შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

უკანასკნელი კოცნა (10 თავი)


28-11-2020, 18:52
ავტორი ნეაკო
ნანახია 3 991

თორნიკეზე ფიქრში დამათენდა, ვერ ვიჯერებდი რომ ის კვლავ ჩემს გვერდით იყო... ჯანდაბა მეც არ ვიცი რა მემართება, რატომ ვკარგავ საკუთარ თავზე კონტროლს მაშინ როცა ჯერისევ ძველი მოუშუშებელი იარები მახსენებს თავს და ბედნიერების საშუალებას არ მაძლევს და მაინც თორნიკეს ერთი გამოხედვა, ერთი შეხება საკმარისია რომ თავი საბოლოოდ დავკარგო...
დილით ჩამეძინა და ტელეფონის რეკვის ხმამ გამაღვიძა, მეგონა თორნიკე იყო და საწოლზე წამოვჯექი გაბადრული სახით, მაგრამ უცხო ნომერი მირეკავდა ამიტომ ნერვები მომეშალა, გაბრაზებულმა ვუპასუხე, მაგრამ როგორც კი ხმა ამოიღო უცნობმა სახე გამინათდა, ისეთი გახარებული ვიყავი ნახევარი არ მესმოდა რას იძახდა. მასთან საუბრის მერე თორნიკემ დამირეკა, მან კი სულ გამიფუჭა ხასიათი
-მომენატრე-როგორც კი ტელეფონს ვუპასუხე მაშინვე ეს ვუთხარი
-მეც-მპასუხობს მაშინვე
-დღეს მოხვალ?
-დღეს ვერ გნახავ-მეუბნება უცნაური ტონით და მაშინვე ხასიათი მიფუჭდება
-რატო?
-ბათუმში მომიწია წამოსვლა, საქმეები გვაქვს ბიჭებს
-ისეთი საქმეები მაშინ რომ გქონდათ?-ვბრაზდები მე და განერვიულები აქეთ-იქით სიარულს ვიწყებ
-არა ეგეთი ჯერ-ჯერობით აღარ, თუ რამე შენც წამოგიყვან სად ვეძებო ახალი ქირურგი?-იცინის და უარესად მიშლის ნერვებს
-თორნიკე ვნერვიულობ-სერიოზულად ამიყოლია შიშმა
-ნუ გეშიანია, სერიოზული არაფერია... ხვალ ან ზეგ ჩამოვალ
-თორნიკეე-უკვე ვფიქრობ რომ ეს ჩვენი ბოლო საუბარია და ცრემლები მერევა ხმაში
-მარიამ!-ბრაზდება თორნიკე -განსაკუთრებული არაფერი ხდება-თქო ხო გითხარი არა?
-მაშინ წინასწარ რატომ არ მითხარი რომ მიდიოდი?
-იმიტომ რომ მოულოდნელად მოგვიწია ბიჭებს წამოსვლა, თან დილის ექვსზე
-კარგი-ამოვიტირე
-დაგირეკავ -ამბობს გაბრაზებული
ტონით -ტელეფონთან ყურადღებით-მეუბნება გამაფრთხილებელი ტონით და მითიშავს, რატომღაც ვფორიაქობ და ვერ Მშვიდდები, სამზარეულოში შევდივარ ყავას ვიკეთებ და აივანზე ვსვამ ,თან რამდენიმე ღერ სიგარეტს ვაყოლებ
-მარიამ დედა რამე ხდება?-ნანა წამომადგა თავზე
-არფერი-ავხედე გაღიზიანებულმა
-ხელები გიკანკალებს-მანიშნებს საკᲣთარ აცახცახებულ თითებზე
-არაფერი ისეთი
-კარგი-რატომღაც Მნებდება და თავს მანებებს, ისევ სახლში შედის, ამ ბოლო დროს შეიცვალა და ვერ ვხვდები რატომ, ადრე იქმადე არ მომეშვებოდა სანამ რამეს არ მათქმევინებდა ან სახლიდან არ გამაქცევდა, ახლა კი ასე მშვიდად და წყნარად შეეგუა ჩემს სიჩუმეს, გამიკვირდა მაგრამ ყურადღება აღარ მივაქციე, ყავის დალევას რომ მოვრჩი აბაზანაში შევედი, წყალი გადავივლე, სააბაზანო ოთახიდან ტილო შემოხვეული გამოვედი და ჩემს ოთახში შევედი გაღიზიანებული, ჩემი საყვარელი კაბის ძებნა დავიწყე დაკეცილ ტანსაცმელში და რომ ვერ მივაგენი გაცეცხლებულმა კარადიდან ყველაფერი საწოლზე გადმოვყარე
-მარიამ რას აკეთებ-ღია კარში შემოიხედა დედამ
-ჩემს კრემისფერ კაბას ვეძებ-ვაუბნები გაღიზიანებული ტონით და საწოლზე დაყრილ ტანსაცმელში ქექვას ვაგრძელებ
-აქაა-დედა მეორე კარადასთან მიდის და საკიდიდან იღებს
-მახსოვდა რომ აქ შევინახე-მეორე კარადაზე ვუთითებ
-ეგ შენ შარშან შენახული გახსოვდა-იცინის დედა და ჩემდა გასაკვირად აქოთებულ ტანსაცმელზე პრეტენზიას არ გამოთქვამს -ბათუმიდან რომ ჩᲛოხვედი ყველაფერი მე დაგილაგე თუ
გახსოვს
-მადლობა-დედას ლოყაზე ვკოვნი და კაბას ვართმევ
-სხვათაშორის შენი ოთახის დალაგებას აღარ ვაპირებ-მეუნბნება დედა და გაოგნებული მისკენ ვტრიალდები
-დედააა-ვუახლობდები და ვეხუტები
-გთხოვ ამ ერთხელღა-და შეშინებული ვუყურებ საწილზე დაყრილ ჩემს ტანსაცმელს
-როგორც ჩანს მიდიხარ რომ მოხვალ მერე დაალაგე-მამხნევებს დედა და ოთახიდან გადის, ჯანდაბა, ჯანდაბა, აი თურმე რატომ არ მეჩხუბა ოთახი რომ ავაქოთე, თურმე დალაგებას აღარ აპირებს და მე უნდა რომ დავალაგო, ამის დალაგებას რათქმაუნდა არ ვალირებ რადგან არ მაქვს ამის ნერვები ამიტომ საწოლს ვწევ და მის სათავსოში ვყრი ყველაფერს, საწოლს ოდნავ ვასწორებ და სულ ესაა ოთახი დალაგებულია, კაბას ვიცმევ, კარგახნის ფიქრის მერე ვარჩევ შესაბამის ქუსლიან ფეხსაცმელს, ჩანთას
-მარიამ დედა ოთახი დაალაგე?-გაოცებული დედაჩემი ოთახში შემოდის ყავის ჭიქით ხელში
-დავალაგე-ვეუბნები ნაწყენი ტონით დ აფეხსაცის ჩაცმას ვიწყებ, დადე კარადას აღებს და გაოცებული იყურება
-კარადა ცარიელია რა უყავი იმდენი
ტანსაცმელი? -და სანამ რამეს ვუპასუხებ თავადვე პასუხობს თავის კითხვას-ისევ საწოლის სათავსოში ჩაყარე?
-გასაუბრებაზე მივდივარ-რომ არ იბუზღუნოს სხვა თემაზე გადამაქვს ლაპარაკი
-მართლა?
-გახსოვს საიუველიროში რომ ვიყავი ადრე?
-მერე ხომ უარი გითხრეს?
-ხო უკვე ავიყვანეთო და გამომიშვეს მაგრამ მაინც დაიტოვეს ჩემი სივიდა დღეს დამირეკეს დილით
-მოდიო?-დედამ ვერ დამალა აღფრთოვანება
-ხო ვიღაც წასულა მოულოდნელად და ადგილი გათავისუფლდაო, თუ სურვილი ისევ გაქვთ მობრძანდითო, კიდევ ერთხელ გავისაუბროთო
-მარიამ დედა როგორ გამახარე-დედაჩემი ჩამეხუტა
-მოკლეთ პირველზე შეხვედრა მაქვს მენეჯერთან.
ჩემმა გასაუბრებამ იმაზე კარგად ჩაიარა ვიდრე მე წარმომედგინა, უკვე ჩემმს მენეჯერს ძალიან უხაროდა რომ ორი უცხო ენა ვიცოდი და თან სამუშაო გამოცდილებაც უხვად მქონდა სხვადასხვა სფეროში, მაშინვე მითხრა რომ ამიყვანა და ხვალ დილის Ათზე სამსახურში ვყოფილიყავი, დედაჩემი ასეთი ბედნიერი დიდიხანია არ ყოფილა, ის კიარა და ჩემი ტანსაცმელიც კი დაალაგა სიხარულისგან, ანა სიხარულისგან ადგილზე დახტოდა, ჩვენი ბედნიერება მისთვის საკმარისი იყო რომ თავი ამ ქვეყნად ყველაზე ბედნიერ ბავშვად ეგრძნო.
თორნიკემ ჩემთვსი მხოლოდ საღამოს მოიცალა და დამირეკა, ისეთი გაბრაზებული ვიყავი მასზე რომ კარგახანს არ ვპასუხობდი ტეფონს
-ჯანდაბა მარიამ-როგორც კი ვუპასუხე ეს სიტყვები მაჯახა
-გაბრაზდი?-ვკითხე გამომწვევად
-შენი აზრით?
-და მე არ ვარ გაბრაზებული? ისე დაღამდა ერთი არ დამირეკე!
-ხომ მოგწერე მერე დაგირეკავ-თქო?
-მე შენი ხმის გაგონება მინდოდა-ვეუბენები გულწრფელად და მისი სიცილის ხმა მაგიჟებს
-მოგენატრე?
-შენ?-კითხვას ვუბრუნებ
-ვეცდები ხვალ ჩამოვიდე
-თუ არც ჩამოხვალ-ვბრეზდები მე რომ ისევ გადასწია დაბრუნების დრო
-ნუ მიბრაზდები რავქნა საქმეები გვაქ
-რა საქმეები? სმა და იარაღით თამაში?-ვერ ვმშვიდდები
-მაგ სათამაშოს გამო არ იყო რომ ჩემს მოთხოვნებს ზედმიწევნით ასრულებდი?- მეუბნება სიცილით, რაა? მოიცა! ეს რა დამცინის? დამცინის კიდესც?
-დამპალო-ვეუბნები გაცეცხლებული და ტეფონს ვუთიშავ და ცოცხალი თავით აღარ ვპასუხობ მის ზარებს რომელივ უწყვეტად ხუთი წუთის განმავლობაში გრძელდება, რომ დარწმუნდა აღარ ვუპასუხები Მესიჯების მოწერა დაიწყო
,, მარიამ დადიანო მიპასუხე!!!"
,,იცოდე დაისჯები"
,,მარიამ ნუ მაგიჟებ"
,,იცოდე ინანებ"
,,მარიამ"
,,კარგად გამოგდის ჩემი გაგიჟება"
,,გეტყობა რომ ჯიუტი სვანის სიახლი გაქ"
,,ჯიშკარიანოოოო"
მე მის მოწერილ შეტყობინებებს ვკითხულობდი ღიმილით და ძალიან მაინტერესებდა ასე გაცეცხლებული თორნიკე როგორ დამშვიდდებოდა და როდის
,,მალე შევხვდებით და დაისჯები"
ამ ბოლო შეტყობინების წაკითხვაზე საერთოდ არ გამცინებიᲐ რადგან ძალიან მაინტერესებდა საჯელი რა იქნებოდა და ინტერესით ვკვდებოდი. ღამე კიდევ დამირეკა მაგრამ ისევ არ ვუპასუხე, ამიტომ აღარფერი მოუწერია. დილით კარგ ხასიათზე გავიღვიძე, საწოლიდან წამოვვარდი რადგან უკვე ცხრა იყო მე კი ათზე სამსახურში უნდა ვყოფილიყავი, ისევ კაბის ძებნა დავიწყე
-მარიამ -დედაჩემი შემოვიდა ოთახში
-დედა ჩემი შავი კაბა სადაა
-რომელი?
-მოკლე
-მოკლე რომელი?
-სადა
-აქაა-დედამ საკიდიდან მოხსნა და მომაწოდა
-მარიამ მერამდენედ უნდა გითხრა საღამოს გაიმზადე ყველაფრი-თქო
-დედა ხოიცი არ შემიძლია ეს წინასწარ მზადება
-ის ხო შეგიძლია წასვლისას Აქეთ-იქით სირბილი და ძებნა, ხან კაბის ხან ფეხსაცმლის ხან ჩანთის
-კაი ნუ ბუზღუნებ-დედას ლოყაზე ვაკოცე, მაშინვე დამანება თავი, მე ჩავიცვი, გავემზადე და კისრისტეხვით ჩავირბინე კიბეები, ტელეფონმა დარეკა და სიჩქრისგან არ დამიხედია ეკრანისთვის ისე ვუპასუხე
-დიახ
-მარიამ დადიანო იცოდე განანანებ
გუშინდელს!-მესმის თორნიკეს დაძაბი ხმა
-არ მცალია სამსახურში მაგვიანდება-ვცდილობ უფრო გავაღიზიანო და მანქანას ვქოქავ
-სამსახურში? არ მითხრა რომ ისევ იქ დაბრუნდი
-იდიოტს ვგავარ?-ღვედს ვიკეთებ და მანქანას ნელ-ნელა ადგილიდან ვძრავ
-ახალი სამსახური ააგდე? იციან რომ თანამშრომლად ყველაზე გადარეული გოგონა აიყვანეს?-რატოღაც არ ბრაზდება და იცინის
-ჯერ არა-მეცინება მეც
-სად დაიწყე მუშაობა?
-საიუველირო მაღაზიაში
-კაი მიდი მერე დაგირეკავ, იცოდე ამის გამოც დაისჯები!-მემუქრება და მᲘთიშავს, სამსახურამდე ისე მივედი სულელური ღიმილი სახიდან ვერ მოვიშორე.
დღემ კარგად ჩაიარა, პირველ დღეს ამიხსნეს ყველაფერი რაც მოასწრეს, უცბათ გავერკვიე ამ სისტემაშიც, კითხვების დასმა და თანამშრომლებთან კომუნიკაცია არ გამიჭირდა, რადგან ძალიან მეგობრული გუნᲓი დამხვდა, შესაბამისად საჭირო ინფორმაცია მივიღე.
საღამოს საღფრთოვანებული წამოვედი მაღაზიიდან, ემოციებით დატვირთული რადგან ასე არასდროს გამმართლებია თანამშრომლებში რაღაც საოცარი კოლექტივი იყო, ძალიან ენერგიული, მხიარული, მცოდნე ადამინების თავშეყრა რასაც იშვითად ახლავს ხოლმ გაუგებრობები და ძალიან მიხაროდა რომ ასეთ ადამიანებს გვერდით მომიწევდა მუშაობა. ჩემს კორპუს რომ მივუახლოვდი მანქანის გასაჩერებელი ადგილი ახლო-მახლო არსად იყო ამიტომ მოშორებით გავაჩერე ჩემი გოგო, ერთი სული მქონდა სახლში მივსულიყავი და ჩემი დადებითი ემოციები გამეზიარებინა ჩემი გადარეული გოგოსთვის და დედასთვის, ამიტომ ჩქარი ნაბიჯით შევედი სადარბაზოში და კიბეზე რომ უნდა ავსულიყავი მოულოდნელად ვიგრძენი ვიღაც როგორ ამეკრო ზურგიდან, შემეშინდა დავიბენი და სანამ აზრზე მოვიდოდ მისი ცივი ხელები მუცელზე შემომეჭდო, სუნთქვა შემიწყდა შიშისგან, მაგრამ როგორც კი ნაცნობი სურნელი ვიგრძენი მაშინვე დავმშვიდდი
-ნეტა იცოდე როგორ მომენატრე-ჩამესმა თორნიკეს არეული ხმა და ცხელი ტუჩები შიშველ მხარზე მომაკრო, მერე კი საფეთქელზე
-ესე იგი დაბრუნდი-თავი უკან გადავწიე თან მისკენ გადავხარე და ყელში ვაკოცე
-ჩემთან ერთად ხომ წამოხვალ?-დამიჩურჩულა ყურში
-სად?-მისკენ შევტრიალდი და თვალეᲑში ჩავაცქერდი
-მინდა ვიღაც გაგაცნო-მეუბნება გამომწვევად
-შენი დარტყმული მეგობრები საკმარისი არ
არიან? -ვეკითხები სერიოზული სახით
-ხატია უნდა გაგაცნო-ხელს მავლებს მაჯაში და ქუჩაში გავყავარ
-ხატია?-ვიმეორებ და ვიბნევი, გონება ძალიან გვიან აღიქვავს ვინაა ხატია-შენი და უნდა
გამაცნო?-ვერ ვიჯერებ მის ნათქვამს, თავს თანხმობის ნიშნად მიქნევს და თავის მანქანისკენ მივყავარ რომელიც რამდენიმე დღეა ჩემი კორპუეისი წინ დგას
-მომენატრა-მანქანაძე მანიშნებს
-მაგიტომ დაბრუნდი ადრე?-სერიოზულად ვეკითხები და თორნიკეს გიჟურ სიცილზე მეც მეცინება, კარს მიღებს და თავადვე კეტას, ძალიან უფრთხილდება, პრინციპში მეც გავუᲤრთხილდებოდი იქს ექვსით რომ დავდიოდე და არა ორიათას რომელიღაც წელს გამᲝშვებული ნისან მარჩით... ნანას დავურეკე და ყველაფერი გულწრფელად ვუთხარი საერთოდ გააპროტესტა, სასწაული იყო პირდაპირ და დავმშვიდდი.
-როგორი დღე გქონდა სამსახურში?-მეკითხება ღიმილით
-ძალიან კარგი, ძალიან გამიმართლა რომ მათთან მოვხვდი-ვუზიარებ გულწრფელ ემოციებს
-გეტყობა-მეუბნება უკმაყოფილო ტონით, მე ინსტიქტურად მისკენ ვიყურები და მეცინება
-ცოტა ვნერვიულობ, ხატიას გაცნობა შენი იდეაა?
-არა თავად არ მომეშვა, აინტერესებს ასე
ვინ...-და ჩუმდებᲐ, ჩემსკენ იყურება და სახე ეცვლება
-ვინ გაგაგიჟა ასე?-ვასრულებ მის გაწყვეტილ ფრაზას, თორნიკე თვალებს აწვრილებს, რამდენიმე წამის განმავლობაში მიყჯრებს და ისევ საქარე მინას აპყრობს ჭაობისფერ სფეროებს
-მარიამ შენთან ყოფნა მინდა-მეუბნება სრულიად მოულოდნელად და მისკენ ვიხედები
გაოცებული -უშენოდ არ შემიძლია...-თავს ჩემსკენ აბრუნებს და სულ ერთი წამით ჩვენი თვალები ერთმანეთს ეფეთება -მაგრამ... ის რაც მოხდა... მარიამ შენ მე კიდევ მიმალავ რაღაცას... უფრო სწორად ბევრ რამეს მიმალავ ისევ... და ეს ჩვენს ურთიერთობას დაანგრევს, ხვდები?
-არ გიმალავ არაფერს-საშინლად ვიძაბები და ვცდილობ სიმშვიდე შევინარჩუნო -უბრალოდ დრო მჭირდება... დრო მომეცი და ყველაფერს აგიხსნი ოღონდ არა ახლა და არა დღეს
-შენ მაშინ მითხარი რომ ყველა და ყველაფერი წარსულში დავტოვეო, მაგრამ ანა წარსულიცაა აწმყოც და მიმავალიც! -ბრაზდება
თორნიკე -მინდა ვიცოდე კიდევ თუ არიან ადამიანები ვინც წარსულში დატოვე მაგრამ მაინც არიან აწმყოში და მომავალშიც იქნებიან გინდა თუ არა ეს შენ-ჯანდაბა, რატომ რატომ, ხვდება რაღაცას ხვდება, მაგრამ ზუსტად ვერ ხვდება რა მაკავშირებს იმ ნაძირალასთან.... ნელ-ნელა მგრძნობელობა დავკარგე მთელს სხეულში და ხმაც
ჩამიწყდა -მარიამ მე შენთან ერთღამიანი ურთიერთობა არ მინდა! ამ ყველაფერს ამისგამო არ ვაკეთებ, მაგრამ შენ მაინც ეჭვი გეპარება ჩემში... არ მენდობი!
-ასე არაა-ვეუბნები კარგახნის დუმილის
მერე -მე შენ გენდობი, ასე რომ არ იყოს აქ არ ვიქნებოდი, გესმის? უბრალოდ რაც ხდება და მოხდა წარსულში... ეს ჩემთვის ძალიან რთული გადასატანი იყო და დღემდე მიჭირს ამ რეალობასთან თვალის გასწორება
-მარიამ მე არ გთხოვ რომ ამიხნა რა და როგორ ან რატომ, უბრალოდ ვხვდები რომ ის რაც წარსულში იყო ჩვენს ურთიერთობაზეც გავლენას ახდენს, ხვდები?
-დრო მომეცი გთხოვ, მხოლოდ დროს გთხოვ და მე აუცილებლად მოგიყვები ყველაფერს... და მერე შენ გადაწყვიტე გინდა თუ არა ჩემთან
-გგონია შენზე უარს ვიტყვი?-ბრაზდება და ჩემსკენ იყურება -ამიტომ მიმალავდი ყველაფერს?
-მგონია არა, იტყვი!-ვეუბნები დარწმუნებით
-სისულელეებს ნუ ლაპარაკობ-მეუბნება გაღიზიანებული ტონით- ის რომ წარსულში შენ ვიღაც ნაბიჭვ.რი ცუდად მოგექცა იმას არ ნიშნავს რომ შენზე ამის გამო უარი უნდა ვთქვა!-ამ სიტყვებზე სისხლი გამეყინა ძარღვეᲑში, ჯანდაბა მიხვდა თავიდანვე მიხვდა ყველაფერს... მაგრამ არ შეიმჩნია, Უნდოდა მე მომეყოლა ყველაფერი მაგრამ... მიხვდა რომ ვერ ვბედავდი და თავის თავზე აიღო... მაგრამ მაინც მიჭირს ამაზე ლაპარაკი, ჯანდაბა ცრემლები მერევე -მარიამ-თორნიკე ჩემს აკანკალებულ ხელს ხელში იᲥცევს და თითებზე მკოცნის -მე დაგელოდები...ჩემი დაკარგვის კი ნუ გეშინია -ხელი აღარ გაუშვია ჩემთვის და იმდენი სითბო და სიყვარული ვიგრძენი ამ შეხსბით რომ თავს მოვერიე და დავმშვიდდი -თუ ოდესმე ლაპარაკი მოგინდება მე მოგისმენ და ვეცდები გაგიგო...
-და შენ? შენზე საერთოდ არაფერი ვიცი-ვუთხარი კარგახნის დუმილის მერე რომ როგორღაც წარსულის გახსენებით გამოწვეული ტკივილი გადამელახა
-რა გაინტერესებს კონკრეტულად?-მიხვდა რომ წარსულზე საუბარი არ შემეძლო და საუბარში ამყვა
-ყველაფერი
-მაინც?-შემომხედა და გამიღიმა
-მაგალითად ვინ გესროლა და ის ავადმყოფი რატომ გადაგეფარა
-ვაჩე? ვაჩე ჩემი ბავშვობის ძმაკაცია-ამ სიტყვებმა უარესი დამმართა-სულ ერთად მოვდივართ ბავშვობიდან, ჩემი Ბიძაშვილის აგარაკზე გავიცანი ურეკში ისიც სტუმრად იყო თავის ნათესავთან და მოკლეთ ასე... ლუკა და იკა ძმები არიან და ლუკა ხატიას პონტში დაგვიძმაკაცდა, მერე იკაც, ნიკა ჩემი ვაკელი მეზობელია, რაც შეეხება სროლას და გადაფარებას ამას თქვენ ქალები ვერ
გაიგებთ-მეუბნება მომღიმარი სახით და მაშინვე სუნთქვა მეკვრება, ჯანდაბა ჯანდაბა თურმე ბავშვობიდან იცნობენ ერთმანეთს, ის ნაბიჭ.არი თურმე თორნიკეს საუკეთესო მეგობარია
-ახლა შენ მომიყევი შენი ერთ-ერთი
საიდუმლო მეუბნება მომღიმარი სახით
-ალექსანდრე-ვთქვი მშვიდად და გაიგნებულმა შემომხედა -ის ანას მამა, ანაზე არაფერი იცის... წაემოდგენა არ ჰქონდა ციხეში რომ ჩასვეს რომ ნათია ორსულად იყო...ამიტომ თელავიდან თბილისში გადმოვედით, გვარი შევიცვალეთ... მერე ნათია... ის ავარიას ემსხვერპლა... ანა ჩემი შვილია! ჩემი შვილია და ის ციხიდან გამოვიდა, ის გვიპოვის! გვიპოვოს და პასუხს მოგვთხოვს რომ ნათია ვიმსხვერპლეთ... ანაზე რომ გაიგოს
წაგვართმევს -ისე ვამბობდი თითქოს საკᲣთარ თავს ველაპარაკებოდი
-ესეიგი ალექსანდრე?
-ჰო ის სულ იყო არის და იქნება... ესეც კიდევ რთი სიმართლე
-მარიამ...-თორნიკემ ვეღარფერი თქვა და გაჩუმდა
-კიდევ დარჩნენ ის არარაობები ვინც მე წარსულში დავტოვე მაგრამ სულ არიან აწმყოში და იქნებიან მომავალში, მაგრამ ამაზე ლაპარაკი ბევრად
რთულია -ხმა ჩამიწყდა -მაგრამ ძალას ვიპოვი და გპირდები ყველაფერს გიამბობ
-იქნებ ოდესმე ისიც მითხრა ვახოსთან რა გაკავშირებს -ამ სიტყვებზე თორნიკემ შემომხედა და დაჟინები ჩამაცქერდა აწყლიანებულ თვალებში, მე ვიგრძენი როგორ გამეყინა სისხლი ძარღვებში და როგორშეწყვიტა გულმა ცემა, ვიგრძენი როგორ დამეფანტა აზრები და თვალთ
დამიბნელდა -მარიამ კარგად ხარ?-თორნიკემ ძლიერად მომიჭირა თითები ხელზე, მე თვალები დავახამხამე და ვცადე გონს მოვსულიყავი
-კარგად ვარ-ვუთხარი კარგახნის დუმილის მერე და საკუთარი თავი ვაიძულე რომ გონს მოვსულიყავი
-მალე მივალთ-გამიღიმა და ისევ საქარე მინას გაუშტერა თვალი
-ისევ კოჯორში?-მეგონა მშვიდი ტონით ვეკითხებოდი მაგრქმ ხმაც კი მიკანკალებდა სხეულთან ერთთად
-ჰო უკვე გველოდებიან-მითხრა ეს და ისევ იგივე დამემართა, ისევ გამეყინა სისხლი ძარღვებში, ხმა ვეღარ ამოვიღე და ვარჩიე ძალა მომეკრიბა ვაჩეს საზიზღარი სახის დანახვისა და ატანისთვის.
ძალიან გამიჭირდა საკᲣთარი თავის ხელში აყვანა მაგრამ მაინც მოვახერხე მანქანიდან გადასვლა, საკუთარი სხეულის დამორჩილება და შესვლა იმ სახლში რომელმაც უამრავი სასიამოვნო და მტკივნეული მოგონება დამიტოვა სულ რამდენიმე დღეში. ტერასიდან შევედით ისევ სახლში და საოცარი სურᲐთი დამხვდა, ლუკა ინვალიდის სავარძლიდან ჩვეულებრივ სავარძელში სვავდა სავარაუდოდ ხატიას
-ძამიკო-როგორც კი დაგვინახა ტაში შემოჰკრა ხატიამ, ლუკა გასწორდა და დაჟინებით მოგვაჩერდა
-ჩემო პატარა-თორნიკე მივიდა და თავზე
აკოცა -გაიცანი მარიამი-მე შემომხედა ორივემ და უხერხულად გავიღიმე -ეს კი ხატიაა ჩემი გადარეული გოგო-თმა აუჩეჩა თორნიკემ და ლუკას შეხედა -შენ მოიყვანე?
-ჰო-ლუკას ქცევამ გამაოცა, თორნიკეს თვალი ვერ გაუსწორა
-მერე დაგელაპარაკები-დაუჩურჩულა Მაგრამ მეც გავივე
-თორნიკე რა ხდება?-Ხატიაც დაიძაბა როცა ბიჭების ალეწილ სახეებს შეხედა
-დანარჩენები სად არიან?-თვალი მოავლო მისაღებ ოთახს გაღიზიანებულმა თორნიკემ
-ჯერ არ მოსულან-უთხრა დაძაბული ტონით ხატიამ
-ანუ მარტო თქვენ მოხვედით-ჯერ ლუკას შეხედა ამღვრეული თვალებით მერე Ხატიას დახედა, მე მივხვდი რომ ამ სამს შორის რაღაც რიგზე ვერ იყო და ძალიან დავიძაბე, ჯერ იმაზე ფიქრი მაგიჟებდა რომ უახლოესი რამდენიმე საათი იმ არაკაცის გვერდით უნდა გამეტარებინა და ახლა ეს დაძაბულობა გადმომედო და უარესი დამემართა
-მარიამ დაჯექი გთხოვ-ხატიამ ამომხედა, მე დივანზე დავჯექი და ჩანთა გვერძე დავიდე
-ნიკას დავურეკავ-თორნიკე ტერასაზე გავარდა
-რა სჭირს?-შევხედე დაბნეულ ხატიას
-არვიცი-მხრები აიჩეჩა -მე და ლუკას სულ გვეჩხუბება თითქოს მაგის პატარა ბავშვები
ვიყოთ-მეუბნება გაბრაზებული და მე მაშინვე ვხვდები სიტუაციის სიმძიმეს
-ფერია გინდა ყავა გაგიკეთოთ?-ლუკას ინტონაცია, გამოხედვა, ქცევაც კი იმდენად სხვანაირია ხატიას მიმართ რომ გაოგნებული ვაჩერდები მას, ვფიქრობ ნამდვილად ის ლუკაა მე რომ გავიცანი ბათუმში თუ ეს რამე სხვა გამოშვებაა? როგორ შეიძლება ერთიდაიგივე ადამინი იყოს ასეთი განსხვავებული
-აუ მართლა გაგვიკეთებ?-ეღიმება ხატიას და ლუკას აჩერდება
-ფეხი რომ მოგირჩება და გაივლი ხოიცი ასმაგად აგანაზღაურებინებ-ემუქრება ლუკა და სამზარეულოში გადის
-სამნახევარი კოვზი შაქრით-ყვირის ხატია-იცოდე ძაან ტკბილი თუ იყო ახლის მოდუღება
მოგიწევს -და სიცილს ვერ იკავებს
-თუ მაშინდელივით კაიფს დაიწყებ თავზე
დაგასხამ-გამოსძახა ლუკამ
-მეც მომიდუღე ბარემ-თორნიკე შემოდის და
ყვირის
-რაო ნიკამ?-Ხატია ძმას თვალს ვერ უსწორებს და ღია კარში იყურება
-მე მოვალთო-ეუბნება უკმაყოფილო ტონით
-აი ესეც თქვენი ყავა-ლუკა ჭიქებს გვილაგებს პატარა მაგიდაზე
-მარილი თუ ჩამიყარე ისევ იცოდე...-უღრენს თორნიკე
-აი ჩვენც მოვედით-მესმის ვაჩეს საზიზღარი ხმა და უნებურად ვიყურები შემოსასვლელისკენ სადაც პარკებᲘთ ხელში შემოდის ის და ჩემს დანახვაზე ადგილზე შეშდება, ჩვენი მზერა ერთმანეთს ეფეთება და რამდენიმე წამის განმავლობაში ასე შევყურებთ ერთმანეთს თვალებში, ღმერთო როგორ მძულს ეს მზერა ეს თვალები, ეს გამოხედვა, როგორღაც ვახერხებ თავის ხელში აყვანას და მშვიდად ჯდომას, საბოლოოდ მზერასაც ვარიდებ და გვერდით მჯდომ თორნიკეს ვაჩერდები რომელიც დაჟინებით მიყურებს, ღმერთო ჩემო ამაზე საშინელი მომენტი ალბათ არ მქონია ცხოვრებაში და არც მექნება, ვეღარ ვუძლებ ამ ამ ყველაფერს და ფეხზე ვდგები
-სად მიდიხარ?-თორნიკე ისევ ისე ცივი არაფრის მთქმელი მზერით მიყურებს
-უნდა მოვწიო-ვეუბნები აღელვებული
-მეც წამოვალ-დგება და ჩემთან ერთად გამოდის ტერასაზე
-ხელები გიკანკალება-მეუბნება მოულოდნელად და თითებს ჩემს თითებში ხლართავს თან განზრახ ჯიუტას თვალეᲑში მიყურებს -კარგად ხარ?
-კარგად ვარ-ვეუბნები მაგრამ სინამსვილეში მე ძალიან ცუდად ვარ, ძალიან ცუდად, იმაზე ცუდად ვიდრე მე წარმომედგინა რომ ვიქნებოდი აქ მოსვლამდე -Ხატია ძალიან საყვარელია-ვეუბნები და მის თითებს ვაშორებ ჩემს თითებს, რომ მოვწიო საშინლად მინდა მოწევა და დამშვიდება. თორნიკე აღარაფერს მეუბნება და ჩემთან ერთად ეწევა სიგარეტს მაგრამ მეორე და მესამე ღერზე აღარ მომყვება, უბრალოდ დგას ჩემს გვერდით და მიყურებს, დაჟინებით დაკვირვებით მიყურებს თითქოს ცდილობს დაინახოს რა ხდება ჩემს სულში.
სახლში შესვლა ჩემთვის ჯოჯოხეთში დაბრუნებას უდრის მაგრამ ახლა ვერ გავიქცევი, ვერ მოვუყვები... არ შემიძლია... მეშინია... ალბათ თორნიკეს დაკარგვით გამოწვეული ტკივილის მეშინია და ასე საშინლად ამიტომ ვექცევი მასაც და საკᲣთარ თავსაც, სახლში შევდივართ და დივანზე ვსხდებით მე და თორნიკე
-სუფრას გავშლით რაღას ველოდოთ არა?-ნიკა შემოდის მისაღებში
-ჰო-თორნიკე ძალიან დაძაბული ჩანს და მისკენ მიხედვას ვეღარ ვბედავ
-მარიამ ეწევი?-ხატია დაჟინებით მიყურებს თვალებში
-კი
-თოკა რომ გაიცანი უკვე ეწეოდი?
-სამწუხაროდ დიდი ხანია ვეწევი
-აუ ერთხელ მეც მოვწიე და კინაღამ მომხვდა-იცინის ხატია
-კიდევ თუ მოწევ მართლა მოგხვდება-იცინის თორნიკე
-ნახე რა საძაგელია-იცინის ხატია -და მარიამი რომ ეწევა?
-ამას მერე მივხედავ-თორნიკე საზურგეს მიეყრდნო და ისე იჯდა რომ ფაქტიურად იწვა დივანზე და ჩემი თმების წვალება დაიწყო
-რატომ დაიწყე მოწევა?-ძალიან დაინტერესდა Ხატია და ვერც კი გააცნობიერა რა მტკივნეულ თემაას შეეხო
-უბრალოდ მომინდა და დავიწყე-ვუთხარი მაქსიმალურად მშვიდი ტონით
-გისწორდება ეხლა რომ ეწევი?
-ძაან ბევრ ხომარ ლაპარაკობ პატარა
ქალბატონო?-თორნიკე გასწორდა და ხატიას გახედა
-უბრალოდ მაინტერესებს-დაუბღვირა ხატიამ
-ძალიან მივეჩვიე-ვცდილობ მისი ცნობისმოყვარეობა დავაკმაყოფილო -სიგარეტის გარეშე არ შემიძლია
-თავის დანებება არ გიცდია?-ჩამეკითხა ისევ
-არა და არც არასდროს ვცდი
-ანუ გისწორდება რაღაც პონტში-არ მეშვება ხატია
-შეიძლება ასეც ითქვას -ვპასუხობ და სახიდან ღიმილი არ მშორდება რადგან მთლი ეს დრო თორნიკე ჩემს თმას აწვალებდა
-სიგარეტზე ფიქრს ჯობია შენ მოტეხილ ფეხზე იფიქრო თან ხომ იცი მარიამი ექიმია-თორნიკეს სახე ჩამთან ძალიან ახლოს მოაქვს და მე ინსტიქტურად თავს მისკენ ვატრილაბ, ერთმანეთს პირდაპირ თვალებში ვუყურებთ და იქამდე ვართ ასე სანამ ლუკას ჩახველების ხმას აზრზე არ მოვყავართ ორივე
-უკაცრავად მარტო ხომარ დაგტოვოთ?-იკრიჭება ის და ორივე დაბნეულები ავყურებთ მას
-ბევრს ნუ ლაპარაკობ-თორნიკე Ხელს მისმევს თმაზე და შესაბამისად ჩემს შიშველ ზურგსაც აყოლებს ცივ თითებს, მის შეხებაზე ტანში ჟრუანტელი მივლის ვცდილობ ოდნავ გვერძე მივიწიო რომ მისი ხელი მოვიშორო ზურგიდან
-უკაცრავად აქ არასრულწლოვანიცაა-არ ჩუმდება ლუკა და ოროვეს გვაფხიზლებს თითქოს
-თვალები დახუჭეთ-ცინის თორნიკე
-არა მე რამე კიარ მიკვირს, მაგრამ... ბავშვი აქ და არიცის შეყვარებულებს რა ემართებათ ხოლმე...
-იდიოტო-ბრაზდება ხატია და კოპებს
კრავს - ძაან დიდი გამოცდილება გაქვს არა ამ საკითხში?-აი აქ უკვე საინტერესო რაღაც ხდება და თორნიკე თავს მანებებს და ლუკას უყურებს
-მიდი უპასუხე-თორნიკე ძლივს იკავებს სიცილს ლუკას ალეწილ სახეზე
-მიდი მიდი უპასუხე-სამზარეულოდან გამოდის ნიკა და მხარზე ხელს ურტყავს
-თავისთავად თან ზედმეტად მრავალფეროვანი-ლუკა თავს ხრის და მომღიმაეი სახით ჩუმად აპარებს მზერას ხატიასკენ
-ეს ბიჭი მომაშორეთ აქედან-ყვრის გაცეცხლებული ხატია და ჩვენ ყველას გვეცინება მის რეაქციაზე
-მიდი მიდი სუფრის გაშლაში მიეხმარე ბᲘჭებს, კაცმა ის უნდა აკეთოს რაც კარგად
გამოსდის-იცინის თორნიკე და ცხელ ტუჩებს მხარზე მაწებებს, მერე ხელს მხვევს და მაგრად მიხუტებს
-შენი დროც მოვა-ემუქრებ ლუკა და სამზარეულოში შედის ბᲘჭებთან
-სამწვადე გავამზადეთ წამო შევწვათ და მერე ჩავუჯდეთ-ნიკა თორნიკეს მართმევს და მიყავს
-მარიამ მართლა ექიმი ხარ?-მეკიᲮება Ხატია კარგახნის დუმილის მერე
-კი ვარ დერმატოლოგი... უფრო სწორად ვიყავი
-თან ეწეოდი?-იცხადებს ხატია
-ხატია ჩემო ლამაზო სიგარეტით ვერ დაამტკიცებ რომ მაგარი გოგო ხარ... ვერც იმას რომ შემდგარი და დამოუკიდებელი ხარ და რასაც გინდა იმას გააკეთებ... ეს უფრო ინტერესია და მერე დამომიდებულებაა... არ გინდა მოწევაზე ფიქრი... როცა ჩამოყალიბდები მერე თუ გაგისწორდა მოწიე, თუარადა Მავნე ჩვევად გექცება ავადმყოფურ დამოკიდებულებად, გესმის? რომ გაიზრდები შეიძლება საერთოდ დაკარგო ინტერესი იმიტომ რომ ამაში საინტერესო არაფერია-ვუთხარი ღიმილით
-ისე რომ მოვწიე დიდად არ დამევასა
-ჩემი რჩევა Გაითვალისწინე გთხოვ, ისე რაღაც მინდა რომ გკითხო შეიძლება?
-რაა?-დავაინტრიგე ხატია
-ფეხი რატომ მოიტეხე? Ანუ ძაან გაქ მუხლი დაზიანებული გეტყობა და ...-თან ვყოყმანობდი არ იფიქროს ერთი დღეც არა რაც გავიცანი და რა კითხვებს მისმევსო
-რა საყვარელი ხარ-გაეცინა ჩემს გამომეტყველებაზე -მანქანის ტარება ლუკამ მასწავლა, დამპალი თორნიკე არ მსვავდა და ლუკს ვთხოვე და მასწავლა-ისეთი ემოციებით მიყვებოდა რომ მეღიმებოდა მის გამომეტყველებაზე -ხოდა ჩავთვალე რომ ერთ თვეში ძაან მაგრად ვისწავლე ტარება და ავუტყდი მოვტყდეთ და დამსვი ავტობანზე-თქო, ლუკასაც მეტი რა უნდოდა და... მოკლეთ ხეს დავეტაკეთ მისი ბეემვეთი
-არ შეშინდე და უარი არ თქვა მანქანის ტარებაზე და მართვის მოწმობის აღებაზე მომავალში
-თორნიკემ ისეთები დაიმართა და დაგვმართა მეეჭვება ოდესმე საჭესთან დავჯდე კიდევ
-მაინც დაგსვავ ხოლმე ფერია-ლუკა შემოვიდა სახლში მოგვიახლოვდა Და თავზე აკოცა ხატიას
-ხოიცი თორნიკე მოგკლავს-არ დაუჯერა ხატიამ
-ვერაფერსაც ვერ იზავს-წარბი აწკიპა და
დაიხარა -მთავარია რომ შენ გინდოდეს ეს-ცხვირზე აკოცა და სამზარეულოში შევიდა, ხატიამ ჩემსკენ გამოხედვა ვეღარ გაბედა და თავი დახარა უხერხულობისგან, მე კი ძლივს ვიკავებდი თავს რომ არ გამცინებოდა
-აი ჩვენც მოვედით-შემოლაგდნენ სახლში ბიჭები, მე მაშინვე დავიძაბე -უცბათ გაბშლით-სამზარეულᲝსი შევიდნენ და მართლაც უცბათ გაშალეს სუფრა
-ვის ოჯახშიც თქვენ შეხვალთ რა-იცინოდა ხატია
-მოვა დრო და თქვენ გოგოებს მოგიწევთ აქ ტრიალი-გაეცინა იკას და პირველი მიუჯდა სუფრას
-დასალევს მე მოვიტან-ვაჩე გაბოდიალდა და ცოტახანში ოთხი ბოთლით ხელში დაბრუნდა
-არ არსებობს-გაბრაზდა ხატია
-შენ ჩუ რა-იკამ გააჩუმა და ბოთლები მაგიდაზე დაალაგა, ერთი გახსნა და დაისხა ჭიქაში და მაშინვე გადაჰკრა
-ხატია-ლუკა მოგვიახლოვდა და ხელში აიყვანა, მე ინსტიქტურად თორნიკეს გავხედე რომელიც დაბღვერილი უყურებდა მათ, ხატია დასვა სკამზე და გვერდით მიუჯდა, მე და თორნიკე მათ პირისპირ დავჯექით, საბედნიეროდ თორნიკეს გვერᲓით დაჯდა ის ნაბიჭვ.რი და ვერ ვხედავდი, სუფრაზე რესტორნიდან წამოღებული მზა საჭმელები ელაგა... თუცა ელაგა ცოტა ხმამაღალი ნათქვამია, ეფრო გაურკვევლად ეყარა, თუმცა აქ მოსულებს აშკარად ეტყობოდათ რომ ნამდვილად არ იყვნენ აქ საჭმელად და მათი მთავარი შეკრების მიზეზი დალევა იყო, ლუკამ გახსნა ჩვენ მხარეს დადებული ვისკის ბოთლი და დაგვისხა ჯერ მე და ხატიას მერე თოკას
-ხატია ლიმონათს დალევს-თორნიკემ ხატიას სასმლით სავსე ჭიქა აიღო და დაუდგა ნაღების ლიმონათის ბოთლთან ერთად ახალი ჭიქა
-აუ რააა-გაიბუტა ხატია
-დალიოს რა-აუჯანყდნე ძმაკაცები თორნიკეს
-თქვენს საქმეს მიხედეთ
-აუ არ მინდა დიდი ძმა პატარა ძმა მინდა რომ ვცემო ხოლმეეე-აბუზღუნდა ხატია
- ფერია არ მოიწყინო, თვრამეტის რომ გახდები მე და შენ გონების დაკარგვამდე დავლიოთ
კაი?-ლუკა დაჟინებით ჩააცქერდა თვალებში ხატიას
-მპირდები?-გამომწვევად ჰკითხა ხატიამ
-გპირდები
-ოე ბიჭო-გაცეცხლა თორნიკე -რა გეგმებს აწყობთ ორი არანორმალური?-შეხედა ლუკას
-შენ ნუ ერევი რა ბოღმიანო-გაბრაზდა ხატია -ერთ თვეში სეულწლოვანი ვხდები და ვეღარ ჩაყოფ ცხვირს ჩემს საქმეში გასაგებია?-უთხრა მკაცრი ტონით და ყველას სიცილი აუტყდა
-კაი ერთი, სულ შენი სრულწლოვანება-თოკა მკაცრი უფროს ძმობის იმიჯს აწვებოდა ბოლომდე
-აუ რა მარიამ არ გინდა მოიტაცო? გეფიცები ოჯახიდან არავინ არ მოვითხოვთ მის
დაბრუნებას -შემომხედა საწყლად ხატიამ
-ჭკვიანად იყავი შენ... აქედანვე არ მოგიტაცოს ერთმა სულიერმა -თქვა იკამ და მესამე თუ მეოთხე ჭიქა დაცალა
-იკა შენ მგონი ბევრი დალიე-თვალები დაუჭყიტა ნიკამ
-კაი ხო-იკა გაჩუმდა და ხელახლა შეივსო ჭიქა
-მოიცა ამან ბოთლი დაცალა და ჩვენ ჯერ არც დაგვიწყია დალევა-ხმა ამოიღო ვაჩემ და ჭიქა ასწია, მე მხოლოდ მისი საშინელი ხელი დავინახე
-ხატიას გაუმარჯოს-თქვა ნიკამ და ჭიქები მიაჯახუნეს
-შენ არ დალევ?ნუ გეშინია სახლში უვნებლად დაგაბრუნებ მთვარალი არ დავჯდები საჭესთან-შემომხედა თორნიკემ, მე იმდენი ემოცია მქონდა ერთდროულად მოწოლილი რომ ვეღარ ვუმკლავდებოდი საკუთარ თავს ჭიქას ხელი მოვკიდე, თორნიკეს ჭაობისფერ სფეროებს დაჟინებით ჩავაცქერდი
-დავლევ რატომაც არა, შენს გვერდით არაფრის მეშინია-ვუთხარი ღიმილით და ჭიქა მივუჭახუნე.
რამდენიმე ჭიქა დავლიე და სასიამოვნოდ Ავარდა თავში, როგორც იტყვიან ხოლმე, ვიგრძენი როგორ გავბრუვდი და როგორ ამირია თავგზა, თუმცა ეს ძალიან სასიამოვნო იყო
-აუ მუსიკა მაინც ჩართეთ-აბუზღუმდა Ხატია
-შენს საყვარელ მუსიკას ჩავრთავ-ლუკა ადგა და მაშინვე ჩართო სასიამოვნო მშვიდი მუსიკა
-წამო ვიცეკვოთ -თორნიკეს ხელი ჩავკიდე და ავაყენე, წინააღმდეგობა არ გაუწევია რათქმაუნდა და მაშინვე ხელები წელზე მომხვია, მე კისრეზე მოვხვიე და მუსიკას ავყევით ნელი მოძრაობᲘთ, იმის მიუხედავად რომ სულის სიღრმეში ძალიან მტკიოდა უკვე თორნიკე მაინც გადავწყვიტე ეს საღამო ჩვენთვის დაუვიწყარი მოგონება ყოფილიყო, დავივიწყე ვაჩე, ვარსებობდით მხოლოდ მე და თორნიკე, ვუყურებდი აციმციმებულ თვალებში და უბედნიერესი ადამინი ვიყავი...
-გინდა ჩვენც ვიცეკვოთ?-სიჩუმე ლუკას ხმამ დაარღვია, ინსტიქტურად გავჩერდით მე და თორნიკე და მათ გავხედეთ
-მინდა მაგრამ როგორ-გაეცინა ხატიას და მოწყენილი სახით შეხედა ლუკას
-ეხლა ამას მოვკლავ-შემომხედა თორნიკემ და წამში წაეშალა სახე
-შეეშვი ბავშვებს-მკლავზე ხელი წავავლე და გარეთ გამოვიყვანე -მოვწევ რა-და თან შიგნით მიმდინარე მოვლენენს ვადევნებდით თვალს ღია კარიდან, ლუკამ რომ ხელში აიყვანა მოულოდნელად ხატია დაატრიალა და მუსიკას ნელა აჰყვა მეც კი გამეყინა სისხლი ძარღვებში არათუ თავგზააბნეულ ხატიას რომელმაც მოულოდნელობისგან შეკივლა და მაგრად მოხვია ხელები კისერზე, შემდეგ კი დამშვიდდა და საყვარლად დაადო თავი მხარზე
-ჯანდაბა, ეს ბიჭი თავს მომაკვლევინებს-თორნიკემ გაიწია მაგრამ მე არ შევატარე სახლში და გაცეცხლებული მომაჩერდა
-მათ სიყვარულს ტყუილად ეწინააღმდეგები
-ხატია ჯერ ძალიან პატარაა-მითხრა გაღიზიანებული ტონით -არც ეგ იდიოტი მყავს დიდი ოცდასამი წლისაა
-ვიცი რისიც გეშინია მაგრამ რაც მეტად შეეწინააღმდეგები უფრო მეტად უბიძგებ ერთმანეთისკენ
-ამის დედასაც შევ.ცი-დაიღრინა და სიგარეტი ამოიღო ჯიბიდან ათრთოლებული თითებით
-თორნიკე ნუ გიჟდები
-მოგიყვა ფეხი რატომ მოიტეხა? -შემომხედა ამღვრეული თვალებᲘთ
-კი
-ხვდები ახლა რატომ არ მინდა მათი ერთად ყოფნა? ყოველ შემთხვევაში სანამ აზრზე არ მოვლენ მანამდე მაინც
-თორნიკე ტყუილად ცდილობ ხომ ხვდები არა? სულ რამდენიმე საათია რაც გავიცანი ხატია უკვე მივხვდი რომ ერთმანეთი სიგიჟემდე უყვართ
-არა და არა-იყვირა თორნიკემ -არ შეიძლება, ჯერ არა, ხატია ძალიან პატარაა არ მინდა გული ეტკინოს
-რატომ ფიქრობ ასე? ლუკაში ეჭვი გეპარება?
-არა მაგრამ... უბრალოდ მგონია რომ ამისთვის მზად არ არიან
-შეეშვი ბავშვებს, ნუ ეწინააღმდეგები, შეხედე რა ბედნიერები არიან ერთად ყოფნით-მაგიდასთან მსხდომ ხატიას და ლუკას შევხედე -დამიჯერე თუნდაც ერთმანეთს ატკინონ და იმედები გაუცრუონ ჯობია ერთად იყვნენ, ჯობია ერთმანეთი შეიგრძნონ გადავარდნენ თავდავიწყებაში ვიდრე უერთმანეთოდ დაიტანჯონ
-მე ხომ არ ვამბობ რომ ერთმანეთი არ უყვარდეთ-მეთქი, უბრალოდ ჯერ პატარები არიან და არ მინდა გაბედონ და გამოუტყდნენ ერთმანეთს
-თორნიკე -გამეცინა მე -ნამდვილი უფროსი აუტანელი ძმა ხარ-შეეშვი ბავშვებს თავად გაერკვევიან
-ტვინს ნუ მირევ -მომიახლოვდა და ლოყაზე
მაკოცა -მათი ურთიერთობა ორ წელზე მეტია გრძელდება...
-ორიᲛ
-ჰო... ორი წლის წინ ხატია მოიწამლა და და საავადმყოფოში დავაწვინეთ, ლუკას ბიძაშვილი იწვა ხატიას პალატაში და იქიდან გავიცანით ერთმანეთი... მოკლეთ ორი წელია ხატიაზე აბოდებს, წარმოდგენაც არ მინდა იმის რომ შეიძლება გოგო მევასებოდეს... უფრო სწორად მიყვარდეს და ორი წელი ველოდო მის გაზრდას... ხვდები ? და ახლა როცა ბოლოსდაბოლოს გაიზარდა Ეს გოგო როგორ გგონია კიდევ რამდენხანს შეძლებს ლუკა შეეწინააღმდეგოს საკუთარ თავს და გრძნობებს? მითუმეტეს რომ ხატიაც მის გარეშე ვერ ძლებს და მოკლეთ, ხატია კიდევ უფრო აგიჟებს ისედაც თავგზააბნეულ ბიჭს
-და შენ როგორც ბოროტი უფროსი ძმა ცდილობ ეს გაურკვევლობა კიდევ გაწელო ერთი ორი წელი არა?-მეცინება მე და მეორე ღერს ვუკიდებ
-ზუსტად-თვალებში მოყურებს და მოულოდნელად ცივ ტუჩებზე მაწებებს ცხელ ვნებიან ტუჩებს, მე წინააღმდეგონის გაწევის არანაირი სურვილი არ მაქვს და მის კოცნას კოცნით
ვპასუხობ -მარიამ-სულ ერთი წამით წყდება ჩემს ტუჩებს და ჩურჩულებს ჩემს სახელს ჩავარდნილი ხმით, ისევ მაწებებს ვნებიან ტუჩებს და თმებში ხელს მიცურებს, მეორეს კი წელზე მხვევს და მეტად მიკრობს სხეულზე, სასმელმა თავისი საქმე გააკეთა , დამავიწყა ყველა და ყველაფერი ამიტომ ავყევი გრძნობებს ასე თამამად და დაუფარავად, როცა ვნებები დაცხრა და ჩემს ტუჩებს მოსწყდა ძალიან დამწყდა გული და ხელი ნიკაპზე მოვკიდე, ჩემსკენ მოვიზიდე და პირველმა მივაწებე მთრთოლარე ტᲣჩები ხურვალე ტუჩებს-გინდა რომ გამაᲒიჟო?-დამიჩურჩულა ყურში და შეშველ ზურგზე ცივი თითები
ამომაყოლა -ასე ჩაცმული ნუ დადიხარ-მეთქი რამდენჯერ გითხარი-პირდაპირ თვალებში მიყურებს და ისე მეუბნება
-წასვლის დროა-გამომწვევად ვეუბნები
-ჯერ ადრეა, ორია მაჯის საათს დახედა
-ხვალ დილის ათზე სამსახურში უნდა ვიყო
-აღარ დალიო ისე დარჩი
-მოიცა შენ რა კიდვ უნდა დალიო?-ვიცხადებ მე
-შენ რომ მიგიყვან ისევ აქ უნდა მოვიდე
-არაა-თვალებს ვაწვრილებ
-კიი-იცინის ის და ეზოში ჩავყავარ, ნიკას მანქანას საბარგულს ხდის და იქ დაწყობილ ბოთლეზე მიმანიშნებს -ეს სულ ჩვენი დასალევია თან ამ ღამეს
-მოკვდები-სერიოზულად ვეუბნები და ვისკის კიდევ ხუთ ბოთლს თვალს ვწყვეტ და თორნიკეს ვჩერდები -ღვინო ხომ არაა? ამდენი რომ დალიოთ მართლა მოკვდებით თან ყველა ერთად
-იქამდე დავლევთ სანამ გავქაჩავთ
-ანუ გონების დაკარგვამდე?-გაბრაზებული ვეკითხები, თორნიკე თავს მიქნევს თანხმობის ნიშნად და იცინის
-აბა ხუთი ჭიქა მეყოფა მე?
-ანუ სერიოზული ლოთი ხარ
-აი ეს სერიოზული რაღაა-იცინის გიჟივით -კაცი ან არის ლოთი ან არა
-და შენ როგორც ვხვდები ხარ-ვბრაზდები მე
-სერიოზული არა ნაკლებად სერიოზული ლოთი
ვარ -მამშვიდებს თორნიკე
-Მაბრაზებ
-ჩემი გადარეული-ცზვირზე მკოცნის და სახლში შევყავარ, ტაქსისი იძახებს და ველოდებით მის მოსვლას
-მარიამს გავაცილებ და მერე შენ წაბრძანდები სახლში-ხატიას უყურებს არეული თვალებით
-მე გავაცილებ სახლში-ლუკა გებედულად უყურებს თვალებში თორნიკეს
-მე წავიყვან-იღრინება თორნიკე
-აუ არ მინდა ლუკა გამაცილებს-კოპებს კრავს ხატია
-ბევრს ნუ ლაპარაკობთ-ბრაზდება თორნიკე
-დაანებე თავი რა ბავშვებს-ჩაერია ნიკა
-ჩვენ გიშვებთ-იცინის ავადმყოფი ვაჩე
-ჰო ესენი რომ წავლენ მოტყდით თქვენც -არიგებს იკა ძმას
-ორივეს მე მივაბრძანებ სახლში-ჯიუტობს თორნიკე
-ლუკა წამიყვანს რა გთხოვ-ხვეწნაზწ გადავიდა ხატია
-ხო თან ტაქსით მიდიან მანქანით ხომ არა, ნუ გაჭედე ეხლა -თვალები დაუბრიალა ნიკამ
-კაი-გაბრაზებული ადგა თორნიკე და გარეთ გავარდა
-ნახვამდის ჩემო ლამაზო-ხატიას
ჩავეხუტე -კარგად-გავუღიმე სუფრასთან მსხდომთ
-შეხვედრამდე-მესმის ვაჩეს მუქარანარევი ხმა და ინსტიქტურად მისკენ გავიხედე, მაგრქმ ვერაფერი ვთქვი და გამოვვარდი სახლიდან.
სახლამდე ისე მივედით რომ ხმა არ ამოგვიღია არცერთს, ლაპარაკის თავი აღარ გვქონდა, ცახუტებულები ვიყავით მთი გზა და ტაქსის მძღოლმა რომ გვითხრა მოვედითო ძალიან დამწყდა გული, ტაქსიდან თორნიკეც გადმოვიდა სახლამდე მიმაცილა
-ხვალ დაგირეკავ-მითხრა მოღუშული სახით
-კარგი-ჩავეხუტე და ლოყაზე ვაკოცე
-არ მინდა წასვლა
-ნუ სულელობ-გამეცინა მე
-კაი მიდი შედი-გამიღიმა და მიბრუნდა კიბეზე დაეშვა ჩქარი ნაბიჯით და თან გაიყოლა ისევ ჩემი გული და გონება.
მეორე დღეს სამსახურში ძალიან გამიჭირდა მობილიზება, რადგან ცალე თავი მტკიოდა და ცალკე ემოციებთან გამკლავება რომლებიც გუშინ ღამე გაასმაგდა, მაგრამ როგორღაც შევძელი გამკლავება საკუთარ თავთანაც და სამსახურთანაც, სახლში დავბრუნდი და ძალიან მოვიწყინე რადგან თორნიკეს ვერ ვნახავდი, ბებია ჰყავდა ავად და შესაბამისად სოფელში მოუწია ოჯახთან ერთად წასვლა, ზუსტად არიცოდა როდის დაბრუნდებოდა რადგან თურმე თამარა ბებოს იმფარქტი მიუღია გამთენიისას და ახლა თავზე ადგას მთელი ოჯახი. დასაწოლად ვემზადებოდით რომ თათიამ დამირეკა
-მარიამ-ამოიტირა და ხმა ჩაუწყდა
-რა მოხდა რა გაბღავლებს გოგო-სკამიდან წამოვხტი აღელვებული
-თათიაა?-შემომხედა გაოცებულმა დედაჩემმა
-ჰო-ვუთხარი და საძინებელში შევიკეტე-რა გეტაკა გოგო ხმა ამოიღე
-მარიამ-ისევ ჩემს სახელს ბღავის და მეტს ვერაფერს მეუბნება, ძალიან ვბრაზდები და ჩხუბზე გადავდივარ
-კარგი გავიგე რომ ეგრე დამიტირებ მაგრამ ჯერ არ მოვმკდარვარ და იქნებ ამიხსნა რა ხდება?
-დათომ ხელი მთხოვა-ამოიტირა და ხმა ჩაუწყდა
-რაააააა-ვყვირი ბოლო ხმაზე და აქეთ-იქით ვიწყებ სიარულს გაოგნებული
-ბეჭედი... ბეჭედი-ლუღლუღებს და ვეღარ აგრძელებს
-იცოდე თუ ეგ ბეჭედი გაიკეთე სადაც ხარ იქ მოვალ იქვე დაგახრჩობ და დაგმარხავ!-ვყვირი გაცოფებული
-მოვიხსენი და გადავაგდე-მეუბნება ჩავარდნილი ხმით და ჩუმდება
-რააა? გაგიჟდი შეიშალე თუ რა ჯანდაბაა?
-გამიკეთა მაგრამ მე...
-სად ხარ მოვალ
-არვიცი
-რასჰქვია არ იცი-ისე ვარ მეც გაცოფებული რომ ხმას ვეღარ ვაკონტროლებ უკვე
-სადღაც თბილისის ზღვასთან
-მანდ რა ჯანდაბას აკეთებ გოგო ამ შუაღამისას, მისმისნე ეხლა გავთიშავ და ცოტახანში დაგირეკავ
-არ გამითიშო გთხოვ ძალიან მეშინია-მესმის თათიას შეშინებული ხმა



№1  offline წევრი KAVTI

ძალიან მაგარია. საინტერესო. ბევრი ვიხალისე ემოციებს ვეღარ ვმალავ... :)

 


№2  offline მოდერი ნეაკო

KAVTI
ძალიან მაგარია. საინტერესო. ბევრი ვიხალისე ემოციებს ვეღარ ვმალავ... :)

მადლობა, მიხარია რომ მოგეწონათ :)

 


№3  offline აქტიური მკითხველი grafo

ხო გკითხულობ, მოგყვები, მაგრამ ბოლოში ჩასვლისას მრჩება რაღაც, რაც ამ ერთ არაქართულ, შემოკლებულ სიტყვაში ეტევა:

ოკ!

 


№4  offline მოდერი ნეაკო

grafo
ხო გკითხულობ, მოგყვები, მაგრამ ბოლოში ჩასვლისას მრჩება რაღაც, რაც ამ ერთ არაქართულ, შემოკლებულ სიტყვაში ეტევა:

ოკ!

ნუ რა გავაკეთო :) ესაა სულ ჩემი შესაძლებლობების მაქსიმუმი ამ ეტაპზე :)

 


№5 სტუმარი სტუმარი ნესტანი

რამბავი ტრიალებს აქ მომეწონა საინტერესო იყო ეშველათ ვითომ ამათ თუ არა ჯერ ველოდები ახალ თავს მადლობა წარტებები ????????????

 


№6  offline მოდერი ნეაკო

სტუმარი ნესტანი
რამბავი ტრიალებს აქ მომეწონა საინტერესო იყო ეშველათ ვითომ ამათ თუ არა ჯერ ველოდები ახალ თავს მადლობა წარტებები ????????????

მᲓლობა თქვენ დადებითი ემოციების გამოხატვისთვის, რაც შეეხება თორნიკეს და მარიამს ჯერ კიდევ აერევათ ურთიერთობა

 


№7 სტუმარი სტუმარი თიკო

ვაიმე როგორ ვერ ვიტან ვაჩეს და თათიასაც. ძალიან ტუტუცი გოგოა თათია. მარიამმა რა აღარ უთხრა რომ ჩამოშორებოდა დათოს, ტიპს თავისი ეგოისტობაც კი დაანახა, ლამის უწინასწარმეტყველა რომ ასე იქნებოდა, ესაუბრა, აუხსნა, მაგრამ ამდენი რამის შემდეგ ბეჭედს იკეთებს და შემდეგ მარიამს ურეკავს ტირილით და შველას სთხოვს. მაგრამ დაველოდები გაგრძელებას, რადგან არ მოუყოლია მთელი ამბავი, როგორც ჩანს არც ასე ადვილადაა საქმე. რაც შეეხება ვაჩეს ძალიან, ჩვეულებრივად, ატანა არ მაქვს მაგ ადამინის. წარსულში მიატოვა ერთი-ორი მუქარის გამო ქალი, რომელსაც სიყვარულს ეფიცებოდა და ახლა გამოჩნდა მის ცხოვრებაში ისიც შემთხვევით და ემუქრება, რომ თავის ბავშვობის ძმაკაცს დაშორდეს. საბოლოო ჯამში ვფიქრობ რომ ვაჩეს არანაირი გრძნობა არ აქვს მარიამისადმი, მითუმეტეს სიყვარული. ვფიქრობ ეს უფრო ავადმყოფური აკვიატება და მიჯაჭვულობაა, რომელსაც მარიამისადმი განიცდის. არც იმის ძალა და გამდედაობა აქვს რომ მოარჯულოს და თავი შეაყვაროს და არც სხვისთვის ეთმობა. საბოლოო ჯამში საზიზღარი პიროვნებად ყალიბდება ჩემს თვალში. მარიამს რაც შეეხება, მესმის რთულია მისი ცხოვრება, ვერ ივიწყებს განვლილ ტანჯვას და აწმყოს პრობლემებს, მაგრამ რაც უფრო სწრაფად ეტყვის თორნიკეს სიმართლეს, უფრო კარგი იქნება. ველოდები გაგრძელებას. როგორც ყოველთვის ძალიან კარგია.❤❤

 


№8 სტუმარი სტუმარი ნათია

ამხელა ქალი რომ ისევ მშობელთან ცხოვრობს, საკუთარი ოთახის დალაგება ეზარება და დედას ალაგებინებს ცოტა არანორმალური მეჩვენება. არა, ცოტა კიარა, ნამდვილად არ არის ნორმალური. ჩვენს მარიამს საკუთარი ცხოვრება არ გააჩნია და ძალიან სამწუხაროა. ეს ვაჩეს რეალური სახელი მაინც ვერ გავიგე, კომენტარებში მაინც მითხარი რა ქვია ამ ბიჭს.
თორნიკე უსაყვარლესი ადამიანია და საერთოდ არ არის მარიამი ღირსი ასეთი ადამიანის გვერდით ყოფნის, როცა ამდენ რამეს უმალავს. ჩაიხვია თორნიკეს დაკარგვის მეშინიაო, ბიჭი ეუბნება რაც არ უნდა იყოს არ დამკარგავო და ეს თავს იგიჟებს დაგკარგავო. ანუ? რატომ წელავს ვერ ვხვდები, რა უნდა თქმას. კი, წარმოვიდგინე მის ადგილას თავი და მესმის ძნელია საუბარი, მაგრამ მისი ქცევა გადაჭარბებულია.
რა ვიცი, რა ვიცი.
წარმტებები❤️

 


№9  offline მოდერი ნეაკო

სტუმარი ნათია
ამხელა ქალი რომ ისევ მშობელთან ცხოვრობს, საკუთარი ოთახის დალაგება ეზარება და დედას ალაგებინებს ცოტა არანორმალური მეჩვენება. არა, ცოტა კიარა, ნამდვილად არ არის ნორმალური. ჩვენს მარიამს საკუთარი ცხოვრება არ გააჩნია და ძალიან სამწუხაროა. ეს ვაჩეს რეალური სახელი მაინც ვერ გავიგე, კომენტარებში მაინც მითხარი რა ქვია ამ ბიჭს.
თორნიკე უსაყვარლესი ადამიანია და საერთოდ არ არის მარიამი ღირსი ასეთი ადამიანის გვერდით ყოფნის, როცა ამდენ რამეს უმალავს. ჩაიხვია თორნიკეს დაკარგვის მეშინიაო, ბიჭი ეუბნება რაც არ უნდა იყოს არ დამკარგავო და ეს თავს იგიჟებს დაგკარგავო. ანუ? რატომ წელავს ვერ ვხვდები, რა უნდა თქმას. კი, წარმოვიდგინე მის ადგილას თავი და მესმის ძნელია საუბარი, მაგრამ მისი ქცევა გადაჭარბებულია.
რა ვიცი, რა ვიცი.
წარმტებები❤️

მადლობა Აზრის გაზიარებისთვის :)

სტუმარი თიკო
ვაიმე როგორ ვერ ვიტან ვაჩეს და თათიასაც. ძალიან ტუტუცი გოგოა თათია. მარიამმა რა აღარ უთხრა რომ ჩამოშორებოდა დათოს, ტიპს თავისი ეგოისტობაც კი დაანახა, ლამის უწინასწარმეტყველა რომ ასე იქნებოდა, ესაუბრა, აუხსნა, მაგრამ ამდენი რამის შემდეგ ბეჭედს იკეთებს და შემდეგ მარიამს ურეკავს ტირილით და შველას სთხოვს. მაგრამ დაველოდები გაგრძელებას, რადგან არ მოუყოლია მთელი ამბავი, როგორც ჩანს არც ასე ადვილადაა საქმე. რაც შეეხება ვაჩეს ძალიან, ჩვეულებრივად, ატანა არ მაქვს მაგ ადამინის. წარსულში მიატოვა ერთი-ორი მუქარის გამო ქალი, რომელსაც სიყვარულს ეფიცებოდა და ახლა გამოჩნდა მის ცხოვრებაში ისიც შემთხვევით და ემუქრება, რომ თავის ბავშვობის ძმაკაცს დაშორდეს. საბოლოო ჯამში ვფიქრობ რომ ვაჩეს არანაირი გრძნობა არ აქვს მარიამისადმი, მითუმეტეს სიყვარული. ვფიქრობ ეს უფრო ავადმყოფური აკვიატება და მიჯაჭვულობაა, რომელსაც მარიამისადმი განიცდის. არც იმის ძალა და გამდედაობა აქვს რომ მოარჯულოს და თავი შეაყვაროს და არც სხვისთვის ეთმობა. საბოლოო ჯამში საზიზღარი პიროვნებად ყალიბდება ჩემს თვალში. მარიამს რაც შეეხება, მესმის რთულია მისი ცხოვრება, ვერ ივიწყებს განვლილ ტანჯვას და აწმყოს პრობლემებს, მაგრამ რაც უფრო სწრაფად ეტყვის თორნიკეს სიმართლეს, უფრო კარგი იქნება. ველოდები გაგრძელებას. როგორც ყოველთვის ძალიან კარგია.❤❤

მადლობა ჩემო კარგო აზრის გაზიარებისთბისთვის :)

 


№10  offline აქტიური მკითხველი grafo

ნეაკო
grafo
ხო გკითხულობ, მოგყვები, მაგრამ ბოლოში ჩასვლისას მრჩება რაღაც, რაც ამ ერთ არაქართულ, შემოკლებულ სიტყვაში ეტევა:

ოკ!

ნუ რა გავაკეთო :) ესაა სულ ჩემი შესაძლებლობების მაქსიმუმი ამ ეტაპზე :)


ხოდა, ისე გააგრძელე როგორც შეგიძლია :*.
პ.ს. შენი უკვე დაწერილი ისტორიები რომ წაიკითხო კარგი იქნება მგონი. მართლწერას არ ვგულისხმობ, სხვა რამეს.

 


№11  offline მოდერი ნეაკო

სტუმარი ნათია
ამხელა ქალი რომ ისევ მშობელთან ცხოვრობს, საკუთარი ოთახის დალაგება ეზარება და დედას ალაგებინებს ცოტა არანორმალური მეჩვენება. არა, ცოტა კიარა, ნამდვილად არ არის ნორმალური. ჩვენს მარიამს საკუთარი ცხოვრება არ გააჩნია და ძალიან სამწუხაროა. ეს ვაჩეს რეალური სახელი მაინც ვერ გავიგე, კომენტარებში მაინც მითხარი რა ქვია ამ ბიჭს.
თორნიკე უსაყვარლესი ადამიანია და საერთოდ არ არის მარიამი ღირსი ასეთი ადამიანის გვერდით ყოფნის, როცა ამდენ რამეს უმალავს. ჩაიხვია თორნიკეს დაკარგვის მეშინიაო, ბიჭი ეუბნება რაც არ უნდა იყოს არ დამკარგავო და ეს თავს იგიჟებს დაგკარგავო. ანუ? რატომ წელავს ვერ ვხვდები, რა უნდა თქმას. კი, წარმოვიდგინე მის ადგილას თავი და მესმის ძნელია საუბარი, მაგრამ მისი ქცევა გადაჭარბებულია.
რა ვიცი, რა ვიცი.
წარმტებები❤️

ვაჩე, წარსულში ვახო

grafo
ნეაკო
grafo
ხო გკითხულობ, მოგყვები, მაგრამ ბოლოში ჩასვლისას მრჩება რაღაც, რაც ამ ერთ არაქართულ, შემოკლებულ სიტყვაში ეტევა:

ოკ!

ნუ რა გავაკეთო :) ესაა სულ ჩემი შესაძლებლობების მაქსიმუმი ამ ეტაპზე :)


ხოდა, ისე გააგრძელე როგორც შეგიძლია :*.
პ.ს. შენი უკვე დაწერილი ისტორიები რომ წაიკითხო კარგი იქნება მგონი. მართლწერას არ ვგულისხმობ, სხვა რამეს.

ის რომ ცუდად ვწერ, გაუმართავად და უაზროდ უკვე გავიგე... მაგრამ მაინც ვწერ, იმიტომ რომ...მეწერინება-სულ ესაა რის გამოც მე ვწერ :)

უბრალოდ მიყვარს წერა სულ ესაა :)

 


№12 სტუმარი Xato

Magari xar da sayvarelic

 


№13  offline მოდერი ნეაკო

Xato
Magari xar da sayvarelic

ძაან დიდი მადლობა :)

 


№14 სტუმარი ია

აბა რა,სულ ჭკვიან და შემდგარ ადამიანზე ხომ არ დაწერენ მოთხრობებს დდდ...ისე ინფარქტია სწორი და გვერდზე...

 


№15  offline მოდერი ნეაკო

ია
აბა რა,სულ ჭკვიან და შემდგარ ადამიანზე ხომ არ დაწერენ მოთხრობებს დდდ...ისე ინფარქტია სწორი და გვერდზე...

მე არ შემიძლია სხვაგვარად წერა, არაერთხელ ავღნიშნე ეს, ბედნიერი ისტორიები ჩემი არაა :)

 


№16  offline აქტიური მკითხველი grafo

აშკარად რაღაც შეგეშალა, თორემ მე იმას რასაც მპასუხობ, რატომ მპასუხობ ჩინურივით გაუგებარია ჩემთვის :))).

 


№17  offline მოდერი ნეაკო

grafo
აშკარად რაღაც შეგეშალა, თორემ მე იმას რასაც მპასუხობ, რატომ მპასუხობ ჩინურივით გაუგებარია ჩემთვის :))).

ვაიმე მართლა ვერ ვხვდები ეს ისტორია მოგწონს თუ არა :(

და ავღნიშნე ის რომ უკეთესად წერა არ შემიძლია :)

 


№18  offline აქტიური მკითხველი grafo

ნეაკო
grafo
აშკარად რაღაც შეგეშალა, თორემ მე იმას რასაც მპასუხობ, რატომ მპასუხობ ჩინურივით გაუგებარია ჩემთვის :))).

ვაიმე მართლა ვერ ვხვდები ეს ისტორია მოგწონს თუ არა :(

და ავღნიშნე ის რომ უკეთესად წერა არ შემიძლია :)


წაიკითხე უკვე დაწერილი ისტორიები ნეაკო და მიხვდები, რომ რაც შენ დაწერე ეგ არ მიფიქრია. მართლა წაიკითხე, არ გაინტერესებს მკითხველის თვალით როგორ აღიქვამ?!
თორემ რაც შენ ზემოთ დაწერე, მე ეგ არ მიკადრებია შენი ისტორიებისთვის, გმირებისთვის კიდევ შეიძლება :)).

"ოკ"-ნიშნავს რომ...ყველაფერი ძველებურადაა და ისევ გკითხულობ და ერთიდაიგივე ტექსტებით რომ არ ვწერო, ყველაფერი ჩავატიე მასში.

 


№19  offline მოდერი ნეაკო

grafo
ნეაკო
grafo
აშკარად რაღაც შეგეშალა, თორემ მე იმას რასაც მპასუხობ, რატომ მპასუხობ ჩინურივით გაუგებარია ჩემთვის :))).

ვაიმე მართლა ვერ ვხვდები ეს ისტორია მოგწონს თუ არა :(

და ავღნიშნე ის რომ უკეთესად წერა არ შემიძლია :)


წაიკითხე უკვე დაწერილი ისტორიები ნეაკო და მიხვდები, რომ რაც შენ დაწერე ეგ არ მიფიქრია. მართლა წაიკითხე, არ გაინტერესებს მკითხველის თვალით როგორ აღიქვამ?!
თორემ რაც შენ ზემოთ დაწერე, მე ეგ არ მიკადრებია შენი ისტორიებისთვის, გმირებისთვის კიდევ შეიძლება :)).

"ოკ"-ნიშნავს რომ...ყველაფერი ძველებურადაა და ისევ გკითხულობ და ერთიდაიგივე ტექსტებით რომ არ ვწერო, ყველაფერი ჩავატიე მასში.

ძალიან მაბნევს ხოლმე მკითხველის კომენტარები და მგონია რომ არ მოწონთ...
,, შენი ოკ" მივიჩნიე რომ არც შენ მოგწონს :( და მაგიტომ დავწერე რომ ასეთი კომენტარი :(

არასწორად გავიგე შენი კომენტარი :(
ჩემი ისტორიებით არაფრის თქმას არ ვცდილობ და არც განსაკუთრებულ აზრს არ ვდებ მასში ამის თქმა მინდოდა, უბრალოდ მიყვარს წერა და ვწერ სულ ესაა-თქო ამის ახსნას ვცდილობდი.
მადლობა რომ გამომეხმაურე და შენი აზრი გამიზიარე :) :)

 


№20 სტუმარი სტუმარი Kkkk

Momwons male dadeb?? Sul moutkkmelad wavikitxe kvela tavii

 


№21  offline მოდერი ნეაკო

სტუმარი Kkkk
Momwons male dadeb?? Sul moutkkmelad wavikitxe kvela tavii

ძალიან მიხარია რიმ მოგეწონათ, ხვალ დავდებ ახალ თავს :)

 


№22  offline წევრი თათუ♡

ძალიან კარგია ♡

 


№23  offline მოდერი ნეაკო

თათუ♡
ძალიან კარგია ♡

მადლობა :)

 


№24 სტუმარი სტუმარი Nita

kargia momwons

სტუმარი Nita
kargia momwons

წარმატებები შენ

 


№25  offline მოდერი ნეაკო

სტუმარი Nita
kargia momwons

სტუმარი Nita
kargia momwons

წარმატებები შენ

მადლობა

 


№26  offline წევრი თათუ♡

როდის დადებ?

 


№27  offline მოდერი ნეაკო

თათუ♡
როდის დადებ?

დღეს დავდე ახალი თავი

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent