შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გაურკვეველი წელი,მარადისობა...! (III)


11-12-2020, 15:25
ავტორი Morning
ნანახია 768

ყველაფერი იქამდე მივიდა,რომ მე ადამიანურმა სისუსტემ მძლია.ვერ ვითმენდი,ამის თქმისთვის ვემზადებოდი და ის ის იყო უნდა მეყვირა.ოდეს შენც დაგკარგავ და მერე რა მოხდება-მეთქი და მან დამარტყა.ისე ძლიერად დამარტყა მკერდში,რომ სუნთქვა შემეკრა.და მომენტი,როდესაც დარწმუნებული ვიყავი,რომ ვეღარ ამოვისუნთქებდი. მან კი როგორც ჩანს,ის,რის თქმასაც ვცდილობდი წინასწარ იცოდა.

- ახლა ?

ახლა,იყო ის წამები,როდესაც მხოლოდ გაჩერებულ სუნთქვაზე ვდარდობდი.ჩემმა ინსტიქტებმა,გადარჩენის ინსტიქტმა ყველა სხვა გრძნობა და ყველა სხვა აზრი დამავიწყა.მე უბრალოდ მინდოდა,რომ კვლავ ერთხელ ჩამესუნთქა ჰაერი და როგორც ჩანს საერთოდ დამვიწყებოდა ის თუ რაზე ვდარდობდი და რისი თქმა მინდოდა.-მან კი ამ მანევრის შემდეგ ისეთი რამ მითხრა,რომ ვიფიქრე შევცდი,არ ყოფნა უნდა ამერჩია-მეთქი.

- ჩვენ ჩაფიქრებულები ვართ,და თუ გინდა ასეც თქვი "განწირულები",რომ ვიყოთ მარტონი.

ჩემში მხოლოდ იმის გააზრებამ,რომ ის მე მარტოობას მთავაზობდა,და თანაც სამარადისოდ.ჯერ კიდევ ჩვილ ბავშვს გვავდი,ჩემში პროსტესტის გრძნობა ძლიერდებოდა.მე მას შევჩივლე,რომ ის რასაც ახლა მეუბნებოდა,სრულიად უაზრო და მისი სუსტი გადაწყეტილება იყო,იმასთან დაკავშირებით,რომ იცხოვრო მარად და იცხოვრო მარტო ! ეს სრულიად უაზრობად მიმაჩნდა.შევჩივლე

- რა აზრი აქვს,თუ დაუსრულებელი დროით იარსებებ და ამის განცდა მხოლოდ მარტოს გიწერია-მეთქი.

-შენ ჯერ კიდევ ვერ მოდიხარ გონს ! -სრული თავდაჯერებით მიპასუხა მან.-შენ ჯერ კიდევ ვერ გაიგე,შენს არსებაში არსებობს ყოველივე რასაც კი ხედავ.ამიტომ როდესაც ვამბობ,რომ უნდა იყო მარად მარტო.არ ვგულისხმობ ცალკეულ ინდივიდად ყოფნას.ოდეს,ჩვენს მსგავს არსებებს ის რაც გააჩნდათ,სწორედ იმის გამო დაკარგეს,რაც ახლა შენ გემართება.შენ ფიქრობ,რომ თუ კი მარტო იარსებებ,ყველაფერი ხიბლს დაკარგავს,და აარაფერს აზრი არ ექნება.მაშინ როდესაც სინამდვილეში ყველაფრის გარეშე შეგიძლია არსებობა.

მე საერთოდ ვერაფერი გავიგე.ან მესმოდა რასაც ამბობდა და შეგნებულად ვუარყოფდი ამას.

- ის რაც შენში ახლა ასე ძლიერ ბობოქრობს,სხვა არაფერია თუ არა შენი გამოუცდელობა.შენი გამოუცდელობა არსებობაში.
მე კი ვიდექი და მის ნაღვლიან სახეს მივშტერებოდი,როგორი თვითრწმენით მეუბნებოდა ყოველივეს და ამასთანავე როგორ წუხდა იმაზე,თუ რასაც მიზიარებდა.მე ვკითხე რატომ არ შეიძლებოდა სხვაგვარად.

-საქმე იმაშია,რომ როდესაც რაიმე მოგინდება,და შენ მას მიიღებ.ეს ყველაფერი წვას გავს ! თითოეული სურვილი,იქნება ეს ადამიანური თუ არაადამიანური.სურვილი უბრალოდ წვავს და შენი სურვილი,რომ მე დამიკავშირდე ! ამით შენ თავსაც ღუპავ და ჩემს დაღუპვასაც მოითხოვ.

მე ვარწმუნებდი,ყველა რიგი აზრების გარეშე,მაგრამ მაინც თავდადებით ვიძახდი იმას რომ უნდა ყოფილიყო გზა,რაიმე გზა სადაც ყველაფერი სხვაგვარად მოხდებოდა მაგრამ მან მითხრა,რომ არა ! ყველაფერი სწორედაც რომ ისე იყო როგორც ამბობდა.მე ვერაფერს გავხდი.მე უდიდეს დისკომფორტს ვგრძნობდი

-შენ ძველებს გავხარ ! ისინი დაიწვნენ და გაქრნენ,ისევე როგორც შენ მოითხოვ ახლა ამას.მე კი არსებობის საიდუმლოს გაძლევ.იმას რაც დღეს არცთუისე ბევრმა სულიერმა არსებამ იცის ! და ამასთან მისვლა,ამასთან თავად მისვლა მარტოს,ძალიან,ძალიან გაგიჭირდებოდა და შენ ახლა შენი განსაკუთრებულობის შეგრძნება გტანჯავს.ამ გრძნობათა ტალღას ამიტომ,ვერ ეწინააღმდეგები,შენ ჯერ კიდევფიქრობ,რომ ამ ყველაფერს რაღაც მიზეზი აქვს.რომ უბრალოდ კი არ გაგიმართლა,არამედ საქმე "რაღაც" სხვაგვარადაა.

მე ამ დროს ვიფიქრე,რომ აი ეს იყო წამი,რომ უნდა გადამეხაზა ყველაფერი,უბრალოდ მეთქვა მადლობა და გავქცეულიყავი მისგან ძალიან შორს.რადგან მისი გამოსხივების არცერთი სხივი აღარ შემეგრძნო.და სუფთა რეგვენივით შევჩივლე,რომ ყველაფერი რასაც მეუბნებოდა ურთიერთსაწინააღმედოს გავდა და სრულიად აბსურდულად ვხედავდი ყველაფერს.-მე ვუთხარი,რომ მისი ყველა გადმოცემა რეალობა იყო,მხოლოდ სულელების რეალობაში.და განრისხებულმა მე ის მივატოვე.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent