შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

თქვენს სახელმწიფოში გაასაჩივრეთ(სრულად)


12-12-2020, 16:13
ავტორი Moiisfro
ნანახია 8 968

-ერთი ალუბლის ტორტი და ბედნიერი დღე , თუ შეიძლება .
გაუღიმა გოგონას და როგორც ყოველთვის კუთხის მაგიდასთან დაჯდა. შუა შემოდგომისას მზე ისე აცხუნებდა , თითქოს აგვისტომ ადგილი გაუცვალა ოქტომბერს, არ მეყო ჩემი წილი ზაფხულიო .
ლექციებიდან ახალი გამოსული, ბედნიერი იყო რომ თავისი საყვარელი საქმისთვის ცოტაოდენი დრო ჰქონდა.
წიგნაკი გადაშალა და კალამი აატარა ფურცელს, ერთი წინანადებაც არ ჰქონდა დასრულებული ტეელფონის ზარმა რომ ყურადღება გაუფანტა.
- თქვენი მონა მორჩილი გაიანე ახალკაცი გისმენთ, მიბრძანეთ დიდო მეფეო.
- სად არის ჩემი ვეზირი უკაცრავად ?
- ალუბლის ნამცხვას მიირთმევს, შესვენება არ მეკითვნის? პარდონ.
- აწი ახლა ერთი ადგილი და ამოდი ლიზასთან. მანჩოს ახალი ბოი უნდა გავიცნოთ კაი ძმაკაცები ყავსო თან, გეშველოს იქნება რამე.
- უკაცრვად, საშველად მაქ საქმე და არ ვიცი? თუ თებრონემ დაგირეკათ არიქა შვილიშვილი გასათხოვარი მრჩება და რამე უშველელეთო?
- ისე კი დაგვრჩება ბებიაშენი მადლიერი, ხაჭაპურებს დაგვიცხობს , ხო არ გვემაჭანკლა მართლა? აგერ ჩემი მეზობელი ავთო, მშვენიერი ბიჭია, მართალია ზოგჯერ ავიწყდება რა ქვია ხოლმე და, მარცხენა თვალიდან საერთოდ ვერ ხედავს, მარა რას ვიზამთ, ხო იცი მთავარია ადამიანის სული ჩემო გაინე.
- არ გრცხვენია ? ორ ნაჭერ ხაჭაპურზე მცვლი გოგო? წამოდი მე გიყიდი და შენც დაისვენებ და საცოდავი ავთოც ამოვა შენი ყბიდან. ისე ყველას მაგას რატო გვატენი ? ისე არ ქნა ბოლოს შემ დაგრჩეს ძვირფასო.
- უყურე ამ ბაღანას რაებს ლაპარაკობს, ამოდი შვილო აქ ამოდი ცივი ყავა გვინდა ხალხს ნუ გაგვიშრობ ყელს.
- შუა ოქტომებერია ხო ხართ კარგად ?
- სიყვარულმა ასაკი არ იცის პატარავ, რა შუაშია ეგ ახლა? მოკლედ 10 წუთში აქ იყავი.
- კარგით ხო მოვდივარ, მოდვივარ.
- ნაყინი დაგვავიწყდა , ყავაც და საწრუპებიც.
- შაქარი გაქვთ?
- მოიცა, მგონი არა წამოიღე ეგეც.
- თქვენ შემოგევლეთ მე .
****
- გამარჯობა ტკბილო, როგორ ხარ აბა?
- კარგად თქვენ?
- თქვენობითი ფორმა მოიშორე რამდენჯერ უნდა გითხრა? სამი წლით დიდი ვარ სულ შენზე . აბა მოგიშალეს უკვე ნერვები ?
- ჯერ არა , ახლა მოვედი
- იცოდე, არავინ გაგაბრაზოს. იცი რა მინდა ? მითხარი რომ შოკოლადის და ანანის ნაყინები დაგრჩათ
- კი უნდა იყოს მოგიტან დამელოდე
- მოდი მოდი, მე ვერ ავიღებ ? შენს ლოყებეზე ვგიჟდები , ღმერთამანი. ჰო რა მითხრეს? საწრუპებიც არ გვაქვსო, ყავაც წავიყოლო, უი შაქარიც და ეგ არის .
- დარიჩინი გავიწყდება მგონი
- უი, აი ხედავ მართლა რა ტკბილო ხარ, მინდა დარიჩინიც.
- ბარათით გადაიხდი?
- ჰო როგორც ყოველთვის, მოიცა მითხარი რომელი შოკოლადი გიყვარს, თხილიანი ხო ? აიღე ესეც და შესვენებაზე რომ გახვალ არავის გაუყო იცოდე.
- არ არის საჭი...
- ჩუ, ჩემზე კარგად არ იცი რა არის საჭირო შენ.აბა გკოცნი იცოდე არავინ გაგაბრაზოს.
*****

- ოო დიდო გაიანე , ინებეთ მობრძანება სახლსა შინა?
- შენმა დედოფალმა ნაზირ-ვეზირების შეკრება მოაწყო თუ რა ამბებია ირაკლი ბატონო?
- რას ვიზამთ, დედოფლის ნება ასეთია .
- ქალბატონო ელენე, ასე დაკნინდა თქვენი სახელმწიფო რომ ოჯახში ყავა და შაქარი არ მოგეპოვებათ?
- გავიწყდება რომ ლიზას სამფლობელოში ვართ
- ოჰ, მაშინ მე პარდონ, რაო მანჩო ვის გვაცნობო? თორნიკე ნიკას ლაშას, მახო ვაჟას, თუ ავთოს ?
- გიორგის სიყვარულო.
- ღმერთმანი რა ბანალური სახელია,ერთი სიტყვა და ნახევარი საქართველოა უკვე .
- საერთოდ არ გაქვს შეცოდების უნარი გაიანე.
- მაპატიე, ძალიან ვწუხავარ რომ შენს ტურფას ნახევარი საქართველოს სახელი ქვია.ყავა მაგასაც უნდა?
- ეგ " ც"ა ?
- პარდონ,მე ჯერ არ მინახავს და რავიცი იქნება ც-ც არ არის, მოვიდეს ჯერ .
- უსამართლობას აქვს ადგილი აქ
- რაო ირაკლი დაიჩაგრე?
- დიახაც, აბა მე სანამ ალუბლის ნამცხვარი არ მოგიტნეთ სამივეს იქამდე არ გამიკეთე ყავა,დაჟე ნაყინიც მე მოვიტანე, იმ ც-ს კიდე მზამზარეულს ახვედრებთ.
- თქვენს სამფლობელოში გაასაჩივრედ, მე უძლური ვარ.
***
- უკაცარავად მაგრამ სად არის თქვენი გიორგი ამდენ ხანს ? რა არა პუნქტუალურია.
- მხოლდო 1 წუთი დააგვიანა ჯერ რა გჭირს.
- ირაკლი შემ არ დაიწყო აქ ახლა რო მოვა მამაკცური სოლიდარობები თორემ აივნიდან გადაგდებ,ხო გჯერა?
- ჭიქა რომ მესროლე, ხელი ახლაც დალურჯებული მაქვს.
- არაუშავს ჩემო პატარა, დედოფალთან გაასაჩივრე.
- აღარ ვიღებ ამდენ საჩივრებს.
- მოვიდაა , გთხოვთ ნუ გამიგიჟებთ ბიჭს, გესმის გაიანე?
- ხმას არ ამოვიღებ სამარე ვარ.
- ლიზა უთხარი რო მართლა ასე ქნას, თორე ხო გახსოვს წინაზე რა ქნა? ბიჭი ვარდებიან გარბოდა სახლიდან.
- ჯერ ეგ ერთი ეგ შენი ვალერი ძაან დებილი იყო, ვარდები კიდე უკვე ზედემეტ ბანალურიბას ნიშნავს, თან ჩემი ბრალი არაა ობობების და შიზოფრენიკების ეშინოდა.
- ვალერი კი არა ვაჩერ ერქვა
- მაგას გულით მეუბნები მანჩო?
- ის ბიჭი ძეგლად იქცა გოგო გაუღე კარი.
- სამი ორი ერთი, იცოდეთ მართლა სერიოზულად მომწონს და არ გამიქციოთ.
- აბა რა, შენ მასე ამბობდი ვალერიზეც, ნიკაზეც ფრიდონზეც ის პირველს რა ერქვა არ მახსოვს
- გეყოფათ გოგოებო ცოდა ის ბიჭი.
*****
- ირაკლი შენ ესეთი ბოტასები არასდროს ჩაიცვა კარგი ?
- არც ასეთი პერანგი გთხოვ იკუუ
- არც ასეთი ხმით ილაპარაკო
- მგონი "ც" აღარ არის ეს ბიჭი ხო?
- ნახევარი საქართველო კი და ც-ს რა გითხრა ?
- შენი გაკეთებული ყავა ასე მარტივად უნდა დაალევინო ?
- მანჩოს გამო რას არ იზამს ადამიანი.
- ასეთი ტიპები რატო მოსწონს ?
- მემგონი ჩვენი ნახევარი საქრთველო გიორგი გეია
- რა დასკვნები გაქვს ლიზუ?
- დააკვირდით და დაინახავ
- და მანჩო აქამდე ვერ მიხვდა ?
- სასიამოვნო იყო თვქენი გაცნობა
- უი, ასე მალე გვტოვებ? ჩვენი ხედი არ მოგეოწნა?
- არა, ლამაზია ძალიან
- უყურე, ტყუილებიც გვცოდნია, რა აქ ბიჭო ამ ხედს მოსწაონი, ჯუმბერის დიდი ღიპი თუ მანანას ლანძღვის მოსმენა?
- მანჩო რა უთხარი ამ ბიჭს ასეთი აივანზე, უკვე რომ მიდის.
- სასწრაფო საქმე გამომჩინდა უბრალოდ, ყავა გემრიელი იყო მადლობა.
- კი ყავა ნამდვილად არაჩვეულერბივი იყო, შენი გაცნობა ჩვეუელრბივი ტკბილო. როგორც მივხვდი ერთამენთს ვეღარ შევხვდებით, წადი თორემ დაბლა გელოდებიან და იქ მაინც ნუ გაიფუჭებ საქმეს.
- გაიანე!
- წარმატებები გიორგი ბატონო, იმედია კარგად გინასპინძლეთ ჩვენს რეზიდენციაში.
****
- ოო გაიანე რა ქცევა იყო ახლა ეს ?
- რა გითხრა? გეი ვარო და პარდონ მეგონა რამე გამოგვივიდოდა მარა ვერაო?
- მისმენდით?
- ჰაა ? მართლა ეგ გითხრა გოგო? ღმერთო მიშველე ახლა აქ არ მოვკვდე, ვაიმეე ირაკლო დამინიავე, ცოლი გიკვდება სიცილისგან..
- ხო გეუბნებოდით, არა რას ამაბობო, ტიპს ეგრევე ეტყობოდა.
- მასე სათუთად და ლამაზა მე ვერ ვიდებ ფეხს ფეხზე , ჭიქას როგორ შემოხვია ნატიფი თითები, ირაკლისაც კი დააჟრიალა.
- სად შოულობ ასეთ ხალხს?
- ჰო, თან თავისი ბოიფრენდი ელოდებოდა დაბლა ვაიმეე
- ეგ საიდან მოიტანე ახლა?
- ჩვენსკენ რომ შემოიხედე იმან დაბლა ანიშნა ვიღაცასაც 5 წუთში მანდ ვარო ტკბილო.
- ეჰ კიდეკაი გაიგე, თორემ კაცთან რომ გიღალატებდა შენაირ გოგოს
- ოო გეყოფატ რა, ლიზა სადაა შენი ქმარი აქამდე ?
- მე არ ვკითხულობ და იკითხეთ ამას რა უნდა?
- დავლიოთ რა
- ოჰ, დეპრესია დაგეწყო ?
- ისე ხო დაურეკე მათეს მოვიდეს, გავწამდი კაცი , სრულფასოვანი მამაკცის ნახვა მომენატრა
- ამანაც დაიწყო , თქვენ რაღა გაგაჩერებთ ახლა.
- არა, თებრონეს უნდა მოვიყვე, რას გადარჩი,მერე ჩემს გათხოვებაზე ხმას არ ამოიღებს ცოტახანი .
- მათეს მე ვუყვები დაგასწარით.
- დაურეკე ლიზა ერთი შენ ქმარს, მრგვალ მაგიდასთან სათათფიროდ ვსხდებით და არაყი არ გვაქვსო. ამ სტრესისგან მხოლოდ ის თუ გამომყვანს ახლა .
- კარტი სად გაქვს? მოიტანე ბოლომდე გავლოთდეთ.
***
- ლიმონი, არაყი, ზეთისხილი ყველაფერი ვიყიდე კიდე გინდათ რამე?
- ენერგეტიკულები, ლუდი და ერთი ბოთლი წითელი ღვინო, ნახევრად ტკბილო ოღონდ.
- რას ავღნიშავთ?
- დეპრესიდან გამოგვყავს მანჩო
- რატო? ორ კვრინი ურთიერთობა ჩაო?
- და თან როგორ ნეტა იცოდე
- 5 წუთში მანდ ვარ.
*******
- დაელიე 4 ჭიქა თუ მინიმუმ 4 ჯერ დაენგრა სასიყვარულო ურთიერთობა.
- მანჩო ეს შენი კარტიაა ტკბილო
- არა , როგორ ვერ შეამჩნიე გოგო გეი თუ იყო? ასე გაგაზარდე ?
- ოო მათე კრგი რა მე რა ვიცოდი?
- შენკა ცოლმა პირველივე წუთებიდან შეამჩნია, რა ასწავლე ასეთი ?
- პრაქტიკებს გაგტარებთ.
- ირაკლი გადადე ეს კარტები თუ ღმერთი გწამს გაშრა ყელი.მომაწოდე ბიჭო ეგ ღვინო შენ მაინც არ სვამ.
- არაყს არ სვამდი შენ ?
- ლიმონი აღარ გაქვთ ამხელა რეზიდენციაში ბატონო მათე და მე რა ვქნა ? მოემცი ღვინო თუ კაცი ხარ.
- გაიანე, რა თავადიშვოლობას არცხვენ.
- ეგ ბაბუჩემა არ გაგისო თორემ გამოკედება თავისი ხანჯლით და ირბინე მერე ღობე ღობე.
- გაგათხოვებ და მეშველება
- ჰე გაინე, ვინმე ბიჭი ვერ უნდა ვნახოთ შემთვის ? სირცხვილია უკვე, დაბერდი და გალოთდი ხო ხედავ.
- აპ, მე მეუბნები მაგას მათე?გულით ამბობ ?
- ბოლოს ბიჭს როდის ეფლირტავე?
- ეგ რა არის იჭმევა? აუხსენით არ ახსოვს.
- შენსავით გეი ხალხი მაინც არ მომწონს.
ენა გამოუყო დაქალს. მერე იყო ბევრი სიცილი, დაცლილი ბოთლები, სიყავრულით სასვე გულები და დილა.
ლიზას მანჩოს ფეხებზე ედო თავი, ელენე გაიანეს ფეხებში მოკეცილიყო და მშვიდად ეძინა . მათეს და ირაკლის იატაკზე ერთამენთზე ჩახუტებულებს ეძინათ. თითქოს 20 წლის ცოლ-ქმარი ყოფილიყვნენ.
- ლიზა და ელენე ქმრები ერთამენთან გღალატობენენ... თავი წამოწიია გაიანემ და ისევ უკან დააბრუნა.
- მოიცა ელენეს შენს ფეხებში რა ინდა ?
- ლიზას რა უნდა შენს კალთაში თუ კაია?
- ეს რომეო და ჯულიეტა ნახე რა .
- ბიჭებო ადექით მინერალური გვინდააა...
*****
ღამის პირველ საათზე ტელეფონის ეკრანი განათდა, თავიდან მოსულ შეტყობინებს ყურადღება არ მიაქცია , ვინმე მოცილი იქნებაო და შეეშვა, ჩალაგებილ ბარგს გახედა და სასიამოვნო ჟრუანტელმა დაუარა.

წყალი გადაივლო და შეფუთნული ცხელ შოკოლდათ ერთად მიიჯდა ლეპტოპს. რამდენჯერმე კიდევ გახედა ტეელფონის ეკრანს და ბოლოს დანებდა. მესენჯერი გახსნა და ცოტახანს ასე უყურა მოსულ შეტყობინებას. რაც არის არისო გაიფიქრა და გახსნა.

- რაღაც დიდიხანია არ უწვიმია , შემოდგომა ისე დაიწყო წვიმის სუირნელი არ მიჰკარებია ასფალტს , და ახლა ? წვიმს თავისთვის , არა თავისთვის კი არა ჩვენთვის წვიმს რომ ვიფიქროთ იმაზე რაზეც მზეში ვერ იფიქრებ გადავარდე იმ ფიქრებში რომელ ფიქრებშიც მხოლოდ ასეთ ამინდში უნდა იფიქრო თან ღამე..

დგადარ ფანჯარასთან და შენი სული არ გეკუთვნის შენ , წასულია და ვინ იცის სად და მითუმეტეს ვისთან ...
ამ ცხოვრებაში რამე სამათალის ნატამალი რომ არსებობდეს შენნაირი გოგო შენნაირი სიყვარულისფერთვალებიანი გოგო მარტო უნდა იყოს ? არა არარსებობს სამართლის მარცვალი არც ამ დედამიწაზე და არც რომელიმე სხვა პლანეტაზე , პლედში უნდა იყო გახვეული და ჩაის ელოდებოდე ისეთი ადამიანისგან მორთმეულს სულ რომ უშაქრო მოგიტანოს გეტკბილოს , ჰო ლიმონი გემოვნებით...
ბედნიერება აქეთ იქით დათარეშობს უყვარს ასეთი ამინდები უყვარს წვიმა შემოდგომა, შენ ახლო მახლო დადის და გეძებს , იცოდე მალე გოპოვის ჩაგიხუტებს აი მაშინ როცა თვალებს დახუჭავ სწორედ მაშინ დაინახავ და მიხვდები რომ ყველაფერი რაც გაბედნიერებს ჩანს თცალდახუჭული , ბედნიერებას თვალებით ვერ დაინახავ ეგ სულის სამფლობელოა მხოლოდ სულს შეუძლია დაინახოს ,
გიპოვის და ჩაგიხუტებს ფინია ძაღლივით ფეხებთან დაგიწვება და არასდროს ! არასდროს მოგშორდება , ხმა ხო გესმის წვიმააში ყველაზე ლამაზი და ჰარმონიული მისი ხმაა უბრალოდ უსმინე შეიგრძენი მერე გულისცემასაც გაიგებ შენსას ...
არ შეგეშინდეს პირიქით გაიღიმე ცოცხალიხარ!!! და ყველაფერი კარგი ჯერ კიდევ წინ გაქვს...კ
- შემოდგომისფერი ბიჭი ხარ დამიანე?
- მასე გამოდის, შენც ხომ შემოდგომისფერი გოგო ხარ ?
- ქარიშხალიც ვიცი ამ შემოდგომისას.
- ჩემზე კარგად არავის გამოსდის დაწყნარება
- თუკი არ მინდა ?
- მაშინ მეც ქარიშხლად ვიქცევი
- როგორი რომანტიკული ხარ
- ღამის სამი საათია და არ გძინავს, არ მითხრა ვარსკვლავებს ვუყურებდიო
- ჩემს მოპირდაპირე კორპუსის აივანზე ბიჭი ზის, ფეხები მოაჯირზე აქვს შემოწყობილი და ტელეფონს ორი კი არა ოთხი თვალით უყურებს, სახზე ბედნიერი ღიმილი დასთამაშებს და როგორო ფიქრობ მე და შენ უფრო გვაქვს რომანტიკა ამ შუაღამისას თუ იმათ?
- მე და შენ
- არამგონია
- ჩემს მოპირდაპირე კორპუსის აივანზე გოგო ზის, ოთახიდან იასამნისფერი შუქი მის თმას მზისიხივით ანათებს, ფეხები ოთხად მოკეცილი აქვს და პლედი აქვს შემოხვეული და აი ამწამს ცალ მხარეს ჩამოუვარდა, გვერდით სავარაუდოდ უშაქრო ჩაი უდგას დიდი ფინჯით და პირდაპირ გასცქერის მის წინ მდგარ კორპუსს და ბიჭს აივნიდან, ტელფონი მუხლებზე უდევს და როდესაც შეტყობინების ხმა ესმის მაშინ იღებს, როგორ ფიქრობ მათ უფრო რომანტიკა აქვთ ამ შუაღამისას თუ ჩვენ ?
- დარეკეთ ჰოლივუდდში, საოცარი ფილმის სცენარი დავწერეთ
- არ ადგე გაიანე, ისევ ისე იჯექი, თითქოს არც გიყურებდე, თითქოს შენ წინ არ ვიჯდე.
- აივანზე პირველად არ ვზივარ, სად იყავი აქამდე ?
- ის რავ წინ გვიდევს , ხშირად მხოლოდ მაშინ ვამჩნევთ როდესაც ცხოვრება ბიძგს გვაძლევს. მე აქ ვიყავი, შენ პირველად გამოიხედე ჩემი აივნისკენ.
- საინტერესოა
- აივანზე ხშირად არ უნდა ჩაგეძინოს, ხომ ხედავ ცივდები და მერე გიკვირს რატომ
- გამოდის უამრავი რამ გცოდნია ჩემზე
- ყველაფერი ჯერ კიდევ წინ არის
- რჩევას ვითვალისწინებ და დასაძინებლად მივდივარ
- ღამემშვიდობის გაინე
- ღამემშვუდობის
- გახსოვდეს, შენი სახელი უხდება ჩემსას
*****
-თებრონე ბებიას უთხარი რომ მოვდიოდით?
-რეიზა? ისე ვერ დაგვხვდება თუ ?
-მეთქი ცხელ-ცხელ ხასაპურებს დაგვახვედრებს თქო.
-ლიზუ შენი ქმარი კუჭის მონა როდის აქეთ გახდა?
-აბა სახლში არაფერს მაჭმევს, "ანაკომის" სუპებზე გადამიყვანა ერთი კვირაა
-დედაშენი გისმენდეს ახლა,იტყოდა ლანდი გასდის ჩემს ბიჭს,რძლის ხელშიო.
-არ გრცხვენია ლიზუ? ჩემზე მეტად შენ უყვარხარ ლელას
-არ შემიძლია ეს ოჯახური კომფლიქტები.
-გაწუხებთ გაიანე?
-ლიზა ცუდად გეძინა? რამხელა აგრესიით ხარ
-ცხვირს მოგაჭამ ახლა იცოდე.
-ყბის ძვალს დაგიღრღნი.
-ღმერთო რა ველურები ხართ
-ჩვენც გვიყვარხარ ირაკლი
-მანჩოო, თათლუმ ვის ესიყვარულები ? კაი გეი ბიჭი არ ააგდე ?
-რა ქცევა ახლა ეს ?
-სოფელში ერთი ბიჭი ცხოვრობს, ვარლამი ქვია,გაგირიგეთ დ დაგტოვებთ ბარემ იქ.
-კაი ქორწილი კარგია
-ირაკლი შენს ცოლს მოვკლავ
-ჯერ ვიქორწილოთ და მერე კიბატონო.
-ყანწებით უნდა ვსვა სულლ
-ფეხსაცმელით გაიანე,ფეხსაცმელით
-ოღონდ მანჩო გათხოვდეს დაა
-ერთი ბებიაშენს კითხე, ჩემი გათხოვება უფრო დაგვიანდა თუ შენი.
-მე ადამაინების ორიენტაციის გარჩევა მაინც შემიძლია
-ხმას აღარ გაგცემთ გიორგიზე თუ კიდევ გამეღადავებით
-სამარევა,კუბოს ფიცრამდე ხმას აღარ ამოვიღებ.

"-როგორ ხარ შემოდგომისფერო ?
"-კარგად შენ როგორ ხარ ?"
"-ვიგრძენი,რომ წახვედი და ჰაერი დამძიმდა ქალაქში,მალე ჩამოდი"
"-უუკვე უჩემოდ ვერ სდუნთქავ?"
"-არა გაიანე,ასეთი ბანალურიც არ ვარ, უბრალოდ შენს ყურებას მივეჩვიე, ახლა კი შენი აივანი ცარიელია"
-ხო გაიანე ?
-რა მითხარი? ვერ გავიგე
-მდინარეზე ხომ წავალთ მეთქი
-შვილოო ოქტომბერია
-რას გაიოცებ ხოლმე, პირველი იქნება თუ ბოლო?
-ჩემს მოპირდაპირე კორპუსში,შენი ძმაკაცი ხო ცხოვრობს მათე?
-ვინ? აა ჰოო მერაბიკოზე ამბობ ?
-ხო ეგ რომელ სართლზე ცხოვრობს ?
-ახლა არ მითხრა მომოწონსო თორემ აქედან ჩაგაგდებ
-მაგას ხო ცოლი ყავს ბ იჭო რამ აგაღელვა ?
-რავიცი,პირველად მკითე ვიღაც ბიჭზე და
-ეგ კი არ მაინტერესებს, აი მაგის მაღლა მეხუთე სართულზე, ვიღაც დამიანე ცხოვრობს მემგონი
-დამიანაზე ვიღაც არ უნდა თქვა უკაცრაავად
-ოჰ ვინ არის ასეთი?
-ფოტოგრაფზე ამბობ ?
-ფოტოგრაფია ?
-რამდენი წლისაა/
-რაში გაინნტერესებს გაინე?
-მოგწონს?
-შევწუხდიიი მააცალეთ ორი წუთით
-მოკლედ 24 წლისაა თუ არ ვცდები,ფოტოგრაფია კი და აი ძააან მაგარი ტიპია,საყვარელი,სიმპტაიური,ჩვენნაირია რა,სხვათაშორის არც მექალთანე არ არის.
-ოჰ,ეს ბოლო რა იყო ახლა
-ირაკლი ფოტო არ გაქვს> გვაჩეენე რა ჩვენც
-მოიცა ფეისბუქზეც მყავს, გაიანეე? როდის დაიამატე?
-მალადეც ირაკლი,ახლა ამათ რა გაუძლებს.
-ვაიმეე, რა სიმპატიურიაააა,რა კარგი ვინმეაა
-შემახედეთ მეც რამ გადაგრიათ ?
-ახლა არ თქვა მისი პროფილი არ დამისქროლავსო
-აარა,რა საჭირო იყო
-ღმერთო ეს გოგო რანაიარაია,უშველეთ ვინმემ
-გეყოფათ ახლა!!
-მოყევი ახლა, წერ? რამდენი ხანია ?მოსწონხარ?
-ხო ელენე,ხვალ ცოლად მივყვები და ზეგ ბავშვს მოგანათლინებ,უბრალოდ ვიკითხე რა გჭირთ?
-მაგ სიტყვებს გაგახსენებ ცოტახანში,შენ ტყუილად არავის კითხულობ და დამიანე ტყილად არავის იმატებს,მეგობრებში.
************
_ჩემი ბავშვები მოვიდნენ, ლევანი კაცო,გამოდი გარეთ,გამოიხედე. მოდი ბებია გაკოცოთ.
-როგორ ხართ თებრონე ბებო ?
-რა მიშავს შვილო, ახლა 100 წლის სიცოცხლე მომემატა თქვენ რომ დაგინახეთ, როგორ გამხდარხართ ყველა,ქალაქში არ ჭამთ ხო ? დამაცადეთ,მოგასუქებთ და ისე გაგიშვებთ აქედან.
-მიმიშვი ბავშვებთან დედაკაცო, შემოდით სახლში ცივა გარეთ, გაიყინებით
-რავიცი მემგონი თქვენი შვილიშვილი მე ვარ და ეესსენი შემომეტენენ თუ პირიქით ?
-უყურე ახლა ამას, როგორი ეჭვიანი გამხდარა,მოდი ბებია ჩემთან,ჩემო თვალის სინათლევ,როგორ მომენატრე .
*********
-ცხელ-ცხელი ხაჭაპურები უნდა დაგიცხოთ ახლა, ისეთი წიწილები უნდა დაგიბრაწოთ, ახალი დაწურული ღვინო გვაქვს, იფ ისეთი დასალევია.
საღამოს ყველამ გაიგო რომ თებრონე და ლევან მენაბდეებთან მათი ერთადერთი შვილიშვილი.ჩამოვიდა, თავისი განუყრელი მეგობებითურთ.
ეზოში დიდი სუფრა გაიშალა, როგორც ირაკლი ამბობს ხოლმე, ჩიტის აკლდა მაგიდას. გიტარაც არავის დავიწყებია .
მათემ მეორეე ყანწის შემოტარების შემდეგ გიტარა მანჩოს გადააწოდა, გიატარაზე თითები ჩამოატარა და "მგზავრების - იასამნის ხე მინდა სახლში" იმღერა. სწორედ ამ დროს გაინეს ტელეფონი განათდა და უკვე ნაცნობი ადრესატის შეტყობინებამ აუწითლა,ისედაც სასმლისგან აწითლებული ლოყები.
"-მგზავრები - იასამნის ხე მინდა სახლში, ამ სიმღერის დროს უნდა იწვე და ბევრი იფიქრო შენზე, ყველაზე მეტად მოგიხდება ასე მგონია"
"-სადმე ახლოს ხარ ჩემთან?"
"-რომ შემეძლოს,შორიდან არ გიყურებდი დამიჯერე"
"_ჩემმა დაქალმა,ამ სიმღერის ბოლო აკორდი აიღო ამწამს გიტარაზე"
"-გეუბნები, ჩემი სახელი უხდება შენსას გაიანე,კარგი დრო გაატარე, არ დამავიწყო"
"-დროებით"
********
- რომ გაიღვიძებს მოგვკლავს
- კაი რა, ცოტა გავერთოთ
- გაინე იცოდე დასამალი ადგილები შეარჩიე
- ლექსო შენ ასეთი მშიშარა არ მახსოვდი რა დაგმართნია რა არის?
- კარგი ხო , მომეცი ბეჭედი
- მაგას ისეთი ძილი აქ , თითი რო მოჭრა ვერ გაიგებს
- გააფრენს
- არაუშავს გადაუვლის .
******
- საყვარელო ცოლო, დაუსრულებლად შემიძლია ეს სახელი ვიძახო და არ მომბეზრდეს, ღმერთმანი.
- ღმერთო ჩემო თავი როგორ მტკივა, გაინეეე ვიღაც გაუჩერებლივ იძახის ცოლიი ,ცოლიი. ბაბუაშენმა ღვინოს რა გაურია ?
- არ მითხრა რომ არაფერი გახსოვს მანჩიკ?
- რას ბოდიალობ , ბოდიში ვერ გიხსენებ რომელი ხარ
- მიდი შენი ყოფილებიდან ჩამოთვალე , იქნებ გაარტყა მანჩ.
- ირაკლი შენც? რა შეკრება ვერ ვიგებ.
- გუშინ რომ თხოვდებოდი , ხომ კარგაფ გახსოვდა ?
- რას ვშვრებოდი? წამოფრინდა საწოლიდან და იატაკზე გაადინა "ზღართანი".
- საყვარელო, ხეიბარი ცოლი არ მინდა. ფრთხილად არაფერი მოიტეხო.
- ეს უცხო გაიტანეთ აქედან და ცოლს ნუ მეძახის უთხარით.
- გუშინ უცხო არ ვიყავი.
- მეღადავებით ხო ?
- შენს ხელს დახედე მანჩიკ
- ეს ბეჭედი ჩემი არაა ხო ? ხო არაა ჩემი?
- შენია ტკბილო. მოდი ერთამენთს გაგაცნობთ, ეს ლექსო ჯაშია, შენი ქმარი
- ასე ხშირად ნუ იმეორებ მაგ სიტყვას გთხოვ .
- კარგი რა მანჩიკ, გეი გიორგის აღარ ვჯობივარ?
- გაგეყრები რა გიხარია
- მაპატიე მაგრამ, მოსახდენი უკვე მოხდა
- რას ბოდიალობს ხალხნო? ამდენი როგორ დავლიე? ან თქვენ რას აკეთებდით?
- ხომ გითხარი უნდა გაგათხოვო მეთქი და აჰა
- გაიანე იცოდეე ახლა...
- ბავშვებო არ მოგშივდათ? ლექსო შვილო როდის ჩამოხვედი? ვერ შეგნიშნე, მანჩო როგორ გიხდება ჩემი ბეჭედი
- თებრონე ბებიაა კარგით რა
- გაიანე ახლა აქვე დაგკლავ, გირჩევნია დაიმალო.

მირბოდა გაიანე და უკან მისდევდა მანჩო, ირაკლი ელენეს ეხვეწობდა არ გვინდა ნუ ჩავერევითო, მათე კამერით აფისქრებდა გოგონების არამაქვეყნიურ სიცილს და სირბილს.
ბოლოს გაიანემ თავი ვეღარ შეიკავა და მდინარეში ჩავარდა.
- ჯანდაბა, გავცივდები, მანჩიკ ამომიყვანე რა იქნება.
- იცოდე არაფერი იხულიგნო.
- მოდი გოგო გავიყინე
- მომეცი ხელი.. აა ჯანდაბა რა ცივი წყალია მოგკლავ ახლა იცოდე, გავციდებით გაიანე გააფრინე?
- შენ რომ ლექსო დაიწუნე კაი იყო ?
- მეთქი მართლა გავთხოვდი გოგო გაგიჟდი?
- პირველი ღამე რო არ გქონდა ეგ გაგიტყდა?
- ახლა აქ მოგკლავ და მერე იტყვიან დაქალი შემოაკვდაო.
- შენ არ ინერვიულო მაინც გაგათხოვებთ.
- წამო რა ავიდეთ,ჯანდაბას შენი თავი გავიყინე.
- ჩემი კუნკულა როგორ მიყვარხარ, არა რა ბიჭი დამიწუნე.
- გაიანე, შენი გამოსწორება არ იქნება.
- გაინეე დამიანეე არაბული რატომ გირეკავსს? იყვირა ელენემ და ტელფონის ფრიალი გააგრძელა ჰაერში.
- პასუხი არც გაბედო ელენე
- რატომ გირეკავს მითხარი თორემ
- გველივით ნუ იცინი გოგო არ აიღო,მომეცი ტელეფონი.
- ვიდეო თვალს ვრთავ და გაეპრანჭე.
- მოგკლავ.. გამარჯობა დამიანე
- სველი ხარ?
- ამ.. არა , ნუ ოდნავ
- ოდნავ სველს არ ჰგავს.
- ცოტა დაგვცხა და გაგრილება მოგვინდა.
- ჰო ვნახე
- ვერ მივხვდი ?
- მათეს რაღაც აერია და ვიდეო შემთხვევით ჩემთან მოხვდა...
გაიანე, გაწითლდა ერთინად დაუარა სიბრაზემ და ტელეფონი ელენეს მიაწოდა .
- ლიზუ ახლა მე ქმარას მოგიკლავ და მერე არ დაიწყო რაღაცეები,მათეეე შე ცხოველო ბავშვო, დაგახრჩო? დაგხმარხო? რა გამიკეთე, ველუროო მოდიი აქ.
ბიჭს ზურგიდან შეახტა და მასთან ერთად დაბლა დაეცა. იქამდე ურტყა ბიჭს ხელები სანამ სული არ მოითქვა და მათემ არ ამოსძახა მართლა მომკლავ, გეყოფა მართლა შემთხვევით გავაგზვნეო.
დაზავების შემდეგ ისხდნენ შეფუთნულები ,ცხელი ჩაით ხელში და ერთამნეთს მკვლელი თვალებით უყურებდნენ. ყველა ერთამნეთს აბრალებდა დღევანდელ "ინციდენტს" , თუმცა ყველამ კარგად იცოდა რომ ეს დღეც ერთ ბედნიერ მოგონებად დარჩებოდა მათ ცხოვრებაში. დამიანე კი მიხვდა რომ
გოგო რომელიც მოეწონა ერთროულად გიჟიც იყო და საოცრად მშვიდიც.


ეზოში გულაღმა იწვა და ვარსკვალვებს უყურებდა. ხელები მუცელზე დაეწყო და ყველაფერზე ფიქრობდა. თავის განვლილ ცხოვრებაზე, მის ოცნებებსა და მიზნებზე. თითქოს რაღაც აკლდა ცხოვრებაში და ნუთუ ეს მართლა იყო სიყვარული ? ადამიანები ერთხელ რომ ფრთებს დაიტეხს, მერე ყოველთვის ეშინია ამ ფრთების თავიდან , ძირში მოტეხვის, იმდენად რომ ფეხზე ვეღარ წამოდგება. არ გამოუვა,რაც არ უნდა ძლიერი იყოს. ტელეფონზე შემოსულმა ზარმა ფიქრებიდან გამოარკვია.
- როგორ ხარ გაიანე?
- ნოსტალგიურად შენ ?
- მენატრები
- ჩამოდი
- დამხვდები ?
- აუცილებლად.
- დილას ადრე იღვიძებ ?
- არასდროს 10- ზე გვიან
- ცას ვუყურებ, ჩემთან დიდი და ლამაზი მთვარეა.
- ჩემთანაც
- ახლა ჩვენ რომანტიკა გვაქვს?
- მემგონი .
- დაიძინე გაიანე, გვიანია შეგცივდება.
- კარგი წავალ
- აჰ, მიშორებ?
- ღმერთამნი, თქვი რომ წავაულიყავი და დაგეთანხმე
- ოკ გაიანე ოკ
- მესწერვე?
- არა ტკბილო. მიდი ღამემშვიდობისა, მშვიდად იძინე.
- ტკბილი ძილი .

******
ადრიანად გაიღვიძა, თვალები გაახილა თუ არა , ტელეფონზე შეტყობინებამაც არ დააყოვნა.
"გაიანე, ჩამოვედი არ მნახავ?"
- ღმერთო მართლა ჩამოვიდა, აღმოხდა გაოცებულს.
- ვინ ჩამოვიდა ამ დილაადრიან , სად მიდიხარ?
- დამიანე აბაშიძე, ჩემს სანახავად სვანეთში ჩამოვიდა. გაგიჟდა
- ოჰო! რომ კითხო არაფერი ხდება თქვენს შორის
- განსაკუთრებული არაფერი მანჩ
- ბავშვები გააფრენენ
- მოდი ახლა მე ჩუმად გავიპრები და შენ რომ გაიღვიძებენ მერე უთხარი, გკცონი.
- ცოტა გაიპრანჭე მაინც გოგო
- ნოუპ, არ მინდა.
*****
შავი ბათიკნები , დიდი ჰუდი, შავი შარვალი და კურტკა მოიცვა. თმა უბრალოდ კოსად აიკრა და ნაბიჯებს აუჩქარა. მიისწრაფოდა ბიჭისკენ მთელი გულით და გზაში აზრებს ალაგებდა რა უნდა ეთქვა, როგორ უნდა მისულიყო მასთან. მილიონი აზრი დაებადა და ბოლოს ყველა გაქრა.

მის წინ დამიანე აბაშიძე იდგა და უღიმოდა, მისკენ წამოვიდა, ხელები გაშალა და გოგო მთელი ძალით ჩაიკრა გულში. იდგენენ ერთამნეთის გვერდით ჩახუტებულები და არ იცოდნენ რა უნდოდათ ერთამნეთისგან. რატომ უცემდათ ასე გამალებით გული და რატომ ეჩემებოდათ ასე ძალიან ერთამნეთი.
ხმას არცერთი იღება. გზა მიდიოდა . ორივე დუმდა. დამიანემ ხელი რომ ჩაჰკიდა , ერთიანად დაუარა ჟრუანატელმა და ბედნიერების შეგრძნება აღმატებით ხარისხში იგრძნო. ეგონა რომ ამ ხელს მთელი ცხოვრება დაწყრდნობოდა და ყოველთვის ექნებოდა მისი იმედი.

იმ დღეს დააგროვეს ბევრი სიცილი, სიყვარული, ბედნიერი წუთები, ღიმილები და ერთამნეთის ბედნიერი სახეები.

სვანეთის ცნობილი, სიყვარულის კოშკის წინ იდგენენ, გაიანესკენ რომ მიიწა და მისი ხელები თავისაში მოიქცია.
- ახლა ყველაზე მეტად რა გინდა ?
- ეს წუთი გავყინო. შენ?
- თვალები დაგიკოცნო.
თვალები დახუჭა და დაელოდა , როდის შეეხებოდა ბიჭის ტუჩები მის თვალებს და კიდევ ერთ დაუვიწყებელ წუთს აჩუქებდა. ჯერ ერთი, შემდეგ კი მეორე თვალი დაუკოცნა და ღრმად ამოისუნთქა.
- ნეტავ აქამდე სად იყავი ?
- ზუსტად შენი აივნის წინ.
გაიცინა და ბიჭს ლოყაზე აკოცა.

საღამოს 7 საათი იყო სახლთან რომ დატოვა გოგო და თვითონ თბილისის გზას დაადგა .

ეზოში ყველა ერთად შეკრებილიყვნენ და მეგობრის მოსვლას სულმოუთქმელად ელოდნენ.

- მეგონა დაგიტოვა
- ჰო მეჯვარეების წასაყვნად მოვედი
- სულ რატო ხუმრობ?
- სულ რატო ჩქარობთ?
- რა ხასითებია უკარავად?
- გთხოვთ სათითაოდ მკითხეთ,გაიცინა იქვე სკამზე ჩამოჯდა და ხილის ჭამა დაიწყო.
- რეალურადაც ასეთი საყვარელია?
- რა გითხრა?
- რატომ ჩამოვიდა?
- გაკოცა?
- სად იყავით?
- რატომ არ გაგვაცანი?
- უკან წავიდა?
- კიდევ როდის ნახავ?
- მოსწონხარ?
- ხალხნო! სათითაოდ ძალიან გთხოვთ, მოდი თავიდან დავიწყებ და მეტი კითხვები აღარ იყოს. კი უფრო მეტად საყვარელი და სიმპატიურია? ზოგადად ვუსაუბრეთ სვანეთი დავათავლიერებინე,ჩემს ს სანახავად ჩამოვიდა კი, უკან წავიდა საქმეები აქვს. ალბათ რომ ჩავალთ მერე ვნახავ, არ ვიცი მოვწონვარ თუ არა. არა არ უკოცნია. დაკმაყოფილდით? გთხოვ ძალიან დავიღალე, მეძინება. თქვენს სამფლობელოში გაასაჩივრეთ. გკცონით, მიყვარხართ.
****
- ჩავედი
- კარგად იარე?
- ზედმეტადაც კი
- მომენატრე უკვე
- მეც სხვათაშორის
- ყველგან შენს სურნელს ვგრძნობ
- ეს კარგია თუ ცუდი ?
- ძალიან კარგი
- მიხარია.
- ტკბილი ძილი
- ჰო, ნამდვილად ტკბილად დამეძინება.
*****
-გაიანეე გაიღვიძე ჩამოვედით.
- ჯანდაბა ასე როგორ მივითიშე
- აივნიდან აბაშიძე გიყურებს უეჭველი, გაეპრანჭე
- რა გველი ბავშვი ხარ მათე რა იყო ?
- გაეპრანჭე გოგო აივნიდან კი არ გიყურებს აგერ შენსკენ მოდის
- ყოჩაღ ლიზუ აყევი ქმარს? წავედი მე დროებით, გკცონით
მანქანის კარი დახურა და ის იყო უნდა შემობრუნებულიყო, მთელი ტანით რომ დაეჯახა დამიანეს სხეულს და იგრძნო თავი როგორ ატკივდა.ო
- ჯანდაბა თავი..
- შენც გამარჯობა საყვარელო
- მართლა აქ ყოფილხარ ღმერთმანი
- სად მელოდებოდი?
- აივანზე ?
- შენთან ჩახუტება უფრო მინდოდა ვიდრე ყურება.
- როგორ ხარ?
- ახლა უკვე კარგად. მომენატრე. ერთი თვით შეიძლება ასე წასვლა?
- ზოგჯერ მეპატიება.
- საღამოს გავისეირნოდ?
- უარი რომ გითხრა დამიჯერებ?
- საღამოს 7 ისკენ მაშინ.
- დროებით.
*******
ორ თვეზე მეტი იყო გასული რაც დამიანე მის ცხოვრებაში გამოჩნდა. ნათელი წერტილი, ბედნიერების მიზეზი. კომფორტულად გრძნობდა ამ ბიჭთაკ თავს, დაცულად და მშვიდად. მყუდრო იყო მისთვის. არ ეშინოდა
დღეები ერთამენთის მიყოლებით გადიოდა და უფრო მეტად ეჩვეოდა ბიჭს. უფრო მეტად ძვირფასი ხდებოდა მისთვის.

გოგონებთან ერთად იჯდა და ყავას სვამდა უცებ რომ წამოიყვირა და ყავა მთლიანად ზედ გადაექცა.
- რა მოხდა ?
- დამიანეს დაბადების დღეა ერთ თვეში და საჩუქარი არ შემირჩევია.
- ჯერ ერთი თვეა წინ დამშვიდდი.
- არა ყველაფერი იდელაურად უნდა იყოს. განსაკუთრებული საჩუქარი უნდა შევარჩიო, აი ისეთი მე რომ მის გვერდით აღარ ვიყო, შეხედოს და ბედნიერმა გაიხსენოს.
- შენ დამიანე ხომ არ შეგიყვარდა შემთხვევით?
- ნუ სულელობ
***
ჰო ერთი თვით ადრე, გადაწყვიტა რომ ყველაფერი დაეგემა სრული დატვირთვით რაგან უნდოდა იდელაური ყოფილიყო ეს დღე. ძალიან ბევრი იფიქრა იმის შესახებ რა შეიძლება აჩუქო ადამიანს რომელიც თან არის შენთან ერთად და თან არა. საჩქურის არჩევის შემდეგ მიხვდა რომ მის ფანტაზიებს რაღაც დაკლებია... რადგან არასდოს უჭირდა ამსაკითხში არჩევნის გაკეთება პირიქით მისგანა იღებდნენ რჩევებსა და იდეებს რადგან საკმაოდ დახვეწილი გემოვნება ქონდა... ერთმომენტში გულიც კი დაწყდა სულ მცირედ რომ შეპარვია მის იდეებს უფერული ფერი. უცებ გონება გაუნათდა და ზუსტად მიხვდა რა უნდა ყოფილიყო საჩუქარი ,რომელიც იქნებოდა ორიგინალური, დახვეწილი, საინტერესო, დასამახსოვრებელი. და თან გამოეხატა დამიამეს ხასიათი, თავისი საქმისადმი სიყვარული. შეკვეთა გააკეთა და გადაამოწმა ზუსტად 11 რიცხვში იქნებოდა თუ არა ადგილზე. საწოლზე გულაღმა გადაწვა და ჭერს მიაშტერდა. რამდენიმე წუთი ასე დაჰყო და რომ მიხვდა მასში რაღაც ძალიან დიდი ემოცია იზრდებოდა, ლეპტობი გადმოიღო და წერა დაიწყო .
"სიტყვა, რომელიც დიდიხნის წინ უნდა მეთქვა!


სინამდვილეში არ ვიცი , იმისთვის ვწერ რომ შენ წაიკითხო, თუ უბრალოდ მინდა დავწერო , რა მაგარია რომ არსებობ!

შენზე ვფიქრობ, ახლაც ,სულ ,გაღვიძებისას ,დაძინებამდე. მაშინ როცა მტკივა და როცა მიხარია.

არ ვიცი საიდან მოხვედი ასე უცებ მაგრამ ზუსტად ვიცი, ჩემთვის მოხვედი. ეგოისტი ყოველთვის ვიყავი მაგრამ ამ შემთხვევაში ყველაზე მეტად.

შენი დაკარგვის შიში ამოვიკვიატე და ყელში მომჯდარი ცრემლები უკან გავაბრუნე.

შენ ხარ სიტყვა, რომელიც დიდიხნისწინ უნდა მეთქვა.

კიდევ ბევრი რამ ხარ შ ე ნ !

ჩემი ღიმილი ხარ გაუცინებელ დღეებში !
ბედნიერება ხარ უბედურ წუთებში!
სწორი ნაბიჯები ხარ არეულ გზაზე,
წითელი ღვინის, ბოლო ყლუპი ხარ ჭიქაში, რომელსაც ვიზოგავ და არასდროს მინდა დამთავრდეს, გამოილიოს..


ტუჩებზე შენს შემოტოვებულ ბოლო კოცნას ვინახავ, შემდეგ ნახავმდე, რომ მისი ადგილი ახალმა დაიკავოს.


ზოგჯერ იცი როგორ ვარ ? შენს სახელს გონებაში ვატრიალებ და ბევრს ვიღიმი. რა მაგარია რომ ხარ!

სულ იჩემებ, ჩვეულებრივობას, მაგრამ ყველაზე არაჩვეულებრივი და განსაკუთრებული რამ ხარ ჩემს ცხოვრებაში .


როცა იღიმი, ჩემს შიგნით ვარსკვლავები იღრვება და ყველა პლანეტა ერთად ნათდება.

ვაფრენ ისე მიყვარს ...შენი ღიმილი...


ისეთი დღეებიც მაქვს, წვიმიან ამინდებში, რომ მინდა მთელი დღე თვალები დაგიკოცნო.


ზოგჯერ ისიც მინდა შენს თვალებში დავიმარხო და არასდროს მოგშორდე.


ცაზე ყველა მოკაშკაშე ვარსკვლავს შენი სახელი დავარქვი.


ვფიქრობ ხოლმე შენ ხარ ჩემნაირი თუ მე ვარ შენნაირი.

იქნებ ერთნაიარები ვართ?

როგორები ვართ?

რანაირები ვართ?

რა გვინდა საერთოდ ?

მეღიმებაა...

მოდი!...

თვალებს დაგიკოცნი..

თითებს დაგიკოცნი..

მეყოფა!..

უბრალოდ მინდოდა მეთქვა..

რა მაგარი და რა კარგი რამე ხარ!

როგორ უსასრულობამდე,
დაუწერელად,
გამოუთქმელად,
აუხსნელად
კარგია რომ არსებობ!.."
ღრმად ამოისუნთქა და დამიანეს აივნისკენ მზერა გააპარა. აივანი ცარიელი იყო, კარი ღია დარჩენოდა და ფარდა აქეთ-იქეთ ფრიალებდა.
ტელეფონი აიღო და ნაცნობი ნომერი უკვე ზეპირად აკრიფა.
- გაიანეე
- აივნის კარი ღია გაქვს და გაცივდები
- შეგეძლო უბრალოდ გეთქვა რომ მოგენატრე
- ამაში ასე დარწმუნებული ხარ ?
- არ უნდა ვიყო ?
- ზოგჯერ, შენი თავდაჯერებულობა მაოცებს
- მგონია რომ ცუდ ხასიათზე ხარ
- შესაძლებელია
- დაგეხმარები?
- უბრალოდ, აივნის კარი დახურე გაიყინები.
ტელეფონი გათიშა და საკუთარ თავს გაუბრაზდა, სინამდვილეში ხომ მართლა იმისთვის დაურეკა,რომ მისი ხმა მოენატრა და უბრალოდ უნდოდა იმ დანაკლისის ამოვსება , რომელიც მხოლოდ დამიანეს ნაკლებობით იყო გამოწვეული.გაურკვევლობაში იყო ბოლო დროს, ვერ იგებდა რა უნდოდა ბიჭს მისგან? რას ცდილობ ? სადამდე მოდიოდა ? რამდენად ახლოს ყოფნა უნდოდა? რა ერქვა მათ ურთიერთობას? რას მოუტანდა ეს ყველაფერი ? დაბლა დაცემდა თუ ცამდე აიყვანდა? იქნებ სწორედ მაშინ მოემტვრიათ მისთვის ფრთები, ცამდე რომ ააღწევდა, ფრთებსაც თამამად გაშლიდა და მერე ერთი სიტყვით დაბლა დაანარაცხებდნენ და ეს იქნებოდა, ყველაზე მტკივნეულო დაცემა, რაც კი აქამდე ყოფილა მის ცხოვრებაში .
******
***
ლიზას უეცარი ხასიათის ცვლილებები, არამხოლოდ მათემ არამედ ყველამ შეამჩნია. უფრო მგრძნობიარე გახდა ყველაფრის მიმართ. ერთ დღეს მათეს, სახლიდან გასვლის იკამათეს იმაზე რომ მათემ არ გასინჯა ლიზას გაკეთებული ნამცხვარი...

ტეელეფონის ზარმა გამოაღვიძა, თავი საწოლიდან მძიმედ აწია საათს დახედა ჯერ მხოლო 11:00 საათი იყო. სამ საათზე მეტი არ ძინებია.. ამ ბოლო დროს საერთოდ აერია ძილის გრაფიკი და ეს ძალიან აწუხებდა.

ლიზასგან 5 გამოტოვებილი ზარი დახვდა. უნდა გადაერეკა ელენემ რომ დაასწრო.
- დაგვერხა, მათეს რეზიდენციაში ვიკრიბებით, ცივი ომის საშიშროების წინაშე ვდგავართ?
- მრგვალი მაგიდა?
- მხოლოდ დედოფლების შეკრება იქნება
- კარგი 15 წუთში მანდ ვიქნები
- გთხოვ, აფთიაქში შეიარე და ტესტი იყიდე რა
- რა ტესტი?
- უნარების, რა ტესტი გოგო? ორსულობის.
- ჰა? დეიდა ვხდები ? ამას მიმალავდი?
- გაიანე აბა ახლა ამოისნთქე, ჩემთვის არ მინდა, იყიდე და მოდი.
- აბა ჩემთვის გინდა?
- რამე იმაიმუნეთ და არ ვიცი?
- ვინ?ჩვენ? ოოჰ ელენე მოგკლავ
- ამ დილაადრიან ძაან გათიშული ხარ მგონი ხო?
- ცოტა მეძინა ძაან
- მოდი ყავას დაგალევინებთ.
*****
- გამარჯობა, ტესტი მინდა ერთი ცალი
- რომელი?
- ამმ, რამე განსხვავებაა? აი ბავშვს არსებობას რო ადგენს ეგეთი მინდა
- პირველი ორსულობა?
- ამმ მემგონი კი არ ვიცი
- შვილი გყავთ?
- აჰჰ, არა ჩემთვის არ მინდა მეგობარმა დამირეკა ამოიყოლეო, ისე თითქოს პური იყოს, რა უცნაური ხალხია არა ?
- დამამშვიდებელიც ხომ არ გინდათ?
- ასე მეტყობა?
- რავიცი, რავიცი.
- იცით რა მინდა? თუმცა თქვენ საიდან გეცოდინებათ.
- ღამე ცუდად გძინავთ?
- ასე მეტყობა არა ?
- სიმართლე გითხრათ კი
- რაზე შემატყეთ?
- მაისურზე
- აჰ, მომეცით ერთი ტესტი და ძილისთვის რამე გთხოვ, 10 წუთში რეზიდენციაში თუ არ მივედი, თათბირს ჩემს გარეშე დაიწყებენ?
- რეზიდენციაში?
- დიხ, დიახ მადლობა ნახვამდის.
- შეიშალა ეს ხალხი გეფიცები.
*******
ქურთუკი გაიხადა, მდივანზე დაჯდა, ხელები უღონდ დაუშვა და თავი უკან გადაწია. ტესტი მაგიდაზე დადო და გაოცებულ ლიზას გახედა.
- ასე რატო მიყურებ ლიზუ?
- ტესტი რას გინდა? ორსულად ხარ?
- ამ დილადრიან, ყველა ბავშვზე რატო ლაპარაკობთ?
- ტესტით ხელში შენ მოხვედი და
- ელენემ წამოიღეო, მივედი ვუთხარი იმ ქალს, ბავშვს რო აჩვენებს მასეთი ტესტი მინდა მეთქი, იმან დამაძინებლებიც მომცა, მაისურზე გეტყობა ცუდად გძინავსო, ჩემს მაისურს აწერია?
- ტკბილო, უკუღმა გაცვია
- მეღადაავები?
- ელენე ორსულად ხარ?
- ხალხნო, ბავშზე რატო ლაპარაკობთ? უკვე თავში პატარა თოჯინები დარბიან, რისთვის მაყიდინეთ ტესტი? ამაზე უნდა ვისაუბროთ?
- გაინე, ზედემტად გადაღილო ხარ ამჩნევ?
- და ამას ტესტი აჩვენებს?
- გოგოოო, ტესტი აჩვენებს არის თუ არა ლიზა ორსულად რა გჭირთ?
- მეე?
- ლიზუ?
- ჰო ლიზუ შენ
- საიდან დასკვენი?
- დღეს მათეს იმაზე ეჩხუბა რომ მისი გაკეთებული ნამცხვარი არ ჭამა.
- პერიოდის დრო რა უხასიათოა არ იცი?
- გადამიცდაო ამბობს
- ეგ რა შუშია?
- გაინე მემგონი მართლა დაშტერდი
- რო გადაუცდა ესეიგი ბავშვი ყავს შიგნით?
- ჰო გულიც ერევეა
- ბავშვი ირევს შიგნით გულს და მაგიტო ერევა ამასაც?
- არ გინდა ცოტახანი დაიძინო?
- ჰოო ძაან
- აიღე ეს ტესტი და გაიკეთე მიდი
*****
- 10 წუთი გავიდა ვითომ არ ეყოფა?
- მოიცადე ცოტახანსაც
- ვნერვიულობ
- რა განერვიულებს? ქმარი ხო გყავს საყვარლოს ხო არ არის?
- ამას რა ჭირს დღეს?
- არ უძინია
- ახლა იქ რა დაეწერება
- წადი ნახე ლიზუ დროა
- მეშინია
- ოო მე წავალ
- პირდაპირ არ მითხრა გთხოვ
- არ ვიცი რა უნდა გითხრა, პროსტა ორი წითელი ხაზი ჩანს, რა ბანძობაა კი ან არა მაინც ეწეროს
- რა ჩანსს?? მაჩვენე
- ვაიმეეე
- არ არსებობსსს
- ანუ ბავშვი გყავს ?
- რა გატირებთ ხალხნო?
- დეიდა ხდები გაინეე დეიდაა
- ჯანდაბა ახლა თავი გამისკდება
*******


ვინატრებდი რომ ძველი დრო იყოოს , არანაირი მანქანები არანაიირი ინტერნეტი და არანაირი ფერადი ტელევიზორი ..

ალბათ იკითხავ რატომ ?

როგორღაც და სადღაც ალბათ ქუჩაში შემხვდებოდი, ახლოს არ მოვიდოდი და აგედევნებოდი ისე რომ არ შეგაშინებდი მოგყვებოდი მანამდე სანამ სახლის კარს არ გამოიხურავდი და შენი სახლის მისამართს არ გავიგებდი , სიხარულით წამოვიდოდი უკან სახლისკენ , შენი მისამართი უკვე ვიცი ანუ პირველი ნაბიჯი გადადგმულია , ერთი ნაბიჯით უფრო ახლოს ვარ შენთან , მერე დაგელოდებოდი ზუსტად იმ წერტილას სადაც წინა დღეს გნახე , უფრო უკეთ დაგათვალიერებდი , დღეს უკეთესად გამოიყურები ვიდრე გუშინ ალაბთ ასეც მინდა რომ იყოს , მანამდე გიყურე სანამ თვალს არ მოეფარე ,

ვტბები.

გამალებით მივრბივარ სახლში ვიღებ მელანს , ფურცლის ნაგლეჯს და ვიწყებ წერას , ალბათ მიხვდი წერილი უნდა მოგწერო ..

გეტყვი რომ სულ ორი დღეა დაჩრდილე ყველა ქალი, ყველა სილამაზე, ყველა ყვავილი რაც კი მამაზეციერმა შექმნა და მოავლინა ამ ქვეყანს , დავწერ როგორი ნაზიხარ , როგორ შემიყავრდა. ორ დღეში შენი სიარული მანერები , და სადღაც ალბათ შენი ღიმილიც შევამჩნიე ან მომელანდა არ ვიცი...

ბევრს აღარ დავწერ არც ჩემ სახელს გეტყვი არაფერს მსგავსს მხოლოდ იმას რომ დაგელოდები იქ სადაც გაიარე პირველად, სადაც დაგინახე მეორედ , სადაც ჩემთვის ამოვიდა მეორე მზე და იქ სადაც შენ ჯერ არ იცი, რომ იმ ადგილს უკვე დაერქვა ჩვენი

ხუთშაბათს ველოდები ჩამოვლის ალბათ ფოსტალიონი...

მოვითმენ რომ ?

მოვიდა , მოვიდა და გამოვატანე წერილი შენთან განა მარტო წერილი , ჩემი გულიც შიგნითაა , პულსი ალბათ 98 და მეტი..

შენ მისამართს ვიმეორებ გულში 1000 ჯერ , ლამაზია ყველაფერი რაც შენ გეხება მისმართიც კი ბოლოში 11 რიცხვით

მეტი რა გზა მაქ ვზივარ და ველოდები პასუხს, ან რა უნდა მომწერო ? შეგაშინე ?

მომწერ ? ...
- დამიანე, სერიოზული საქმე მაქვს მნახავ დღეს?
- ახლავე ?
- არა გვიან, მოგწერ და გამოდი
- მშვიდობაა?
- ალბათ კი
- მანერვიულებ
- საერთოდ არა, დროებით ახლა საქმე მაქვს.
****
- იშოვე?
- ვერა ჯანდაბა, ერთი მაფინიც კი ვერ ვნახე, მთელს თბილიში ერთად გაწყვა
- იქნებ პატარა ტორტი გეყიდა?
- არა ! მე მაფინი მინდა
- მთელი დღეა მაგაზე დადიხარ და ვერ იშოვე, დონატი რომ იყოს?
- ელენე დონატი არა! მა ფი ნი ! მაფინი მინდა , ვიშოვი.
*****
- გაინე ჭკუიდან შეიშალა
- რა მოხდა?
- ხვალ დამიანეს დაბადების დღეა, უნდა ნახოს ღამით, და სანთელი სასაჩუქრე ყუთი, წარწერა საჩუქარი, ყველაფერი ერთი თვის წინ დაგემა და ახლა მაფინი ვერ იშოვა ვერსად.
- უყვარს?
- საკუთარ თავს არ უტყდება
- როგორ ფიქრობ დამიანე გულს ატკენს მათე?
- არამგონია, არვიცი ლიზუ, არ არის მასეთი ადამიანი.
- მეორედ ვეღარ გადაიტანს
- ვიცი ლიზუ, ვიცი. არც მე მინდა იქ დაბრუნდეს, საიდანაც ძლივს ამოვიყვანეთ.
******
- ძალიან გთხოვთ, მითხარით რომ მაფინი გაქვთ
- თხილიანი
- მაჩვენეთ
- აი ესეთი
- როგორც იქნა, მთელი თბილის შემოვიარე და ვერსად ვიშოვნე,გადამარჩინეთ.
*****
- მნახავ?
- სად ხარ?
- ჩამოვდივარ
- მეც.
******
კიბეებზე სწრაფად დაეშვა, მარჯვენა ხელში სასაჩუქრე ყუთი ეჭირა, ზედ კი ქურთუკი ჰქონდა გადაკიდებული რომ არ გამოჩნელიყო.
შავი ქვედა კაბა, თეთრი ყელიანი სვიტერი ეცვა. რატომღაც წითელი ტუჩსაცხიც არ დავიწყებია და კულულა შავი თმაც გაეშლა. თვალებიდან მზისსხივები ცვიოდა.
- მთელი დღე იმაზე ფიქრში გავატრე ,რა უნდა გეთქვა
- მოკლედ ძალიან ბევრი ვიფიქრე, როგორ უნდა მეთქვა, რა უნდა გამეკეთებინა და ბოლოს ეს მოვიფიქრე. ერთი წამით დამელოდე.

მაფინიზე მწავნე სანთელი ააანთო ბიჭის წინ დადგა და ბედნიერი სახით შეხედა.
_ დაბადების დღეს გილოცავ, მინდა რომ ყველაზე დიდი სურვილი ჩაიფიქრო რაც კი გაქვს.ლოყაზე აკოცა და გაუღიმა.
- ჰო ეს კი შენი საჩუქარია, იმედია მოგეწონება.
ყავისფერ პატარა სასაჩუქრე ყუთს გარედან წარწერა ჰქონდა გაკეთებული.

უცნაურია აბა რა არის, დღეს შენ დაიბადე და სულში სიხარული მე მიდგას როგორც გაზაფხული ამ შემოდგომისას.

Happy Birsthday To my Best person.
you are So Sweet , So cute, So ... So everything .

Wich you all the best ! ????


პატარა ხის ყუთი გახსნა და იქიდან ფაზბლების დაშლილმა ფიგურებმა დაიწყეს ყურება.
- გამოვიცნო რომელი ფოტოა?
- რომ ააწყობ მიხვდები
- ისეც მივხვდები, აჰ მზესუმზირების ფოტოა, გაიღიმა და გოგოს აკოცა.
- მაინცდამაინც ეგ ნაწილი რატო აიღე?
- აქ წერილია ხო? ამას სახლში წავიკითხავ
- ჰო მეც მასე მინდა
- ძალიან საყვარელი ხარ, დიდი მადლობა .
*******

წერილი მოუთმენლად გახსნა და კითხვა დაიწყო.


რომ ვუფიქრდები მგონია რომ ჩემზე 5 წლით ადრე იმიტომ დაიბადე რომ 20 წლის შემდეგ ჩემს ცხოვრებაში სწორედ მაშინ გამოჩნილიყავი , როდესაც ყველაზე მეტად მჭირდებოდა, ვარსკვლვავი რომელიც გზას გამინათებდა და წყვდიადიდან თავის დაღწევაში დამეხმარებოდა .

შენ ხარ ღიმილი გაუცინებელ დღეებში,
ბედნიერება ხარ უბედურ მომენტებში,
სწორი ნაბიჯები ხარ არეულ გზაზე,
წითელი ღვინის ბოლო ყლუპი ხარ ჭიქაში, რომელსაც ვიზოგავ და არასდროს მინდა გამოილიოს. j
ჩემი ცხოვრების ყველა ნათელი დღე ხარ!
ყველა კოცნის სურვილი!
ყველა ჟრუანტელის მიზეზი!
ყველა ემოციის გამომწვევი!
ბევრი რამ ხარ შენ, რასაც ვერცკი გამოვთქვამ და ეს ძალიან მახარებს რომ ხარ და რომ ვარ .

გილოცავ დაბადების დღეს! ბევრი რამ მინდა გისურვო თუმცა არ ვიცი საიდან დავიწყო ყველა სიტყვა ერთმანეთის მიყოლებით მომდის გონებაში და სრული ქაოსია.

წერილს პირველად ვწერ ასე ადრესატითვის და მიხარია რომ შენთვის არის.

მინდა რომ ძალიან ბედნიერი იყო ყოველთვის და საკუთარი თავის იმედი სულ გქონდეს, ის ერთადერთია რაც არასდროს არ მიგვატოვებს.

არ ვიცი შენს ცხოვრებაში რა მოვიტანე და რა მოგეცი, მაგრამ შენ ზუსტად იმ დროს გამოჩნდი როცა ყველაზე მეტად მჭირდებოდა და ბედნიერების ფერები მომიტანე.

თავისუფლად სუნთქვა დამაწყებინე და მაგრძნობინე, რომ მოუხედავად იმისა რა იყო ჩვენს უკან წარსული ყოველთვის უნდა დავტოვოთ იქ სადაც დამთავრდა და ახლიდან ავუწყოთ ცხოვრებას ნაბიჯები.

შენც ამ გზაზე წამომეწიე და შენი ნაბიჯები აუყოლე ჩემს ცხოვრებას.

ახლა პირველად გამოგიტყდები, რომ შენი დაკარგვის შიში ამოვიკვიატე და ზოგჯერ ეს ფიქრი ძალიან მაშინებს.

ვერ წარმომიდგენია, დილა როდესაც "დილამშვიდობისა" უპასუხოდ დამრჩება. ან ღამით შენი ნათქვამი "ტკბილი ძილი" არ წამომეწევა სიზმრებამდე.

მინდა რომ შენს თვალებში ვიყურებოდე ყოველთვის და ჩემს სიმშვიდეს იქ ვეძებდე.

დრო რომ გავა და ამ წერილს სადღაც შენახულს იპოვნი, მიუხედავად იმისა მე ვიქნები თუ არა შენს გვერდითინფა რომ ბედნიერმა გაიხსენო, რომ შენს ცხოვრებაში ვიყავი და რაღაც კარგი მაინც მოგიტანე.

ამ წერილით გილოცავ დაბადების დღეს და სინამდვილეში გიყვები რამდენად მნიშვნელოვანი ხარ ჩემთვის.

კარგია რომ ხარ! კარგია რომ დაიბადე და კარგია რომ მყავხარ!

ასე მგონია ხელს თუ გამიშვებ გავქრები!..

ნუ გამაქრობ!.. ნუ დამტოვებ!...

2020 წლის 11 ოქტომბერი

****^
- ვაიი, ჩემი გაბერილი გოგო , სახელი მოიფიქრეთ?
- მდაჰ, ჯერ არა
- ლამარას დავრქმევთ
- მაყვალა ან მზევინარი
- დარეჯანი არ მოგწონთ?
- ზინაიდანს რა უწუნებთ?
- ბავშვმა უკვე ლაპარაკი დაიწყო, სად მოვხვდიო
- მიეჩვევა არ ინერვიულო
- შენ და დამიანე როგორ ხართ?
- რავი ვართ რა
- მოხდა რამე?
- არაფერი ელე. ღრმად ამოისუნთქა და ხელები მუხლებზე დაიწყო.
- გაწყენინა ? წინ წამოიწია ირაკლი და მეგობარს ქვემოდან ახედა.
- იცი რა ხდება ? ზოგჯერ მგონია რომ ჩემთან იდეალუარად არის და სიამოვნებს მის სიახლოვეს რომ ვარ. ხან კი მგონია როლ ვერ ვიგებ რა უნდა, უფროსწორედ თვითონ ვერ იგებს რა უნდა . 6 თვე გავიდა და დღემდე ვერ გავიგე რა უნდა ჩემგან. ზოგჯერ ზედმეტად ყურადღებიანია, ხან კი მგონია რომ ვერ მიტანს და ჩემი დანახვა არ უნდა. ამ ყველაფერზე ლაპარაკს რომ ვიწყებთ ამბობს რომ უბრალოდ არეულია და რთული პერიოდი უდგას და გაივლის. მესმის ვგებულობ მაგრამ ჩემი თვალებით ყურება ზოგჯერ არ უნდა . არ უნდა დაინახოს რას ვგრძნობ მის მიმართ, რამდენ რამეს ვაკეთებ და როგორ ვებღაუჭები ამ ყველაფერს. მინდა ხოლე ავდგე და ყველაფერი დავამთავრო, აღარ ვნახო, აღარ მივწერო, აღარ დაველაპარაკო მაგრამ ვერ ვშვრები. არ ვიცი საკუთარ თავს ვერ ვწირავ და თუ მას ვერ ვტოვებ.
ღრმად ამოისუნთქა და მოწილილი ცრემლები უკან გააბრუნა.
- მოდი რა დავლიოთ არ გინდა ?
- გაქვს რამე?
- არ გრცხვენიათ? გაიცინა და მაგიდაზე სამი ბოთლი არაყი დადო.
- გალოთდებით ხალხნო
- ოჰ ქალბატონო თქვენ ვერ სვამთ და პრეტენზიებია?
- თქვენს სამფლობელოში გაასაჩივრეთ.
*******


არ მესმის, როგორ შეიძლება დაგავიწყდეს საყვარელ ადამიანთან დაკავშირებული დეტალები, მოგონებები.

პირველი წუთიდან ამ წამამდე ყველა დეტალი მახსოვს.

რა გეცვა პირველი შეხვედრისას, როგორი სურნელი გქონდა, რა მითხარი, სად ჩამკიდე პირველად ხელი,სად მაკოცე პირველად ლოყაზე. სად დამიკოცნე თვალები. სად .. სადდ

ჯანდბა! იცი ახლა როგორ ვბრაზდები შენზე ? გინდა ყველაფერი პირდაპირ გითხრა, მეც ამოვისუნთქო და შენც დაისვენო?

არ მესმის დიახ! როგორ უნდა დაგავიწყდეს ჩემი სურნელი,მოგონებები და ემოციები.როგორ აღარ უნდა შემომხედო იმ თვალებით ადრე რომ მიყურებდი და როგორ არ უნდა შემჩნიო ჩემი სიყვარული!

ხო ვბრაზდები და გითხრა სინამდვილეში რას ვფიქრობ?

შენ! ერთი ჭირვეული ბავშვი ხარ! დიახ ბავშვი ! და ასე მგონია მე შენს გვერდით იმიტომ ვარ, რომ შენზე ვიზრუნო.

გითხრა როგორ ხარ?, დღემ როგორ ჩაიარა?, ჭამე თუ არა რამე?! გადაღალე?! რაზე ოცნებობ?! თბილად გაცვია თუ არა ?! წამალი დალიე თუ არა წამალი, რომ თავი ჩაგიყუჩდეს. რატომ ხარ მოწყენილი? რა გაწუხებს? სად წახვიდოდი ახლა? რა გეგმები გაქვს ხვალ? გამოგივიდა თუ არა ყველაფერი ? საბანი კარგად გაფარია თუ არა ! ღამით როგორ გეძინა? დილა როგორ დაიწყე? .

და როცა "გაგზრდი" როცა ჩემი ზრუნვა აღარ დაგჭირდება, მე ავდგები, მოვაგროვებ იატაკზე დაყრილ, დანაკუწებუკ, მიმოფანტულ სიყვარულს, შენს ძველ სიყვარულით სავსე მზერას, მოგონებებს, კოცნებს, თავს მოვუკრავ და კარს ისე ძლიერად გამოვიჯახუნებ, გაგცრის და გონს მაშინ მოხვალ, უკვე შორს რომ ვიქნები.

და შენში, ჩემს ნაკლებობას რომ იგრძნობ, მხოლოდ მაშინ მიხვდები რამდენს ნიშნავდა ჩემი "დილამშვიდობისა" შენთვის როცა აღატ დაგხვდება.
როცა ჩემი ნათქვამი " მშვიდი ძილი" აღარ მიგასწრებს საწოლამდე და ძილში საბანს არ გაგისწორებს.

და რა გგონია რას ვითხოვ შენგან? ნუთუ ამდენად რთული და ბევრია ზოგჯერ 5 წუთით დარეკვა ჩემთან და იმის თქმა რომ მოგენატრე და უბრალოდ ჩემი ხმის გაგონება გინდოდა.

ამდენად რთულია მკითხო როგორი დღე მქონდა ?

მითხრა რომ ძილისწინ საბანი კარგად ამოვიკეცო და შენზე ფიქრებში დავიძინო .

იცი? აქამდე მეგონა რომ მე ვიყავი შენზე დამოკიდებული და ახლა ვხვდები, რომ შენ ხარ ჩემზე დამოკიდებული და ამას ვერ იაზრებ.

იმდენად მიეჩვიე ჩემს ყველა სიტყვას, სიყვარულის გამოხატულებას, იმდენად მიეჩვიე რომ ყელში ამოსულ სიტყვებს არ ვამბობ და უკან ვაბრუნებ. რომ ყველა სევდას ღიმილის უკან ვმალავ და არ ვიმჩნევ, არ დაკოცნილი თვალების, არ ჩაკიდებული ხელების სიმძიმეს , რომ ვერ ამჩნევ რამდენად დაღილი ვარ შენი სიყვარულით.

ზოგჯერ მინდა ავდგე და ლოყაზე გაკოცო, ხელი ჩაგკიდო, თმა აგიჩეჩო და გითხრა რომ ბედნიერი ვარ რომ მყავხარ. მაგრამ ვჩერდები, იმ კედელს ვერ ვანგრევ შენ რომ ააშენე.

რა ვქნა ახლა? ავდგე და კარი ისე გამოვიჯახუნო, ამ ნანაგრევბში ოროვე ერთად მოვყვეთ და როცა ხელს ჩემსკენ გამოიწვდნენ, ავდგე და წავიდე ?..

ჩამოვამხო ყველაფერი და ის საძირკველი რომელიც ამდენი ხანი ვაშენე, ერთი სიტყვით დავშალო?...


რატომ არ გესმის?..დაღილი ვარ შენი მოვლით, შენზე ზრუნვით. მინდა მოგეყრდნო და თავი სუსტად ვიგრძნო, იმიტომ რომ მჯეროდეს, დამიცავ და მყარად დამიჭერ.


შენ არც მკლავ და არც მაძლიერებ, მშლი..

ღრმად ამოისუნთქა და ლეპტობი გადადო.მიხვდა რომ მართლა დაღილი იყო ამ ყველაფრით და რამე უნდაგაკეთებინა რომ არ დაშლილიყო.უყვარდა დამიანე და ამას თვითონაც კარგად ხვდებოდა, ზოგჯერ ისეთი შეგრძნება ჰქონდა რომ
ვერ იტევდა ამ სიყვარულს და უნდოდა პირში მიეხალა ყველაფერი მიყვარხარ და რატოლ ვერ ამჩნევ ჩემს სიყვარულს როცა ყველა ხედავს, შენს გარდაო.

*****
- მგონია რომ ამ ბოლო დროს რაღაც გჭირს?
- მე დამიანე?
- ვცდები?
- და შენ თვითონ რა გჭირს?
- რაზე?
- დავიღალე გესმის? ჰო აი ასე, ავდექი და დავიღალე. შენი არ შემჩნეული სიყვარულის გამო. შენი აღარ ჩაკიდებილო ხელის გამო, თვალებს რომ აღარ მოკოცნი მწყინდა და ზოგჯერ მეტირება ამის გამო იცი? ხან ამ ყველაფრით ისეთი დაღილი ვარ მგონია მოვკვდები და უბრალოდ მეტს ვეღარ გავუძლებ. ასეთი რთულია ჩემი გაგება? იცი რა მგონია? რომ მე შენი ძიძა ვარ , იმისთვის ხარ ჩემთან რომ უბრაოდ ვიზრუნე შენზე, გავიგო როგორ ხარ, რას აპირებ, რამე ხომ არ გაწუხებს და ასე შემდეგ. და როცა გაიზრდები, მერე ადგები და წახვალ. ჭირვეული ბავშვი ხარ!...
- რისი თქმა გინდა?
- მიყვარხარ დამიანე მიყვარხარ.
დადუმდა, თავი დახარა და საკუთარ ხელებს ყურება დაუწყო. თითქოს ამოუსთქა და მთელი სიმძიმე ჩამოიხსნა მხრებიდან.
- არ ვიცი რა გითხრა, არ მინდა ჩემს გამო ცუდად იყო, რამე გტკიოდეს,გაწუხებდეს, მნიშვნელოვანი ადამიანი ხარ ჩემთვის , მაგრამ მზად არ ვარ.. გამიგე გთხოვ, მზად არ ვარ გვერდით ვინმე დავიყენო.
- ჰო გიგებ, შენ ისეთი ეგოისტი გახდი, ეგ აზრი აიკვიატე რომ არავის დაყენება შეგიძლია გვერდით და არც კი გინდა სცადო. სათქმელი არაფერი მაქვს შენთვის.
******
- აქამდე მაგას ვერ მიხვდა?
- არ ვიცი ელე მართლა
- წამო გინდა ვცემოთ?
- აბა გულს არ ატკენსო მათე?
- მე რა ვიცოდი ?
- შენ როგორ ხარ?
- ცარიელი ირაკლი, საერთოდ ცარიელი.
*****

ფანჯრები დაორთქლილია,თუმცა ამჯერად არ ვწერ რომ "მიყვარხარ".ლამპიონების შუქი სველ მინას ირეკლავს და ლამაზია.ისეთი ფერია სახელი არ აქვს. გავხდეავ ფანჯრას და ნახევრად გადაწეულ ფარდას, გამოხვედავ საკუთარ თავს და ვერ ვცნობ. სად გაქრა? ასე როგორ დაპატარავდა. ასე როგორ ... ვეღარ ვაგრძლებ...

ფეხები ოთხად მაქვს მოკეცილი და აკვიატებულ სიმღერას ვუსმენ,ამჯერად ამ სიმღერას იმიტომ ვუსმენ , რომ ამ სამყაროდან "გამიყვანოს" და იქნებ სადმე დავიკარგო? სადმე ჩემი ადგილი ვიპოვნო და აქ აღარ დავბრუნდე. აქ ახლა სრული ქაოსიაა. აქ ახლა არაფერია ჩემეული და ჩემი. არც ეს სიტყვები, არც ეს გრძნობები , არც საკუთარი თავი.

თვალებს ძლიერად ვხუჭავ, ერთამენთს ძლიერად ვაჭერ, კისერში მარცხენა ხელს ოდნავზე მეტად ვიჭერ და ვცდილობ გონზე მოვიდე.

მზერა გამეყინა, ბოლო დროს იმაზე ვწუწუნებდი ჩემი გულის ხმა ისე მესმის, ძილში ხელს მიშლის თქო და ახლა საერთოდ აღარ მესმის. ვიცი რომ ცემს მაგრამ მისი აღარ მესმის. სამყაროს სიჩუმე ისე ხმაურობს, არაფერი მესმის ჩემი ნათქვამი ერთი სიტყვის გარდა.

სინამდვილეში ამ ნაწერის წერაც იმიტომ დავიწყე, გაქცეული ჩემი თავი მეპოვნა.დაკარგული ჩემი თავი მეპოვნა.მთელი დღის ნაგროვები ცრემლები ერთად შემომეკრიბა და მეტირა. რადგამ ზუსტად ვიცი, ახლა თუ არ ვიტირე, ყველაფერი თუ არ ამოვიღე,მერე ისე დავიშლები, ჩემი ნაწილების აწყობას ვერავინ შეძლებს.

მუსიკის ტემპი იმატებს და ჩემი თითების უფრო ასწრაფებით წერს ,ყველა სიტყვას. ასე მგონია ახლა ამ ემოციებით გავსკდები და დავსრულდები და მერე ძალიან ღრმად ამოსვუნთქებ!

ჯანდაბას ჩემი თავი!

ისევ რატომ დავიკრგე? ისევ რატომ დავიშალე? ისევ რატომ დავეცი პირველივე წაბორძიკებისას, როცა ველოდი!

ახლა ვინ წამომაყენებს! ჩემი დამსხვრეული ნაწილების შეგროვებას და დაწებებას ვინ შეძლებს?..

გავქრები
გავქრე
გავქრ
ვქრები....

ბოლო სიტყვა დაწერა და ცრმლებმა ერთიანად გაიკვლიეს გზა, ამოიტირა ყველაფერი ერთად. ვერ იგებდა სად ეშლებოდა? რა აკლდა? რატომ ვერ ერგებოდნენ ადამიანები? ნუთუ ამდენად ბევრს ითხოვდა მათთგან ? რა აკლდა? ან რა ჰქონდა გადამეტებულად?
თითქოს უემოციობას მიეჩვია. აივანზე ჯდომას მოეშვა. დიალობით ფარდას გადაწევდა, ღრმად შეისუნთქავდა ჰაერს და ოთახში ბრუნდებოდა.
მთელი ყურადღება ლიზუზე იყო გადატანილი.ბოლო თვეში იყო და არავინ იცოდა როდის ინებებდა პატარა ქალბატონი გამობრძანებას.
****
ღამის სამ საათზე დარეკა ტელეფონმა, - გაინე წავედით, ლიზუს მშობიარობა დაეწყო.
- ახლა? ამ შუაღამისას?
- რა ვქნა ბავშვი ვერ იცდის
- მოდი დილას გააჩინოს რა
- ისევ გძინავს?
- ჰოო
- ადექი გოგო ნუ გამაგიჟე წამოდი, თორემ ბავშვს არ მოგნათლინებს.
- ვდგები ჰოო.
პიჟამოებზე მოიცვა ქურთუკი , ჩუსტებში ფეხი ჩაყო და სავამდყოფოსკენ დაიძრა.

ელენე და ირაკლი იქ იყვენენ, მანჩო და გაიანეც ორი წუთის გამოტოვებით მივიდნენ.
- ლიზა და მათე სად არიან?
- გზაში
- და ჩვენ აქ რატო ვართ?
- ველოდებით
- იმხელაზე ჩხაოდი მეგონა მშობიარობა დაგეწყო შენ
- ბავშვი ნერდე თორე კი?
- თურქულ სერიალებს აღარ უყურო
- აუ ახალის ყურება დავიწყენ ჩოკ კარგია ზედმეტად კარგია.
- უშველე ღმერთო...
- დამიანეც მშობიარობს?
- რა მოგელანდაბა ახლა?
- მათესთან და ლიზასთამ ერთად რატო მოდის აბა?
- არ ვიცი დაო მე რა ვიცი აბა ?
- ყველა აქ ხართ? ჩვენს მანქანას რაღაც მოუვიდა და დამიანემ წამოგვიყვანა
- ძალიან კარგი.
- ჰე აბა არ აჩენ?
- მიდი დედიკო , გამოდი მალე, გაინე ვეღარ ითბენს ისე უნდა შენი ნახვა
- ცინიკოსო
- ყავა არ დაგილევია ხო?
- რავი მეძინა
- როგორ მოხდა?
- ღამის 4 ხო არაა შემთხვევით?
- ხალხნო დამშვიდდით რა გჭირთ?
******
- მათე ნუ დადიხარ დაჯექი, თავბრუ დამეხვა
- მაცალე ვნერვიულობ
- და ბავშვი უფრო მალე დაიბადება?
- იცი რა რთულია?
- რა იყო შენ აჩენ?
- ნერვები რა დღეში გაქ აზრობ?
- ყურზე გიკბენ ახლა
- ხელს მოგაჭამ
- თმებს გაგაცალი
- ხელს მოგტეხავ.
- ტაფა რომესროლე ახლაც მტკივა ხოლმე ზოგჯერ
- ეგ არაფერი ტკბილო.
- გილოცავთ, გოგონა დაიბადა.
იყო ექიმის ხმა და ერთიანი ყვირილი, სიხარული ბედნიერიება.არ ახსოვს როდის ჩაეხუტა დამიანეს ან რატომ. მაგრამ იგრძნო როგორ აეწვა ცხვირი მისი მონატრებით და სიყვარულით. თვალები ერთიანად აეწვა და იქაურობას გაეცალა. საავამდყოფოს ეზოში დაჯდა და ცრმელბი მუჭებით მოიწმინდა. ეზიზღებოდა ასეთი საკუთარი თავი .
- მართალი იყავი, მე ერთი ჭირვეული ბავშვი ვარ, რომელმაც არ იცის რა უნდა და სად დაიკარგა. საკუთარ თავში ჩავიკეტე და ვერ გამოვაღწიე იქამდე, სანაკ კარი არ გაიჯახუნე და ამ ნანგრევებში არ მოვყევი. გამომაფხიზლე და მივხვდი რომ იმაზე მეტად ბევრი ხარ ჩემში ვიდრე მგონია, იმაზე მეტად მიყვარხარ ვიდრე ვგრძნობ და ვიდრე მე მგონია. მომცემ ერთ შანსს?
- იცოდე კიდევ ერთხელ თუ მაწყენინებ, ძვლებში დაგამტვრებ ისე გცემ.
- ყველაზე რომანტიკული გოგო ხარ ვინც მინახავს.
- შენ კი ყველაზე სულელი დიდი ბავშვი.
- მოდი გაკოცო.
თვალები დახუჭა და დაელოდა როდის, დაუკოცნიდა ბიჭი ჯერ ერთ მერე მეორე თვალს, შემდეგ კი ხელისგულებზე აკოცა.

მე ხელები,ყოველთვის ცივი მქონდა,
რაც თავი მახსოვს...

და როცა ხელისგულზე
პირველად მაკოცე,
საოცარი სისწრაფით გათბა.

სიყვარულის ნაკლებობას განიცდიდნენ, ალბათ.



არ ვიცი რა გამოვიდა და როგორი, იმედია მოგეწონებათ და ისიამოვნებთ,ველი თქვენს შეფასებას????



№1  offline წევრი OKI ME

პოზიტიური, თბილი და სასიამოვნოდ წასაკითხი ისტორიაა❣️

 


№2  offline მოდერი abezara98

მართლა სასიამოვნო წასაკითხია, უბრალოდ ცოტა ავირიე ამდენი დიალოგებით, სანამ გავერკვეოდი ვინ ვინ იყო :D ერთადაერთი რაც თვალში ცუდად მომხვდა (ნუ, ჩემთვის, სხვისი არ ვიცი) ეს იყო ხშირად გამეორებული სიტყვა "პარდონ". შეიძლება, პერსონაჟის დამახასიათებელია და ასე იყო საჭირო.
საბოლოო ჯამში, ნამდვილად სასიამოვნო წასაკითხი იყო და წარმატებები. გაგვანებივრე სხვა ისტორიებითაც ❤❤❤❤

 


№3 სტუმარი სტუმარი elena

ძალიან მაგარია,საინტერესო და სასიამოვნო წასაკითხია.ჩემი ფავორიტი ისტორიაა❤️❤️

 


№4 სტუმარი სტუმარი კატო

ვიქნები ეგოისტი რაღაცნაირი და გეტყვი რომ მგონიაა ამ ისტორიაში შეფარული შენი თავი ვიპოვე <3 <3 შენ ისტორიებზე რომ ვგიჟდები შენც იცი და მეც ვიცი არც ეს იყო გამონაკლისი ესაც ისე მომეწონაა ვგონებ ძალიან ბევრჯერ მოვაკითხავ და წავიკითხავ<3 ეს ისტორია მარტო შენიაა მარტო შენი და შენი ადამიანის <3 <3 არ დანებდე არ მოყვე იმ ნანგრევებში<3 ბანალურია მაგრამ ყველაფერი კარგად იქნება<3 შენი ისტორიაც ასე დამთავრდეს როგორც ეს <3 <3

 


№5  offline წევრი Crazy dreamer

სასიამოვნო ისტორია იყო. პატარა შეცდომები იყო, მაგრამ მჯერა გამოსწორდება. იმედი მაქვს ახალი ისტორიით მალე გიხილავთ. წარმატებები.

 


№6 სტუმარი სტუმარი Khatuna

მომეწონა.თითქოს არ იყო დიდი ისტორია, მაგრამ ყველაფერი იყო :მეგობრობა, სიყვარული,გულისტკენა, ემოციური იყო და თან იუმორი. მოკლედ ძალიან კარგი ისტორიაა.

 


№7  offline წევრი თეოფილე

ძალიან განსხვავებული და თბილი ისტორიაა ❤️

 


№8  offline წევრი duchi_duchi

აუ მიყვარს ესენი მე ძალიან❤️

 


№9 სტუმარი Łįźì

გამათბო და დამატკბო შენმა შესანიშნავმა ისტორიამ...????????

მიყვარს შენი ისტორიების კითხვა...თან ძალიან????

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent