უკანასკნელი კოცნა (9 თავი)
ერთ ადგილზე მიყინულივით ვიდექი და ვუყურებდი ნელ-ნელა როგორ მშორდებოდა თორნიკე, ისეთი შეგრძნება მქონდა თითქოს დრო გაჩერდა... თითქოს დავიკარგე... -დედა შენ არ მოგენატრე?-ჩამესმის საიდანღაც ანას ხმა... ისე შორიდან თითქოს ჩემგან ძალიან შორს იყოს, რამდენიმე წამის განმავლობაში დაბნეული ვიყურები აქეთ-იქით, ვერ ვხვდები სად ვარ და რახდება ჩემს თავს -დედა-ანას თბილი ხელები ჩემს წელს რომ შორდება მხოლოდ მაშინ ვახერხებ რეალობაში დაბრუნებას, ანას დავყურებ რომელიც ცრემლიანი თვალებით მიყურებს -ჩემსგამო წავიდა?-ხმა უწყდება და კიდევ ერთხელ ვწყდები რეალობას და ვიკარგები, ვერ ვხვდები რა მემართება... აზრები მეფანტება... ვერაფერს ვეღარ ვამბობ და ვეღარაფერზე ვერ ვფიქრობ, თითქოს ხმა ჩამიწყდა, თითქოს მოძრაობის უნარი დავკარგე, ანას დავყურებ მაგრამ ვეღარ ვხედავ -მარიამ რა დაგემართა?-მამაჩემი მხარზე მადებს თავის მძიმე ხელს და მაიძულებს მწარე რეალობაში დავბრუნდე -არაფერი-შევხედე მამას და მერე ანას დავხედე -მომენატრე როგორ არ მომენატრე ჩემო პატარა-ვეუბნები და გულში ვიკრავ, თავზე ვკოცნი და ასე ჩახუტებული მიმყავს სახლისაკენ -დედა თიკა დეიდა როგორაა?-მაშინვე ხასიათზე მოვიდა -კარგადაა, ამ თვის ბოლოს შვებულებას იღებს და ჩამოვა -მართლა?-ანამ სიხარულით ტაში შემოჰკრა და კიბეები აირბინა გახარებულმა, მეც უკან მივყევი მოწყენილი, კარი უჟმური სახით გაგვიღო დედამ, როგორც ყოველთვის -ბე როგორ მომენატრე-ანა კისერზე ჩამოეკონწიალა დედაჩემს და როგორც იქნა გვაღირსა ღიმილი, თან კარი ფართედ გააღო -მობრძანდით-გვითხრა მე და ჩემს უკან მდგომ მამას აგრესიული ტონით და სამზარეულოსაკენ წავიდა -შემოდი მამა-მამაჩემს მკლავზე წავავლე ხელი და სახლში შევიყვანე, სამზარეულოში შევედით ჩვენც -ანა მიდი შენი ნივთები ამოალაგე და დაალაგე-ანას სამზარეულოდან ითხოვს-გშიათ?-ზედ არ გვიყურებს Დედა ისე გვეკითხება მე და მამას -არა-ვეუბნები დაძაბული და მამას გვერდით ვდგები -რომ წამოხვედი იქიდან ჭამე?-დედა სკამზე ჯდება და პირდაპირ თვალებში მიყურებს -არა, ყავა დავლიე -სულ დამავიწყდა შენთვის ხომ ყავა და სიგარეტია სასმელიც და საჭმელიც-ბრაზდება და თვალს მარიდებს -თავი დაანებე ბავშვს-ბრაზდება მამაჩემი -ჩვიდმეტი წლიდან თავისუფლებისთვის იბრძვის ხოდა თავი რომ დავანებე იმიტომაა რომ მოწევა დაიწყო-ახლის დედაჩემი -ყავას დალევ მამა?-ვცდილობ შევაჩერო მათი კონფლიქტი -დავლევ -დედა შენ? -არ მინდა დილით დავლიე, შენსავით დღეში ცხრაჯერ არ ვსვავ -მეუბნება გაბრაზებული ტონით, მე კარადიდან ჭიქებს ვიღებ ყავას ვყრი და წყლის მადუღარას ვრთავ -თიკამ მართლა დაანება მოწევას თავი?-მეკითხება მამაჩემი -ჰო დაანება -მეტა შენც დაანებო თავი მაგ საშინელებას-ისევ ბუზღუნებს დედაჩემი, მე მამას თვალებს ვუჭყეტავ -დავანებებ-ვამბობ გაღიზიანებული ტონით, არადა უკვე მეათასეჯერ ვდებ ამ პირობას ყოველდღე, ცხრა წელის განმავლობაში -კი როგორ არა! დაანებებ! ეჭვიც არ მეპარება!-მეუბნება გაცეცხლებული დედაჩემი -წყალი ადუღდა-მამაჩემს მოვყავარ გონს, რადგან ძალიან ვიძაბები -დავასხავ-ვბრუნდები და მდუღარე წყალს ჭიქებში ვასხავ -მაჩვენე აბა ერთი რა ტელეფობი გაჩუქა თიკამ-მამაჩემი ცდილობს უხერხული სიჩუმე გაფანტოს მე შორტის ჯიბიდან ვიღებ და მამას ვაწვდი ფაქტიურად ახალ ტელეფონს -გაჩუქა თუ გათხოვა? -მაჩუქა, მაგრამ ახალს რომ ვიყიდი დავუბრუნებ, რად მინდა -ახალს როგორ იყიდი დაგავიწყდა სამსახურიდან რომ წამოხვედი-დედაჩემი ყოველთვის ახერხებს ჩემს გაღიზიანებას -ახალს ვიშოვი -ვეუბნები გაღიზიანებული -მე გიყიდი-მამაჩემი თვალებს მიბრიალებს რომ დედას არ ავყვე -ხელფას ავიღებ თვის ბოლოს -მყიდველი რომ ყოფილიყავი უყიდიდი აქამდე -ვერ ვუყიდიდი, ავარია მომივიდა და იმ მანქანას ვაკეთებ-ბრაზდება მამაჩემი -შენ ჩვენთვის არასდროს გეცალა-ცრემლები ეძალება დედაჩემს -წამოდი გარეთ დავლიოთ ყავა-მამაჩემი აივანზე გამყავს და მაშინვე სიგარეტს ვიღებ ჯიბიდან -მეც მომაწევინე-მეუბნება გაღიზიამებული ტონით, მე მაშინვე ვაწვდი კოლოფს -ახლა გაგიჟდება-მეცინება მე და სანთებელას ვიღებ, ჯერ მამას ვუკიდებ მერე მე ვუკიდებ -Ის ბᲘჭი თორნიკე იყო?-მეკითხება სრულიად მოულოდნელად მამᲐ და ადგილზე ვშეშდები -ჰო ის იყო-ვეუბნება მოღუშული სახით და თვალს ვარიდებ -ანა რომ მოვიდა შენთან რატომ წავიდა? ანაზე არაფერი გითქვამს მისთვის? -არა ვერ მოვახერხე-ვეუბნები გაღიზიანებული ტონით -მისთვის სიმართლის თქმას აპირებ?-მეკითხება დაძაბული ტონით, ყავას ვწრუპავ რომ დრო გაწელო, რადგან ახლა მართლა არ ვიცი რა ვუპასუხო, რადგან არვიცი რა უნდა გავაკეთო -მარიამ?-მამა ბრაზდება -არვიცი-ყავას ვცლი და ცარიელს ჭიქას მოაჯირზე ვდებ -რამდენჯერ გითხარი ასე ნუ აკეთებ-თქო -მამა ჭიქას იღებს და ხელში მაჩეჩებს -რაც შეეხება თორნიკეს...-ვგრძნობ მასაც როგორ უჭირს ლაპარაკი ამ თემაზე -ისე მოიქეცი როგორც სწორად მიგაჩნია, თუ მისი დაკარგვა არ გინდა წადი და Ყველაფერი აუხსენი... მარიამ მე ორმოცი წლის ასაკში წავედი სხვასთან, იმიტომ რომ შემიყვარდა... სიგიჟემდე შემიყვარდა თინი... მასზე უარი ვერც შვილების და ვერც ოჯახის გამო ვერ ვთქვი... იმიტომ რომ მართლა სიგიჟემდე შემიყვარდა, დღესაც ისე გაგიჟებით მიყვარს როგორც თავიდან... თუ თვლი რომ ეს ის ადამინია ვინც შენ გჭირდება...თუ დარწმუნებული ხარ რომ გიყვარს, მასთან წადი... წადი და ყველაფერი აუხსენი... შენს ცხოვრებას მსხვერპლად ნუ შესწირავ შენს სიყვარულს... იცოდე ძალიან ინანებ! -მამა მარტო ეს არაა პრობლემა-მამას შევხედე და ცრემლები მომეძალა-ვახო, ის ნაბიჭვარ. მისი ძმაკაცია-გავბედე და ვუთხარი სიმართლე მამას, მაინტერესებდა მისი აზრიც რადგან დედაჩემმა მაშინვე ის მითხრა რომ თორნიკეს უნდა შევეშვა, ამისგამო ვᲘჩხუბეთ და გევექეცი სახლიდან -ძმაკაცი?-შეიცხადა მამა და სიგარეტის ნამწვი საფერფლეში ჩააჭყლიტა აკანკალებული ხელით, მაგიდაზე დადებული კოლოფილად ორი ღერი ამოიღო, ერთი მე გამომიწოდა რადგან მეც სწორედ მაგ დროს აივნიდან ვისროლე ჩამწვარი ღერის ნამწვი -მარიამ საფერფლე აქ რისთვის გიდევს?-გაბრაზდა ჩემი ფუმფულა -უბრალოდ -მისმინე-მითხრა ჩაფიქრებულმა თან ჯერ მე მომიკიდა თავის ღერს და სანთებელი მაგიდაზე მოისროლა -დიდ ხანია იცი რომ მეგობრები არიან? -ჰო -რატომ არ მითხარი? -მეგონა დედასავით შენც გაჭედავდი, ერთი ღამე არ შემარგეთ-ვბუზღუნებ მე -წადი და ყველაფერი მოუყევი, მერე თავად გადაწყვიტოს რა და როგორ, თუ Დაგშორდება ესეიგი ასე ჯობდა -თიკამაც ასე დამარიგა -თიკა ჭკვიანი გოგოა, სიმართლე გითხრა, Მან უნდა აიღოს პასუხისმგებლობა! თუ ვერ აიღო ესეიგი არც ყოფილა შენი ღირსი! -მამა მართლა ასე ფიქრობ? -ვერ ვიჯერებდი რომ მამა ამას მეუბნებოდა -მარიამ შვილო Მეც შეყვარებული ვარ... დღემდე შეყვარებული ვარ თინიზე... ზუსტად ვიცი რას ნიშნავს გიყვარდეს და მასთან ყოფნა არ შეგეძლოს... ნუ გᲔშინია! თუ უყვარხარ შენზე უარს არ იტყვის არავითარ შემთხვებაში! -მამა ნეტა იცოდე როგორ მჭირდებოდა ამის მოსმენა-მამას ჩავეხუტე -მარიამ ძალიან დაიტანჯე, ძალიან მინდა ბედნიერი იყო, მაგრამ არვიცი რამდენად სწორ მიმართულებას გაძლევ...-მამას შევხედე დაბენულმა -ახლა მე იმას გეუბნები რისი მოსმენაც გინდა შენ, მაგრამ არვიცი, ის ბიჭი რამდენად იმსახურებს შენს ნდობას და სიყვარულს... არც ის ვიცი ვინაა, რას წარმოადგენს... რა ადამიანია... რამდენად სწორია ასე სწრაფად რომ მიენდო მას შენ... მაგრამ თუ მის მიმართ გაქვს გრძნობები წადი მასთან... შიშის გამო უკან არ დაიხიო, თუ შეცდომას დაუშვებ, თუ ძალიან გეტკინება... შენ თქვი რომ ეს ამად გიღირს...ხოდა წადი მასთან და თუ ხელს გკარვს იცოდე რომ მარტო არ ხარ! მე გაგიგებ! და იცი რატომაც... Მამაჩემის ლაპარაკმა თავგზა უარესად ამიბნია, ვერ ვიჯერებდი რომ მამა მხარს მიჭერდა ამ არანორმალურ ურთიერთობაში, ვერ ვიჯერებდი რომ ასე შეცვალა დამოკიდებულება, არ შეიცვალა? რამდენიმე დღის წინ ის არ მიმტკიცებდა რომ მეტკინებოდა გული? რომ წესიერი ბიჭი რომელსაც გოგო მათლა მოსწონს და აუყვარს შუაღამისას არ წაიყვანს სავახშმოდ და უხერხულ მდგომარეობაში არ ჩააყენებს? ნუთუ მიხვდა რომ უკვე დიდი გოგო ვარ? და რომ შეყვარებულების ბანალური შეხვედრები და სისულელეებისთვის უკვე დიდი ვარ? მოკლეთ მთავარია რომ მიხვდა... ალბათ თინიკოს რომ ვეწუწუნე, ის დაელაპარაკა მამას და აზრი შეაცვლევინა, რა კარგია რომ ასეთი გაგებული და ჭკვიანი ქალია... კარგა ხნის ფიქრის მერე გადავწყვიტე რომ თორნიკე მომეძებნა და ყველაფერი მომეყოლა, უკვე ყველაფერი ძალიან აიხლართა და ჯობდა სიმართლე გაეგო და მართლა მას გადაეწყვიტა ჩვენი ურთიერთონა გაგრძელდებოდა თუ არა! წყალი გადავივლე, ჩემი საყვარელი კაბა და კედები ჩავიცვი, ჩანთა ავიღე და სამზარეულოში შევედი -დედა მე მივდივარ არ დამელოდით-ვეუბენბი მშვიდი ტონით -სად მიბრძანდები?-დედამ ამათვალიერ-ჩამაღვᲚიერა -საქმე მაქვს -რა საქმე -მოკლეთ ზუსტად არვიცი როდის მოვალ და კარი გასაღებით დაკეტე -მარიამ!-გაბრაზდა ქალბატონი ნანა -რაა? -ასე ჩაცმული და სველი თმით სად მიბრძანდები? წესიერად მაინც ჩაიცვი -წესიერად მაცვია დედა -მთელი ზურგი რომ არ მოიშიშვლო ისე ვერ ივლი? -ვერა-ვუთხარი სიცილით რომ აღარ გამეღიზიანებინა და გამოვიქევი სანამ რამეს მეტყოდა, კარს ვეცი გამოვაღე და კისრისტეხით ჩავირბინე კიბეები -ანა დე-დავუძახე ეზოში სელფების გადაღებით გართუმ ანას -დედა რა ლამაზი ხარ-აღფრთოვანებული გამოიქცა ჩემსკენ -დე მე მივდივარ, არვიცი ზუსტად როდის მოვალ, შენ დაიძინე კარგი? -ძაან გვიან მოხვალ? -ზუსტად არვიცი მაგრამ თუ დავაგვიანე შენ და ბებო არ დამელოდოთ, გასაღებით გავაღებ კარს და შემოვალ რომ აღარ გაგაღვᲘძოთ თქვენ -დედა -ანა ჩამეხუტა -იმ ბიჭთან მიდიხარ?-ამომხედა უცნაური თვალებით -არა დედა, მასთან არა-ვცდილობდი არ გამცინებოდა -თათიას მივყვები წვეულებაზე, ბებოს არ Უთხრა კაი თორნიკე რომ ნახე დღეს -არ ვეტყვი-გაეღიმა ანას -ჩემი ჭკუის კოლოფა-თავზე ვაკოცე -აუ ეგრე ნუ მეძახი რა დედა -გაბრაზდა ანა -კარგი კარგი -გავუღიმე თავზე ვაკოცე და მანქანისაკენ წავედი. პირველად ვაკეში წავედი მეგონა იქ დამხვდებოდა მაგრამ, არა სახლში არ იყო, იმდენი ვაბრახუნე კარზე სახლში რომ ყოფილიყო უეჭველი გააღებდა კარს, ამიტომ დავრწმუნდი რომ იქ არ იყო და გადავწყვიტე კოჯორში წავსულიყავი და იქაც მენახᲐ, მართალია გზა არ ვიცოდი მაგრამ კითხვა კითხვით მივაღწიე კოჯორამდე, ნელ-ნელა დავდიოდი ქუჩებში, ვცდილობდი გამეხსენებინა ის ქუჩა და სახლი სადაც თორნიკეს ვყავდი მაშინ, გამიჭირდა მაგრამ გავიხსენე ის შესახვევი და სახლი სადაც მაშინ ვიყავით, ბოლოსდაბოლოს მივაგენი იმ ადგილს და გულმა გამალებით დამიწყო ცემა როცა თორნიკეს ახლად აშენებული სახლი დავინახე, მანქანა გავაჩერე და მაშინვე გადავედი, ვიცოდი რაც მეტს ვიფიქრებდი და ვიყოყმანებდი უფრო გამიჭირდებოდა ამ ნაბიჯის გადადგმა, ამიტომ სწრაფი ნაბიჯით წავედი სახლისკენ, რომელასაც ჯერ ეზოც არ ჰქონდა შემოღობილი, ტერასაზე დავინახე თორნიკე... გული შემეკუმშა, მაშინვე გავჩერდი და ადგილზე გავიყინე, დიდი დრო დამჭირდა იმისთვის რომ დავმშვიდებულიყავი და ძალა მომეკრიბა, როცა თავს მოვერიე ტერასას მივუახლოვდი და კიბეებზე ავედი ფრთხილად, თორნიკე ჩემგან ზურგშექცევით იდგა მოაჯირზე დაყრდნობილი, მე ერთადგილზე მიყინულივით ვიდექი და ვუყურებდი, Მოულოდნელად შემოტრიალდა თითქოს იგრძნო ჩემი იქ ყოფნა -შეენ?-სულ ერთი წამით შემომხედა და მაგიდაზე დადებულ ვისკის ბოთლი აიღო და ჭიქებში დაასხა -დალევ?-შორიდან გამომიწოდა -არ მინდა -ვუთხარი ჩავარდნილო ხმით, თორნიკემ გამოწვდილი ჭიქა ტუჩებთან მიიტანა, შემომხედა და ისე რომ ჩემთვის თვალი არ მოუშორებია, ჭიქა დაცალა და მაგიდაზე ხმაურით დადო -რატომ მოხვედი?-მკითხა და ისევ ზურგი მაქცია -მინდა რომ ყველაფერი აგიხსნა-რამდენიმე ნაბიჯი გადავდგი მისკენ, მაგრამ მასთან მიახლოება ვერ გავბედე და გავჩერდი -რა უნდა ამიხსნა?-მოულოდნელად შემოტრიალდა და ჩემსკენ წამოვიდა, გული შემეკუმშა შიშისგან, საშინლად დავიძაბე, აზრები დამეფანტა და ხმის ამოღება ვეღარ შევძელი -რა ადამინი ხარ საერთოდ? -დამიყვირა ყურთან ახლოს და მოულოდნელობისგან შევხტი -საკუთარი შვილი როგორ დამიმალე? -დამიყვირა ისევ, მე თავდახრილი ვიდექი და მოწოლილ ცრემლებს მთელი ძალით ვეწინააღმდეგებოდი, როცა მისი ცხელი სუნთქვა სახეზე მომეფრᲥვია გავბედე თავი ავწიე და ამღვრეულ თვალებში ჩავაცქერდი -როგორ შეგეძლო ასე მოჰქცეოდი საკუთარ შვილს?! როგორ შეგეძლო ასე მომქცეოდი მე?-მითხრა გაცეცხლებულმა -თორნიკე გთხოვ უფლება მომეცი ყველაფერი აგიხსნა-ამოვიტირე და ხმა ჩამიწყდა, მოწოლილ ცრემლებმა Გამაჩუმა -მიდი ამიხსენი, მაინტერესებს რა ახსნა აქვს შენს ამ საშინელ საქციელს... მოგისმენ-უფრო მეტად მომიახლოვა სახე და მერე უცბათ უკან დაიხია -მე შენ გითხარი რომ და-ძმა არ მყავს-მეთქი -თავი დავხარე და ლაპარაკი დავიწყე -ეგეც მომატყუე?-ისე შეიცხადა რომ თავი ავწიე და დაჟინებით მივაჩერდი -მომისმინე თუ შეიძლება-გავბრაზდი მე -მოგისმინო? რა უნდა მოვისმინო?!-გაბრაზდა თორნიკე-მე შენ აქ მოგიყვანე, ეს იმიტომ გავაკეთე რომ მინდოდა ერთმანეთი გაგვეცნო... მინდოდა ჩემი დანაშაული გამომესყიდა.. მინდოდა ყველაფერი იმ ღამეს დაწყებულიყო... შენ კი მომატყუე, საკუთარი შვილი დამიმალე! იქნებ ქმარიც გყავს? და-ძაც გაყავს?!-აყვირდა ისევ -სისულელეს ნუ ბოდავ ქმარი არ მყავს, არც და-ძმა მყავს! ჩემი და გარდაცვლილია და ასე ამიტომ გითხარი-ცრემლები გადმომცვივდა და თავი დავხარე, არ მინდოდა მას ჩემი ცრემლები ენახა -რატომ მომატყუე? რატომ? რატომ? -მომიახლოვდა და ნიკაპზე ხელი უხეშად წამავლო და თავი ამაწევინა -შემომხედე-მითხრა მკაცრი ტონით მე ინსტიქტურად მზერა გავუსწორე -მე შენ თავიდანვე გითხარი რომ შენთან ყოფნა მინდა-თქო, გითხარი მჭირდები-თქო ისიც გითხარი თუ შენ ჩემთან ყოფნა არ გინდა უსიტყვოდ წალვალ შენი ცხოვრებიდან-მეთქი, შენ რა მიპასუხე? შენ რა მიპასუხე!?-გამიმეორე კითხვა -გიპასუხე რომ შენთან ყოფნა მეც მინდა-მეთქი-ამოვიკნავლე და ისევ გადმომცვივდა ცრემლები -და ასე აპირებდი ჩემთან ყოფნას? -ასე არ ვაპირებდი!-ავხედე და ტირილი შევწყვიტე, მისი ხელი მოვიშორე და ცრემლები მოვიწმინდე ათრთოლებული ხელით -დღეს გითხარი რომ რაღაც მნიშვნელოვა უნდა გითხრა-მეთქი გახსოვს? სწორედ ეს უნდა მეთქვა -მარიამ დადიანო!-ისეთი საშინელი ხმით წარმოსთქვა ჩემი სახელი და გვარი რომ სისხლი გამეყინა ძარღვებში -დადიანი არ ვარ მარიამ ჯიშკარიანი ვარ-ვუთხარი გაღიზიანებულმა და თვალებში ჩავაცქერდი დაჟინებით-კარგახანს მიყურებდა გაცოფებული მერე ღიმილი შეეპარა ტუჩის კუთხეში -მარიამი გქვია ნამდვილად?-მომიახლოვდა და თვალეᲑში ჩამაცქერდა, ისე ახლოს იდგა რომ ცხვირის წვერით სულ ოდნავ მეხებოდა გაყინულ შუბლზე, მე თავი ავწიე და დაჟინებით ჩავაცქერდი თვალებში -კი ნამდვილად მარიამი მქვია-Ვუთხარი კარგახნის სიჩუმის მერე -ესეიგი მარიამი?-ჩემს გაღიზიანებას ცდილობდა-ნამდვილად? -ზედ ჩემს ტუჩებთან დამიჩურჩულა -ნამდვილად -არ ფიქრობ რომ ძალიან დააგვიანე?-გამომწვევად მეკითხება -მე შენ სულ რამდენიმე დღეა რაც გიცნობ! მგონი ეს გავიწყდდება თორნიკე ჯავახიშვილო! მითუმეტეს რომ ერთმანეთი ძალიან ცუდ სიტუაციაში გავიცანით! -მაგრამ ამან ხელი არ შეგიშალა რომ აქ გამომყოლოდი და ჩემთან ერთიერთობა დაგეწყო! -ასეა მაგრამ ჩემი წარსული... ეს ყველაფერი იმაზე რთული აღმოჩნდა ვიდრე მე წარმომედგინა -მარიამ შენ მე შვილი დამიმალე, მომატყუე ამას არასოდეს გაპატიებ! -ანა ჩემი შვილი არაა! გესმის?! -ვუყვირე მწყობრიდან გამოსულმა და სიგარეტი ამოვიღე ჩანთიდან, აკანკალებული თითებით მოვუკიდე და ნერვიულად გავაბოლე, თორნიკე ისეთი გაოგნებული იყო რომ გაშტერებული მიყურებდა და ხმას ვერ იღებდა -ჩემი დის შვილია! გესმის? ახლა გესმის რატომ დაგიმალე ეს ამბავი? ეს მხოლოდ მე მამამ და დედაჩემმა ვიცით! -გგონია ამას დავიჯერებ?-მომვარდა და დამიღრიალა -რაა?-გავოგნდი მე და სიგარეტი მოვისროლე-გგონია რომ გატყუებ? გგონია რომ... -სიყვებს ვეღარ ვპოულობდი, ხმა ჩამიწყდა, ისეთი შეგრძნება მქონდა თითქოს გული ამომგლიჯეს, არეული თვალებით ვუყურებდი თორნიკეს და ვეღარ ვიაზრებდი რა ხდებოდა ჩემს თავს, როცა აზრზე მოვედი მოვტრიალდი და უსიტყვოდ წამოვედი, აღარაფერი მქონდა მისთვის სათქმელი, საერთოდ არაფერი, მანქანაში ჩავჯექი და იქამდე ვტიროდი სანამ მთლიანად არ დავიცალე ამ ჯოჯოხეთური ემოციებისგან, როცა დავმშვიდდი და თავი ხელში ავიყვანე მანქანა დავქოქე და სრულიად ცარიელი, უგრძნობი და წაშლილი წამოვედი უკან, საბედნიეროდ სახლში რომ დავბრუნდი უკვე ეძინათ დედას და ანას ამიტომ აივანზე გავედი სავარძელში ჩავჯექი, სიგარეტი ამოვიღე და რამდენიმე ღერი ზედიზედ მოვწიე, მაგრამ ამან ვერ მიშველა, ვერ დამამშვიდა და მაინც ცრემლებად დავიღვარე, მაინც ვერ გავექეცი სულის ტკივილს, მაინც ჩამითრია და მაიძულა ისეთი საშინელება განმეცადა რაც აქამდე არ განმიცდია. საკუთარი თავი ორი დღე და ღამე ვიგლოვე, ოთახში გამოვიკეტე, არც დედას და არც ანას არ ველაპარაკებოდი, არც ვჭამდი არც ვსვავდი, ერთადერთხელ გამოვედი ქუჩაში რომ სიგარეტი მეყიდა და სულ ეს იყო. თათიასაც კი არ დაველაპარაკე. მესამე დღეს სახლში მომადგა და ფაქტიურად ოთახში შემომივარდა -გაგიჟდი ხო? დედაშენი და ანა ძალიან ნერვიულობენ, საერთოდ არ უჭამია საჭმელიო დედაშენმა -უიმე შენი ლექციების წაკითხვაღა მაკლდა-ტუჩები დავბრიცე და საწოლზე დავჯექი -მამაშენსაც არ დალაპარაკებიხარ, რა გეტაკა ამისთანა? -შემეშვით რა -მარიამ ვერ ხვდები რომ შენზე ვნერვიულობთ? -თათია ახლა შენი თავი მართლა არ მაქვს -მარიამ იცი რას გავხარ? სარკეში ჩაგიხედია საერთოდ ეს სამი დღე? - -ხოდა რომ გკიდია ეს გვაღელვებს ყველას -თათია გთხოვ ახლა შენი თავი არ მაქვს -მარიამ რა გემართება? თორნიკესთან იყავი იმ ღამეს? -ხო ვიყავი-უკვე მართლა დავიღალე ამ ყველაფრით და გადავწყვიტე რომ მისთვის მაინც მეთქვა სიმართლე, რომ ვიღაცას სცოდნოდა რა ჯანდაბა დამემართა და რომ არ Გავგიჟებულვარ -და სიმართლე მოუყევი და რათქმაუნდა არ დაგიჯერა -მე გაოცებულმა შევხედე -იმიტომ რომ შენ თავიდან ბოლომდე არ მოიყევი შენი ამბავი ხომ ასე?-მომიახლოვდა და საწოლზე ჩემს გვერდით დაჯდა -მარიამ თავიდან ბოლომდე რატომ არ მოუყევი ყველაფერი? რატომ აგიჟებ? რატომ ტანჯავ და საკუთარ თავსაც რატომ ტანჯავ? -მას ჩემი არ სჯერა, ჰგონია რომ ანაზე მოვატყუე! ხვდები? ჰგონია რომ საკუთარ შვილს დის შვილად ვასაღებ -და ამის გამოა რომ სამი დღეა ცრემლებად იღვრები? მას ადანაშაულებ რომ არ დაგიჯერა? და შენ რა გააკეთე იმისთვის რომ მას შენი დაეჯერებინა? იმის მაგივრად ყველაფერი აგეხსნა გამოიქეცი არა? -ჰო გამოვიქეცი, მივხვდი რომ აზრი არ აქვს -მარიამ თიკა, მამაშენი ,მე სულ იმას გეუბნებით მიდი და ყველაფეეი მოუყევი-თქო, შენ კი რა გააკეთე? უთხარი ანა ჩემი დის შვილიაო და გინდა რომ ეს გაიგოს ბიჭმა რომელიც სულ ერთი კვირა რაც გიცნობს? გგონია მისთვის ადვილია ამ ყველაფრის გააზრება? -და ჩემთვის ადვილია ამ ყველაფერზე მასთან ლაპარაკი? ერთადერთი შენ ხარ ვისაც მოგიყევი ჩემი ჯოჯოხეთური წარსული და შენც კი გაგიჭირდა ჩემი გაგება, ის როგორ გამიგებს? ვერ გამიგებს! ასე ჯობია... თავიდანვე განწირული იყო ჩვენი ურთიერთობა -თუ ასე ჯობდა სამი დღეᲓაღამე რატომ ტორი და იკლავ თავს მისგამო? ოთახში ძალით შემოგივარდი დღეს თორემ ალბათ კიდე კარგახანს არ გამოყოფდი ცხვირს და ვერ გავიგებდით ციცხალი იყავი თუ არა -ნუ აზვიადებ -მარიამ გთხოვ თავს მოერიე და გადაწყვეტილება მიიღე ან წადი და მისი დაბრუნება სცადე ან საერთოდ დაივიწყე თორნიკე და მის გარეშე განაგრძე ცხოვრება... ვერ ხვდები რომ შენი ეს მდგომარეობა ანას ანგრევს? დარწმუნებული ვარ რომ სიგიჟემდე გიყვარს ანა და ეჭვიც არ მეპარება რომ მის მიმართ ისეთივე თავგანწრული დედა ხარ და იქნები როგორც იქნებოდა ნათია მაგრამ უნდა გაიაზრო რომ ის პატარაა ბავშვია და შენ მისთვის ერთადერთი საყრდენი ხარ ამ ქვეყნად და თუ შენ წაიქცევი ისიც წაიქცევა, გთხოვ ეს გაიაზრე, თავს მოერიე ფეხზე დადექი და ცხოვრება განაგრძე -ჩემი წრიპა-თათიას გრძელ ოქროსფერ თმაზე ხელი ჩამოვუსვი და ცრემლები მომეძალა -ვიცი რომ ძლიერი უნდა ვიყო მაგრამ ხანდახან უფლება ხომ მაქვს რომ მეც ვიყო სუსტი, დაუცველი, შეშინებული, სასოწარკვეთილი... მეც ხომ ადამინი ვარ... ქალი ვარ -არა არ გაქვს, რადგან შენ შვილი გყავს და ვალდებული ხარ ძლიერი იყო, გთხოვ ნუ აიძულებ ის ტკივილი გადაიტანოს რასაც შენ განიცდი... -თათია დათოს იცი რატომ შეუყვარდი?-ვეუბნები მოულოდნელად და გაოცებული მაჩერდება -მოსიარულე პოზიტივი ხარ... ადამიანებს გვაკლია ეს და სხვაში რომ ვხედავთ ძალიან მოგვწონს... მითუმეტეს რომ შენ ძალიან კეთილი და სუფთა ადამინი ხარ -მე რაზე გელაპარაკები და შენ რაზე მელაპარაკები? -გაბრაზდა თათია -თათია თუ არ გიყვარს ხელი არ ჩაკიდო, ახლოსაც არ გაეკარო, იმედი არ ჩაუსახო, მისთვის არაფერი გააკეთო... თორემ ძალიან ინანებ და ძალიან გეტკინება... თუ იმ ადამინის გვერდით აღმოჩნდები ვინც არ გიყვარს ყოველდღე მოკვდები... სრულიად დაცარიელდები, არარაობად იქცევი... ერთ დღეს სარკეში რომ ჩაიხედავ იცი ვის დაინახავ? საცოდავ ქალს რომელიც სიყვარულის გარეშე მოკვდება, იმიტომ რომ სიყვარულზე წინ მან რაღაც სხვა დააᲧენა, ფული, ძალაუფლება, შვილი არააქვს მნიშვნელობა, თუ არ გეყვარება სრულიად ცარიელი მოკვდები, კარგად დაფიქრდი სანამ წინ ნაბიჯს გადადგავ, იცი რატომ? შენს მიღებულ გადაწყვეტილებებზე მხოლოდ შენ მოგიწევს პასუხის გება, ყველა განზე გადგება და მარტო დარჩები ცხოვრების პირისპირ! -და შენ? შენ ხომ ზუსტად იცი რომ შეგიყვარდა? რატომ ამბობ მასზე უარს? -მე არ მითქვია თვითონ თქვა -იმიტომ რომ შენ თავიდანვე დაუმალე სიმართლე და ვერ გლატიობს -ხოდა ნუ მაპატიებს -მარიამ ეს რაარის ახლა? სიამაყე? სიამაყის გამო იტყვი მასზე უარს? -სიამაყე რა შუაა? არ სჯერა ჩემი და ნუ სჯერა -ამ წამს შენ არ წამიკითხე ლაქცია სიყვარულზე? -იმიტომ რომ შენ ჯერ ცხოვრება წინ გაქვს, ჩემი ცხოვრება კი ერთი დიდი უბედურებაა -მაგრამ შენს ცხოვრებაში არსებობს ადამინი -არსებობდა-ვუსწორებ მკაცრად -სხვისი დარიგება ადვილია და შენ? შენ რას აკეთებ იმისთვის რომ ბედნიერი იყო? -მე ბედნიერი ვერასოდეს ვიქნები, იცი რატომ? იმიტომ რომ ცხოვრებამ გამწირა -მარიამ სისულელეებს ნუ ლაპარაკობ, ყველა ადამინს აქვს კარგი და ცუდი დღეები, ყველა ადამინი ყოფილა ძალიან ბედნიერი ცხოვრებაში და ძალიან უბედური, ყველას დაუკარგავს ვიღაც და უპოვია, ან მოუპოვებია -თათია აღარ მინდა ამ თემაზე ლაპარაკი -იცოდე ინანებ რომ ასე მარტივად თქვი თორნიკეზე უარი -თავად თქვა -კარგია როცა სხვას ვაბრალებთ ყველაფერს, ასე უფრო მარტივია არა? პასუხისმგებლობას მას ვაკისრებთ და თავს მშვიდად ვგრძნობთ, მაგრამ ასე მხოლოდ თავს იტყუებ! სინამდვილეში შენ ხარ დამნაშავე ყველაფერში რადგან უკან იხევ და არ ცდილობ არაფერის შეცვლას -მიდი ყავა მოადუღე ბევრს ნუ ლაპარაკობ- ავაყენე და ოთახიდან გავაგდე, მალე მეც გავედი და დედაჩემის სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა რომ დამინახა ოთახიდან გამოსული -რაᲮან შენ ოთახიდან გამოხვედი რაღა მომკლქვს დედა-მომიახლოვდა და ჩემდა გასაოცრად თავზე მაკოცა. ამ საღამომ მშვიდად ჩაიარა, დედაჩემს ზედმეტად არ უთქვია არაფერი და მეც დავმშვიდდი რაღაც დონეზე. დასაძინებლად რომ შევედი ოთახში მივხვდი ამ ღამესაც თეთრად გათენება მეწერა ამიტომ გვიან ღამით გადავწყვიტე ტელეფონი ჩამერთო, ძალიან მაინტერესებდა ამ სამი დღის განმავლობაში თორნიკეს თუ გავახსენდი, ჩემდა გასაკვირად უამრავი ნარეკი და შეტყობინება დამხვდა რომელიც მხოლოდ ერთი ფრაზით შემოიფარგლებოდა ,,მიპასუხეეეე" რატომღაც გამიხარდა და მაშინვე გავბრაზდი საკუთარ თავზე, სულ გაგაიჟდი ხომ მარიამ დადიანო? ესღა გეკლდა რომ ვიღაც იდიოტის ამ ერთ მონაწერზე სიხარულით გეფრინა და ეგეც დაგემართა, ფიქრი ტელეფონის რეკვის ხმამ შემაწყვეტინა და გაოცებულმა დავხედე ეკრანს, თორნიკეს ნომერი რომ დავინახე არცკივიცი რა დამემართა, გიჟივით წამოვვარდი საწოლიდან და აქეთ-იქით სიარული დავიწყე, ტელეფონის ეკრანს კიდევ ერთხელ დავხედე რომ დავრწმუნებულიყავი ნამდვილად მისი ნომერი ეწერა ეკრანზე,კარგახნის რეკვის მერე გაითიშა და ხელახლა დარეკა, ჯანდაბა რა მემართება? ასე გამალებით რატომ მიცემს გული? ასე რატომ მიხარია ეს სატელეფონო ზარი? თან შუაღამის სამ საათზე, მგონი საბოლოოდ შევიშალე! განაჩენი გამოვუტანე თავს და ტელეფონი რომ გაითიშა გული დამწყდა რაღაცნაირად, მარამ ისევ რომ დარეკა ისევ ისე დამიწყო გულმა გამალებით ცემა, ზუსტად არვიცი რამდენხანს ვაწვალე მაგრამ ბოლოსდაბოლოს ვუპასუხე -მარიამ-ჩამესმა მისი დაძაბული ხმა -რატომ მირეკავ?-ვეკითხები გაღიზიანებული ტონით და ვცდილობ მოწოლილი ემოციების ბედნიერების ტალღა დავფარო -სალაპარაკო გვაქვს!-მეუბნება მბრძანებლური ტონით -მე და შენ სალაპარაკო არაფერი აღარ გვაქვს! -გვააქვს-მიმარცვლის სიტყვას და მე ვგრძნობ ნელ-ნელა როგორ იწყებს გული ისევ გამალებულ ცემას -არ გვაქვს!-ვეუბნები იგივე ტონით -უნდა გნახო ახლავე!-მეუბნება ისევ მბრძანებლური ტონით -იცი რომელი საათია?-ვეკითხები გაღიზიანებული ტონით -სამს აკლია სამი წუთი-მეუბნება მაშინვე და აგრძელებს ძალიან მშვიდად -შენი კორპუსის წინ გელოდები სამი წუთი გაქვს, თუ არ ჩამოხვალ მანდ ამოვალ!-მემუქრება და მითიშავს, ისეთი გაოგნებული და დაბნეული ვარ რომ არვიცი რა გავაკეთო, პირველი რასაც ვაკეთებ ტელეფონს საწოლზე ვაგდებ და აქეთიქით ვიწყებ სიარულს, ვერ ვწყვეტ ჩავიდე თუ არა დაბლა, ბოლოს ჩემი თავმოყვარეობა იმარჯვებს და მაიძულებს საწილზე მშვიდად დავჯდე და დაველოდო სამი წუთის გასვლას, ვზივარ საწოლზე და ველოდები, რას ველოდები მეც არ ვიცი, მოულოდნელად კარზე კაკუნის ხმა ისმის და შეშინებული ადგილზე ვხტები, აიმავე წამს მესმის ჩემი ტელეფონის რეკვის ხმა, დაფეთებული ტელეფონს ვეციდა მაშინვე ვუპასუხე -ჩამოხვალ თუ კიდევ დავაკაკუნო? -რა სითავხედეა?!-ვიცხადებ მე -იცი რომ შუა ღამეა? -კითხვაზე მიპასუხე!-მეუბნება გაღიზიანებული ტონით -ჩამოვალ!-ვიღრინები ცოფიანი ძაღლივით თითქოს საერთოდ არ მიხარია რომ უნდა ვნახო -ოცდაათი წამი გაქვს!- მემუქრება და თიშავს, აღელვებული კარადას ვეცი, გამოვიღე ჩემი ყველაზე გრძელი ჟაკეტი, მოვიხვიე და გარეთ გავვარდი, კიბეები კისრისტეხვით ჩავირბინე და ქუჩაში გავვარდი, Უკვე ვეღარ ვაკონტროლებდი საკუთარ თავს და ემოციებს, ერთი სული მქონოდა მენახა, თუნდაც ერთი წამით სულ ერთი წამით... ვიყურები დაბნეული აქეთ-იქით მაგრამ ვერ ვხედავ და ვიძაბები, ცოტა არ იყოს და შემეშინდა კიდეც და რომ მივტრიალდი თორნიკეს შევეფეთე, ისე შემეშინდა ლამის ვიკივლე -ჯანდაბა-აღმომხდა შეშინებულს და ავხედე -მეც მომენატრე-მეუბნება გამომწვევად და მიღიმის -რატომ გინდოდა ჩემი ნახვა-საქმეზე გადავდივარ და ისე ვიწყებ ლაპარაკს თითქოს ეს ჩეულებრივი საქმიანი შეხვედრა ღამის სამ საათზე -ისე... უბრალოდ შენი ნახვა მინდოდა-მხრებს იჩეჩავს და ისევ მიღიმის, ჯანდაბა ჯანდაბა, მარიამ დადიანო საბოლოოდ გაგაგიჟა ამ ბიჭმა ხო? არ გაბედო და არ გაგეღიმოს! გიკრძალავ! ვეჩხუბები საკუთარ თავს -ვგავარ სამუზეუმო ექსპონატს?-ვბრაზდები და გვერძე ვდგავ ნაბიჯს რომ ავცდე, მაგრამ გზას მიღობავს -სად მიდიხარ?-მეკითხება გამომწვევად -სახლში-შევხედე თვალებში და დავუბღვირე -სალაპარაკო გვაქვს ქალბატონო მარიამ -მიდი ილაპარაკე გისმენ! რადგან მე სათქმელი აღარაფერი მაქვს-ვეუბნები გაბრაზებული ტონით და მაშინვე გული მიჩერდება როგორც კი მისი ცივი თითები ჩემს სახეს ეხება, ღმერთო ჩემო სუნთქვაც მიწყდება, საერთოდ ვითიშები -ჩემი გაგიჟება გინდა არა? იცი რაა? კარგად გამოგდის ქალბატონო ექიმო! -მეუბნება სუნთქვა არეული და მიახლოვდება, მხოლოდ ახლა მიწვავს ცხვირს მისი სუნამოს, ალკოჰოლის და სიგარეტი სურნელის მძაფრი ნაზავი-ნამდვილად შეძელი რომ ამ სამ დღეში საბოლოოდ გადაგეყვანე ჭკუიდან -მართლა?-ვიცხადებ მე და მის ხელს სახიდან ვიშორებ, არა სინამდვილეში საერთოდ არ მინდა მისი ხელის მოშორება მაგრამ პრინციპის ამბავია -მარიამ -თორნიკე მოულოდნელად ჩემს სახეს ხელებში იქცევს და Ამღვრეული თვალებით მაჩერდება აწყლიანებულ თვალებში -უშენოდ არ შემიძლია-ჩურჩულებს ჩემს ტუჩებთან და სულ ოდნავ მეხება თავისი ცივი გაცრეცილი ტუჩებით, Ენით აღუწერელ ტკივილს მაყენებს ეს კოცნა ამიტომ მის ხელებს ვიშორებ და უკან ვიხევ -შენ ჩემი არ გჯერა-მოწოლილ ცრემლებს ვეღარ ვუმკლავდები და მცვივა -მჯერა!-მეუბნება გაღიზიანებული ტონით-უბრალოდ დავიბენი!-მეუბენაბა ჩავარდნილი ხმით, სწრაფად მიახლოვდება, გულში მიკრავს და უარესი მემართება -გთხოვ ნუ ტირი -როგორ იფიქრე რომ შვილს დაგიმალავდი? როგორ იფიქრე რომ ანაზე მოგატყუებდი?-ავხედე ატირებულმა -უბრალოდ ანამ არაფერი იცის ამის შესახებ და შემეშინდა შენთვის ამის თქმის...არმინდა ანამ რამე გაიგოს და გული ეტკინოს, ჯერ ძალიან პატარაა -მარიამ-თორნიკე ჩემს სახეს ისევ ხელებში იქცევს და ამღვრეული თვალებით მაჩერდება -და შენ გეგონა რომ მე ასეთ მტკივნეულ თემას გავაბაზრებდი? თუ რა გეგონა ვერ ხვდები, ვერც კი წარმოიდგენ რა დამემართა როცა ანამ დედა დაგიძახა! თავი საშინლად ვიგრძენი, ახსნას ვერ ვუძებნიდი შენს ქცევას მარიამ! ჩემს სახლში წაგიყვანე მინდოდა ერთმანეთი გაგვეცნო შენ კი დამიმალე მისი არსებობა! ანას შესახებ დამიმალე ყველაფერი! ამას ვერ გპატიობდი! ვერ ვიჯერებდი რომ ანა შენი დისშვილია, რომ შენ დედამისი ხარ! მარიამ რამდინი რამ დამიმალე! შენი ნამდვილი გვარიც კი დამიმალე...-მოულოდნელად მშორდება და თმაზე ისმევს სკანკალებულ ხელებს-ჯანდაბა რატომ დამიმალე ეს ყველაფერი? -იმიტომ რომ მე შენ ჯერ კიდევ კარგად არ გიცნობდი, შენზე არაფერი არ ვიცი, საერთოდ არაფერი... შემეშინდა... ასე მარტივად ვერ განდობდი ამ მძიმე საიდუმლოს... გთხოვ გამიგე, ეს ჩემთვის ისმაზე რთულია ვიდრე შენ წარმოგიდგენია -და მაინც მოხვედი ჩემთან! რატომ მოხვედი და რატომ გამიმხილე სიმართლე თუ ჯერ კიდევ არ მენდობოდი?-თორნიკე მომიახლოვდა და ისევ თვალებში ჩამაცქერდა -იმიტომ რომ მივხვდი უშენოდ ყოფნა არ შემეძლო, მივხვდი რომ დაგკარგავდი... მე კი შენი დაკარგვა არ მინდოდა -რომ არ მოვსულიყავი დღეს აქ, ჩემზე უარს იტყოდი?-სახე ისე მომიახლოვა რომ სუნთქვა შემიწყდა -მარიამ! -არვიცი-ვᲣთხარი გულწრფელად -ვერ მაპატიე რომ არ დაგიჯერე მაშინ როცა ყველაფერი მომატყუე! -ბრაზდება თორნიკე -ჰო იმიტომ რომ მე მხოლოდ ჩემი მხრიდან ვუყურებ ცხოვრებას, სხვისი მხრიდან ვერ ვუყურებ რადგან ძალა აღარ მაქვს... აღარ შემიძლია ეს ახსნა-განმარტებები -მარიამ -თორნიკე ისევ ჩამეხუტა -ასე აღარ მოიქცე კარგი? მე ყოველთვის მოგისმენ და გაგიგებ-მეუბნება ჯერისევ გაბრაზებული -და არც გაგიბაზრებ რომ იცოდე -თორნიკე ეგ არც მიფიქრია, უბრალოდ ჩემთვის რთულია ანაზე ლაპარაკი... -კარგი მესმის-თავზე მაკოცა და ხელი გამიშვა-მიდი სახლში ადი, სულ კანკალებ, ხვალ დილით გამოგივლი და სადმე წავიდეთ წესიერად დავილაპარაკოთ და კიდევ ტელეფონი აღარ გამორთო თორემ რაც მოთმინება მქონდა ამ სამ დღეში შენ შეიწირე და სახლში დაგადგები ეგრევე -მანქანით ხარ?-ვეკითხები დაძაბული -არა ტაქსით ვარ ნუ ღელავ -მართლა?-ჩავეკითხე დაბნეული -მიდი ადი-მაბრუნებს კორპუსისაკენ -თორნიკე-მე ისევ მისკენ ვტრიალდები -მარიამ სახლში ადი -შენი მანქანით ხარ ხო? მთვრალი არ დაჯდე საჭესთან გთხოვ -მთვრალი არ ვარ სულ სამიჭიქა ვისკი მაქვს დალეული -გთხოვ-არ ვეშვები -ჯანდაბა უკვე შენს ჭკუაზე უნდა ვიარო?-ბრაზდება ის -გამოვიძახებ-ვეუბნები აჩქარებით და აღარ ვაცდი ხმის ამოღებას ტელწფონს ვიღებ ჟაკეტის ჯიბიდან და ტაქსის ვიძახებ -იცოდე ჭკვიანად-მაფრთხილებს წასვლისას -მიდი წადი გელოდება-ვანიშნებ ტაქსიზე -დილით გამოგივლი-ცივ ტუჩებს საფეთქელზე მაწებებს და ტაქისიში ჯდება-სახლში რომ შეხვალ მომწერე-მე სადარბაზოში შევდივარ და კიბეებზე ისეთი გახარებული ავდივარ რომ მგონია ამაზე დიდი ბედნიერება არ არსებობს ცხოვრებაში, მგონია რომ ეს არის ის რის გამოც ნამდვილად ღირს სიცოცხლე და მთელი შენი სიცოცხლე გიღირს ამ რამდენიმე ბედნიერი წამისთვის. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.