შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

... რომ არ უნდა გიყვარდეს (10 თავი)


4-12-2020, 01:38
ავტორი თამარი აჩბა
ნანახია 5 621

მანქანის გასღები ავიღე და წავედი. ძალიან კი მეშინოდა საჭესტან მარტო დაჯდომის, მაგრამ მისი ნახვა უფრო მეტად მინდოდა. მთელი გზა კანკალით გავიარე, თან ნაპირებს ვათვალიერებდი, ხომ არსად დაიმტვრათქო. როგორც იქნა მივედი. სახლში სინათლე რომ დავინახე ცოტა დავმშვიდდი. ზარის დარეკვა არც დამჭირდა, კარი შორტებში, წელს ზემოთ შიშველმა გამიღო, ჯერ კიდევ ნახევრად ეძინა და თვალებს იფშვნეტდა. ცოტა კი ავღელვდი, მისი ნავარჯიშები სხეულის დანახვაზე, მაგრამ არ შევიმჩნიე. გვერდი ავუარე და სახლში შევედი. მისაღებში მდივანზე დავჯექი და თავი საზურგულზე დავდე, ჯერ კიდევ მიკანკალებდა სხეული, მიკვირდა სადმე რომ არ გადავიჩეხე. ჩემ წინ დაჯდა.

– იცი რომელი საათია?

– საათი მაქვს.

– მერე, ამ შუაღამეზე აქ რას აკეთებ?

– ჩემს სახლში მოსასვლელად არც დრო მჭირდებ და არც მიზეზი ! – თავი გააქნია და გაეღიმა.

– კარგი, მაგრამ მაგ მიზეზით არ დაჯდებოდი მარტო საჭესთან.

– სულ სხვა ხომ არ მატარებს?!

– სხვა დროს მარტო აღარ დაჯდე ! ახლაც ნერვიულობ.

– საიდან დაასკვენი ?

– ტუჩებს იჭამ.

– ეს უბრალოთ ჩვევა.

– ხო, ჩვევაა ვიცი, როცა ნერვიულობ მარტო მაშინ აკეთებ მასე.

– შენ ჩემი დაკვირვების გარდა სხვა საქმე არ გაქვს?

– გვიანია, წადი დაიძინე !

– საწოლის გაწყობა მეზარება. აქ დავრჩები.

– ჩემს ოთახში დაიძინე.

– მერე შენ?

– მე დავრჩები აქ.

– როგორც გინდა, მაინც მიჩვეული ვარ შენთვის საწოლის წართმევას !– ვუთხარი და მხრები ავიჩეჩე.

იქვე, საწოლთან მისი სპორტული მაისური იდო, რომელიც უნდა ცმოდა და ჩემი გულის გასახეთქად არ ეცვა. გადავიცვი (რომ იტყვიან ჩავვარდი შიგ) და დავწექი. მაისურსაც და ბალიშსაც მისი სურნელი ასდიოდა. ბალიშს ჩავეხუთე და მშვიდად დძინებას ვაპირებდი, მაგრამ მერე მისი დაკუნთული სხეული გამახსენდა... უფრო მერე გამახსენდა ნახევრად შიშველი, რომ აპირებდა დაძინებას, გაცივდებოდა. დროს გასვლას დაველოდე სანამ ჩაეძინებოდა, არ მინდოდა ამ მაისურში ვენახე. ცოტა მოკლედ მქონდა. პლედი ავიღე და კიბეები ფრთხილად ჩავიარე. დივანზე იწვა მაგრამ არ ეძინა. დამინახა. უკან ვეღარ დავბრუნდებოდი.

–რატომ არ გძინავს ? – კითხვა, კითხვისთვის დავუსვი.

– ძილს მიფრთხობ.

– მე რა შუაში ვარ ?

– მოხვედი და გამაღვიძე.

– მერე ვინ გთხოვა გაიღვიძეო? ჩემითაც შემოვიდოდი სახლში.

– ზურამ დამირეკა, შენთან წამოვიდაო. სათანადო მასპინძლობა ხომ უნდა გამეწია.

– სტუმარი რომ არ ვარ ? სანამ შენი ცოლი ვარ ეს სახლი ჩემიცაა !

– ეგ მაისურიც შენ გქონდეს თუ გინდა.

– უი ხო ... დაუკითხავად ავიღე !

– არაუშავს, გიხდება !

– ნუ დამცინი და ეს დაიფარე. – პლედი ვესროლე. დაიჭირა, გვერდით გადადო და ჩემს წინ აღიმართა.

– რაიყო, გეშინია არ გავცივდე და მერე შენი მოსავლელი არ გავხდე?

– ნწ... – სული შემეხუთა ისე ახლოს იყო.

– აბა?

– არა აბა ? ადამიანზე რომ იზრუნო რათ უნდა მაგას შიში და მიზეზი.

– თაკო რატომ მოხვედი?

– შენ რატომ მიწყობ დაკითხვებს?

– მაინტერესებს !

– თავი დამანებე. წავალ, მეძინება.

– არ მომწონს გაუგებარ, მოკლე პასუხებს რომ მიეჩვიე.

– შენგან ვსწავლობ და გამიშვი ახლა ! – არ მომეშვებოდა, მე კი სიმართლის თქმა არ მინდოდა. სწრაფი ნაბიჯით გვერდის ავლა ვცადე. ამ დროს, დივნის წინ მდგარ მაგიდას წამოვედე და გადავემხე . ფეხი ისე მწარედ დავარტი, ტკივილისგან შევკივლე.

– სად გარბიხარ შეგჭამ? მაჩვენე რა დაარტყი. – დაჯდომაში დამეხმარა და ფეხი შემიმოწმა.

– ვაიმეე ... ნელა ... არ მომკიდო გთხოვ მტკივა ! მოვიტეხე ხო?

– თუ დამაცდი ვნახავ და გეტყვი.

– მტკივა.. მტკივაა.. მოტეხილია ? მითხარი რა !

– ფეხს ისე აფართხალებ მოტეხილი არ იქნება.ცოტა გაკაწრული გაქ. საავადმყოფოში წაგიყვან ყოველი შემთხვევისთვის.

– არ წამოვალ საავადმყოფოში !

– ნუ გადამრევ ახლა !

– არ მინდა ! საოჯახო აფთიაქი მომიტანე და აქ შევიხვევ.

– არ ვიცი სად არის. ადექი მივდივართ !

– მოძებნე გთხოვ! ხვალ წავიდეთ.

ძლივს იპოვა და ფეხი შემიხვია. მერე უნდოდა ოთახში ხელში აყვანილი წავეყვანე, მაგრამ არაფრით არ დავთანხმდი. ამ მაისური, რომ ავეყვანე ფაქტიურად წელს ქვემოთ გავშიშვლდებოდი. კიბეებამდე ძლივს კოჭლობით მივედი. კიბეზე მეორე ნაბიჯი, რომ ვერ ავდგი გაბრაზებული დამეტაკა და ხელში ამიყვანა.

– ისეთი ჯიუტი ხარ, მოთმინებას მაკარგვინებ. – ეცინებოდა.

– ოღონდაც ახლა რაზე გეცინება?

– ჩემთვის პასუხის გაცემას ფეხის მოტეხვა, რომ ამჯობინე და ახლა მაგ მაისურს ასე მონდომებით რომ ექაჩები...

– ხო, აქ ფეხების დასამტვრევად და შენი მაისურისთვის ამოვედი.

– ვიცი რისთვისაც ამოხვედი ! – „კარგია. მინდა, რომ იცოდე.“– გავიფიქრე და გულზე მივეხუტე.

დილით ცოტათი გვიან ამომაკითხა საძინებელში. ფეხი უკეთესად მქონდა, ამოტომ საავადმყოფოში არ გავყევი. იმ დღეს სამსახურში არ წასულა. სასაუზმოდ წამიყვანა. მერე, რადგან ფეხი აღარ მტკიოდა და თანაც მარცხენა იყო საჭესთან დამსვა– სჯობს მართვაში ცოტა გავარჯიშოვო. ქალაქს გარეთ წავედით. შიში ისე მეტყობოდა რამდენჯერმე მითხრა სასწრაფოდ გამეჩერებინა მანქანა, მაგრამ ჩემი სიჯიუტის ამბავი ხომ იცით, არ დავუჯერე. მოთმინების ყველა ძაფი გავუწყვიტე. დამემუქრა კიდეც აღარასდროს დაჯდები საჭესთანო... მერე გავაცნობიერე, რომ ის ჩემ გვერდით იყო, რა შეცდომაც არ უნდა დამეშვა დახმარებას შეძლებდა და ნელ–ნელა დავმშვიდდი. მის მიმართ უფრო მეტი ნდობა და იმედი გამიჩნდა. შესაბამისად გაკვეთილებმაც მშვენივრად ჩაიარა. იმდენად კარგად, რომ გაკვირვებული იყო. იცით რა საყვარელი იყო, როცა რაღაც ძალიან აკვირვებდა ჩემგან, მაგრამ არ იცოდა (ან არ უნდოდა) მიზეზი, როგორ ეკითხა. მყუდრო კაფე შევარჩიეთ სავახშმოდ. საღამოს გუგა და ზურაც შემოგვიერთდნენ. მერე ზურას თხოვნა გამახსენდა, ლილეს დავურეკე და ამოსვლა ვთხოვე. ძალიან მომწონდა ეს ბიჭი ზუსტად ჯდებოდა მის გემოვნებაში. თანაც, ვიცოდი ლილეს ნომერს პირადად მე ტყუილად არ მთხოვდა ესეიგი სერიოზულად ფიქრობდა მასზე...

ჩვენი გაცნობის დღიდან, პირველად ვგავდით წყვილს. პირველად არ გვიჩხუბია და გვიწყენინებია ერთმანეთისთვის. ყველანი ერთად, კაფეში ვისხედით და სასაცილო ისტორიებს ვიხსენებდით. ვინაიდან გუგა და ზურა დიმას ბავშვობიდან იცნობდნენ და ყველაფერი ერთად ჰქონდათ გამოვლილი, მის ისტორიებსაც ესენი იხენებდნენ. დიმა მხოლოდ ემოწმებოდა. ამ მხიარულებაში ისე დაღამდა ვერც შევამჩნიეთ. უკვე ძალიან გვინი იყო და დავიშალეთ. ლილეს წაყვანა რათაქმაუნდა ზურამ იკისრა, მეც დიდი ნდობით ჩვაბარე და თვალი ჩავუკარი. მერე კი მეუღლის მანქანის სავარძელში გემრიელად მოვკალათდი. წინა უძილო ღამემ და რამდენიმე ჭიქა კოქტეილმა თავისი გააკეთა. ძილი ადვილად მომეკიდა... ჩუმი ხმა მეძახის: – თაკო გაიღვიძე ! – გამიჭირდა გონზე მოსვლა. ისევ მიმეორებს : – გაიღვიძე ! – ჯერ ცხვირზე ვიგრძენი ხელის შეხება მერე ლოყებზე. თვალები ნახევრად გავახილე, მაგრამ ბოლომდე გამოფხიზლებული არ ვიყავი. – მიდი შენი ნივთები აიღე და ისევ ჩვენ სახლში წავიდეთ ! – რობოტივით გადავედი მანქანიდან. კარი ნანამ გამიღო. მახსოვს, ვუთხრაი საგურამოს სახლში მივდივართთქო. ავიღე რაც მჭირდებოდა და მანქანაში დავბრუნდი. დილის ათ საათზე აღმოვაჩინე, რომ დიმას ოთახში ჩაცმულ დახურულს მეძინა. მოვწესრიგდი და ჩავედი. მარკეტიდან ახალი დაბრუნებული იყო, საუზმეს ამზადებდა.

– წუხელ... – ვთქვი და დაეჭვებით შევხედე.

– ოო ! ცუდი სიმთვრალე გქონია.

– ვაიმე... რა გავაკეთე?

– არაფერი გახსოვს?

– მანქანაში ჩაჯდომა, მერე ნანა, მერე ჩვენ ოთახში რაღაცას ვძებდი. ვსო...

– კარგია სხვა, რომ არაფერი გახსოვს !

– ახლა მოვკვდები... მიდი, გისმენ ! – ვუთხარი და ხელები ავიფარე სახეზე.

– მერე მოვედით აქ, გათიშული აგიყვანე საძინებელში და მთელი ღამე გყარაულობდი საწოლიდან, რომ არ გადმოვარდნილიყავი. სულ ეს იყო.

– სულ ეგ იყო? მეტი არაფერი? აუ კარგი რა, კინაღამ გული გამისკდა ნერვიულობით.

– ცოტა გავერთე შენი სახის ყურებით. წამოდი ვჭამოთ, თორე დაიჭამე უკვე ეგ ტუჩები. ლუდიც მოგიტანე... – ამას, ჩემი ტუჩების ყურების გარდა, ნეტა საქმე არ აქვს ? გავიფიქრე და მაგიდასთან გავყევი.

– ისევ აქ რატომ მოვედით?

– ასე მომინდა !

– კარგი, ისე ამიხსენი გავიგე.

– ცოტახნით ოფისში უნდა მივიდე. თუ გინდა შენც წამოდი თანამშრომლებს გაგაცნობ.

– არ მინდა. ოღონდ დაღამებამდე დაბრუნდი რა !

– ვიცი !

დროის ათვლა დავიწყე, როდის დაბრუნდებოდა. მინდოდა ჩემს გვერდით ყოფილიყო. თუნდაც გვეჩხუბა ან საერთოდ არ გვესაუბრა, უბრალოდ ახლოს ყოფილიყო. რა აღარ მოვიგონე საღამომდე, რომ გამეძლო. ისიც ვიფიქრე ნეტა მართლა გავყოლოდიქო. ბოლოს ლეპტოპი ავიღე და ჩემი ფავორიტი წიგნის, ემილი ბრონტეს, მარადიული რომანის, „ ქარიშხლიანი უღელტეხილი“ ეკრანიზაცია ჩავრთე. აღარც მახსოვს რამდენჯერ მაქვს წაკითხული და ნანახი , მაგრამ არასდროს არ მბეზრდება. მოკლეთ დივანზე მოვკალთდი და საყურებლად განვეწყვე. ამ დროს ტელეფონში, ინტერნეტიდან შეტყობინება მომივიდა. ერთ–ერთი სოციალური მედიის გვერდი მქონდა გამოწერილი და სიახლეებს შეტყობინებით ვიგებდი. თავლებს ვერ დავუჯერე. ჩემი და დიმას, წვეულებაზე გადაღებული ფოტო სათაურით:„გზა რაიონიდან აბაშიძეების რძლობამდე“. შემდეგი გვერდის სტატია : „ ვინ არის და როგორი ოჯახიდანაა გოგონა, რომელმაც ყველაზე გავლენიანი და სასურველი სასიძოს გული მოიგო“ შემდეგი: „ლამაზი კონკიას ისტორია“. ეს არასრული ჩამონათვალია იმ სტატიებისა რაც მე მომიძღვნეს. მათ შინაარსს ალბათ თავადაც მიხვდებით. ასე შეურაცხყოფილი არასოდეს ვყოფილვარ. საზოგადოებას ახალი საჭორაო თემა გამოუჩნდა. ამ მდგომარეობის ყველა არასასიამოვნო მომენტზე დავფიქრდი და მივხვდი, რომ ძალიან გამიჭირდებოდა გადატანა, ვინაიდან ჩემთვის ეს უცხო მდგომარეობა იყო. პატარა ბავშვივით აფუზული, ნაწყენი და ჩაწითლებული თვალებით დავხვდი დიმას, რომელიც ძალიან მალე მოვიდა. ალბათ ივარაუდა, რომ წავიკითხავდი. ჩემს წინ დაჯდა, მუხლებს იდაყვებით დაეყრდნო და იატაკს დააჩერდა.

–ესიგი წაიკითხე. – თანმობის ნიშნად თავი დავუქნიე და ცრემელბი შევიმშრალე. – უკვე ყველა გვერდმა აიღო.

– ეგ არაფერს ცვლის ! ეს დროც ეყოფოდათ ...

– როცა მასეთ საკითხებს მე ვაგვარებ, დამიჯერე ცვლის. აბა სცადონ და გაბედონ სხვებმაც !

– ხომ იცი, ჩემი ოჯახის გამო არ მრცხვენია პირიით, უბრალოთ თავს დამცირებულად ვგრძნობ.

– ვიცი, მოდი ჩემთან ! – ორივე ხელი მომხვია და გულზე მიმიკრა. მეც მთელი ძალიათ ჩავეხუტე. ძალიან მჭირდებოდა ახლა მისი ნუგეში. – არავის მივცემ უფლებას გაწყენინოს !

ტირილით გული რომ ვიჯერე, თანაც ისე, რომ მისი პერანგი სულ დავასველე, მკლავებიდან გამოცლა ვცადე. არ გამიშვა. სახე მის კისერში მქონდა ჩარგული. მან რამდენჯერმე გადმომხედა და უცნაურად ამოიხვნეშა. აი, ისე რაღაცის სურვილ, რომ ვეღარ უძლებ.

– მორჩები ახლა მაგ ტუჩების ჭამას?

– ასე უცებ არ შემიძლია. ნელა გადამივლის.

– მეც აღარ შემიძლია !

– შენ რა გაწუხებს?

– გითხრა თუ გაჩვენო ? – რას გულისხმობთქო მინდოდა მეკითხა და მისკენ ავიხედე. – მაპატიე, მაგრამ მეტს ვეღარ ვუძლებ ! – მითხრა და კითხვა პირზე შემაშეშა. უცებ სუნთქვა შემეკრა. მოულოდნელობით დაჭყეტილი თვალები, ჩემდა უნებურად დავხუჭე. მუცელი გამიცხელდა, სხეული ამითრთოლდა, გული ამიჩქარდა, თავბრუ დამეხვა. ამ ბედნიერ წუთებთან ბრძოლის არც ძალა მქონდა და არც სურვილი... მისი ცხელი და ტუჩები ჩემს ბაგეებს მთლიანად მოედო. ვნებააშლილი შეუჩერებლად მკოცნიდა. მისი გულის ისე ცემდა მეგონა მკერს ამოხეთქავდა. ორივეს გვიჭირდა თავისა და გრძნობების გაკონტროლება. როგორღაც შევძელი ამ ვნებას ბოლომდე არ ავყოლოდი და ეს ურთიერთობა ნაადრევი, მცდარი ნაბიჯისგან გადამერჩინა. გავიწიე და სირცხვილით გაწითლებულმა, სახე ისევ მის კისერში ჩავრგე.

ის ღამე ისევ სხვადასხვა ოთახებში დავიძინეთ. ისე,თითქოს არაფერი მომხდარა. არა და ამ ერთ კოცნაში ყველაფერი მოხდა. იმაზე მეტად მისახვედრი და გასაგები, ვიდრე სიტყვაში გადმოსცემს ადამინი. ახლა ყველაზე ახლოს და ყველაზე შორს ვიყავი მასთან. კიდევ ერთხელ გამოვუტყდი ჩემს თავს მის სიყვარულში. მაგრამ იცით რა იყო ყველაზე მტკივნეული? – საკუთარ გრძნობებს შეცდომად აღვიქვავდი. ერთია იცოდე, რომ გიყვარს და მეორე, იცოდე რომ არ უნდა გიყვარდეს... არ უნდა გიყვარდეს იმიტომ, რომ არ იმსახურებს. არაფერი გაუკეთებია ამისთვის. პირიქით ყველა ტანჯვა გადაგატანინა. გატირა, გატკინა, შიშში გაცხოვრა და ახლაც გეშინია . არც ის იცი მის გვერდით კიდევ, რისი გავლა მოგიწევს. ტვინის ყველა უჯრედით ხვდები, რომ ეს სიყვარული უფსკრულში გადაჩეხვას უდრის. ეჭვიანი, იმპულსური ხასითით სიცოცხლეს მოგიწამლავს... მაგრამ რა ვქნათ, რომ სიყვარულს წესები და საზღვრები არ აქვს. რომ მას ვერ ვაკონტროლებთ და მისგან ვერ ვიკურნებით... რა ვქნათ, სიყვარულს ხომ რეცეპტი არ აქვს !

სხვანაირად თბილი იყო ის დილა. იმედი და სიმშვიდე მოიტანა. ამ დღესავით მშვიდი და თბილი იყო დიმაც. ახლა ვხვდები ჩემი, მის გვერდით გატარებული ყოველი დღე დიმას გავდა. მასთან ერთად იცვლიდნენ ფერებს. თუ აქამდე ყოველთვის გაურბოდა ჩემთან საუბარს ახლა პირიქით, თავად აინტერესებდა ყველაფერი. ერთ დღესაც ვისარგებლე მისი ცვლილებით და გავახსენე, დედაზე საუბარი რომ არ დაგვისრულებია. სახე შეეცვალა, მაგრამ არ მოვეშვი. არ იყო ადვილი მისთვის ამ იარების გახსნა მაგრამ ღირდა. როგორც იქნა აღიარა, რომ ნანასი ესმოდა, მაგრამ იმ ტკივილის გამო ათი წლის ასაკსი, რომ ვერ ვაპატიე დღემდე მომყვებაო. გულის სიღრმეში მას ნაპატიები ჰქონდა, მაგრამ ხომ იცით რა რთულია ყველაზე საჭირო დროს სათქმელი, ართქმული სიტყვები. ბევრი კითხვა არ დამისვამს, უჭირდა საუბარი და არ დავაძალე. მას ადამიანი სჭირდებოდა ვინც ამ სიტყვების თქმაში დაეხმარებოდა. არ იქნებოდა ადვილი და ბევრი ბრძოლაც მომიწევდა მასთან, მაგრამ ნანასთვის ეს ბედნიერება უნდა მეჩუქნია და ასევე დიმასთვისაც. მათ ერთმანეთი სჭირდებოდათ. თითქოს ყველაფერი ლაგდებოდა ჩვენს შორის. თუმცა, ნიკას საკითხი მაინც საეჭვო იყო და ეს აუცილებლად უნდა გამერკვია. ისე ვერ გავაგრძელებდი მასთან მშვიდად ცხოვრებას. სწორი დრო უნდა შემერჩია სამოქმედოდ. მანამდე კი არაფერს შევიმჩნევდი.
ერთ საღამოს ოფისში, რაღაც საბუთების წამოსღებად წავიდა და მეც გავყევი. შინ ისეთ დროს ვბრუნდებოდით, ნანაც მაგ დროს ამთავრებდა მუშაობას. ტელეფონი სპეციალურად გამოვრთე, მოვიგონე ელემენტი დაუჯდათქო. ვთხოვე მისთვის დაერეკა და ეთქვა, რომ სახლში ჩვენ წავიყვანდით. ძალიან გამიჭირდა, რა აღარ მოიგონა– გოგი წამოიყვანს, მძღოლს გავუგზავნი ან ტაქსით წამოვიდესო , მაგრამ მაინც დავითანხმე. დაურეკა და ძლივს მოახერხა ამ, რამდენიმე სიტყვის თქმა. ერთ ბედნიერებად ღირდა ნანას გახარებული სახის დანახვა. ისე შემომხედა ჩანაფიქრს მიმიხვდა და თვალებით მომეალერსა. დიმამ საბუთები საძინებელში ამოიტანა და მუშაობას შეუდგა. მე, ჩემი ტყუილი დამავიწყდა, ლილეს შეტყობინება მივწერე და ტელეფონი მის წინ დავდე. როგორც ყოველთვის წამში მიპასუხა და ეკრანი აინთო. ჯერ ტელეფონს დახედა მერე, მე შემომხედა.

– შენი ტელეფონი დამჯდარი იყო ხო ?

– დავტენე ...

– როდის დატენე ახლა არ შემოვედით? – პასუხი არ მქონდა და მხრები ავიჩეჩე. – თუ გგონია, რომ ვერ ვხვდები რას აკეთებ, ძალიან ცდები !

– ჩემს დატუქსვას ჯობია ის მითხრა, რატომ დამიმალე კოლეგები რომ ვართ?

– არასდროს გიკითხავს.

– როგორ გკითხავდი ან, რას წარმოვიდგენდი კანონის დამცველი თავად თუ დაარღვევდა კანონებს.

– პირველ რიგში მეც რიგითი მოქალაქე ვარ და ხანდახან მერღვევა კანონები. – ხუმრობის ხასიათზე იყო. – სხვანაირად შენს კოლეგებს საქმე არ ექნებათ.

– კარგი ! მაშინ მომეცი უფლება ვიმუშაო და მე დაგიცავ ხოლმე.

– იცი, რომ უარს გეტყვი და მერე უნდა მეჩხუბო ხო ?

– რატომ უნდა მითხრა უარი. მე მიყვარს ჩემი საქმე და მინდა ვიმუშაო.

– არაფერში გჭირდება მუშაობა. ყველაფერი გექნება რასაც მოისურვებ.

– შენც ხომ იცი, ახლა სისულელეს რომ ამბობ ?!

– თუ ჩემთან ერთად იმუშავებ ოფისსი, მაშინ თანახმა ვარ.

– კარგად იცი, რომ მაგაზე არ დაგთანხმდები. მე ჩემით მინდა მივაღწიო წარმატებას.

– თაკო არ მინდა შენთან ჩხუბი !

– მაშინ დამთანხმდი!

– ვერა, ახლა არ შემიძლია ! რამე რომ მოხდეს ვიღაც უნდა შემომაკვდეს მერე. ყველაფერზე თანახმა ვარ ოღონდ ეგ აღარ მთხოვო.

– კარგი ! – მართლა არ ღირდა მასთან ამის თხოვნა ამ ეტაპზე.

– არ გეწყინოს რა. უბრალოთ გამიგე . – მხებზე ხელი მომხვია და თავზე მაკოცა. – ისე, მაგ პროფესიისთვის ზედმეტად სუფთა და კეთილი ხარ !

– ესეიგი მაგის გარდა ყველაფერზე თანახმა ვარო ხო ?

– ახლა საეჭვოდ დაიწყე. დაფიქრდი, ისეთი რამე არ მთხოვო რაზეც უარს მიიღებ. მერე გაიბუსები.

– აუ კარგი რა ... არა და რამდენი რამაა, რაც შენ ცხოვრებაში მაინტერესებს.

– მეც ბევრი რამე მაინტერესებს, მაგრამ ხომ ხედავ არ გეკითხები.

– და კითხვა რათ გინდა, ისედაც იგებ ყველაფერს. არ იყო მყარი არგუმენტი ჩემს გასაჩუმებლად.

– თაკო, თუ შენს გაჩუმებაზე მიდგა საქმე, გაცილებთ მყარი არგუმენტი მაქვს. – ისეთი სახით გადმომხედა მიზეზის მიცემა არ ღირდა.

– კარგი, ვსო გნებდები !

– თუ გინდა არ დამნებდე.

– მინდა, გნებდები !

აბაზანაში შევვარდი. კიდევ ერთხელ რომ ეკოცნა თავის შეკავებას ვეღარ შევძლებდი. წყალი გადავივლე და ვინაიდან ისე სწრაფად შევედი, რომ ტანსაცმლის შეტანა დამავიწყდა პირსახოც შემოხვეული მომიხდა იქედან გამოსვლა. იქ აღარ იჯდა, გამიხარდა. ისედაც უხერხულობას ვგრძნობდი ამ ფორმით. მშვიდად შევაბიჯე „დრესინგ“ ოთახში და კინაღამ გული შემიქანდა იქ თითქმის გახდილი, რომ დამხვდა. შემოსაცმელად გამზადებული ხალათი ხელში შეაშეშდა. სად დავმალულიყავი არ ვიცოდი. თვალებზე ხელი ავიფარე. სიცილი აუტყდა.

– ბოდიში, არ მეგონა აქ თუ იყავი. ისე, რა გაცინებს ნეტა გამაგებინა !

– რომ დაგანახა ახლა რა სახე გაქვს არ გაგიკვირდებოდა.

– დროზე მოიცვი ეგ ხალათი და ნუ დამცინი.

– ოთაში შემომივარდი და კიდე შენ ხარ დიდგულზე?

– აუ ჩაიცვი და გადი რა... ხომ ხედავ რა ფორმაშიც ვარ უფრო მეტად ნუ მარცხვენ.

– მგონი ეგ სირცხვილი უკვე უნდა გადალახო. ერთ ოთახში გვძინავს და ხშირად მოგვიწევს ერთმანეთის ამ ფორმაში ნახვა. – თბილი, დაბალი ღელვაშეპარული ტონით მეუბნებოდა და ნელ–ნელა ჩემსკენ მოიწევდა.

– დიმა გაჩერდი ! – უკან რამდენიმე ნაბიჯი გადავდგი. ძალაინ ახლოს მოვიდა. მოძრაობაში პირსახოცი შეიხსნა, ის იყო ტანზე უნდა შემომცლოდა და მის წინ დედიშობილა დავრჩენილიყავი თავლები დახუჭა, დაიჭირა და ისევ მომახვია.

– ეს რომ ძირს დავარდნილიყო... – ღრმად სუნთქავდა.– იმ პირსახოცს გახვევ, რომლის შემოხსნაც მინდა... ჰაერზე გავალ თორე ახლა აქ, რომ დავრჩე... მგონი მართლა გავაფრინე – ბოლო სიტყვები ჩუმათ ჩაილაპარაკა, უცებ ცაიცვა და ოთახიდან გავარდა.

ძალიან დიდი ხანი გაშეშებული ვიდექი იქ სადაც დამტოვა. დაბნეული, არეული მისი საქციელითა და თავშეკავებით გაკვირვებული. ყოველწუთას ვრწმუნდებოდი, რომ ძალიან ღირსეული კაცი მიყვარდა. შეიძლება უხეში იყო ცივი, ეჭვიანი და ბრაზიანი, მაგრამ არასდროს უღირსი. ველოდი როდის გამოჩნდებოდა. ის არა, მაგრამ სამაგიეროდ ჩვენი კეთილის მსურველისგან ისევ ანონიმურად, ამჯერად ვიდეო გამოჩნდა ჩემს სოციალურ ქსელში. სადაც ჩემი, სახლიდან გაქცეული მეუღლე უცვლელ დუეტთან და გოგონებთან ერთად ბარში სვავდა და საეჭვოდ ერთობოდა. სავარაუდოდ მათთან დაიოკებდა ჩემთან აშლილ ვნებებს. საწოლი თავდაყირა დავაყენე. მერე, ეს ვიდეო დიმასთან გადავმისამართე და ტექსტი დავურთე :

„თუ ცოტათი მაინც ცემ პატივს მეც და ჩემს გრძნობებსაც, დრეს სახლში არ მოხვიდე. თუ ცოტათი მაინც შეგრჩა ნამუსი, რამდენიმე დღე არ მომძებნო. მაინც ვერსად გაგექცევი, უბრალოთ დრო მომეცი. „ ...



№1 სტუმარი სტუმარი ნინა

ბედნიერებისგან ვტირიიიიიიი... ძლივს დაიდოოოოოო.

 


№2  offline წევრი OKI ME

და აი ისევ, საინტერესო მომენტში დასრულდა ეს თავიც :დდდ

ოჰ, ოჰ, ოჰ, რა საინტერესოდ ვითარდებაა :P

თაკომ სიმართლე, რომ იცოდეს ვფიქრობ თავის სიყვარულს შეცდომად აღარ ჩათვლიდა. ❤️ გვეღირსა მკითხველს და როგორც იქნა, დათბა ნელ ნელა ურთიერთობა :D :D

 


№3  offline წევრი დარინა

ვერაფერი ვერ გავუგე ამ გოგოს ხან რა უნდა და ხან რა, ვუყურებ როდის უნდა ჩამოყალიბდეს, გამოიწვევს და მერე უკან იხევს, ადამიანი როცა გიყვარს გრძნობა არ უნდა დამალო პირიქით მის გასაძლიერებლად და შესანარჩუნებლად ყველაფერი უნდა გააკეთოო, ეხლა გასკდეს ეჭვიანობისგან თავპირი იხოკოს და იყოს.

 


№4  offline მოდერი თამარი აჩბა

დარინა
ვერაფერი ვერ გავუგე ამ გოგოს ხან რა უნდა და ხან რა, ვუყურებ როდის უნდა ჩამოყალიბდეს, გამოიწვევს და მერე უკან იხევს, ადამიანი როცა გიყვარს გრძნობა არ უნდა დამალო პირიქით მის გასაძლიერებლად და შესანარჩუნებლად ყველაფერი უნდა გააკეთოო, ეხლა გასკდეს ეჭვიანობისგან თავპირი იხოკოს და იყოს.

იქ მისვლით უკვე გადადგა ნაბიჯი და დიმას გამჭრიახი გონებაც მიხვდა მისვლის მიზეზს. თაკოს თვისებებს თუ გადავხედავთ არც უნდა ყოფილიყო მოლოდინი რომ ამ თავში პირდაპირ ეტყოდა სათქმელს.

 


№5 სტუმარი სტუმარი ქეთა

მშვენივრად ხვდება დიმა თაკოს გრძნობებს, მაგრამ ისიც იცის რა ცუდად დაიწყო ამათი ურთიერთობა და უცებ, ჰოპ! გრძნობების გაშიშვლება მგონია დააზიანებს ორივეს. კარგად მიდის სიუჟეტის ხაზი და ის მომწონს ყველაზე მეტად, რომ თაკო არ არის ცანცარა და გრძნობებს აყოლილი გოგო. მომწონს მისი დამოკიდებულება დიმას მიმართ. ცალკე დიმა სულ სხვა სიტუაციაა, თავდაჭერილი და ღირსეული მამაკაცია, რასაც უფრო ნათლად დაგვანახებს გული მიგრძნობს.

 


№6  offline მოდერი თამარი აჩბა

სტუმარი ქეთა
მშვენივრად ხვდება დიმა თაკოს გრძნობებს, მაგრამ ისიც იცის რა ცუდად დაიწყო ამათი ურთიერთობა და უცებ, ჰოპ! გრძნობების გაშიშვლება მგონია დააზიანებს ორივეს. კარგად მიდის სიუჟეტის ხაზი და ის მომწონს ყველაზე მეტად, რომ თაკო არ არის ცანცარა და გრძნობებს აყოლილი გოგო. მომწონს მისი დამოკიდებულება დიმას მიმართ. ცალკე დიმა სულ სხვა სიტუაციაა, თავდაჭერილი და ღირსეული მამაკაცია, რასაც უფრო ნათლად დაგვანახებს გული მიგრძნობს.

♥️♥️♥️

Megioki
და აი ისევ, საინტერესო მომენტში დასრულდა ეს თავიც :დდდ

ოჰ, ოჰ, ოჰ, რა საინტერესოდ ვითარდებაა :P

თაკომ სიმართლე, რომ იცოდეს ვფიქრობ თავის სიყვარულს შეცდომად აღარ ჩათვლიდა. ❤️ გვეღირსა მკითხველს და როგორც იქნა, დათბა ნელ ნელა ურთიერთობა :D :D

♥️♥️♥️

სტუმარი ნინა
ბედნიერებისგან ვტირიიიიიიი... ძლივს დაიდოოოოოო.

♥️♥️

როდესაც წერა დავიწყე არ მიფიქრია, სადმე თუ დავდებდი ან, ვინმეს თუ წავაკითხებდი. უბრალოთ ჩემთვის ვწერდი. მერე, რატომღაც მომინდა აქ განმეთავსებინა. მიუხედავად იმისა, რომ ვიცი, წერის დროს ბევრ შეცდომას ვუშვებ. (იმ ადამიანთა კატეგორიას განვეკუთნები, რომლებიც თვითკრიტიკითაა დაკავებული- საკუთარ შეცდომებს მშვენივრად ვხედავ და ამბიციაც შესაძლებლობებს ექვემდებარება) ასე ვთქვათ, ჩემს თავს გამოცდა ჩავუტარე, რამდენად მოეწონებოდა მკითხველს და ღირდა თუ, არა გამეგრძელებინა. ან, ამის შემდეგ დამეწერა რაიმე. მიხარია, რომ ასე მოვიქეცი. მიხარია, რომ კითხულობთ და მოგწონთ. თქვენ ჩემი სტიმული ხართ ! ♥️♥️♥️

 


№7  offline წევრი OKI ME

თამაარ, შენ თუ სხვა ისტორიებიც ასე გაქვს შენთვის დაწერილი და ჩვენგან გადამალული, ის დროა გამოამზეურო. :დდ არა რაა, ამის არ დადება იქნებოდა? ❤️

 


№8  offline მოდერი თამარი აჩბა

Megioki
თამაარ, შენ თუ სხვა ისტორიებიც ასე გაქვს შენთვის დაწერილი და ჩვენგან გადამალული, ის დროა გამოამზეურო. :დდ არა რაა, ამის არ დადება იქნებოდა? ❤️

ასხივებ ბედნიერებას ! ♥️♥️

 


№9 სტუმარი სტუმარი ნათია

ძალიან მომწონს ????????????????

 


№10 სტუმარი სტუმარი ანი

უკარგესიააა, აი როგორ გითხრა სხვანაირად, რაც კი აქ ისტორიები წავიკითხავს ყველაზე "სუფთა" აი ეს არის..
სუფთა ემოციები, გრძნობები, სიტუაციები, აი ძალიან მომწოოონს ძალიან.
სულ აფორიაქებული ველოდები ხოლმე ახალ თავს და რომ ვკითხულობ ვინაბები და ვმშვიდდები. აი ამას ვეძახი "სუფთაას", ცოტა გაუგებრად ავხსენი მაგრამ არაუშავს ^-^ :დ

 


№11  offline მოდერი თამარი აჩბა

სასიამოვნო "სუფთა" შეფასებააა ! ♥️♥️♥️

 


№12  offline აქტიური მკითხველი grafo

ისე გიგვიანებენ დადებას, რომ...ქულები გამოგიგზავნე საჩუქრად, ხოდა ადექი და იყიდე მოდერობა და როცა შენ გინდა მაშინ დადებ სიახლეს. თუ დადასტურება დააგვიანეს, მომწერე და მე მივწერ იმას ვინც ასეთ დროს სულ მეხმარება :)).

ახლა ისტორიაზე: ხო, ვამბობ ვერაა ეს გოგომეთქი. რა წერილი მოწერა, რა გრძნობებზე ელაპარაკა დიმას, ან რა ნამუსზე აგდებს?!
იმასაც ხომ ვამბობ ხელოვნურად ძაბავმეთქი, როგორ არ უხდება ჩემი გადმოსახედიდან ისტორიას ვერ წარმოიდგენ. ისე გემრიელად წერ, სუფთად როგორც უკვე გითხრეს და აი, ამ თითიდან გამოწოვილი საბავშვო ბაღით კიდევ აფუჭებ.

პ.ს. შენობითი ფორმისთვის ბოდიშს ვიხდი. ამ საიტზე სხვანაირად მართლა არ გამომდის, თორემ რეალურად პატარასაც კი ვეკითხები როგორ უნდა მივმართო :D

 


№13 სტუმარი Life is beautiful

არადა რა კარგად ვითარდებოდა ყ ელაფერი.... ეს კეთილის მსურველები რომ არა.... ძალიან კარგი იყო როგორც ყოველთვის..... ველოდები შემდეგს....
წარმატებები ტკბილო კარამელო❤️

 


№14  offline მოდერი თამარი აჩბა

grafo
ისე გიგვიანებენ დადებას, რომ...ქულები გამოგიგზავნე საჩუქრად, ხოდა ადექი და იყიდე მოდერობა და როცა შენ გინდა მაშინ დადებ სიახლეს. თუ დადასტურება დააგვიანეს, მომწერე და მე მივწერ იმას ვინც ასეთ დროს სულ მეხმარება :)).

ახლა ისტორიაზე: ხო, ვამბობ ვერაა ეს გოგომეთქი. რა წერილი მოწერა, რა გრძნობებზე ელაპარაკა დიმას, ან რა ნამუსზე აგდებს?!
იმასაც ხომ ვამბობ ხელოვნურად ძაბავმეთქი, როგორ არ უხდება ჩემი გადმოსახედიდან ისტორიას ვერ წარმოიდგენ. ისე გემრიელად წერ, სუფთად როგორც უკვე გითხრეს და აი, ამ თითიდან გამოწოვილი საბავშვო ბაღით კიდევ აფუჭებ.

პ.ს. შენობითი ფორმისთვის ბოდიშს ვიხდი. ამ საიტზე სხვანაირად მართლა არ გამომდის, თორემ რეალურად პატარასაც კი ვეკითხები როგორ უნდა მივმართო :D

მადლობა ქულებისთვის, ♥️ მაგრამ არ ვიცი როგორ უნდა გამოვიყენო ეგ უპირატესობა-დილეტანტი ვარ :) ინსტრუქცია მინდა :)

Life is beautiful
არადა რა კარგად ვითარდებოდა ყ ელაფერი.... ეს კეთილის მსურველები რომ არა.... ძალიან კარგი იყო როგორც ყოველთვის..... ველოდები შემდეგს....
წარმატებები ტკბილო კარამელო❤️

მადლობა ! ♥️♥️

 


№15  offline აქტიური მკითხველი grafo

წესები უნდა წაიკითხკ და უწერიათ ყველაფერი დაწვრილებით.

შენს პროფილს როცა დააჭერ მანდ უნდა აირჩიო "საიტია მაღაზია". მერე მანდ უნდა აირჩიპ საბეჭდი მანქანია გვერდით, რაღაც ფურცელივით არის(რპოგორ აღვწერო არ ვიცი სხვანაირად), ჯგუფის შეცვლა აწერია და მანდ მოდერობა უნდა აირჩიო და დასტური მისცე.
დადასტურების მერე კიდევ, წესი იმაზე თუ როგორ ატვირთო ისტორია უწერიათ ეგეც.

 


№16  offline წევრი თათია-თათა

მე უკვე მოუთმენლად ველი ახალ თავს :) როდის იქნება?

 


№17 სტუმარი ანუ

ძალიან გთხოვ რა იქნებ მალე მოახერხო ახალი თავის დადება ^-^

 


№18  offline მოდერი თამარი აჩბა

grafo
წესები უნდა წაიკითხკ და უწერიათ ყველაფერი დაწვრილებით.

შენს პროფილს როცა დააჭერ მანდ უნდა აირჩიო "საიტია მაღაზია". მერე მანდ უნდა აირჩიპ საბეჭდი მანქანია გვერდით, რაღაც ფურცელივით არის(რპოგორ აღვწერო არ ვიცი სხვანაირად), ჯგუფის შეცვლა აწერია და მანდ მოდერობა უნდა აირჩიო და დასტური მისცე.
დადასტურების მერე კიდევ, წესი იმაზე თუ როგორ ატვირთო ისტორია უწერიათ ეგეც.

♥️

ანუ
ძალიან გთხოვ რა იქნებ მალე მოახერხო ახალი თავის დადება ^-^

ვეცდები და ყოველთვის ძალინ ვცდილობ, მაგრამ სხვა საქმეების პარალელურად წერისთვის ბევრი დრო არ მრჩება. ♥️

 


№19 სტუმარი სტუმარი თიკო

მიუხედავად ყველაფრისა, ძალიან მიხარია, რომ თაკო დიმას ობიექტურად აფასებს და არა მარტო იმით, რომ მოიტაცა და ვსო, ამიტომაც უნდა სძულდეს და ა.შ. მიყვარს დიმა და მგონი არც თაკოსთვის მეთმობა :D ძალიან კარგი პერსონაჟები არიან, მაგრამ მგონი ასე დიდხანს ვეღარ გავძლებ შემდეგ თავამდე და ინფარქტი მთხლიშავს, ისეთ ადგილას გაწყვიტე. ნუ შეიძლება არ ვიყო სწორი, მაგრამ თაკოს ბოლო საქციელი დიდად არ მომეწონა, ბოლო ბოლო კაცია დიმაც. თვითონ კოცნის საშუალებასაც არ აძლევს და სხვისთვისაც არ ეთმობა. ანუ იმედია სწორად ვამბობ ჩემს სათქმელს, მაგრამ ერთია რომ გიყვარს და სხვისთვის არ გეთმობა. არა არა, მაინც ვერ ვამტყუვნებ. აი ზუსტად ეს არის ამ პერსონაჟებისთვის დამახასიათებელი, რომ მათ ვერანაირ საქციელს ვერ ვამტყუვნებ. საბოლოო ჯამში, ეს თავი თავისებურად მაინც ძალიან ძალიან თბილი იყო. ყველა აბზაცშიც კი ჩანს სათაურის მნიშვნელობა და ზუსტად ეს ანიჭებს ამ ისტორიას ორიგინალურობასაც. ძალიან კარგია როგორც ყოველთვის და მოუთმენლად ველოდები გაგრძელებას. უი, კიდევ როფორც თაკო იტყოდა ,,კეთილმსურველი" ნიკა მგონია და ძალიან ატანა არ მაქვს მაგ ბიჭის.

 


№20 სტუმარი ნეკერჩხლის ფოთოლი

ძალიან სწორად მოიქცა თაკო, მე მის ადგილას დიმა შემომაკვდებოდა, ის კი გაერიდა სიტუაციას, ვფიქრობ კარგი გადაწყვეტილება იყო. თავს აყვარებენ და მერე გულაობენ აქეთ-იქით, ეგრეეე სად არიისსს?!!!!!!!!!!!!!!!!! ეჰ, ზუსტად მაგის გამო დავასრულე ჩემი არ შემდგარი ურთიერთობა... ამ თავმა ჩემი უდროოდ ჩაფუშული სიყვარული გამახსენაააა.... ეჰჰჰჰჰჰჰჰჰ!!!!

 


№21  offline წევრი svien

shoki istoriaaa...male dade ra gtxov❤❤

 


№22  offline მოდერი თამარი აჩბა

სტუმარი თიკო
მიუხედავად ყველაფრისა, ძალიან მიხარია, რომ თაკო დიმას ობიექტურად აფასებს და არა მარტო იმით, რომ მოიტაცა და ვსო, ამიტომაც უნდა სძულდეს და ა.შ. მიყვარს დიმა და მგონი არც თაკოსთვის მეთმობა :D ძალიან კარგი პერსონაჟები არიან, მაგრამ მგონი ასე დიდხანს ვეღარ გავძლებ შემდეგ თავამდე და ინფარქტი მთხლიშავს, ისეთ ადგილას გაწყვიტე. ნუ შეიძლება არ ვიყო სწორი, მაგრამ თაკოს ბოლო საქციელი დიდად არ მომეწონა, ბოლო ბოლო კაცია დიმაც. თვითონ კოცნის საშუალებასაც არ აძლევს და სხვისთვისაც არ ეთმობა. ანუ იმედია სწორად ვამბობ ჩემს სათქმელს, მაგრამ ერთია რომ გიყვარს და სხვისთვის არ გეთმობა. არა არა, მაინც ვერ ვამტყუვნებ. აი ზუსტად ეს არის ამ პერსონაჟებისთვის დამახასიათებელი, რომ მათ ვერანაირ საქციელს ვერ ვამტყუვნებ. საბოლოო ჯამში, ეს თავი თავისებურად მაინც ძალიან ძალიან თბილი იყო. ყველა აბზაცშიც კი ჩანს სათაურის მნიშვნელობა და ზუსტად ეს ანიჭებს ამ ისტორიას ორიგინალურობასაც. ძალიან კარგია როგორც ყოველთვის და მოუთმენლად ველოდები გაგრძელებას. უი, კიდევ როფორც თაკო იტყოდა ,,კეთილმსურველი" ნიკა მგონია და ძალიან ატანა არ მაქვს მაგ ბიჭის.

დიდი მადლობააა ♥️♥️

ნეკერჩხლის ფოთოლი
ძალიან სწორად მოიქცა თაკო, მე მის ადგილას დიმა შემომაკვდებოდა, ის კი გაერიდა სიტუაციას, ვფიქრობ კარგი გადაწყვეტილება იყო. თავს აყვარებენ და მერე გულაობენ აქეთ-იქით, ეგრეეე სად არიისსს?!!!!!!!!!!!!!!!!! ეჰ, ზუსტად მაგის გამო დავასრულე ჩემი არ შემდგარი ურთიერთობა... ამ თავმა ჩემი უდროოდ ჩაფუშული სიყვარული გამახსენაააა.... ეჰჰჰჰჰჰჰჰჰ!!!!

უი, მომიტევე !

 


№23  offline წევრი Tedooooo

წარმატებები

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent