შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ლეგენდა შალიკიანზე II ნაწილი. (სრულად)


6-12-2020, 19:42
ავტორი tasusuna
ნანახია 11 519

სრული სიგიჟე სუფევდა იგვლივ..
ის,რაც ჩვენს გარშემო ხდებოდა,ვერანაირ სტანდარტებში ვეღარ ჯდებოდა.
რეალობა იმდენად არარეალური იყო,ძალიან დიდხანს ხალხი ლეგენდას-მომხდარისგან ვეღარ არჩევდა..
იმდენად აიხლართა ყველაფერი ერთმანეთში,ხელმეორედ,გონზე მოსვლა ძალიან დიდხანს ვერავინ ვეღარ შევძელით .
სამშობიაროსთან,იარაღშემართული შალიკიანი მთელ ქალაქს გონებაში სამუდამოდ ჩაებეჭდა..
იმ დღიდან,ძალიან დიდხანს,ძალიან ბევრი ღამე მოვუნდი ცხოვრების დალაგებას..
პროცესი იმდენად რთული,გაუსაძლისი,მტკივნეული და,შეუძლებელი იყო,რომ ძალიან მალე,სახეშეცვლილმა,ფარხმალი დავყარე და,
დავნებდი..
__
-ქორწილი იქნება და თან ისეთი,თქვენს მონა-მორჩილს რომ უნდა!-სიტყვით სალო გამოდის და შაქრიან ყავას ხმაურით სვამს.
ჩემს სამზარეულოში,ხალათებით,აცისკროვნებული თვალებით ვუყუებდით ხელჩაჭედილ თოკის და თათუს და სიხარული როგორ გამოგვეხატა,აღარ ვიცოდით.
ის ერთი კვირა,რაც ჩვენგან შორს,ჩვენგან მალულად გაატარეს,ერთიანად ამოვიღეთ ამ დღეს და,გუშინ ღამის ცხრიდან,გამთენიიის ექვსამდე,ორ თემას განვიხილავდით:
ქორწილი არ იქნებოდა თუ ყველაფერი ისე მოხდებოდა,როგორც სალოს სურდა?
დიდხნიანი ჭიდილის შემდეგ,ჩვენი ჟურნალისტი სახეშეყრილი იჯდა დივნის კუთხეში და არავის გველაპარაკებოდა.
ბევრი მცდელობის მიუხედავად,არც ხვეწნა-მუდარავ,მუქარამ არც დაფიცებამ აღარ გაჭრა.
თათუს არ სურდა ხალხმრავლობა,
თოკის ის არ სურდა,რაც თათუს და,
საბოლოოდ,დათენებულ დღესთან ერთად,ერთი ბედნიერი წყვილი,ორი კმაყოფილი და ერთი ჩვენ ყველაზე დაბოღმილი სალო შეგვრჩა.
დიდხანს ვუყურეთ ყველამ,მაგრამ,რომ ვერაფერს გავხდით და აღარც ხმა გაგვცა,
ნელნელა დავიშალეთ და,
შემოჭრილ რიჟრაჟს უკვე მარტომ შევხვდი..
მზე ზანტად ცრეცდა დანისლულ ღამეს.
ღია ფანჯრიდან მცირე სუსხი იჭრებოდა და მამცივნებდა..
მჭიდროდ შემოვიკარი ხალათის კალთები..
თავს ვაიძულებდი,თუმცა,ვეღარ გავუძელი..
შეუმჩნეველ სხეულის ნაწილს ხელები შემოვავლე და ბუდეში ჩავიწვინე..
გული ამომიჯდა..
სუნთქვა შემეკრა..
მხოლოდ მაშინ,როცა მარტო ვრჩებოდი,მთელ გრძნობებს ფარდას ვხდიდი და ახალი რეალობის გაცნობიერებას ვცდილობდი..
მეშინოდა..
საკუთარ თავში მცირე მზაობასაც ვერ ვამჩნევდი..
რეალობა დღედღე მხრებზე მთელი სიმძიმით მაწვებოდა და მე ისიც კი არ ვიცოდი,სწორი გზა რომელი იყო..
-"თუვერ იძინებ,გელოდები..უსაზღვროდ მომენატრე"-შეტყობინებამ მოულოდნელად დამაბრუნა..
გული სიხარულის სიჭარბით ამიფრთხიალდა..
სამი დღის უნახავი ისე მენატრებოდა,იმ წამს ჩემში დატრიალებული ფიქრები ერთიანად გადამიყარა და მასთან,წამებში ამიყვანა..
-ასეთი მონატრება რანაირად იცი იდა?!-დამინახა თუარა,მკლავებში მომეჭიდა და ისე მომეხვია,მასში მთლიანად გამახვია..
ნაცნობმა არომატმა მთელი სხეული მოიარა და ჟრუანტელებმა დამფარეს.
კისერთან,მფეთქავ არტერიას ტუჩები წუთით მივაკარი და ხელები მაისურის ქვეშ შევუსრიალე..
კანით ვიგრძენი,როგორ დაეძაბა მთელი სხეული და სახეზე ღიმილი აეფარა..
-რატომ ვერისვენებ იდ?-გაცისკროვნებული თვალები მთელ სახეზე მომატარა და ტუჩებზე გაიყინა..
მის ამბორს მონატრებულმა ხელები კისერზე შემოვხვიე და მთელი სიმძაფრით დავეწაფე..
წამებში გამომეცალა საძირკველი და თავის შესამაგრებლად,ფეხები წელზე შემოვხვიე..
მთელ სხეულში ყველა ემოცია ერთიანად ტრიალებდა და,როგორც არასდროს,ისე მსურდა მისი მთელი სხეული..
ანდამანტივით მიზიდავდა მისი თითო ნაკვთი..
მის მიმართ სიყვარული იმდენად დიდი იყო,
ამას აბსოლუტურად ყველა ქმედებაში,ჩემდაუნებურად,ვდებდი და მთელი სხეულით ვგძნობდი,როგორ აღმერთებდა ამას ჯაბა..
-არხარ ამქვეყნიდან იდა!-სუნთვა არეული,აციმციმებული ხავსებიდან ჩემი შალიკიანი მიცქერდა და მთელ გულს მიგზავნიდა..ტუჩებზე ფრთხილი ამბორი დამიტოვა და გვერდზე გადაწოლილს,მის მკერდზე დავიდე ბუდე.
ძლიერი ხელები თმებზე რიტმულად მეფერებოდა და თითის ბალიშებით სახის კონტურებს ხაზავდა..
სითბოში,მის მკლავებში გახვეულს,ისე ჩამეძინა,მთელი დილა მის ყველა მოფერებას ვგრძნოდი..
მხოლოდ მაშინ,როცა ხელებმა მოძრაობა შეწყვიტეს,გონებაში რიგებად დაწყობილი ზმანებები ერთიანად დამაცხრა თავს და კოშმარულ მომავალში მამოგზაურეს..
კადრები იმდენად დიდი სიჩქარით იცვლებოდა,გარკვევით ვერაფერს ვხედავდი..
თუმცა,გრძნობები იმდენად მესერებოდა,ფიზიკურ ტკივილს მთელ სხეულზე ვგრძნობდი.
ერთადერთი,რასაც გონება კარგად აღიქვამდა,ჯაბა შალიკიანის უსულო სხეული და,ცაში აკაშკაშებული პატარა,მოკლე ფრთიანი ანგელოზი იყო..
გატანჯულს რომ გამეღვიძა,უკვე შუადღე დგებოდა..
გული ამოვარდნას მქონდა,
თვალები დაძაბული ძილისგან ტკივილისგან მეხუჭებოდა და ერთადერთი,რაც ამ წამს მჭირდებოდა,ჯაბა იყო..
მხოლოდ ბევრი ძახილის შემდეგ მივხვდი,რომ სულის სიმშვიდე წასულიყო..
შალიკიანის სახლში სრულიად მარტო ვიყავი,ჩემი ყველა შიშებით შემოსილი..
__
-პირველი შემთხვევა ხომარაა იდა,აუცილებელი საქმე გამოუჩნდებოდა.-დათი ჩემს დამშვიდებას სცდილობდა,თუმცა,უშედეგოდ.
სიზმარი და მისი მოულოდნელი გაუჩინარება მთელ სხეულში შემომძრომოდა და ყველა ნაკვთს განგაშის ზარებს სცემდა..
ვერც ვხსნიდი,ვერც გამოვხატავდი,მარცხენა მხარე საშინლად მტკიოდა და ზუსტად ვიცოდი,ჩემი შიშები უსაფუძვლო არიყო..
ამას მცირე სიბრაზეც ერთვოდა და ერთბაშად მოწოლილი ემოციები ისე მტკენდა,თავს ვეღარ ვაკონტროლებდი..
ვგრძნობდი,ეგოისტი როგორ ვხვდებოდი..
ჯაბას მიმართაც და,იმ პატარა სხეულს რომ ვერ ვიცავდი სტესისგან,საკუთარ თავზე ვბრაზდებოდი,მაგრამ,შიში მჭამდა..
მთელ გულს მიპობდა იმაზე უკონტროლო ფიქრი,რომ საფრთხეში იყო..
-იდა!-სალოს წარბაწეული მზერა თათუმ მომენტალურად დაიჭირა,როგორც კი შემატყო,სუნთქვა მიჭირდა..
მთელი გონებით ვცდილობდი ფიქრების ხელში აყვანას..
სუნთქვის დარეგულირებას და რაციონალურ განსჯას..
მალევე ნუშიც მოვიდა და,
თითქოს გონება გავახალისე..
სულ წამით შევწყვიტე ცუდზე ფიქრი.
როგორც კი დავიშალეთ,სამზარეულოში ფინჯანი ყავით ჩამომჯდარს,დედა გამიპირისპირდა.
სახეზე უამრავი ემოცია ეკითხებოდა და,თითქოს,სწორ სიტყვებს არჩევდაო,არიცოდა,საიდან დაეწყო..
შემამცივნა,ყველაფერი ერთიანად ამოყირავდა და,
ნერვიულობა დამეტყო..
გაეღიმა..
ნუშის ასე მხოლოდ მაშინ ეღიმებოდა,როცაის იცოდა,რასაც მისგან ვმალავდი..
-დედაშვილური საუბრები ორი წელია გადაგვედო იდ.-გამომცდელად ამომხედა და კოფეინი ამაცალა.
არ ვიცი,რატომ,მაგრამ,მისი ისე შემცხვა,თავი დავხარე და,აცახცახებულმა,ვერც კი გავეცი პასუხი..
-უკონტროლო ნერვიულობა და შიში მაშინაც შენი თანამგზავრი იქნება,როცა გვერდით გეყოლება და მის შეხებას იგრძნობ..-ხმაში უამრავი სითბო გაურია,მცირე კიცხვეთ და ტკივილებით.-ჯაბა შალიკიანი არც არასდროს ყოფილა ჩვეულებრივი ადამიანი,სტანდარტულ გრძნობებს რომ მოეცვი..
ის არც დღეის შემდეგ იქცევა ადამიანად,გამუდმებით შენს ირგვლივ რომ იტრიალებს..
მას ბოლო წამამდე ექნება ორი ცხოვრება და,შენ თუ მცირედ მაინც ვერ გაუძელი,დაიშლები..
ერთადერთხელ გითხარი და იქ დავასრულე..
მე მქონდა ავტორიტეტი,ის ჩამომეცილებინა შენი გზიდან,მაგრამ,შენ ვერ გაგაკავებდი..
ჯაბა დაგტოვებდა შენივე კეთილდღეობისთვის მაგრამ,მე ვიცოდი,შვილს დავკარგავდი..
22 წელია მხოლოდ იმისთვის ვსუნთქავ,შენი სუნთქვა მესმოდეს..
თითქმის 2 წელია იმისთვის სუნთქავ,ჯაბას უყურებდე და,ჩემთვის ეს იქცა პრიორიტეტად..
არ დაგკარგო შენ..
არ ვართ სტანდარტული ოჯახი იდ..
არც შენ გამიზრდიხარ ისე,ჩარჩოებში მოექცე და ,სხვებს უყურებდე..
შენი იდენტობა ზუსტად ისაა,რასაცჯაბა მხრებით ატარებს და,
გულწრფელი ვიქნები..
მეშინია..
მთელი გულით მეშინია საკუთარი თავი არ დაგავიწყდეს..-წვრილად წამოსული ცრემლები გულის კოვზთან თავს იყრიდა და მწვავდა..
ნუშის თითო სიტყვა თითოდ მესობოდა გულში და თავდაყირა დაყენებულ ფიქრებს უფრო მიმღვრებდა..
-საკუთარ თავში ძალას თუარ იპოვი,ჯაბა მთლიანად მოგიცავს..
ახლა,როცა მარტო არ ხარ,საკუთარი თავი ისე უნდა დააყენო,როგორც ჯაბა გაყენეს...
ყველას და ყველაფრის წინ,ერთ ცხოვრებაშიი..-მისი ბოლო სიტყვები გონებაში ძალიან გვიან დაილექა..
დამუნჯებულმა თავი ძლივს ავწიე ..აწყლიანებული თვალები მის ამაყ,ყველაფრის მთქმელ თვალებს შევანათე..
მისი ჩემკენ წამოსული ნაბიჯები მტკიცე,უშიშარი იყო..
ჩემკენ დაიხარა..
თურმე სახეზე რამდენი ღარი გასჩენია ბოლო წელს..
თურმე როგორ გამომრჩენია მისი კანის ცვლილება..
შემრცხვა..
-შენი ხნის ვიყავი,პატარა,ლამაზთვალება გოგო რომ ჩამიწვინეს ხელებში..
მას შემდეგ ფეხდაფეხ მოვყვებით გზას მე და,იდა მდივანი..
შენს გვერდით ვიყავი ყველა მნიშვნელოვან დღეს და,
ახლა,როცა,სამყაროში ყველაზე დიდი სასწაულის მომსწრე თავად ხარ,სულ მცირედ მაინც როგორ გაგიკვირდა,რომ შევამჩნევდი..-ხელებზე თბილ მტევნებს მხვევს და როგორც პატარას,როგორც უსუსურს,გულში მთელი სიყვარულით მიკრავს..-რაცარუნდა მოხდეს,როგორც არუნდა წარიმართოს მოვლენები..იქნება თუარა ის ისევ აქ..გექნება თუარა საკუთარი თავის იმედი..მე სულ შენს გვერდით ვიქნები..სულ შენს მხარეს ავირჩევ და არიარსებსბს დღე,როცა თუნდაც ერთი წამითაც ვინმე რამეს დაგიშავებთ..
მხოლოდ იფიქრე..
მხოლოდ განსაზღვრე..
თუნდაც ერთი წლის მერე..
თუნდაც დღეს და,ერთი თვის შემდეგ,
დაფიქრდი და,
გადაწყვიტე,რა იქნება თქვენთვის უკეთესი..-გულში ჩაკრულს მთელ ტანზე საბნად მეფარებოდა მისი ხელები..
ვგრძნობდი,მთელი სხეულით ვგრძნობდი რასაც უმიზნებდა მისი სიტყვებიდა ,
თითქოს ბედის მეამინეც კარს მოგვდგომოდა..
მისი მკლავებიდან მოწყვეტით ჩავვარდი უძირო უფსკრულში..
კარის ჩარჩოში თავჩახრილმა თოკის ერთადერთმა სიტყვამ აბსოლუტურად ყველაფერს ძალიან დიიდი მძიმე დაუსვა და,
ყველა შეგვაჩერა..
დედას სიტყვებიც..
იმედით აძგერებული გული..
მომავლის ფიქრებიდა,
მთელს სხეულში მეტასტაზებად წასული ჯაბა შალიკიანი..
-დააიჭირეს.-მთელ ოთახში ლოდებად დაეკიდა თითო ამოსუნთქვა,ყველაფერი უსაშველოდ დამძიმდა და,გავითიშე.
__
-არავინ არაფერს ამბობს..რატომ,რისთვის ჯერ კიდევ ვერ გავიგე და ეს მაგიჟებს.-თორნიკეს ხმა სუსტად ჩამესმის..
თვალის გახელა არც კი მინდა,მეშინია რეალობის..
მეშინია რომ ყველაფერი სიმართლეა და სრულიან მოულოდნელად მარტო დავრჩი..
თათუ ჩემს თავთანაა დახრილი,მის სუნამოს არომატს ვგრძნობ..
-იდ,შენთან ვარ.-სუსტი ხმა ყურთან მეჩურჩულება და ვიცი როგორ უნდა ეს ყველაფერი ამაცილოს..
მთელ სხეულში გაუსაძლისი ტკივილი უწყვეტად მივლის და თავს ვერ ვიკავებ..
მთელი იმედგაცრუება გულზე მაწვება და მრევს..
სააბაზანოში იქამდე ვარ,სანამ ბოლო ცრემლი არ მიშრება.
ანარეკლში ამოხატული იდა ერთი ნაკვთითაც არ მგავს..
სახეზე იმდენი დაღლა ამოკაწვროდა,მისი ყურებაც კი აღარ შემეძლო..
სარკეს და,არანაირ ადამიანურს არ გავკარებიავრ მთელი კვირა..
ინფორმაციული ვაკუუმი მთელ ორგანიზმს ნაწილებად მიმსხვრევდა და,ოთხ კედელში გამოკეტილს,სუნთქვას მავიწყებდა..
ვერ ვხედავდი,არ მესმოდა,ვერ ვსაუბრობდი.
მთლიანად ინფორმაციისკენ ვიყავი მიმართული და სხვა დანარჩენს უბრალოდ არ იღებდა ორგანიზმი.
-ჯაბამდე არ მიშვებენ.-ჯიბეებში ხელებჩაწყობილი თოკო წამითაც არ მომცილებია..მიკვირდა ისიც,თუ როგორ არ დამიკავშირდა აქამდე და,ზემდგომი ორგანოების უკიდეგანო სიჩუმე.
ლეგენდებიც თითქოს ერთიანად შეწყდა და ყველა იმას ელოდა,ვინ გამოიტანდა სიმართლეს..
-აქ რაღაც ძალიან დიდი ხდება და მაგიტოა ყველა სოროში იდა,
იქ,თხრილში,რაღაც იწერება და შენზეც იმუშავებენ.-გამომცდელად მიყურებს და თვალს არ მაცილებს..ჩემს მდგომარეობას ყოველ წამს ამოწმებს და ალბათ,ვერ კითხულობს ჩემს სახეზე იმას,რაც მას სურს..
-მისი სრული იზოლირება აბსოლუტურად ყველა კანონის უგულებელყოფაა და ამაზე ისე არ წავიდოდნენ,რომარ უღირდეთ.-წინ,იატაკზე ჯდება და მზერა სივრცისკენ გადაააქვს.
-ჯაბა ის კაცი არაა,შეცდომა დაუფიქრებლად დაეშვა და ასე დაეტოვებინე..-თითქოს ჩემს ფიქრებს ეხმიანება,ყველა სიტყვით ცდილობს გონებაში თავდაყირად დაყენებული ყველა ფიქრი დამაწყობინოს.-შენც იცი მისთვის რა არის პრიორიტეტული და ჩემი მიმართულება არ უნდა გჭირდებოდეს იდა..-გამკიცხავად მიყურებს,ალბათ,მზერის მიღმა ისევ მკითხულობდა..
-არ ვიცი რა ხდება,მაგრამ,თუ მის გვერდით არ დადგები,გარანტიას გაძლევ,დაიკარგებით..-ბოლო სიტყვას მიტოვებს და უფრო ღრმა გაუგებრობაში მტოვებს..
ოთხად მოკეცილს არცერთი სიტყვის გაგონება არ მინდოდა..
ორგანიზმში ყველაფერი არეული იყო და რაზემეფიქრა,ვეღარ გამეგო.
ერთიანად დამტყდარმა ორმა მნიშვნელოვანმა ამბავმა უძრობაში გამიყვანა და წარმოდგენაც არ მქონდა,როგორ გადამედგა თუნდაც ერთი ნაბიჯი,რომ არცერთი მხარე დამეზიანებინა..
შიში მთლიანად მხვევდა მის დამპალ საბურველში და ყველანაირ სიყვარულს მიშხამავდა..
სასწორზე ორი უმთავრესი რამ იდო..
ორი დიდი გაურკვევლობა და მოულოდნელობა..
ორი დიდი სიყვარული და მუდმივი ფიქრი..
ვგრძნობდი ორ ნაწილად ვიხლიჩბოდი..
სიყვარულსა დ ვალდებულებებს შორის გაჭედილს,რაციონალურ გადაწყვეტილებამდე მისვლა მიჭირდა..
თუმცა,მაინც,ახლა და ამ წამს,მხოლოდ ის მინდოდა,მისი ხმა გამეგო..
__
-შენი ნერვიულობისთვის რომ გამოვა ისე მოვთხოვ,მისი კაცობა და ყველანაირი სახელი ფეხქვეშ გაითელება.-სალო ფინჯანს მიდგამს და ყველანაირად ცდილობს,ოდნავ მაინც შემამსუბუქოს.
მასთან ვიყავი,თათუს ველოდებოდით,მთელი ეს სტრესი ძალიან ცუდად მოქმედებდა ჩემს ჯანმრთელობაზე და გამუდმებით ვცდილობდი სულ მცირედ მაინც მეკვება,რომ სულის ნაწილს არსებობა განეგრძო.
-სალო,გთხოვ.-სიტყვას ვაწყვეტინებ და კარის გასაღებად ვდგები,თათუ პატარა სასაჩუქე პარკით ხელში წინ მიმიძღვის და სამივე,ძველებურად,ბარის სკამებზე ვთავსდებით.
მალევე სალოს წინასწარ გამზადებულ ყავას ნიჟარაში ღვრის და ხელთავიდან იმზადებს..
თვალებში მოუთმენელი ვარსკვლავები უხტის და ხელით მანიშნებს პარკი გავხსნა..
ვდნები..
სხეულში იმდენი ემოცია დამიტრიალდა,თვალებიდან ნიაღვარად წამოსული ცრემლები ვერ შევიკავე.
პატარა,სულ ციცქნა თეთრი ხელით ნაქსოვი წინდები თათუს ლამაზად გაებანტა..
მისალოც ბარათზე "ჩვენი პირველი პატარა" ლამაზი ასოებით გამოეყვანა და მისი ცისკრებით ისე მიცინოდა,ჩახუტებულს ვეღარ მოვცილდი..
მოულოოდნელობებმა იმდენად ჩამიქრეს სიხარულის განცდა,მისი სხვისთვის გაზიარებაც კი არ შემეძლო.
მუდამ დაკვირვებულ თათუს კი მცირეიდტ არასდროს გამორჩენია,არათუ ჩვენი პირველი ბავშვი..
ვთბები..
გულშიჩაკრულ წინდებს ვერ ვიცილებ და გამუდმებით ვკოცნი..
თბილ გარემოში მყოფს,თითქოს სულ ახლახანს გავიაზრე,ჩემს თავს მომხდარი ცვლილებები..
თითქოს ამწამს შემოიჭრა ორგანიზმში უდიდესი აღმაფრენა და მიწიდან შორს,ჰაერის ნაკადზე დამაბინავა..
ბედნიერების მათთან გაზიარებამ შემამსუბუქა და თავისუფალი სუნთქვის საშუალება მომცა..
თითქმის მთელი დღე სალოს დაუღალავ გეგმებს თავმობეზრებული ვუსმენდით მე და თათუ..
რომ ვეღარ გავუძელით,საშველად თოკო და დათი შემოვიერთეთ და,ერთიანად შეკვრებილებმა,
ფარდა ზუსტად იმ სასწაულს ავხადე,აქამდე რომ ჩრდილში იმალებოდა..
ახლა ზუსტად ეს გვჭირდებოდა..
ზუსტად ამ წამს იყო ამის დრო,რომ ყველას თითო შვება მიგვეღო და ,დაძაბულობა მოგვეხსნა..
ხელის გულზე დატეულ სიღუნღულეს დიდხანს უყურეს თვალებგაფართოებულებმა..
მერე,თითქოს,ყველაფერი განათდა,მთელი წუთები მიწას ფეხი არ დამადგმევინა დათიმ და იქამდე მატრიალა,სანამ სალომ კივილი არ ატეხა,დასვი სანამ იმშობიარაო..
თოკო?
თოკო იდგა კარებთან,ჯიბეებში ხელებჩაწყობილი.
ვიცი,რომ მას ყველაზე მეტად უხაროდა ის,რაც ჩვენში ხდებოდა.
ვიცი როგორ უკანკალებდა მთელი სხეული,ისე უნდოდა გულში ჩავეკარი და მთლიანი ჩვენი ბედნიერება გაეყო.
მაგრამ,
ისიც ზუსტად იმას ფიქრობდა გულში,რასაც კაეშანივით ვერ ვიძრობდი მთელი დღეები.
ისიც იმის მეტს ხედავდა ამაში,ვიდრე თათუ,დათი და სალო ერთად.
მანაც იცოდა,ამ დღის მერე,კიდევ უამრავი ცალკედ გასატარებელი დღე მქონდა და ეშინოდა,
ისე,როგორც მე,
რომ დავიკარგებოდი..
___
ჯაბასთნ გადავედი..
მე არ ვიცი ეს როგორ ჩანდა გარედან,
მე ვიცი ჩემი ფიქრები და გრძნობები,მაგრამ,
ის,რაც ჩემში ხდებოდა,სრულიად გაუწონასწორებელი იყო..
მეორე კვირა იწურებოდა მისი ერთი სიტყვაც კიარ მქონდა მონასმენი და ეს ისე მამტვრევდა,
როგორც მის ბინაში,უმისოდ ყოფნა..
კიცხვები,ზღვარგადასული ლეგენდები ყოველი საფეხურის ავლისას,გზადაგზა მეჩეხებოდა,მაგრამ,სიმშვიდე,რომელიც ახლა მჭირდებოდა,მხოლოდ მის ოთახში,საზინებელში,მისი არომატით გაჟღენთილ კედლებში იყო.
თავს დამტყდარმა ფიქრებმა სრულიად ამშალეს..
ვეღარ ვფიქრობდი დარჩენილ ცხოვრებაზე..
სულში შემოჭრილი გაუსაძლისი მარტოობა ყველაფერს მტკენდა და,სუნთქვას მიძნელებდა..
ვხვდებოდი,
ვიცოდი,
მესმოდა რამდენად რთული და საშიში იყო პატარასთვის,მაგრამ,საკუთარ თავს ვერ ვერეოდი...
მის მოსახურში გახვეულს,მისივე სურნელში ჩაკარგულს,მისი მხოლოდერთი სიტყვა,ერთი შემოხედვა,ერთი შეხება მენატრებოდა ისე,როგორც არასდროს..
არ მესმოდა არც შექმნილი სიტუაციისს..
ვერ ვიჯერებდი როგორ ვერ შეძლო აქამდე ჩემთან დაკავშირება და,
გონების დაკარგვამდე მივყავდი იმ აზრს,რომ იქ,უსაფრთხოდ არ იყო..
მეშინოდა..
საკუთარ უსუსურობაზე მეტად,მისი არყოფნის ისე მეშინოდა,თვლს საერთოდ ვერ ვხუჭავდი.
პატარას შემოვახვევდი ხელებს და ოთხად მოკეცილს იქამდე მიმეყინა კედლისთვის მზერა,სანამ რიჟრაჟი შემოიჭრებოდა..
ყველაზე მეტად,გათენებულ ღამეებს,მოლოდინი წონიდა..
მოლოდინი რაღაც ძალიან ცუდის,
რაღაც უპატიებელის და,
შეუცნობელის.
ვგრძნობდი,
მთელი გინება მკარნახობდა,რომ ყველა მძიმე დღეები რიგში იდგა და ის ,რაც აქამდე გავიარე,არაფერი იყო..
ამის მოლოდინი დიდ სიცარიელეში მხვევდა..
მოლოდინი,რომ დავკარგავდი და,
უღმერთო მონატრება,რომელიც წამითაც არ მასვენებდა.
__
-როგორი ძლიერი,ხმაურიანი გული აქვს!-ექიმის კაბინეტში,ეკრანზე მიცქერებულს,ყველა სიმძიმე ერთიანად მომეხსნა ბეჭებიდან..
ბრინჯის ხელა მარცვალი მთელი სიძლიერით მესაუბრებოდა ეკრანიდან და მთელ სხეულში ჰარმონიას მინაწილებდა.
კარს იქით სალოს მოუსვენარი ცქმუტვა და დათოს ჩხუბი მამხიარულებდა და იმ ბედნიერებას მანცდევინებდა,რომ მჭირდებოდა.
-ყველაფერი იდეალურადაა,ძალიან დიდი,მებრძოლი და სიცოცხლეზე ჩაჭიდებული ბრინჯის მარცვალია.-გავედი თუარა,ოთხ წყვილ თვალს შევაწყდი.
ნუში თბილ მოსასხამს მხრებზე მხვევს და გულში წამით მიკრავს.
ვბლოკავ აზრს,თუმცა,გული ისე მეწვის,ვერ ვიღიმი..
ყველას გარემოცვაში თავს ძალიან მარტო,ეულად ვგრძნობდი და ამ განცდას ვერ ვშველოდი.
-ლაქის ჩამოვიყვან და მოვალ,ნუშ,გვშია..-ჩვენს ბაქანზე გაჩერებულებს გავძახე და სამი სართულით მაღლა,კიბეს ფეხით ავუყევი.
უკვე ავდიოდი,ქვევიდან ჩამოსულს ადგილი რომ დავუთმე და,
მხოლოდ კარებთან აღიქვა მისი სახე გონებამ..
ეს ადამიანი მეცნობოდა..
ის მუდამ ირგვლივ ტრიალებდა და,
ზუსტად ვიცოდი,
ჯაბასთან ყველაზე ხშირად მას ვხედავდიი..
გული ამომისკდა..
შემოსასვლელში შესულს წამში ვიგრძენი უცნობი არომატები და კვე დარწმუნებული ვიყავი,უცნობი აქ იყო სულ რამოდენიმე წამის წინ..
შიშის გრძნობა დამეფარა,არ ვიცი რატომ,მაგრამ,ყველას მიმართ გაუცნობიერებელი ნდობა მქონდა,ვინც მის გვერდით იდგა..
ყველაფერი ზუსტად ისე იყო,როგორც დავტოვე..
გამალებული ვეძებდი ცვლილებას,გუმანით ვხვდებოდი,აქ რაღაცის დასატოვებლად იყო და ,
არც შემცდარვარ..
სამზარეულოში,ყველაზე თვალსაჩინო ადგილას,პატარა კონვერტი იდო..
კონვერტში წერილი და წვრილი,ვერცხლის სამაჯე იდო,რომელსაც ჯაბა არასდროს იხსნიდა..
სული მომეწურა..
საკუთარ თავში მცირე ძალაც ვერ მოვძებნე,წერილი გამეშალა და მისი სული წამეკითხა..
მტკიოდა..
მარცხენა მხარე უღმერთოდ მეწვოდა და სუნთქვა აღარ შემეძლო..
ცივ,ყინულივით იატაკზე უსიცოცხლოდ ჩავიკეცე და დიდხანს ვუყურებდი მისი ხელით გამოყვანილ პატარა,ლამაზ,თბილ,სიცოცხლის მატარებელ ასოებს..
"ვერასდროს მოვძებნი იმ სიტყვებს,შენი გული რომ დაამშვიდოს..
პატარა,კაფანდარა,ფითქინას იმდენად ვერ მოგიფრთხილდი,შენამდე არცერთი ტკივილი მომეშვა..
გეფიცები შენს ყოველ სუნთქვას,ეს იმაზე მტკივნეულია ჩემთვის,ვიდრე გაიფიქრებ..
არასდროს,არასდროს არ დაიჯერო ის,რასაც ლეგენდები მოგიყვებიან..
დამელოდე მხოლოდ სიმართლისთვის..
მიყვარხარ საკუთარ თითო დარჩენილ წუთზე მეტად"
ასჯერ..
იქამდე,სანამ კარებში სამი წყვილი თვალი მომლოდინედ შემხედავდა,
ასჯერ წავიკითხე თითო სიტყვა და,
ასი ცრემლი დამეღვარა თითო ბგერაზე..
მისი სული მთელ შინაგანს ცეცხლს უკიდებდა და თითო ამოსუნთქვას მჩუქნიდა..
მტკიოდა..
უღმერთოდ მტკიოდა მისი ტკივილი და ის,რომ ვერ ვხვდებოდი,რა ხდებოდა..
-იდ.-აგონიიდან სალოს ხმამ გამომიყვანა..
მათ სახეზე გამოხატული ემოციები იმდენად ყალბი,არაფრისმთქმელი იყო,გულმა მწარედ მომიჭირა..
-თოკო,რა მოხდა?-პირდაპირ,დაუფარავად,მხოლოდ მას შევხედე..
მისი თვალები უსაზღვრო თანაგრძნობით იყო სავსე,თუმცა,ის,რაც მისი პირიდან გადმოვიდა,სიკვდილის ტოლფასი იყო..
-ზურა მანჯავიძე მოკლული იპოვნეს ერთი საათის წინ საკანში..
___
იმედგაცრუება ყველაზე დიდი სასჯელია,რაც შეიძლება ადამიანს დააკისრო..
მეტასტაზები გულიდან რელსებად გამოდის და მთელ სხეულს ისე ედება,ყველა ორგანოს პარალიზებას იწვევს..
გრძნობ,როგორ სუსტად ცემს გული,
ყოველი ამოსუნთქვის დათვლას იწყებ და,
ერთადერთი,რისთვისაც სიცოცხლეს აგრძელებ,პასუხისმგებლობაა,რომელსაც შვილის მიმართ გრძნობ.
მეგონა,დასერილი სხეულიდან მოჟონავდა უჩინარი მეწამულები.
თითო სუნთქვას იმდენ ტკივილს ვაყოლებდი,მთელ ოთახში დაგროვილ ჟანგბადს ვწამლავდი..
საზიზღარი ფიქრები მთელ სხეულს ჩარჩოებში სვამდნენ და ისე მბოჭავდნენ,ვერც ნაბიჯს ვდგამდი..
წამითაც ვერ ვწყვეტდი კანკალს.
სასოწარკვეთამ მთლიანად ჩამითრია და დეპრესიის ძალიან ღრმა,მიუწვდომელ,შხამიან მორევში გადავეშვი..
__
-მომიკვდება თოკო იდა,ეს როგორ გადავატანინო?!-დედას ხმა სუსტად აღწევდა დაგმანულ ოთახში.
მისი ცრემლებშეპარული ტემბრი გულზე მწარედ მომხვდა და თავი დამნაშავედ ვიგრძენი..
მეექსე თეთრად გათენებული დღე იწურებოდა იმ მწარე ღამიდან და,არცერთი.
არცერთი წამით არ გამიხედავს კედლებიდან..
ზუსტად ვიცოდი,გარეთ ის ლეგენდები დამხვდებოდა,სიცოცხლის მცირე წყურვილსაც რომ დამიშრობდნენ.
-ადექი,მე და შენ გარეთ გავდივართ..-თორნიკეს მკაცრმა ტონმა თითქოს შემაფხიზლა.
ჩემი მზერიდან წაკითხულმა უარმა უფრო გააბრაზა და მოურიდებლად მწვდა ხელზე.
გავუძალიანდი,არცერთი მისხალი ძალა არ მოქნდა ფეხებში,წამოვმდგარიყავი..
მისმა მცდელობებმა რომ დამღალეს,სუსტად წამოვიმართე და გამოწვდილ ხელს მოვეჭიდე.
სახეზე იმდენად დიდი თხოვნა ეწერა,ვეღარ გადავუდექი..
თხელი მოსახური უბრალოდ შემოვიხურე და კიბეებს შეშინებული დავუყევი..
მაკანკალებდა..
ვცახცახებდი..
თოკოს მთელი ძალით ვეჭირე და მთლიანად მის ნაბიჯებს მივყვებოდი..
არ ვიცოდი სად მივდიოდით,
კაპიშონში სახე ჩამალული ქარსაც კი ვემალებოდი..
მეგონა ყველა გამკიცხავდა..
დიდ,მტკივნეულ ტალახს მესროდნენ და სიკვდილისთვის გამწირავდნენ..
მეგონა ყველაფერს მე შემაწმენდნენ და შალიკიანის არსებობას მანანებდნენ..
მეშინოდა,
გარეთ,კედლებს მიღმა არსებული რეალობისთვის საკუთარ თავს ვერვიმეტებდი..
-იდ,ნუ გეშინია!-თოკიმ ზუსტად ის ყველაფერი დაიჭირა,რასაც ამოსუნთქვას ვაყოლებდი..
ეზოში გასულს,კორპუსთან,ერთმანეთის გვერდიგვერდ ორი ავტომობილი რომ დავინახე,ყველა ჭრილობა განმიახლდა..
წამწამ მახსოვდა ყველა ის განცდა,ჩემის ჩუქებისას რომ მივლიდა სხეულში..
ის შემზარავი გასროლა და სისხლში მცურავი სიკვდილს მომლოდინე შალიკიანის მზერაც მახსოვს..
ყველა ლეგენდა,ჯაბას მანქანაზე მჯდომ იდა მდივანზე ერთიანად აიშალა მეხსიერებაში და ისეტი გულის რევა დამეუფლა,თავს ვეღარ ვიკავებდი..
მძულდა..
გრძნობას როგორც იქნდა სახელი დავარქვი..
მძულდა ის,რაც დაგვემართა..
-თუ ოდნავ მაინც გიყვარვარ თო,ეს მანქანები აქედან მოაცილე ისე,რომ ვერ ვხედავდე..- არც შემიხედავს,დათის ცე კლასის კუპეში ჩავსხედით და,იმ გზას დავადექით,რომ არ ვიცოდი,სად მიგვიყვანდა..
მთელი გზა თორნიკეს ფიქრიანი მზერა არ მოსცილებია..
მის მიმართ იმდენ გრძნობას იტევდა გული,მინდოდა ყველა მეთქვა,მაგრამ,,ვიცოდი,ყველაფერს ისედაც ხვდებოდა..
მრცხვენოდა თათუსიც,იმ დროსაც მე რომ მახარჯავდა,რაც მასთან უნდა გაეტარებინა,მაგრამ,თითქოს,ყველა ერთი მიზნისკენ იყო მომართული..
ყველა თითქოს თავზე დამტრიალებდა და მხოლოდ ის სურდათ,როგორმე ამ ყველაფრისგან თავი დამეღწია..
გადასახვევთან შევჩერდით..
რომ მოვიხედე და,სუსტ განათებაში ადგილი შევათვალიერე,მთელმა სხეულმა განგაშის ზარები ჩართო.
გავშეშდი.
თორნიკეს კითხვებით სავსე თვალები მივაბყარი და მისგან პასუხებს ველოდი..
-ყველაფერი მისგან დაიყო...-დამნაშავის თვალები მომაბყრო დათავი ჩახარა..-მანჯავიძე ზურა არის თავი და ბოლო ყველაფრის და,აქ მხოლოდ ერთადერთი რამისთვის მოგიყვანე..-მზერა გამისწორა და სულის ყველაზე მიმალულ,უმართავ,კლიტებში გამომწყვდეულ აზრებს გაუფრთხილებლად შეეხო..-საკუთარ თავს მისი სიკვდილი უნდა აპატიო,იდა,მხოლოდ იმიტომ,რომ შენ არაფერ შუაში ხარ!
ვერ ვინძრეოდი..
რაღაც წარმოუდგენელი ძალა მანქანიდან გადასვლას მკარნახობდა,მაგრამ,სხეულის არცერთი ნაწილი არ მემორჩილებოდა..
ეს დაუმორჩილებლობა დანაშაულის გრძნობა,სირცხვილი,ტკივილი და იმაზე ფიქრი იყო,რომ მისი წასვლის ერთადერთი მიზეზი მე ვიყავი..
-თორნიკე,რას მიშვები?-ძლივს ამოვიძახე..
-იმაზე ფიქრი მოგკლავს იდა,რაც არ გაგიკეთებია..-დამრიგებლური ტონით მომიბრუნდა და აკანკალებული ხელები მისაში მოიქცია..ისე ღელავდა,ხმის ტემბრს ვერ ინარჩუნებდა..-არც ისე ხდება ყველაფერი,შენ რომ გგონია და,ყველაფერმა თავისი ადგილი რომ დაიკავოს,მოთმინება გჭირდება...იმისთვის რომ გაუძლო, უნდა ამოიღო გულიდან და ,ეგ დანაშაულის გრძნობა გაიქრო თორემ ისე შეგჭამს,ისე გამოგწოვს უკანასკნელ ენერგიას,ვერ მიხვდები და მერე დაგკარგავ იდა..
მერე აღარ იქნები და ამაში დამნაშავე მხოლოდ მე ვიქნები..
-სახე სრულიად შეეცვალა და მასში იმდენმა სევდამ დაისადგურა,გული მომეწურაა..-მხოლოდ შენთვის,ჩვენთვის,ჯაბასთვის და პატარა ბრინჯის მარცვალისთვის საკუთარ თავს მხნეობა უნდა შემატო და ეს,პირველ რიგში,შენი თავის პატიებით უნდა დაიწყო იდა!მანჯავიძე ზურამ მის არასწორ ცხოვრებას შეაკლა თავი.. მის არაკაცობას შენც არ უნდა შეეწირო იდ..შენ ყველაზე წმინდა ხარ ამ საქმეში,შენ არაფერი დაგიშავებია ..-მთელი გული ჩადო ბოლო სიტყვებში და თითქოს უზარმაზარი ლოდი მომხსნა ბეჭებიდან..
თითქოს ერთი სიცოცხლე შემმატა და ის მცირე სიმსუბუქე მომმატა,რაც სუნთქვისთვის მჭირდებოდა..
გული ამომიჯდა..
მთელი ნაგროვები გამშრალი ცრემლები ერთიანად წამოვიდა და ყველა უღმერთო სისასტიკეები გამოუშვა..
მტკიოდა..
მთელი სხეული გაუსაძლისად მტკიოდა და თანდათანობით,ეს ტკივილი მსუბუქდებოდა..
-მაპატიე..-მთელი სული ამოვაყოლე ძლივს დამცდარ სიტყვებს..
ყელში უამრავმა ემოციამ ერთად დაიდეს ბინა და გამოთავისუფლდნენ..
არ ვიცი,იმ წამს რისთვის ვთხოვდი პატიებას..
ალბათ იმისთვის,რომ ვერასდროს შევიყვარე..
ალბათ იმისთვის,რომ ჯაბა გავაღმერთე..
ალბათ იმისთვის,რომ იმ დღეს,წყნეთში,მის დაბადების დღეზე მივედი..
ალბათ ჩემი ამ ქვეყნად ყოფნისთვისაც და,
იმისთვის,რაც მესმოდა,არ დამიშავებია,მაგრამ,დანაშაულის გრძნობა მჭამდა..
___
-ყველაზე ლამაზი იქნება დედამიწაზე.-სამი წყვილი ხელი,პატარა,მომცრო მუცელზე მეწყო და განძრევის საშუალებას არ მაძლევდა..
თავზე დამტყდარმა ყველა სტრესმა მისი შედეგი გამოიღო და იმისთვის,რომ პატარა შემენარჩუნებინა,დროის უმეტესი ნაწილი ვიწექი..
მესამე თვე იწყებოდა უკვე რაც მისი დაკავების ამბავმა ყველას მოსვენება დაუკარგა..
არ გამივლია ამაზე რთული არცერთი თვე..
მხოლოდ ღმერთმა იცის,ჩემი გული რას იტევდა..
სულ რაღაც ერთი ხელის მოჭერა იყო დარჩენილი..
სულ რაღაც ერთი სრული ფეთქვა და..
ვერ ვაღიარებდი საკუთარ თავთან..
არ შემეძლო და იმაზე ფიქრს,მისი მონატრება როგორ იჭრებოდა ფიქრებში,მთლიანად ვბლოკავდი..
ვერავინ მეწინააღმდეგებოდა..
ვერავინ არგუმენტს ვერ მისახელებდა..
იმ მომენტში,როცა მისი გვერდში ყოფნა ყველაზე მეტად მჭირდებოდა,ის აქ არიყო და,ხანდახან,ისეთ სიძულვილს ვგრძნობდი,თავს ვერ ვაკონტროლებდი..
სიძულვილი მერე ფაზებს იცვლიდა და,
როგორც კი მის სახეს,
მის ნაკვთებს,
მის ხავსისფერ სფეროებს გამოქარგავდა გონება,
ყოველ ჯერზე,მონატრებისგან სული მეხუთებოდა..
არეული ვიყავი..
თავიდან ბოლომდე თავდაყირა იყო ყველა გრძნობა,ყველა ფიქრი,ყველა განცდა.
იმდენად ვერ ვიჭერდი საკუთარ თავს,რომ სიძულვილსა და უკონტროლო სიყვარულში ვიხლიჩებოდი და მთლიანად ვითრგუნებოდი..
თუმცა,
მაინც,
ვერცერთი გრძნობით ვერ ვპატიობდი..
ვერცერთი გრძნობით ვერ ვიჯერებდი და,
არ ვაჯერებდი საკუთარ თავს,რომ რაიმე კავშირი ჰქონდა მას მანჯავიძის აღარ ყოფნაში..
თითქოს უკვე მერამდენედ,
ჩემს ფიქრებს ცინიკური ღიმილით ჩაჰფრენოდა მეამინე..
მაშინ,როცა ყველა ჩვენს წილ ბედნიერებას ვინაწილებდით,თოკიც ტელეფონმა დარეკა..
სახე ისე შეეცვალა,მომენტალურად მივხვდი,ზარი ჯაბა შალიკიანს უკავშირდებოდა..
გავიყინე..
დაიყინა მთელი ოთახიც და ყველას ფიქრები..
სულ რამოდენიმე წამი ჰქონდა ჩართული ტელეფონი..
სულ ერთი "კარგი" თქვა და ,ღმერთს გეფიცებით,გაფაციცებულს მისი ხმაც კი მომესმა..
მისი მოგუდული,ხრინწიანი,სევდა შეპარული ხმა და გული მომეწურა,რომ ეს ხმა მე არ მესმოდა..
გათიშვისთანავე თვალი ამარიდა თორნიკემ..
სახე სრულიად შერყეოდა და ყველა ემოცია ზედ ეწერა..
შემეშინდა..
გამაკანკალა..
-ცხრაში ჯაბას სასამართლოა..-ჩუმად ჩაილაპარაკა და აცახცახებული ხელები ჯიბეებში ჩაიწყო.
სიმწრისგან გამეცინა..
სასამართლო ზუსტად იმ დღეს ემთხვეოდა,ბრინჯის მარცვლის სქესი რომ უნდა გამეგო..
__
-გოგოა!-სააათი მხოლოდ ერთი სიტყვა მესმოდა უწყვეტად..
ყელში ამომიჯდა უკიდეგანო სიხარული.
გული გასკდომას მქონდა.
გოგოა..
პატარა ბრინჯის მარცვალი ყველას ახდენილი ოცნება იყო..
როგორ,ვინიცის როგორ უღმერთოდ მჭირდებოდა ამ წამს მისი ძლიერი ხელი..
როგორ მსურდა მისი სახე ამწამს დამეჭირა.
თუმცა,არც არასდროს მომხდარა ჩემს ცხოვრებაში თუნდაც მცირე რამე წესისამებრ..
არც არასდროს ყოფილა ჩემი ცხოვრება იმდენად ჩვეულებრივი,მას ჩემი მტევანი ხელებში სჭეროდა და ბედნიერებისგან ცრემლები ვერ შეეკავებინა..
გამეცინა..
ირონიამ მთელი სხეული გადამიჭარბა..
ბოღმა ისე მოულოდნელად მომაწვა,სააავადმყოფო ფოიეშივე ამოვიღე ყველაფერი..
თითქოს ყველა წყენა მის მიმართ ერთიანად მომაწვა და სიბრაზიზგან ისე გავიბერე,ვერც გავიაზრე როგორ აღმოვჩნდი სასამართლოს კარებთან შერყეული სახით..
თითქოს ორად გაიყო ბრბო..
თითქოს კეთროვანი ვყოფილიყავი,
სსასამართლოს კარებთან ჩამწკრივებული ჭორის ბუდეები გაიყვნენ და გზა მომცეს..
მივიწევდი,თუმცა,არ ვიცოდი იქ რა დამხვდებოდა..
ერთი ომი გავიარე,მაგრამ,არ შემიშვეს..
ცოფებს ვყრიდი..
გავველურდიი..
საკუთარი სახე დავკარგეე..
იქ მინდოდა..
იქ უნდა ვყოფილიყავი..
განაჩენი მეთვითონ უნდა მომესმინა და მისთვალებში უნდა ჩამეხედა..
მაგრამ,არა..
უკვე მერამდენედ,ბედი კართად ჩამომჯდარიყო დ ცინიკურ ნიღაბს სახის წინ მიფრიალებდა..
-მოდიან!-მოულოდნელად დაიყვირეს ბრბოდან და მთელი ტანით შევტრიალდი უკან..
ნიღბიან შეიარაღებულ პირებს ყველა მხრივ შეებოჭათ მისი სხეული და მწყობრი ნაბიჯებით მოდიოდნენ..
ვერ ვხედავდი..
მთელი მანძილი სირბილით დავფარე,მაგრამ,მაინც ვერ ვხედავდი..
დაცვა მთელ ძალისხმევას იყენებდა,ხალხის მასა გაერღვია..
ვერ ვხედავდი..
გული ყელში მიცემდა,
ბოღმა მახრჩობდა და ვერ ვსუნთქავდი..
ვერ ვხედავდი.
-ვინმე ზურა მანჯავიძის მკვლელობისთვის გაასამართლეს..-ყური სულ წამით მოვკარი..
გავხევდი..
ელდა მეცა..
პირში საზიზღარი ჟანგის გემო დამიტრიალდა..
გული საერთოდ გამიჩერდა...
სიძულვილმა მთლიანად გათიშული გონება ერთიანად გააცოცხლა და ისეთი ძალის მოზღვავება ვიგრძენი,ხალხის უზარმაზარი მასა გავარღვიე..
თითქოს იცოდნენ..
თითქოს დარიგებულები იყვნენ..
თითქოს ეს ასეც უნდა მომხდარიყო..
მასის შორის მე და წინ,კორდონში მოქცეული შალიკიანი ჯაბა ერთმანეთს წავაწყდით და თვალს ვერ ვაცილებდით..
სახეზე ყველა ღარი სულ წამებში დავუთვალე..
თვალები ამოღამებოდა...
მოზრდილი თმა დაუდევრად ეყარა სახეზე და მის ხავსისფერებს ვეღარ ვხედავდი..
მოვკვდი..
მთელი ჩემი განვლილი სიცოცხლე დავასრულე იმ წამს,მის თვალებში რომ ვეღარაფერი წავიკითხე..
მომეჩვენა,თითქოს ხელებს თვალს არ აცილებდა..
თითქოს ყველა წამი გაყინული იყო და ის ხელებს უყურებდა..
მე მას..
ხალხის უზღვავი მასა ჩვენ და..
ალბათ,ზევით სანახაობით კმაყოფილნი ცისკრის კიდეებს აზანზარებდნენნ ცინიკური ხარხარით..
-იდა!-მთელი ნაგროვი ჰაერი გააპო მისმა ხმამ..
ორგანიზმი თითქოს შემერყა,მის მზერას გავყევი..
ხელებში ექოსკოპიის სურათები გამხევებოდა და მას დასცქეროდა..
გავიყინე.
-იდა!-მეორე შეძახილი ძალიან შორიდან,ძალიან ღრმად,ძალიან ბუნდოვნად მომესმა..
დავინახე,როგორ გამოიქცა ჩემკენ თორნიკე და დათო..
დავინახე როგორ ტიროდა სალო და თათუ სასამართლოს კიბეებთან და დავინახე ჯაბას ცოცხლად მკვდარი თვალები..
თვალები რომელიც არასდროს ამომივა მეხსიერებიდან..
თვალები,რომელმაც პირველად დაინახა მისი გოგო..
-იდა!-მთელი ცა შეარყია მისმა განწირულმა ღრიალმა..
მე უკვე აღარაფერი მესმოდა..
მე უკვე ვეღარაფერს ვხედავდი..
უკვე ძალიან შორს,
ძალიან მტკივნეულ უფსკრულში ძალიან ღრმად ვვარდებოდი..
___
სასამართლოსთან მომხდარის იმდენი ვარიაცია შეითხზა,რამდენი ადამიანიც იყო იქ..
თითქოს მიჩქმალული ენები ერთიანად აილესა და ისეთი ლეგენდები დაირხა ჯაბა შალიკიანზე,მისხალ სიმართლეს რომ არ ატარებდა..
ირგვლივ ვინც კი მეკრა,აბსოლუტურ სიჩუმეს ინარჩუნებდნენ.
არც შემეძლო რამის მოსმენა.
სმენა სრულიად დახშული მქონდა და ერთადერთი,რაც ახლა და ამწამს მსურდა,საკუთარი თავის კონტროლი იყო..
ვიცოდი,თუ მომხდარს სრულად ჩავუღრმავდებოდი,სამყაროში ერთადერთ მანათობელ წერტილს დავკარგავდი..
პრიორიტეტად მხოლოდ ჩემი პატარა,სულ ციცქნა გოგო ვაქციე და იმ მარტივი ჭეშმარიტებით განვაგრდძე სუნთქვა,რომ ცხოვრება გრძელდებოდა..
თუმცა,იყო ამ ჭეშმარიტებაზე უფრო მტკიცე სიმართლე..
სამყაროში,ყველაზე რთული მის გარეშე გაგრძელება იყო..
ამის ძალა უნდა მეპოვნა..
ამისთვის უნდა მებრძოლა..
საკუთარი თავი,გრძნობები,უძირო სიყვარული და უღმერთო მონატრება მთლიანად უნდა გადამედო და,მხოლოდ მისთვის მესუნთქა..
პატარა,ბრინჯზე უფრო დიდი,ატმის ხელა გოგოსთვის..
__
-ცოტაც და გასკდები-სალო გაბადრული სახით მიყურებს და სულ არ აინტერესებს მისი კომპლიმენტი არცთუ ისე სასიამოვნოდ რომ მომხვდა გულზე.მუცელზე მთლიანი ტანითაა გადაფარებული და ათარ სისულელეს ბუტბუტებს.
-ვიცი რომ კანში ვეღარ ვეტევი.-უკმაყოფილოდ ვფშვნიტავ და საათის ისრებს თვალს ვერ ვაცილებ..
ჩემს დაბადების დღემდე სულ ცოტა 10 წუთი იყო დარჩენილი..
სახლში მარტო საერთოდ ვეღარ ვჩერდებოდი,ნუში როცა არიყო,ჩემთან ან სალო რჩებოდა,ან ყველა ერთად.
როგორც კი მარტოობა შემოვიდოდა,სული მეწურებოდა და ცუდად ვხდებოდი..
მომენტალურად ყველა მოგონება წამოიშლებოდა და მერე ვეღარ ვუძლებდი..
მერე მთლიანად მენგრეოდა ცაზე ნაგროვი მოთმინებები და მტკიოდა..
მტკიოდა ყველაფერი,რაც მოხდა და,ტკივილზე გაუსაძლისი იმის შიში იყო,რომ გავქრებოდი..
ისე წავიდოდი,მას ვეღარ ვნახავდი და,მის ხავსისფერებს დავივიწყებდი..
ვინ იცის,როგორ მეწურებოდა გული იმის ფიქრში,რომ შალიკიანი მართალი იყო და,მე ,სასჯელს ვუორკეცებდი..
ვინიცის რამდენი დღე გადავათენე იმაზე ფიქრში,იქ როგორ იყო..
რაცარუნდა მეომა საკუთარ თავთან..
რაცარუნდა დამერწმუნებია ჩემი თავი,რომ შალიკიანი აღარ იყო იდასი,
მთელი სულით,
ყველა გრძნობით,
ყველა ამბორით,
ყველა შეხებით,
ყველა სიტყვით თუ
უსიტყვოდ..
ყველა ტკივილით თუ
ტანჯვით,
მთელი არსებით,
ყველაზე არაჩვეულებრივად მიყვადა მისი ყველაფერი..
მიყვარდა ზურა მანჯავიძის მკვლელიც და,
იდა მდივანის ჯაბა შალიკიანიც..
ამ სიყვარულის მიუხედავად,თითქოს ყველაფერი უცებ ყირავდებოდა და..
ჩემი გოგოს სახე ჩნდებოდა..
ჩნდებოდა მისი მომავალი და,
ფიქრი,რომ უსაფრთხოდ არიყო.
ფიქრი,რომ ჯაბას ვერ გაიცნობდა და უკიდეგანო ღელვა,რომ აუცილებლად დადგებოდა დღე,როცა მისი ნახვა მოუწევდა და ამის მეშინოდა..
მეშინოდა,რომ ვერასდროს გამიგებდა უღმერთო ეგოისტობას ჯაბა და,საკუთარი შვილი..
მეშინოდა,რომ ერთდერთი,ვისკენაც ხელს გაიწვდენდენ,მე ვიქნებოდი და ვერავის,
ვერავის ავუხსნიდი რატომ ვერ ვნახულობდი ჯაბას..
ვერავის შევასმენინებდი რატომ წავართვი მას ჯერ არ დაბადებული შვილი და,
ალბათ,მხოლოდ ის დამიდგებოდა გვერდით,ვინც დედა იყო..
ვინც მთლიანად გრძნობდა მის პასუხისმგებლობას და,
იაზრებდა ,ალბათ,მთლიანად უსაფუძვლო საშიშროებას..
-ეგრე არ დარჩე მდივანი!-სახის წინ ხელების ფრიალით მაფხიზლებს სალო და გაცისკროვნებული თვალებით მთელი ხმით მიმღერის..
ისეთი სიგიჟეა,მთლიანი ფიქრები გულიდან მეყრება და სრულფასოვანი ბედნიერებით ვივსები..
ბედნიერებას სულ ორ წუთში თათუ,თოკო და დათი ემატება და ყველაფერი ისეთ კალაპოტში დგება,წარმოუდგენლად რომ მენატრებოდა..
ყველაფერი თითქოს ძველებურადაა,
ისევ ჩემთან,სამზარეულოში ვსხედვართ და ჩემს დაბადების დღეს აღვნიშნავთ.
თოკოს მთელი ტანით ჰყავს თათუ მიკრული.
დათი ვიღაცას წერს გამალებით და,სალო ყველა ჩვენგანის სალაპარაკოს ლაპარაკობს..
პატარა ატმის გოგო მოუსვენრადაა და ალბათ ერთბაშად შეცვლილი ხასიათი არ მოსწონს.
პირველის წუთები დგებოდა,ჩემი სადღეგრძელო ისმებოდა,თოკის ტელეფონმა რომ დარეკა..
მთელი სხეული მკარნახობდა,ჯაბა იყო..
მას შემდეგ,რაც უკანასკნელად ვნახე,დღე არ გავიდოდა,თორნიკეს ტელეფონზე უცხო ნომერს არ დაერეკა..
პირველი ხანი მიკვირდა,ჩვენგან მოშორებით რომ დგებოდა,მაგრამ,მერე მივხვდი..
კიარ მივხვდი,ფაქტზე დავიჭირე..
გეგმიური შემოწმებისას,ატმის გოგოს ექოს ფოტო დათოს მანქანაში სრულიად შემთხვევით დამრჩა და,რომ მოვიკითხე,ყველამ იუარა..
იმ დღეს არც თოკო გამოჩნდა და,მეორედ რომ იგივე განმეორდა,ოდნავ დავეჭვდი და..
მერე მივხვდი..
მანამ,სანამ გული მტკიოდა,რომ ყველაფრის მიუხედავად,ჩემთნ საუბარს არ სცდილობდა,მან აბსოლუტურად ყველაფერი იცოდა..
ის ფეხდაფეხ მოგვყვებოდა ორივეს და,თუ ფიზიკურად არა,მთელი მისი სული და,ძალიან ღრმა გული ჩვენთან იყო..
თუმცა,მას,რაც იმ წამს თორნიკემ გააკეთა,ყველაზე ნაკლებად ველოდი..
წამები გამოწვდილ ტელეფონს თვალი საერთოდ ვერ მოვწყვიტე..
გულში ყველაფერი ერთიანად დამიტრიალდა და მერე საერთოდ გაჩერდა..
მთელი წამი ერთიანად გაიყინა და ყველაფერმა არსებობა შეწყვიტა..
სიჩუმე იყო..
მთელი წუთი გაუსაძლისი სიჩუმე არ ირღვეოდა..
ძალიან სუსტად მესმოდა მისი სუნთქვის ხმა და,ყველა გულს მიჩერებდა.
-მთელი ცხოვრებაა ვცდილობ სამართლიანი ვიყო..-მისი ხმა იმდენად მშვიდი,გაწონასწორებული,უღელვო იყო,გამაკანკალა..
-მთელი ცხოვრებაა წინ დამხვდურ უსამართლობებს ვებრძვი.
30 წელია ისე მოვდივარ,ისე ავდივარ თითო საფეხურზე,ერთი შეცდომაც არ დამიშვია და,თუ რამე გამეპარა,მთელ ჩემს არსებას ვდებ მასში,რომ გამოვასწორო..
მეშვიდე თვეა ვზივარ ოთხ დამპალ კედელში..
მეშვიდე თვეა ხატად ჩემი შვილის შავთეთრი ფოტო მაქვს გაკრული და,
ერთადერთ რამეს ვეკითხები,
ერთადერთს და,
სხვას არაფერს.
რა?!-ხმა ისე დაეძაბა,გავშრი..ვგრძნობდი,როგორ უჭირდა თითო სიტყვის წარმოთქმა და,ათასმაგად მიჭირდა მისი მოსმენა.-რა დავაშავე ამ დედა მო**ნულ ცხოვრებაში ისეთი,რომ ჩემთვის ქალღმერთად ქცეულს,ჩემში ეჭვი გეპარება..
რა წავართვი ღმერთს ისეთი,რომ საკუთარი შვილს უსამართლოდ მპარავ?!-რა ?! რა არ მოგეცი,მთელ ცხოვრებას რომ მართმევ ?!-სიტყვაც ვერ დამცდა..
მთელი შვიდი თვე კისერში გამეჩხირა და ნაგროვები ბოღმები უგზოუკლოდ გაქრა..
მისი ხმა..
მისი ბრაზნარევი.
მისი ტკივილიანი..
მისი ათრთოლებული ბგერებიდა..
გული მომეწურა უსუსურობისგან..
-მაინც,ჩემს პატარა ანგელოზს გეფიცები იდა,მაინც იცი ყველაზე ირონიული რა არის??-ხმაში ცინიზმი ეღვრება და,ირონიული სიცილი მთელ სხეულზე უხეშად მედება..
ტკივილისგან ვცახცახებ..-ამ ყველაფრის მერე,შენი გადადგმული ნაბიჯების მერე,შენი შექცეული ზურგის მერე,ვზივარ ობიან კედლებში,ხელშეუხებელ ავტორიტეტებს ვხვდები და მთელ ჩემს სახელს,მთელ ჩემს ცხოვრებას და,სიცოცხლეს ვდებ სასწორზე,მხოლოდ იმიტომ,რომ მიყვარხარ..-ხმა ჩაუწყდა..
ადგილზე გავიყინე მეც..
აბსოლუტურად ყველაფერი წაიშალა და მარტო მისი ბოლო სიტყვები გაჩნდა ირგვლივ..
-მხოლოდ იმიტომ,ჩემი შვილის დაბადებას ვხედავდე,ყველაფერს გავაკეთებ,აქედან გამოვიდე და მაშინ,ვერაფერი,
ვერანაირი ძალა ვერ გადამიდგება წინ მის გვერდით ვიყო..
მანამდე კი შეგიძლია შენთვის ზურა მანჯავიძის მკვლელი ვიყო..-მწარედ ეცინება და სანამ გაითიშება,აყოლებს..-დაბადების დღეს გილოცავ იდა..
___
-სახლში ვეღარ გაგიშვებთ ,ეს ყველაფერი უკვე ზღვარს სცდება!-მისი ზარიდან,ერთი კვირის თავს,მთლიანად მისუსტებული ძლივს მივედი კვლევაზე.
წამიც არ გასულა გათიშვიდან,მისი სიტყვები ექოდ არ დამყოლოდა..
მოსვენება დავკარგე..
ისედაც დასუსტებულს,ენერგია სრულიად გამომეცალა და,
ნუშისაც ვეღარ ვუსწორებდი სახეს..
მრცხვენოდა..
საკუთარი სინდისი ისე მჭამდა,ვეღაღაფერზე ვეღარ გადამქონდა გული.
-მესმის ვითარება,ლეგენდები ჩვენამდეც აღწევს,მაგრამ,საქმე შენს შვილს ეხება..
საკუთარ თავს თუარ გაამხნევებ,შეიძლება დაკარგო..-ექიმი თანაგრძნობით სავსე ,დამრიგებლურ ღიმილს მანათებდა..
აზრი აღარ ჰქონდა რამეს..
მერვე თვემდე მისულს,სულ ცოტაც უნდა გამეძლო მისთვის..
ჩემი პატარა გოგრა გოგოსთვის..
საკუთარი სინდისი უნდა გამეთიშა.
ყველაფერი გვერდით გადამედო..
ჯაბა,მისი მთლიანი გრძნობებით გამომეკეტა და ჩემი შვილისთვის მებრძოლა..
ზუსტად ბრძოლის ველი იყო ის,რაც საავადმყოფოში ყოფნისას გავიარე..
ამ ბრძოლის ველის მერე,
ზუსტად ის დღე დადგა..
მას შემდეგ,ძალიან დიდი ხანი,ყველა აგონიაში რომ ვიყავით..
სრული სიგიჟე სუფევდა ირგვლივ..
ის,რაც ჩვენს გარშემო მოხდა,ვერანაირ სტანდარტში ვეღარ ჩაჯდა..
ყველას,ვისაც კი სადმე ლაპარაკი შეეძლო,ლეგენდებად ყვებოდა იარაღ შემართულ ჯაბა შალიკიანზე..
ყველას ჩემკენ გამოეშვირა ხელი და პასუხს ელოდნენ..
პასუხს,რომელიც აბსოლუტურად მთელ ჩემს ცხოვრებას მიწყვეტდა.
___
უსაშველო ტკივილს გამოვყავარ აგონიიდან..
მეორე კვირა მიიიწურა,რაც თეთრ,უსახურ პალატაში სიცოცხლისთვის ვიბრძოდით..
მთლიანად ოფლში გაწურულს გამიჭირდა სიმზრებს დავწყდომოდი..
ჯერ კიდევ იქ,შემაძრწუნებელ იმიერში ვიყავი და ყველა მომენტს ხელმეორედ განვიცდიდი..
მახსოვს როგორ ვეჭიდებოდი პატარა,ფითქინა,სუსტ ფრთებიან ანგელოზს ჩემკენ...
მახსოვს,როგორ იდგა უზარმაზარ კარიბჭესთან ჯაბა და დაბრუნებას გვევედრებოდა..
ვუყურებდი,როგორ უნდოდა ჩვენკენ წამოსვლა,მაგრამ,ყოველი ნაბიჯი უზარმაზარ უფსკრულს აჩენდა..
უღმერთოდ შემეშინდა დასახული მომავლის..
მთელმა ორგანიზზმა შოკისგან უწყვეტი კანკალი დაიწყო..
საკუთარ თავს ვერ ვუძლებდი...
მეგონა ორგანიზმში ყველაფერს ცეცხლი ეკიდა და მწვავდა..
-მიშველეთ!-ბოლო ენერგიით მთელი ხმით დავიყვირე..
-მიშველეთ!-განწირული კივილი ყელიდან გაჭირვებით ამოვუშვი და თეთრ,მთლიანად თეთრ ჭერს ვედრებით ავხედე..-არ წამართვა გევედრები!-პალატაში შემოცვენილი ექთნები ქაოსურად დამაცხრნენ თავზე და ერთმანეთს შეშფოთებული მზერა გადააავლეს..
გავქვავდი..
შიშმა მთლიანად შემჭამა და საერთოდ არაფერი,საერთოდ არავინ დავრჩი..
ყველაზე დასუსტებულს,ყველაზე უიმედოს,ყველაზე მარტოს,ერთადერთი,რაც ამწამს მჭირდებოდა,ჩემო გოგოს სიცოცხლე იყო..
-ბლოკში!-ექიმის ყვირილმა თითქოს ოდნავ იმედი მომცა..
ყველაფერი იმდენად წამებში ხდებოდა,საკუთარ ისტერიკასაც კი ვეღარ ვამჩნევდი..
წამებში საოპერაციოს მაგიდაზე სრულიად მზადყოფნაში ვიწექი და მთავარ ექიმს გაუჩერებლად მის გადარჩენას ვევედრებოდი..
სასოწარკვეთილი რკინის მაგიდას მთელი ძალით ვეჭიდებოდი.
გადარჩენა მინდოდა..
ექიმისთვის უნდა მეთხოვნა,ჯაბასთვის ის ეთქვა,მთელი ეს თვეები კისერში რომ მქონდა,მაგრამ,წამებში,
ერთიდან სამამდე ისე გავითიშე,უკანასკნელი სიტყვები ვეღარ დავტოვე..
___
-იდა,დამელაპარაკე..-რძისფერი ნისლი მთლიანად გადაჰკროდა გარემოს..
საერთოდ ვერაფერს ვგრძნობდი.
ვერცერთ კიდურს ვერ ვამოძრავებდი..
-იდა,პატარა გოგოს დედა გახდი!-იგივე ხმა ისევ მომესმა.
დავინახე,როგორ შემოიჭრა ირგვლივ უამრავი ფერი..
სხეულმა ახალი საწყისი იგრძნო..
ჰარმონიამ მთლიანად მომიცვა..
-დაისვენე!-ბოლო ხმა უკვე ძალიან შორიდან მომესმა..
ისევ რძისფერ ნისლში ჩავეშვი.
___
-დე!-თბილი ხმა მთელსხეულზე საბნად მეფარება..
მიჭირს უგრძნობადობას დავემშვიდობო..
თვალგახელილი ჯერ კიდევ ვერ ვეგუები შუქს.
-დიდი ომი გაიარე,გმირი დედა ხარ!-ნუში რბილი თითებით სახეზე მეფერება და ცხელ გამოპარულ ცრემლებს შეუმჩნევლად იწმენდს.
ჯერ კიდევ არეულია მთელი სხეული.
ნელნელა,ნაბიჯნაბიჯ ვიაზრებ ყველაფერს და,რეალობას ვუბრუნდები..
გარეგნული ტკივილები ისეთი მძაფრია,გონებას მითიშავს,მაგრამ,ამწამს,მხოლოდ იმიტომ ვსუნთქავ,მას შევხედო..
ხმის ამოღება მიჭირს,მაგრამ,ნუში მარტივად ხვდება რა მინდა..
გული ამოჯდომას მაქვს..
ნაომარი სხეული მეურჩება,მაგრამ,ვერაფერი და ვერავინ აღმიდგება წინ მის სანახავად..
ბორბლებიან სავარძელში სამი ექთნის დახმარებით გაჭირვებით ვჯდები.
მთელი სხეული მქაჩავს და თავბრუსხვევა ცდილობს მომერიოს.
თავს ვუძალიანდები..
მისი ნახვა მინდა..
რაცარუნდა დამიჯდეს,ჩემი პატარა გოგო უნდა ვნახო..
მეტირება..
ჩემი უსუსურობა გულს მიხეთქავს..
ისტერიკა მთლლიანად მიპყრობს და ექთანს თვალებით ვევედრები..
ცხარე ცრემლები გაყინულ ღაწვებს მიწვავს..
გაუგებარი ღმუილი გაუცნობიერებლად მწყდება ჩახეხილი ყელიდან და ,
როგორც იქნა,
ვხედავ..
ათი..
ცხრა..
გონებაში გასავლელ ნაბიჯებს მოუთმენლად ვითვლი და..
ის აქ არის!
გამჭვირვალე,მრგვალ სფეროში,თეთრი,კაფანდარა სხეული გაყურსული იწვა და,თეთრ ზეწარში გახვეული,ჩემი სიზმრების პაწაწინა ანგელოზს ჰგავდა..
ფითქინა კანზე წვრილი,წითელი ხორკლები დაჰყროდა და იმდენად ზღაპრულ ფერიას ჰგავდა,სუნთქვა შემეკრა..
აკანკალებული,ძალაგამოცლილი ხელი ფრთხილად მივიტანე მინასთან..
სულს გავყიდდი ამწამს,ოღონდ მას შევხებოდი,თუმცა,ექთანის თხოვნა და მისი ჯანმრთელობა პრიორიტეტი იყო..
გული მომიკვდა,მოცუცქნულს ჟანგბადის მილები რომ სჭირდებოდა სუნთქვისთვის..
საკუთარი თავი შემძულდა,მილებისთვის რომ გავიმეტე უსუსური სხეული..
იმწამს,
ზუსტად იმ წამის შესული ვიყავი პალატაში,
ყველაზე ნაცნობი,ყველაზე მონატრებული ხმა რომ გავიგონე..
ეს ხმაც არ იყო..
ქვემოდან დაჭრილი ცხოველის ღრიალი მთელ ცას აპობდა და მთელი ძალებით მიხმობდა.
გავიყინე..
ნუშის შიშით გავხედე და გაჭირვებით მივედი ფანჯარასთან.
იქ დახვედრილმა სურათმა ყველაფრის ძალა წამართვა და უღონოდ მოვეჭიდე ნუშის..
ჯაბა შალიკიანი მთელი მისი დიდებულებით,იარაღშემართული შესასვლელთან იდგა და ყველა ხერხით სცდილობდა შესვლას,თუმცა,
არ უშვებდნენ..
ყველას სახე ჩემკენ იყო მომართული და თითქოს დასტურს ელოდნენ..
ამაკანკალა..
შიშმა ისე ამიტანა,მთლიანად მოვწყდი და ნუშის ჩავეკეცე ხელებში..
საკუთარი ეგოისტობისგან შერცხვენილს,მისი თვალებში ჩახედვა ისე მეშინოდა,სიტყვას ვერ ვძრავდი..
ჯაბას უწყვეტი ღრიალი გულზე მწარედ მესობოდა და თვითგვემის დიდ საბურველში მაკრავდა..
მეგონა სულმა სხეული დატოვა ჰაერი ხუთმა მიყოლილმა გასროლამ რომ გააპო..
როგორ მივვარდი ფანჯარას არ მახსოვს..
ჩემი სარკმლის პირისპირ,საფეთქელზე ლულადამიზნებული ჯაბა შალიკიანი არაადამიანის სახით მიყურებდა და თვალებით მთელ სულს მიკლავდა.
-ჩემს შვილს გეფიცები,ჩემი სიცოცხლე შენს კისერზე იქნება,თუარ შემომიშვებ!-მოკლე,ყველაფრისმთქმელმა,სუსხინმა სიტყვებმა ორნაწილად გამიყო გული..
მისთვის როგორ ამეხსნა რატომ ვერ ვუშვებდი..
მისთვის როგორ მეთქვა,საკუთარი სირცხვილი როგორ მჭამდა..
საშველად გავხედე ნუშის..
მის თვალებში იმდენი რამ იკითხებოდა,სუნთქვა შემეკრა.
სულ წამით გავცვალეთ მზერა,
სულ ერთი წამი ეყო ნუშის,ჩემი ტკივილი მისათ ექცია და,პასუხისმგებლობა,რომელიც მხრებზე ლოდად მაწვა,ორად გაეხლიჩათ.
-ამოუშვით!-ნუშის სიტყვებმა მომეჩვენა,თითქოს ყველაფერი განმუხტა..
გარეთ,თუმცა,სულში ისეთი ცეცხლი მეკიდა,მთლიანად მწვავდა და დიდ,მოუშუშებელ წყლულებს მიტოვებდა..
უკვე მისი ნაბიჯების ხმა მესმოდა..
მძიმე,მყარი,ამაყი,ბევრი სიბრაზის მატარებელი..
მთელი გულით მწამდა,შემოვიდოდა,მაგრამ,არც..
არც კი გამოუხედავს შეღებული კარებისკენ,მიმართულება პირდაპირ ჰქონდა..
გული გამეწურა..
სუნთქვა შემეკრა..
უარყოფილი ნუშის მკლავებში გავეხვიე და გულში დაგროვებული ყველა ჯავრი გარეთ გამოვუშვი..
მეტკინა..
ყველა მისი ნაბიჯი ისე მეტკინა,ვერ განვთავისუფლდი..
დედის ხელები ჩემი ტკივილის შემსუბუქებას სცდილობდა,მაგრამ,ვეღარ მაკავებდა..
ისტერიკა მთელ სხეულს იპყრობდა და უმოქმედოს მხდიდა..
შეშინებული ნუში გაჭირვებით გადასწვდა ექთნის ღილაკს და მალევე ვიგრძენი სიმსუბუქე..
დამამშვიდებელი ვენებს გაყვა და,
ჩემი ყველა განცდა ჯებირებში მოაქცია..
__
-გაღვიძებულმა,რომ ვერ დაგინახოს,ვეღარ გადაიტანს..-თოკოს ხმა უსუსტესად მესმოდა..
ძილბურანში ვიყავი..
სხეულის აბსოლუტურად ყველა ნაკვთი უსაშველოდ მტეხდა..
კარების სუსტმა ხმამ მაგრძნობინა რომ მარტო დავრჩით და,
გული ლამის ამომივარდა..
აპარატმა ისეთი ხმაური ატეხა,სირცხვილისგან დავიწვი.
ის აქ იყო..
მისი სუნამოს არომატი მთელ ოთახში გაფანტულიყო და უღმერთოდ მსურდა,მთლინად შემესუნთქა,მცირედ მაინც რომ გამექრო მონატრება..
-იდა..-არ ვიცი რამდენი ხანი ვიყავით ასე..
მე თვალდახუჭული,მის არომატში გახვეული..
ის ფანჯარასთან,თავჩახრილი და უმიზნოდ ჩაფიქრებული..
შეიძლება იმდენი საათიც გავიდა,დროის აღქმაც დავკარგეთ.
მხოლოდ ის შევამჩნიე,მისი ხმა რომ გავიგე და თვალები გავახილე,გარეთ ბნელოდა და ლამპიონები სუსტად ანათებდნენ...
-ვერავინ ვერასდროს წარმოიდგენს ახლა აქ ყოფნა რად მიღირს და როგორ მიჭირს სათქმელი ისე გითხრა,ბოლომდე რომ არ დავსრულდეთ..-მისი ხმა მთელ სხეულს ეკლებად დაეყარა და გამარინდა..ისე უსაშველოდ,ისე წარმოუდგენლად მენატრებოდა მისი ხმა,მოღალატე,უადგილო,შეჩვეული ცრემლი შეუმჩნევლდ გამომეპაა ყალიბებიდან..-იმ დილას ციხიდან ჩემმა მოსაკნემ დამირეკა..-მზერა სივრცეს გაუსწორა და თითქოს იქ,იმ წამს დაბრუნდა..გარინდული ვუსმენდი და ერთი წამითაც ვერ მოვწყვიტე თვალი მის დაღლილ სახეს..-მანჯავიძე ზურას მოშორებაზე იდგა საკითხი და მაფრთხილებდა,ციხის უფროსი ამას ისე არ გააკეთებს,შენ რომ არ გაგრიოსო..-მთლიანად გადაშალა მოგონებების ხურჯინი და იმ საკითხში ჩამახედა,სადაც,ვერასდროს ვიხილავდი,სხვა დროს სიმართლეს..-ვიცოდი,ტაბატაძის ნაბი*ვარი სული სადამდეც იყო წამსვლელი,მაგრამ,იმდღესვე,ჩემივე ბინიდან თუ ამიყვანდა,ვერ წარმომედგინა..-გამაკანკალა,იმის წარმოდგენა,რომ ჩემი ძილისას,ორ ნაბიჯში სმართალდამცავები ჯაბას იყვანდნენ,თავზარისდამცემი იყო...დავმუნჯდი..-ჯერ კიდევ დიდოს ამბავი არ ჰქონდა მონელებული,სამი წელი რომ ეჭვქვეშ დააყენა ჩემი პიროვნება,ის არ იკმარა და,ახლა ჩემი სახელით უნდოდა იმის გაკეთება,რის მერეც წამითაც არავინ მაცოცხლებდა..
ჩემივე იმუნიტეტის ქვეშ მყოფს მომაკლევინებდა და გამგელებულ ავტორიტეტებს მიუგდებდა ჩემს თავს..-მწარედ ჩაეცინა და სულ წამით გამომხედა..
მისი სული მთლიანად გაშიშვლებული იყო..
მის ყოველ იარას საკუთარი თვალებით ვხედავდი და რეალობა დანახულმა,უკვე მერამდენედ,საკუთარითავის რწმენა დავკარგე.
-ამას იმწამსვე მივხვდი,როგორც კი ზურასთან ჩამსვეს.ვეცადე...-თავი დანაშაულში მხელილივით ჩახარა...თვალებიდან იმდენი სევდა გადმოეღვარა,მარცხენა მხარე ამეწვა..-მთელი ჩემი ძალა გამოვიყენე რომ გადარჩენილიყო,მაგრამ,ტაბატაძის ეშმაკზე მიყიდული სული ისე გადამეღობა,ხელებში ჩამაკლა ახალგაზრდა ბავშვი.-ხმა სასწაულად გაუტყდა..მთელი სხეული მთხოვდა მასთან მისვლას,მაგრამ,უფლება არ მქონდა..-მერე იყო ის,რასაც შენამდე ვერ მოვიტან,მაგრამ,ერთადერთ რამეს ვერ გაწვდა ნაბი*ვრის გონება.-ირონიამ სულ წამით დაფარა.-მისი დახატული სცენა არ ემთხვოდა ჭრილობების არეალს და ამან მომცა იმის ძალა,ბოლომდე მებრძოლა..-ღრმა ამოსუნთქვას მთელი განვლილი თვეები ამოაყოლა და ვიგრძენი როგორ შეუმსუბუქდა სიმძიმე..
მხოლოდ ახლა,როცა ნაგროვები ამოიღო,მისი ხავსისფერი,ომგამოვლილი თვალები გამისწორა და,ის ტკივილი დამანახა ,მისი სახელი რომ ატარებდა..
დავპატარავდი..
საპასუხოდ არც ძალა მქონდა და,ვგრძნობდი,იქ ჩემი სიტყვები სრულიად ზედმეტი იყო..
-არაფერში გადანაშაულებ..-თვალი რომ ვერ გავუსწორე,სულ რამოდენიმე ნაბიჯით მომიახლოვდა..ისე ვცახცახებდი,ვერც მან გაუძლო და ხელებზე ისეთი ძალით მომეჭიდა,სრულიად მოვდუნდი..-შენ დედა ხარ და ვალდებული ხარ კბილებით დაიცვა შვილი,მაგრამ,იმის საბაბი არასდროს მომიცია,ჩემში დაეჭვებულიყავი..-სუსტად გამიღიმა და ღაწვებზე ფთხილად მომეფერა..
ცხელი,დატანჯული ცრემლები თითის ბალიშებით შემიმშრალა და,წამიერი ჩემი სითბო ისევ წაიღო..
-დედობს გილოცავ იდ..-გასასვლელისკენ დაძრული წამით მომიტრიალდა.-შენი საჩუქრის საზღაურს ვერასდროს გადავიხდი..
__
ულამაზეს ხავსისფერ თვალებს სულ წამიერად ახელდა..
წამიერად შემომანათებდა და მთლიანად მცვლიდა..
სამყაროს სულ სხვა ფერებში მიხატავდა და იმ ახალი ცხოვრების საფეხურებს მაცნობდა,მასთან ერთად რომ უნდა დამეწყო..
პატარა,მოცუცქნულ,ფერმკრთალ სახეზეც კი უკვე აშკარა კვალი იყო ჯაბასი..
გული მითბება..
მასში იმდენი შალიკიანი იყო,რამდენიც ჯაბაში და,ყველაფერი ერთიორად მიორკეცდებოდა..
ერთი სრული კვირა მის მინასთან გატარებულს,ის მინდოდა,წამითაც არ მოვშორებოდი..
ხელები მტკიოდა,ისე მინდოდა ხელში ამეყვანა და მისი სუნით გამევსო ფილტვები..
წინ მყავდა,ერთი ხელის გაწვდენაზე და მაინც,უსაშველოდ მენატრებოდა..
დილის შვიდი იყო..
დღე გამონათებას იწყებდა და მზესთნ ერთად,მის მოსვლასაც ველოდი..
უკანასკნელი სიტყვებიდან არცერთი ზედმეტი აღარ თქმულა..
ვიცი,დროს მაძლევდა..
ვიცი,ისევ ჩემზე ფიქრობდა და მისი იდეალურობის გვერდით,ჩემი სიმცირე მტკენდა..
მენატრებოდა..
ამას მონატრებაც აღარ ჰქვიოდა..
გრძნობა,რომელიც მისი გამოჩენისთანავე სხეულში ტრიალებდა,ყველაზე აღმატებული იყო და სახელს ვერ ვარქმევდი..
იცოდა,მჭირდებოდა და არ ყოფილა წამი,დავეტოვებინეთ..
მესმოდა,მაგრამ,მისი სიჩუმე და ,ჩემი გაუბედაობა აღარ შემეძლო..
მისი ხმა მჭირდებოდა..
მთლიანად ჯაბა შალიკიანი მჭირდებოდა და ,
ამის გაცნობიერება,საკუთარი შეცდომების შემდეგ,ძალიან რთული იყო..
მარტო წამითაც კი დარჩენა მიჭირდა..
როგორც კი განვლილი თვეები შემოიჭრებოდა,დანაშაულის გრძნობა მკლავდა და მთრგუნავდა.
ძალიან ჩუმ კაკუნს ფიქრებიდან გამოვყავარ.
თოკო პალატასთან იდგა და ისე მიღიმოდა,მთელ პოზიტივს მჩუქნიდა.
-ამ ბოლო დროს იმდენს ფიქრობ,მეშინია არ გადაიწვა.-დერეფანში ნელი ნაბიჯით ,ხელკავი გამოედო ჩემთვის და,პალატას დავუბრუნდით..
-ბოლო სამი წელია თო იმდენს ვფიქრობ,ტვინის არცერთი უჯრედი ძველებურად აღარ ფუნქციონირებს.-მის შენიშვნაზე მეცინება და სკამზე ფრთხილად ვჯდები.
ჯერ კიდევ მიჭირდა პოსტოპერაციული პერიოდი..
-შენ რაზეც ფიქრობ,ის ყველაზე უსაფუძვლო და დროის ფუჭი ხარჯვაა იდა.-თითქოს ნაწყენი მზერააქვს,ცოტა იმედგაცრუებულიც.-ამდენი წელი გავიდა და შენ ჯერ კიდევ ვერ გაიცანი შალიკიანი?!-კითხვით სავსემზერას მაბყრობს და ჩემ წინ ჯდება.-არცერთ!არცერთ ნაბიჯს არ გადადგამს ჯაბა ისე,შენგან ანალოგიური სურვილი რომ არ მოდიოდეს.შენ ბლოკავ..სხედხართ,ჩუმად,კედლებს უყურებთ,პატარა გოგოს შორიდან ეფერებით და არცერთი!არცერთი სიტყვა არ გითქვამს მისთვის იმ დღის შემდეგ და მიკვირს,რას ელი?-ხმაში გაკიცხვებს ურევს და სიბრაზის ნოტებს მახვევს.-ჯაბა სულ დაგელოდება,ჯაბა სულ მოგცემს იმდენ დროს,რამდენიც დაგჭირდება,მაგრამ,შენ იმას ვერ ხვდები ეს დრო რაში გამოიყენო..-თითქოს ჩახერგილ გზას მიწმენდს..სავალ ბილიკებს მითავისუფლებს..-შალიკიანს უყვარხარ იდა!შალიკიანის სიყვარული მარტივი და წესებზე მორგებული არარის და ამას უკვე მიხვედრილი უნდა იყო!
ჯაბას ყველანაირი უყვარხარ..
ჯაბას შენი ყველა შეცდომაა,ყველა ნაბიჯი,ყველა ფიქრი, ყველა სიტყვა,ყველა გამოხედვა და,შიშით უყვარს შენი..
მის წინ კაცი რომ მოკლა,
მის წინ უპატიებელიც რომ დაუშვა და,
სიკვდილის ღირსი იყო,
მაინც მოგკიდებს ხელს..
მაინც ჩაგიკრავს გულში..
მიანც ბოლო წამამდე ეყვარები იმიტომ,რომ ჯაბა ასეთია.
შალიკიანზე ლეგენდები ჩვენი ბავშვობიდან სულ ტყუილად არ დადიოდა..
შალიკიანი ჯაბა ის კაცია,დედამიწაზე ერთი რომ იბადება და ,
მის მისიას,მის მოვალეობას,მის ცხოვრებას ბოლომდე მისდევს..
-დამუნჯებული ვუსმენდი ალბათ უკვე მერამდენე სიმართლე თოკოს პირიდან და ,მაკანკალებდა.
მთელი სხეულით ვცახცახებდი და ის მადლიერება,მის მიმართ რომ მქონდა,არ ვიცოდი,როგორ გამომეხატა..
-თო..-ყველა მადლობით სავსე მზერა გავუცვალე..-რა გავაკეთო,შენი მზრუნველობა რომ გადავიხადო?!
-უბრალოდ საკუთარ თავს საშუალება მიეცი,გიყვარდეს და უყვარდე!-სანამ გავიდოდა,ისევ შემოტრიალდა,ამჯერად თვალებში ეშმაკები უხტოდა და მიცინოდა.-ბოლო ათი წუთია ჯაბა ჩვენს გოგოს თავზე დატრიალებს..მიდი მასთან!
ფეხდაფეხ მივყვევი თოკოს..
-ზუსტად ამ წამს მოვდიოდი თქვენთან,გოგონას მილები მოვხსენით,მისი აყვანა უკვე შეგიძლიათ..-კარებთან ღიმილიანი ექთანი დამემთხვა..
გამეღიმა..
თბილ ოთახში ჯაბა თვალმოუცილებლად დასცქეროდა მის ყურებაში გართულ ჩვენს გოგოს და ისეთ სურათს ქმნიდა,ბედნიერებით ავივსე.
-იცით,ბავშვი მან აიყვანოს პირველად!-ექთანს დაბალ ხმაზე გადავულაპარაკე და იმ ყველაზე ღვთიურ წუთებს მზერა ამღვრეული შორიდან დავაკვირდი..
გავთბი..
სულ წამით შემომხედა ჯაბამ,თითქოს,ჩემ თვალებში დასტურს ეძებდაო,ექთანს ფრთხილად გამოართვა ჩვილი და მკერდზე ისეთი სინაზით მიიკკრა,ცრემლები ვერ შევიკავე..
ვუყურებდი სამყაროს ორ ცენტრს..
ორ ჩემი სიცოცხლის მამოძრავებელ ძალას..
ერთად იმ მთლიანობას ქმნიდნენ სამყაროს ბედნიერების ცენტრად რომ მოიაზრება..
-მისთვის სახელი არ დაგირქმევია..-ჩურჩულით,თვალებში ცისკრებით,დაწმენდილი,მოელვარე ხავსისფერები შემომანათა და ძველებური,მისი და ჩემი ღიმილით ჩვენი გოგო ფრთხილად გადმომიწვინა ხელებში..
გავირინდე..
მისი კანის არომატმა მთელი სული მოიარა და გულის ბუდეში ბინა დაიდო..
გამეღიმა..
სხეულში ცხელმა ტალღამ ერთიანად დამიარა და მისი ძლიერი ხელები,მხრებზე მოხვეული უსაშველოდ ამეწვა..
გავიბადრე..
თითქოს ერთმა ციცქნა გოგომ დიდი ყინულის აისბერგი ერთი შემონათებით გაადნო..
შეგვაერთა და იმ საწყისს დაგვაბრუნა,ბოლო წელია რომ ვნატრობდი..
-ნენე შალიკიანი!-ძალიან დაბალი ხმით,ისე,რომ ჩაძინებულ ანგელოზს არ გაღვიძებოდა,ჩემს ხავსისფერებს ავხედე ..
მონატრებული თვალებიდან ძველი სიყვარული,ძველი გრძნობები,ძველი იარები ძველებურად მიცქერდა და ჩემი სულის წაკითხვას ლამობდნენ..
__
-ბავშვს ვნათლავ მე!-ჩემს სამზარეულოში,შეკრებილებს,დიდი სჯა-ბაასი გაებათ,ნენეს ვინ მონათლავდა..
ჩემს სიტყვას ვინ უსმენდა,ომის ველზე სალოს დათის და თოკოს ისეთი სისხლის ღვრა აეტეხათ,თავგაბეზრებულს სად წავსულიყავი აღარ ვიცოდი..
ნუში ნენეს ოთახში იყო შეკეტილი და ცოცხალი თავით არ ტოვებდა მარტოს მძინარეს.
-ან შენ,ან მე!-სალო გაცხარებულ დათის წინ აესვეტა გაბზეკილი თითით და თვალებიდან ცეცხლებს ყრიდა.
-ორივემ რომ მონათლოთ არა?-ყოველთვის წყნარი თათუ გამოსავალს ძებნის.
-ორივე ვერ მოვნათლავთ.-მომენტალურად ინთება სალო და სახეზე ისეთი ფერი ედებათ,მე და თათუმ წამში გავცვალეთ მზერები.
ცოტა ისეთ შოკში ვვარდებით,პირი ღია მრჩება თუმცა თავს ვიკავებთ,ისედაც აფეთქებული სალოს გადარევას ჯობდა იქამდე გვეცლია,სანამ თვითონ მოხსნიდა ხურჯინს თავს.
ალბათ,კიდევ უამრავი საათი მომიწევდა დაუსრულებელი კამათის მოსმენა,ჯაბას რომ არ დაერეკა და ზევით ასვლა არ ეთხოვა..
ზუსტად საათის წასული იყო ჩვენგან და გამიკვირდა..
ფეხით ავუყევი სამ სართულს ..
კარებთან ანერვიულებული შალიკიანი რომ დამხვდა გაუცნობიერებლად შიშის ფერმა გადამკრა..
გამისწორდა..
ხელში მისი სახლის გასაღები ეჭირა და ჩემკენ გამოეწოდა..
-იდა..-მისი მზერით ამომხედა და გამიღიმა..-არ შემიძლია ბეჭდები და ფორმალობები,ჩარჩოში ჩასმული ფურცლები და ურწმუნო მღვდლის დამოწმებული კავშირი..
მე ოჯახი ჩემებურად მესმის..
მე სიყვარული ჩემებურად ვიცი..
ამ გასაღებში,ჩვენს ოჯახში,მე,შენ და ნენე,შენი და ჩემი სულის ნაწილებით ბედნიერად ვცხოვრობთ..
აქ,ამპატარა რკინის ნაჭედში,ჩემი მთელი ფიცი,მთელი ემოცია,უკიდეგანო გრძნობები,ლხინის და ცოტა მეტი განსაცდელის გზები,პატივისცემა და ის უღმერთო სიყვარულია,თქვენს მიმართ რომ მაქვს..-თვალებიდან უზღვავი სიყვარული უწყვეტად ეღვრება და ისე მინდა მასში ჩავიძირო,სუნთქვა მეკვრის..
-იდ.-სახე ათასფრად უელავს..თვალებში ვარსკვლავები უკიაფობს და მთელ სიყვარულს უთქმელად მჩუქნის.ხელებში ჩვენი სახლის გასაღებს მიდებს და მიცინის..-გახდები ჩემი ოჯახი?!
______

გული ან არ მიცემს,ან ისე სუსტად,ვერ ვგრძნობ.
ყველა ისტორია მიყვარს,უჩა გასვიანზე "ჩემთვის გაჩენილი"-დან ვგიჟდები,მაგრამ,ჯაბა შალიკიანი და "ლეგენდა შალიკიანზე" სრული სიგიჟის სიყვარულია ჩემთვის..
არ ვიცი,ალბათ,ის იყო,რაც უნდა ყოფილიყო..
შეიძლებოდა სხვაგვარადაც,მაგრამ,ჯაბა შალიკიანი ასეთია..
უცნაური,მისებული,ერთი და ერთადერთი..
თქვენმა შეფასებებმა ძალიან დიდი ხნის გაყინული გრძნობები,ემოციები,წერის სურვილი ერთიანად გამილღო და აქამდე მომიყვანა <3
მადლობა..
ყველას..
თითო ჩემთვის დაწერილი სიტყვისთვის.
მიყყვარხართ.
არცერთი სიტყვა იმ მადლიერებას ვერ აწონის,თქვენ მიმართ რომ მაქვს.
გელით.
თქვენი:ანასტასია



№1  offline წევრი OKI ME

ოჰ, ოჰ, ოჰ დაუდია უკვე. :დდ როგორ ოპერატიულად დაუდია თან :დდ სიტყვის ქალი ხარ შენ !! ❣️აბა ვნახოთ ერთი რა ხდება, რა ამბები დაატრიალე. ❤️❤️

 


№2  offline ახალბედა მწერალი tasusuna

Megioki
ოჰ, ოჰ, ოჰ დაუდია უკვე. :დდ როგორ ოპერატიულად დაუდია თან :დდ სიტყვის ქალი ხარ შენ !! ❣️აბა ვნახოთ ერთი რა ხდება, რა ამბები დაატრიალე. ❤️❤️

შუადღით ისეთი ფორსმაჟორი მქონდა, შენ ჯვარი გწერია ???????? სულპირჯვრის წერით დამამაო ჩვემოთი გადმოვედი მანქანიდან და აქამდე ვსულიერდებოდი :დდდდდგელოდები! ❤️❤️❤️❤️❤️

 


№3 სტუმარი სტუმარი თამო

აი რა ვთქვა არ ვიცი.სულ ისეთი გმირები გყავს კაცები საოცარი სიყვარული რომ შეუძლიათ სხვანაირი განსხვავებული.შალიკიანი საოცარია თავისი ყველაფრით მიყვარს მე ეს ორი ძალიან.საოცრად კარგია

 


№4  offline ახალბედა მწერალი tasusuna

სტუმარი თამო
აი რა ვთქვა არ ვიცი.სულ ისეთი გმირები გყავს კაცები საოცარი სიყვარული რომ შეუძლიათ სხვანაირი განსხვავებული.შალიკიანი საოცარია თავისი ყველაფრით მიყვარს მე ეს ორი ძალიან.საოცრად კარგია

❤️❤️❤️ როგორ გამახარეთ,შალიკიანზე ვგიჟდები ისე იყვარს :დ ❤️❤️❤️❤️მადლობა!

 


№5  offline წევრი OKI ME

მშვიდობა გაქვს? იმედია გაქვს. არ დაგვღუპო გოგოო :დდდ

ჰოოდა გადავედით შალიკიანზე. მოკლედ, შენი ისტორიების უნეტესი თუ არა რაღაც ნაწილი მაინც წაკითხული მაქვს. ის, რაც წაკითხული მაქვს ყველა მომწონს თუმცა შალიკიანი და იდა საერთოდ სხვა განზომილებაა. სულ სხვაა. ამოუხსნელი. ვკითხულობდი და მივხვდი, რომ აი, ჩემთვის შენი ძველი ისტორიებისგან შალიკიანი ძალიან განსხვავდება. არ ვიცი ამ იატორიისადმი ჩემი გრძნობების ბრალია და სუბიექტურად ვამბობ შეიძლება მაგრამ მე მგონია რომ უფრო დახვეწილი ნაწერი გაქვს. არც აქამდე უჩიოდი ამას მაგრამ ეს სულ სხვა არის. ❤️ თუმცა ცოტა დამაკლდა ჯაბას ციხიდან გამოსვლის დეტალები. ნუ ისეთი არაფერი, ეს უბრალოდ ჩემი ცნობის მოყვარეობის ბრალია, ყველაფერი თითქმის დეტალებში, რომ მაინტერესებს ხოლმე :დდდ

ვაღიარებ, ტაშს გიკრავ და ქედს ვიხრი შენს წინაშე. ეს ისტორია შედგა. ერთ-ერთი საუკეთესო ისტორიაა.

ნუ, ნუშის ძეგლს ვუდგამთ ასეთი დედობისთვის. იშვიათი დედაა. დავფიქრდი, ნუშის ადგილას დედაჩემი რას იზამდა. მე გადავურჩებოდი თუმცა აი "ის" სავარაუდოდ არა :დდდ ნუში არის ქალი პიროვნება. მიუხედავად იდას ტანჯვისა არასდროს უსაყვედურია ამ სიყვარულის გამო, არ შეუმჩნევია ტკივილი, ის რომ განიცდიდა შვილის ცუდათ ყოფნას. ძლიერი ქალია.

ისა და უყურე შენ სალი, ეგ მაიმუნი გოგო. :დდ

აბა, ახლა შენ იცი. ნუ, დაიკარგები საშვილიშვილოდ ისე, რომ ძებნა გამოვაცხადოთ შენზე :დდ ეს კი დაასრულე, კი ბატონო, დაისვენე, აღიდგინე ძალები შენ და შენმა მუზამ მაგრამ მთლად უვადო შვებულებაშიც ნუ გახვალთ. :დდდ ❤️

წარმატებები შენ ❤️♥️ საუკეთესო ხარ საუკეთესო ისტორიებით ❣️❣️❤️❤️❤️❤️❤️

 


№6  offline ახალბედა მწერალი tasusuna

დალდონს:
ცრემლმორეული ვკითხულობდი თქვენს შეფასებას... გული კისერში მიცემს,არ მგონია ამდენს ვიმსახურებდე.. მადლობა როგორ გადმოვცე მსგავდი შეფასებისთვის,ვერ ვხვდები... სიტყვებსაც კი ვერ ვძებნი ❤️❤️❤️❤️❤️ თქვენმა შეფასებამ
წარმოუდგენელი ძალა და კმაყოფილება მომცა,რომ გამომივიდა!!
მადლობა რომ სულ აქ ხართ ❤️❤️ სულ მკითხულობთ და მეც, გელით ხოლმე ❤️❤️❤️

Megioki
მშვიდობა გაქვს? იმედია გაქვს. არ დაგვღუპო გოგოო :დდდ

ჰოოდა გადავედით შალიკიანზე. მოკლედ, შენი ისტორიების უნეტესი თუ არა რაღაც ნაწილი მაინც წაკითხული მაქვს. ის, რაც წაკითხული მაქვს ყველა მომწონს თუმცა შალიკიანი და იდა საერთოდ სხვა განზომილებაა. სულ სხვაა. ამოუხსნელი. ვკითხულობდი და მივხვდი, რომ აი, ჩემთვის შენი ძველი ისტორიებისგან შალიკიანი ძალიან განსხვავდება. არ ვიცი ამ იატორიისადმი ჩემი გრძნობების ბრალია და სუბიექტურად ვამბობ შეიძლება მაგრამ მე მგონია რომ უფრო დახვეწილი ნაწერი გაქვს. არც აქამდე უჩიოდი ამას მაგრამ ეს სულ სხვა არის. ❤️ თუმცა ცოტა დამაკლდა ჯაბას ციხიდან გამოსვლის დეტალები. ნუ ისეთი არაფერი, ეს უბრალოდ ჩემი ცნობის მოყვარეობის ბრალია, ყველაფერი თითქმის დეტალებში, რომ მაინტერესებს ხოლმე :დდდ

ვაღიარებ, ტაშს გიკრავ და ქედს ვიხრი შენს წინაშე. ეს ისტორია შედგა. ერთ-ერთი საუკეთესო ისტორიაა.

ნუ, ნუშის ძეგლს ვუდგამთ ასეთი დედობისთვის. იშვიათი დედაა. დავფიქრდი, ნუშის ადგილას დედაჩემი რას იზამდა. მე გადავურჩებოდი თუმცა აი "ის" სავარაუდოდ არა :დდდ ნუში არის ქალი პიროვნება. მიუხედავად იდას ტანჯვისა არასდროს უსაყვედურია ამ სიყვარულის გამო, არ შეუმჩნევია ტკივილი, ის რომ განიცდიდა შვილის ცუდათ ყოფნას. ძლიერი ქალია.

ისა და უყურე შენ სალი, ეგ მაიმუნი გოგო. :დდ

აბა, ახლა შენ იცი. ნუ, დაიკარგები საშვილიშვილოდ ისე, რომ ძებნა გამოვაცხადოთ შენზე :დდ ეს კი დაასრულე, კი ბატონო, დაისვენე, აღიდგინე ძალები შენ და შენმა მუზამ მაგრამ მთლად უვადო შვებულებაშიც ნუ გახვალთ. :დდდ ❤️

წარმატებები შენ ❤️♥️ საუკეთესო ხარ საუკეთესო ისტორიებით ❣️❣️❤️❤️❤️❤️❤️

წეღან კი გადავრჩი და მოვედი აქამდე,მაგრამ,ამის წაკითხვოის მერე კიდევ დავლიე კორსიზი და მივესვენე :დდდ ცოტა ისეთი დაკარგვები ვიცი,ძააან თუარ გამიჭირდა აქამდე ვერ მოვდივარ ხოლმე და ახლა ისე გადამმუხტეთ, ვგონებ მალე დავბრუნდები :დდდ
ერთი ნუში,ერთი თორნიკე,ერთი ჯაბა რო გვყავდეს ყველას რა კარჰი იქნებოდა არა?! :დდ ჯაბა შალიკიანი ჩემი გამორჩეული პერსონაჟია,ვაღიარებ მთელი გილით და სულით ❤️❤️❤️❤️❤️
რაც შეეხება ხოტბებს,მადლობა!!!
მადლობა და , კიდევ მადლობა!!!
მინდა ისევ გიხილო ჩემს ისტორიებზე,პოზიტივი მოგაქვს! ❤️❤️❤️❤️

 


№7  offline წევრი OKI ME

ჰაჰა, ხო ავშენდით სრულიად ერი ჯერ მარტო ბევრი თორნიკე რომ გვყავდეს და დანარჩენებზე აღარაფერს ვამბობ :დდდდ
❤️❤️
ახლა ისეთი აკრეფილი მაქვს რაც არ წამიკითხავს შენი ისტორიები იმასაც დავუყვები :დდდ ❤️❤️

 


№8  offline ახალბედა მწერალი tasusuna

Megioki
ჰაჰა, ხო ავშენდით სრულიად ერი ჯერ მარტო ბევრი თორნიკე რომ გვყავდეს და დანარჩენებზე აღარაფერს ვამბობ :დდდდ
❤️❤️
ახლა ისეთი აკრეფილი მაქვს რაც არ წამიკითხავს შენი ისტორიები იმასაც დავუყვები :დდდ ❤️❤️

სულ ბოლოში არ ჩახვიდე არ შევრცხვე :დდდდდდ

 


№9  offline წევრი ნანა73

გამოფიტული ვარ...
ამდენი ემოცია ჩემთვისაც მეტისმეტია.
ამ ისტორიას მარტო იმიტომ ვაღიარებდი, შენთვის უდიდესი მნიშვნელობა რომ აქვს.
იმდენი გაქვს განცდილი და ჩადებული ყველა სიტყვაში, აუცილებლად უნდა დააფასოს შენმა მკითხველმა.
რთულ სიყვარულზე და რთულ ურთიერთობაზე იყო აქ მოთხრობილი.
პატარა გოგოს ამობრუნებული ცხოვრება და ჩამოყალიბებული, მრავალგანსაცდელ გამოვლილი კაცის სიყვარული მარტივი ვერ იქნებოდა...
ვეღარ ვწერ, ან რა დავწერო რასაც პირველად გეტყვი?
ძალიან! ძალიან კარგი გოგო ხარ ანასტასია!
ხშირად წერე და გაგვახარეშენი თხზულებებით.
❤️❤️❤️

 


№10  offline ახალბედა მწერალი tasusuna

ნანა73
გამოფიტული ვარ...
ამდენი ემოცია ჩემთვისაც მეტისმეტია.
ამ ისტორიას მარტო იმიტომ ვაღიარებდი, შენთვის უდიდესი მნიშვნელობა რომ აქვს.
იმდენი გაქვს განცდილი და ჩადებული ყველა სიტყვაში, აუცილებლად უნდა დააფასოს შენმა მკითხველმა.
რთული სიყვარულზე და რთული ურთიერთობაზე იყო აქ მოთხრობილი.
პატარა გოგოს ამობრუნებული ცხოვრება და ჩამოყალიბებული, მრავალგანსაცდელ გამოვლილი კაცის სიყვარული მარტივი ვერ იქნებოდა...
ვეღარ ვწერ, ან რა დავწერო რასაც პირველად გეტყვი?
ძალიან! ძალიან კარგი გოგო ხარ ანასტასია!
ხშირად წერე და გაგვახარეშენი თხზულებებით.
❤️❤️❤️

ასეთი ემოციური შეფასებების კითხვისას არასდროა ვყოფილვარ, ალბათ იმიტომ,როგორც თქვენ თქით,რომ ძალიან მნიშვნელოვანიიყო ჩემთვის ❤️❤️❤️❤️ სიტყვები არ მყოფნის,თვალებშიციმდენი ცრემლია დაგროვილი... მადლობა! მადლობა!

 


№11  offline მოდერი abezara98

იდას ერთხელ მაინც რომ ამოეღო ხმა, ღმერთი კი არ დასჯიდა, არც მიწა გაუსკდებოდა და არც მოწმენდილ ცაზე გავარდებოდა მეხი და მას არ დაეცემოდა :D ისევ ჯაბას მოსაგვარებელი გახდა ყველაფერი და ისევ ის იყო საწყისიცა და სასრულიც ❤❤❤ მეტი ჯაბასა და იდას მომენტი მინდოდა, უფრო მეტი სითბო, მაგრამ თითქოს მათი შემხედვარე სიტყვებიც კი ზედმეტია. ასეთია შალიკიანი და მორჩა ❤❤❤

 


№12  offline ახალბედა მწერალი tasusuna

abezara98
იდას ერთხელ მაინც რომ ამოეღო ხმა, ღმერთი კი არ დასჯიდა, არც მიწა გაუსკდებოდა და არც მოწმენდილ ცაზე გავარდებოდა მეხი და მას არ დაეცემოდა :D ისევ ჯაბას მოსაგვარებელი გახდა ყველაფერი და ისევ ის იყო საწყისიცა და სასრულიც ❤❤❤ მეტი ჯაბასა და იდას მომენტი მინდოდა, უფრო მეტი სითბო, მაგრამ თითქოს მათი შემხედვარე სიტყვებიც კი ზედმეტია. ასეთია შალიკიანი და მორჩა ❤❤❤

აი შალიკიანია და ვსო! რაც დაიწყო დაასრულა ❤️❤️❤️ მადლობა აბეზარავ ❤️❤️❤️❤️ გამახარე ❤️❤️❤️❤️

 


№13 სტუმარი სტუმარი ლია

კარგად ამთავრებ, საუკეთესო ხარ.

 


№14  offline ახალბედა მწერალი tasusuna

სტუმარი ლია
კარგად ამთავრებ, საუკეთესო ხარ.

საუკეთესო მადლობა თქვენ! ❤️❤️❤️

 


№15 სტუმარი ტაისა

აიიიი ძალიან მეძინებოდა, მაინც შემოვიჭყიტე საიტზე და კიდევ კარგი :დდ
როგორც ყოველთვის , ემოციები, განცდები , ყველაფერი საინტერესო გამიღვიძა ორგანიზმში ❤❤❤❤❤

ძალიან მიყვარს შენი პესონაჟები და შენ ჰო საერთოდ!!!! ❤❤❤❤❤

 


№16  offline ახალბედა მწერალი tasusuna

ტაისა
აიიიი ძალიან მეძინებოდა, მაინც შემოვიჭყიტე საიტზე და კიდევ კარგი :დდ
როგორც ყოველთვის , ემოციები, განცდები , ყველაფერი საინტერესო გამიღვიძა ორგანიზმში ❤❤❤❤❤

ძალიან მიყვარს შენი პესონაჟები და შენ ჰო საერთოდ!!!! ❤❤❤❤❤

მიხარია რომ არ დაიძინე :დ მადლობა რომ კითხულობ ❤️❤️❤️ ბევრ გულებს გიგზავნი ❤️❤️❤️

 


№17  offline წევრი მე♥უცნაურე

როგორი მძიმეა და მწარე განსაცდელი რომ გაპატარავებს და წყენაზე მაღლა ვერ დგები. აბსოლუტურად გავუგე იდას, მაგრამ მარტო დარჩენილი ჯაბა მეტად შემეცოდა.
და ბოლოს ჰო, 'გახდები ჩემი ოჯახი?', ზუსტად ის დასასრულია, რაც სჭირდებოდა ამ ისტორიას❤️

 


№18  offline ახალბედა მწერალი tasusuna

მე♥უცნაურე
როგორი მძიმეა და მწარე განსაცდელი რომ გაპატარავებს და წყენაზე მაღლა ვერ დგები. აბსოლუტურად გავუგე იდას, მაგრამ მარტო დარჩენილი ჯაბა მეტად შემეცოდა.
და ბოლოს ჰო, 'გახდები ჩემი ოჯახი?', ზუსტად ის დასასრულია, რაც სჭირდებოდა ამ ისტორიას❤️

ბედნიერი დღის დასაწყისი გახდი ❤️❤️❤️❤️❤️ მადლობა უცნაირო ❤️❤️❤️ გამახარე!

 


№19  offline წევრი maria mari

აუუ არ ვიცი რა ვთქვაა უძალიან მაგრესი იყოო. სხვათაშორის გუშინ ვფიქრობდი მეორე ნაწილზეე და აი ისიიც ძალიან მიყვარხართ და მიყვარს თქვენი მოთხრობებიი....

 


№20  offline ახალბედა მწერალი tasusuna

maria mari
აუუ არ ვიცი რა ვთქვაა უძალიან მაგრესი იყოო. სხვათაშორის გუშინ ვფიქრობდი მეორე ნაწილზეე და აი ისიიც ძალიან მიყვარხართ და მიყვარს თქვენი მოთხრობებიი....

ანალოგიურად მიყვარს ჩემი მკითხველი და მისი შეფასებები ❤️❤️❤️❤️❤️უღრმესი მადლობა რომ წაიკითხეთ!

 


№21  offline წევრი ქეთათო4

სუბიექტური ვიქნები და მაინც უჩა გასვიანს დავაყენებ პირველ ადგილას. ჩემთვის სრულყოფილებაა ეს პერსონაჟი. რაც შეეხება შალიკიანს, ადამიანობის, სიყვარულის, სიძლიერის ეტალონია. დიდებული პერსონაჟი შექმენი. სიუჟეტმა მომხიბლა საოცრად. კარგი, ემოციებით სავსე მოთხრიბა გამოგივიდა. წარმატებები

 


№22  offline ახალბედა მწერალი tasusuna

ქეთათო4
სუბიექტური ვიქნები და მაინც უჩა გასვიანს დავაყენებ პირველ ადგილას. ჩემთვის სრულყოფილებაა ეს პერსონაჟი. რაც შეეხება შალიკიანს, ადამიანობის, სიყვარულის, სიძლიერის ეტალონია. დიდებული პერსონაჟი შექმენი. სიუჟეტმა მომხიბლა საოცრად. კარგი, ემოციებით სავსე მოთხრიბა გამოგივიდა. წარმატებები

წარმატებებისთვის მადლობა ❤️❤️❤️ აი უჩა გასვიანის სასწაულად მიყვარს :დდ ორივე ძლიერი კაცის პროტოტიპია ❤️❤️❤️❤️

 


№23  offline წევრი Tedooooo

წარმატებები

 


№24  offline ახალბედა მწერალი tasusuna

Tedooooo
წარმატებები

მადლობა! ❤️❤️❤️❤️

 


№25  offline წევრი duchi_duchi

შალიკიანზე ვგიჟდებიიი❤️შენ კი ავტორო საოცრად წერ და არასდროს შეწყვიტო...

 


№26  offline ახალბედა მწერალი tasusuna

duchi_duchi
შალიკიანზე ვგიჟდებიიი❤️შენ კი ავტორო საოცრად წერ და არასდროს შეწყვიტო...

<3 ვგიჟდები ჩემს მკითხველზე <3 მადლობა !

 


№27 სტუმარი სტუმარი ანნა

ამ ისტორიას აქვს ხარისხი თან ძალიან მაღალი და უფრო მეტი გამოხმაურება ეკუთვნის <3 საოცარი პერსონაჟები შექმენი. თორნიკე და ჯაბა ყველასგან გამოირჩევიან <3 მადლობა განცდილი სიამოვნებისთვის

 


№28  offline ახალბედა მწერალი tasusuna

სტუმარი ანნა
ამ ისტორიას აქვს ხარისხი თან ძალიან მაღალი და უფრო მეტი გამოხმაურება ეკუთვნის <3 საოცარი პერსონაჟები შექმენი. თორნიკე და ჯაბა ყველასგან გამოირჩევიან <3 მადლობა განცდილი სიამოვნებისთვის

მადლობა დღის ბედნიერი დასასრულისთვის ❤️❤️❤️❤️

 


№29 სტუმარი ნონა12

საუკეთესო ემოციებით და გრძნობებით დატვირთული ისტორიაა,ბრავო ავტორს <3

 


№30  offline ახალბედა მწერალი tasusuna

ნონა12
საუკეთესო ემოციებით და გრძნობებით დატვირთული ისტორიაა,ბრავო ავტორს <3

მადლობა შეფასებისთვის <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent