შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მიუწვდომელი სიყვარული ნაწილი-5.


5-12-2020, 00:10
ავტორი Butterfly122334455
ნანახია 9 890

ლუკასი:
იმის შემდეგ რაც მეის დავცინე და ასეთი პასუხი დავუბრუნე ,პლიუს ბოლოში უცნაური კითხვით,საერთოდ აღარაფერი არ უპასუხია..ალბათ შოკშია!
მე კი ამდენიხნის შემდეგ,მართლაც გულიანად ვიმხიარულე ამ სიტუაციით.
მაგრამ იმის მიუხედავად რომ აღარ მწერდა,სამწუხაროდ მაინც მოუწევდა დღეს ჩემმი ნახვა,რადგან ჩვენი გეგმა შეგვესრულებინა ,რომელიც სამი თვის მანძილზე ერთმანეთის ნახვას მოიცავს,რათა უკეთ გავიცნით ერთმანეთი!
მისი ნომერი ავკრიფე რომ  შემეხსენებინა, დღეს ჩემმი ნახვა მაინც მოუწევს!
დავრეკე ,მაგრამ ის ყურმილს არ იღებდა...მიახლოვებით ათჯერ მაინც გავიმეორე იგივე მგონი,მაგრამ შედეგი იგივე იყო.
-რატომ არ მპასუხობს?
უკვე ცოტა გავღიზიანდი და ამჯერად შეტყობინება მივწერე .

მიმოწერა:
-ქალბატონო მეი ვიცი ამ წამს გრცხვენიათ და ამიტომ არ მპასუხობთ,მაგრამ სამწუხაროდ დღეს ჩემმი ნახვა მაინც მოგიწევთ.
ცოტახანში დაგირეკავთ და შეგითანხმდებით სად შეგხვდეთ თუ კიდევ არ მიპასუხებთ,მაშინ სახლში მოგაკითხავთ,გასაგებია?

საკმაოდ გულახდილად მივწერე ყველაფერი და დაახლოვებით ათ წუთში ისევ დავრეკე,იმ იმედით რომ ამჯერად მიპასუხებდა,მაგრამ სულ ტყუილად,ისევ არ მიპასუხა!
-ესეგი გონია ვხუმრობ? ჰაჰ,კარგი ასე იყოს.
ჩავილაპარაკე გაღიზიანებულმა ღიმილით და მანქანის გასაღები ავიღე.
შიგადაში კი მაიკთან ,ჩემს თანაშემწესთან გადავრეკე.
-მაიკ დღეს სამსახურში არ ვიქნები და ყველაფერს შენ გაბარებ,შენი იმედი მაქვს,დროებით.
მხოლოდ ეს ვუთხარი და შემდეგ მანქანა დავქოქე.
მას გონია რომ თავს ამარიდებს?
ცდება.

მეი:
ოთახში ვიყავი ჩაკეტილი და გარეთ ცხვირს არ ვყოფდი!
როგორ გავსულიყავი გარეთ?
სადმე რომ შემხვედროდა!?
მგონია რომ ყველგან ისაა,უკვე მოჩვენებები დამეწყო...ვერ გადავრჩები!
-არა,არა ვერ დავიჯერებ,ჯერ კიდევ ვერ გადავხარშავ იმას რაც მოხდა.
ვერ დავიჯერებ რომ ეს შეტყობინება მას გავუგზავნე...რატომ მას?
მერჩივნა ეს ქვეყნის პრეიდენტისთვის მიმეწერა,ოღონდაც მას არა!
ჩემს თავს ველაპარაკებოდი და ვეჩხუბებოდი,ეს კი მეტად შეშლილს მამსგავსებდა!
რატომ არ შეიძლება რომ ცოტახანს მოვკვდე?
დაავიწყდება როდესმე ლუკასს მომხდარი და გავცოცხლდები!
ამ სისულელეზე ვფიქრობდი,კარზე რომ კაკუნის ხმა მომესმა.
-მეი ,საყვარელო!
ეს დედა იყო.
-დედა,რამდენჯერ გითხრა რომ მარტო მინდა ყოფნა?
გავძახე წუწუნით,რაზეც მან ბედნიერმა მიპასუხა.
-საყვარელო შენი საქმროა აქ და შენი ნახვა უნდა.
ჩემმი საქმრო?! ლუკასი ?!
არა,არა,არა!
ამის შანსი არაა,არანაირი შანსი არა,მას არ ვნახავ!
აქ რატომ მოვიდა ,რა უნდა?
-მეი? მეი რა გჭირს?
პასუხი რომ არ დავუბრუნე ისევ ძახილი განაგრძნო.
მე კი ჩემს საკუთარ გასაჭირში ვიყავი და უკვე აღარც მაინტერესებდა ეს!
ზეწრებს ვეცი და ის დავისახე გეგმად რომ გადავაბავდი და ფანჯრიდან გადავხტებოდი ამის დახმარებით...სულელი ვარ ხო?
ნუ რას არ იზავს კაცი ასეთ სიტუაციაში!
-ადრე თუ გამოსდიოდათ ,მეც გამომივა!
ჩავილაპარაკე ამაყად და ზეწრებს ვეცი.
დედა კი უკვე ანერვიულებული კარზე მიბრახუნებდა მუშტებს და ჩემმს სახელს გაიძახოდა!
ეს იქამდე გაგრძელდა ,მანამ ის ვიღაცამ  არ შეაჩერა.
-გამატარეთ,ვიცი რაშიც არის საქმე.
ეს ლუკასია?!
არა,არა!
სწრაფათ უნდა გავაკეთო ეს!
მას ვერ ვნახავ,ვერ ვნახავ!
-მეი!? ვიცი რომ ოთახში ხარ,კარი გააღე სანამ ეს მე გავაკეთე.
დამემუქრა სერიოზული ხმით,რაზეც ისევ დავაიგნორე და ჩემმი საქმე უფრო სწრაფათ გავნაგრძე.
-დედაშენს ასე რატომ ანერვიულებ,არ გრცხვენია?
გადმოვიდა ჭკუის სწავლებაზე ,მაგრამ ვაი რომ ესეც არ მაინტერესებდა ამ წამს!
პანიკაში ვიყავი,პანიკაში!
-მეი სააბოლოდ გეუბნები რომ კარი გააღო,თუ ამას არ გააკეთებ მაშინ შენს პატარა საიდუმლოს ყველას ვეტყვი.
არა,არა!
ვიცი რასაც გულისხმობს,მაგრამ ამას არ იზავს ხო?
ხუმრობს,მემუქრება უბრალოდ!
-მეი,არ გეხუმრები,ყველას ვეტყვი და იცოდე ძაალიან შეგარცხვენ.
ეს იყო და ეს რომ დავნებდი...სხვა გზა არ მქონდა,უბრალოდ არა!
კართან ფეხების კანკალით მივედი და ასევე კანკალით გადავატრიალე საკეტი,შემდეგ კი თავჩახრილმა გავაღე კარი,რათა მისი მზერა არ დამხვედროდა!
კარი გავაღე თუ არა ერთადერთი რაც ვიგრძენი მაჯაზე მისი ხელი იყო!
ზედმეტად უხეშად მომკიდა და მეტკინა,რის შედეგათაც თავი ავწიე!
-როგორ იქცევი საერთოდ? ტელეფონზე არ მპასუხობ,ოთახში იკეტები,დედას ანერვიულებ,ვინ ხარ?
თინეიჯერი ?
აშკარად ჩემს დამცირებას ცდილობდა ამ ჭკუის სწავლებით და გამოსდიოდა კიდეც,მე ხომ ასეთ სიტუაციაში ვარ.
-კარგით,მთავარია კარგადაა.
მე მარტო დაგტოვებთ.
თქვა დედამ ჩახვნეშით და შემდეგ მე და ლუკასი მარტო დაგვტოვა.
საწყლად გავაყოლე დედას თვალი ,რადგან მასთან დარჩენა ამ წამს საშინლად არ მინდოდა!
მან პირდაპირ ოთახში შემიყვანა და კარი პირდაპირ მოხურა.
ამის შემდეგ კი ისევ მე მომიტრიალდა
-ვერ გიჯერებ რომ ამ სისულელებს მიმართავ,ამხელა გოგო.
თქვა და თან თვალებით ჩემს გადაბლანდულ ზეწრებზე მიმანიშნა!
მე კი უფრო შერცხვენილმა თავი ხელებში ჩავდე,თვითონ კი დაიწყო ლექციები.
-არ ვიცი რა არის ასეთი სასირცხვილო რომ გაგიჟდი.
მე ხომ შენი მომავალი ქმარი ვარ?
იცი ხო რომ ამის გაკეთება მოგვიწევს.
ეს მეც არ მინდა ,მაგრამ ჩვენი მოვალეობა ეს.
ხოდა მომისმინე,ეცადე და ცოტა ამ მხრივ ეს კომპლექსები მოიხსენი,რადგან ერთ  დღეს  როდესაც ჩვენთვის ის დრო დადგება,მე შენთან თამაშს ნამდვილად არ ვაპირებ და ზუსტად იცოდე რომ პირდაპირ საქმეზე გადავალ ,გინდა თუ არა ეს.
ეს კი მგონი არ მოგეწონება ხო?
ვერ ვიჯერებდი რომ ამ წამს ამ ყველაფერზე ასე ჩვეულებრივად მესაუბრებოდა...შეიშალა!??
-პროგრამა ცდება ლუკას,რეებზე მელაპარაკები?
შენ რა ამას მართლა აპირებ?
ემოციურ ფონზე იმ ბიჭთან დადებული შეთანხმებაც დამავიწყდა და ჩემი გეგმაც,რომელიც ამ წამს სულ დავივიწყე!
მხოლოდ ეს ჩავილაპარაკე და ყოყმანით ავხედე,რაზეც ბასრი მზერა მტყორცნა და ჩემთან უფრო ახლოს მოვიდა.
-არ აქვს მნიშვნელობა იმას ცდება თუ არა,ჩვენ მოვალეობა გვაკისრია,რომელიც გვინდა თუ არ გვინდა უნდა მოვიხადოთ.
მითხრა გაღიზიანებული ხმით,მაგრამ ეს ვერ გაამაჩერებდა!
-მაგრამ ეს ხომ შენც არ გინდა? ამას რატომ ვაკეთებთ?
მეც გერ მოვთოკე ვერც ხმა და ვერც ჩემი მრისხანება,ფეხზე წამოვყდექი და გაღიზიანებულმა გავუსწორე თვალი.
-არ მინდა,მაგრამ ეს მათ უნდათ,ამგვარად გთხოვ თავი შეიკავე იმაზე ფიქრისგან,რომ ამ ყველაფერს თავს აარიდებ.
ვერ ვიჯერებ ,მან სიტყვა “გთხოვ”
მითხრა?
-გთხოვ, შენი ემოციები აკონტროლე.
ეს არეულობა და პანიკა არც ერთს არ გვჭირდება ამ წამს.
მინდა რომ ეს სამი თვე რამენაირად ერთმანეთის ატანა ვისწავლოთ,მხოლოდ ეს გვევალება,დანარჩენიც დრო და დრო შესრულდება.
ეს ისეთი მშვიდად და სერიოზულად მითხრა რომ ნამდვილად გავიაზრე ყველაფერი.
მართალია,მეც არ მჭირსება არეულობა,სჯობს უბრალოდ დავემორჩილოთ წესს.
მე კი დღეიდან ყველანაირად ვეცდები რომ მას თავი შევაყვარო.თუ ეს სამ წელიწადში მოხერხდება კარგი,მაგრამ თუ ვერა,მაშინ ყველაფერი დასრულდება.
მე მისგან გავთავისუფლდები...დროა ვცადოთ.

ამ დღეიდან დავიწყე პატარა დღიურის წერა,ყოველ მცდელობას ვწერდი ამ დღიურში და ასევე იმ ცვლილებასაც ,რომელსაც შედეგად ვიღებდი.

შეხვედრა პირველი:
ეს ჩვენი პირველი შეხვედრა იყო,ანუ მარტო გასვლა და ერთმანეთზე საუბარი.
ნუ ვაღიარებ ,ეს საშინელება იყო!
ის ხმას არ იღებდა,მე კი ხან რა სისულელეს ვიძახდი ხან რას,ოღონდაც რამეზე დაგვეწყო საუბარი,მაგრამ მასთან არაფერმა არ გაამართლა.
ხოდა სასწრაფოთ ტობიასს მივწერე!

მიმოწერა:
• მე-ტობიას!
სასწრაფოთ შენი დახმარება მჭირდება.
ამ წამს ლუკასთან ერთად ვარ და ვერაფერს ვერ ვახერხებ!
როგორც თევზი წყალში ისეა დამუნჯებული!
გთხოვ მირჩიე რა გავაკეთო,მალე გავგიჟდები.

• ტობიასი-დამშვიდდი,დამშვიდდი!
რამეს მოვიფიქრებ,ცოტა დრო მომეცი,რამდენიმესთან გადავრეკავ!

•მე-კარგი ,გელოდები.

სულ რაღაც ოც წუთში მართლაც,ტობიასმა შეტყობინება გადმომიგზავნა, მისამართის სადაც უნდა მივსულიყავით.

•ტობიასი-ამ მისამართზე მიდით.
იქ ერთი ნათელმხილველი ქალი დაგხვდებათ.
მე დავარიგე რეები უნდა გელაპარაკოთ,ეს ნამდვილად ერთ პლიუს ჩაგიწერს მასთან!

•მე-რა სისულელეს იძახი?
რა ნათელმხილველთან მაგზავნი,შეიშალე?
ვერ ხვდები რომ არ გამომყვება?

•ტობიასი-ხოდა აიძულე გამოგყვეს!

•მე-ტობიას ვერაფერს ვერ ვიზავ!
გთხოვ შეწყვიტე ეს სისულელები და რამე რეალური მოიფიქრე!

•ტობიასი-აბა წარმატებები!

მიმოწერის დასასრული.

-რა ხდება? ვის წერ?
მალევე მომიახლოვდა ლუკასი,რაზეც ტელეფონის გათიშვა მომიწია!
სხვა გზა არ მქონდა,რადგან ეს მინაწერები რომ ენახა,ყველაფერს გაიგებდა!
-არავის,უბრალოდ ერთი შესანიშნავი იდეა მომივიდა!
ხელები ერთმანეთს ვითომ ბედნიერმა შემოვკარი და მის წინ სიტყვით გამოვედი.
-აქ ერთი ძაალიან კარგი ნათელმხილველი ვიცი,ხოდა ვიფიქრე რომ მივსულიყავით და ჩვენი მომავალი გაგვეგო,რას იტყვი?
ისეთი ბედნიერმა ვუთხარი ეს,დიდ იმედს ვიტოვებდი რომ დავითანხმებდი,მაგრამ რა თქმა უნდა ისევ შევცდი.
-შენ სულ დაკარგე ჭკუა?
რა სისულელეს მთხოვ იაზრებ მაინც?
წარბის აწევით მკითხა,რაზევ ბრაზისგან სულ გავწითლდი,მაგრამ მაინც თავი მოვთოკე და გაავაგრძელე.
-კარგი რა,ვცადოთ !
განა რამე დაგვაკლდება?
ეს რომ ვთქვი,სერიოზულად სახით ამომხედა.
-დამიჯერე ძაალიამ ბევრი.

-ნუ ხარ ასეთი ,თორემ გპირდები ქორწილამდე თავს მოვიკლავ!

-არ მინდა ბნელ სულებთან რაიმე კონტაქტი დავამყარო.

-მეგონა უკვე კონტაქტში იყავი.
ჩავილაპარაკე ჩუმად,მაგრამ მგონი მაინც გაიგო.
-რა თქვი?
ამაზე მე სასწრაფოთ გადავაკეთე ჩემი სიტყვები.
-არაფერი,არაფერი დაივიწყე.
უბრალოდ რასაც გთხოვ შემისრულე,მხოლოდ ერთხელ გთხოვ ბოლოს და ბოლოს!

-კი ,მაგრამ რაში გჭირდება ეს სისულელე?
შენ რა ამის გჯერა?

-დავუშვათ ხო!

-ხოდა უფრო სულელი ყოფილხარ.
შემომხედა ზიზღით,რაზეც თვალები გაადავატრიალე,მაგრამ მაინც ჩემსას მივაწექი!
-კარგი ვიყო სულელი და შემომყევი !
მაინც ჩემსას დავჩემდი და თან ხელზე დავეჭიდე.
ნუ ამ შეხებაზე შევატყე როგორ დაიძაბა!
მეც ასევე დაძაბული ვიყავი,მაგრამ სხვანაირად ვიცოდი არ
დამთანხმდებოდა.
-რატომ ატყდი მეი?
იკითხა უკვე გაღიზიანებულმა,რაზეც უკვე ბაშვივით დავიწყე კლაკვნა და ჯაჯგური.
-შემომყევიი!
ამაზე მან გაფართოვებული თვალებით შემომხედა.
-გეყოფა,ნუ მარცხვენ.
ყველა ჩვენ გვიყურებს!
მითხრა და თან გარშემო მიმოიხედა.
-გთხოვ,გთხოვ!
მე კი მაინც ჩემი გაავაგრძელე.
-იცი რომ ამ წამს ორი წლის ბავშვივით იქცევი!?
მკითხა შეკრული შუბლით და გაღიზიანებული სახით.
ამან კი გაამაღიზიანა,მაგრამ გეგმას მაინც არ გადავუხვიე.
-გეხვეწები!
ხმას ავუწიე უკვე,რადგან თუ შერცხვება ხალხში ,სხვა გზა აღარ ექნება და შემომყვება!
-მეი ,იცოდე დაისჯები ამ საქციელისთვის.
დავისჯები? რა ლაპარაკია!
-მათრახსაც ხო არ დამარტყავ?
ვიკითხე უკვე გააფართოვებული თვალებით.
-მათრახს?
მან კი ეს საკმაოდ უცნაურად მკითხა...ამის შემდეგ კი თვალებ მოჭუტულმა ეჭვით დიდხანს ვუყურე,თვითინ კი დაბნეული მიყურებდა.
-ჰა?
-არაფერი,ჯანდაბას !
გადავწყვიტე რომ შემოგყვე,თანახმა ვარ.
დავითანხმე თუ არა ეს შემთხვევა სულ გადამავიწყდა და გახარებული წინ გავუძეხი!
-ოჰ,მადლობთ მისტერ უცნაურო!

ნათელმხილველთან მისულებმა,მალევე ვინანე რომ ტობიასს დავუჯერე,რადგან ნათელმხილველმა ჩვენი მომავალი აი ასე გაანმარტა!
-წინ დიდი სასიყვარულო თავგადასავალი გელით,ეს თავგადასავალი კი იქნება ვნებით და ცეცხლით გააჟღენთილი!
ერთმანეთი ისე შეგიყვარდებათ რომ ერთი წუთითაც ვერ გაძლებთ ერთმანეთის გარეშე!
მაგრამ ფრთხილად...ამ სიყვარულმა სიგიჟემდე არ მიგიყვანოთ.
თქვენ ღმაწვილო ,ცივად რომ მიყურებთ,ეცით პატივი გოგონას თავისუფლებას და გოგონა თქვენ კი სიფრთხილით მოეკიდეთ მის ნერვებს...წინ მშვენიერი სიყვარული გელით!
აბიბოქრებულ ოკეანეს და ქარიშხალს მივამსგავსებ ამ გრძნობახ ,ეს_
-გთხოვთ შეწყვიტეთ ,ამის მოსმენა აღარ მინდა...აქედან წავედი.
ფეხზე ადგა ლუკასი და ესეც რომ არ ეყო მეც ხელი მტაცა და თან გამიყოლა!
არც მადლობა,არც ნახვამდის ,საერთოდ არაფერი.
ამ ყველაფრის გარეშე დავტოვეთ შენობა .

-აჰ,ეეე!
გაჩერდი ერთ წამს!
რა გემართება? ლუკას,ლუკას!
მის გაჩერებას ვცდილობდი,მაგრამ ის არა და არ ჩერდებოდა,თითქოს და რაღაცაზე გაბრაზდაო,მაგრამ რაზე?
-ლუკას,გაჩერდი!
რა დაგემართა?
სააბოლოდ ძლივს გავაჩერე და წინ დაბნეული ამ კითხვით დავიდექი.
თვითინ კი ცოტახანს ჩუმად იყო,მანამ ხმა არ ამოიღო!
თითქოს და ძაალიან სევდიანი ჩანდა.
-არ მინდა ისეთი რაღაცები მოვისმინო ,რაც არასდროს არ მოხდება.
ნუ კი იმ ქალმა გაადაჭარბა,მაგრამ რატომ იძახის ამას ისე თითქოს შეუძლებელი იყოს?
ნუთუ...
-რატომ? რატომ ფიქრობ ასე?
მაინც ვიკითხე,რადგან მან ხომ არ იცის რომ მის შესახებ მე ვიცი.
-რადგან ეს არ შემიძლია.
არ შემიძლია ვინმე შევიყვარო,არც შენ და არც სხვა.
ამას ისე მეუბნებოდა რომ მის თვალებში აშკარა სევდას ვხედავდი!
ამან კი რატომღაც გული დამწყვიტა.
-კი ,მაგრამ ეს პროგრამა...პროგრამამ მე ამირჩია,რატომ არ გინდა ეს ირწმუნო?
იქნებ,იქნებ...
არც კი ვიცი ვთქვა თუ არა,ეს სიტყვების ,რადგან მეც არ მჯერა,მაგრამ მაინც...
-ვცადოთ.
ეს რომ ვთქვი თავი ამოსწია და დაბნეულმა მიყურა ცოტახანს.
-არა ,ამას აზრი არ აქვს.
პროგრამა არაფერ შუაშია,ეს მე არ შემიძლია სიყვარული.
ამის შესაძლებლობა დიდიხანია არ მაქვს.
ახლა კი გასაგები იყო რას იძახდა.
მე კი რატომღაც ამ სიტყვების მოსმენის შემდეგ მის მიმართ წარმოდგენა მეცლებოდა!
მის მიმართ სიბრალულს და სინანულს ვგრძნობდი.
ნუთუ მართლა ვერასოდეს ვერ შეძლებს რომ შეიყვაროს?
-კარგი,დაივიწყე ეს საუბარი.
დროა სახლში დავბრუნდეთ.

პირველი დღის დასასრული.
ცვლილება:გრძნობების და შეხედულებების.

აი ასე დასრულდა ჩემი დღიურის პირველი დღე.
მე ცვლილება შევნიშნე ჩემში!
მის მიმართ ისევ იგივენაირად არ ვარ განწყობილი,თითქოს და რაღაცები შეიცვალა ჩემში.

მეი:
დღიურის წერას იმდენად შევყევი რომ ეს პატარა გამოკვლევა ჩემთვის ყველაზე საინტერესო ექსპერიმენტი გახდა!
მე ვაკვირდებოდი ცვლილებებს მასში და ჩემში!
როგორ იცვლებოდა ჩვენი ურთიერთობის ტიპი,საუბარი და ერთმაეთის თვალებში ყურების
პროცესიც კი!
ყველაფერს ვიწერდი უკლებლივ,ისე რომ ეს სამი თვე ისე გავიდა ვერც გავიგე!

"შეხვედრა მეორე"ორი თვის წინ:
მეორე შეხვედრა იმის შემდეგ რაც ჩვენს შორის პირველ შეხვედრაზე მოხდა ,განსაკუთრებით უხერხული იყო.
სამი დღე გავიდა იმ შეხვედრის შემდეგ და ამ სამი დღის მანძილზე კაბინეტიდან თავი აღარ გამოუყვია!
აღარც ჩხუბით და პრეტენზიებით დამდევდა ყველგან.
ვიცოდი რომ ეს სასიამოვნო უნდა ყოფილიყო წესით ჩემთვის,მაგრამ არა...რატომღაც მოუსვენრად ვიყავი ამ სამი დღის მანძილზე,ვეძებდი მიზეზებს თუ რატომ იჭერდა ჩემთან ასეთ დისტანციას...სცხვენია? ვეზიზღები?
აღარ უნდა დამინახოს?
არ ვიცი,არ ვიცი!
უკვე ათას რაღაცაზე დავფიქრდი და ამ ფიქრის პროცესში გაავაცნობიერე რომ მგონი ლუკასი ჩემთვის სულ ერთი აღარ იყო...რას იტყვით საინტერესო ცვლილებაა ხო?
კი ,ვიცი და მეც გაკვირვებული ვარ,მაგრამ მივხვდი რომ ლუკასზე მეტი მინდა ვიცოდე,უფრო მეტად კი მის “დაზიანებულ ტვინზე"რომლის გამოც მას აღარ შეუძლია სიყვარული იგრძნოს.
ეს მხოლოდ დიდიხნის უკანდელი გაჟონვის ბრალია,თუ რაიმე ტრავმაც არსებობს მისთვის?

ერთ-ერთ კაფეში დავგეგმეთ შეხვედრა,რომელიც ჩემმა დამ მირჩია.
კაფე პატარა იყო და ბევრი ხალხიც არ იყო დიდათ,მხოლოდ ჩვენ და ერთი ორი კაცი კიდე...ალბათ ამიტომ მომეწონა პირველ წამსვე ,როგორც კი ფეხი შევდგი.
-გელოდებოდი.
გამარჯობის მაგიერ ეს მითხრა და ცალი თვალით ამომხედა,შემდეგ კი ისევ ტელეფონს ჩააჩერდა.
მე ყველაფრის მიუხედავად ღიმილით მივესალმე და მოვიკითხე კიდეც,მაგრამ ჯანდაბა!
ისევ ვერ დავტყუე ვერაფერი,მხოლოდ ერთი.
-კარგად ვარ.
მითხრა და ეგაა,შენ როგორ ხარ ან რამე ასეთი პირიდან არ დასცდენია!
ასე დიდხანს ვიჯექით,თვითონ ისევ ტელეფონს ჩასჩერებოდა,მე კი გაუჩერებლად ვსაუბრობდი,რათა უხერხულიბისგან ჭკუიდან არ გადავსულიყავი!
მაგრამ სააბოლოდ მისმა სიჩუმემ ჩემში გააღიზიანება გამოიწვია!
-ჰეი,ამდენს ვლაპარაკობ,ერთხელ მაინც რომ ამოიღო ხმა ,მოკვდები? თავი მაინც მომაჩვენე რომ მისმენ.
გაღიზიანებულმა გამოვუცხადე,მკაცრად!
მან კი ისევ იგივე მზერით უბრალოდ ამომხედა და შემდეგ ისევ მზერა ტელეფონისკენ გადაიტანა .
-აჰ,როგორი გამაღიზიანებელი ხარ,ნერვებს მიშლი,საზიზიზღარო პარაზიტოო!
საბოლოდ ყელში ამოსულმა ვეღარ მოვითმინე და საათანადოდ გამოვლანძღე,მაგრამ ყველაზე საშინელი იცით ასეთ მომენტში რა არის?
როდესაც მაინც გაიგნორებენ ასეთ მდგომარებაშიც კი, ნერვები ლამის რომ დაგლეჯვაზე გაქვს!
მან კი ეს გააკეთა,უბრალოდ დამაიგნორა.
ამაზე უკვე ვეღარ მოვახერხე ნერვების დაწყნარება და მაგიდას სასწრაფოთ მოვშორდი!
განცალკევების მიზნით კი საპირფარეშოში შევედი,რათა თავი დამემშვიდებინა,თორემ გეფიცებით ცოტაც და ცხელ ყავას პირდაპირ სახეში შევასხავდი!

სარკის წინ ვიდექი და საკუთარ თავს მივჩერებოდი,ველაპარაკებოდი და ვაწყნარდებდი...ცოტახანში კი მართლაც ცოტა დავმშვიდდი მგონი.
და აი  უკვე გადვლას ვაპირებდი ვიღაც მოხუცებული ქალი რომ გადამიდგა განძრახ წინ.
თავიდან ვერ მივხვდი ვინ იყო და ვიკითხე.
-უკაცრავად ქალბატონო,რამე გნებავთ?
ამაზე კი მან სათვალე მოიხსნა ,ამას პარიკიც მიაყოლა და ვაი...დანახულით შევკრთი!
-ტობიას!
ეს ტობიასი იყო,სპეციალური გრიმით და ყველაფრით,ისე რომ ნამდვილი მოხუცი ქალისგან ვერ გაარჩევდით!
-აქ რა ჯანდაბა გინდა?
ვიკითხე უკვე გაღიზიანებულმა.
ის რა მითვალთვალებდა?
-შენ და ლუკასს გაკვირდებოდით!
მიპასუხა მომღიმარმა,რაზეც შუბლ შეკრულმა მივუგე.
-შენ გაგიჟდი?! სარისკოა შემი აქ ყოფნა,სასწრაფოთ მოშორდი!
ეს რომ ვუთხარი ღიმილით გააქნია უარის ნიშნად თავი.
-არა,არა ასე ვერ მომიშორებ!
მე ყველაფერი ვნახე!
-ჰაა? რა ნახეე?!
ვუღრიალე გაბრაზებულმა.
-რატომ ეჩხუბები!? ჩვენ რაზე შევთანხმდით? სითბო და ყურადღება!
ასე თუ დაელაპარაკე რა თქმა უნდა ვერც გაივლებს თავში რომ გიყვარს!
-რა? რა სისულელეს იძახი?
მე ვეცადე,ველაპარაკე და პასუხს არ მცემდა ის_
-გეყოფა წუწუნი და იმოქმედე!
ეს სიტუაცია უნდა გამოასწორო!
-როგორ?!
-მე მაქვს იდეა,მაგრამ შეიძლება შენ არ მოგეწონოს!
თამაშის დაწყების დროა პატარა,უკვე სერიოზული ნაბიჯების გადადგმა მოგიწევს,მოსაწყენი სვლები დაივიწყე!
-რა იდეაზე საუბრობ?
-ოოუუ! ეს შენ ძაალიან,ძაალიან არ მოგეწონება!
მაცდური ღიმილით მითხრა და თან პარიკი გვერდით მიაგდო,რაზეც პირდაპირ ხელებზე დავწვდი.
-ნუ მეთამაშები და სასწრაფოთ ქალად იქეცი,ხომ არ დაგავიწყდა რომ ქალების საპირფარეშოში ხარ იდიოტო?!
-ააა უი ,უი!
სასწრაფოთ პარიკი დაიფარა და ისევ იგივე სახე რომ მიღოო თავისი გეგმა მითხრა,მაგრამ ნეტავი არ ეთქვა!
ნეტა საერთოდ არ მენახა,ნეტა საერთოდ არ შევხვედროდი,ნეტა სეერთოდ არ დავბადებულიყავი.

ლუკასი
სულელი გოგო იმის გამო გაბრაზდა რომ უაზრო თემებზე არ ველაპარაკებოდი და მარტო დამტოვა.
უკვე 15 წუთი იქნება რაც საპირფარეშოშია,მე კი უკვე ვღელავ,კარგადაა?
-სულელი,მალე თუ არ მოვა ყველასთან შემარცხვენს.
ჩავილაპარაკე მე და ტელეფონზე შეტყობინებას დავხედე.
•••••••••••••••••••••
ვილიამსი:
ააუ ,ვიცი ეგ კაფე!
ჩვენც აქვე ვართ და ვიფიქრე ბარემ  მოვალთ მანდ,თან შენს საცოლესაც გავიცნობთ,რად იტყვი?

მე:კარგი ,მაგრამ არამგონია საჭირო იყოს.

ვილიამსი:ზედმეტს ნუ ლაპარაკობ,ვსიო მოვდივართ უკვე!
•••••••••••••••••••••
-მორჩა.
სააბოლოდ ვეღარ მოვითმინე და ფეხზე წამოვდექი.
რაც არ უნდა სჭირდეს ამ წამს,მინდა დავრწმუნდე რომ კარგადაა და სასწრაფოთ უკან დავაბრუნო რომ ჩემმა ძმაკაცებმა გაიცნონ.

და აი უკვე საპირფარეშოს კართან
ვდგავარ და გაუჩერებლად ვაკაკუნებ ,მაგრამ არავინ არ მაგონებს.
-რა ჯანდაბა ხდება,გამეპარაა?
ჩემთვის ნერვებ მოშლილი ვვარაუდობდი და თან კარზე კაკუნს არ ვწყვეტდი,ახლა თუ კარს არ გამიღებს ,მაშინ შევალ და ჩემით ვნახავ !
ამ კაფეში მაინც არავინ არაა!

მეი:
-იდიოტო,ტრაკს თავზე ნუ მადებ!გეყოფაა!
უკვე ყელში ამოსულმა გააღიზიანებული მზერა ავაპყრე ტობიასს ,რომელიც ზედ მეყრდნობოდა,რათა პატარა ტუალეტის ფანჯრიდან გადამძვრალიყო!
მე მასზე ორჯერ პატარა ვარ და თანაც ქალი,მაგრამ სხვა გზა განა გვაქვს?
კარზე ლუკასი მიკაკუნებს !
ახლა რომ აქ ტობიასი ნახოს ,ვერ გადავრჩები!
-ჩუუმად.ნუ ჩურჩულებ და საქმეს მიხედე!
ჩამომძახა ქვემოდან და მთელი ტანით თავზე გადამაწვა,იმის მცდელობა ჰქონდა რომ ფეხები გაეყო ჯერ და შემდეგ ტანი მიეყოლებინა,მაგრამ ვერა და ვეღარ გაეტია და დამამტვრია უკვე!
-საქმეს შენ მიხედე და შენი დიდი ფეხები გაატიე რამენაირად !
ვუპასუხე მეც და თან ხელი მივახმარე,ის კი ამაზე შეხტა.
-ხელებს ნუ მიფათურებ!
სიმწრით ჩამეცინა და მომინდა ხელი გამეშვა რომ ძირს დანარცხებულიყი,მაგრამ ბოლო წამს შევიცოდე!
-მეი!? ბოლოჯერ გეძახი,რაღაც ხმები მესმის ,ვიცი რომ მანდ ხარ!
ან კარი გამიღე ან არა და ჩემით ცოტახანში შემოვალ!
იუნგის დანაბარები რომ გავიგეთ ორივე პანიკაში ჩავვარდით!
-ააა,ააა!
მალე,მალეე გაატიე შენი 55 ზომა ფეხები !
თორემ ძალით გადაგაგდებ!
ისე დავუწყე ტობიას ჩხუბი,თითქოს ამით რამეს გამოვასწორებდი!
-55 ზომაა არააა!
შემომხედა გაღიზიანებულმა.
-გამაგებინა რომელ კაფეშია ასეთი ტუალეტები!
წესით ასეთ ადგილებში კაბინებია,რომლებსაც კარებიც აქვთ და ჩასაკეტიც!
ახლა რომ აქ კაბინები იყოს როგორც სხვაგან,ასე აღარ ვიწვალებდით!
-მე რა შუაში ვარ?!
მე კიარ დავაპროექტე!
-აქ რატომ მოიყვანეე!?
ნერვებს მეტად და მეტად მიშლიდა,რის შედეგათაც მასზე გაბრაზებულს ძალა მემატებოდა და აი ბოლო წამს,ისე რომ ეს ვერც გავაცნობიერე ,მთელი ძალით მივაწექი და შემდეგი რაც დავინახე ტობიასი იყო,რომელიც მთელი ძალით გადაფრინდა ფანჯრიდან!
-ვაიმე,ვაი...ცოცხალი ხარ?
ანერვიულებულმა ავძახე,რაზეც მალევე გამცა პასუხი.
-კი,კი...დაბალი აღმოჩნდა,მაგრამ მგონი ფეხსაცმელი გამძვრა!
ეს რომ თქვა ფეხსაცმლის ძებნა დავიწყე პირდაპირ,თვალებს ვაცეცებდი და ეს დაწყევლილი
ფეხსაცმელი არ ჩანდა!
-ერთი,ორი ,სამი!
ვსიო შემოვდივარ!
აი ეს იყო ბოლოს რაც გავიგონე და ზუსტად ამ დროს დავინახე ფეხსაცმელიც და ლუკასიც ზუსტად იმ დროს შემოვიდა კარში!
არაფერი რომ არ შეენიშნა პირდაპირ ვისროლე ფეხსაცმელი ფანჯრიდან და შემდეგ მომღიმარი მივაჩერდი,მაგრამ ის ვერ გავთვალე რომ ეს ფეხსაცმელი ტობიასს დაეცემოდა!
იდიოტმა ტობიასმა ამოიოხრა ,რაზეც ლუკასი დაბნეული  მომაჩერდა!
-ფშშშ,ეს კატები მოკლედ.
ჩავილაპარაკე ანერვიულებული სიცილით,რაზეც მან წარბის აწევით შემომხედა.
-რაღაც კატას არ გავდა.
ეს რომ მითხრა სიმწრით ჩავყლაპე ნერწყვი და ისევ უხერხულად გავიცინე. -ვინ იცის,ვინ იცის!
შენ ხომ არ ხარ კატა რომ იცოდე?
ეს სისულელე რომ ვუთხარი უფრო დაბნეულმა დამიწყო ყურება,რაზეც სასწრაფოთ დავიწყე მოქმედება და მივხვდი რომ ასეთ სიტუაციაში ტობიასის გეგმის განხორციელება უნდა დამეწყო!
-ვერ გავიგე ამდენხანს რას აკეთებდი?
ვიღაცის ხმაც მესმოდა...აქ კი აშკარად არავინ არაა.
ეჭვია თვალით მითხრა და თან მთლიან საპირფარეშოს მოავლო თვალი,მე კი თამაშზე გადავედი!
-ალბათ დიდხანს გალოდინე,მაპატიე.
ცოტა შეუძლოდ გავხდი...იქ ძაალიან ცხელა ლუკას.
ჩავილაპარაკე ვითომ სიცხისგან შეწუხებულმა და საროჩკის ზედა ორი ღილი შევიხსენი!
ეს იყო და ეს მზერა რომ ჩემს ღილებზე გადმოიტანა ლუკასმა ,რომლებსაც ნელა ვიხსნიდი!
ვიცი უხერხულია,მეც ძაალიან მცხვენია,მაგრამ სხვა გზა არ მაქვს!
ტობიასმა მითხრა რომ ასე უნდა დავიწყო მასში გრძნობების გაღვიძება,თუნდაც სხვა მხრივ!
-რას აკეთებ?
მკითხა დაბნეული სახით,რაზეც ხელები გავინიავე სახესთან და იგივე გავუმეორე.
-იქ ძაალიან ცხელა,ცუდად გავხდი და ამიტომ დავრჩი აქ ამდენხანს.
ამან მაინც არ დააკმაყოფილა!
-არამგონია ცხელოდეს.
ჩვეულებრივი ტემპერატურაა.
ასე რომ მითხარი,სინამდვილეში რას აკეთებდი?
იდიოტი,რასაც ვეუბნები დაკმაყოფილდეს,რა გამოკითხვებს მიწყობს!
-აჰ,ნუ ლაპარაკობ სისულელებს,რას უნდა ვაკეთებდე?
ვუთხარი და ბოლოში მაცდურად გავუღიმე,შემდეგ კი მისკენ ნელი ნაბიჯებით დავიწყე სვლა !
ის კი ყოველ ჩემს ნაბიჯს დაკვირვებით აკვირდებოდა.
აი მეც მის წინ გავჩერდი და თავისთავად ჩემმს გახსნილ საროჩკაში გამოჩენილმა მკერდმა მიქცია ყურადღება.
-მკერდი გიჩანს.
შეიკარი და ისე გამოდი,ასე არ გაპირებ შენს ატანას.
ააჰ,რა უხეშია!
რა უხეში!
არადა რამდენი ოცნებობს ამის ნახვას!
ეს ქალიშვილი კიდე ვერ აიტანს თურმე!
-რა გჭირს? ყველაფერზე პრეტენზიები როგორ გაქვს? მე თავისუფალი ქალი ვარ და თვითონ გადავწყვეტ როგორ ვიარო!
ეს რომ ვუთხარი უკვე გაღიზიანება შევატყე.
-მეი,ნუ მეთამაშები და შეიკარი ღილები.
ვინაა ეს ყოვლად რობოტი!?
გეიცა უგრძნობთან ერთად?!
რატომ არ მოსწონს ის რასაც ხედავს? ეს თუ არ გამომივიდა ტობიასი მომკლავს!
-არა.
ჯიუტად ვუპასუხე,რაზეც მან ყველაზე მოულოდნელად ხელები ჩემი მკერდისკენ წამოიღო და რა ქნა?!
ღილების შეკვრა დაიწყო!
-ამას მაშინ ჩემით ვიზავ.
მიკრავდა ღილებს და ვგრძნობდი როგორ ეხებოდა მისი ხელები ჩემს კანს!
ამან ძაალიან ამაღელვა და ამის გამო რატომღაც სახეზე სულ ავწითლდი...შემრცხვა,თან როგორ!
თავი ჩახრილი მქონდა და განძრახ არ ვუყურებდი,მანამ არ მორჩა და არ გამომიცხადა.
-მორჩა,ასე სჯობს.
ეს რომ თქვა თვალებზე მივაჩერდი,მაგრამ ამჯერად ის მარიდებდა თავს!
მასაც სცხვენია?
ოოო,ეს რაღაცას ნიშნავს.
-კარგი ,ახლა შემიძლია გამოვიდე?
ვიკითხე მე,რათა დაძაბულობა გამეფანტა,მანაც მხოლოდ თავი დამიქნია და წინ უსიტყვოდ გამიძღვა.

იმის შემდეგ კი რაც მაგიდასთან მივედით,ხმას არ იღებდა!
კი ,აქამდეც არ იღებდა,მაგრამ ამ წამს უფრო სხვანაირადა ჩუმად იყო,თითქოს და უხერხულადაც.
არ ვიცი ამას რა ვუწოდო,მაგრამ ვგრძნობ რომ თუ ასე გაგრძელდა,ტობიასის გეგმა ჩაიშლება!
-ჩემს მეგობრებს შენი გაცნობა უნდათ,ცოტახანში აქ იქნებიან და გთხოვ თავი შეიკავე ზედმეტი სისულელების კეთებისგან.
სააბოლოდ ამოიღო ხმა,მაგრამ ვაი ამ ხმის ამოღევას!
ეს რომ მითხრა,თავი საშინლად შეურაცხყოფილად ვიგრძენი!
თავი სულელი ქალი მეგონა,რომელიც თურმე სამარცხვინოდ იქცევა,ასე რატომ მესაუბრება სულ?
თითქოს და არარაობა ვიყო!
რა დავუშავე?
ნაწყენმა ამ ყოველივეთი არაფერი არ ვუპასუხე და უბრალოდ მეტად დავდუმდი....არც კი ვიცი როგორ მივუდგე,უკვე აღარ.

სულ რაღაც ათი უხერხული წუთის შემდეგ ,კაფის კარი გაიღო და იქიდან ორი მართლაც რომ მოდელის მსგავსი ბიჭი შემოვიდა!
ორივე უსიმპათიურესი იყო,ყველას კარგად ეცვა და თავისთავად ამ შემოსვლით ყველას ყურადღება მიიპყრეს,მათ შორის ჩემიც!
-ლუკას!
შორიდან ღიმილით დაუქნია ხელი ერთ-ერთმა იქ მყოფმა,რომელიც უსაყვარლესი იყო!
-აქეთ!
უპასუხა ლუკასმაც და ჩვენს მაგიდაზე ანიშნა.
ამ დროის მანძილზე კი მე მხოლოდ უხმოდ ვადევნებდი მათ თვალს,მანამ ყველა მათგანი ჩვენს მაგიდამდე არ მოვიდა.
-მოგესალმებით მის,მიხარია თქვენთან შეხვედრა!
ისეთი ჯელტმენივით მომესალმა
ერთ-ერთი მათგანი რომ მინდოდა თუ არა ეს გამეღიმა.
ეს ბიჭი მათ შორის ყველაზე მაღალი იყო და რაღაცნაირი შარმი ჰქონდა,რომელსაც ვერ ავღწერ!
-მეც ძაალიან მიხარია,როგორ მოგმართოთ?
ვიკითხე ღიმილით და თან ხელი ჩამოვართვი.
-ვილიამსი.
მე ვილიამ დავისი გახლავართ მშვენიერო.
ისევ იგივე მანერით მიპასუხა,მაგრამ როგორც კი ეს სახელი ამოვიდა მისი პერიდან სახე შემეცვალა და მისი ხელიდან საჩქაროდ გამოვწიე ჩემმი ხელი...სხვებმა ამაზე დაბნეული სახით შემომხედეს,მხოლოდ ვილიამი იღიმოდა ისევ,რადგან მან იცოდა ეს რატომაც გავაკეთე...ეს ის ვილიამია!
ის ,სწორედ რომ ის!
მან ჩამაგდო ამ დღეში!
გაკვირვებული ბასრი მზერა მომაპყრო თუ არა ლუკასმა,მივხვდი რომ ჩემმს საქციელს რაღაც მიზეზი უნდა ჰქონოდა,რომელსაც ამ წამს ყველას ვეტყოდი!
-ჰაჰ,ასეთი ცუდი ჩვევა მაქვს,დიდხანს ვერავის ვერ ვართმევ ხელს.
ეს დავადებასავითა,ხო ხვდებით!
უხერხულად ძალით ღიმილით მოვთხარე ყველაზე დიდი სისულელე,რაზეც მეტად დაბნეულებმა დამიქნიეს თავი .
-პირველად გავიგე ასეთი რაღაც.
ჩაილაპარაკა სიცილით მეორე ბიჭმა.
-მოკლედ გაიცანი ახლა შენც,მე მელოდები?
ეს უხერხული სიცილი და ამბები ,ვილიამის სიტყვამ დაარღვია,რაზეც მეორე ბიჭი თავის ჩვეულ მდგომარეობას დაუბრუნდა და დიდი მოწიწებით დაიწყო ჩემთვის საკუთარი თავის გაცნობა.
-მე ჯონათანი ვარ და ძაალიან მიხარია რომ სააბოლოდ გაგიცანი მეი!
იმედია დავმეგობრდებით.
ნუ ვაღიარებ,ძაალიან სასიამოვნო ბიჭია,მაგრამ არამგონია ცოტახანში იგივე იფიქროს მან ჩემზე,რადგან ამ წამს ისეთ რაღაცას ვიწყებ,რაც თუ შეამჩნიეს,ძაალიან ,ძაალიან ცუდ სიტუაციაში ჩავვარდები!
ვემზადები ამისთვის,მაგრამ არ ვიცი ამისთვის მზადება რამდენხანს მომიწევს!

ნახევარი საათია შემდეგ:
•შეტყობინება ტობიასისგან•
ჰეი,რა გითხარი დაგავიწყდა?
ვილიამმა მომწერა რომ ჯერ არაფერი არ გაგიკეთებია და რას ელოდები?მალე დაიწყე იმის გაკეთება ,რაზეც შევთანხმდით,თუ არა და ხომ იცი რაც მოხდება?

ეს შეტყობინება როგორც კი წავიკითხე და ხელები ამიკანკალდა!
განა მისი მეშინია ან რამე,უბრალოდ  იმის გააკეთებას რასაც ვაპირებ ჩემში ანერვიულებას იწვევს!
თან ვილიამმა უნდა მიყუუროს?!
მაგრამ რაც არის ,არის!
უნდა ვცადო!
ლუკასი საბედნიეროდ ჩემს მოპირდაპირედ ზის ზუსტად,რაც ამცირებს ჩემს გამოაშკარავებას,რომ ჯონათანმაც არ დაინახოს ეს!
აბა,მზად ვარ?
კარგი დავიწყე!
გავიფიქრე და ნელ-ნელა ფეხი ავწიე ,შემდეგ კი ეს ფეხი ლუკასისკენ წავიღე,მაღალ ქუსლიანი ფეხსაცმელი მეცვა,ისე როგორც ფილმებშია ეს!
მგონი მიხვდით რასაც ვაპირებდი!
ფეხით მის ფეხს შევეხე და ნელა დავიწყე აქეთ-იქით ამ ფეხით ფერება!
ეს წესით სექსუალური უნდა ყოფილიყო,მაგრამ ამ წამს ისეთი სახით ვიყავი რომ კაცს რომ შემოეხედა,ერთადერთი რასაც იფიქრებდა ისაა რომ კენჭის გავლა მაქვს!
ლუკასი განძრახ არ ვუყურებდი,ისიც ჩუმად იყო,მისი ყვირილი ჯერ არ მესმოდა,რაც იმას ნიშნავდა რომ განძრახ არ იძახდა არაფერს და ამ წამს დარწმუნებული ვიყავი ,რომ ყველაზე ბასრი მზერით მიყურებდა!
კარგი,შემდეგი...ფეხი ნელა-ნელა ავაყოლე და ერთ "ადგილას" გავჩერდი!
გავჩერდი და ვაი სულ გავწითლდი!
თავი ისევ ჩახრილი მაქვს და განგებ არ ვუყურებ არც ლუკას და უკვე აღარც სხვებს!
გული მისკდებაა,წუთი წუთზე ველოდები ლუკასის ყვირილს!
ეს მას ზუსტად ვიცი რომ ძაალიან გააბრაზებს!
აი მოხდა ასეც და უეცრად,ისე რომ არ მოველოდი,მან ჩემი ფეხი დაიჭირა!
ისე რომ ცოტაც და სკამიდან გადმოვარდებოდი!
ამ მომენტში მინდოდა თუ არა,ინსტიქტურად მას შევხედე და თავისთავად გაღიზიანებული და სახიფათო მზერა დამხვდა!
პირდაპირ თვალებში მიყურებდა...ვაი,ახლა რა იქნება?
ფეხს მომტეხავს?
-ადექი და გამომყევი.
აი არსაიდან ხმა ამოიღო და ისეთი მკაცრად და ცივად მითხრა ეს რომ ვილიამა და ჯონათაბმაც კი შეწყვიტეს საუბარი ჩვენ მოგვაჩერდნენ!
ვაიმე,ამ დროს მინდოდა რომ მიწას ჩავეტანე !
არა,ოღონდაც ეს არა!
არ მინდა მასთან პირისპირ ყოფნა,რას მეტყვის?
ან მე რა ვუთხრა რომ მკითხოს ამას რატომ ვაკეთებდი!
ტობიას,სულელო ეს რა დღეში ჩამაგდე?!
-გასაგებად არ ვთქვი?
წარბის აწევით მითხრა,რაზეც თავი დავუქნიე.
მანაც ფეხზე ხელი გამიშვა,ფეხზე წამოვდექი და ამდენი ფეხების შლისგან და ქნევისგან ზემოთ აწეული კაბა გავისწორე,შემდეგ კი დაძაბული ფეხების კანკალით გავყევი უკან.
რა იქნება არ ვიცი,მაგრამ დიდი იმედი მაქვს რომ უკან დავბრუნდები.



№1 სტუმარი სტუმარი თიკო

ახლა არ მოვკვდე. დედაა, ასეთ საოცრებებს საიდან წერ?! სიცილით მოვკვდე თუ მეის ვუთანაგრძო, ვერ ვხვდები. საოცრებაა პირდაპირ. ცუდად ვარ გეფიცები. ბალიშს ვიფარებდი თავზე და ისე ვკითხულობდი, ლამის მოვკვდი სიცილისგან და შეშფოთებისგან. ძალიან, ძალიან მაგარია, მაგრამ ასეთ მომენტზე რომ ამთავრებ ხოლმე ნერვები ცუდ დღეში მაქვს. ველოდები მოუთმენლად შემდეგ თავს❤❤

 


№2 სტუმარი სტუმარი ანი

ლუკასს რო უთხრას ამ ყველაფერს რომ აძალებენ არა?

 


№3 სტუმარი Life is beautiful

აი ახლა ცუდად ვარ ნანატრი თავი დაიდო ხოდა ვკვდები სიცილ ხარხარით... რა კარგია ასე რომ წერ მომბეზრდა უკვე ასე ძააან დრამატულები და ცრემლები... იმაზე ცუდად გავხდი ფანჯრიდან რო გადააგდო ძლივს შევიკავე სიცილი....
ერთი სიტყვით ძაან მაგარი გადასარევი კომედიურ რომანტიკულ ფანტასტიკა გამოგდის... ნუ ახლა შეიძლება ზოგჯერ ისეთი მომენტებიც შექმნა რომელზეც ამეტირება მაგრამ ისტორიაა მაინც......
ხოდა დავამთავრებ და ძააან ძაან კარგი აურა დასტრიალებს ამ ისტორიას და ისე ველი რომ კიდე ვიცინო და ეს რთული დრო მსოფლიოში ცოტა გავიფერადო...
წარმატებები ბევრი და ულევიი.... ♥️

 


№4 სტუმარი ატბ

მალე დადე რა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent