უდედობა უბედობაა (ნაწილი 1)
იმ საშინელი დღიდან,უკვე 15 წელი გავიდა თვალებს რომ დავხუჭავ გუშინდელი დღესავით, გამოუტოვებელ კადრებად, გამივლის გონებაში ეს დღე, ისევ ახლიდან და ისევ ახლიდან იწყება ღია ჭრილობიდან სისხლდენა, ამას მთელი ღამის ცრემლი და გაუმართლებელი ცხოვრება ახლავს თან, მძიმე უხეშ სამკაულად,ისეთ მძიმედ რომ,თავს დაბლა გაწევინებს და მიწაზე მეტს, არაფერს განახებს. თავიდან დავიწყებ: დეაჩემი, ჩემს მშობიარობას გადაჰყვა,მე და ჩემი და, უფლის და ბებიას იმედზე დავრჩით,მამამ მალე მოიყვანა ჩვენთვის, ,,ახალი დედა" ჩემი და ჩემზე უფროსი 5 წლით იყო,ჩვენ ბებია გვზრდიდა, ნიავს არ უშვებდა ჩვენამდე, მამა კი, გამამინაცვლდა ჩვენთვის, როცა ბებია გარდაიცვალა, დაიწყო ჯოჯოხეთი,მე მაშინ 8 წლის ვიყავი , ჩემი და ნინო ყველანაირად ცდილობდა რომ, დედაც ყოფილიყო ჩემთვის და ბებიაც, მიუხუტებდა გულში ბებიასავით ასე მაძინებდა გულთან . დედინაცვალს, დარეჯანი ერქვა , ბიჭი შვილი გაუჩნდა ბექა ,ჩვენი ნახევარ ძმა ... ჩვენ გვაზრდევინებდა, ბექას ჩემი და გადაყოლილი იყო მასზე, ძალიან გვიყვარდა, პატარა ძმა, ერთ დღეს, როცა დარეჯანს ბავშვის დაბანა შეეზარა,ნინოს დაუძახა -ნინო, შენ უკვე დიდი ხარ, წადი ბავშვს წყალი გაუცხელე და აბანავე. ნინოს წინააღმდეგობა არ გაუწევია, წყალი გააცხელა ,ბავშვის აბაზანაში ჩაასხა და ჩასვა,პატარამ ატეხა საშინელი ტირილი,და ისევ უკან ამოიყვანა, ამ დროს ოთახში დარეჯანი შემოვარდა, უკან ახალ მოსული მამა მოჰყვა. -რა გააკეთე, შენ სასიკვდილევ? -არ ვიცი . -რა არ იცი ,შენ მოკვდი და აღარ იყო, ბავშვი დამიწვი,შენ შურიანო, ვერ მიტან ხომ? -მე ძალით არ მიქნია , -ვინ გითხრა რომ, ბავშვი აბანავეო ჰა,შენი თავი ვერ დაგიბანია და -მაგრამ, შენ მითხარი რომ, დიდი გოგო ხარ და აბანავეო. -რაა?ახლა მე მაბრალებ, გესმის თენგიზ, რა იზრდება, ჯერ ბავშვი დაწვა ახლა კი თურმე ,მე ვუთხარი განა მე სულელი ვარ? რომ ნინისთანას ბავშვი, არ უნდა ვანდო.მამაჩემი,ნინოსკენ წავიდა და მოხდა საშინელება,ჩემს წინ, მამა ისე სცემდა ნინოს, ჯერ სახეში გაულაწუნა ,მერე ხელი კრა და ძირს დასცა, წელიდან ქამარი მოიხსნა და ზურგში ორჯერ გადააწნა,ნინო სიმწარისგან იკლაკნებოდა და შველას ითხოვდა,ის არასდროს ახსენებდა დედას ახლა კი -ვაი დედა, მიშველე დედი, შენ სულს ვენაცვალეო .ტკივილისგან გველივით იკლაკნებოდა და დედას ეძახოდა. -დედაშენთან გინდა და წადი! მოტრიალდა მამა და შიგ თავში ამოარტყა ფეხი, ჩემ დამ, თავი ვერ შეიმაგრა და იქვე დადგმულ, რკინკს ვანაზე ამთხია თავი, შემდეგ კი ამოიკვნესა და საშინელი სიჩუმე, -რა გააკეთე? ეს რა ქენი?ეცა დარეჯანი მამას, -რა სჭირს დარეჯან?მიდი აბა ხმა აუკანკალდა მამას, დარეჯანი ამის მერე დაიხარა, ყელში არტერია მოუძებნა,ცოტახანს ჭერში იყურებოდა და თითებით რაღაცას ეძებდა . -ვაი უბედურება, თქვა ბოლოს და ისევ მამას მიუბრუნდა, -მკვდარია , -რა, არაა ,შენ გეშლება -რა მეშლება ჰა, ამას ვინ იდარდებს, ახლა წაგიყვანენ და ციხეში გიკრავენ თავს ,მერე ჩვემ რა ვქნათ ? თუ გგონია რომ,მე შენს ნაბ*ჭვარ გოგოსაც გავზრდი,სჯობს შენს ბიძას დაურეკო და დაგეხმაროს, არასდროს შეგიწუხებია, ერთხელ დაგეხმაროს. მამას ბიძა,მოსამართლე იყო და იმ დროისთვის, დაფასებული კაცი და კარგი სახელი ჰქონდა, დაურეკა მამამ თუ არა,ოც წუთში მოვიდა მანქანით,მამა გარეთ შეხვდა, ფანჯრიდან ვუყურდბდი, მამა ელაპარაკებოდა ბიძას, რომ მორჩა, ბიძამ ყვირილი ატეხა და მერე გარკვებით დავინახე ,როგორ უთავაზა ჯერ მუშტი, შემდეგ კი წიხლი ამოჰკრა მუცელში ,ხმა არ მესმოდა,მაგრამ რა მიხვედრა უნდოდა რომ,ჩემი დის გამო სცემა. ამის შემდეგ,ელაპარაკა რაღაც თან აფურთხებდა,მერე ორივე სახლისაკენ წაომოვიდა,მამას ბიძამ,ხელზე ხელი მომკიდა და ოთახში წამიყვანა. -ანა შვილო,შენ უკვე ძალიან დიდი და ჭკვიანი გოგო ხარ ხომ ასეა? არაფერი მიპასუხია, რაც დაინახე,შვილო აბაზანაში უნდა დაივიწყო ,უნდა თქვა რომ შენი და კიბიდან ჩამოგორდა და თავი დაარტყა. -რატომ ის მამამ სცემა ? -ეგრე რომ თქვა, მამას დაიჭერენ და აღარავინ გეყოლება,ნინო დედასთან წავიდა,შენ კი მარტოდ ყოფნა მოგიწევს. ყველაფერი ისე გაკეთდა, როგორც უნდოდა მამას,ჩემი და მოიშორეს, მამა,ამ დღის შემდეგ, ნერვიული გახდა, მთელ ღამეს დადიოდა ეზოში, მე ჩემი ბავშვური ჭკუით, მიბედი და ვკითხე: -ჩემი და მენატრება. -ის დედასთან წავიდა. -არა ის, შეენ გაუშვი დედასთან . -რა გინდა ? -ჩემი და მინდა, მინდა ვეთამაშო, მაკოცოს და გულში ჩახუტებული დამაძინოს. -მან წყობიდან გამომიყვანა . -მან ის გითხრა, რაც იყო. -რა იყო, რა აყვირდა მამა, შემეშინდა და გავჩუმდი. -მითხარი მელე რა იყო, -არ მომკლავ? -რატომ უნდა მოგკლა, სულ გაგიჟდი? იმ დღეს ,დარეჯანმა ნინოს დაუძახა,ხომ იცი სულ თან დავყვებოდი,უთხრა წყალი გააცხელეო და ბავშვი დაბანეო, დიდი ხარ უკვეო, ცივი წყალიც ჩაასხა,მაგრამ მაინც დაიწვა ფეხები ბექამ , მამა ადგა და სახლში შევიდა, მე ეზოში ვიჯექი, საშინლად ჩხუბობდნენ მამა უყვიროდა. -დაიფიცე მიდი ,ბექას სიცოცოხლე დაიფიცე რომ ,შენ არ გითქვამს აბანავეო?! -არ დავიფიცებ. -მითხარი თორემ. -მერე რა, ამხელა გოგო თუ დაწვამდა, მე რა ვიცოდი . -შენი ტყუილის გამო, დღეს ნინო მიწაშია და შენ იძახი, რა მერეო ამის მერე, მამა სახლიდან გამოვარდა,მანქანაში ჩაჯდა და წავიდა ... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.