შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

აკრძალული ხილი (2)


7-12-2020, 13:56
ავტორი Mirranda_k
ნანახია 1 301

ვინ იცის,რამდენ ტკივილსა და სიმძიმეს უძლებს ადამიანის გული?
ვინ იცის რა ხდება სხვების სულებში?
ყველაფერი ისეთი მარტივი,ისეთი უცოდველი მოჩანს , ზოგჯერ ადამიანს გგონია, სულ ერთი წამით გგონია,რომ ცხოვრება არც თუ ისე რთული და ცუდია,მაგრამ ვაი რომ ზოგ ადამიანს იმაზე მეტის მოთმენა და ატანა უწევთ ვიდრე სხვებს ჰგონიათ , ვიდრე სხვები წარმოიდგენენ ამას .


გახევებული ვზივარ,ვაჩერდები ჩემს ხელის გულებში მოქცეულ ლაშას და მიკვირს ჯერ კიდევ როგორ არის საღ გონებაზე, უკანასკნელი იმედი გამოაცალეს ხელებიდან და სანაგვეზე მოისროლეს ისე,თითქოს არც არასდროს უარსებია..
გულში სითბო მეღვრება,უჩვეულო სევდას ვგრძნობ,მაგრამ ისეთს არა რომელსაც შეუძლია ადამიანი მოკლას,სულ სხვაგვარს,სხვა ფერის სევდას.
- იცი ? გოჩასი აღარ მეშინია ისე როგორც ადრე -თავს სწევს და გაოცებული მაკვირდება
- აღარ გეშინია? - თვალებში ეშმაკურად დაურბიან ნაპერწკლები,ეღიმება, თითქოს ამის მიზეზი იცის.
უხერხულად ვიშმუშნები,საპასუხოდ ვუღიმი მეც,თავადაც არ ვიცი როდის მომშორდა მხრებიდან ტვირთი რომელსაც სახელად გოჩას შიში ქვია,მაგრამ ერთი რამ ვიცი,რაც ლაშას შევხვდი მას შემდეგ სხვანაირად ვხედავ ყველაფერს.
- და ამის მიზეზს ვერ მეტყვი? -წელში სწორდება
-არ ვიცი,სიმართლე გითხრა ... ვფიქრობ, რომ როცა შენ ხარ ჩემს გვერდით ყველაფერი შეიძლება უკეთ იყოს
ნაღვლიანად ატრიალებს თავს,მზერას მარიდებს,ვხვდები რომ ცუდი მოგონებები ამოუტივტივდა ისევ გონებაში და ისევ ჩემს გამო. ფეხზე ვდგები და ხელებს ვშლი და მის ყურადღებას ვიქცევ
-რას აკეთებ? -მეკითხება და თავადაც დგება
- შენ იცი ჩახუტებას რამხელა ძალა აქვს ? - ეცინება
- ვგონებ რომ ვიცი
- მაშინ - ხელით ვაჩვენებ რომ ჩემკენ წამოვიდეს,ისიც დაუყოვნებლივ იწყებს სვლას.
უზარმაზარ მკლავებს შორის მიქცევს,ხელებს ვხხვევ და თვალებს ვხუჭავ,არ ვიცი რატომ,მაგრამ თითქოს ჩემი ტანჯვა არ მყოფნიდა აქამდე ახლა მის ტანჯვასაც მკაფიოდ ვგრძნობ.
უცნაური გრძნობები დამეჩვია მას შემდეგ რაც ამ ადამიანს შევხვდი,ეს მაშინებს და მრცხვენია ცოტა კიდეც.
უეცრად მშორდება ელდანაცემივით,შუბლის სრესას იწყებს და ნერვულ სიცილს ვერ იკავებს
-ყველაფერი კარგად არის ? - ვეკითხები და უკან ვიწევ
-არ ვიცი... ასე მგონია რომ რაღაც რიგზე არ არის -შეცბუნებული ფანჯრებთან სწრაფი ნაბიჯებით მიდის,ფარდებს შეუმჩნევლად სწევს და გადაშლილ სივრცეს აჩერდება .
გული ცუდს მიგრძნობს,ყოველ წამს უფრო და უფრო ვიძაბები,ჩემთვის უცხო გრძნობები მაწვებიან თავს და არც კი ვიცი ეს რას მივაწერო.
- ანა ...- ჩემკენ ატრიალებს თავს -იცი ... მაშინ როდესაც ვერ დავიცავი ის,ვინც ყველაზე ძალიან შევიყვარე ძალიან დავითრგუნე,საკუთარ თავს არ ვგავდი, თავს ვიდანაშაულებდი,ვერ ვეჩვეუდი მის გარეშე გატარებულ წუთებს -თავს დანანებით აქნევს -როცა შეგხვდი,შენში ის დავინახე -თვალებიდან ცრემლები აწყდება-დიდი სურვილი დამეუფლა იმის,რომ უნდა დამეცავი, მინდოდა რომ შენს გამო რაღაც მექნა,რაღაც განსხვავებული რაც სიცოცხლეს შეგინარჩუნებდა მაგრამ ახლა... რომ ვერ გადავარჩინო ? შენც რომ ისე მოგექცნენ როგორც დეფნეს,შენი თავიც რომ ისე გამომავალონ ხელებიდან ? -დღემდე შეუმჩნეველ მღელვარება ვგრძნობ მის ხმაში.. ვუახლოვდები და მხარზე ხელს ვადებ,ძალით ვუღიმი ,არ მინდა უფრო მეტად ჩაიკეტოს
- შენ ერთ-ერთი იმათგანი ხარ,ვისაც ვენდობი -გულწრფელად ვპასუხობ და ვშორდები ...
სავარძელში ვესვენები,ფიქრები მიტაცებენ..
უცნაურია ეს ცხოვრება,ხომ ასეა ?
თითქოს ერთ დროს უდარდელი,ბედნიერი გოგონა ვიყავი მაგრამ ახლა ვხვდები რომ ღმერთს ჩემთვის დიდი გამოცდა ჰქონდა მომზადებული,მზად ჯერაც არ ვარ , გულის სიღრმეში ვიცი რომ საშინლად მეშინია, არ მინდა სიკვდილი, მეშინია რომ ცხოვრება ჩემს გარეშე გაგრძელდება.
ფიქრებში გართულს მეძინება, დიდი ხნის ნანატრ სიჩუმესა და სიმშვიდეში.

წვიმის ხმა მაღვიძებს,ლოკოკინასავით საბანში გახვეული ახლაღა ვაანალიზებ რომ უზარმაზარი საწოლის შუა გულში ვარ მოქცეული,ფრთხილად ვიწევი და ირგვლივ ვიყურები.
ცივ იატაკზე ვადგამთ ფეხებს , საწოლის გვერდზე მდგარ სავარძელში მძინარე ლაშას ვამჩნევ,ვდგები და თან ვიყოლებ საბანსაც,უფრო კარგად ვეხვევი და ფანჯრისკენ ვიწყებ სვლას.
"ალბათ მან გადმომიყვანა მძინარე საწოლში" ვფიქრობ და გვერდს ვუვლი.
ზუსტად ისეთი ამინდია, ადამიანს რომ ბევრ რამეზე ჩაგაფიქრებს,
არასდროს მყვარებია ზამთარი და ვფიქრობ,ამ ყველაფრის შემდეგ უფრო მეტად შემძულდება .
ფანჯრებს ასკდებიან წვიმის წვეთები,შემდეგ ქვემოთ დიდი სისწრაფით ჩადიან და უჩინარდებიან,თითებით მივყვები მათ კვალს და ცოტა ხანს ყველაფერი მავიწყდება.

კარგა ხანია რაც ლაშას ძინას,მე კი ისე ვცემ ბოლთას როგორც მგლოვიარე დედაკაცი,ოთახში სადაც ღამის გათენება შემიძლია უზარმაზარი შავი კარადა დგას.
საწოლის გვერდით პატარა მაგიდა რომელზეც დიდი რვეული დევს კალამთან ერთად,ხის მაგიდას სამი უჯრა აქვს ჩასაკეტის გარეშე.
ფანჯარას ვცილდები და მაგიდის უჯრებს ვხსნი,შიგნით პატარა კონვერტი მხვდება ზედ წარწერით "დეფნე"...
გული მიჩერდება,აკანკალებული ხელით ვიღებ კონვერტს და საწოლზე ფრთხილად ვჯდები,ღირს კი კონვერტის გახდა და იმის ნახვა რაც შიგნით დევს ?
თუმცა ხომ შეიძლება კიდეც რომ გამომადგეს რაიმეში ?
დაბნეული ვერ მივდივარ ერთ ძირითად დასკვნამდე და დაუფიქრებლად ვხსნი უკვე რამდენჯერმე გახსნის კონვერტს და უკვე მოძველებულ ფურცელს ვიღებ,რომელიც რამდენჯერმე გადაკეცილია და ზედ სანთლის ნარჩენები ამჩნევია.
ცნობის მოყვარე თვალებით ვაჩერდები,ქაღალდს ვშლი და კითხვას ვიწყებ


" ადვილია თითი გაიშვირო სხვისკენ,გაკიცხო,განიხილო მისი ცხოვრება,დაჩაგრო,სახელი გაუტეხო.
ადვილია შუბლზე მიაკრა იარლიყი დიდი წარწერით,გული ატკინო,დასცინო,შეურაცხყო..
მაგრამ ძნელია ჩასწვდე მის გრძნობებს,ჩასწვდე მის ფიქრებს,
ძნელია აღიქვა ყველაფერი ისე როგორც თვითონ აღიქვამს,იგრძნო ისევე როგორც გრძნობს თავად.
შენ ხომ არ გაგივლია ის გზა რაც გაიარა მან,არც ახლა გადიხარ იგივე ბეწვის ხიდზე როგორც ის.
არ გიტირია იგივე მიზეზების გამო,არ დათრგუნულხარ ისევე..
ერთი წამით... მხოლოდ ერთი წამით წარმოიდგინე მის ადგილას თავი,მართალია ვერ იგრძნობ ყველაფერს მაგრამ,იქნებ მიხვდე კიდეც რაშია პრობლემა ?
იქამდე,სანამ გადასწვდები სხვის გრძნობებსა და სახელს,იქამდე სანამ შეეხები იმათ ვინც მას უყვარს,იქამდე სანამ ატკენ,დაფიქრდი,შეიგრძენი როგორ ანადგურებ,შეისისხლხორცე მისი ტანჯვა,მიიღე შენად რადგან ადრე თუ გვიან შენც იგივე სიტუაციაში აღმოჩნდები,ისევე მარტო როგორც სხვაა,ისევე მოგიწევს ტირილი,ისევე მოგიხდება იგივე გზის გავლა როგორც მას,მიხვალ იმ წერტილამდე სადაც ადრე ისიც გაჩერდა და გაიჭედა სამუდამოდ...
ოთხ კედელს შუა ამომწყვდეულს ფიქრები შეგშლიან,ცოდვები გაგაწამებენ,შენი განვლილი გზა მილიარდჯერ დაგიდგება თვალწინ და იმაზე მეტად გეტკინება ვიდრე სხვას ტკენდი აქამდე. ბოდიშის მოხდა მოგინდება,ტირილი,ღრიალი მაგრამ ვეღარავინ გაიგებს,მოძებნი მაგრამ არსად იქნება და რატომ ?
რადგან შენ და შენნაირებმა აიძულეთ გაქრობა ! რადგან ადამიანობა იქამდე ვერ ისწავლე სანამ თავად არ დაიტანჯე !
და უკვე მის ფერფლად ქცეულ სხეულს,მიწას რომელშიც იმალება ხელით მუჭებში მოიქცევ,ცრემლებით დაასველებ და მათაც კი წაგართმევს ქარი,რადგან მისი ფერფლიც კი,ის მიწაც კი რომელიც მალავს შენზე ბევრად ღირებული აღმოჩნდება.
საბოლოოდ კი,შენც ფერფლად იქცევი,ან მიწა დაგამძიმებს ...
თუმცა მიყვარხარ.. მაპატიე

შენი დეფნე "

-გაიღვიძე? -მოულოდნელობისგან ვკრთები,უკან ვიყურები და ჩემკენ მომავალ ლაშას ვამჩნევ
-წვიმის ხმამ გამაღვიძა
-წმიმა ძალიან მიყვარს -გვერდზე მიდგება -ჯერაც არ მაძლევს მოსვენებას დეფნეს ისტორია,მინდა უფრო მეტად ჩავეძიო და გავარკვიო ყველაფერი მაგრამ მეშინია რომ ზედმეტი კითხვებით გავაღიზიანებ და თავს ძლივსღა ვიკავებ.
უჩვეულო მდუმარებაში ვდგავართ ორივე და სადღაც ვუყურებდით,სადღაც სადაც არაფერია მაგრამ მაინც იმაზე მეტი სილამაზეა ვიდრე სხვაგან .
კარებზე ძლიერი ბრაუნის ხმა მაფხიზლებს,შეშინებული ლაშას ვაწყდები
-უცნაურია -ლუღლუღებს. ოთახიდან გასასვლელ კარამდე მიდის და შემდეგ ჩერდება,უკან იყურება და ცოტა ხანს მაკვირდება,მერე კი სხვა სივრცეში იკარგება.
- სად გადამალე -ყურებში გოჩას მჭახე,მძიმე და უხეში ხმა ჩამესმის. ადგილზე ვშრები,ცოტა ხანს გონზე მოსვლა მიჭირს,ნუთუ აქაც მომაგნო ?!!
საწოლისკენ გავრბივარ,ზედ ვეხეთქები და საბანს ხელის ერთი მოძრაობით ვიშორებ სხეულიდან,საშინელი სიცივე მაწუხებს და თვალებს ძლიერად ვხუჭავ
-სად გადამალე მეთქი - ცრემლები მადგება თვალებზე,რომ ვიძახდი აღარ მეშინია გოჩასი თქო-ვხვდები რომ რეალურად ჯერ კიდევ საშინლად მეშინია .
ფეხზე ვდგები და ოთახიდან გავდივარ,ჩემს წინ ორი მამაკაცი ისვეტევა,რომლებიც ერთმანეთს უპირისპირდებიან , შეცბუნებული ნელი ნაბიჯებით მივიწევ მათთან უფრო ახლოს.
გოჩა მაშინვე მამჩნევს,უხეშად კრავს ხელს ლაშას და ჩემკენ სვლას იწყებს,ვჩერდები ..
საზიზღარი ღიმილი ეფინება სახეზე,უკვე ნაადრევად დამჭკნარ ხელებს მუშტებად კრავს,უკან ვადგამთ რამდენიმე ნაბიჯს.
-არ მიუახლოვდე-ზარივით ისმის ლაშას ხმა მთელს სახლში,გოჩა ჩერდება,ოდნავ იხრება და საშინელ სიცილს ტეხს -არ გაბედო -უმეორებს მაგრამ ამაოდ,მოულოდნელად გოჩა მისკენ ტრიალდება მთელი სხეულით,სწრაფი ნაბიჯებით უახლოვდება და სახეში მუშტს სთავაზობს,ტკივილისაგან იკუმშება ლაშა,ხელს სახეზე ისვამს და ეშმაკურად ეღიმება.
ახლა უკვე გაცეცხლებული ლაშა აწყდება მამამისს, იატაკზე ანარცხებს მთელი ძალით და სიბრაზისგან გმინვას იწყებს
- გაიქეცი-ღრიალებს ..
ადგილიდან ვერ ვიძვრი,გაშეშებული ჯერ კიდევ ვუყურებ ორ მამაკაცს,რომლებიც არც კი ვიცი როგორ არიან ერთმანეთისთვის სისხლით ნათესავები,კიდევ ვადგამთ რამდენიმე ნაბიჯს უკან და ვხედავ როგორ შემორბიან სახლში რამდენიმე აყლაყლუდა მამაკაცი.
ლაშას მკლავებში აფრინდებიან,მთელი ძალით ქაჩავენ უკან და შემდეგ ერთი მათგანი მუცელში წიხლს სთავაზობს,თითქოს არ კმაროდეს ეს,მის სახეს აფრინდება და მთელი ძალით ურტყამს,გოჩა ფეხზე დგება და სირბილით მოდის ჩემკენ.. ლაშას დატოვება არ მინდა,მაგრამ გოჩას ლუკმა ვერ გავხდები,ადგილიდან ვწყდები და ოთახში შევბრივად,ფანჯარას ვადგები,მთელი ძალით ვცდილობ გამოვაღო,ეს-ესაა უნდა დავუსხლტე ხელებიდან რომ თმაში მავლებს ხელებს და მისკენ მიზიდავს მთელი ძალით.
ტკივილისგან ბაგეებიდან ღმუილი მცდება, საწოლზე მანარცხებს და საზიზღარ, ხორკლიან ხელებს ყელზე მისვამს.
- გთხოვ - ვღრიალებ და რაც ძალი და ღონე მაქვს მუშტებს ვუშენ,ადგილიდან არც კი იძვრის,მკლავზე მავლებს ხელს და წამებში მუცელზე დამხობილი უსუსური ადამიანი ვხდები,საშინელი შიში მიპყრობს,ვგრძნობ როგორ დაუყვება თითებით კისრიდან ქვემოთ და შარვალთან აჩერებს ხელს.
აღარც ლაშას ხმა ისმის,აღარც გოჩას მონების და ვხვდები,მარტო ვარ..
ყელში მტკივნეული ბურთი მეჩხირება,ვჩუმდები , ასე უსუსური და უმწეო ჯერ არასდროს ვყოფილვარ,საზიზღარი,ამაზრზენი გრძნობა მეუფლება.
კისერზე ნაცებს ტუჩებს,მის სუნთქვას ვგრძნობ, ცრემლებს მწარედ ვყლაპავ და დღეს,პირველად ვწყევლი დღეს როდესაც დავითს შევხვდი...
-ღმერთო არა -ვყმუი სასოწარკვეთილი,მთელი ძალით მაწყდება მაიკაზე,წამებში მახევს ზედ და შიშველ სხეულზე მძიმედ მეწაფება,საკუთარი თავი მძულს...
მატრიალებს და ახლა თვალს-თვალში ვუყრი,ეშმაკური ცეცხლი დაუქრის,ენას უსვამს ქვედა ტუჩს და ჩემკენ უფრო მეტად იხრება..
არ ვიცი,მსგავსი შეგრძნება კიდევ თუ არსებობს მაგრამ ერთი რამ ზუსტად ვიცი,ეს დღე უკანასკნელია..
ჭერს ავყურებ,გოჩას მძიმე სუნთქვის ხმა ყურებში ჩამესმის,მკერდზე ძლიერად მავლებს ხელს, ვიჭმუხნები,აწ განთავისუფლებულ ცალ ხელს თვალებზე ვიფარებ და მხურვალედ ვიწყებ ლოცვას.

საერთოდ ვერაფერს ვგრძნობ,წამიერად მეკარგება განცდისა და შეგრძნების ნიჭი , თვალებიდან დიდ ხანს გადანახული ცრემლები იწყებენ წვეთას და მძიმედ ეცემიან საწოლზე,ეს-ეს არის შარვალზე უნდა მტაცოს ხელი,რომ ოთახში იჭრება ვიღაც და შეცბუნებული გოჩა მაშინვე წყდება ადგილიდან. ვერ ვიძვრი,ვწევარ, ისევ ჭერს ვაშტერდები და ერთადერთი რამ,რაზეც ახლა შემიძლია ფიქრი,არის ის რომ კიდევ გადავრჩი, თუმცა აღარც კი ვიცი მიღირს თუ არა სიცოცხლე.
საწოლზე ვჯდები და ორივე ხელს ვიფარებ მკერდზე,ცრემლებისაგან დასველებული თმა სახეზე მეყრება...
- ეს რას აკეთებ, ჰა ? -ნაცნობი ხმაა..
გაოცებული ხელებს ვიშორებ მკერდიდან და სახეს ვინთავისუფლებ თმებისგან.. დავითი, ეს დავითია !!


პირველი სიყვარული ...
იძახიან რომ, სიყვარული ან მოგვკლავს ან აგვაყვავებს..
ვფიქრობ ეს გამონათქვამი ყველაზე ზუსტია რაც აღწერს ამ გრძნობას.
თუმცა ,რომც მოგვკლას სიყვარულმა მაინც,მაინც მშვენიერ შეგრძნებათ რჩება.


ცალ ხელს საყელოში ავლებს გოჩას და კედელთან იმწყვდევს,ოთახში საშინელი სიმძე დგება.
ჯერაც ვერ მოვსულვარ აზრზე,როგორ ან რანაირად აღმოჩნდა დავითი აქ, თუმცა ყველაზე ზუსტ და სწორ დროს შეძლო ჩემამდე მიღწევა ..
ასე შეშინებულ გოჩას პირველად ვხედავ,თვალებს ვერ აცილებს გაცეცხლებულ დავითს,მუხლები ეკეცება და ხელებით მსუბუქად ეხება მკლავებზე.
- შენ ! - ჩაჰყვირის დავითი და შუბლს შუბლზე ადებს,ნერვიულობისაგან ყბები უკანკალებს და ცოტაც,ხელთ შემოაკვდება ეს ავაზაკი.
- აბა -ჩემკენ ატრიალებს ოდნავ თავს - ადექი და გადი აქედან - მბრძანებლური ტონით მეუბნება და მაშინვე უტრიალდება ისევ გოჩას.
საწოლიდან ვიწევი და საბანს ვიფარებ ზედ,ოთახიდან ნელი ნაბიჯებით გავდივარ და მაშინვე კარებთან ვისვეტები,მეშინია , მეშინია რომ დავითი ხელებს დაისვრის ბინძური სისხლით !
უცბად მახსენდება,ლაშა....
თავქუდმოგლეჯილი გასასვლელი კარისკენ გავრბივარ,იატაკზე უკვე დაზიანებული ნივთები ყრია,უხეშად ვიშორებ გზიდან ყველაფერს და გარეთ ვგავრბივარ,
არსადაა ლაშას კვალი,საშინელი აღელვება მერევა,სიმწრისგან ხელის გულები მიხურს და ვხვდები,რომ დახმარება სჭირდება,არ ვიცი რას გაუკეთებენ და არც ის ვიცი სად არის ახლა..
ღმერთო ...
ეს ღამე ყველაზე საშინელია ...
ვლუღლუღებ ხმადაბლა,ზეცისკენ ვაბყრობ მზერას , ცოტა ხანს ვაშტერდები ვარსკვლავებით გადაჭედილ ცას და მეღიმება
" ეს არის შენი სამართალი"
" მხოლოდ ეს ხარ ? "
" ეს გაიმეტე ჩემთვის ? " - ყვირილს ვიწყებ
" სად ხარ ?!! სად ხარ მაშინ,როცა მჭირდები, ჰა ?? სად არის შენი ძალა ? მხედავ ? - საბანს ვიხსნი სხეულიდან,წვიმისა და თოვლისგან დასველებულ ბალახზე ეხეთქება და ახლა უკვე ისევ გაშიშვლებული ვრჩები - მხედავ ? ხედავ ამ იარებს ? ეს ის იარებია რომლებიც არასდროს გაქრებიან, სხეულიდან შეიძლება გაქრნენ,კი თუმცა, გონებიდან ?
თვითოეული იარა მტკივა,მახსოვს და მემახსოვრება..
გესმის ? ღმერთო, ნუთუ ეს ყოველივე დავიმსახურე, ტკივილი,უსამართლობა,ტანჯვა ..
სად ხარ როცა ტკივილისაგან სუნთქვა მეკვრის ხოლმე, როცა გევედრებოდი შველას, როცა ვლოცულობდი - ისტერიული ტირილი მიტყდება,მუხლებზე ვეცემი და მთელი ხმით ვიწყებ ყვირილს - კმარა !! , საკმარისია , აღარ შემიძლია მეტი - თმებში ვივლებ ხელებს, ისე ვტირი როგორც არასდროს, ისე როგორც არავის უტირია დღემდე.
მახსენდება ყველაფერი თავიდან,მახსენდება ლაშა და უფრო მეტად მტკივა ..
" სიკვდილი მადლია ჩემზე " ხმა დაბლა ვიძახი და სველ ბალახზე ვწვები,ვიკუმშები..
" ნუღარ დამტანჯავ მეტად"
თვალებს ვხუჭავ და ყველაზე კარგ მოგონებებში ვიკარგები...


- ანა - ხელში მიტაცებს დავითი და სახლში შევყავარ , სავარძელში მაჯენს და დაფეთებული სახეზე მისვამს დიდრონ ხელებს
- დათო - თვალებს ვახელ,ერთმანეთს ვაკვირდებით ცოტა ხანს,მძელი ძალით ვეხუტები და კისერში ვაბჟირდები.
მისი სურნელი,მონატრებული სურნელი რომელიც ჯერაც არ დამვიწყებია..
- ლაშა სად არის
- იმ ნა###ის შვილზე მეკითხები ? - მშორდება
- ლაშა კარგი ადამიანია - ფეხზე ვიჭრები,დავითი სვიტერს იხდის და ცალი ხელით მიწვდის
- ჩაიცვი თუ შეიძლება - ტრიალდება ზურგით და განაგრძობს - კარგი რით არის ?
- როგორც ხედავ, ცოცხალი ვარ ჯერ კიდევ, მისი წყალობით
- და როგორ ფიქრობ, ვისი წყალობით მოგაკითხა გოჩამ აქ ? - დაბალი ხმით მეკითხება..
- რას გულისხმობ ? - სვიტერს ვიცვამ და დავითს ვუახლოვდები
- ანა , როგორ გგონია , აქ როგორ აღმოჩნდა გოჩა თქო ? ხომ არ ფიქრობ რომ შენს სუნს გამოჰყვა ?

საშინელი ეჭვი მობყრობას

- საკმარისია ! ლაშასი მჯერა
- მე არ მჯერა, აქ შენს წინ ახლა ვინ დგას ? ან სად არის შენი სანაქებო ლაშა ?
-არ ვიცი,ბოლოს მახსოვს,რომ ურტყამდნენ უცხო მამაკაცები,ალბად გაიტაცეს - უხერხულად ვიფხან შუბლს
- შენ გგონია რომ გოჩა თავის შვილს დაუშავებს რამეს? -ეცინება და ბუხრისაკენ იწყებს სვლას



№1  offline წევრი Tedooooo

წარმატებები

 


№2  offline წევრი Mirranda_k

Tedooooo
წარმატებები

მადლობთ

 


№3 სტუმარი Life is beautiful

არც კი ვიცი.... მართლა არ ველოდი ასე თუ განვითარდებოდა სიტუაცია მართლა...
მეთქი მიაგდო დათომთქო.. ეგ არ ვიცი მაგრამ ლაშაში დარწმუნებული ვარ... აი როგორ მომინდა ტირილი მაგრამ ისეთი აურა აქვს ვერც ვტირი ბურთი მაქვს ყელში გაჩხერილი. არ ვიცი მე ასე ცხოვრებაში არ ვყოფილვარ.. ისეთი გამოიწვიამ ამ ისტორიამ არც არის ბევრი სიტყვა...
წარმატრბები.. ველი შემდეგ თავს♥️

 


№4  offline წევრი Mirranda_k

Life is beautiful
არც კი ვიცი.... მართლა არ ველოდი ასე თუ განვითარდებოდა სიტუაცია მართლა...
მეთქი მიაგდო დათომთქო.. ეგ არ ვიცი მაგრამ ლაშაში დარწმუნებული ვარ... აი როგორ მომინდა ტირილი მაგრამ ისეთი აურა აქვს ვერც ვტირი ბურთი მაქვს ყელში გაჩხერილი. არ ვიცი მე ასე ცხოვრებაში არ ვყოფილვარ.. ისეთი გამოიწვიამ ამ ისტორიამ არც არის ბევრი სიტყვა...
წარმატრბები.. ველი შემდეგ თავს♥️


დიდი მადლობა ♥️ მიხარია რომ მოგწონთ ♥️

 


№5  offline წევრი OKI ME

ცოტა არეულია ხო ანა? არც არის გასაკვირი პრიმციპში. არეულში ანუ დათოსთან და ლაშასთან მიმართებით გრძნობებში ვამბობ.

საერთო ჯამში ძალიან მომწონს და დიდი ინტერესით ველი ყოველ ახალ თავს ❤️❤️ წარმატებები ❤️ საოცრად ემოციური ისტორიაა ❤️❤️ ყოჩაღ შენ ❤️❤️❣️

 


№6  offline წევრი Mirranda_k

Megioki
ცოტა არეულია ხო ანა? არც არის გასაკვირი პრიმციპში. არეულში ანუ დათოსთან და ლაშასთან მიმართებით გრძნობებში ვამბობ.

საერთო ჯამში ძალიან მომწონს და დიდი ინტერესით ველი ყოველ ახალ თავს ❤️❤️ წარმატებები ❤️ საოცრად ემოციური ისტორიაა ❤️❤️ ყოჩაღ შენ ❤️❤️❣️


მადლობა ♥️♥️

 


№7 სტუმარი სტუმარი ნესტანი

კი ანა არეულია ვერ მივხვდი უყვარს კიდევ დათო თუ დროებითი გატაცება იყო რომელმაც სიკვდილამდე მიიყვანა ნუთუ ლაშამ მართლა უღალატა,რა საზიზღარი კაცი აღმოჩდა გოჩა.ველიდებუ ახალი თავის მადლობა წარმატებები ????

 


№8  offline წევრი Mirranda_k

სტუმარი ნესტანი
კი ანა არეულია ვერ მივხვდი უყვარს კიდევ დათო თუ დროებითი გატაცება იყო რომელმაც სიკვდილამდე მიიყვანა ნუთუ ლაშამ მართლა უღალატა,რა საზიზღარი კაცი აღმოჩდა გოჩა.ველიდებუ ახალი თავის მადლობა წარმატებები ????


რამდენიმე საათში დავდებ ახალ თავს ♥️

 


№9  offline წევრი OKI ME

სტუმარი ნესტანი
კი ანა არეულია ვერ მივხვდი უყვარს კიდევ დათო თუ დროებითი გატაცება იყო რომელმაც სიკვდილამდე მიიყვანა ნუთუ ლაშამ მართლა უღალატა,რა საზიზღარი კაცი აღმოჩდა გოჩა.ველიდებუ ახალი თავის მადლობა წარმატებები ????


ანუ არ მომჩვენებია, ანას ცოტა არევა. ლაშას არ მგონია ეღალატა. ნუ, მე ვფიქრობ, რომ აქ საქმე სულ სხვა რამეშია. ან ვცდილობ თავი დავიიმედო smile laughing მემგონი თავის დროზე დათომ ძაან აურია ერთ გამოუცდელ გოგოს თავგზა. კიდევ რაღაცას ვერ მივხვდი ალბათ კარგად არ ჩავიფუქრდი, არ წავიკითხე კარგად, არ ვიცი. მოკლედ ანას დედაზე მაინტერესებს, ბიოლოგიური მშობელია? ან დეფნეს ასე ძალიან რატომ გავს? ეს, მე, ვარ სულსწრაფი თორემ დარწმუნებული ვარ შემდეგ თავებში ყველაფერი გაცხადდება laughing

 


№10  offline წევრი Mirranda_k

Megioki
სტუმარი ნესტანი
კი ანა არეულია ვერ მივხვდი უყვარს კიდევ დათო თუ დროებითი გატაცება იყო რომელმაც სიკვდილამდე მიიყვანა ნუთუ ლაშამ მართლა უღალატა,რა საზიზღარი კაცი აღმოჩდა გოჩა.ველიდებუ ახალი თავის მადლობა წარმატებები ????


ანუ არ მომჩვენებია, ანას ცოტა არევა. ლაშას არ მგონია ეღალატა. ნუ, მე ვფიქრობ, რომ აქ საქმე სულ სხვა რამეშია. ან ვცდილობ თავი დავიიმედო smile laughing მემგონი თავის დროზე დათომ ძაან აურია ერთ გამოუცდელ გოგოს თავგზა. კიდევ რაღაცას ვერ მივხვდი ალბათ კარგად არ ჩავიფუქრდი, არ წავიკითხე კარგად, არ ვიცი. მოკლედ ანას დედაზე მაინტერესებს, ბიოლოგიური მშობელია? ან დეფნეს ასე ძალიან რატომ გავს? ეს, მე, ვარ სულსწრაფი თორემ დარწმუნებული ვარ შემდეგ თავებში ყველაფერი გაცხადდება laughing


ყველაფერს ნელ-ნელა გაიგებ ????????♥️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent