შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

უკანასკნელი კოცნა (14 თავი)


11-12-2020, 01:49
ავტორი ნეაკო
ნანახია 3 337

ნათიას ყელსაბამისკენ გახედვას ვეღარ ვბედავდი, ისეთი ეგრძნება მქონდა თითქოს წარსულში დამაბრუნეს და ყველაფრის თავიდან გადატანა მიწევდა
-მარიამ მოხდა რამე? ისეთი სახეები გაქვთ თითქოს მოჩვენება დაინახეთ-სამზარეულᲝსი შემოვიდა დედაჩემი და ინტერესით შეათვალიერა შორიდან ყუთი რომელშიც ნათის გაწყვეტილი ყელსაბამი იდო
-თორნიკემ გამოუგზავნა და-თიკამ ყუთს თავსახური დააფარა, რომ დედაჩემს არ დაენახა რა იდო შიგ
-გუშინ მასთან იყავი არა?-შემომხედა გაცეცხლებულმა დედაჩემმა, მე ცრემლები მომეძალა და გაოცებულ თიკას შევხედე რომელიც პირდაღებული მიყურებდა
-უნდა წავიდე-ყუთს და პარკს ხელი დავავლე და გასასვლელთან მივედი
-სად მიდიხარ გაგიჟდი?-გამომეკიდა დედაჩემი
-უნდა წავიდე-ჩავიბურტყუნე და კედები ჩავიცვი
-მე გავყვები არ ინერვიულოთ-თიკა ოთხაში შევარდა, ამასობაში მე გარეთ გავვარდი, კიბეები ჩავირბინე და ქუჩაში გავედი ატირებული, მაᲚევე
ჩამოვიდა თიკაც
-მარიამ მართლა თორნიკესთან იყავი?-გაოცებული მომიახლოვდა
-ვიყავი
-რაა?-ლამის შეკივლა გაოცებისგან
-მთვრალი იყო და წამოვედი-ვუთხარი და ცრემლები გადმომცვივდა
-მარიამ-თიკა მომიახლოვდა და ჩამეხუტა, მე უარესად ავტირდი
-თიკა გავგიჟდები, ახლა მართლა შევიშლები
-მამაშენთან წავიდეთ?
-არა არა ახლა მასთან ლაპარაკის თავი არ მაქვს
-მარიამ უნდა იცოდეს რაც ხდება
-ახლა არა-ვუთხარი გაღიზიანებულმა და მთავარი Ქუჩისკენ ავიღე გეზი, ტაქსი გავაჩერე და სწრაფად ჩავჯექი, თიკაც გვერდით მომიჯდა ისე რომ არაფერი უკითხავს ჩემთვის, ტაქსისი მძღილს სასაფლაოზე წაყვანა ვთხოვე
-მარიამ სულ გაგიჟდი?-შეიცხადა თიკამ -ის ავადმყოფი ალბათ სულ უკან დაგვყვება
-დაიკი.ე-ვუთხარი გაღიზიანებული ტონით და მოწოლილ ცრემლებს Მთელი ძალით შევეწინააღმდეგე
-მარიამ ცუდად ხარ-თიკამ ხელი ჩამკიდა, მე მის ხელს აკანკალებული ხელი ძლიერად მოვუჭირე და დამშვიდება ვცადე, სასაფლაოზე მისვლამ Უარესი დამმართა, არვიცი ასე რატომ მოვიქეცი, რატომ მივედი იქ... იქ სადაც ჩემი სულის ნაწილი იყო დამარხული...ალბათ მინდოდა მეტად მტკენოდა გული რადგან მე ამას ვიმსახურებდი... ალბათ ალექსანდრეს ამგვარმა ქცევამ კიდევ ერთხელ და უფრო მძაფრად შემახსენა ის რომ მე ძალიან ცუდი ადამიანი ვარ, ცედი და ვარ, ცუდი დედა, ცუდი შვილი, ცუდი ცოლის და რომელმაც ანა მიისაკუთრა...
-საკუთარ თავზე გული მერევა-ვუთხარი თიკას და ქვაზე გამოსახულ ნათის მომღიმარ სახეს თვალი გავუშტერე
-ასე რატომ ამბობ?-მკითხა გაბრაზებული ტონით
-თიკა მე ანას მამა წავართვი... მამას კი შვილი დავუმალე, გესმის რა ჩავიდინე? ალექსანდრეს წარმოდგენაც არ აქვს რომ შვილი ჰყავს... შვილი, მისი და ნათიას შვილი -ხმა ჩამიწყდა და ცრემლები გადმომცვივდა -ღმერთო ძალინ ცუდად
ვარ-ისეთი შეგრძნება მქონდა თითქოს ძალა გამომელია და მიწაზე მუხლებით დავეცი -მე ძალიან ცუდი ადამიანი ვარ, საშინელი ადამინი... მე ანა მივისაკუთრე, მე -ისევ ხმა ჩამიწყდა და კარგახანს ვეღარ შევძელი ხმის ამოღება -მე ანას დედა გავხდი და ტყუილში ვაცხოვრებ მასაც და საკუთარ თავსაც, მთელი ჩემი ცხოვრება ერთი დიდი ტყუილია და მეტი არაფერი, საერთოდ არაფერი -ყუთი ამოვიღე პარკიდან და გავხსენი დიდხანს ვუყურებდი ამ ყელსაბამს რომლითაც დაიწყო დასრულდა და ისევ დაიწყო ჩვენი და ალექსანდრეს კავშირი... -სწორედ ამ დღის და ამ წუთების მეშინოდა, რადგან ვიცოდი როცა ეს დღე დადგებოდა სინდისის ქენჯნა დამტანჯავდა, როცა ალექსანდრე ისევ დაბრუნდებოდა ჩემს ცხოვრებაში ვიცოდი რომ ცხოვრება ხელახლა დამენგრეოდა თავზე რადგან საკუთარი სინდისის ხმას ვეღარ ჩავახშობდი, ვეღარ შევხედავდი ანას თვალებში და ვეღარ მოვატყუებდი...-ყელსაბამი ამოვიღე ყუთიდან და ხელისგულზე დავიდე-იცი რა ბედნიერი იყო ეს რომ აჩუქა?-თიკას ავხედე რომელიც ერთ ადგილზე მიყინულივით იდგა და შეშინებული თვალებით მიყურებდა -Ნათიას დაბადების დღეზე მოვიდა ამ ყელსაბამით, დიდი წითელი ვარდების თაიგულით და დიდი ყავისფერი დათუნიათი, ის ანას ყველაზე საყვარელი სათამაშოა-ისევ ცრემლები მომეძალა და გავჩუმდი, ძალა აღარ მეყო რომ ლაპარაკი გამეგრძელებინა
-გეყოფა თავს ნუ იტანჯავ-თიკა დაიხარა და თვალებში ჩამაცქერდა
-თითქოს გრძნობს ანა, იმ სათამაშოს გარეშე არ იძინებს, ალბათ დედას და მამას სურნელს Გრძნობს
-მარიამ
-თავის ხელით გაუკეთა ალექსანდრემ და იმის მერე აღარ მოუხსნია-ნათიას სურთს გავხედე- ნეტა გენახა რა ბედნიერები იყვენენ იმ ღამეს, ნათიას თვალები უბრწყინავდა სიხარულისგან, სულ ერთი წელი იყვნენ ასე ბედნიერები... მერე წაიყვანა ჩემი ნათია და მესამე დღეს დააკავეს-გახსოვს რა დაემართა ნათიას? გახსოვს რა ცუდად იყო? მაგრამ ამას მაინც არ იხსნიდა-თიკას ყელასაბამზე მივუთითე
-მახსოვს-ცრემლები მოეძალა
-იცი როდის ჩამოიგლიჯა ყელიდან და ესროლა ალექსს? როცა სასამართლომ დამნაშავედ სცნო, ის დღე იყო მათი ბოლო შეხვედრა...
-მარიამ გეყოფა -თიკამ ყელსაბამი ამაცალა ხელიდან და ყუთში ჩადო -საკმარისია, თავს ნუ იტანჯავ! შენ დამანაშავე არ ხარ
-არა, ვარ ვარ, მამა-შვილი ერთმანეთს დავაშორე! მართლა გული მერევა საკუთარ თავზე
-რაუნდა გექნა? ანა მათთვის უნდა დაგეტოვა? იმ არანორმალურებისთვის? ეს სწორი საქციელი იქნებოდა? -თიკა ადგა და ამაყენა მეც -ასე ნუ იქცევი გთხოვ, შენი მესმის მისმა გამოჩენამ გაგიმძაფრა სინდისის ქენჯნა, გაგიმძაფრა გრძნობები და დაგაბნია მაგრამ დაფიქრდი რა მოხდებოდა ალექსანდრეს ანაზე რომ გაეგო? რათქმაუნდა ბავშვის წაყვანას მოსთხოვდა თავისიანებს! მერე რა მოხდებოდა? მისი ნარკომანი ძმა გაზრდიდა ანას? მითუმეტეს რომ ერთი წლის მერე ისიც დაიჭირეს და ციხეში იყო ოთხი წელი... იმ არანორმალურის გამო სოფლის სახლიც ბანკმა გაუყიდათ ქუჩაში დარჩნენ! თუ ალექსანდრეს და და დედა გაზრდიდნენ? გგონია მზია შეძლებდა ანას გაზრდას? საწყალმა ქალმა ინსულტის გადატანის მერე ძლივს გაიარა...
-ჰო მაგრამ თავს მაინც საშინლას ვგრძნობ რომ მამა-შვილს ვატყუებდი ამდენი წელი, მაგრამ თქმაც არ შემიძლია, არ მინდა ანას ბავშვობა დავუმახინჯო, ისედაც სათანადო დედობას ვერ ვუწევ
-მარიამ თავს მოერიე გთხოვ, იმ ავადმყოფმა რომ გაიგოს ანა მისი შვილია არცკი დაფიქრდება შედეგებზე ისე წაიყვანს ბავშვს და ცხოვრებას დაუნგრევს
-სწორედ მაგიტომ ვარ ჩუმად და ეს სიჩუმე მკლავს
-მარიამ გთხოვ თავს მოერიე, ის რომ ნორმალური ადამიანი იყოს მიხვიდოდი დაელაპარაკებოდი აუხსნიდი მაგრამ შეუგნებელია, ხეპრეა, ავადმყოფია... გაგებული და ნორმალური რომ ყოფილიყო აქამდე არც მივიდოდით, გაქცევა და გვარების გადაკეთება აღარ დაგჭირდებოდათ... დაფიქრდი რა მომავალი ექნება ანას იმ ავადმყოფთან რომელიც ცოხიდან გამოსვლის მერე მოკვლით გემუქრებოᲓათ მთელს ოჯახს, გაიხსენე ნათიას როგორ ექცეოდნენ მისი ძმა და დედა აიძულებდნენ მათთან ცხოვრებას, რამდენჯერაც გამოიქცა უკან წაიყვანეს
-სწორედ მაგიტომ ვარ ჩუმად მაგრამ ძალიან მიჭირს ამ ყველაფრის ატანა, ძალიან ცუდად ვარ, ძალიან დავიბენი
-კი არ დაიბენი სინდისის ქენჯნა გტანჯავს, გგონია რომ საშინელებას სჩადიოდი მთელი ეს დრო, ატყუებდი ანასაც და საკუთარ თავსაც მაგრამ ასე ჯობია დამიჯერე ანას მომავლისთვის, ალექსანდრე... ის უბრალოდ არანორმალურია... ავადმყოფია!
-ვიცი ვიცი და მაგიტომ ვარ ჩუმად, ვიცი რომ ის ანას სათანადო მამაობას არ გაუწევს, ვერ კი არა უბრალოდ არ! იმიტომ რომ ეგოისტი ნაბიჭ.არიᲐ
-ხოდა საკუთარი თავის გლოვას მორჩი და ძალა მოიკრიბე რომ ალექსანდრეს გავუკლავდეთ როგორღაც.
სახლში გვიან დავბრუნდით, არ შემეძლო დედაჩემისთვის და ანასთვის თვალის გასწორება და ისე მოქცევა თითქოს ყველაფერი რიგზე იყო მაშინ როცა ყველაფერი ცუდად იყო ძალიან ცუდად!
ვერც მამაჩემს ვუთხარი ვერაფერი, ძალა აღარ მქონდა, ვიცოდი რაც დაემართებოდა ამ ყველაფრის გაგებისას, დედაჩემზე ზომ ლაპარაკი ზედმეტია, იმის წარმოდგენაც კი მზარავდა როცა ამ ამბავს გაიგებდა რა დაემართებოდა ალბათ გაგიჟდებოდა, ამიტომ ჯერ დაცდა ვამჯობინე, მაინტერესებდა ალექსანდრეს მორიგი ნაბიჯი რა იქნებოდა, თავს დაგვესხმებოდა თუ არა, აგრესიული იქნებოდა თუ არა, მხოლოდ მე ვიყავი მისი სამიზნე თუ მთელს ოჯახზე აპირებდა შურის ძიებას, მისი ქმედებებიდან გამომდინარე გადავწყვეტდი როგორ მოვქცეულიყავი.
ჩემი უბედურება სამსახურში გაგრძელდა მთელი კვირა ისეთ ყვავილებს მიგზავნიდა როგორსაც ნათიას ჩუქნიდა ხოლმე, ჩემდა საბედნიეროდ დედას და მამა არ შეხებია მისი ბასრი კლანჭები ამიტომ არაფერს ვეუბნებოდი მათ, ვფიქრობდი რომ შეიძლებოდა მარტოც გავუმკლავებოდი იმ ავადმყოფს, მისმა ამგვარმა ქცევებმა მაფიქრებინა რომ ის არცისეთი საშიში და ავადმყოფი იყო როგორიც ჩემს წარმოდგენებში, ამიტომ მისი ისე ძალიან აღარ მეშინოდა როგორც თავიდა, თან ისედაც თავგზააბნეული ვიყავი თორნიკეს გაუჩინარების გამო და ასე არეული დავდიოდი სამსახურში.
-მარიამ თორნიკეზე რამე ხომ არ გაგიგია?-მკითხა თათიამ და თიკამ მაშინვე თვალები დაუბრიალა
-ამას კიდევ ეგ უნდა? -გაუბრაზდა თიკა და ჩემს გვერდით დაჯდა საწოლზე
-არაფერი-მხრები ავიჩეჩე მე
-სად დაიკარგა ეს ბიჭი ?-იცხადებს თათია
-თათია ნუ მაგიჟებ-გაბრაზდა თიკა
-ორშაბათის მერე არავის უნახია, უკვე ოთხი დღე გავიდა-არ ჩუმდება თათია
-ლუკამ ხომ გითხრა რომ თოკამ მომწერაო კარგად
ვარო?-მეჩხუბება თიკა -ხო გააგებინა რომ ცოცხალია და კარგადაა? მეტი რა გინდათ? ისიც თავგზააბენეულია, დაფიქრება და დამშვიდება სჭირდება
-ჰო მაგრამ ასე მოქცევა არ შეიძლება, Მარიამს რატომ არ მოსწერა? ათასჯერ მისწერა გოგომ
-იმიტომ რომ ამ გოგოს გამოა რომ ის ასე თავგზააბნეულია და იტანჯება -ეჩხუბება თიკა
-თორნიკეს ნუ იცავ-თათია მეორე მხიდან დაჯდა ჩემს გვერდით -შეხედე რა დღეშია გოგო, ალექსანდრეღა აკლადა სრული ბედნიერებისთვის
-ალექსანდრე არ გამახსენო ეგ დარტყმული-თიკა ზიზღით ბრეცავს ტუჩებს
-მარიამ მე მგონია რომ ყურადღება არ უნდა მოადუნო, ის რომ ჯერ მხოლოდ ბოროტული საჩუქრებით შემოიფარგლება იმას არ ნიშნავს რომ ასე გაგანებივრებს მომავალში
-დამიჯერე-გაცეცხლებული თიკა ფეხზე დგება და აქეთ-იქით სიარულს იწყებს -მის უსაზღვრო ფანტაზიაში და შესაძლებლობებში ეჭვი არ გვეპარება -ჩუმდება და მაჩერდება -დარწმუნებული ვართ რომ მას ბევრად მეტი შეუძლია
-მარიამ ძალიან მეშინია-თათია მეხუტება
-მამაშენს უთხარი რა, იქნება დაელაპარაკოს და შეგეშვათ რაუნდა შენგან-თათიᲐ ხმა უწყდება
-შურისძიება-მეღიმება მე -ჩვენ მას ნათია წავართვით, ამის გამო ნამდვილად დაგვინგრევს ცხოვრებას მითუმეტეს როცა გაიგებს რომ ნათია აღარაა
-ციხეში თქვენ ხომ არ ჩასვით, ბიძაშვილმა უჩივლა
-ჰო მაგრამ-ხმა მიწყდება -ჩვენ მას ნათია წავართვით
-ნათიამ თავად მიატოვა-მიბრაზდება
თიკა -სასამართლო პროცესებს სულ ესწრებოდა ნათია და არ სჯეროდა ბოლო მომენტამდე რომ მისი ქმარი ნარკომანი ნაბიჭვარ. იყო, რომელმიც ყიდულობდა, ინახავდა და იკეთებდა წამალს, პლუს იარაღს ყიდულობდა, ყიდიდა და ინახავდა უკანონოდ... თბილისში სახლიც ხომ მისგამო დაკარგეს... მევალეებმა ლამის მოკლეს მაგის ძმა არ გახსოვს რომ დაჭრეს? მაშინ არ გამოიქეცით თელავიდან? Დამნაშავე თავადაა ყველაფერში, თავის დაც ლამის ამ ამბავს შეეწირა წამლები დალია-გაცეცხლებული თიკა ძლივს დაშოშმინდა
-მაგრამ ადამინი დამაშავს ყოველთვის სხვაგან და სხვაში ეძებს-ჩაილაპარაკა თათიამ -ასე უფრო მარტივია ცხოვრება, შურისძიებაც უფრო მძაფრი და სასტიკია, იქნებ ვუჩივლოთ?
-რაზე ვარდების და ყელსაბამის გამოგზავნაზე?-უბრაზდება თიკა თათიას
-აბა ასე უნდა ველოდოთ როდის იზავს ისეთ საშინელებას რომ საჩივრის დაწერად ღირდეს?
-კარგი გეყოფათ თავი ამტკივდა უკვე, რაც უნდა ის გააკეთოს მკიდ.ა დავიღე ასე შიშში და იმაზე ფიქრით ცხოვრებით თუ რას იზავს ის ავადმყოფი
-კარგს არაფერს-ბირტყუნებს თიკა
-გეყოფათ-ვბრაზდები მე და სამზარეულოში გავდივარ -ყავა გინდათ-ვეძახი
-კიი-ერთ ხმად გამომძახეს და ერთდრიულად შემოვიდნენ სამზარეულოში, ყავა გავაკეთე და აივანზე გავედი, სიგარეტი ამოვიღე აკანკალებული თითებით და მოვუკიდე
-მარიამ მოკვდები-თათია დამიდგა გვერდით-არა მართლა-ბრაზდება ჩემს სიცილზე -სერიოზულად გეუბნები
-მეც მაგას ვეუბნები-ბუზღუნებს თიკადა სკამზე ჯდება მაგიდასთან
-აუ ტვინს ნუ მიბურღავთ, დედაჩემიც მეყოფა
-მარიამ რა უბედურებაა სულ ყავა და
სიგარეტი?! -ჯუჯღუნებს თათია-მთელი დღეა აქ ვარ და ერთი ლუკმა არ გიჭამია
-იცი რას გეტყვი ოდნავ პუტკუნა
ქალბატონო?-პირდაპირ თვალებში ვუყურებ და მის გაბუტულ სახეზე მეცინება -ჩემი სიგამხდრის გშურთ შენც და ამ შენზე ოდნავ პუტკუნა ქალბატონს
-კაი ერთი-ტუჩებს უკმაყოფილოდ ბრეცავს თიკა და მაკვირდება -დიდი ბოდიში თუ ორმოცდათოთხმეტი კილო არ ვარ ეს მეტრა სამოცდათხუთმეტი სიმაღლის გოგო რა, მშვენიერი გოგო ვარ სულ რაღაც სამოცდახუთი კგ ვარ
-მე კიდევ მეტრა ცამოცდარვა ვარ და ორმოცდათვრამეტი კგ, სულაც არ ვართ მსუქნები რააა-ბურტყუნებს თათია
-აი მე მერტა სამოცდათორმეტი ვარ და ორმოცდათოთხმეტი კგ ვარ -ვეუბენები ამაყად
-მერე რას გავხარ-იჯღანება თიკა-სული რომ შეგიბერონ წაიქცევი , დამუღამებული მაქ სარკეში იმიტომ არ იყურები რომ გეშინია შენი თავის დანახვის
-ცდები, იმიტომ არ ვიყურები რომ ვიცი ისედაც ლამაზი ვარ და შენსავით ტონა მაკიაჟის წასმა არ მჭირდება -ვაბრაზებ თიკას
-რა ბოროტი ხარ-ბრაზდება
სერიოზულად -რადგან ოცდაათის ვარ შენი აზრით მე მაკიჟითღა შემიძლია ვიყო ლამაზი?
-ჩემი სულელი გოგო-ვუახლოვდები და ლოყაზე ვკოცნი-მე ოცდარვის ვარ გოგო რაღა დამრჩა ოცდაათ წლამდე? გგონუა ორ წელში დაბერებას ვაპირებ?-ვიცინი მე
-აუ ეს ოდაათი მაგრად ტეხავ-იჯღანება თიკა- მგონია საცაა პენსია ჩამერიცხება
-მომინდომა პენსია და კაი ცხოვრება-ვიკრიჭები მე
-აბა? მთელი სამასი ლარი-იცინის თიკა
-მოიცა სამასი გახდა?-იცხადებს თათია
-არა მაგრამ ჩვენ რომ დავბერდებით შეუძლება სამას ოციც კი იყოს-იცინის თიკა
-სამას ოცდაათი-ვუსწორებ მე
-Ჰო ათ ლარს საახალწლოდ მოგვიმატებენ-გაანათლა თათია თიკამ.
გოგოებთსნ ერთად ისე ვიხასლისე რომ ცოტა გამოვედი მდგომარეობიდან, ის კიარა დედა და ანა რომ დაბრუნდნენ ბაზრიდან ნამხცვარიც კი გავაკეთეთ ხუთივემ ერთად, ანას სიხარულს საზღვარი არ ჰქონᲓა ფქვილით რომ დავიწყეთ ერთმსნეთის მოთხუპვნა და კრემებით რომ გავულამაზეთ ერთმანეთს ცხვირ-პირი დედაჩემი მაშინვე გაგვექცა სამზარეულოდან დს რომ მოვრჩით ნამცვრის და ერთმსნეთისდსკრემვას გამოგვიცხადს
- სამზარეულო ისევე დაალაგეთ როგოც არიეთ, მარტო პატარა ქალბატონს შეეხება
ამნისტია-ჩემდა გასაოცრად ჩვენი ეს გაგიჟება მშვიდად მიიღო და პრეტენზიების გამოთქმის გარეშე უფლება მოგვცა თავზე დაგვემხო მთელი სამზარეულო და ჩვენვე დაგველაგებინა ჩვენს გემოზე.
ისე დავიღალეთ რომ მე და თიკას ჩაგვეძინა მისაღებ ოთახში დივანზე, თათია კი გაგვექცა, ჩემები გაბრაზდებიანო, გვიან გამომეღვიძა ისეთი შეგრძნება მქონდა თითქოს ერთი პატარა სამზარეულო კი არა დიდი საბანკეტო დარბაზი დავალაგეთ, ყველაფერი მტკიოდა, ჯანდაბა არაა ჩემი საქმე ეს მზარეულობა და ჭურჭლის რახა-რუხი და რა გავაკეთო? სამზარეულოში შევბოდიალდი უკმაყოფილო სახით და ყავის ყუთი შევამოწმე, ცარიელი დამიხვდა
-ჯანდაბა-ავბუზღუნდი და ოთახში შევედი საათს შევხედე ჯერ ათი არ იყო, იმის იმედით რომ მაღაზია ჯერ კიდევ ღია იყო და დაკეტვამდე ხუთი წუთი აკლდა სასწრაფოდ კაბა ჩავიცვი, ფახსაცმელი და გარეთ გავვარდი, მაღაზიაში რომ მივედი მაშინ აღმოვაჩინე რომ ფული არ მქონდა წამოღებული, ძაან მომერიდა მაგრამ ნისიად წამოვიღე და სახლში რომ მივედი მაშინვე დავლიე ერთი ჭიქა რადგან თავი მისკდებოდა, თან ორი ღერი სიგარეტიც მივაყოლა და უეცრად გამიარა თავის ტკივილმა, როგორც კი დავლიე უკან გამოვვარდი ფული მივუტანე გამყიდველს მადლობა გადავუხადე და სახლისკენ წამოვედი, ძალიან შემეშინდა როცა უკანიდან მომავალმა მანქანამ გამისწრო და მოულოდნელად გზა ისე გადამიჭრა რომ წინ წასვლა ვეღარ შევძელი, ისე შემეშინდა რომ რამდენიმე წამის განმავლობაში დაბნეული ვიდექი და ვერაფერს ვახერხებდი მითუმეტეს რომ უცხო მანქანა იყო მინებ დამუქებული, როცა აზრზე მოვედი შეშინებული შემოვტრიალდი და რომ მანქანისთვის შემომევლო, თორნიკეს შევეᲤეთე, ისე დავიბენი და გავოცდი რომ სულელივით მივაჩერდი მონგრეულ სახეზე, თორნიკემ მანქანის კარი გააღო და მკლავზე ხელი უხეშად მომკიდა
-მანქანაში ჩაჯექი-მითხრა მკაცრი ტონით და თვალებში ჩამაცქერდა, ისე დავიბენი რომ თვალები მაგრად დავხუჭე და გავახილე, ვიფიქრე ხომ არ მეჩვენება-მეთქი -მარიამ დაჯდები თუ ძალით ჩაგტენო?-მეკითხება გაბრაზებული ტონით და მე ისევ ისე გაშტერებული ვუყურებ, ჯერ კიდევ ვერ ვინერებ რომ ის ჩემთან მოვიდა -მარიამ!
-არ ჩავჯდები-მის ხელს ვიშორებ და ვცდილობ აზრზე მოვიდე
-ჩაჯექი!-მეუბნება მკაცრი ტონით
-არა-მეც არ ვიცი ასე რატომ ვაღიზიანებ
-რადგან ასე გინდა-ამბობს და სწრაფად მიახლოვდება ხელში მიტაცებს და მანქანაში მსვავს, კარს მიკეტავს და საჭესთან ჯდებᲐ
-გაგიჟდი?-ვბრაზდები მე თითქოს საერთოდ არ მიხარია რომ მასთან ერთად მომიწევს მანქანით ბოდიალი ღამის თბილისში
-ღვედი Გაიკეთე-მიბრძანებს და რომ არ ვემორჩილები ჩემსკენ იხრება, ისე ახლოს მოაქვს სახე რომ სუნთქვა მიწყდება და უნებურად მის ტუჩებზე ვაჩერებ მზერას, თორნიკეს ბოროტულად ეღიმება, ღვედს მიკრავს, თავის ადგილს უბრუნდება თავადაც ღვედს იკრავს და მანქანას ქოქავს, მე მოჯადოებულივით ვუყურებ მის პროფილს და თვალს ვერ ვაშორებ ყველაზე სასურველ და სანატრელ სახეს, მოულოდნელად ჩემსკენ აბრუნებს სახეს და ჩვენი დაძაბული მზერა ერთმანეთს ეფეთება, მას ისევ ეღიმება და მზერა საქარე მინაზე გადააქვს, მეც ასე ვიქცევი და ვცდილობ თავი ხელში ავიყვანო
-სახეზე რა გჭირს?-ვეკითხები დაძაბული და მის ჩალურჯებულ თვალს, გახეთქილ და უკვე თითქმის შეხორცებულ ტუჩს და წარბს ვაკვირდები
-არაფერი-მპასუხობს აგრესიულად
-თორნიკე
-მარიამ ეს შენ არ გეხებᲐ!-მაჩუმებს ურᲧევი არგუმენტით
-ჩემებმა არაფერი იციან-ისე ვეუბნები რომ მისკენ არ ვიხედები
-იციან-მამშვიდებს -ისიც იციან რომ ამაღამ სახლში არ მიხვალ -ბოლო სიტყვებს დამარცვლით მეუბნება და გაოგნებული მისკენ ვიხედები
-ეს როგორ გავიგო?-მართლა ვიბნევი და ვბრაზდები
-შენს ნომერზე დავრეკე და თიკამ
მუპასუხა, ვუთხარი რომ გეძებდი
-და მაშინვე მოგახსენა სადაც ვიყავი?
-კი მითხრა სადაც იქნებოდი
-და უთხარი რომ ღამე სახლში არ მიმიყვან?
-კი ასე ვუთხარი
-და რა... სულ ესაა?
-კიდევ რა უნდა იყოს?-უკვირს და ჩემსკენ იხედება
-და რატომ მეძებდი?-ვკითხე დაძაბულმა და მისი გაცეცხლებული მზერა დავაიგნორე
-ამაღამ გაიგებ-ისეთი გამომწვევი ტონით მეუბნება რომ ცოტა არ იყოს და ვიძაბები
-რას ბოდავ?-მართლა ვბრაზდები
თორნიკეზე -შენთან ერთად არსად არ წამოვალ
-მაინც რას იზავ? გაქანებული მაქანიდან გადამიხტები თუ საჭეზე ჩამაფრინდები?-მაწვდის იდეებს
-ორივე მისაღებია ჩემთვის -ვეუბნები გულწრფელად
-შენგან არ გამიკვირდება-ღიმილი ეპარება ტუჩის კუთხეში და მეც მეცინება
-სიგარეტი გააქვს?
-შენი გადამკიდე ორი კოლოფით დავდივარ-მეუბნება ბუზღუნით და პარანგის ჯიბიდან იღებს ერთ კოლოᲤს და მაწვდის სანთებელასთან ერთად, მე სწრაფად ვხსნი კოლოფს და ვუკიდებ ერთ ღერს
-შენთან ერთად არსად წამოვალ-ვეუბნები მკაცრი ტონით და მისკენ ვიყურები
-ჩემთან მარტო დარჩენის გეშინია მარიამ?-გამომწვევად მეკითხება და განზრახ სიჩქარეს უმატებს თან მე არ მაშორებს თვალს
-გიკვირს?-ვპასუხობ სხარტად და ძალიან კმაყოფილი ვარ ჩემი პასუხით
-გგონია რამეს დაგიშავებ?-აშკარად გამოვიყვანე მწყობილებიდან
-არვიცი-გულწრფელად ვპასუხობ
-მარიამ მაბრაზებ-იუმორში გამიტარა ეს დაძაბული საუბარი
-ვიცი-ვეუბნები და სიცილს ვერ ვიკავებ
-ისე ნუ იქცევი თითქოს ყველაფერი გკიდ.ა-ბრაზდება რატომღაც
-იქნებ მკიდ.ა-ვაგრძელებ მის ნერვებზე თამაშს
-რომ გეკიდ.ს ის არ მოხდებოდა ჩვენს შორის, რაც იმ ღამეს მოხდა-ჩხუბზე გადავიდა
-კარგი არ მკიდ.ა კმაყოფილი ხარ ჩემი
აღიარებᲘთ?-მეც არ ვიცი რატომ ვცდილობ მის გამოწვევას
-მარიამ ნუ მეთამაშები-ბრაზდება ის
-შენ მეთამაშე იმ ღამეს!-ლამის ვუყვირე მწყობრიდან გამოსულმᲐ
-იმიტომ რომ დაიმსახურე!-შემომხედა და ბოლო ხმაზე მიყვირა გაცოფებულმა
-ახლაც იგივეს აპირებ? უნდა გამომცადო?-ვახლი და აკანკალებული ხელით ფანჯარას Დაბლა ვწევ და სიგარეტის ნამწვავს ვაგდებ, ის ვღელავ და ვნერვიულობ რომ ფანჯარა აღარ ვწევ მაღლა, მსიამოვნებს ცივი ჰაერის ნაკადის შეჯახება სახეზე
-მარიამ ვერ ხვდები რომ მიყვარხარ?-ისე მოულოდნელად მეუბნება ამ სიტყვებს რომ გაოცებისგან პირს ვაღებ და მისკენ ვიხედები გაოგნებული, რამდენიმე წამის განმავლობაში ვფიქრობ რამე არასწორად ხომ არ გავიგე-თქო და თავს ვაიძულებ მეცხრე ცაზე აფრენისგან თავი შეიკავოს, მაგრამ ვერ ვახერხებ თავსი მოთოკვას და ბედნიერებისგან მᲘნც ცაში ვიწყებ ფრენას და როცა თორნიკე ჩემსკენ ატრიალებს ბოროტი ღიმილით გაბადრულ სახეს და მეუბნებ -იმედია არ დაიჯერე -ეგრევე მიწას ვასკდები ცხვირით და საშინლად ვბრაზდები მის ამ ბოროტ ხუმრობაზე
-ახლავე გააჩერე არანორმალურო-ვყვირი ბოლო ხმაზე და თორნიკეს ისტერიული სიცილის ფონზე მანქანა კიდევ უფრო სწრაფად მიდის სადღაც ჯანდაბაში -გააჩერე-მეთქი ახლავე-მართლა ვეღარ ვთოკავ საკუთარ თავს და ნერვებს
-მარიამ ასე ძალიან გინდა რომ მიყვარდე?-მეკითხება ირონიული ტონით და განზრახ ჩემსკენ არ იყურება, ისეთი დაბნეული გაბრაზებული და გაცეცხლებული ვარ რომ პასუხს ვერ ვპოულობ
-იცი რომ არანორმალური ხარ?
-და, შენ ხარ ნორმალური?-მეკითხება გაოცებული
-სახლში წამიყვანე-ვეუბნები გაღიზიანებული ტონით და მერე ღერს ვუკიდებ
-ამაღამ ჩემთან დარჩები, ჩემს სახლში და შენს სახᲚში მაშინ წახვალ როცა მე ჩავთვლი ამას საჭიროდ -მეუბნება მკაცრი ტონით და ჩვენი მზერა ერთმანეთს ეფეთება, განზრახ ჯიუტად არ ვაშორებ თვალს და ბოლოს ისევ ის მარიდებს თვალს
-არ დავრჩები-ვეუბნები ჯიბრით
-დარჩები!-მეუბნება მკაცრი ტონით
-გავიქცევი
-არ გაგიშვებ!
-რას იზავ ოთხში გამომკეტავ თუ დამაბავ?- ვიწვევ საჩხუბრად
-შენ რომელიც უფრო გაგისწორდება იმას
ვიზავ-მეუბნება გამაღიზიᲜებლად -თუ გინდა სხვა ვარიანტებიც განვიხილოთ
-რა ავადმყოფი ხარ-ვიჯღანები მე
-შენ კი გიჟი
-თავს რატომ არ მანებებ?-როგორ მინდა ამაზე რამე სასიმოვნო მიპასუხოს მაგრამ ჯერ ისევ დაბოღმილია ჩემზე და Ბოროტებას აფრქვევს
-შენ არ მანებებ-მპასუხობს მაშინვე და მე ვიბნევი
-მეე?-ვიცხᲓებ მე
-გგონია იმ ღამეს რომ მოხვედი ვერ გავიგე?-მეუბნება უცნაური ტონით და მაშინვე ჩემსკენ იყურება მომღიმარი სახით, მე მაშინვე გულისცემა მიჩქარდება და ცოცხალი თავით მისკენ არ ვიხედები -პლედი დამაფარე, მაკოცე და
გაიქეცი-მეუბნება გამარჯვებულის იერით და ისევ საქარე მინას აჩერდება



№1 სტუმარი სტუმარი ნესტანი

ვაუ რა მაგარი იყო მაგრამ ემ სულელმა რატომ გამოუშვა მარტო თუ არ ეძინა და იცოდა მარიამი იქ იყო მომეწონა არც ველოდი ახალ თავს საინტერესო იყო გამიხარდა ველოდები ახალ თავს მადლობა წარტებები ????

 


№2 სტუმარი სტუმარი ნანა

საუკეთესო არი სულ მოუთმენლად ველოდები ახლ თავს

 


№3  offline მოდერი ნეაკო

სტუმარი ნესტანი
ვაუ რა მაგარი იყო მაგრამ ემ სულელმა რატომ გამოუშვა მარტო თუ არ ეძინა და იცოდა მარიამი იქ იყო მომეწონა არც ველოდი ახალ თავს საინტერესო იყო გამიხარდა ველოდები ახალ თავს მადლობა წარტებები ????

მადლობა თქვენ, მიხარია რომ მოგეწონათ

სტუმარი ნანა
საუკეთესო არი სულ მოუთმენლად ველოდები ახლ თავს

მადლობა ცამეტში ავტვირთავ ახალ თავს სავარაუდოდ, თუ მანამდე მოვახერხე აუცილებლად დავდებ

 


№4 სტუმარი Life is beautiful

არა ცუდი ნამდვილად არ იყო მარა როცა. მანქნით გადაუჭრა თოკომ მაროს გზა რატო თავიდავნე არ წამოვალ? ჩემი აზრით იქ ჯერ უნდა ეკითხა მიზეზი..
...... - მანქანაში ჩაჯექი-მითხრა მკაცრი ტონით და თვალებში ჩამაცქერდა, ისე დავიბენი რომ თვალები მაგრად დავხუჭე და გავახილე, ვიფიქრე ხომ არ მეჩვენება-მეთქი -მარიამ დაჯდები თუ ძალით ჩაგტენო?-მეკითხება გაბრაზებული ტონით და მე ისევ ისე გაშტერებული ვუყურებ, ჯერ კიდევ ვერ ვინერებ რომ ის ჩემთან მოვიდა -მარიამ!
-არ ჩავჯდები-მის ხელს ვიშორებ და ვცდილობ აზრზე მოვიდე
-ჩაჯექი!-მეუბნება მკაცრი ტონით
-არა-მეც არ ვიცი ასე რატომ ვაღიზიანებ
-რადგან ასე გინდა-ამბობს და სწრაფად მიახლოვდება ხელში მიტაცებს და მანქანაში მსვავს, კარს მიკეტავს და საჭესთან ჯდებᲐ......
აი. მაგალითად ცოტა მოკლეში რომ ვთქვათ...
-მანქანაში ჩაჯექი....... მარიამ დაჯდები თუ ძალით ჩაგტენო?......... მარიამ!
- რატომ უნდა ჩავჯდე?.. მის ხელს ვიშორებ და ვცდილობ აზრზე მოვიდე
-ჩაჯექი!-მეუნბა მკაცრი ტონით
-სანამ არ ამისხნი რატომ, არა! მეც არ ვიცი ასე რატომ ვაღეზიანებ.
-რადგან ასე გინდა-ამბობს და სწრაფად მიახლოვდება ხელში მიტაცებს და მანქანაში მსვავს, კარს მიკეტავს და საჭესთან ჯდებᲐ.... :დდ
ნუ იმედია აგიხსენი რაც მინდოდა... სხვა მხრივ მომწონს♥️^_^ იმედია არ გამიბრაზდი შენს სიტყვებს რომ ვციტირებ.. უბრალოდ ასე პირდაპირ რო აჯახა როცა მასთან თვითონ იყო მისული როცა ასე თუ ისე შერიგება სურს.. ცოტა ისტერიკულობაა.. ♥️
სხვისი არ ვიცი მე მომეონს როგორც ყოველთვის♥️
ველოდები შემდეგს.. ^_^

 


№5  offline მოდერი ნეაკო

Life is beautiful
არა ცუდი ნამდვილად არ იყო მარა როცა. მანქნით გადაუჭრა თოკომ მაროს გზა რატო თავიდავნე არ წამოვალ? ჩემი აზრით იქ ჯერ უნდა ეკითხა მიზეზი..
...... - მანქანაში ჩაჯექი-მითხრა მკაცრი ტონით და თვალებში ჩამაცქერდა, ისე დავიბენი რომ თვალები მაგრად დავხუჭე და გავახილე, ვიფიქრე ხომ არ მეჩვენება-მეთქი -მარიამ დაჯდები თუ ძალით ჩაგტენო?-მეკითხება გაბრაზებული ტონით და მე ისევ ისე გაშტერებული ვუყურებ, ჯერ კიდევ ვერ ვინერებ რომ ის ჩემთან მოვიდა -მარიამ!
-არ ჩავჯდები-მის ხელს ვიშორებ და ვცდილობ აზრზე მოვიდე
-ჩაჯექი!-მეუბნება მკაცრი ტონით
-არა-მეც არ ვიცი ასე რატომ ვაღიზიანებ
-რადგან ასე გინდა-ამბობს და სწრაფად მიახლოვდება ხელში მიტაცებს და მანქანაში მსვავს, კარს მიკეტავს და საჭესთან ჯდებᲐ......
აი. მაგალითად ცოტა მოკლეში რომ ვთქვათ...
-მანქანაში ჩაჯექი....... მარიამ დაჯდები თუ ძალით ჩაგტენო?......... მარიამ!
- რატომ უნდა ჩავჯდე?.. მის ხელს ვიშორებ და ვცდილობ აზრზე მოვიდე
-ჩაჯექი!-მეუნბა მკაცრი ტონით
-სანამ არ ამისხნი რატომ, არა! მეც არ ვიცი ასე რატომ ვაღეზიანებ.
-რადგან ასე გინდა-ამბობს და სწრაფად მიახლოვდება ხელში მიტაცებს და მანქანაში მსვავს, კარს მიკეტავს და საჭესთან ჯდებᲐ.... :დდ
ნუ იმედია აგიხსენი რაც მინდოდა... სხვა მხრივ მომწონს♥️^_^ იმედია არ გამიბრაზდი შენს სიტყვებს რომ ვციტირებ.. უბრალოდ ასე პირდაპირ რო აჯახა როცა მასთან თვითონ იყო მისული როცა ასე თუ ისე შერიგება სურს.. ცოტა ისტერიკულობაა.. ♥️
სხვისი არ ვიცი მე მომეონს როგორც ყოველთვის♥️
ველოდები შემდეგს.. ^_^

მივხვდი რისი თქმაც გინდა, რაც შეეხება მარიამის ისტერიკას მოდი მის დაბნეულობას და ნერვიულობას დავაბრალოთ :D მადლობა გამოხმაურებისთვის

 


№6 სტუმარი სტუმარი ნათია

ამ გოგოს ცოდვით დავიტანჯე (( რატომ იმეტებ ასე, რა დაგიშავა? მარიამი ტანჯულაა, თავს იტანჯავს ყველა მხრივ და მგონი თვითონაც მოსწონს ასე რომ არის. ან დებილი ქალია, რომელსაც საერთოდ არ. ეტყობა რომ ქალია და მისი ქცევები თხუთმეტი წლის გოგოს მახსენებს. აბა ადამიანს ჭაობიდან ამოსვლის შესაძლებლობა ჰქონდეს და კიდე შიგ იჯდეს? მითუმეტეს საყვარელი კაცი ჰყავდეს, რომელიც მისთვის ყველაფერს გააკეთებს, დაეხმარება, გვერდში დაუდგება. ამისთვის უბრალოდ ხმის ამოღებაა საჭირო, სხვა კი არაფერი. არ მესმის ასე რატომ ტანჯავ ამ გოგოს. უაზროდ ბევრს საუბრობს, ყველას ეჯიბრება და გონია ყველაზე მეტი იცის, ჭკუას სხვებს არიგებს, თან რაღაც სიდებილეებს საუბრობს, გონია მართალია და თვითონ ამ დროს სად ზის? ან ამ ბიჭისგან რაღა უნდა? აი თორნიკესგან რა უნდა? რას ერჩის, რას ეჯიბრება, თავს იგიჟებს არ გამოგყვებიო, რამე არასწორი გააკეთა? რამე დაუშავა? უთხრა? ან ეს ალექსანდე რანაირი ადამიანია. თავის დას თუ უყვარდა, ერთმანეთი თუ უყვარდათ.... არ ვიცი რა, ხან კარგი ტიპი გამოგყავს ეს ალექსანდრე, ხან ეშმაკი რომელიც თუ მიუახლოვდათ ეგრევე დაწვამს. ჩამოყალიბდი როგორია, რომ ჩვენც უკეთ გავიგოთ. და კიდევ ეცადე პერსონაჟები თავის ასაკს შეუსაბამო, რა სიმაღლეების და კილოგრამების თვლა გამართეს, მე ამდენი ვარ მე იმდენი ვარ.
წარმატებები❤️

 


№7  offline წევრი -nastia-18

ძალიან მაგარია ველოდები შემდეგ თავს წარმატებები ❤ ძალიან კარგად მიდიხარ შენ შენს ისტორიას მიყვები შესანიშნავად პერსონაჟებიც მშვენიერია კარგად აღწერ ყველაფერს იმედია მარიამს და თოკას ძალიან კარგი დასასრული ექნებათ ძალიან დიდ წარმატებებს გისურვებ ❤❤❤

 


№8  offline მოდერი ნეაკო

სიმართლე გითხრათ ძალიან დავიღალე ამ ახსნა-განმარტებებით, სულ თავის და ჩემი ისტორიის გმირების დაცვა მიწევს და ვერ ვხვდები რატომ...
მე არ ვწერ რაიმე მიზნით ამ ისტორიებს, მე არ ვდებ რაიმე განსაკუთრებულ აზრს და ლოგიკას ჩემს ისტორიებში, უბრალოდ ვწერ სულ ესაა!!!
შენᲘსვნები გასაგებია და მისაღებია ჩემთვის მაგრამ ყველაფერზე-ისტორიის განვითარებაზე, დიალოგზე მითითება თუ ვინ რა და რატომ თქვა, რატომ იფიქრა, იტირა, იკივლა, რატომ გაიქცა, რატომ დარჩა, რატომ დალია, მოწია -ახსნას ვერ შევძლებ რადგან უბრალოდ ასე მინდა წერა სულ ესაა.
მე სხვაგვარად წერა არ მინდა და არ შემიძლია რადგან იდეალური ქალები, კაცები და სიყვარული მე არ მინახია არ გამიგია არ მსმენია, ამიტომ მე ვწერ არაიდეალური ადამინების დაულაგებელ ცხოვრებაზე, სულ ესააა.
მადლობა :D

 


№9 სტუმარი tatia

ძალიან მომწონს, მალე დადე რააა

 


№10  offline მოდერი ნეაკო

სტუმარი ნათია
ამ გოგოს ცოდვით დავიტანჯე (( რატომ იმეტებ ასე, რა დაგიშავა? მარიამი ტანჯულაა, თავს იტანჯავს ყველა მხრივ და მგონი თვითონაც მოსწონს ასე რომ არის. ან დებილი ქალია, რომელსაც საერთოდ არ. ეტყობა რომ ქალია და მისი ქცევები თხუთმეტი წლის გოგოს მახსენებს. აბა ადამიანს ჭაობიდან ამოსვლის შესაძლებლობა ჰქონდეს და კიდე შიგ იჯდეს? მითუმეტეს საყვარელი კაცი ჰყავდეს, რომელიც მისთვის ყველაფერს გააკეთებს, დაეხმარება, გვერდში დაუდგება. ამისთვის უბრალოდ ხმის ამოღებაა საჭირო, სხვა კი არაფერი. არ მესმის ასე რატომ ტანჯავ ამ გოგოს. უაზროდ ბევრს საუბრობს, ყველას ეჯიბრება და გონია ყველაზე მეტი იცის, ჭკუას სხვებს არიგებს, თან რაღაც სიდებილეებს საუბრობს, გონია მართალია და თვითონ ამ დროს სად ზის? ან ამ ბიჭისგან რაღა უნდა? აი თორნიკესგან რა უნდა? რას ერჩის, რას ეჯიბრება, თავს იგიჟებს არ გამოგყვებიო, რამე არასწორი გააკეთა? რამე დაუშავა? უთხრა? ან ეს ალექსანდე რანაირი ადამიანია. თავის დას თუ უყვარდა, ერთმანეთი თუ უყვარდათ.... არ ვიცი რა, ხან კარგი ტიპი გამოგყავს ეს ალექსანდრე, ხან ეშმაკი რომელიც თუ მიუახლოვდათ ეგრევე დაწვამს. ჩამოყალიბდი როგორია, რომ ჩვენც უკეთ გავიგოთ. და კიდევ ეცადე პერსონაჟები თავის ასაკს შეუსაბამო, რა სიმაღლეების და კილოგრამების თვლა გამართეს, მე ამდენი ვარ მე იმდენი ვარ.
წარმატებები❤️

მადლობა აზრის გაზიარებისთვის :)

-nastia-18
ძალიან მაგარია ველოდები შემდეგ თავს წარმატებები ❤ ძალიან კარგად მიდიხარ შენ შენს ისტორიას მიყვები შესანიშნავად პერსონაჟებიც მშვენიერია კარგად აღწერ ყველაფერს იმედია მარიამს და თოკას ძალიან კარგი დასასრული ექნებათ ძალიან დიდ წარმატებებს გისურვებ ❤❤❤

ძალიან დიდი მადლობა მიხარია რომ მოგწონთ ეს ისტორია

tatia
ძალიან მომწონს, მალე დადე რააა

დღეს დავდებ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent