... რომ არ უნდა გიყვარდეს (11 თავი)
ნანა გავაფრთხილე, რომ ცოთახნით სახლში არ ვიქნებოდი. ჩემს მშობლებთან იმერეთში წავედი. რიკოთის გვირაბს, რომ გასცდები სულ სხვანაირად შენია იქაურობა. საქათველოში, ქართველისთვის ყველა კუთხე–კუნჭული ხომ მშობლიური და სანუკვარია, მაგრამ იქ, სადაც დაიბადე, სადაც შენი ფესვებია სულ სხვანაირად სანატრელია. ამიტომაც იმერულ ჰაერს სხვანაირი სურნელი ქონდა ჩემთვის. გადამავიწყა კიდეც ჩემს ბატონზე, გაბრაზებული რომ ვიყავი და მერე, ამ სიბრაზით დაუფიქრებლად შეტყობინებაში გრძნობებზე, რომ ავლაპარაკდი. თუმცა, რა გასაკვირია ამ ბოლოს ყველა ჩემი ქმედება დაუფიქრებლად ხდებოდა. ვინ იცის რა აზრები უტრიალებდა იმ ჭკვიან თავში. კორპუსის წინ შეკრებილი სამეზობლოს მოკითხვით, რომ ვიჯერე გული მერე, ჩემი ბინის კარს მივადექი. ზარი დავრეკე და მოუთმენლად დაველოდე. დედამ გამიღო და ბედნიერებისგან შეჰკივლა. – თაკო, ჩემო სიცოცხლე, როგორ გამახარე. – თავის თბილ გულში ჩამიხუტა. – შემოდი დედიკო აქ რას დგახარ. მარტო რატომ ხარ? – ცოტა შეშინდა. – დიმა, რამდენიმე დღით გაემგზავრა სამსახურის საქმეზე. მეც დრო გამოვიყენე და გესტუმრეთ. თან, ძალიან მომენატრეთ ჩემო დუდუნა. – ვუთხარი და დედის სურნელით და სიყვარულით გაჯერებულ კალთას შევაფარე თავი. ჩემი ცხოვრების ყველა სიყვარულს თავისი სურნელი აქვს. – დე, მამა სად არის? – სოფელში წავიდა, ბებიას დახმარება სჭირდებოდა. – აუ რა კარგია! – ტაში შემოვკარი.– ჩვენც წავიდეთ. ჩემს „ციცი–ნათელასაც“ ვნახავ და მამასაც. – კარგი დედიკო წავიდეთ. ჩემი ციცი–ნათელა ის გავახარე, ასაკი და წნევა სულ გადაავიწყდა. მუხლმარდი გოგოსავით დარბოდა და თავს მევლებოდა. სიძე აქაც იკითხეს რათქმაუნდა და ამათაც ლამაზი ტყუილი ვუთხარი. ფეხდაფეხ დავიარე ჩემი სოფელი. ნაცნობი ადგილები– სტადიონი, სადაც ბიჭივით ვთამაშობდი ფეხბურთს და მუხლები სულ დაკაწრული მქონდა. წყარო, სადაც ცხელ ამინდებში უფროსები ცივი წყლის მოსატანად გვაგზავნიდნენ ბავშვებს და გზაში ისე გავერთობოდით ხოლმე, შინ უკვე გამთბარი წყალი მიგვქონდა და ასე გვიწევდა წრეზე სიარული. და სოფლის „ბირჟა“ რამდენიმე უბანი, რომ იყრიდა თავს. მითუმეტეს, თუ სტუმრად უცხო გოგო იყო, მეორე სოფლიდანაც კი მოდიოდნენ. ბევრი სიყვარულისა და ლამაზი ოჯახის დასაწყისი გამხდარა ეს ბირჟა. მეც ბევრი მეტრფოდა, მაგრამ იმ დროს ზედმეტდ უცხო იყო მსგავსი საკითხები . ამიტომ პასუხის გაცემის ჩემეული ხერხი მქონდა. ტრადიციული თამაშის – „წითელი, ყვითელი, შავი.“ დროს, გამთვლელს წინასწარ ვანიშნებდი სამიზნეს, ზოგჯერ არც სჭირდებოდათ მინიშნება. მერე, შავს ვირჩევდი და სულ დაწითლებული ქონდათ საწ....ბს სახე. ასე ვპასუხობდი მათ გრძნობებს. ალბათ ჩემგან არც გაგიკვირდებათ. ჩხუბებიც ხშირად იმართებოდა ვნებათა ღელვის გამო. მერე, ეს ჩხუბი გარჩევებში გადაიზრდებოდა და ასე ბობოქარი დღეები მქოდა ხოლმე ჩემს სოფელში. თვალის ჩინივით გვიფრთხილდებოდნენ ჩვენი კუთხის ბიჭები გოგონებს. ჩემთვის, ხშირად ბირჟაზე მისვლასაც აუკრძალიათ– ერთი დღე მაინც ჩაგვატარებინე შარის გარეშეო. განსაკუთრებულ ტრადიცია კი, მაინც სიმინდის მოპარვა იყო მეზობლების ყანიდან. ერთხელ, იმავე მეზობლიდან ვისაც „ტარო“ მოვპარეთ, მოსახარშად ქვაბიც კი ვითხოვეთ. და კიდევ უამრავი ლამაზი მოგონება... ბავშვობა – ყველაზე უდარდელი, ბედნიერი და დაუვიწყარი წლებია ადამიანის ცხოვრებაში. იმდენად დაუვიწყარი, რომ შეიძლება მხოლოდ ბავშვობის მოგონებებით იცხოვროს და იარსებოს ადამიანმა. ხუთი მშვიდი და სითბოთი სავსე დღე გავატარე ჩემს სოფელში. თუმცა, გულში რაღაც ძალიან მაკლდა. ჰამაკზე ვიჯექი და ვქანაობდი, რომელიც პირდაპირ შემოსასვლელ ღია ჭიშკარს უყურებდა. თვალებს ვერ დავუჯერე, მოვიფშვნიტე და ისევ გავიხედე– ჩემი სიმშვიდის დამრღვევის ავტომობილი ვიცანი, პირდაპირ ეზოში შემოიჭრა. გული ამიფრიალდა, როგორ მომნატრებია... სანამ მე ავდგებოდი მანამ, დედა და ბებია გამოცვივდნენ სახლიდან და სიძეს ზარ–ზეიმით შეეგებნენ. მანაც მოწიწებით მოიკითხა. მისვლა, რომ შევიგვიანე ბებიამ დამიძახა : –მოდი ბაჭია შენი ქმარი გვესტუმრა და არ უნდა დახვდე? მოკლეთ ეს თაობა სულ გადაგვარდით. მე ბაბუაშენს ყანიდან მოსულსაც კი ეზოს გარეთ ვხვდებოდიო. – მის, ამ სიტყვებზე ისე გულიანად გამეცინა, დიმა წარმოვიდგინე თოხით ხელში. მისკენ წავედი და ბებოს ვუპასუხე: – ყანიდან თუ მოვა, მეც ეგრე დავხვდებითქო. რათქმაუნდა მათ დასანახად გადავკოცნე და თან ყურში ჩავჩურჩულე: – კეთილი იყოს შენი ფეხი ჩემს სამოთხეში! – მისი პასუხი: – გმადლობთ ბაჭია ! – გამიღიმა და საბარგულიასკენ წავიდა. ახლა ალბათ, ამ სახელის გამო ასჯერ მეტად ბავშვად მოვეჩვენე. იმდენი პარკი გადმოალაგა სახლში ძლივს შეზიდეს. თან მადლობეს უხდიდნე თან „ჩემი სიკვდილი, როგრო შეწუხებულხარო“ გაიძახოდა ბებია. ხან მე მიბღვერდა– როგორ არ გრცხვენია, რომ არ გაგვაფრთხილე თუ მოდიოდა საკადრისად დავხვდებოითო. ამასობაში მამაც მოვიდა. დიმა განსაკუთრებული პატივისცემით მიესალმა მას. ყველანი დაფაცურდნენ. მე ისევ ჰამაკისკენ წავედი, ისიც გამომყვა. – როგორ გაიგე სად ვიყავი მაგას აღარ გკითხავ, მაგრამ რატომ ჩამოხვედი? – იმ მიზეზით, რა მიზეზითაც შენ ამოხვედი იმ დღეს საგურამოში. – დამახასიათებელი, „ამომწურავი“ პასუხი გამცა. – ხომ გთხოვე რამდენიმე დღე!– მინდოდა მკაცრი ვყოფილიყავი, არადა მისმა დანახვამ სულ დამავიწყა წყენის მიზეზი. თანაც, გულის სიღრმეში მესმოდა კიდეც მისი. – როგორც ვიცი, ხუთ დღეზე რამდენიმეს თქმა შეიძლება. ისედაც გამიგრძელდა.– უფრო თავისთვის ჩაილაპარაკა ბოლო სიტყვები. – აქ არ გელოდი. ან ამ საჩუქრებით რომ მომადექი ... – ეგ საჩუქრები შენი არაა და ნუ ერევი. ჩვენს ციცი–ნათელას მოვუტანე. ისე ძალიან საყვარელი ქალია. – არ მახსოვს მასთან ნათელა, ციცი–ნათელას სახელით მომეხსენიებიოს. ეს საიდანღა გაარკვია? ვფიქრობდი. – მისი გულის მოგებით გინდა ჩემთან გმოხვიდე? – მართლა ბავშვი ხარ რა ... – გაეღიმა და ლოყაზე მიჩქმიტა.– შენთან უკეთესი გეგმები მაქვს ბაჭია! – იქნებ ეგ გეგმები მეც შემითანხმო ხოლმე „მგელო“ ! – ამ სახელის გაგონებაზე ისეთი სახე მიიღო მივხვდი, სიცილის სურვილით კუნთები დაეჭიმა. მეც მიჭირდა თავის შეკავება. – შეგითანხმო? უკვე რაღაცეებს ვათხმებთ ერთმანეთთან? ისე, მხოლოდ ერთის თქმა შემიძლია, ბავშვივით უნდა მოგექცე, რადგან დიდივით რომ გექცევი არ ჭრის. – აქ, ჩემი ნერვების მოსაშლელად თუ ჩამოხვედი... – დამშვიდდი, დედაშენი მოდის. – როდის დაბრუნდი შვილო? – კითხა და ვიფიქრე ვსო ჩემი ტყუილი გამოაშკარავდებათქო, მაგრამ... – გუშინ საღამოს. თაკომაც არ იცოდა ტყუილად საყვედურობთ. – გავოგნდი. როგორ შეეძლო ჩემი აზრები გამოეცნო. – კარგი, მაშინ ახლა მითხარი რა გიყვარს რა გაგიკეთო? – არაფერი განსაკუთრებული. თუ არ შეწუხდებით უფრო გამეხარდება. – დედა უპასუხოდ მოგვცილდა და მივხვდი, რის საშვალებასაც დრო მისცემდა ყველაფერს გააკეთებდა. – შენ რა ტელეპატი ხარ, როგორ მიხვდი რა ვუთხარი? – ვკითხე, მარტო რომ დავჩით. – ვიეჭვიანე და გამოვიქეციო მაგას არ ეტყოდი. თან კითხვაც ისეთი დამისვა... – ეგ ეჭვიანობა კარგი გამახსენე. – ანუ აღიარებ, რომ იეჭვიანე? – ეგ არის ახლა ჩვენი პრობლემა მე, რას ვაღიარებ? – არის. თუ მეტყვი, რომ იეჭვიანე აღარასდოს მოგცემ მიზეზს. – ვერ ეღირსები ! – ვუთხარი და მკლავზე ვუჩქმიტე. შემომხედა და დანაპირები გამახსენა. – ათასი პროცენტით ვარ დარწმუნებული, მაგას აქ არ გააკეთებ. ასე რომ ტყუილად ნუ მაშინებ. ახლა, ჩემს პერიმეტრზე ვართ. – მოიცა, ჩაგიყვან ჩემს პერიმეტრზე. და კიდევ ზოგჯერ, უთქმელობით უფრო მეტს ამბობ. – სახე ავარიდე და ცოტახანს ჩუმად ვისხედით.– შენი საყვარელი შოკოლადები მოგიტანე მიდი ჭამე, იქნებ ცოტა დაგამშვიდოს. – შენ საიდან იცი, რომელი მიყვარს და საერთოდ, როგორ გებულობ მაგ რაღაცეებს? – უბრალოთ მონდომებაა საჭირო, რომელიც შენ ჩემთან მიმართებაში სულ გაკლია. – დიმა რა მინიშნებებით მელაპარაკები ? – თუ არ მოგწონს, მომეცი საშვალება და პირდპირ გეტყვი. – წავალ შოკოლადებს შევჭამ. მადლობა, რომ შეწუხდი და მიყიდე. – სწრაფად წამოვდექი წასასვლელად, მაგრამ ჰამაკი შექანავდა და მეც შემაქანა. ამ დროს, რომ არ წავქცეულიყავი წელზე ხელები მომხვია და მის კალთაში ჩავსკუპტი. – თაკო რამდენხანს აპირებ გაქცევას ?! – მკითხა როდესაც ზემოდან მომიქცია. – ნუ მეხუტები სირცხვილია. გამიშვი ! – დავიღალე უკვე, ცოლთან მიკარების გამო ვიღაცის, რომ უნდა მრცხვენოდეს! – მკაცრი ტონით მითხრა. – გამიშვი ! – მიდი ბაჭია, სკუპ–სკუპით გაიქეცი მგელი არ დაგეწიოს ! – როდესაც ასე ხუმრობდა არც გამომეტყველება ეცვლებოდა და არც ხმა. ვგიჟდებოდი, ისეთი სასურველი იყო ასეთი შავი იუმორის დროს ჩემთვის. იმ საღამოს, ნამდვილი იმერული სუფრა გაიშალა. სიძის მოსვლის ამბავი, რომ გაიგეს მისი გაცნობის სურვილით ბევრი, სტუმარი გვეწვია. დიმაც ისეთი განსხვავებული უბრალო და უშუალო იყო ყველასთან თვალებს და ყურებს არ ვუჯერებდი. თბილი და ყურადღებიანი. ლამის თაფლად გადაიქცა ეს უჟმური კაცი. გვარიანად მოილხინეს. იმერულ ღვინოსაც კარგად შეხვდა. თუმცა, ცოტათი მაინც დაეტყო მხოლოდ მე ვამჩნევდი. უფრო ხშირად და თბილად მიყურებდა. შუაღამე იყო სტუმრები, რომ დაიშალნენე. ყველანი, სიძით მოხიბლულები დარჩნენ. მას სიტყვა–პასუხიც და ინტელექტიც საკმარისზე მეტი ჰქონდა ამ ეფექტის მოსხდენად. ძალიან დაღლილები შევედით საძინებელში, სადაც კიდევ კარგი ორი საწოლი იდგა. რატომღაც თავიდანვე ეს ოთახი ავარჩიე, მგონი გულის სიღრმეში ველოდი მის ვიზიტს. დედამ ბევრი მეხვერწა ოთახი შეიცვალე სირცხვილიაო, მაგრამ გადავარწმუნე. საწოლების გაშლა დავიწყე. ჩამოჯდა და ცოტახანს მიყურებდა. შავი თვალები ლამაზად უციმციმებდა. – მომეწონა შენი სამოთხე! – ვატყობ მასაც მოეწონე ! – ღიმილით ვუპასუხე. –სიამოვნებით დავრჩებოდი აქ სამუდამოდ. ყველანი ისეთი უბრალოები და კეთილები არაინ. – მესმის. შენს სამყაროში კი პირიქითაა, მაგრამ ჩემი ძმა არ დაგითმობს. მასაც უყვარს. – გავახელე ისევ ღიმილიანი სახით. – შეიძლება, მაგრამ შენ დაგითმობს. მე კი შენთან ერთდა ვიცხოვრებ ამ სამოთხეში. – ღვინომ იმოქმედა მგონი. მე გავალ დაიძინე. – ახლა შენ, ისევ გარბიხარ ! – არ გავრბივარ. უბრალოთ, საშვალებას გაძლევ გამოიცვალო და დაწვე. – მე არ მრცხვენია ! – კარგი, შევბრუნდები მაშინ. –მისგან ზურგით დავდექი. ადგა. ვიფიქრე გახდას იწყებსთქო, მაგრამ უცებ ჩემს უკან აღმოჩნდა. მხრებზე ხელები ნაზად მომიჭირა, მიმიზიდა და თავზე მაკოცა. გული ამიჩქარდა. – „იცოდე, მე არ ვარ ის ქალი ვის გვერდითაც სიმშვიდეს ეღირსები“– ეს სიტყვები გახსოვს? – თანხმობის ნიშნად თავი დავუქნიე. გულში ამიფრთხიალა იმის გააზრებამ, რომ ჩემი სიტყვები ახსოვდა. – ასრულებ კიდეც, მაგრამ ის მაინც მითხარი კიდევ როდემდე უნდა მაწამო? – ნაზად ჩამჩურჩულა ყურში. ისეთი მამაკაცური ხმის ტემბრი ჰქონდა ჩემდაუნებურად მაღელვებდა. მისმა თბილმა ბგერებმა წამში მოიარეს გული და გონება. – ხომ იცი, რომ იმსახურებ ! – აღელვების დასაფარდ ვუთხარი, თორემ იმ წუთას მერჩივნა სამყარო დადუმებულიყო და მხოლოდ ჩვენი გულის ცემისთვის მესმინა. – ვიცი, მაგრამ სასჯელსაც ხომ აქვს ვადა.– ძლივს დაიხსნა ჩემი თმების ალერსისგან თავი და არეული ხმით მითხრა. – უვადო სასჯელიც არსებობს ! – სუნთქვაც კი ამერია ისე შემოიპარა ჩემში, მისი სურვილი. – ოხ თაკო რა გაგიკეთო უკვე აღარ ვიცი !– ისე ამოიხვნეშა გული ამოაყოლა.– კარგი, იყოს სამუდამო ოღონდ ჩემ გვერით იყავი. – დიმა ნუ იქცევი ასე რა ! – როგორ?– მკითხა და თავისკენ შემაბრუნა. თვალები ამღვრეული ჰქონდა, სიმთვრალე გვარიანად ეტყობოდა. – სხვანაირად, თბილად. არ გინდა გთხოვ ! – მე სულ ასე მინდა, რომ მოგექცე! – ჩემი ნიკაპი დაიჭირა და კოცნა უნდოდა, მაგრამ ავერიდე და თავი მკერდზე მივადე. – გასაგებია ! – ძლიერად მომეხვია.– რომ იცოდე როგორ მენატრებოდი?! – მეც ! – გავბედე და ვუთხარი, რადგან დილით ალბათ, არაფერი ემახსოვრებოდა. ადრე გამეღვიძა. საწოლზე ჩამოვჯექი და ვუყურებდი, როგორ მშვიდად ეძინა. სიცხის გამო გადაეხადა და მის სხეულზე კუნთების დათვლაც კი შემეძლო. მიზიდავდა, მაგიჟებდა. ახლოს მივედი, ჯერ მისი თმის სურნელი შევისუნთქე, რომელიც სულ აჩეჩოდა მერე კი, თითებით შევუსწორე.თავში კიდევ რაღაც სულელური აზრები მომდიოდა, ამიტომ სასწრაფოდ გავეცალე. ჩემი ბაჭიების მოსაფერებლად წავედი. ძალიან დიდ ხანს დავყავი მათთან გულს ვაყოლებდი. ვაჭამე, წყალი დავალევინე გულში ვიხუტე. ჭრელები, ფუნფულები და საოცრად საყვარლები იყვნენ. დედამ გამაგდო ქმარს მიხედეო თორემ, ალბათ კიდევ დიდხანს „ვითამაშებდი“ მათთან. დაბრუნებულს უკვე მოწესრიგებული დამხვდა. რომ შევედი შემათვალიერა, მძიმედ, უსიამოდ ჩაისუნთქა და მკითხა : – თაკო სად იყავი? – რატომ მეკითხები? – სიცილი ძლივს შევიკავე, მივხვდი მიზეზს. – მეწყინა აქ მარტო, რომ დამტოვე. – ღიმილით მითხრა და ცხვირზე ხელი მოიჭირა. – რაიყო, ნაბახუსევზე არ წავიდა ეს სურნელი? – ვუთხარი და გულიანად გავიცინე. – მართლა ცუდად მოქმედებს. მითხარი რას დაუკარგე მოსვენება დილიდან ? – კურდღლების ოჯახს ვეწვიე, პაწაწუნა ბაჭიების მოსანახულებლად. – და შიგ, სახლში შეუვარდი?! წყალი გადაივლე თორემ, არ ვიცი რა მომივა ! –მართლა არ გამოიყურებოდა კარგად. – კარგი მივდივარ, აქ არაფეერი დაგემართოს ! მამა სუფრასთან გელოდება, გადი და მეც მალე მოვალ. – ქმარი ოთახში მიატოვა და ბაჭიებთად გაიქცა მოსაფერებლად. საბოლოოდ შემშლის. – რომ გავედი მაშინ ჩაილაპარაკა, მაგრამ მაინც გავიგონე. იმ დრეს ქალაქში წავედით მამას სამსახურის გამო. ძალიან არ მინდოდა ბებოს დატოვება და მგონი დიმას ჩემზე მეტად, მაგრამ ისიც თბილისში უნდა დაბრუნებულიყო. სახლში მიგვაცილა და წასვლას აპირება, მაგრამ ჩემმა მშობლებმა სთხოვეს, ერთი დღით კიდევ დარჩენილიყო. შევატყვე, მასაც არ უნდოდა წასვლა და დიდი ხვერწნა არ დასჭირვებია. მამასათან ბევრს საუბრობდა. ძალიან მშვიდი და მხიარული იყო. თავს ისე გრძნობდა როგორც მე, მის მშობლებთ. თითქოს როლები გავცვალეთ. მეც ვიეჭვიანე. დედას და მამას, მის გამო სულ გადავავიწყდი. ამასობაში დაღამდა და ძილის დროც მოვიდა. მისაღებში ვიჯექით და ტელევიზორის „პულტს“ ვაწვალებდი. – მავნე ადამიანი ხარ ! – მითხრა და ღიმილით გადმომხედა.– მაგან მაინც რა დაგიშავა, რომ არ ასვენებ ? – ისე მითხრა თითქოს წინა ღამის საუბარი ახსოვდა. – ნერვებს ვიმშვიდებ ! – და რა განერვიულებს? – ჩემს საძინებელში ერთი საწოლი დგას. – მერე? – მშვენივრად ხვდები მერე, რაც ! – ისევ... ერთი დღე გამიძელი არ შეგჭამ. ან თუ გინდა აქ დავიძინებ არ მაქვს პრობლემა. – ჩემს მშობლებს შენ აუხსნი თუ მე ავუხსნა აქ რატომ წვები?– მოჭუტული თვალებით გავხედე. – მე ავუხსნი მათი შვილი, როგორი მზრუნველი და მოსიყვარულე მეუღლეა ! – ნერვებს ნუ მიშლი და წამოდი! ოთახში, რომ შევედით მისი სახე უნდა გენახათ. სიცილს ძლივს იკავებდა და მონდომებით ათვალიერებდა ყველაფერს. საწოლზე დადებული დიდი, ფუმფულა სათამაშო დაჭირა, შემომხედა და მითხრა; – და ამის შემდეგ კიდევ მეტყვი ბავშვი არ ვარო? – ნუ დამცინიხარ ! – სერიოზულად ვფიქრობ, ბაჭიების საშენი უნდა გაგიკეთო. – დამანებე ახლა თავი თორე, მაგ საშამაშოთი გაგგუდავ. ისედაც გაბრაზებული ვარ. სპეციალურად დარჩი ხო? – ხო. ერთი სული მქონდა ამ ვარდისფერ და სათამაშოებით სავსე ოთახში, როდის დავიძინებდი . ეს კუდღელი ჩავიწვინოთ შუაში, საზღვარი იქნება. – ხანდახან ვერ ვარჩევდი ხუმრობდა თუ არა ისეთი სერიოზული იყო. – ესეიგი ბავშვი ხო ? კიდე არ ეშვები მაგ თემას... ბატონო დიმიტრი, იქნებ შემახსენოთ საქართველოს კონსტიტუციის, რომელი მუხლით ისჯება და სასჯელის რა ზომაა განსაზღვრული „ბავშვებთან“ ქორწინების დროს? – ვკითხე და მრავლისმეტყველი სახით შევხედე. – შენს დაბადების მოწმობაში, დაბადების თარიღად 1995 წლის 15 ნოემბერი, რომ არ ეწეროს მართლა შემეშინდებოდა. მხოლოდ მაგით თუ გაარკვევს კაცი შენს ასაკს. – ამჯერადაც ღიმილშეპარული შავი იუმორი. – ნეტა, ჩემი მეხუთე კლასის დროინდელ სკოლის ჟურნალსაც არ გამოითხოვდე. – როგორ მინდოდა გემრიელად გამეცინა, მაგრამ საწოლის საკითხი უფლებას არ მაძლევდა. – ვერ იპოვეს ! – კარგი რა ... – უცებ თემა შევცვალე – რა ვქნათ ახლა აქ ორივე, როგორ დავწვე... რას აკეთებ ? ნუ იხდი.. ნუ იხდი ... – ალი მომედო წარმოდგენაზე თუ, რა დამემართებოდა ჩემს გვერდით ასე, რომ დაწვებოდა. – თაკო თუ გგონია ამ სიცხეში ჩაცმულ –დახურული დავიძიბე ძალიან ცდები. შებრუნდი შენ თუ გრცხვენია და დამაცადე დაძინება. – აშკარად ერთობოდა. – იცოდე მაგ კუთხე იკმარე და ჩემსკენ არ მოიწიო. – შენ თვითონ არ მოიწიო და არ შემაწუხო. ვიცი, ძილში რომ დადიხარ. – საწოლში მოკალათდა. – საიდან იცი? – შენგან განსხვავებით ფიზელი ძილი მაქვს. მართალი მითხრა საშინელი ძილი ვიცი. საწოლის თავში დაძინებულმა შეიძლება შაწოლის ბოლოში ან სულაც იატაკზე გავიღვიძო. თანც დილიით არაფერი მახსოვ. ტანსაცმლიანად, დაჭიმული სხეულით მივუწექი გვერდით. ცეცხლი მეკიდა გულშიც და გონებაშიც. მეძინებოდა, მაგრამ შიშით თვალებს ვერ ვხუჭავდი, რადგან მეშინოდა დილით მასზე მიკრულს არ გამეღვიძა. შიშის ასე ახდენა?!... სასიმოვნო, ნაცნობი სურნელი. თვალები გავახილე და წამსვე დავხუჭე. ვინატრე, რომ იქედან გავმქრალიყავი. მას უკვე გაღვიძებოდა ან, შეიძლება საერთოდ არ ეძინა ისე შემაწუხებლად ვიწექი მასზე... ხო, სწორად გაიგეთ, საწოლზე კიარა მასზე მეძინა. თავი მის მკერდზე მედო, ხელებით კი სხეულზე ვეკვროდი. ძლიერ მკლავებში ვყავდი გამომწყვდეული და თმებზე მეალერსებოდა. სირცხვილით და ვნების ალით ერთდროულად ვიწვოდი. მთელი გულრწფელობით ვუთხარი : – დიმა ახლა მართლა არ ვიცი რა უნდა გავაკეთო. მრცხვენია ! – არაფერი თქვა და არფერი გააკეთო, უბრალოთ ცოტახანსა ასე დარჩი. – მრცხვენია–მეთქი ! – ვისი და რისი? – შენი და ამ მდგომარეობის რათქმაუნდა. – თაკო, შენ ჩემი ცოლი ხარ და გაიაზრე ეს ბოლოს და ბოლოს. ახლა კი, შემარგე რაღაც კარგი გთხოვ ! – მითხრა და უფრო ძლიერად მომეხვია. –წუხელ, ორჯერ გადამაგდე საწოლიდან და კონპენსაციას ვითხოვ.– ჩვეული ინტონაციით. – კარგი რა, ამხელა კაცს რას მოგერეოდი ეს წიწილა ქალი. – წიწილა ქალი ? – გაიმეორა და გაეცინა. – ისე, მართლა წიწილას წონა გაქვს. – შენი გულის ფეთქვის სიხშირეს თუ დავუჯერებთ ისეა დაღლილი წიწილას წონა ვერ იზავდა ამას. – გააჩნია თუ, წონას პირდაპირი მნიშვნელობით გულისხმობ ვერა. – ანუ, შენს ცხოვრებაში სხვა წონაც მაქვს? – გამოვეცალე და ზემოდან დაეჭვებით დავხედე. – კი და მართლა თუ გაინტერესებს გეტყვი რაც. – არა, რატო უნდა მაინტერესებდეს?! – თაკო, ნუ მიწვევ თორემ , ამ წიწილას გემოს გავუსინჯავ. – მითხრა და სახეზე ჩამოყრილი თმები გამისწორა. შეშინებული წამოვხტი, როცა მზერა ჩემს ტუჩებზე გაუშეშდა. დამიჭირა საწოლზე დამაბრუნა და ზემოდან მომექცა. – ვერსად ვერ გაიქცევი. ამის შემდეგ არცერთ შენს გამოწვევას არ დავტოვებ უპასუხოდ იცოდე ! ჯერ მაიძულე ხუთი დღე შენს გარეშე გამეტარებინა. მერე მაიძულე მთელი ღამე შენზე ჩახუტებულს მძინებოდა და შენი სიახლოვით ჭკუიდან გადაგეყვანე. რომ გამეღვიძა და ისე დამხვდი.... ხოდა ახლა შენი კოცნა მინდა და ვალდებული ხარ დამთანხმდე. – არ გაქცეულიყავი კლუბში და არაფრის იძულება არ მოგიწევდა. – გული ლამის საგულედან ამომივარდა. – რატომ გამიშვი მერე, რატომ არასდროს მაჩერებ? ნუ გამიშვებ და არსადაც არ წავალ. – შენ თუ წასვლა გინდა მე ვერ შეგაკავებ ! – არ მინდა თაკო ! არ მინდა, მაგრამ არასდოს არაფერს გავაკეთებ შენი სურვილის გარეშე. ამას აქამდეც უნდა მიმხვდარიყავი. შენ კი ყველა გზას მიკეტავ... ნუ მცდი! ეს მოთმინება ძვირად მიჯდება. – უფრო ახლოს დაიხარა ჩემთან. – გეხვერწები, გემუდარები გამიშვი ! – ვერა, არ შემიძლია. როცა ვხედავ ტუჩებს, როგორ იჭამ თვას ვერ ვერევი. ნუთუ ასე ძნელია, მხოლოდ ერთ კოცნას გთხოვ !– სასწრაფოდ ავიფარე ხელი პირზე. – შენი გული დამფრთხალი ჩიტივით ფეთქავს ! – გულზე ხელი დამადო და უფრო მეტად ამიფრთხიალა. – დიმა, გთხოვ ნუ მეცქევი მასე ! – მეც სულ მაგას გთხოვ უკვე სამი თვეა. – ცხვირზე მაკოცა და გამიშვა. – დღეს უნდა წავიდეთ, მოემზადე. – შენ წადი, მე რამდენიმე დღეში ჩამოვალ. – დაგტოვებ მხოლოდ იმიტომ, რომ დაფიქრდე და შენ თავში გაერკვე რა გინდა. – შენ რა გინდა ? – სუნთქვა შეკრულმა ვკითხე. – მე დიდი ხანია ეგ გარკვეული მაქვს.იცოდე, რომ ჩამოხვალ ვისაუბრებთ! – მიბრძანა და ხელში კონვერტი და ბარათი მომაჩეჩა. – ეს რა არის ? – ეს შენს მშობლებს დაუტოვე . ეგ ბარათი კი შენია, როგორც გინდა გამოიყენე. – არ მინდა. ჩემი ფული მაქვს. – არ მიკითხავს რა გინდა. იცოდე მაგ კონვერტი უკან არ წამოღო თორემ, მძიმე სასჯელს მოვიფიქრებ. შენთან არაფერ შუაშია. ჩემი საჩუქარია და უბრალოთ შენ გადაეცი. ხო კიდევ, ისეთი კარგი მშობლები გყავს მიკვირს შენ ვის გავხარ ასე შეშლილი. – გაეღიმა და თვალი ჩამიკრა. – შენამდე ჭკვიანი ვიყავი. შენი ბრალია თუ გავგიჟდი. – სიმართლე ვუთხრაი, მისი სიყვარული გამო გავხდი ასეთი. – მეც სხვანაირი ვიყავი შენამდე. ახლა, ისიც კი არ ვიცი ჩემს მდგომარეობას რა ქვია. ასე, რომ ერთმანეთის წარსულთან ვალში არ ვართ. მხოლოდ სამი დღე გაქ თორემ, მერე ისევ მომიწევს ჩამოსვლა და ამ საწოლში შენი ატანა. – კარგი გავიგე , მაგრამ უკმაყოფილო სულაც არ ჩანდი. – ვუპასუხე მხრების აჩეჩვით. – ოხ, როგორ მინდა ახლა ჩვენს ოთახში მყავდე ! ვნახოთ იქ რამდენად დიდგულზე იქნები. გავაცილე და რომ შემოვბრუნდი კონვერტი გავხსენი. საკამოდ სოლიდური თანხა იდო წერილთან ერთად– „ ცუდად არ გაიგო. უბრალოთ პირველად ვიყავი სტუმრად, ვერ მოვიფიქრე მათთვის რა მეჩუქებია. ამიტომ ეს გადაეცი და თავად გადაწყვიტონ. „ – ნამდვილად გულუხვი გამოდგა. ეს საჩუქარი, რომ ჩემს მსობლებს აეღოთ მთელი ძალისხმევა დამჭირდა. ასჯერ ჩავუდე დედას ხელებში და ასჯერვე უკან დამიბრუნა. თხოვნა– ხვერწნაში არაქათი დამელია. ბოლოს ისევ სიძის ხათრმა გაჭრა. ვუთხარი, იფიქრებს იუკადრისეთ და ეწყინებათქო. ეს პრობლემა, რომ მოვაგვარე ჩემი პრობლემა გამახსენდა. საუბარი სურდა ბიჭს და თან რაზე. ჯერ ჩემ თავს ძლივს გამოვუტყდი და მასთან ამის თქმას ყველაფერი მერჩივნა. მაგრამ ისეთი კატეგორიული ჩანდა არ ვიცი თავს, როგორ ავარიდებდი. კაცმა არ იცის რა სისულელს გავაკეთებდი. დროც, რომ გამორწყულად მომცა. გეგონებოდა რაიმე ხელშეკრულებას ვამზადებდი. არადა ამ სამ დღეში მთელს ჩემ ცხოვრებაზე და გრძნობებზე უნდა მეფიქრა, რომელიც ჩემს მომავალს გადაწყვეტდა. საფიქრალი არც არაფერი მქონდა ვიცოდი, რომ მიყვარდა და ისიც ვიცოდი, რომ არ უნდა მყვარებოდა მაგრამ ამის , როგორ შევძლებდი. არც მისი პასუხის მოსასმენად ვიყავი მზად. ეს ყველაფერი ჩვენს ურთიერთობას კი დაალაგებდა, მაგრამ სიმართლე ბოლომდე არ ვიცოდი და ეს უფრო მიშლიდა ხელს. ერთი რამ ყველაზე დანამდვილებით ვიცოდი, მის გარეშე არაფერი არ მინდოდა... ამ აზრთა ჭიდილში გავიდა ორი დღე. მომწერა– „ხვალ გელოდები“ . განაჩენის დღე ახლოვდებოდა.... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.