მიუწდომელი სიყვარული-ნაწილი 4.
სულ რაღაც ორი საათი იყო გასული და ჯერ კიდევ დაბნეული ვიყურებოდი აქეთ-იქით და იმასაც ვერ ვხვდებოდი სად ვიყავი! ეს ჩემთვის დაუჯერებელი იყო...მართლა აქ ვარ? ჯანდაბა,ყოველ წამს გული მისკდება,რადგან ის უცხო არსება თავისი კაბინეტიდან მაკვირდება,ისე თითქოს რაიმე გამოცდაზე ვიყო! -ვერაფერს ვერ გამომტყუებ. ჩუმად ჩავილაპარაკე და მის ბასრ თვალებს შორიდან რომ მიყურებდნენ ,თვალი ავარიდე. •ზარი ტელეფონზე• -აჰჰ,პირველი ზარია ჩემთან! ჯანდაბა,რა ვქნა? როგორ ვუპასუხო. უეცრად ისე ავნერვიულდი რომ სულ დავიბენი,ეს კი ნამდვილად არ მაწყობდა ამ წამს! მითუმეტეს მაშინ რომ გამახსენდა რომ თავისი შუშის კაბინეტიდან ის მხეცი ლუკასი ჯერ კიდევ მიყურებდა! ან უფრო მაკვირდებოდა! -აჰ,აჰ სასწრაფოდ უნდა ვუპასუხო. რაც იქნება იქნება! ჩუმად ჩავილაპარაკე და ყურმილი ავიღე. -მოგესალმებით , მელანი გესაუბრებათ ,კომპანია "live freely " მზადაა თქვენი მოთხოვნების შესასრულებლად,რით შემიძლია დაგეხმაროთ? კარგად ვთქვი? მგონი რაღაც სწორედ ვერ ვთქვი. -ჰაჰა,დავიწყო? ეს ხმა მოვისმინე თუ არა ვიცანი ვინც იყო და უეცრად მაგიდის ქვემოდ შევყავი თავი ჩემი ყურმილიანად! -რა გინდათ? აქ რატომ რეკავთ? გითხარით გასაგებად რომ აღარ დაგერეკათ,ყველაფერზე ხო შევთანხმდით! გაღიზიანებულმა ჩურჩულით ვიკითხე,მაგრამ სინამდვილეში მისთვის ყვირილი მინდოდა! -შეგამოწმეთ მელანი,რა არის ამაში გასაბრაზებელი? მინდა გავიგო თუ დაიწყეთ გეგმის განხორციელება? -კი,კი დავიწყე! ამისთვის რეკავთ?! ამის შემდეგ შემოწმებები უნდა გავიარო ? -ნუ მთლად ამისთვის არა საყვარელო,არამედ სულ სხვა ინფორმააცისთვის. -რა? რა სხვა,მეტი რა არის კიდე?! -რაც მეტ დროს დაკარგავთ კითხვების დასმაში,მით დიდ დროს წაიღებს ჩვენი საუბარი. -კარგით,კარგით! გისმენთ ,მალე მითხარით,თქვენი ამხანაგი თავისი ოფისიდან მაკვირდება! -კარგით ,მაშინ პირდაპირ გეტყვით. მოკლედ ,იმის მიუხედავად რომ ყველაფერზე შევთანხმდით,მაინც მინდა დავრწმუნდე რომ თქვენს დავალებას პირნათლად ასრულებთ...ასე რომ ჩემს კაცს ვაგზავნი თქვენთან! ეს ბიჭი ჩემი და ლუკასის საერთო მეგობარია,მისი სახელი ტობიასია,ის თქვენთან ერთად იმუშავებს და დაგაკვირდებათ რას როგორ ართმევთ თავს,ასევე დაგეხმარებათ ბევრ რაღაცაში,მიხვდით ხო რას ვგულისხმობ? -რააა?!ჯანდაბ_ უეცრად ხმამაღლა მომივიდა ყვირილი,მაგრამ სასწრაფოთ პირი მოვხურე და ჩუმად გავაგრძელე! -არ მჭირდება თქვენი ჯაშუშები,არც გაბედოთ არავის გამოგზავნა! არავინ ტობიასი არ გამოაგზავნოთ აქ,ისედაც ბევრი დამკვირვებელი მყავს. -ეს უკვე გადაწყვეტილია. წესი წესია,ასე უბრალოდ გეგონათ მოგენდობოდით? თან ამხელა მოთხოვნის სანაცვლოდ? ჰაჰა,არა ძვირფასო...მე მინდა დავრწმუნდე ,რომ მართლა ბოლომდე დაიხარჯებით. -რა? რას ქვია გადაწყვეტილია! მომისმინეთ ერთ წამს რას გეუბნებით მე_ გამითიშა! გამითიშა ამ არამზადამ! -ვის უთიშავს ეს? გაღიზიანებულმა ამოვიღრინე,მაგრამ უეცრად ხმაზე ისე შევხტი რომ თავი მაგიდას ავარტყი! -მე. აჰ! მეტკინა. თავი ძალით გაღიმებულმა ამოვწიე და წინ გააღიზიანებული ლუკასი დამხვდა. -რას აკეთებთ თქვენი აზრით? -მაპატიეთ,რაღაც დამეკარგა. -მაგალითად რა? ნამუსი? თუ პადუხისმგებლობები? იდიოტი. -ეგ რა შუაშ_ -თუ არაფერ შუაში არაა ნამუსი იქონიათ და რა პასუხისმგებლობაც გაკისრიათ შეასრულეთ. აქ სათამაშოთ არ მომიყვანიხართ! ადექი და საქმეს მიხედე,სწრაფად. -კარგით,კარგით. ხის თავას და ქვის გულიანს რას შევაგნებინებ,თან მგონი დამერხა და სჯობს მართლა დავიწყო დანაპირების შესრულება! ლმობიერად უნდა მივუდგე,ეს იქნება პირველი ნაბიჯი. ნეტავი იცოდეს რაზე ვსაუვრობდი ამ წამს...რომ გაიგოს რას ცდილობენ მისი მეგობრები რა რეაქცია ექნება ნეტა? ჯერ კიდევ ვერ ვიჯერებ რომ ის ვიღაც ვილიამი ჯაშუშს მიგზავნის! მგონი სწორედ ახლა იწყება ჩემი გამოცდა! ურთულესი გამოცდა,რომელიც აუცილებლად უნდა შევასრულო. იმდენხანს ვიჯექი სამუშაო მაგიდასთან ერთ პოზაში რომ უკვე ვეღარც ფეხებს ვგრძნობდი და ნუ...აჰამ,ვერც უკანალს! -აჰჰ,კისერი! ჩუმად ჩავიწუწუნე და სკამზე გადავწექი ,ისე გავიზმორე რომ მთელ სკამზე გადაწოლა მომიწია ,ამ მდგომარეობაში კი ორი გოგონა შევნიშნე. მე მიყურებდნენ და სიცილით ჩურჩულებდნენ რაღაცაზე. ამის გააზრებაზე სასწრაფოთ გავსწორდი და ყველაზე სერიოზული სახე მივიღე...ჩემზე საუბრობენ? ასე ვიჯექი ცოტახანს და არ ვიცოდი რა მეკეთებინა ,რომ ამ გოგონებისთვის რაიმე სალაპარაკო თემა არ მიმეცა ,მაგრამ სულ ტყუილად ! ცოტახანში ისინი ჩემსკენ წამოვიდნენ და ყველაზე პირფერი ღიმილით დამიდგნენ წინ. -გამარჯობა,მეი ხო? -კი ,მეი ვარ. -შენზე ბევრი გვსმენია...სულ სამ საათში ძაალიან დიდი პოპულარობა მოიპოვე კომპანიაში, იცი? სიცილით მითხრეს ,რაზეც გაკვირვებულმა ავხედე. -რ_ა? ვერ მივხვდი... -ახლავე აგიხსნით! ოღონთ დაგვპირდი რომ მას არ ეტყვი. -მას,ვის? -ბატონ ლუკასს. ახლა გასაგებია. -ოუ...კარგით. -რაღაც ჭორები გავიგეთ ,რომ პროგრამამ თქვენ აგარჩიათ მის მეორე ნახევრად,ეს სიმართლეა? თავი შეიკავე მეი...არ შეგეტყოს სახეზე რომ ღელავ! ამ სულელებს იმას ვერ მისცემ რაც სჭირდებათ...ეს სალაპარაკო თემაა! -არა,ეს ვინ თქვა? ყველაზე თავდაჯერებულმა ვიკითხე,რაზეც ერთმა მთელი ხმით გადაიკისკისა,მანამ მე გაკვირვებული შევყურებდი. არ გამომივიდა ტყუილი? -კარგი რა! რატომ მალავ იმას რაც ისედაც მალე გამჟღავდება! სიცილს მორჩა და ეს მითხრა,მე კი შეკრული შუბლით გავუსწორე თვალი...გინდაც სიმართლე იყოს,რა ამისი საქმეაა! -ნუ რაც არ უნდა იყოს, ერთ პატარა რჩევას მოგცემთ ქალბატონო მეი და თუ გაითვალისწინებთ თქვენთვის მით უკეთესი. ამაზე უკვე ხელები გადავაჯვარედინე და სახიფათო მზერა მივაპყრე ორივეს. -აბა გისმენ. -ლუკასს ერთი უსიამოვნო ქალი ჰყავს სანაცნობოში,ადრე აქ მუშაობდა და ის ქალი თავდავიწყებითა მასზე შეყვარებული! ბოლო წამამდე ეგონა რომ მისი მეორე ნახევარი თვითონ გახდებოდა,მაგრამ არამგონია ის პროგრამის გადაწყვეტილებამ შეაჩეროს. მას ბატონი ლუკასი ოთხი წელია თავდავიწყებით უყვარს და მის გამო ნებისმიერ რამეზეა წამსვლელი. ოუ...აშკარად არ მესიამოვნა ეს ამბავი. სულელი ქალი ,რომელსაც გონია რომ ლუკასი უყვარს? -ვინაა? ვიკითხე ინტერესით,რაზეც ჩაიღიმა და მიპასუხა. -მისი სახელ_ -აქ რა ხდება?! საუბრისთვის გცალიათ?! თქვენს ადგილებს დაუბრუნდით! მისმა ყვირილმა შეძრა მთელი ოფისი,რაზეც სასწრაფოთ თავის ადგილს დაუბრუნდა ყველა! მეც წელში გავსწორდი და თვალი სპეციალურად ავარიდე მის არწივის მზერას! -ჰეი შენ! დღეს უკვე მერამდენედ უნდა გამოგიჭირო? საქმის გარდა სხვას ნურაფერს ნუ დაუთმობ დროს. მკაცრად მითხრა,თან ისე რომ შარვლის ჯიბეებში ეწყო ხელები და არწივივით გადმომყურებდა! -დიახ,გავიგე. მეც დავეთანხმე და რომ შემოვტრიალდი თვალები გადავატრიალე,მაგრამ რომ მივხვდი რომ ის ისევ აქ იდგა და არ ინძრეოდა ,უკან მივიხედე ისევ,მანაც ხმა ამოიღო. -რაზე ესაუბრებოდი მათ? უეცრად გაღიზიანებული ჩემს მაგიდას ორივე ხელით დაეყრდნო და ზემოდან გაღიზიანებული მზერით ჩამომხედა,რაზეც ნელა ავაპარე მზერა მისკენ და როგირც კი თვალი გავუსწორე, ისევ სასწრაფოთ ანერვიულებულმა ავარიდე. მის თვალებში თვით ჯოჯოხეთი ჩანს,გეფიცებით. -არაფერი არ მითქვამს და ტყუილად ნუ მეჩხუბებით. მეტი საქმე არ გაქვთ სულ მე რომ დამყვებით ჩხუბით? დაბღვერილმა ავხედე...მერე რა რომ ჩემი უფროსია? ის ჩემმი საქმროა და სწორედ მან შემომთავაზა ეს სამსახური,ახლა რა უნდა? -შეწყვიტე ჩემთვის ენის შემობრუნება და საქმეს მიხედე! მერამდენედ გითხრა რომ აქ შენი უფროსი ვარ და არა საქმრო! ამ ყველაფერზე სამსახურის გარეთ ვისაუბრებთ სხვა დროს,თანაც დაწვრილებით. თითქოს და დამემუქრა ,შემდეგ კი გაბრაზებულმა მაქცია ზურგი და თავის კაბინეტში ჩაიკეტა ისევ...ჯანდაბამდე გზაც გქონია,შენ და შენს პრეტენზიებს! -რა სჭირს,რა სულ გაბრაზებულია უჰ! ჩავიწუწუნე მე და შემდეგ ისევ ჩემმს სამუშაოს მივუბრუნდი. საღამო ისე მოვიდა რომ ვერც გავიგე! ძაალიან მალე გავიდა საერთოდ სამუშაო დღე,ყველაფრის მიუხედავად კი ძაალიან კმაყოფილი ვარ დღევანდელი დღით! ყველაფერი ისეთი სასიამოვნო იყო როგორც მოველოდი,როგორც ჩანს მართლაც ყველა მინუს აქვს თავისი პლიუსი. მაგრამ არ ვიცი ლუკას დილენის პრეტენზიებს სადამდე ავიტან. ერთი კვირის შემდეგ : პირველი სამუშაო დღიდან ერთი კვირა გავიდა და მეც ყოველ დილით ისე დავიწყე ჩაცმა როგორც დიდმა ბატონმა ლუკასმა მოითხოვა,რადგან ამას თუ არ გავითვალისწინებდი ჩემმი დილა ისევ ჩხუბით დაიწყებოდა ყოველ დღე ! ეს კი ნამდვილად არ მინდა. ის სულელი ჯაშუში ჯერ კიდევ არ გამოჩენილა,მაგრამ ყოველდღე მის მოლოდინში ვარ,არ ვიცი როდის გამოჩნდება . ხანდახან როგორ მინდა რომ უბრალოდ ამ ყველაფერს მოვწყდე და გავქრე! ჩემი ნების წინააღმდეგ ამდენი რაღაც არასოდეს არ მომხდარა,არასოდეს! მაგრამ ახლა შემოხედეთ. დედა და მამა უკვე ქორწილზე ზრუნავენ ,რომელიც სამ თვეშია,ამიტომ ფაქტობრივად სახლში არ არიან,ეს ორი დღეა სახლში მარტო ვარ...ეს კი ცოტა არ იყოს მძაბავს . არც კი ვიცი ასეთი უცნაურად რატომ ვგრძნობ თავს,სულ მგონია რომ მითვალთვალებენ. ამაზე ვფიქრობდი და სახლის კარს ვკეტავდი უკვე და თან გუშინდელ დღესაც ვიხსენებდი....გუშინ უცხო მანქანა შევნიშნე ჩემი სახლის წინ ,დაახლოვებით ერთი საათი იდგა ასე. არ ვიცი ეს ჩემთან თუ არის კავშირში,მაგრამ უკვე ყველაფრის მოლოდინში ვარ,ის "არსება" ლუკასი იმდენად წარმატებული პიროვნებაა რომ საკმაოდ ბევრი მტერიც ეყოლება,სიფრთხილე მმართებს. ამაზე ვფიქრობდი უკნიდან რომ ვიღაცამ დამიძახა,შევხტი თან ისე რომ გასაღები ხელიდან გამივარდა! -მეი! გასაღები არც კი ავიღე და პირდაპირ უკან გავიხედე , წინ კი ის დამხვდა. -ლუკას. აქ რა ჯანდაბა უნდა? -ხო ,მე ვარ ! დღეს მე წაგიყვან სამსახურში. პირდაპირ ეს მითხრა და წინ წაიჭრა ,რაზეც პირ ღია დავრჩი და უკან მაღალქუსლიანი ფეხსაცმლის ბაკუნით გავედევნე. არც დილა მშვიდობის,არც გამარჯობა,პირდაპირ ბრძანებით რატომ დამადგა თავზე!? -კი ,მაგრამ მე არ მეკითხებით მინდა თუ არა ეს?! ვიკითხე გაღიზიანებულმა. -ეს საჭიროა? გამომხედა წარბის აწევით ,რაზეც ბრაზისგან ბოლი ამივიდა თავზე! -მგონი რომ არის საჭირო! ეს ზრდილობაა,როდესაც ადამიანს ეკითხებით იმას რის გაკეთებასაც ცდილობთ! მეც არ დავაკელი და მწარეთ ვუკბინე ჩემი სიტყვებით,მაგრამ მან მხოლოდ ჩაიცინა და უკან მომიტრიალდა ,რაზეც უკვე შევატორმუზე. -ზრდილობა? მხოლოდ ეს თქვა და ჩემსკენ ნელი ნაბიჯით წამოვიდა. -ზრდილობა მაქვს ,თქვენ ქალბატონო მეი? გაქვთ ზრდილობა? ცინიზმით სავსე ხმით მკითხა და პასუხი რომ სიბრაზისგან ვერ დავუბრუნე,მხოლოდ ჩაიცინა და ზურგი მაქცია. სხვა გზა რომ არ მქონდა მანქანაში ჩავუჯექი . ხოდა ეს მგზავრობა როგორც მოველოდი საკმაოდ არაკომფორტული აღმოჩნდა. მთელი გზა არცერთს ხმა არ ამოგვიღია,უბრალოდ ჩუმად ვიჯექით და სულელებივით ვუყურებდით გზას. ისეთი უხერხული იყო ეს რამოდენიმე წუთი რომ რამის კარი გავაღე და გაადავხტი! რატომა ასეთი უემოციო და ყოვლად უგრძნობი? მანქანა ძლივს სააბოლოდ გაჩერდა და იუნგი პირდაპირ ისე გადავიდა რომ კარიც კი არ გამიღო! ნუ მისგან ამას არც მოველოდი,უბრალოდ არც დამელოდა ისე გაიჭრა წინ! მეც სასწრაფოთ გადმოვედი და უკან ავედევნე. ასე უხმოდ მივდიოდით ორივე და მხოლოდ ჩვენი ნაბიჯების ხმა ისმოდა,მაგრამ უეცარმა ხმამ ორივე ადგილზე გაგვაჩერა. -ლუკას! ეს გოგონას ხმა იყო,დაბნეული უკან მივტრიალდი და წინ მაღალი და გამხდარი ლამაზად ჩაცმული გოგონა დამხვდა,აშკარად მდიდარი. შორიდან ამაზრზენი სახით მიყურებდა,რაც მეტად მაბნევდა. -ლუკას დილენ! თავს რატომ მარიდებ?! ბოლო ხმაზე იკივლა თავისი გამაღიზიანებელი წვრილი ხმით და ჩვენსკენ ბაკაბუკუთ წამოვიდა. ლუკასმა კი ამაზე მხოლოდ თვალები გაადატრიალა და რატომღაც პირდაპირ წინ გადამიდგა. -რა გინდა ბრი ,სააბოლოდ გამაგებინებ? იკითხა ზიზღით,რაზეც გოგონას თვალები მეტად ბრაზით აივსო და რატომღაც ჩემსკენ დაიწყო თვალების ცეცება. -ისაა ხო? და აი ესეც იკითხა...ის?! მე? -რა ხდება? ვინაა? მეც უკვე კითხვით ავხედე ლუკასს ,რაზეც მან ჩემს კითხვას თავი არიიდა და პირდაპირ მისკენ გაემართა. -საკმარისია ეს სამარცხვინო გამოსვლები,გთხოვ მისგან თავი შორს დაიჭირე. სახიფათოთ უთხრა ,მაგრამ გოგოს სულ არ შეშინებია,პირიქით! -არაა,არაა! ეს არასოდეს არ მოხდება,შენ ჩემი ხარ ლუკას, ამას კი ვერანაირი პროგრამა ვერ შეცვლის! გეგონა მისი მანქანით წამოყვანა რამეს შეცვლიდა და მას ვერ ვნახავდი? სულ ტყულად ეცადე,რადგან მე მაინც დაველაპარაკები მას და სათანადოდ ჩავუბეჭდავ ტვინში რომ შენი ცხოვრებიდან აორთქლდეს. უკვე მივხვდი რომ ჩემზე იყო საუბარი და ისიც გავარკვიე ლუკასმა დღეს რატომ წამომიყვანა ! ასევე ისიც თუ ვინ არის ეს ქალი! ეს შეშლილი...ამის უფლებას არ მივცემ ,მე არავის დაცვა არ მჭირდება! გავიფიქრე და ლუკასის უკან მდგარი, უეცრად წინ წამოვედი და მისკენ წავედი. -უკაცრავად ,მაგრამ გასაგებად არ თქვა ბატონმა ლუკასმა რომ მას არ აინტერესებს თქვენთან ურთიერთობა. სირცხვილის გრძნობა არ გაქვთ? უეცრად საოცარმა უცნაურმა გრძნობამ შემომიტია და მთლიანად გამაკონტროლა,ამ გოგოზე ისე გავბრაზდი თითქოს ჩემთან მიმართებაში რაღაც საშინელი შეცდომა დაუშვა. -ჰაჰ რა? უეცრად დაიბნა და მრისხანებამ ისე დააბრმავა ამ სიტყვების მოსმენის შემდეგ რომ პასუხიც ვერ გამცა ნორმალურად. -ხოო,ასეა ! მე ვარ მისი მეორე ნახევარი და ამას ვერ შეცვლით . გთხოვთ ,ნუ გამომედევნებით უკან ,თორემ პირობას ვერ მოგცემთ რომ ეს ყველაფერი თქვენთვის კარგად დასრულდება. უკვე მე დავემუქრე და მასთან სახიფათოთ ახლოს მივედი,მას კი თვალები გაუფართოვდა გაგებულით,რაღაცის თქმას აპირებდა,მაგრამ აღარ დავაცადე და პირდაპირ ზურგი ვაქციე. ასე გავუარე ლუკასაც რომ ზედაც არ შევხედე. გავღიზიანდი იმით რაც გავიგე,მაგრამ არ ვიცი ეს რაღაც რა არის! რას ვგრძნობ ამ წამს? მხოლოდ იმიტომ გავბრაზდი რომ ის გოგონა მემუქრებოდა თუ არის აქ რაიმე სხვა მიზეზიც? ამაზე ვფიქრობდი და მაგიდის წინ გაშეშებული იგივე სახით ვიჯექი,ლუკასი იმ დილის შემდეგ არც მინახავს...რაც ძაალიან მაკვირვებს. -ჰუჰ,მანიაკი შეშლილი. ჯერ კიდევ ვბრაზობდი იმ გოგონაზე,როგორ გაბედა ? ანუ ჩემთან შეხვედრას აპირებდა და იმის ჩაბეჭვდას ჩემს გონებაში რომ ლუკასის ცხოვრებიდან ავორთქლდე? და თავი ვინ გგონია? აშკარად არ მიცნობს,თორემ ამას არ გაბედავდა! ვინც არ უნდა იყოს და რამდდენი ფულიც არ უნდა ჰქონდეს ,სჯობს ჩემგან თავი შორს დაიჭიროს. მთელი დღე ხმა არ გაუცია ,კაბინეტიდანაც არ გამოუყვია თავი და სააბოლოდ მხოლოდ ამ სიტყვებით წარსდგა ჩემმს წინ. -მეი,ჩემმს კაბინეტში. მეც რა უნდა მექნა? ავდექი და უკან გავყევი,ყველაზე უკმაყოფილო სახით. მის კაბინეტში შესულმა კი დავატორმუზე! წინ ახალგაზრდა "ლამაზი"და არა მხოლოდ სინპათიური ბიჭი დამხვდა. ღიმილით მიყურებდა რატომღაც,ეს კი უკვე საშინლად არასასიამოვნო სიტუაციაში მაგდებდა. -გამარჯობა. თავის დახვრით მივესალმე ,რაზეც იგივეთი მიპასუხა,ოღონთ სახეზე უდიდესი ღიმილი ამშვენებდა!მშვენიერი,მაგრამ უცნაური. ამაზე უკვე არაკომფორტულად ვიგრძენი თავი და თვალი სასწრაფოთ ავარიდე. ისე რატომ მიყურებს თითქოს ძაალიან უხაროდეს ჩემმი ნახვა!? -მეი. -გისმენთ? -აქ იმიტომ დაგიბარე რომ ახალი ინფორმაცია გადმოგცე. -დიახ? -ეს ბიჭი ჩემი ახლო მეგობარია,შენი გაცნობა ძაალიან უნდოდა...ხოდა გაიცანით ერთმანეთი. ამის გაგებაზე უხერხულად დავიწყე სიცილი! ჩემი გაცნობა უნდოდა მის მეგობარს? მის ერთ მეგობარს თუ გავითვალისწინებთ,მეორეს გაცნობა აღარც მინდა! -მეი ძაალიან მიხარია რომ შეგხვდი,მე ტობიასი ვარ,დარწმუნებული ვარ გსმენიათ ჩემზე. აი სულელიც...საიდან უნდა მსმენოდა,ერთადერთი რაც ლუკასის პირიდან მესმის ჩხუბია,მაგრამ ეს სახელი რატომღაც საიდანღაც მეცნობა. -მოკლედ დიდიხნის წვალების შემდეგ ტობიასმა დამითანხმა რომ აქ იმუშაოს. არ ვიცი მას ასე ძაალიან ეს რატომ უნდა,მაგრამ ამიერიდან შენ და ის ერთად იმუშავევთ ჩემთვის,გაასაგებია ეს? ჩემზე გსმენიაო? არა,არა...ეს სცენარი მეცნო! ჯანდაბა. მოგინება ერთი კვირის უკან: -ასე რომ ჩემნს კაცს ვაგზავნი თქვენთან,ეს ბიჭი ჩემი და ლუკასის საერთო მეგობარია,მისი სახელი ტობიასია,ის თქვენთან ერთად იმუშავებს და დაგაკვირდებათ რას როგორ ართმევთ თავს,ასევე დაგეხმარებათ ბევრ რაღაცაში,მიხვდით ხო რას ვგულისხმობ? მოგონების დასასრული. არა,ეს რაში გავყავი თავი?! ნერწყვი სიმწრით ჩავყლაპე და ადგილზე გაყინულს ფერი დამეკარგა. -მეი?! მეი?! გესმით!? გაღიზიანებული ლუკასის ხმაზე გამოვფხიზლდი და უხერხული ღიმილით დავეთანხმე. -კი, კი ყველაფერი გასაგებია! -ძაალიან კარგი. ახლა შეგიძლიათ თქვენ სამუშაოს მიუბრუნდეთ,ტობიასს ასწავლე რა ევალება. -აჰამ. ნერვიულობისგან ასე რომ ვუპასუხე არ ესიამოვნა და წარბის აწევით უკმაყოფილომ გამომხედა. -აჰამ? თვალები გადავატრიალე და სიტყვა გაადავაკეთე. -დიახ ,გასაგებია ბატონო ლუკას. ამაზე უკვე კმაყოფილმა დაამიქნია თავი და თავის მაგიდასთან დაჯდა. -ა_ქეთ... ხმის კანკალით ვუთხარი ბიჭს და წინ გავუძეხი. უკვეუკასის ოფისიდან გამოსულმა კი მალე მისი გვერდში ამოდგომა ვიგრძენი! მან ხელი ხელში გამიყარა და ყველაზე მეგობრული ხმით მითხრა. -აბა რას ვაპირებთ მეი? არ მომწონს თქვენი აქტიურობა,თბილად არ ელაპარაკებით. არც ეს სამოსი არ მომწონს,სჯობს ცოტა გამომწვევი იყოთ და მის წინ მოკლე კაბით იმოძრაოთ,ხვდებით რასაც ვიძახი? მგონი ბევრი რაღაცის შეცვლა მოგვიწევს ,მაგრამ არაუშავრს! მე ყველაფერს გავაკეთებ რაც საჭირო იქნება...გამონაკლისები კი არ არსებობს. აჰამ,ასე ? ანუ ჩემი კოშმარული დღეების ათვა დღეიდან დაიწყო . არაუშავრს,ეს დასასრული არაა მეი! იქნებ არც ისეთი რთული იყოს!? და მაინც რამდენი დრო სჭირდება ადამიანს,რომ ცხოვრება ჯოჯოხეთად გიგქციოს? ორი? სამი? იქნებ ოთხი? არა,სულ რაღაც ოცი წუთი! ამგვარად არც კი ვიცი როგორ ,მაგრამ საღამომდე როგორღაც გავძელი,შემდეგ კი ცუდად ყოფნა მოვიმიზეზე და სასწრაფოთ სახლში დავბრუნდი! ეს იყო ყველაზე საშინელი ,უხერხული და არასასიამოვნო დღე ,რომელიც ჩემი ცხოვრების ისტორიას ახსოვს! ეს გიჟი საიდან ავიკიდე? როგორ უნდა დავახწიო ახლა ამ კლანჭებს თავი? მინდა თუ არ მინდა ,იმას მაიძულებს რაც უნდა. რაც მოვიდა იმწამიდან რაღაც უცბაური იდეები აწუხებს,თუ როგორ უნდა მოვხიბლო ლუკასი,მაგრამ აშკარად ამ იდეებით მეტად შევეზიზღე ლუკას! მოგონება რამოდენიმე საათის წინ: ჩემთვის ვიჯექი სამუშაო მაგიდაზე და განძრახ ვარიდებდი თვალს მომღიმარ ტობიასს ,რომელიც ჩემს მოპირდაპირე მხარეს იჯდა. ისევ ამ უცნაური მზერით მიყურებდა,რომლითაც გამიცნო! ასე ვარიდე მზერა,მანამ უარესი არ გააკეთა. -აქ მოდი. ჩუმად დამიძახა ,რაზეც ადგილზე გავშრი...რატომ მეძახის? ფეხზე ავდექი და ყველაზე ნელი ნაბიჯებით მივუახლოვდი. -გისმენ. ამაზე მან წარბის აწევით ამომხედა. -საყვარელო უყურადღებოთ იქცევი ,ასე კი არაფერი არ გამოვა! ეს რომ თქვა თვალები გაადავატრიალე. -რა გავაკეთო? ვიცეკვო? ვიკითხე გაღიზიანებულმა,რაზეც ჩაიცინა. -ჯერ არა. ჯერ არა!? -მოკლედ რა მნიშვნელობა აქვს. ახლა ადგები და ლუკას ყავას გაუკეთებ და მიართმევ ,თავის საყვარელ დესერტთან ერთად,ოღონთ ამას ყველაზე საყვარელი და მზრუნველი საცოლესავით გააკეთებ,გასაგებია? ყველა ჩემზე მბრძანებლობს ბოლო დროს,თუ მეჩვენება? აჰჰ,არაა მოთიმინება მჭირდება! ღრმად ისუნთქე. -კარგი. ღრინვით ვუთხარი ,რაზეც ფეხი ფეხზე გადაიდო და ერთი სიტყვით გამაჩერა. -მოიცა! ჯანდაბა ,ახლა მაინც რა უნდა? -გისმენთ -ასეთი სახით არ შეუტანო ,გაიღიმე! ამის გაგებაზე ძალით გავიკრიჭე და ზურგი ვაქციე თუ არა ,სახე მომეღუშა...ასე თუ გაგეძელდა,ან მე მომკლავენ ან მე მოვკლავ! ამ ყალბი და ყოვლად არასასიამოვნო ღიმილით ძლივს მივათრიე ყავა და დესერტი ლუკასის კაბინეტამდე,შემდეგ მოვემზადე და დავაკაკუნე თუ არა მალევე მომესმა მისი ხმა. -შემოდი. მეც შევდგი თუ არა ფერი უფრო მეტად იმატა ჩემში ნერვიულობამ და ეს ჩემი ყალბი ღიმილიც მგონი ზედმეტად გაყალბდა ! -რა გინდა აქ? მან კი ეს კითხვა დამისვა,თანაც ისეთი აგდებული ტონით თითქოს ქუჩიდან შემოვუვარდი! -ყავა და დესერტი მოგიტანე,მეგონა დაღლილს გესიამოვნებოდა. მე კი მაინც არ დავნებდი და ძალით გაკრეჭილმა ყველაზე უცოდველი გოგოსავით ვუთხარი ეს ყველაფერი,მან კი ამაზე ისეთი ამაზრზენი მზერით ამომხედა,რამის აქვე ჩემით მოვიკალი თავი! -რა დესერტი და ყავა? ამისთვის ხარ აქ? სჯობს ეს უაზრო თამაში შეწყვიტო და საქმეს მიხედო,უკვე ზედმეტად მაღიზიანებ . რამე თუ დამჭირდება მე თვითონ შეგატყობინებ,ახლა კი სამუშაო ადგილს დაუბრუნდი. რა? ხო შეეძლო უბრალოდ უარი ეთქვა ზრდილობიანად ან არ მინდა!? რა დაუშავდებოდა,რა უხეშია! -კარგი. შერცხვენილმა ესღა მოვახერხე მეთქვა და სასწრაფოდ ჩემი დესერტიანად და ყავიანად გამოვიხურე კარი! მთავარია რაც მითხრა გავაკეთე,მაგრამ არ გამოვიდა რა ვქნა? უკან თავისთავად ყოვლად უკმაყოფილო სახით დავბრუნდი,მოსალოდნელად კი მან მალევე გამაჩერა. -აბა რა ქენი? ამაზე მე ყალბად გავუღიმე და ვუპასუხე. -ვცადე და მივუტანე. -რაო მერე? -სამწუხაროთ უარი განაცხადა და ჩხუბი დამიწყო რომ სამუშაო ადგილს მოვშორდი! მითხრა რომ სანამ ამას თვითონ არ მოითხოვს, ჩემი ნებით აღარ მივუტანო. ნუ გამომლანძღა,ეს იყო ალბათ შენი გეგმა ხო? არ მესიამოვნა ლუკასის ლანძღვის მოსმენა,მაგრამ კმაყოფილი ვიყავი რომ თავისი მცდელობა არ გამოუვიდა და ცუდი შედეგებით დასრულდა! ამის გაგება მეგონა ცოტახანს მაინც გააჩერებდა,მაგრამ არა! -გაასაგებია,ანუ ეს არაა საკმარისი,მაშინ სხვა რაღაცას მოვიფიქრებ,ცოტა დრო მომეცი. ოჰ,ცოტა დრო მივცე თურმე! ზუსტად რომ ცოტა დროა საკმარისი ჩემი იმიჯის დასანგრევლად და სინდისის შესალახად! ლუკასი ცოტაც და წიხლის კვრით გამაგდებს,რატომ არ ესმის რომ მხოლოდ და მხოლოდ წუხდება ზედმეტი ყურადღებით! -კარგი იდეა გამიჩნდა! მაგრამ ეს სულელი გაჩერებას არ აპირებდა! -რა იდეა? ვიკითხე მობეზრებული სახით,რაზეც მაცდური ღიმილით მიჩურჩულა. -სამსახურის შემდეგ გაიგებ მაგას. ამან ძალზედ დამაბნია და პლიუს შემაშინა,ამ ბიჭს და მითუმეტეს მის გეგმებს არ ვენდობი! ორი საათი გავიდა თითქმის იმის შემდეგ რაც ეს საუბარი მქონდა მასთან,მაგრამ რატომღაც ჯერ კიდევ არაფერი არ მომხდარა. -რას აპირებს ნეტა. ჩავილაპარაკე ჩემთვის და უეცარ ხმაზე ისე შევხტი რომ კინაღამ სკამიდან გადმოვარდდი! -ქალბატონი მეი თქვენ ბრძანდებით? ეს ვიღაც უცხო ბიჭი იყო,ხელში კი უდიდესი თაიგული ეჭირა! ვერ მივხვდი თავიდან რა ხდებოდა,მანამ ტობიასისკენ არ გავაპარე მზერა,მან კი თვალი ჩამიკრა...ესაა გეგმა? თაიგული? არა,იმედია ეს ის არაა რასაც ვფიქრობ. -ეს თაიგული თქვენთან გამომატანეს. სულ დავიბენი და ენა დამება,მოჩეჩებული თაიგული კი სასწრაფოთ გვერძე გადავდე...ამ წამს ყველა მე მიყურებდა,მათ შორის ლუკასიც! -მეი,ჩემს კაბინეტში,სასწრაფოდ! მოსალოდნელად მკაცრი ხმით დამიძახა შორიდან და შემდეგ პირდაპირ ზურგი მაქცია! კარი კი ღია დამიტოვა,რაც იმას ნიშნავდა რომ ამ წამსვე უნდა შევყოლოდი უკან. ასეც გავაკეთე და კაბინეტში ორ წამში აღმოვჩნდი,ლუკასი უკვე სკამზე იჯდა და შეკრული შუბლით მიცქერდა. -წინ დამიჯექი. მითხრა ბოხი ხმით და თვალებით თავის წინ მიმანიშნა,მეც უხმოდ მის წინ დავჯექი და მოთმინებით დაველოდე რას იტყოდა. -რას მიმალავ? მან კი ეს იკითხა...ეს რა კითხვაა? რას უნდა ვმალავდე?! -რა? რას ქვია რას გიმალავთ,მე_ გამაწყვეტინა სიტყვა. -ვინმეს ხვდები ? ამაზე უკვე პირი დაავაღე და ხმაც ვეღარ გაავაკონტროლე! -რა?! იმხელა ხმაზე ვიყვირე რომ უეცრად თვითონაც გაკვირვებული დარჩა და მეც! -ხმას დაუწიე,ყველას ესმის შენი ხმა და უკვე საკმარისი ყურადღება მიქციე! სასტიკად გამაფრთხილა და გაღიზიანებულმა ისევ მშვიდად გააგრძელა. -ახლა კი მშვიდად გეკითხები და ასევე ველი პასუხს...ვინმეს ხვდები? გამორიცხულია...ამ კითხვაზე მართლა ელის პასუხს!? -მე_ ვაპირებდი მტკიცეთ გამეცა პასუხი რომ სისულელეს იძახდა,მაგრამ შუშის ფანჯრიდან ტობიასი დავინახე ,რომელიც რაღაცას მანიშნებდა,პირის მოძრაობის დაკვირვების შემდეგ კი მივხვდი რასაც! -დავუშვად ხო,მერე რა? მეც გავითვალისწინე ტობიასის "რჩევა"და ეს ვუთხარი,ამის გაგებაზე კი თვალები გაუფართოვდა და რატომღაც მრისხანებით აევსო,მაგრამ ამის მიუხედავად მაინც მშვიდად მიპასუხა. -და მან იცის რომ უკვე სხვას ეკუთნი. თქვა და ფეხზე ადგა,შემდეგ კი ხელებ დაყრდნობილი მაგიდაზე, ჩემსკენ გადმოიწია. -რადგან ეს თუ არ იცის შემიძლია მე გავაგებინო. რა?! რა დაემართა?! ესაა იდიოტი ტობიასის გეგმა?! მომკლავს მალე ადგილზე! შეშინებული თვალები ავარიდე და ისევ იმ ადგილისკენ გავაპარე სადაც ტობიასი მეგულებოდა,იმ იმედით რომ ისევ რამეს მანიშნებდა და მიხსნიდა! მაგრამ მანამ ეს გავაკეთე ,მის მკაცრ ხმაზე შევხტი! -თვალს ნუ მარიდებ რომ გელაპარაკები. კარგი მაშინ მე მომიწევს ამის მოგვარება! -რატომ ყვირით?! დამაცადეთ მაინც აგიხსნათ. რის ახსნას ვაპირებდი ზუსტად არ ვიცი,მაგრამ სხვა რა მეთქვა არ ვიცოდი! -რას ამიხსნი?! ერთადერთი რისი გაგებაც მინდა იმ ბიჭის მისამართია ვინც თაიგული მოგიტანა. თუ არ გვინდა რომ შესაბამისი ორგანოები ჩაერიონ ამაში,სჯობს პირადად გავაგებინო არსებული სიტუაცია. მითხრა სახიფათო გამოხედვით,რაზეც უკვე ვეღარ გავუძელი ამ დაძაბულობას და ადგომა ვცადე სკამიდან! -ადგილე დარჩი და ფეხიც არ მოიცვალო ,სანამ ამას მე არ გეტყვი! მიყვირა უკვე განრისხებულმა,მე კი უკვე შეშინებულმა მისი რეაქციით ,რაც ითხოვა ის გავაკეთე. -თუ პროგრამამ ჩემს მეორე ნახევრად აგირჩია ეს იმას ნიშნავს რომ ჩემმი ცოლი ხდები...მერამდენედ გითხრა რომ თავი უნდა შეიკავო ზედმეტი რომანებისგან. მე უკვე გითხარი რომ არ დავუშვებ ჩემი სახელის შენი საქციელით შელახვას. მკაცრად მითხრა და შეკრული შუბლით ისევ ადგილზე დაჯდა,შემდეგ კი ვითომც არაფერი მშვიდად გააგრძელა. -ახლა კი მითხარი მისი სახელი. რა ვქნა?! რა ვუთხრა?! ეს ტობიასმა გააკეთა! -მე,არ ვიცი ეს_ ისევ მიყვირა -ან შენ მეტყვი ან მე გაავარკვევ სხვანაირად! რა აყვირებს ამხელა ხმაზე? -რატომ!? რატომ გაინტერესებს ასე?! უკვე მეც ხმას ავუწიე,რადგან არანაირად არ აქვს გამართლება მის ყვირილს ამ წამს! -ნუ მეთამაშები მეი,უბრალოდ თქვი ვინ იყო ეს,თუ არა და მე ვივარაუდებ რომ ეს დემე იყო! არაა,ოღონთ დემე არ გარიოს ამაში! დემე რა შუაშია!? -არა,რა დემე?! ის რა შუაშია? -აბა ვინ იყო?! მიპასუხე! -ამ,ეს...ეს..ეს... ვისი სახელი ვთქვა!? -გელოდები. -ბატონო ლუკას ,შეიძლება? ბოლო წამს კართან მდგარი გოგოს ხმა გაისმა და ამან გადამარჩინა,რადგან სხვაგვარად რა პასუხი გამეცა მისთვის არ ვიცოდი! -გისმენ,რა გინდა,სწრადათ თქვი და დაგვტოვე. გამოაცხადა მკაცრად,რაზეც გოგონამ ანერვიულებულმა უპასუხა. -ქალბატონ მეის ნუ ეჩხუბებით,ეს თაიგული მე მომართვეს,უბრალოდ შეეშალათ და მელის მაგივრად ,მეი დააწერეს. ვაიმე,გადავრჩი! ეს ტობიასმა გადამარჩინა სავარაუდოდ! კიდევ კარგი თორემ მე ვერ გადამირჩებოდა! -არ მატყუებ? დარწმუნებული ხარ? მაინც ეჭვით იკითხა ლუკასმა,რაზეც გოგონამ ნერვიულობით დააუქნია თავი. -კარგი,კარგი გასაგებია...თავისუფალი ხარ. თითქოს მშვიდად უბრძანა და გოგონამ როგორც კი კარი გაიხურა ,ისევ მე მომიტრიალდა. -რაც იყო იყო,დაივიწყე და შენს სამუშაოს დაუბრუნდი. შენი დამსახურებით მგონი უკვე ყველამ გაიგო რა გვაკავშირებს ერთმანეთან,ასე რომ დამალვას აზრი აღარც აქვს. დავივიწყო?! ჩემმი ბრალია?! რამხელა ხმაზე მიყვიროდა,ეს როგორ დავივიწყო? ან მე რა შუაში ვარ? ეს მისი დამსახურებით გაიგო ყველამ ყველაფერი! ვინ ყოფილა ეს! -კარგი. მხოლოდ ეს ვუთხარი გაღიზიანებულმა და კაბინეტი უკან მოუხედავად დავტოვე. ჩემს მაგიდასთან მისულს ტობიასი მომღიმარი შემეგება სიცილით! -ვაიმეე! ვერც კი წარმოიდგენ როგორ მესიამოვნა ამის ხილვა! მზად ვიყავი დამერტყა მისთვის,რადგან ამ წამს სიკვდილს გამოვუძვერი კლანჭებიდან! -გესიამოვნა? რა გესიამოვნა, ის თუ როგორ მიყვიროდა?! შეიშალე? ეს რატომ გააკეთე!? ვუთხარი ჩხუბით,ოღონთ ყველანაირად ვცდილობდი ხმადაბლა მეჩხუბა მისთვის რომ არავის არ გაეგო. -არა,არა ვერ გაიგე! ეს იმისთვის გავაკეთე რომ მასში ეჭვიანობის გრძნობა გამეღვიძებინა და შეხედე! რას შევხედო? შეეიშალა ეს? -რას შევხედო?! ის მონსტრად იქცა და დემონივით დამღრიალებდა! ამაზე მან წარბების თამაშით მიჩურჩულა. -მერე ეს ხო იცი რასაც ნიშნავს? დემონი,ღრიალი ,მონსტრი... ცოტახანს მიყურებდა და თითქოს ჩემს პასუხს ელოდა,მე მხოლოდ გაღიზიანებული ვუყურებდი და ამ ქვეყნად ყველაზე სულელად მიმაჩნდა. -მან შენზე იეჭვიანა სულელო! დაასრულა საბოლოდ,რაზეც ცინიკურად ჩავიცინე. -შენ თავი რამეს დაარტყი,თუ არ დაგირტყია მოგეხმარები,რადგან ამ წამს ყველაზე დიდ სისულელეს იძახი! ეს რომ ვუთხარი ჩხუბით,პირ ღიამ შემომხედა,შეეშინდა რომ ამის გამკეთებელი ვარ? მართალიცაა! -ის მხოლოდ თავის სახელს უფრთხილდება. მე მისი მომავალი ცოლი ვარ,რომანი ვერავისთან ვერ მექნება ,რადგან ამ შემთხვევაში მას თავისი მამაკაცური ღირსება შეელახება,ვერ მიხვდი?! ამდენი ველაპარაკე მთელი მონდომებით ავუხსენი,მაგრამ სულელმა ისევ იგივე მომღიმარი სახით, იგივე გაიმეორა. -ანუ იეჭვიანა. -ხო ,აბა რა ! იეჭვიანა არა ჩემმი ფეხები. ვუთხარი უკვე უხეშად და დავნებდი,ეგონოს ასე,მე რა? უბრალოდ იცოდეს რომ ამის მეორედ გააკეთებას აღარ ვაპირებ,ეჭვიანობის გეგმა კი არა ,რაც უნდა ის დაარქვას,მის ღრიალს მეორედ აღარ მოვისმენ! ჯერ მხოლოდ დღეს გავიცანი ,მაგრამ უკვე ბოლო დონემდე ვლანძღე,რადგან მთელი დღე ჩემი გაღიზიანების მეტი არაფერი არ უკეთებია. -კარგი გეყოს ბუზღუნი! გიხაროდეს,ის შენს მიმართ სრულიად გურგრილი არაა! ეს რომ თქვა აღარაფერი არ ვუპასუხე,უბრალოდ დავაიგნორე და ჩემს მაგიდას მივუჯექი,მაგრამ მინდოდა თუ არა ეს,მეფიქრენოდა...სიმართლეა ის რასაც იძახის? მოგონების დასასრული. -აჰჰ,ჯანდაბა! ამაზე ფიქრს რატომ ვერ ვწყვეტ! წუწუნით ამოვიოხრე და საწოლზე კიდევ ერთხელ გადავბრუნდი. აღარ ვიცოდი რა მექნა,უკვე ნერვები მეშლებოდა ამ ყველაფერზე,რადგან გაუჩერებლად მასზე ვფიქრობ...ლუკასი,ლუკასი,ლუკასი! სულ ეს მიტრიალებს თავში და ნერვები მეშლება,სადამდე მომიწევს ამის ატანა!? ამ ღამითაც მასზე ფიქრებში ჩამეძინა...ჩამეძინა და რაღაც უცნაური სიზმარი ვნახე,უცნაურიც არ ქვია ამას,ეს იყო ყველაზე უცნაური სიზმარი! მე მასთან ინტიმური კავშირი მქონდა,სიზმარში! ყველაზე გაუგნებული სახით გაავახილე თვალი და პირდაპირ საწოლიდან წამოვხტი! ჯერ კიდევ მეგონა რომ ეს მართლა ხდებოდა და აქ სადმე ლუკასი იწვა! -ეს,ეს...როდის ,რატომ ვნახე!? სულელევით ვბურტყუნებდი ერთი და იგივე და შერცხვენილი ვერც კი ვბედავდი სიზმრის გახსენებას...ჯანდაბა ,ასეთი რეალური რატომ იყო ,რა მომივიდა? რატომ ვნახე,რატომ!? -აჰ,ჯანდაბაა. თავზე ხელები შემოვიწყე და საწოლზე ჩამოვჯექი,ჭკუიდან ვიშლებოდი! დღეს როგორ გავუსწორო თვალი? როგორ შევხედო იმის შემდეგ რაც ვნახე! ამის წარმოდგენაზეც კი ვწითლდები,თვალებში ვერ შევხედავ! -ჯანდაბა,დღეს ვერ წავალ სამსახურში. არა,არა ამის შანსიც არ არსებობს! ვთქვი პანიკაში მყოფმა და სასწრაფოთ ტელეფონს ვეცი! მიმოწერა: მე-დილა მშვიდობის,რაღაც თხოვნა მაქვს თქვენთან. შეიძლება დღეს სამსახურში არ მოვიდე? ლუკასი-რატომ? მე-თავს შეუძლიდ ვგრძნობ,მგონია რომ ასეთ მდგომარეობაში ვერ ვიმუშავებ! გთხოვთ,დღეს სახლში ვიქნები. ლუკასი-კარგი,კარგი! ნუღარ წუწუნებ,იყავი სახლში. მიმოწერის დასასრული. საბედნიეროდ დავითანხმე და ცოტა გულზე მომეშვა,მაგრამ საკითხავი ისაა მეყოფა ერთი დღე რომ ეს "ტრავმა"დავივიწყო?! მიზეზებს ვერ ვპოულობ ეს რატომ ვნახე,ან მაინც და მაინც რატომ მასთან? ასეთი დღემდე არაფერი არ მინახავს! ვერ ვისვენებ...ვერა...ვინმეს უნდა ვუთხრა ეს,სხვა გზაა არ მაქვს! მცხვენია,მაგრამ რა გავაკეთო? გულზე ეს ლოდი როგორ მოვიხსნა? -კარგი,ჩემს დას მივწერ ამის შესახებ! ვთქვი ჩემთვის და პირდაპირ ტელეფონს მივახტი! სასწრაფოთ შეტყობინების წერა დავიწყე და რომ მოვრჩი ,შემდეგ მივუთითე ნომერი. ბოლომდე მეგონა რომ ჩემს დას მივწერე ეს შეტყობინება,მანამ ლუკას დილენისგან არ მივიღე პასუხი ჩემმი დის მაგიერ. მიმომწერა: მე: დაო რაღაც მინდა გითხრა გთხოვ არ გაგიჟდე,უბრალოდ ვერ ვისვენებ,რა ვქნა? წარმოიდგინე სიზმარი ვნახე სადაც ჩემს მომავალ ქმართან ,იმ ქაჯ ლუკასთან ამ ,ნუ როგორ ვთქვა !ინტიმური კავშირი მქონდა! არც კი ვიცი ეს როგორ აგიხსნა,მაგრამ ძაალიან ვნერვიულობდი! დღეს სახლშიც კი დავრჩი,ისეთი შერცხვენილი ვარ ნახულით,თვალებში ვერ ჩავხედავდი! რა ვქნა? შენც გქონია ასეთი შემთხვევა,მითხარი რომ მალე დამავიწყდება! ლუკასი: ეს რა მომწერე? ვწუხვარ,მაგრამ მგონი ნომერი შეგეშალა. ყურადღებით უნდა იყო მეი! ნუ ხო,ისე მაინტერესებს კარგი ვიყავი? მგონი მორჩა...ყველაფერი დასრულდა,ვეღარ ვიცოცხლებ ამ სირცხვილის შემდეგ. ლუკასი: ვაღიარებ მისმა შეტყობინებამ დილა გამიხალისა...ესეგი სიზმარში ჩემთან იწვა? |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.