შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შიში პატივისცემა და სიყვარული {ნაწილი 2/7}


2-12-2020, 22:43
ავტორი lile-eli
ნანახია 3 203

8.

სიტუაცია ერთი შეხედვით დამშვიდდა, აკო, თავის ბიჭებთან ერთად ისევ დადიანებს ჰყავდათ და ინფორმაცია ისე იყო გავრცელებული, თითქოს ვერაფერი ათქმევინეს და საშიში არაფერი იყო, ამიტომ დადუ უნივერსიტეტში სიარულს თუ არა, გამოცდებზე გასვლას მაინც ახერხებდა, გაძლიერებული დაცვის თანხლებით და ისევ სვანეთში ბრუნდებოდა, ნიკა აბაშიძესთან ურთიერთობა ისე აეწყო, თითქოს ადრეც ერთად იყვნენ, ერთმანეთისთვის მიყვარხარ არ უთქვამთ, მაგრამ ამას გრძნობდნენ. დადუს ცხოვრებაში ნელ-ნელა ბედნიერებაც და სიმშვიდეც ერთად იზრდებოდა..
თუმცა ადამიანები, მხოლოდ ცხოვრების წესებს ვწერთ, ცხოვრების კანონები კი, თავისით იწერება და მას სიმშვიდეში გაჩენილი ქაოსი, ან სიჩუმის-ხმაური ჰქვია!
სწორედ მაშინ, როცა ყველაფერი მშვიდდება და თითქოს ყველაფერი ლაგდება, როგორც ზღვამ იცის, უცებ ნაპირის შეცვლას გადაწყვიტავს, სწორედ მაშინ ბრუნდება უკან, აზვირთული ტალღებით და ყველაფერს ანადგურებს, ასე იყო დადუს ცხოვრებაში გამეფებული სიმშვიდე, მოსალოდნელი ხმაურისთვის ემზადებოდა..
არსებულ სიტუაციაზე განსაკუთრებით გოჩა ნერვიულობდა, მას ეშინოდა მირიან სოხაძის, თან ვატოს ძმასთან ახლად აწყობილი ურთიერთობის გაფუჭება არ სურდა, სწორედ მის გამო ჩამოვიდა თბილისში და შემოთავაზება მიიღო, რადგან სოხაძის გამოოჩენის იმედი აღარ ჰქონდა, სწორედ მაშინ გამოჩნდა .
მამობილმა კარგად იცოდა პასუხს მოსთხოვდა მირიანი და ამიტომ ცდილობდა გამოსავალი დადუში ეპოვა, მას გადაწყვეტილი ჰქონდა დადუ, ვატოს ძმისთვის "მიერთმია", რომელიც მირიანის წინააღმდეგ გარდაცვლილი ძმის გამო შურს იძიებდა და ამის სანაცვლოდ გოჩას გავლენები ექნებოდა საქრთველოში არსებული ბიზნესების, შეთანხმების მიხედვით, ყველაფერს ის განკარგავდა და ეს ნამდვილად აწყობდა, მაგრამ მირიანის საქართველოში ჩამოსვლა პრობლემად იქცა, დასწრებაზე უნდა ემოქმედა და დადუ მალე ეპოვნა..
-ხვალ ჩემთან გელოდები!
გოჩას ტელეფონზე მოკლე ტექსტურ შეტყობინებაში, მისამართიც იყო მითითებული. მალევე მიხვდა მირიანის ჩვეულ სიტყვა ძუნწობით, ყველაფერი იყო ნათქვამი და ეს არ აწყობდა, რადგან ოცნებაში გადაზრდილი გეგმები იცვლებოდა, ამიტომ გადაწყვიტა არ გამოჩენილულიყო, ტელეფონიც საერთოდ შეცვალა, მაგრამ მირიანს ზურა უკვე გამოჭერილი ჰყავდა და ისიც ისე გაიყიდა ფულზე, როგორც მამამისი..
-ზურა დიასამიძე თქვენ ბრძანდებით?
შავი ლექსუსის მარკის სედანი გაჩერდა ახალგაზრდა მამაკაცის ფეხებთან.
-დიახ, გისმენთ.
-დაბრძანდით, გელოდებიან.
მანქანის კარი ღია იყო უკვე და უცხო თვალისთვის შეუმჩნევლად, იძულებით ჩასვევს.
-რა გინდათ!
ბრაზი და შიში ერთმანეთში არეულიყო, ისე იკთხა მამაკაცმა.
-მალე გაიგებ!
-ხო გაიგებ და მანამდე ტვინს ნუ მო***ვ თუ კაცი ხარ!
დაუმატა მეორემ და ზურაც გაჩუმდა..
რამდენიმე წუთიანი მგზავრობის შემდეგ, დიდ და ლამაზ შენობაში აღმოჩნდა ზურა დიასამიძე და ასევე დიდ მისღებში, დიდი ხის კართან იდგა.
-ბატონო მირიან, აქ არის.
სამუშაო მაგიდასთან მჯდომმა მხარბეჭიანმა, მკვეთრი სახის ნაკვთებით და ოდნავ კეხიანი ცხვირით, შავით დაფარული თვალებით გახედა კართან მდგომს.
-მოიყვანე.
კარი ფართოდ გააღო ლაშამ და თავით ანიშნა შესულიყო..
-ბატონო მირიან, როგორ ბრძანდებით?
დაბნეული ზურა, მაგიდას მიუახლოვდა, ხელის ჩამორთმევა არც უფიქრია, რადგან მირიანს არასოდეს ახასიათებდა მსგავსი ჩვევა, მით უფრო თუ ის გაბრაზებული იყო.
-დაჯექი!
-მადლობა, როდის ჩამობრძანდით? რომ მცოდნოდა მე თვითონ გნახავდით.
ზურამ გაოცება ვერ დამალა, მირიანის ნახვისგან გამოწვეული..
-მამაშენმა იცის!
-ჩემთვის არ უთქვამს..
წარბები შეკრა ახალგაზრდამ
-რატომ არ გითხრა?
-არ ვიცი.
-ჩემთან შეხვედრა არ სურს!
-...
თავი დახარა, ზურამ და განაჩენის მოლოდინში თითებს გაუშტერა მზერა.
-შენთან შემოთავაზება მაქვს!
-გისმენთ.
მზერა გაუბედავი ჰქონდა ისევ ზურა დიასამიძეს, იცოდა მირიანი ბრაზობდა და ამას კარგი დასასრული არ ექნებოდა.
-დადუს მეგობარ გოგონას დაუახლოვდი და ინფორმაცია რასაც გაიგებ მე მომაწოდე!
-ის, არ მენდობა..
-უნდა გენდოს!
-შევეცდები ბატონო მირიან.
-ისინი შენს განკარგულებაში არიან.
-ვინ?
-საშა!
-გისმენთ.
-ზურას ყველაფერი აუხსენი და მიეცი რაც სჭირდება!
-კარგი, წამოდი.
ზურასთვის სასიამოვნო იყო, იმის გააგება, რომ ყველაფერი ექნებოდა რაც დასჭირდებოდა და მისი მთავარი მიზანი კი დადუს მეგობრის გამოჭერა იყო..


ნანო საავადმყოფოს ეზოში თანამშრომლებს დაემშვიდობა და გაჩერებისკენ წავიდა, მას მაღალი მხრებში ოდნავ მოხრილი მამაკაცი მიჰყვებოდა, ფეხის ხმაზე გოგონა შებრუნდა და ჯერ გაკვირვებამ, შემდეგ სიბრაზემ მოიცვა.
-რა გინდა!?
შებრუნდა წასასვლელად, ზურამ რომ გააჩერა:
-მოიცა, შენთან საუბარი მინდა..
-სალაპარაკო არაფერი გვაქვს!
-დადუს, გამო ძალიან ვნანობ..
თავი დახარა და ისე განაგრძო.
-მხოლოდ ის მითხარი, რომ კარგად არის.
-ძალიან კარგად არის!
-მადლობა ნანო.
გაუღიმა და გაეცალა, ასეთი შეხვედრები გახშირდა მას შემდეგ, რაც მირიანისგან მიიღო დავალება, მოჩვენებითმა სინანულმა კი ნანოს და ზურას ურთიერთობა მაინც ვერ დაათბო, მიუხედავად იმისა, რომ ბიჭი მთელი მონდომებით ცდილობდა გოგონას გულის მოგებას.
ნანო ხვდებოდა, რომ დადუს არ უნდა დაკონტაქტებოდა, თუ რამე აუცილებელი იყო ლაშას ატყობინებდა, რომელიც ისე შედიოდა კლინიკაში და გამოდიოდა, რომ ვერავინ ხვდებოდა საერთოდ მისული იყო თუ არა დირექტორი..
რამდენიმე უშედეგო მცდელობისა და დაკვირვების შემდეგ მირიანს, ნანოს მიმართ მეტი ინტერესი გაუჩნდა. წარმოუდგენელი იყო მისთვის ერთგულება და თუ ეს დადუს გამო კეთდებოდა, არც დადუ დაიხევდა უკან ნანოს გამო, ამიტომ ბრძანრბა გასცა ნანო მოეტაცათ და მისი გათვლით დადუ აუცილებლად გამოჩნდებოდა.
-შემოდი!
-გისმენ ბატონო მირიან.
-ნანო უნდა მოიყვანოთ აქ!
-როდის?
-ახლავე!
-კარგი, მაგრამ რისთვის?
ცოტა განერვიულებული ხმით იკითხა ბიჭმა.
-.....
მხოლოდ წარბები შეკრა მირიანმა და ბიჭიც უხმოდ გავიდა ოთახიდან..
დილის ათ საათზე დასრულებული ცვლის შემდეგ გამოვიდა ნანაო საავადმყიფოს ეზოდან და იმ წუთასვე არსაიდან გამოჩენილი შავი ლექსუსის მარკის ავტომანქანა ნანოს ფეხებთან გაჩერდა, მანქანიდან ორი უცხო მამაკაცი გადმოვიდა, დიდი მხრებითა და შავებში ჩაცმული, სწრაფად ჩაავლეს ხელი გოგონას და წინააღმეგობის მიუხედავად ნანო მანქანაში აღმოჩნდა, რამდენიმე მნახველი და მედ პერსონალიც იქვე იყო, მაგრამ იმდენად მოულოდნელი და წარმოუდგენელი ყველასთვის მომხდარის გააზრება თან დღისით, რომ ვერავინ ვერ შეძლო დახმარებოდა გოგონას..
ნანო მთელი სისწრაფით მიმავალ მანქანაშიც არ გაჩერებულა, უცნობ მამაკაცს სახეზე ორი მოზრდილი ხაზი უსახსოვრა და მეორეს მუხლის თავში ჩაარტყა ფეხი, ფართხალით გაოწვეული ქმედებეის შედეგი იყო ყოველივე. ტკივილისაგან გამწარებულმა მამაკაცმა ხელის ზურგი, მთელი ძალით მოუქნია და გოგონაც ძალა გამოცლილი მიეგდო სავარძელზე, სიმხურვალე მთელს სახეზე მოედო და ტუჩიდან წამოსულ სისიხლს ვერ გრძნობდა გოგონა.
-მოგიხდა ქალბატონო ხომ?!
დარტყმულ ხელზე მიუთითა კმაყოფილმა.
-... იცოდი? ნაძირალა რომ ხარ!
-კიდევ ბევრს მიიღებ, ლამაზო და...
-წადი შეე.....
სახეში შეაფურთხა, მთელი ბოღმა უცნობს, რომელიც ისე გამწარდა, რომ არა მეორე, შეიძლება შემოკვდომოდა ნანო.
-დამშვიდდი და ნუ ჰყვები პროვოკაციას.
შუაში მოქცეულ გოგონაზე მიშტერებული ესაუბრებოდა ბიჭი, თითქოს მოსწონდა, ეს გამბედავი გოგონა და არა რაიმე გამორჩენის მიზნით, არამედ გულწრფელად.
-კახპაა და ჭკუა უნდა ვასწავლო!
ფიქრები გაუფანტა უხამსმა წინანადებამ და თავი ძლივს შეიკავა, რომ არ დარეტყა კაცისთვის, რადგან ამით თავს გაყიდიდა და ნაძალადევი სიმშვიდით უთხრა:
-ხომ იცი ამის გამოც მოგვხვდება?
ნანოს გახეთქილ ტუჩზე უთხრა, რაც გოგონას იმედის სხივად მოეჩვენა..
მანქანის მკვეთრი მუხრუჭის გამო, ნანო წინ გადმოიხარა და სანამ გასწორდებოდა ძლიერმა ხელმა სწრაფად გადაიყვანა ეზოში, რომელიც ძალიან მწვანე და დიდი იყო, თუმცა გაბრაზდა მამაკაცზე, ასეთი უხეში რომ იყო და სილამაზე სულ გადაავიწყდა:
-ხელი გამიშვი! ან ცოტა მსუბუქად მომკიდე, მომტყდება!
-ხომ არ გაგასეირნო კიდეც!...
-არ იქნება ურიგო!
ვითომ ხუმრობა სცადა, ასეთი ჩვევა ჰქონდა სულ, ისტერიკას უაზრო ხუმრობით ფარავდა ხოლმე..
-დროზე გამოადგი ფეხი! ისე დაქაჩა გოგონა რომ წაბორძიკდა და მეორემ დაიჭირა.
-ფრთხილად..
-გამიშვი ხელი, მირჩევნია დავეცე, ვიდრე შემეხოთ!
მთელი ხმით დაუყვირა და უცნობის დაქაჩულ ხელს გაჰყვა. ეზოში მომხდარს ფანჯრიდან აკვირდებოდა მამაკაცი, რომლის კაბინეტიდან მთელი ეზო გაშლილი ხელის გულივით მოჩანდა, რადგან კედლის მთელ სიგრძელზე დიდი ფანჯრები იყო, კაბინეტის კარიც მალე გაიღო.
-ბატონო მირიან, მოვიყვანეთ! შედი!
ხელი ისევ დაუქაჩა მამაკაცმა და მეორე ხელი ჰკრა კიდევაც.
-მეტკინა! უხ როგორ მოგდებდი იმ გორილა თავში..
მირიანმა წარბები შეკრა, იფიქრებდით გაბრაზდა, ან თავიდანვე გაბრაზებული იყო, მაგრამ სინამდვილეში გოგონას აკვირდებოდა და მის ყოველ მოძრაობას, სიტყვებთან ერთად სწავლობდა..
-ხელი გაუშვი!
ცივი და უხეში იყო მამაკაცი, რომელიც ნანოს ზურგს უკან იდგა და შიშის მიუხედავად მაინც მიბრუნდა უკან, თან თავისუფალი ხელის ტკივილი მეტად გაუმძაფრდა, რადგან მიწოლილი სისიხლი მაჯას მთელი ძალით მიაწყდა და გრძნობა დაბრუნებული კანი მეტად ასტკივდა. ხელის დაზელვა დაიწყო, მამაკაცის საოცრად მიმზიდველ, მამაკაცურ სახეს აკვირდებოდა. მაღალი, კლასიკურ პიჯაკში გამოწყობილ მირიან სოხაძეს, გრძელი სახე, ოდნავ კეხიანი ცხვირი, გამოკვეთილი ყბის ძვალი, თხელი, მაგრამ მკვეთრი ფერის ტუჩები და დიდი მწვანე თვალები, თითქოს შავი ფერიც იყო.. ერთმანეთზე დაკვირვებით გართული ორი ადამიანი რამდენიმე წამით იდგნენ ჩუმად, შემდეგ ნანომ ტუჩები ერთად მოაგროვა და დაბალი ხმით სტვენა აღმოხდა..
-ასეთი სიმპატიური გამტაცებელი, თუ იყო გეთქვათ, მე თვითონ მოვიდოდი!
თავი გვერდზე გადახარა და ნათქვამით გაოცებულ მირიანს, რომელიც გარეგნულად არასოდეს არაფერს იმჩნევდა, წარბები ისევ შეეკრა, იმდენად ლამაზი ფორმის იყო წარბიც, რომ ამ მიმიკითაც კი მოიხიბლა ნანო.
-დაჯექი!
იგივე ტონით მიმართა მამაკაცმა, ნანოს მთელს ტანზე ცივად დაუარა გაგონილმა ბგერებმა, მაგრამ ისევ მისთვის დამახასიათებელ ჩვევას მიმართა, შიშის და ისტერიკის დასაფარად. უაზროდ იხუმრა:
-იყოს დაგათვალიერებთ.
მამაკაცს მიუახლოვდა და თავი გვერდზე დახარა ისევ, მამაკაცს წარბი არ გაუხსნია და ასევე უცვლელი ტონით მიმართა:
-სად არის დადუ!
ნანოს თითქოს ცივი წყალი გადაახსეს, უცებ გამოფხიზლდა და მოწოლილმა ბრაზმა დიდი თაფლისფერი თვალები, მოგრძო ჭრილით და ხშირი წამწამებით, თითქოს განათდა და ცეცხლის ალში გახვეულს დაემსგავსა..
-არ ვიცი!
მირიანმა წარბი გახსნა, უცებ გაბრაზებულ თვალებში ჩაიკარგა, უცნაურად დიდი და ლამაზი თვალის ჭრილი ჰქონდა გოგონას, რომელიც დიდი ხნით ყურებას გაიძულებდა, მაგრამ მამაკცს სახე შეეცვალა, რადგან გორილად წოდებულმა სცადა ნანოს ალაპარაკება:
-დროა ილაპარაკო!
-თორემ!?
არ ჩამორჩა ნანო, სიუხეშით გამორჩეულ ახმახს.
-კარგად გავერთობით და შენ მთავარი როლი გექნება!
ირონიულად გაიღიმა და თანხმობას ხელმძღვანელისგან დაელოდა.
-არ ვიცი სად არის და არ მინახავს დიდი ხანია!
-არც იტყვი, რომ იცოდე!
დაამატა მირიანმა, რომლის საქციელით ორივე უცნობი გაოცებულები იყვნენ, რადგან ყოველთვის უხეში და მოურიდებელი იყო მირიანი, ახლა კი უემოციოდ აკვირდებოდა სიტუაციას.
-ყოჩაღ, დაჯექი ათიანი შენ!
ისევ ნანომ იმსახიობა, პანიკის დასაფარად. ამაზე გაბრაზების შიშით, იქ მყოფებმა ერთმანეთს შეხედს, მაგრამ ურეაქციოდ მდგომი მირიანი, რომლის მიმართულებით ბრაზმორეული საუბრობდა:
-გიმეორებ! არაფერი არ ვიცი ბატონო, ლაშა ჯაფარიძე, საკმაოდ ჭკვიანია იმისთვის, რომ არ მეტყვის დადუ სად არის, სანამ ასეა საჭირო და რომც ვიცოდე არ გეტყვით, ახლა კი გამატარეთ და ამ სახლის კარის არსებობას დავივიწყებ!
იცოდა ეს უაზრო მცდელობა იყო, მაგრამ ერთადერთი შანსი ეს „ხავსი“ გახლდათ, რასაც „ვითომ უდარდელობა“-ს იჩენდა გოგონა.
-აქ რჩები!
ცივი და უხეში ხმით წარმოსთქვა სიტყვები მირიანმა, თან კართან მდგომ მამაკაცს ანიშნა არ გაეშვა და მანაც უმალ გადაუღობა გზა, მკლავში ჩაავლო ხელი გოგონას და ოთახიდან ყვირილით გაიყვანა. მარტო დარჩენილ მირიანს წამიერად გაეღიმა, ნანაოს საქციელზე..
-ზურა!
ფიქრებში წასულმა მირიანმა ბიჭს ტელეფონზე დაურეკა.
-გისმენთ.
-შენ თამაშიდან გადიხარ!
რამდენიმე წამიანი სიჩუმის შემდეგ ჰკითხა.
-რამე არასწორად გავაკეთე?
-ჯერ არ ხარ საჭირო, დამელოდე!
-კარგი..

ოთახში ჩაკეტილ ნანოს ჩანთა და ტელეფონი არც ახსოვდა სად ჰქონდა, გამოსავლის ძებნაში გართული, ფანჯრის რაფაზე იყო ასული ტელეფონის ზუზუნმა, რომ შეახტუნა და წონასწორობა დაერღვა ინერციით იატაკზე დაეცა და ტელეფონს სანამ უპასუხებდა ხმაც გაითიშა.. შეშინებული დაცვის ბიჭები ოთახში შევარდნენ, ტკივილისგან ნანომ განძრევა ვერ შეძლო, ბიჭები კი ორივე გაიქცა, ზურა დერეფანში შეხვდათ და შეშინებულებმა მიმართეს:
-მირიანს დაუძახე ზურა, მე ლელას ვეტყვი!
ღიად დატოვებული კარით ისარგებლა ნანომ, როგორც კი წამოჯდომა შეძლო და კარში სწრაფად გავარდა, რომელიც ჯერ გძელ დერეფანს შემდეგ კიბეს და პირველი სართულის კართან გასვლის საშუალებას აძლევდა, არც დაფიქრებულა ისე გაიქცა თან აზუზუნებულ ტელეფონს უპასუხა უკვე ეზოში მყოფმა..
-მიშველე ნიკა, იმ მონსტრთან ვარ მირიანიო თუ რაღაც.
-ვიცი ჩემო გოგო, მალე მოვლენ, ცოტა გაუძელი...
-ღმერთო მიშველე და ეს კარი ღია იყოს, გამოვიქეცი და გარეთ თუ გავედი? გეფიცები ნერვებს აღარ მოგიშლი.
საუბრით მირბოდა და დიდი ეზო გადაჭრა. კარს მთელი ძალით მოეჭიდა, გარეთ გასულს სიხარულისგან ტელეფონი ისე დაუვარდა ვერ გაიგო და უკან მიბრუნება, რომ დააპირა მამაკაცების მთელი არმია უკვე მას მოსდევდა..
სიჩქარეში გზის გადაკვეთისას, ჩიხში სწრაფად მომავალ მანქანას გვერდი ვერ აუარა ნანომ და მთელი ძალით დამუხრუჭებული მანქანის ხმამ, დრო რამდენიმე წამით გააჩერა.. პირველი რასაც ნანო ხედავდა, მომღიმარი მამა და დედა იყო, შემდეგ კი და მირიან სოხაძის სახე გაარჩია და იგრძნო მკლავების შეხება, რამაც ადგილიდან დაძრა, თან მისი სახის კონტური, ნელ-ნელა სიბნელემ გააქრო..

საავადმყოფოს დერეფანში სწრაფად მიმავალი ექიმების ჯგუფი, ტაქსის მძღოლის კითხებს თავს არიდებდნენ და ისე შედიოდნენ საოპერაციო ოთახში. დერეფანი მალევე გაივსო, ნანოს მდგომარეობის გასაგებად მისული შავებში ჩაცმული ხალხი თითქმის შეუმჩნევლად დადიოდნენ, ისე რომ ჯაფარიძეს და მის მეგობრებს არაფერი შეემჩნიათ. მხოლოდ მაშინ წავიდნენ მირიან სოხაძის ხალხი, როცა ჯაფარიძემ ერთ-ერთს გზა გადაუჭრა:
-ვინ ხარ!
-საშა.
-რა გინდა!
-ახლობელი მყავს აქ.
-ეს საოპერაციო სართულია!
წარბები შეკრა ჯაფარიძემ და ბიჭის რეაქციას დააკვირდა, რომელიც კარგად დამალულ სიმშვიდეს არ კარგავდა.
-ვიცი.
-შენს უფროსს გადაეცი, დადუს და მის მეგობრებს თავი დაანებოს!
-ვის გადავცე?
გაკვირვებაც კარგად გამოუვიდა ახალგაზრდას.
-ძალიან კარგად იცი!
ჯაფარიძემ, საოპერაციოდან გამოსული მეგობრის დანახვაზე, ზურგი აქცია ბიჭს და პირდაპირ კითხვებზე გადავიდა:
-თამაზ, როგორ არის?
-გადავრჩით ლაშა, დაცემისას თავი ძლიერად არ აქვს დარტყმული. მსუბუქი ტვინის შერყევა, ხელის მტევანი აქვს მოტეხილი და მარცხენა გვერდის დაჟეჟილობა, ეს კი იცი რომ საშიში არ არის..
მეგობრულად მხარზე დაადო ხელი და გაეცალა.
-მადლობა თამაზ.
ამოისუნთქა და სიტყვებიც ამოაყოლა.
-რას ამბობ.
გაუღიმა და ასევე ღიმილით განაგრძო:
-თქვენი ბიჭები დატოვე, დირექციას მე ვეტყვი.
-კარგი.
კმაყოფილმა უპასუხა და ბიჭებისკენ წავიდა ჯაფარიძე. ყველანი მზად იყვენენ და თითქოს ყველამ თავისი საქმე იცოდა ვის რა ევალებოდა, ნანოს დაცვა მთელს სართულზე უნდა გაეკონტროლებინათ, განლაგებაც საკმაოდ მოსახერხებელი იყო, ამიტომ მშვიდად დაბრუნდა ნიკა აბაშიძე სვანეთში და დაუს ყველაფერი დაწვრილებით უამბო..
რამდენიმე დღიანმა სიმშვიდემ ნანოს მდგომარეობიდან გამოსვლამ ყველანი გაახარა და ორ დღეში სახლში გაწერდნენ მას. მკურნალობას, კი სახლში გააგრძელებდა ისევ მკაცრი დაცვით, თუმცა საღამოს დამამშვიდებლებით დაძინებულ გოგონას, მოულოდნელად ფანჯრის შუშის დაკაწვრის ხმაზე გაეღვიძა, ძილ-ბუარნში მყოფმა ცხადი და სინამდილე ვერ გაარჩია, წრიულად დაკაწრული შუშა მალევე ჩამოვარდა, თუმცა ხმა დიდი არ ჰქონდა, რადგან ფარდის სიგრძეს ჩაჰყვა იატაკამდე და სახელურით გაღებულ ფანჯარაში გრილი სიო, შავებში ჩაცმულ მამკაცთან ერთად შეიჭრა ოთახში..
-ზუ..რა..
ამოილაპარაკა ნანომ, დაბინდული მხედველობის მიუხედავად გაარჩია, თუმცა რეაქცია მოდუნებული ჰქონდა წამლების ზემოქმედების გამო..
-აქედან უნდა გავიდეთ, საფრთხეში ხარ!
თითქოს თავს იმართლებდა ზურა და სწრაფად მოქმედებდა, ზეწრებში გახვეულ გოგოს სამაშველო სარტყელი შემოახვია ფეხებსა და მხრებს ქვემოთ და ფანჯრიდან გადაიყვანა, რამდენიმე წუთში გოგონა მანქნანის უკანა ნაწილზე ჰყავდა, ზურა დიასამიძეს და მირიანის სახლისკენ მიჰყავდა, ამჯერად აგარაკისკენ, რომლის არსებობის შესახებ მაშინ გაიგო პირველად როცა აიძულეს, რომ სოხაძესთან მისულიყო..

მირიან სოხაძე სახლის ბნელ ოთახში, ჭიქა ვიკსით ხელში, დაბალი განათების ნათურით, სურათს დასცქეროდა, რომლიდანაც მომღიმარი გოგონას სახე და ლამაზად ჩაწყობილი თეთრი კილები მოსჩანდა, უცებ სევდიან თვალებსა და არეულ ფიქრებში ნანოს იმ ოთახში მიყვანის სცენა გაახსენდა. მისი უცნაურად ემოციური, მაგრამ იუმორისტული საუბრის გამო მამაკაცს ღიმილმა გადაურბინა..
-უკაცრავად ბატონო მირიან..
-გისმენ!
ცივი ხმით მიმართა, კაბინეტში შესულ ახალგაზრდას.
-ზურამ, თქვენს დაჩაზე, ის გოგო მიიყვანა...
მამაკაცი ფეხზე წამოდგა და წარბშეკრულმა უცვლელი ინტონაციით იკითხა:
-ნანაო!?
-დიახ. თქვენთან საუბარი უნდა ზურას, თორემ არ შეგაწუხებდით..
-გამოვალ!
ზურგი აქცია, ფოტოები მაგიდის უჯრაში ჩადო და გარეთ გავიდა, მომზადებულ მანქანაში მოთავსდა. რამდენიმე წუთიანი მგზავრობის შემდეგ, სახლის ეზო სწრაფი ნაბიჯით დაფარა და მისაღებში მყოფ ზურას წარბებ შეკრული დააკვირდა.
-ბატონო მირან..
-გისმენ!
პირადპირ საქმეზე საუბარი უბრძანა, ამას ზურა ისედაც აპირებდა.
-ბოდიშს გიხდით შეწუხებითვის, მაგრამ მამაჩემს, ნანოს მოტაცება და საავადმყოფოს სართულის აფეთქება ჰქონდა დაგეგმილი, მე უბრალოდ მოვლენებს დავასწარი..
-ნანო, რად უნდათ!
-რადგან თქვენ გაიტაცეთ, მიხვდნენ დადუს კვალზე ამით გავლენ, თან თქვენზე ექნებათ ეჭვი..
არეული საუბრობდა ზურა, დატვირთული ემოციების გამო, თუმცა მირიანი მინიშნებას მიუხვდა.
-სად არის!
-აქ.
დივანზე დაწოლილ გოგონასკენ გაიშვირა ხელი, რომელიც ჯერ კიდევ ისე გახვეული იყო, როგორც ფანჯრიდან მოტაცებისას.
-მარტო მოხვედი!
-დიახ და მალე უნდა წავიდე, მომძებნიან.
-წადი!
თავის დაკვრის შემდეგ, კარისკენ წავიდა, გოგოზე დაკვირვებულმა მირიანმა მიაძახა:
-ზურა, ასე გააგრძელე!
-რა?
გაკვირვებული შემობრუნდა ბიჭი.
-არ შეგამჩნიონ!
-გასაგებია!
მკრთალად გაიღიმა და გავიდა, დაკვირვებით გართულმა მამაკაცმა გოგონასკენ ისე გადადგა ნაბიჯი, ვერც კი გაიაზრა, წარბშეკრული დაიხარა და ფერმკრთალ სახეს სწავლობდა..
რამდენიმე წუთში, წამოდგა ხელში აიყვანა და კიბის საფეხურს აუყვა, თავის საძინებელ ოთახს გვერდი აუარა და შემდეგ კარში შევიდა, სახლი მოწესრიგებული და სუფთა იყო, რადგან ძირითადად აგარაკზე ატარებდა დროს, რაც საქართველოში დაბრუნდა.. სისუფთავის მიუხედავად საწოლში თეთრეული არ იყო და ამიტომ ზემოდან დააწვინა გოგონა. თავად მოხსნა თოკები, მოხვეული პლედიც იქვე მიაგდო და ტელეფონზე დარეკა:
-საშა, ვინმე დამხმარე ქალი იპოვნე, სანამ ირა შეძლებს მოსვლას.
-ირას ვესაუბრე და ხვალ მოვა.
-კარგი, ვინმე დაახმარე ორი გოგო, სასტუმროდან!
-გასაგებია.

საავადმყოფოში მოულოდნელი ცეცხლის გაჩენის მიზეზი და საერთოდ ახალი ამბის გაგება ნიკა აბაშიძემ დაჩის ტელეფონზე საუბრის დროს გაიგო:
-რა მოხდა დაჩი?
-ნანოს სართული დაიწვა და..
-რას ამბობ..
-არ იციან ჯერ არაფერი, იქნებ ჭორია, ან კიდევ უვნებელი..
უკვე კაში გასულს დაედევნა რომელიც მანქანისკენ მიდიოდა და უცებ შემობრუნდა:
-იარაღი მჭირდება!
ნიკა აბაშიძე აღარ იყო, ის მხიარული ახალგაზრდა, იმის წარმოდგენა, რომ ნანო აღარ იყო სულს უხუთავდა..
-ნიკა, ყველაფერი იქნება რასაც მთხოვ, მაგრამ მშვიდი გონებით იფიქრე..
-ბიჭებო რა ხდება?
მარიმ და დადუმ სახლის ეზოში მყოფებს გადმოსძახეს. ნიკამ ღრმად ამოისუნთქა და სახლისკენ დაიძრა:
-დაველაპარაკები და წავალ!
მისაღებში შესულ ნიკას, დადუ მომლოდინე მზერით შეხვდა, თითქოს გული უგრძნობდა, რომ ისევ ცუდი ამბავი უნდა გაეგო და ამას სხეულით გრძნობდა.
-დადუ, ისევ უნდა წავიდე, რადგან იქ არის საკითხები რაც უნდა გავარკვიო და საბოლოოდ მოვაგვარო!
-ისევ ნანოს, შეემთხვა რამე?
-ზუსტად არაფერი ვიცი, მაგრამ ნანოს ვჭირდები!
ერთიანად მოხეთქილმა ემოციამ გოგონას, კანკალი დააწყებინა და ცრემლებიც ურცხვად დაედინა სახეზე.
-ჩემი ბრალია ყველაფერი..
-ჩშშშ.
მკლავბი მოხვია აბაშიძემ და მთელი გრძნობით ჩაიკრა გულში, მისაღების კუღხეში მდგარ დივნის სავარძელში მოთავსდა ისე, რომ დადუსთვის ხელი არ გაუშვია.
-არავის ბრალია რაც ხდება, უბრალოდ არსებობს პრობლემები, რომელიც ადამიანის გონებით იქმნება და ის, ისევ ადამიანმა უნდა მოაგვაროს!
-ნიკა.
მხარზე მიყრდნობილი გოგონა გასწორდა და თმის სწორებით გართულმა განაგრძო:
-ნანოს არაფერი არ უნდა დაუშავდეს, მე წავალ და ამით ყველაფერი დასრულდება..
-ახლა აპირებ წასვლას, როცა ფინალი ახლოსაა?
გოგონას თავი ააწევინა და თვალებში ჩახედა, რომელსაც შიში ჩადგომოდა თვალებში, თან უსასრულოდ დადენილი ცრემლები წამწამებზე მარგალიტებად ეკიდებოდა.
-თუ ფინალი ვინმეს საფრთხეს უქმნის და ის ნანოა, არ მინდა..
მთელს გულს და სულს აყოლება სიტყვებს დადუ, ნიკა კი მთელი სხეულით გრძნობდა მის ტკივილს, ამას კი საკუთრი მეგობრის დაკარგვის შიში ემატებოდა..
-დადუ, არავის არაფერი დაუშავდება და შენ აქ რჩები!
ნაძალადევი სიმშვიდიდთ წარმოსთქვა თითოეული სიტყვა, შუბლზე აკოცა, სასურველ ქალს და ლარივით დაჭიმული სხეული ძლივს აიყოლა სავარძლიდან ადგომისას, ნიკა აბაშიძეს ძალიან სურდა, მისი სიტყვები ოდნავ მაინც ყოფილიყო მართალიდა გულში ლოცულობდა, რომ ნანოსთვის ცოცხალი მიესწრო..


გარეთ გასულს, დაჩიზე მიხუტებული თვალცრემლიანი მარი და პატარა ეზოში დახვდა, მარის მორიდებით გაუღიმა ნიკამ და დაჩიზე გადაიტანა ყურადღება:
-მზად არის?
-მანქანის სათავსოშია.
თავი დაუქნია დაჩიმ, ისიც უხმოდ წავიდა, რადგან როის გასვლასთან ერთად გული და სხეული მეტად ეფლითებოდა.
მანქანაში მოთავსებისთანავე, სათავსოდან იარაღი ამოიღო, მჭიდი შეამოწმა და გასროლისთვი გაამზადა, დამცავით ჩაკეტა მხოლოდ..
უცებ მანქანის კარი გაიღო და მძღოლის გვერდზე სავარძელში დადუ მოთავსდა, შეშინებულმა შეხედა აბაშიძეს:
-ნიკა, ეს რა არის? სად მიდიხარ?
შეშინებული ლუღლუღებდა გოგონა და აბაშიძემ სიმწრის ღიმილით, შეხედა გოგოს:
-სიცოცხლის საწყისის მოყვარულმა, სიკვდილს უნდა გავესაუბრო!
შარვლის სათავეში ჩაიდო იარაღი და მანქანს გასაღები მოარგო.
-რას ამბობ?
ხმა ჩამწყდარმა ამოილაპარაკა დადუმ და ცრემლით აევსო ისევ თვალები. ნიკამ თავზე ხელი გადაუსვა,
-მიყვარხარ დადუ და ამის თქმას სხვა ფორმით ვაპირებდი, მაგრამ აუცილებლად გამოვასწორებ!
კისერთან გაჩერებულმა აბაშიძის გრძელმა თითებმა, დაქაჩა გოგონას სხეული და სასურველ ტუჩებს მთელი გრძნობით შეეხო, თითქოს სურვილის ასრულება იყო, ამავე დროს დამშვიდობებაც, რადგან შეიძლება რღაც ისეთი მომხდარიყო, რომ ვერ ენახა და მთელი გრძნობით იმახსოვრებდა გოგონას..
-მეც წამოვალ..
-არა!
-კი, ეს მე უნდა დავასრულო..
-შენ, მე და ტუსას ძალიან გვჭირდები!
-მეც მჭირდებით..
-ხო და დაგველოდე! კარგი?
დააკვირდა გოგონას თითქოს პირობას ართმევსო.
-კარგი.
-მაშინ გადადი მანქანიდან და ჩემზე იფიქრე!..
გაუღიმა და ისევ მანქანის საჭეს მიუბრუნდა, სიჩქარე გადართო და დაელოდა გოგონას, რომელიც გადადიოდა, უცებ შემობრუნდა და ნიკას მთელი ძალით მოეხვია. გაოცებული, მაგრამ ბენიერი სხივებით გაჟღენთილი ნიკა აბაშიძემ, ძლიერი მკლავებით მიიხუტა გოგონას სხეული და ყელში ხანგრძლივად მიაწება ტუჩები, სურნელით ტკბობაც მოასწრო, სანამ გოგონა მის სხეულს მოშორდა..
-გელოდებით..
ცრემლიანმა ამოილაპარაკა და ნაჩქარავედ დატოვა მანქნა.
ლაშა ჯაფარიძე დერეფანში იდგა და დირექტორს ელოდა, თავისი ნაცნობობით იქ უნდა შესულიყო, სანამ პოლიცია მოვიდოდა მანამდე უნდა ენახა ყველაფერი, თან იმას ფიქრობდა როგორ ეთქვა მშობლებისთვის ის ამბავი, რომ ნანო დაიწვა..
ფიქრებში გართულს, ნიკა აბაშიძის ხმას მოესმა, რომელიც იმ წუთის ჩამოსული იყო სვანეთიდან.
-ბატონო ლაშა, რა მოხდა?
-არ ვიცი ნიკა, ცოტა ხანში შევალთ ოთახში..
ხმაზე ნერვიულობა ეტყობოდა, თუმცა გარეგნულად სიმშვიდეს არ კარგავდა ჯაფაიძე. ოთახში სანამ პოლიცია მოვიდოდა მანამდე შეუშვეს, ერთი შეხედვით ყველაფერი განადგურებული იყო, თუმცა ცეცხლი მხოლოდ საწოლს და ყრუ კედლის მხარეს იყო, ნანახმა მთელი გულ-მუცელი აუწვა ნიკოლოზ აბაშიძეს, ნანოს სახის წარმოდგენისას, ოთახს თვალი ცრემლიანმა მოავლო და ღია ფანჯა შეამჩნია, წარბები შეკრა და დაკვირვება ისე განაგრძო..
-იმედია, ცოცხალი ხარ და გიპოვი!
ნიკამ ჩუმად ჩაილაპარაკა და ღია ფანჯარაში გაიხედა, მალევე შეამჩნია მიწაზე დაგდებული მოგრძო ნაჭერი, თუმცა დანამდვილებით ვერ გაარჩია რა..
-რამე იპოვე?
ინტერესით გამოხედა ლაშამ, თვალიერებაში გართულ აბაშიძეს.
-აქ მოდით და ნახეთ.
ლაშამ, ყურადღებით მოათვალიერა ნიკას შემჩნეული ნივთი.
-ამის გამკეთებელი, დადუს ძმა იქნება.
ნიკამ, ისევ ოთახს მოავლო თვალი.
-რას გულისხმობ!
ლაშამ, ნიკას წარბშეკრულმა შეხედა.
-როგორც ბიჭებისგან გავიგე, მთამსვლელია დადუს ნახევარ ძმა და ის გადაიყვანდა აქედან ნანოს!
-გამოდის ისევ სოხაძეს ჰყავს..
-ასეა..
ოთახში თორნიკე და ნიკოლოზ დადიანები შევიდნენ, საავადმყოფოს დამწვარი სართული ხალხით გაივსო, რომლებიც ჯაფარიძის ირგვლივ ტრიალებდნენ და ფიქრობდნენ ნანოს მშობლებთან მისვლისთვის როგორ მომზადებულიყვნენ..
ყველაფერი ნიკა აბაშიძემ თავის თავზე აიღო და სახლში მისვლას აპირებდა, უცებ ნანოს დედა და მამა დერეფანში შემოვიდნენ.
ლაშა ჯაფარიძემ ყურში ჩუმად უჩურჩულა:
-ყველაფერი ისე იყოს როგორც ჩანს!
-სიმართლე..
-არ თქვა, დროს მოვიგებთ!
-კარგი.
მძიმე მოსასმენიო იყო, მშობლელბის ტირილი, დამძიმებული სულით მიიყვანა სახლში ნიკამ ისინი და გამოსვლისას მამაკაცის ხმამ შეაჩერა:
-ნიკა, სიმართლეს როდის მეტყვი!
შებრუნებულს, ზურგს უკან მდგომი კაცი ტკივილისგან განადგურებული, მაგრამ იმედით უმზერდა..
-ბატონო მიშა..
-მითხარი.. გთხოვ..
-ბატონო მიშა, ვვარაუდობ, რომ ნანო ცოცხალია, ის ისევ გაიტაცეს და მას აუცილებლად ვიპოვი..
-ვის სჭირდება?
-დადუს ძმას და მამას..
თავი დახარა მორიდებით.
-გასაგებია.
მთელი გული ამოაყოლა სიტყვებს, თუმცა ხვდებოდა, რომ მხოლოდ ნერვიულობა არაფერს მოუტანდა..
-ბატონო მიშა, გთხოვთ, ახლა ყველაფერი ასე დავტოვოთ, როგორც ჩანს, ამით დროს მოვიგებ.. პირობას გაძლევთ, დავაბრუნებ!
სევდიენი თვალებით შეხედა აბაშიძეს, კაცმა და ნაძალადევად გაუღიმა.
-კარგი შვილო.. შენი იმედი მაქვს და გთხოვ ყველაფერი მითხარით..
ნიკა, მთელი ძალით მოეხვია მიშას და საავადმყოფოში დაბრუნდა..
ყველა სტანდარტული პროცედურის შემდეგ, საავადმყოფოშივე მოთათბირეს დეტალებზე..
-ლაშა, დროა კარტები გაუხსნა სოხაძეს!
ჩვეული სიმკაცრით იჯდა თორნიკე დადიანი სავარძელში.
-რა კარტებზეა საუბარი?
სამედიცინო ოთახის თვალიერებას თავი დაანება, ნიკოლოზ დადიანმა და მთავარი ექიმის სავარძელში მოთავსებული დატრიალდა, თითქოს ოთახს მოავლო თვალი..
-სოხაძის და, გიორგის ცოლი იყო.
ჩაფიქრებულმა თქვა ჯაფარიძემ და ნიკოლოზ დადიანის რეაქციაც შესაბამისი იყო.
-რას ამბობ ტო... ის ''ნარკომანკა'' შენი ძმის ცოლი?..
გაოგნებასთან ერთად დაბნეულიც იყო უმცროსი დადიანი..
-შენ, საიდან იცი, რომ ნარკომანი იყო!
თორნიკემ წარბები შეკრა..
-კარგი რა ძმაო. ხომ იცი ტყუილა არ ვიჯდები?
-კიდევ რა იცი!
-ის, რომ ეგ ქალი კარგად თამაშობდა, ბევრს იგებდა და უფრო ბევრს აგებდა! ბოლოს ავარიაში დაიღუპა ვიღაც ტიპებთან ერთად, ყველა „კაიფში“ იყო!
-გიორგისთან და მის დაცვასთან ერთად..
სევდიანი ხმით ამოილაპარაკა ჯაფარიძემს, რომელიც ისევ ფანჯრის რაფას დაეყრდნო და დაკვირვებით ათვალიერებდა საავადმყოფოს ეზოს..
წარბებ შეკრულმა შემოხედა ფიქრებში ჩაფლულ აბაშიძეს.
-ნიკა, კიდევ რა იცი იმ ნაბ*ზე?
-ბოლო დროს, მამამისთან ხშირად კამათობს, ან..
-ან ორმაგ თამაშს თამაშობენ!
უმცროსი დადიანიც იგივე აზრზე აღმოჩნდა, რასაც ნიკა ფიქრობდა.
-რას გულისხმობთ?
თორნიკე ჩაერია საუბარში.
-მანქანიდან გადმოუხტა მამისს და გინებით გაუყვა გზას, თითქოს ვიღაცას ეძებდა, ამას როცა აკეთებდა და ვფიქრობ ჩვენ..
-გამოდის ბევრი ვუთვალთვალებთ და ეს ცუდია!
ნიკა აბაშიძემ გადახედა მამაკაცებს.
-მართალი ხარ! ამიტომ უნდა გავიყოთ.
თორნიკემ სანთებელა აათამაშა ხელში, ერთი სული ჰქონდა როდის დატოვებდა შენობას, რომ მავნე ჩვევით გული ეჯერა..
-ნიკა, შენ პროზექტურაში უნდა გადახვიდე სამუშაოდ!
ჩაფიქრებულმა ჯაფარიძემ, მოულოდნელად წარმოთქვა, რომელსაც სიჩუმით შეხვდა დანარჩენი.
-ისე არ მოგცემს?
წარბებშეკრულმა დაარღვია სიჩუმე თორნიკემ.
-ვერ მომცემს.
-იქნებ თქვათ რაზეა საუბარი და კიდევ ერთხელ გამო*ვეთ, როგორც გჩვევიათ!
უმცროსი დადიანი ჩაერია საუბარში.
-მიკვირს, ეგ როგორ ვერ გაიგე?!
წარბი აუწია თორნიკემ და ღიმილ შეპარული მის რეაქციას დააკვირდა.
-იმიტომ, რომ მორგზეა საუბარი!
-და რა უნდა გავაკეთო?
ინტერესით იკითხა აბაშიძემ, თან პირველად მაშინ გაეღიმა ამ ხნის მანძილზე, რაც ნიკას რეაქცია შეამჩნია.
-იქ, ერთი ძველი მეგობარი მუშაობს, რომელსაც ბევრი სიკეთე ახსოვს ჩემი ძმისგან და დღემდე ინახავს მის საბუთებს, ყველაფერს რაც მის სიმართლეს დაამტკიცებს..

პ.ს. მოკლედ ჩემო ძვირფასებო, დიდი მადლობა თითოეულ თქვენგანს, მათ ვინც კითხულობთ და ელოდებით ამ ისტორიას, განსაკუთრებული მადლობა მათ ვინც ემოციებს მიზიარებთ და მოვლენებზე მსჯელობთ, ყველას შეფასებას ვეცნობი და მაპატიეთ რომ ვერ გიპასუხეთ.
ნიცა და თომაც იქნება პარალელურად. ცოტა დაიძაბა სიტუაცია და იმედი მაქვს მცირედით მაინც ისიამოვნებთ.



№1  offline აქტიური მკითხველი ablabudaa

ძალიან ძალიან მომწონს, მეც დაჭიმული ვიჯექი და ისე ვკითხულობდი ძალიან ჩაიხლართა სიტუაცია, ველოდები გაგრძელებას მოუთმენლად ❤️❤️❤️

 


№2 სტუმარი სტუმარი Lile-eli

ablabudaa
ძალიან ძალიან მომწონს, მეც დაჭიმული ვიჯექი და ისე ვკითხულობდი ძალიან ჩაიხლართა სიტუაცია, ველოდები გაგრძელებას მოუთმენლად ❤️❤️❤️


ემოციები თუ მოვიდა თქვენამდე მიხარია, დიახ ჩაიხლართა და ვეცდები მალე იყოს..
დიდი მადლობა, რომ დროს მითმობთ.

 


№3  offline წევრი OKI ME

ოჰოო, მირიანი და ნანო? :P ისე, რატომაც არა. საინტერესო იქნება. ❤️❤️

ვაჰ, ყოველი ახალი თავი უფრო მეტად საინტერესოა, უფრო მეტად გიჩენს ინტერესს ისტორიის მიმართ. საოცარი ისტორიაა ❤️❤️

 


№4 სტუმარი სტუმარი Lile-eli

Megioki
ოჰოო, მირიანი და ნანო? :P ისე, რატომაც არა. საინტერესო იქნება. ❤️❤️

ვაჰ, ყოველი ახალი თავი უფრო მეტად საინტერესოა, უფრო მეტად გიჩენს ინტერესს ისტორიის მიმართ. საოცარი ისტორიაა ❤️❤️


ზალიან მახარებთ, უღრმესი მადლობა, რომ ინტერესდები.

 


№5 სტუმარი ლელუ

მომეონს ეს ისტორია ძაან და შემდეგი თავკ არაა დადებული? ვერ ვპოულობ

 


№6 სტუმარი სტუმარი ქეთა

ძალიან საინტერესოა მალე დადე რა????????ველოდები მოუთმენლად????????????

 


№7  offline წევრი lile-eli

ლელუ
მომეონს ეს ისტორია ძაან და შემდეგი თავკ არაა დადებული? ვერ ვპოულობ


ჯერ არ ამიტვირთავს, ვეცდები მალე იყოს.
დიდი მადლობა.

სტუმარი ქეთა
ძალიან საინტერესოა მალე დადე რა????????ველოდები მოუთმენლად????????????


დიდი მადლბა, მახარებს თქვენი ინტერესი და ვეცდები მალე იყოს.

 


№8 სტუმარი maco maco

დღეში ათჯერ შემოვდივარ ხოარ დაიდოთქო და თურმე ესეც მე-7 თAვად ყოფილა :(

 


№9 სტუმარი სტუმარი Lile-eli

maco maco
დღეში ათჯერ შემოვდივარ ხოარ დაიდოთქო და თურმე ესეც მე-7 თAვად ყოფილა :(


რამდენჯერმე ავტვირთე, ინტერნეტის გამო და ეგ თავის ჩასწორება გამომრჩა. ბოდიშს გიხდით.

 


№10 სტუმარი maco maco

სტუმარი Lile-eli
maco maco
დღეში ათჯერ შემოვდივარ ხოარ დაიდოთქო და თურმე ესეც მე-7 თAვად ყოფილა :(


რამდენჯერმე ავტვირთე, ინტერნეტის გამო და ეგ თავის ჩასწორება გამომრჩა. ბოდიშს გიხდით.

ეგ არაფერი შენ ატვირთე და მივაგნებ როგორმე:) ხოო აი ნანოს დაანებონ თავი აქეთ მიხედავს ბიჭებს:) და მინდა ვთქვა რომ მირიანი თავიდანვე არ ჩავთვალე უარყოფით პერსონაჟად... არ გამიცრუონ ეხლა იმედები ორივემ

 


№11 სტუმარი სტუმარი Lile-eli

maco maco
სტუმარი Lile-eli
maco maco
დღეში ათჯერ შემოვდივარ ხოარ დაიდოთქო და თურმე ესეც მე-7 თAვად ყოფილა :(


რამდენჯერმე ავტვირთე, ინტერნეტის გამო და ეგ თავის ჩასწორება გამომრჩა. ბოდიშს გიხდით.

ეგ არაფერი შენ ატვირთე და მივაგნებ როგორმე:) ხოო აი ნანოს დაანებონ თავი აქეთ მიხედავს ბიჭებს:) და მინდა ვთქვა რომ მირიანი თავიდანვე არ ჩავთვალე უარყოფით პერსონაჟად... არ გამიცრუონ ეხლა იმედები ორივემ


დიდი მადლობა, ვნახოთ რა იქნება იმედია ყველაფერს გავართმევ თავს.

 


№12 სტუმარი ლელუ

შემდეგ თავა როდის დადე?

 


№13 სტუმარი სტუმარი Lile-eli

ლელუ
შემდეგ თავა როდის დადე?

დღეს დავდებ, მაგრამ ისე იგვიანებს შემოწმება არ ვიცი როფდის გამოქვეყნდება.
მადლობა რომ კითხულობთ.

ნი ნი
ძალიან მომწონს და ჩემთვის ერთერთი საყვარელი ნაწარმოებია. დიდი მოლოდინით ველოდები გაგრძელებას.

ძალიან გამახარა იმ ფაქტმა, რომ კითხობთ. დიდი მადლობა და მალე დავდებ.

 


№14  offline წევრი OKI ME

აი, როგორ ველოდები ახალ თავს შენ არ იცი :დდ

 


№15 სტუმარი სტუმარი ქეთა

სად ხარ Ამდენი ხანი ყოველ დღე ველი

 


№16 სტუმარი სტუმარი Lile-eli

სტუმარი ქეთა
სად ხარ Ამდენი ხანი ყოველ დღე ველი


გაგზავნილი მაქვს და რომ შემოწმდება დაიდება ალბათ.

Megioki
აი, როგორ ველოდები ახალ თავს შენ არ იცი :დდ


ვიცი და ძალიან მახარებს ეგ ფაქტი.
შაბატს ავტვირთე, მეგონა შემოწმებას აგვიანდებოდა, მაგრამ პროფილზე, რომ შევედი საერთოდ არ დამხვდა ისტორია.

 


№17 სტუმარი maco maco

რა ხდება რა ამდენიხანი ველოდებით რატო არ ადასტურებენ?

 


№18 სტუმარი სტუმარი Lile-eli

maco maco
რა ხდება რა ამდენიხანი ველოდებით რატო არ ადასტურებენ?


სამწუხაროდ არ ვიცი. იმეიდა დღეს იქნება ????

 


№19  offline წევრი Тамуна тамуна

მეც ძალიან მომწონს და ცოტა ახლო ახლო რო წერო არა?

 


№20  offline წევრი lile-eli

Тамуна тамуна
მეც ძალიან მომწონს და ცოტა ახლო ახლო რო წერო არა?


დიდი მადლობა, რომ დროს მითმობთ, ასევე თქვენი ინტერესი მახარებს და ბოდიში ლოდინისთვის,
ვეცდილობ.

 


№21 სტუმარი სტუმარი ნესტანი

ძალიან მომეწონა საინტერესო წასაკითხია ვიმხიარულე კიდეც მირიანს ვერ გაურკვევია ნანო მოწონს თუ მეორე გოგო ???????????? მაგარი წყვილები არიან მეგობრებიც ამ ნაწარმოებში მომწონს ამათი სიგიჟე განსაკუთრებით ნიცასი

 


№22 სტუმარი სტუმარი Lile-eli

სტუმარი ნესტანი
ძალიან მომეწონა საინტერესო წასაკითხია ვიმხიარულე კიდეც მირიანს ვერ გაურკვევია ნანო მოწონს თუ მეორე გოგო ???????????? მაგარი წყვილები არიან მეგობრებიც ამ ნაწარმოებში მომწონს ამათი სიგიჟე განსაკუთრებით ნიცასი

დიდი მადლობა. როგორ გამახარეთ ტქვენი შეფასებით. ერთი დიდი სიამოვნება ის არის რომ თქვენ გსიამოვნებთ ისტორიის კიტხვა.❤

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent