაროა...გული დამწყდა -რატომ? -ფორმები მომწონდა -რა ფორმები -დაიკიდე,მგონი დიდხანს ვიყავი აქ ახლა უნდა წავიდე -სად მიდიხარ? -სამსახურში -არ მეგონა თუ მუშაობდი -იცინე ხო,გაგიკვირდება მაგრამ ვმუშაობ -სად? -ოოო ძალიან სახიფათო საქმეა ამიტომ საიდუმლოა -მიყვარს ხიფათი,თან აქ მომწყინდა წამოვალ შენთან ერთად -არაა არათქო კი ვუთხარი მაგრამ ბოლოს მაინც წავიყვანე იმ დონემდე გამიბურღა ტვინი. -მანქანის ტარება იცი? -კი -მაშინ შენ დაჯექი მე უნდა გამოვიცვალო მანქანაში ჩავსხესით,მე გამოცვლა დავიწყე და მეცინებოდა,ცალ თვალს რომ ჩემსკენ აპარებდა. -ფრთხილად იარე მე ნუ მიყურებ -კრეტინი ხარ -თუ გინდა მერე გავშიშვლდები და მიყურე -დროზე ჩაიცვი თითქმის მივედით -ისე იმ დღეს სად მიხვედი ეს სახლი არ იყო? -რომელ დღეს ნოა? -აი მე რომ ვიყავი...ხელზე - შეყვარებულთან...და შენ რა კუდში დამყვები? -არა ვათვალიერებდი -რას? -არაა შენი საქმე! დანიშნულების ადგილას მივედით,მე უკვე მზად ვიყავი და მხოლოდ მანქანის მოსვლა იყო დარჩენილი.სანამ მანქანა მოვიდოდა გადავწყვიტე ლილისთან კარგი ურთიერთობა ჩამომეყალიბებინა და საუბარი დავიწყე მაგრამ სანამ ამოვისუნთქე მან გამაჩერა და სიტყვა ჩამიჭრა. -ჰმმმმ -ნოა ამასეძახი სახიფათო საქმეს -ერთიშეხედვით არაა ხომ -რაც მოვედით მანქანაში ვსხედვართ. -კარგიი მოდი ამ თემასშევეშვათ,შენ მითხარი მომეჩვენათუ მამაშენთან არ გაქვსკარგი დამოკიდებულება -არმოგჩვენებია -მომიყევი -არა რთული თემაა ეს,შენ როგორ ურთიერთობა გაქვს მამასთან -მამა 8 წლის ასაკში დავკარგე -არ ვიცოდი...ვწუხვარ -არაუშავს -მესმის შენი...დედა მეც პატარა ვიყავი როცა დავკარგე და ვიცი რა ძნელიცაა მშობლის სიკვდილი -ვწუხვარ... -მგონი მოვიდა შენი სამსახური -მანქანიდან არ გადმოხვიდე და თუ ვინმეს დაინახავ დაასიგნალე მანქანიდან გადავედი იარაღიც თან მქონდა, საწყობში საქონელი უნდა დაგვეტვირთა და შემდეგ რანსპორტირებაზე გვეზრუნაა მაგრამ,საწყობის კარი გაიღო თუ არა შეიარაღებული ხალხი გამოვიდა და სროლა დაიწყეს,რაც კი ტყვიები მქონდა ყველა დავაცალე,მაგრამ ძალიან ბევრნი იყვნენ და სროლის ხმა არ წყდებოდა,ჩემს ზურგს უკნიდან იარაღის ხმა გავიგონე.უკან გავიხედე და ლილიი იდგა იარაღით ხელში -ჰმმ მგონი აღარავინა -შენ მერე დაგელაპარაკები! -კარგი -მანქანაში დროზე საქონელი დავტვირთეთ და საბოლოოდ მშვიდობით მივიტანეთ თავის ადგილას. -გვიანია სახლში უნდა წავიდე... -ახსნა მოგიწევს იარაღი საიდან მოიტანეე -კარგი რაა მაინცდამაინც დღეს? -კი -კარგი მაშინ მამას დავურეკავ ლილიმ იმ იდიოტ მამამისს დაურეკა,უთხრა რომ მეგობართან რჩებოდა და ჩემი სახლისკენ წავედით დედა გაგასთან რჩებოდა ამოტომ სახლში სიმშვიდე იქნებოდა და ლილიც ამიხსნიდა ყველაფერს,თან უკეთესად გავიცნობდი მას. რატომღაც ლილის დანახვისას გული საშინლად მწყდებოდა,რომ იმ ნაგავის შვილი იყო...მგონია რომ მართლა მომწონდა თავიდან...იქამდე სანამ გავიგებდი ვინ იყო სინამდვილეში. მას საოცარი მწვანე თვალები აქცს,რომლის შეხედვითაც სითბოთი და სიკეთით ივსები ადამიანი,მაღალიცა ლამაზი ტანიც აქვს დაა...მოკლედ ულამაზესია. -ნოა რაზე ფიქრობ? -არაფერზე -კარგი მაშინ,რაღაცეები ვიყიდოთ,მშიააა -ვახშამი არ მოგეწონა??....ოოოო დამავიწყდა შენ ხომ მე მიყურებდი,ალბათ ჭამა დაგავიწყდა -ნუ იცინი საზიზღრად -ფიქრობ რომ საზიზღარი ვარ? -არაა -ანუ -აი აქ მარკეტთან გააჩერე რამე ვიყიდოთ -ამაზე საუბარს გავაგრძელებთ -კი ეჭვიც არ მეპარება მანქანიდან გადავედით და მარკეტში რაღაცეები ვიყიდეთ,სახლში მივედით.ვივახშმეთ ორივე მდივანზე კომფორტულად მოვეწყვეთ და საუბარი გადავწყვიტეთ. -გისმენ ლილი... -ამაზე საუბარს ვერ გავექცევით ხომ? -ვერა.... ვუყურებდი მას თვალებში და ვხედავდი როგორ უჭირდა მას ამ ყოველივეს მოყოლა.გაურკვევლობაში ვიყავი,რატომ? რატომ უჭირს ამის მოყოლა. ლილი: იცოდე არ გამაწყვეტინო! "ძალიან თბილ გარემოში ვიზრდებოდი,ისეთში როგორზეც ყველა ბავშვი ოცნებობს,არც სითბო მაკლდა და არც სათამაშოები,ყველაფერი მქონდა, გესმის! ყველაფერი არაფერი არ მაკლდა,მამასაც უყვარდა დედა თან ძალიან უყვარდა,გიჟდებოდა მისთვის მაგრამ როცა 4 წლის ვიყავი,სახლში ვხვდებოდი რომ დაძაბულობა იყო,მშობლები ოთახში ჩუმად საუბრობდბენ,ძირითადად მამა უწევდა ტონს და ყვირილის ხმა გამოდიოდა,ოთახიდან გამოსვლის შემდეგ კი დედა ატირებული თვალებით მხვდებოდა ,ატირებულ თვალებს ჩალურჯებები და სიწითლეებიც დაემატა,ეს ცხოველი დედას გამუდმებით ცემდა და ორი წლლის განმავლობაში ერთი დღე არ მახსოვს რომ დედას გაეცინოს, არ მინდა ნოა დედაშენი ცოლად გაყვეს მამაჩემს,არმინდა რადგან ის მონსტრია,უხეშია,ურჩხულია,რაღაც საშინელება,მან დედა ჩემს თვალწინ მოკლა...!!" -იმედი მაქვს გადატანითი მნიშვნელობით იძახი მაგას? -სამწუხაროდ არა! მამაჩემი მკვლელია!მან დედა მომიკლა! ლილის თვალებიდან ცრემლები მოსდიოდა და უარესად იწყებდა ტირილს და მაშინვე ჩამეხუტა,ჩამეხუტა და მე გაოგნებული ვიჯექი ვერ ვიაზრებდი იმ სიტყვებს რაც ცოტახნისწინ მითხრა.ახლა ასი პროცენტით ვიყავი დარწმუნებული რომ მამაჩემიც მისი მოკლული იყო,მაგრამ რატომ მოყავდა დედა ცოლად ყველაფერი ამერია,და უარესად ჩაიხლართა. -ბოდიში რომ ამის გახსენება მოგიწია -არა ამას მაინც გეტყოდი...არმინდა სოფისაც იგივე დაემართოს რაც დედას -ნუ გეშინია დაისჯება ყველაფრის გამო... ატირებულ ლილის ჩემს მკლავებში ჩაეძინა...საწოლზე დავაწვინე,მე კი მთელი ღამე თვალი არ მომიხუჭავს მთელი ღამე ფიქრში გავატარე,ვფიქრობი როგორ უნდა დამემტკიცებინა იმ ნაბი*ვრის მკვლელობები თან ჩემს წინ მძინარე ლილის ვუყურებდი ვფიქრობი მის ბავშვობაზეც თუ რამხელა ტვირთს ატარებს ზურგით,რამდენი ტკივილი გამოიარა.მის ცქერაში დამათენდა მხოლოდ მაშინ მოვედი გონს,როცა მის მკრთალ სახეს მზის სხივებმა დაუწყეს ფერება,რომელიც ოთახის ფანჯრიდან შემოდიოდა ერთ წამს შემშურად კოდეც მათი,,რადვან მათ სულ თავისუფლად შეეძლოთ მის სახეს შეხებოდნენ.მე კი ვზივარ და ვუქცქერ,ვტკბები მისი მშვენიერებით,დავიზეპირე მისი ყოველი ნაკვთი და ყველაზე მეტად ის ხალი შემიყვარდა რომელიც ძალიან მკრთალად აქვს ნიკაპზე.ლილიმ თვალები გაახილა და მეც მოვაშორე მზერა. -შენ რა მთელი ღამე გაათენე -კი არ მეძინებოდა -მშია -არ გამკვირვებია, შენ ხომ სულ გშია კარგი საუზმეს მოგიმზადებ -ვითომ რატომ?მეც მოგეხმარები -სამი დღეა გიცნობ და ორი დღეა ჭამის მეტზე არაფერზე ფიქრობ სამზარეულოში გავედით და საუზმის მზადება დავიწყეთ ისე რომ ხმას არცერთი ვიღებდით წუხანდელ ამბავზე მაგრამ ბოლოს მაინც ლილიმ წამოიწყო საუბარი -დამეხმარები? -კი,პომიდორი დავჭრა? -არა -ვერ ვხვდები? -დამეხმარე რომ ის კაცი დაისაჯოს.დედაჩემის გამო და ასევე მამაშენის გამოც -კი მაგრამ ვერ ვხვდები საიდან უნდა დავიწყო -იქიდან სადაც ახლა მუშაობ. მისმა სიტყვებმა დამაბნია ვერ ვხვდებოდი რას გულისხმობდა ამიტომ დაბნეული ვეკითხებოდი -რას გულისხმობ ლილი -რას და შენს სამსახურს ადგილს სადაც შენ მუშაობ -და შენ რა იცი ამ ადგილის შესახებ -ვიცი რადგან მეც "ბაზის" წევრი ვარ გაოგნებული მივჩერებოდი მას და ვერ ვიჯერებდი იმ ყველაფერს რასაც ის ყვებოდა: ლილი"წლების წინ გავიგე რომ მამაჩემს ვიღაც აშანტაჟებდა და ყველანაერი მტკიცებულებაც გააჩნდა იმისათვის რომ მამა დაეკავებინათ,როდესაც რამდენჯერმე დაურეკეს ვუსმენდი შემდეგ მისი მეილიც გავტეხე და გავიგე რომ ის ხალხი ვინს გაგას აშანტაჟებდა ბაზის წევრები იყვნენ.სწორედ ამიტომ მისგან მალულად სრულიად სხვა სახელით და გაყალბებული საბუთებით შემოვედი ბაზაში რომ ის მტკიცებულებები მოვძებნო რაც მათ აქვთ" -იპოვე რამე?! -კი ვიცი სადაც არის ყველანაერი მტკიცებულობა ისიც ვიცი ვინ იცავს მას და როგორი დაცვის სისტემაა -მაშინ მივიდეთ და წამოვიღოთ -არაა ასე ადვილი უფროსის ნდობა უნდა მოიპოვო რომ იქ მიაღწიო.შენ კიდე მაშინ შემიშალე ხელი როცა ბოლო ნაბიჯი მქონდა დარჩენილი მისი ნდობის მოსაპოვებლად -რას გულისხმობ მე როგორ შეგიშლიდი ხელს გაოგნებული გისმენ ახლაც არც კი ვიცი რა საქმეებს ატრიალებ -ჩვენი შეხვედრის პირველი დღე გაიხსენეე....მაგ დღეს ეგ ჩემი საქმე იყო -მე მეგონა... -ვიცი რაც გეგონა ოთახში შევედი და გადმოვიღე ყუთიდან ყველა ის საბუთი რომელიც მე მქონდა ნანახი. ლილი ოთახში შემოვიდა და მაგიდაზე ფურცლები სახაზავი და ფანქრები დაინახაა.რა საკვირველია ვერ მიხვდა ჩემს გეგმას.ვერ მიხვდა რა მქონდა ჩაფიქრებული -თუ ამიხსნი კარგი იქნება -ხომ თქვი რომ იცი სად მალავენ მტკიცებულებებს? -კიი მერე -ხოდა ახლა დავხაზავთ გეგმას -რა გეგმას ნოა სულ შეიშალეე მაგისთვის ნდობაა მოსაპოვებელი რომელიც არც მე მაქვს და არც შენ! რა გგონია საქონლის გადაზიდვით უფროსის კაბინეტამდე მიხვალ?! -და რა იცი რომ არ მაქვს?!დღეს ღამეე გამოვიტანთ ყველაფერს! ორივე განერვიულებული დავდიოდით სახლში ლილი მომიახლოვდა და ჩამეხუტა მის გვერდით თავს ძალიან მშვიდად ვგრძნობდი.როცა მეხუტებოდა ვგრძნობდი რომ ის ჩემი იყო თავი ოდნავ გამოვწიე და მის ტუჩებს ნაზად შევეხე,მხოლოდ იმის შიშით რო მისგან უარი არ მიმეღო ისე ჩემს ტუჩებს მისი ბაგეების გემოს გაგება კი ძალიან უნდოდათ.ლილიმ თავი შუბლზე მომადო დაა.... -მოდი ეს მოგვიამებით გადავდოთ,მანამდე კი ის ნაძირალა ვამხილოთ -ანუ უარს არ მეუბნევი? -კარგი რა ნოა მაგ თემის გარდა სხვა თემაზე ფიქრი არ შეგიძლია? -არაა როცა შენ გხედავ არაა მე და ლილი მთელი დღის განმავლობაში ვწერდით და ვსახავდით გეგმას როგირ უნდა გამოგვეტანა ის ყველაფერი რაც იმ ბნელ სეიფში ინახებოდა.ვინ იცის კიდევ რამდენი ადამიანის ცხოვრების დანგრევა შეეძლო იმ სეიფს და ჩვენ ამ ყველაფერს გავაკეთებთ რაც იმ სეიფშია ყველაფერს სააშკარაოზე გამოვიტანთ და ერთხელ და სამუდამოდ სიმარე იზეიმებს. ჩემს ოთახში ვიყავით როდესაც სახლში დედა შემოვიდა. -ნოა სახლში ვარ -დედა...ასე ადრე არ გელოდით -მელოდით? დედას კითხვა იყო და ოთახიდან ლილიმ გამოყო თავი გამოირბინა და დედას მიესალმაა -სოფი როგორ ხარ? -ბავშვებო თქვენ აქ რას აკეთებთ -ერთმანეთს ვუახლოვდებით დედა განა და ძმა არ ვართ -ნოა ჩემს ოთახში შემოდი თაროზე რაღაც მიდევს და ვერ ვწვდები ჩამომიღე.ლილი ძვირფასო შევალ გამოვიცვლი. -კარგი სოფი ლილიმ თვალი ჩამიკრა და დედას გავყევი მივხვდი რომ უკვე დასატუქსად მივყავდი იქ და კვდებოდა ინტერესით ლილი ჩვენთან რას აკეთებდა. -ნოაა რას აკეთებ? -არაფერს ლილის ვუახლოვდები ბოლოსდაბოლოს ჩემი დაა ხომ? -გაფრთხილებ არ გაბედო ამ გოგოს გამოყენება შენი უაზრო მიზნებისთვის. -ნწ წავალ დაიკოს გავაცილებ.მგელის ბუნაგში. -ნოა! -რაა? -ნორმალურად ისაუბრე -კი კი -ლილი ჩაიცვი ძვირფასო გაგაცილებ -არაა აქ ვრჩები,შენს ოთახში შენს გვერდით -ლილი კარგად ხარ?სად ჩემთან რჩები? -შემოდი ოთახში აგიხსნი ლილი მეჩურჩულებოდა და ჩემი ოთახისკენ მომათრევდა. -ნოა ხომ ხვდები რომ სამი დღე ძალიან ცოტაა მათ ამ შავათს ქორწილი აქვთ და ვერ მოვასწრებთ მტკიცებულების მოპოვებას.მათ ხომ ვუთხარით რომ ერთმანეთს აქამდეც ვიცნობდით.მოდი ვუთხრათ რომ ერთად ვართ და იქნება ამისგამო შრიკაონ ცოტახნით თავი,იმის გამო რომ ჩვენი ურთერთობაც არ აურიონ დაფიქრდი... -შენ თუ ჩემი შეყვარებულობა გინდოდა გეთქვა პირდაპირ -ნუ სულელობ ნოაა -კარგი ხომ ამასობაში დედას ხმაც შემოგვესმა რომელიც ლილის ეძახდაა გამოდი მამაშენი მოვიდაო.როდესაც საძინებლიდან ფავედით ორივე მისაღებში იჯდნენ და გაგას სახეზე ემჩნეოდა რომ გაბრაზებული კი არა გაცოფებული იყო ლილის აქ დანახვით. -მამიკოო...აქ რა გინდა? -მაგ კითხვას მე უნდა ვსცამდე? -მე შეყვარებულთან ვარ ლილიმ სიტყვა დაამთავრა თუ არა მომეკრა და მომეხუტა,შემდენ დედას და გაგას გავხედე მათ საზეებზე ჯერ ვერაფერს ამოიკითხავდი ადამიანი მხოლოდ გაკვირვება ეწერათ. -დიახ...სანამ რამეს გადაწყვეტდით ჯობდა ჯერ ერთმანეთი გაგვეცნო ოჯახით,მაშინ ასეთი სიტუაციაც არ გვრქნებოდა. -რას სულელიბთ -რა შუაშია დედა სულელობა? მე და ლილი რამოდენიმე თვეა ერთად ვართ -ნოაა!ხომ გითხარი... - ტონს დაუწიე დედა!პატარა ბიჭი აღარ ვარ!არავის გრძნობრვით არ ვთამაშობ.მე ლილი მიყვარს ამ სიტყვების თქმისას ლილის გავხედე და მივხვდი რომ მის თვალებში უსაზღვრო სითბო და სიმშვიდე სჩანდა.და მივხვდი რომ იგიც იმავეს გრძნობდა ჩემს მიმართ.მიუხედავად იმისა რომ მამაჩემი მამამისმა მოკლა და ეს გრძნობა ორივეს გვტანჯავდა ეს მაინც ასე იყო.მე შემიყვარდა იგი.არ ვიცი როდის,შეიძლებ სულ თავიდან ან შეიძლებ ამ წამს მაგრამ მივხვდი რომ მე ის მიყვარდა.არვიცი როდის შემიყვარდა მაგრამ ეს აშკარა იყო მე ის მიყვარდა. ვუყურებდი ლილის მანამდე სანამ მისმა ბაგეებმა მოძრაობა არ დაიწყო და არ წარმოსთქვა. -მეც მიყვარს ნოა. ჩვენ ვუყურებდით ერთმანეთს და ვიწვოდით ერთმანეთის სიყვარულით.ოხ როგორ მინდოდა ჯერ კიდევ ის წამი ყოფილიყო მის ტუჩებთან რომ ახლოს ვიყავი.მინდოდა ლილის მაგრად ჩავხუტებოდი და დამევიწყებინა ყველაფერი. ჩვენ ვუმზერდით ერთმანეთს და ამასობადი გაგაც წამოდგა და ორივემ ნელნელა მზერა მისკენ გადავიტანეთ. -ანუ ერთად ხართ? -კი მამა -ძალიან კარგი,სოფი ჩვენს სახლში წავიდეთ ბავშვები მარტო დავტოვოთ. გაგვიკვირდა მისი ასეთი რეაქცია დედამაც ჩანთები ჩაალაგა და მას გაყვა. ოხ მისი წასვლისას გული როგორ საშინლად მქონდა ნატკენი.მინდოდა მეტირა ძირს დამეჩოქა და მისთვის მეთხოვა რომ არ წასულიყო არ გაყოლოდა კაც რომელმაც ჩემი ბავშვობა გაანადგურა.ბავშვობა წამართვა და უმამოდ დამტოვა. ლილი მიხვდა ჩემს ტკივილს და გვერდით მომიჯდა,თავი მხარზე დამადო და მითხრა. -ნუ იდარდებ დაბრუნდება -რომ ვერ შევძლოთ და ვერ დავამტკიცოთ? -ჩვენ ერთად ვართ,ჩვენ ხომ ყველაფერი შეგვიძლია არაა?! -კი ჩვენ შეგვიძლია მის ტუჩებს ახლა უკვე შიშის გარეშე დავეწაფე.ვეხებოდი მის ტკბილ ტუჩებს,ხელი წელზე მოვხვიე და ხელში ავიყვანე,ვერ ვაკონტროლებდით ჩვენს სხეულს ვერც მე და ვერც ის.საძინებელში საწოლზე დავვაწვინე და ნელნელა ერთმანეთს შემოვაძარცვეთ სამოსი და დედიშობილანი დავრჩით.მისი ცხელი სხეული მაგიჟებდა რომელიც ჩემს კანს ეკვროდა. უსასრულოდ შემეძლო ამ სხეულის კოცნა და მოფერებაც.ვკოცნიდი მის სხეყლს და არაფერი მახსოვდა ცუდი მხოლოდ მისი სიახლოვე მსიამოვნრბდა. შუაღამისას გამეღვიძა და საწოლიდან ფრთხილად ავდექი რომ ლილი არ გამეღვიძებინა შარვალი ამოვიცვი მაისურიც გადავიცვი მაღაზიაში ჩავალთქო ვიფიქრე სიგარეტს და საჭმელს ვიყიდი რამეს დილისთვის გავიფიქრე როცა ლილის ხმაც შემომესმა. -საით - მარკეტში ლილი -არ წახვიდე -რატომ?ჩავალ და მალე ამოვალ -არაა ნოა...მეშინია მამა ასე წყნარად ვერ მიიღებდა ამ ამბავს მეშინია რამე არ დაგიშაოს. ლილის შუბლზე ვაკოცე და ოთახიდან გავედი. -არ იდარდო მალე ალოვალ... ლილის pov: ნოას სახლიდან გასვლა იყო და იმ წამსვე წამოვდექი საწოლიდან ჩავიცვი და აქეთიქით სიარული დავიწყე ვნერვიულობდი,ხან განჯარასთან მივიდოდი და ვათვალიერებდი ხომ არ მოდიოდა.მამაჩემის ხადიათი ჩემზე უკეთ ხომ არავინ არ იცოდე,შეიძლებ მკვლელები ან ბანდიტებიც კი გაუგზავნოს ნოას.მეშინია დრო გადის და დროის გასვლასთან ერთად უარესად მიტანს შიში,შიშისგან მაკანკალებს კიდეც,უკვე ოცი წუთი გავიდა ნოა კი ისევ არ ჩანს ფანჯარასთან ალბათ მილიარდჯერ მივედი ამ ოც წუთში.ვიყურები ფანჯრიდან და ის კვლავ არ მოდის,საძინებელში გავედი ჩასაცმელად და კარის ხმაც გავიგე რამოდენიმე წამში მისი ხმაც შემომესმა -ლილი მოვედი მისკენ გავიქეცი და ძალიან მაგრად მოვეხვიე ნოას pov: სახლში შევედი თუ არა ლილის ლამის აცრემლებული თვალები შემომეგება და ისე მომეხვია როგორც ალბათ არასდროს არავინ არ ჩამხუტებია. -სად იყავი აქამდე -ბევრი ხალხი იყო სულელო ლილიმ აცრემლებული თვალებით ამომხედა და რამოდენიმე წუთი მიყურებდა თვალებში -მიყვარხარ -მეც მიყვარხარ -სულ ცოტა დრო გვრჩება -ვიცი,ამიტომ ხვალ ყველაფერს მოვაგვარებთ და წამოვიღებთ იმ მტკიცებულებებს -მინდა ძალიან მალე დამთავრდეს ყველაფერი -მეც მინდა ლილი ყველაზე მეტად მინდა ლილი მივიხუტე და კარგახანს ასე ვიდექით.მანამ კარზე ზარი არ დარეკეს. -მე გავაღებ შედი შენ ჩაიცვი კარგის გავაღე და ადგილზე გავიყინე -ნოა პაპავა ხართ? -დიახ -მოგიწევთ ჩვენ გამოგვყვეთ -რატომ? -დაპატიმრებული ხართ ნარკოტიკული ნივთიერებების უკანონოდ გადატანაში როდესაც გონს მოვედი,ძალიან ბინძურ ადგილას ვიყავი გამოკეტილი...იქაურობა ისეთი პატარა იყო ვხვდებოდი რომ სუნთქვაც კი მიჭირდა.ყვრლანაერად ვარწმუნებდი ჩემს თავს რომ გონს მოსულიყო მაგრამ ძალიან მიჭირდა,მიუხედავად სიძნელისა გონს მოვედი და ყვირილი დავიწყეე ოდნავი სინათლე დავინახე და იქ ვაჯახუნებდი ხელებს და ფეხებს.ვყვიროდი რომ გაეღოთ ჩემთვის კარები და გამოვეყვანე ამ სიბნელიდან.ალბათ რამდენიმე საათი გავიდოდა რაც უშედეგოდ ვყვიროდი,მხოლოდ შებინდებისას მომაქციეს ყურადღება და კარები გამიღეს სადღაც პოლიიცისს მსგავს განყოფილებაში ვიყავი და ორი ბადრაგი მიმათრევდა, სავარაუდოდ იმ ოთახისკენ რომელიც დერეფნის ბოლოს იყო. ოთახში შემიყვანეს და იქვე მაგიდასთან მდგარ სკამზე დამაჯინეს -დაიცადე აქ ორივე ბადრაგი გავიდა ოთახიდან და ცოტახანში კარის ხმა შემომესმა.ზურგს უკან მივიხედე და გაგა დავინახე. -ნოა აქ რა გინდა -არც მე ვიცი -წამოდი სახლში წაგიყვან ყველაფერი გაურკვევლად იყო იმ მომენტის მერე როდესაც სახლში კარები გავაღე არაფერი აღარ მახსოვს.მანქანაში ჩავსხედით და სახლისკენ წავედით,გზაში კარგახანს სხმას არცერთი ვიღებდით შემდეგ დუმილი გაგამ დაარღვია -იმედი მაქვს ჭკუა ისწავლე და ჩემს შვილს აღარ გაეკარები - ვერ გავიგე?! -ეხლა სახლში მიგიყვან და როგორც გინდა ლილის დაშორდები. -კი კი თქცენ თუ იტყვით რა თქმა უნდა დავშორდები -საით მივდივართ შენ სახლში? ყველაფერი,როგორ დაუშვა რომ დედაჩემი ამ ნაგავს გაყოლოდააა.მანქანის კარებს ხელს ვუჭერდიიი ვგიჟდებოდი,მინდოდა მეყვირა და მეღრიალაა.მაგრამ ძალიან ცუდად ვიყავი და ისევ გავითიშე. სანამ თვალებს გავახელდი ლილის ხმა მესმოდა ჩუმად რაღაცას ლაპარაკობდა.თვალები გავახილე და საწოლთან მჯდარი დედა და ლილი დავინახე,ლილი ჩემს გვერძე წამოწოლილიყო და დედას რაღაცას ეჩურჩულებოდა. ნოა:რა ხდება რა შეკრება გაქვთ აქ სოფი:ნოა როგორ ხარ? ნოა: შენ მაგაზე არ უნდა დარდობდე ლილი:ნოა გეყოფა რანაერად საუბრობ ნოა:საერთოდ რომ იცოდეთ თქვენი დანახვის სურვილიც კი არ მაქვს სოფი:სად მიდიხარ ნოა:ჩემი სახლის გასაღები მომეცი და იცხოვრე შენს ქმართა ბედნიერად სოფი:გეყოფა შვილო დაჯექი და აგიხსნი ყველაფერს მისი სიტყვებისთვის აღარც მომისმენია ჩავიცვი და გამოვედი. ლილი:სოფი მე გავყვები არ ინერვიულო. ლილი:სად მიდიხარ ნოა:სახლში ლილი:დაჯექი მანქანაში წაგიყვან ნოა:ერთ ჰაერს რო ვსუნთქავთ ისიც მეყოფა ლილი:ნუ სულელობ,მტკიცებულებები ჩვენ გვაქვს გავოგნდი ამის გაგონებაზე და ხმამაღალი ტონით დავუწყე ლილის საუბარი. -ჩვენ გვაქვს?!ლილი ჩვენ გვაქვს და მაინც გააყოლეე იმ ნაგავს დედაჩემი?! უფლება მიეცი ლილი. -ნოა წამოდი და დამაცადეეე ახსნა!მივიდეთ სახლში და აგიხსნი დაჯექი მანქანაში დავჯექი და სახლისკენ წავედით. "ნოა სხვა გზა არ გვქონდა,უნდა გაყოლოდა ცოლად იმ მომენტში მტკიცებულებები არ მქონდა მაგრამ მერე მოვიპოვე,დედაშენმა ყველაფერი იცის მე თვითონ დავჯექი და მოვუყევი და ყველანაერი მტკიცებულებების გარეშე დამიჯერა. ყველაფერი კარგადაა ვაკონტროლებთ ყველაფერს" -სულ გაგიჟდით ლილი თქვენ იმ მკვლელის გვერდით რა უნდა დედაჩემს ნუ გადამრიე ან შენ საიდან მოიპოვე მტკიცებულებები? -უბრალოდ ცოტა გავიპრანჭე და როგორღაც შევედი იმ სეიფამდე მაგას მნიშვნელობა არ აქვს.ხვალ მამაჩემს უნდა ვახშამი მოაწყოს პრეზიდენტიც ჩვენთან იქნებაა და ყველა ისეთი ადამიანი რომელიც არ აპატიებ ამ საქციელს ხომ იცი რომ არჩევნებში იღებს მონაწილეობას მთელი ტელევიზიაც ჩვენთან იქნება და ზუსტად იმ დროს შევიტან საჩივარს და საქვეყნოდ აჩვენებენ მის დაკავებას -ლილი მე სად ვიყავი ამდენხანს -არ ვიცი საყვარელო,რამდენი გეძებე მაგრამ ვერ გიპოვე ლილი მომიახლოვდა და ჩამეხუტა მისი სურნელი მაგიჟებდაა და ჭკუიდან გადავყავდი.თავი ვერ შევიკავე და ლილის ტუჩებს ვეცი.მაისური გავხადეე და ყელში ვკოცნიდი წელზე შემოვისვი და საძინებლისკენ წავედით. ამ დილას ალბათ ყველაზე ბედნიერს გამეღვიძა,რადგან ჩემი საყვარელი ქალი ჩემს მკლავებში იყო.მისი თმების სურნელი მაგიჟებდა,მისი ღიმილი მაგიჟებდა დილას რომ გაიღვიძა და გამიღიმაა ალბათ ჩემს ცხოვრებაში ასეთი ბედნიერი არ ვყოფილვარ და იმ წუთას კი ნამდვილად დავრწმუნდი რომ დღევანდელი დილა ჩემს ცხოვრებაში ყველაზე ბედნიერი იყო,მაშინ დავრწმუნდი როდესაც ტყვიის გასროლის ხმა გავიგონე.დილას ლილის ჩემს მკლავებში გაეღვიძა დილიდან ყველაფერი იდეალური იყო.შუადღისით მაღაზიებში გავიარეთ და დღევანდელი საღამოსთვის შესაფერისი ტანსაცმელი ვიყიდეთ სახლში დავბრუნდით და მომზადება დავიწყეთ. პირველი მომზადებას მე მოვრჩი და ლილის ველოდებოდი გავიდე დაახლოებით ერთი საათი და ჩაცმა ძლივს დაიწყო.მისაღებში ვიჯექი როცა ოთახიდან გამოვიდა.ალბათ ვერ აღვწერ სიტყვებით მის სილამაზეს,შეუდარებელი იყი შავი მოკლე კაბა ეცვაა და მაღალყელიანი ფეხსაცმელი,მისი გრძელი თმა ლამის საჯდომს ეხებოდა და სურვილს მიჩენდა რომ ისევ გამეხადა ეს კაბაა მისთვის. ჩემს ქალბატონს ხელი მოვკიდე მანქანაში ჩავჯექით და მისი სახლისკენ წავედით გზაში განყოფილებაში შევიარეთ და ლილიმ საჩივარი შეიტანაა მტკიცებულებებიც რათქმაუნდა თან დაურთო. სახლში შესვლისას ყველა ჩვენ მოგვაჩერდა ჩვენ ხომ ერთმანეთს საოცრად ვუხდებოდით.გავიდა დაახლოებით ერთი საათი ან ცოტათი მეტი ყველა კამერების წინ შეიკრიბა და გაგა კი სიტყვით გამოდიოდაა,ამასობაში პოლიციაც მოვიდა,ყველა შემკრთალი და შეშინებული იყო იმ ინფორმაციის გაგებაზე რაც პოლიციით თანამშრომელმა განაცხადაა,კამერები ჩართული იყო და პირდაპირი ტრანსლაციიით მიდიოდაა,ბორკილების დასადებათ ერთერთი პოლიციელი წავიდა და იარაღის გასროლის ხმა გავიგინე და შემდეგ უეცარი ტკივილი ვიგრძენი და სწორედ მაშინ მივხვდი რომ მთელი ცხოვრებიდ მანძილზე დღეს დილას ვიყავი ბედნიერი.სანამ გონებას დავკარგავდი ლილის და დედას ყვირილის ხმა მესმოდა მე კი ვუყურებდი როგორ მიათრევდნენ იმ ძაღლს პოლიციელები შემდენ ლილის გავხედე და მორჩა... ლილის pov: დრო გადიოდაა მე და სოფი საავადმყოფოს კედლებს ვეყრდნობოდით და ისე დავდიოდით,შეშინებულებს გაჩერებაც კი არ გვინდოდა მიუხედავად იმისა რომ უკვე აღარ შეგვეძლო სიარული. რომ იტყვიან ცრემლი გამომშრალი მქონდა, ვტიროდი მაგრამ ცრემლი აღარ მდიოდა თვალიდან. ველოდებოდით როდის გამოვიდოდა ექიმი საოპერაციოდან და როდის გვეტყოდა რაიმეს. დრო გადიოდა მაგრამ ექიმი არ ჩანდა, სოფი რამდენჯერმე გახდა ცუდად და პალატაში გადაიყვანეს.იატაკზე ჩამოვჯექი და ვეყუდებოდი საავადმყოფოს ცივ კედლებს,ვტიროდიი ლამის ბოლო ხმაზე მაგრამ რა აზრი? ჩემი ტირილის ხმა არავის არ ესმოდა ან თუნდაც ვინმეს გაეგონა რა აზრი ქონდა ექიმი მაინც არ ჩანდაა. დრო გადიოდა მე ვიჯექი და ისევ ცივ კედელს მივყუდებოდი სოფი კი ისევ პალატაში იყო.ველოდიი,ველოდიი მაგრამ ექიმი მაინც არ ჩანდაა.მხოლოდ რამდენიმეე საათის შემდეგ არვიცი რამდენის დაახლოებით 10 ან 11 საათის შემდეგ გამოვიდა ექიმი საოპერაციოდან... -პაციენტი კრიტიკულ მდგომარეობაშია,ოპერაციან წარმატებით ჩაიარაა და უნდა დაველოდოთ... -ხომ გადარჩევა ექიმო -უნდა დაველოდოთ,წინასწარ ვერაფერს ვერ გეტყვით. დრო გადიოდა წამებს წუთები ენაცვლებოდა,წუთებს საათები,საათებს დრეები,დღეებს კვირები,კვირებს თვეები და მხოლოდ 6 თვის შემდეგ ,როცა თითქმის შეჩვეული ვიყავით იმ აზრს რომ ნოა ჩვენს გვერდით აღარ იყო და მე სოფი და ჩემი პატარა მარტო ვრჩებოდით.6თვის შემდეგ გაახილა ნოამ თვალი და გონს მოვიდა ექიმმა დაგვირეკა თუ არა იმ წამსვე წავედით სახლიდან და საავადმყოფოში მივედით.ნელნელა ვუახლოვდებოდით მის პალატას კარები შეღებული იყო და საწოლზე წამომჯდარი ნოა დავინახე.შემეშინდა და პირველი ოთახში სოფი შევუშვი მე კი გარეთ ველოდებოდი.გული გამალებით მიცემდა რამდენიმე წუთში სოფი გამოვიდა და პალატაში შევედი, ნოას მივუახლოვდი და ჩავეხუტე ჩემთვის ამ ეუთებზე ძვირფასი არაფერი აღარ იყო მთელი მსოფლიოს მასშტაბით.ნოამ მუცელზე ხელი მომკიდა და მკითხა ბავშვის სქესი თუ ვიცოდი და ვუთხარი რომ ბიჭი იყო.და ამის შემდეგ ბედნიერად ვცხოვრობდით მე ნოა სოფი და მატეო მივიღებ რჩევებს |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.