შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ბნელეთის აღზევება (თავი მეორე)


27-11-2020, 13:44
ავტორი არტემიდა
ნანახია 784

თავი მეორე/ორიონი

ორიონი მოხდენილი კაცი იყო, სწორი ქერა თმითა და ცისფერი თვალებით, მის თვალებში საუკუნო ცოდნა იგრძნობოდა, ისინი ისეთი ღრმა და სავსენი იყვნენ. ამჟამად მეფე თავის ოთახში ფანჯრის წინ სავარძელში იჯდა, უყურებდა სასახლის წინ გადაშლილ თვალუწვდენელ ტყეს. ფიქრთ დაუმძიმებიათ ორიონის სახე. ხუთი ათასი წილის წინ ის ბავშვი იყო, მაგრამ ხვდებოდა რამხელა ბოროტება, რამხელა სისხლისღვრა, რამხელა ტკივილი მიაყენა არტარესმა ბრეინსემის სამეფოს. ნუთი კვლავ უნდა განმეორებულიყო ისტორია, ნუთუ შესაძლებელი იყო არტარესს ხიდი გადმოეკვეთა და კვლავ, მოერწყა ბრეინსემის სამეფოს მშვიდობიანი მიწები სისხლით, კვლავ მოეფინა ტყე, ველები თუ მთები გარდაცვლილთა გვამებით, ნუთუ დადგა წინასწარმეტყველების აღსრულების ჟამი. ორიონი ცდილობდა იმედი ეპოვა, იმედი იმისა რომ ამ ჭორებს საფუძველი არ ქონდათ, ასეც იყო არ არსებობდა მტკიცებულება იმისა, რომ არტარესი ნამდვილად კვლავ იკრებს ძალებს. ორიონს კვლავ ჩაესმოდა დედის განწირული კივილი, კვლავ თვალწინ ედგა მამამისის გვამი... იმ ომმა ყველას წაართვა სულის რაღაც ნაწილი, ყველამ დაკარგა იმ ომში რაღაც მნიშვნელოვანი და ორიონი ამას ვეღარ დაუშვებდა, თუკი ვაჭართა ჭორები სიმართლეს შეიცავდა მაშინ ბრეინსემის სამეფო დიდი საფრთხის წინაშე დგას. სამეფოში უკვე ჩამობნელდა, ცაზე ვეებერთელა მთვარე მიცურავდა, მის გარშემო ათასობით ათიათასობით ვარსკვლავს მოეყარა თავი, ტყემ თითქოს მიიძინა, სადღაც შორიდან თუ ისმოდა ბუს ხმა. ოთახში მაღალი მამაკაცი შემოვიდა, ყავისფერი გრძელი თმითა და მუქი ყავისფერი თვალებით, პატარა მუქი ტუჩები უცნაურად მოებრიცა, ეს კაცი მწვანე მიწების ჯარის კაპიტანი იყო და ასევე ორიონის ახლო მეგობარი:
-კორვუს, აქ რამ მოგიყვანა?-იკითხა მეფემ და კაცს ხელით ანიშნა მის წინ დამჯდარიყო, კორვუსი მეფის წინ დაჯდა და თავისი მოტანილი წიგნი მაგიდაზე გადადო.
-მეფეო, ალბათ უკვე გსმენიათ ვაჭართა ჭორებზე.
-დიახ. ამბობენ, თურმე შეუმჩნევიათ საზღვართან რაღაც უცნაური სუნი და ხმებიც გაუგია ზოგს.
-რას ფიქრობ, ორიონ შენი აზრით არტარესი მართლა იკრებს ძალებს... იცი რომ თუ ეს სიმართლეა, უკვე უნდა ვიწყებდეთ ბრძოლისთვის მზადებას.
-კორვუს, არ ვაპირებ საბჭოს შეკრებას, ეს მხოლოდ ჭორებია. მე მტკიცებულება მჭირდება.
-არტარესმა დამარცხებისას დაიფიცა, რომ დაბრუნდებოდა და შურს იძიებდა.
-ქაოსს ყოველთვის მოყვება რაღაც დამანგრეველი, შიშს კი ყოველთვის მოყვება რაღაც სასიკვდილო. სწორედ ამიტომ ჯერ თავს შევიკავებ საბჭოს შეკრებისგან, მაგრამ როცა დავრწმუნდები ყოველივეში, ვფიცავ ვარსკვლავებს, ვფიცავ ჩემს სახელს, არტარესს მოქმედების უფლებას არ მივცემ მას საბოლოოდ მოვუღებ ბოლოს...-ორიონმა თავადაც მშვენივრად იცოდა, რომ თუ ჭორები სიმართლე აღმოჩნდებოდა არტარესს ვერაფერი ვერ შეაჩერებ და და დასრულდებოდა ბრეინსემის მშვიდობის დღეები-მინდა ჩემი გჯეროდეს კორვუს და კიდევ , ჩემს ქალიშვილს ყურადღება მიაქციეთ.
-გასაგებია- კორვუსი ოთახიდან გავიდა, ორიონმა მის წინ მდგარი ღვინის დოქიდან ღვინო დაისხა და მოსვა, ისევ ფიქრთა ზღვაში ჩაიძირა, დიდებული მეფე, ვინ იცის რამდენი დრო გავიდა, როცა ორიონი გამოფხიზლდა, გარეთ უკვე თავსხმა წვიმა იყო. ფანჯრის მინაზე წვეთები გორდებოდენ, ერთმანეთს ერწყმოდნენ და ისევ აგრძელებდნენ გზას. ჰორიზონტზე კარიბჭე მოჩანდა, მის მიღმა კი გაუკვალავი, უსასრულო ტყე. ორიონის ოთახის კარებზე კაკუნი გაისმა.
-შემოდით!-კარი გაიღო და მისი ქალიშვილი მელიენი შემოვიდა, ძალიან ლამაზი იყო, თეთრი ლამაზი კაბა ეცვა, გრძელ ტალღოვან თმაში ყვავილი ჩაებნია და ცისფერი თვალები ბროლის ქვების მსგავსად უბრწყინავდა, ფეხშველა იდგა მამის წინაშე.
-შეიძლება?-იკითხა გოგონამ.
-რა თქმა უნდა, შემოდი.-გოგონა ოთახში შევიდა და კარები მიხურა.
-რაღაც მოგიტანე.-გოგონას პატარა წითელ ტუჩებს ღიმილი მოეფინათ, ის მამამისს მიუახლოვდა და ქათქათა პატარა ხელები გაშალა, ყვავილი იყო... წითელი ყვავილი. ორიონმა გოგოს გაკვირვებით შეხედა.-ეს მეიფია, ამ ყვავილს ყინვის ატანა შეუძლია... მასთან აკავშირებენ გამძლეობას და მოთმინებას. იცი ბოლო დროს უცნაურად იქცევი, ვიცი რაღაც გიჭირს, მაგრამ მინდა მომთმენი იყო და არ დანებდე.
ორიონმა ჩაიცინა და შვილს ყვავილი გამოართვა.
-ნუ ღელავ, ყველაფერი კარგად იქნება.
-აბა რა.-გაიცინა მეილენმა და მამას მოეხვია.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent