შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ფიფქური ჯადოსნობები (სრულად)


10-12-2020, 01:23
ავტორი Annamay
ნანახია 7 673

მაშინ 29 დეკემბერი იყო, დღე როდესაც თბილისში თოვლი მოვიდა - სტუმარი, რომელიც ბოლო რამდენიმე წელი თბილისელებს ცოცხალი თავით არ გვენახებოდა. ეს ფაქტი კი ჩემს წინასაახალწლო განწყობას და მღელვარებას კიდევ უფრო ამძაფრებდა. ჯერ კიდევ ნოემბრის ოცდასამიდან ირმებიანი წინდებითა და ფიფქებიანი ჯემპრებით დავდიოდი. ამის გამო კი სახლშიც და უნივერსიტეტშიც ელფის სახელით ვიყავი ცნობილი. ყოველთვის მჯეროდა 31 დეკემბრის სასწაულების, ჩაფიქრებულ-ახდენილი ოცნებებისა და ბევრი, რაც შეიძლება ბევრი საჩუქრის. უნივერსიტეტის ბოლო დღეს ირმის რქებიანი “აბადოკიც” დავიმაგრე თავზე, ელფის ფორმაშიც გამოვეწყვე და საგუდაგულოდ შეფუთული საჩუქარიც მოვიმარჯვე ხელში. მაშინ ნამდვილად ელფს ვგავდი. სარკეში საკუთარი თავის დანახვისას სურვილი გამიჩნდა საკუთარი ლოყები დამეწელა. ვერ ვხვდებოდი, რატომ ვიმსახურებდი ხალხის მობეზრებულად ატრიალებულ თვალებს, გულგრილ ან თუნდაც დამცინავ მზერას. მადლობა ღმერთს, ასეთები სულ თითზე ჩამოსათვლელები იყვნენ, მაგრამ მაინც.
გზას ავტობუსის გაჩერებამდე, ფეხით გავუყევი. თოვლი ჩემი თეთრი ბათინკების ქვეშ ჭრაჭუნობდა და ეს ხმა ენერგიით მმუხტავდა. ავტობუსის გაჩერებაზე სოფიო დამხვდა. სოფიო ჩემი ბავშვობის მეგობარია. მართალია ახლა არც თუ ისე ახლოს ვართ ერთმანეთთან, მაგრამ ბავშვობაში მასთან ერთად არაერთხელ მიგუნდავია.
-როგორ ხარ, ელფ?-გამიცინა და დათოვლილი შავი თმა სახიდან გადაიყარა.
-კარგად, სოფი, შენ?- თითებით “რქები” ავითამაშე.
-ტკბილეულის საყიდლად მივდივარ სავაჭრო ცენტრში.-აი ისიც, ქმედება, რომელიც ყველაზე მეტად მიშლიდა ნერვებს! მან თვალები აატრიალა. რა იყო ამაში ასეთი დამღლელი, ის ხომ ხალხით სავსე, საახალწლოდ გაფორმებულ, ჭრელ მაღაზიაში უნდა შესულიყო და ეყიდა უამრავი ტკბილეული?! განა რა იყო ამაში ასეთი?! ნეტავ შემეძლოს ყველას მაგივრად მე ვირბინო საახალწლო საყიდლებზე!
-ჩემი ნომერი მოვიდა, წავედი!- ხელი დავუქნიე და ხალხით სავსე ავტობუსში ავძვერი. კარსა და ბარათის დასაფიქსირებელ მოწყობილობას შორის გავეჩხირე და ინტერესით მოვათვალიერე ხალხი. ყოველთვის, როცა ავტობუსში ამოვდივარ, საკუთარი თავი სულელი მგონია. ყველა, ისინიც კი ვინც სხედან, ნახევრად მძინარე, დაღლილი ან უკმაყოფილო მზერით ბურღავენ ერთმანეთს. ვერ ვხვდები, დილით და თანაც წელიწადის ამ პერიოდში რამით დაღლილი როგორ უნდა იყო. როგორც იქნა მეტრომდეც მივედით. მოხუც კაცს გასასვლელზე მიყრდნობილი ხელის ქვეშ გავუძვერი და ავტობუსიდან ჩავხტი.
და აი ისიც, რუსთაველის გამზირი! ადგილი, რომელსაც ვერასდროს დავანებებ თავს. ყველაზე საახალწლო ქუჩაა მთელს თბილისში. აქ ყველაფერი სხვანაირია. მხიარულად ვუცინი ჩურჩხელების გამყიდველ ბებოს, რომელიც ჩემს რქებს უღიმის. მისგან სამი ცალი ჩურჩხელა ვიყიდე. მართალია მე არ მიყვარდა, თუმცა კატო უარს არავითარ შემთხვევაში იტყოდა. ქაღალდში გახვეული ჩურჩხელები ჩანთაში ჩავიდე და მეტროსკენ გავიქეცი, რადგან მივხვდი, რომ უნივერსიტეტში ისევ ვაგვიანებდი!

*****
-მორჩა, ყველამ დააწყვეთ საჩუქრები?-კატომ მოგვავლო თვალი. ყველამ თავის დაქნევით ან ბუტბუტით ვუპასუხეთ და მანაც კმაყოფილმა დაგვიქნია თავი. ვიდრე საჩუქრებამდე მივალთ, მოკლედ აგიხსნით რა ხდება. ჩვენს უნივერსიტეტში, რომლის სახელსაც არ დავასახელებ, რადგან რეკლამაში ჩამომართმევენ, გადაწყდა, რომ “საიდუმლო სანტა” უნდა გვეთამაშა. არა ჯგუფების ან ფაკულტეტების მიხედვით, არამედ მთელი უნივერსიტეტის მასშტაბით. ნუ, რექტორ-ლექტორები ჩვენთვის ვერ იცლიდნენ, ამიტომ საახალწლო განწყობის შემოტანა ჩვენს თავებზე ავიღეთ/აგვაღებინეს/შემოგვტენეს. ამ ყველაფერს კი ჰუმანიტარი, მესამე კურსის სტუდენტი და ამავდროულად ჩემი დაქალი კატო თავგამოდებით უწევდა ორგანიზებას.
-აბა, კიკნაძეთი დავიწყოთ!-დაიჩხავლა მიკროფონში და საკუთარი შეყვარებული იხმო.
-ჩემით რატომ დაიწყო?-უხერხულად აიწურა ლუკა.
-ანბანს მიჰყვება.- დარწმუნებით დაუქნია თავი გიორგიმ-მისმა ძმაკაცმა და ჩვენმა მეგობარმა.
-ოხ, კატო, კატო!- თავი გააქნია და უამრავ სტუდენტს შორის გაიკვალა გზა. საჩუქარი გამოართვა და დანარჩენებს მადლობის ნიშნად თავი დაგვიქნია.
-ახლა ანბანის მიხედვით დავიწყოთ.- აბა, ასანიძე, ბიჭუნი გამობრძანდი თუ მაგარი ხარ!
ნიკოლოზ ასანიძე - კატოსთვის სრულიად უმუღამო და უჟმური ბიჭი, ჩემთვის კი “პინგვინობის” პერიოდიდან დღემდე უცნაური, ღრმა და საინტერესო ტიპი. და სიმპათიურიც. და ცოტათი ჩემი “ქრაში”. არა, ეგეთი ქრაში არ არის, როგორც წესია ხოლმე ან საერთოდ რომ არ იცის ზემოთხსენებულმა ქრაშმა მისი ფარული თაყვანისმცემლის არსებობის შესახებ და.არც მეორენაირი უკიდურესობა რომაა, ლამის შვილი რომ ჰყავთ, მაგრამ მაინც ქრაშს უწოდებენ. მგონი ვერ გაიგებთ მაგრამ კარგი, ნიკოლოზ ასანიძე - ბიჭი, რომელმაც პირველივე დღიდან გულის ნაწილი თვალსა და ხელს შუა ამწაპნა და დამაგდო ეგრე. ნამდვილი ვირია! ჩემი პატალა ვირი! ეჰ...
-აუ, რამდენი ხართ!- კოპებშეკრული გვიყურებდა სცენიდან. - ელფ, მოდი დამხემარე!
-მიდი ნიტა, რა! დროზე მორჩით და გავიდეთ.- ყელი გამოიწელა ლუკამ.
მეც აჟიტირებული გავემართე სცენისკენ და დაქალის დახმარებით ავბობღდი.
-გამარჯობები!- მიკროფონის საშუალებით ყველას მივაწვდინე ხმა და მაშინვე საჩუქრებისკენ მივბრუნდი.
-რას აკეთებ?
-ვცეკვავ კატო, რას უნდა ვაკეთებდე?!
-მიგიყვან სახლში და ნახავ რას გიზამ!- თითი დამიქნია და ორივეს ფხუკუნი აგვიტყდა.
-კარგით, გრძლედება ჩვენი საჩუქრების დარიგება! აბა, შანიძე თაკო, საჩუქარი წააცუნცულე.
-სანდრო ვართანიანი, ჩემთან მოვიდეს.
-თქვენ თუ ანბანი იცოდეთ!-დაგვჩხავლა ვიღაცამ წინა რიგებიდან.
-ვიღაცა უსაჩუქროდ რჩებაა!- უკანალი აათამაშა კატომ და დამსწრეების უმრავლებსობა გააცინა, მეც მათ შორის.

საჩუქრები ნელ-ნელა თავიანთი პატრონების ხელებში იკავებდნენ ადგილს. სრუდენტებიც თანდათანობით შეცოტავდნენ. ვეღარც ნიკას ვხედავდი და ეს ცოტათი, სუულ ცოტათი მიქვეითებდა განწყობას. საბოლოოდ ყველამ იპოვა საჩუქარი, ჩემს გარდა. მე ჩემმა სანტამ ფეხებზე ჩამომიკონწიალა. ვერ დავმალავ, მართლა გული დამწყდა. სულ რომ უბრალო, წითელი ბუშტი ყოფილიყო თავს ბედნიერად ვიგრძნობდი. თავად მივანიჭებდი რამე მნიშვნელობას, რატომ შეიძლებოდა ვინმეს ამ ბუშტის დანახვაზე მე გავხსენებოდი... მაგრამ რა გაეწყობა, ეს არც პირველი შემთხვება იყო და არც უკანასკნელი. ალბათ ერთ-ერთი მათგანის ადრესატი ვიყავი, ვისაც თითებზე ვითვლი. ნუ, ჯანდაბას!
როცა კატომ თავისი საქმე დაასრულა და რექტორისგან მადლობა მიიღო, მე, კატო, ლუკა, გიორგი და ქეთა ერთად წამოვედით. ქეთა გიორგის დაა, სამართალს სწავლობს, მეორე კურსზეა. გიორგიმ საიდანღაც დაასკვნა, რომ ქეთას ისეთი სუნამო აჩუქეს, როგორსაც კაცები ჩუქნიან საყვარელ ქალებს და ქეთას შეყვარებული თუ არა, მინიმუმ ერთგული თაყვანისმცემელი მაინც ჰყავს. ამაზე კარგად ვიხალისეთ. ჩვენ, სამივენი დედისერთები ვიყავით, მხოლოდ ამ ორს გააჩნდა ის ბედნიერება, რასაც დის ან ძმის ყოლა ჰქვია.
საბოლოოდ მხოლოდ მე და გიორგი დავრჩით. კატო და ლუკა ერთად აპირებდნენ ლუკას სახლისთვის მოსართავების შეძენას, დიდი სურვილი მქონდა მათთან ერთად დამელაშქრა სავაჭრო ცენტრი, თუმცა თავის შეკავება მოვახერხე და წყვილს არ ავეკიდე. ვფიქრობ, ნამდვილ სანტას მაინც მოვაწონებ ამით თავს. ქეთა თავის ჯგუფელებთან ერთად კაფეში აპირებდა წასვლას, ამიტომ სახლში მიიჩქაროდა. მე და გიორგი კი ყველაზე უსაქმურები ვიყავით. საახალწლოდ მორთულ ქალაქის ქუჩებში ვაპირებდით ხეტიალს.
-რქები ვინ მოგამტვრია?- გამიცინა და თავზე დამაკვირდა.
-რა რქ...ვაიმე, ჩემი რქები!-თავზე ვიტაცე ხელები და გიორგის თვალებში დავინახე როგორი საცოდავი სახე მქონდა.
-დაკარგე?
-არა, საჩუქრებს რომ ვარიგებდით მაშინ მოვიხსენი. ვიცი სადაც დევს და მივბრუნდეთ რა, გთხოვ!
-ახალი რომ ვიყიდოთ, არა, ხო?!
-აუ, არა რა გიო, გთხოვ!
-კაი ჰო, ავბრუნდეთ.
-თოვლი რომ მოდის არ გიხარია?
-მიხარია.-მხრები აიჩეჩა.
-არა, არ გიხარია.-იმედგაცრუებულმა ავიქნიე ხელი.
-ნუ ჰო, არც მიხარია, არც მწყინს. მნიშვნელობა არ აქვს, მოკლედ.
-რატომ?
-და რატომ უნდა ჰქონდეს?! ბავშვობის ასაკიდან გამოვედი კაი ხანია!
-ოჰ, ოჰ!-ტუჩები დავბრიცე, მეტისმეტად ბრძნული ფრაზის მოსმენისას.
-შენ რატომ გიყვარს ახალი წელი? აი, რა მუღამი აქვს?
-როგორ არ აქვს! აი, უკვე დეკემბერი მთავრდება ანუ, კიდევ ერთი წელი გავიდა, კიდევ 365 დღე გავიდა. ანუ სულ მინიმუმ 365 მოგონება მოაგროვე. 365ჯერ გაიღვიძე, საყვარელი ადამიანები ნახე, 365 ახალი შანსი გამოიყენე ან არ გამოიყენე, ყოველი შემთხვევისთვის მოგეცა. ზეგ ეს წელიც დასრულდება, ანუ საბოლოოდ დაესმება წერტილი ამ წელში მომხდარ ცუდ მოგონებებს, საბოლოოდ დარჩებიან წარსულში. სამ დღეში ახალი წელი დაიწყება, ახალი 365 დღე, 365 ახალი შანსი, 365 ახალი მოგონება... ეს თოვლი კი... ბავშვობაში დედა მიყვებოდა, თუ როგორი ჯადოსნურები არიან ფიფქები. ამდენი იმიტომ არიან, რომ მსოფლიოში ყველას ნატვრა მოისმინონ, თითომ - თითო ადამიანის. შემდეგ კი, როცა მზე გამოანათებს მას ამ ყველაფრის შესახებ უამბონ. როცა ისინი დნებიან, ეს ნიშნავს რომ ადამიანების ოცნებები სრულდება. ნუ გეცინება!-იდაყვი მივკარი მას.- თუ ასე შეხედავ სამყაროს, ის გაცილებით ლამაზი მოგეჩვენება. თორემ მეც ვიცი რეალურად რა - რა არის.
-ვაღიარებ, მართლა ლამაზია შენი ახალი წელი და ზოგადად, შენი სამყარო.
-ვიცი!- გავეკრიჭე და უნივერსიტეტის ეზოში შევედი.
-ნიტა, რა კარგია რომ გიპოვე!-ღიმილით ამესვეტა წინ საბა. საბა ნიკას მეგობარია. ჩემიც, მაგრამ იმისი უფრო.
-რა ხდება, საბა?- ნერვულად გამეცინა როცა მის უკან მომავალი ნიკა დავინახე და სასწრაფოდ მზერა საბაზე გადავიტანე.
-კინაღამ უსაჩუქროდ დამრჩი.
-ჰმ?-ბოლომდე ვერ ჩავწვდი რას მეუბნებოდა. იმიტომ, რომ ჩემს წინ ნიკაც იდგა, რომელიც თვალს არ მაშორებდა. -გამარჯობა ნიკა.
-გამარჯობა.-თავი დამიქნია, მერე გიორგისაც მიესალმა.
-ხომ იცი, ეგეთი ბანალურობები არ მიყვარს, იმიტომ არ დავტოვე შენი საჩუქარი მაგიდაზე. მერჩივნა პირადად გადმომეცა და თავად გამეგო მოგეწონებოდა თუ არა ის.- პატარა, კოპლებიანი სასაჩუქრე პარკი გამომიწოდა.
-მადლობა!- როგორც კი მივხვდი, რომ საახალწლო საჩუქარს ვიღებდი თვალები გამიბრწყინდა და სასწრაფოდ გამოვართვი.
-აქ გახსენი.
-კარგი.- პარკიდან ცისფერი კოლოფი ამოვიღე, შემდეგ კი გავხსენი. ის იმდენად ლამაზი იყო, იმდენად კაშკაშა! თავადაც ვგრძნობდი, რომ იმ წამს სიხარულს ვასხივებდი.
-ჯადოსნური ფიფქი! მადლობა, საბა! მართლა ძალიან დიდი მადლობა, ერთ-ერთი საუკეთესო საჩუქარია რაც კი მიმიღია!
-კარგი ახლა, ეგეთიც არ არის.- გამიცინა და ნიკას გახედა.
-არის, დამიჯერე, ჩემთვის არის! გიოს ჰკითხე თუ გინდა, ახლახანს ვარწმუნებდი რომ ფიფქები ჯადოსნურები არიან.
-ალბათ არ დაგიჯერა.
-ყველა ერთნაირები ხართ რა!- ამოვიფრუტუნე.- მაგრამ შენ მადლობა, ძალიან სწორად შეგირჩევია საჩუქარი.
-მიხარია.-ლოყაზე მაკოცა და გამიღიმა.
-კარგი, აბა ბიჭებო, მრავალ ახალ წელს!- ხელის აწევით დაემშვიდობა გიორგი, მეც თავი დავუქნიე და უნივერსიტეტის შენობისკენ წავედი.
-ჩემი აზრით, საძმაკაცოს პრობლემა აქვს.-გზაში მებუტბუტებოდა გიორგი.
-რატომ?-ინტერესით გავხედე და იმ მაგიდისკენ გავეშურე სადაც ჩემი რქები მეგულებოდნენ.
-რა რატომ, რანაირად გაკოცა!
-რანაირად, გიორგი?-გამეცინა და თან გამიხარდა სასურველი ნივთი რომ დავინახე.
-რანაირად?! აი, ლამის ვიფიქრე რომ შენი ბოსია.
-ბოსი?
-ნუ...
-კარგი ერთი, ნუ მაიმუნობ რაღაცას. საიდან იგონებთ ასეთ რამეებს შენ და კატო?
-გოგო, რომ გელაპარაკები არ მისმენ?!
-რას მეუბნები ვერ ვიგებ.
-საბამ გაკოცა, სხვანაირად გაკოცა, ეს კი იმ მეორეს არ ესიამოვნა.
-რაა?!- მთელი გულით გადავიკისკისე. -გიორგი, გეფიცები, კატოს გაასწარი! ბიჭო, ეგ მე მომწონს ნიკა, იმას სულ არ ვაღელვებ.
-კაი, ეგრე იყოს.
-იყოს.-რქები თავზე დავიმაგრე, გიორგის ხელკავი გამოვდე და ერთად წავედით რუსთაველის გამზირისკენ.
****
-დედაა, მამაა, მოვედი!
-მოდი ნიტ, აქეთ ვართ!- სამზარეულოდან გამომძახა დედამ. მეც პირდაპირ მათკენ გავეშურე. ძალიან სასაცილო დასანახი იყო, როგორ ცდილობდა მამაჩემი ნიგვზისა და ბადრიჯნისგან რაიმე საჭმლის მსგავსი მოემზადებინა.
-შენზე უნიჭო მზარეული თუ სადმე მენახოს, მე ვიყო ვირთაგვა!- დავცინე მშობელ მამას.
-კუდიანის ხმა შენც გესმის, დეა?!
-სხვათაშორის, მაგ კუდიანმა დღეს ძალიან ბევრი საჩუქარი დაარიგა და ხალხი გაახარა.- დასაწურად მომზადებული ფორთოხალი გავაქრე მაგიდიდან.
-და ხელები თუ დაიბანა?-წარბი ამიწია დედაჩემმა.
-კი.
-არა!
-კარგი ჰო, დავიბან და მოგეხმარებით.
-ეგ რაღაც ბუმბულებიც გაიხადე და ადამიანურად მოდი აქ.
-ბუმბულები სად უპოვე ახლა ამას?- უკმაყოფილო მზერა ვტაცე მამაჩემს.
-მიდი, მიდი, ნიგვზიანი ბადრიჯანი გაქვს გასაკეთებელი.

ჯერ სააბაზანოში შევედი, ხელ-პირის დასაბანად, მაგრამ თბილი წყალი გაყინულ კანზე იმდენად მესიამოვნა, ვეღარ ვწყდებოდი, სანამ მამაჩემმა არ შემომინგრია კარი და გვერდით დამიდო. მერე ტანსაცმელი გამოვიცვალე. ელფის ფორმიდან - კურდღლის კომბინიზონში გადავძვერი. ფუმფულა ჩუსტებიც ამოვიცვი და კატოსთან ვიდეოზარიც განვახორციელე.
-სად ხარ, რას შვრები?
-სახლში მომაბრძანა რომეომ, შენ?
-მე სამზარეულოში მივდივარ, ოჯახობას უნდა მივეხმარო.
-აი, ასეთი კარგი გოგო როგორ გა...ოხ, ბიძას ვეჭიდავე დათიკო!- ხელი დაუქნია მამაჩემს
-მეც გეჭიდავე კატო.- ნიგვზიანი ხელი აუწია მამაჩემმაც.
-ხო, რა ვამბობდი... ასეთი კარგი გოგო როგორ დაგტოვა სანტამ უსაჩუქროდ.
-არ დავუტივებივარ. მერე მე და გიო ავბრუნდით უკან, რქები დამრჩა. ჰოდა ეზოში შეგვეფეთნენ ნიკა და საბა.- არ გამომოპარვია როგორ ცქვიტა მამაჩემმა ყურები.-ჰოდა საბამ ბანალურობები რომ არ მიყვარს ხომ იციო, იმიტომ არ დავტოვე მაგიდაზე შენი საჩუქარიო, მერჩივნა პირადად გადმომეცაო.
-კარგი ერთიო!-დაიჯღანა კატო.- ეგენი შენს ძმაკაცს ასწავლეო, ვერ უთხარი?!
-რა შუაშია?!-თვალები დავუბრიალე და მივახვედრე, რომ მშიბლებიც მისმენდნენ.
-რა ვიცი, უცებ ამეშალა ნერვები. ხო, მერე რაო, რა გაჩუქა?
-საჩუქარი მართლა მომეწონა, მოიცა მოგიტან განახებ.- ოთახიდან ყელსაბამით დავბრუნდი და კამერის წინ ავაფრიალე. - ხო ლამაზია?!
-მაგან საიდან იცის ფიფქების ამბები?
-არ იცოდა, ისე მიყიდა.
-ლამაზია, ნუ შენთვის უფრო ლამაზი იქნება მჯერა.
-ჰო, კამერაში კარგად არ ჩანს.
-ნიტუ, მაღაზიაში ჩავდივარ მაიონეზის ყიდვა დამავიწყდა. შენ ეს სტაფილო და კარტოფილი დამიჭერი ლამაზ კუბიკებად და მაგას რომ მორჩები ნამცხვრის კრემისთვისთვის მარგარინი შემილღვე. გამარჯობა კატო. -ჩამომირაკრაკა დავალებები და შემდეგ კამერაში ჩემს დაქალს დაუქნია ხელი.
-წავიდა?
-ჰო.
-გოგო,-კამერასთან ახლოს მოიწია და ეშმაკურად ჩაიღიმა.-ნახე რა დავითრიე 31ის ღამისთვის.- წინ ამიფრიალა წითელი, მაქმანებიანი თეთრეული.- შავებიც ვიფიქრე, მაგრამ ამაში უფრო ... რა გაცინებს ნიტა?- სასოწარკვეთილმა ჩამოყარა მხრები. - მე და გადაბჟირებული მამაჩემი სიცილით ვაკვდებოდით ერთმანეთს.- ხვდები ახლა როგორ მრცხვენია?- აწითლებული, სატირლად მომზადებული სახით მიყურებდა ეკრანიდან.- როგორ ჩავხედო კაცს თვალებში? ნიტა ამოისუნთქეეე!
რამდენიმე წამი ისიც კი ვიფიქრე ახალ წლამდე ორი დღით ადრე გარდავიცვლები მეთქი, ამაზე კი უფრო მეტად გადავბჟირდი და ვგრძნობდი, რომ უკვე საკმარისზე მეტხანს ვიყავი უჟანგბადოდ. ბოლოს როგორღაც ამოვისუნთქე და ალუღლუღებულ მამაჩემზე თავიდან ამიტყდა სიცილი. კატომ გაგვითიშა. მაგრამ მე და მამაჩემს ერთმანეთის სიცილზე კიდევ უფრო გვეცინებოდა და მთელს უბანში ჩვენი სიცილის ხმა ისმოდა. ბოლოს როგორც იქნა დავწყნარდით. შიგადაშიგ წამოგვივლიდა ხოლმე, მაგრამ გადაბჟირებამდე არ მიგვდიოდა საქმე. როცა ბოსტნეულიც დავჭერი და კრემიც ამოვიყვანე გაბუტულ დაქალს დავურეკე. ვიცოდი რომ აუცილებლად მიპასუხებდა. იმიტომ, რომ ამაზე შეთანხმებულები ვართ. როგორი ნაწყენებიც არ უნდა ვიყოთ, ზარებს აუცილებლად ვპასუხობთ.
-ჰა, ვარ თუ არა პანტერა?!- წითელ თეთრეულსა და გამჭირვალე ხალათში გამოწყობილი ტრიალებდა კამერის წინ.
-არ გამებუტე?
-რა შენი ბრალი იყო, ენას კბილი ვერ დავაჭირე.
-ჩემო ვეფხვო! ხომ იცი, მამაჩემი როგორია. არ შეგრცხვეს, დაი*იდე, დაავიწყდება.
-ვიცი ჰო. და ლამაზია მეთქი ესენი?
-კარგია კი. მაგრამ ვის რაში ადარდებს ეგენი მაგ დროს.-გავეკრიჭე დაქალს.
-შე ნამუსგარეცხილო, რა იცი ვის როდის რა აღელვებს?!
-ხომ იცი როგორი გამოცდილი ვარ ეგეთ საკითხებში.
-მე მაპატიეთ, განა ამის დავიწყება მეპატიება?!
-იმედია არ გვისმენენ, მართლა უკანასკნელი ქალი ვეგონები ვინმეს.
-უნდა გავთიშო, ჩავიცვა და ცოტა დედაჩემს მივეხმარო.
-კარგი მიდი, გაკოცე.
-მეც.
*****
ფანჯრის რაფაზე შემომჯდარი, ლეპტოპში ძველ ფოტოებს ვათვალიერებდი. ყოველი წლის ბოლოს ასე ვიქცევი. რადგან, საკუთარ თავს შევახსენო, რომ ყველაფრის მიუხედავად, იქნება ეს მცირედი წარუმატებლობა თუ უგუნებობა, მე უამრავი მიზეზი მაქვს იმისთვის, რომ ვიყო ბედნიერი. თითოეული დაჭერილი წამი, მახსენებდა თუ როგორი ბედნიერი ვიყავი იმ მომენტში, როგორი აღელვებული ან თუნდაც გაბრაზებული. მე კიდევ ერთი წელი ვიცხოვრე. ჩემს მეხსიერების არქივს, მთელი ერთი წლის მოგონებები მიემატა. ვათვალიერებდი სურათებს და ღიმილი არ მშორდებოდა სახიდან. თავიდან მიხაროდა კატოს დაბადების დღე, თავიდან მიხაროდა გიორგის ახალი მანქანა, ახლა უკვე მეცინებოდა ჩემს გაბრაზებულ სახეზე აზელილი ნაყინის დანახვისას... რაც არ უნდა მომხდარიყო ჩემს ცხოვრებაში, მე კიდევ ერთი ბედნიერი წელი მქონდა და ახალ წელს კიდევ უფრო ბედნიერი ვხვდები, მხოლოდ იმიტომ, რომ მე მყავს გვერდით ის ადამიანები, ვისთან ერთადაც შვიქმნი მოგონებებს და ეს საკმარისია.
სურათების თვალიერებას და ჩანაწერების კითხვას რომ მოვრჩი თავი დაორთქლილ მინას მივადე და ეზოში გადავიხედე. ნაცნობ სილუეტს მოვკარი თვალი და მაშინვე დენდარტყმულივით ჩამოვხტი ფანჯრის რაფიდან. სასწრაფოდ ჩავიცვი და მაღაზიაში ჩასვლის მიზეზი მოვიფიქრე. წითელი სანთლები გვჭირდებოდა, სასწრაფოდ! მერე რა, რომ ყოველ წელს უამრავს ვყიდულობ და ჯერ კიდევ გვაქვს შემორჩენილი წინა წლების, გამოუყენებელი სანთლები?! ქურთუკიც სწრაფად მოვიცვი, ფეხსაცმლის თასმები კიბეებზე შევიკარი და გარეთ დამშვიდებული ნაბიჯებით გავედი. ნიკა პარკის მხარეს მიდიოდა, ეს მაწყობდა, იმიტომ რომ თუ გზას გადავჭრიდი, პირდაპირ შევეჩეხებოდი. ასეც მოვიქეცი. აღელვებისგან რას მოვიმოქმედებდი არ ვიცოდი, ამიტომ ტელეფონში ჩაძრომა გადავწყვიტე. შემდეგ აღმოვაჩინე რომ ტელევიზორის გადამრთველი იყო და ვიდრე სირცხვილისგან თავი მომეჭრებოდა, ჯიბეში ჩავიჩურთე და მტერს თავაწეული ვეკვეთე.
-ვა, ნიტა.
-გამარჯობა, ნიკა.
-საით გაგიწევია?
-მაღაზიაში, სანთლები დამაბარეს. შენ?
-რავი, სახლში.
-კარგია.- თავი დავუქნიე და გვერდი ავუარე.
-ვასოს მაღაზიაში თუ მიდიხარ დაკეტილია.
-ვიცი ჰო, ამ დროს სულ კეტავს.
-ქვედა უბანში არ გეშინია? რა ვიცი, თუ გინდა გაგაცილებ.
-არ მეშინია.
-დაი*იდე, ვილაპარაკოთ რამეზე.
ვაიმე! ნეტავ რა ჯანდაბაზე უნდა მელაპარაკა. არა, განა პირველად ხდებოდა მსგავსი რამ. არაერთხელ ჩავუცილებივარ ქვედა უბანში და არაერთხელ გვისაუბრია, ბევრჯერაც გვიკამათია, მაგრამ ახლა საკუთარი თავის ძალიან მრცხვენოდა. რას ჩამოვდიოდი საერთოდ!
-აბა?
-რა აბა?
-მოგეწონა საჩუქარი?
-საბას საჩუქარი?
-ჰო, საბას საჩუქარი.
-კი, არ მეტყობოდა?!-გამეცინა საკუთარი თავის გახსენებაზე და ლოყები წამომიხურდა.
-დღეს ძალიან საყვარელი იყავი.-ღიმილით გამომხედა და იქვე დაუსვა ჩემს ცხოვრებას წერტილი.
მოვითხოვ, აეკრძალოთ ბიჭებს, მათზე შეყვარებული გოგოებისთვის ასეთი კომპლიმენტებისა და ღიმილის მიძღვნა!
-მადლობა. შენ რა გაჩუქეს? ნუ, თუ საიდუმლო არაა.
-ჩემი სანტა საბა იყო, მან კი ისეთი რამე მაჩუქა, რომ თუ ამას გეტყვი, ცხოვრებაში ვეღარასდროს შემოგხედავ თვალებში.-გაიცინა და ჯიბეებში ჩაიწყო ხელებში.
-ახლა დამაინტ...მოიცა, შენი სანტა თუ საბა იყო, მაშინ ჩემი სანტაც საბა როგორ იყო?-გავჩერდი და ინტერესით მივაჩერდი.
-ვინ საბა?-დაბნეულმა შემომხედა.
-რა ვინ საბა?
-რა რა ვინ საბა?
-ნიკაა!
-ჰა.
-ბავშვს ვგავარ?!
-კი.-დარწმუნებით დამიქნია თავი.
-სულელ ბავშვს?
-ხანდახან.
-აჰა, ესე იგი სულელ ბავშვს ვგავარ!
-ახლა არა.
-აბა როდის?
-მაშინ.
-ო, თავი დამანებე!
-უი, რა უნდა მეკითხა...-გაჩერდა და მეც გამაჩერა.
-რა, აბა?!
-მაშოს იცნობ ხო შენ?
-მაშო... შენგელიას?- ერთადერთი, ვინც მახსენდებოდა, ყოფილი, ე.წ დაქალი იყო. თუმცა უცნაურად მეჩვენებოდა ნიკასგან მისი მოკითხვა.
-ჰო, მგონი, არ ვიცი ზუსტად რა გვარია.
-კი, ვიცნობ. რატომ მეკითხები?
-და ურთიერთობაც გაგიფუჭდათ ხო?
-ნუ... და რა ხდება?
-არის რა რაღაც პონტები მაგასთან, რამდენიმე დღის წინ გახსენა და დავაზუსტე.
ძალიან მინდოდა მეკითხა, ან საიდან იცნობდა, ან თუ იცნობდა ასე როდის დაუახლოვდა, რომ მასთან ჩემზე საუბრობს ქალბატონი. ან საერთოდ რა უთხრა ჩემზე, ასე რომ ინტერესდებოდა, თუმცა რა თქმა უნდა ამ ყველაფერს არ ვკითხავდი და საკუთარ თავს ინტერესით გარდაცვალებისთვის გავწირავდი.
-გასაგებია.
-ხასიათი გაგიფუჭდა?- ინტერესით დამაკვირდა სახეზე.
-არა. შევალ მე, თუ გინდა წადი, ჩემით ავალ.
-დაგელოდები.- კედელს მიეყრდნო ზურგით და თავით მანიშნა შედიო.
-მაშინ ბარემ შემოდი, გათბები.
-ნწ, შედი.

მაღაზიაში შევედი. თავმოჭრილი ქათამივით დავხეტიალობდი ვიტრინებს შორის. ხან ტკბილეულს დავავლე ხელი, ხან რვეულებს, თუმცა მერე გამახსენდა რისთვის ვიყავი იქ და ყველაფერი ადგილზე დავაბრუნე. წითელი და ვერცხლისფერი სანთლების შეკვრა ვიყიდე და ცოტა კიდევ გავწელე დრო. სათამაშოების განყოფილებაში სანტას ქუდს მოვკარი თვალი. ძველები უკვე შელახულები იყვნენ, ამიტომ ახალი მჭირდებოდა. ვიფიქრე, ნიკასაც ვუყიდი, რამე მაინც ექნება რაც ჩემს თავს გაახსენებდა, თუმცა ვიცოდი რომ მას მსგავსი რაღაცები არ უყვარდა. მაგრამ მაინც მინდოდა მისთვის რამე მეჩუქებინა. ბოლოს ფუმფულა, საახალწლოდ ჩაცმული სათამაშო წიწილა ვუყიდე. სალაროსთან თანხის გადახდის შემდეგ სანტას ქუდი ჩამოვიმხე თავზე და მაღაზიიდან გავედი.
-ნიტა, გავიყინე!- ხელებს იორთქლავდა და კანკალებდა.
-ბოდიში.-მიუხედავად იმისა, რომ შემეცოდა, მაინც ძალიან სასაცილო იყო მისი ასე დანახვა.- თუ ამით გამოვისყიდი, დაგითმობ.- “საჩუქარი” გავუწოდე სიცილით.
-ეს რა არის?-ხმით გაეცინა და გამომართვა.
-შიშილა.
-შიშილა?
-ჰო, შიშილა დავარქვათ.
-კაი, დავარქვათ.
****
გზაში სალაპარაკო თემა გამოგველია. ჯიბეში ხელებჩაწყობილები და თავდახრილები მივუყვებოდით თოვლიან გზას.
-რაღაცას გკითხავ...-მოულოდნელად შეჩერდა და ფიქრებში წასული გამომაფხიზლა.
-ჰო.
-მაშო როგორი გოგოა? ანუ... მე ცოტა უცნაური მეჩვენება, მაგრამ შენ იცნობ და...
-თითქმის ერთი წელი გავიდა, რაც მასთან ურთიერთობა გავწყვიტე, ამიტომ არ ვიცი ახლა როგორია. მაგრამ როცა ურთიერთობა მქონდა კარგი ადამიანი იყო, შეცდომების მიუხედავად.
-კარგი ადამინი ჩანს, მაგრამ რაღაცნაირია რა.
-და მე რატომ მიყვები? ნიკა, მისმინე, თუ ვიღებ იმ გადაწყვეტილებას, რომ ადამიანის ჩემს ცხოვრებაში არსებობას წერტილი უნდა დავუსვა, ესე იგი ამაზე ძალიან დიდი ხნის განმავლობაში მაქვს ნაფიქრი და როცა რაღაცას ვამთავრებ, მას სამუდამოდ ვტოვებ წარსულში. ერთ-ერთი მათგანია მაშოც. მისგან მოგონებების გარდა არაფერი დარჩა ჩემს ცხოვრებაში. არ ვიცი რა სახის ურთიერთობა გაქვს მასთან, მაგრამ თუ რამე გაინტერესებს მას ჰკითხე, მის გარშემომყოფებს ჰკითხე, მაგრამ მე - არა.
-კარგი, ბოდიში შენი გაღიზიანება არ მინდოდა.
-მადლობა ნიკა, შეხვედრამდე.- სადარბაზოში შევედი, თუმცა კიბეებთან გამაჩერა.
-მოიცა... უბრალოდ მინდოდა შემომეთავაზებინა, რომ ჩვენთან ერთად წამოსულიყავი კამპინგზე, მაშოც იქ იქნება... მაგრამ როგორც ვხვდები არასწორი ნაბიჯი იქნება შენი წაყვანა.
-ჰო, არასწორი იქნება.
-კარგი, კარგ საღამოს გისურვებ.
აღარაფერი მითქვამს, გამივბრუნდი და საფეხურები ავირბინე. თავს ძალიან ცუდად ვგრძნობდი. ეჭვებით ვიყავი სავსე და ეს ეჭვები გულს ძალიან მტკენდნენ. სანთლები სამზარეულოს მაგიდაზე დავტოვე და ჩემს ოთახში შევედი. წელიწადის განმავლობაში, ყოველთვის, ერთხელ მაინც დგებოდა ის დღე, როცა ელფი ნიტა თავს ძალიან მოწყენილად გრძნობდა. როცა მას მარტო ყოფნა სურდა და არ იყო ელფობის ხასიათზე. 29 დეკემბერიც ის დღე იყო. იმის სურვილიც კი არ მქონდა, რომ კატოსთვის დამერეკა, ყველაფერი ჩამომერაკრაკებინა და ერთად გამოგვეტანა დასკვნები. ერთადერთი დასკვნა, რაც გამოვიტანე, იყო ის, რომ ნიკაც წარსულში უნდა დამეტოვებინა, ამ წელს მაინც....

****
30 დეკემბრის დილას ლუკას სახლში ვიყავი “გამომჯდარი” და მეგობრებს ჩემი უხასიათობის მიზეზს ვუყვებოდი. მათგან ყველამ იცოდა ჩემი პლატონური სიყვარულის შესახებ და წლების მანძილზე ერთგულად მიცხადებდნენ თანადგომას.
-აი, ტიპი არ გეშვება რა! გულში გიზის და რამდენი ვინმე შეგიყვარდება, დგას და გწაპნის.-ქოთქოთებდა კატო.
-რატომღაც მგონია, რომ აქ მაშო არაფერშუაშია.- წვერზე ხელი ჩამოისვა გიორგიმ.
-რანაირად არ გგონია, გიო? სულ ათი წუთით გაისეირნეს და შვიდი წუთი მაშოზე ელაპარაკა, რანაირად არ გგონია?
-კარგი ახლა, ეგრეც არ იყო!- გამეცინა.
-რა მნიშვნელობა აქვს, პანიკიორობთ უაზროდ! გოგო რომ მომეწონოს რა ლოგიკით უნდა მივიდე მის ყოფილ დაქალთან, რაღაცების გასარკვევად? თან ძაან ელემენტარული კითხვები დაუსვამს. თუ გოგო მოსწონს, ესეიგი, ლოგიკურად, უკვე იცის რომ “კარგია”. მზრუნველი დედიკოს საქციელი უფროა ეგ, სარძლოზე რომ უნდა ინფორმაციების მოძიება სამეზობლოში. პირადად ჩემი აზრით, ნიკას მაშო არ მოსწონს.
-მე ჩემს ძმას ვეთანხმები.-დივნის საზურგეზე ჩამოჯდა სალომე.
-მეც ვეთანხმენი.-მხრები აიჩეჩა ლუკამ.- ვის ვინ მოსწონს არ ვიცი მაგრამ თქვენ უაზროდ პანიკიორობთ.
-მაგ ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, გითხრა რომ შენს წაყვანას აპირებდა სადღაც ჯანდაბაში. მაშო თუ მოსწონს, შენ რა შუაში ხარ?!- ახალი თავსატეხი გამოძებნა სალომემ.
-იქნებ უნდა რომ საეჭვიანოდ წაიყვანოს?! რა, გამორიცხულია?
-კი, კატო, გამორიცხულია.-თავი დააქნია გიომ.- იმიტომ, რომ ზემოთხსენებულს ნიტასთან ისეთი ურთიერთობა არ აქვს, რომ ეს დაიხმაროს გოგოს დასაკერად. და ამავდროულად მინდა გაცნობო, რომ ბიჭები განვვითარდით და ეგეთი გზები ზედმეტად გვებანძება.
-აბა მართლა სად მივყავდი, ცოტა ვერაა ხო ეგ?!
-იდეა მაქვს!- დივნიდან წამოხტა სალომე.- გავარკვიოთ სად აპირებენ წასვლას და ჩვენც იქ წავიდეთ. ოღონდ ვითომ დაემთხვა, რას გაიგებენ? ნიტასთვის არ უთქვამს სად მიდიოდნენ, ამიტომ ნიტაზე ეჭვს ვერ მიიტანენ.
-იიი ჭკვიანო, რომელი FBI მე მნახე, რომ გავიგო სად მიდის ნიკოლოზ ასანიძე თავის სასტავთან ერთად.
-ეგ მე მომანდეთ!- გაიჯგიმა კატო და ტელეფონი მოიმარჯვა ხელში.
-ე, აბა ახლა გაჩერდით! ვერ გაიგეთ მე რა ვთქვი?! ამ წელს უნდა გავაყოლო ვაჟბატონი ნიკა მეთქი და თქვენ მთავაზობთ რომ მომავალი წლის პირველივე დღეები მის დევნაში გავატარო? არა ბატონო, არ მჭირდება! - საიდან მოვიტანე ამხელა თავდაჯერებულობა წარმოდგენა არ მაქვს, თუმცა ცხადია ჩემი მეგობრები ჩემმა სიტყვებმა ყბადაღებული დატოვა, მე კი მათ მზერას კვლავ მთელი თავდაჯერებულობით ვუსწორებდი თვალს. რეალურად კი გონებამ და გულმა ცივი ომი გამოუცხადეს ერთმანეთს. გონება მკარნახობდა რომ სწორად მოვიქეცი, რადგან პირველად ვთქვი უარი მასთან ყოფნაზე და პირველად გავიხსენე საკუთრი თავმოყვარეობა, რომელიც ამდენი ხნის მანძილზე ძალიან იშვიათად მახსენდებოდა ხოლმე. აი გულმა კი ცრემლები გადმოყარა. ამდენი ხნის ტრფობას, იმ პატარ-პატარა მოგონებებს, რომელსაც შესაძლოა ნიკასთვის ფასიც კი არ ჰქონდა წყალს ვატანდი, თუმცა გონება ისევ მიმეორებდა, რომ ეს ასე უნდა ყოფილიყო. მეც გონებას დავუჯერე და კატოსა და სალომეს მიერ გადარწმუნების მცდელობებს კვლავ შემართებით შევეწინააღმდეგე.
-ვამაყობ შენით.-წარბებაწეული, კმაყოფილი მზერით მიქნევდა თავს გიო.
-ესე იგი დარწმუნებული ხარ?!-ეჭვის თვალით მიყურებდა სალომე.
-ბაკურიანში მიდიანო.- ტელეფონის განათებული ეკრანი აგვიფრიალა ინფორმატორმა.
-აღარ გვაინტერესებს, კატო. მორჩა ნიკა.
-და ისე რო წავიდეთ? ოღონდ, მართლა ჩვენს პონტში.
-მე არ მინდა.- ზუსტად ვიცოდი, რომ მისი ამ შემოთავაზების მიზეზი იგივე იყო. მომენტალურად მომედო მთელ სხეულზე ბრაზი, ერთიანად ამეშალა ნერვული სისტემა და ვფიქრობ, ეს სახეზეც და ხმაზეც დამეტყო.
-არ გინდა და ნუ გინდა! გეგონება მე მეხალისება წლობით და თვეობით შენი ასეთ მდგომარეობაში ყურება!
-ასეთ მდგომარეობაში? რომელ მდგომარეობაში, კატო?! ერთხელ მაინც მიგრძნობინებია შენთვის, რომ ამ უაზრობის გამო შინაგანად დანგრეული მაქვს ყველაფერი? არანაირი მდგომარეობა არ არსებობს, ერთადერთი რის გამოც იქ წასვლა გინდა გართობაა და ეს სულაც არ ნიშნავს იმ გართობას, რომელიც მხოლოდ “ჩვენს პონტს” მოიცავს. ხომ შეიძლება ერთხელ მაინც სცე ჩემს გადაწყვეტილებას პატივი ისე, რომ არ შემეწინააღმდეგო?!
-თქვენ ხო არ აფრენთ, რაზე ჩხუბობთ?!-გაოცებული ჩაგვერთო გიორგი.
-ხვდები ახლა რა მითხარი?-აცრემლებული თვალებითა და წაშლილი სახით მიყურებდა ბავშვობის მეგობარი.
-ვხვდები კატო და ეს მართლა ასეა! რეალურად არც ერთმა არ იცით რას ვგრძნობ, იმიტომ რომ ამაზე არც გელაპარაკებით, არ გაბეზრებთ თავს.
-და შენ გგონია, თუ არ მეუბნები, მე ვერ ვხვდები?! შენი ჯგუფელი მაიკო ხომ არ გგონივარ? ან თაკო.... ნუ კარგი, რაღა მნიშვნელობა აქვს, რაც გასაგები იყო გავიგე. თურმე შენს თვალში ზემოთხსენებულების ფასიც კი არ მაქვს. თურმე შენი ასეთი მდგომარეობის, რომლის აზრზეც არ ვყოფილვარ, მხოლოდ საჩემოდ და გასართობად გამოყენება მინდა. თურმე იმდენად საზიზღარი ადამიანი ვარ, რომ შემიძლია ჩემი ბავშვობის მეგობრის გრძნობებით ვითამაშო და ამისგან სიამოვნება მივიღო... საღოლ ნიტა, უკეთესს ვერაფერს მოვისმენდი შენგან.
-მე ეგრე არ მითქვამს.- ვხვდებოდი რომ უკვე ზედმეტად ვტოპავდით და ეს გულს ძალიან მტკენდა.
-მაგრამ იგულისხმე.
-არც მიგულისხმია, ეგრე გაიგე.
-ხო, შენს ნათქვამსაც ვეღარ ვიგებ.
-ეგრე გამოდის. ბედნიერი ახალი წელი!-ზურგჩანთას ხელი დავავლე და უკანმოუხედავად გამოვედი სახლიდან.

*****

დაღლილობის დღეები - დღეები, როცა ელფი ყველაფრისგან დაღლილი და ემოციურად გაუწონასწორებელია. როგორც წესი, ამ დაგროვილ ნაგავს სხვებზე და მითუმეტეს უახლოს მეგობრებზე არასდროს ანთხევს, მაგრამ მაშინ რა მომივიდა წარმოდგენა არ მაქვს. იმდენად მოულოდნელად დატრიალდა ყველაფერი, იმდენად სწრაფად აღვივსე ბრაზით რომ რა სიბინძურეც ოდესმე გულში გამივლია ყველაფერი ამოვანთხიე და მერე ვიტირე. ძალიან, ძალიან დიდხანს ვიტირე. გულს მტკენდა ის ფაქტი, რომ ახლა ყველაფერი შეიცვლებოდა. რაც არ უნდა ყოფილიყო, არ აქვს მნიშვნელობა იმას, შევრიგდებოდით თუ არა - ძველებურად აღარაფერი იქნებოდა. სამუდამოდ დაგვიტოვებდა ეს სიტყვები კვალს და თუ კი ოდესმე ნაკლებად სასიამოვნო სიტუაცია შეგვექმნებოდა, ორივეს ერთმანეთისთვის გამეტებული ბასრი სიტყვები ამოგვიტივტივდებოდა თავებში და სიმწრითაც ჩაგვეცინებოდა. რაც არ უნდა ყოფილიყო, ჩვენ ძველი ნიტა და კატო ვეღარ ვიქნებოდით და ეს ყველაზე, ყველაზე საშინელი ცვლილება იქნებოდა ჩემში.
სიყვარული, რომელსაც წლები და მრავალწლიანი მეგობრობაც შევალიე, ერთიანად უნდა მომესროლა წარსულში და ესეც ერთ-ერთი საშინელი ცვლილება იქნებოდა, რომელიც კარზე მომდგარი ახალი წლისთვის მელოდა.
და მესამე საშინელი ცვლილება, შეგვიძლია გადატრიალებაც ვუწოდოთ, რაც ჩემში მოხდა იყო ის, რომ ახალი წლის მოსვლა აღარ მიხაროდა! ყველაფერს დავთმობდი, წარსულში დაბრუნება რომ შემძლებოდა. აღარ მინდოდა ახალი წელი, თანაც ისეთი, როგორიც მელოდა. უმეგობრო და უსიყვარულო... აღარ მინდოდა 365 ახალი შანსი, მათ დაუფიქრებლად დავთმობდი, ოღონდ იმ დღის ჩვენი ცხოვრებიდან ამოშლის შესაძლებლობა მომცემოდა. თუმცა ეს ხომ წარმოუდგენელია, წარმოუდგენელია რადგან მსგავსი ზებუნებრივი ძალები და ჯადოქრობები არ არსებობს. აღარც ახალი წლის სასწაულების მჯეროდა და აღარც ძველის. პირველად გავუსწორე თვალი რეალობას და ეს ღრუბლებიდან ბეტონის იატაკზე დანარცხებას ჰგავდა, შენი ტყაპანის ხმა მთელს ქვეყანას რომ მოედება.
ფანჯრის რაფაზე ვიყავი შემომჯდარი. მოკეცილ ფეხებზე მქონდა ხელები შემოხვეული, თავი მუხლებზე მედო და ლამპიონით განათებულ ქუჩას გავცქეროდი.
-ცხელი შოკოლადი მოგიტანე, ნიტ. - თბილი მზერით გამომიწოდა დედაჩემმა ჭიქა. ვერც კი გავიგე როდის შემოვიდა. - რაც არ უნდა ხდებოდეს, გჯეროდეს რომ გამოსწორდება. მთავარია მოინდომო, ეცადო, არ დაიღალო და აი ნახავ, ყველაფერი ისე დალაგდება ვერც კი შეამჩნევ. თან ნახე, თოვა დაიწყო, ინატრე და გჯეროდეს, რომ აგისრულდება!
ორივე ლოყაზე ნაზად მაკოცა და ოთახიდან გავიდა. მე ისევ ავტირდი, რადგან როცა ვხედავდი, როგორ მედგნენ გვერდში ჩემი საყვარელი ადამიანები, როგორ უსიტყვოდ ესმოდათ მათ ჩემი, გული მიჩუყდებოდა. ჭიქა ტუმბოზე გადავდე და მუხლებზე ჩახუტებული სუსტი ხმით ავტირდი. ფანჯარაზე მოკრულ, თითქმის წყლად ქცეულ ფიფქებს დავაბარე წარსული დამიბრუნეთ მეთქი და მერე უბრალოდ სივრცეს ვუყურე. მიუხედავად იმისა, რომ მათი ძალის იმდენად აღარ მჯეროდა, მაინც ყველაფერი მათ მივანდე და თავს მოდუნების საშუალება მივეცი. საწოლში ემბრიონის ფორმაში დავწექი და კატოს ნაჩუქარ, სათამაშო ბაჭიას ჩავეხუტე, რომელსაც წლებია ჩემთან ერთად სძინავს. და იმ ღამით პირველად მივაქციე ინ ფაქტს ყურადღება, რომ ის კატოს ნაჩუქარი იყო. ამ ხაზგასმამ გული მატკინა და ისევ ცრემლების მორევში ჩამძირა. ოდესღაც ჩამეძინა კიდეც.


********
31 დეკემბრის დილა უცნაურად დაიწყო. თითქოს ყველაფერი ძველებურად იყო, მაგრამ თან არც იყო. დილის ცხრა საათზე მამაჩემი სანტას ქუდითა და თეთრი, ხელოვნური წვერით ოთახში შემომივარდა და საახალწლო მუხტები გამიცვალა, ეცადა მაინც. საჩუქარიც მიძღვნა, შუბლზე მაკოცა და მარტო დამტოვა. ამჩნევდა, რომ ყველაფერი რიგზე არ მქონდა, თუმცა არ იმჩნევდა. საწოლიდან არც კი ავმდგარვარ, საახალწლო ორნამენტებით გაფორმებული ქაღალდი ყუთს შემოვხსენი და სევდიანად გავუღიმე ჩემსავე იდენტურ თოჯინას, თუ კი შეიძლება ეს ასე ითქვას. მწვანეთვალება, წაბლისფერ თმიანი, რბილი თოჯინა იყო. ნაკვთები ჩემნაირი ჰქონდა, თმაც. თუმცა ის ელფის ფორმაში იყო გამოწყობილი, თავზე ირმის რქები ედგა და ბედნიერი იღიმოდა. მე კი საწოლში ვიწექი და განძრევის სურვილიც კი არ მქონდა, მინდოდა რომ მთელი დღე თბილ საბანში გახვეულს, უსიტყვოდ გამეტარებინა. ყვირილით გავძახე მშობლებს და მადლობა გადავუხადე. შემდეგ კი კვლავ ბალიშზე დავაბრუნე თავი და ტუმბოზე დაგდებულ ტელეფონს გავხედე. მიუხედავად იმისა, რომ ვიცოდი იქ არაფერი დამხვდებოდა ისეთი, როგორიც მე მინდოდა, მაინც მოვძებნე გაუხსნელ შეტყობინებებში კატო. თუმცა ის არსად იყო. განადგურებულმა ტელეფონი გავთიშე და უჯრაში დავაბრუნე. ბალიშზე ჩახუტებულმა ზმუილი ძლივს მოვასწარი და ცხოვრებაში პირველად, ახალი წლის დილას ცრემლები გადმოვყარე. ტირილში ჩამეძინა კიდეც.
**
მამაჩემის ხმამ მაიძულა სიზმრებისთვის ზურგი მექცია და რეალობას დავბრუნებოდი.
-ნიტ, სამი საათია უკვე, მამი.
-მერე?-ბალიშში ჩავმალე სახე.
-არ უნდა ადგე? დასიებული თვალებით ხომ არ შეხვდები შენს დღესასწაულს?!
-...
-ნიტა, შემომხედე.-თავისკენ გადამაბრუნა და მაიძულა თვალი გამესწორებინა. ძლივს შევიკავე თავი, რომ ისევ არ დამეხუჭა თვალები და ტკბილ სიზმრებში არ გავქანებულიყავი.-ვიცი, რომ რაღაც რიგზე ვერ გაქვს, მითხარი და იქნებ მოვაგვაროთ.
-არ მინდა რა, გთხოვ! - ვგრძნობდი, როგორ მევსებოდა თვალები ცრემლით.
-მაშინ ადექი და მოვემზადოთ, შენ რომ გჩვევია ისე.
-კაი გადი და გამოვალ... ნუ მიყურებ ეგრე, მართლა გამოვალ.-გამეცინა მის ეჭვნარევ მზერაზე. საბოლოოდ ოთახში მარტო დამტოვა და მეც საწყისს პოზიციას დავუბრუნდი.
ნეტავ, მხოლოდ მე განვიცდიდი ასე?! იქნებ დანარჩენებს ასეთი დიდი მნიშვნელობა არც კი მიენიჭებინათ ამ ამბისთვის... უჯრიდან ტელეფონი ამოვიღე და ჩავრთე. უამრავი შეტყობინება მოვიდა სალოსგან, გიოსგან, საბასგან და ერთიც ნიკასგან. ის იყო მესიჯების გახსნას ვაპირებდი, გიოს ზარი რომ შემოვიდა.
-გისმენ გიო.
-ოჰო, გვიკადრეთ?! იცი მაინც რამდენი ვინერვიულეთ?!
-აუ, არ ვარ ეგეთების ხასიათზე. კარგად ვარ, არ იდარდოთ.
-ათ წუთში გამოგივლი და ჩამოდი, ვილაპარაკოთ.
-მშობლებს უნდა მოვეხმარო.
-ნიტა, რამდენიმე წუთი დაგვჭირდება.
-კარგი, რომ მოხვალ მითხარი და ჩამოვალ.
უხასიათოდ წამოვიზლაზნე საწოლიდან, თბილი კომბინიზონი გავიხადე და სარეცხის კალათში ჩავტენე. მალევე მოვძებნე შავი ჯინსის შარვალი და თეთრი ჰუდი, დამბოს გამოსახულებით. ჩავიცვი და თმაც “რენდომულად” ავიწიე ზემოთ. როცა მოვწესრიგდი მშობლებს დავუბარე რომ გიორგი უნდა მენახა და ქვემოთ ჩავედი. ძალიან მციოდა და ეს ხასიათს კიდევ უფრო მიფუჭებდა. გზის მეორე მხარეს, სკვერში გადავედი და სკამზე ჩამომჯდარი დაველოდე გიორგის გამოჩენას. მის მოსვლამდე ჩემმა ცხვირმა და თითებმა გაწითლებაც მოასწრეს. ზუსტად მაშინ, როცა ტელეფონი მასთან დასარეკად მოვიმარჯვე, თავს დამესხა.
-რას ჩაფიქრებულხარ?!-გვერდით მომისკუპდა და მხარი მომკრა.
-პირდაპირ თემაზე გადადი რა.-შევევედრე მოწყენილმა.
-სიმართლე გითხრა ვერ გავიგე რა მოხდა... აი, ვფიქრობ და ვერ ვიაზრებ რა დაგემართათ.
-შენც ფიქრობ რომ ჩემი ბრალია?
-კიდევ ვინ ფიქრობს ეგრე?!
-მე.
-არცერთის ბრალი არაა. პატარა ბავშვებს ჰგავდით მაშინ, ორივე შარს ეძებდით და იპოვეთ რა, ვსო, სულ ეგ არის. საღამოს ჩემთან ვაპირებთ შეკრებას და ამოდი შენც, დაილაპარაკებთ და მორჩება.
-საღამოს სხვა გეგმები მაქვს...
-მაინც?!
-ან მშობლებთან ერთად აღნიშვნა ან ძილი. უფრო მეორე.
-კაი ხო არ ღადაობ, რა ძილი?! მე რომ ვიყო, ან ლუკა ან ნებისმიერი ჩვენგანი კიდე ხო, მაგრამ ახალ წელს ძილი და შენ?! მომისმინე, ცხოვრებაში უამრავი ცუდი დღე გვექნება. ყველა ურთიერთობას უჩნდება ბზარი, თუმცა ეს დასასრულს არ ნიშნავს. მითუმეტეს როცა საქმე შენ და კატოს გეხებათ. აი, თან თოვს, ჩაიფიქრე და აგისრულდება!
-ვიფიქრებ გიო, მაგრამ არ მელოდოთ.
უკმაყოფილო სახით დამიქნია თავი და წავიდა. მე თვალები ისევ ვრემლებით ამევსო, გული ტკივილით გამებერა და თავჩახრილი კორპუსისკენ გავქანდი სწრაფი ნაბიჯით.
სადარბაზოში ცრემლები შევიმშრალე და პირდაპირ სამზარეულოში შევაჭერი. უამრავი რამ იყო გასაკეთებელი და ასე უნამუსოდ ყველაფერს დედაჩემს ვერ გადავაბარებდი.
ტოლმის მოხარშვა საკუთარ თავზე ავიღე, მიუხედავად იმისა რომ მისი სუნიც კი მეზიზღებოდა, რასაც სამეგობროში ვერავინ მპატიობდა. მიუხედავად იმისა რომ საქმეების ნაწილი გადმოვიბარე, მაინც ყველასთვის ნათელი იყო რომ ნიტა ნიტა არ იყო. თავადვე ვხედავდი ჩემს თვალებში არეკლილ სიცარიელეს და ეს მუდმივად ცრემლების გადმოყრისკენ მიბიძგებდნენ.
მერე ხახვის დაჭრაც საკუთარ თავზე ავიღე, მიუხედავად იმისა რომ მისი სურნელის ჩემს ხელებზე გადმოსვლა ძალიან მაღიზიანებდა. სამაგიეროდ, ცრემლები თავისუფლად გადმოვყარე და ემოციებისგან ოდნავ გავთავისუფლდი.
თერთმეტ საათზე კი სამზარეულო უკვე დალაგებული გვქონდა. ოთახიდან ნივთები ავიღე და სააბაზანოში შევიკეტე. იქ უკანასკნელ ცრემლამდე ვიბღავლე და როცა მივხვდი რომ ახალ წელს დაგეგმილზე უაზროდ შევხვდებოდი ქაფიან წყალში ჩაწოლილი გამოსვლა ვინებე. ოთახში დაბრუნებულმა მაღვიძარაზე გამოსახულ 23:45-ს ამრეზით გავხედე და გაყინული ხელები გამათბობელს მივუშვირე. საკიდზე კოხტად გამზადებული ელფის ფორმა შემდეგი წლისთვის გადავდე და პინგვინის თბილი კომპინიზონი ჩავიცვი. დიიდი, სქელი წინდები ამოვიცვი და საწოლზე ლეპტოპით მოვკალათდი.
ვიდრე ფაილს რომელსაც ყველაზე ბანალურად ეწერა “მოგონებები” გავხსნიდი, ფანჯარაზე ცხვირებით აკრულ ფიფქებს ნაწყენმა გავხედე და მათთვის ფარდის ჩამოსაფარებლად ადგომაც არ დავიზარე. ვაღიარებ, ეკრანის კუთხეში განათებულმა 23:57-მა გული ამიჩქარა, მოუთმენელ ხალხს უკვე ფეიერვერკების გაშვება ჰქონდა დაწყებული და ხმამაღალი მილოცვების ხმაც გამაღიზიანებლად მეჭრებოდა ოთახში. 00:00-ზე თავი ვერ შევიკავე და ჩათში დავრეკე, თუმცა არავინ მიპასუხა. მეორედაც ვცადე, თუმცა მივხვდი ტელეფონებისთვის არავის ეცლებოდა და მალევე გავთიშე. მოღუშულმა ლეპტოპი გვერდით გადავდე, ამოვიოხრე და მშობლებთან მისალოცად გავედი. ყველა ვცდილობდით ჩემი სევდა არ შეგვემჩნია. მამაჩემთან ერთად დავლიე რამდენიმე სადღეგრძელო და დედაჩემის ქოთქოთს ერთად დავცინეთ.
-ქალი ამდენს არ უნდა სვამდეს, მითუმეტეს ამსიგრძე სადღეგრძელოებით, ნიტა!
-ეგ როცა საპრანჭაოდ ვივლი დედა, მამასთან და მითუმეტეს ახალწელს არაფერი ტეხავს!
-მამაშენის გათამამებული ხარ და ტუტუცი შენ!- სიცილით მიჩმიტა წელზე და თვითონაც შეივსო ჭიქა მეუღლის დაწურული ღვინით.
-ახალი წელია და ქმარ-შვილთან არაფერი ტეხავს! ახალ წელს გაუმარჯოს, ასეთ ლამაზ დღეს, როცა შეგიძლია ყველა მოგონება გადაახარისხო, ზოგი წამსვლელ წელს გაატანო და ზოგი შენთვის შეინახო, გულში ჩაიკრა და მთელი ცხოვრება შენთან ერთად ატარო. იმ ახალ შანსებს გაუმარჯოს, რომელიც ამ ახალ წელს მოაქვს, იმ თავგადასავლებს გაუმარჯოს რომელიც წინ გველის და ჩვენს ადამიანებს გაუმარჯოთ, რომლებიც კიდევ ერთი წლით დაგვიძველდნენ. რაც არ უნდა იყოს, ჩვენ გვჯერა ახალი წლის სასწაულების, ფიფქების ახდენილი ოცნებების და ამ ყველაფრის ჯადოსნობების, ხო დე?!
-გვჯერა, ჰო.- ჭიქები მივუჭახუნეთ ერთმანეთს და სასმლისგან დავცალეთ. -მე ოთახში შევალ, ოქეი?! ცოლ-ქმრობამ აღნიშნეთ და ივახშმეთ, არ მშია, მარტო შოკოლადებს აგახევთ.- ჩამოვურაკრაკე, ლოყები დავუკოცნე და ოთახში შევედი.
მთელი 37 წუთის დაწყებული იყო ახალი წელი, თუმცა ამას ვერ ვგრძნობდი. თითქოს ისევ ძველი წლის ბოლო დღეებში ვიყავი გაჭედილი და... ჩემი ტელეფონი აწკრიალდა. უცხო ნომრისგან შემომავალმა ზარმა კოპები შემაკვრევინა, არასდროს ვპასუხობდი უცხო ნომრებს.
დაველოდე როდის გათიშავდა, რომ ჩემი მეგობრებისთვის დამერეკა. რაც არ უნდა ყოფილიყო, მათ გარეშე ყველაფერი ცარიელი, ერთფეროვანი და უმუღამო იყო. როგორც იქნა გათიშა, დაბლოკილი ეკრანის შეტყობინებებით გავსებულმა ფანჯარამ თვალები მაჭყეტინა. სასწრაფოდ მოვხსენი ბლოკი და შეტყობინებებს სწრაფად გადავავლე თვალი.
99+ შეტყობინება squad-ის ჩათში იყო, 15 ზარი იმ უცხო ნომრიდან, 12 გიოსგან, 5 ლუკასგან, 19 სალომესგან და 27 კატოსგან.
ისევ შემოვიდა ზარი ნაცნობი უცხო ნომრისგან და მეც ცხოვრებაში პირველად, ინტერესით ვუპასუხე.
-გისმენთ?!
-აუჰ, მადლობა!-ვიღაცის ნაცნობი, უკმაყოფილო ხმა ჩამესმა ყურში.
-ბოდიში ვერ გიცანი, რომელი ხარ?
-ნიკა ვარ, ნიკა ასანიძე!-ხმაზე შეეტყო, რომ გაეცინა.
-ჰა? ჩემი ნომერი საიდან გაქვს? ან რა ხდება, რატომ მირეკავ?-დაბნეული ვლუღლუღებდი და ენა მებმოდა.
-ახალ წელს გილოცავ, ელფ!-თბილი ხმით ჩამძახა ყურში და მივხვდი, ისე იღიმოდა როგორც ისე... აი, ძაან იშვიათად რომ იღიმოდა ხოლმე, ეგრე.
-მადლობა...-სუნთქვაშეკრული ვუყურებდი საკუთარ ანარეკლს სარკეში.-მეც, მეც გილოცავ!
-საბას ნაჩუქარი ფიფქი არ გიკეთია?-ხმამაღლა გაიცინა.
-მიკეთია, მაგრამ ვფიქრობ, რომ საბას ნაჩუქარი არ არის...ან ასე მინდა რომ ვფიქრობდე.
-არ ჩამოხვალ ქვემოთ? მთელი 40 წუთი გამამაზინე ამ წლიდან.
-სად ქვემოთ?!-სწრაფად წამოვხტი საწოლიდან და ჩამიფარებული ფარდა სწრაფად გადავხსენი. გამქრალ, წვეთებად ქცეულ ფიფქებზე გამიშეშდა მზერა და გულაჩქარებულს გამეღიმა.
-შენი კორპუსის წინ ვდგავარ და გავიყინე, ნიტა! ჩამოდი, დამეკიდა ლოლოები!
-ჩამოვდივრ!- ტელეფონი საწოლზე მივაგდე, ბათინკებს და ქურთუკს ხელი დავავლე და კიბეებზე ფორთხვა-ფორთხვით ჩავედი. გზის მეორე მხარეს დაყუდებულ, მოცინარ ნიკას რომ შევხედე, მერე გავიაზრე რომ პინგვინივით ჩავედი, პირდაპირი გაგებითაც და ირიბითაც.
-ვაღიარებ, ასეთს არ გელოდი!-ღიმილით დამცქეროდა.-ნიტა!-ხელი ამიფრიალა გაშტერებულს.-არაფერ მეტყვი?
-აქ რატომ ხარ? სადღაც არ მიდიოდი?
-ჩემი შეტყობინებები რომ გენახა გეცოდინებოდა რომ არ წავედი.
-რატომ?
-იმიტომ რომ ისედაც აღარ ვაპირებდი, როცა შემოთავაზებაზე წიხლი მიკარი.
-წიხლი გიკარი?! შენ მითხარი, მგონი შეცდომა დავუშვი რომ შემოგთავაზეო, რანაირად მეთქვა კაი, წამოვალ მეთქი.
-აბა რაზე გამიჭედე?! მაგაზე მე ნუ მელაპარაკები, რამე თუ გაინტერესებს კითხე-მაჯავრებდა თავის ქნევით- გოგოზე ლაპარაკიც კი არ გინდოდა და როგორ დამეძალებინა რომ წამოსულიყავი?!
-უხ...-დამარცხებულმა მოვმუწე პირი, თუმცა მერე თავდასხმის შანსი მომეცა.- და საერთოდ, მე რატომ შემომთავაზე იქ წამოსვლა?! დაქალი ვარ შენი, და თუ შეყვარებული? რა სტატუსით მიმათრევდი, სულ ოთხმოცჯერ თუ მეყოლები ნანახი.
-როგორც იღბლიანი, ერთგული თაყვანისმცემელი, მინდოდა რომ შენ წამეყვანე.- ახარხარდა, მე კი გვიან გავიაზრე როგორ მწარედ დამცინა.
-საიდან იცი?! რამხელა სისასტიკეა, ნიკა? ახალ წელს გოგოს გრძნობებზე დაცინვა შეიძლება?!
-საიდან გავიგე და სადღაც ათისკენ შენი დაქალი მომივარდა სახლში, სანტაკლაუსის წვერ-ულვაშით და უზარმაზარი ტომარით, ჩაჯექი ჩემს დაქალს უნდა ვაჩუქო შენი თავიო.
-ჰა?
-ჰო, ჰო, ტომარაში მტენიდნენ ეგ და თავისი სნეგურაჩკა.-სიცილისგან ცრემლები მოსდიოდა.-მერე შეშინებულმა სახლში შევიტყუე, 112-იც ავკრიფე და გავიმზადე წინასწარ. იქნებ მოლაპარაკებაზე წავიდეთ, მითხარით რა გინდათ მეთქი და ნიტას უყვარხარ და ვიცით რომ შენც მოგწონს, საბამ ჩაგიშვა და უნდა გამოგვყვე და უთხრა რომ გიყვარს, თორემ შენს გამო ლამის დაქალი დავკარგე, შენს გამო ახალ წელს მოწყენილი ხვდება შე იდიოტოო და რამდენიმე სიტყვა მითხრა მერე კიდე.
-ნიკა, რეებს მეუბნები?!-სიცილისგან ძალა მეცლებოდა.
-გეფიცები, ეგრე იყო. ახლაც ეგერ დგას მთელი შენი სასტავი- სკვერის ლამპიონთან შეკრებილ საზოგადოებისკენ გამახედა.- ჰოდა...-ისევ მას მივაპყარი ბედნიერების ცრემლებით სავსე მზერა.-კაი დაიკიდე!- წელზე შემომხვია ხელი, სხეულზე ამიკრა და ნაზად, უნაზესად, უძალიანესად ნაზად შემახო ტუჩები ტუჩებზე.
-ახლა იცი ვინ ხარ?!-ღიმილით მკითხა მას შემდეგ რაც აზრზე მოვედი და თვალები გავახილე.
-ნიკოლოზ ასანიძის შეყვარებული?!
-ნწ. ნიკოლოზ ასანიძის თაყვანისმცემლებს შორის ყველაზე იღბლიანი თაყვანისმცემელი.
-შენ კი ყველაზე ვირი ხარ ჩემს ქრაშებს შორის!- კოპები შევკარი გაბანძებულმა.- და თქვენხ ყველაზე ვირი მეგობრები ხართ ჩემს მეგობრებს შორის- გადავკივლე გზის მეორე მხარეს მყოფებს, რომელბმაც მაშინვე გვაქციეს ზურგი, ვითომ არ გვიყურებდნენ.
-ტუტუცები...რა გაცინებს?! შენ ყველაზე დიდი ტუტუცი ხარ!
*****
ის 31 დეკემბრისა და 1-ლი იანვრის გასაყარი ყველაზე ალკოჰოლურად აღვნიშნეთ. ამიტომაც ბევრი არაფერი მახსოვს. რაც მახსოვს, ეგეც იმ ვიდეოების და ფოტოების დამსახურებაა, რომლებიც სამ იანვარს ვიპოვეთ ტელეფონებში. მანამდე ან ვსვამდით, ან ნაბახუსევს ვებრძოდით, ან ორივე ერთად და ამის გამო ტელეფონებისთვის არ გვეცალა. ის ახალი წელი ყველაზე ჯადოსნური იყო ჩემს ცხოვრებაში, ის ფიფქები კი ყველაზე მაგიურები, რადგან მათ არაფრისგან ყველაფერი შემიქმნეს და მე ამ უცნაური ჯადოსნობის რწმენა დამიბრუნეს.
******
Christmas Magic Is Silent.
You Don't Hear It.
You Feel It.
You Know It.
You Believe It.

*******
დასასრული.



№1 სტუმარი სტუმარი მარიამი

სასიამოვნო, თბილი წინა საახალწლო განწყობის ასამაღლებელი ისტორია იყო❤️❤️❤️

 


№2 სტუმარი სტუმარი nancho

მიყვარს ასეთი ისტორიები.მეგობრობაზე,სიყვარულზე,ჯადოსნურ ახალ წელზე,ძალიან კარგი იყო.მადლობა ლამაზი ისტორიისთვის.

 


№3  offline წევრი ჭირვეული

წინასაახალწლოდ მართლაც რომ აგიმაღლებს განწყობას და თავადაც მოგანდომებს სასწაულის გულით გჯეროდეს, ისეთი საყვარლობა ისტორია იყო. მადლობა ❤

 


№4  offline წევრი Annamay

სტუმარი მარიამი
სასიამოვნო, თბილი წინა საახალწლო განწყობის ასამაღლებელი ისტორია იყო❤️❤️❤️

მიხარია თუ შევძელი განწყობის ამაღლება ❤

სტუმარი nancho
მიყვარს ასეთი ისტორიები.მეგობრობაზე,სიყვარულზე,ჯადოსნურ ახალ წელზე,ძალიან კარგი იყო.მადლობა ლამაზი ისტორიისთვის.

❤❤❤

GentleWoman
წინასაახალწლოდ მართლაც რომ აგიმაღლებს განწყობას და თავადაც მოგანდომებს სასწაულის გულით გჯეროდეს, ისეთი საყვარლობა ისტორია იყო. მადლობა ❤

მადლობა თქვენ❤

 


№5  offline წევრი ნანა73

მიუხედავად არასაახალწლო ზოგადი სიტუაციისა ჩვენს ირგვლივ, ვნატრობდი რამე სიახლეს აქ, ამ საიტზე და ველოდები კიდეც საყვარელი ავტორებისგან.
შენ პირველმა შემოიტანე სასიამოვნო, საახალწლო ამბავი და ძალიან მასიამოვნე.
მადლობა ამისთვის. kissing_closed_eyes
კარგი გოგო ხარ, კარგად წერ.
წარმატებებს გისურვებ და ბევრი დასამახსოვრებელი ისტორიის შექმნას!
❤️❤️❤️

 


№6  offline წევრი Annamay

ნანა73
მიუხედავად არასაახალწლო ზოგადი სიტუაციისა ჩვენს ირგვლივ, ვნატრობდი რამე სიახლეს აქ, ამ საიტზე და ველოდები კიდეც საყვარელი ავტორებისგან.
შენ პირველმა შემოიტანე სასიამოვნო, საახალწლო ამბავი და ძალიან მასიამოვნე.
მადლობა ამისთვის. kissing_closed_eyes
კარგი გოგო ხარ, კარგად წერ.
წარმატებებს გისურვებ და ბევრი დასამახსოვრებელი ისტორიის შექმნას!
❤️❤️❤️

უღრმესი მადლობა ასეთი სითბოსთვის❤❤

 


№7 სტუმარი სტუმარი Khatuna

ძალიან კარგი იყო, საინტერესო, თბილი, სიყვარულით და იუმორით სავსე. მომეწონა. ველი ახალ ისტორიებს.

 


№8  offline წევრი Annamay

სტუმარი Khatuna
ძალიან კარგი იყო, საინტერესო, თბილი, სიყვარულით და იუმორით სავსე. მომეწონა. ველი ახალ ისტორიებს.

მიხარია ძალიან❤

 


№9 სტუმარი სტუმარი ანა

საახალწლო განწყობა გამიორმაგე.. ვგიჟდები ასეთ მოთხრობებზე... აი ძალიან კარგად წერ... მიყვარს სამეგობრო წრეში რომ ვითარდება ბევრი რამე... წარმატებები შენ... ახალ მოთხრობას არ აპირებ?
არ მეყო ეს

 


№10  offline წევრი Annamay

სტუმარი ანა
საახალწლო განწყობა გამიორმაგე.. ვგიჟდები ასეთ მოთხრობებზე... აი ძალიან კარგად წერ... მიყვარს სამეგობრო წრეში რომ ვითარდება ბევრი რამე... წარმატებები შენ... ახალ მოთხრობას არ აპირებ?
არ მეყო ეს

ვაპირებ კი, წერის პროცესშია და იქაც სამეგობრო წრეში ვითარდება მოვლენები. მიხარია რომ მოგეწონათ❤

 


№11 სტუმარი სტუმარი ნესტანი

კარგი იყო საინტერესო მომეწონა სხვანაირი საოცარი ცოტა სევდიანი მაგრამ საახალწლოდ ყველაფერი უკეთესობისკენ შეიცვალა უფრო მხიარული სიყვარულით სავსე წელი გამოდგა მადლობა წარმატებები ????

 


№12  offline წევრი Annamay

სტუმარი ნესტანი
კარგი იყო საინტერესო მომეწონა სხვანაირი საოცარი ცოტა სევდიანი მაგრამ საახალწლოდ ყველაფერი უკეთესობისკენ შეიცვალა უფრო მხიარული სიყვარულით სავსე წელი გამოდგა მადლობა წარმატებები ????

მადლობა თქვენ ❤

 


№13  offline წევრი utsnobi

საყვარელი ისტორიაა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent