შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

უცნობი გოგოს დღიურები (თავი 4)


13-12-2020, 02:05
ავტორი Ucnobi gogo
ნანახია 1 034

მეორე დღეს ჩემდა გასაკვირათ დილით ადრე გავიღვიძე ჩემით ისე რომ არავის დახმარება დამჭირვებია ეს კი დამიჯერეთ ძალიან გასაკვირი იყო, მაგრამ, ის უფრო გასაკვირი იყო რომ კარგ გუნებაზე გავიღვიძე. რომ გავიღვიძე აბაზანაში შევედი წყლის გადასავლებათ ისე მესიამოვნა წყალი რომ არ დაეკაკუნებინათ ალბათ საღამომდე იქ დავრჩებოდი. რომ გამოვედი აბაზანიდან ჩავაცვი და ჩემს პატარებთან მივედი, ბევრი ძალიან ბევრი ვაკოცე ჩემს ორ ანგელოზს ჩემი ხელით ვაჭამე და მათთან ერთად დავიწყე თამაში და ამით ყველაფერი მავიწყდებოდა, მაკა გავკვირვებული მიყურებდა ალბათ თვალებს არ უჯერებდა რომ მე ცოტა გამოვედი იმ მდგომარეობიდან რაშიც ვიყავი. გადავწყვიტე ბავშვები რომ დაიძინებდნენ მაკასთან დალაპარაკება და ველოდებოდი მათ ეს დროც მალე მოვიდა და ცოტა მიჭირდა კიდევ მაკასთან ამდენი ხნის მერე დალაპარაკება მაგრამ, ვგრძნობდი რომ ეს აუცილებელი იყო!
-მაკა, შეიძლება ვისაუბროთ?
-რა ხდება ანა?
-უბრალოდ შენთან საუბარი მინდა ყველაფერზე ხომ შეიძლება?
-კი როგორ არა. მოდი დაჯექი!
-მაკა რატომ არ მითხარით ყველაფერი? შენ რომ გეთქვა მე ხომ ასე არ ვიქნებოდი? მე თქვენ გაგიგებდით და ორივესთან ვიქნებოდი როგორც ადრე!
-კი მაგრამ ანა, ეს ხომ ესე ადვილი არაა? მე გაგზარდე, მე გაჭმწვდი, მე ვზრუნავდი ჩემი შვილებისგან არ გამირჩევიხარ. როგორ მოვსულიყავი და მეთქვა რომ შენ ჩემი შვილი არ ხარ? არ შემეძლო და ახლაც მიჭირს ამაზე ლაპარაკი!
-მინდა რომ შენი პირით მოვისმინო ყველაფერი!
-კარგი. მე რომ გავთხოვდი მალევე დავრჩი ორსულად მაგრამ ეს არვიცოდი და შენ კი იცი სოფელში როგორი სამუშაოებია ამის გამო მომეშალა მუცელი, მაშინ მითხრეს რომ მკურნალობის გარეშე მეტჯერ ვერ დავორსულსებოდი რადგან პირველი მომშორდა და ასეც გავიდა 2 წელი, ამასობაში ლალი დარჩა ორსულად ბებიაშენი კი გადააირია, გიჟს გავდა, არავისი ესმოდა, არავის ითვალისწინებდა ბოლოს კი მაინც თავისი გაიტანა და ლალი მოსკოვში გაუშვა ბაჩოსთან ერთად, ერთ დღესაც ბაჩომ დამირეკე და მეც მთხოვა ჩასვლა მე რათქმაუნდა წავედი იქ კი მითხრეს რომ ლალი ბავშვს არ მოიშორებდა და ბაჩოს იდეით ვიტყოდით რომ, შენ ჩვენი შვილი ხარ რაზეც ლალიც თანახმა იყო, რადგან შენ ვინმე უცხოსთან კი არა ჩვენს გვერდით იქნებოდა ამიტომ საქართველოში რომ დავბრუნდით ყველა გვიკოცავდა მაგრამ ბებიაშენი მაინც ეჭვობდა რაღაცას, ამიტომ სასწრაფოდ თბილისში გადმოვედით. ლალი აღარ გათხოვდა სიკვდილამდე მამაშენი უყვარდა მაგრამ მან არც კი მოიხედა ისე გაიქცა! წარმოგიდგენია ლალიმ რამდენი გადაიტანა? რამდენად უჯდებოდა იმის ატანა რომ მისი შვილი დედას არ ეძახდა? იცი რამდეჯერ ყოფილა რომ მე ვერ გაწყნარებდი და ლალის ხელში იტრუნებოდი, ამაზე კი ლალი რას გრძნობდა გულში? ჩვენ არავინ ვიცით მაგრამ, მე ერთი რამ ზუსტად ვიცი რომ დავბრუნდეთ წარსულში იგივეს გავაკეთებდით ყველა შენთვის და ამას არც ახლა ვნანობ, და არც მერე ვინანებ! ვიცი მოგატყუეთ და ამან დიდი ტკივილი მოგაყენა მაგრამ ჩვენ ეს შენს დასაცავად გავაკეთეთ და შენ ახლა ბრაზობ მაგრამ რომ გაიზრდაები მიხვდები რომ ჩვენ სხვა გზა არ გვქონდა!
-კი მაგრამ ხომ შეიძლებოდა რომ მოსკოვში დავრჩენილიყავით მე და ლალი და აღარ დაბრუნებულიყო სახლში?
-კი შეიძლებოდა მაგრამ როგორ? მითხარი როგორ როცა იქ არავინ ყავდა არც სამსახური არც სახლი რა უნდა ექნა მარტო, ბავშვთან ერთად ?
-არვიცი
-პატარა ხარ და ეს ახლა არუნდა გაგეგო მაგრამ, რადგან გაიგე ანა მაგრად დადექი გაუმკლავდი შენს თავს და მოგვეცი ნება რომ დაგეხმაროთ!
-ვეცდები, აუცილებლად ვეცდები!
-ძალიან კარგი. შეჭამ რამეს?
-მხოლოდ ჩაის დავლევ!
მესიამოვნა მაკასთან ლაპარაკი ? კი ძალიან მესიამოვნა რადგან მაკასგან მოვისმინე და არ მქონია მძაფრი რეაქცია როგორც წარმომედგინა, პირიქით უფრო მესმიამოვნა და დავწყნარდი რადგან, მაკა მთელი იმ გრძნობით მიყვებოდა ამ ყველაფერს რა გრძნობებიც გამოიარეს! ცოტა გამოვცოცხლდი და ეს არვიცი რისი ბრალი იყო ლადო ექიმთან ჩემი საუბარების თუ მაკასთან დღევანდელი საუბრის. კარგ გუნებაზე ვიყავი და ეს მახარებდა. ამასობაში, მოვიდა ლადოსთან წასვლის დროც მოვიდა და უფრო კარგ გუნებაზე დავდექი. ამჯერად ადრე არ წავსულვარ დე თან მიხაროდა როცა მახსენდებოდა ლადო ექიმი. რატომღაც ამ კაცის მიმართ თბილად და დადებითან ვიყავი განმუხტული. ოფისში რომ მივედი პირდაპირ შევედი ლადოს კაბინეტში ( ლადოს ახლა ვეძახი თორემ იმ დროს ასე ვერ ვკაფრებდი პატარა ვიყავი)
-ლადო ექიმო მოვედი.
-მობრძანდი პატარა ქალბატონო, ვხედავ კარგ განწყობაზე ხარ მიზეზი რა არის?
-მეც არვიცი, დღეს მაკას ველაპარაკე!
-ოჰო, ეს უკვე მომწონს ესეიგი ნელნელა წინ მივიწევთ მიზნისკენ. მოდი ახლა მე და შენ მწვანე ჩაი დავლიოთ და ისე ვისაუბროთ. დღეს მინდა ერთ კონკრეტულ თემაზე ვისაუბროთ და ასე გაგრძელდება რომ არ ავირიოთ კარგი?
-დიახ
ლადო ექიმმა იქვე მინუტკაში აადუღა წყალი და ორ ფინჯანში რაღაც მწვანე ფერის სითხე ჩაასხა და ზემოდან წყალი დაუმატა, შაქარი საერთოთ არ დაუმატა და ისე გამომიწოდა.
-ლადო ექიმო მე ტკბილი მიყვარს.
-იცი ეს ჩვეულებრივი ჩაი არ არის!
-აბა ?
-ეს არის დამამშვიდებელი ბალახეულის ჩაი რომელიც საქართველოში არ იყიდება და ჩემი პაციენტებისთვის ჩამომაქვს.
-ხო მაგრამ მე რაში მჭირდება დამამავიდებელი ჩაი? თქვენ ხომ თქვით რომ კარგ ხასიათზე ვარ დღეს.
-იცი პატარა ქალბატონო, ეს ჩაი არ არის მარტო დამამშვიდებელი და ამას მხოლოდ აღზნებულ პაციენტებზე არ ვიყენებ. ეს ჩაი შედგება რამოდენიმე მცენარისგან რომლებიც შეიცავენ ძალიან ბევრ სხვადასხვა განსაკუთრებულ თვისებებს. შეხედე მეც ვსვავ განა მე მეტყობა რამე რომ დამშვიდება მჭირდება? (ეღიმება)
-არა ლადო ექიმო - მეც გადმომედო მისი ღიმილი. არა, ხო ვამბობ ეს კაცი დადებითად მოქმედებს ჩემზეთქო?
-ეს ჩაი დაგვეხმარება მოდუნებაში, დაგვამშვიდებს, მოგვადუნებს, ტვინს ამუშავებაში დაეხმარება რომ გახსნილად იაზროვნოს და დაგვეხმაროს მივიღოთ გადაწყვეტილებები გონიერი გზით, აი შაქარი კი მას დაუკარგავს ყველა თვისებას რაც კი აქვს. მე არც ჩაის და არც ყავას შაქარს არ ვუმატებ რადგან ის სიმწარე რაც ამათ დაყვება სასიამოვნოც კი არის რადგან მე ბოლომდე შევივრძნობ მათ არომატს, შენც გირჩევ არასდროს დაუმატო შაქარი და შეიგრძნო ის გემო რაც მათ აქვთ.
-აჰა ყველაფერი გასაგებია
-მოდი აბა გასინჯე. - როგორც კი მოვსვი თავისან მწარე ბალახის გემო ქონდა მაგრამ შემდეგ სასიამოვნოთ წავიდა ორგანიზმისკენ და მთლიანად მოედო სხეულს, თბილმა სითხემ მთლიანად გამათბო იანვრის მიწურულს, არომატი კი ყველა უჯრედს მოედო. ასეთი გემრიელი რამ არ დამილევია არასდროს.
-ძალიან გემრიელია.
-მიხარია რომ მოგეწონა. მოდი დავიწყოთ. გახსოვს ანა პირველ დღეს რომ ჩემთან იყავი ?
-დიახ.
-გახსოვს როგორ დამემშვიდობე?
-დიახ გითხარით, კარგად!
-მართალი ხარ, მაგრამ, მე რა გითხარი ის თუ გახსოვს?
-კარგად არა ნახვამდისო!
-კი ეგრეა და თან აგახსნევინე ორივე ფორმა ხომ ასეა?
-კი ასეა!
-მე კიდევ გითხარი რომ არის კიდევ ერთი დამშვიდობების ფორმა, გახსოვს ეს ?
-დიახ!
-მოდი განვიხილოთ სამივე!
-კი მაგრამ ეს რა შუაშია ჩემთან და ჩემს პრობლემასთან?
-რომ მოხვედი გითხარი რომ დღეიდან ვისაუბრებთ თითო-თითო კონკრეტულ თემაზე და ჩვენ ამით ვიწყებთ და თუ რა შუაშია ამას გაიგებ!
-კარგით გისმენთ!
-ანა მოდი დავიწყოთ იმით თუ რას ნიშნავს ნახვამდის.
-ხომ აგიხსენით?
-კი ამიხსენი. მოდი ახლა მე გეტყვი! ნახვამდის ვამბობ ჩვენდა უნებურად იცოდი ეგ?
-ეს როგორ ?
-გქონია ანა ისეთი შემთხვევა რომ ვიღაც გაგიცვნია და გაცნობის შემდეგ გითქვამს ნახვამდის?
-დიახ!
-რატომ არ უთხარი კარგად აი როგორც მე მითხარი ?
-არვიცი!
-ანა შენთვის ის ადამიანი იყო დადებითი და შენმა გონებამ ეს აღიქვა, შენს შინაგან ნაწილს იმედი ქონდა რომ მას კიდევ ნახავდი თუნდაც ეს ყოფილიყო უკანასკნელი, შენმა გონება ეს სიტყვა იმიტომ გათქმევინა რომ იმედი ქონდა ისევ მისი ნახვის და სწორედ ეს იმედი გახდა იმის საწინდარი რომ შენ ერთი საათის ან თუნდაც ერთი დღის გაცნობილ ადამიანს უთხარი ნახვამდის. შენ როდესაც ადამიანს ეუბნები ნახვამდის, ის ამ სიტყვის არა ვერ წვდება რადგან ბევრისთვის დამშვიდობების ფორმას არ აქვს მნიშვნელობა! მაგრამ, მისი ტვინი იმახსოვრებს შენს ნათქვამს და ბეჭდავს გონებაში და, ეს, აიძულებს ადამიანს უბიძგოს შენი ნახვისკენ! გამიგე რისი თქმა მინდა ?
-თან გავიგე თან ვერა!
-ეს უფრო ღრმად აგიხსნა თუ უფრო მარტივად?
-მარტივად ჯობს!
-მარტივად კი ასეა, როდესაც შენს ქვეცნობიერს ადამიანი მოწონს არ აქვს მნიშვნელობა ვინ იქნება ის, შენ მას ეუბნები შენდაუნებურად ნახვამდის და იმ ადამინის ქვეცნობიერი იმახსოვრებს ამას და უბიძგებს შემდეგ შენს ნახვას!
-ხო მაგრამ ეს სიტყვა მითქვამს იმისთვის ვინც არ მომწონებია.
-ეს შენ გგონია არ მოგეწონა მაგრამ შენს ქვეცნობიერს ის ძალიან მოეწონა მისი რაღაც თვისების გამო და სწორედ ამიტომ შენ მას უთხარი, ნახვამდის და არა კარგად!
-დავიბენი მაგრამ მგონი გავიგე.
-მეგონა ეს ჩაი გონებას ხსნიდა და მგონი შენზე უკუ მოქმედებს (იღიმის)
-არა, არა გავიგე ყველაფერი (ვიღიმი)
-მოდი ახლა მეორე განვიხილოთ!
-ლადო ექიმო მე თქვენ მომწონხართ მაგრამ პირველ დღეს გითხარით კარგად ამას როგორ ავხსნით?
-შენ აქ ძალით მოხვედი პირველ დღეს არ გინდოდა აქ, შენ გონება სულ სხვა ფიქრებს და გრძნობებს ქონდა მოცული, გაღიზიანებდა შენი აქ ყოფნა და სწორედ ეს გახდა მაგის თქმის პრიორიტეტი. ანუ შენ იმის იმედით რომ აქ აღარ მოხვიდოდი დამემშვიდობე!
-გასაგებია ახლა მივხვდი ყველაფერს.
-დარწმუნებული ხარ ? (იღიმის)
-დიახ!
-კარგი, ანა, რა შემთხვევაში ვეუბნებით ადამიანს კარგად? ამას ბევრი ახსნა არ სჭირდება! ადამიანი რომელიც ჩვენ ან ჩვენს ქვეცნობიერს არ მოსწონს და არ აქვს სურვილი მეორედ ნახვის მაგრამ იცის რომ მასთან შეხვედრა ხშირ შემთხვევაში მოუწევს და, ეს არ მოსწონს ამ სიტყვით იმ ადამიანის ქვეცნობიერს ანიშნებს რომ მეორედ აღარ გაეკაროს და ისიც ამ სიტყვას იმახსოვრებს. ამ შემთხვევებში არა ჩვენ ვამბობ ამ ყველაფერს არამედ ქვეცნობიერი გვმართავს და, დადებითი და უარყოფითი აირიასგან ასე გვიცავენ!
-ლადო ექიმო რაც თქვენთან დავდივარ სულ იმას ამბობთ რომ ჩვენი ქვეცნობიერი გვმართავს!
-კი ანა ასეა, ზუსტადაც რომ მასეა და ამას ჩვენ განვიხილავთ მაგრამ არა დღეს!
-კარგით, აი მაგ დღეს ველოდები დიდი ინტერესით!
-მოდი გადავიდეთ შემდეგზე! მშვიდობით, ეს არის ის ფორმა რომელსაც ადამიანები ხშირად არ ვიყენებთ მაგრამ, რაღაც შემთხვევებში აუცილებელია ამის გამოყენება. ამას იმ შემთხვევაში ვამბობთ თუ ვიცით რომ ადამიანს ვეღარასდროს, ან არასდროს ვნახავთ. ამას კი ბევრი ახსნა არ სჭირდება. ამ დროს ქვეცნობიერიც და ჩვენც საერთო აზრზე ვართ და ამას მეცნიერული ჩარევა არ სჭირდება!
-ეს ვიცოდი!
-ძალიან კარგი, მოდი ახლა მთავარი ვთქვათ რატომ ავხსენი ეს ყცელაფერი ხომ გაინტერესებს?
-კი მაინტერესებს მაგრამ იცით კიდევ რა მაინტერესებს?
-აბა გისმენ!
-რა დროს ვამბობთ “დროებით”
-მაგას იმ შემთხვევაში ვამბობთ, თუ ადამიანს ყოველდღიურად ვიცით რომ შევხვდებით, ან რამოდენიმე საათში. ისინი თუ ერთად მუშაობენ, ამბობენ დროებით. ოჯახის წევრები ამბობენ დროებით!
-გასაგებია!
-ხო და ეს ყველაფერი რა კავშირშია შენთან იცი?
-არა
-ჩვენ ადამინებმა მარტო ადამიანებს კი არ უნდა დავემშვიდობოთ, არამედ მოგონებებსაც წარსულსაც! ყველაფერი ცუდი უნდა დავასრულოთ, ვიცი, ჭკვიანი გოგო ხარ და როცა ჩვენ, ჩვენს საქმეს მოვრჩებით აუცილებლად დადგება ის მომენტი რომ რაც შენ შეგემთხვა სამუდამოდ უნდა დაემშვიდობო და აბა თუ მიხვდები რა უნდა თქვა ამ დროს!
-კარგად?
-ანა ამდენი ტყუილად ვიკაპარაკე არ მისმენდი?
-გისმენდით ლადო ექიმო!
-აბა დაფიქრდი და თავიდან მიპასუხე, როდესაც ჩვენ მოვრჩებით ჩვენს საქმეს და დავსრულებთ ჩვენს სეანსებს ბოლოს რა უნდა უთხრა შენს წარსულს?
-მშვიდობით!
-და აი ან ჩაიმ მოქმედება დაიწყო და გონება გაგიხსნა (იღიმის)
მეც გამეღიმა მის ნათქვამზე ისეთი სერიოზული სახით თქვა!
-ახლა გასაგებია რა კავშირშიც არის ჩემთან დღევანდელი თემა!
-ხომ ვთქვი ჩაიმ მოქმედება დაიწყოთქო. და, მე როგორ უნდა დამემშვიდობო?
-ნახვამდის!
-ანუ ჩემი ნახვის სურვილი კვლავ გექნება?
-რათქმაუნდა ლადო ექიმო, სულ მომინდება და იმედია როდესაც მე აქ მოსვლა აღარ მომიწევს მაინც მიმიღებთ ხოლმე თავისუფალ დროს!
-შენთვის ჩემი კარი ყოველთვის ღია იქნება პატარა ქალბატონო!
-დიდი მადლობა.
-არ გშია? იცი რა გემრიელი კატლეტები მოგიტანე დღეს? არც კარგოფილი დამავიწყდა და ჩემი გემოვნებით ტყემალი და ყველიც წამოვიღე! ხომ დამეწვევი?
-დიახ რათქმაუნდა, პირობა პირობაა!
-ძალიან კარგი, ჩემს მდივანს ვთხოვ ცხელი შოთი მოგვიტანოს და ჩვენ ამასობაში მაგიდა გავშალოთ!
-დიახ!
ლადო ექიმი გარეთ გავიდა და თავის მდივანს სთხოვა ცხელი შოთის მოტანა, ჩვენ ისევ პატარა მაგიდაზე გავშალეთ პატარა სუფრა. სანამ ჩვენ ვაწყიბდით მდივანიც მოვიდა და ცხელი შოთის სუნმა მთლიანი ოთახი მოიცვა, იმ წამს მივხვდი როგორ მშიოდა. კვლავ გემიერლათ მივირთვით და თან ისევ ლადო ექიმზე ვსაუბრობდით, მიყვებოდა როგორი ბავშობა ქონდა და მეც გულიანად ვიცინოდი. კი მიკვირს როგორ ვიცინოდი მაგრამ ეს ის დღე იყო როდესაც მხოლოდ ერთხელ გამახსენდა ჩემი არსებული მდგომარეობა თუ რისთვის ვიყავი მასთან, დღეს ისეთ თემაზე ვისაუბრეთ რომ დროც არ დამიტოვა სხვა რამეზე ფიქრისთვის! რომ მოვრჩით ჭამას ალაგებაში მივეხმარე, ისევ დადგა დამშვიდობების დრო და მე არ მინდოდა წასვლა, კიდევ მინდოდა მასთან საუბარი, მაგრამ, სულ იქ ხომ არ ვიქნებოდი!
-ჩემი წასვლის დროა ლადო ექიმო.
-და ამას ასე გულდაწყვეტილი მეუბნები?
-იცით რატომღაც კიდევ მინდა აქ გაჩერება!
-და რატომ? იმისთვის რომ სახლში არ წახვიდე თუ სხვა მიზეზია?
-თქვენთან საუბარი მომწონს!
-მიხარია, ხვალ ისევ მოხვალ და იცი ხვალ რაზე ვისაუბრებთ?
-რაზე?
-ჩვენს ქვეცნობიერზე!
-ერთი სული მაქვს როდის მოვა ხვალიდნელი დღე!
-ძალიან კარგი, მიდი ახლა გაიქეცი მაკა გელოდება!
-დიახ, რათქმაუნდა!
-ნახვამდის ანა!
-ნახვამდის!
ლადო ექიმის კაბინეტიდან რომ გამოვედი, მაკა ისევ თავის ადგილას მელოდებოდა მომლოდინე თვალებით!
-წავედით მაკა!
-უი გამოხვედი? ხო, ხო წავედით! - და წამოდგა. ერთად გავედით გარეთ, გულში გამკრა რომ მაკა ჩემთან არ იყო ფიქრებით და დავინტერესდი თუ რა სჭირდა!
-მაკა!
-გისმენ ანა?!
-სად ხარ?
-როგორ თუ სად ვარ! აქ ვარ! (გამიღიმა)
-აქ ხარ ფიზიკურად მაგრამ არა ფიქრებით!
-ჩავფიქრდი უცებ!
-რაზე?
-ჩვენზე!
-და რას ფიქრობდი ჩვენზე?
-ანა მენატრევა!
-მე ხომ აქ ვარ?
-ძველი ანა სად არის? ის გოგო რომელიც სულ იცინოდა, სულ კარგად იყო, ახლა ვიღაც სხვა არის და ოდესმე თუ დამიბრუნდება ჩემი გოგო?
-იცი, მაკა დარწმუნებული ვარ დაგიბრუნდებათ!
-მართლა?
-კი აბა, ლადო ექიმი დამეხმარება, თქვენც დამეხმარებით და მე ისევ ძველი ანა გავხდები! ვერ დაგპირდები რომ დედას ისევ დაგიძახებ მაგრამ ისევ ის, ვიქნები და იმედია არ გეწყინება დედა თუ ვერ დაგიძახე!
-ოღონდ ისევ ის ანა დაბრუნდეს და თუ გინდა სულ ნუ დამიძახებ!
ვიცი, ამის თქმა რად დაუჯდა! ვიცი, რომ ერთი სული აქვს დედა დავუძახო კვლავ მაგრამ არც მაშინ, და არც, ახლა შემიძლია ამდენი წლის მერე მას დედა დავუძახო. მიყვარს, სიგიჟემდე მიყვარს, მისთვის თავსაც გავწირავ მაგრამ, დედას ვეღარ ვეძახი და დღეისთვის უკვე მიეჩვია კიდეც და გული აღარ წყდება.... ამ ლაპარაკში გართულები სახლშიც მივედით. როგორც კი შევედი ჩემი პაწაწუნები შემომეგებნენ და შემომახტნენ, იქვე ამაყირავეს რაზეც გულიანად გამეცინა. ესენი იყვნენი ყველაფერი ჩემთვის და ვხვდები თუ რა ეგოისტი ვიყავი სანამ ლადო ექიმითან წამიყვანდნენ, მივხდი თუ როგორ ვტკენდი გულს ყველას ვისაც ვუყვარდი მაგრამ მე ხომ საშინელება დამატყდა თავს. და მაინც, ეს არ იყო გასასამართლებელი როდესაც ჩემს პატარებს ვენატრებოდი, როდესაც ანდრეა მახსენდებოდა გული გაგლეჯვას მქონდა, როგორ მიყვარდა ეს პატარა ჭინკა. მისი გაფიქრება იყო და ისიც მოვიდა ჩემგან.
-ანა მიხვედი?
-მოვედი პატარა ჭინკა!
-იცი მამამ რაღაცეები გვიყიდა!
-გვიყიდა? მეც?
-ანა შენც რატო? შენც ხო მისი შვილი ხარ ყველას გვიყიდა!
რა დებილი ვარ, რას ვეუბნები ანდრეას როდის გავურჩევივარ მაკას და ბაჩოს მისი შვილებისგან რათქმაუნდა მეც მიყიდიდა და, ჩემი სისულელის გამო გავუბრაზდი ჩემს თავს. ოთახში შევედი, ჩემს საწოლზე პარკები იდო და შიგნით ტანსაცმელები იდო, ყველაფერი ძალიან ლამაზი იყო მაგრამ, ჩემი ყურადღება იქვე შეფუთულმა პატარა ყუთმა მიიქცია ყურადღება, არ ვიცოდი ეს ჩემი იყო თუ არა ამიტომ არ გამიხსნია და ბაჩოსთან წავედი.
-ბაჩო
-გისმენ საყვარელო!
-ეს ყუთი იქ ვნახე ვისი?
-შენია!
-ჩემია? რა არის შიგნით?
-გახსენი და ნახე! - გამიღიმა და მაკასაც გაეღიმა, უკვე ვიცოდი რომ შიგნით ისეთი რაღაც იდო რაც, გამახარებდა. არც კი დავფიქრებულვარ ქაჯივით გავგლიჯე ყუთი, და იცით შიგნით რა დამხვდა? მობილური! ბლექბერი. აი მაშინ მოდაში იყო და მეც ძალიან მინდოდა ბაჩომ საახალწლოდ დამოირდა მაგრამ ისეთი ამბები იყო ვეღარ მოახერხა და დღეს დამახვედრა. გამიხარდა თუ არა? ისე გამიხარდა რომ ეგრევე არც დავფიქრებულვარ გავექანე და მთელი ძალით ჩავეხუტე, ჯერ ბაჩოს მერე მაკას!
-მადლობა, ძალიან დიდი მადლობა ორივეს!
-არაფრის ანა! მაკას აქვს შენთვის ნომერი და მოგცემს. ბოდიში რომ იმ დროს ვერ მიგიტანე როცა დაგპირდი!
-არ არის ბოდიში საჭირო. ძალიან დიდი მადლობა ბაჩო!
-მოდი მაკოცე!
არც კი დავფიქრებულვარ ისე გავექანე და ვაკოცე. ღმერთო როგორ მომნატრებია ეს გარემო როცა თავს ვთვლიდი მათი ოჯახის ნაწილად, და რა შეიცვალა? სინამდვილეში არაფერი მხოლოდ მე შევიცვალე, მათი დამოკიდებულება კი იგივე დარჩა ჩემს მიმართ! მაკამ ნომერი მომცა და მეც ეგრევე ჩავრთე ტელეფონი, ისეთი აჟიტირებული ვიყავი რომ ერთი სული მქონდა ყველას თვის მეთქვა ტელეფონის შესახებ, მაგრამ, ვისთვის მეთქვა სკოლაში არ წავსულვარ რაც საახალწლო არსადეგები დასრულდა მაგრამ არაუშავს შეიცვლება ყველაფერი. იმ მონენტში მჯეროდა ამის და ამ ახალი ამბით აჟიტირებულს ჩამეძინა!



ბოდიშს გიხდით ამდენი დღით დაგვიანებისთვის, არც ვგეგმავდი დღეს დადებას მაგრამ პირადში მოწერილმა შეტყობინებებმა მაინც გადამაწყვწტინა დღეს დამეწერა! ჩემი დაგვიანების მიზეზი კი ის არის რომ კოვიდი დამიდასტურდა და ცოტა შეუძლოდ ვიყავი! კიდევ ერთხელ მადლობა ყველას ვინც კითხულობთ!



№1 სტუმარი სტუმარი მანანა

მალე გამოჯანმრთელებას გისურვებთ, ძალიან კარგად წერთ, ველოდები ახალ თავს

 


№2  offline წევრი Maia G.

მალე გამოჯანმრთელდით და ახალი თავით გაგვახარეთ❤

 


№3  offline წევრი Mary Alice In Wonderland

ჰეი, სად ხარ? სად გაქრი? confused

 


№4  offline წევრი Ucnobi gogo

დღეს საღამოს დავდებ ახალ თავს.. ბოდიშით რომ ამდენ ხანს გალოდინეთ

 


№5 სტუმარი Xato

Gamojamrtelebas gisurveb sayvarelo.momwons sheni istoria magram ert shenishvnas mogcen .deda da mama tu ara isini sheni bidza bicola arian da am kutxit mainc gamoxate mati siyvaruli.ar gewyinos chemo patara .

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent