შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

უცნობი გოგოს დღიურები (თავი 1)


26-11-2020, 21:53
ავტორი Ucnobi gogo
ნანახია 1 347

მოგესალმებით, ძალიან ნუ გამაკრიტიკებთ გრამატიკაში დაშვებული შეცდომებისთვის. ეს ისტორია არის რეალური ამბავი და შეცვლილია მხოლოდ სახელები! და ასევე ამ ამბავს ვწერ პირდაპირ საიტზე ტელეფონით და თქვენი შეფასებები საინტერესო იქნებოდა!
-----------

იცით, ყველაზე რთული რა არის? როდესაც ხარ 24 წლის და გადახედავ შენს ცხოვრებას და არაფერი გაგიკეთებია თურმე. გადახედავ ყველაფერს და არარაობა ხარ, ერთი დიდი ჭუჭყი ხარ დედამიწაზე შენნაირების მსგავსად. იცით ძნელია როცა შენს გავლილ ცხოვრებას დაინახავ დღემდე, და თურმე ასეთ მოკლე დროში რამდენი შეცდომა დაგიშვია! დიახ მოკლე დროში მე მხოლოდ 24 წლის ვარ, და იმდენი შეცდომა დავუშვი რომ ამდენს 80 წლის ხალხიც კი არ ჩაიდენს! და ახლა ამ პანდემიის დროს მივხვდი რომ ერთი დიდი არარაობა ვარ! აქამდე საკუთარ თავთან მარტო არ დავრჩენილვარ რომ მეფიქრა და ახლა უკვე იმედი მაქვს მომავალში იგივეს აღარ გავაკეთებ მაგრამ, ვაი რომ დიდი ალბათობით ისევ იმ წუმპეში ჩავიძირები! დროა მოვყვე ჩემი წარსულის შესახებ, ამასობაში ჩემს აწმყოსაც დავეწევით. ძალიან ბედნიერი ბავშვობა მქონდა, არაფერი მაკლდა. არა არ ვყოფილვარ მდიდრის შვილი მაგრამ, არც გვიჭირდა. მყავდა კარგი მშობლები და სამი წლით პატარა ძმა ანდრეა. ერთი წყნარი პატარა და საყვარელი ოჯახი მქონდა, (ნუ მე ესე მეგონა) არაფერი მაკლდა შეიძლება, ითქვას რომ ერთი პატარა განებივრებული გოგო ვიყავი მამიდისგან, მას ძალიან ვუყვარდი, მათამამებდა, ყველასგან გამორჩეულად ვყავდი ყოველთვის და მე ეს სულ არ მაწუხებდა. მას შვილი არ ყავდა (ეს კი ყველაზე დიდი ტყუილი აღმოჩნდა) მისთვის ყველაფერი ვიყავი, მის გვერდით მეძინა და არა მარტო ან დედის გევრდით. სკოლაშიც პირველად მან მიმიყვანა, ის ესწრებოდა კრებებს და არა დედაჩემი. სულ ვეკითხებოდი რატომ მარჩევდა მე ყველაზე მეტას მისგამ პასუხი კი ერთი იყო!
-ჩემი საყვარელი ძმის პირველი ნანატრი შვილი ხარ.!
არადა მას კიდევ ყავდა ერთი ძმა, და და მაგრამ, მათი შვილებისთვის არაფერი გაუკეთებია, მეც გავჩუმდი ბოლოს აღარ ვეკითხებოდი რამეს. იცით როცა სტუმრები მოდიოდნენ სულ მეკითხებოდნენ კიდევ მინდოდა და ან ძმა მე კი სწრაფად ვპასუხობდი ორივეს და ერთ მშვენიერ დღეს როცა მე უკვე 10 წლის ვიყავი და ჩემი ძმა 7 წლის დედა ორსულად დარჩა, თავიდან მოშორება უნდოდა რადგან ჩვენი საქმეები უკან, უკან წავიდა ბინაც შევიცვალეთ. მე, დედა, მამა, ძმა და მამიდა ერთ ოთახიანში გადავედით და მხოლოდ მამა და მამიდა მუშაობდა. დედას ბავშვის მოშორება უნდოდა მაგრამ სადაც მივიდა ყველგან უარი უთხრეს, ბოლოს ერთმა ექიმმა უთხრა მისი და იყო უშვილო და თუ ეს ბავშვი არ უნდოდა გაეჩინა და მათთვის მიეცა, ისინი კი დიდ ფულს გადაუხდიდნენ, დედა არ დათანხმდა თუ გავაჩენ გავზრდი კიდეცო. ამ ექიმის შემდეგ დედა თავის მეგობართან მივიდა მეგობრის დედა კი მამა გაბრიელის მრევლი იყო და უსმენდა დედაჩემის ამბავს ბოლოს ადგა მუცელზე ხელი მოკიდა და უთხრა რომ,
-შენ ამ ბავშვებს ვერ მოიშორებ, ბიჭს გაბრიელი დაარქვი გოგოს კი მარიამი!
დედაჩემი შოკში იყო რადგან ჯერ ეხო არ ქონდა გაკეთებული და არ იცოდა თუ ერთის მაგივრად ორი ყავდა, მეორე დღეს წავიდა და ეხო გადაიღო და ვაი რომ მართლა ტყუპებზე იყო ორსულად, გოგო და ბიჭზე, ჩემთან მოვიდა და მეუბნება რომ,
-როგორც შენ ამბობდი ოროვე გინდა, უფალმა გამოგიგზავნა!
მეც ბედნიერი ვიყავი სხვა რა მინდოდა მალე, დაიკო და ძამიკო მეყოლებოდა! კარგად ვსწავლობდი ჩვენი ცხოვრება გრძელდებოდა ისევ გაჭირვებით, ბინა ისევ სევიცვალეთ ამჯერად ორ ოთახიანი ვიქირავეთ. დედა ორსული მძიმე სამუშაოზე მუშაობდა მამაც, მამიდა ძიძა იყო სხვის ოჯახში, დრო გადიოდა და ჩემთვის ყველაზე სანატრელი დღე დადგა დილის 7 საათზე დაიბადა, მარიამი და გაბრიელი ისეთი პატარები იყვნენ მეშინოდა რამე არ დამეშავებინა მათთვის. დედას რძე გაუშრა და ხელოვნურზე უნდა ყოლოდა ორი ბავშვი ეს კი ძალიან ძვირი სიამოვნება იყო უკვე ჩვენთვის მაგრამ, რა უნდა გვექნა ამიტომ როგორც კი ტყუპები ერთი თვისები გახდნენ დედა სამუშაოდ წავიდა და გამოიცანით ვის უნდა გაეზარდა ტყუპები? მე რომელიც ვიყავი 11 წლის და ჩემი 8 წლის ძმას! ჩვენ პატარები და კიდევ ორი პატარა დაგვიტოვეს ღმერთმა იცის როგორ გავზარდეთ მე და ჩემმა ძმამ ორ წლამდე პატარები. 2 წელი მარტოებმა გავზარდეთ სკოლა მივატოვეთ რადგან ვერ ვივლიდით, წარმოგიდგენიათ 21 საუკუნეში რომ 11 და 8 წლის ბავშვები სწავლას მიატოვებენ რადგან ტყუპი და-ძმა უნდა გაზარდონ? მაგრამ ორი წლის შემდეგ მამიდაც სახლში იყო რადგან ავად იყო და კიდევ ერთი მოსავლელი დაგვემატა. ერთ დღესაც მამიდა ცუდად გახდა და საავადმყოფოში გადაიყვანეს, ერთი კვირა რეანიმაციაში იყო ბოლოს კი ბიძაჩემისთვის უთქვამს
-ანას მიმიხედეთ, მარტო არ დამიტოვოთ!
ეს იყო მისი ბოლო სიტყვები და მან დაგვტოვა (ანა კი მე ვარ, ალბათ მიხვდით)
ცუდად გავხდი როდესაც მისი გარდაცვალების შესახებ გავიგე, მისი გაზრდილი ვიყავი, ვიგრძენი რომ რაღაც ძალიან დიდი ნაწილი დავკარგე და გული ძალიან მტკიოდა. მამიდა დავკრძალეთ ჩვენს სოფელში თბილისისგან შორს და ასე მეგონა მეც მასთან ერთად მოვკვდი. დაკრძალვის შემდეგ დავბრუნდით თბილისში და მე არაფრის თავი მქონდა დავწექი დაღლილს და ანერვიულებს ჩამეძინა, ცოტა მოგვიანებით გამეღვიძა და სტუმრები კვლავ იყვნენ და კამათობდნენ, მინდოდა გასვლა წყლის დალევა და ისევ ძილის შებრუნება როცა მეორე მამიდის და ბიძაჩემის ხმა ამოვიცანი რომლებიც, დედას და მამას ეჩხუბებოდნენ!
-მისმინე მაკა, ისე მოკვდა ჩემი და მისმა შვილმა ვერ დაუძახა დედა და მგონი აჯობებს სიმართლე ვუთხრათ დედის შესახებ!
-არა, ვერ ვეტყვი ჩემს შვილს რომ დედაშენი სხვა არისთქო, ლალი მკვდარია რაღა საჭიროა სიმართლის თქმა და ანისთვის ტკივილის მიყენება, ის მეც შემიძულებს და ლალისაც ამხელა ტყუილისთვის! ვერა არ შემიძლია.
-მესმის მაკა მაგრამ ლალი ჩემი და იყო აქამდე უნდა გეთქვათ მისთვის სიმართლე!
მე ამ დროს გაშეშებული ღია კარში ვიდექი და ვერ ვაზროვნებდი, მეგონა ისევ მეძინა და რაღაც კოშმარში ვიყავი, ჩემი ტვინი ვერ აღიქვამდა გაგინილს ან უბრალოდ ბლოკავდა და თავს იცავდ განადგურებისგან მაგრამ, ვაი რომ ეს ყველაფერი რეალობა იყო და ბიძაჩემმა შემამჩნია, კაცი გაფითრდა ერთადერთი რაც თქვა ჩემი სახელი იყო!
-ანა?
-ანა შვილო შენ ხომ გეძინა აქ საიდან გაჩნდი? (ეს დედაჩემი იყო მაკა)
-წყალი მომინდა და და გამეღვიძა, რაზე საუბრობდით? ლალის შვილი ყავდა ? რა შუაში ვარ ლალის შვილთან მე?
-არასწორად გაიგე ყველაფერი შვილო დაჯექი აგიხსნით!
-მე მინდა სიმართლის მოსმენა დედა! ( ეს დღე იყო უკანასკნელი როდესაც მე მაკას დედა დავუძახე)
-მე გეტყვი სიმართლეს (მამიდაჩემმა ამოიღო ბოლოს ხმა)
-არ თქვა ლია არაფერი!
-მაკა, მან გაიგონა ჩვენი საუბარი სჯობს სიმართლე მერე უფრო გვიანი იქნება და არ გაპატიებს!
დედაჩემი ატირდა პირველად სხვების წინაშე, მამაჩემი ფანჯარასთან იდგა და ფანჯრის რაფას ეყრდნობოდა რომ არ წაქცეულიყო, ბიძაჩემი ზედ არ მიყურებდა მამიდასაც თვალები ცრემლიანი ქონდა!
-ანა, მამიდას გოგო შენ ხომ ჭკვიანი ხარ? ხო და მინდა ახლა ამბავი მოგიყვე და გთხოვ წყნარად მიიღო ეს ყველაფერი!
-გისმენ მამიდა
-ჯერ დამპირდი რომ წყნარად იქნები და არ ინერვიულებ.
-ვერ დაგპირდები ისეთ რამეს, რასაც არ ვიცი შევძლებ თუ არა.
-ანა არც კი ვიცი როგორ უნდა გითხრა მაგრამ ვშიშობ ჩემს გარდა სხვა არავინ გეტყვის. ანა, ჩემო ლამაზო გოგო შენ ხომ იცი ლალის მარტო იყო სულ შენ გზრდიდა, შენ უყვარდი ყველაზე მეტად, შენთვის უნდოდა ყველაფერი მიზეზი კი ის იყო რომ 15 წლის უკან ლალის ერთი ბიჭი შეუყვარდა სოფელში, ის ბიჭიც ეფიცებოდა სიყვარულს და თურმე ტყუილად რადგან, მის გეგმებში თურმე ლალი არ შედიოდა! ლალის კი ის თავდავიწყებით უყვარდა და მას ჩააბარა ქალიშვილობა, რადგან მან ცოლად მოყვანას დაპირდა და ამიტომაც მათ ქონდათ 2 წლიანი ურთიერთობა და ამის შედეგად ლალი ორსულად დარჩა. ის მივიდა ვლადიმერთან და უთხრა ორსულობის შესახებ მან კი უთხრა რომ მეორე დღესვე მის დასანიშნად მოვიდოდნენ მაგრამ ისინი არ მოვიდნენ ამის გამო ლალი ცუდად გახდა და სავადმყოფოში წავიყვანეთ იქ კი ბებიაშენმა გაიგო რომ ლალი ორსულად იყო. როდესაც, სახლში დავბრუნდით ლალის ეჩხუბა ბებიაშენმა თავი მოგვჭერი სოფელში ახლა გარეთ როგორ უნდა გავიდეთ, ან შენი ძმების არ გრცხვენიაო ამიტომ გადაწყვიტა რომ ლალი და მამაშენი რუსეთში წასულიყვნენ რადგან ბავშვი მოეშორებინათ ლალისთვის, ასეც მოხდა ლალი და მამაშენი მოსკოვში გაფრინდნენ, შემდეგ ჩამოვიდა მაკაც რადგან ლალი ვერ ბედავდა ბავშვის მოშორებას ამიტომაც გადაწყვიტეს ერთი წელი მოსკოვში გაჩერება, მამაშენმა ბებიაშენს დაურეკა და უთხრა რომ ლალიც მასთან ერთად დარჩებოდა რადგან მისთვის უკეთესი იყო. სინამდვილეში იცი რა მოხდა? ლალიმ გოგონა გააჩინა ულამაზესი იყო, აბა და იქნებოდა რუსის და ქართველის ნაზავი? ბავშვით ლალი ვერ დაბრუნდებოდა სახლში ამიტომ მისი შვილი მაკას მისცა!
-მოიცა მამიდა რისი თქმა გინდა?
-მომისმინე ბოლომდე! ერთი წლის შემდეგ ყველანი დაბრუნდნენ სახლში და შენი თავი გაასაღეს როგორც მაკას და ცოტნეს შვილი, ლალიმ თქვა რომ აბორტი გაიკეთა მაგრამ ყველა მოგვატყუეს! სიმართლე მხოლოდ ამ სამმა იცოდა. ამიტომ უყვარდი ლალის გამორჩეულად, ის არ გათხოვილა არავიზე მან შენ შემოგწირა ყველაფერი და ისე მოკვდა რომ შენგან დაძახებული დედა არ გაუგონია!




ესეც პირველი თავი, მე არ ვარ მწერალი და არც მწერლობას ვიბრალებ, მე არ შემიძლია ლამაზი სიტყვებით მოთხრობები ვწერო რადგან ეს მოთხრობა კი არა ეს რეალობაა! რთული ყოფილა წერა მაგრამ როცა საკუთარ თავზე წერ ეს უფრო ცუდი ყოფილა! წინასწარ მადლობა ვინც წაიკითხავს ამ ამბავს და თავის აზრს დააფიქსირებს! ველოდები კრიტიკასაც...!



№1 წევრი OKI ME

ჰოო, ნამდვილად საინტერესო ამბავია. დიდი იმედი მაქვს, რომ შენს რეალურ ისტორიას ბედნიერი ფილანი აქვს.

საჭირო არც არის ლამაზი სიტყვებით გადმოცემა. პირველი თავით თუ ვიმსჯელებ მომეწონა როგორც გიწერია. ❤️❤️

მითხარი, რომ ამ ამბავს ბოლომდე მოგვიყვები და არ დატოვებ დაუსრულებლად ❤️❤️

წარმატებებს გისურვებ ყველაფერში ❤️❤️

 


№2  offline წევრი Ucnobi gogo

Megioki
ჰოო, ნამდვილად საინტერესო ამბავია. დიდი იმედი მაქვს, რომ შენს რეალურ ისტორიას ბედნიერი ფილანი აქვს.

საჭირო არც არის ლამაზი სიტყვებით გადმოცემა. პირველი თავით თუ ვიმსჯელებ მომეწონა როგორც გიწერია. ❤️❤️

მითხარი, რომ ამ ამბავს ბოლომდე მოგვიყვები და არ დატოვებ დაუსრულებლად ❤️❤️

წარმატებებს გისურვებ ყველაფერში ❤️❤️

მადლობა დიდი. კი აუცილებლად მოვყვები! ❤️❤️❤️❤️

პატარა თავები გამოდის რადგან ტელეფონით პირდაპირ საიტზევე ვწერ

 


№3 წევრი OKI ME

Ucnobi gogo
Megioki
ჰოო, ნამდვილად საინტერესო ამბავია. დიდი იმედი მაქვს, რომ შენს რეალურ ისტორიას ბედნიერი ფილანი აქვს.

საჭირო არც არის ლამაზი სიტყვებით გადმოცემა. პირველი თავით თუ ვიმსჯელებ მომეწონა როგორც გიწერია. ❤️❤️

მითხარი, რომ ამ ამბავს ბოლომდე მოგვიყვები და არ დატოვებ დაუსრულებლად ❤️❤️

წარმატებებს გისურვებ ყველაფერში ❤️❤️

მადლობა დიდი. კი აუცილებლად მოვყვები! ❤️❤️❤️❤️

პატარა თავები გამოდის რადგან ტელეფონით პირდაპირ საიტზევე ვწერ


ეგ არაფერი. მთავარია გააგრძელო და აავიტანთ პატარა თავებს :დდ პირადად მე მომწონს როგორც წერ და აღწერ ყველაფერს ❤️ მოუთმენლად ველოდები შემდეგ თავს ❣️❣️

 


№4  offline წევრი Ucnobi gogo

Megioki
Ucnobi gogo
Megioki
ჰოო, ნამდვილად საინტერესო ამბავია. დიდი იმედი მაქვს, რომ შენს რეალურ ისტორიას ბედნიერი ფილანი აქვს.

საჭირო არც არის ლამაზი სიტყვებით გადმოცემა. პირველი თავით თუ ვიმსჯელებ მომეწონა როგორც გიწერია. ❤️❤️

მითხარი, რომ ამ ამბავს ბოლომდე მოგვიყვები და არ დატოვებ დაუსრულებლად ❤️❤️

წარმატებებს გისურვებ ყველაფერში ❤️❤️

მადლობა დიდი. კი აუცილებლად მოვყვები! ❤️❤️❤️❤️

პატარა თავები გამოდის რადგან ტელეფონით პირდაპირ საიტზევე ვწერ


ეგ არაფერი. მთავარია გააგრძელო და აავიტანთ პატარა თავებს :დდ პირადად მე მომწონს როგორც წერ და აღწერ ყველაფერს ❤️ მოუთმენლად ველოდები შემდეგ თავს ❣️❣️

რადგან ასე ელოდი არ გალოდინე მეორე თავიც დავდე ადმინისტრაცია რომ დაადასტურებს შეძლებ წაკითხვას ❤️

 


№5 სტუმარი სტუმარი nancho

მოგესალმები,ცუდად ნამდვილად არ წერ.მე მომწონს.შენც მომწონხაე,რომ გაბრდე და დაწერე.ეს სერიოზული და დიდი თემა.მარტო შენ არ იქნები ,ალბად ასეთი ისტორიით.მე მიკვირს,რატომ ცხოვრობენ,ადამიანები ასეთი ტყუილებით,და სხვებსაც აიძულებენ,ტყუილში ცხოვრებით.თუმცა პასუხიც ვიცი.რას იტყვის მეზობელი ან ნათესავი.მოკლედ მსჯელობის საგანია ნამდვილად.შენ რასაც არ უნდა გრძნობდე ეხლა,მოიშორე ბრაზე და ყველა ცუდი ემოცია.მთავარია სიყვარულში და სითბოში ხომ გაიზარდე?დიდი სიყვარულის ნაყოფი ხომ ხარ,ესაა მთავარი,აპატიე ადამიანებს,წარმატებები.

 


№6  offline წევრი 《Sunshine》

ღმერთო ძალიან საინტერესოა წარმატებები და მალე დადე შემდეგი თავი

 


№7  offline წევრი Ucnobi gogo

სტუმარი nancho
მოგესალმები,ცუდად ნამდვილად არ წერ.მე მომწონს.შენც მომწონხაე,რომ გაბრდე და დაწერე.ეს სერიოზული და დიდი თემა.მარტო შენ არ იქნები ,ალბად ასეთი ისტორიით.მე მიკვირს,რატომ ცხოვრობენ,ადამიანები ასეთი ტყუილებით,და სხვებსაც აიძულებენ,ტყუილში ცხოვრებით.თუმცა პასუხიც ვიცი.რას იტყვის მეზობელი ან ნათესავი.მოკლედ მსჯელობის საგანია ნამდვილად.შენ რასაც არ უნდა გრძნობდე ეხლა,მოიშორე ბრაზე და ყველა ცუდი ემოცია.მთავარია სიყვარულში და სითბოში ხომ გაიზარდე?დიდი სიყვარულის ნაყოფი ხომ ხარ,ესაა მთავარი,აპატიე ადამიანებს,წარმატებები.

მადლობა ძალიან დიდი ❤️

《Sunshine》
ღმერთო ძალიან საინტერესოა წარმატებები და მალე დადე შემდეგი თავი

მადლობა ❤️ დევს შემდეგი თავი ????

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent