... რომ არ უნდა გიყვარდეს ( 12 თავი)
მეგობმომწერა– „ხვალ გელოდები“ . განაჩენის დღე ახლოვდებოდა. მოსვენება დაკარგულმა რის სალონს მივადექი. რაღაც უნდა შემეცვა. თავიდან ვიფიქრე თმას შევჭრითქო, მაგრამ საკმაოდ გრძელი მქონდა და დამენანა. ბოლოების შეღებვა გადავჭყვიტე და ღია ფერი დავიტანე. ძალიან კი მომიხდა, მაგრამ მერე ცოტა ვინანე. რადგან ვხვდებოდი დიმას, ჩემი თმების მიმართ განსაკუთრებული დამოკიდებულება ჰქონდა და არ მინდოდა ჩემი გადაწყვეტილება წყენოდა. დადგა ჩემი წასვლის დღეც. დედამ ყველაფერი გამატან რისი წაღებაც კი შეიძლებოდა. მოკლეთ, ჩემი მანქანის საბარგულში იმერული გულუხვობა ჩაატია. პირველად მქონდა შეგრძნება, რომ გზა დაპატარავდა. როგორც წესი პირიქით ხდება ხოლმე. თითქოს, იმაზე ადრე ჩავედი ვიდრე უნდა ჩავსულიყავი. ჯერ ჩემს გადარეულ ლილეს შევუარე, მისი წილი გზავნილები რომ დამეტოვებინა თორემ, მთელს დასავლეთს ააფორიაქებდა –მშიერს მამყოფებს და ნერწყვებით მგუდავსო. – ვგიჟდები დედაშენზე. რა ხელი აქვს ! – შეგერგოს ჩემო სულელო , მაგრამ მერე კალორიებზე და გრამებზე არ იწუწუნო იცოდე. – ამათ გამო სასწორსაც კი გადავაგდებ. – სიცილით მითხრა. – ესეიგი მეუღლეს მოეწონა შენთან?! – კი. წამოსვლაც არ უნდოდა მგონი. არც მე მინდოდა რამოსვლა, მაგრამ წამზომი ჩამირთო და... – გოგო კიდე კარგად გაგაჩერა. მოენატრე ალბათ. – თვალები მოჭუტა უფრო დაკვირვებით მომაჩერდა. – ჰე, თქვი ახლა როდის აჩუქებ ცეცლოვან ღამეს ! – ენა გააჩუმე თორემ, ყველაფერს უკან წავიღებ რაც მოგიტანე ! – ჯერ ერთი ვერაფერსაც ვერ წაიღებ მე გამომიგზავნეს და მეორე, როდემდე შეიკავებ თავს ძალიან მაინტერესებს. ან მასაც რა მოთმინება აქვს ვგიჟდები. – ლილე, რა ღამეებზე ლაპარაკობ ჯერ გრძნობებზეც არ გვისაუბრია. – მომიყვები ბოლოს და ბოლოს, რატომ ხართ ერთად? იქნებ მერე მაინც დაგეხმარო და გაგარკვიო რამეში თორემ, ვატყობ გამოგაგდოს. – რომ არ გაომაგდებს საქმეც მაგაშია. მგონი, ასი წელი შეუძლია ჩემი ასე ატანა. – იმიტომ, რომ უყვარხარ ! დავიჯერო, ვერ ამჩნევ როგორ გიყურებს?! მგონი ზუსტად მაგ სიყვარულით სარგებლობ. – იცი რა? იქნებ შენც ვერ ამჩნევ, როგორ გიყურებენ ხოლმე. – ეგ საიდან მოიტანე. – დაიბნა. – კარგი მე დავაშავე და რაღაცეები ბოლომდე არ გითხარი. თუმცა მიზეზი მაქვს და იმიტომ, მაგრამ შენ რატომ მიმალავ ზურას? – კარგი რა თაკო ! როდის შეამჩნიე? – ნუ გავიწყდება, რომ მეც ძალაინ კარგად გიცნობ. – ხომ იცი, რომ გეტყოდი. უბრალოდ, ჯერ მე მინდა გავერკვიო. – ვიცი და არაფერს გსაყვედურობ. ისე კარგი ბიჭია. ფერი ფერს და მადლი ღმერთსო თქვენზეა ნათქვამი. – ვუთხარი და ჩავეხუტე. – შენიც კარგი ბიჭია თაკო და რაც მალე გაერკვევი ამაში მით უკეთესი ორივესთვის. – ვიცი, მაგრამ მანამდე შენი დახმარება მჭირდება. – ოჰო, ჩაერთო ამას ღილაკი „გამომძიებელი“. ვხვდები შენ ტონს ქალბატონო. – იცოდე ჯერ არაფერი არ მკითხო. ნიკას თანამშრომელი, რომ არის ნატა ვიცი, მასთან კარგი ურთიერთობა გაქვს. – ხო მაქვს და შენც კარგი ურთიერთობა გაქვს. მერე? – კი, მაგრამ ჩემგან არ იქნება სწორი. შენ შეეხმიანე და ოფისთან დაკავშირებით ინფორმაციები გამოტყუე ხოლმე. რა ხდება, ვინ სტუმრობს და ასე შემდეგ. ხომ იცი რაჭორიკანაა, აუცილებლად მოგიყვება. – შენ ახლა შპიონობას გვთავაზობ მე და ნატას ? – ვითომ ძალიან შეურაცხყოფილი დარჩა. – გთხოვ სახე გაასწორე ნუ მაცინებ. მე უბრალოდ მეგობრის დახმარებას გთავაზობ. – რა ამბებს ხლართავ ბერიძის ქალო? იცოდე დიმამ, რომ გაიგოს ნიკათი ხარ დაინტერესებული ... – არავითი არ ვარ დაინტერესებული ლილე და დიმაც ვერაფერს გაიგებს. წავედი ახლა და გააკეთე რაც გთხოვე. – არის უფროსო ! –ჩესტი ამიღო.– ისე მაგ თმებს რას ერჩოდი? – უუფფფ, არ ვიციი ! ისე ნელა ვმოძრაობდი, სიგნალებით ამიკლეს. მაგრამ სულაც არ მადარდებდა ოღონდ, რაც შეიძლებოდა მასთან შეხვედრა დამეგვიანა. ჩემს სასახლეს მივადექი. სპეციალურად გამზადებული საჭმელით სავსე კონტეინერი, დაცვის ოთახში შევიტანე და მერე სახლში შევედი ლელასთვის დახმარების სათხოვნელად. ყველაფრი, რომ თავის ადგილზე მოვათავსეთ ოთახში ავედი. ძალიან დაღლილი და დაძაბული ვიყავი.სტრესის მოსახსნელად წყლის გადავლება გადავწყვიტე. მაგრამ ვინ მაცადა, ჩემმა ბატონმა ოთახის კარი შემოაღო. არც გამკვირვებია. პირიქით, ჩემი გათვლებით დააგვიანა კიდეც. მოსალოდნელი საუბრის შიშმა ტალღად დამიარა სხეულში. შემოსვლის წამიდან მზერა ჩემს გაშლილ ფერშეცვლილ თმაზე გადაიტანა და მივხვდი არ ესიამოვნა. გულში მწარედ გამკრა მის თვალებში წყენა, რომ დავინახე. – რას ერჩოდი? – მას არაფერს. უფრო ჩემ თავ ვერჩოდი... გეწყინა? – ძალიან მინდოდა არა ეთქვა. შემომხედა და თითქოს თვალებში ჩემი სურვილი წაიკითხა. – თუ შენ, მართლა გაღელვებს ის ფაქტი, რომ მე მეწყინა მაშინ არა. – უბრალოთ ვერ ვეგუები იმ აზრს, რომ ჩემი თავი და ცხოვრება მარტო მე აღარ მეკუთვნის. უკანასკნელი დაუფიქრებელი საქციელი იყო გპირდები. – მე არ ვაპირებ შენი თავისუფლების და შენი სურვილების შეზღუდვას თაკო. მხოლოდ იმას გთხოვ, რაც განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია ჩემთვის ის შემითანხმო. მაგალითად შენი თმა, ძალიან მომწონდა ისეთი, როგორიც გქონდა. მიუხედავად იმისა, რომ ასეც ძალიან გიხდება. მგონი ზედმეტადაც.– ახლოს მოვიდა ხვეულებზე მომეფერა და შუბლზე მაკოცა. ისეთი სიმშვიდე დამეუფლა მივხვდი, რომ მზად ვიყავი ამ საუბრის გასაგრძელებლად. მივხვდი, დრო იყო მასთან გულრწფელი ვყოფილიყავი. – აღარ გაწყენინებ. მგონი, შენთა ყველა სიგიჟე ჩავიდინე, შენი მოთმინების ყველა ლიმიტი ამოვწურე. ვფიქრობ საკმარისზე მეტია. მგონი დროა მართლა გავერკვიო რა მინდა თორემ, ამ ბრძოლით ძალიან დავიღალე. საკუთარი თავი დავკარგე.– ცრემლები უნებურად წამომივიდა. იმ წუთას ის, ყველაზე მძიმე და ყველაზე მსუბუქი იყო. ცრემლის ამ წვეთთან ერთად ვემშვიდობებოდი იმ დღეებს, რომლის გამოვლაც ერთმანეთს ვაიძულეთ. ამ ერთ წვეთში იყო ჩემი დარდიც და ბედნიერებაც. მზად ვიყავი მიმეღო ის უკიდეგანო სიყვარული, რომელისაც ასე მეშინოდა და რომელმაც შეშლილად მაქცია. მიმიხვდა, ჩემი ბედნიერების საწყისი, როგორც ყოველთვის ახლაც მიმიხვდა და გულში ისე ძლიერად ჩამიხუტა როგორც არასდროს. – ჩემი თავისთვის და შენი ლამაზი თვალებისთვის მხოლოდ, მაგ ცრემლების პატიება შემიძლია! როცა დამშვიდდები მაშინ გავაგრძელოთ. – ისევ შენი უსაზღვრო ლოდინი. როგორ ვერ შევძელი აქამდე ამის დაფასება. – შენი თავი არაფერში დაადანაშაულო თაკო, საერთოდ არაფერში. ჩვენი ურთიერთობა არ დაწყილა სტანდარტულად და არც ჩვენ ვართ სტანდარტულები.. მე მესმის შენი და არაფერს არ შევცვლიდი ჩვენ განვლილ დღეებში. – სამაგიეროთ მე არ მესმის ჩემი თავის. არის რაღაცეები რაშიც გაართლებას ვერ ვუძებნი. – შენ არ ხარ მარტივი ადამიანი, არცერთ სტანდარტებში არ ჯდები და ეს შენი პიროვნებაა. და თუ შენ, აპირებ ყველა ქმედებაში რაც ჩაგიდენია ან, რაც აწი უნდა ჩაიდინო მიზეზი და გამართლება ეძებო მაშინ, მართლა დაიკარგები. თუ ჩემ გამო აკეთებ მაგას არ მინდა! მე ზუსტად ისეთი მჭირდები, როგორიც ხარ ! – რატომ დიმა, რატო გესმის ჩემი?! ცოტა მაინც გესაყვედურა მომეშვებოდა. – მე ყოველთვის სწორდ ვიქცეოდი შენთან, ყველაფერს სწორად ვაკეთებდი? – ყველთვის არა! – მაშინ რა უფლებით უნდა გისაყვედურო?! თაკო არაფერს არ ვნანობ საერთოდ არაფერს რადგან ამ ყველაფერმა ჩვენ ამ მდგომარეობამდე მოგვიყვანა. მთავარია შენ, ახლა აქ, ჩემს გვერდით ხარ და მე შენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი სიტვების თქმა შემიძლია. მისმა ტელეფონმა დარეკა. გუგა იყო. უპასუხა და სახე შეეცვალა მივხვდი ძალიან მნშივნელოვანი ზარი იყო. მალე მოვალო უთხრა და მერე მე მომიბრუნდა. – მაპატიე თაკო, მაპატიე ! ათას ბოდიშს გიხდი, მაგრამ უნდა წავიდე. არ ვიცი როდის დავბრუნდები. – ხო მშვიდობაა დიმა? – შემეშინდა, ტყუილად ამ საუბარს არ შეწყვეტდა. – კი, უბრალთ გუგას ძალიან ვჭირდები . – კარგი, რათქმაუნდა უნდა წახვიდე. – მადლობა ! – თავზე მაკოცა და სწრაფად გავიდა. რაც არ უნდა მომხდარიყო ეს საუბარი გაგრძელდებოდა და შედეგით დასრულდებოდა ეს უკვე ვიცოდი. არსად გაქცევას და არანაირი სისულელის ჩადენას არ ვაპირებდი. გამეხარდა, ცოტახნით მაინც რომ მომიწევდა მარტო ყოფნა იმდენად მიძნელდებოდა ეს საუბარი. ძალებს მოვიკრებდი. არ იყო ადვილი ამდენხნიანი დუმილისა და ჩადენილი საცქიელების შემდეგ, მისთვის ყველაფრის ახსნა. ერთიანად უნდა გადავშლილიყავი მის წინ. ახლა ზუსტად ისეთი მომენტი მქონდა როგორც მისი გაცნობის პირველ დღეს. მაშინ ერთ დღეში გავგიჟდი და საკუთარი თავიდან გამოვედი, ახლა კი ერთ დღეში უნდა დავბუნებოდი კალაპოტს და ჩემს თავს. უფრო მეტი სიმშვიდის მოსაპოვებლად დაწყებული საქმის გაგრძელება გადავწყვიტე და სააბაზანოში შევედი. იქედან გამოსულს ჩაცმა დასრულებული არ მქონდა ტელეფონმა, რომ დამირეკა. საწოლთან კომოდზე მედო. ვინაიდან დიმა სახლში არ იყო საპასუხოდ მოურიდებლად მხოლო თეთრეულით გამოვედი. დედა იყო, მომიკითხა ხომ კარგად იმგზავრეო. დავამშვიდე და ჩასაცმელად გავბრუნდი, მაგრამ ვინ გაცადა. დიმა ოთახში, დროზე ადრე შემოვიდა და ორივე ადგილზე გავშეშდით. მერჩივნა მიწა გამსკდომოდა მის სახეს, რომ შევხედე. თვალები გაუფართოვდა ფერი შეცვალა. არ ვიცოდი რა გამეკეთებინა, სირცხვილით ვიწვოდი ლამის შიშველს,რომ მიყურებდა. ადგილიდან მოვწყდი და გარდეროფის ოთახისკენ გავიქეცი. შეიძლება ითქვას, ჰაერში დამიჭირა და კედელზე ამაკრა. – ნუ გარბიხარ, ნუ გარბიხარ ! თაკო გთხოვ ახლა მაინც ნუ გამირბიხარ! – დიმა ახლა თუ არ გინდა აქვე გული გამისკდეს შემიშვი ჩასაცმელად. – ჩემ გულზეც იფიქრე. ვერ გაგიშვებ. სრული უფლება მაქვს ამ მშვენიერებას ვუყურო. – წელზე მომეხვია და ახლოს მიმიზიდა. მთელი სხეული ამითრთოლდა. გულში ლილეს ვლანძღავდი ისე ახსენე ცეცხლოვანი ღამეები მგონი ამიხდათქო. – დიმაა... – მღელვარებისგან ხმა ჩამიწყდა. ჩემი გული ისე ფეთქავდა როგორც არასდროს. – არაფერი თქვა, უბრალოდ მომეცი უფლება გთხოვ ! – არ შემიძლია! – რატომ, რატომ ? ნუთუ საერთოდ არაფერს გრძნობ ჩემს მიმართ? – ეგ არაფერ შუაშია. უბრალოდ არ შემიძლია ! – მეც აღარ შემიძლია გიყურებდე და ვერ გეხებოდე. აღარ შემიძლია ჩემს ოთახში ჩემს საწოლში გეძინოს და მე შენს გვერდით დაწოლის უფლებას არ მაძლევდე. მოთმინების ყველა ძაფი გაწყვიტე უკვე, ყველა ფიალა აივსო უკვე. – ჩვენ ხომ ჯერ უნდა გვესაუბრა ! – ჩემი სახე ხელებში მოიქცია. – შეთვის მხოლოდ ერთი და ყველაზე მნიშვნელოვანი სათქმელი დამრჩა– შენ, ჩემი მზე ხარ ამ ბნელ სამყაროში. შენ, ჩემი ჰაერი ხარ, რომლითაც ვსუნთქავ. ჩემი გული მხოლოდ შენს გამო ძგერს თაკო. შენ, ჩემი არსებობის, ჩემი ბედნიერების საწყისი ხარ. ამ ქვეყნად ყველაზე და ყველაფერზე მეტად მიყვარხარ. საკუთარ თავზე მეტად, სრულიად უპირობოდ მიყვარხარ გესმის? – ეს სიტყვები ექოსავით მოედო ჩემს სმენას. წამში ასჯერ დავიშალე და ავეწყვე. გადატრიალდა სამყარო ჩემს გონებაში. ვეღარაფერს ვგრძნობი, ვეღარაფერს ვამჩნევდი მის გარდა.მხოლოდ ის და მე, სადღაც უკიდეგანო სივრცეში ერთმანეთზე მიკრულები ვიდექი და ერთმანეთის გულისცემას ვუსმენდით. ვერასდროს წარმოვიდგენდი ასეთი სასიამოვნო თუ იქნებოდა მისგან ამ სიტყვების მოსმენა. – ახლა მე რა უნდა ვთქვა, ახლა რა გავაკეთო? – ვკითხე სრულიად დაბნეულმა. თან ბედნიერების ცრემლებმა მომისწრო თვალებზე. – მხოლოდ ორი სიტყვა თაკო, მხოლოდ ორი. იცოდე მაგ სიტყვებით ყველაფერს გადაწყვეტ. გთხოვ, ის მითხარი რისი მოსმენაც მინდა! – მიჭირს დიმა, არ შემიძლია ! – უცებ მომშორდა და ტკივილით სავსე თავლებით შემომხედა. – გასაგებია ! – წასვლა დააპირა, მაგრამ ვერ გავუშვებდი ვერ დავკარგავდი. გავაჩერე, რადგან ჩემი არ შემიძლია არასწორად გაიგო. ახლოს მივედი, თავი მკერდზე მივადე და ჩუმად ვუთხარი: – მიჭირს გითხრა, მეც... ! – თვალებში შემომხედე და მითხარი რას გრძნობ ჩემს მიმართ თაკო ! – მეც... – აწიე თავი და მითხარი, რა მეც ? ნუ მომკალი კაცი ! – მეც მიყვარხარ დიმა მეც. ხომ არ შეეშვები ადამინას რა !... – ძლივს ამოვთქვი. გული ამოუვარდა. – ვერ გავიგონე. რა თქვი? თვალებში შემომხედე და ხმამაღლა მითხარი! – ნუ მტანჯავ რა ! – თქვი და დაასრულე ორივეს ტანჯვა, გთხოვ ! – აცახცახებულმა ძლივს გავუსწორე თვალი. – შენმა სიყვარულმა გამაგიჟა, შენს მიმამართ ისეთი დაუმორჩილებელი გრძნობა მაქვს, საკუთარი თავი დამაკარგვინა და შეშლილად მაქცია. მე შენ ყველაზე ძლიერი, ყველაზე შლეგი ყველაზე წმინდა სიყვარულით მიყვარხარ დიმა აბაშიძე! – იმ წუთას ჩემს წინ სულ სხვა ადამიანი იდგა. ბედნიერებისგან ბრწყინავდა მისი შავი თვალები. ხელში ამიტაცა და ასჯერ მაინც დამატრიალა. – რამდენი ხანი ველოდი იცი ამ სიტყვებს? იმეზე მეტი ვიდრე შენ გგონია! – „იმაზე მეტი“ რაღაც საეჭვოდ კი მომესმა, მაგრამ იმ წუთას სხვა ფიქრებისთვის არ მეცალა. მხოლოდ ის და ჩვენი სიყვარული არსებობდა. – ახლა რა იქნება, როგორ ვიქნებით ? – რაც შენ გინდა და როგორც შენ გინდა. მთავარია ის გავიგე რისი გაგებაც მინდოდა. მთავარია შენ ჩემს გვერდით ხარ და სხვას აღარაფერს აქვს მნიშვნელობა. – მითხრა და ჩემი კოცნა დააპირა. თავი დავხარე. – ანუ ახლა ჩვენ ... – ახლა ჩვენ ... – სახე ამაწევინა, მაკოცა, მერე ჩემს ღაწვებს გაუყვა, ყელთან მივიდა და გაჩერდა. ნდომითა და არ ნდომით ერთდროულად ვკვდებოდი. – ჩვენ ახლა არაფერს არ გავაკეთებთ. არაფერს არ დაგაძალებ სანამ შენ არ გენდომება ეს. მინდა დარწმუნებული იყო და მერე არ ინანო. რამდენი დროც დაგჭირდება დაგელოდები ! – მითხრა და გულში ჩამიხუტა. – არ მანანო დიმა ! არც ეს სიყვარული მანანო და არც არაფერი რასაც შენთან ერთად გავაკეთებ! – ამის შემდეგ ყველაფერი შეიცვლება. – რაც არ უნდა მოხდეს აღარასდროს არსად გაიქცე, არ დამტოვო და ჩემი ღალატი არ გაბედო. იცოდე ვერ გავუძლებ. – თაკო შენ ჩემი სიყვარულის გეშინია? – მე იმ ტკივილის მეშინია, რისი მოტანაც შენ სიყვარულს შეუძლია. სწორედ ამიტომ ვიყავი ასეთი, სწორედ ამიტომ გამიჭირდა გრძნობებში გამოტყდომა. – და შენ გგონია მაგისთვის გაგიმეტებ? არასოდეს ჩემო პატარა არასოდეს ! – ისე მჭიდროდ მომეხვია ლამის გამგუდა. – გამიშვი ახლა ჩავიცმევ. – მიდი, ჩემთვისაც მასე აჯობებს. ის დღე ოქროს ასოებთ ჩაიწერა ჩემს ცხოვრებაში. ვერასდროს წარმოვიდგენდი ცხრა ასოს ერთობლიობა– „მიყვარხარ“ ასეთი გასაოცარი მოსასმენი თუ იქნებოდა. აქამდე გაგონილი ყველა სიტყვა ერთად აღებული, მნიშვლელობით ერთ წამში გადაფარა. წრესავით ტრიალებდა ჩემს გულსა და გონებაში მისი სიტყვები და ერთიანად მათბობდა, მახარებდა მაბედნიერებდა ჩემს არსებობას აზრს სძენდა. ვბრაზობდი, როგორ არ მივეცი ჩემს თავს უფლება ეს აქამდე მომესმინა, მაგრამ რამდენიც არ უნდა მეფიქრა ამ წუთებზე, წარმოდგენით ახლოსაც ვერ მივიდოდი ამ შეგრძნებებთან. ჩემი არსებობა ერთ წამში შეიცვალა, ეს ყველაფერი იმდენად უცხო იყო ჩემთვის. ახლა ცხოვრებას ვიწყებდი საყვარელ ადამიანთან ერათად. ჩემს წინ ახალი სამყარო იყო, სადაც ერთადერთი რამ დანამდვილებით ვიცოდი– მე მასთან ერთად მინდოდა ამ სამყაროში ცხოვრება და ყველაფერს გავაკეთებდი ამისთვის. ჩავიცვი და ოთახიდან გავედი. ვერანდის კარებთან ჩემგან ზურგით იდგა და გარეთ იყურებოდა. ცოტახანს ასე ვუცქირე. მერე, ნელი ნაბიჯებით მივედი და გვერდით დავუდექი. ხელი მომხვია და შემომხედა. – იცი, ახლა სხვანაირად მიყურებ. შენი თვალები სხვანაირია ! – იმიტომ, რომ შენ გიყურებს და ბედნიერია ! – აქამდეც ხომ მიყურებდა ?! – ახლა დანამდვილებით ვიცი, რომ ჩემი ხარ თანაც, შენი სურვილით. – არ მჯერა, რომ ეს მოხდა და არც ის მჯერა, რომ ამის თქმა გავბედე. – არც მე მჯერა და არც იმის მჯერა ახლა ჩემს გვერდით ასე მშვიდად, რომ დგახარ და ჩემს ნერვებს და მოთმინებას რომ არ ანგრევ. – მითხრა და გაეცინა. – არ დაიჯერო. იმიტომ, რომ ვერ გეტყვი მაგას აღარ ვიზავთქო. შეიძლება ამის მერე უფრო ეჭვიანი გავხდე. – მეც გამეცინა. – ისეთი დარჩი, როგორიც ხარ! მე მასეთი მიყვარხარ, შეშლილი და დაუმორჩილებელი. ზუსტად ეგ მაგიჟებს შენში. – ვნებიანად მაკოცა მერე, უცებ გაჩერდა – ისე კოცნა მოსულა ხო? – ისე შენც არ ხარ ნორმალური! – ფეხის წვერებზე ავიწიე და ამჯერად თავად ვაკოცე. – გამოუცდელის კვალობაზე არაგიშავს. – მითხრა მას შემდეგ რაც ჩემი ბაგეების ფერებით გული იჯერა. – ეგ ახლა უნამუსობაა ! ისე დარწმუნებული ვარ მოგწონს ჩემი გამოუცდელობა. – ბედნიერი თვალები შევანათე. – მომწონს კიარა მიყვარს ! ჭკუიდან ვიშლები იმის წარმოდგენაზე ყველაფერი პირველი, ჩემთან ერთად რომ უნდა გაიარო. – მე შენ თანამედროვე კაცი მეგონე! – დავცინე. – მენტალური პრობლემები მაქვს ! – არც მან დამაკლო. – მომწონს ეგ შენი მენტალური პრობლემები ! – გულიანად გავიცინე. – თაკო დღეს სად ვიძინებ? – სადაც გეძინა ! – კარგი რა ! ცოტახანში ტრავმატოლოგი დამჭირდება, ყველაფერი მტკივა. – ტრავმატოლოგი ჩემს გვერით თუ დაწვები მართლა დაგჭირდება. – ვიცი, მაგრამ თანახმა ვარ ! იმ დღის შემდეგ, როგორც დამპირდა ყველაფერი შეიცვალა. ერთამანეთის სიყვარულით ვცხოვრობდით. ყველგან დავყავდი სადაც კი შეიძლებოდა. იშვიათად მტოვებდა მარტო. თუ ბევრი საქმე ჰქონდა მაიძულებდა ოფისში წავყოლოდი.– მომენატრები, მერე სახლში გამოვიქცევი და საქმე გაუკეთებელი დამრჩებაო. მერე ისე მიეჩვია, საბუთების მოწესრიგებაში, რომ ვეხმარებოდი სულ აღარ მტოვებდა შინ. ჩვენი ბედნიერება ყველასთვის შესამჩნევი იყო. განსაკუთრებით ნანასთვის და ერთ დღეს მისთვის რაღაცეების ახსნა, რომ დავაპირე გამაჩერა მითხრა: – მხოლოდ ჩემს გამო არ გააკეთო ეს. თუ გინდა ნურაფერს მეტყვი ისედაც ყველაფერს ვხვდები სახეზე გაწერიათო. ჩემი ლილიანაც ხშირად მსტუმრობდა და ყოველ მოსვლაზე მიმეორებდა თუ, რა კარგი სიძე ყავს და როგორც იქნა დავაყენე საშველი ამ სიყვარულს. ერთ დღესაც მოვიდა და ის ინფორმაცია მომიტანა რაც ვთხოვე. მიუხედავად ყველაფრისა სიმართლის ცოდნა მაინც მჭირდებოდა. სახლში მარტო ვიყავი და შეგვეძლო თავისუფლად გვესაუბრა. – მომისმინე თაკო, ისეთი ბედნიერი ხარ არ მინდა ამ ამბებმა რამე შეცვალოს, მაგრამ არც დამალვა არ შემიძლია, რადგან მთხოვე. – ლილე თუ უნდა გააფუჭოს ახლა გავიგებ თუ მერე რა მნიშვნელობაა აქვს? მე სიმართლე მჭირდება და მეტი არაფერი. – უუფ კარგი, მართალი ხარ ! მოკლეთ, ნიკას ხშირად სტუმრობს ქალი სახელად ნინა ლეჟავა. ეს, ისე თუ რამეში გამოგადგება. ვიცი, რომ დიმას ყოფილია... ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი, მასთან ერთ დღეს შენი მეუღლეც ყოფილა მისული აშკარად ჩხუბობდენო და დიმას გამოსვლისას უთქვამს – ამჯერადაც მამაშენს უმადლოდე ცოცხალს, რომ გტოვებო. – ლილე ნიკას მამას ზურაბი ერქვა ხო? – კი ნატამ ასე მითხრა. ისიც მითხრა, რომ ახლა ცუდი ფინანსური პერიოდი აქვს და ალბათ მართალა ასეა, რაგდგან წინაზე ნაცემი შემხვდა ჩემს ბინასთან და ჩხუბის მიზეზად დაახლოებით რაღაც ასეთი მიზეზი მითხრა. – შეგიძლია გაიხსენო როდის? – ერთ თვეზე მეტი იქნება. – ოხ დიმა ! როგორც ჩანს სერიოზული საუბარი გველის. – თაკო დაფიქრდი სისულელე არ გააკეთო. ჯერ მოუსმინე და მერე გადაწყვიტე. – დამშვიდდი ლილე. არაფერს არ გავაკეთებ მისი სიყვარული უფრო მნიშვნელოვანია ჩემთვი. – კარგი წავალ ახლა. აქ რომ დავხვდე მიხვდება და არ მინდა ენატლიკინა ვეგონო. ხომ არ ვეტყვი შენმა გადარეულმა ცოლმა სხვა გზა არ დამიტოვათქო. – შენზე არ გაბრაზდება დამიჯერე. მოსწონხარ. – მეც ძალიან მომწონს და ყოველთვის მის მხარეს ვარ, რომ იცოდე. – და ზურა ? – ვსო გავრბივარ ძალიან მეჩქარება. – მაკოცა და ქარივით გაფრინდა. – კაბინეტში შევედი. ვიცოდი, რომ იქ ძველი ფოტოალბომები ინახებოდა. დიდი ძებნა არ დამჭირდა. უამრავი ფოტო ვიპოვე სადაც ნიკა და დიმა ერთად იყო აღბეჭდილი. რამდენიმეცალი ოთახში წავიღე. მოვემზადე იმ ამბებისთვი რაც წინ მელოდა. ოღონდ ამჯერად არც ისტერიკებს ვაპირებდი და არც მის გულის ტკენას. მის სიყვარულში ასი პროცენტით ვიყავი დარწმუნებული და ზუსტად ეს წამლობდა ჩემს ნერვულ სისტემას... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.