შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ხან „ყველაფერი“ ხან არაფერი.


21-11-2020, 15:53
ავტორი Nin•ęva
ნანახია 578

გათენდა... კიდევ ერთი დღე გათენდა, ყველაფერი ისევ ისეა, როგორც გუშინ, როგორც გუშინწინ.ისევ ერთი ჩვეულებრივი დღე და ჩვეული საქმიანობა.უკვე დიდიხანია ჩემი დილა ამ ფიქრებით იწყება, რამე რომ შეიცვალოს უკეთესობისკენ შეიძლება ვეღარც შევეგუო...
საწოლიდან ვდგები და ვემზადები უნივერსიტეტში წასასვლელად,დღეს პირველი დღეა, ნეტავ როგორ შევხვდებოდი ამ დღეს უწინდელივით ლაღი და უდარდელი რომ ვყოფილიყავი, ინტერესით ვფიქრობ და თან ჩემს გრძელ თმას ვივარცხნი, სარკეში ვიხედები და თითქოს სხვა ადამიანს ვუყურებ, ცრემლიან თვალს ვაშორებ ჩემს გამოსახულებას და ოთახში ვბრუნდები, ალბათ ადრინდელი „მე“ 1 კვირით ადრე გაიმზადებდა ტანსაცმელს და დააწყობდა, რადგან აღელვებული იქნებოდა პირველი დღით, ათასჯერ შეცვლიდა აზრს თუ რა ჩაეცვა, ახლა კი „ყველა ფერი“ სულ ერთია...
მე ნინა გერლიანი ვარ, 18 წლის, არაფრით გამორჩეული ზედმეტად უბრალო და ჩუმი ადამიანი, თუმცა ყოველთვის ასეთი არ ვყოფილვარ. იმედი არ მაქვს, რომ დაგაინტერესებს ჩემი ისტორია, თუმცა თუ ფიქრობ, რომ „მარტოობის ანგელოზი შენი ახლო მეგობარია“ მაშინ ვფიქრობ ერთ ბედ ქვეშ ვართ...
უნივერსიტეტში წელს ჩავაბარე არც ისეთი მაღალი ქულებით, თუმცა იმასთან შედარებით რასაც ველოდი ნამდვილად კარგი შედეგები მქონდა. მიზეზი ყველაფერს აქვს მეგობრებო, მეც ჩემებური გამართლება მაქვს. მყავს ძმა 25 წლის დათა გერლიანი,უსაყვარლესი მშობლები, დედა ეკატერინე მაისურაძე და მამა ირაკლი გერლიანი. ჩემი ოჯახი ჩემთვის ყველაფერია, ისინი არიან ის მრავლფეროვანი ფერები ჩემს პალიტრაზე, რომელთა მეშვეობითაც ვაფერადებ უბრალო,თეთრ და არაფრის მომცემ ტილოს, ჩემს მოლბერტზე...

(( ახლანდელი დრო. ))
-ნიი გღვიძავს დე??-ამომძახა ეკატერინემ პირველი სართულიდან.
-კი დეე ჩამოვდივარ (ვპასუხობ მხიარულად) პირველ სართულზე ჩავდივარ, შევდივარ მისაღებში, სადაც ყოველთვის იშლება საუზმის, სადილისა და ვახშმის სუფრები, მათ შორის სადღესასწაულოც. ღიმილით მხვდება ჩემი თბილი ოჯახი, მეც გულრწფელი ღიმილით შევყურებ და ვივსები წარმოუდგენელი ენერგიით.სათითაოდ ვკოცნი ყველას და მაგიდას ვუჯდები.
-როგორ არის ჩემი პრინცესა??-ხელს მხვევს და მეხუტება ჩემი ძამიკო,მეც ვუღიმი და ხელებს მაგრად ვხვევ.
-ახლა კარგად დათ შენ როგორ ხარ??
-მე ხოიცი როგორც შენ ხარ ხოლმე ისე ვარ-დამნაშავის თვალებით დამყურებს ზემოდან, მე კი მეღიმება და კიდევ ერთხელ ვეხუტები.
-დე დღეს პირველი დღე გაქვს ხოარ ნერვიულობ- მიყურებს მომღიმარი სახით ძვირფასი დედიკო.
-არა დე რა მაქ სანერვიულო, ახალ ხალხს შევხვდები, ახალი თავგადასვლები, ამას რა ჯობია...-ვიღიმი და ლუკმა ყელში მეჩხირება ამ სიტყვების წარმოთქმისას და სწრაფად ვაყოლებ ხილის წვენს, რადგან არ მინდა შემამჩნიონ.თვალებსაც დაბლა ვხრი, დავღალე ჩემი ოჯახი ჩემი ცრემლების ყურებით...
-წარმატებები მა, ხოიცი ყველა შენთან ვართ-მიღიმის მამიკო და გული მითბება, მადლობას ვუხდი უფალს ასეთი ოჯახისათვის, ისინი რომ არა დიდი ხნის მკვდარი ვიქნებოდი... მეც მადლიერების გამომსახველი ღიმილით შევყურებ.
-ნი წამო მე წაგიყვან თუ მორჩი გინდა??(დათა)
-კი რა მეზარებოდა ისედაც ავტობუსით-მაგიდიდად ვდგები მშობლებს თბილად ვემშვიდობები. მე და დათა გავდივართ, მშობლები სახლიდან გვაცილებენ, როგორც ყოველთვის დედაჩემი პირჯვარს გვსახავს და მანქანიდან მიმავალი ვაკვირდები მანამ სანამ დედ-მამა ჩახუტებულები მიიმალებიან სახლში...

(( მანქანაში ))
-ნი მართლა კარგად ხარ??(დათა)
-როგორ ფიქრობ დათ??
-მე ვფიქრობ, რომ დიდი ხნის განმავლობაში იქნები მოწყენილი, მერე კი შენთვის ყველაფერი სულერთი იქნება და ეს იქნება მსოფლიოში საუკეთესო გრძნობა...
-იმედია მალე მოხდება ეს ყველაფერი-ვპასუხობ სევდიანად.
-არცერთი შეგხმიანებია??(დათა)
-არა რათქმაუნდა-სიცილით ვპასუხობ და მოწოლილ ცრემლებს სიმწრით ვყლაპავ
-ამ საღამოს მე და ბიჭები მივდივართ გასართობად, წამოხვალ ჩვენთან ერთად??-ამბობს უხერხული სიჩუმის შემდეგ და წამით გამომხედავს მუდარით სავსე თვალებით, მეც მეცინება მისი შემხედვარე.
-ძალიან საყვარელი ხარ... კი წამოვალ, შენთან ერთად ყველგან წამოვალ-ვეუბნები და ვუღიმი ჩემ საყვარელ ძამიკოს, რომელიც მუდამ შეუცვლელი იქნება ჩემთვის...
-ძალიან კარგი მაშინ მე სამსახურის მერე რაღაც საქმე მაქვს და მერე პირდაპირ სახლში მოვალ კაი??(დათა)
-კარგი- ვუღიმი. ცოტახანში ღვედს ვიხსნი მანქანიდან ჩასვლას ვაპირებდი, როდესაც ხელით დამიჭირა, მისკენ დამქაჩა და ჩამეხუტა.
-ნი იცოდე, რომ ყოველთვის შენთან ვიქნები, რაც არ უნდა მოხდეს ჩემო პატარა-მეხუტება, მემგონი მთელი ძალით მე კი მეღიმება მის გულუბრყვილობაზე.
-დათ ომში მგზავნი?? თუ ცუდი ანალიზის პასუხები მაქ?? - ვეკითხები სიცილით
-არა უბრალოდ ვგიჟდები შენზე და გამოვხატავ-მიჩურჩულბს,ლოყაზე მკოცნის და მეც ვეხუტები-წადი ეხლა თორე აღარ გაგიშვებ...
-კაი კაი წავედი ისედაც დამაგვიანე თავიდან დროულად მოვედით მაგრამ რატომღაც ახლა მაგვიანდება- ვიცინი და უკან სვლით მივდივარ ხელს ვუქნევ შემდეგ ვტრიალდები, მეღიმება რადგან ვიცი უკან რომ მივიხედო ჯერ კიდევ იქ იდგება, უკან ვიხედები და ხმამაღლა მეცინება, რადგან ჩემი ვარაუდი მართლდება ისიც იცინის და ალბათ მანამ არ წავიდოდა სანამ შენობაში ბოლომდე არ მივიმალებოდი...

(( უნივერსიტეტში ))
შენობაში შევდივარ. შესასვლელი უცხო არაა, რადგან რეგისტრაციის დროს ისედაც მომიწია მოსვლა თუმცა აუდიტორიების ადგილმდებარეობა არ ვიცი. იქვე მდგარ სტუდენტებს ვეკითხები და მიმასწავლიან. შევდივარ ერთ-ერთ ოთახში დაგვიანების გამო ყველა მე მიყურებს, უხერხულად ვიღიმი, ბოდიშს ვუხდი ლექტორს და მისი დაშვების შემდეგ ვჯდები პირველი ადგილებიდან ოდნავ მოშორებით.
გვერდით ვიღაც ბიჭი მიზის ღიმილით მიყურებს.ნახევარი ლექციის განმავლობაში მაკვირდებოდა, შემდეგ ჩემკენ დაიხარა და ჩურჩულით მითხრა თავის სახელი
-ლუკა... სასიამოვნოა
-ნინა... ჩემთვისაც-ვპასუხობ მკრთალი ღიმილით და შემდეგ მთელი ყურადღება ლექტორისკენ გადამაქვს.
ლექციის განმავლობაში საინტერესო არაფერი მომხდარა. როდესაც დამთავრდა, წამოვდექი და პირდაპირ გავედი, უკნიდან ჩემი სახელი მომესმა.
-ნინა...(ლუკა)
-გისმენ...- ღიმილით ვპასუხობ, ლუკაც მეწევა და სვლას ერთად ვაგრძელებთ
-სად ცხოვრობ თუ გინდა გაგიყვან-მთავაზობს თბილი ღიმილით.
-არ შეწუხდე იყოს, თან ახალ გაცნობილ ადამიანებს არ ვენდობი-ვპასუხობ გულახდილად, მკრთალი ღიმილით.
-კარგი სხვა დროს იყოს... თუმცა ცუდი განზრახვა არ მქონია-ამბობს გულდაწყვეტით და გულში მეღიმება
-ვიცი... უბრალოდ ასეთი ხასიათი მაქვს
-კარგი რა გაეწყობა, სხვა დროს იყოს-მპასუხობს მოწყენილი
-კარგად ლუკა...მართლა სასიამოვნო იყო შენი გაცნობა
-კარგად ნინა...

(( სახლში ))
სახლში რომ მივედი ეკატერინე თავიდანვე კარში დამხვდა, მე კი გამეცინა მის საქციელზე.
-რა გაცინებს ნინ ხოიცი რო მაინტერესებს შენი პირველი დღე-მიხსნის დამნაშავის პოზიციით, მაგრად ვეხუტები და ლოყებს ვუკოცნი...
-ვიცი დე, თუმცა იმედები უნდა გაგიცრუო, რადგან საინტერესო არაფერი ყოფილა ასე უცბად ხოიცი რომ ვერ დავუახლოვდები ადამიანებს... ერთი ბიჭი გავიცანი მხოლოდ ძალიან თბილი და საყვარელი იყო, სახლში წამოყვანა შემომთავაზა, სულ ესაა- ბიჭის გაგონებაზე თვალები გაუბრწყინდა და გამიღიმა, როგორც კი მივხვდი მის აზრებს მაშინვე გავაჩერე-დე ახლა შეწყვიტე იმაზე ფიქრი რაზეც დაიწყე... იცი შენ ჩემი შეხედულება ამ საკითხთან დაკავშირებით და ნუ გიხარია ტყუილად.
-კაი რა დე... მომავალზეც ხოუნდა იფიქრო-მეუბნება გულდაწყვეტით
-დე არ იდარდო მომავალზეც ვფიქრობ და ყველაფერზეც... ყველაფერი კარგად იქნება აი ნახავ... უბრალოდ ნუ მირიგებ ყველას ვიზეც გაიგებ, რომ მამრობითი სქესის წარმომადგენელი მარტოხელაა-გამეცინა და ისიც ავიყოლიე-კაი წავედი მოვემზადები დათამ უნდა გამომიაროს ბავშვებთან ერთად მივდივართ ბარში.
-მართლა??? ძალიან მიხარია ნი-ბედნიერებისგან ჩამეხუტა.
-დე რა იყო რანაირი დედა ხარ?? გაგანია სწავლის დროს გიხარია ბარში რო მივდივარ-მეცინება მის საქციელზე
-ხო აბა რავქნა ვდარდობ შენზე...-ჩამეხუტა და მე ახლაღა გავიაზრე, რამდენად დავთრგუნე ოჯახი ჩემი ცუდად ყოფნის გამო...
-კაი დე წავედი თორე მომადგება შენი შვილი მალე, მამიკო საღამოს მოვა ხო??
-კი დღეს დამაგვიანდებაო ისედაც გვიან წავიდა ხო იცი(ეკატერინე)
ოთახში ავედი, თავი მოვიწესრიგე და პირველად დავფიქრდი ჩემი ოჯახის რეაქციებზე, გული დამწყდა და უფრო მოწადინებით ვარჩევდი ტანსაცმლეს,რადგან რაღაც უნდა შემეცვალა ჩემს თავში, რაღაც უნდა შემეცვალა ჩემს ცხოვრებაში... მათ ცუდად ყოფნას ვერ გადავიტანდი, მათ გამო უნდა შემეძლო ეს... ამ ფიქრსა და მზადებაში დროც მალე გავიდა და ჩემი ოთახის კარებზე კაკუნის ხმაც გავიგონე.
-ნიი მზად ხარ??(დათა)
-კი დათ შემოდი-ჯერ კიდევ სარკის წინ მდგარი ვეუბნები ჩემს ძამიკოს, ისიც შემოდის და სარკეში ვხედავ მის გაშტერებულ მზერას, მისკენ ვბრუნდები-ასეთი ცუდია??- ვეკითხები ინტერესით.
-ცუდი?? რა ცუდი გოგო ჩემ დას რაუქენი??-მპასუხობს სერიოზულად და მეცინება მის ამ საქციელზე, ხელს მკიდებს მატრიალებს და მათვალიერებს-ნინ წინასწარ გაფრთხილებ და იცოდე რო ვინმემ თუ მოგიტაცა შემომაკვდება...
-ნუ სულელობ... ეგეთი რა ნახე.-ვიხედები სარკეში გადასამოწმებლად, მუხლებს ოდნავ აცდენილი წითელი კაბა მაცვია ლავიწებთან და მხრებთან მოჭრილი, ღია კანისფერი ლაკის ფეხსაცმელი არც ისე მაღალ ქუსლზე, თმა გაშლილი მაქვს და უბრალო ყელსაბამი მიკეთია, თუმცა იმდენი ხანია მსგავს ფორმაში არ ვყოფილვარ ალბათ ეგ გაუკვირდა...
-ნი ულამაზესი ხარ!(დათა)
-კაი დათ წავიდეთ, ცოდოები არიან ბავშვები ხოარ ვალოდინებთ-ვაფხიზლებ ჩემს აღფრთოვანებაში ჩაკარგულ ძამიკოს და ოთახიდან ძალით გამყავს.ცხადია ემოციები ვერც დედაჩემმა დამალა და ამ ყველაფრისგან სასიამოვნოდ გადაღლილმა, დათა უარესად დავაჩქარე.ბავშვები პირდაპირ ბართან იყვნენ, ჩვენც მივედით და ახლა მათგან წამოსულ კომენტარებს ვუსმენდი... დათას 5 ძალიან მაგარი მეგობარი ჰყავს, სულ ერთად მოდიან და ყოველთვის მშურს მათი მეგობრობის, იმდენად მტკიცე და არაჩვეულებრივია. ლევან ჭელიძე, რომელიც სკოლაში გაიცნო ერთ-ერთი ჩხუბის დროს და მას მერე ძმაკაცობენ, ჩენი გვარიდან გამომდინარე ალბათ მიხვდებოდით რომ სვანები ვართ... სოფელი იქ გვაქვს ლაშა და მათე ჯაფარიძეები ძმები არიან, დათას ბავშვობის ძმაკაცები სვანეთიდან, სასწავლებლადაც ერთად იყვნენ უცხოეთში და მათი კავშირი ნამდვილად ძლიერია, გიორგი ახვლედიანი მამაჩემის მეგობრის შვილია და როდესაც თბილისში ჩამოვედით მამიკოს სამსახურის გამო, მას შემდეგ რაც გაიგო ალექსანდრემ, რომ იმ ოჯახში მისი შვილის ტოლი ბიჭი ყავდათ დათა სტუმრად დაყავდა ხოლმე და ასე დამეგობრდნენ. ბათუ ჯავახიშვილი კი უცხოეთში სწავლის დროს გაიცნო, თურმე ერთი სკოლაც დაუმთავრებიათ, უბრალოდ კონტაქტი არ ჰქონიათ და იქ გაიგეს, რომ სხვა ბევრი საერთოც ჰქონდათ.
-ოოჰ მოგესალმებით დიდებულო ქალწულო-თავის დაკვრით მომესალმა ლევანი და სიცილით გამოემართა ჩემთან ჩასახუტებლად, მეც თბილად, სიცილით მოვეხვიე.
-ნიი როგორ მოგვენატრე ესე უნდა მოგვექცე გოგო?!(ბათუ)
-რავქნა ბათ ხოიცი ეხლა უნი დამეწყო და მზადებაში ვიყავი...-ცოტა ნამუსმა შემაწუხა ამ სიტყვების შემდეგ, რადგან მეც და დათამაც ვიცოდით, რომ მიზეზი სულ სხვა რამ იყო.
-როგორ ხარ პატარა?! -ერთდროულად მომეხვივნენ ძმები ჯაფარიძეები, მეც თბილად მოვეხვიე.
-კარგად ბიჭებო თქვენ როგორ ხართ ??მზად ხართ გოგოების დასაკერად ?? თუმცა ეს რა გაკადრეთ- გამეცინა და ამყვნენ ბიჭებიც.
-არა შენ რო გვიცნობ მაინც ეგრე ვერავინ რაა...(მათე)
-ნუ რა თქმა უნდა- ბოლოსკენ გიორგი შემოვინახე, მე და გიორგი ძალიან კარგად ვართ ერთამენთთან შეიძლება ითქვას ზუსტად ისე როგორც დათასთან, ყველანი ძალიან მიყვარს მაგრამ გიორგი სხვანაირი ადამიანია, თითქოს ყოველთვის სხვანაირად ესმის ჩემი. თბილად გადავეხვიე და უსიტყვოდ, მხოლოდ ჩახუტებითაც კი ვიგრძენი ის თანაგრძნობა, რაც მჭირდებოდა.
-მოკლედ ამ მაღალქუსლიანი ფეხსაცმლითაც ვერ გეწევით სიმაღლეში არადა ისედაც არ ვარ დაბაალი... -ვამბობ ნიშნისმოგებით, და ღიმილით ვუყურებ 5 ჩემზე მაღალ, სიმპატიურ ახალგაზრდას.
-ნი შენ ხარ ჩვენში ყველაზე მაღალი ხოიცი... ნუ პიროვნულად ყველაზე მაღალი და დიადი...ოოო დიდო დედოფალო...-ისევ მაიმუნობა დაიწყო ლევანმა და ყველას გაგვეცინა.
-ოჰ ლევანიკო შენ არ იზრდები...
-კაი შევიდეთ რაა ეხლა რო დამაყუდეთ(მათე)
-რაიყო მათუნა ვეღარ ითმენ?? ნუ ღელავ არ გაგექცევიან გოგონები- ვუთხარი და ისევ სიცილი ატეხეს ბიჭებმა. ასე მხიარულად შევედით ბარში თუმცა რამდენად სასაცილოა ეს ცხოვრება... ირგვლივ მიმოვიხედე და ყველაფერი შენელდა, ვიგრძენი გულის აჩქარებული ცემა, მსუბუქი თავის ტკივილი და აცრემლიანებული თვალები, ვნატრობდი ოღონდ ახლა არ წამომსვლოდა ცრემლები... ვიგრძენი როგორ მომიჭირა ხელი დათამ და შემომხედა თანაგრძნობის მზერით.
-ყველაფერი რიგზეა პრინცესა...-ჩამჩურჩულა, შუბლზე მაკოცა და კიბეებს ავუყევით, თუმცა გული ისევ იქ იყო, გონებაც მას მიჰყვა, მე კი მხოლოდ იმ მოძრავ საგნად გადავიქეცი, რომელიც დათას მიჰყავდა მაღლა, იმ მომენტში ჩემთვის უინტერესო მიმართულებით...
ჩემში იბადება რამდენიმე ემოცია ერთად, სინანული პირველ რიგში, იმედგაცრუება, ტკივილი, წყენა, სიხარული... მახსენდება წარსული და როგორც ყოველთვის ჩემ თავს ვადანაშაულებ... ყველაფერი ჩემი ბრალია, ყველაფერი ჩემი სისულელის გამო ხდება... არ ვიცი როგორ მოვიქცე, რაზე ვიფიქრო, რა გავაკეთო, რომ საბოლოოდ დასრულდეს ეს გამუდმებული გულისტკივილი... ამ ფიქრებიდან დათა მაფხიზლებს...ახლაღა ვხვდები, რომ უკვე დარბაზში ვართ და დაბალ სავარძლებზე ვართ მოკალათებულები კუთხის მაგიდასთან, მკრთალი განათების ქვეშ.
-ნიი გინდა სახლში წავიდეთ ??-მეუბნება ჩუმად დათა
-არა დათ, ვიყოთ...
-ჰაერზე გავიდეთ პატარა?!-მეჩურჩულება მეორე მხრიდან გიორგი
-კი...-მე და გიორგი გარეთ გავდივართ,აივნის მოაჯირთან ვდგებით, ხელს მაგრად მხვევს, მეც გულზე ვეხუტები. ჰაერი... რა სასიამოვნოა...


(( ბიჭებთან ))
-ბიჭო რა ჭირს ნინაკოს?-ინტერესიანად ეკითხება დათას ლევანი.
-რავი ბიჭო... ძაან ცუდად არის-ამბობს ნაღვლიანად დათა.
-კაი ახლა აბუქებ მგონი ეგრე ცუდადაც არაა, ეგრე ცუდად რომ იყოს აქ ხო არ წამოვიდოდა, შენ გრუზავ მგონი ჩვენ გოგოს-ამბობს იემედიანი ღიმილით მათე.
-არა ასეთია ჩემი ნინაკო...-ნაღვლიანად ჩაიცინა დათამ-როცა ჩუმად არის და გვაჩვენებს, რომ კარგადაა მაშინ ტკივა ყველაზე მეტად...-ამბობს ჩამწყდარი ხმით.
-იმ დებილი ბავშვების გამო დარდობს, ეხლა ქვემოთ რო შეგვხვდა ერთი??-ეკითხება ლაშა.
-ხო რა... ვინც არ უნდა იყვნენ უყვარს და განიცდის, ასეთი სიყვარული იცის ჩემმა პრინცესამ, ცუდი ადამიანებიც შეიძლება შეიყვაროს...-ეღიმება დათას
-ჩვენი პატარა ანგელოზია...-ამბობს ნაღვლიანი ღიმილით ლევანი
-ასეთ გიჟებს როგორ შეგვეყარა ნეტა-ნაღვლიანად ეღიმება ლაშას და ყველას აყოლიებას ახერხებს...


(( აივანზე ))
-არ მომიყვები პრინცესა??-მეკითხება ნაღვლიანად გიორგი 5 წუთიანი სიჩუმის შემდეგ და სიგარეტს ცეცხლს უკიდებს.
-რა მოგიყვე გიორგი...
-შენს ფიქრებთან დარჩენა საშიშია... ის მომიყევი, რასაც ფიქრობ...(გიორგი)
-იქნებ...იქნებ ჩემშია პრობლემა-ვამბობ ნაღვლიანად.
-არასწორად ფიქრობ ჩემო პატარა ქალბატონო...- უკნიდან ეყრდნობა მოაჯირს, სახეზე დამყურებს და მოწევას განაგრძობს.
-ეს ძალიან ლოგიკური აზრია... ბევრ ადამიანს ვკარგავ...
-ნუ გეშინია ადამიანების დაკარგვის, რადგან შენ ისედაც არ დაკარგავ იმას ვინც საჭიროა შენი ცხოვრებისთვის, როგორც ბიჭები, როგორც დათა, როგორც მე... მხოლოდ ისინი იკარგებიან, ვინც გამოგზავნილები არიან გამოცდილებისთვის... და რჩებიან ისინი, რომლებიც გამოგზავნილები არიან ბედისწერით...ამ დროს კი მათ ვერ მოიშორებ ძალიანაც რომ მოინდომო.-ამბობს გიორგი და სახეზე თავის თბილ ხელს მადებს, ცერა თითით ლოყაზე მეფერება, მეც მის ხელს ვეხები და მისი სიტყვები გონებაში ექოსავით გაისმის.
-საუკეთესო ხარ...-ვეუბნები, ვუღიმი და ვეხუტები მთელი ძალით რაც კი გამაჩნია,მასაც ეცინება ხელებს მხვევს წვრილ წელზე და მისკენ მიზიდავს...
-ნინ გავიჭყლიტე...-ამბობს სიცილით გიორგი
-ვიცი...-მეღიმება და მოშორებას არც კი ვფიქრობ...
რამდენიმე წუთში შენობაში ვბრუნდებით და ჩვენი ბიჭების მაგიდისკენ მივდივართ.
-ჰა აბაა რა სახე ჩამოგტირით არ ვცეკვავთ ??- ვეუბნები სიცილით გაოცებულ ბიჭებს და ორი ჭიქა სწრაფად გამოვცალე, შემდეგ დათას ვტაცე ხელი და საცეკვაოდ წავიყვანე...

(( ბიჭები ))
-ეგეთი რა უთხარი??-ამბობს მხიარულად ლევანიკო და ნინას ქცევით გაოცებულ ბიჭებს აფხიზლებს.
-თქვენი საქმე არაა-ამბობს სიცილით გიორგი და ისიც სასმელს იყუდებს
-კაიი ბიჭოო რას გვეპრანჭები, გვიხარია უბრალოდ, შენ ხო გიორგი მჭევრმეტყველი ხარ- თქვა ლაშამ სიცილით და ხელი თავში წამოარტყა გიორგის, ბიჭებმა სიცილი ატეხეს.
-ეეე... ეს ნახეთ ერთი დიდი ხანია სირცხვილი ჩამოირეცხე ??-უყურებს გიორგი სიცილით და ლაშას ახსენებს წარსულის მიქარულ გიჟობებს, ლაშას ღიმილი სახეზე ეყინება, ბიჭები კი სიცილით იგუდებიან.
-ჯერ ერთი ეგ არ ითვლებოდა, უსამართლო ნინძლავი იყო მე მქონდა მოგებული ეგ ხელი მაგრამ მათემ ჩემი კარტები გითხრა-დაიწყო თავის მართლება ლაშამ რაზეც ბიჭებს უფრო მეტად ეცინებოდათ.
-ხო ხო უსამართლო რო იყო იმიტო დაგსვი ცხენზე ვარდისფერი კაბითა და შლაპით და იმიტო მოგატარე მთელი სვანეთი-შეახსენა გიორგიმ ლაშას
-ეეე კაით ბიჭო რაიყოთ ამოისუნთქეთ-მაგიდაზე ხმაურიანად დადო ჭიქა ლაშამ და მოხარხარე ბიჭებს მიუბრუნდა-აუუ თქვენ ყბაში ჩავარდნა იმენა შარია რაა, წავედი მე გოგოებს მაინც დავკერავ-წამოდგა გაბრაზებული ლაშა.
-ლაშ შლაპა არ მიგაქ?? მეტი ეფექტისთვის იქნებ ბიჭიც დაკერო-მიაძახა სიცილით ლევანიკომ, გაბრაზებულმა ლაშამ კი სწრაფად დატოვა მოხარხარე ბიჭები...



(( ნინა და დათა ))
-ნი ასე უცებ რა დაგემართა-ამბობს ღიმილით დათა, წელზე ხელს მკიდებს, მუსიკას ვყვებით და ბედნიერი თვალებით მიყურებს.
-გიორგის სიტყვები დამემართა დათ- ვპასუხობ ღიმილით
-აააჰ ანუ გიორგის შეუძლია ხასიათზე მოგიყვანოს და მე არა ხო??-დამყურებდა 1 თავით მაღალი დათა ვითომ გაბრაზებული სახით
-ვაიმეე... ჩემი ეჭვიანი ძამიკო-მეცინება მის ამ ქცევაზე და ვეხუტები
-რა გაცინებს ერთი გიორგის ხოარ გადავუფორმო შენი თავი დის წოდებით??(დათა)
-ხოიცი უარს არ იტყვის, თააან მეც არ ვიქნებოდი წინააღმდეგი...- ვამბობ ვითომ სერიოზულად, დათა ჩერდება და მის გაოცებულ სახეზე სიცილს ვერ ვიკავებ
-შენთვისვე აჯობებს რომ ხუმრობის სტილი შეცვალო-მეუბნება გამაფრთხილებლად
-ვგიჟდები შენზე...-ისევ მეცინება და ვეხუტები ჩემს გულუბრყვილო ძამიკოს, მასაც ეღიმება.
ცეკვის შემდეგ მაგიდასთან მივდივართ.

(( ლაშა ))
ბიჭებზე გაბრაზებულმა გადავწყვიტე ხასიათი სასმლის წყალობით გამომეკეთებინა.ბართან მივედი, ვისკი შევუკვეთე ყინულით, სანამ ბარმენმა თავისი ტრიუკები ჩაამთავრა და შეკვეთა მომიტანა ამასობაში ბარის გასწვრივ ერთ-ერთ მაგიდასთან მარტოდ მჯდარი გოგონა შევნიშნე.ულამაზესი იყო... ძალიან მოვიხიბლე, გამიკვირდა მარტო რომ იყო და გადავწყვიტე მასთან მივსულიყავი, ჩემი ვისკი ავიღე და მისი მაგიდისკენ დავიძარი.
-გამარჯობა, მე ლაშა ვარ...-ვუთხარი მომღიმარი სახით, მან კი უხეშად ამომხედა და თვალი ისევ მაგიდაზე მდგარ ჭიქას გაუსწორა ჩაფიქრებულმა.
-მე მარიამი და არ მაინტერესებს...-მომიგდო უხეში პასუხი ისე, რომ ჭიქისთვის თვალიც არ მოუშორებია.
-მემგონი ცუდად ხარ, მეტს ნუ დალევ-ვუთხარი და მის პირდაპირ მდგარ სკამზე ჩამოვჯექი.
-შენი საქმე არ არის...გასართობად სხვა მონახე- მითხრა და გამიღიმა.
-გასართობად არ მოვსულვარ, მხოლოდ შენი გაცნობა მინდოდა მაგრამ ახლა სხვა რაღაცამ დამაინტერესა- ვთქვი ნიშნისმოგებით.
-მომისმინე...შენთან საუბრის არც დრო მაქ, არც სურვილი და არც ხალისი.იმაზე მეტი პრობლემა მაქვს ცხოვრებაში ვიდრე შენ წარმოგიდგენია-მითხრა და სკამიდან წამოდგა, შემდეგ კი თავისი ნივთების ალაგება დაიწყო.
-მოიცადე არ წახვიდე...-ინსტიქტურად წამომცდა მან კი მხოლოდ ჩაიცინა, მაგიდაზე თანხა დადო და ბარი დატოვა...არ ვიცი ვინ იყო, მაგრამ ფაქტია რაღაც ძალიან აწუხებს, ნეტავ ვინ ჩააგდო ამ დღეში, ვფიქრობდი ჩემთვის.რაღაცნაირად მეც ხალისი დამეკარგა და ბიჭებთან დავბრუნდი, ნინაკო და დათაც ახლა ბრუნდებოდნენ საცეკვაო მოედნიდან.

(( ნინა ))
-ჰაა აბა რახდებოდა უჩვენოდ-ვამბობ ღიმილით, გიორგი მიღიმის და გვერდით იწევა იმის მანიშნებლად, რომ გვერდით დავუჯდე, დაბალ დივანზე ვჯდები მეორე გვერდით კი დათას ვისვამ, რადგან ისევ არ ეწყინოს,შეიძლება ასე სერიოზულად არ უთქვამს მაგრამ როგორც იტყვიან ხოლმე ყველა ხუმრობაშია სიმართლის მარცვალი.
-რავიი ნიი წარსულს ვიხსენებდით-ამბობს სიცილით მათე და ყველა ახლადმოსულ ლაშას უყურებს.
-რას მიყურებთ-ამბობს გაკვირვებით ლაშა, ამდროს შეკვეთილივით ერთ-ერთი რეკლამის მესიჯი მისდის ლევანიკოს და ლაშას უბრუნდება სერიოზული სახით.
-ბიჭო ახალი კოლექციები მივიღეთო და არ ნახავ? (ლევანი)
-რა კოლექციები-ამბობს გაკვირვებული ლაშა და ჩვენც გაკვირვებულები ველოდებით ლევანის პასუხს.
-რასქვია რისი ბიჭო... კაბები და შპლაპები-ამის თქმა და ჩვენი სიცილი ერთი იყო.
-ეეე ნუ გამი..აკეთ რაა-ამბობს ნერვებ მოშლილი ლაშა და გაბუსხული ჯდება თავის ადგილზე. ბიჭებთან კარგად გავერთე იხსენებდნენ ერთმანეთის ამბებს და მეც ვმხიარულობდი მათ რეაქციებზე.
-ბიჭო ძაან გვიანია კატიკომ არ ინერვიულოს არ დავიშალოთ?-ამბობს დათა სიცილნარევი ხმით, დაახლოებით 2 საათის შემდეგ.
-აუ ხო რა მეც ადრე ვდგები-ვთქვი და ტელეფონზე საათს დავხედე.
-კაი წავიდეთ-დაგვეთანხმნენ ბიჭებიც
-აუ მოიცა ხელებს გადავიბან რა უცებ თორე სულ სასმლის სუნი მაქ და ცუდად გავხდები მანქანაში-ზიზღით გავწიე ხელები ჩემგან მოშორებით და ბიჭებს გავხედე.
-კაი ნი მიდი ჩვენც გადავიხდით მანამდე-მეუბნება დათა და მეც სწრაფი ნაბიჯებით მივდივარ საპირფარეშოსკენ. კიბეებზე ჩავდივარ და რაღაც მკვრივ სხეულს ვეჯახები
-უკაცრავად...-ბოდიშს ვიხდი ისე, რომ არც ვუყურებ ვინაა მხოლოდ ხელებზე ვიყურები და ვცდილობ მალე შევძლო ხელების დაბანა. რა სასიამოვნო სურნელი იყო ვფიქრობ ჩემთვის წამის წინ ნაგრძნობ სურნელზე. დარბაზში ვბრუნდები და შემდეგ ბიჭებთან ერთად ვტოვებ ხმაურიან ადგილს.



მოგესალმებით, მე ამ საიტის ახალი წევრი ვარ, ჯერ-ჯერობით ისტორიის 1 ნაწილს დავდებ,თუ დაგაინტერესებთ ამ ყველაფერს სისტემატური სახე მიეცემა, მეტი ინტერესისთის გეტყვით, რომ ეს ისტორა რეალურ ფაქტებზეა დაფუძვნებული, ისტორიას პირველად ვწერ და ძალიან გთხოვთ მკაცრად ნუ შემაფასებთ, გთხოვთ თქვენი ემოციები გამიზიაროთ კომენტარებში.მადლობა ყურადღებისათვის!!!




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent