შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ბნელეთის აღზევება (წიგნი პირველი, თავი პირველი)


20-11-2020, 17:29
ავტორი არტემიდა
ნანახია 716

მინდა გაგიზიაროთ, წიგნი რომელსაც ამჟამად ვწერ, ვარ დამწყები და არვიცი როგორი გამომივიდა... მაგრამ მინდა თქვენი აზრი გავიგო და შეფასება თქვენგან მოვისმინო, პირველად ვაქვეყნებ საჯაროდ და იმედია მოგეწონებათ.


მეილენი

-მეილენ!-ყვირილის ხმა უფრო ახლოვდებოდა, გოგო კი გარბოდა თითქოს არაფერი ესმოდა,-მეილენ უნდა გავბრუნდეთ!-გოგონა არ შეჩერებულა სანამ იმ კარიბჭეს არ მიუახლოვდა, ის ისეთი ლამაზი იყო. საუკუნეთა წინ ააგეს მისმა წინაპრებმა, ხიდის დასაცავად, რომელსაც კარიბჭის გარდა შვიდი უძლიერესი ელფის მაგია იცავდა, მეილენს ყოველთვის უნდოდა ეს კარიბჭე გადაეკვეთა და ხიდი ენახა, ხიდი რომელიც მათ სამეფოს მეორე სამეფოსთან აკავშირებდა, თუმცა ეს აკრძალული იყო.
-არმერი-გოგონას ხმა ნაზი და ტკბილი იყო. მისი მეგობარი უკვე მიუახლოვდა მეილენს, თუმცა კარიბჭესთან ახლოს არ მისულა,-რა ლამაზია არა?
-დიახ, პრინცესა ლამაზია, თუმცა აქ ყოფნა არ შეიძლება.
-გულწრფელად მითხარი, არ გაინტერესებს ხიდი როგორია?-გოგონა კარიბჭეს უფრო მეტად მიუახლოვდა.
-უნდა დავბრუნდეთ, მალე დაღამდება... მამათქვენმა რომ გაიგოს აქ ხართ, კარგი დღე არ დაგვადგება.-მეილენი მეგობრისკენ მიბრუნდა და კარიბჭეს მოცილდა, თავისი მოსასხამის ქუდი თავზე წამოიფარა და ორივე გოგო ტყეში შევიდა. მეილენი გამუდმებით ხიდზე ფიქრობდა, მამა პატარაობაში ხშირად უყვებოდა. დიდი ხნის წინათ, იმ დროს რომლის შესახებაც ახლა მხოლოდ ლეგენდები და სიმღერებია შეთხზული, ორი სამეფო მშვიდობიანად ცხოვრობდა, მაგრამ ეს დროებითი იყო მანამ სანამ ბნელმა ელფმა სერმიმ, ყველა ბნელი არსება არ შემოიკრიბა ვამპირები, მაქციები, ბნელი ჯადოქრები და ბრეინსემის სამეფოს ომი არ გამოუცხადა, საშინელი დღეები დადგა, სისხლის მდინარეები დიოდა ერთ დროს მშვიდობიან მიწაზე. ელფთა ბატონმა ეინთრიმმა საბჭო მოიწვია და გადაწყდა, რომ როცა სერმის ჯარებს მათ სამეფოში განდევნიდნენ, ხიდებს ჩაანგრევდნენ და მშვიდობას შეინარჩუნებდნენ. ოთხი ხიდი იყო, პირველი ხიდი ჯადოქრებს ხვდათ დასაცავად მეილნის სამეფოში, მეორე ხიდი ჯუჯებს ხვდათ დასაცავად რეიშის სამეფოში, მესამე ხიდი ადამიანებს ხვდათ დასაცავად ბრანდის სამეფოში და ბოლო ხიდი ელფებს ხვდათ დასაცავად მწვანე მიწაზე. ოთხივე ხიდი ჩაანგრიეს და ბრეინსემის სამეფოს შვიდმა უძლიერესმა ელფმა მაგიით ფარი შემოავლო. მეილენი ამ ფიქრებში იყო ჩაფლული, როდესაც გოგონები სასახლეს მიადგნენ, სასახლე მდინარის ნაპირას მდებარეობდა, ერთ ნაპირს მეორესთან ლამაზი, გრძელი, ხის მოჩუქურთმებული ხიდი აკავშირებდა, გოგონებმა ხიდი გადაკვეთეს და სასახლის კარიბჭეს მიუახლოვდნენ. მეილენმა კარიბჭეზე დააკაკუნა და მცველებმაც მალევე გააღეს. სასახლეში შესულ გოგოებს მწვანე სამეფოს მეფე ვეილმირი დახვდა:
-მეილენ,-ვეილმირს აშკარად ეტყობოდა ბრაზი,-სად იყავი ამ დრომდე?
-ჩვენ ტყეში...
-არც კი გაბედო ჩემი მოტყუება, რამდენჯერ გაგაფრთხილე. არმერ შენ ჩემი ქალიშვილისთვის ყურადღების მიქცევა გევალება, ასე არაა?
-დიახ მეფეო,-არმერს თავი დახრილი ქონდა, მეფეს თვალებში ვერ უყურებდა,-მე ვცდილობდი გამეჩერებინა, მაგრამ არ მომისმინა...
-გაგაფრთხილეთ რომ ეს საშიშია, მეილენ მესმის, რომ გაინტერესებს რა ხდება იქ, მაგრამ სერმი...
-მამა სერმი ერთხელ უკვე დამარცხდა, ხიდს ვერ გადმოკვეთს და რომც გადმოკვეთოს, სამეფოში ვერ შემოაღწევს.
-შენ არაფერი არ გესმი.-თავი გაიქნია მეფემ და გოგონებს ზურგი აქცია-თქვენს ოთახებში ადით.
გოგონებმა ოთახი განვლეს და ხის მოჩუქურთმებულ კიბეს აუყვნენ, შემდეგ გრძელი დერეფნის ბოლოში მდებარე ოთახში შევიდნენ. მეილენი სარკის წინ ჩამოჯდა, თმაში ჩაბნეული ყვავილი გვერდზე გადადო და თმის ვარცხნას შეუდგა, არმერი მის უკან დადგა მეგობარს სავარცხელი გამოართვა და მეილენისთვის თმის ვარცხნას თავად გააგრძელა.
-არმერ, არ გეჩვენება, რომ მამა რაღაცას მალავს?
-არ ვიცი... თუმცა უცნაურად იქცევა. მეფე ასე აღელვებული ჯერ არ მინახავს.
-შენი აზრით ეს სერმს ეხება?
-არა მგონია, სერმი დიდი ხნის წინ დამარცხდა და ძალები დაკარგა. საფრთხეს არ წარმოადგენს.
-მას მერე ხუთი ათასი წელი გავიდა.
-არ ვიცი პრინცესა.-არმერმა სავარცხელი გვერდით გადადო, მეილენის გადადებული ყვავილი აიღო და გოგონას თმაში ჩაუბნია.



№1 სტუმარი )))

საინტერესო ა მაგრამ სახელებს შევცვლიდი რაღაცნაირია :D

 


№2 სტუმარი )))

აღარ დებ???

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent