შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გახსოვდეს (1 თავი)


26-11-2020, 19:16
ავტორი eleini
ნანახია 819

ყველა ისტორია თავისებურად საინტერესოა. ყველა ისტორიას აქვს, რაღაც ისეთი, რაც სხვებისგან გამოარჩევს და ხდება განსაკუთრებული. ალბათ ეს ისტორიაც, როგორც ყველა თავისებურად საინტერესო იქნება, ან რატომ არა ?! ისტორია, ხომ არაფრით და ყველაფრით გამორჩეულ გოგონაზეა. დიახ, გოგონაზე, რომელიც ამხელა დედამიწაზე ეძებს საკუთარ თავს, თუმცა ვერ პოულობს. მაგრამ ძიების პროცესში სწავლობს, იმას, რაც სასიცოცხლოდ აუცილებელია, მაშ ჩვენ ვიწყებთ :

1 თავი.
დილა უჩვეულოდ კარგად დაიწყო. მეც ზედმეტად კარგ ხასიათზე გავიღვიძე, ზედმეტად ბედნიერი და აფორიაქებული ვარ. ნეტავ რატომ ? უნივერსიტეტში პირველად რომ მივდივარ ? - არა, არა. დარწმუნებული ვარ საქმე რაღაც სხვაშია, ჩვეულებრივ ხომ ასე არ ვარ. და აი, ამდენ ფიქრში უნივერსიტეტშიც ვაგვიანებ. ახლა უნდა ავდგე, როგორ მეზარება თბილი საწოლიდან წამოდგომა, მაგრამ სხვა გზა მაქვს ? მოკლედ ჩავიცვი რაც ხელში მომხვდა, მე ხომ დიდ ყურადღებას ჩაცმას არ ვაქცევ, თუმცა არ გეგონოთ ცუდად ჩაცმული დავდიოდე. როგორც იქნა სახლიდან გავედი, მანქანაში ჩავჯექი და უნივერსიტეტისაკენ გავეშურე. მანქანა ძლივს გავაჩერე. პირველ ლექციაზეც დაგვიანებით შევედი, არ მინდოდა პირველივე დღეს შეჰქმნოდათ ჩემზე, არარეალური შთაბეჭდილება, მაგრამ ... მოკლედ დავჯექი, ლექციის დასაწყისში, ლექტორი გაგვეცნო. საინტერესო და სასიამოვნო კაცი იყო, გიორგი გეგუჩაძე 47 წლის, უცხო ენის ლექტორი. ჩანდა , რომ ჭვიანი და საინტერესო კაცი უნდა ყოფილიყო. გვესაუბრა, ყველაფერზე. ჩვენც გამოგვკითხა რაღაცები, რატომ ავირჩიეთ იურიდიული, როდის დაგვაინტერესა, რატომ დაგვაინტერესა და ა.შ. ლექცია სადაცაა დასრულდება, თუმცა იღება კარი და შემოდის ერთი ბიჭი. რა თქმა უნდა, ყველას მზერა მისკენ წავიდა. ლექტორიც გაეხუმრა, რა ადრე მოხვედიო. თითონ კი, სახეზე ღიმილი დასთამაშებდა. თავიდანვე, როგორი არაპუნქტუალური, უპასუხისმგებლო და უტაქტოა. მოკლედ ლექცია დამთავრდა. კარებში გავდივარ, სასადილოში მინდა ჩავიდე და ცხელი ყავა დავლიო. თორემ დამეძინება, სახლშიც ვერ მოვასწარი. კიბეზე ჩავდივარ და ვიღაც არანორმალური სისწრაფით დამეჯახა, თავი ვეღარ შევიკავე და გადავვარდი. ძირს დავეცი, იმის მაგივრად წამოვეყენებინე, იცინოდა და მითხრა.
- მსგავსი მაისური აღარ ჩაიცვა, გაუთვალისწინებელი შემთხვევებით სავსეა ცხოვრება. და გაიარა, ღმერთო ჩემო რა თავხედია, ბოდიშიც არ მომიხადა. მეც ჩემს მაისურზე დავიხედე და მკერდი , სულ მთლად მოშიშვლებული მქონდა. ღმერთო, ეს რა დღეა.
როგორც იქნა ლექციები დამთავრდა, დაღამდა კიდეც და გადავწყვიტე კლუბში წავსულიყავი. გამოვეწყვე, ჩავიცვი და წავედი. კლუბის შესასვლელში ის იდიოტი დამხვდა, ასე რატომ დამცინის ცხოვრება ? როდესაც, ბართან დავჯექი ისიც მოვიდა და დამელაპარაკა, როგორც ხდება ხოლმე, ზედმეტად ბანალურად;
- როგორ ხარ ? და იღიმის
- კარგად, შენ ?
- კარგად. მარტო რატომ ხარ, მეგობრებთან რატომ არა ?
- მეგობრები არ მყავს.
- რა დამთხვევაა, არც მე. და კვლავ იღმის. და რატომ არ გყავს მეგობრები ?
- მათ საჭიროებას ჩემს ცხოვრებაში ვერ ვხედავ, და რას მეტყვი შენ ?
- მე ბევრ ადამიანს ვიცნობ, მაგრამ ურთიერთობებს სახელს არ ვარქმევ, ასე ორიგინალური არ ვიქნები. ამაზე გამეღიმა, ასეთ პასუხს არ ველოდი.
- საინტერესოაა ... ვუთხარი და ცხოვრებაში პირველად გავუღიმე. ამ ბიჭმა, რაღაც განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია ჩემში,და კვლავ ვკითხე. დღეს ბოდიში , რატომ არ მომიხადე ?
- რისთვის ?
- შენ მე წამაქციე.
- აა, გამახსენდა. ბოდიში რა საჭირო იყო, ამით არაფერი შეიცვლებოდა, შენ ისევ ძირს იქნებოდი დაცემული, ჩემი ბოდიში ფეხზე ხომ არ დაგაყენებდა ?! ამით კიდევ უფრო დამაინტერესა, რანაირია ?
- ჰო, მაგრამ ... გამიღიმა. შემდეგ ადგა და წავიდა, ღმერთო ყველაფერი რა ბანალურად იწყება, ან იწყება კი ? მოკლედ მეც უნდა წავიდე სახლში, ხვალ ადრე ვარ ასადგომი და ვეღარ გამოვიძინებ. ავდექი და საჩქაროდ დავტოვე ბარი. სახლში მივედი, გამოვიცვალე, მოვწესრიგდი და ჩავწექი. ახლა კი ის გარდამავალი წამი მაქვს, რაღაცებზე რომ ვფიქრობ ხოლმე.
გათენდა, წვიმს. ამინდი კარგი არაა, მაგრამ არაუშავს. იმედია, დღე მაინც იქნება კარგი. წავედი უნივერსიტეტში ლექციაც დაიწყო. მასწავლებელმა დაფაზე რაღაც დაწერა:“ მე ვიცი, რომ მზე არსებობს, თუნდაც ვერ ვხედავდე მას და ამის ცოდნაა სიცოცხლე.“
- ვის ეკუთვნის ეს სიტყვები ? ხელი მხოლოდ იმ თავხედმა ბიჭმა აიწია, ბატონმა გიორგიმაც მას კითხა. გისმენ, ყმაწვილო.
- ეს გამონათქვამი ეკუთვნის, დოსტოევსკსს.
- მართალია. მოდი ყველა ჩავერთოთ და ვიმსჯელოთ, რისი თქმა სურდა ამით, დოსტოევსკს ?
- ამით, ის მიგვანიშნებდა, ღმერთის არსებობის რეალურობისკენ.
- და თქვენ რას ფიქრობთ, ღმერთი არსებობს ყმაწვილო ?
- რა თქმა უნდა, არა.
- და რის საფუძველზე ამბობთ ? ყველა გაფაციცებით ველოდით, მის პასუხს.
- ადამიანმა შექმა ღმერთი. მას მოსწონს, როცა რაღაცას ეთაყვანება, ოდითგანვე ასე არ იყო ? ადამიანი ძველ დროში ეთაყვანებოდა, სტიქიურ მოვლენებს, ძველ ეგვიპტეში კატასაც კი, მიაგებდნენ პატივს. შემდეგ გადაწყვიტეს, რამე უფრო რეალური მოეფიქრებინათ და მოიფიქრეს ღმერთი. ხედავთ, რამდენად მარტო ვგრძნობთ თავს, ღმერთი, რომ მოვიგონეთ ? ამაზე გავბრაზდი.
- პატივცემლო, მე არ ვეთანხმები.
- მაშ, გისმენ. და ისევ თავხედურად მითხრა.
- ღმერთის არსებობა შეიძლება ვერ დავამტკიცო, მაგრამ ვერც შენ დაამტკიცებ იმას, რომ ის არ არსებობს. ჩვენ ადამიანებს, ღმერთის მიმართ გვაქვს, რწმენა, რომელიც ძალიან ძლიერია.
- რამდენად ძლიერი? მხოლოდ მაშინ არ გახსენდებათ, როცა რამე გჭირდებათ ? ოდესმე ცაში ისე უბრალოდ აგიხედავთ და გითქვამთ ღმერთისთის მადლობა, რომ მიწა ფეხქვეშ არ გეცლებათ და ცა თავზე არ გემხობათ ? ამ პასუხს, ვაღიარებ, არ ველოდი.
- ეს ადამიანური ბუნებაა. სისულელეებით დავიწყე თავის მართლება.
- თუ ღმერთი ასეთი მოწყალეა, რატომ აირჩია მხოლოდ ჩენი პლანეტა ? რატომ არა იუპიტერიც, ვენერაც, სატურნიც ? მათ რა დააშავეს? თუ დედამიწა, უბრალოდ ფორმით მოეწონა ?
- დედამიწაა ... და სიტყვა გამიწყდა, პირველად დავფიქრდი, ღმერთის არსებობის შესახებ. იქნებ ის თავხედი მართალი იყო. ასე თუ ისე ლექცია დამთავრდა. დერეფანში ვიდექი და ჩემთან ის თავხედი მოვიდა.
- დაგაჯერე, თუ ვერა ?
- არა.
- სახელს მეტყვი ?
- ლენა, შენ ?
- გეგა. ლენა ჭკვიანი გოგო უნდა იყო.
- შენ კი, ჭკვიანი ბიჭი გეგა.
- ჰო, მე რეალისტი შენ მეოცნებე.
- მე არ ვარ მეოცნებე.
- არვიცი... და წავიდა.
დაიწყო მეორე ლექცია, მასწავლებელმა პროექტზე მუშაობა დაგვავალა, ზუსტად 1 თვე გვქონდა, ჯგუფებად დაგვყო. პროექტს ერქვა : „სხვისი თვალით დანახული მე.“ და ბედი აქაც მაგრად დამცინის, მე და გეგა ერთად მოვხვდით. გეგამ შემომთავაზა, პროექტზე მუშაობა დღესვე დავიწყოთო და მეც დავთანხმდი. 8 საათზე კაფეში შევხვდი. გეგა მელოდება, მე ცოტა დამაგვიანდა. ცოტა ვილაპარაკეთ ამინდზე ახლა კი გეგამ დაიწყო;
- მომიყევი შენზე.
- რა უნდა მოგიყვე ?
- ლენა, ჩვენ პროექტზე ვმუშაობთ. მომიყევი შენს ოცნებებზე, ხასიათზე გემოვნებაზე. გისმენ. - მეც დავიწყე , ცოტა დაბნეულად ვყვებოდი.
- მე ვარ ლენა, ლენა გველესიანი. 18 წლის. ოცნებები არ მააქვს, უფრო მიზნები. მიზნებზე ლაპარაკი დიდად არ მიყვარს. ჩემი საყვარელი დრო შემოდგომაა, თუმცა სიცივეს ვერ ვეგუები. საყვარელი ფერი მწვანე, მალე ვბრაზდები, ზოგადად ძალიან ცვალებადი ვარ...
- ლენა, შენთვის უთქვამთ რომ ლამაზი თვალები გაქვს ?
- კი, ბევრჯერ. ხალხი პირველად თვალებს ამჩნევს. რა ცუდია, რომ სულს ვერ ვხედავთ. თვალები რა არის ? არაფერი.
- არ გაგიგია? თვალები სულის სარკეაო. შენი თვალებით თუ ვიმსჯელებთ, წმინდა და ლამაზი სული უნდა გქონდეს. არვიცი, რატომ. მაგრამ უნებურად ავწითლდი.
- კარგი, ახლა შენ გისმენ.
- მე ერთი ჩვეულებრივი ბიჭი ვარ. მეც 18 წლის ვარ. ცვალებადი არ ვარ, ასევე მაქვს ოცნებები. მოკლედ შენგან რადიკალურად განსხვავებული ვარ და ჰო, ლამაზი სული არ მაქვს. ეს ბიჭი მაბნევს, მშლის. რა უნდა ? რატომ შემოიჭრა ჩემს ცხოვრებაში.
გუშინ ბევრი ვილაპარაკეთ. გავიგე, რომ დედისერთაა, არავინ ჰყავს ისეთი ვინც ცხოვრებას ურჩევნია, უყვარს კითხვა, სწავლა დიდად არა. სხვათაშორის გეგა ლამაზი ბიჭია, ოღონდ ფიზიკურად, აი სულიერად ჯერ არ ვიცი. მაღალი, ღია წაბლისფერი თვალები აქვს, ხუჭუჭა თმა, დიდი მწვანე თვალები, მსხვილი წითელი ტუჩები, კარგი ბიჭია.



№1  offline წევრი EllaTriss

გამარჯობა.
შესავალი მომეწონა და კითხვა ამიტომ დავიწყე.. თუმცა მოთხრობა, რაღაც უფრო სხვანაირია.
ბანალურობისა რა გითხრა, ჩემთვის არაა ბანალური. თუმცა სიუჟეტი მაინც.. მაინც ნაცნობია. ანუ.. ვიცი, სიყვარულის თემა უნდა იყოს, მაგრამ შეეცადე რაღაც ისეთი განსხვავებული შექმნა, რომ მკითხველის ყურადღება მიიპყრო.
მოვლენებს ავითრებ კიდევ ძალიან სწრაფად, უმრავლესობას ზუსტად მსგავსი პრობლემა აქვს აქ. შეეცადე აღწერას მეტი დრო დაუთმო, არა მხოლოდ გარეგნობა, აღწერე გარემოც, ყველაფერი გრძნობები, განცდები.
გრამატიკული შეცდომები ჩემი საქმე ნამდვილად არაა ვერაფერს ვიტყვი, თუმცა სასვენი ნიშნები მეტ-ნაკლებად კარგად არის.

წარმატებები.

 


№2 სტუმარი nancjo

წარმატებები.

 


№3  offline წევრი eleini

EllaTriss
გამარჯობა.
შესავალი მომეწონა და კითხვა ამიტომ დავიწყე.. თუმცა მოთხრობა, რაღაც უფრო სხვანაირია.
ბანალურობისა რა გითხრა, ჩემთვის არაა ბანალური. თუმცა სიუჟეტი მაინც.. მაინც ნაცნობია. ანუ.. ვიცი, სიყვარულის თემა უნდა იყოს, მაგრამ შეეცადე რაღაც ისეთი განსხვავებული შექმნა, რომ მკითხველის ყურადღება მიიპყრო.
მოვლენებს ავითრებ კიდევ ძალიან სწრაფად, უმრავლესობას ზუსტად მსგავსი პრობლემა აქვს აქ. შეეცადე აღწერას მეტი დრო დაუთმო, არა მხოლოდ გარეგნობა, აღწერე გარემოც, ყველაფერი გრძნობები, განცდები.
გრამატიკული შეცდომები ჩემი საქმე ნამდვილად არაა ვერაფერს ვიტყვი, თუმცა სასვენი ნიშნები მეტ-ნაკლებად კარგად არის.

წარმატებები.

ძალიან დიდი მადლობა, ყველაფერს გავითვალისწინებ. <3

nancjo
წარმატებები.

ძალიან დიდი მადლობა <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent