საკანი (2 თავი)
- ფუუ ამის დედაც,ისევ საბუთებს კრა ხელი და გადააგდო ამაზე ცოტა ჩამეცინა მარა წამსვე დავსერიოზულდი გიორგი კი კვალავ განაგრძობდა ოთახში ნერვიულად სიარულს და დროდადრო გადაპარსულ თავზე იწყობდა ხელებს, და მზერა ჩემზე უქვავდებოდა... რაღაც ისე ვერაა... -გიორგი მშვიდობაა?! ... -პასუხი გამეცი რომ გეკითხები! ძლივს ვიკავებდი თავს რომ არ მეყვირა, ბოლომდე ვინარჩუნებდი სიმშვიდეს -არაა ! იღრიალა ბოლო ხმაზე არაა მშვიდობაა, ფუ ამათი დედა@$#% რაუნდათ ტო !? რატო არ გეშვებიან ?! -ამისხნი რა ხდება თუ ჩემით გავარკვიო? უკვე წკიპზე ვარ გიორგი! - კარგი! და ჩემს წინ სავარძელზე ჯდება . ესეიგი ბატონმა დავითმა (ირონიულად წარმოთავა) გვახარა რომ , ვახოს დაჭერაში მისი შვილიკო გვეხმარება და გამოძიებაში დაგეხმარება. მონოლოგი დაასრულა და დაძაბული სახით დაელოდა ჩემს გამომეტყველებას. მე კი გასააზრებლად რამოდენიმე წუთი დამჭირდა, მოულონდნელად კი სიცილი ისეთ ხმაზე დავიწყე მეც კი გამიკვირდა ჩემი თავის. -ანიტა ! რა გაცინესბ შენ გოგო ნორმალურიხარ ? -ვაიმე გიორგი მე? თქვენ ხოარ გაკლიათ ? მომენტალურად დავასერიოზულე სახე მარა ტუჩის კუთხე მაინც მიტყდებოდა იმის გააზრებაზე თუ როგორ მეხმარებოდა საკუთარი მამის დაჭერაში 15 წლის ბიჭი. -გიო ვახოს 15 წლის შვილს მაბარებთ? ძიძას ვგავარ? ცოტა სიბრზე შემერია ხმაში და გიორგიც მაშინევ მიხვდა რომ სწრაფად ჯობდა წესიერად აეხსნა სიტვაცია. - არა, მისმინე მას პირველი ცოლისგანაც ყავს შვილები გოგო და ბიჭი, ტიტე და თათა... ცოტახნით შეჩერდა და ვანიშნე გააგრძელეთქო. ტიტე დიდი ხანია რაც საზღვარგარეთ ცხოვრობს, ხოლო თათა 4 კურსის სტუდენტია, გამომძიებლობა უნდა და შენი დამხმარე იქნება ამ საქმეში. პირი ღია დამრჩა , "გველი გამიზრდია უბეშიო" სწორედ ამაზეა ნათქვამი, მაგრამ ამ გოგოსაც ვერ გაამტყუნებ. ჩემს თავზე მეშლებოდა ნერვები,რომ აწამდე არვიცოდი ვახოს თუ კიდევ ყავდა შვილები. - და... (არვიცოდი რა მეთქვა ჯერ კიდევ შოკში ვიყავი) უცებ კარების კაკუნმა, დამაბრუნა რეალობაში. გიორგიმ კარები გააღო და იქ დაახლოებით 22 -23 წლის ახალგაზრდა გოგო იდგა განა რამე , უბრალოდ უჩვეულოდ ლამაზი და ბავშვური სახის ნაკვთებიბ ქომდა. კარებში იდგა აწურული და თვალებს აქეთ-იქით სასაცილოდ აცეცებდა. - შემოდი თათა! ეს უფროსი გამომძიებელი ანიტა ჯაშია. შეგიძლია დაჯდე. -ჩემსკენ წამოვიდა, ხელი გამომიწოდა სასამოვნოაო მითხრა და მეც მკრთალად გავუღიმე. ჯანდაბა!ეს ანგელოზივით ბავშვი ამ ბინძური სფეროსთვის მეცოდებოდა, თან როგორი სუსტი ჩანს იმ ნაბი*ვრის შვილის კვალობაზე კი ზედმეტად სუფთა. -სასამოვნოა თათა შენი გაცნობა, მაგრამ... -ვიცი რაც უნდა მითხრათ ქალბატონო ანიტა და გაეღიმა, დიახ დარწმუნებულივარ იმ ადამიანის დაჭერა მინდა, ვისი სისხლის მიჩქეფს ძარრვებში და ვისაც მამაჩემის სტატუსით მოიხსენიებთ. - კარგი გასაგებია, და რატომ დათანხმდი ამას? ის ხომ მაინც მამაშენია? გამომცდელად ვაკვირდებოდი გოგოს რომელიც წამით არ დაბნეულა და ისევ ღიმილით გამცა პასუხი - იცით ძალიან მიჭირს მისთვის მამის სტატუსსით მოხსენიება, საერთოდაც ძალიან მაღიზიანებს მასთან ყველანაირი კავშირი, მან მე იმდენი რამ წამართვა,რომ მისთვის დაჭერა ალბად შვებაც კი იქნება. საუბარი დაასრულა და წინ დადებული წყალი სულ მოუთქმელად ჩაცალა, შევამჩნიე მისი აღელვება, ამიტომ აღარ ჩავაცივდი მას ამ საკითხზე და გიორგის მივუბრუნდი ისევ - გიორგი კიდევ რამე ხომ არ გავაქ განსახილველი? თუ არადა ჯობია საქმეს შევუდგეთ, რაც მალე დავიწყებთ მით მალე დავამთავრებთ. გიომ უარის ნიშნად თავი გააქნია და ჩვენც დავტოვეთ კაბინეტი. თათას დავემშვიდობე და ისევ ჩემს რაშზე ავმხედრდი. ეხლა მხოლოდ ის ადგილი დამეხმარებოდა, მის გვერიდთ ყოფნა, მისგან რამოდენიმე მეტრით ზემოთ მაგრამ მაინც სულიერად მასთან ახლოს ყოფნა თუ დამალაგებინებდა აზრებს. მასთან მივდიოდი და სულ არ ვფიქრობდი სიჩქარეზე და აი, მივადექი სასაფლაოს, უამრავ მოღიმარ სახეებს შორის მალევე ამოვიცანი ქვაზე დახატული დემეტრე, ხელით შევეხე მის ცივ სახეს მიღიმოდა და უნებურად ცრემლებმა გზა თავისით გაიკვილიეს, - დემნა შენ ხომ არიცი როგორ მაკლიხარ, ვუთხარი გამტყდარი ხმით. ძამიკო ყველა ის ადამანი აგებს პასუხს ვინც შენ და ელენე ესე გაგაუბედურათ. გპირდები ! არ შევარჩენ არავის შენს სისხლს...ჩემი ძმიშვილის სისხლს... და ჩემი მეგობრის ასე განადგურებას, პასუხს მოვთხოვ იმ ნაბი*ვარს და სამუდამოდ ამოვალობ ციხეში. სწრაფად შევიმშრალე ცრემლები და ბოლოოჯერ მოვავლე მის ღიმილიან სახეს თვალი. როგორ უსაშველოდ მენატრებოდა მისი შეხება და როგორი მტანჯველი იყო იმის გააზრება,რომ თითქიმის ორი წელი ვერ ჩავიგდე ხელში ის ნაგავი და საკუთარი ხელით ვერ ჩავმარხე ,მაგრამ ესეც ცოტა იყო მისთვის და აი ბედის ირონიაც მისივე შვილი მეხმარება იმ ნაბი*ვრის დაჭერაში რომელმაც დამშალა. შემდეგ ვერ მოვითმინე და მასთანაც წავეიდ, ჩემი ელე, ჩემი სული როგორ დაატყდა თავს ამხელა უბედურება. ერთ დღეში ცოხვრება დაგვენგრა თითქოს უცბად გავიზარდეთ ის ლაღი ბავშვობა სადღაც გაქრᲐ. ფსიქიატრიულის წინ ვიდექი და ვერ ვბედავდი შესვლას, რაღაც ძალა უკან მექაჩებოდა, მაგრამ ღრმად ჩავისუნთქე და ფოიეში შევაბიჯე სადაც უამრავი მედიკამენტისა და გამწმენდი საშვალებების სუნი იდგა. მიმღებში გოგონას ვუთხარი, რომ ელენე დადვანის ნახვა მინდოდა და ჩემს გაოცებას საზღვარი არ ქონდა როცა მითხრეს, რომ მასთან იყო უკვე მნახხველი და ცოტახნით მოცდა მომიწევდა. მე გაკვირვებული ჩამოვჯექო იქვე სკამზე და ვფიქრობდი თუ ვინ უნდა ყოფილიყო. ფიქეებიდან კი გოგონას ხმამ გამომიყვანა როემელმაც მითხრა რომ შესვლა უკვე შემეძლო. ცნობისმოყვარეობამ მძლია და გოგონას ვკითხე თუ ვინ იყო ელენეს მნახველი, თავიდან უარობდა მაგრამ როცა ჩემი სამკერდე ნიშანი ვაჩვენე უყოყმანოდ დამთანხმდა. ჯანდაბა ნეტავ ეს არ მექნა! -ქალბატონო ანიტა , კარგად ხართ? წყალი ხომ არ მიგიტანოთ? მკითხა შეშინებულმა გოგომ. მე ენის ბორძიკით ვიტხარი რომ კარგად ვიყავი და ბარბაცით ძლივს გავედი შენკბიდან ცივი ჰაერი სასამოვნოდ მომედო სახეზე, ეს გარემო ეს ხალხო უკვე გონებას მიბინდავდა, ტვინში სისხლი მაწვებოდა და ერთადერთი ფრაზა ტრიალებდა ჩემს გონებაში "ტიტე მგელაძე" იყო ელენესთან შესული ... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.