შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

კორონა და კოშმარი


7-12-2020, 00:33
ავტორი ♡The moon
ნანახია 713

საღამო იქნებოდა, ასე ცხრა საათი, ვიგრძენი რომ მაციებდა და კანკალი ამიტყდა, სიცხე საჩქაროდ გავიზომე,ისედაც ამ ვირუსებისგან, დაპანიკიორებული, გულიც და თავიც დაღლილი მაქვს და ქაოსშიც ვარ...
ხუთი წუთის შემდეგ, ტემპერატურა 39°-ს უკაკუნებდა, მე კი შიშისგან უჰაერობა დამეწყო, სახლში მარტო ვიყავი და ტემპერატურის, დამწევი კი არაფერი მქინდა, ავდექი ხელებიც და სახეც შევიფუთე და აფთიაქის გზას დავადექი, შუა გზაში ვიყავი რომ, ლამპიონები ჩაქრა,ძალიან უსიამოვნო შეგრძნება იყო, ფეხს ავუჩქარე და სწრაფად, განვაგრძე გზა, ყოველ ჩავლილ მანქანაზე, გულში შიში გამკრავდა, რა მაშინებდა არ ვიცი, მაგრამ თითქოს გული, რაღაც საშიშს მიგრძნობდა, როგორც იქნა აფთიაქს მივადექი და გაციების ჩაი,ტემპერატურის დამწევი და რაღაცეები შევიძინე, თან იმას ვფიქრობდი, ამხელა გზა, ისევ მარტო უნდა გამევლო,ამ კორონას გადამკიდე,მეზობელიც არ გსვამს მანქანაში,თან რადგან სიცხე მაქვს, არც მე მინდა, ჩემი მიზეზით ვინმე ცუდად გახდეს, ნახევარი გზა გავიარე დიდი ტრაილერი შევნიშნე, მთელი სისწრაფით მოჰქროდა შორიდან, მე თავის დასაზღვევად, გზას საკმაოდ მოვშორდი, ნამდვილი გიჟივით მოჰქროდა, თითქოს დამინახა, ტრაილერმა სიჩქარე შეამცირა, ჩემთან ახლოს გაჩერდა, ფეხს მეტად ავუჩქარე და კანკალი ამიტყდა, ვიცოდი რომ არ უნდა შემეხედა, მაგრამ კარის მიჯახუნების ხმამ სულ დამაპანიკა და
-ეი,შენნ გეშინია?
მივხვდი, რომ მე მეძახდა, მაგდამ თავი ისე მოვიკატუნე,თითქოს ვერ მივხვდი და გზას ვაგრძელებდი.
-მოიხედე, შე ქათამო,
თავში სისხლმა დამარტყა და ფრთხილად მოვტრიალდი.
კადრი კი, საშინელი იყო, ჩეემს წინ გასიებული, დიდ ღიპიანი, თავაკრული, კაცი იდგა, ხელში სისხლიანი ცული ეჭირა და ძალიან ნელა ,მოდიოდა ჩემსკენ,
-ოხ ჯანდაბა, არ სჯობდა კორონას მოვეკალი? გავიფიქრე და სიმწრის ღიმილმა ამენთო სახეზე.
-შემიძლია, რამით დაგემაროთ? ვცადე არ გამეღიზიანებინა.
-ჰა ჰა ჰა, თქვენ კი, როგორ არა!
-გისმენთ,ბრძანეთ ოღონდ ადგილზე დარჩით.
-რატომ? მე რომ ახლოდან მსურს, თქვენი ნახვა?
-კოვიდ19 დამიდასტურდა და თან, თქვენ რომ გადაგედოთ, მერწმუნეთ წონის გამო,პირდაპირ ორმხრივი პლევმონია გაგივითარდებათ, მივახალე სწრაფად და პასუხს დაველოდე,
-თქვენ რა იცით?
-ექიმი ვარ, პაციენტისაგან გადამედო, აი ახლაც ვერ ჩაუსწარი, მძიმედ იყო და მოკვდა...ეგ ცული რად გინდათ?
-მინდოდა მომეკალით.
-რატომ?
-იმიტომ რომ, გიჟი მიწოდეთ.
-თქვენ რაღაც გეშლებათ ?!
-ნუ ცრუობთ,სწორედ მაშინ,როცა მოსახვევში მთელი სისწრაფით შემოვვარდი, თქვენ გიჟი მიწოდეთ.
-გულთმისანი ხართ?
-ესეიგი, მართალი ვარ.
-ესეგი მართალი ხართ,რადგან ეს დასახლებული პუნკტია და ამხელა ტრაილერით, ფრენა აკრძალულია, ნუ თუ თქვენ, იმისთვის კლავთ ადამიანებს რომ,ის მართალია?
-ძალიან ბევრს ლაპარაკობ, მანქანისკენ მიტრიალდა, ამოვისუნთქე და წასასვლელად მოვემზადე რომ, ფეხოს ხმა გამომყვა, მივტრიალდი რომ, ცულ მოღერებული მორბოდა ჩემსკენ, პირბადე გაეკეთებინა,დავიხარე, დიდი ქვა ავიღე და შიგ სახეში გავუქანე,მაღალა აწეული ცული კი, თავში დამეცა,ვიგრძენი სახეზე თბილი სისხლი და ამ დროს, დედამ გამაღვიძა, ოლაინ გაკვეთილები იწყებაო, ნეტა რასუნდა ნიშნავდეს?



№1  offline მოდერი ბელუ შეროზია

უკვე მუღამში რომ ვიყავი შესული, ისე დამთავრდა joy დაძაბული ვკითხულობდი თავიდან, ბოლოში კი ავხარხარდი ძალიან. joy joy მე ველი გაგრძელებას, რომ უფრო მეტი გავიგო ამ ისტორიაზე და შემდეგ განვავრცობ ჩემს მოსაზრებას.
აბა წარმატებები! <3

 


№2  offline მოდერი ♡The moon

ბელუ შეროზია
უკვე მუღამში რომ ვიყავი შესული, ისე დამთავრდა joy დაძაბული ვკითხულობდი თავიდან, ბოლოში კი ავხარხარდი ძალიან. joy joy მე ველი გაგრძელებას, რომ უფრო მეტი გავიგო ამ ისტორიაზე და შემდეგ განვავრცობ ჩემს მოსაზრებას.
აბა წარმატებები! <3

ძალიან კარგი რომ ახარხალდით მეც ეგ მინდოდა<3
რა ვქნა ახლა სიზმრის გაგრძელებას მივმართო ? (სიცილის სმაილი)
--------------------
მ.ზ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent