შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

უცნობი გოგოს დღიურები (თავი2)


27-11-2020, 04:31
ავტორი Ucnobi gogo
ნანახია 1 039

მე რა ვქენი როცა მამიდის მონათხრობი დასრულდა? არაფერი მართლა არაფერი! გავშეშდი, დავმუნჯდი, გავთეთრდი, პირი გამიშრა კანკალი დავიწყე. თვალები ცრემლებით ამევსო და გონებაში მხოლოდ ერთი ფრაზა ტრიალებდა
-ისე წავიდა ამ ქვეყნიდან შენგან დაძახებული დედა არ გაუგონია!
ეს ფრაზა გულს მიგლეჯდა. მაკას გავხედე რომელიც აცრემლებული თვალებით მიყურებდა მე კი 13 წლის ბავშვს ენით აღუწერელი ძალა მომეცა, ავდექი წყალი დავლიე და დასაძინებლად წავედი. როგორ მივიტანე სხეული ლოგინამდე არც მახსოვს, ვთხოვე ყველას არავინ შემოსულიყო რადგან გადახარშვა შჭირდებოდა ტვინს ახალი ინფორმაციის რომლის დაჯერება და აღქვა უჭირდა. რათქმაუნდა ჩემი თხოვნა გაითვალისწინეს, ისინი იქ კამათობდნენ მე კი საბანში ჩამალული ვფირობდი. მეგონა ოჯახი მყავდა დედა, მამა, ძმები და და მაგრამ, ახლა არავინ მყოლია სინამდვილეში, დედა მყავდა თურმე ვინც მამიდა მეგონა და თურმე ისიც დავკრძალე. ვიწექი მაგრამ ფეხებში ძალა დავკარგე მეგონა ვეღარასდროს ავდგებოდი, ცრემლები მისით მომდიოდა ვერ ვჩერდებოდო. მკითხველო შენ გეკითხები როგორი იქნებოდა 13 წლის მოზარდი გოგოსთვის იმის გაგება რომ ამდენი ხანი ტყუილში უცხოვრია, დედას სხვა ქალს ეძახდა მამდვილი დედის თვალწინ! და ზუსტად ამან დამაფიქრდა როგორ ტკენდა ლალის ყოველი დაძახებული “დედა” რომელიც სხვა ქალისთვის იყო განკუთვნილი, შენ კი ხმას ვერ იღებ! შემეცოდა ლალი ძალიან მაგრამ, მე ეგოისტურად ჩემი თავი მეცოდებოდა რომელიც ოჯახის გარეშე დარჩა. ვფიქრობდი და რაც უფრო მეტს ვფიქრობდი უფრო მეტად მძულდებოდა ლალი და მაკა! ლალი იმიტომ რომ ასე ჩუმად იტანდა იმას რომ სხვა ქალს ვეძახდი დედას, იმიტომ რომ, მას შეეძლო ალბათ მოსკოვში დარჩენა და ჩემი შენარჩუნება, დარჩენილიყო იქ ხომ მარტო მე და ლალი ვიქნებოდით? მე მას დავუძახებდი დედას და მას შვილი ეყოლებოდა, მაგრამ არა! შეეშინდა მაინც დაბრუნდა, მართალია სიცოცხლე შემინარჩუნა მაგრამ ორივე დიდი ტკივილისთვის გაგვწირა და ახლა უმისოდ დამტოვა! მაკა მძულდა იმიტომ რომ მან არ თქვა სიმართლე ვერ გაბედა მისი პირით ეთქვა ყველაფერი და ამას არც აპირებდა მამიდაჩემს რომ არ დაეჟინებინა! და იცით კიდევ ვინ მძულდა? ბებიაჩემი რომელიც ახლა მარტო იყო სოფელში, შვილ მკვდარი დედა იყო და მძულდა მინდოდა უფრო დატანჯულიყო, ეგოისტურად მადლობას ვუხდიდი ღმერთს რომ ის იტანჯებოდა და ამით მე ბედნიერი ვიყავი! როგორ გავბოროტდი ასე? მკითხველო შენ გაგიჩნდება კითხვა გონებაში თუ საიდან ამოდიოდა 13 წლის გოგონასგან ასეთი ზიზღი მე კი გიპასუხებ რომ მეტს იმსახურებდა ბებიაჩემი ჩვენი გამწარებისთვის. ჯერ არ დაბადებული რომ გამწირა სასიკვდილოდ, განა მე არ მინდოდა სიცოცხლე და დედასთან ერთად ყოფნა? განა მე არ მჭირდებოდა დედის სითბო? კი მართალია მაკასთვის მე პირველი შვილი ვიყავი და არც სითბოს მაკლებდა მაგრამ, (და აი კიდევ ეს წყეული მაგრამ, ნეტავ არ არსებობდეს ეს მაგრამ!) დედის სითბო ხომ მაინც სხვა იქნებოდა არა? მისი სიყვარული ხო სხვა იქნებოდა? მაგრამ და აი ისევ ეს მაგრამ! ბებიაჩემმა გამწირა ასეთი ტკივილისთვის ასეთ პატარა ასაკში! ვფიქრობდი ამ ყველაფერზე და არც კი ვიცი, როდის გათენდა. ასე უეცრად დამათენდა თავზე! რომ ავდექი და სარკეში ჩავიხედე შემეშინდა რადგან იქედან 13 წლის ბავშვი კი არა 80 წლის დამჭკნარო ქალი მიმზერდა და მე შემეშინდა. შემეშინდა საკუთარი თავის მაგრამ თავი ხელში ვერ ამყავდა. ვტიროდი 24 საათი ვტიროდი და ვერ ვჩერდებოდი სად მქონდა ამდენი ცრემლები ნეტავ? ასე გავიდა 2 დღე მე კი არც საჭმელს ვაკარებდი პირს არც არავის ველაპარაკებოდი, მოჩვენებასავით გავივლიდი საწოლიდან საპირფარეშომდე. 2 დღის მერე ვეღარ ავდექი ძალა არ მქონდა ალბათ უჭმელობის და ნერვიულობის ბრალი იყო მაკა კი ეს ორი დღე ჩემთან ერთად იტანჯებოდა, ბოლოს ალბათ მობეზრდა და ფსიქოლოგთან წამიყვანა. ბევრი ვთხოვე არ წავეყვანე მაგრამ ვერ შევაგნებინე და ასე დავრჩი მარტო ფსიქოლოგის პირისპირ, პატარა ოთახში ან უფრო კაბინეტში სადაც მდივანი იდგა და, აი იმ მდივანზე იყო ჩემი ადგილი მანაც მიმითითა რომ დავწოლილიყავი!
-პატარა პრინცესა აი იქ დაწექი მეც ახლავე მოვალ. ხო ისე მე ლადო მქვია!
-სასიამოვნოა. ამოვილუღლუღე და საკუთარი ხმა ვერ ვიცანი დამვოხებოდა თურმე და ხმამაღალიც მომესმა ან იმიტომ რომ, 2 დღეა საკუთარი ხმა არ გამეგო. ლადოც მალე დაბრუნდა და პირველი სიანსი დავიწყეთ!
-პატარა ქალბატონო, ჯერ გაცნობით დავიწყოთ როგორც იცი მე ლადო მქვია, ლადო ამირეჯიბი.
-ანა, მე ანა მქვია!
-კი მაგრამ გვარი არ გაქვს ანასტასია?
-არვიცი!
-როგორ თუ არ იცი? შენს ანკეტაში წერია შენი გვარი შენ კი არ იცი?
-დიახ ბატონო ლადო არვიცი! მე არ ვიცი რა გვარის ვარ რადგან მამას არვიცნობ და არვიცი მისი გვარი!
-მაშინ ანკეტაში ვისი გვარი წერია?
-მამობილის, უფრო სწორად დედაჩემის!
-გასაგებია, ანა მინდა ახლა მოდუნდე თვალები დახუჭო და მომიყვე თუ რა გიტრიალებს მაგ პატარა თავში!
-არვიცი, ვერ ვგებულობ ახსნას ვერ ვუძებნი ძალიან გავიღალე ალბათ რომ აზროვნებაც არ შემიძლია. თქვენ მე უნდა დამეხმაროთ?
-თუ შენ მომცემ დახმარების საშუალებას, მე აუცილებლად დაგეხმარები.
-ვეცდები, რადგან ვგრძნობ რომ ძალიან მჭირდება!
-მოდი აბა ახლიდან ვცადოთ. დახუჭე თვალები და მოდუნდი, მითხარი რას ფიქრობ ან რას გრძნობ ახლა? - და უეცრად მივხვდი რომ ზიზღის გარდა არაფერს ვგრძნობდი!
-ზიზღს! მხოლოდ ზიზღს ვგრძნობ!
-ვის ან რის მიმართ ანა?
-ყველას მიმართ! მძულს ყველა ბებიაჩემი კი ყველაზე მეტად.
-და რა დააშავა ბებიაშენმა?
-მან მე მოსაკლავად გამიმეტა!
-ვერ გავიგე, იქნებ ამიხსნა?
-ჯერ არ დაბადებული მოსაკლავად გამიმეტა.
-გასაგებია!
-თქვენ ეს ყველაფერი იცით რატომ მაყოლილებთ მე და რატომ მტანჯავთ?
-შენ ხომ გინდა რომ დაგეხმარო? ამიტომ დიდი მნიშვნელობა აქვს ყველაფერი შენი გადმოსახედიდან მოვისმინო, იქ რაც წერია მე არ მაინტერესებს! მე შენი ფიქრები და გრძნობები მაინტერესებს რომ შევძლო შენი დახმარება! მიხვდი რისი თქმა მინდა?
-დიახ.
-მოდი ახლა ჯერ გავიხსენოთ კარგი მოგონებები შენს ცხოვრებაში
-იცით, მე არ მახსოვს.
-არ გახსოვს ?
-დიახ, არა!
-ანა ლამაზ და ბედნიერ მოგონებებს არ ივიწყებენ!
-მე დამავიწყდა მე მხოლოდ ბრაზი და ზიზღი მახსოვს
-მითხარი როდის იყავი ყველაზე ბედნიერი?
-როდესაც ჩემი და და ძმა გაჩნდა. არა გატყუებთ ისინი არ არიან ჩემი და და ძმა.
-ისინი შენი და და ძმა არიან
-როგორ?
-ანა არ აქვს მნიშვნელობა რომ არც საერთო დედა გყავთ და არც მამა! მითხარი ხომ გიყვარს ისინი?
-დიახ რათქმაუნდა!
-ხომ ზრუნავ მათზე?
-დიახ ეს ჩემი ვალდებულებაა როგორც უფროსი დის!
-აკი მითხარი ისინი ჩემი და ძმა არ არისო?
-მე ხომ ისინი გავზარდე?
-აი ხედავ? გონება აღიქვამს იმას რომ თქვენი ერთი მშობლის შვილები არ ხართ მაგრამ, გული გონებას არ უკერებს და შენს გულში ისინი მუდამ შენი დედმამიშვილი იქნება!
-გასაგებია!
-ძალიან კარგი. მოდი ახლა თავიდან მითხარი როდის იყავი ყველაზე ბედნიერი?
-როდესაც ჩემი ტყუპი და და ძმა გაჩნდა
-გახსოვს ეგ ?
-დიახ რათქმაუნდა, იცით როგორ ველოდებოდი?
-აკი მითხარი რომ არ გახსოვს ზიზღის და ბრაზის გარდა არაფერი?
-იცით თქვენ მე მაბნევთ ასე ვერ დეხმარებით. ძალიან დავიღალე სახლში მინდა!
-ანა იქნებ ცოტა კიდევ გვესაუბრა?
-არა გთხოვთ! მე ხომ აქ სხვა დროსაც უნდა მოვიდე?
-დიახ რათქმაუნდა
-მაშინ სხვა დროს გავაგრძელოთ, ახლა კი სახლში მინდა!
-კარგი, იყოს ისე როგორც შენ გინდა მხოლოდ დღეს რადგან პირველი დღეა და გითმობ მაგრამ, მომდევნო სეანსებზე აუცილებლად უნდა დამიჯერო კარგი?
-დიახ!
-მპირდები?
-გპირდებით!
-მშვენიერია, მაშინ დაგემშვიდობები!
-კარგად ლადო ექიმო!
-კარგად არა ნახვამდის. იცი ანა რა განსხვავებაა ამ ორი დამშვიდობების ფორმისგან?
-დიახ ვიცი!
-მითხარი აბა?
-კარგად ნიშნავს რომ ემშვიდობები და არც გეგმავ მეორედ მის ნახვას ვისაც ემშვიდობები, ნახვამდის ნიშნავს რომ დროებით ემშვიდობები.
-კი მართალი ხარ. კიდევ არის დამშვიდობების ერთი ფორმა რომელზეც აუცილებლად ჩვენს სეანსზე ვისაუბრებთ. ახლა კი გაიქეცი და დაისვენე!
-გმადლობთ ლადო ექიმო! ნახვამდის!
-ნახვამდის ანა!



ესეც მეორე თავი რომელიც ღამე 04:30 წუთზე დავწერე და პატარაა მაგრამ პირობას ვდებ გამოვასწორებ მომსევნოებს! ველოდები თქვენს შეფასებებს!



№1  offline წევრი OKI ME

უფრო მეტად დამაინტერესა.. ვინაიდან ნამდვილ ამბავია, არ მინდა და არც მივესალმები, რომ მკითხველმა ზედმეტად გამოვლანძღოთ ეს ადამიანები. რასაც არ უნდა გრძნობდე მათ მიმართ ფაქტი ერთია.

ჯერ ჯერობით ამ აზრზე ვარ. ამიტომ გადავწყვიტე, როდესაც სრულად წავიკითხავ შენ ამბავს ჩემს აზრს მერე დავწერ რაზე რას ვფიქრობ-მეთქი მაგრამ აი იმ ბებიაზე, რომ არ დავწერო რა გამაძლებინებს. ყველაფრის თავი და თავი ის ქალია, ბებია.

ლალის მშობლებს რომ საზოგადოებისთვის ნაკლები ყურადღება დაეთმოთ და შვილისთვის უფრო მეტი, პირველ ადგილას შვილი დაეყენებინათ ამ ყველაფერს სხვანაირი გაგრძელება ექნებოდა. ბებია რომ სათანადო სიმაღლეზე მდგარიყო ვერავინ გაუბედავდა რამის თქმას, გაქილიკებას ანდაც იმის წამოძახებას, რომ მისმა შვილმა უქმროდ გააჩინა ბავშვი და ასე შემდეგ. ის რომ სათანადოდ დამდგარიყო, თუ რომელიმეს ენა წინ გაუსწრებდა და მაინც იტყოდა ასეთ რამეს მაშინ გაეცა შესაბამისი პასუხი.

რთულია 13 წლის ბავშვი, რომ იგებ თურმე აქამდე ტყუილში ცხოვრობდი. ეს დიდისთვის არის რთულად გასააზრებელი და პატარა გარდატეხის ასაკში მყოფი თინეიჯერისთვის რა თქმა უნდა სერიოზული დარტყმა იქნებოდა.

კიდევ ბევრი რამის დაწერა მსურს, უბრალიდ ამ ეტაპზე თავს ვიკავებ. დაველოდები შემდეგ თავებს. შენ, კი კიდევ ერთხელ წარმატებებს გისურვებ ❣️❤️❤️❤️

 


№2 სტუმარი სტუმარი ნინი

ჰმმ საინტერესოააა...
წარმოდგენაცც არ მინდა რამხელა ტკივილი იქნებოდა 13წლის ბავშვისთვის ეს ყველაფერი.
საინტერესოა ახლა რას გრძნობს ეს ადამიანი როგორი ურთიერთობაა აქქ ნათესავებთან და მის გარშემო მყოფ ადამიანებთან.

ველოდები მოთმენლად ვინაიდანდა რადგანაც რეალური ამბავია ვფიქრობ და ვიცი რომ ასეა რთული დასაწერია.
წარმატებები.❣❣აბა ჰე❣❣????

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent