შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

“მოდი ვითამაშოთ” (დასასრული)


7-12-2020, 21:37
ავტორი mancho1
ნანახია 1 593

დიდხანს ეძინა ჩემს მუხლებზე. მე კი მის სუნთქვას ვიზეპირდები. ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს მის გულის ცემას მეც ვგრძნობდი. მისი სურნელი მაგიჟებდა, საფეთქლებს მიწვავდა და მაიძულებდა დამევიწყებინა გარშემო ყველა და ყველაფერი, ცუდიც და კარგიც. რა არის იმაზე ძლიერი გრძნობა ვიდრე ენდობოდე და გჯეროდეს მისი.
აქამდე არასდროს მიფიქრია რატო მინდოდა გადარჩენა, სიცოცხლის გაგრძელება. ახლა უნებურად მოდის ფიქრები ჩემს თავში, რომ მის გამო უნდა გადავრჩე, რადგან ვხედავდე, მესმოდეს და მიყვარდეს. დიახ, მიყვარდეს. პირველად ვგრძნობ უსასრულობას. თითქოს წამი საუკუნედ მეჩვენება და არ მინდა დასრულდეს ეს საუკუნო წამი, მინდა მარადიულად ვუსმინო მისი სუნთქვის მელოდიას, მინდა დრო გაჩერდეს და მისი მჭიდროდ შემოხვეული ხელები სამუდამოდ შეესისხლხორცოს ჩემს სხეულს.
-ნეტავ სამუდამო იყო, ნეტავ არასდროს მომიწიოს შენი დატოვება, ნეტავ სამუდამოდ შემეძლოს შენს სუნთქვასთან ჩასაფრებული ყოფნა, ნეტავ შემეძლოს აგიხსნა რას ვგრძნობ შენს მიმართ, როგორი მშვიდი ვარ როცა გვერდით მყავხარ ან თუნდაც ძალიან შორს დგახარ და უბრალოდ შემიძლია დაგინახო... ნეტავ იცოდე როგორ მიყვარხარ...გონებაში ვესაუბრებოდი ჩემს თავს და მის სახეს დაკვირვებით ვაცქერდებოდი. გაუბედავად, დიდი სიფრთხილით ვეფერებოდი ლამაზ სახეზე, ცერი თითი მის ტუჩებთან შევაჩერე და ერთი წამით კოცნაც კი გადავწყვიტე, თუმცა შევჩერდი. ის ხომ ჩემი საერთოდ არ არის, მაგრამ მე? მე უდაოდ მისი ვარ.
ოდნავ შეიშმუშნა და პატარა ბავშვივით ააბრჭუვიალა ლამაზი თვალები. უნებურად გამეღიმა და მის ღიმილს ცერი თითით მოვეფერე.
-იცი რა ტკბილად მეძინა? ასე ალბათ მთელი თვე არ მძინებია
-მართლა? ცოტა არიყოს გამიკვირდა
-შენთან ერთად ყველაფერი შესანიშნავადაა... მითხრა და ოდნავ წამოიწია, ჩემს სახესთან ძალიან ახლოს მოვიდა და ცხვირის წვერზე კოცნა დამიტოვა.
-რომელი საათია? სავარძლიდან ადგა და თმის ჩეჩვით წავიდა სამზარეულოსკენ, ისეთი შეგრძნება მქონდა თითქოს ამ წამს ერთმანეთის ცხოვრებას ვინაწილებდით.
-ათი იწყება... ტელეფონს დავხედე და შემდეგ სანდროს შევხედე მოწყენილი თვალებით.
-არ მინდა წასვლა სესიი... წუწუნით წამოვიდა ჩემსკენ და დივანზე დაეშვა
-არც მეე... ისევ მოწყენილი თვალები შევაგებე.
ჩემსკენ მოიწია და სწრაფი მოძრაობით მომეკრა სხეულზე, ხელები მაგრად შემომხვია წელზე და სახე ჩემს ყელში ჩარგო. გული საშინლად მიცემდა, მეგონა მალე ამომვარდებოდა კიდეც.
გონება არეული ვეფერებოდი თმაზე და სახეზე და ვცდილობდი მისი ნაკვთები სამუდამოდ დამემახსოვრებინა.
-წავალ მე კარგი?
ჩემს ყელს თავი დააღწია და უზარმაზარი მოწყენილობით გამისწორა სახე.
-კარგი ხოო... უკმაყოფილოდ გასწორდა და განაგრძნო.-ოღონთ მე წაგიყვან.
მთელი გზა არცერთს არაფერი გვითქვამს, მუსიკის ფონზე ვუყურებდი გზას და ჩემი ფიქრების მორევში თავით ვეშვებოდი.
-ამაღამ ტელეფონი არ ჩართა. რომ მიხვალ მაშინვე დაიძინე და არაფერზე იფიქრო. ხვალ დილით მოგაკითხავ და ამ ამბის მოგვარებას დავიწყებთ.
-სანდრო, თუ ამაღამ მის დავალებას არ მივიღებ მუქარას შეასრულებს, ძალიან სერიოზულად იმუქრება და მეშინია ანუკის ან რომელიმე ჩემს მეგობარს არაფერი ავნოს
-და ამის გამო შენ უნდა გავნოს?
-თამაში მე დავიწყე და არ არიან ისინი ვალდებულები ჩემს გამო დაისაჯონ
-მესმის, მაგრამ ამაღამ ტელეფონი არ ჩართა, გთხოვ!
-ნუ მთხოვ, ხომ იცი ვერ შევასრულებ შენს თხოვნას
-მაგრამ მანიაკის მოთხოვნას შეასრულებ ხო?
-ხო!
-ნუ ჯიუტიბ სესილია... სახეზე ცეცხლი მოეკიდა და მანქანა სასწრაფოდ დაამუხრუჭა.
-მალე მიმიყვანე თორე დაგაგვიანდება სამსახურში
-არ მაინტერესებს დაგვიანება. მე მარტო შენი უსაფრთხოება მაინტერესებს, გაიგე?
-ვერ გავიგე, ყველაზე მეტად კი იმას ვერ ვიგებ რატომ ცდილობ ჩემს გადარჩენას.
-მაგას ვერც გაიგებ... მითხრა და ირონიულად გაიღიმა
-ბოლოსდა ბოლოს, გამორთავ მობილურს?
-არა!
-გთხოვ!
-ნუ მთხოვ სანდრო, არა! მუდარის თვალებით შევხედე
-არა? კარგი მაშინ არსად წავალ და ვნახავ როგორ შეასრულებ მორიგ მაზოხისტურ დავალებას... სიბრაზისგან კისერზე ვენები დაეჭიმა და სახე მოეღუშა.
-კარგი ხოო, კარგი... თითქმის ყვირილით ვუთხარი...-ჯანდაბა, აღარ ვიცი რა ვქნა
-არ მენდობი?
-შენ გენდობი სანდრო, მაგრამ ჩემ თავს ვერ ვენდობი, ვიცი რომ ისევ შემეშინდება მისი მუქარების და დავალების შესრულება მომიწევს.
-სესი შემომხედე... ჩემი სახე ხელებში მოიქცია და მჭიდროდ დამაკვირდა თვალებში...-მე მჯერა რომ შეძლებ, უნდა შეძლო, სხვანაირად თავს დაიღუპავ გესმის? ყოველი დავალების შემდეგ შენი ფსიქიკა ნელ-ნელა უახლოვდება თვითმკვლელობის ზღვარს, იმიტომ რომ იღლები და გინდა დაამთავრო. სანამ აქამდე მიგიყვანს, მინდა რომ მანამდე დაასრულო. ისე გარისკე დასრულებაც, როგორც დაწყება გარისკე. დედაშენის გამო, შენი მეგობრების გამო და... ჩემს გამო.. კარგი?
-კარგი... მოწოლილი ცრემლები თვალებში ჩავაბრუნე და მის სხეულს მაგრად მოვეხვიე.
დაძაბულმა შევაბიჯე სახლში და კარი ჩუმად გავაღე იმის მოლოდინით რომ ანუკის ეძინებოდა.
-მოხვედი? კარში შემომეგება და მაგრად ჩამეხუტა
-ხომ არ მოიწყინე?
-არაა, უბრალოდ რაღაც პრობლემა მაქვს და თავი ამტკივდა ფიქრით
-რა ხდება, მშვიდობაა? შეშფოთებულმა ვიკითხე და მოუთმენლად დაველოდე მის პასუხს.
-დედამ დამირეკა, მამაშენი ცუდად არის და თუ შეძლებ ჩამოდიო. არ ვიცი რამდენად დამხვდება იქ მშვიდობა...მოწყენილი და სევდიანი თვალები სწრაფად აახამხამა.
-დაწყნარდი ან, ყველაფერი კარგად იქნება... შეშფოთებული სახით გადავეხვიე მეგობარს
-ეკას დავურეკე და სამი დღით დავეთხოვე, აუცილებლად უნდა ვნახო მამა. ახლა ასეთ დროს არ მინდოდა შენი მიტოვება, მაპატიე რა
-ნუ სულელობ, საპატიებელი არაფერია. თუ შემიძლია რამით დაგეხმარო შენს გვერდით ვარ, ხომ იცი.
ყველაზე მეტად შუაღამის მოსვლა მაშინებდა. სიბნელე, რომელიც დიდ უფსკრულს გავს და უნდა რომ შიგნით ჩამითრიოს. ჩემი შიშები ყოველ დღე, ნაბიჯ-ნაბიჯ იზრდება და ცდილობს ერთიანად მომსპოს.
-სესი, შენი თამაშის ძალიან მეშინია იცი? გაუბედავად მითხრა მეგობარმა, რომელსაც თვალებში უზარმაზარი სევდა ჯერ ისევ ეტყობოდა
-ამაზე არ იფიქრო, არავის არაფერი დაგიშავდებათ, გპირდები
-ნუ სულელობ, შენს თავს უქმნი საფრთხეს და ამის მეშინია
-არაფერი მომივა დაწყნარდი... გავუღიმე და გვერდში იდაყვი ვუთავაზე.
-უხეშო, მეტკინა... დამცინა და თვითინაც მაგრად მითავაზა გვერდებში.
-კარგი დავსერიოზულდეთ..მოდი ამაღამ არ შეასრულო დავალება, გთხოვ რა.
-შენ და სანდრო შეთანხმდით? საწყლად შევხედე
-ღმერთო როგორ მიხარია, რომ ისიც ჩემსავით ფიქრიბს შენს სულელურ თამაშზე... ხელები მაღლა დაიჭირა და ღმერთს ისე შესწირა მადლობა
-კარგით რა, არაფერი მომივა.
-აპირებ დავალების შესრულას?
-სანდროს დავპირდი რომ ტელეფონს გამოვრთავდი ამაღამ
-ხოდა გამორთე და ჩემთან დაიძინე. მე კიდევ მაგრად ჩაგეხუტები და არ მოგცემ საშუალებას რამე სისულელე ჩაგადენინოს იმ მანიაკმა.
-კარგი... ყურებამდე გავუღიმე და ჩავეხუტე...-დედასთვის არ დამირეკავს დღეს, გაბრაზებულია ჩემზე და არ ვიცი თავი როგორ ვიმართლო.
-უთხარი რომ შეყვარებული ხარ და ამიტომ შეიცვალე
-გაამართლებს ვითომ?
-ვნახოთ

ოთახში შევედი და ანუკის ტელეფონით დედასთან დავრეკე.
ძალიან ბევრი ვიწვალე რომ მისთვის დამეჯერებინა ჩემი სიყვარულის ამბავი.
-ანუ მეუბნები რომ შეყვარებული ხარ?.. გამომცდელად მიყურებს ნინა
-ხო დე, არ გატყუებ, მილიონჯერ გითხარი უკვე, რომ ამის გამო შევიცვალე. გონება ძალიან არეული მაქვს.
-მას უყვარხარ?
-ერთად ვართ დედა, რა თქმა უნდა ვუყვარვარ.
-მომიყევი ცოტა, როგორი ბიჭია
-ძალიან, ძალიან, ძალიან კრგია... ყურებამდე გამეღიმა.-როცა ნახავ შენც აუცილებლად შეგიყვარდება.
-ხოო? შენ თუ გიყვარს მეც აუცილებლად მეყვარება
-საოცარი ადამიანია, ერთადერთია ვისაც უანგაროდ უნდა ჩემს გვერდით ყოფნა და ჩემი გადარჩენა
-რას გულისხმობ? ნინას სახეზე დაძაბულობა შეეტყო
-ძალიან გადავიღალე, სამსახური, საქმეები და ათასი პრობლემა, ხომ იცი მარტივი ცხოვრება არ მაქვს, ის კი უანგაროდ ცდილობს ამ ყველაფრისგან გადამარჩინოს
-სიყვარული უანგარობაა დედა
-კი ნამდვილად. ჩემგან არაფერს ითხოვს, სულ მცირე ყურადღებასაც კი. შეუძლია ყველაფერი მიატოვოს და ჩემს გვერდოთ იყოს როცა დამჭირდება. ყოველთვის ცდილობს ჩემს გაგებას
-სესი, არ გაბრაზდე მაგრამ მგონია მაგ ბიჭს ცოტა ეცოდები შენი გრაფიკიდან გამომდინარე და ამიტომ არის ასეთი უანგარო შენთან
-რას გულისხმობ?
-კარგი დაივიწყე, არ მიმდა აგრიო. მაგრამ იცოდე, თუ ოდესმე ადამიანთან მხოლოდ იმიტომ იქნები რომ ის გეცოდება, გამოვა რომ ცხოვრებას დაინგრევ თანაგრძნობის გამო და იგივე იქნება იმ ადამიანის მდგომარეობა ვინც შენთან მხოლოდ შეცოდების გამო იქნება. სიყვარული გრძნობაა და არა თანაგრძნობა ჩემო პატარავ.
ცოტა დავიბენი, შევშინდი ამ სიტყვების გამო. დედა ამას მალევე მიხვდა და თემა შეცვალა.
-იმედია რამე სულელურ ნაბიჯს არ გადადგამ და ჩემს ჩამოსვლამდე არ გათხოვდები... დამცინა ქალბატონმა ნინამ და კარგადაც გაიცინა.
-არა დე, შენს ჩამოსვლამდე არაფერს ვიზამ.
-რა დრო გავიდა, უკვე ქალი ხარ და სერიოზული ურთიერთობაც გაქვს... მე კი ისევ პატარა სესი მახსოვხარ იცი? გულდაწყვეტით მითხრა დედამ
-სერიოზული არაა დედა, უბრალოდ ერთად ვართ.
-მე რომ მითხარი და საერთოდ ამ თემაზე რომ საუბრობ ესეიგი სერიოზულია, სხვა შემთხვევაში როცა არასერიოზულად მიიჩნევ ურთიერთობას არასდროს საუბრობ მასზე ასეთი აღფრთოვანებით.
-შეიძლება ასეც არის... დაბნეულმა შევხედე ისევ.
დედასთან ასეთმა საუბარმა გული გამითბო და ცოტა დამშვიდებულმა დავიძინე ანუკისთან ერთად. რა თქმა უნდა სანდროსთვის მიცემული პირობა შევასრულე და ტელეფონი არ ჩავრთე.
დილით ძალიან ადრე გამეღვიძა, სასწრაფოდ ჩავრთე ტელეფონი იმის მოლოდინით რომ მანიაკს ათასობით ესემესი ექნებოდა გამოგზავნილი, რა თქმა უნდა ასეც მოხდა. დარწმუნებული ვარ მასთან რაღაც სიგნალი მიდის როცა ტელეფონს ვრთავ, რადგან მობილურის ჩართვიდან წუთიც არ არის გასული რომ მანიაკი მაშინვე მწერს.
ესემესი მოვიდა
“-განანებ წუხანდელ ღამეს. აღარ გაბედო ჩემი დაიგნორება თორემ სათითაოდ გამოვჭრი ყელს ყველა შენიანს.”
ერთი წუთით გავითიშე, საწოლიდან წამოვჯექი და გაშეშებული ვუყურებდი ერთ წერტილს. ანუკის ხმამ მდგომარეობიდან გამომიყვანა, თუმცა ვერ დამამშვიდა
-სესი, რა ხდება? ასე ადრე რატო გაიღვიძე
-არაფერია, დაიძინე მე წყალს დავლევ.
ოთახიდან გავედი და სანდროს დავურეკე. მიპასუხა თუ არა მაშინვე სითბო ვიგრძენი გულში.
ძალიან ჩუმად დავიწყე საუბარი რადგან ანუკის არ გაეგო
-სახლში ხარ? ვეკითხები ძალიან მშვიდად
-ხო სესი, ახლა მოვედი
-მისმინე, გუშინ ტელეფონი რომ გამოვრთე მუქარაზე გადავიდა
-რას გწერს? სანდროს ხმა ეძაბება და ვხვდები როგორ ბრაზდება ნელ-ნელა
-მითხრა რომ ასე თუ კიდე მოვიქცევი ყველა ჩემიანს ყელს გამოსჭრის.
ჩუმად და გაცრეცილად მესმის როგორ იგინება სანდრო მანიაკის მისამართით
-კარგი, დაწყნარდი, ვერაფერს იზამს. ახლა მოვედი სახლში რამდენიმე წუთის წინ, წყალს გადავივლებ და შევხვდეთ.
ტელეფონი გავუთიშე და ყავა მოვამზადე. დილიდან თავი მისკდებოდა, ახლა ნამდვილად რაღაც ცუდს გააკეთებს ის არანორმალური, რადგან ძალიან გაბრაზდა.
ცოტახნის შემდეგ ისევ მოვიდა შეტყობინება
“-ოთხ საათს გაძლევ რომ შენი ოთახის ფანჯრიდან გადახტე, თუ არ გააკეთებ ანუკის მოვკლავ. დროს ვრთავ, სულ ოთხი საათი გაქვს დაიმახსოვრე”
გულამოვარდნილი შევვარდი ანუკის ოთახში, ვეცადე თავი გამეკონტროლებინა, თუმცა არ გამომდიოდა. ტელეფონმა დარეკა და აკანკალებული ხელებით ძლივს გასაგონად დავილაპარაკე

-გისმენ სანდრო...ამ ორ სიტყვაში თითქოს დავდნი და რაღაც სითბო გადმოვუშვი ბგერების სახით.
-სესი იტალიურ კაფეში დაგელოდები, გამოვდივარ უკვე.
ტელეფონი გავუთიშე, ანუკი გავაღვიძე და ვთხოვე სანამ არ მოვიდოდი არსად წასულიყო და კარი არავისთვის გაეღო. უკვე ქვემოთ ჩასულმა ტაქსი გავაჩერე, მთელი გზა იმ მანიაკის სიტყვებზე ვფიქრობდი. შემდეგ სანდროზე ფიქრმა იჩინა თავი, როგორ მიშველის, როგორ დამარჩენს? იქნებ უარესს ვაკეთებ სანდროსთან ურთიერთობით. ჩემს თავში ორი მე ჩხუბობდა,ერთს სანდრო საშინლად ხიბლავდა მეორეს კი მისი ეშინოდა.ერთს საყრდენ ძალად მიაჩნდა,მეორეს კი უფსკრულად.
ამ ფიქრებიდან გარკვევა ვერც მოვასწარი ისე მივედი კაფეში. დაბნეული და ჩაფიქრებული დავჯექი მაგიდასთან.სანდრო საშინლად არეული ჩანდა.ძლივს გასაგონად დავიწყე საუბარი
-ანუკის მოკვლით მემუქრება... ვუთხარი და ტელეფონი გავუწოდე სადაც მანიაკის ესემესი იყო გახსნილი
-ნაბ*ჭვარი რამდენს ბედავს...ღრმად სუნთქავდა და ცდილობდა მღელვარება დაემალა.-ეს ესემესი დაივიწყე, შენ არაფერს იზამ...კარგად მისმინე სესი...ჩვეულზე ხმადაბლა მითხრა და საქმიანი იერით გადმოიხარა ჩემკენ...-ის მარტო არ არის,ბევრნი არიან.დღეს საღამოს ბაკურიანში წავალთ,ჩემი მეგობრებიც იქნებიან.ვისაუბრებთ და გავარკვევთ რა შეგვიძლია გავაკეთოთ. ანუკი არსად გაუშვა, სახლში იყავით.
-ხო მაგრამ ანუკის მამა ცუდად არის და სოფელში აპირებს დღეს საღამოს წასვლას. როგორ გავაჩერო?
-რომელი სოფლიდანაა?
-რუსთავთან არის ახლოს, სახელი ზუსტად არ ვიცი.
-შეიძლება მისი სოფელში ყოფნა უფრო უსაფრთხო იყოს
-მეც ვიფიქრე მაგაზე, თან საკმაოდ მიყრუებული სოფელია, არ მგონია მანიაკმა იქაც მიაგნოს.
-მთავარია ახლა სოციალურ ქსელთან კავშირი გაწყვიტოს და არავის უთხრას რომელ სოფელში მიდის.
-კარგი, ვერტვი რომ არავის უთხრას
-ხო კიდევ, ჩვენ წავიყვანოთ, საღამოს გვიან წავალთ და ანუკისაც წავიყვანთ. ტაქსი არ არის ახლა სანდო.
-კარგი ასე იყოს მაგრამ რაღაც მაინტერებს
-გისმენ
-თბილიში რომ ვისაუბროთ რა მოხდება?
-სესი...უბრალოდ ჩაბარგდით შენ და ანუკი და ათი საათისთვის დამელოდეთ.შუქი არ აანთოთ სახლში და არც აივანზე იმოძრაოთ,ფანჯარასთან ეცადეთ ფრთხილად იაროთ.
-ძალიან მეშინია სანდრო, იქნებ არ არის უსაფრთხო ახლა ბაკურიანში წასვლა, გული ცუდს მიგრძნობს
-ვერავინ მოგეკარება დამიჯერე...
ახლა ადგები,ჩვეულებრივ სახეს მიიღებ,საშუალო ნაბიჯით გახვალ და ტაქსიში ჩაჯდები.მე უკან გამოგყვები.ხო და კიდევ,არავის გამოელაპარაკო.
ზუსტად ისე მოვიქეცი როგორც სანდრომ მითხრა.გასასვლელში დამეწია და ჩურჩულით,შეუმჩნევლად მითხრა
-სესი თბილად ჩაიცვი.
სიცილი ძლივს შევიკავე.თავჯარებული გამომეტყველება მივიღე და ტაქსიში ჩავჯექი.სანდრო ხან წინ წავიდოდა,ხან უკან ჩამოგვრჩებოდა,ვერ ვხვდებოდი ამას რატომ აკეთებდა.სახლში მივედი და ანუკის ყველაფერი ავუხსენი, ცოტახანს პანიკაში იყო, ვერ წარმოედგინა, რომ ეს ყველაფერი მის თავს ხდებოდა, შემდეგ როგორც იქნა დავაწყნარე და ვეცადე ამეხსნა მისთვის, რომ სოფელში ყოფნა ყველაზე უსაფრთხო იქნებოდა და რაც მთავარია ამის შესახებ არავის არაფერი არ უნდა სცოდნოდა.
-ანუკი შენი ტელეფონით ვინმეს უთხარი რომელ სოფელში აპირებ წასვლას?
-დედას ველაპარაკე სოფელში წასვლაზე, ეკასაც მობილურით შევატყობინე რომ ვაპირებ წასვლას, მაგრამ ადგილი არ დამიკონკრეტებია.
-კარგია, სახელი არავისთან ახსენო სად მიდიხარ.
-დედამ იცის რომ ტაქსით მივალ
-ეგეც კარგია, თუ კი ის მანიაკი შენს ტელეფონს აკონტროლებს ეგონება რომ ტაქსით წახვალ.
მთელი დღე სახლში შეშინებულები და აფორიაქებულები ვისხედით. ოთხი საათის გასვლის შემდეგ კიდევ მოვიდა ესემესი, თუმცა ვეცადე მომეთმინა და სანდროს ნახვამდე არ გამეხსნა. ვხვდებოდი ამ ესემესში კარგი არაფერი ეწერა, თუმცა ახლა ყველაზე კარგი მოთმინება იყო.
ნივთები ჩავალაგეთ და სიბნელეში ჩუმად დავსხედით.
შიშმა შემიპყრო,მეგონა სახლში ჩვენი სუნთქვის ექო ისმოდა.კარზე ზარი იყო, მთელი სიფრთხილით გავაღე და გარეთ პატარა ბიჭი დამხვდა ტელეფონით ხელში.სანდრომ გამოგიგზავნაო,მითხრა და ზემოთ სართულზე გაიქცა.ტელეფონი გავხსენი და სანდროს ნომერზე დავრეკე.
-სესი აქ ვარ
-სანდრო ძალიან მეშინია.შეტყობინება მოვიდა.
-არ გახსნა,არ წაიკითხო იცოდე.სასწრაფოდ ჩამოდით დაბლა,ოღონთ ეცადე შეუმჩნევლად ჩამოხვიდეთ.
-კარგი,გამოვდივართ.
დაძაბული და აფორიაქებული ჩავედი ქვემოთ.ანუკი შედარებით მშვიდად გამოიყურებოდა.სანდროს დანახვისთანავე უსაფრთხოება ვიგრძენი და ლამის სირბილით გავიქეცი მასთან.
მანქანასთან იდგა და დაძაბული მელოდა.ჩემდა უნებურადისე ჩავეხუტე,ვერც მივხვდი რას ვაკეთებდი.
მანქანაში ჩავსხედით და წასასვლელად მოვემზადეთ.
-ტელეფონი მომეცი სესი.
მე მისი გამოგზავნილი მობილური მივაწოდე.
-ეს არა, მეორე მომეცი.
-რატო?
-სესილია,მომეცი უბრალოდ...მობილური მივეცი და დაძაბულმა შევხედე
-ესემესი ხომ არ გახსენი?...სერიოზული,საქმიანი მამაკაცის იერით შემომხედა
-არა არგამიხსნია.
მთელი გზა ჩუმად ვიარეთ.მერე ანუკის ჩაეძინა და დრო ვიპოვე სანდროსთან სასაუბროდ.
-რატო ვიქცევით ასე?
-როგორ ვიქცევით სესილია
-ჩუმი შეხვედრები,გაქცევა,ტელეფონის წართმევა...რას ნიშნავს ეს.რატო არ მაძლევ უფლებას ჩემით მოვაგვარო.
-მოგკლავენ სესილია გაიგე?
-მერე შენ რა გადარდებს,რატო ზრუნავ ასე, რატო გინდა რომ გადამარჩინო და შენი სიცოცხლე საფრთხეში ჩაიგდო.
-ისევ იგივე საუბარი, ისევ იგივე კამათი, ერთხელ მაინც მენდე ისე რომ არაფერი მკითხო.
ამის შემდეგ აღარაფერი გვითვამს,აღარც გვიცდია საუბრის თემა წამოგვეწყო. როგორც იქნა
მიყრუებულ სოფელში შევედით, სადაც ლამპიონებიც კი ეკონომიურად ადგილ-ადგილ ენთო. ბევრი ვიარეთ და ძლივს მივაგენით ანუკის სახლს, სადაც დედამისი ჭიშკარში მომლოდინე თვალებით ელოდა შვილს და არც კი იცოდა რა ხიფათში ჩააგდო მეგობარმა. ნივთების ჩამოლაგებაში დავეხმარეთ და ცოტა გამოველაპარაკეთ კიდეც ანუკის დედას. გვთხოვდა მათთან დავრჩენილოყავით, რადგან უკვე ძალიან გვიანი იყო, თუმცა ბევრი საუბრის მიუხედავად მაინც წავედით ბაკურიანში.
-ნუ მებუტები გთხოვ... მოწყენილმა შევხედე სანდროს და თმაზე ნაზად მოვეფერე...-ხომ იცი არ მინდა რამე დაგიშავდეს, შენ ვერც კი ხვდები რამდენს ნიშნავ ჩემთვის.
მანქანა გააჩერა, სახე ჩემსკენ მოატრიალა და მჭიდროდ დამაკვირდა თვალებში
-მაშინ მენდე და ერთხელ მაინც დამიჯერე სიჯიუტის გარეშე...სიჯიუტე კარგია ცხოვრებაში, როცა არაფერს ეგუები და ცდილობ ყველაფერი ისე გააკეთო როგორც შენ გინდა, სამსახურშიც ძალიან კარგია და პირადშიც, მაგრამ ყველგან ზომიერება გჭირდება. ზუსტად მაგ თვისების გამო გამიჩნდა შენს მიმართ ინტერესი, რომ არაფერს ეგუებოდი, რაც შენს გარშემო იყო და გინდოდა ყველაფეტი შენსკენ და შენს სასარგებლოდ მოგეტრიალებინა. ცდილობ მაქსიმალურად იყო შენს თავზე დამოკიდებული. განა არ გინდა რომ დაგეხმარო, მაგრამ შენი სიჯიუტის ზღვარი იმდენად მაღალია რომ არ გაძლევს უფლებას ჩემი დახმარება მიიღო, ვიცი რომ ძალიან გინდა ჩემს გვერდით ყოფნა, მაგრამ ისევ სიჯიუტის გამო აიძულებ თავს რომ შორს იყო ჩემგან და აწესებდე საზღვრებს.
იმის მიუხედავად, რომ ამ თვისების გამო ჩემს გულში და მთელს ჩემს ცხოვრებში უზარმაზარი ადგილი დაიკავე, შეიძლება ზუსტად ამიტომ დავკარგოთ ერთმანეთი, ზუსტად ამის გამო შეიძლება შენი თავი წამართვან.
თავი დამნაშავედ ვიგრძენი, ვერაფერი ვთქვი რაც გამამართლებდა, ბოლოს ძლივს ამოვღერღე წავიდეთ მეთქი, მაგრამ მისმა ტუჩებმა ჩემი სიტყვა შუაში გაწყვიტა. ჩემი სახე ხელებში მოიქცია და ტუჩებზე მომეწება. ძალიან დავიბენი მაგრამ ახლა მისი ეს საქციელი იმდენად მომწონდა რომ არც მე ჩამოვრვი და ძლიერად გავაგრძენე მისი ტუჩების შეგრძნება.


როგორც იქნა,თოვლიან ბაკურიანში ავედით.კოტეჯებს გავცდით და ტყისკენ გავუხვიეთ.
შუაგულ ტყეში გავჩერდით.პატარა სახლის უკან სამი მანქანა იდგა, შიგნით მხოლოდ ერთ ოთახში ენთქო სინათლე და ფანჯარაში მხოლოდ ძველებური ჭაღი ჩანდა.
სანდრო გადავიდა მანქანიდან და ვიღაც ახალგაზრდა ათლეტურ ბიჭთან მივიდა,რომელიც ეზოში სიგარეტს ეწეოდა.
გარეთ ისევ თეთრად ბარდნიდა,ეს სურათი სულში რაღაც ტკივილს მიამებდა თითქოს.
სანდრო და უცნობი ბიჭი მანქანის წინ იდგნენ და შეწუხებული სახით საუბრობდნენ, ეს ბიჭი რაღაცას უმტკიცბდა, სამდრომ უცნობს სიგარეტის ღერი გამოართვა და ნერვიულად გააბოლა. ასე მხოლოდ მაშინ იქცევა, როცა ძალიან ნერვიულობს.
ისევ ფიქრებმა გამიტაცა. ვუყურებდი მის თეთრ,გამზრალ ხელებს,როგორ ეფერებოდა თოვლის ფიფქები თითებზე.საოცარი სანახავი იყო.
ყოველთვის მიკვირდა,რატომ ვაკვირდებოდი ადამიანებს ხელებზე და რატომ ვაშტერდებოდი თვალებში.ეს ორი რამ ჩემი სულის საგანძურია,ასე ადამიანს ვკითხულობ,მის თვალებში ყველა განცდა იკითხება,ყველა ემოცია.ხელები კი,ხელები რაღაც მელოდიას ყვებიან.ეს მელოდია ან შენს სულს ამღერებს,ან უბრალოდ გაბეზრებს თავს.
მე კი მისი მელოდიის მოსმენა არასდროს მომბეზრებია,თუმცა თვალებში ვერასდროს ვაკვირდებოდი გაბედულად, მხოლოდ წამიერად გავაყოლებდი მზერას და მაშინვე ვკითხულობდი მის განცდებს.სანდროს წასაკითხად არ მჭირდებოდა საათობით მისი თვალების ყურება,მას წამის მეასედშიც ვკითხულობდი.თუმცა ყოველთვის მჭამდა სურვილი,ღრმად ჩამეკითხა მისი თვალები.
ასე გაშტერებული დიდხანს ვუყურებდი მის თეთრ ხელებს,რომელსაც მანქანის შუქზე ფიფქები ეცემოდა.

რამდენიმე წუთში დაბრუნდა. ფიქრებიდან ბაკურიანის სიცივემ გამომარკვია,როდესაც სანდრომ მანქანის კარი გამიღო. გადმოდიო, მითხრა და ჩემი ტელეფონი სასწრაფოდ აიღო, ჩანთები გამომართვა და სახლისკენ გამიძღვა.შიგნით შესულებს რამდენიმე ადამიანი დაგვხვდა.
-გაიცანით, სესილია
-სასიამოვნოა...ძალდატანებით ამოვღერღე.
-ლიკას იცნობ, ესენი კი აჩი და ლაშა, ჩემი მეგობრები... მითხრა და წამებში მოსაწევად გასული ბიჭიც შემოგვიერთდა...-ეს კი ბექაა
ისევ უსიამოვნო სახით გავიმეორე -სასიამოვნოა.
ბიჭმა უცნაურად შემომხედა, ვიგრძენი როგორ შემათვალიერა ზიზღით და უსიამოვნო სახით ჩამოჯდა დივანზე.
მე და ლიკამ ერთმანეთი მოვიკითხეთ, მკითხა როგორ მქონდა ჭრილობა, რაზეც ბექას ირონიული ღიმილი მივიღეთ.
სანდროსთან ერთად ზედა სართულზე ავედი, ყველაფერი შესანიშნავად ლამაზი იყო, განსაკუთრებით მხიბლავდა ის ძველებური ინტერიერი, რაც სიმშვიდეს მიღვრიდა სულში.
-ეს შენი ოთახია... მითხრა და ჭრიალით შეაღო პატარა ხის კარი.
ოთახში ორი ხის საწოლი იდგა, მათ შორის კი პატარა ტუმბო.
-ვიფიქრე ასეთი ოთახი მოგეწონებოდა, გათბობაც არის, არ შეგცივდება.
-ყველაფერი ძალიან მომწონს, ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ აქ ყველზე უსაფრთხოდ ვარ.
-ხოდა დაუჯერე შეგრძნებებს... მაცდურად შემომხედა და ტუჩებზე მოწყვეტით მაკოცა.
-სანდრო დედა მირეკავს, რა ვუთხრა?
მოულოდნელობისგან კანკალი დამეწყო
-დაწყნარდი, უთხარი რომ დასასვენებლად წახვედი.
-რა მარტივია არა?
-ძალიან
-რომ მკითხავს ვისთან ერთად ხარო რა ვუპასუხო?
-რამე მოატყუე
-აღარ მიმდა ამდენი ტყუილები... საცოდავად შევხედე
-ცოტაც მოითმინე... მითხრა და ისევ ტუჩებზე მომეწება.
-ტელეფონს მათხოვებ? დედასთან რომ დავრეკო
-კარგი, მაგრამ გამაცნობ... ყურებამდე გაეღიმა და მობილური გამომიწოდა.
-ვრეკავ და ჩუმად იყავი, არაფერი თქვა.
მაცდურად გამიღიმა და საწოლზე ჩამოჯდა.

-სესი სად ხარ?
-ბაკურიანში ვარ დედა
-ბაკურიანში? გაოცებით იმეორებს ჩემს სიტყვას
-ხო დე, დასასვენებლად წამოვედი ორი დღით
-ვისთან ერთად ხარ?
-მეგობრბთან ერთად ვისვენებ
-შენი შეყვარებულიც მანდ არის?
სანდროს ამის გაგონებაზე სახე გაუნათდა
-რა შეყვარებული ნინა, მეგობრებთან ერთად ვარ
-ანუ სანდრო არ არის მანდ?
ოხ დედაა, ოოხ... რატომ არ შეიძლება ერთხელ მაინც არ თქვა ყველაფერი პირდაპირ... ჩემი გონება გაჰკივის და ვცდილობ სანდოს სიცილს ყურადღება არ მივაქციო და მშვიდად ვესაუბრო დედას.
-აქ არის დედა, აქ. ესმის შენი... ვეუბნები და თვალებს ვუბზრიალებ, რომ მიხვდეს როგორ გამწირა
-უი მართლა? ამბობს და უხერხულად ეღიმება. გადარეული სანდრო წამებში გაჩნდა ჩემს გვერდით და დიდი სიყვარულით მიესალმა დედაჩემს, რომელმაც ეს ესაა პირდაპირ გამყიდა. ცოტა ისაუბრეს და როგორც იქნა დამშვიდობების დროც დადგა, დედამ ჩემი თავი მესამე კლასელი ბავშვივით ჩააბარა სანდროს და მანაც რა თქმა უნდა თანხმობით პირობა დაუდო.
-ხო გითხარი ჩუმად იყავი მეთქი... ვუთხარი და გაბრაზებულმა გვედითა საწოლის ბალიში ვესროლე.
-შეყვარებული ხო? მაცდურად გაიცინა და სხეულზე მაგრად მომეხუტა
-სხვა გზა არ მქონდა, უნდა მეთქვა მიზეზი რატო შევიცვალე და ბოლოს ეგ მოვიქრე
-კარგია ჩემო შეყვარებულო... დამცინა და მოწყვეტით მაკოცა
-ნუ დამცინი იდიოტო... ვუთხარი და გვერდში მაგრად ვუჩქმიტე...

ჩვენი ბედნიერი წამები დიდხანს ვერ გაგრძელდა, რადგან სანამ მანიაკი ჩემს ცხოვრებაში არსებობს სიმშვიდეს და ბედნიერებას დიდხანს ვერ შევინარჩუნებ.
-დაბლა ჩავიდეთ? ჩემს მხრებს მოსცილდა და მშვიდად შემომხედა
-ეს ხალხი ვინაა ან როგორ დაგვეხმარებიან?
-ლიკას იცნობ, დანარჩენები კი პროგრამისტები არიან, ჰაკერები. ბავშვობიდან ვმეგობრობთ რაღაცების გარკვევას შევძლებთ ერთად.

ქვემოთ ჩავედით.თავიდან მეგობრული საუბარი მიდიოდა.ბუხარი,ყავა,თბილი გარემო.ეს ყველაფერი სულ მცირე დროში ერთ კოლეგიურ სამსახურად გადაიქცა.
-მოკლედ, სესილიას რაღაც ინფორმაცია აქვს მის შესახებ, წესით უნდა დაგვეხმაროს მენტორის პოვნაში
-რა ინფორმაცია გაქვს? ლაშამ საქმიანი იერით შემომხედა.
-ერთი რამ დაზუსტებით ვიცი, მარტო არ არის, რამდენიმე არიან, რადგან შეუძლებელია ფიზიკურად ერთმა ადამიანმა ყოველ წუთას უკან სდიოს სხვას, თან მენტორი ერთსა და იმავე კითხვას რამდენჯერმე მისვამს
-ალბათ შენს პასუხებს ამოწმებს ატყუებ თუ არა.. აჩიმ საუბარი გამაწყვეტინა
-მე ვფიქრობ სხვადასხვა პიროვნება სწრეს, ესემესების წაკითხვა ეზარებათ და ხელახლა სვამენ კითხვას... ჩაერთო ლიკაც
-ასეთი წინდაუხედავები არიან ვითომ? მასე პირდაპირ ანიშნებენ მსხვერპლს რომ ერთი კი არა რამდენიმე სწერს, უფრო ლოგიკურია, რომ ტყუილში გამოტეხვას ცდილობდნენ...გამოეხმაურა ლაშა
-ზუსტად ვიცი რომ რამდენიმე მწერს, მკვლევარი ვარ, ხშირად ვაკვირდები ადამიანის ქცევებს, მათი მიმოწერის სტილს. ის მარტო რომ იყოს სხვადასხვა სტილით არ მომწერდა, ჯერ მარტო წერის მანერაზე ეტყობა, რომ სხვადასხვა პიროვნებაა, ამას რომ შევეშვათ, მარტო ფიზიკურად ვერ დამიწყებს ყოველ ნაბიჯზე თვალთვალს, მაშინ საკუთარი ცხოვრება მთლიანად უნდა დაივიწყოს და არ მგონია იმდენად სულელი იყოს, რომ თავისი ცხოვრება ვიღაცის თვალთვალს შესწოროს... ვთქვი და სახე ამაყად ავწიე
-თუ ლოგიკურად ვიმსჯელებთ ასე გამოდის, მართალი ხარ... დამეთანხმა ლიკა
-მე კი მგონია ზედმეტად არალოგიკურად მოქმედებს, რადგან პირდაპირ თავის გამხელაა ასეთი ქმედება... ჩაგვერთო სანდრო.
-კარგი სხვა რა გაარკვიე? საქმიანი იერით მიყურებს ბექა. მისმა მკვლელმა გამოხედვამ დამაბნია და ცოტა აღელვებულმა გავხედე სანდროს.
-აუცილებლად მამაკაცია და დაახლოებით ოცდაათი წლის არის, ხმოვან შეტყობინებას შეცვლილი ხმით მიგზავნის, რასაც ერთ-ერთი აპლიკაციით ახერხებს, ასეთი აპლიკაცია კი მხოლოდ აიფონს აქვს, ანუ უცნობი აიფონით სარგებლობს
-მგონი გამომძიებელია ეს გოგო და გვიმალავს... დამცინა ლაშამ
-მხოლოდ ეს არ არის... ვუთხარი და გავუღიმე..-ერთ-ერთი მათგანი დიდუბეს ზედმეტად კარგად იცნობს, ყველა მაღაზია, ბანკი შენობა და პატარა ჯიხურებიც კი ზეპირად იცის.. ხო და კიდევ, სავარაუდოდ ადამიანების ცხოვრებით თამაშოსთვის ფულს იღებენ.
-როგორ მივხვდეთ რომ სწორად ივარაუდე? გამომცდელად მიყურებს ბექა და ცდილობს სხვები ჩემს სიტყვებში დააეჭვოს. მის ამ საქციელს კარგად მივხვდი, თავიდანვე ვაანალიზებდი, რომ ისინი ბრმად არ დამიჯერებდნენ, ამიტომ ყველა მიმოწერა დავსქრინე საიდანაც ჩემი ვარაუდების ჭეშმარიტება ჩანდა.
მობილურში სქრინები გავხსენი და პატარა ხის მაგიდაზე შუაში დავდე, რადგან ყველას ენახა მანიაკის ესემესები.
ლაშამ ტელეფონი აიღო და გაკვირვებულმა ჯერ მე შემომხედა შემდეგ სანდროს და გაოცებით ამოილაპარაკა
-მაგარი გოგო გყავს ძმაო, გაგიჟება შეიძლება
მე და სანდროს უნებურად გაგვეღიმა და ერთმანეთს გადავხედეთ.
-კარგით დავიწყოთ მაშინ, ახლა ლოკაცია უნდა ვიპოვოთ. სამდრომ საქმიანად დაიწყო საუბარი და ლეპტოპი გახსნა, ჩემი მობილური შეაერთა და რაღაც პროგრამის გახსნა დაიწყო.
-სესი შენი სოციალური ქსელის პაროლი მიუთითე...მითხრა სანდრომ
და ლეპტოპისკენ მანიშნა. ხელის კანკალით შევიყვანე პაროლი, ყველა ეკრანს იყო მიჩერებული და სანდროს რჩევებს აძლევდნენ როგორ გაეტეხათ ექაუნთი საიდანაც მანიაკი მწერდა.
სანდროს სახე შეეცვალა და წარბებ შეკრულმა მკითხა
-სესი, თამაში რომელ რიცხვში დაიწყე გახსოვს?
-კი, თუ სწორად მახსოვს ოცდაშვიდ ნოემბერს დავიწყე
-დღეს თხუთმეტი დეკემბერია ხო? კითხულობს გაოცებული...-ანუ მეცხრამეტე დღეა რაც თამაში დაიწყე და მეცხრამეტე ნომერმა დაგათვალიერა.
გავარკვიეთ რომ ყველაზე ხშირად ჩემს გვერდს უცნობი სახელით რეგისტრირებული ადამიანები სტუმრობდნენ.ყველას ერთი და იგივე სახელი აქვს,მხოლოდ ციფრებით განსხვავდება მათი გვერდები.ერთიდან ოცდაათის ჩათვლით არის მითითებული მათი სახელების გვერდით ციფრები.
ლიკამ დაასკვნა რომ ეს ციფრები იმ ვადის მაჩვენებელია,რომელშიც მოთამაშემ თავი უნდა მოიკლას.
ყოველ დღე სხვადასხვა გვერდი სტუმრობდა ჩემს კედელს.დღეს მეცხრამეტე ნომერმა მომინახულა და მეცხრამეტე დღე გავიდა თამაშის დაწყებიდან.ეს იმას ნიშნავს, რომ ისინი დღეებს მითვლიან და ვადა ოცდაათი დღე მაქვს.
შევშინდი. ამდენ უცხო ადამიანში,უცხო ადგილას ვიგებ რომ უცხო ადამიანები დღეებს მითვლიან რომ თავი მომაკვლევინონ ან მომკლან, ისინი კი ამ საკითხე როგორც საქმიან თემაზე,ისე საუბრობენ.
სანდროს სახე კვლავ შეეცვალა და ანერვიულდა
-ჯანდაბა, ახლა რა ვქნა, ყველაფერს შლის ეს ნაბიჭვ**ი, მიხვდა რომ გატეხვას ვცდილობთ...
ლაშამ ლეპტოპი თავისკენ გაწია სასწრაფოდ და რაღაც კოდებით ეცადა ინფორმაციის წაშლა შეეჩერებინა.
-მოიცადე, ტელეფონი მომეცით სანამ წაიშლება ფოტოები გადავუღოთ... იყვირა აჩიმ.
საოცარი ამ ამბავში ის არის, რომ ყველაზე მეტად ბექა ნერვიულობს, რომელიც ლეპტოპს არც კი უახლოვდება და ოთახში ნერვიულად აქეთ-იქით ჩუმად დადის.
უცებ ყველა გაჩუმდა, რამდენიმე წამს გაშტერებულები ვუყურებდით ერთმანეთს. შემდეგ კი სანდრომ დაარღვია საშინელი სიჩუმე
-ექაუნთი დაბლოკა. ჯანდაბა...ახლა იცის რომ ვეძებთ
-ფოტოები გადავუღე... ამოღერღა აჩიმ. მის ტელეფონს ყველა ერთად მივცვივდით და ინფორმაციის ძიება დავიწყეთ
-ვიპოვეთ! თქვა სანდრომ და გამარჯვებულის სახით შემომხედა.
-ვარაუდი გამართლდა სესილია, გენიოსი ხარ... ამ ექაუნთს ოთხი პიროვნება იყენებს, ერთის ტელეფონი აიფონია, დანარჩენი ანდროიდები. სიგნალს რამდენიმე ადგილას აჩვენებს მაგრამ კარგად არ ჩანს
-კარგად გაადიდე, შეიძლება ლოკაციის შუქი ფარავს ადგილს... ლაშამ ფოტო ბოლომდე გაადიდა სადამდეც შეეძლო და დაწვრილებული თვალებით რუკას მიაშტერდა.
-ბაკურიანის ტერიტორიაა? გაკვირვებულმა გადახედა დანარჩენებს და შოკირებული სახით დააშტერდნენ ტელეფონს.
-ერთი ლოკაცია სანზონასთან არის ახლოს, სხვა არ ჩანს... თქვა აჩიმ და გადიდებულ რუკას გაფართოებული თვალები კიდევ ერთხელ შეავლო
-ხო მაგრამ, ბაკურიანი რანაირად? ანუ ჩვენიდან არის ვიღაც ამ ექაუთზე შესული? გაოცებული სახით იკითხა ლიკამ
-გაგიჟდი? ალბათ ჩვენს ადგილს აჩვენებს იმიტომ რომ გავტეხეთ. გამოეხმაურა ბექა
-ხო მაგრამ მაშინვე დაბლოკა, წესით ჩვენი ლოკაცია არ უნდა დაფიქსირებულიყო... სანდრო ფოტოებს დაუბრუნდა და ისევ განაგრძნო..-შანსი არ არის, ჩვენი ლოკაცია არ უნდა დაფიქსირებულიყო, რანაირად გვაჩვენებს... ხმას აუწია და ოთახში ნერვიულად დაიწყო სიარული.
-გამოდის ჩვენი ადგილსამყოფელიც იცის... ირონიული ღიმით შემომხედა ბექამ და ფოტოებს დააკვირდა
-ირონიის გარეშე შეგიძლია საუბარი?
მოულოდნელად წამომცდა და ვიგრძენი როგორ მიყურებდა მათი გაოცებული თვალები. თუმცა ჩემი სათქმელის დასრულება მაინც გავბედე
-გასაგებია, მე არ გაინტერესებ და არც ხარ ვალდებული გაინტერესებდე, მაგრამ მგონი ხედავ როგორ ნერვიულობენ შენი მეგობრები, ამიტომ ჯობს შენი ირონიული კომენტარები შენთვის შეინახო, კარგი? სიბრაზისგან ცეცხლი მომეკიდა და პირდაპირ თვალებში დავაკვირდი ბექას
-შენი შეყვარებული დააწყნარე, მგონი ვერ ხვდება მის გამო რამხელა საფრთხეში ვართ... სანდროს შეხედა და ფეხზე სწრაფად წამოდგა.
ოროვე გარეთ გავიდა, ფანჯრიდან ვხედავდი როგორ კამათიბდნენ და მივხვდი რომ ჩემი ასეთი გამოხტომა საერთოდ არ იყო სწორი, თუმცა ბექას საზიზღარი გამოხედვა და საქციელი დანახვის წამიდან საშინლად მაღიზიანებდა.
-ნუ ნერვიულობ, ბექა ასეთია, სანამ გაიცნობ ცინიკოსი და უზრდელი გეგონება, მაგრამ რეალურად კარგი ადამიანია... ლიკამ ხელი ხელზე დამადო და საყვარლად გამიღიმა
-მგონი ვერ მიტანს, იმის მიუხედავად, რომ საერთოდ არ მიცნობს დანახვის წამიდან ისე მიყურებს თითქოს მკვლელი ვიყო.
-ასეთი მართლა არ არის, რომ გაიცნობ დარწმუნდები... ლაშაც ჩაერთო საუბარში
-მაგრამ ასეთი საქციელისთვის მოხვდება... თქვა აჩიმ, ისე რომ ტელეფონიდან სახე არც აუწევია.
სანდრო და ბექა საკმაოდ ჩვეულებრივი სახით დაბრუნდნენ ოთახში. მეგონა ბექა ბოდიშს მოიხდიდა, თუმცა შევცდი, მისი ირონიული მზერა ისევ საშინლად მოქმედებდა ჩემს ნერვულ სისტემაზე.
ლიკამ ოთახში შექმნილი დაძაბულობის გაფანტვა სცადა და ყავის მომზადება შემომთავაზა
-ჩვენ გავდივართ, აქვე ვიქნებით... თქვა სანდრომ და მე და ლიაკს შემოგვხედა.
-არ დაიგვიანო სანდრო.. მუდარის თვალებით შეხედა ლიკამ და მზერა გააყოლა.
-არ მოიწყინო,მალე მოვალ...სანდრომ ჩუმად მითხრა და სახლიდან გავიდა,გავიდა და გაიყოლა ჩემი ფიქრები.ღმერთო როგორ მრევს ეს ბიჭი.ასე რატომ ვენდობი,წესიერად არც ვიცნობ,ჩემს ცხოვრებაში ყველაზე უცნაურ დროს გამოჩნდა,მაშინ როცა ყველაფერი თავზე ჩამომენგრა.
ფიქრებიდან ლიკას ხმამ გამომარკვია. გვერდით მომიჯდა და საუბარი სცადა.
-დიდი ხანია ერთმანეთს ხვდებით?
-ვხვდებით? გაოგნებულმა ვკითხე
-ხო,შენ და სანდრო ხომ ერთად ხართ?
-არა ლიკა, უბრალოდ ვმეგობრობთ.
-კარგი რა ნუ მაცინებ.სანდრო გოგოზე ასე ღელავდეს,მითუმეტეს მეგობარზე,წარმოუდგენელია.
-რაღაც გეშლება,არაფერი არ ხდება ჩვენ შორის.
-კარგი დაივიწყე,მთავარია ეს ეტაპი გადალახო,თუმცა გეტყვი, რომ ამ საგიჟეთიდან გასაღწევად შესანიშნავი გზა იპოვე,ან გზამ გიპოვა შენ...თბილად გამიღიმა,მხარზე ხელი მომადო სოლიდარობის ნიშნად და ოთახიდან გავიდა.
პლედში გახვეული ბუხართან ვიჯექი,ზურგი საშინლად დამეწვა,თითქოს ცეცხლი მეკიდა ისეთი შეგრძნება მქონდა.შევბრუნდი და სანდროს მზერას შევეჯახე,ახლა მივხვდი რატომ მეწვოდა ზურგი.
-ხომ არ მოიწყინე? თბილად მკითხა,თუმცა თვალებში მაინც მღელვარებას ვხედავდი.მას ხომ სიტყვები არც სჭირდებოდა სასაუბროდ,ისეთი თვალები აქვს.
უარყოფის ნიშნად თავი გვერდით გადავწიე და ნაზად გავუღიმე.
ღიმილისგან თვალები აუციმციმდა,თითქოს ვარსკვლავებს აფრქვევდა.
გვერდით მომიჯდა და ჩემი ხელი მის გაყინულ ხელში მოაქცია
-ბოდიში თუ ბექას საქციელმა გაგაღიზიანა, უბრალოდ ნერვიულობს... გაუბედავად შემომხედა სანდრომ
-ბოდიშს შენ რატო მიხდი მის მაგივრად, ყველა ნერვიულობს მაგრამ ასე არავინ იქცევა. ვიცი არ არის ვალდებული კარგად მომექცეს, იმიტომ რომ ჩემს გამო მის სიცოცხლესაც საფრთხე ემუქრება, მაგრამ თუ ასე აღიზიანებს ჩემი დანახვა შეუძლია საერთოდ არ შემომხედოს, უბრალოდ ადამიანური ფაქტორია, რომ ისედაც შეშინებულ ადამიანს შენი საქციელით ნერვული სისტემა არ მოუსპო.
თვალებში დაჟინებით დამაკვირდა, რადგან ვერაფრის თქმა შეძლო.
იმ სღამოს ჩემს პრობლემას აღარავინ შეხებია,ცდილობდნენ ეს საუბარი ჩემგან მალულად გაეგრძელბინათ.
-ბოლოს ვინ სად ვიძინებთ? ლაშამ ნახევრად მძინარე სახით იკითხა
-გოგონები ერთ ოთახში შევალთ, ვიჭორავებთ...ლიკამ გულუბრყვილოდ წამოიძახა და მაიმუნურად შემომხედა
-გაგიჟდით ხო? მგონი ჩვენი მისამართიც იციან. რამე რომ მოხდეს ერთმანეთს დაიცავთ?...აჩიმ ლამის ყვირილით უთხრა.
-ასე ღრმად ვერ ჩავწვდი ძილის პრობლემას,მაპატიე...ნაწყენი
სახით შეხედა ლიკამ.
-აბა რა ვქნათ ყველა ერთად ხომ არ დავიძინებთ? ბექამ ჩვეული ირონიით გადახედა დანარჩენებს
-საფრთხე ყველაზე მეტად სესილიას ემუქრება.ჩვენი ერთად ძილი არაფერს შეცვლის,ახლა სესილია უნდა დავიცვათ...აჩიმ
სიტუაცია გაანეუტრალა,თუმცა მისმა სიტყვებმა უარესად შემაშინა.
-მე ვიქნები სესილიასთან...მკაცრი ტონით თქვა სანდრომ...-თქვენს ოთახში დაიძინეთ.
ბიჭები რა თქმა უნდა სანდროს დაეთანხმნენ და ოთახებში წავიდნენ.
-სესი ავედით!
მითხრა სანდრომ და ოთხისკენ გამიძღვა.კარი გამიღო და თვითონ გარეთ დარჩა.
-არ დაიძინებ? შეშინებულმა ვკითხე
-გამოიცვალე და დამიძახე მზად რომ იქნები.
პიჟამა ჩავიცვი და დავუძახე.დახრილი თვალბით შემოვიდა,თითქოს არ უნდოდა ჩემთვის შემოეხედა.ქურთუკი გაიხდა და იქვე სკამზე დადო.
-იმედია ჩემი აქ ყოფნა დისკოლფორტს არ შეგიქმნის.უბრალოდ ზედმეტი საუბარი არ მინდოდა და ამიტომ ვთქვი რომ ერთად დავიძინებდით.არანაირი საფრთხე არ გემუქრება, შეგიძლია მშვიდად დაიძინო.
-კარგი დავიძინოთ.
ვუთხარი და საწოლში თბილად ჩავწექი,სანდრო კი თავის საწოლზე ტანსაცმლიანი დაეშვა და ნათურა ჩააქრო.ფანჯრიდან მთვარის სინათლე მაინც ამტვრევდა სიბნელეს,შუაში მდგარი ტუმბო თითქოს არც არსებობდა,ისე ვგრძნობდი მის სიახლოვეს.მთვარის შუქზეც ნათლად ჩანდა მისი ღრმა თვალები და თოვლზე თეთრი ხელები.ღმერთო რა მშვენიერი სანახავი იყო.ახლა მხოლოდ ლიკას სიტყვები მესმოდა ყურში “-ამ საგიჟეთიდან გასაღწევად შესანიშნავი გზა იპოვე,ან გზამ გიპოვა შენ.” ნუთუ სანდრო ის გზაა რომელსაც მთელი ცხოვრება ვეძებდი.
დიდხანს ვერ დავიძინე, ვგრძნობდი არც სადროს ეძინა. ყველა ფიქრი ერთად მოდიოდა თავში, არ მინდოდა გამეანალოზებინა ჩემი საქციელის შედეგები.
ღამის სიჩუმე ჩემი მობილურის ხმამ დაარღვია, სანდრო მაშინვე წამოხტა საწოლიდან, თუმცა მობილურის აღება მე დავასწარი.
-სესილია მომეცი მობილური
-ესემესი მოვიდა
-არ გახსნა, მომეცი
ხელგამოწვდილი მიცდიდა და ცდილობდა ჩემთან ახლოს მოსულიყო
ესემესი მაინც გავხსენი
“-ოთხი საათი მოგეცი, მაგრამ ვერ გამოიყენე, უარესი...შენს შეყვარებულთან და მეგობართან ერთად ქალაქიდან გაიქეცი და გგონია ასე დაიმალები...ანუკის მოვკლავ!”
“-დავალებას თუ არ შეასრულებ შენს შეყვარებულსაც მოვკლავ”
ესემესები ერთნაირად მოდიოდა ჩემს მობილურზე და სანდროს გაოცებულ თვალებს ძლივს ვუსწორებდი.


ღამის ოთხის ნახევარი
დავალება 4

“ბასრი საგნით ხელები დაისერე შენი შეყვარებულის თვალწინ”
ნამდვილად გიჟია...ვთქვი და ერთ ადგილას გავშრი. ესემესი კიდევ მოვიდა,
“-ეს ძალიან მცირედია იმასთან შედარებით რასაც იმსახურებ”
“-თუ დავალებას არ შეასრულებ შედეგს ძალიან მალე იხილავ, ამ ჯერად სანდროს სახით”
ხელები საშინლად ამიკანკალდა, სანდრო გაოცებული თვალებით მიყურებდა, ცდილობდა დავემშვიდებინე, თუმცა უშედეგოდ.
-სანდრო, დავალება მოვიდა
-მაჩვენე, ვნახო... მეუბნება და ხელს მიწვდის რადგან ტელეფონი გამომართვას
-არ გინდა, არ ნახო, გთხოვ...
-სესილია უბრალოდ ვნახავ, კარგი? თბილდ მეუბნება და თვალებში მიყურებს
ტელეფონი გავუწოდე, მთელი დაკვირვებით წაიკითხა ესემესი.
საწოლზე მოკეცილი ვიჯექი, თავი მუხლებში ჩავრგე და დიდი ხნის შეკავებული ცრელმლები გადმოვუშვი.
-ჯანდაბა, ეს ნაბიჭ***ი...
ტელეფონი გვერდით გადადო და ნელა მომიახლოვდა. მოკეცილ სხეულზე მაგრად მომეხვია და თავისკენ მიმიზიდა.
-შენ ვერავინ ვერაფერს დაგიშავებს, გპირდები... მითხრა და უფრო მაგრად მომეხვია
-ნებისმიერი თქვენგანი შემეწირება...
რაღაც ხომ მაინც შეიძლება მოდიოდეს თავისით,თუნდაც სიკვდილი.ამაშიც კი ვერ გამიმართლა, ესეც კი სხვამ უნდა გამაკეთებინოს? ხმაჩავარდნილი ძლივს გასაგონად ვბუტბუტებდი
-ჩემი სიცოცხლის ფასადაც რომ დაჯდეს შენი გადარჩენა, მაინც გადაგარჩენ.
ჩემი თვალები მხოლოდ ორ სიტყვას ამბობდნენ “როგორ მჭირდები.”სანდრომ ჩემი გული სამუდამოდ მიისაკუთრა.პირველად ვუყურე ამდენ ხანს თვალებში,თვალებში სადაც ვკითხულუბდი წრფელ და უანგარო გრძნობას.
-გჯერა ჩემი? დაიჩურჩულა და ცხელი ტუჩები ყელზე შემახო
-მჯერა!
-ჩამეხუტე კარგი? ისევ ჩურჩულით მითხრა,უფრო ხმადაბლა და უფრო მძიმედ.
მთელი ძალით ჩავეხუტე, ასე არასდროს მიგრძვნია თავი.ერთადერთი წერტილი იყო სადაც უსაფრთხოდ და უანგაროდ ვიყავი.
მთელი ღამე ერთად გავატარეთ,ბევრი ვისაუბრეთ ჩვენს ბავშვობაზე,სასაცილო მომენტებს ვიხსენებდით. ცდილობდა ყურადღება სულ სხვა რაიმეზე გადამეტანა და მანიაკზე აღარ მეფიქრა. მერე უბრალოდ ერთმანეთის თვალებში ყურებით ვტკბებოდით და ბოლოს ჩაგვეძინა.


დილით მზის სხივებმა გამაღვიძა,სანდროს მელანქოლიური სუნთქვის მელოდია ისევ მესმოდა,რომ შემძლებოდა მთელი ცხოვრება მას მოვუსმენდი.
ცოტახანს დავტკბი ბედნიერი წუთებით და მალევე ავდექი საწოლიდან,
ჩავიცვი და ქვემოთ ჩავედი.ლიკა სამზარეულოში ყავას სვამდა.მომესალმა და მკითხა როგორ მეძინა.შემდეგ ყავა გავიკეთე და ლიკასთან დავჯექი.
-იცი შენს ადგილას რომ წარმოვიდგინე თავი ძალიან შემეშინდა
-მე არ მეშინია
-შენ არც უნდა შეგეშინდეს,სანდრო არ დაუშვებს რომ ცუდად იყო.
-სანდროს დიდიხანია იცნობ?
-კი ბავშვობიდან.ერთად გავიზარდეთ
-შეგიძლია მასზე მომიყვე? ბევრი არაფერი ვიცი
-ბევრი არც არაფერია მოსაყოლი.ის ყველაზე წყნარი და გონიერი ადამიანია ვინც 25 წლის განმავლობაში მინახავს.მასში უზომოდ თბილი და პატარა ბავშვი იმალება.მართალია უარყოფითი თვისებებიც აქვს მაგრამ...
-რა თვისებები?
-ზედმეტად მექალთანეა,მის უარყოფით მხარედ ამას ყოველთვის ვთვლიდი. დანარჩენს შენით აღმოაჩენს დროთა განმავლობაში,თუმცა არ გირჩევ მის სულში ხელების ფათურს და უარყოფითი მუხტების ძებნას. უბრალოდ გული არ ატკინო,ეს უზომოდ დიდი თხოვნაა ჩემგან.
-და თუ მექალთანეა ესეიგი გულს ვერ ვატკენ.
-შენ ვერც კი ხვდები რამხელა ადგილი გიკავია სანდროს გულში.
-ასე კარგად იცნობ?
-იმაზე უკეთ, ვიდრე შენ გგონია
ამ დროს საფეთქლები მწარედ დამეწვა, მგონი ეჭვიანობა ეს უნდა იყოს ზუსტად, ვზივარ და ვუყურებ გოგოს, რომელიც ოცდაოთხი საათი სანდროზე ზრუნავს, მის ნაბიჯებს აკონტროლებს და სთხოვს არ დაიგვიანოს, ყავის მომზადებისას ყველას გვეკითხება რამდენი შაქარი გვინდა, სანსროს კი უთქმელად უყრის ერთ კოვზ შაქარს და მხოლოდ მის ჭიქაში ასხამს ნახევრად წყალს. ყოველ წამს თვალებით რაღაცს ელაპარაკება და ცდილობს მზრუნველობა ცოტა დამალოს.
“-რა მჭირს? მგონი ზედმეტად ვაქცევ უაზრო დეტალებს ყურადღებას” ჩემს თავს ვუბრაზდები და ვაკვირდები ლიკას, რომელსაც ჩემზე და სანდროზე საუბრის დროს თვალებში ბავშვურად უელავს ვარსკვლავები და ვერ ვხვდები რისი ბრალია.
ცოტახანში კიბეზე სანდრო ჩამოვიდა, მე და ლიკამ ერთდროულად შევხედეთ თმაგაჩეჩილ სანდროს და ორივემ ბავშვურად დავცინეთ.
-ჰმმ, ვიღაცები ჩემს თმაზე ღადაობენ ხო? ნამძინარევი სახით შემოგვხედა სანდრომ და ლიკას ყავა მოსვლა, რაზეც გავღიზიანდი და მგონი სახეზეც დამეტყო. შემდეგ ჩემთან მოვიდა, მისკენ არც შევბრუნებულვარ, მოულოდნელად ზურგიდან მომეხვია და ყელში მოწყვეტით მაკოცა.
თითქოს არაფეტი მომხდარა, ისე გაიარა და დამტოვა გაშეშებული
-შენ ამბობ რომ ერთად არ ხართ ხო? გაბრწყინებული თვალებით შემომციცინებდა ლიკა.
გაოცებისგან ენა ჩამივარდა, შემდეგ ისევ ერთდროულად გაგვეცინა და ჭორაობა გავაგრძელეთ.
თითქოს ყველაფერი კარგად იყო, ჩვეულებრივი მეგობრული გარემო და სითბო ტრიალებდა სახლში, სანამ ნაგავი ბექა არ გამოჩნდა კიბეზე.
ბიჭები ლეპტოპში რაღაცას არკვევდნენ, ცდილობდნენ კიდევ ერთხელ გაეტეხათ დაბლოკილი ექაუნთი.
სანდროს ტელეფინი დაჟინებით რეკავდა, ყურმილი აიღო და მობილურიდან გოგოს ხმა გავიგეთ. მე და ლიაკამ ერთმანეთს გადავხედეთ და ეჭვის თვალით შევხედეთ სადნროს. უცებ სახე შეეშალა, თითქოს გაბრაზდა, ანერვიუოდა. რაღაცას ელაპარაკებოდა თუმცა სამზარეულოში არ გვესმოდა გარკვევით. ბოლოს დასამშვიდებლად უთხრა რომ ყველაფერს მოგვარებდა და გოგონას მობილური გაუთიშა.
ცოტახანს ნერვიულად იჩეჩავდა თმას, შემდეგ მისაღებში დაგვიძახა და ყველას ერთნაირად მოგვმართა.
-რაღაც ხდება, მაგრამ არ ვიცი როგორ და ჭკუიდან ვიშლები....-სესილია ისტერიკა არ დაგემართოს ახლა რასაც გეტყვი
ამ დროს ძალიან დავიძაბე და ვეცადე ხელების კანკალი მაისურის სახელოებით დამემალა.
-ანუკის მისწერა, ემუქრება რომ მის სოფელში ჩავა და მშობლებს დაუხოცავს თუ თავისი ნებით არ მოიკლავს თავს ანუკი.
-რაა? ღმერთო ფსიქოპატია რა ვქნაა? ნერვიულად დავიწყე სახეზე ხელების რტყმა.
-მოკლედ ანუკი უნდა წამოვიყვანოთ რა. იქ დატოვება სახიფათოა, შეიძლება მართლა დაუშავოს რაღაც... სანდრომ ბიჭებს გადახედა
-სოფელი უკვე ეცოდინება, ტელეფონის სიგნალიდან იპოვის... აჩიმ დამწუხრებულმა შემომხედა
-არა ვერ გაიგებს, სესის და ანუკის მობილურზე ლოკაციის მაჩვენებელი დავბლოკე. მთავარია თვითონ არ უთხრას ანუკიმ, შეიძლება გამოტეხოს მუქარით? მაგიტომ არის მისი ჩვენთან ყოფნა საჭორო
-შენ და სესილია ვერ წახვალთ, შეიძლება გითვალთავალებდეთ... ლაშამ ცეცხლზე ნავთი დაასხა
-ბექა მოიყვან ანუკის? მოულოდნელად შესთავაზა სანდრომ მეგობარს
-მეე? გაოცებულმა იკითხა
-ხო შენ მოიყვანე, ჩვენ ვეცდებით გავტეხოთ

ბექა წასასვლელად მოემზადა და ირონიული თვალები ისე ამაზრზენად შემომაგება.
-სანდრო ერთი წუთით... ვუთხარი და სამზარეულოსკენ წავედი
-ამ მანიაკს ვერ ანდობ ჩემს დაქალს
-კარგი რა, ნუ ბავშვობ. ახლა ასეა საჭირო
-დამცინი? მანიაკია, როგორ მიყურებს, ორგანულად ვერ მიტანს და გგონია ამას ჩემი დაქალის სიცოცხლე ოდნავ მაიმც აღელვებს?
-ერთხელ მაინც დამიჯერე. რა გჭირს? მეუბნება გაბრაზებული ტონით და ცდილობს მეგობრებს ჩვენი კამათი არ გააგონოს
-არ მაინტერესებს, ეგ მანიაკი ჩემს დაქალთან არ გაუშვა თორე ერთი წამით არ დავრჩები აქ.
-მისმინე, ახლა ასეა საჭირო, ბექა წავა და ანუკის მოიყვანს, გასაგებია? მკაცრი ტონით მითხრა და გაბრაზებული მზერით დამაკვირდა, შემდეგ შებრუნდა და სამზარეულოდან გავიდა. გასვლისას ჩუმად მივაძახე არ არის გასაგები მეთქი მაგრამ ვეღარაფერს შევცვლიდი და მის ნებას დავემორჩილე.
დაძაბულები ვისხედით მე და ლიკა და ვცდილობდით ერთმანეთი გაგვემხნევებინა.
ერთ საათში არანორმალური ბექა და ჩემი მეგობარი მოვიდნენ. ანუკის სახე სულ თეთრი ჰქონდა შიშისგან. ბექამ სათითაოდ ყველა გააცნო ჩემს მეგობარს და მისი ნივთები ზემოთ სართულზე აიტანა.
-რამე ხომ არ გითხრა ამ საზიზღარმა.
ვუთხარი ანუკის და მკვლელი მზერა ბექასკენ მივმართე
-საზიზღარმა? ჩემი ნათქვამი გაიმეორა და შემომხედა
-კიი, ფსიქოპატია. რაც აქ ვარ წესიერად არ შემოუხედავს სულ ცდილობს რაღაც მწარედ მითხრას
-მე ძალიან თბილი და მზრუნველი მომეჩვენა... ყურებამდე გაეღიმა და ემოციები ძლივს დამალა
-მოგკლავ ანუკი, დაგახრჩობ ეს მანიაკი რომ მოგეწონოს
-ნუ სულელობ, უბრალოდ კარგად მექცეოდა.
ანუკის ტელეფონი ლეპტოპზე მიაერთეს და სიგნალი როგორც იქნა გამოჩნდა. ისევ დიდუბის ტერიტორია, სავარაუდოდ აქედან მისწერეს ანუკის.
-კარგი და ამის შემდეგ რას ვიზამთ? დიდი ინტერესით გადავხედე ბიჭებს
-ჯერ მთავარია ზუსტი მისამართი გავიგოთ, მერე ვნახოთ... გამომეხმაურა სანდრო
-პოლიციას შევატყობინებთ ხო?
-ალბათ კი... გადაჭრით მიპასუხა და ლეპტოპში ჩაეშვა თავით.
-საკმარისი სამხილები არ გვაქვს რომ გამოძიება დაიწყოს, ერთი შეგვეძლო ჭრილობა გამოგვეყენებინა, მაგრამ ისიც შეხორცდა, თან შეიძლება მიზანმიმართულ თვითდაზიანებად გამოეცხადებინათ...ჩაერთო ლაშა
-ხო მაგრამ ესემესები? ამდენი სქრინი არსებობს
-ეგ არაფერს ცვლის, საქმის გამოძიებას ბავშვურ ესემესებზე არ დაიწყებენ
-ბავშვურს ეძახი ადამიანის თვალთვლს და მის დაშანტაჟებას? ჩაერია ლიკაც
-არა, უბრალოდ გვერდიდან არასერიოზული ჩანს ეს მიმოწერა, აქედან არაფერი მტკიცდება, მის ადგილსაც ვერ გაიგებს პოლიცია და უარეს შარში აღმოვჩნდებით
-აბა რა ვქნათ? აქ უნდა ვიყოთ მთელი ცხოვრება? ანუკის აშკარად მოთმინების ფიალა აევსო
-ხვალ დილით წავიდეთ, თბილისში რამდენიმე ნაცნობი მყავს და მგონი გვათხოვებენ აპარატურას რომ დაბლოკილი ექაუნთი გავტეხოთ... სანდრომ გაბრაზებით შემომხედა და ისევ საქმე განაგრძო.
-იჩხუბეთ? ჩუმად მეკითხება ანუკი და ცდილობს სიტუაციაში გაერკვეს
-ხო, ცოტა
-ანჩხლი ცოლივით უყურებ, იცი? დამცინა და მის მზერაზე მანიშნა...-ის კი ეჭვიანი ქმარივით
-ნუ სულელობ... ვუთხარი და უნებურად გამეღიმა.
მოკლე დროში ყველა დასაძინებლად ავიდა, სანდრო მაცდურად მომიახლოვდა და ეშმაკური ღიმილით მანიშნა ოთახში ავსულიყავით.
-ჩემზე გაბრაზებული აღარ ხარ?
ვუთხარი და თვალები ავუთამაშე
-გამიარა, მაგრამ იცოდე ბექა მართლა არ არის ისეთი როგორიც შენ გგონია
-ანუკისაც მოეწონა
-მართლა? ყურებამდე გაეღიმა
-კი, მაგრამ იმ გაუზრდელს არაფერი უთხრა
-გაუზრდელსაც მოეწონა მგონი... მითხრა და კარგად გაიცინა
-შეშლილია... მეც გამეცინა
საწოლებს შორის მანძილი ისე გადავკვეთე თითქოს არც არსებობდა, მის გვერდით მოვკალათდი და მაგრად ჩავეხუტე. ვგრძნობდი როგორ აუჩქარდა გული და გაუხშირდა სუნთქა.
-შენს გარეშე არ ვიცი როგორ გავაგრძელებდი ცხოვრებას... ვუთხარი და მის ოკეანესავით ღრმა თვალებს დაჟინებით დავაკვირდი
-მიყვარხარ... ჩურჩულით მითხრა და ჩემს მზერას თვალები გაუსწორა...
თითქოს დავმუნჯდი, ვერაფრის თქმა შევძელი, მხოლოდ მის თვალებს ვაშტერდებოდი, რომელიც ყველაფერს ამბობდა.
ემოციებისგან გაბრუებული მის ცხელ ტუჩებს მაგრად მივეკარი და ვიგრძენი როგორ დამეწვა საფეთქლები, ხელები მჭიდროდ მომხვია წელზე და მთელი ძალით მიმისაკუთრა. ვგრძნობდი როგორ ებერებოდა ძარღვები და უხშირდებოდა სუნთქვა ყოველი შეხებისას. ჩემს ყელს ცხელი, ათრთოლებული ტუჩებით, ვნებიანად მიეკრო...
სახეზე ყველა ნაკვთს ვუკოცნიდი და მინდოდა ეს მომენტი სამუდამოდ გაგრძელებულიყო. ჩემი შიშველი სხეული მაგრად მიიკრა და მის მკლავებში მომწყვდეულმა დავიძინე.
მობილურის ხმამ გამომაფხიზლა, მისი მკლავებიდან ძლივს დავიხსენი თავი და ჯერ ისევ ძილში დარჩენილი ტუჩებზე მივეკარი.
ესემესის გახსნას არ ვჩქარობდი, ვიცოდი ბედნიერ წუთებს მალე ჩამაშხამებდა, თუმცა ინტერესმა ისევ მაიძულა მობილური გამეხსნა და მანიაკის ესემესი მენახა.
საწოლზე ფრთხილად წამოვჯექი, რომ სანდრო არ გამეღვიძებინა,
ესემესი გავხსენი და ადგილზე გავშრი.
თითქოს ზემოდან მეხი ჩამოვარდა და ამდენ ადამიანში მხოლოდ მე დამეცა.
“-არ გაინტერესებს შენი შეყვარებული წინა ცხოვრებაში რას საქმიანობდა?”
“-იქნებ მან ჩაგითრია ამ თამაშში?”
“-მისი მეგობრები? ცოტა საეჭვოდ ხომ არ იქცევიან?”
“-სულელი ხარ პატარავ”
გონება დავძაბე და ყველა აზრი ერთად წამოვიდა. რატო შევხვდი სანდროს ასეთ უცნაურ დროს, რატო მელაპარაკებოდა მუდმივად შიშებზე და მის გადალახვაზე როცა ჩემი თამაშის შესახებ არაფერი იცოდა, რატო ვერ მხედავდა მანიაკი როცა მის გვერდით ვიყავი, რატო არ უსმენდნენ ჩვენს ზარებს, რატო იყო ის ჰაკერი და ბევრი “რატომ” წამოვიდა ჩემს თავში რომელმაც გული საშინლად ამიჩქარა.
მის სახეს დავაკვირდი, არანაირად არ ჰგავდა მანიაკს ან მატყუარას, რომელსაც შეეძლო ჩემთვის რაიმე დაეშავებინა. მთელი სამყაროს ძალები ერთად მოვიკრიბე და ტკბილი ძილისგან გამოვაფხიზლე.
თვალების გახელისთანავე ისე მომაჯადოვებლად გამიღიმა, რომ წამით ყველაფერი დამავიწყდა.
-რა გჭირს სესი... ჩემსკენ მოიწია, მკლავებით მაგრად მომეხუტა და ყელში ნაზი ამბორით ჩემი გაბრუება სცადა. სასწრაფოდ გავეცალე, ტანზე მისი მაისური გადავიცვი და ფეხზე წამოვდექი. ისეთი შეშფოთებული მიყურებდა, თითქოს ჩემს დაძაბულობას გრძნიბდა. არაფერი მითქვამს, მობილური გავუწოდე და მის გაქვავებულ სახეს კარგად დავაკვირდი
-ეს ნაბოზ***ი რამდენს ბედავს, მოვკლავ...მარტო ვიპოვო და ჩემი ხელოთ გამოვჭრი ყელს
-როგორ ჰგავს მის სიტყვებს... ვუთხარი და თვალები მის მზერას გავუსწორე
-რაა? გაოცებული მზერა სწრაფად გამისწორა
-მანაც იგივე ფრაზა თქვა “ჩემი ხელით გამოვჭრი ყელს”ო, ჩემი მეგობრით რომ მემუქრებოდა
-რის თქმას ცდილობ?
-არაფერს არ ვცდილობ
-გჯერა მისი? გამომცდელად მიყურებდა და ცდილობდა ჩემი აზრები წაეკითხა. გამბედაობა მოვიკრიბე და ჩემი სათქმელი ამოუსუნთქავად წამებში ვთქი
-თამაშთან რამე კავშირი გაქვს?
ცოტახანს გაოცებული მიყურებდა შემდეგ თავი დახარა და ხელისგულები მაგრად მიიჭირა საფეთქლებზე
-რამე იცი მათ შესახებ? რამე გაკავშორებს? მითხარი რამე, ნუ ხარ ჩუმად...ჩემსკენ მძიმე ნაბიჯებით წამოვიდა, ცდილობდა დავემშვიდებინე, თუმცა უკვე ყველაფერს ვხვდებოდი და ისიც აანალიზებდა რომ გაჩუმებას და უარყოფას აზრი აღარ ჰქონდა.
-ყველაფერს მოგიყვები, მაგრამ გთხოვ ბოლომდე მომისმინე
-გისმენ... ვგრძნობდი როგორ მებინდებოდა თვალები და სიბრაზისგან მუხლებში ძალას ვკარგავდი.
ნელი მოძრაობით საწოლზე დამსვა და ჩემს მუხლებთან მოკეცით დაეშვა
-რამდენიმე წლის წინ მე და ჩემი მეგობრები ვცდილობდით რომელიღაც სისტემაში შეღწევას, ამით უბრალოდ ვერთობოთ, გვინდოდა გვესწავლა და შემდეგ რაღაც პროგრამისტული ჯგუფი ჩამოგვეყალიბებინა, საკმაოდ სერიოზულად ვუყურებდით ამ საქმეს. როგორც იცი “ლურჯი ვეშაპი” როგორც აპლიკაცია არ არსებობს, რაღაც ვირუსული ბლოკებიდან შეგიძლია გადახვიდე. ამ ვირუსების დაბლოკვისას შემთხვევით მე დ ბექა “ლურჯი ვეშაპის” ექაუნთზე მოვხვდით. თავიდან ვერ მივხვდით რა საიტი იყო და საერთოდ რას ვაკეთებდით, მაგრამ მერე მივხვდით რომ “დაჰაკული” იყო ჩვენი ექაუნთი და მონაცემები გვერდის შემქმნელთან მივიდოდა. საკმაოდ ბევრი ინფორმაცია გავიგეთ, საოცრად მაგარი პროგრამისტები მართავენ, ვისწავლეთ როგორ უნდა დაგვებლოკა ჩვენი მონაცემები და გაგვეტეხა მობილურის შიდა მეხსიერება, ანუ წაშლილი მასალები... მათზე ბევრი ვერაფერი გავიგეთ, თუმცა მათი პერსონალური მონაცემებიც მათ ბაზაშია.
მოკლედ გაიგეს ვინ გატეხა ექაუნთი და ჩვენი შანტაჟი დაიწყეს. ოჯახებით გვემუქრებოდნენ, დაგვდევდნენ, არ უბრძანებით, მაგრამ მათი დავალებების შესრულებას გვაიძულებდნენ. უნდოდათ რომ “მსხვერპლისთვის” უკან გვედევნა და მათი ლოკაცია ოცდაოთხი საათი გვცოდნოდა.
-იცნობ მათ?
-არა, არასდროს მინახავს, ისიც არ ვიცი რამდენი არიან, ჩემი დით მემუქრებოდნენ, ჩემს დას კი ჩემით, ამიტომ მის დასაცავად ვასრულებდი დავალებებს. სხვებს ვუთვალთვალებდი და ინფორმაციას ვაწვდიდი სად იყო და რას აკეთებდა
-და გყავს?
-ლიკა ჩემი დაა... გაუბედავად გამოაპარა ჩემსკენ მზერა
-რატო არ მითხარი?
-იმიტომ რომ შეიძლება მათ ისევ გაეგოთ ლიკაზე რაიმე, ჩემი ოჯახი ბათუმიდანაა, მე და ლიკა თბილისში ვცხოვრობდით და ამ ამბის შემდეგ საფრანგეთში წავიდა ლიკა, სამი თვეა რაც დაბრუნდა და ისევ ასეთ მდგომარეობაში დავხვდი, ისევ საფრთხე და ისევ შიში. ამიტომ ვარჩიე სანამ მანიაკს მოვიშორებდით ლიკას ვინაობა დამემალა.
-ჩემზე როგორ გაიგე რომ ვთამაშობდი, ჩემს ცხოვრებაში როგორ აღმოჩნდი? მეც მითვალთვალებდი?
-თვალთვალი წლებია შევწყვიტე, თავის დაცვა ვისწავლე და საფრთხე ასე თუ ისე ავრიდე.
შენი გაცნობა მართლა შემთხვევით მოხდა. მოსაცდელში მოსაწევად შემოვედი და უბრალოდ ლამაზი გოგო დავინახე, რომელიც ტიროდა და მასთან დამშვიდების მიზნით გამოლაპარაკება ვცადე. რომ გავედი ცოტახანს კართან ვიდექი, შენი გარეგნობა იმდენად უცხო იყო, გამორჩეული, ხმის ტემბრი და საუბრის მანერა, ყველაფრით განსხვავებული ადამიანი მომეჩვენე, სახელიც კი განსხვავებული გაქვს. ვიფიქრე შევბრუნდები და უკეთ გავეცნობი მეთქი, მაგრამ რომ გამოვედი მობილურზე ვიღაცას დაურეკე, გავიგონე რომ რაღაც თამაშზე ლაპარაკობდი, თავიდან ყურადღება არ მივაქციე მაგრამ რაღაც სიტყვებმა საშინლად შემაშინა “ჩემი სიცოცხლის ფასად რომ დაჯდესო” მაშინვე საშინელი ფიქრები დამიტრიალდა თავში. იმ ღამეს სულ შენზე ვფიქრობდი ერთი სული მქონდა სანამ ლეპტოპტან მივიდოდი. კიდევ ერთხელ გავრისკე და მათ ბაზაში ყალბი ექაუნთით შევაღწიე, სადაც მოთამაშეთა აქტივობის ჟურნალში შენი სახელი ვნახე. თავიდან არ ვიცოდი რა მექნა, შემეშინდა, არ მინდოდა რამე მოგსვლოდა, შენი საუბრიდან გამომდინარე მივხვდი რომ მათზე ინფორმაციის შეგროვება გინდოდა და ეს სულელურად არ გადაგიწყვეტავს.
მათი ბაზიდან შენი მონაცემები ამოვიღე და შენი მობილურის მაპით მოგაგენი. ჩვენი მეორე შეხვედრა არანაირი დამთხვევა არ ყოფილა. აერეპორტში დავინახე როგორ იჯექი შეშინებული იატაკზე და მივხვდი, რომ მათ რაღაც მოგწერეს, ამიტომ თავი გავისულელე და შევეცადე ის ფაქტი რომ მე მოგძებნე შეუძლებლად მოგჩვენებოდა.
შენთან საუბრის დროს ისე ცუდად ვხდებოდი რომ ვიაზრებდი ეს ლამაზი სიცოცხლე მანიაკის ხელით უნდა დასრულებულიყო ჰაერი მეკუმშებოდა. შენ გეგონა ყავის მოსატანად გარეთ გავედი, გაგიკვირდა კიდეც სველი რომ დამინახე, რეალირად სივრცე მჭირდებოდა რომ ჩემი აზრები ოდნავ მაინც დამელაგებინა, ამიტომ გავედი და დაგტოვე. ამიტომ გელაპარაკებოდი ყოველთვის შიშებზე, არ მინდოდა შიშის გამო დაცემულიყავი, არ მინდოდა მათი დევნის და ესმესების გამო გაგიჟებულიყავი, ეს მათი ტაქტიკაა-ადამიანის ჭკუიდან შეშლა. მართლა არ მინდოდა კიდევ ერთი მახვერპლი ყოფილიყავი, ერთადერთი რაც მინდოდა ის იყო, რომ ერთი ადამიანი მაინც გადამერჩინა, ერთ მათგანს მაინც გაეგრძელებინა სიცოცხლე ვინც სასიკვდილო თამაშში ჩავარდა.

ცოტახანს გაოცებული ვუსმენდი, მინდოდა აზრები კარგად მომეკრიბა და გადამეხარშა ის რაც მან მითხრა. ყველაფერი ერთად საშინელ შოკში მაგდებდა და მინდოდა მაგრად მეღრიალა.
ვეცადე მშვიდი ვყოფილიყავი, ჩემს მუხლებზე მის მძიმე სუნთქვას ვგრძნობდი, რომელიც არ ჰგავდა ჩემი საყვარელი მამაკაცის სუნთქვას, წინ იდგა ბიჭი, რომელსაც საერთოდ არ ვიცნობდი.
ძლივს გასაგონად ამოვღერღე
-ანუ შენი სინდისის დასამშვიდებლად გინდოდა ჩემი გადარჩენა?
-თავიდან სანამ გაგიცნობდი ასე იყო მაგრამ როცა გაგიცანი ყველაფერი შეიცვალა, მთელი ჩემი ცხოვრება შენ დაგიკავშირე, მთელი არსებით შემიყვარდი სესი
-რა სულელი ვარ, მე კიდევ მიკვირდა ასე უანგაროდ როგორ შეუძლია ადამიანს თავი საფრთხეში ჩაიგდოს მეთქი. თურმე შეგეცოდე...
მთელი ძალით ვცდილობდი თვალებში მოწოლილი ვეებერთელა ცრემლები უკან ჩამებრუნებინა
-არ შემცოდებიხარ, ამას არც სინდისის დასამშვიდებლად ვაკეთებ, მინდა რომ მშვიდად ვიცხოვროთ, შენთან ერთან ბევრი ლამაზი წლების გავლა მინდა
-ბექა? ბექაც შეეშვა თამაშს?
-კი, ყველაფერი ერთად დავიწყეთ და ერთად დავამთავრეთ
-აქამდე რატო არ მითხარი? გაბზარული ხმით, ძლივს გასაგონად შევტირე სანდროს
-შენი რეაქციის მეშინოდა. როცა ეს ყველაფერი ჩაივლიდა და მანიაკს მოვიშორებდით მერე გეტყოდი
-ან საერთოდ არ მეტყოდი
-დამიჯერე ვაპირებდი თქმას, უბრალოდ დრო მჭირდებოდა
-ამის შემდეგ ჩემს ცხოვრებაში ოდნავადაც არ ჩაერიო, არც კი გაბედო ჩემი დახმარება...აქედან ხვალვე წავალთ და დაივიწყებ რომ ვარსებობ, არ გაქვს უფლება ჩემი საშუალებით სინდილი დაიწყნარო.
-გთხოვ, დაწყნარდი...
-ამ თემას აღარავინ შეეხება, გაფრთხილებ, თუ კიდევ შეეცდები რამე გაარკვიო ან მომიახლოვდე ძალიან ცუდად მოვიქცევი!
ცოტახანს ორივე გავჩუმდით, თავი ჩემს მუხლებზე დადო და ცხელი სუნთქვა კიდევ ერთხელ დამიტოვა.
-მე მართლა შემიყვარდი სანდრო... ვუთხარი და დიდხანს შეკავებული ცრემლები თავისიც გადმოცვდიდა ჩემი დაღლილი თვალებიდან.
წამებში წამოდგა ფეხზე და სხეულზე მაგრად მიმიხუტა.
-ვერ წარმოიდგენ როგორ მიყვარხარ...მითხრა და მკლავები უფრო მაგრად შემომხვია
-არ მჯერა, შენი სიტყვების საერთოდ აღარ მჯერა...
გათენებამდე იატაკზე ერთმანეთის პიროსპირ ვისხედით. თვალი არც ერთს მოგვიშორებია ერთმანეთის მზერისთვის. არ ვიცი რას ვფიქრობდი, თითქოს გონება გავთიშე, თითქოს აქ დაინგრა ჩემი სამყარო, აქ დასრულდა მიზეზი, რის გამოც გაგრძელება მოვინდომე. წამით თვალები დავხუჭე და ვეცადე გამეაზრებინა რომ ხანდახან ცხოვრებაში ადამიანს ყველაფერი ერთბაშად ეკარგება და არც პირველი ვარ და არც უკანასკნელი. სიცოცხლე ხომ თავისებურად სიკვდილია. ღმერთმა იცის რამდენჯერ მოვკვდი და რამდენჯერ ავითრიე დასახიჩრებული სული რომ ცხოვრება გამეგრძელებინა.
ძალა მოვიკრიბე და სანდროს თვალებს მზერა ავარიდე
-როდის წავალთ? ვუთხარი ჩურჩულით
-საღამოს...გამტყდარი ხმით ამოიჩურჩულა სანდრომ.
-მაპატიებ? მისი სიტყვები არ დამდგატი გაზაფხულივით იყო, თითქოს უნდა გამხარებოდა მისი გაგონება, მაგრამ შიგნით სულს უფრო მატკიებდა
-არ ვიცი...
ჩემთან ძალიან ახლოს მოვიდა და თითქმის ჩურჩულით მითხრა
-საბოლოოდ ჩამეხუტე
იმის მოლოდინით, რომ ვეღარასდროს ვნახავდი, რომ ვეღარასდროს ვიგრძნობდი მის სუნს, ვეღარასდროს შევეხებოდი, გადავწყვიტე კიდევ ერთხელ ჩავხუტებოდი და სამუდამოდ დამემახსოვრებინა მისი არსებობა ჩემს ცხოვრებაში.
ისევ იგივე ჩახუტება, იგივე ადამიანი, იგივე გრძნობა, გულის აჩქარება და მუხლების კანკალი, თუმცა ეს ჩახუტება სხვა ჩახუტებებს სულაც არ ჰგავდა, ტკვილი, ტკვილი და ტკივილი, რომელიც შინაგან ორგანოებს ერთიანად მიწამლიდა და ცდილობდა გული გაეჩერებინა ჩემთვის.
დიდხანს ვიყავი მის მხრებს ამოფარებული. ბოლოს ცხელი სუნთქვა შემატოვა ყელთან და ოთახიდან სწრაფად გავიდა.
ემოციებისგან დაღლილი საწოლზე მოვიკეცე და მალევე ჩამეძინა. თვალები რომ გავახილე მინდოდა გვერდით სანდრო მეპოვა, ისეთი შეგრძნება მქონდა თითქოს კოშმარი ვნახე და თვალების გახელის შემდეგ ბედნიერი ვიქნებოდი.
-გაიღვიძე? თვალების გახელისთანავე ანუკის ხმა გავიგე, რომელიც გვერდით მეჯდა და მობილურში რაღაცებს ათვალოერებდა
-რომელი საათია? ჩუმად ვკითხე ისე რომ მისთვის არც შემიხედავს
-სამი ხდება, ადექი...სესი, სანდროს რა სჭირს, არ შერიგდით?
-რა სჭირს? თავი გავისულელე იმის იმედით რომ ანუკისგან რამე საინტერესოს მოვისმენდი
-არ ვიცი, რაც ქვემოთ ჩავედი სულ ეწევა და წესიერად არავის უყურებს. თან ეგ და ბექა ხშირად გადიან გარეთ, რაღაც ხდება მაგრამ ვერ ვხვდები რა.
-არაფერია, ვიჩხუბეთ და ალბათ იმიტომ იქცევა ასე.
საწოლიდან წამოვდექი და აბაზანისკენ წავედი.
-ან, ნივთები ჩაალაგე საღამოს წავალთ...ვუთხარი და სააბაზანოს კარი ჩავკეტე.
ცხელი წყლის ქვეშ გარინდულმა ჩემს თავს უფლება მივეცი ამდენი უბედურება ერთად გადმომენთხია და მეტირა ისე, როგორც მინდოდა.
მთელი დღე ისე გავიდა ერთმანეთისთვის არაფერი გვითქვამს, ხანდახან სევდიანი თვალებით შევხედავდით და მალევე ვაცილებდით მზერას. ჩვენს შორის დიდი ხნის დუმილი მან დაარღვია, დამპირდა რომ ბოლომდე იბრძოლებდა ჩემს გადასარჩენად ჩემი სურვილის მიუხედავად, მე რა თქვა უნდა ისევ გაბრაზებულმა მოვიშორე და სახლში ერთმანეთზე გაბუტულები წავედით.
ნივთები მანქანაში ჩავაწყვეთ, უკანა სკამზე ხოლოდ ერთი ადამიანის ადგილი რჩებოდა, ამიტომ სანდროს გვერდით დაჯდომა მომიწია.
წასვლისას სანდრომ საჭე შეამოწმა, ისეთი სახე ჰქონდა, თითქოს რაღაც არ მოსწონდა.
თავიდან მშვიდად მივდიოდით, უკან ბექა მოგვდევდა მანქანით, წინ ჩვენ მივდიოდით. გზაში ესემესი მოვიდა, სანდრომ ისე შემომხდა, თითქოს მაფრთხილებდა, ესემესი არ გახსნაო, თუმცა მაინც გავხსენი. ესემესში ეწერა
“-სიურპროზისთვის მოემზადე”
სანდროს გაოცებულმა შევხედე... წამით დავიბენი, თითქოს გული მიგრძნობდა შესაძლო უბედურებას.
-სანდრო რაღაც სიურპრიზზე მწერს... ძლივს გასაგონად დავუჩურჩულე
-ღმერთო მართლა მანიაკია... წარმოთქვა სანდრომ და ეცადა საჭე მაგრად დაეტრიალებინა, რომ მოსახვევში შესულიყო, თუმცა საჭე გაიჭედა, თან ისე რომ არც ერთ მხარეს აღარ ტრიალებდა.
მხოლოდ ერთი მონაკვეთი მახსოვს, ერთი შეხედვა და სანდროს ყვირილი, გვეუბნებოდა რომ გავმაგრებულიყავით...
შემდეგ ყველაფერი შეწყდა, ყურებში უჩვეულო წივილის ხმა მესმოდა.

ვცდილობდი ღრმად მესუნთქა, თვალებში მიბნელდებოდა და სხეულში ძალას ვკარგავდი, ხელებს და ფეხებს დალეწილ მინას ვურტყამდი, რომ სანდრო გამენთავისუფლებინა.
ვეცადე უკან შევბრუნებულიყავი, თუმცა ანუკი ვერსად დავინახე...უჟანგბადობა ტვინს მითიშავდა, არ მინდოდა გონება დამეკარგა და ვახველებდი. ვგრძნობდი ვიხრჩვებოდი, ყელში ბურთი მეჭედებოდა, რომელიც არაფრით მაძლევს ყვირილის საშუალებას.
დარჩენილი ბოლო ჰაერი ბოლომდე ჩავისუნთქე და მთელი ენერგიით, რომელიც არ ვიცი საიდან მოვიკრიბე, არაამქვეყნიური სიძლიერით დავიღრიალე,
ამის შემდეგ არაფერი მახსოვს.
სასწრაფოს მანქანის ხმა, ყვირილი, ვიღაც ღრიალებს,
“-უშველეთ კვდება” მეორე მხრიდან კიდევ ვიღაცის ხმა ისმოდა
“-აღარ სუნთქავს”

თვალები გავახილე.
გარშემო მხოლოდ თეთრი კედლები იყო, აპარატის წკაპუნი პირდაპირ ყურში მირტყამდა, ვცდილობდი გავტოკებულიყავი, თუმცა ვენებში გაკეთებული ნემსები ორივე ხელზე არ მაძლევდა უფლებას. სახეზე სასუნთქი აპარატი მქონდა, მაჯები კი დაბინტული.
უცებ ჩემს გონებაში ყველა საშინელი მოგონება გაცოცხლდა და ვცდილობდი ავმდგარიყავი. სასუნთქ აპარატს ვიხსნიდი და ვყვიროდი რაც ძალა მაქონდა,
ექიმი ჩემს განწირულ ყვირილზე პალატაში შემოვარდა. საოცარი სისწრაფით დამაკავა მასთან ერთად შემოცვენილმა სამმა ექთანმა.
-როგორ არიან, გადარჩნენ? ცოცხლები არიან?
ტირილნარევი ყვირილით ვეკითხებოდი
-დაწნარდით ყველაფერი რიგზეა
-არა, ცუდად იყვნენ, უშველეთ, გთხოოვთ
ჩემი მუდარა მათთვის ფუჭია.
დამამშვიდებელი პირდაპირ ვენაში შეუშვეს. წამებში დამიმძიმდა თვალის ქუთუთოები და ჩამეძინა.
ყვირილის ხმამ გამომაღვიძა.
“-უშველეთ, ჩქარა, კვდება.”
ეს ნაცნობი ხმა... ბექას ხმა.
ისევ ისმის.
“-უშველეთ კვდება, ჩქარაა.”
კი, ნამდვილად ბექაა, ნამდვილად ის ღრიალებს გამწარებული.
არა, არა, არა....
ისევ წამოვხტი, ყველა დაბრკოლება მოვიგლიჯე ხელებიდან და მიმღებში ფეხშიშველი გავვარდი.
ადგილზე გავქვავდი.
სანდრო საკაცეზე იწვა, გვერდით სამი ექიმი და ბექა ედგა. ერთი მათგანი სახეზე სასუნთქ აპარატს უმაგრებდა, მეორე გულის მასაჟს უკეთებდა,მესამე ტანისამოსს მაკრატლით უჭრიდა და გულზე ელექტრო შოკის დაფებს აწებებდა.
ისევ ყვირილი...
“-გამატარეთ, გოგონაა, 25 წლის, თავის ქალა აქვს გატეხილი.”
ექიმები პატარა, შავგვრემან გოგოს ეხვეოდნენ, რომელიც ძალიან ჰგავდა ანუკის.
-არა, ღმერთო არა! ვიმეორებ და ვგრძნობ როგორ ვკარგავ მუხლებში ძალას.
ისევ ექიმების ყვირილი:
“-ელექტრო შოკი, სასწრაფოდ, პულსი ქრება, ჩქარა. “
“-ბიჭს ვკარგავთ, ორმაგი გაუშვი,” ყვირის სანდროსთან მდგომი ექიმი.
უცებ სიჩუმე ჩამოვარდა. მხოლოდ აპარატის ხმაური ისმოდა მიმღებში.
-რომელი, რომელი... არაა. ღმერთო არა. ღმერთო გამეღვიძოს გთხოვ. თვალებზე ხელს ვიფარებ და ვცდილობ გამოვიდე იმ კოშმარიდან რომელიც ჩემი რეალობაა.
ანუკის საკაცეს სამი სისხლიანი ექიმი გაეცალა, მხოლოდ სიჩუმე, მხოლოდ აპარატის ხმაური.
თითქოს დრო გაჩერდა.
-ანუკი? ვეკითხები საკუთარ თავს და ვცდილობ თვალებში მოწოლილი ბინდი გავაქრო. ძალას ვკარგავ, გულის ცემა საშინლდ მიჩქარდება.
ლანდად ვხედავ როგორ მორბის ჩემსკენ ბიჭი და მთელი ძალით მიკრავს გილში. ეს ბექაა, მივხვდი.
ჩემს მოშვებულ სხეულს მაგრად ეხუტება და მთელი ძალით ღრიალებს.
-არ შეხედო სესი, ნუ უყურებ...
ისევ სიჩუმე, ისევ აპარატის ხმა.
ისევ თეთრი კედლები.
გონს მოვედი და გვერდით ლიკა დავინახე, რომელსაც თვალები ჩაცვენილი და ჩაშავებული ჰქონდა უძილობით და ნერვიულობით. ძალით გავახილე თვალები და
ძლივს ამოვილაპარაკე
-ლიკა...სანდრო მაინც გადარჩა?”ამ დროს მოწოლილი ცრემლები ფიზიკურად ვეღარ შევიკავე .
-დამშვიდდი სესი, ორივე გადარჩა...საოცრად სასიამოვნოდ გამიღიმა და თმაზე მომეფერა...-ძლიერები არიან..
-ანუკი გადარჩა? მთელი ძალები მოვიკრიბე და საწოლზე წამოვჯექი.
-კიი, გადარჩა. კრიტიკული საათი უკვე გავიარეთ, ახლა სტაბილირადაა. გონს არ მოსულა მაგრამ მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
ახლა უკვე ბედნიერების ცრემლები მოდიოდა ჩემი თვალებიდან, რომელსაც ვერაფრით ვუმკლავდებიდი.
-სანდრო გონს მოვიდა, მაშინვე შენ გიკითხა
-კარგადაა?
-ახლა კი, ოპერაცია გაუკეთეს, ტვინის შერყევა აქვს და რამდენიმე ტრამვა.
ახლა უკვე ვეღარაფრით ვაჩერებდი ბედნიერების ცრემლებს და მთელი ძალით მეტირებოდა.
ლიკა მაგრად მომეხვია და ჩემი დაწყნარება სცადა.
-ახლა შენთვის ნერვიულობა არ შეიძლება, ხშირად კარგავ გონებას, არც შენ ხარ კარგად, დაჟეჟილობები და სისხლჩაქცევები გაქვს, მაჯა კი მოტეხილი. ცოტახანში რენტგენზე შეგიყვან რომ თავის ქალა კიდევ ერთხელ გადავამოწმოთ.
თემა მალევე შევცვალე, რადგან ემოციები უკვე მახრჩობდა
-მგონი მართლა შევცდი, ბექაზე ცუდად რომ ვლაპარაკობდი.
-ბექა მართლა კარგი ბიჭია, ალბათ ვერ გაუგეთ მაგრამ დროთაგანმავლობაში გამოსწორდებით... მითხრა და ღრმად ჩაისუნთქა ჰაერი
-შენც ცუდად ხარ, დასვენება გჭირდება ლიკა
-ახლა დასვენების დრო არ არის სესი, თქვენთან უნდა ვიყო
-მარტო ფიზიკურად კი არა შინაგანადაც საშინელი გადასატანია შენს ძმას ასეთ მდგომარეობაში ხედავდე, ვიცი ცუდად ხარ მაგრამ უნდა დაისვენო ცოტა
ლიკას სახეზე გაოცებამ გაუელვა
-შენ საიდან იციი?
-სანდრომ მითხრა რომ მისი და ხარ
-შენი მული...გემრიელად გაიცინა, რაზეც უეცარმა სიბრაზემ მულის გაგონებისას სულ გამიარა და მეც გამეცინა
-ყველაფერი იცი? უკვე დასერიოზულებულმა შემომხედა და მზერა ჩემს თვალებს გაუსწორა
-კი, ვიცი...
-გაბრაზდი?
-არ ვიცი, რაღაც ძალიან ცუდი ვიგრძენი, მაგრამ როცა სანდრო და ანუკი ასეთ მდგომარეობაში დავინახე ყველაფერმა გაიარა, ახლა მათ სიცოცხლეზე მნიშვნელოვანი ჩემთვის არაფერია. აღარ მაღელვებს სანდროს წარსული, მთავარია მომავალში იგივე შეცდომები აღარ დავუშვათ
-არ მიკვირს სანდროს ასე რომ შეუყვარდი... მითხრა და ისევ სასიამოვნოდ გამიღიმა
-სესი ავარია როგორ მოხდა, შეგიძლია მომიყვე?
ლიკას კითხვა დასრულებული არ ჰქონდა პალატაში ბექა რომ შემოვიდა, უფროსწორად შემოვარდა. გულამოვარდნილი მიყურებდა და ცდილობდა ემოციები დაემალა.
-სესი როგორ ხარ... ლიკამ მომწერა თუ არა, რომ გონს მოხვედი მაშინვე გამოვიქეცი.
-კარგად ვარ ბექა, მადლობა ყველაფრისთვის
-არაფერი გამიკეთებია, მთავარია კარგად იყოთ
-შენ რომ არ ყოფილიყავი იქ ვერავინ გვიპოვიდა, ვიცი რომ შენ გადმოგვიყვანე
-მე კიდევ ვიცი რომ სანდრო შენ გადაარჩიე
-ეგ როგორ? ლიკას გაოცება დაეტყო
-მინა სესიმ მოაშორა სანდროს.
-როგორ შეძელი ამდენი... ლიკა გაოცებას ვერ მალავდა
-არ ვიცი, მივხვდი რომ ყელში უჭერდა და ვეცადე მომეშორებინა, ანუკი ვერ ვიპოვე... რაღაც წამებში მოხდა
-კი, ნამდვილად წამებში მოხდა...დამეთანხმა ბექა
-ანუკი გადმოვარდა, ამიტომ დაშავდა ყველაზე მეტად... ლიკა ეცადა მსუბუქად აეღწერა ანუკის სიტუაცია
-სესი გახსოვს რა მოხდა? ბექამ თემა შეცვალა
-მახსოვს რომ საჭე გაიჭედა
-როგორ?
-არ ვიცი, თავიდან სანდროს უსიამოვნო სახე ჰქონდა, მგონი შეამჩნია რომ საჭე იჭედებოდა, მოსახვევში რომ შევდიოდით მთლად გაიჭედა და მერე აღარაფერი მახსოვს
-მეგონა მანიაკმა გააკეთა რაღაც...ლიკა ისევ გაოცებული სახით მიყურებდა
-არ ვიცი, მესიჯი მოვიდა მობილურზე, სიურპრიზს გიმზადებო, თუ რაღაც მსგავსი...ანუ ეს იყო მისი სიურპრიზი? ემოციები ვეღარ დავმალე და სახეზე ხელები მაგრად ავიფარე
-ასე გამოდის... ბექამ თავი დახარა და ჩემთვის აღარ შემოუხედავს.

საავადმყოფოში სამი დღე მოგვიწია გაჩერება. პალატაში მარტო ვიყავი, არც მობილირი მქონდა, რადგან ლიკამ სარგებლობა ამიკრძალა და ბექას ჩააბარა ჩემი ტელეფონი. სამი დღე ჩემს ფიქრებთან მარტო ვიყავი, ვერ ვერკვეოდი ეს რეალურად ხდებოდა თუ უკვე იმდენად გადავიღალე, რომ მოჩვენებები
დამეწყო. ვხვდები ფსიქოლოგიურად მეტს ვეღარ ავიტან, კიდევ კარგი მობილური არ მაქვს და მანიაკს ვერ ვეკონტაქტები თორემ თავს აუცილებლად მომიკვლევინებდა.
ყველაფერზე ვფიქრობდი, განსაკუთრებით კი იმაზე, რომ ჩემს გამო მათ მივაყენე ზიანი ვინც ყველაზე მეტად მიყვარს. მეგონა ვეღარასდროს ვნახავდი ანუკის და ეს ფიქრი ახლაც სისხლს მიწამლის.
სანდრო? ის ალბათ ამ ამბავში ერთადერთი ადამიანია, რომლის სიცოცხლე ჩემს სიცოცხლესან პირდაპირ კავშირშია.
სანდრო ის ადამიანია, ვის გარეშეც ცხოვრების არცერთი წუთი აღარ წარმომიდგენია, ის არის ვისაც შემიძლია გამუდმებით ვუსმინო და არასდროს მომბეზრდეს მისი ხმის ტემბრის გაგონება და თვალების ყურება. ერთადერთია ვისთანაც ჩემი სიჯიუტე თითქმის არასდროს ჭრის და ვისაც ყოველთვის აქვს დრო, რომ ჩემთან უაზრო თემებზე ისაუბროს. მარტო მას შეუძლია ჩემი პრობლემების გამო შვებულება აიღოს და საავადმყოფოში მოხვდეს. ის ერთადერთია ვისაც შეუძლია ყველაზე ცუდ მომენტშიც კი გამაღიმოს და ერთი სიტუვით მაჩუქოს ბედნიერება, ამიტომ ნებისმიერი მიზეზი, რაც მის მიმართ სიბრაზეს მგვრის ან რაიმე უარყოფით შეგრძნებას, ყველაფერი ფუჭია. ცხოვრებაში პირველად შემიყვარდა, პირველად ვიგრძენი რომ ის ჩემთვის სამყაროს ცენტრია რომელის გარეშეც მე ყველა გზას ვკარგავ.
ადრე სადღაც წავიკითხე, “ზამთარში როცა მოკლე დღეებია და გრძელი ღამეები ეცადე არავინ შეგიყვარდესო” მართალიც ყოფილა. ახლა როცა გარეთ ყინავს და სახლში ადამიანები თბილად ნაძვის ხეს რთავენ, ჩვენ გადარჩენისთვის ვიბრძვით, ვიბრძვით ბედნიერებისგვის და თავისუფლებისთვის. ახლა როცა მოკლე დღეებია და გრძელი ღამეები, ვცდილობ გადავრჩე, ვცდილობ დიდხანს მეღვიძოს, დიდხანს ვისუნთქო, დიდხანს ვუყურო, ვუსმინო, რადგან მეშინია ღამის, რომელიც შეიძლება აღარც გათენდეს.

დილით ლიკა საკმაოდ შეშფოთებული შემოვიდა ჩემს პალატაში. ეს რეაქცია უკვე ჩვეული გახდა, ალბათ ოდესმე ვინმე ჩემს გარშემო ბედნიერი რომ დავინახო ეს უფრო გამიკვირდება, ვიდრე მოწყენილობა და შიში.
-სანდროს უნდა რომ გაგწეროთ, ცოტა დრო რჩება, არ ვიცი რა ვქნა მალე გავგიჟდები...
ლამის ტირილით შემომჩივლა
-აქ უსაფრთხოდ არ ვართ ხო?
შეშინებულმა ვიკითხე და კარში მდგარ ლაშას გავხედე
-არა, უსაფრთხოდ არ ხართ. ყველა მონაცემი დაბლოკა იმ მანიაკმა, ყველა გზა მოგვიჭრა, რომ ვუჩივლოთ და გამოვააშკარაოთ
-აბა რა ვქნათ, დავსხდეთ და ასე ველოდოთ? ლიკა აღელვებისგან სულ კანკალებდა ხელებს მაგრად იჭერდა სახეზე
-მთავარია ახლა სახლში გაწერო, რომ მშვიდად ვიყოთ და მოვიფიქრებთ რა ვქნათ.
-ლაშა როგორ გავწერო? ვერ ხედავ რა ხშირად კარგავს გონებას სესილია? სანდროს ათასი დაზიამება აქვს, უნდა იწვეს და ანუკი ხომ საერთოდ, ანუკის მართლა ვერანაირად გავწერ. სულ მცირე ერთი კვირა მაინც უნდა იყოს ექიმების დაკვირვების ქვეშ, ან დედამისს რა ვუთხრათ? რის საფუძველზე ვწერთ საავადმყოფოდან. მორჩა, არავის არ გავწერ!
ლიკამ საკითხი დახურა და ჩემს ფეხებთან მოკეცით ჩამოჯდა.
-ყველზე მეტად ამის მეშინოდა რომ თქვენც დაზარალდებოდით ჩემს გამო... ვთქვი და დამნაშავის თვალებით შევხედე ორივეს
-ნუ სულელობ, ვინმე ხომ უნდა გაუსწორდეს სათანადოდ იმ მანიაკს, ვიღაცამ ხო უნდა ჩააძაღლოს ბოლოსდაბოლოს არა?
ლიკა სიბრაზეს ვეღარ მალავდა და ლამის ტირილით ლაპარაკობდა.
-მოკლედ მოვიფიქრე... თქვა ლაშამ და ნელი ნაბიჯით მოგვიახლოვდა
-სესი და სანდრო გაწერე, სანდროს სახლში იქნებიან, ერთმანეთს მიხედავენ, შენც მათთან იქნები, ჩვენც და ერთად მოვიფიქრებთ რა ვქნათ. ანუკი დარჩეს აქ, დედამისი ხომ აქ არის, ჩვენც ხშირად მოვაკითხავთ რომ საფრთხე არ შეექმნას. მერე თავის სოფელში წავიყვანოთ, იმათ ხომ არ იციან სად არის ანუკის სოფელი, მგონი მკვდარიც გონიათ, იმიტომ რომ ანუკი საერთოდ მანქანაში აღარ იყო, გადმოვარდა და ხევში ვიპოვეთ.
ამის გაგონებაზე საფეთქლები საშინლდ დამეწვა და მივხვდი როგორ მიკვდებოდა გული ამ საშინელი სურათის წარმოდგენისას.

როგორც იქნა, დიდი ჩხუბის და უთანხმოების მიუხედავად მე და სანდრო საავადმყოფოდან გაგვწერეს.
აჩიმ მთელი სიფრთხილით გაგვიყვანა შენობიდან, უკანა კარიდან გავედით და საკმაოდ დიდი მანძილი გავიარეთ ფეხით რომ ვინმეს არ დავენახეთ-ვინმეს, ანუ მანიაკს.
სანდროს დანახვა ახლა ყველაზე დიდი ბედნიერება იყო ჩემთვის, გულში საოცარი იმედი მეღვრებოდა როცა მას ცოცხალს და ჯანმრთელს ვხედავდი.

სანდროს სახლში ავედით, ლიკაც მალე მოვიდა და ჩვენი დაცინვა ასეთ საშინელ მომენტშიც კი მოახერხეს. ორი ბატი- ასე გვეძახდა ლიკა. ერთმანეთის დანახვაზე ჩვენც გულიანად გვეცინებოდა, მართლაც ორო ბატი, რომელიც წელში მოხრილი მოხუცივით ძლივს დადიოდა.
საძინებელში შევედი, ვცდილობდი ტანსაცმელი გამომეცვალა, თუმცა მხრები ისე მტკიოდა რომ მაისურის ჩაცმა ძლივს მოვახერხე. ოთახთან ფეხის ხმა გავიგე და სასწრაფოდ მივბრუნდი, სანდრო ჩუმი ნაბიჯით შემოვიდა და უსიტყვოდ მომიჯდა გვერდით
-კარგად ხარ? ისე მკითხა არც შემოუხედავს
-კი, შენ?
-უკეთესად...-გადაიფიქრე ხო?
-რა გადავიფიქრე? ცოტა დაბნეულმა შევხედე
-ანუ ჩემ დახმარებას მიიღებ ხო?
ამის გაგონებაზე გამეღიმა, მისკენ შევბრუნდი და თვალებში დაჟინებით დავაკვირდი
-შენს გარდა წასასვლელი არსად მაქვს, არც არავის იმედი მაქვს ამ ქვეყნად და ვერც ვერავინ მიშველის, შენს გარდა. შენს გამო დავთანხმდი ამ ბრძოლას, იმიტომ რომ შენთან ერთად სიცოცხლის გაგრძელება მინდა. ძალიან ცუდად მოვიქეცი რომ გაგიბრაზდი, თავი საშინლად ვიგრძენი რომ გავიგე, მაგრამ ყველაფერი სულ ერთია ჩემთვის, მთავარია შენ მყავდე...
დიდი გაჭირვებით ჩემსკენ მოიწია და ტუჩემზე ნაზი მოძრაობით მომეკრა.
მისი ცხელი სუნთქვა და მხურვალე კოცნა ყველაფერს მავიწყდება.
იდეალური მდგომარეობა ლიკას შეძახილმა დაგვირღვია
-აღარ გამოხვალთ გვრიტებო? უნდა ვილაპარაკოთ.
ჩვენ მთელი ზლაზვნით ავდექით და ერთმანეთზე სიცილით ძლივს გავედით გარეთ.
-მოკლედ იდეა მაქვს... თქვა ბექამ და საქმიანი იერით გადმოგვხედა
-უნდა წახვიდეთ
-როგორ? გაოცება დამეტყო სახეზე
-ხო, მე და ბექამ ვილაპარაკეთ და ჯობს წავიდეთ სესი
-სად უნდა წავიდეთ? ანუკი ცუდად არის როგორ დავტოვო
-ანუკისთან მე ვარ სესი, მასთან პრობლემა არ აქვთ, შენთვის უნდათ საფრთხის შექმნა ანუკის საშუალებით...ლიკამ სასწრაფოდ განმიმარტა
-რაღაც მოვიფიქრე და კარგად მომისმინეთ... ისევ დაძაბულმა შემოგვხედა ბექამ
-სესი უკვე იცი რომ მენტორი მე და სანდროს გვაძალებდა სხვებისთვის თვალთვალს...ამ დროს ოროვემ ღრმად ამოისუნთქეს და დამნაშავის სახით გააგრძელა...-შემიძლია ისევ დავბრუნდე მათთან...
-შენ ხოარ გაგიჟდი? სანდროს გაბრაზებისგან სახე წაეშალა
-ბექა იაზრებ რასაც ამბობ? ლიკამაც არ დააყოვნა და ყველამ ერთად კარგად გავლანძღეთ კეთილისმსურველი ბექა
-მოიცადეთ, გაუაზრებლად არ მითქვამს, იდეა მაქვს...
-რა იდეა?
სანდრომ ისევ გაცოფებულმა შეხედა
-დავაჯერებ რომ მათ მხარეს ვარ და საჭირო ინფორმაციას შევაგროვებ, მერე სისტემაზე წვდომის უფლებასაც მომცემენ და ამ სისტემას მათ წინააღმდეგ გამოვიყენებ, მაგრამ თქვენ უნდა წახვიდეთ...
-სისულელეა ბექა... აჩიმ საუბარი შეაწყვეტინა
-არ არის სიაულელე, უბრალოდ წარმოიდგინეთ, ეგონებათ რომ მათ მხარეს ვარ და ინფორმაციას მომაწვდიან, მე თქვენ მოგაწვდით და ბოლოს სამხილებით შევძლებთ ვუჩივლოთ
-შენ სიცოცხლეს ჩაიგდებ საფრთხეში, ხვდები ხო? სანდრო წარბებშეკრული ესაუბრებოდა
-ვხვდები მაგრამ, ვიღაცამ ხო უნდა გააჩეროს ოდესმე, ხო უნდა დასრულდეს ადამიანების ტანჯვა რაღაც უაზრო თამაშის გამო. სესი ბავშვი არ არის და გააზრებულად დაიწყო თამაში, ვერც იფიქრებდა, რომ დღეს ვიღაც სიკვდილისთვის გაიმეტებდა და წარმოიდგინე ის პატარა ბავშვები, ვისაც მესამე დავალებაზე აკვლევინებენ თავს რა საშინელ მდგომარეობაში არიან.
ყველას გამო პასუხი უნდა აგონ, თუნდაც ჩვენი სიცოცხლის ფასად დაჯდეს დავასრულოთ ეს თამაში
-მოდი ვეთამაშოთ მაშინ... თქვა აღფრთოვანებით ლაშამ და ბექას ამაყად გადახედა.
დიდხანს ვისაუბრეთ, ათასი აზრი, ათასი იდეა, უამრავი გეგმა და მონახაზი რა შეიძლება გავაკეთოთ.
ბოლოს ყველა შევთანხმდით ერთ აზრზე და მოქმედება დავიწყეთ.
-მოკლედ, სესი დარეკე ნინასთან და ავუხსნათ ყველაფერი.... მითხრა სანდრომ და მობილური გამომიწოდა.
დედასთან დავრეკე, დიდხანს არ იღებდა, ბოლოს გადავწყვიტე გამეთიშა და ზუსტად ამ დროს ნინას ხმა გავიგონე
-სესილია, დედა, როგორ ხარ, როგორ ისვენებ? მთელი აღფრთოვანებით მომაყარა კითხვები
-კარგად ვარ დე, რაღაც უნდა გითხრა
-მშვიდობაა? ხმა დაეძაბა და ვიგრძენი როგორ ავკანკალდი მეც დაძაბულობისგან
-დედა გერმანიაში მოვდივართ.
-რა? გერმანიაში რა გინდა? სესი რას მიმავალ ყველაფერი მითხარი
-დე, მე და სანდრო გერმანიაში მოვდივართ...
ბოლოს იძულებული გავხდი ათასი ტყუილი მომეგონებინა და დედა დამემშვიდებინა.
-კარგი ახლა რა ვქნათ? საქმიანად გადავხედე სანდროს
-ახლა მე დამირეკე... მითხრა ლაშამ და ჩემი მობილური მომაწოდა...-მითხარი, რომ იტალიაში აპირებ გამგზავრებას.
ჩემი მობილურით ლაშასთან დავრეკე და როგორც მითხრა, ვუთხარი რომ იტალიაში ვაპირებდი წასვლას... ჩემი მობილური ისმინება და ამ ინფორმაციას რა თქმა უნდა მანიაკი გაიგებდა, ეს კი გზის არევის ერთ-ერთი მეთოდი იქნებოდა.
მე და ლიკა სამზარეულოში გავედით ყავის დასალევათ, მისაღებში კი ბიჭები რაღაცას ისევ განიხილავდნენ. ბექა მთელი ემოციებით საუბრობდა, თითქოს ისევ ცდილობდა რაღაც დაეჯეტებინა სანდროსთვის.
ლიკას მობილურით ანუკის დედასთან დავრეკე, მისი მდგომარეობა ვიკითხე, მითხრა რომ ანუკის ეღვიძა და ჩემთან ლაპარაკი უნდოდა
-ან, როგორ ხარ? ძალიან ვნერვიულობ შენზე... შეშფოთებული ველაპარაკები მეგობარს და ვცდილობ არ ვიტირო
-კარგად ვარ სესი, დღეს ბევრად უკედ ვარ. ბექამ მითხრა რომ რაღაც გეგმა ჰქონდა, რას აპირებთ?
-არ ვიცი, ალბათ წავალთ. ჯერ მხოლოდ ვარაუდებია, რაღაც გეგმაზე ვმუშაობთ, კარგი ორგანიზება უნდა, შეიძლება ყველაფერი გამოვიდეს ან...
-ან?
-ან ყველა უარეს მდგომარეობაში აღმოვჩნდებით...-გთხოვ თავს გაუფრთხილდი და სოციალური ქსელი საერთოდ არ გამოიყენო, ყველაზე სახიფათოა ახლა შენთვის
-ბექა სულ აქ არის იცი? ისე მივლის დედას უკვე ეჭვი ეპარება, რომ ერთად ვართ...
-ბექა საოცრად კარგი ადამიანია, მართლა შევცდი რომ ასე ცუდად ვუყურებდი
-იმედებს არ გაგიცრუებთ, დარწმუნებული ვარ
-გთხოვ მალე გამოკეთდი, ძალიან მინდა შენი ჩახუტება... ბუზღუნით ვუთხარი და მალევე დავემშვიდობე

ღამის მოსვლა ისევ საშინლად მაშფოთებდა, თუმცა არაფერი ისე არ მაშავიდებს როგორც სანდროს გვერდით ყოფნა. ყველა წავიდა და დავრჩით მხოლოდ ჩვენ ორნი, ორი ერთმანეთზე გაჭირვებული და ერთმანეთზე საშინლდ შეყვარებული ადამიანი.
საწოლში თბილად მოვკალათდით, მისი მხრების ქვეშ გარინდული კომფორტულად მოვეწყე და თვალებში ხარბად დავაკვირდი.
-როგორ მიყვარს შენი ჩახუტება... ვუთხარი და თვალები ავუციმციმე
-ხოდა მთელი ღამე ასე ჩაკრული მეყოლები, სხვა მაინც ვერაფერს ვიზამთ... მაცდურად გამიღიმა და მაშინვე მივხვდი მის მზაკვრულ ფიქრებს
-თავხედო რაზე ფიქრობ... ორივეს მაგრად გაგვეცინა და ისევ სიჩუმემ დაისადგურა ჩვენ შორის.

დროთაგანმავლონაში თითქმის მივეჩვიეთ მე და სანდრო ეთად ცხოვრებას, ყოველ დილით მისი ცხელი ტუჩების შეხება მაღვიძებდა, თოთქოს ყველაფერი ჩვეულებრივ იყო, ჩემი მობილურიც გამორთულ მდგომარეობაში კარადის თავზე მოვათავსე, რომ აღარ გამეხსნა მანიაკის ესემესები. ლიკა რა თქმა უნდა ყოველ დღე მოდიოდა და გვათვალიერებდა თავიდან ფეხებამდე, როგორ ვიყავით და რა გვესაჭიროებოდა, დედაც გამუდმებით მირეკავდა და ჩვენს ამბავს დღეში ათასჯერ კითხულობდა. გეგმაზე ისევ ვმუშაობდით, ყოველ საღამოს ბიჭები ამოდიოდნენ და ნაბიჯ-ნაბიჯ მივუყვებოდით გეგმას. ამასობაში ანუკიც შედარებით გამოკეთდა და საავადმყოფოდან გაწერეს.

27 დეკემბერი

შარშან 27 დეკემბერს ნაძვის ხე მოვრთე და სახლი ფერადი ნათურებით გავავსე, მაშინ ვერც კი წარმოვიდგენდი,რომ ერთი წლის შემდეგ ამ დღეს ჩემს მკვლელობამდე ან თვითმკვლელობამდე სამი დღე იქნებოდა დარჩენილი.
დილით ადრე ავდექი, შედარებით უკეთ ვიყავი და ჭრილობებიც უკეთ მქონდა. ყავა მოვამზადე და ცხელი ჭიქებით სანდროს მივაკითხე საძინებელში.
ცხვირთან ყავიანი ჭიქა მოვიტანე და იმედი მქონდა სუნზე მაინც გაახელდა თვალებს
-ჭიქა დადგი, უნდა გაგჭყუნო... ძილში ჩავარდნილმა ძლივს ამოილაპარაკა
-ოღონთ შენ გაიღვიძე ახლა და მაგაზეც თანახმა ვარ... ვთქვი და ჭიქა ტუმბოზე მოვათავსე.
ძალიან მარტივად, ისე თითქოს არაფერი სტკიოდა, ხელში ამიტაცა და საწოლზე მთელი ძალით მომიწყვდია ხელებში. დიდხანს მემაიმუნა, მიღიტინებდა და ეგონა მის ასეთ ქმედებას უპასუხოდ დავტოვებდი, ამიტომ მეც არ შევიცოდე და დაჟეჟილობების მიუხედავად მაგრად ვუღიტინე, ბოლოს ცხელი კოცნით დავასრულეთ ცანცარი.
-ყავა გაგიცივდება, დალიე... მაიმუნიბით დაღლილს ჭიქა გავუწოდე დ სახე მალე დავისედიოზულე
-სამდრო, დღეს ანუკის გაწერენ, ხომ იცი
-კი პატარავ, წავიდეთ ვნახოთ?
-აი ამიტომ მიყვარხარ რა, უსიტყვოდ გესმის ჩემი.. ტუჩებზე მოწყვეტით ვაკოცე და საწოლიდან წამოვდექი.
ნაშუადღევს ანუკის საავადმყოფოში მივაკითხე. აქამდე ვერ ვინახულე, ბიჭები მაინც მისგან შორს ყოფნას მირჩევდნენ და მხოლოდ მობილურით ვკონტაქტობდით.
საავადმყოფოში მივედი და ანუკის პალთატისკენ გულამოვარდნილი წავედი. პალატაში თინა დეიდა დამხვდა, ჯერ მას გადავეხვიე. თავიდან ბოლომდე დამთვალიერა, როგორ ვიყავი რამე ხომ არ მტკიოდა კიდევ, მოკლედ ყველაფერი გამომკითხა და მეგობართნ მარტო დამტოვა.
რა თქმა უნდა მონატრებულს ისე ჩავეხუტე რომ სულ დამავიწყდა მისი ტრამვები. შემდეგ საწოლზე დავსხედით და ბევრი ვიჭორავეთ. ყველაფერი მოვუყევი რაც მის არყოფნაში მოხდა, ის გეგმაც გავანდე, რომლის მიხედვითაც უნდა გვემოქმედა. მანაც არ დამინდო და უმოწყალოდ მომახალა რომ მგონი ბექა უყვარს.
-ბექა მართლა კარგი ბიჭია, ახლა ვრწმუნდები. იმდენად კარგია, რომ შეუძლია საკუთარი სიცოცხლე გაწიროს ოღონთ მისი საყვარელი ადამიანები კარგად იყვნენ
-საოცარი ადამიანია, იცი როგორ ზეუნავს? ერთი წუთით არ დავუტოვებივარ, სულ გვერდით მყავდა. თავის ამბებს მიყვებიდა, ისიც მომიყვა მაგ თამაშში როგორ აღმოჩნდა და ახლა ძალიან მეშინია რომ საფრთხეს შეუქმნიან ისევ
-ვერფერს უზამენ, ახლა ყველაზე ხელშეუხებელი ბექაა, რადგან ჰგონიათ რომ მათ მხარეს არის, ჩვენზე ცრუ ინფორმაციებს აწვდის და ცდილობს რაღაც მასალები მოიძიოს
-სესი შენც დაგკითხეს?
-კიი, მაგრამ ეს საჭის გაჭედვა ჩვეულებრივი ამბავი ჰგონიათ მგონი
-მეც ასე ვფიქრობ, მანქანას ექსპერდიზა ჩაუტარდებაო მაგრამ მაპუსი როდის იქნება ღმერთმა იცის
-იმედია მალე დადებენ პასუხს, ეგეც ერთ-ერთი მტკიცებულება იქნება, რომ ვიღაცამ განზრახ გააფუჭა.
ჩვენი დაძაბული საუბარი ბექას შემოსვლამ დაარღვია. თვლებანთებული მოგვესალმა და ანუკის მიაჩერდა
-ახლა გაგწერენ ხო? მორცხვად ჰკითხა და თვალები გაუსწორა
-კი, ტაქსი გამოვიძახეთ და რომ მოვა წავალთ
-მე წაგიყვანთ, ტაქსი გააუქმე რა... თხოვნით შეხედა ბექამ და ისეთი მზერა გააყოლა მის სახეს რომ ანუკის ფიზიკურად არ შეეძლო უარის თქმა.
დროებით დაგვტოვა და ისევ მოგვეცა საშუალება მასზე გვეჭორავა
-თინას როგორ მოსწონს ბექა? სიცილით ვკითხე ანუკის
-მოსწონს კი არა მგონი შეუყვარდა კიდეც, გეფიცები ალბათ უფლება რომ მისცეს სახლში წამოიყვანს და შვილივით მოუვლის... ამის წარმოდგენისას ორივეს მაგრად გაგვეცინა. სკამოდ დიდხანს ვისაუბრეთ, ყველაფერს შევეხეთ, ყველა მომემტი თავიდან გავიაზრეთ რაც ჩვენს თავს მოხდა.

წასასვლელად მოვემზადეთ და ბექაც შემოვიდა პალატაში.
ანუკის ხელი წაავლო და თითქმის ხელში აყვანილი გაიყვანა პალატიდან, გასვლისას ჩუმად მითხრა, ფრთხილად გადი აქედან, არავინ დაგინახოსო.
მათი წასვლის შემდეგ მეც ვეცადე ფრთხილად და შეუმჩნევლად გავსულიყვი.
მაქნაში გათბობა ჩავრთე და ხელები ისევ ქურთუკში დავმალე
-გცივა? სანდრომ მზერა ჩემი ხელებისკენ მიმართა
-კიი, ძალინ ცივა.
ჩემი ხელები მის გათოშილ თითებში მოაქცია, საოცარმა სითბომ დაისადგურა ჩემში, თითქოს ერთმანეთს რაღაც მაგიით ვათბობდით.
-ახალი წელი მოდის და ჩვენ ჯერ არაფერი გაგვიკეთებია...ამ თემის წამოჭრას საერიდ არ ველოდი ახლა.
-რამის გაკეთებას ვაპირებთ? გაოცებთ ვიკითხე
-სულ მცირე ნაძვის ხე ხო მაიმც უნდა მოვრთათ, ბოლოსდაბოლოს ჩვენი პირველი ახალი წელი იქნდბა ერთად
-ხო მაგრამ, საერთოდ შევხვდებით თუ არა ახალ წელს ეგეც საკითხავია.. ისევ გაოცებულმა გავუღიმე
-შევხვდებით... ის რომ პრობლემები გვაქვს არ ნიშნავს, რომ ყველა ბედნიერი დღე უნდა დავივიწყოთ. ვიცი, ძალინ გიყვარს ახალი წელი და სამზადისი, ნუ მისცემ პრობლემებს უფლებას შენში ყველა ბედნიერი მომენტი ჩაკლას. ყველაფრის მიუხედავად ბედნიერები უნდა ვიყოთ... ჩემსკენ გდმოიხარა და მოწყვეტით მაკოცა.
სანდროს მობილურმა დარეკა, ცოტა ავნერვიულდი მაგრამ ბექას ხმა რომ გავიგე წამსვე დავწყნარდი
-“სანდრექს” თქვენი თვალთვალი დამევალა...თქვა და კმაყოფილმა გაიცინა
-ღადაობ? ძაან მაგარია
-ნდობა ჩემია, თავისუფლება თქვენი... უბრალოდ თვალებში არავის მოედოთ.
-ჯიგარი ხარ...
ცოტა გაოცებული ღიმილით შევყურებდით ერთმანეთს და ვერ ვიგებდით ეს ბექას გამოცდა იყო, თუ რეალური ნდობა. ამიტომ ისევ სახლში წავედით.
სანდროს ნაძვის ხის მორთვის იდეა არ დაავიწყდა, საღამოს დიდი ყუთი გამოვიღეთ კარადიდან და ათას ნაწილად დაშლილი ნაძვის აწყობა დავიწყეთ
-როგორც წესი ლიკა აწყობდა ხოლმე აქ რომ ცხოვრობდა
-შენ არ აწყობდი?
-არა, ბოლოს ბავშვიბაში მივიღე მონაწიოლეობა
-შენებთან რატო არ კონტაქტობ... დაბნეულად ვკითხე და ვეცადე მისთვის ტკივილი არ მიმეყენებიმა
-დედა და მამა ბათუმში ცხოვრობენ. ცოტა უცნაური ოჯახი გვქონდა თავიდანვე, ყველა თავის თავზე ზრუნავდა, ამიტომ დიდად ახლო ურთიერთობა არ მაქვს მათთქან. კონტქტი რა თქმა უნდა მაქვს, უბრალოდ “მანიაკის” გმოჩენის შმედეგ ვცდილობ იშვიათად ვეკონტაქტო...ცოტა ხნის დუმილის შემდეგ მასაც ლოგიკური კითხვა გაუჩნდა და ფრთხილად მკითხა, რომ არ მწყენოდა, თუმცა გულზე მაინც მძიმედ მომხვდა.
-მამაშენი სად არის?
-აღარ მყავს მამა. ფილტვების პრობლემა ჰქონდა და დაიღუპა. პატარა ვიყავი მაშინ, დედა აქ ვერ ახერხებდა რომ ოჯახი შეენახა, ამიტომ წავიდა გერმანიაში.
მძიმე მომენტების გახსენების შემდეგ ისევ ნაძვისხეს დავუბრუნდით. საახალწლო სიმღერები ჩავრთეთ და მხიარულად დავიწყეთ მორთვა, ჯერ ადგილი შევარჩიეთ სადაც დავდგამდით, მერე მოსართავებზე ვიჩხუბეთ, ვეუბნებოდი რომ ფუმფულა მოსართავები არ მოუხდებიდა ის კი ჯიუტად მიმტკიცებდა რომ ტოტოები მათ გარეშე ცარიელი იყო, ბოლოს მაინც თავისი გაიტანა და ფუმფულა მოსართავებიც გავუკეთეთ. სახლი მთლიანად ნათურებით მოვრთეთ, შუქი ჩავაქრეთ და ბრჭყვიალა ნათურებით გავანათეთ ოთახი.
-რამე ფილმს ვუყუროთ არ გინდა? საკმაოდ კარგი იდეა მივაწოდე და თანხმობის შემდეგ პოპკორნოს მომზადებას შევუდექი, მანამდე კი სანდრომ საახალწლო ანიმაცია შეარჩია. სავარძელზე მოკალათებულებმა კაკაოს მანდარინის და ნათურების ფონზე იდეალური გარემო შევქმენით.
საათნახევრიანი ანიმაცია ისე დასრულდა ნახევარიც არ გვქონდა ნანახი, ან ვიცინოდით რაღაც უაზრობაზე ან გვთლემდა ან კიდევ ერთმანეთს ვემაიმუნებოდით.
ორი საათი ხდებოდა, ბრახუნით ვიღაცამ ლამის ჩამოიღო კარი.
სანდრო ფრთხილად გააღო და ერთნაირად შემოცვივდნენ გაცოფებული ბექა ლიკა აჩი და ლაშა.
გაოცებული ვუყურებდი მათ გამშრალ სახეს და ვცდილობდი ყველაზე ცუდი ვარიანტის დაშვება გამომერიცხა ჩემი გონებიდან.
ლაშა და ლიკა გამათბობელთან იატაკზე მოკალათდნენ, აჩი მაშინვე აივანზე გავიდა და სიგარეტს გაუკიდა, ბექა კი ნერვიულად დადოდა ოთახში და ცდილობდა აზრები მოეკრიბა
-რა ხდება აღარ იტყვით? სანდრომ ლამის კანკალით ამოილაპარაკა
-გეტყვი ორი წამით მაცალე... უთხრა ბექამ და ტელეფონის ეკრანს დააკვირდა
-მოკლედ, გეგმის განხორციელებას ვიწყებთ. ესემესი მოგვწერა, სესლია უნდა, აუცილებლად. შეწუხებული სახით შემომხედა...-თქვენ არაფერს გერჩიან, სესისთან აქვთ პრობლემა. იციან რომ მკვლევარი ხარ მათზე ინფორმაციას აგროვდები. ამან გაამწარა და მაგიტო გაწამებდნენ, რომ სამაგიერო გადაეხადათ. სხვებს ამდენ ყურადღებას არ უთმობენ, თან შენი სიჯიუტე უფრო აცოფებდათ, რომ აიგნირებ და გამომცდელად ელაპარაკები... საჭეც მაგიტომ გააფუჭეს.
-ეგ თვითონ გითხრეს რომ ავარია მათი ბრალია? სანდრომ დაკვირვებით გახედა ბექას
-კი, საუბარში ავიყოლიე და მითხრა, რომ ავარიაც მისი სიჯიუტის გამო მოახდინა, რადგან სესიმ რამდენიმე დავალება არ შეასრულა.
-კარგაია, მაგას მტკიცებულებად გამოვიყენებთ...
-მაშინვე შევინახე ეს მესიჯი, პირდაპირ აღიარებს ავარიის ამბავს და სხვა ფაქტი რომ ვერ დავუდოთ, ამის გამო მაინც გაასამართლებენ, განზრახ მკვლელობაა
-კიდევ რა ინფორმაცია გვაქვს? საუბარში ლაშა ჩაერთო
-სესი მართალი იყო, ოთხნი არიან... ერთი მათგანი ბაკურიანში ამოგყვათ და მაშინ ლოკაციაზე ჩვენს ადგილს იმიტომ აჩვენებდა...-მთავარი ამბავი უნდა გითხრათ ახლა
უფრო დავიძაბე და შევშინდი, თუმცა მაინც მხნედ დავაკვირდი ბექას
-ოცდაათ დეკემბერს, ან მოიკლავ თავს, ან მოგკლავენ... ასე გადაწყვიტეს... ყველამ ერთმანეთს გადავხედეთ, ოთახში საშინელი სიჩუმე ჩამოვარდა
-ვიცოდი რომ ასე ინებოდა... ვთქვი და ნერვიულობისგან კანკალი დამეწყო
-თავს როგორ მოაკვლევინებენ, აღარ თამაშობს... სანდრომ ძლივს გასაგონად ამოილაპარაკა
-ხოდა ზუსტად მაგიტო ეცდებიან მოკლან...შეეშვებოდნენ სანდრო, რომ
მოეტყუებინა თავს ვიკლავო შეიძლება ყურადღება აღარც მიექციათ და მისი ამბავი უბრაკოდ გაეტარებინათ, მაგრამ ასე მარტივად არ დაასრულებენ ახლა. თავიდანვე 30 დღე მისცეს ხო გახსოვს ლაშა, ბაზაში სახელები რომ იყო მონიშნული ოცდაათი ნომრის ჩათვლით, მაშინდელი ვარაუდებიც გამართლდა, ეგ ციფრები დღეებია და დღეებს უთვლიდნენ. იციან რომ მკვლევარია და ზუსტად ამიტომ არ უნდათ რომ აცოცხლონ, საკმაოდ ბევრი იცისო. ვუთხარი აღარ მუშაობს მეთქი, მაგრამ დარწმუნებულები არიან, რომ კვლევას აგრძელებ. არც თქვენ არც შეგეშვებათ მარტივად. მარტო მაშინ დაგანებებთ თავს თუ სესის კვლევას მისცემთ.
ამიტომ პირდაპირ მოქმედებაზე უნდა გადავიდეთ.
ბევრი ვისაუბრეთ, ჩვენი გეგმის თითოეული მომენტი ხელახლა გავაანალიზეთ. რაღაცას ვამატაბდით, რაღაცას ვაკლებდით, ყველაფერი ზუსტად უნდა გაგვეთვალა, რომ შეცდომა არ დაგვეშვა.
მე და სანდრო გერმანიაში გავფრინდებოდით, დანარჩენები ანუკის სოფელში წავიდოდნენ, რადგან იმ სოფელს რუკაზეც არ აჩვენებდა.


-ესეიგი, მე დ სესი გავფრიმდებით გერმანიაში, მათ არასწორ ლოკაციას გაუგზავნით და სანამ ისინი ჩვენ მოგვძებნიან მთავარი ადმინის ბაზას გავტეხავთ. ერთი აპარატურით ვერ მოხერხდება, ორი გვინდა. ერთი ჩემს ნაცნობს აქვს და გამოვართმევ, თუ მეორეც ვიშოვეთ მე თვითმფრინავიდან შევალ, თქვენ სოფლიდან გატეხავთ. ვერ შეძლებენ ყველაფერი ერთად გააკონტროლონ, არასწორი ლოკაციიდან წამოსვლისას დროსაც მოვიგებთ და წესით თუ გაგვიმართლა უკვე გვეცოდინება ადმინის ვინაობა
-ეგ კი, კარგი იდეაა მაგრამ როგორ დავამტკიცოთ რომ გერმანიაში არ წასულხართ. ბილეთებით მარტივად გაიგებენ სად გაფრინდით... ლაშამ სწორი შენიშვნა გააკეთა
-მაგაზე მე ვიზრუნებ... ბექა გამოვიდა სიტყვაში..-გერმანიის ბილეთები ჩემ სახელზე ავიღოთ, არასწორი ლოკაციის კიდევ სესის და სანდროს სახელზე
-და სად გავუშვებთ მენტორებს? ლაშამ ინტერესით იკითხა
-რაც შეიძლება შორს...სანდრომ მაშინვე უპასიხა
-პირიქით, მე ვფიქრობ ახლოს უნდა გავუშვათ. თქვენ თუ გერმანიაში გაფრინდებით, უფრო ახლო ლოკაცია უნდა ვუთხრათ მენტორს, დარწმუნებული ვარ გამოგყვებათ, რადგან სესის მოკვლა ასეთი მნიშვნელოვანია მათთვის... ლიკა ჩაერთო საუბარში
-მართალი ხარ, ახლოს ჯობს. სანამ მისი რეისი უკან საქართველოში გამოფრინდება და გერმანიაში გაფრინდება, ჩვენ უკვე საქმე გაკეთებული გვექნება... დაფიქრების შემდეგ დაეთანხმა სანდრო.
-ხო კიდევ იცოდეთ, შეიძლება თვითონ გამოგყვეთ თვითმფრინავზე, გითვალთვალოთ მაგრამ დარწმუნებული ვარ თავისი ხელით არ მოგკლავს...ბექამ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტი გაგვაცნო
-ანუ შეიძლება მკვლელი დაიქირაოს? შეშინებულმა ამოვილაპარაკე
-მკვლელი არა, ჩვენნაირი მსხვერპლი, რომელსაც მეორე მსხვერპლს მოაკვლევინებს.

გამთენიისას უკვე მთელი გეგმა შემუშავებული გვქონდა. ჩვენ გერმანიაში მივფრინავდით, მანიაკს კი ეგონებოდა რომ იტალიაში მივფრინავთ. ისევ იტალიაზე შევაჩერეთ არჩევანი, რადგან შემოვლითი გზით, ბუდაპეშტზე იგეგმებოდა რეისი, ამიტომ უფრო დიდ დროს მოვიგებდით. ყველაფერი დავგეგმეთ, მხოლოდ მეორე აპარატურის პოვნა და ბილეთების აღება გვრჩებოდა.

ანუკის დავურეკეთ და ვუთხარით რომ მის სოფელში ჩავიდოდნენ. ამასობაში ბექამ და მე ბილეთები ავიღეთ, სანდრო კი მეორე აპარატურის საპოვნელად ქალაქის ერთ-ერთ ბაზრობაზე გავიდა.
აჩი და ლაშა სოფელში წავიდნენ, რომ ნამდვილად დარწმუნებული ვყოფილიყავით ლოკაციაზე აჩვენებდა თუ არა მათ.
სახლში დაბრუნებისთანავე მეხსიერების ბარათიდან ჩემი კვლევა რამდენიმე ნაწილად გადავამრავლე და სამ მეხსიერების ბარათში მოვათავსე, რადგან ისინი თუ ინფორმაციას გამინადგურებდნენ ერთ-ერთი ასლი მაინც დამრჩებოდა.
ჩემს დანაზოგს გადავხედე, რომელსაც უკვე ორ წელზე მეტი ვაგრივებდი, რადგან საკუთარი ფინანსებით ჩემი საკუთარი კვლევა ჩამეტარებინა. თუმცა ახლა ეს თანხა სხვა საქმისთვის მჭირდებოდა. ბექას დავურეკე, რომელიც ვითომ ჩემი თვალთვალით იყო დაკავებული, ვკითხე თუ შეეძლო ერთ ადგილას გამოყოლოდა. საღამოხანს მომაკითხა და იარაღის ბაზრობაზე წავედით.
-იარაღის ბაზრობაზე რა გვინდა, აღარ იტყვი? გაოცებულმა შემომხედა
-იარაღი უნდა ვიყიდო, ან ვიქირავო, რომელიც შესაძლებელი იქნება.
-გაგიჟდი? დაგვიჭერენ მაგის გამო
-ისედაც დაგვიჭერენ, “დაიკიდე”
-კარგი მე და სანდროს მესმის, წარსულის საქმების გამო, მაგრამ შენ რატო
-რატო და ნებართვის გარეშე კვლევას ვატარებ, ეს საკმარისი არაა?
-საშინლად რისკიანი ხარ სესი, სა შინ ლად... დამიმარცვლა და ყურებამდე გაეღიმა.
-ჩვენ და საუბედუროდ რამდენიმე ადგიალს სასტიკი უარით გამოგვისტუმრეს, რადგან ეგრედწოდებული საშვი არ გვქონდა, რისი საშუალებითად ყიდვას ან ქირაობას შევძლებდით. ბოლოს ერთი ადგილი მიგვასწავლეს, ქალაქის ბოლოში, სადღაც მიყრუებულ ადგილას და ბევრი სიარულის შემდეგ ძლივს მივაგენით.
ორი ახალგაზრდა ბიჭი დაგვხვდა, თავიდან უარზე იყვნენ, შემდეგ სიტუაცია ავუხსენით, ვუთხარით რისთვის გვინდოდა და მხოლოდ იმ პირობით მოგვცეს იარაღი, რომ არც ერთ ვარიანტში მათ ვინაობას არ გავამხელდით.
მანქანაში ხუთი ცეცხლსასროლი იარაღი და რამდენიმე ქიმიური, მომწავლავი ნივთიერება ჩავალაგეთ. ჩემი კვლევის დანაზოგი გადავიხადეთ და წამოვედით.
მთელი გზა გული ისე მიცემდა შიშისგან მეგონა მალე ყელში ამომივარდებოდა.
-იარაღის გამოყენება იცი? ბექამ გამომცდელად შემომხედა
-რა თქმა უნდა...დამაჯერებლად შევხედე და მის რეაქციას დაველოდე
-რანაირად ხარ ასეთი ადამიანი. იმის მიუხედავად რომ ცხოვრებაში ბევრი სიძნელე გადავლახე, მაინც მარტივად გამტეხეს და თავის ჭკუაზე მათამაშეს, შენ კიდევ ერთი შეხედვით სუსტი და მეამიტი გოგო ასე მყარად დგახარ და იბრძვი
-მკვლევარი ყოველთვის აგებს პასუხს თავის დაწყებულ კვლევაზე, ამიტომ არ მაქვს უფლება შუა გზაში გავჩერდე.
-მხოლოდ ამიტომ?
-რეალურად არა, უფრო იმიტომ, რომ მინდა ყველა იმ ბავშვს დავეხმარო ვინც ამ თამაშის გამო ყოველ ღამე მუხლების კანკალით იძინებს და დილის გათენება არ უხარია მარტო იმიტომ, რომ მანიაკთან კონტაქტი უწევს. თან უკვე თქვენ წინაშეც ვალდებული ვარ. მე თუ უმოქმედოდ და უიმედოდ ვიქნები, თქვენზეც აისახება მანიაკის ქმედება.

გვიან დავბრუნდით. ყველა სახლში იყო, ჩვენს გარდა. იარაღი რაღაც სასწაულად შევიტანეთ სახლში. ვცდილობდით ჩუმად აგვეტანა არავის რომ არ შეემჩნია, მაგრამ ერთმანეთის გაჩუმებაში და სიცილში მგონი მთელი სამეზობლო შევაწუხეთ.
ძლივს შევათრიეთ სახლში ტომარით იარაღი. კარი სანდრომ გაგვიღო და ისეთი გაოცებული გვიყურებდა თითქოს რაღაც საშინელებას ხედავდა
-ეს რა არის? გაოცებისგან ლამის თვალები გადმოსცვივდა
-შემიშვი სახლში ჩამწყდა კუჭი...უთხრა ბექამ და სიცილით შევიდა
-რა იყიდეთ, არ გამაგიჟოთ... სანდრომ ახლა მე შემომაგება გაოცებული მზერა
-შენმა შეყვარებულმა იარაღი იქირავა...თქვა და ტომარა დივანზე დააგდო
-გაგიჟდით თქვენ? ლიკამ ლამის ყვირილით გვითხრა
-ჩემი აზრით ძაან ლოგიკურია, იარაღი ახლა აპარატურაზე მეტად გვჭირდება
-ეგ ხო, გვჭორდება მაგრამ შენ საიდან მოიფიქრე...სანდრო ისევ ვერ გამოდიოდა შოკური მდგომარეობიდან.
გაჩუმებული ვუყურებდი და მაიმუნურად მეღიმებოდა
-აუ მაგარი გოგო ხარ რაა... ლაშამ ბედნიერმა შემომცინა და იარაღები სათითაოდ დაათვალიერა
-ხუთი იარაღია, სამი სოფელში გვექნება და ორს თვითმფრინავზე აიტანენ...ბექამ განკარგულება გასცა
-დაგვიჭერენ იცით? სანდრომ ცოტა მოახერხა სიტუაციაში გარკვევა
-ისედაც დაგვიჭერენ სანდრექს, დაწყნარდი...ბექამ საოცრად დაამშვიდა, როგორც მე დავამშვიდე ცოტახნის წინ და მაცდურად ჩაუკრა თვალი
-რა გჭირთ, იარაღის გამოყენება ხო იცით? აქ რამდენიმე ქიმიკატია და ამასაც გავიყიფთ. თუ გაგვიმართლა და ყველაფერი მშვიდად დასრულდა გამოყენება არც მოგვიწევს, უბრალოდ თავდაცვის მიზნით უნდა გვქონდეს... უხერხული სიჩუმე დავარღვიე და ტყვიების კოლოფი ჩანთიდან ამოვიღე
-ტყვიაც ბლომად გვაქვს... ვთქვი და კმაყოფილმა გავიღიმე
-მაოცებ...ღიმილით მითხრა სანდრომ
-ეგ ხომ ვიცი...მეც მაცდურად შვხედე და თვალი ჩავუკარი.
-მოკლედ ვინ რა გააკეთა და რა მოიტანა, შევათანხმოთ ახლა ყველაფერი...აჩიმ საქმიანი საუბარი წამოიწყო
-ჩვენ სოფელში ვიყავით, სიგნალს მართლა არ აჩვენებს, შეგვიძლია მშვიდად ვიყოთ...ისევ გააგრძელა აჩიმ და ლიკას გადახედა..-მოდემი იშოვე?
-კი ვიშოვე, ინტერნეტის პრობლემაც მიგვარებულია, თავისუფლად გამოვიყენებთ აპარატურას.
-ჩვენ ბილეთები ავიღეთ, იტალიის ბილეთები თქვენ სახელზეა, გერმანიის ჩემი. ჯერ თქვენ გაფრინდებით, გერმანიის რეისი გამთენიისას გადის, ოთხ საათზე, დილით იტალია გავა. ანუ თქვენ უკვე წასულები იქნებით და მათ ეგონებათ, რომ დილით გადიხართ და თვალთვალს დაგიწყებენ...ბექამ პრობლემა გადაჭრა
-ეგ კარგია, გამბაჟებაც არ იქნება პრობლემა, მეგობარი მყავს საბაჟოზე და აპარატურის ამბავი მოვაგვარე, გავიტანთ ჩვეულებრივ. მეორე აპარატურაც ვიშოვე და თქვენ წაიღებთ სოფელში იმას...
-მასალების ამბავი მოვაგვარე, გადავამრავლე და რამდენიმე მეხსიერების ბარათზე მაქვს...
ვთქვი თავდაჯერებულდ
-ეგ კარგი,მაგრამ იარაღი როგორ უნდა აიტანოთ? ლაშას კითხვამ ყველა დაგვაფიქრა და ცოტა შემრცხვა ჩემი საქციელის.
-სესი როგორ ავიტანოთ? ბექა სიცილით მკითხა და უფრო მეტად დავრწმუნდი, რომ ფული ტყუილად გადავყარე და შეიძლება შარშიც გავეხვეთ
-ეგ ნამდვილად არ ვიცი...უხერხულად გავიღიმე და სანდროს გადავხედე
-რეალურად რომ დავფიქრდეთ ისინიც შეიარაღებულები იქნებიან და იარაღი აუცილებლად გვჭირდება. თავდაცვის მიზნით მაინც უნდა გვქონდეს...სანდრომ საყვარლად შემომხედა და გამიღიმა...-აპარატურასთან ჩავდოთ და გავაპარებ როგორმე, მაგრამ ძალიან სარისკოა. რაც ამ სექტორში ვმუშაობ არც ერთი მსგავსი შემთხვევა არ ყოფილა, ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ.
დიდხანს ვიფიქრეთ, ვიმსჯელეთ რამე ხომ არ გვრჩებოდა გასაკეთებელი, მილიონჯერ ავწონ-დავწონეთ სიტუაცია და ბოლოს გადავწყვიტეთ, რომ ბექაც ჩვემთან ერთად უნდა წამოსულიყო გერმანიაში, რადგან ყველაზე მეტად ის დაზარალდებოდა თუ ტყუილში გამოიჭერდნენ.

29 დეკემბერი
ღამის სამის ნახევარი

აეროპორტის შენობაში მუხლების კანალით შევაბიჯე, რაც უფრო ვუახლოვდებოდით გაფრენის დროს, მით უფრო ვგრძნობდი შიშს და დაძაბულობას. ყველა შეგრძნება ერთმანეთში აირია. სურვილი მეგობრების გადარჩენის, თვითგადარჩენის, მანიაკების გამხელის და კიდევ ათასი შეგრძნება ერთნაირად საოცარ ადრენალინს მგვრიდა და ყველაფერი ერთად გულს საშინლად მიჩქარებდა. გარშემო მიმოვიხედე, ჩვენი პირველი შეხვედრაც ხომ აქ შედგა, აქ გავიცანი ადამიანი, რომელიც ჩემს გამო ყველა რისკზე წავიდა. გავიცანი ყველაზე, ყველაზე ძლიერი და სამართლიანი ბიჭი. თუმცა ის შეგრძნება, რომელიც აეროპორტში ყოველთვის მიჩნდებოდა არც ახლა მტოვებდა და ერთ წიგნში წაკითხულ სიტყვებს მახსენებდა “აეროპორტები ქალაქებს შორის გაჩენილი მანძილებია და ხელებს შორის გაჩენილი უფსკრულებია”

სანდროს შევხედე, ისიც საშინლად ღელავდა. ბექას რაღაც გადაუჩურჩულა მან კი თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია და გარეთ გავიდა.

-ლაშას დავურეკე და ახლოს არიან სოფელთან, მალე მივლენ...სანდროს გადახედა და გამხნევების მიზნით მხარზე ხელი დაადო
-კარგი ახლა მთავარზე გადავიდეთ... ბექამ თავისი ლეპტოპი გახსნა და ბაზაში შევიდა
-აქამდე არ მიგიწერია? გაოცებით ვკითხე და ლეპტოპს მივაჩერდი
-რაც გვიან, მით უკეთესი...-იცის უკვე რომ დილით ათ საათზე იტალიაში გაფრინდებით. ახლა დავალებას მომცემს...
გულის ფანცქალით ველოდით რას მოიმოქმედებდა მანიაკი.
-ხო ვთქვი...გამარჯვებულის სახით შემოგვხედა ბექამ.
-რა მოგწერა, თქვიი.. მე და სანდრო მოუთმენლად ვუყურებდით
-გამოგყვებათ იტალიაში...გაიცინა და განაგრძო..-თქვენი თვალთვალი დამავალა, მითხრა რომ ახლავე წამოვიდე თქვენ სახლთან და ყველა ნაბიჯი გავაგებინო. ამბობს, რომ დღეს იტალიის აეროპორტში ყველაფერი დასრულდება, თვითონ თვალს გადევნებთ უბრალოდ.
-ანუ ჩვენი ვარაუდები მართლდება...სანდრომ ჩულჩულით დაილაპარაკა
-როგორც ჩანს აპირებს სხვად მოაკვლევინოს მაგრამ აუცილებლად შეიარაღებული იქნება თვითონაც.

ჩვენ და გასაკვირად კონტროლი უსაფრთხოდ გავიარეთ, სანდროს მეგობარმა ყველაფერი იცოდა რას ვგეგმავდით, ალბათ ამიტომ არ შეიმჩნია იარაღის არსებობა და გათიშული აპარატი მოგვანათა სხეულზე.
თავიდან ბოლომდე მაკანკალებდა და საფეთქლები მეწვოდა შიშით, თუმცა მჯეროდა, რომ ეს ბოლო დაბრკოლება იყო და ამის შემდეგ ყველაფერი მხოლოდ კარგისკენ წავიდოდა.
თვითმფრინავში ჩავსხედით და ღვედი გავიკეთეთ. აფრენის წინ ნაზად მაკოცა სანდრომ და მაგრად ჩამეხუტა. ვერ მალავდა იმ ღელვას რასაც გრძნობდა და ცდილობდა სხვა თემაზე ესაუბრა.
უკვე ჰაერში ვიყავით, ქვემოთ არაფერი ჩანდა ღრუბლების გარდა.
სანდრომ ბექას თვალებით ანიშნა რომ სტიუარდების ოთახში გასულიყო.
ბექა გავიდა და ჩვენი ჩემოდანიც გაიტანა, ცოტახანში კი ჩვენც გავყევით.
-აბაა ვნახოთ ახლა რას იზამს...სანდრომ აპარატურა გახსნა და ინტერესიანი ღიმილით შევიდა ბექას ექაუნთით ბაზაზე.
-ლაშაც შევიდა...თქვა ბექამ და ბიჭებთან დარეკა.
-სანამ ამ მონაცემებს გავტეხავთ, შენ თუ რაიმე ინფორმაცია გაქვს ძველ მობილურში ყველაფერი მეხსიერების ბარათზე გადაიტანე კარგი? სანდრომ ლეპტოპი გამომიწოდა და გვერდით მივუჯექი.
-სესი მეც მაქვს რაღაცები მობილურში. ავარიის ამბავს რომ აღიარებს ეგ სქრინები და კიდევ რაღაცებია, აქედანაც გადაიტანე.
ცოტახანს სიჩუმე ჩამოვარდა, სამივე ჩვენს საქმეს ვაკეთებდით. მე ყველა სქრინი მქონდა, აბსულუტურად ყველა მის ესემესს ვინახავდი, ის მაშინვე შლიდა, რომ მე ვერ შემენახა თუმცა ყიველი პასუხის შემდეგ ესემესს ვსქრინავდი. ასე მოვაგროვე მთელი მასალა.
ბექას მობილურზე ესემესი მივიდა
“-მივიდნენ აეროპორტში?”
“-ჩვენ ახლა მივდივართ. იტალიის აეროპორტში დახვდებიან ბიჭები და გამოასალმებენ სიცოცხლეს ჩვენ პატარებს”
-ბექა ის გწერს...ვუთხარი და მობილური გავუწოდე.
მან ისევ აურია გზა და უთხრა, რომ უკვე აეროპორტში ვიყავით.
მანიაკის ესემესებს თან ვსქრინავდით და ვინახავდით.
უცებ სანდრომ გამარჯვებულის ხმით შეჰყვირა და მობილურიდან ლაშას და აჩის ყვირილიც გავიგონეთ...
-შევედით, ეგ არის წასულია მაგ ნაბოზ*** საქმე...სანდრომ კმაყოფიომა ამოილაპარაკა და სამივე ლეპტოპის ეკრანს მივაჩერდით.
-ჯაბა აბაშიძე...ეს არის მთავარი... სანდრომ მკვლელი სახით შეხედა მის მონაცემებს,
-რუსთავიდანაა? ბექას გაუკვირდა
-კიი, ოცდათორმეტი წლის არის
-ის ორი ბიჭიც ნახე ვინ არიან
-ნიკა გოგავა, ლევანი ხვედელურო და ბექა ამირეჯიბი?
-ფუ ამის დედასშ**** ჩემი მონაცემებიც ჩანს... ბექამ ხელები სახელმზე აიფარა
-ამათ დედასშ*** რა გაგვიჩალიჩეს
-კაი დაიკიდე, ფოტო გადაუღე სესი...წაშლილი სახით მითითებს ბექა, რომ მონაცემებს ფოტო გადავუღო
-მოიცადე ბიჭო, შენც დაგიჭერენ ეს რომ გავგზავნოთ
-არაუშავს ისედაც დამიჭერენ, ეს საქმე ბოლომდე უნდა მივიყვანოთ
-დაზარალებულები ვართ როგორ დაგიჭერენ, ყველაფერს მოვყვებით ვიტყვით რომ შენ სპეციალურად შეუერთდი
-მეც მაგას ვამბობ, დასაჭერად ისედაც აქვთ მიზეზი და შეიძლება ეს ჩემ სასარგებლოდაც გამოვიყენო
-არა, ამას არ გამოვიყენებთ! სანდრომ მტკიცეთ გვითხრა უარი
-მაშინ ეს მასალები გავგზავნოთ პოლიციაში რაც გვაქვს და გამოძიება თვითონ დაიწყონ ვინ არის ადმინი
-არა, გავუგზავნით ამას... ბექამ ფოტო გადაუღო ეკრანს და ჩემი ლეპტოპი აიღო.
ბევრი კამათის შემდეგ გადავწყვიტეთ მონაცემების პოლიციისთვის გაგზავნა, რადგან თუ მათ ვინაობას გაიგებდნენ ბექას ისედაც იპოვიდნენ და ჯობდა უდანაშაულობა ახლავე დაგვემტკიცებინა.
-მორჩა, ყველაფერი მზად არის, გაგზავნა დარჩა... ვთქვი და გულის ცემა ყელში მომებჯინა ღელვისგან.
გაგზავნიდან რამდენიმე წუთში სანდროს ნომერზე პოლიციის ზარი განხორციელდა. გამოგვკითხეს სად ვიყავით, რა გავაკეთეთ და სად გავუშვით მენტორები. ვუთხარით რომ
ბექა ამირეჯიბი ჩვენი მეგობარია და ახლა ჩვენთან ერთად იმყოფება.
რა თქმა უნდა დაკითხვაზე დაგვიბარეს, პირველივე რეისით უნდა ჩამოვფრენილიყავით საქართველოში.
ბექას ისევ მოუვიდა ესემესი,
“-ხომ იცი დედას მოგიტ**** თუ მიღალატებ?”
“-აქ არ არიან ის მახინჯები”
ბექამ სიბრაზე ძლივს მოთოკა და ესემესი დაწერა
“-მე არა, მაგრამ შენ უკვე მოგეტ**** ”
ბაზაში მათ ესემესებს ვკითხულობდით, ისინი დაფანტულები იყვენენ, სხვადასხვა ქუჩიდან შედიოდნენ და ერთმანეთს აეროპორტში უნდა შეხვედროდნენ, ერთ-ერთმა მათგანმა ანუ მთვარმა, ორ თანამონაწილეს მისწერა, რომ მათ პოლიცია მისდევდა და სასწრაფოდ პირველივე რეისით ნებისმიერ ქვეყანაში უნდა გაქცეულიყვნენ, რადგან შეიძლება დაეჭირათ.
ჩვენ გამუდმებით პოლიციასთან ვიყავით კონტაქტზე.
მენტორებმა ბილეთი აზერბაიჯანის მიმართულებით აიღეს, რადგან ადგილები მხოლოდ ამ რეისზე იყო.
პოლიციამ მათი გაფრენის ლოკაცია სწრაფად დაადგინა.
სამწუხსროდ დროულად ვერ მიუსწრეს და მენტრები აზერბაიჯანში გაფრინდნენ. საქართველოდან გადასცეს ინფორმაცია აზერბაიჯანის პოლიციას ეგრედწოდებული ტერორისტებუს შესახებ, რადგან როგორც აღმოჩნდა და როგორც ვვარაუდობდით ისინი შეიარაღებულები იყვნენ. ჩვენ კი
ძველ მესიჯებს ვკითხულობდით, და სანდროს ეშმაკურად ჩაეცინა
-რა გაცინებს ...ბექამ გაოცებულმა შეხედა
-მეც არ გამიკვირდა ესე მალე როგორ მოიპოვა ასეთი ნდობა, რომ ჩვენ თვალთვალს ავალებენ თქო? ისე გილანძღივარ პირდაპირ მოკვლა რომ არ დაგავალეს მიკვირს ძმაო...სანდრომ კიდევ ერთხელ გაიცინა და გადმოგვხედა
-მართლა ასე კი არ ვფიქრობ, საქეს სჭირდებოდა... თქვა და მორცხვად დახარა თავი.

15 საათი ვიფრინეთ, დაღლილები და ძალა გამოცლილები ველოდით როდის დაიჭერდნენ მენტორებს. პოლიციასთან ისევ გამუდმებული კავშირი გვქონდა. თუ რამე ხელმოსაჭიდს ვნახავდით მაშინვე ვაწვდიდით ინფორმაციას.
ჩვენ საბედნიეროდ იტალიაში დაქირავებული ქართველი “მკვლელი” დააკავეს, და ახლა აზერბაიჯანის რეისის ჩაფრენას ელოდნენ.
გულის კანკალით ველოდით ახალ ამბავს პოლიციისგან და ეს მომენტიც დადგა.
თვითმფრინავი ბაქოში ჩაფრინდა, აეროპორტში უკვე მობილიზებული იყო ბაქოს პოლიცია და სპეცრაზმი, ყველა არხი ამ საშინელ ამბავს აშუქებდა. სამი ახალგაზრდა მამაკაცი, ყუმბარით ხელში ითხოვს რომ უსაფრთხო კოლიდორში გაატარონ და გაუშვან, სხვა შემთხვევაში მგზავრებთან ერთად თავს აიფეთქებენ.

სპეცოპერაცია რამდენიმე საათს მიმდინარეიბდა. ამასობაში გერმანიში ჩავფრინდით, სადაც გერმანიის პოლიცია დაგვხვდა და განყოფილებაში გადაგვიყვანეს.
დედაც აეროპორტში იყო,მაგრად ჩაგვეხუტა და ბევრი იტირა.
განყოფილებაში მივედით. თავიდან ძალიან მეგობრულად გვექცეოდნენ, პოლიციასთან 13 საათი გამუდმებული კონტაქტი გვქონდა, ყველა მომენტს ვუზიარებდით, ფაქტობრივად მათთან ერთად ჩავატარეთ გამოძიება. რამდენიმე ღამის უძილო და დაღლილი თვალებით ვცდილობდით ერთმანეთი დაგვემშვიდებინა.
ყავა შემოგვთავაზეს და ცოტახანს მოსასვენებელ ოთახში დივანზე დავსხედით.
-ფაქტობრივად ჩვენება მივეცით უკვე, იარაღზეც გავაკეთეთ აღიარებითი ჩვენება და წესით დაზარალებულებად უნდა გამოგვაცხადონ...ბექამ ჩემს დასამშვიდებლად თქვა და ყავა მძიმედ მოსვა
-დაზარალებულები ვართ ისედაც, თან ხო ხედავთ, კარგად გვექცევიან. სანერვიულო არაფერია...სანდრომ დაღლილი თვალები ჩემს თვალებს გაუსწორა
-ეს იარაღი რომ არ მეყიდა...თვალები მაგრად დავხუჭე და ხელის გულები საფეთქლებზე მივიდე
-სესი საჭირო რომ არ ყოფილიყო მეც იქ ვიყავი და არ გაყიდინებდი. ჩვენ ხომ არ ვიცოდით ისინი რას გააკეთებდნენ...ბექა ჩემს გამხნევებას ეცადა
-შენ არ ხარ დამნაშავე, თავდაცვის მიზნით ვიყიდეთ იარაღი და თან არც გამოგვიყენებია. ის მანიაკები ხო ნახე შეიარაღებულები არიან, ჩვენს თვითმფრინავში რომ ამოსულიყვნენ მაშინვე მოგვკლავდნენ...ისევ ეცადა სანდრო ჩემს დაწყნარებას, თუმცა გულის სიღრმეში მაინც ვხვდებოდი, რომ დიდი სისულელე ჩავიდინე.
ოთახის კარი ერთ-ერთმა პოლიციელმა შემოაღო და დამტვრეული ინგლისურით ამოიკითხა ფურცელზე
-კეკელიძე სანდრო, დაკითხვაზე წამობრძანდით.
სანდრო ფეხზე წამოდგა და მოულოდნელად, გაურკვევლად, თუმცა მაინც მისახვედრად წამოიძახა
-იარაღი მე ვიყიდე და ავიტანე. ასე ვიტყვი და თქვენც ასე თქვით.
სანდრომ კარი გაიხურა და მე და ბექა შოკირებულები დაგვტოვა.
-ეს გაგიჟდა? ბექას ვეკითხები და ვცდილობ თვალებზე მოწოლილი ცრემლები შევაჩერო, თუმცა არაფერი გამომდის.
საინფორმაციო გადაცემები ისევ აზერბაიჯანის ინციდენტს აშუქებდნენ.
რვა საათიანი სპეცოპერაციის შემდეგ მანიაკებმა თავი აიფეთქეს.
-ჯანდაბა, ჯანდაბა, ჯანდაბა...ბექა ოთახში ნერვიულად დადიოდა
-ახლა როგორ დავამტკიცებთ, რომ უდანაშაულოები ვართ...შოკირებული ვბუტბუტებდი
-ოღონთ ბინძური საქმეები არ გაემხილათ და თავი აიფეთქეს, ნაბიჭვ****ბი
-კიდევ კარგი ხალხის ლიკვიდავია მოახდინეს და მსხვერპლი არ არის...ყველაფერი ჩემ გამო ხდება, ჩემი ბრალია ყველაფერი... ჩუმად ვჩურჩულებდი და თვალები ცრემლებით მევსებოდა
-შენ თავს ნუ იდანაშაულებ სესი, გმირი ხარ ამ ყველაფერს თვალებში რომ ჩახედე და ბრძოლა დაიწყე. შენ რომ ინფორმაცია არ მოგეგროვებინა ჩვენ ვერაფერს ვიზამდით. უნდა ამაყობდე შენი თავით, რომ ყველა გაგვანთავისუფლე. თავიდან ძალიან შემეშინდა, რომ იგივეს გავივლიდით, რაც ადგე გავიარეთ, მაგრამ შენ ყველაფერი გააკეთე, შეუძლებელი შეძელი და მათგან იფორმაცია მოიპოვე...ღიმილით შემომხედა და მეგობრულად გადამეხვია.
ცოტახანში ჩვენც დაგვიბარეს დაკითხვაზე, მთელი ღამე განყოფილებაში გავატარეთ.
უკვე დღეების უძილო, დაღლილი და მშიერი დედასთან წავედით სახლში.
ცოტა დავისვენეთ და ვჭამეთ. წესიერად დედაც ვერ მოვისიყვარულე ისეთი გადაღლილი ვიყავი ემოციებისგან.
-სამ საათში აეროპორტში უნდა ვიყოთ...სანდრომ მიბნედილი თვალები გამისწორა
-ეს რა უბედურებაა, მოკლედ ბავშვები დახოცეს. მთელი ღამე კითხავდნენ და ძილსაც კი არ აცლიან, ესევე ფრენას უნიშნავენ...დედაჩემი ქოთქოთით დადიოდა ოთახში და ბიჭებს საწოლს უმზადებდა.
-არაუშავს, მთავარია მალე დასრულდეს ყველაფერი...ვთქვი და სანდროს მივეხუტე
-აუ რა მაგარია, ახალ წელს განყოფილებაში შევხვდებით, თუ გინდა სანაძლეოს დაგიდებთ...ბექას გულიანად გაეცინა და სანდროს გახედა
-რას ამბობ შვილო, თქვენ უდანაშაულოები ხართ. ახალი წელი პოლიციაში რა უფლებით უნდა გაგატარებინონ...ნინას კიდევ ერთხელ წაეკიდა სიბრაზისგან ცეცხლი...-ბილეთი ავირე გუშინ და მეც თქვენთან ერთად მოვფრინავ...დედამ ახალი ამბავი მოულოდნელად გვაცნობა, გაოცებისგან პირი ღია დამრჩა
-როდის მოასწარი დე
-თქვენ რომ პოლიციაში იყავით მაშინ!
კმაყოფილმა გამიღიმა და ოთახიდან გავიდა.
მე და სანდროს დივანზე მიგვეძინა, ცოტახანში დედას ცივი ხელის შეხებამ გამაღვიძა. ისეთი შეგრძნება მქონდა თქითქოს რამდენიმე წამის ჩაძინებული ვიყავი და თავზე მძიმე საგნები მელაგა.
-გაიღვიძე დედიკო ექვსი საათია, ერთ საათში აეროპორტში უნდა ვიყოთ.
ზლაზვნით წამოვდექი, სანდროს თბილი კოცნა დავუტოვე ტუჩებზე და სააბაზანოში გავედი, ცოტახანში ბიჭები გავაღვიძე და ყავა დავლიეთ.
-ნინა დეიდა, ჩემოდნები ჩავიტანო? სანდრომ მორცხვად კითხა დედას და მის ჩემოდანს გააყოლა მზერა.
-ვაიმე მეორეც მაქვს და ესეც ჩაიტანე რაა...დედამ საყვარლად შესციცინა და ბექასაც ორი ჩემოდანი ჩაატანინა, პატარა ჩანთები კი ხელით ჩავიტანეთ.
-მგონი შენი ჩემოდნებისთვის ცალკე ტაქსი დაგვჭირდება დედა...დავცინე და გაჭირვებით ჩავჯექი უკანა სავარძელზე ბიჭებთან ერთად.


ისევ აეროპორტი, ისევ ღელვა, ისევ უარყოფითი შეგრძნებები...თუმცა ახლა ყველაზე მშვიდად ვარ, ის ვისაც ადამიანების წამება შეეძლო აღარ არსებობს, ამის წარმოდგენა სულს მიმშვიდებს და შინაგანად თავისუფლდ ვგრძნობ თავს, თუმცა მათი სიკვდილი ნამდვილად არ გამიხარდა. ყველა გათენებული და ჯოჯოხეთური ღამის მიუხედავად მათი სიკვდილი არ მინდოდა, ისინი აქ, დედამიწაზე, ცოცხლები უნდა დატანჯულიყვნენ ისე როგორც ჩვენ გვტანჯავდნენ. ის კანკალი უნდა ეგრძნოთ, ღამით მარტოს, შიშისგან რომ გვეწყებოდა. ის სიცარიელე უნდა ეგრძნოთ, რომელსაც ჩვენ ვგრძნობდით, ისე უნდა დაეკაწრათ სხეული ტკივილით, როგორც ჩვენ ვიკაწრიდით მათ გამო. თუმცა მონეტას ხომ ორი მხარე აქვს? იქნებ მათი სიკვდილი ზუსტადაც გამოსავალი იყო, იქმებ რომ ეცოცხლათ უარესად გაბოროტებულიყვნენ.
გულის სიღრმეში თითქოს მეცოდებოდნენ კიდეც. როგორი უბედური უნდა იყოს ადამიანი, რომ სხისი ცხოვრებით თამში სიამოვნებდეს?
და როგორი სულელი უნდა იყოს ის, ვინც მათ მაზოხისტურ დავალებებს ასრულებდა?
რა სულელი ვიყავი?
თუმცა ამ სისულელეს არ ვნანობ. ამ სულელური საქციელის გამო გავიცანი ჩემი ცხოვრების მთავარი ადამიანი და ამ სისულელით გადავარჩინე ათასობით ბავშვი, რომლებიც რაღაც სასწაულს ელოდნენ გადარჩენისთვის.
დიახ, ჩვენ შევძელით რომ ყველაფერი ჩვენს სასარგებლოდ მობრუნებულიყო.


ფიქრებიდან თვითმფრინავის აფრენამ გამომარკვია. გული ისე ამიჩქარდა, რომ სუნთქვა შემიკრა. სანდრომ მაშინვე მიმიხუტა და ყველა უარყოფითმა შეგრძნებამ უკან დაიხია.
-როგორია მგზავრის ამპლუაში ყოფნა? ღიმილით ვკითხე
-კარგი, მაგრამ პილოტის კაბინა უფრო კომფორტულია...მანაც გამიღიმა და უფრო მეტად ჩამეხუტა

საღმოს თბილისში დავბრუნდით. მე და დედა სახლში მიგვიყვანა ტაქსის მძღოლმა. სანდროს გადავეხვიე და დროებით დავემშვიდობე.
სახლში ავედით, დედამ ნივთები ოთახში შეიტანა და ამობარგება დაიწყო, მე კი ამასობაში აბაზანაში შევედი და წყალი გადავივლე. მინდოდა ყველა ტკივილი და სინდისის საშინელი ქენჯნა წყლისთვის გამეტანებინა. ვერ ვიშორებდი იმ აზრს რომ ეს ქაოსი და ალიაქოთი ჩემს გამო ხდებოდა.
აბაზანიდან გამოსულს დედა უკვე სამზარეულოში დამხვდა
-სესილია დედა საჭმელს სულ არ ჭამ? არაფერი გაქვს სახლში რომ რამე მოვამზადო..გაოცებული ნინა თაროებს ათვალიერებდა
-არაფერი მაქვს დე, სანდროსთან ვცხოვრობდი ბოლო დროს, ხო იცი
-ვიცი...გაბრაზებით მიპასუხა
-დე, სანდრო მოგეწონა? ხო კარგი ბიჭია? შეპარვით ვკითხე და დავინახე როგორ გაეღიმა ჩუმად
-კარგი ბიჭია, სიმპათიურია, ზრდილობიანი, განათლებული, საქმიანი, მაგრამ...
-მაგრამ რა. რას უწუნებ...ვუთხარი და მაცდურად გავუღიმე
-მაგრამ არ მომწონს ეს ერთად ცხოვრება და მაიმუნობები, ჩემთან ერთად იქნები ამის შემდეგ...-წავედი ახლა რამე პროდუქტს ამოვიტან, ჩაიცვი შენ არ გაცივდე...
დამტუქსა პატარა ბავშვივით და სახლის კარი ჯახუნით გაიხურა.
დრო ვიხელთე და სანდროს დავურეკე.
-რაო სესი... ისე ტკბილად მიპასუხა უცებ დავდნი
-სიყვარულო, ვერ მოვახერხეთ საუბარი...როგორ ხარ
-ესე კარგად ბოლოს როდის ვიყავი არ მახსოვს... დაღლილი ხმით ოდნავ გაიცინა
-მართლა?
-სესი, თავისუფლები ვართ. ყველაფერი დამთავრდა, მთავარი საშიშროება გადავკახეთ. ნუღარაფრის გეშინია
-საქმე აღიძრა, როგორ არ მეშინოდეს...
-ხო და ჩვენს უდანაშაულობას კიდევ ერთხელ დავამტკიცებთ...
-რაღაც მინდა გითხა, მობილურით ვერ გეტყვი, სანამ დაკითხვაზე წახვალ დამირეკე და ერთად გავიდეთ
-კარგი, მიყვარხარ...მითხრა და გამითიშა

ცოტახანში სანდროს მანქანა ჩემს კორპუსთან გაჩერდა. ისე გავიქეცი თითქოს პირველად ვნახულობდი.
მანქანასთან იდგა და სევდიანი ღიმილით მიყურებდა.
ისე ჩავეხუტე, ჩვენს შორის ჰაერიც არ დავტოვე.
-როგორ მომემატრე
-უკვე? გამიღიმა და განაგრძო..-მე სულ მენატრები.
თბილად ვაკოცე და მანქანაში ჩავსხედით
-რაზე გინდოდა ლაპარაკი?
-სანდრო ჩვენება შეცვალე
-რატო?
-ნუ იბრალებ იარაღის ამბავს, გთხოვ
-მაგაზე მოვრჩით საუბარს, ჩვენება მივეცი უკვე და ვერ შევცვლით
-შევცვლით სანდრო. მასე შეიძლება ბრალდება დაგიმძიმონ, მე კი ვერაფერს მიზამენ, დაზარალებული ვარ, შიშის ფონზე, თავდაცვის მიზნით ავიტანე იარაღი. მე გამამართლებენ გესმის? შენ კი უარესს გაუკეთებ შენ თავს. გთხოვ სანდრო ჩვენება შეცვალე, თუ გიყვარვარ...მუდარის თვალებით ვუყურებდი და ვცდილობდი მისი გადაწყვეტილება შემეცვალა

შენობაში შევედი და ყველა ჩემთვის ძვირფასი ადამიანი ერთად რომ დავინახე გულზე მომეშვა და დარდმაც გამიარა. დაკითხვის ოთახში ისევ ცალცალკე შეგვიყვანეს. ამჯერად ყველას გვკითხავდნენ.
გამომძიებელმა კაბინეტიდან დაიძახა
-კეკელიძე შემოვიდეს.
სანდრო ოდნავ მომეხუტა, ლოყაზე ნაზად მაკოცა და დაკითხვის ოთახში შევიდა.
ისევ მთელი დღე გაგრძელდა დაკითხვა და როგორც იქნა ჩემი ჯერიც მოვიდა. გამომძიებელი ცოტახანს ჩუმად იყო, მაკვირდებოდა.
-ყველაფერი თავიდან დავიწყოთ...გამომცდელად მიყურებს და აგრძელებს
-თამაში რატომ დაიწყე?
-ყველა დაკითხვაზე იგივეს ვამბობ, იმოტომ დავიწყე რომ ჩემი კვლევა სრულყოფილი ყოფილიყო. ასეთ შედეგებს არ ველოდი, რადგან მეგონა უფრო მარტივად გამოვტეხავდი დანაშაულში იმ მანიაკებს.
-მოიცადე, რას მეუბნები, რომ მანიაკები, რომლებსაც ადამიანები სიკვდილამდე მიჰყავთ, შენ გამოტეხავდი? ირონიულად ჩაიცინა
-დიახ, რადგან ჩემი ინფორმაციით მხოლოდ ბავშვებზე ანხორციელებდნენ თავიანთ მანიაკალურ ქმედებებს...მტკიცედ შევხედე
-და სხვა ინფორმაცია რას გეუბნება?
-სხვა ინფორმაციით ისინი მხოლოდ ბავშვებზე არ ძალადობდნენ, ყველა იმ ადამიანს იყენებდნენ ვისაც მათი საქმისთვის შესაფერისი განათლება ჰქონდა.
-ანუ ჰაკერებს გულისხმობ
-პროგრამისტებს...ირონიულად შევხედე
-კარგი, დაიწყე თამაში და შემდეგ რა მოხდა?
უკვე მეათასედ ვუყვებოდი გამომძიებელს ისტორიას, ცდილობდა რაიმე ნიუანსი დაეჭირა, რაც ჩემი ბრალდების საფუძველს მისცემდა.
-რატომღაც მგონია, რომ თქვენ დაზარალებული კი არა დამნაშავე გგონივართ.
შუახნის ჭაღარა კაცმა გაოცებულმა შემომხედა და ისევ ირონიულად გამიღიმა
-შენი აზრით დამნაშავე არ ხარ?
-მე მსხვერპლი ვარ, ისინი ჩემზე ძალადობდნენ, სასიკვდილო ჭრილობა მიმაყენებინეს სხეულზე და ჩემს ახლობლებთან ერთად ავარია მოახდინეს და კინაღამ დაგვხოცეს. ინფორმაცია შევაგროვე, ვამხილე მკვლელები, რომელებიც ათასიბით ადამიანს აყენებდნენ ზიანს და ისევ მე ვარ დამნაშავე?
გაცოფებული ველაპარაკებოდი ირონიულ გამომძიებელს
-კარგი, შენ ამბობ რომ უფროსს უთხარი კვლევის შწყვეტის შესახებ და სამსახურიდან წამოხვედი?
მოულოდნელად თემა შეცვალა
-დიახ, ასე იყო
-მაგრამ სამსახურის გარეთ კვლევა განაგრძეთ...ხელები კმაყოფილად გადაიჯვარედინა და სკამის საზურგეს მიეყუდა
-დიახ...უკმაყოფილოდ შევხედე
-და თქვენ ამბობთ, ქალბატონო კაპანაძე, რომ დამნაშავე არ ხართ?
-ეს კვლევა რომ არ გამეგრძელებინა დღეს თქვენ მანიაკებზე არავითარი ინფორმაცია არ გექნებოდათ
-კვლევის უნებართვოდ ჩატარება რომ დასჯადია, იცით ხო?
-დიახ.
-და სხვა ბრალდებაც რომ თქვენს კისერზე გადავიდა ისიც იცით ხომ?
უცებ დავიბენი და გაოცებულმა შევხედე
-რა ბრალდება?
-თვითმფრინავში იარაღი ვინ აიტანა! მძიმედ და დამარცვლით მეკითხება
-მე ავიტანე! მეც იგივე ტონით ვპასუხობ
-წინა ჩვენებაში, კეკელიძე, ამირეჯიბი და თქვენ, კაპანაძე, აღნიშნავდით რომ იარაღი ბატონმა სანდრო კეკელიძემ აიტანა თვითმფრინავში, თუმცა შეძენის ფაქტს, ვერც ერთი იხსენებდით.
-იარაღი მე შევიძინე ფრენის წინა საღამოს, სანდრო და ბექა წინააღმდეგები იყვნენ, თუმცა შიშის ნიადაგზე გადავწყვიტე მაინც ამეტანა თვითმფრინავზე და მათაც წინააღმდეგობა ვეღარ გამიწიეს.
-რატო შეიძინეთ და აიტანეთ იარაღი...ისევ დამარცვლით მესაუბრება გამომძიებელი
-ისინი ჩემს მოსაკლავად მოდიოდნენ, თქვენ ყველა ინფორმაცია გაქვთ რაც ამას ადასტურებს, მე შემეშინდა და თავდაცვის მიზნით შევიძინე და ავიტანე იარაღი.
-იარაღის ლიცენზიის გარეშე შეძენა რომ კანონით ისჯება იცით?
-ვიცი!
-და მისი თვითმფრინავზე ატანა რომ ცალკე სხვა მუხლით ისჯება ესეც იცით?
-ვიცი!
-მაშინ რატომ თვლით რომ უდანაშაულო ხართ?
-რადგან მე მსხვერპლი ვარ და ეს ყველაფერი შიშის ნიადაგზე ჩავიდინე, თავდაცვის მიზნით, ეს კი კანონით სასჯელს ამსუბუქებს.
-კანონებში კარგად ერკვევით აშკარად
-იმაზე კარგად, ვიდრე წარმოიდგენთ
-თქვენი აგრესია, თქვენს დანაშაულს ამძაფრებს
-მე თქვენ მთლიანი დანაშაულის გამოძიებული მასალა დაგიდეთ მაგიდაზე, თითმის 30 საათი შეუწყვეტლად გაგიწიეთ სამსახური. იმის მიუხედავად რომ ჩემი სიცოცხლე და არა მარტო ჩემი, საფრთხის ქვეშ იდგა, მაინც დავამყარე თქვენთან ავარიის შემდეგ კონტაქტი, თქვენ კი ავარიის ამბავი არც კი გამოიძიეთ და ახლა როცა მხოლოდ ამბის მოსმენა დაგრჩათ, ბრალს მე მიყენებთ. მითხარით როგორ არ ვიყო აგრესიული?
-ეს თქვენს საქციელს არ ამართლებს, უკანონოდ შეიჭერით სხვის ანგარიშზე არც ეს დაივიწყოთ. თავიდანვე უნდა მოსულიყავით და განცხადება შემოგეტანათ, მაგრამ თქვენით გადაწყვიტეთ თქვენი მოკლე ჭკუით გამოძიება ჩაგეტარებინათ და ათასი კანონდარღვევა ჩაიდინეთ...ლამის ყვირილით მელაპარაკებოდა და ბოლოს მაგიდაზე ხელი მაგრად დაარტყა
-იმ მოკლე ჭკუით ჩატარებულმა გამოძიებამ მოგცათ ამდენი მასალა, რომელსაც თქვენ წლებია ვერ აგროვებთ...მეც მწარედ მივუსისინე.
-იმ ბრალდებისთვის, რასაც თქვენ მიყენებთ და ზოგადად ჩემს სამეგობროს უყენებთ, მაქსიმუმ გირაო შეგვიფარდონ, ჩვენ ეს ყველაფერი თავდაცვის მიზნით გავაკეთეთ, ამიტომ უკეთესი იქნება თუ საქმეს კარგად შეისწავლით და ჩვენი კი არა მანიაკების დანაშაულს გახსნით.
დიალოგი დიდხანს გაგრძელდა, ჩუმი კამათი კი ვერაფრით დავასრულეთ მე და გამომძიებელმა. გამოსვლის წინ, მის უკან ჩამოკიდულ საათს შევხედე, უკვე პირველი საათი იწყებოდა.
-ახალ წელს გილოცავთ, იმედია ეს წელი სამართლიანობის და ნაყოფიერი გამოძიების წელი იქნება თქვენთვის...ვუთხარი და გულწრფელად გავუღიმე
-გილოცავთ ქალბატონო კაპანაძე... მითხრა და ოთახის კარი გამიღო.

დერეფანში გამოვედი, უძილო და განადგურებული სკამზე დავჯექი და კედელზე ერთ წერტილს მივაჩერდი. მეგობრებს ველოდი, როდის გამოვიდოდნენ დაკითხვის ოთახებიდან, რომ ერთად წავსულიყავით.
ძალიან ციოდა, ცხვირი კაშნში ჩავრგე და ხელები ქურთუკის ჯიბეში ჩავიყავი, თითებით პატარა ქაღალდი ვიგრძენი, სასწრაფოდ ამოვიღე ჯიბიდან და ოთხად მოკეცილი ფურცელი გავშალე
“-იცი ახლა უდაბნო გაქვს თვალებში, გუშინ ჭრელი ყვავილები გედგა, ხვალ ალბათ აჭაობდება შენი თვალები და ზეგ კიდევ ტბა ჩაგიდგება და ვაი რომ მასზეგ ვეღარ ვნახო შენს მზერაში ჩაკარგული ოაზისები და მეხუთე დღეს აგიბობოქრდეს ცხელი ლავა გუგებში.
ამ დღეებამდე კი ვიქნები ბედუინი, რომელიც ცხოვრობს შენს უდაბნოში...
გილოცავ ახალ წელს, ჩემო პატარა ქალბატონო.
მაპატიე რომ სიტყვა ვერ ვიპოვე, რომელიც “მიყვარხარ”-ზე მეტად გამოხატავს ჩემს გრძნობას. და მაინც მიყვარხარზე მეტად მიყვარხარ!
სანდრო! “
თვალები ცრემლებით ამევსო, ნუთუ ასე ლამაზად ხედვას იმ ადამიანს, რომელმაც ამხელა შარში გახვია. მისი უანგარო და სუფთა სიყვარული მალე ჭკუიდან შემშლიდა.
დაუსრულებლად ვკითხულობდი მის წერილს, ჩემთვის ჩურჩულით ვამბობდი, მიყვარხარ ბედუინო მეთქი.
ცოტახანში აჩი და ლიკა გამოვიდნენ, შემდეგ ანუკი, ბოლოს კი სანდრო, ლაშა და ბექა გამოვიდნენ.
თვალების ციმციმით შევხედე სანდროს, მიხვდა რომ მისი წერილი წავიკითხე. ხელები უკიდეგანოდ გავშალე და მაგრად ჩავეხუტე, ჩვენ კი დანარჩენები მოგვეხვივნენ და ისეთი ხმაური ავტეხეთ სიხარულით, თითქოს განყოფილებაში კი არა, გასართობ ცენტრში ვიყავით.
-აბა რა ვქნათ? ახალი წელია ხომ უნდა დავლიოთ? ბექამ სასწაული აზრი მოგვაწოდა
-მაინც დაგვიჭერენ, ჩვენი რა მიდის დავლიოთ...ლაშამ მუშტი მიარტყა ბექას და ისევ სიცილი დავიწყეთ
-ჩემთან წავიდეთ, დედაჩემი ასე არ დატოვებდა ამ დღესასწაულს, დარწმუნებული ვარ გემრიელობებს გააკეთებდა.
ყველა სიხარულით დამეთანხმა, გზას ფეხით გავუყევით და მთელი ქალაქის ზუსტადაც ფეხით გავლას ვაპირებდით. თუმცა ერთი პრობლემა მაინც შეიქმნა
-ნუ გავიწყდებათ რომ ძლივს “გამოვძვერი”, ჯერ ისევ დაჟეჟილი ვარ და თქვენ სირბილით რომ მიდიხართ მე სიარულითაც ვერ მოგდევთ... ანუკიმ საცოდავად ამოილაპარაკა და წამებში ბექას ზურგზე გაჩნდა.
ნახევარი გზა ფეხით გავირეთ, მაღაზიაში შამპანური და ფეიერვერკი ვიყიდეთ. შემდეგ ტაქსი გავაჩერეთ და ყველა ერთად ჩავიტენეთ უკანა სავარძელზე.
სახლთან მივედით და გაგიჟებული ტაქსის მძღოლი სახლში დავპატიჟეთ, თუმცა ისეთ სისულელეებს ვლაპარაკიბდით მანქანაში, რომ კაცს ერთი სული ჰქონდა როდის ჩამოგვყრიდა მანქანიდან.
კიბეები სიმღერით ავიარეთ, ერთმანეთს კისერზე ვეკიდებიდით და ათას სისულელეს ვყვიროდით.
დედაჩემი გაოცებული გამოვარდა გარეთ, ერთი სართულით ქვემოთ ვიყავით და მაინც დაინახა როგორ ვგიჟობდით.
-როგორ შემაშინეთ მაიმუნები, ისე ყვირით ვიფიქრე ცუდი ხომ არაფერი მოხდა ან რამემ ხომ არ შეაშინათთქო
-ნინა დეიდა ჩვენ რამ უნდა შეგვაშინოს? სანდრომ სიცილით უთხრა დედაჩემს და სახლში კარიდანვე შეყარა შოკილადები...
-ტრადიციებს არ ვუღალატოთ...ისევ სიცილით შევედით სახლში და ისევ გამართლდა ჩემი ვარაუდები
-ხომ გითხარით ნინა დღესასწაულს ასე არ გაატარებდა მეთქი.
მისაღებში დიდი საახალწლო სუფრა იყო გაშლილი, ნაძვისხეც მოურთავს და სახლიც გაულამაზებია დედას.
-ისეთი დაღლილი და დაძაბულები ხართ მინდოდა როგორღაც შემემსუბუქევინა თქვენთვის რთული სიტუაცია...დედას თვალები ცრემლებით აევსო
-ნინიკო, ნუ ნერვიულობ შენს წინ ნამდვილი მოთამაშეები დგანან...მაგრად ვაკოცე და ჩავეხუტე
-მანიაკებს მოვერიეთ და გამომძიებელს ვერ მოვერევით? ლაშამ სიცილით შეხედა დედას.
სუფრას მივუსხედით, გემრიელად მივირთვით და დავლიეთ კიდეც, ვიცეკვეთ, ვიგიჟეთ და ვიცანცარეთ, დედა სულ გავაგიჟეთ...
ვუყურებდი ჩემს მეგობრებს, ათასი ტკივილის, შფოთვის და გაუგებრობის მიუხედავად მაინც შეგვეძლო ერთმანეთის გაბედნიერება. ვნანობ თუ არა თამაშის დაწყებას?
არა! არანაირად.
წარსულში რომ დავბრუნდე, ისევ იგივეს გავაკეთებ და შეცდომად მაინც არ ჩავთვლი. ამ თამაშმა ბევრი მასწავლა. პირველ რიგში ჩემი ადამიანი მაპივნინა, ადამიანი რომელსაც ყველა დაშვებული შეცდომის, ჩხუბის, ყვირილის და ყველა გაუგებრობის მიუხედავად ვუყვარვარ, ისეთი როგორიც ვარ.
ჩემი საყვარელი ადამიანების დაფასება ვისწავლე. ვისწავლე, რომ ყურადღება უპირველესია ურთიერთობებში.
ალბათ თამაშის დასაწყისში ასე რომ დამეფასებინა ჩემი საყვარელი ადამიანები, სიცოცხლეს ვერ გავწირავდი, რადგან მათ გამო ვარ ახლა ცოცხალი, მათი სიყვარულის გამო მინდა სიცოცხლის გაგრძელება. ოცდახუთი წლის მანძილზე პირველად ვაფასებ ასე ჩემს ადამიანებს.
ვუყურებ სანდროს, რომელიც ბედნიერებისგან მეცხრე ცაზეა, ვუყურებ დედას, რომელსაც ჩვენი ბედნიერება სამყაროში ყველაზე მეტად ახარებს და ვუყურებ ჩემს მეგობრებს, რომლებიც ჩემი დიდი ოჯახის დიდი ნაწილი არიან და ვგრძნობ, რომ სამყაროში ყველაზე ბედნიერი ადამიანი ვარ. აღარ აქვს მნიშვნელობა მომავალში რა იქნება, შეიძლება დაგვიჭირონ და რამდენიმე წელი მოგვისაჯონ, შეიძლება გირაოთი გამოგვიშვან, შეიძლება უბრალოდ ჯარიმასაც დასჯერდნენ, თუმცა ამ მომენტში, ახლა ყველაფერი სულ ერთია, რადგან ჩვენ გავიმარჯვეთ, ჩვენ ყველას მოვუგეთ თამაში.




მაპატიეთ რომ ასე ძალიან დავაგვიანე, თუმცა ერთ დიდ თავში ჩავატიე დასასრული ^_^
ველი თქვენს კომენტარებს ^_^



№1  offline წევრი დარინა

ძალიან მიხარია რომ აღმოგაჩინე და გკითხულობდიი, როგორი მაგარი ისტორია გამოვიდა რეალურ ფაქტებზე დაფუძნებულიი, ეს საკითხი ძალიან მოქმედებდა ჩემზე რამდენი ადამიანი შეეწირა “ლურჯ ვეშაპს” შიშის და ახლობელი ადამიანების გამო, ყველას რომ სანდროს ნაირი ადამიანები ყოლოდა გადარჩებოდნენ, სესილის გაუმართლა რომ სანდრო გამოჩნდა მის ცხოვრებაშიი და ბოლომდე იბრძოლა მასთან ერთად ამ თამაშისგან თავი რომ დაეღწიათ, აი ყველაფერი ძალიან კარგად დაიწყე და განავითარეე, ყველა პერსონაჟი ისეთი კარგი გამოგივიდა მიყვარს თავიანთი მეგობრულობის გამოო, მიხარია რომ ჩვენთან მოსვლა გადაწყვიტე და საშვალება მოგვეციი ეს ისტორია წაგვეკითხაა და გვესიამოვნა, ჩემი სახით ერთგული მკითხველო შეიძინეე და იმედი მაქვს ახალი ისტორიით დაგვიბრუნდებიი, მე გელოდები და წარმატებები საყვარელოო❤️❤️❤️ ამ ისტორიას სრულად თუ დაგვიდებ ძალიან გამიხარდება.

 


№2  offline წევრი mancho1

დარინა
ძალიან მიხარია რომ აღმოგაჩინე და გკითხულობდიი, როგორი მაგარი ისტორია გამოვიდა რეალურ ფაქტებზე დაფუძნებულიი, ეს საკითხი ძალიან მოქმედებდა ჩემზე რამდენი ადამიანი შეეწირა “ლურჯ ვეშაპს” შიშის და ახლობელი ადამიანების გამო, ყველას რომ სანდროს ნაირი ადამიანები ყოლოდა გადარჩებოდნენ, სესილის გაუმართლა რომ სანდრო გამოჩნდა მის ცხოვრებაშიი და ბოლომდე იბრძოლა მასთან ერთად ამ თამაშისგან თავი რომ დაეღწიათ, აი ყველაფერი ძალიან კარგად დაიწყე და განავითარეე, ყველა პერსონაჟი ისეთი კარგი გამოგივიდა მიყვარს თავიანთი მეგობრულობის გამოო, მიხარია რომ ჩვენთან მოსვლა გადაწყვიტე და საშვალება მოგვეციი ეს ისტორია წაგვეკითხაა და გვესიამოვნა, ჩემი სახით ერთგული მკითხველო შეიძინეე და იმედი მაქვს ახალი ისტორიით დაგვიბრუნდებიი, მე გელოდები და წარმატებები საყვარელოო❤️❤️❤️ ამ ისტორიას სრულად თუ დაგვიდებ ძალიან გამიხარდება.


ძალიან, ძალიან დიდი მადლობა ^_^ უზომოდ ბედნიერი ვარ რომ ასე მოგეწონათ და თქვენი იმედები არ გავაცდუვე ❤️ ^_^ ძალიან მალე ახალი რომანით დაგიბრუნდებით ❤️❤️

 


№3 სტუმარი Life is beautiful

ჯანდაბა.... არ მახსოვს თქვენ მსგავსს ისტორიებს თუ წერდით მაგრამ უიდეალირესი იყო.... აგატა ქრისტი მეგონა ყველაზე მაგარი ქალი დეტექტივებში მარა საქართველოშიც გვყოლია.... ეს ისტორია მართლა უნდა იყოს მაგარი ფილმის საუნდრეკი... ან წიგნი უეჭველი დაბეჭდო.... აი უმაგრესი იყო... ისე აღელვებული ვარ მგონი ასოებსაც ვერ ვწერ... ყოჩაღ... აი ეს მესმის.... ასე უნდა გააგრძელო დამდვილად.... ამ საიტზე სულ რამდენიმეზე ვთქვი რომ წიგნად აიკინძოს მაგრამ ეს მართლა... და იცი რა ჩემი აზრით თინეიჯერმა ბავშვებმაც უნდა წაიკითხონ... ისეთი სუნთქვა შეკრულმა წავიკითხე ეს თავი არც მეგონა თუ გადავრჩებოდი... ყოველ ცვლილებაზე ესემესზე სისხლი მეყინებოდა მეც მონაწილე ვიყავი ამ ისტორიაში ისე ჩამითრია.... აი მართლა სიტყვები არ მყოფნის... საზღვრებს გარეთ იყო♥️


მართლა ვამაყობ ქართველებით და უკვე შენითაც რადგან ასეთი მსოფლიოსმაშტაბურ თამაშზე დაწერე... არ ვიცი არ მითამაშია და როგორ ვითარდება მაგრამ აშკარად მართლა იდიალირი იყო... საცოდაობაა ეს ისტორია მხოლოდ ასე ელექტრონულ ქსელში მოიძებნოს მართლა... ♥️


მაგარი ხარ აღფრთოვანებული ვარ შენი ირეალური რეალურობით ბუნებრივობით სითამამით სიძლიერით რადგან ვიცი როცა წერ შენ გინდა თუ არა ქმნი ადამიანს რომელიც შენშია რაღაც დოზით და მე აღფრთოვანებული ვარ არა მარტო ამ ისტორიით არამედ შენითაც.....

ნამდვილად არ უნდა გაჩერდე... რადგან. ეგ არაა შენი საქმე შენი საქმე ბრძოლაა... ♥️

წარმატებები ძვირფასო და წინ სვლას და ულევ ბედნიერებას გისურვებ ცხოვრებაში♥️

ღმერთო ახლა ვნახე.... მარტო ეს გაქვს დადებული დაწერილი აქ და ვიფიქრე როგორ არ მეცნოთქო.... პირველია ეს და ასეთი გადაგვატრიალეეე♥️♥️♥️

ნუ ერთი ისტორია ვიგულისხმე.... მაგარ ზე მაგრი გოგო ხარ♥️♥️♥️

 


№4  offline წევრი mancho1

Life is beautiful
ჯანდაბა.... არ მახსოვს თქვენ მსგავსს ისტორიებს თუ წერდით მაგრამ უიდეალირესი იყო.... აგატა ქრისტი მეგონა ყველაზე მაგარი ქალი დეტექტივებში მარა საქართველოშიც გვყოლია.... ეს ისტორია მართლა უნდა იყოს მაგარი ფილმის საუნდრეკი... ან წიგნი უეჭველი დაბეჭდო.... აი უმაგრესი იყო... ისე აღელვებული ვარ მგონი ასოებსაც ვერ ვწერ... ყოჩაღ... აი ეს მესმის.... ასე უნდა გააგრძელო დამდვილად.... ამ საიტზე სულ რამდენიმეზე ვთქვი რომ წიგნად აიკინძოს მაგრამ ეს მართლა... და იცი რა ჩემი აზრით თინეიჯერმა ბავშვებმაც უნდა წაიკითხონ... ისეთი სუნთქვა შეკრულმა წავიკითხე ეს თავი არც მეგონა თუ გადავრჩებოდი... ყოველ ცვლილებაზე ესემესზე სისხლი მეყინებოდა მეც მონაწილე ვიყავი ამ ისტორიაში ისე ჩამითრია.... აი მართლა სიტყვები არ მყოფნის... საზღვრებს გარეთ იყო♥️


მართლა ვამაყობ ქართველებით და უკვე შენითაც რადგან ასეთი მსოფლიოსმაშტაბურ თამაშზე დაწერე... არ ვიცი არ მითამაშია და როგორ ვითარდება მაგრამ აშკარად მართლა იდიალირი იყო... საცოდაობაა ეს ისტორია მხოლოდ ასე ელექტრონულ ქსელში მოიძებნოს მართლა... ♥️


მაგარი ხარ აღფრთოვანებული ვარ შენი ირეალური რეალურობით ბუნებრივობით სითამამით სიძლიერით რადგან ვიცი როცა წერ შენ გინდა თუ არა ქმნი ადამიანს რომელიც შენშია რაღაც დოზით და მე აღფრთოვანებული ვარ არა მარტო ამ ისტორიით არამედ შენითაც.....

ნამდვილად არ უნდა გაჩერდე... რადგან. ეგ არაა შენი საქმე შენი საქმე ბრძოლაა... ♥️

წარმატებები ძვირფასო და წინ სვლას და ულევ ბედნიერებას გისურვებ ცხოვრებაში♥️

ღმერთო ახლა ვნახე.... მარტო ეს გაქვს დადებული დაწერილი აქ და ვიფიქრე როგორ არ მეცნოთქო.... პირველია ეს და ასეთი გადაგვატრიალეეე♥️♥️♥️

ნუ ერთი ისტორია ვიგულისხმე.... მაგარ ზე მაგრი გოგო ხარ♥️♥️♥️



უბრალოდ სიტყვები არ მყოფნის რა გიპასუხოთ ასეთ საოცარ კომენტარზე ^_^ უსაზღვროდ და უზომოდ ბედნიერი ვარ თქვენს გამო ^_^❤️❤️❤️ დასაწყისში ერთ გოგონას პირობა დავუდე რომ ბანალური ისტორია არ იქნებოდა და მგონი პირობა შევასრულე ❤️❤️❤️❤️ უსაზღვროდ დიდი მადლობა, ძაიან დიდი მოტივაცია შემიქმენით, მიყვარხართ ძალიან ❤️❤️❤️❤️❤️❤️ ^_^

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent