შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მიუწდომელი სიყვარული ნაწილი-10.


12-12-2020, 02:26
ავტორი Butterfly122334455
ნანახია 1 404

ლუკასი:
ანერვიულებული მივდიოდი მთელი გზა და ვხვდებოდი რამდენად შორს იყო ადგილი სადაც შესაძლებელია მეი ყოფილიყო...ასეთი შორს წავიდა?
კი დამალვის მიზნით,მაგრამ ნუთუ დაავიწყდა რამხელა საფრთხე ემუქრება ასეთ ადგილას ,საიდანაც ხმას ვერავის ვერ მიაწვდენს და ამავდროულად ზუსტად ვიცი რომ მარტო იქნება.
-მეი ვიმედოვნებ რომ ვინმეში აერიე ჯეიმს,ვიმედოვნებ.
გაღიზიანებულმა ჩავილაპარაკე და სიჩქარეს უფრო მოვუმატე!
გული ვეღარ მითმენდა,ერთი სული მაქვს მივიდე და ვნახო ვინ დამხვდება.
გული ცუდს მიგრძნობს,ვგრძნობ რომ რაღაც რიგზე ვერაა,ძაალიან ცუდი ძინათგრძნობა მაქვს.

ნაახევარი საათის შემდეგ:
ადგილზე რომ მივედი უკვე ბნელოდა და მეტად შემზარავად ჩანდა ამ ცარიელ ადგილას ერთი პატარა სახლი,რომელშიც სინათლები ენთო,მაგრამ იმდენად სიჩუმე იყო რომ ეს უკვე შემაწუხებელი ხდებოდა.
ნელა მივუახლოვდი მთავარ შესასვლელ ჭიშკარს ,რომელიც რატომღაც ღიაა იყო.
ამან უკვე დაამაეჭვა და ამანერვიულა მოსალოდნელ სიტუაციაზე,მაგრამ თავი დავიწყნარე და ეზოში დაკვირვებით შევდგი ფეხი,ისე რომ ყველაფერს ვათვალიერებდი გარშემო.
არ ვიცოდი როგორ მივსულიყავი...პირდაპირ შევიდე თუ ჯერ ზრდილობიანად დავაკაკუნო?
უბრალოდ მგონი ასეთი ოფიციალურობა ზედმეტია ამ მომენტში,პირდაპირ შევალ!
მეშინია არ შეეშინდეს და არ გამექცეს!
ესღა გავიფიქრე და კარი პირდაპირ შევაღე,მაგრამ რა?
რაღაც იცნაური გარემო დამხვდა,ყველაფერი ერთმანეთს ეყარა,თითქოს და აქ რაღაც დიდი ბრძოლა იყო !
სინათლე ყველგან ენთო,მაგრამ სულიერი არავინ ჩანდა,შემაწუხებელი სიჩუმე კი ისევ გრძელდებოდა.
არამგონია აქ ვინმე ცხოვრობდეს და არც ის მგონია,რომ ვინმეში მეშლებოდეს,რადგან ამ წამს მეის ტელეფონი დავინახე დივანზე და მივხვდი რომ ისაა!
მაგრამ სადაა?
იმედია საძინებელშია!
გავიფიქრე და ანერვიულებულმა გადავწყვიტე საძინებელში მენახა ,მაგრამ მაინც ფრთხილად ვუახლოვდებოდი ,რომ რაიმე ხმაური არ გამომეწვია და არ გაეგო რომ აქ ვარ.
გრძელ კოლიდორში რამოდენიმე ხის კარი იყო,აქედან კი რომელი იყო მისი საძინებელი არ ვიცი.
მაგრამ ერთმა საძინებელმა მიიქცია ჩემი ყურადღება,რომელიც ღია იყო და რაღაც პატარა შეუმჩნეველი ხმა გამოდიოდა იქიდან...აშკარად ვიღაც იყო ოთახში!
სწრაფი ნაბიჯით დავიძარი კარისკენ და დაუფიქრებლად შევაღე,იქ კი რა დამხვდა!
ვიღაც მეის თავზე ედგა,თვითონ მეი კი საწოლზე იყო მიბმული და აშკარად უგონოდ იყო!
იმ წამსვე მოვტვინე ვინც იყო ეს არამზადა და მისკენ ყვირილით გავემართე,შემდეგ კი დაუფიქრებლად ხელი მოვკიდე საყელოზე და პირდაპირ თვალი გავუსწორე ,იმის მიუხედავად რომ სახე ნორმალურად არც უჩანდა!
-ვინ ხარ? მისგან რა გინდა?
უკვე ისე ვბრაზობდი რომ მზად ვიყავი ბოლო ამოსუნთქვამდე მეცემა!
რა უნდა აქ ,ან მეი რატომაა ამ მდგომარეობაში!?
-შენთვისვე აჯობებს რომ არაფერი არ სჭირდეს !
ბოლო ხმაზე ვუღრიალე ,მაგრამ მამაკაცი რომ მიხვდა ვინ ვიყავი, იმ წამსვე დაიწყო მოქმედება და ხელიდან დასხლტომას ცდილობდა!
სააბოლოდ კი როგორღაც მოახერხა და ჩემს ხელებს დაუსხლტდა ,შემდეგ კი არსაიდან იარაღი ამოიღო და დამიმიზნა...მხოლოდ მის ღიმილს ვხედავდი და ეს ღიმილი ჩემში საშინელ ზიზღს იწვევდა!
აშკარად დალაგებული არაა,მაგრამ რა უნდა მეისგან? თავს რატომ არ ანებებს?
-უკან დაიხიეე ლუკას დილენ .
ბოხი ხმა მომესმა თუ არა ,ადგილზე
გავშეშდი ,რადგან საშიში იყო ამ წამს!
რომ მესროლოს ,მეი მის ხელში დარჩება ,ამას კი თუნდაც მკვდარიც ვერ დავუშვებ!
-ეს ჩემგან სახსოვრად.
ამ ფიქრებიდან მისმა ბოროტმა ხმამ გამომიყვანა და შემდეგ სასხლეტს რომ გამოკრა თითი გასარკვევად გავიგე და არც კი ვიცი ეს როგორ მოვახერხე,მაგრამ შევძელი და უეცრად გვერდით გადავხტი!
ისე რომ ტყვია ამცდა და არ მომხვდა,მაგრამ მანამ სანამ მე ავდექი,მან დრო იხელთა და გაიქცაა!
ფეხზე წამოვდექი თუ არა მეც უკან გავეკიდე,მაგრამ გარეთ გავედი და ამ უდიდეს სივრცეში და თანაც ღამით ,ცხადი იყო მისი მოძებნის შანსი არც ისეთი დიდი იყო,თან მეის ახლა მარტო ვერ დავტოვებ ამ მდგომარეობაში,გათიშულია და თან აშკარად დაშავებული!
რომ დაბრუნდეს იქამდე სანამ მე მის ძებნაში ვარ?
კი ვიცი ,მგონი მასზე ზედმეტად ვღელავ,როდესაც ამას არც იმსახურებს,უბრალოდ ასეთი ვარ!
ადამიანი ვისაც ვიცნობ საფრთხეში ვერ დავტოვებ,თუნდაც მის მიმართ არანაირი გრძნობა არ მქონდეს.

ვნერვიულობდი იმაზე რა მდგომარეობაში იყო მეი და თან ოთახისკენ ნელი ნაბიჯით მივდიოდი...სულელი გოგო,რამ წამოიყვანა ასეთ ადგილას?
კარში შესულს ისევ იგივე მდგომარეობაში რომ დამხვდა თითქოს გული დამწყდა და არ მესიამოვნა,მაგრამ დავაიგნორე ეს არასასიამოვნო გრძნობა და მისკენ წავედი.
საწოლთან ჩამოვუჯექი და ზემოდან დავხედე...ცხვირი სისხლიანი ჰქონდა,ხოლო სახეზე რამოდენიმე სილურჯე ეტყობოდა.
აშკარად იმ ნაბიჭვარმა დაარტყა!
როგორც კი ხელში ჩავიგდებ ვანანებ ყველაფერს რაც გააკეთა!
აუცილებლად დავიჭერ,აუცილებლად!
ვბრაზობდი და თან ისევ გათიშულ მეის დავყურებდი თავზე,უეცრად რომ ტელეფონი აწკრიალდა.
ჯეიმსის სახელი რომ ამოვიკითხე ,დაუფიქრებლად ვუპასუხე და მის ნერვიულ ხმაზე,უკვე მივხვდი რომ რაღაც რიგზე ვერ იყო.
—————————————-
ჯეიმსი:ლუკას სად ხარ?
კარგი ამბები არაა ძმაო!
მე:რა ხდება ჯეიმს?
ჯეიმსი:როგორღაც ჩემმა მოძიებულმა ინფორმაციამ გაჟონა და პოლიციელებს ჩაუვარდათ ხელში მისი ადგილსამყოფელი!
უკვე მოდიან რომ მეი დააკავონ,მაგრამ ის არ იციან რომ ამაში შენც გარეული ხარ!
იჩქარე ძმაო და სასწრაფოთ გაეცალე მაქაურობას!
შენს ცოლს ხელი მოკიდე და სადმე დამალე,უბრალოდ მანდ აღარც ერთი წამი არ დარჩე!
მე:კარგი ,აუცილებლად!
მადლობა ჯეიმს.
———————————————
საუბარს მოვრჩი თუ არა ,ანერვიულობული წამოვდექი ფეხზე და მეის თოკების შეხსნას შევუდექი,შემდეგ კი მისი უგონო სხეული ხელებში მოვიქციე და სწრაფათ დავიწყე სვლა გასასვლელი კარისკენ!
მანქანასთან მისულმა მისი სხეული უკან დავაწვინე,მე კი მანქანა დავქოქე და ბოლო სიჩქარით გავუყევი გზას!
დიდი იმედი მაქვს რომ მათ ავცდები და გზაში არ გადამეყრებიან!
რა თქმა უნდა მე ვერ შემეხებიან,ამ მხრივ ხელშეუხებელი ვარ,მაგრამ მეი?!
არ ვიცი მას რამდენად დავიცავ.

საჭესთან ვიჯექი და ბნელ გზას თვალს არ ვაცილებდი, თან კი ტელეფონზე ვსაუბრობდი...რა თქმა უნდა მე როგორც ლუკას დილენმა ,ყველაფერი უნდა გავითვალისწინო და ისე ვიმოქმედო.
___________
მე:ჯონათან ლუკასი ვარ.
მისმინე ,სასწრაფოთ ერთი ნომერი მჭირდება შენს სასტუმროში და გადარეკე შენს მომსახურე პერსონალთან და გააფრთხილე რომ დღეს მივდივარ.
ოთახი მაღალ სართულზე მინდა და რაც შეიძლება დაცული.
ჯონათანი:რა ხდება მეგობარო? მშვიდობა გაქვს?
ასეთი აღელვებული არ მახსოვხარ.
მე:ჩემი ცოლი ვიპოვე და მინდა სასამართლოს დავუმალო ის ამბავი რომ ჩემთანაა,არ მინდა რომ დაიჭირონ.
ჯონათანი:რაა? რას იძახი? მე მეგონა რომ შენც იგივე აზრზე იყავი, რომელსაც ყველა ეყრდნობა.
მაინც ყველა შენ გაგამართლებს ძმაო.
მე:აქ გაამართლებაზე არა ჯონათან,არ მაინტერესებს ხალხის აზრი და ის თუ რას იფიქრებენ!
მე მას ამისთვის ვერ გავწირავ.
ჯონათანი:კარგი,კარგი შენი ნებაა,მაგრამ ხო იცი რომ სამუდამოდ ასე ვერ დამალავ.
მე:ვიცი,მაგრამ გეგმა მაქვს ,არ ინერვიულო.
ჯონათანი:კარგი მეგობარო ,შენი საქმის შენ იცი,თუ რამე დაგჭირდება აუცილებლად დამიკავშირდი .
მე:კარგი,მადლობა ჯონათან.
____________________

დაახლოვებით ორ საათში ქალაქში ვიყავი უკვე და საკმოდ ახლოს სასტუმროსთან,ანუ ადგილთან სადაც ღამეს გავათევთ.
საბედნიეროდ პოლიციელები არსად არ შემხვედრიან,ალბათ იმიტომ რომ კარგ დროს შემატყობინა ჯეიმსმა ინფორმაცია!
ახლა ერთადერთი რაც დამრჩენია მეის იქამდე დაამალვა,სანამ ჩემს გეგმას განვახორციელებ.

როგორც ჯონათანს ვთხოვე ოთახი ,რომელშიც ვიქნებოდი მეათე სართულზე უნდა ყოფილიყო,ამავდროულად ისეთი ნომერი იყო,რომელშიც ეყენა ვიდეო კამერები ,როგორც სახლში ასევე სასტუმროს მთავარ გზაზე,კოლიდორში და შემოსასვლელში.
ანუ თუ გაიგეს პოლიციელებმა, რომ აქ მყავს მეი დამალული,დროულად მოვახდდენ რეაგირებას,რათა ხელიდან დავუსხლტე.

მეი საწოლზე დავაწვინე და უკვე მოუთმენლად აქეთ-იქით დავიწყე სიარული.
რამდენიხანია უგონოდაა?
ყველაფერი რიგზეაა?!
რატომ არ იღვიძებს?!
ამაზე ფიქრში თან მივუახლოვდი და სახეზე მივაშტერდი,როგორ დაურტყავს იმ არაკაცს!
ხელში როგორც კი ჩამივარდება ვანანებ ამ ყელაფერს!

მეი:
გათიშული ვიყავი ,მაგრამ მთელი დროის მანძილზე ლუკასის ხმა მესმოდა...არ ვიცი ეს დამესიზმრა თუ მართლა მოხდა,მაგრამ მესმოდა როგორ ებრძოდა იმ არაკაცს რომ გადავერჩინე,ნუთუ მართალია,თუ ვოცნებობ?
იმ ყველაფრის შემდეგ რაც ჩავიდინე,ამას არ მაპატიებს!
ეგ ზუსტად ვიცი და მითუმეტეს მისგან არ გადამარჩენს,მაგრამ მთელი გულით ვნატრობ ,რომ გავიღვიძებ იმ მანიაკის ხელში არ ვიყო,როგორ ვნატრობ,როგორ ვნატრობ!
მინდა თვალი გავახილო,მინდა გავიღვიძო,ძალა მჭირდება,ძალა...
სამამდე დავითვლი და ვეცდები თვალები გავახილო...1...2...3.
შევძელი და თვალები გავახილე!
გავახილე და პირველი რაც ვიგრძენი თავბრუს ხვევა იყო.
უცხო გარემოს მოვავლე თვალი და ნაცნობი მხოლოდ ზურგით მდგარი სხეული შევნიშნე...ეს ლუკასია?
არ დამსიზმრებია?!
რა ვქნა?! დავუძახო?! გავჩუმდე? გავიპარო?
რა გავაკეთო?!
ვერ ვხვდებოდი ასეთ სიტუაციაში რა მექნა,ძაალიან მცხვენოდა ჩემი საქციელის და თან ამ წამს მისი მეშინოდა!
მეშინოდა იმ სიტყვების რასაც მეტყოდა.
ამიტომ ჩუმად დავჯექი ადგილზე,ხმის ამოუღებლად და აკანკალებული მივაშტერდი მის ზურგს!
ვიცი რომ ადრე თუ გვიან გამომხედავს,მაგრამ რა ვქნა?
ასეთ სიტუაციაში თავი როგორ დავიძვრინო?!
ამაზე ფიქრში ვიყავი,უეცრად რომ მისი სხეული გამოძრავდა და მოტრიალდა ჩემსკენ!
ჩვენი თვალები პირდაპირ ერთმანეთს შეხვდა და დაბნეულს აღარ ვიცოდი ამ დროს სად გამეხედა!
მისი მზერა ხომ ასეთი ბასრი და საშიში იყო.
ბრაზობს,აშკარად ჩემზე ბრაზობს!
ჩემსკენ წამოვიდა,საკმაოდ სწრაფად და შემდეგ ხმაც ამოიღო...ის მითხრა რისიც მეშინოდა.
-მშიშარა და სუსტი ხარ მეი,შემარცხვენელი,უნამუსო და უპასუხისმგებლო!
ამავდროულად კი ერთადერთი ადამიანი,რომელსაც მაინც დავეხმარე,იმის მიუხედავად რომ ამას საერთოდ არ იმსახურებდა,მითუმეტეს ჩემგან.
ტონს ყოველ სიტყვაზე მეტად უწევდა და მის თვალებშიც თითქოს შეუმჩნეველი მრისხანება იზრდებოდა!
მე კი ხმას ვერ ვიღებდი და გაფითრებული და დამუნჯებული მხოლოდ ვუყურებდი.
-ეს რატომ გააკეთეე?! რამ მოგაფიქრებინა ქორწილიდან გაქცევა და შემდეგ ისეთ ადგილას დამალვა სადაც საფრთხეს შეუქმნიდი შენს თავს!
მე რომ არ მეპოვე სად იქნებოდი მეი წარმოდგენა გაქვს?!
რა მდგომარეობაში იქნებოდი, იაზრებ ამას?!
ასეთი სისულელე როგორ მოგივიდა თავში!
გეგონა პრობლემებს უბრალოდ გაქცევით მოაგვარებდი?
გეგონა ეს იყო გამოსავალი?
ნუთუ მართლა გეგონა ,რომ ჩვენი ქორწინების ლაფში ამოსვრით ყველა პრობლემას მოაგვარებდი!
ჩემს გაკიცხვას აგრძელებდა,მე კი უკვე ცრემლ მორეულს თავი მქონდა ჩახრილი და უხმოდ ვუსმენდი.
-ღირსი არ იყავი რომ გადამერჩინე!
არა,არა !
იქ უნდა დამეტოვებინე და შემდეგ ნახავდი რა ბედი გეწეოდა შენი არასწორი გადაწყვეტილებების გამო!
როგორ შეგეძლო მხოლოდ იმიტომ წასვლა რომ ჩემს მიმართ გრძნობები გაგიჩნდა!
რატომ მიღეე ასეთი არასწორი გადაწყვეტილება,როგორ დანებდი ?
როგორ დაეცი ასე?!
აი გავიგე ეს თუ არა და ადგილზე გავიყინე!
დრო გაჩერდა და თითქოს ამ მომემტში
ჩავრჩი ,როდესაც ეს სიტყვები წარმოთქვა!
ვერ ვიჯერებ,ეს როგორ გაიგო ?
საიდან?!
თვალს ვეღარ გავუსწორებ!
არა,არა ამ წამს ალბათ ყველაზე უსუსური და სულელი ვჩანვარ მის თვალში.
-ეს როგორ გაი_გე?
ხმის კანკალით ვიკითხე ,მართლა პირდაპირი მნიშვნელობით შოკში ვიყავი!
-შენი დღიური ვიპოვე და აფსოლიტურად ყველაფერი წავიკითხე რაც გეწერა!
ეს იყო და ეს ცივმა ოფლმა რომ დამასხა!
ამ ყველაფერში,ნუთუ მართლა ყველაფერი იგულისხმება ,რისი გამხელაც მისთვის ასე მეშინოდა და ასე ვმალავდი!
ყველაფერი საშინელება ერთად დამატყდა თავს!
ის კი მეტად და მეტად მიახლოვდებოდა ამ სახიფათო გამოხედვით და ჩემს მდგომარეობას მეტად ართულებდა!
-მითხარი მეი,ვინმესთან რაიმე შეთანხმება დადე?!
ამაზე  მაინც მითხარი რომ არასწორად წავიკითხე და შევცდი!
რაა?! არა,ასეც ვიცოდი რომ ამასაც გაიგებდა...რა ვუთხრა?!
რა პასუხი გავცე!
როგორ გავიმართლო თავი?!
ასეთი რაღაც როგორ გავამართლო?
ამაზე ფიქრში გაგიჟებულმა,მხოლოდ ის აზრი მომივიდა თავში რომ ფეხზე ავმდგარიყავი და გავცლოდი,მაგრამ ვცადე თუ არა ეს,პირდაპირ უხეშად მტაცა მაჯაზე ხელი და უკან დამაგდო!
-არა,არაა არ გამოგივა!
ფეხს არ მოიცვლი და მეტყვი უკლებლივ ყველაფერს რაც ჩემს ზურგს უკან ახლართე!
უბრალოდ გაქცევით ვეღარ ამარიდებ თავს!
შენ აქ იქნები,იგივე ადგილას ,იქამდე სანამ იმ პასუხებს არ მივიღებ,რომლებიც მჭირდება!
მომიახლოვდა და ბასრი მზერით მითხრა!
მე კი პირდაპირ თვალებში ვუყურებდი და თავისთავად ეს მზერა მაშინებდა.
-ლუკას გთხოვ ,არ მაიძულო ამის თქმა.
ბოლოს გადავწყვიტე და თხოვნით მოვმართე,უკვე ტირილის პირას ვიყავი!
როგორც წესი ასე იოლად არ ვტირი,უბრალოდ ყველაფერი ერთად დამატყდა თავს და ემოციებს თავს ვეღარ ვუყრი!
-არ არსებობს სხვა დრო!
ახლავე დაჯდები და ყველაფერს მომიყვები,სხვაგვარად არც მე არ დაგეხმარები იმაში რაც გეგმაში მაქვს!
ეს რომ მითხრა უკვე შევყოვნდი და დავფიქრდი რას გულისხმობდა.
ანუ ის ლუკას დილენი ,რომელსაც გულქვა კაცად ვთვლიდი,ჩემს დახმარებას აპირებს?
მითუმეტეს იმის შემდეგ რაც გავაკეთე და რასაც გაიგებს რომ გავუკეთეე?!
ისეთი გაკვირვებული ვარ რომ ვერ ვიჯერებ,მგონია რომ მატყუებს!
-რა? რას გულისხმობ?!
დაბნეულმა ვიკითხე,ისე რომ თვალს ვერ ვუსწორებდი,მან კი ამაზე მშვიდად მიპასუხა.
-დაგეხმარები რომ ციხეში არ აღმოჩნდე,ეს კი მხოლოდ იმიტომ რომ შენი დღიური წავიკითხე და რაღაცეები გავიგე,მაგრამ თუ ჩემთან გულახდილი არ იქნები და არ მეტყვი ყველფერს,მაშინ მომიწევს ეს გადავიფიქრო.
ეს რომ მითხრა ნერწყვი სიმწრით ჩავყლაპე.
მან მე გადამარჩინა,იმის შემდეგ რაც მე ის საკურთხეველთან მივატოვე!
ხო ,მომძებნა და იმ მანიაკისგან მიხსნა,ახლა კი მეუბნება რომ დამეხმარება...ვინაა საერთოდ?!
მართლა ლუკასია?
-კი,მაგრამ რატომ?
ამაზე ფიქრში ,მინდოდა თუ არა ეს კითხვა ამომივიდა პირიდან,რომელიც ვიცოდი მას გააღიზიანებდა.
-მეი,ან გააკეთე რასაც გეუბნები ან უბრალოდ ჩემს დახმარებას ვერ მიიღებ!
უკვე რომ ტონს აუწია მივხვდი რამდენად სერიოზული იყო და ღრმად ჩავისუნთქე ჰაერი,იქამდე სანამ დავიწყებდი მოყოლას.
-მოკლედ არც კი ვიცი ეს როგორ გითხრა,მაგრამ მე ვილიამთან ,შენს მეგობართან დავდე შეთანხმება რომ სამ წელიწადში გრძნობებს გაგიღვიძებდი,რომლის შესაძლებლობაც დაკარგული გაქვს.
ბოლო სიტყვები უხერხულად წარმოვთქვი,რადგან შევამჩნიე როგორ შეეცვალა გამომეტყველება.
ეს არ იყო გაბრაზებული, ან თუნდაც გაღიზიანებული გამომეტყველება,ეს იყო ნაწყენი გამომეტყველება!
მას ეწყინა ის ,რაც მოისმინა.
-ანუ ეს ვილიამმა გთხოვა?
ეს რომ მკითხა,მთელ ტანში ჟრუანტელმა დამიარა და უხმოდ მხოლოდ თავის დაქნევა მოვახერხე...ის ამ წამს აშკარად ვილიამზე უფრო მეტად გაბრაზდა,ვიდრე ჩემზე!
რადგან ის მისი მეგობარია და არასწორია ის რაც გააკეთა.
ნუ კი ,დახმარების მიზნით,მაგრამ ამ თემის მიმართ ის აშკარად მგრძნობიარეა...არც მას არ მოსწონს რომ სიყვარული არ შეუძლია,ამაში დარწმუნებული ვარ!
-გასაგებია,შენც დაეთანხმე,მშვენიერია!
ყალბი სიცილით ხელ გაშლილმა თქვა და იმედგაცრუებული მზერა ამარიდა,მაგრამ ცოტახანში ისევ სერიოზული მზერით თვალი გამისწორდა და მომიახლოვდა.
-როგორც ჩანს არც ისეთი კარგად გამოგივიდა მეი ეს,ვწუხვარ.
ეს რომ მითხრა ამ ბნელი თვალებით,თითქოს და გული ორად გამეყო!
თან ამ დროს იცის რომ მის მიმართ გრძნობები მაქვს,ეს სპეციალურად გააკეთა?
რათა სამაგიერო გადამიხადოს ამ მხრივ და გული მატკინოს?
აშკარად.
-მაპატიე.
მხოლოდ ეს ვთქვი სევდა ნარევი ხმით და თავი ჩავხარე,მაგრამ მის ბოხ ხმაზე,ისევ იგივე პოზიციას დავუბრუნდი და თვალი გავუსწორე.
-კარგი,იმას მნიშვნელობა არ აქვს გაპატიებ თუ არა,რადგან ეს ისედაც არ გაამართლებდა ჩვენს შემთხვევაში...უბრალოდ უაზროა ამაზე ფიქრიც კი.
ისევ იგივეს ცდილობს...კარგია,ყოჩაღ ლუკას,გამოგდის,ნამდვილად გამოგდის!
-კი ,ვიცი.
ყველანაირად ვეცადე ეს ისე მეთქვა როგორც ძლიერ ქალს,რომელსაც არ ანაღვლებდა ის რომ ამ წამს თავისი საყვარელი მამაკაცი ამას ეუბნებოდა,მაგრამ მაინც ჩემს ხმაში აშკარა წყენა შეიმჩნეოდა.
-კარგი მაშინ და რაც შეეხება გეგმას!
ორი ვარიანტი მაქვს შენთვის,ოღონთ არ მკითხო გთხოვ თუ რატომ ვაკეთებ ამას და რატომ გეხმარები!
ამის გაგებაზე მოვბილიზდი და ყურადღებით დავიწყე მოსმენა.
-გისმენ.
-პირველი ვარიანტი ასეთია:შენ იცვლი ჩემი დახმარებით სახელს და გვარს და სრულიად სხვა პიროვნების სახელით იწყებ სხვა ქვეყანაში ცხოვრებას და კიდევ
მეორე:არის შანსი რომ მაინც გამოგიჭირონ იქამდე სანამ შენ საზღვარზე გადახვალ,რადგან ისინი გულმოდგინებით გეძებენ და შანსები ნაკლებია იმის ,რომ ასე ადვილად დაახწიო ამას თავი.
ამ შემთხვევაში კი თუ დაგიჭირეს,მოგვიწევს სასამართლო მოვითხოვოთ ,ანუ ასე ვთქვათ გავასაჩივროთ გადაწყვეტილება და განვაცხადოთ ,რომ შენ არ გაქცეულხარ და ეს რაღაც გაუგებრობა იყო და უფრო რომ გამყარდეს ჩვენი სიმართლე და ერთმანეთის მიმართ "სიყვარული"მოგიწევს მოიტყუო ,რომ ჩემგან ფეხმძიმედ ხარ და მუცლით ჩემს შვილს ატარებ.
ამის მოსმენის შემდეგ პირი ღია დამრჩა!
დიდი იმედი მაქვს რომ პირველი ვარიანტი გაამართლებს!
რადგან არამგონია ვინმე ყალბი ფეხმძიმობით მოტყუვდეს.

ლუკასი:
ყველა ემოცია ერთმანეთში ამრეოდა!
ვერ ვაწყობდი აზრებს და ემოციებს,არა და როგორც წესი ისეთი ადვილი იყო ჩემთვის ამ ყოველივეს მართვა.
ახლა კი ამ ორი ადამიანის დაამსახურებით,ამ ამაზრზენ ემოციებს ვგრძნობ!
რა გრძნობაა ეს?
იმედგაცრუება? ღალატი?
ხო ,ეს რაღაც ასეთს გავს.
თითქოს ვილიამაც და მეიმაც მიღალატეს,როდესაც ჩემი სურვილის წინააღმდეგ დაიწყეს ეს ამორალური თამაში!
თითქოს და ამით მართლაც გამიღვიძებდნენ რაიმე გრძნობას.
არ შევიმჩნიე მეი რომ გამომიტყდა ამ ყოველივეში,მაგრამ სინამდვილეში საშინლად ცუდ ხასიათზე დამაყენა ამ ამბავმა!
შეურაცხყოფილად ვგრძნობ თავს.
ამ შემთხვევაში ვილიამს და ტობიასს მოვთხოვ პასუხს,მეი მაინც არაა ისეთი ადამიანი ვისაც ჩემთან მიმართებაში რაიმე უპატივცემულობა არ გამოუხატავს!
გამოუხატავს...თუნდაც ბოლოს ,როდესაც საკურთხეველთან მარტო დამტოვა და გაიქცა.
ვერ ვიჯერებ რომ ასე უბრალოდ "ვაპატიე"
ეს საქციელი და პლიუს ამას დავეხმარე,მაგრამ ამას მის დღიურს უნდა უმადლოდეს ,რომელშიც მისი გრძნობების შესახებ ეწერა,მხოლოდ ამიტიმ დავინდე,მხოლოდ ამიტომ!
სიყვარული...ეს უცხო გრძნობა ჩემთვის,მაგრამ დარწმუნებული ვარ ძლიერი და სახიფათოა!
ამიტომ გავითვალისწინებ მის ქცევას,ამ შემთხვევაში.

რაც შეეხება ჩემს შემოთავაზებას...მეც ძაალიან მიკვირს, რომ ამ გადაწყვეტილებამდე მივედი.
მაგრამ რომ მივხვდი რომ სხვა გზა არ იყო გადაწყვეტილება მივიღე!
რამოდენიმე დღის წინ ,როდესაც უკვე ზუსტად ვიცოდი რომ ყველაფრის ფასად ვიპოვიდი
მეის ,ჩემს მეგობარს ჯონათანს დავურეკე,რომელიც სახელგანთქმული ადვოკატია .
ვკითხე რა შეიძლებოდა ასეთ შემთხვევაში გაგვეკეთებინა,მან კი ეს ორი ვარიანტი შემომთავაზა,მაგრამ მითხრა რომ უმეტეს წილად პირველი ვარიანტი არ ამართლებს,რადგან მეის ყველა ეძებს ამ დროისთვის და შანსი
პატარაა ,რომ საზღვრებს გასცდეს შეუმჩნევლად,ამიტომ მეორე ვარიანტიც გამაცნო,რომლის თანახმადაც ,ყალბი ფეხმძიმობა უნდა
გაამოვაცხადოთ ,სასამართლოზე,რადგან ამ შემთხვევაში მეის კანონი ვეღარ შეეხება!
მაგრამ შემდეგ ჩნდება კითხვა...რამდენად გავაყალბებთ ამ ფეხმძიმობას ისე რომ ხალხი ამაში დავარწმუნოთ.
ცხადია ამის პასუხი რეალური ფეხმძიმობაა,რომელიც ვიცი ადრე თუ გვიან მეის მოუწევდა,მაგრამ არა ასეთი ადრიანად!
ეს მისი დანაშაულია,ამიტომ მოგვიწევს ეს ასე გამოვასწოროთ.
მისი ნებაა რას გააკეთებს,შეუძლია უარი თქვას ამაზე და უბრალოდ ციხეში ჩაჯდეს .
ან გააითვალისწინოს ეს გეგმა და ეცადოს თავი გაადაირჩინოს,რადგან ეს მეც არ მინდა და საერთოდ პირველად რომ ეს გეგმა შემომთავაზა ჩემმა მეგობარმა ჯონათანმა,დიდხანს ვფიქრობდი რა გაამეკეთებინა და მეის გადასარჩენად მიმემართა თუ არა ამისთვის,მაგრამ სააბოლოდ როგორც ზრდასრულმა მამაკაცმა ამ გადაწყვეტილებას დავეთანხმე,მაგრამ მაინც ვიმედოვნებ ,რომ ეს საჭირო არ გახდება და სხვა სახელით სხვაგან გადავაპარებთ,ამის დიდი იმედი მაქვს.

მეი:
-შემარცხვენელია!
ამ დროის მანძილზე ყოველი ახალგაზრდა თავის ოცნებებზე იძახდა უარს და კანონს ემორჩილებოდა!
ეგ ვინაა ?!

-ვეთანხმები სასამრთლოს გაადააწყვეტილებას.
გოგონა სასწრაფოთ უნდა გადაიყვანოთ საკანში,მისი ძებნა კი უფრო ფართოდ უნდა სცადოთ!
ყველამ უნდა ნახოს რა ელით ასეთ გოგონებს,რომლებიც კანონს არღვევენ!

-რთულია იმის გააზრება რომ მას თავისი ქმარი არ უყვარდა და ამიტომ გაიქცა.
მე მაინც მგონია რომ რაღაც გაუგებრობა იყო,ნუ ვიმედოვნებ მაინც!
რადგან როდესაც ვიგებ რომ ვიღაცის შემთხვევაში პროგრამამ არ გაამართლა,ძაალიან მიკვირს.

-მომხრე ვარ მთავრობის გადაწყვეტილების!
გოგონა მოიძებნოს და მოიხადოს თავისი მოვალეობა ციხეში,ჩადენილი დანაშაულისთვის!
რათა სხვამ ეს აღარ გაიმეოროს!
კეკლუცი!

-დიდიხანია ასეთი კანონ დარღვევა აღარ მსმენია და მეგონა ეს აღარ განმეორდებოდა არასოდეს,რადგან ბოლო შემთხვევის შემდეგ ,მითუმეტეს გამკაცრდა ზომები და პროგრამაც გაუმჯობესდა.
უბრალოდ არ მესმის რა მოხდა .

-სულელიააა ,სულელი!
რა ეგონა რომ გარბოდა!
ეს მისი მოვალეობაა რომ გათხოვდეს და გამრავლებას შეუწყოს ხელი,განა ყველა ამას არ აკეთებს და არ გააკეთა თავის დროზე!
დაისაჯოს,მოვითხოვ დაისაჯოს!

ეკრანს მივჩერებოდი და შიშისგან და მრისხანებისგან სულ ვკანკალებდი უკვე,ცრემლებს კი არ ვაძლევდი საშუალებას თვალზე გამოჩენილიყო,მაგრამ ამ წამს თავს ბოლო დონის არარაობად ვგრძნობდი!
ამდენი შეურაცხყოფა,ამხელა ბოღმა,ბოროტება!
რა სჭირს ამ ხალხს? ასეთი განა რა ჩავიდინე რომ ასე მიწასთან გამასწორეს?!
ამ ყველაფრის ყურების შემდეგ უკვე დარწმუნებული ვიყავი ,რომ ჩვეულ ცხოვრებას ვეღარ დავუბრუნდებოდი.
კი,ვიცოდი რომ ეს ნაბიჯი დიდ პრობლემებს შემიქმნიდა,მაგრამ ამას ვერ წარმოვიდგენდი!
ახლა კი უკვე დარწმუნებული ვარ ,რომ ქვეყანაში ერთი ადამიანი არაა ვისაც არ ვძულვარ და არ მემუქრება!
ძაალიან მეშინია,რადგან ასეთი საკითხის წინ არასოდეს არ დავმდგარვარ.
სულ ორი ვარიანტი შემომთავაზა ლუკასმა...ერთი შესაძლდბელია არ გამოვიდეს,ხოლო მეორე საშინლად არ მინდა გავაკეთო,მაგრამ სხვა გზა არ მაქვს.
აი უკვე ამ წამს ვნანობ ჩემს გადაწყვეტილებას.
ადამიანი ,როდესაც საკუთარ თავს ძლიერ ქალად თვლი,ემოციებს არ უნდა მისცე უფლება გააკონტროლონ,მაგრამ ეს ბოლო იყო!
ბოლო,რადგან ამის შემდეგ ასეთ რაღაცას აღარასოდეს არ გავაკეთებ,ემოციურ ზღვარზე.
სიყვარული აბრმავებსო?
კი სრულებით ვეთანხმები...სიყვარული ადამიანს ასუსტებს და ათას სისულელეს აკეთებინებს.
-სადამდე აპირებ ამეების ყურებას?
ვერ ხედავ რომ ნეგატიურის გარდა არაფერს არ იძახიან.
ჭიქით ხელში დამიჯდა გვერდით ლუკასი და სერიოზული ტონით მითხრა ეს,რაზეც ცალი თვალით გავხედე და რომ მივხვდი რომ მცხვენოდა მისთვისაც კი თვალის გასწორება,ისევ ავარიდე მზერა.
-ყველგან ამაზე საუბრობენ,არ მინდოდა ამის ნახვა.
ჩუმად ჩავილაპარაკე თავს ჩახრილმა,რაზეც მან გააღიზიანებულმა მიპასუხა.
-დამიჯერე არც მე არ მსიამოვნებს ,როდესაც ყოველ წამს ლუკას დილენის ცოლს ახსენებენ და შემდეგ მიწასთან ასწორებენ.
ეს ერთი დიდი სკანდალია,რომელიც არა მარტო შენ,არამედ მეც მეხება,რას იტყვი მეი?
ეს გინდოდა?
ჩუმად ვიყავი და ვერაფერი ვერ ვუპასუხე ამაზე,რადგან მართალია.
-დედაშენი და მამაშენი შენზე ძაალიან ნერვიულობენ.
გეტყოდი დაურეკეთქო,მაგრამ სარისკოა.
მშვიდად გააგრძელა ცოტახანში საუბარი,რაზეც უკვე სევდიანი თვალებით ავხედე.
-ანუ მათაც ვერ დავემშვიდობები?
უემოციოდ მიპასუხა ამ კითხვაზე.
-ვერა.
ყოჩაღ მეი...ნამდვილად მშვენიერი გადაწყვეტილება მიღეე,მოგწონს შედეგი?

-ლუკას,ვიცი რომ ამ წამს ამაზე არ უნდა გესაუბრო,არანაირი უფლება არ მქვს შენგან პასუხები მოვითხოვო კითხვებზე და ისიც
ვიცი ,რომ წინაზე მითხარი ეს კითხვა არ დამესვა შენთვის.
უბრალოდ ვერ ვიგებ,რატომ?
რატომ მეხმარები?
ეს კითხვა არ მასვენებს რაც გავიღვიძე!
გეფიცებით ვერასოდეს ვერ წარმოვიდგენდი ,რომ ლუკასი ასე დამეხმარებოდა ასეთ სიტუაციაში,
მტერსაც კი ვიფიქრებდი და მას არა!
ის კი როგორც ჩანს იმაზე მეტად ბევრ ჩვევას მალავს ,ვიდრე ეს ჩანს.
სულ სხვა ადამიანია სინამდვილეში,უბრალოდ თვალთმაქცობს!
-გითხარი უკვე რომ ეს კითხვა არ დაგესვა ჩემთვის.
მკაცრი მზერა მომაპყრო და უხეში ტონით გამცა პასუხი,რაზეც ვიფიქრე რომ მართლა დავნებდებოდი,მაგრამ კიდევ გადავწყვიტე ცდა!
-რატომაც არა? ამას მიზეზი არ აქვს ლუკას?
მე უბრალოდ მაინტერ_
უეცრად ყვირილით გაამაწყვეტინა სიტყვა.
-არ ვიცი,არ ვიცი გასაგებიაა?!დაგაკმაყოფილა პასუხმა?
უეცრად შევხტი მის ხმამაღალ ტონზე,მაგრამ ეს პასუხი რომ მოვისმინე იმ წამსვე გავჩუმდი და ხმა აღარ ამომიღია,გასაგებია მისი პასუხი,არ იცის.

ამის შემდეგ არც ერთს ხმა არ გაგვიცია ერთმანეთისთვის...მხოლოდ ერთხელ,როდესაც ვიფიქრე რომ დემეს მაინც გავაგებინებდი სად ვარ ,რომ სახლში მისულს არ
შეეშინებოდა ,როდესაც არ დავხვდებოდი,მაგრამ ლუკასმა გაიგო რომ ვწერდი და სასწრაფოთ წაამართვა ტელეფონი!
შემდეგ კი სასტიკად გაამაფრთხილა რომ არავისთვის არ მიმეწერა,რადგან ეს საშიშროებას წარმოადგენდა!
მეც რა უნდა მექნა?
დავნებდი და უბრალოდ დავიჯერე რაც მითხრა,რადგან ასევე გავიგე რომ უკვე მუშაობს ჩემს საქმეზე და ხვალისთვის უკვე შემეძლება სხვა სახელით და გვარით აქედან წავიდე.
მეც მიკვირს ასე უეცრად როგორ შეძლო ეს ყველაფერი,მაგრამ შემდეგ გამახსენდა რომ ეს ლუკას დილენია.

მთელი ღამე ვერ ვისვენებდი და ერთ ადგილას ვერ ვჩერდებოდი!
დაძაბული ვიყავი და ხვალინდელ დღეზე ძაალიან ვნერვიულობდი,რადგან ხვალ გადაწყდება ,რისი გაკეთება მომიწევს!
ლუკასიც ჩუმადაა და არაფერს არ იძახის ,იმის შესახებ თუ რა მემუქრება ხვალ...მხოლოდ ის მითხრა რომ შანსები დაბალია!
ვნახოთ მაშინ ,ან გამიმართლებს ან კი არა.

მეორე დღე:
დილით რომ გავიღვიძე ლუკასი სახლში არ დამხვდა და ამის გააცნობიერებაზე
ვაღიარებ ,ძაალიან ავნერვიულდი!
უეცრად ათასი რაზრაც ვიფიქრე,იქნებ დამტოვა,იქნებ გადაიფიქრა ჩემი დახმარება,იქნებ...იქნებ...იქნებ!
ათასი ეჭვი მქონდა,მაგრამ ეჭვები იმ წამსვე გამეფანტა მისი შეტყობინება რომ დამხვდა ტელეფონში.

შეტყობინება:
ლუკასი: შენს საქმეზე ვესაუბრები ჩემს მეგობარს და შენც გაემზადე.
წესით ამ საღამოს ვცდით შენს გადაპარებას საზღვარზე,ამიტომ ფეხი არსად არ გაადგა და არც არავისთან დაკავშირება არ სცადო!
ამაში კი დემეც იგულისხმება.

მე-კარგი,გავემზადები.

გასაგებია,ანუ უკვე უნდა გავემზადო ,იმედია შევძლებ გადაპარვას.
ეს რომ ვერ შევძლო ,არ ვიცი რას ვიზავ,მართლა წარმოდგენა არ მაქვს!
წინ რთული გზა მელის.

გათიშული ვიყავი მთელი დღე და ვერ ვაზროვნებდი.
უბრალოდ ვიჯექი ერთ ადგილზე და გაშეშებული ერთ წელტილს მივჩერებოდი...ათასი საფიქრალი მქონდა,მაგრამ მაინც იმაზე ვფიქრობდი რა იქნება რომ ვერ გავიპარო საზღვარზე და მეორე გეგმის შესრულება რომ დამჭირდეს ...რა გავაკეთო?
წინასწარ ძაალიან ვნერვიულობ.
ამ ფიქრებში და იგივე მდგომარეობაში მჯდარმა,ვერც გავიგე ისე გავიდა მთელი დღე!
შემდეგი კი რაც მოვტვინე,კარზე ზარი იყო .
ლუკასი სწრაფი ნაბიჯით შემოვიდა და ზედმეტი ლაპარაკის გარეშე ,პირდაპირ მითხრა.
-უკვე ხვდებიან რომ სადღაც აქ იმალები,მეტი დრო აღარაა...სწრაფათ აიღე ჩემოდანი და წავიდეთ.
ეს რომ მითხრა ანერვიულებული სწრაფი ნაბიჯით შევარდი ოთახში და დღეს ჩალაგებული ჩემოდანი სწრაფათ გამოვიტანე,შემდეგ კი ლუკას დავუდექი წინ.
-მზად ვარ!
ამაზე მან კარი გაღო და გასვლამდე მითხრა.
-სახეზე რამე მოიფარე და არავის არ უყურო,რაც შეიძლება სწრაფათ იმოძრავე,იქამდე სანამ მანქანამდე არ მივალთ,ეს გადამწვეტი წამია შენთვის!
ვინმემ რომ დაგინახოს ,ჩათვალე რომ ყველაფერი წყალში ჩაგვეყრება.
ეს მითხრა სწრაფათ და შემდეგ სწრაფი ნაბიჯით გამიძღვა წინ .

საბედნიეროდ ისე მივედი მანქანამდე რომ არავის არ შევუმჩნევივარ...იმედია ისე გავახწევ აქედან რომ ,ასევე ვერავინ ვერ შემამჩნევს.

ნახევარი საათის შემდეგ:
ნახევარი საათის შემდეგ უკვე აეროპორტში ვიყავით.
ხალხი ერთმანეთში ირეოდა და ამის დანახვაზე თითქოს რაღაც აღუწერელი შიში ვიგრძენი,რომელიც არასოდეს არ მიგრძვნია!
თითქოს ხალხის მეშინოდა,ბრბოსი ,რომელსაც ვძულდი!
მაგრამ ყველაზე მეტად მაშინ შემეშინდა და მაშინ დავიწყე ამ შიშისგან კანკალი,წინ რომ პოლიციელები შევნიშნე,რომლებიც ყველას ამოწმებდნენ!
-ლუკას,ლუკას სახეზე ყველა მიცნობს!
რა ვქნა?
ამაზე ლუკასმა გაფითრებული სახით შემომხედა.
-ამას არ მოველოდი!
ინფორმაციამ გაჟონა,აშკარად ვიღაცამ გაგვცა,ვინმეს უთხარი ?
შეკრული შუბლით გამომხედა,რაზეც სასწრაფოთ თავი გაავაქნიე.
-არა,არა! რა ვუთხარი !? სახლიდან არ გამიდგავს ფეხი და არც არავის არ დავკავშირებივარ,როგორც მითხარი!
ვუპასუხე ანერვიულებულმა.
ნუთუ მორჩა!? ჩავფლავდით?
-მგონი კი ,მაგრამ არაუშავრს,კიდე ვცდით თუ იქამდე არ დაგიჭირეს.
სერიოზული ტონით მითხრა,რაზეც იმედგაცრუებულმა დავუქნიე თავი...ანუ დღეს ვეღარ გადავიპარები.
გავიფიქრე და ლუკასთან ერთად შევტრიალდი ,უკვე წასვლას ვაპირებდი,ვიღაცის მკაცრი ხმა რომ შემომესმა.
-ადგილზე ,მოქალაქე თუ შეიძლება შემოწმება გაიარეთ!
ამაზე მე მართლა ადგილზევე გავიყინე...აშკარად რაღაც შეამჩნია!
ახლა რა გავაკეთო?
-ლუკას,რა ვქნა?
აღელვებულმა შევხედე,რაზეც მან ჩაიხვნეშა და ძაალიან ჩვეულებრივი სახით შემომხედა.
-არ გაიქცე,აზრი არ აქვს,სჯობს დაემორჩილო...მეორე გეგმას განვახორციელებთ.
-რა?! ასე ჩვეულებრივად რატომ იძახის ამას?
არანაირი შანსი აღარ არსებობს რომ გავეპარო?
აცრემლილი თვალებით ვკითხე უკვე და ფეხის ხმაც მომესმა უკნიდან!
უკვე მიახლოვდებოდა სამართალდამცავი.
-არა,აზრი არ აქვს.



№1 სტუმარი Life is beautiful

ვაიმე როგორ ველოდიიი... ძაან თწვბრუდსმხვევი თავი იყო.. ავირიე დავირიე.. იცი? ჩემი აზრით ლუკასი თავის თავს არწმუნებს რომ სიყვარული არ შეუძლია... ეშინია რო შეუყვარდეს საკუთარ თავს არ ენდობა... ერთი წიტყვით ასეთ რამეს ვერ გააკეთებ ანამიანი თუ არ გრძნობ მეორე ადამიანის მიმართ ძლიერ გრძნობას...


კარგი როგორც არის მე მომწონს.. ველოფებინშემდეგს❤️

 


№2 სტუმარი სტუმარი Qetiko

ვაიმეე ისეთ ემოციებში ვარ მგონია,რომ მე მაპატიმრებენ ???????????????? ძალიან კარგად წერ ❤️❤️❤️ველოდები ახალ თავს ????????????

 


№3 სტუმარი სტუმარი ანი

აუუუუ ძაან მინდა მალე "დათბეს" ლუკა თორე უკვე ნერვებს მიშლის!
შემდეგი თავი უფრო დიდი დადე რა ^-^

 


№4  offline წევრი Impermeable

თავიდანვე მეორე ვარიანტისკენ ვიყავი :დ ველი მოუთმენლად გაგრძელებას

 


№5  offline წევრი Butterfly122334455

Life is beautiful
ვაიმე როგორ ველოდიიი... ძაან თწვბრუდსმხვევი თავი იყო.. ავირიე დავირიე.. იცი? ჩემი აზრით ლუკასი თავის თავს არწმუნებს რომ სიყვარული არ შეუძლია... ეშინია რო შეუყვარდეს საკუთარ თავს არ ენდობა... ერთი წიტყვით ასეთ რამეს ვერ გააკეთებ ანამიანი თუ არ გრძნობ მეორე ადამიანის მიმართ ძლიერ გრძნობას...


კარგი როგორც არის მე მომწონს.. ველოფებინშემდეგს❤️


კი გეთანხმები ჩემო კარგო ^^
ძაალიან მიხარია რომ მოგწობს,ხალი მალე დაიდება❤️❤️❤️❤️

სტუმარი Qetiko
ვაიმეე ისეთ ემოციებში ვარ მგონია,რომ მე მაპატიმრებენ ???????????????? ძალიან კარგად წერ ❤️❤️❤️ველოდები ახალ თავს ????????????

დიდი მადლობაა ❤️❤️❤️❤️
მალე დავდებ❤️❤️❤️

სტუმარი ანი
აუუუუ ძაან მინდა მალე "დათბეს" ლუკა თორე უკვე ნერვებს მიშლის!
შემდეგი თავი უფრო დიდი დადე რა ^-^

დათბება ნელ-ნელა ,არ ინერვიულო❤️
წესით საკმაოდ დიდი იქნება❤️

Impermeable
თავიდანვე მეორე ვარიანტისკენ ვიყავი :დ ველი მოუთმენლად გაგრძელებას

მალე დაიდება❤️❤️❤️

 


№6 სტუმარი სტუმარი ანი

დღეს დადებ?

 


№7  offline წევრი Butterfly122334455

სტუმარი ანი
დღეს დადებ?

მიწერია უკვე ,ადმინისტრაცია ამოწმებს ახლა ^^

 


№8  offline წევრი ენესი

Butterfly122334455
სტუმარი ანი
დღეს დადებ?

მიწერია უკვე ,ადმინისტრაცია ამოწმებს ახლა ^^

რა ვერ გადაამოწმეს : / დავიტანჯე ლოდინით დდ

 


№9 სტუმარი სტუმარი მარი

ენესი
Butterfly122334455
სტუმარი ანი
დღეს დადებ?

მიწერია უკვე ,ადმინისტრაცია ამოწმებს ახლა ^^

რა ვერ გადაამოწმეს : / დავიტანჯე ლოდინით დდ

აუუუუ ძააან წელავენ ხოპმე მაგ გადამოწმებააას -_-

 


№10 სტუმარი სტუმარი ნესტანი

მაგარი თავი იყო დაძაბული ცოტა სევდიანი მგონი მართლა შეუყვარდა ლუკას ტყუილად იბრალებს თავს უგძნობობობაზე მადლობა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent