შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მიუწდომელი სიყვარული ნაწილი-11.


13-12-2020, 16:49
ავტორი Butterfly122334455
ნანახია 1 338

-არანაირი შანსი აღარ არსებობს რომ გავეპარო?
აცრემლილი თვალებით ვკითხე უკვე და ფეხის ხმაც მომესმა უკნიდან!
უკვე მიახლოვდებოდა სამართალდამცავი.
-არა ,აზრი არ აქვს.
ესღა მითხრა და აი ვიგრძენი მამაკაცის შეხება ,რომელმაც ფრთხილად დამადო მხარზე ხელი.
-ქალბატონო თქვენ გელაპარაკებით,
გთხოვ შემოწმება გაიაროთ.
ეს რომ მითხრა ნერწყვი სიმწრით ჩავყლაპე,რადგან როგორც კი მივტრიალდები სახეზე მიცნობს!
წინ კი უდიდესი გამოცდა მელის,ვინ იცის გავართმევ ამას თავს?
მოვემზადე სააბოლოდ და მისკენ მივტრიალდი!
მამაკაცმა კი როგორც კი შემომხედა გამომეტყველება შეეცვალა და სახეზე აღელვება შეეეტყო.
-ნომერი 25 ვარ,მგონი ძებნილი ქალბატონი ვიპოვე.
აღელვებულმა გადამცემით გააგებინა დანარჩენებს ინფორმაცია და შემდეგ თითქოს და აუღელვებლად მომმართა.
-ქალბატონო მელანი, თუ შეიძლება უკან გამომყევით.
გამიკვირდა რომ ასე მშვიდად მესაუბრებოდა,ალბათ იმიტომ რომ არ შეევეწინაღმდეგე და ჩემი ნებით გავაგებინე ჩემი ვინაობა,ზედმეტი გაქცევის გარეშე,თან ამ წამს ლუკასიც გვერდით მიდგას.

-არ ინერვიულო,ყველაფერს ვაკონტროლებ და სიტუაცია არაა ჯერ დაძაბული.
მთავარია ნერვიულობა არ შეგეტყოს.
ლუკასმა მშვიდად გადმომილაპარაკა და შემდეგ ჩემთან ერთად პოლიციელ მამაკაცს აედევნა.
ამ წამს ყველას მზერას ჩემზე ვგრძნობდი!
რა თქმა უნდა ყველა ხვდებოდა ვინ ვიყავი და რატომ მივყვებოდი ამ წამს პოლიციელს უკან!
მე ხო დამნაშავე ვარ,კანონის დამრღვევი.
ვგრძნობ როგორ ჩურჩულებენ ჩემზე და როგორ მაკრიტიკებენ,როგორი ბასრი და ზიზღით სავსე თვალებით მადევნებენ მზერას.
-ისა? ისააა!
-უნამუსო,წინ კარგი არაფერი ელის.
-შეხედეთ ,როგორი მშვიდად და ამაყად მიაბიჯებს!
უსირცხვილო,ქვეყნის შემარცხვენელი.
-იმედია საკადრისად დასჯიან.
-ყველაზე უარესი ეკუთნის!

მეკუთნის ეს სიტყვები? რა თქმა უნდა არა,მაგრამ ამ სასტიკ სამყაროში რა სამაართალი არსებობს ,რომ მე ხმა ამოვიღო და ჩემი თავის დაცვა ვცადო!
ყველა მთავრობის გადაწყვეტილებას ემხრობა...ვინც ვერ შეძლო სიყვარული,დაე განიდევნოს ჩვენი საზოგადოებიდან და მწარედ დაისაჯოს.

ამაზე ფიქრში მეტად და მეტად მცირდებოდა ჩემი თავდაჯერებულობა და სიამაყე.
ხოლო ის ძლიერი ქალი ,რომელიც ჩემი თავი მეგონა,უბრალოდ ურწმუნოებას იწვევდა ჩემში.
უფრო ილოად რომ ვთქვათ,მე აღარ მჯეროდა მისი,აღარ ვენდობოდი,აღარ ვემხრობოდი მის გადაწყვეტილებებს...საკუთარი თავის ფასი დავკარგე.
-ბატონო ლუკას,ქალბატონო მელანი,მოგესალმებით.
ძაალიან გამიკვირდა რომ თქვენც აქ ბრძანდებით ბატონო...ნუთუ რამე გამომრჩა?
ბოხი ხმა მომესმა და შემდეგ პოლიციელიც შეჩერდა ჩვენს წინ.
ეს მთავარი გამომძიებელი იყო,რომელსაც როგორც ჩანს ჩემი ძებნის საქმე ჩააბარეს!
ამ წამს კი ლუკასის გვერდით რომ დამინახა გაუკვირდა!
ლუკასმა ამაზე პასუხი არ გასცა და უბრალოდ ზანტი და ცივი თვალებით ახედა კაცს!
თოთქოს და მისი ძვირფასი სიტყვების ღისადაც კი არ ჩათვალა.
ამის შემდეგ ყველა გაჩუმდა და კაცი კი დიდხანს უყურებდა შეურაცხყოფილი სახით ლუკასს,რადგან ასე დააიგნორა!
სააბოლოდ კი მწარედ და ყალბად ჩაიცინა.
-გასაგებია,როგორც ჩანს ჩემთან საუბარი არ გინდათ...ასე იყოს.
ვხედავ თქვენი სახელით კარგად სარგებლობთ ბატონო დილენ.
ცინიკურად ესაუბრებოდა და მის გაღიზიანებას ცდილობდა,მაგრამ ლუკასი რისი ლუკასის რომ მისი არაფრის მომცემი სიტყვები გულთან ახლოს მიეტანა.
-ეს სახელი თავისით არ შექმნილა ბატონო ბელგ,ეს მე შევიქმენი ასეთი სახელი.
ყველაზე მშვიდი გამოხედვით უპასუხა და შემდეგ ამაყად ჩახედა პირდაპირ თვალებში,რაზეც მამაკაცი უბრალოდ დანებდა აშკარად და უეცრად ჩემსკენ გადმოიტანა მზერა.
-დიდხანს გეძებეთ და ძაალიან დიდი შრომა ჩავდეთ თქვენს აღმოსაჩენად,სააბოლოდ კი თქვენი სურვილით ჩაგვბარდით.
კარგი გადაწყვეტილებაა,რადგან სასჯელი ნაკლებად სასტიკი იქნება.
ასეთი აგდებული ტონით რომ მომართა ,აშკარა განძრახ გათვლილი შეურაცხყოფა ვიგრძენი ,მაგრამ მხოლოდ შეკრული შუბლით შევხედე და ხმა არ გავეცი ,ასევე დავაიგნორე.
-კარგით,განყოფილებაში გადაიყვანეთ.
ამაზე მან უკვე გაღიზიანებული ტონით ბრძანა და ჩემზე მიუთითა თავის ფინიებს!
სწორედ ამ დროს ვიგრძენი ტკივილი,როდესაც უხეშად ჩამავლო
ერთ-ერთმა მათგანმა,მაგრამ უეცრად რომ სახიფათო ტონი მომესმა გვერდიდან,ტკივილი სულ დამავიწყდა.
-უხეშად ნუ ეხებით,ერთი ნაკაწრიც რომ ჰქონდეს, იცოდეთ რომ არ შეგრჩებათ.
ეს ლუკასი იყო,რომელსაც უკვე ბიჭის მაჯაზე უხეშად ეკიდა ხელი და საშიში თვალებით უყურებდა მას.
ბიჭმაც ხელი გამიშვა და შეშინებული მზერით აარიდა თვალი ლუკასს,შემდეგ კი ბორკილები დამადო და მიბრძანა რომ წინ წავსულიყავი.
-არ შეგეშინდეს,მალე დაახწევ საკანს თავს,იმაზე იფიქრე რაც დავგეგმეთ.
მშვიდად მიჩურჩულა ლუკასმა,იქამდე სანამ უხეშად წამათრევდა მამაკაცი ...საბოლოდ მხოლოდ ეს სიტყვები გავიგე და შემდეგ მისი თვალები მომხვდა თვალში.
თვალები,რომელიც რაღაც ამოუცნობი ემოციით იყო სავსე.


-სწრაფათ იარე.
იქამდე ვუყურებდი,სანამ არ მაიძულეს რომ უკან მომეხედა.
მეც ზურგი ვაქციე და დავემორჩილე იმას რაც მითხრეს ,რომ არ დავემორჩილო არ ვიცი როგორ მომეპყრობიან.
მანქანაში ჩამსვეს თუ არა ,მივხვდი სიტუაცის სერიოზულობას და მითუმეტეს არ ამომიღია ხმა!
უბრალოდ ჩუმად ვიყავი და გარემოს ვაკვირდებოდი,ხან კი ხალხს,რომლებიც ამ დრომდე იგივე ბოღმით სავსე თვალებით მიყურებდნენ,მაგრამ ალბათ ჯერ არ მქონდა აღქმული ის ყველაფერი რაც წინ მელოდა!
როდესაც განყოფილებაში მივედი,ყველაზე დიდი საშინელება მაშინ დაიწყო.

-ახლა დაჯდები და იქამდე ვერ ადგები სანამ ყველა კითხვაზე სათანადო პასუხს არ გამცემ.
უხეში ტონით მითხრა მამაკაცმა და იგივე მდგომარეობაში ბორკილებით დამსვა სკამზე,შემდეგ კი ჩემს მოპირდაპირედ დაჯდა .
-მოდი ასე დავიწყოთ!
რატომ გაიქეცი ქორწილის დღეს?
სახიფათო გამოხედვით მკითხა,თან ისეთი თვალები ჰქონდა თითქოს და სიბნელებ მოიცვაო მთლიანად.
რა მეპასუხა?
ლუკასს ამაზე არაფერი არ უთქვამს,მე კი ყველანაირად ვცდილობ რომ ტყუილში არ გამომიჭირონ.
-შენ გეკითხები!
ბოლო ხმაზე მიღრიალა თუ არა ,შიშისგან შევხტი,მაგრამ ფიქრი უფრო ღრმად დავიწყე იმაზე თუ რისი თქმა შემეძლო.
-ნუ მიყურებ ამ უშიშარი თვალებით ,თორემ გპირდები დილამდე აქ დაგტოვებ ამ მდგომარეობაში,ისე რომ ტირილით უნდა მევედრებოდე რომ გავჩერდე...კარგად იცი რომ ამ წამს ნებისმიერი რაღაცის უფლება მაქვს,ამას შემდეგ გამოკითხვის საჭირო ნაწილად გამოვაცხადებ და ასე გავიმართლებ თავს,ვინ გამამტყუნებს?
ჩემსკენ ძაალიან ახლოს მოიწია ,ისე რომ მის სუნთქვას ვგრძნობდი და ეს ყველაფერი ზიზღს იწვევდა ჩემში!
მთლიან ტანში ჟრუანტელი მივლიდა.
-მიპასუხე.
მშვიდად გაიმეორა კითხვა და ვიგრძენი რომ ახლა რომ პასუხი არ გამეცა ,ძაალიან ცუდად დასრულდებოდა ეს ყველაფერი...რა ვუთხრა?
-ცუდად გავხდი.
ვიცოდი რომ სისულელეს ვიძახდი და ამას ასე ადვილად არ დაიჯერებდა,მაგრამ ამას ყველაზე თავდაჯერებული ვიძახდი.
მან ამაზე ჩაიცინა და უფრო ახლოს მოიწია,რაზეც მე უკან დაწევა მომიწია.
-ცუდად გახდი?
რა თქმა უნდა არ დაიჯერა,მაგრამ მზად ვარ რომ ჩვენი გეგმის განხორციელება სერიოზულად დავიწყო,ამ ზეწოლის ატანას არ ვაპირებ!
-არ ვაპირებ ამის თქვენთან განხილვას,ყველაფერს ჩემი ადვოკატი ახსნის სასამართლოზე.
სახიფათო მზერით ვუპასუხე სერიოზულად,რაზეც შევამჩნიე როგორ გაუფართოვდა თვალები,შემდეგ კი გაღიზიანებულმა მკითხა.
-რა სასამართლო? შენ რა ჩივილს აპირებ სულელო გოგო?
ყალბი სიცილით მკითხა,რაზეც მაინც თავდაჯერებულმა ვუპასუხე.
-კი,ვაპირებ გიჩივლოთ!
ეს შეცდომაა!
ვთქვი და ცოტახანს შევყოვნდი,სანამ არ მოვიკრიბე ძალა და წინადადება ასე არ დავასრულე.
-მე ლუკას დილენი მიყვარს...ჩემი ქმარი მიყვარს!
ხმა მიკანკალებდა ამას რომ ვიძახდი,რადგან ვერ ვხვდებოდი ამ სიტყვების წარმოთქმის დროს გული ასე სწრაფათ რატომ მიცემდა.
-ჰაჰ,ვერ ვიჯერებ!
ანუ ჩემი მოტყუება გადაწყვიტე!?
ბოლო ხმაზე მიღრიალა და მუშტები დამირტყა მაგიდაზე,რაზეც მაინც მშვიდად გავუსწორე თვალი.
-როგორც გინდათ ისე ჩათვალეთ.
ეს რომ ვუთხარი მეგონა რომ თავს დამანებებდა,მაგრამ მან სრულიად მოულოდნელად სახეში გამარტყა!
ვერ ვიჯერებდი თავიდან რომ მართლა დამარტყა,სანამ საშინელი ტკივილის შემდეგ,ტუჩიდან სისხლი არ წამომივიდა.
ხელი მოვიკიდე ლოყაზე ,რომელიც დარწმუნებული ვარ წითელი მქონდა,შემდეგ კი სისხლი მოვიწმინდე ხელით ტუჩიდან.
-როგორც შეგეფერებათ ბატონო.
სახიფათო მზერით ვუთხარი ამაყად,შემდეგ კი ცრემლებით რომ თვალები ამევსო ,თავი გავიმაგრე რომ მის წინ არ მეტირა...ძლიერი ვარ,შევძლებ რომ მყარად დავდგე და დავუპირისპირდე.
-მაინც იგივე სისულელეს იძახი?
ეს არაა საკმარისი?
ყვირილით მითხრა,ისე რომ მისი ნერწყვი მხვდებოდა სახეზე.
-რამდენიც გინდათ მირტყით,არ ვაპირებ ის ვთქვა რაც თქვენ გინდათ!
მეც აღარ შევიკავე თავი და ბოლო ხმაზე ვუყვირე!
უკვე ვგრძნობდი რომ ცრემლებს ვეღარ ვთოკავდი.
ამის შემდეგ მან გაწითლებული და გაბრაზებული სახით მიყურა ცოტახანს,შემდეგ კი შეკრული შუბლით მითხრა.
-აჰა,გასაგებია შენი გეგმა,მაგრამ ნუ გგონია რომ ასე ადვილად გამოძვრები.
ყველაფერს დაწვრილებით გამოვიძიებ რა როგორ იყო,შემდეგ კი აქ ჩაგკეტავ სამუდამოდ,ყოველ დღე მნახავ ,არ მოგაწყენ პატარა.
მუქარით მითხრა და შემდეგ უხეშად მწვდა მკლავზე და ასე მიმიყვანა საკნამდე,ამის შემდეგ კი უხეშად შემაგდო,ისე რომ ძირს დავეცი.
ეს იყო და ეს...საკნის კარი მოხურა და ჩაკეტა,მე კი სულ მარტო დავრჩი ცივ საკანში .
თავს შეურაცხყოფილად ვგრძნობდი და მთლიანად ვკანკალებდი ამ საშინელი ემოციებისგან!
განრისხებული ვიყავი,რადგან სამართალი არ არსებობდა,მე მიწევს ვაგო პასუხი იმისთვის რაც ჩემი ბრალი არაა!

ლუკასი:
მთელი ღამე ვერ დავიძინე,რადგან სულ მეიზე ვფიქრობდი.
ნეტავ ახლა როგორაა?
სტკივა,უჭირს,ეშინია,ტირის?
ძაალიან ვნერვიულობ მასზე.
ყველანაირად ვცდილობდი ამ დრომდე რომ ეს ემოციები დამემალა,მაგრამ მეი ჩემთვის აშკარად არაა სულ ერთი და ეს ჩემს საქციელშიც უკვე აშკარად ჩანს,სხვა გვარად არც დავეხმარებოდი.
უბრალოდ არ მეგონა თუ ასე ვინერვიულებდი მასზე,არ მინდა რომ იქ იყოს,არ მინდა რომ ატკინონ,მინდა რომ დავიცვა.

მეორე დღე:
მეორე დღესაც თვალები როგორც კი გავახილე მეი გამახსენდა და ის სიტუაცია ,რომელშიც ახლაა.
როგორც ჯონათანმა მითხრა ,უკვე მუშაობს ჩვენს საქმეზე და დღეს უკვე საჩივრის შეტანას ვაპირებ!
გავასაჩივრებ და ვიტყვი რომ ეს შეცდომაა იყო და მეის და მე ერთმანეთი გვიყვარს,შემდეგ კი ფეხმძიმობის ამბავსაც გავაყალბებ.

დილიდან ამაზე ვფიქრობდი და რომ ვეღარ მოვისვენე სახლში,გავემზადე და საჩივრის შესატანად გავემართე,თან მინდა რომ მეი ვნახო და დავრწმუნდე რომ კარგადაა.
უბრალოდ პრობლემა ისაა ,რომ ჟურნალისტები ყველგან დამყვებიან და რამენაირად ხელიდან უნდა დავუსხლტდე.

მეი:
ცივ იატაკზე ვიწექი და მთელი სხეული მეწვოდა!
მეწვოდა რაღაც წარმოუდგენელი სირცხვილისგან და იმ ღისების დაკარგვისგან,რომელიც ფეხ ქვეშ გამითელეს.
მთელი ღამე არ მიძინია,უბრალოდ ვიწექი და ჭერს ვუყურებდი ,შემდეგ კი დასრულებლად ფიქრებში ვიკარგებოდი.
საჭმელი ძაღლივით მომიგდეს დღეს დილით,მაგრამ ახლაც არ დამიკარებია პირი...უკვე შუა დღეა და ლუკასისგანაც არ მსმენია არაფერი,მხოლოდ ის ვიცი რომ უკვე საჩივარს შეიტანდა.
მნახავს ნეტა დღეს?
მინახულებს?
ალბათ არა,რატომ უნდა მნახოს?
ზედმეტს ნუ ელი მეი,ნუ ელი.
ამ ნეგატიურ ფიქრებში ვიყავი ჩაკარგული, ხმა რომ მომესმა !
-შენთან მნახველია.
ეს იყო და ეს პირდაპირ რომ ფეხზე წამოვდექი და სწრაფი ნაბიჯით რომ  მივუახლოვდი გისოსებს...ნუთუ ისაა?
ვგრძნობ,ვიცი რომ ისააა,ვიცი რომ ლუკასია!
-მეი.
აი მომესმა მისი ხმაც და დავინახე .
-ლუკას!
უნებურად გული ამიჩუყდა და თვალები ჩამიცრემლიანდა,მაგრამ რა თქმა უნდა ჩემი თავისთვის იმის უფლება არ მიმიცია რომ მეტირა!
-როგორ ხარ?
მშვიდად მკითხა და თან
შემათვალიერა,რაზეც თავი ჩავხარე და შემდეგ ისევ გავუსწორე მზერა.
-კარგად ვარ.
ისე ვუპასუხე რომ ეჭვი არ შეპარვოდა ამაში,მაგრამ როგორც ჩანს არ გამომივიდა,
-არ ხარ კარგად,ტუჩზე რა გჭირს?
ეს რომ მკითხა დავიძაბე,რადგან მივხვდი რომ დაინახა ის პატარა ჭრილობა ,რომელიც იმ არამზადას დარტყმის გამო დამრჩა!
-ააა...ეს?
დაბნეულმა ვიკითხე და ტუჩზე ხელი მოვიკიდე,რა მეთქვა?
არ მინდა პრობლემები შეექმნას,არადა ვიცი რომ პასუხს აუცილებლად მოსთხოვს და ამის შედეგად შეიძლება რამე ცუდი მოხდეს!
-მეი მითხარი ვინმე შეგეხო?
შეკრული შუბლით მკითხა,მე კი უკვე ვატყობდი რომ ძაალიან ბრაზობდა !
-დაივიწყე ლუკას,კარგად ვარ,არაფერია!
ანერვიულებულმა ვუპასუხე და ვეცადე მეტად აღარ დამკვირვებოდა სახეზე,მაგრამ ის მაინც თვალს არ მაცილებდა და დაჟინებით მიყურებდა.

-მან დაგარტყა?
და აი იკითხა ყველაზე სახიფათო მზერით,მე კი სხვა გზა რომ აღარ მქონდა უბრალოდ თავი დავუქნიე,შემდეგ კი ვეცადე გამეჩერებინა!
-გთხოვ არაფერი არ უთხრა,არ მინდა ამის გამო პრობლემები შეგექმნას!
სამწუხაროდ ჩემი მცდელობა გვიანი იყო ,უეცრად რომ ადგილიდან აორთქლდა!
-ჯანდაბა!
გაღიზიანებულმა ჩავილაპარაკე.
-ლუკას,გთხოვ!
აზრი არ ჰქონდა,მაგრამ ბოლომდე ვცდილობდი ამ პრობლემისგან გადამერჩინა...არ მინდა ჩემს გამო იჩხუბოს.

ლუკასი:
ბრაზისგან სულ ცეცხლი მეკიდა!
ისეთი გაბრაზებული ვიყავი ,რომ მეგონა ამ წამს ყველაფერს დავამტვრევდი !
როგორ გაბედა? როგორ შეეხო?!
როგორ გარისკა და როგორ დაარტყა...ნუთუ ეგონა რომ ეს შერჩებოდა?
არამგონია!
ზურგით მდგარი დავინახე და იმ წამსვე ვიცანი რომ ის იყო!
არც მიფქრია,არც უნდოდა ამას ფიქრი ,რადგან ვიცოდი რომ ის დაარტყავდა.
ზედმეტი სიტყვის გარეშე,უბრალოდ ხელი მოვკიდე და ჩემსკენ შემოვატრიალე ,შემდეგ კი მთელი ძალით დავატყი!
ამის შემდეგ კი ვერც მოასწრო გონს მოსვლა საყელოში რომ ჩავწვდი და ყვირილით ვუთხარი!
-როგორ გაბედე და როგორ შეეხეე?!
როგორ გაბედე !?
მზად ვიყავი სიკვდილამდე მეცემა და ასეც მოვიქეცი!
ამის თქმის შემდეგ მისი ამაზრზენი მზერით გაღიზიანებულმა ,კიდევ ერთხელ დავარტყი და ამჯერად უკვე ძირს აღმოჩნდა.
-ადექი,ადექი და გარეთ გამოდი!
ყვირილით ვუთხარი და ხელით მივანიშნე რომ გარეთ გამომყოლოდა!
-გთხოვთ ბატონო ლუკას!
უკნიდან ერთ-ერთის ხმა მომესმა ,ჩემს დამშვიდებას ცდილობდა,მაგრამ ხელით ვერ მეხებოდა,იცოდა რომ ამ წამს იმ ჭკუაზე ვიყავი რომ მასაც დავარტყავდი!
-ადექიიი და გარეთ გამომყევი არაკაცო!
მამაკაცი დავაიგნორე და კიდევ ერთხელ ვუყვირე,რაზეც სისხლის წმენდით წამოდგა ფეხზე და გაბრაზებულმა მიპასუხა.
-შენი სახელით ნუ სარგებლობ ,თორემ შენც საკანში ამოყოფ თავს!
ეს რომ მითხრა ,არც გავიაზრე მისი ნათქვამი და მეტად გაღიზიანებულმა კიდევ ერთხელ დავარტყი!
ამაზე უკვე უკნიდან ხელები ვიგრძენი...ვიღაც მიჭერდა!
მე კი ამ ვიღაცის მოშორებას ვაპირებდი, ხმა რომ არ გამეგო.
-გთხოვ ლუკას,დაანებე თავი...თავი არ გაუყადრო!
ეს ჯონათანი იყო,აქ რა უნდა?
-არ ვაპატიებ,არ ვაპატიებ რაც გააკეთა!
მაინც მისკენ ვიწევდი და მისი ცემა მინდოდა,მაგრამ ჯონათანის შემდეგ სიტყვებზე,უეცრად შევჩერდი.
-თუ ახლა არ გაჩერდები,შენზე გაბრაზებული მეიზე იყრის ჯავრს,ამაზე იფიქრე...როდესაც შენ წახვალ,აქ მეი დარჩება შენს გარეშე ,გგონია აქ რომ არ იქნები მას დაეხმარები ?
მართალია,მართალია,მაგრამ ამის წარმოდგენაზე ვგრძნობდი როგორ ვბრაზდებოდი მეტად!
კიდევ ერთხელ რომ შეეხოს ,მართლა შემომაკვდება!
-ხელი გამიშვი...მორჩა.
იმ არაკაცზე გაღიზიანებულმა ჯონათანს უხეშად მივმართე და შემდეგ მისი ხელები მოვიშორე.
მინდა რომ ცოტახანს განვმარტოვდე,სხვაგვარად არ ვიცი ამ წამს რას ვიზავ,თავზე კონტროლს ვკარგავ.

ჰაერზე ვიდექი და ანერვიულებული აქეთ-იქით დავიარებოდი.
ამ წამს ჯერ კიდევ მღრნიდა შიგნიდან ის მრისხანება,რომელიც წესით იმ არაკაცზე უნდა დამეხარჯა!
ვერ ვიჯერებ რომ დაარტყა,ახლაც არ მჯერა...ასე თუ გაანაგრძეს ,რა მდგომარეობაში იქნება მეი ,როდესაც გამოვიყვან?
ამაზე ფიქრიც არ მინდა.
ამ ფიქრებით გართულმა ჯონათანის ხმა გავიგე ...მშვიდად მომიახლოვდა და პირდაპირ მითხრა.
-მისმინე ლუკას,დამშვიდდი და ცოტა ისე იმოქმედე რომ არ დაინახონ შენში ის მრისხანებაც თუნდაც ,რომელიც ცოტახნის უკან გამოამჟღავნე.
მათაც ეს უნდათ,ცდილობენ წყობიდან გამოგიყვანონ.
ვიცი რომ ჩემს დამშვიდებას ცდილობს,მაგრამ ეს აშკარად არ მეხმარება.
-მოკლედ,ერთ კვირაში იქნება სასამართლო და ფეხმძიმობის შესახებ იოლად გავაყალბებთ,უბრალოდ მინდა დავრწმუნდე რომ ამას მართლა გააკეთებ.
ეს რომ გავიგე ,მშვიდად მივუტრიალდი და ვუპასუხე.
-რა თქმა უნდა გავაკეთებ.
ამაზე მანაც იგივე ტონით,მშვიდად მიპასუხა.
-სხვაგვარად არა მარტო შენ ,არამედ მეც და იმასაც ვინც ეს საბუთები გააყალბა,პრობლემები შეგვექმნება.
მეი რეალურად უნდა დაფეხმძიმდეს.
დიდხანს ვფიქრობდი ამაზე აქამდეც და უკვე მზად ვარ .
არანაირი საზღვარი არ არსებობს იმისთვის, რომ მე გავჩერდე და მეი იმ საკანში გამომწყვდეული დავტოვო,იმისთვის რაც მისი ბრალი არაა!
-დარწმუნებული იყავი ამაში.
კიდევ ერთხელ ვუთხარი და თვალი ავარიდე...ყველაფერს გავაკეთებ,აფსოლიტურად ყველაფერს.

(სასამართლო !)
შეგიძლიათ სულელად ჩამთვალოთ ,მაგრამ ამ დარგში არაფერი არ გამეგება და შეიძლება სისულელები მეწეროს,წინასწარ იცოდეთ! :დ

მეი:
ეს სიცივე ,სიცივე რომელიც იმ დარჩენილ სითბოსაც მართმევს,რომელიც ჩემს სხეულს გარე სამყაროდან შერჩა.
კი სულ რაღაც ორი კვირაა ამ საკანში ვარ დამწყვდეული,მაგრამ ეს ორი კვირა საუკუნებაად მეჩვენება!
ლუკასი იმ დღის შემდეგ არ მინახავს!
მხოლოდ ის გავიგე რომ გამომძიებელთან უჩხუბია,რადგან გაიგო რომ დამარტყა.
მისი დიდად მადლობელი ვარ,უბრალოდ აღარ მინდა ჩემს გამო ასეთ საფრთხეში ჩაიგდოს თავი.
იმ ღამით ვნახე ის არამზადა და გაუჩერებლად პირდაპირ თვალებში მიყურებდა და ამ გამოხედვაშიც კი ჩანდა იმ საშინელი შურისძიების წყურვილი,რომელიც ლუკასის მიმართ ჰქონდა.
მან ჩემზე იყარა როგორც ველოდი ჯავრი და მიახლოვებით სამი დღე საკვები არავის არ მოუტანია ჩემთვის.
არც მაინტერესებდა მათი საჭმელი,მაინც არ შევჭამდი!
უბრალოდ მისი ეს ამაზრზენი საქციელი მაბრაზებს!
წესით მისნაირი ადამიანები სამართალისთვის უნდა იბრძოდნენ,მაგრამ მის შესახებ ყველაფერი ,მხოლოფ უსამართლობის გრძნობას იწვევს ჩემში.

აღარ მეგონა თუ სასამართლოს დღე როდესმე დადგებოდა,თან ლუკასიც რომ არ მიკავშირდებოდა ჭკუიდან ვიშლებოდი,მაგრამ სააბოლოდ მან დამირეკა!
-შენთან საუბარი სურთ.
აგდებული ტონით მომართა
ერთ-ერთმა საკნის მცველმა და ისე გამომათრია საკნიდან რომ ზედაც არ მიყურებდა,თითქოს ადამიანიც კი არ ვიყავი მის თვალში!
ამ წამს ყველასთვის საშინელი დამნაშავე ვარ,რომელიც კანონის წინააღმდეგ წავიდა.
——————————-
მე:ლუკას,შენ ხარ?
ლუკასი:კი მე ვარ,დიდი დრო არ გვაქვს უბრალოდ მაინტერესებს როგორ ხარ.
მე:ვითმენ,ამის იმედად ვარ კარგად.
ლუკასი:ცუდად გეპყრობიან?
მე:არა და გინდაც მომექცნენ მოვითმენ ,რადგან მჯერა რომ სასამართლო მალე იქნება .
ლუკასი:გპირდები რომ მალე დაახწევ თავს,ცოტაც გაუძელი.
მე:კარგი ლუკას,დიდი მადლობა.
ლუკასი:კიდევ დაგიკავშირდები.
სავარაუდოდ ამ დღეებში ჩატარდება სასამრთლო.
უკვე სამჯერ გადადეს,რადგან ხალხი აქციებს ატარებს რომ არანაირი სასამართლო არ გაიმაართოს.
არ უნდათ რომ თავის გამართლების საშუალება მოგცენ.
მე:ხალხი ეს უბრალოდ ბრბოა,რომლებსაც იმის სჯერათ რაც უთხრეს,მგონია რომ სასამართლოს შემდეგ ყველა გაიგებს რომ დანაშაული არ მიმიძღვის...თუ ფეხმძიმედ ვარ შენგან,რაღა აფიქრებინებთ რომ კანონს გავექეცი.
ლუკასი:ხო,ასეა...ფეხმძიმობის დამამტკიცებელი საბუთები უკვე ხელში მაქვს,ნუ გეშინია.
მე:არ მეშინია.
————————-
-საკმარისია,დრო ამოგეწურა!
უეცარ ყვირილზე შევხტი და უნებურად ყურმილს ხელი ვუშვი,არადა მადლობის თქმაც მინდოდა და ვერ მოვასწარი.
ლუკასმა იცის რომ შესაძლებელია სატელეფონო ზარი ისმინებოდეს და ისე განვიხილეთ ფეხმძიმობაც,რომ ეს რეალობად აღიქვან,ვინც მოისმენს.
მე ხო თვალს ასე მადევნებენ!
საკანში ისევ უხეშად შემაგდო და საკნის კარი დაკეტა თუ არა გამშორდა!
დავრჩი ისევ მე და ეს ცივი ოთხი კედელი.

ლუკასი:
ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდიოდა,დრომ სწრაფათ გაირბინა ,მეიმ კი უკვე საკმარისზე მეტი დრო გაატარა საკანში,იმაზე მეტიც ვიდრე მე ვვარაუდობდი!
მაგრამ მთავარი ისა რომ ყველაფერი გავაკეთე ჩვენი გეგმისთვის და სააბოლოდ ზუსტად ვიცი რომ ამ საქმეს მოვიგებთ!
წინ ვერავინ ვერ დაგვიდგება და მეი თავისუფალი იქნება,ციხისგანაც და იმ სირცხვილისგანაც,რომელიც მის სახელს მოსცხეს.
დღეს კი უკვე სასამართლოა!
საგანგებოდ ადრიანად გავიღვიძე და უკვე გამზადებული სმოკინგი მოვირგე,შემდეგ კი მძღოლს დავურეკე და ვუთხარი რომ უკვე მანქანა გაემზადებინა და ის ჟურნალისტები,რომლებიც ჩემს გზაზე იყვნენ შეკრებილნი, მოეშორებინა!
ასეც გააკეთა და მიახლოვებით თხუთმეტ წუთში უპრობლემოდ გავედი სახლიდან და მანქანაშიც ისე ჩავჯექი, რომ არც ერთი ჟურნალისტი არ შემხვედრია.
მაგრამ ვაი რომ იგივე სასამართლოს შენობასთან არ შემეძლო!
ფეხი არ მქონდა გადმოდგმული მანქანიდან , ჟურნალისტების დიდი მასა რომ წამოვიდა ჩემსკენ !
-ბატონო ლუკად რას განაცხადებთ ამ საქმესთან დაკავშირებით,თქვენი ცოლის დაცვას აპირებთ?

-ის უდანაშაულოა?

-რატომ გაიქცა ქორწილიდან თუ ერთმანეთი გიყვარდათ?

-განძრახ გააკეთა ეს?

-იცით რამე იმის შესახებ რასაც ტელევიზიები იუწყებიან!

-გთხოვთ ,ნება მომეცით შენობამდე მივახწიო!
ამ დროისთვის არ ვაპირებ არც ერთი კითხვისთვის პასუხის გაცემას.
უბრალოდ ცივად ვუპასუხე და შემდეგ როგორღაც მათ გამგუდველ ბრბოს თავი დავახწიე!
ამდენი კითხვები,ამხელა ამბიცია და ცნობისმოყვარეობა!
რა ამაზრზენია ეს ხალხი.
-ლუკას,აქ ხარ უკვე!
მიხარია რომ დროულად მოხვედი.
ანერვიულებული შემეგება ტობიასი,რომელიც ასევე ოფიციალურად იყო გამოწყობილი,შემდეგ კი მას ჯონათანიც მოჰყვა.
-რაღაც საბუთებია მოსაწესრიგებელი და ცოტახანში დავიწყებთ.
მითხრა და ხელში მოთავსებულ ფურცლებს თვალი შორიდან გაადავლო,მე კი მხოლოდ თავი დავუქნიე და შემდეგ ტობიასს ამოვუდექი გვერდში.
-მეი ხომ არ გინახავს?
ვიკითხე ინტერესით ,რაზეც მან მოწყენილმა გააქნია თავი.
-არა ,სამწუხაროდ გარეთ არ გამოყავთ ჯერ...სადმე ეყოლებათ გამოკეტილი,პროცესის დაწყებამდე არც გამოიყვანენ სავარაუდოდ.
ეს რომ მითხრა ,საშინლად ამიჩქარდა გული...მეი ცოტაც მოითმინე.
-კარგი,იმედია მალე გამოიყვანენ,მინდა პროცესამდე რაღაცაზე გავესაუბრო.
ვთქვი მშვიდად და შემდეგ მთავარი დარბაზისკენ დავიძარი...მოვითხოვ რომ მეი მანახონ.

როგორც კი მთავარ დარბაზში გავედი ამაზრზენი სახე მომხვდა ბრბოში პირველი!
ჯერ კიდევ როგორი ამაყად დაიარება,თითქოს და  არაკაცი არ იყოს უკვე ყველას თვალში!
მეის რაც დაარტყა იმის შემდეგ მეტად არარაობად ვთვლი და ეს ჯერ კიდევ დასაწყისია,მთლიანად დავუნგრევ კარიერას,ეს ამბები რომ ჩაივლის.
-ბატონო ლუკას,როგორი ადრიანად გამოცხადით,როგორც ჩანს მისი ბედი განაღვლებთ.
მშვიდი ხმა მომესმა უკნიდან ,რაზეც სასწრაფოთ მივიხედე და წინ მოსამართლე დამხვდა.
-რა თქმა უნდა მანაღვლებს.
ასევე მშვიდად ვუპასუხე და თან ხელი ჩამოვართვი.
-ძაალიან კარგი,მჯერა რომ ამ საქმეს მოიგებთ და სიყვარული გაიმარჯვებს!
ამაზე მე თავის ქნევით ვუპასუხე.
-მეც იგივეს იმედი მაქვს.
ვთქვი და ცოტახანში მივამატე კიდეც.
-ბატონი მოსამართლე სხვათაშორის ერთი კითხვა  მაქვს თქვენთან ...მაინტერესებს მეის როდის გამოიყვანენ,მისი ნახვა მინდა,პროცესის დაწყებამდე.
ეს რომ ვუთხარი ჩაიცინა და შემდეგ მიპასუხა.
-ვიცი რომ წარმატებული ბიზნესმენი ხართ და საზოგადოებაში დიდ კაცად მიგიჩნევენ,მაგრამ ჩემი დიდი პატივის მიუხედავად ,სამწუხაროდ კანონი თქვენს შემთხვევაშიც იგივედ რჩება და არ შეგიძლიათ მისი ჩვენებამდე მონახულება.
მკრთალი ღიმილით მიპასუხა,რაზეც უბრალოდ დავნები და თავი დავუქნიე.
-გასაგებია.
ვთქვი და შემდეგ მალევე დავემშვიდობე.
სჯობს მაშინ კარგად გავამზადო ყველაფერი,სანამ დაიწყება პროცესი.

ნახევარი საათის შემდეგ:
პროცესი ზუსტად ნახევარი საათის შემდეგ დაიწყო!
ამ დროის მანძილზე კი საკმარისად მოვაწესრიგე ყველა საბუთი ,რაც გვჭირდებოდა.
-გთხოვთ ,ყველა აბრძანდით!
მივესალმოთ ბატონ მოსამართლეს!
ეს სიტყვები რომ გავიგე,უკვე ცხადი იყო რომ თამაში დაიწყო!
ყველა ვნერვიულობთ და დიდი იმედი გვაქვს რომ ჩვენს სასარგებლოდ დამთავრდება ყველაფერი.
-მოგესალმებით,დღეს როგორც იცით მეტად მნიშვნელოვან დანაშაულს განვიხილავთ და განვსჯით!
ეს საქმე დიდიხანია სასამართლოზე არ გამოუტანიათ ჩვენს ქვეყანაში და უკვე აღარც ეგონა არავის რომ ვინმე ამ კანონს დაარღვევდა ,მაგრამ აი ჩვენც!
სიტყვით გამოვიდა მოსამართლე ,რაზეც ხალხის მითქმა მოთქმა გამოიწვია.
-სიწყნარე თუ შეიძლება!
გთხოვთ წინასწარ დასკვნებს ნუ გამოიტანთ!
ყველაფერი დღეს ,ამ დარბაზში გაირკვევა!
მათ შორის ისიც, არის თუ არა ქალბატონი (გვარი) მელანი დამნაშავე !
ამაზე უკვე ტობიასს გავხედე უნებურად ,რომელსაც უკვე ცივი ოფლი ასხავდა.
აშკარად ძლიერ ნერვიულობდა,ეს ხომ ასეთი პასუხისმგებლობაა ყოველი ჩვენგანისთვის.
-გთხოვთ ,გამოიყვანოთ ბრალდებული.
და აი ბრძანა მოსამართლემ და
ცოტახანში მეიც გამოიყვანეს...პოლიციელებს ეჭირათ ორივე მხრიდან და ხელებზე ბორკილები ედო.
თავი ჩახრილი ჰქონდა და აშკრად დასუსტებული იყო!
ეს კი შინაგანათ ბოლოს მიღებდა.
თვალს ვაყოლებდი და ერთი წამითაც არ მომიშორებია მასზე მზერა,ეს კი როგორც ჩანს ტობიასმაც შეამჩნია.
-ლუკას რა ხდება? რამე სჭირს?
ეს რომ მკითხა ყურადღება მასზე გადავიტანე.
-კი,ზედმეტად დასუსტებულია,ალბათ არ აჭმევდნენ.
შეკრული შუბლით ჩავილაპარაკე და სიბრაზისგან მუშტები შევკარი.

მეი ჩემს გვერდით დასვეს ,მაგრამ იმის ძალაც არ ჰქონდა რომ ამოეხედა,მგონი საერთოდ გონსაც არ იყო,მის შემხედვარეს ეს შთაბეჭდილება დამრჩა.
ისევ სუსტად იჯდა ადგილზე და არავის არ უყურებდა,თავი ჩახრილი ჰქონდა!
მე კი ვეღარ მოვითმინე და ნაზად მოვკიდე ხელები სახეზე ,შემდეგ კი ნელა ავაწევინე თავი.
-მეი?გესმის ჩემი?
აღელვებულმა ჩურჩულით ვკითხე,რაზეც არეული თვალებით შემომხედა და გაფითრებულ სახეზე მკრთალი ღიმილი გამოუჩნდა.
-ლუკ_ას...
ძლივს გაადაბა ასოები ერთმანეთს,რას უკეთებდნენ?!
აშიმშილეს!?
-რა გჭირს? რატომ ხარ ასე სუსტად?
დაბნეულმა და ანერვიულებულმა მისი მდგომარეობით მშვიდად ვიკითხე.
-კარგად ვარ.
მან კი მხოლოდ ეს პასუხი გამცა და ისევ სუსტად გამიღიმა,მაგრამ ვიცოდი რომ რაღაცას მიმალავდა!
-მოდით დავიწყოთ პროცესი,პირველს კი დამნაშავეს მხარეს ვითხოვ!
გთხოვთ წარმოადგინოთ თქვენი მტკიცებულებები ქალბატონი მელანის უდანაშაულობის დასამტკიცებლად.
გამოაცხადა მოსამართლემ,რაზეც ჯონათანს სანდომიანი თვალებით გადავხედე,მან კი მკრთალად დამიკრა თავი იმის მისანიშნებლად ,რომ მივნდობოდი და ამას მიხედავდა,შემდეგ კი მშვიდად წამოდგა ფეხზე და საუბარი დაიწყო.
თავიდან ჩვეულებრივად,გაანიხილა ყველაფერი რაც ქორწილის დღეს მოხდა,მაგრამ შემდეგ მთავარ ნაწილზე გადავიდა და თქვა ,რომ მე და მეის ერთმანეთი გვიყვარდა და ამის მტკიცებულება არსებობდა!
სწორედ ამ დროს იკითხა მოსამართლემ.
-შეგიძლიათ ეს მტკიცებულება წარმოგვიდგინოთ.
ამაზე მან ამაყად გაადაწოდა ფურცლები
მამაკაცს,მან კი მოსამართლეს.
მოსამართლემ მშვიდად გაადავლო საბუთებს თვალი და შემდეგ გაოცებულმა ამომხედა ჯერ მე და შემდეგ მეის.
-ანუ როგორც აქ წერია,თქვენ იძახით რომ ქალბატონი მეი უკვე თქვენგან ფეხმძიმედაა?
ამის კითხვა იყო ,დარბაზში რომ ხმაური ატყდა,ოღონთ ამჯერად მეტად აუტანელი!
ყველა გაკვირვებული და გაოცებული იყო,ზოგს კი თავისთავად ამის არ სჯეროდა.
-დიახ,ის ჩემგან ფეხმძიმედა.
მუცლით ჩემს შვილს ატარებს.
მშვიდად და თავდაჯერებულმა ვუპასუხე და თან მეისკენ გავაპარე მზერა,რომელიც ისევ არ იყო კარგ მდგომარეობაში!
-მაგრამ ახლა შეხედეთ რა მდგომარეობაშია!
ბავშვი რომ მოსცილდეს ამაში თქვენ იქნებით დამნაშავენი,ყოველი თქვენგანი!
მკაცრად გამოვაცხადე და იქ მჯდომ ყოველ პიროვნებას გადავხედე!
მათ კი აშკარად შერცხვათ და მზერა განძრახ ამარიდეს.
-ვაპროტესტებ!
ამ ხმაზე დაირღვა ეს დაძაბული სუჩუმე...ჩვენი მოწინაღმდეგე მხარე ,ანუ გამომძიებელი ,რომელმაც მეის საქმე ჩაიბარა ფეხზე წამოდგა და ბასრი მზერით გამომხედა თან.
-ეს სრული სისულელეა!
უბრალოდ მის გადარჩენას ცდილობს ამით.
ეს რომ თქვა უეცრად წარბის აწევით იკითხა მოსამართლემ.
-თუ არანაირი გრძნობა არ არსებობს რატომ ეხმარება?
ეს რომ იკითხა არამზადას ენა ჩაუვარდა და ცოტახანს ხმა არ ამოუღია.
-არაა,ამას ახსნა არ აქვს!
არანაირი საბუთი არ არსებობს იმისა ,რომ მას მართლა შეუყვარდა ეს გოგონა!
რადგან ლუკას დილენი იმ ექსპერიმენტის მონაწილეა,რომელშიც გრძნობების გარეშე დარჩენილ პირთათვის იყო გათვლილი!
მას სიყვარული არ შეუძლია!
შემზარავად გაისმა მისი ყვირილი მთელ დარბაზში,რაზეც საშინლად დაძაბული სიჩუმე ჩამოვარდა ცოტახანს,მანამ ისევ მოსამართლემ არ ამოიღო ხმა.
-ეს მართალია ბატონო ლუკას?
ეს რომ იკითხა ცოტახანს შევყოვნდი და დავფიქრდი თუ ღირდა ამის თქმა,შემდეგ კი ვუპასუხე.
-დიახ მართალია,მაგრამ ყველაფერი შეიცვალა იმის შემდეგ რაც მას შევხვდი!
პროგრამამ ის აირჩია და მერწმუნეთ სამი წელიწადი მის ლოდინში ,დარწმუნებული ვარ რომ ის სწორედ ისაა ვისი შეყვარებაც მართლა შევძელი.
ვტყუოდი თანაც მწარედ,მაგრამ თან იმაზე მეფიქრებოდა ეს სიტყვები მეის თუ ავნებდა!
მას ხომ ჩემს მიმართ რაღაც გარკვეული გრძნობები აქვს.
-გასაგებია,გასაგები.
ჩაფიქრებულმა ჩაილაპარაკა მოსამართლემ და გვერდით მჯდარს რაღაც გადაულაპარაკა,შემდეგ კი ხმამაღლაც გამოაცხადა.
-მოლაპარაკებაზე გავალთ და სულ რაღაც ერთ საათში შეგატყობინებთ სააბოლო პასუხს!
შესვენება ერთი საათი.
ეს რომ გამოაცხადა ,თითქოს მოვდუნდი,მაგრამ ამავდროულად ავღელვო კიდეც!
მითუმეტეს მაშინ მეის რომ  არსაიდან ისევ ხელი ჩაკიდეს და მისი წაყვანა დაიწყეს!
ეს მაგიჟებდა,მაგრამ რას ვიზავდი?!
ჯერ მათი ძალაუფლების ქვეშაა,მაგრამ სულ რაღაც ერთ საათში მას დავიხსნი,აუცილებლად მოვიგებ ამ პროცეს,ამაში დარწმუნებული ვარ.

სულ რაღაც ერთი საათი !
ერთი საათი და მაინც როგორ გაიწელა დრო!
ადგილზე ვეღარ ვისვენებდი და გაუჩერებლად დავდიოდი ერთი და იგივე ადგილას!
სააბოლოდ კი ეს წყეული ერთი საათიც გავიდა და პროცესის მეორე ნაწილი დაიწყო...მეორე და გადამწყვეტი.

-მოკლედ გადაწყვეტილება მივიღეთ!
ქალბატონი მელანი დამნაშავედ არ გამოცხადება და მოეხსნება ის დანაშაულიც ,რომელშიც ბრალი დავდეთ,რადგან დამტკიცდა რომ ბატონ ლუკასს და ეჭვიმტანილს ერთმანეთი უყვართ და ქალბატონი მელანი ფეხმძიმედაა.
ეს კი არ გვაძლევს უფლებას, რომ იგი საკანში გამოვამწყვდიოთ!
მაგრამ ყვლაფრის მიუხედავად მასზე დაკვირვება ჩატარდება !
ჩვენ ბავშვის დაბადებამე თვალ ყურს ვადევნებთ მას ,რათა ყველაფერში დარწმუნებულები ვიყოთ!
ყველას დიდი მადლობა ,ახლა კი დაგემშვიდობებით.
გილოცავთ ბატონო ლუკას საქმის მოგებას!
მეი:
როგორი ემოციური მომენტია,როდესაც სამართალი ზეიმობს არა?
როდესაც უდანაშაულო ხარ იცი და შემდეგ იმარჯვებ!
ეს შესანიშნავი გრძნობაა...არა,არა მე ლუკასი არ მიყვარს?
სულელებო ,მე ის მიყვარს!
ზედმეტადაც კი შემიყვარდა,ცალმხრივად და ტკივილის შიშით გავიქეცი!
უდანაშაულო ვარ,მაგრამ მშიშარა და სუსტი!
არაუშავრს,სიყვარული ერთ დღეს თქვენც მოგადგებათ კარს და მიხვდებით!
თქვენზე ვიძახი ახალგაზრდებო,ამ ანთებული და ზიზღით სავსე თვალებით რომ მიყურებთ!
ან თქვენ? უკვე ისეთ ასაკში ხართ რომ პროგრამამ სიყვარულის შანსი არ მოგცათ?
და ვინც გვერდში გყავთ არც ის არ გიყვართ ხო?
ვიცი,ვიცი ამიტომ ბრაზობთ და მაკრიტიკებთ ალბათ ,რომ ეს ბოღმა სადმე ამოანთხიოთ,მაგრამ ვაი რომ უკვე თავისუფალი ვარ თქვენი გამოცდისგან.
ჩემი სიმართლე დამტკიცდა.
ხელები მტკიოდა,უკვე იმდენიახია ეს საშინელი ბორკილები მადევს და რომ მომხსნეს სააბოლოდ,ვერც კი წარმოგიდგენიათ რამხელა შვება იყი ეს ჩემთვის!
ერთადერთი რაც პირველი გავაკეთე ეს ლუკასისკენ წასვლა იყო,რომელიც ასევე ჩემსკენ მოდიოდა ნელი ნაბიჯით!
სახეზე ღიმილი გადამფენოდა და არ მაღელვებდა თუ მის სახეზეც არ იყო ეს ღიმილი,მე ვიცი რომ მასაც უხარია ,აღარ ვითხოვ ამ ღიმილს!
-ლუკას,გავიმარჯვეთ.
აღელვებული მივუახლოვდი,ისე რომ ჩემს გამომეტყველებას ღიმილი არ შორდებოდა,მან ამაზე მხოლოდ თავი დამიქნია და შემდეგ თვალი რატომღაც ამარიდა და მთლიანად შემათვალიერა,თითქოს ეძებდა რამე ხომარ მჭირდა,ეს კი აშკარად შესამჩნევი იყო!
-დასვენება გჭირდება და სჯობს წავიდეთ.
დედაშენი და მამაშენი მოინახულე,ხუთ წუთს გაძლევ .
მე მანქანაში დაგელოდები.
ცივად მითხრა და შემდეგ ზურგი მაქცია და წავიდა.
მას კი ტობიასიც გაჰყვა,რომელმაც წასვლამდე თვალი ჩამიკრა ღიმილით!
აშკარად ბედნიერი იყო ,რომ ეს სასამართლო მოვიგეთ,მაგრამ ლუკას რა სჭირს,რატომ იქცევა ისე თითქოს მისთვის სულ ერთია,როდესაც ვიცი რომ ასე არაა.
ამ ფიქრებში გართული ადგილზე ვიყავი გაშეშებული,უეცარ ხმაზე რომ ამ სამყაროს დავუბრუნდი.
-ჩემო გოგო,მეი!
დედას ხმას ყველა ხმაში ვიცნობ...დედა ჩემმი მფარველი ანგელოზია,რომელიც გინდაც გვერდში არ მყავდეს,მის მფარველობას ყოველთვის ვიგრძნობ !
-დედა!
ამხელა გასაჭირის შემდეგ რაც გამოვიარე,ემოციურ ზღვარზე ვიყავი უკვე და მისმა დანახვამ ეს ემოციები უფრო გამიმძაფრა ,ამიტომ უეცრად თვალებიდან ცრემლები წამსკდა!
დედა თბილად ჩამეხუტა,ისე რომ ასევე მეცემოდა მისი ცრემლები სახეზე.
-შვილო მეგონა ვეღარ გნახავდი!
მეგონა საკანში ამოგხდებოდა სული მათ გამო!
ჩემო გოგო,ჩემო ყვავილო,როგორ ვინერვიულე!
დედა მოთქმით მეფერებოდა და ტირილს უფრო და უფრო უმატებდა,მე კი ამის შემსწრეს მეტად მიჩუყდებოდა გული და ასევე ტირილს ვეღარ ვიკავებდი.
დედასაც და მამასაც ცოტახანს გამოველაპარაკე და როგირც ლუკს დავპირდი ხუთ წუთში წამოსვლა მომიწია,მაგრამ ორივეს დავპირდი რომ მალე ვინახულებდი.

ლუკასმა ტობიასი მოაგზავნა,რომელიც მშვიდად მომიახლოვდა და ჯერ ცოტახანს მომღიმარმა მიყურა,შემდეგ კი ხელები გაშალა,მეც აღარ ვიფიქრე ზედმეტი  და ჩავეხუტე.
ტობიასი მართლაც კარგი ადამიანია და ასევე ერთგული მეგობარი,ზუსტად ვიცი რომ ჩემზე ნერვიულობდა და სააბოლოდ რომ გავიმარჯვეთ ამის გამო ძაალიან ბედნიერია!
-ლუკასი გიხმობს გოგონი.
მომცინარმა მითხრა ჩახუტების შემდეგ და ხელი მჭიდროდ მომკიდა ხელზე.
-ხუთი წუთი გავიდა ვიცი,მოვდიოდი უკვე.
ვუთხარი მე წუწუნით,რაზეც მან თავი გააქნია.
-მაგაზე არაა,უბრალოდ გარეთ ჟურნალისტების დიდი ხროვა გელოდება,რომლებსაც თავი უნდა დავახწიოთ.
მარტო ამას როგორ შეძლებ გოგონა?
მომღიმარი მომიტრიალდა,ისე რომ სიარული არ შეუწყვიტავს,რაზეც მე ცოტახანს გამომეტყველება შემეცვალა,რადგან ჟურნალისტების გახსენებაზე დავიძაბე,მაგრამ სააბოლოდ მაინც ღიმილით დავეთანხმე და ფეხს ავუჩქარე.

ყოველი მხრიდან კითხვები ისმოდა!
ბოლო ხმაზე ყვიროდნენ და უკვე ისე ავიწროვებდნენ გასასვლელ გზას რომ სუნთქვა მიჭირდა!
ყოველი მხრიდან მაწვებოდნენ და პლიუს ამას გაუჩერებლად მისმევდნენ ათას კითხვას!
მე კი ვაღიარებ ეს ერთ დიდ სტრესთანა კავშირში.
ეს ჟურნალისტები და აურზაური ,ძაალიან არა სასიამოვნო პროცესია,მაგრამ საბედნიეროდ მალევე მივახწიეთ მანქანამდე და სასწრაფოთ ჩავჯექი ,ისე რომ უკანაც არ მომიხედავს!
-ტობიას, რამე ხომარ ათქმევინეს?
მშვიდად იკითხა ჩაჯდომის თანავე ლუკასმა,ისე რომ არც კი მოუხედავს.
ნუ ჯანდაბას,მაგრამ ტობიას რატომ უსვას ამ კითხვას,თითქოს მე აქ არც ვიყო.
-არა,არაფერი არ უთქვამს ,დამშვიდდი.
ტობიასმა უხერხული ღიმილით უპასუხა,რაზეც ხმა აღარ ამოუღია...პირდაპირ მანქანა დაქოქა და ჩვენც დავიძარით.

ვაღიარებ რთული იყო ამ დაძაბულობაში მგზავრობა,მაგრამ ტობიასის დამსახურებით ეს აურა იფანტებოდა,ნუ ეს სამწუხაროდ იქამდე,სანამ ტობიას თავის სახლთან ჩამოვსვავდით.
აი შემდეგ კი დაიწყო საშინელი დოსკომფორტის შემცველი მგზავრობა.
ლუკასი ჩუმად იყო და უბრალოდ გზას უყურებდა,მეც ხმას არ ვიღებდი...რა უნდა მეთქვა?
მადლობა? მაგრამ რომ გაბრაზდეს?!
ამ წამს მის თვალში ყველაზე დიდი სულელი ვარ,რომელმაც რაღაც სისულელის გამო თავისი ხელით შეიქმნა პრობლემები!
ალბათ ჯერ კიდევ ძაალიან ბრაზობს.
მაგრამ ბევრი ფიქრის შემდეგ გადავწყვიტე რომ მაინც მომეხადა მადლობა,ის ამას იმსახურებს!
-ლუკას,დიდი მადლობა მინდა გადაგიხადო იმისთვის რაც გააკეთე.
ჯერ ჩუმად და გაუბედავად მივმართე სახელით,შემდეგ კი ხმამაღლა მოვუხადე მადლობა!
მაგრამ მან მხოლოდ ცალი თვალით გამომხედა ერთ წამს და ხმა არ გამცა.
არ მინდა ,ვიცი რომ არც ვარ ღირსი,მაგრამ ამის შემდეგ მეტი სურვილი მიჩნდება რომ ველაპარაკო და ჩემს სიტუაციაშიც გავარკვიო.
-ლუკას იცი,ჩემს დღიურში კიდევ ბევრი რაღაცებია,რაც ალბათ ვერ ან არ წაიკითხე,მაგრამ მე მართლა მქონდა მიზეზი იმის ,რატომაც წავედი,ვიცი რომ არ გესმის მაინც ,მაგრამ_
მშვიდად ვუხსნიდი,მკაცრად  რომ გამაჩერა.
-საკმარისია,გეყოფა ამ უაზრობით თავის მართლება.
ისეთი უხეში იყო ეს გამოსვლა მისგანაც კი რომ ცოტახანს პირი ღიაა დამრჩა,მაგრამ რა თქმა უნდა მალევე ვუპასუხე.
-და რატომაა სისულელე, მითხარი?
იცი მაინც ეს გრძნობა რას ნიშნავს?
უნებურად გაბრაზებულ გულზე წამომცდა და მის ნაკლს შევეხე,მაგრამ არა განძრახ!
უბრალოდ სიტყვას მოვაყოლე,ის არ მიგულისხმია რაც მას აწუხებს,მაგრამ მან აშკარად ასე გაიგო,უეცრად რომ მანქანა შეაჩერა!
თან ისე რომ წინ გადავარდნას ძლივს გადავურჩი,თორემ თავს დავარტყავდი რამეს!
ეს სრულიად მოულოდნელი და სწრაფი შეჩერება,სრუილად შეუსაბამო იყო ამ მომენტისთვის.
-რას აკეთებ?!
აღელვებულმა ვიკითხე და დაბნეული და შეშინებული თვალებით გავხედე,რაზეც ის ჩემსკენ გადმოიწია უკანა სავარძელიდან და თავისი სახიფათო და გაბრაზებული მზერა მომაპყრო.
-რა გიხარია ასე და რისთვის მიხდი მადლობას ნეტავი ვიცოდე!
შენ ყველაფერი გააფუჭე მეი,ყველაფერი!
ახლა კი მოგვიწევს რომ საკუთარ თავებს გადავაბიჯოთ რომ ბავშვი რაც შეიძლება მალე ჩაისახოს.
ეს გეგმები გქონდა შენ?! ეს იყო შენთვის უკეთესი მომავალი,ან თუნდაც გამოსავალი!?
ბოლო სიტყვები მიყვირა,რაზეც შეშინებულმა მისი საქციელით მხოლოდ თავი გავაქნიე.
-არც მე არ მინდა ეს,მაგრამ ახლა გვინდა თუ არ გვინდა ეს უნდა გავაკეთოთ!
შეგვიძლია ეს ხვალიდან ვცადოთ ან თუნდაც ზეგიდან,იქნებ დღეს ღამესვე სჯობს ან ახლავე.
ბოლო სიტყვა რომ თქვა თან ყველაზე  საშიში თვალებით შემომხედა,რაზეც უნებურად უკან დავიხიე.
-ხო,მეი! სწორად გაიგე,ეს რაც შეიძლება მალე უნდა გავაკეთოთ,ჩვენ გვაკვირდებიან,ეს იცი რას ნიშნავს?
ამაზე მე გაფითრებულმა დავუქნიე თავი.
-არ იცი,რადგან რომ იცოდე ასეთი ბედნიერი არ იქნებოდი!
ჩვენს საფრთხეში ვართ!
შენც და მეც !
თუ ბავშვი არ ჩაისახება მალე ,მაშინ ტყუილში გამოგვიჭერენ,ამიტომ დიდი იმედი მაქვს ახლა მაინც მოიქცევი ზრდასრულივით და ამის დრო რომ დადგება სისულელებს არ გააკეთებ!
ეს ღიმილი კი მოიშორე გთხოვ სახიდან,თითქოს და ყველაფერი კარგად იყოს!
ისეთი გაღიზიანებული იყო და მისი ხმაც იმხელა სიძულვილით იყო სავსე რომ უკვე გულს მტკენდა ეს.
ნუთუ ამდენად ვძულვარ და არ ვუყვარვარ რომ ამის წარმოდგენაზეც გიჟდება.
-გასაგებია, მესმის.
დავნებდი და მოწყენილმა ვუპასუხე,შემდეგ კი თავი ჩავხარე,რაზეც მან უეცრად თავი
უხეშად ამაწევინა.
-რა გესმის?!დამიკონკრეტე.
შეშლილივით იქცეოდა და ეს უკვე მეც ჭკუიდან მშლიდა!
-ის ნაწილი რომ არ გიყვარვარ და თავისთავად ამის წარმოდგენაც გულს გირევს.
ეს რომ ვთქვი და ჩემი პირით რომ ვაღიარე ,თან გული მეტკინა,მაგრამ მას რატომღავ გამომეტყველება უეცრად საპირისპიროთი შეეცვალაა და ჩაიცინა.
-ცდები,ამას უსიყვარულოდაც აკეთებენ,დამიჯერე.
ნაზად მომისვა ხელი ლოყაზე,რაზეც უკვე ტკივილით სავსე თვალებით ავხედე.
ამას სპეციალურად აკეთებს...გულს მტკენს.
-მაშინ რა პრობლემაა?
ვიკითხე იმის მიუხედავად ,რომ ამ წამს სულ სხვა რაღაც მჭამდა შიგნიდან და ჩემთვის მისი გულგრილი დამოკიდებულება ცხადი იყო!
-ის პრობლემაა რომ უნდა ვიჩქაროთ,მიხვდი რა პრობლემაა?
ეს რომ მითხრა ,თვალები გამიფართოვდა და უბრალოდ ზედმეტი კითხვების გარეშე თავი დავუქნიე...ახლა გასაგებია.

სახლში ახალი მისული ვიყავი და ოთახში საწოლზე ვიწექი.
სულ რაღაც ერთი საათია მოვედი და იმის შემდეგ ლუკასი თვალით არ მინახავს,თავის ოთახში ჩაიკეტა...თითქოს ჩემი დანახვაც აღარ უნდა,ეს ისე მტკენს გულს,მაგრამ როდესაც ყველაზე მეტად არ მოველოდი,მაშინ მომესმა კარზე კაკუნი...ლუკასია ეს?
მაგრამ კარზე კაკუნი მეუცნაურა,არ მეგონა ლუკასი,სანამ კარი არ შემოაღო და არ დავინახე.
-ლუკას.
როგორც კი დავინახე იმ წამსვე გავიფიქრე ,რომ შეიძლება სწორედ იმისთვის მოვიდა ,რაზეც მანქანაში ერთი საათის წინ დამელაპარაკა,ამის შედეგად კი დავიძაბე!
კი მისთვის იოლია უსიყვარულოდ ამის გაკეთება,მაგრამ მე?
მე ის მიყვარს და თან ვიცი რომ მას არ ვუყვარვარ,ეს ჩემთვის დიდი ემოციური ტკივილია...სწორედ ამიტომ მეშინია.
-მეგონა უკვე გეძინა.
მშვიდად თქვა კარში მდგარმა და ჩემსკენ ნელი ნაბიჯით წამოვიდა,რაზეც მე უნებურად მეტად მოვიხვიე საბანი მთელ ტანზე და დაძაბული წამოვჯექი.
მან ეს როგორც ჩანს შეამჩნია და ცოტახანს მიყურა,სანამ ხმას ამოიღებდა.
-ნუ გეშინია, იმისთვის არ ვარ აქ რაზეც იფიქრე...კარგად ვიცი რაც გამოიარე და მხეცი არ ვარ ,რომ დღეს ღამითვე გაგაკეთებინო ეს.
ეს სიტყვები რომ მოვისმინე მისგან ,გულზე მომეშვა!
პირდაპირი მნიშვნელობით დიდი ლოდი მომეხსნა!
აშკარად დამშვიდებული იყო და ერთი საათის წინ როგორ მდგომარეობაშიც იყო ,ისე აღარ იყო,რაც რა თქმა უნდა მახარებდა.
-კარგია.
მშვიდად ვუპასუხე და მოვდუნდი...ცოტახანში კი ლუკასიც მომიჯდა გვერდით და მშვიდად მითხრა.
-მეი ,იმის შემდეგ რაც მანქანაში გითხარი , იმედი მაქვს ჩემი არ გეშინია და არ გგონია რომ შენი ნებართვის გარეშე გაგიკეთებ რამეს...კი სიტუაცია რთულადაა,მაგრამ იმიტომ არ მითქვამს ეს ყველაფერი,რომ ჩემს მიმართ შიში გაგჩენოდა.
იმედია ხვდები რასაც ვგულისხმობ.
ამ მის გულახდილ აღიარებას საერთოდ არ მოველოდი და ვაღიარებ გაოცებული ვიყავი ეს სიტყვები რომ მოვისმინე მისგან!
ხო მისგან,თვით ლუკას დილენისგან!
მიხარია რომ ხვდება ხშირ შემთხვევაში როდესაც აჭარბებს.
-კი გასაგებია,მადლობა რომ გამაგებინე შენი დამოკიდებულება,რადგან მართლა მეშინოდა.
ბოლო სიტყვები გაუბედავად ჩუმად ჩავილაპარაკე,რაზეც მან დაჟინებით ჩამხედა თვალებში.
-შენ ხომ იცი რომ მე ასეთი არ ვარ.
ეს რომ მითხრა თან თითქოს პირდაპირ სულში მიყურებდა და მაბნევდა ამ თავისი თვალებით.
-ვიცი რომ ასეთი არ ხარ.
მშვიდად ვუპასუხე,რაზეც თითქოს თვალები დაუმშვიდდა და ეს დაჟინებული ცქერაც შეწყვიტა.
ამის შემდეგ კი ღრმად ამოისუნთქა და მითხრა.
-კარგი ,მოკლედ ამის თქმა მინდოდა და მიხარია თუ გაიგე...სჯობს ახლა გავიდე,დასვენება გჭირდება .
ძილინებისა მეი.
მშვიდად რომ მითხრა ეს მშვენიერი სიტყვები იმ მშვენიერი აღიარების შემდეგ ,გული სულ ეთიანად გამითმა.
-ძილინებისა,
ვთქვი და კარი რომ მოხურა ჩუმად ჩურჩულით მივაყოლე.
-მიყვარხარ ლუკას.

შემდეგ თავში მოუწევს 18+,რომელიც დაქალებმა დამიწერეს :დ
ვნახოთ აბა რა გამოვა!
მე გეტყვით და გირჩევთ რომ 18 წლამდე არ წაიკითხოთ,მაგრამ ნება სურვილი მაინც თქვენზეა



№1 სტუმარი Life is beautiful

არ ვიცი რატომ მაგრამ რო ვხედავ მეკეტება ფილტვები:)))
აუ კაი გოგო ხარ რო არ გვალოდინებ დიდ ხანსს❤️^_^ახლა წავიკითხავ და გაგიზიარებ ჩემ ემოციებთა ნაკადს^_^

მოვედი წავიკითხე დავინტრიგდი.. ამეტირა და მივხვდი რომ ლუკას მეი უყვარს.. ამიტომ ღელავს ასე ამიტომ არის ვინმესთან ერთად რომ არის ეკეტება. და სულ მის გადარჩენას სცდილობ ნერვიულობს როცა ტკივა.. ერთი სიტყვით ლუკას რომ მეი უკვე უყვარს ამას წყალი არ გაუვა.. უბრალოდ მთავარია თავად მიხვდეს ამას❤️^_^


პ. ს უკარგესი იყო ჩემო მარმელადო და ველი შემდეგს... ♥️

 


№2 სტუმარი Anj

დღეს იქნება ახალი თავი?

 


№3  offline წევრი თიკოია

იმედია მალე დაიდება შემდეგი თავიი

 


№4 სტუმარი Xato.

Male dade axali tavi

 


№5 სტუმარი სტუმარი ნესტანი

უმაგრესი იყო მომეწონა ძალიან საინტერესოა ვითარდება მოვლენები გამიხარდა ისევ ერთად რომ არიან ველოდები ახალ თავს მადლობა წარტებები ????

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent