შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

უკქნასკნელი კოცნა (12 თავი)

7-12-2020, 03:06
ავტორი ნეაკო
ნანახია 3 218

ვუყურებდი სახე წაშლილ თორნიკეს და ვერაფრით ვხსნიდი მის ამ უცნაურ საქციელს, თავში ათასი კითხვა მიტრიალებდა მაგრამ ხმის ამოღებას ვერ ვბედავდი, ის კი არა თვალებში ყურებაც ვეღარ შევძელი და მზერა ავარიდე, მინდოდა ხმა ამომეღო და ყველაფერი მეთქვა მისთვის მაგრამ შიშისგან თუ დაძაბულობისგან სხეულს და ხმას ვეღარ ვიმორჩილებდი... ერთ ადგილზე მიყინულივით ვიდექი და ვფიქრობდი რატომ მოიქცა ასე?რატომ მომატყუა? სამსახურიდან სანამ გამოვიდოდი, დაახლოებით ერთი საათის უკან დამირეკა და მითხრა რომ დღეს ვერ ჩამოვიდოდა თბილისში, მაშინ როცა უკვე აქ იყო! რა მიზნით მომატყუა? ასე რატომ მომექცა? რატომ დამიმალა რომ თბილისში ჩამოვიდა? აქ რატომ მომიყვანა და რატომ ააქვს წაშლილი სახე? რატომ! რატომ? უკვე თავგზა ამებნა რადგან უამრავი კითხვა მიტრიალებდა თავში მაგრამ სავარაუდო პასუხებიც კი არ მქონდა არც ერთზე... ვერ ვხვდებოდი ასე რატომ მოიქცა! შემეძლო მეკითხა მაგრამ მეშინოდა კითხვების დასმის და პასუხების მოსმენის აᲛიტომ ჩუმად ვიდექი და ვუყურებდი მის ამღვრეულ, ჩაწითელ, ცარიელ, ცივ თვალებს და პირველად შემეშინდა მისი, როდესაც ჩემსკენ ნაბიჯი გადმოდგა მეც მომენტალურად უკან გადავდგი ერთი ნაბიჯი და შეშინებული მივაჩერდი, თავადაც ვერ ვხვდებოდი რა მემართებოდა, რატომ გახდა თორნიკე ჩემთვის უცხო და საშიში... თორნიკე მშვიდი უემოციო სახით მიახლოვდებოდა და რაც მეტად მიახლოვდებოდა მით მეტად მიჩქარდებოდა გულის ცემა და ვკარგავდი კონტროლს საკუთარ თავზე და სხეულზე, იმდენად დავიძაბე რომ ვეღარ შევძელი უკან დახევა და წამში დაფარა ჩვენს შორის არსებული მაძილი, წელზე მომხვია ხელები და თვალებში ჩამაცქერდა, ეს იმდენად სწრაფად მოხდა რომ გააზრებაც ვერ მოვასწარი
-მომენატრე-ჩამჩურჩულა ყურში და ცხელი ტუჩები საფეთქელზე მომაწება, რაღაც უცნაურმა გრძნობამ დამირბინა მთელს სხეულში და უარესად
დავიძაბე -მარიამ-ცხელი ტუჩები ლოყაზე მომაწება და ნელ-ნელა ყელისკენ ჩააცურა ტუჩები, ხელები კი ჩემს შიშველ ზურგს ამოაყოლა, გამაჟრჟოლა და ავკანკალდი, მაგრამ ვერაფერი გავაკეთე, ვერც შევაჩერე და ვერც ვუპასუხე, ვიდექი ერთ ადგილას მიყინულივით და ვცდილობდი როგორღაც დამეძლია შიში და დამემორჩილებინა საკუთარი გაყინული სხეული და სული რომ ამ ჯოჯოხეთისთვის თავი დამეღწია -მარიამ ძალიან მომენატრე -ჩემს ყელს მოშორდა და თვალებში ჩამაცქერდა, დიდხანს მიყურებდა ამღვრეული თვალებით და მოულოდნელად ჩემს ტუჩებს მიაწება თავისი ცხელი ტუჩები, ისე დავიბენი და დავითრგუნე მისი უხეში და აგრესიული კოცნის გამო რომ ხელები მკერდზე ვივაბჯინე და მისი მოშორება ვცადე, რადგან ეს არ გავდა მის ქცევას, მაშინვე მოწყდა ჩემს ტუჩებს და თვალებში ჩამაცქერდა -შენ ჩემი ხარ-მითხრა რაღაც უცნაური მუქარის ტონით და ხელები უფრო ძლიერად მომხვია და სხეულზე მიმიკრო ისე ძლიერად რომ მოძრაობის უნარი მაქსიმალურად შემიზღუდა და ისევ ჩემს ტუჩებს მისწვდა, მე მთელი ძალით შევეწინააღმდეგე და მის ტუჩებს თავი როგორღაც ავარიდე
-ხელი გამიშვი-ვუთხარი გაცეცხლებულმა და ისევ მისი ხელებიდან დასხლტომა ვცადე, მაგრამ უფრო ძლიერად მიმიკრო სხეულზე
-მარიამ
-შეწყვიტე-ცრემლები მომეძალა და გადმომცვივდა საკუთარი უსუსურობისგან დაუძლურებულს
-მინდა რომ ჩემი გახდე-მითხრა სრულიად მოულოდნელად და ათვალებში ჩამცქრდა, მე გაოგნებულმა ავხედე და რომ მივხვდი ამას სერიოზულად მეუბნებოდა ვიგრძენი წამის მეასედში როგორ ამიდუღდა სისხლი ძარღვებში და როგორ აასხა თავში, თვალთ დამიბნელდა და აზროვნების უნარი დავკარგე რაᲛდენიმე წამის განმავლობაში... აზრზე მხოლოდ მაშინ მოვედი როცა ისევ შემეხო ყელზე მისი ცხელი ტუჩები
-შეწყვიტე შეწყვიტე-ვიყვირე და უკანასკნელი ძალა მოვიკრიბე და ვცადე ხელიდან გავსხლტომოდი, მაგრამ რაც მეტად ვეწინააღმდეგებოდი მეტად ცდილობდა ჩემს მკლავებში მომწყვდევას ,
-მარიამ დაწყნარდი-მიყვირა ბოლოს გაცოფებულმა მაგრამ არაფერი მესმოდა, გიჟივით ვცდილობდი ხელიდან დავხლტომოდი, ამ საშინელების დროს დივანს დავეჯახე მე და თორნიკესთან ერთად დავეცი, ისე მოხდა რომ ის ზემოდან მომექცა -არ გაბედო და არ
შემეხო-ვუღრიალე ბოლო ხმაზე და სიმწრის ცრემლები გადმომცვივდა, თორნიკემ ხელები დაივანზე დააბჯინა, ჭაობისფერი ამღვრეული სფეროები მომაპყრო და დიდხანს დამყურებდა ზემოდან -გთხოვ ეს არ გააკეთო-აღმომხდა და ხმა ჩამიწყდა, Ხელები სახეზე ავიფარე რადგან არ შემეძლო მისი სახის ყურება, მივხვდი ასე რატომაც მომეცქა და თავი საშინლად ვიგრძენი, თორნიკე მაშინვე მომშორდა და ადგა, მე წამოვჯექი დივᲜზე, მაგრამ ადგომა ვერ შევძელი, მთელი სხეული მიკანკალებდა და ვგრძნობდი რომ ფეხებს ვერ დავიმორჩილებდი, ამიტომ ვიჯექი და სახეზე ხელებაფარებული ვტიროდი
-ამის დედასაც შევ.ცი-იღრიალა მოულოდნელად თორნიკემ და სკამი კედელს შეახეთქა, მე დაფეთებული დივნის კუთხეში მივიკუნჭე და შეშინებული თვალებᲘთ თორნიკეს
მივაჩერდი, მანაც გამომხედა და მე ისევ გადმომცვივდა სიმწრის ცრემლები, მაშინვე ავარიდე თვალი მის მრისხᲜე მზერას და აკანკალებული ხელებით მოვიწმინდე ღაწვებზე გადმოდენილი ცრელმები -იფიქრე რომ შენზე ვიძალადებდი?-მომესმა მისი ჩავარდნილი ხმა და უნებურად მისკენ გავიხედე, მაგრამ ვერ შევძელი მისთვის მზერა გამესწორებინა -ეს როგორ იფიქრე? როგორ შეგეძლო ამაზე გეფიქრა! -მიყვირა გაცოფებულმა და მაგიდა ააყირავა
-უფლება არ გქონდა ასე მომქცეოდი-ფეხზე წამოვვარდი და დავუყვირე გაცეცხლებულმა
-შეენ-თორნიკე მომიახლოვდა და თვალებში ჩამაცქერდა -ასე ვინ მოგექცა?-მითხრა გაცეცხლებულმა და ვერც კი გავაცნობიერე როგორ გადმომცვივდა ისევ ცრემლები
-უნდა წავიდე-მივტრიალდი და გასასვლელი კარისკენ წავედი მაგრამ თორნიკემ მკლავში უხეშად წამავლო ხელი და თავისკენ მიმატრიალა
- მე გადავწყვეტ როდის წახვიდე
-გთხოვ ახლა ლაპარაკი არ შემიძლია
-რატომ იფიქრე რომ მე შენ...-ხმა ჩაუწყდა და ხელი გამიშვა, მე უკან დავიხიე და კედელს შევასკდი ბეჭებით, თორნიკემ მაშინვე ხელები მიაბჯინა კედელს და ხელებშორის მომიმწყვდია რომ არ წამოვსულიყავი-როგორ იფიქრე რომ მე შენ ძალით შეგეხებოდი! როგორ იფიქრე რომ მე
შენ...-გაბრაზდა და ხელი მომუშტა გაცეცხლებულმა და კედელს დაარტყა ისე რომ მეორე ხელი ისევ მიბჯენილი ჰქონდა -ვინ? ვინ იყო ის ნაბიჭ.არი ვინც ასე მოგექცა?-სახე ისე ახლოს მომიტანა რომ სუნთქვა შემეკრა და გულისცემა შემიწყდა მისი სიახლოვით თავგზააბნეულს -მიპასუხე!-დამიღრიალა და Მოულოდნელობოსგან ადგილზე შევხტი
-თორნიკე გთხოვ-ისევ ცრემლები მომეძალა
-ვინ?
-მე...-როგორ მინდოდა ყველაფერი მომეყოლა მისთვის მაგრამ ხმა ჩამიწყდა, ვეღარ შევძელი საკუთარი სხეულის და ხმის დამორჩილება
-ვაჩესთან რა გაკავშირებს? არც ამას მეტყვი? არც იმას მეტყვი მთელი ეს დრო რატომ მატყუებდი? თვალებში მიყურებდი და რატომ მატყუებდი რომ არ იცნობდი?! არც იმას მეტყვი ამ საღამოს რატომ გაკოცა? არც იმას მეტყვი ერთმანეთს ფარულად რატომ ხვდებოდით?-დამიღრიალა ბოლო ხმაზე და მომშორდა, არც კი ვიცი რას ვგრძნობდი და განვიცდიდი იმ ჯოჯოხეთურ წუთებში, ერთი რამ რაც ვიცოდი იყო ის რომ ყველაფერი დამთავრდა
-ასე იმიტომ მომექეცი რომ...-ხმა ჩამიწყდა და ვეღარ შევძელი კითხვის დასმა
-მიდი მკითხე მიდი-მომიახლოვდა და დამიღრიალა ბოლო ხმაზე -გაინტრესებს იმიტომ ხომარ მოგექეცი ასე რომ მგონია, რომ ვაჩეს მოქმედი საყვარელი ხარ და მაინტერესებდა ჩემთანაც დაწვებოდი თუ არა? გიპასუხებ რომ კი, სწორედ ეს მაინტერესებდა ჩემთანაც დაწვებოდი თუ არა
-გული მერევა შენზე-გულწრფელად ვუთხარი და მოვტრიალდი მაგრამ მაჯაში ჩამავლო ხელი, თავისკენ მიმატრიალა და ნელ-ნელა უკან დახევა მაიძულა კედელს Დავეჯახე ისევ ზურგით, ოდნავ დამეწევა ზურგი მაგრამ ტკივილის შეგრძნება ამ ეტაპზე ნაკლებად აღქმადი იყო ჩემთვის
-შენი ქცევით მივხვდი რომ არც მასთან წევხარ და არც ვინმე სხვასთან-თვალეᲑში ჩამაცქერდა და ისე მითხრა
-მომშორდი-ვუთხარი ზიზღნარევი ტონით და როგორც კი უკან დაიხია მაშინვე თვალები დავხუჭე და გადავწყვიტე სიმართლე მეთქვა -საიდან მიხვდი რომ... რომ მე ძალადობის მსხვერპლი ვარ?-ისევ თვალები მქონდა დახუჭული -და არა მოქმედი საყვარელი-გავახილე და ჩემთან ზედმეტად ახლოს მდგომი ბიჭის ამღვრეულ თვალებს მზერა გავუსწორე
-მარტივად -მითხრა ჩურჩულით
-გამოცდა წარმატებით ჩავაბარე ესეიგი
-ასეა-მეთანხმება Და თავს ხრის -მაგრამ ...
-მაგრამ გაინტერესებს რატომ მივეცი ვაჩეს კოცნის უფლება და რატომ შევხვდი! ეს გამოცდაც ხომ მისგამო მომიწყვე
-მარიამ რამეში მადანაშაულებ?
-და რას გააკეთებ თუ გეტყვი რომ ის ადამინი ვინც ჩემზე თერთმეტი წლის წინ ჩემზე იძალადა შენი ბავშვობის მეგობარი ვაჩეა?-Განზრახ ჯიუტად დაჟინებუთ ვუყურებᲓი ჩამქრალ
თვალებში -ადრე რომ მეთქვა ის ვინც ცხოვრება დამინგრია ვაჩეა-მეთქი დამიჯერებდი? ის ვინც ცხოვრება ჯოჯოხეთად მიქცია ვაჩეა-მეთქი? ის ვინც ერთ ღამეში გამანადგურა შენი მეგობარია-მეთქი დამიჯერებდი? მიპასუხე! რომ მომეყოლა ყველაფერი შენთვის თავიდანვე დამიჯერებდი? გამიგებდი? მიმიღებდი? მიპასუხე-თორნიკეს არაფრისმთქმელი სახიდან მზერა აყირავებულ მაგიდაზე გადავიტანე -თუ გეტყვი რომ ამ ქვეყნად ყველაზე მატად ის მძულს და მთელი არსებით მეზიზღება, თუ გეტყვი რომ დღემდე ცდილობს ჩემს დაშინებას დამიჯერებ? კითხვაზე
მიპასუხე-ისევ მის ჭაობისფერ სფერიებს მივᲞყრე მზერა - ჩემი არ გჯერა ხომ ასეა? ვერ იჯერებ რომ ვაჩე ასეთი ნაბიჭ.არია! ვერ იჯერებ რომ შენი საუკეთესო მეგობარი ის ადამინია ვინც ჩემზე იძალადა და ცხოვრება დამინგრია -ვუთხარი თვალცრემლიანმა და მაშინვე ზურგი ვაქციე აღარ შემეძლო ამ ყველაფრის ატანა, გამოვიქეცი მისი სახლიდან, იქამდე მივრბოდი სანამ დაღლილობისგან ძირს არ დავეცი, ამ მდგომარეობაში იქამდე ვიყავი სანამ მანქან არ გაჩერდა
-მარიამ კარგად ხარ?-მომესმაუკას ხმა ზურგს უკან
-შემეშვი-მისკენ არ მიმიხედია ისე ვუთხარი და ფეხზე წამოვდექი
-მანქანაᲐი დაჯექი სახლში წაგიყვან-მომიახლოვდა და მკლავზე ხელი მომკიდა
-არ მომეკარო-დავუყვირე და უკან დავიხიე-ყველა ართნაირი არაკაცები ხართ-ვუყვირე ისევ და გვერდი ავუქციე
-მარიამ მანქანაში ჩაჯექი, სახლში წაგიყვან-უკან გამომყვა
-შენი დახმარება არ მჭირდება-ვუთხარი გაცეცხლებულმა და გზა განვაგრძე
-მარიამ გთხოვ-ლუკამ გზა გადამიჭრა და წინ წასის ნება აღარ მომცა -ხომ იცი რომ აქ არ დაგტოვებ
-შენც იქ იყავი?-შევხედე ლუკას -შენც დაინახე როგორ მკოცნოდა ვაჩე? შენც ის იფიქრე რომ მე მისი საყვარელი ვარ და თან თორნიკეს შებმას ვცდილობ?
-მარიამ სისულელეებს ნუ ლაპარაკობ-გაბრაზდა ლუკა -მე არაფერი დამინახავს და არაფერი არ ვიცი
მე სახლში ვიყავი რომ დამირეკა და მითხარ შენთან მოვსულიყავი და კოჯორში წამომეყვანე
-სახლში წამიყვანე-მანქანაში ჩავჯექი და ვცადე როგორმე დავმშვიდებულიყავი რომ სახლში არ შემეშინებინა ჩემები, არვიცი როგორ მოვახერხე მაგრამ ტირილი შევწყვიტე, თავს მოვერიე დავმშვიდდი და თავი ხელში ავიყვანე
-თორნიკესთვის მართლა ბევრს ნიშნავ-მითხარა ლუკამ როცა ჩვენს კორპუს
მივუახლოვდით
-ვნიშნავდი-შევუსწორე სიტყვა
-მარიამ შენ მას არ იცნობ
-ჰო, ნამდვილად არ ვიცნობდი როგორც ჩანს
-მარიამ...
-მადლობა-აღარ მივეცი უფლება რამე ეთქვა მანქანიდან გადავედი და სადარბაზოში შევვარსი კიბეები ავირბინე და კარზე დავაბრაზუნე, საბედნიეროდ თიკამ გამიღო
-მარიამ-გაოცდა ჩემი დანახვისას
-დეე მოვედი-დავიყვირე და სააბაზანოში შევვარდი, წყალი მოვუშვი და ისევ ავტირდი, ვერ ვიჯერებდი რომ ასეთი რამ მართლა ჩემს თავს ხდებოდა, ვერ ვიჯერებდი რომ თორნიკემ მე და ის ნაბიჭ.არი ერთად დაგვინახა და მისი საყვარელი ვეგონე, ამის გამო ჩემი გამოცდა გადაწყვიტა, აინტერესებდა მასთან დავწვებდი თუ არა ასე მარტივად, გული ამერია საკუთარ თავზე პირდაპირი და ირიბი გაგებით, საშინელ მდგომარეობაში ვიყავი
-მარიამ კარგად ხარ?-თიკამ კარზე მომიკაკუნა
-კიი-გამოვძახე ჩახლეჩილი ხმით
-მარიამ დედა კარგად ხარ?-მომესმა დედაჩემის მშფოთვარე ხმა
-კი ძალინ კარგად ვარ-ძალა მოვიკრიბე და მშვიდად გამოვძახე
-მალე გამოდი -მიბრძანა
-ვეცები-ვუთხარი და საშხაპე კაბინაში ცხელი წყლის ქვეშ დავდექი, ჩემი კაბითვე, რადგან ახლა არ მქომდა არაფრის თავი, კარგახანს ვიდექი ასე გარინდებული და აზრზე მხოლოდ მაშინ მოვედი როცა ისე კარზე მომიკაკუნა დედაჩემმა
-მარიამ დროზე გამოდი
-კაი-ვცდილობ სიმშვიდე შევინარჩუნო და მის მბრძანებლურ ტონს ყირადღება არ მივაქციო რათა თავიდან ავიცილო ახალი ოჯახური სკანდალი, ბოლოსდაბოლოს გონს მოვდივარ, წყალს ვივლებ და პირასხოცშემოსვეული გავდივარ და მაქსიმალირად სწრაფად შევდივარ ჩემს ოთახში
-მარიამ-დედაჩემი შემოქანდა
-ახლა არა
-კარგი ხვალ ვილაპარაკებთ-მემუქრება და ოთახიდან გადის, თიკა შემოდის და კარს კეტავს
-გოგო რა გჭირს?-მიახლოვდება და საწოლზე ჯდება ჩემს გვერდით -ტიროდი?
-თორნიკეს დავშორდი-ვჩურჩულებ და ისევ ცრემლები მერევა
-არ მითხრა რომ იმ ნაგავზე გაიგო
-დღეს ჩამოსულა თბილისში და აქ სახლთან მელოდებოდა თურმე და დაუნახია როგორ მაკოცა იმ არაკაცმა
-და გადაწყვიტა რომ მას ატყუებდი და ვაჩეს გოგო ხარ?-ჩამეკითხა თიკა
-ჰოოო-შევხედე თიკას და ცრემლები გადმომცვივდა
-იდიოტი! არც კი გკითხა არაფერი არა?
-საშინლად მომექცა
-მარიამ-ჩემ შემხედვარე თიკასაც ცრემლები მოეძალა
-მითხრა მინდა ჩემი გახდეო, გესმის? აინტერესებდა როგორ მოვიქცეოდი
-მარიამ ამ ყველაფერში დამნაშავე მხოლოდ შენ ხარ ხვდები? გააგიჟე ბიჭი, რა უნდა ეფიქრა როცა შენს გამო თბილისში ჩამოსული დაგინახავდა როგორ კოცნოდი მის საუკეთეაო მეგობარს... იმ არაკაცს, მითუმეტეს მაშინ როცა ათასჯერ უარყავი მასთან ნაცნობობა
-ძალიან ცუდად ვარ-თიკას კალთაში ჩავდე თავი
-მარიამ არკი ვიცი რა გითხრა
-არ დამიჯერა, ყველაფერი მოვუყევი მაგრამ არ დამიჯერა
-გიკვირს?-ბრაზდებ თიკა და მე მაშინვე ფეხზე ვდგები
-ასე გულის ამრევად მაინც არუნდა მომქცეოდა
-უკაცრავად მაგრამ დაიმსახურე-მახლის პირდაპირ
-გადი ჩემი ოთახიდან-ვუყვირი თიკას
-გავალ მაგრამ ხვალ გავაგრძელებთ დაწყებულ ლაპარაკს-მეუბნება თიკა და ოთახიდან გადის, საშინლად ვბრაზდები მასზეც, დედაზეც, თორნიკეზეც, ვაჩეზეც მაგრამ საკუთარ თავზე არა და სწორედ აქ ვᲣშვებ შეცდომას, ადამინებს რომ შეგვეძლოს საკუთარი დანაშაულის გაცნობიერება და პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღება ბევრად უᲤრო ძლიერები, თავდაჯერებულები და წარმატებულები ვიქნებოდით ალბათ.
მთელი ღამე გავათენე ტირილში, მხოლოდ გამთენიისას ჩამეძინ და შუადღისით გამეღვიძა,
გაბრუებული ავდექი საწოლიდან და პირდაპირ სამზარეულოში გავედი
-ყავა გინდა?-მეკითხება თიკა
-კი
-გაგიკეთებ-სკამიდან დგება დ ყავის მომზადებას იწყებს-ხო მართლა ნანა და ანა ქუთაისში გავიშვი ერთი კვირით დასასვენებლად
-მართალა?-გავოცდი მე-ჩემი დაკითხვის გარეშე წავიდა?
-ჰო დავარწმუნე რომ ასე ჯობდა
-თიკა ქუთაისში აღარ გაგიშვებ-ვიცინი მე
-გიკვირს რომ დავარწმუნე დედაშენი არა?
-სასწაული მოახდინე
-ყავა დალიე და აზრზე მოდი უნდა დაგელაპარაკო
-თორნიკეზე ერთი სიტყვის გაგონებაც არ მინდა
-შენზე ვილაპარაკოთ, შეცდომები შენ დაუშვი თუ გახსოვს, თორნიკე რა შუაა?-იცხადებს თიკა
-ახლა შენი თავი არ მაქ-ვჯიჯღინებ და ყავის ჭიქით ხელში აივანზე გავდივარ სიგარეტს ვიღებ ხალათის ჯიბიდან და რამდენიმე ღერს ვაყოლებს ყავას
-ჯანდაბა-მესმის თიკას ხმა და სახლში დაფეთებული შევდივარ -შეენ?-მესმის თიკას ქოთქოთა ხმა და შემოსასვლელისაკენ გავრბივარ Დამთრთხალი
-აქაც შენ?-მესმის იკას ხმა და უფრო სწრაფად მივდივარ კართან სადც თიკა და იკა ერთმანეთს მკვლელი მზერით უყურებენ
-რა ხდება?-გაოცებული ვაშტერდები ირაკლის
-თოკასთან დაგრჩა-ჩანთას და მობილურს მაწვდის
-მადლობა-ვართმევ და თიკას ვაჩერდები რომელიც გაბრაზებული სახით უყურებს ირაკლის
-კაი წავალ მე-თიკას აჩერდება იკა და მერე მე მიყურებს
-თორნიკე როგორაა?-ეკითხება თიკა ისე რომ ზედ არ უყურებს
-უგონოდ მთვრალია და სძინავს -ახლის იკა, დაუმშვიდობებლად გვაქცევს ზურგს და კიბეებზე ეშვება
-იდიოტი-თიკა კარს ხმაურით კეტავს და მე მაჩერდება -ესეიგი ეს ირაკლია თორნიკეს მეგობარი იკა?
-საიდან იცნობ?-თვალებს ვაწვრილებ და დაჟინებით ვუყურებ
-ნამდვილი ხეპრეა-თიკა სამზარეულოში გარბის და უკან მივყვები
-მითხარი რა საიდან იცნობ-არ ვეშვები
-ეს ის ირაკლია ადრე რომ მოგიყევი-ბრაზდება თიკა და ზურგს მაქცევს
-ანუ ეს ისაა-მეცინება მე
-რა ჯანდაბაა? ამხელა სამყაროში რატომ შეგიყვარდა მაიცადამაინც მაგ სირ.ს
ძმაკაცი? -მეჩხუბება თიკა
-ნუ რა მოხდა თუ დაქალის წვეულებაზე აუზში ჩაგაგდო?-მეცინება მე -თავადაც ხომ ჩამოხტა რომ ეგონა ცურვა არ იცოდი?
-ნამდვილი ავადმყოფია
-ძაან საყვარელი ბიჭია
-თორნიკემ გამოგაშტერა და მაგის გამოა ყველა კარგი და საყვარელი რომ გგონია-მეჩხუბება თიკა
-ეგ იდიოტი აღარ მიხსენო
-მარიამ მართლა ასეთი სულელი ხარ თუ თავს ისულელებ?-მიბრაზდება თიკა
-შენ ჯობია იკაზე იფიქრო-ვბრაზდები მეც და ისევ აივანზე გავდივარ.
ის ღამეც ტირილში გავათენე, რატომღაც ღამე მახსნებდა მის თავს... დღე თიკასთან ერთად ისეთი სახალისო იყო რომ ტირილის და მოთქმის დროს არ მრჩებოდა, მაგრამ ორშაბათის ღამეს ისევ ვიტირე და სამსახურში დასიებული თვალებით წავედი, ყველას გაუკვირდა ჩემი ამ მდგომარეობაში დანახვა მაგრამ არავინ არაფერი არ მკითხა და მეც ახსნა განმარტებები არ დამჭირდა, შესაბამისად თავს მოვერიე დავმშვიდდი და საქმეს შემართებით შევუდეᲥი.
საღამოს ძალინ დაღლილი დავბრუნდი სახლში და ჩდა გასაოცრად ღამის თორმეტ საათზე უკვე რომ დასაძინებლად ვემზადებოდით მე და თიკა ჩემმა ტეფონმა დარეკა, მე ეკრანს დავხედე და გავოცდი თორნიკეს ნომერი რომ დავინახე
-მიდი დროზე უპასუხე-თიკამ ხელში აიღო ტელეფონი და მომაჩეჩა
-არ ვუპასუხებ-გავბრაზდი მე და ხმა Გავუთიშე
-ნუ სულელობ-გაბრაზდა თიკა
-რეკოს რამდენიც უნდა -ტელეფონს ხმა გავუთიშე და მშვიდად დავწექი საწოლში
-მარიამ ნუ ბავშვობ
-ძილინებისა-ვუთხარი თიკას და თვალები დავხუჭე
-მარიამ ნუ სულელობ-თიკამ საბანი ამაცალა
-თავი დამანებე
-შენ აქ ცრემლებში იხრჩობ თავს ის სასმელში ნორმალურია ეს?
-მისგამო ტირილს აღარ ვაპირებ
-ყოველდღე კი დადიხარ დასიებული თვალებᲘთ და...
-რა ჯანდაბაა?-გამაყრუებელი სიგნალის ხმაზე დაფეთებული ვდგები საწოლიდან
-თორნიკეა?-ეცინება თიკას
-ხო მაგ ოდიოტის მანქანის სიგნალის ხმაა
-უპასუხე -თიკა ტელეფონს მაჩეჩებს და მეც მაშინვე ვპასუხობ
-რას აკეთებ გაგიჟდი?-ვეუბნები გაცეცხლებული
-ჩემოდი -მეუბნბა და მითიშავს
-რაო?-იღიმის თიკა
-მალე ამოვალ-თბილ ჟაკტს ვიცმევ და დაბლა ჩავდივარ ოთახის ქოშებით
-ოცჯერ მᲘნც დაგირეკე-ჯაჯღანებს ჩემი დანახვისთანავე თორნიკე
-რატომ მოხვედი?-ზედაც არ ვუყურებ ისე ვეკითხები
-უნდა ვილაპარაკოთ
-სალაპარაკო აღარაფერი-ვეუბნები მკაცრი ტონით
-მარიამ
-შენ ჩემი არ გჯერა
-შენ რა იცი მე რისი მჯერა და რისი არა? ჩემს მაგიერ გადაწყვეტილებეს ნუ იღებ! Ნუ წყვეტ მე რას დავიჯერებ და რას არა! ასე რომ არ მოქცეულიყავი აქამდე არ მივიდოდით! თავიდანვე რომ აგეხსნა ყველაფერი ასე არ მოხდებოდა! ჩემს მაგიერ რომ არ გადაგეწყვიტა მე რას დავიჯერებდი და რას არა ასე არ მოხდებოდა
-თუ აქ სააჩხუბრად მოხვედი ჯობია წახვიდე
-აქ სალაპარაკოდ მოვედი
-სალაპარაკო აღარაფერია-ვუთხარი გაღიზიანებულმა და მოვტრიალდი, თორნიკემ კი მაჯაში ჩამავლო ხელი და თავისკენ მიმატრიალა
-ასე მარტივად შეგიძლია ჩემზე უარის
თქმა?-მეკითხება გაღიზიᲜებული ტონით
-გთხოვ წადი-ხმა გამებზარა
-მართლა გინდა რომ წავიდე?
-ჩემი გჯერა?-თვალებში ჩავაცქერდი
-შენი აზრით?-კითხვა შემომიტრიალა
-არვიცი-ვუთხარი ჩურჩულით და ხელი გავითავისუფლე, მოულოდნელად თორნიკეს ტელეფონმა დარეკა და ორივე შეგვაკრთო, სწრაფად უპასუხᲐ
-ხო მამა, რააა? ახლავე წამოვალ! კაი დაწყნარდი, მოვდივარ ჯანდაბა ჯანდაბა, კაი გამოვდივარ უკვე ნუ ნერვიულობ კაი კაი დედა მიხედე რამე არ დაემართოს , უკვე მოვდივარ მამა-გაუთიშა და არეული თვალებით მომაჩერდა
-მოხდა რემე?-დავიძაბე მისი შემხედვარე
-თამარა ბებო-აღმოხდა და ხმა ჩაუწყდა.
მთილი კვირა ისე გავიდა რომ თორნიკეს არ დაურეკია, არც მე დამირეკია, საბოლოოდ შევეგუე იმ აზრს რომ მორჩა ყველაფერი დამთავრდა! შევეგუე ხმამაღალი ნათქვამია, მაგრამ ვცდილობდი რომ ამ აზრს შევგუებოდი და გამომდიოდა კიდეც, ანას და დედას დაბრუნება უფრო გადამატანინა ყურადღება და იმდენად აღარ მტკიოდა თითქოს სული, მამაც და თინიც დაბრუნდნენ და ყველაფერი ძველ ჩვეულ ერთფეროვნებას დაუბრუნდა, თათიაც ჩამოვიდა თბილისში და ახალ სამსახურში დაიწყო მუშაობა, თიკა კი მშვენივრად ერთობოდა თბილისის სიცოცხლით სავსე ქუჩებში ჩემი მანქანით ბოდიალით.
ყველაფერი ასე გაგრძელდებოდა და ალბათ ერთ დღეს გულის შეტევასაც მივიღებდი თორნიკეს სრული იგნორის გამო, რომ არა შაბათი საღამოს გასეირნება და ყველაფრის თავდაყირა დაყენება.
მოკლეთ შევიკრიბეთ უბედური სამეული და ქალაქიდან გასვლა გადავწყვიტეთ, საჭესთან თიკა იჯდა როგორც ყოველთვის მის გვერᲓით თათია რადგან სულ იბუტებოდა უკან ჯდომა რომ უწევდა ხოლმე და მე როგორც დამთმობ გოგოს უკან ჯდომა მიწევდა, ამ შემთხვევაშიც ასე მოხდა, მუსიკა ჩართო თიკამ ბოლო ხმაზე და ასე მხიარულად წავედით რესტორან ,,ნატახტის ველში" გადავწტვიტეთ დაგველია და ძᲚიაᲜ მაგარი დრო გაგვეტარებინა, დაგვევიწყებინა ყველა და ყველაფერი რამდენიმე საათით მაინც... მთელი გზა თიკა ბუზღუნებდა რომ მანქანა აგვეკიდაო მაგრამ მე და თათიას სასაცილოდ არ გვეყო ეს ამბავი, გადავწყვიტეთ რომ ძალიან მდიდარი ფანტაზი აქვს
-თქვენ რა გგონიათ რომ მე იდიოტი ვარ?
-არ ხარ?-ვიცხადებ მე
-მთლა შენსავით ვერ ვქაჩავ ჯერ-ნერვებს მიშლის
-იცოდე გადაქსვავ ჩემი მანქანიდან-ვბრაზდები მე
-მანქანა ხმამაღალი მათქვამია ამ ჯართზე!
-გააჩერე -ვყვირი გაცეცხლებული და თიკა მართლა ამუხრუჭებს შუა გზაზე
-სულ გაგიჟდით? -იცხადებს თათია

№1 სტუმარი Xato

Sulmoutqmelad veli shemdeg tavs.dzalian sayvareli xar shenc da sheni istoriebic

№2  offline წევრი A.N.A

არც იფიქრო დამავიწყდი.
ვიცი არ ვჩანდი, მაგრამ პირველივე თავიდან გკითხულობ და ამ მომენტს მოუთმენლად ველოდი. საინტერესოდ ვითარდება მოვლენები და მგონია რომ თორნიკე ამ ამბავს გაგებით მოეკიდა, სხვა ვარიანტში არ მივიდოდა მარიამთან. იმედია ყველაფერი მალე დალაგდება და ვაჩეც მიიღებს თავისას.
წარმატებები ძვირფასო. ❣️

№3  offline მოდერი ნეაკო

Xato
Sulmoutqmelad veli shemdeg tavs.dzalian sayvareli xar shenc da sheni istoriebic

ძაან დიდი მადლობა, ძაᲚიან გამახარეთ

A.N.A
არც იფიქრო დამავიწყდი.
ვიცი არ ვჩანდი, მაგრამ პირველივე თავიდან გკითხულობ და ამ მომენტს მოუთმენლად ველოდი. საინტერესოდ ვითარდება მოვლენები და მგონია რომ თორნიკე ამ ამბავს გაგებით მოეკიდა, სხვა ვარიანტში არ მივიდოდა მარიამთან. იმედია ყველაფერი მალე დალაგდება და ვაჩეც მიიღებს თავისას.
წარმატებები ძვირფასო. ❣️

ძალიან მიხარია რომ მოგწონთ ეს ისტორია, ნელ-ნელ ამ ორის ურთიერთობა დალაგდება :)

№4 სტუმარი სტუმარი ნათია

“კაროჩე” ეს გოგო დებილია რა, გამოშტერებული, უმადური, ხეპრე. ძალიან მომიშალა ნერვები, უტვინო ქალია. თამარა ბებოო ბიჭმა და მერე უცებ იძახის ერთი კვირაა არ დაურეკია და მეც ვივიწყებო -_- სერიოზულად წერ ამას თუ... ჯანდაბა ვეღარაფერი გავიგე. ჩემით მივდივარ.

№5  offline მოდერი ნეაკო

სტუმარი ნათია
“კაროჩე” ეს გოგო დებილია რა, გამოშტერებული, უმადური, ხეპრე. ძალიან მომიშალა ნერვები, უტვინო ქალია. თამარა ბებოო ბიჭმა და მერე უცებ იძახის ერთი კვირაა არ დაურეკია და მეც ვივიწყებო -_- სერიოზულად წერ ამას თუ... ჯანდაბა ვეღარაფერი გავიგე. ჩემით მივდივარ.

ასე გამოვიდა

№6  offline აქტიური მკითხველი grafo

შენი გმირების ველურობას ხო ისედაც ყოველთვის აღვნიშნავ, მანდილოსნებს ვგულისხმობ :)).
მაგრამ, რაც ამ თავში იყო...მართლა არ მეგონა ასე თუ შეგეშლებოდა. "ბებო" ეს იმდენად სენსიტიური თემაა, რა დაშორება. ერთი მიეწერა, მოეკითხა...ეს რომ ჩაგესვა ისტორიაში. საყვარელი ადამიანის სიკვდილი ისეთი რამეა, მაგ დროს ყურადღება უცხოსგანც კი იმდენად სასიამოვნოა, საჭირო, რომელიც მერეც სულ გახსენდება და გულს გითბობს. ამან კიდევ...
მე მსგავს რამეს ვუწუნებ შენს ისტორიებს, და არა იმას რომ სულ სითბო იყოს და სიყვარული, როგორც შენ გაიძახი. დამიჯერე შენ თვითონ და მთელი შენი ცხოვრებაც დათბება, თუ მსგავს ფაქტებსაც მიაქცევ ყურადღებას.
ასეთი ეგოისტი როგორ არის(ხარ :D),
ჩვენი ტკბილი და გემრიელი ბებიკოები...ღმერთო, და ვითომ არაფერი.

პ.ს. ახლა წუწუნი არ დაიწყო, ასეთი ვარ, იმედგაცრუებაო და ა.შ. და ა.შ.

№7  offline მოდერი ნეაკო

grafo

გავითვალისწინებ სამომავლოდ რომ ასეთი ცივსისხლიანობა არ შეიძლება :)
ამ ჯერად დაგვინდეთ მე და მარიამი :D

ნეაკო

ბებოს თემასაც გამოვასწორებ მაცადეთ :D

ყველა შენიშვნა და კრიტიკა მიღებულია :D

მადლობა გამოხმაურებისთვის, გავითვალისწინებ შენს შენიშვნებს აუცილებლად

№8 სტუმარი სტუმარი თიკო

სიმართლე გითხრა აქამდე ვცდილობდი გამეგო მარიამისთვის, მაგრამ ამ თავში რაც გააკეთა სრული ქარაფშუტობა იყო. კი, მესმის თორნიკეც არასწორად მოექცა მაგრამ ტიპს შოკი ქონდა რა ექნა, ჯერ ურეკავს მარიამი ჩამოდი მნახე, მომენატრეო, მერე ხედავ როგორ კოცნის შენი შეყვარებული შენს ძმაკაცს პლიუს ამას ემატება მარიამის აუხსნელი ქცევები და მოდი და როგორ არ უნდა გადახვიდე ჭკუიდან. შემდეგ უცებ გეუბნებიან ასეთ მწარე სიმართლეს და მაინც მარიამი რჩება ბოლოს უაზროდ გაბრაზებული. მითუმეტეს მარიამმა გაიგო, თავისი ყურით გაიგონა ბებიამისის ამბავი და ერთხელ არ დაურეკა თორნიკეს გასამხნევებლად, ,,დაჟე" აქეთ უნდოდა დაშორება. ეს გოგო უაზროდ ამაყია თუ თავს ძალით იშტერებს ვერ ვხვდები. აქამდე ვცდილობდი გამეგო, რომ მესმის, ბევრი გადაიტანა, მაგრამ აქ რაც გააკეთა, ზედმეტი იყო. მაგ გოგოს თიკა რომ არ ჰყავდეს, წამით ვერ გაჩერდებოდა თორნიკესთან.
P.S იმედია არ მოწყენ. მაგრამ რა ვქნა ბოლოს მაინც დიდი მოუთმენლობით ველოდები ახალ თავს. იქნებ ამ წყვს მაინც დასცილდეს უფრო დიდხანს ერთად ყოფნა, სანამ ისტორია დასრულდება. :D

№9 სტუმარი სტუმარი ნესტანი

კარგი იყო მომეწონა ძალიან,როგორ უხეშად მოიქცა და მაინც ათქმევინა თავისი ამბავი,არვიცი რა მოხდება მაგრამ,მარიამთან დაშორება რომ უნდოდეს არ მოვიდოდა და დალაპარაკებაც არ თხოვდა ველოდები მოუთმენლად შემდეგ თავს მადლობა წარმატებები ????????????♥️

№10 სტუმარი Life is beautiful

Grafo. ს ვეთანხმები... თანაგრძნობა რომ გამოეხატა სჯობდა. მართლა ეს არის რაც ცოტა აკლოა ხოლმე მე არ მინდა ამით ნირი წაგიხდინო უბრალოდ მინდა რომ გაითვალისწინო♥️მე წინა ისტორიაზე ლამის უარი რომ თქვი წერაზე გითხარი "დაიკიდე ყველა და ყველაფერი" და ის წერე რაც გაგეხარდებათქო და ახლაც ამ აზრზე ვარ. უბრალოდ ეს პატარა თანაგრძნობა. დიდი წინ გადადგმული ნაბიჯია. სხვა მხრივ დრამატიზება შენი საქმეა ძვირფასო ♥️და უნდა ყოფილიყო კიდევაც. არ ვიცი მარიამის მდგომარეობაში რას ვიზამდი და ძაან მიხარია რომ არ ვარ თუმცა არ გავაკეთებ განცხადენას მასთან დაკავშირებით რადგან თუ მისი საქციელი ეგოისტობაა იყოს. მე მაგალითად ეგოისტი ეგოცემტრული ადამიანი ვარ და მაგიტოა რომ ვამბობ სხვისი აზრი დაიკიდეთქო ^_^
და ამის მართლა გულით მჯერა. სხვის ამზრს პატივი უნდა სცე მაგრამ შენსაზე უნდა იარო. ♥️ ხოდა ასე არეული ვარ დილას ადრე ვარ ასადგომი და მე შევყევი აქ ნახევრად მძინარე კითხვას... არ ვიცი როგორ დავწერე ეს ტექსტიც.

პ. ს. იმედია რამეს გაიგებ:D
წარმატებები ჩემო სენტიმენტო გოგო♥️:')

№11  offline მოდერი ნეაკო

სტუმარი ნესტანი
კარგი იყო მომეწონა ძალიან,როგორ უხეშად მოიქცა და მაინც ათქმევინა თავისი ამბავი,არვიცი რა მოხდება მაგრამ,მარიამთან დაშორება რომ უნდოდეს არ მოვიდოდა და დალაპარაკებაც არ თხოვდა ველოდები მოუთმენლად შემდეგ თავს მადლობა წარმატებები ????????????♥️

ნელ-ნელა გაარკვევენ ურთიერთობას, თორნიკე სამართლიანი ადამიანია და შესაბამისად იმოქმედებს

სტუმარი თიკო
სიმართლე გითხრა აქამდე ვცდილობდი გამეგო მარიამისთვის, მაგრამ ამ თავში რაც გააკეთა სრული ქარაფშუტობა იყო. კი, მესმის თორნიკეც არასწორად მოექცა მაგრამ ტიპს შოკი ქონდა რა ექნა, ჯერ ურეკავს მარიამი ჩამოდი მნახე, მომენატრეო, მერე ხედავ როგორ კოცნის შენი შეყვარებული შენს ძმაკაცს პლიუს ამას ემატება მარიამის აუხსნელი ქცევები და მოდი და როგორ არ უნდა გადახვიდე ჭკუიდან. შემდეგ უცებ გეუბნებიან ასეთ მწარე სიმართლეს და მაინც მარიამი რჩება ბოლოს უაზროდ გაბრაზებული. მითუმეტეს მარიამმა გაიგო, თავისი ყურით გაიგონა ბებიამისის ამბავი და ერთხელ არ დაურეკა თორნიკეს გასამხნევებლად, ,,დაჟე" აქეთ უნდოდა დაშორება. ეს გოგო უაზროდ ამაყია თუ თავს ძალით იშტერებს ვერ ვხვდები. აქამდე ვცდილობდი გამეგო, რომ მესმის, ბევრი გადაიტანა, მაგრამ აქ რაც გააკეთა, ზედმეტი იყო. მაგ გოგოს თიკა რომ არ ჰყავდეს, წამით ვერ გაჩერდებოდა თორნიკესთან.
P.S იმედია არ მოწყენ. მაგრამ რა ვქნა ბოლოს მაინც დიდი მოუთმენლობით ველოდები ახალ თავს. იქნებ ამ წყვს მაინც დასცილდეს უფრო დიდხანს ერთად ყოფნა, სანამ ისტორია დასრულდება. :D

პირიქით სასიმოვნოა ჩემთვის რომ მიმითითებს იმ დეტალებზე რაც მკითხველისთვის მნიშვნელოვანია, თანაგრძნობა-ამას დიდი მნᲘსვნელობა არ მივანიჭე და მკითხველს არ მოგეწონათ მარიამის საქციელი, ამიტომ გამოვასწორებ ამ გაუგებრობას.
ძალიან მიხარია რომ მოგწონთ ეს ისტორია

Life is beautiful
Grafo. ს ვეთანხმები... თანაგრძნობა რომ გამოეხატა სჯობდა. მართლა ეს არის რაც ცოტა აკლოა ხოლმე მე არ მინდა ამით ნირი წაგიხდინო უბრალოდ მინდა რომ გაითვალისწინო♥️მე წინა ისტორიაზე ლამის უარი რომ თქვი წერაზე გითხარი "დაიკიდე ყველა და ყველაფერი" და ის წერე რაც გაგეხარდებათქო და ახლაც ამ აზრზე ვარ. უბრალოდ ეს პატარა თანაგრძნობა. დიდი წინ გადადგმული ნაბიჯია. სხვა მხრივ დრამატიზება შენი საქმეა ძვირფასო ♥️და უნდა ყოფილიყო კიდევაც. არ ვიცი მარიამის მდგომარეობაში რას ვიზამდი და ძაან მიხარია რომ არ ვარ თუმცა არ გავაკეთებ განცხადენას მასთან დაკავშირებით რადგან თუ მისი საქციელი ეგოისტობაა იყოს. მე მაგალითად ეგოისტი ეგოცემტრული ადამიანი ვარ და მაგიტოა რომ ვამბობ სხვისი აზრი დაიკიდეთქო ^_^
და ამის მართლა გულით მჯერა. სხვის ამზრს პატივი უნდა სცე მაგრამ შენსაზე უნდა იარო. ♥️ ხოდა ასე არეული ვარ დილას ადრე ვარ ასადგომი და მე შევყევი აქ ნახევრად მძინარე კითხვას... არ ვიცი როგორ დავწერე ეს ტექსტიც.

პ. ს. იმედია რამეს გაიგებ:D
წარმატებები ჩემო სენტიმენტო გოგო♥️:')

ძალიან Დიდი მადლობა რომ გამომეხმაურეთ, სწორი შენიშვნაა- თანაგრძნობა მნიშვნელოვანი და ღირებული თვისებაა ადამინში, მე სათანადო ყურადღება არ დავუთმე ამ ფაქტს და ავაღელვე მკითხველი :) ვცდილობ ყოველთვის გავითვალისწინო მკითხველის შენიშვნები და ახლაც გავითვალისწინებ მადლობა კიდევ ერთხელ :)

სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent