უკქნასკნელი კოცნა (15 თავი)
ჯანდაბა ჯანდა, გათხლეშილი მთვრალი იყო და როგორ მიხვდა რომ მაიცადამაიც მე ვიყავი მისული? ახლა რა გავაკეთო? ვუარყო ყველაფერი? მაგრამ აზრი? -მარიამ-თორნიკეს ხმამ გამომარკვია ფიქრებიდან -არაფერს მეტყვი? -სალაპარაკოდ ვიყავი მოსული-ჩავიბურტყუნე და მესამე ღერს მოვუკიდე ნერვიულად -ძალიან ბევრს ეწევი-მᲘთხრა გაღიზიანებული ტონით თორნიკემ და ტუჩებთᲜ მიტანილი ღერი თითებიდან ამაცალა და თავად გააგრძელა მოწევა, მე გავბრაზდი და კოლოფი გავხსენი რომ ახალი ღერი ამომეღო, თორნიკემ სიგარეტის მთლიანი კოლოფი წამართვა და პერანგის გულის ჯიბეში ჩაიდო, ეს ისე სწრაფად გააკეთა რომ დავიბენი -რას აკეთებ?-შევხედე გაცეცხლებულმა -ბევრს ეწევი, ასე თუ გააგრძელე დიდი ალბათობით მალე, ერთ-ორ წელში მოკვდები -შენთვის რა მნიშვნელობა აქვს?-ვუბრაზდები თორნიკეს -რატომ მოხვედი ჩემთან სალაპარაკოდ?-სიტყვა ბანზე ამიგდო -მინდოდა ჩემს შესახებ ყველაფერი მომეყოლა-ვუთხარი გულწრფელად -რატომ?-შემომხედა სულ ერთი წამით და მაშინვე ამარიდა მზერა -რატომ?-ამ კითხვამ დამაბნია-იმიტომ რომ მინდა სიმართლე იცოდე რომ Მე... -ხმა ჩამიწყდა და ვეღარ შევძელი ხმის ამოღება კარგახანს -მე არ მინდოდა რომ ასე მოხდარიყო... -შენ მე თვალებში მიყურებდი და მატყუებდი!- დამიღრიალა მოულოდნელად და ადგილზე შევხტი შიშისგან -მთელი ეს დრო მატყუებდი! -შენი დაკარგვა არ მინდოდა-ამივიტირე და გავჩუმდი, ცრემლებმა დამადუმა -მაგრამ მე შენთან სიმართლის სათქმელად მოვედი იმ ღამეს, მინდოდა ყველაფერი მომეყოლა, თავიდან ბოლომდე მართლა... -არ ფიქრობ რომ უკვე ძალიან გვიანია?-შემომანათა თავისი ჭაობისფერი სფეროები და დაჟინებით ჩამაცქერდა თვალებში -მაშინ რატომ მოხვედი ჩემთან?-გავბრაზდი მე -რატომ დაბრუნდი ჩემს ცხოვრებაში?-ხმა გამებზარა -უბრალოდ მინდა რომ... შენი სიმართლე მოვისმინო-შემომხედა უცნაური მზერით და მაშინვე ამარიდა თვალი -სულ ესაა?-ვკითხე სლუკუნით და ხმა ჩამიწყდა -სულ ესაა-დამიდასტურა ისე რომ ჩემსკენ არ მოუხედია -მეტი არაფერი?-ამოვთქვი და ცრემლები გადმომცვივდა -მეტი არაფერი!-მითხრა მკაცრი ტონით და გაზს მიჭირა, კარგახანს ვიარეთ ისე რომ ხმას არცერთი არ ვიღებდით -მოწევა მინდა-შევხედე და როგორც კი თავი ჩემსკენ მოატრიალა მაშინვე საქარე მინას მივაპყარი მზერა, თორნიკემ ერთი ღერი გამომოიწოდა, მე მაშინვე გამოვართვი და მოვუკიდე ნერვიულად.დანიშნულების ადგილზე რომ მივედით მანქანიდან გადავიდა და ეზოს ჭიშკარი გააღო, მანქანა ეზოში შეაყენა, ჭიშკარი დაკეტა და მანქანის დაკარი გამიღო -გადმოდი-მითხრა გაბრაზებული ტონით, მე გადავედი და უკან გავყევი, უკუნითი სიბნელე იყო და ვერაფერს ვხედავდი ამიტომ ფეხდაფეხ მივსდევდი თორნიკეს. სახᲚში შევედით თუ არა მაშინვე სამზარეულოში შევიდა, შავი ღვინო და ორი ჭიქა გამოიტანა, ბოთლი სწრაფად გახსნა და დაასხა, ორივე ჭიქაში, შემდეგ ორივე აიღო და მე მომიახლოვდა, ჭიქა გამომიწოდა და თვალებში ჩამაცქერდა ჯიუტად, მაშინვე გამოვართვი აკანკალებული ხელით და ცოტა მოვსვი, თორნიკემ ერთი მოყუდებით დალია თან ისე რომ ჩემთვის თვალი არ მოუშორებია -მინდა რომ შენზე ყველაფერი მომიყვე თავიდან ბოლომდე! -მომიახლოვდა და ცხვირის წვერით ოდნავ შემეხო ლოყაზე -სულ ყველაფერი!-მითხრა მკაცრი ტონით და შუბლი მომაბჯინა შუბლზე თან თვალები დახუჭა, ისე უცნაურად იქცეოდა რომ შიშისგან სუნთქვა შემიწყდა და ერთიანად დამეჭიმა სხეული -თორნიკე-ამოვთქვი სუნთქვაარეულმა მისი სახელი -მხოლოდ სიმართლე-მითხრა ჩავარდნილი ხმით და ერთი ნაბიჯით უკან დაიხია, ერთი ხელი მომიშტა მეორე კი ისე ძლიერად მოუჭირა სიფრიფანა ფეხიან ჭიქას რომ ხელში შემოეფშხვნა, მე შევკივლე შეშინებულმა და მხოლოდ მაშინ მოვედი აზრზე როცა სისხლი ჭიქის ფეხს დაჰყვა და იატაკზე წვეთ-წვეთად დაიწყო დენა -თორნიკე-მივუახლოვდი სახე ალეწილ თორნიკეს და შეკრული მუჭა გავაშლევინე, ჭიქის Ნამსხვრევები მოვაშორე ხელიდან და თვალებში ჩავაცქერდი-სააბაზანო საითაა?-დიდხანს მიყირებდა თვალებში, გვრძნობდი ისიც ჩემსავით დაძაბული და გაღიზიანებული იყო -იქ-მიმითითა თეთრი კარისკენ და იქით წავიყვანე თან ისე რომ მისი სისხლიანი ხელი ხელში მქონდა მოქცეული, ხელი დავბანე, პირველადი დახმარების ყუთიც მაპოვნინა და ჭრილობა დავუმუშავე, ფრთხილად შევუხვიე და ყუთი თავის ადგილას დავაბრუნე -გტკივა?-სავარძელში დავჯექი მის მოპირდაპირე მხარეს და მის ხელს გავუშტერე მზერა -რაა?-მკითხა დაძაბული ტონით და მე ინსტიქტურად მისი თვალები მოვძებნე -ხელი არა, გული კი- თქვა გაღიზიანებული ტონით და მაგიდაზე დადებულ ღვინის ბოთლს მიწვდა -არ დალიო-ვითხარი გაღიზიანებული ტონით და წამოვდექი, მივუახლოვდი თავზე წამოვადექი და ბოთლი გამოვართვი, მოტრიალებას ვაპირებდი მაგრამ ხელი დამიჭირა -ოდესმე გყვარებია?-მკითხა არეული ხმით და დაჟინებით მომაჩერდა ამღვრეული თვალებით -არა-ვუთხარი დარწმუნებით და ხელი გავითავისუფლე, ბოთლი მაგოდაზე დავდე და ჩემს ძველ ადგილს დავუბრუნდი -მომიყევი -რაა?-დავიბენი მე -ყველაფერი -რატომ?-გამომწვევად შევხედე -რატომ?-ჩაეცინა და თავის დაბინტულ ხელს მიაჩერდა -იმიტომ რომ მე ეს მჭირდება-შემომხედა მაღვრეული თვალებით -დამიჯერებ? ჩემს სიმართლეს დაიჯერებ?-ვკითხე გაღიზიᲜებული ტონით -შენ როგორ ფიქრობ?-კითხვა შემომიტრიალა -არვიცი-მხრები ავიჩეჩე მე-მე ალბათ იმ ადამინს ვინც გაცნობის პირველივე დღიდან მატყუებდა არ დავუჯერებდი, მითუმეტეს თუ ამ ადამის მხოლოდ ერთი თვეა რაც ვიცნობ-ვუთხარი გამაღიზიანებლად -და თუ ეს ადამიანი ამ ერთ თვეში შენთვის სამყაროს ცენტრად იქცევა? არც მაშინ დაუჯერბ? -მკითხა უცნაური ტონით და თვალებში ჩამაცქერდა -ვცდილობ სამყაროს ცენტრში არავინ მოვაქციო -ეგ შენზე არაა დამოკიდებული!-გაბრაზდა თორნიკე -ვითომ? -შევიცხადე მე -მომიყევი -მითხრა მკაცრი ტონით და მოსასმენად მოემზადა -ჩვიდმეტის ვიყავი, ვახო რომ გავიცანი, ჩემი კლასელის ბიძაშვილია, გაცნობის დღიდან არ მომეშვა, თავიდან მომწონდა მისი ყურადღება მაგრამ მერე... ძალით კოცნა, შეხება, გულისამრევი იყო ჩემთვის ამიტომ ვუთხარი რომ ახლოს აღარ გამკარებოდა, მიმტკიცებდა რომ ვუყვარდი და ვჭირდებოდი, საბოლოოდ ისე მოხდა რომ ხელი მთხოვა და მე ვუთხარი რომ მის ცოლობას სიკვდილი მერჩია, ძალიან გაბრაზდა, დამემუქრა, მაგრამ მე ეს სერიოზულად არ მივიღე, საერთო მეგობრის დაბადების დღეზე სასმელში რაღაც ჩამიყარა, დღემდე არ ვიცი რა იყო ეს, კადრებად მახსოვს ყველაფერი...-ხმა ჩამიწყდა და ცრემლები მომეძალა იატაკს დავყურებდი და ვცდილობდი ძალა მომეკრიბა -სადღაც წამიყვანა, გონს რომ მოვედი... მიმტკიცებდა რომ ეს ჩემი სურვილით მოხდა და მასთან უნდა დავრჩენილიყავი... მე თავში ღამის სანათი ჩავარტყი და გავიქეცი...-ხმა ისევ ჩამიწყდა და ცრემლები გადმომცვივდა, Კარგაზნის დუმილის მერე განვაგრძე -სახᲚში მოგვივარდა, უნდოდა რომ გავყოლოდი მაგრამ მე არ გავყევი, თავის მოკვლით დავემუქრე მამას და ამიტომ მამამ ჩემი მხღე დაიჭირა და გააგდო სახლიდან, ისე მოხდა რომ ისიც Გაჩუდა და ჩვენც... მერე ნათია გათხოვდა, სამ დღეში ალექსანდრე დაიჭირეს, ნათია ისე ცუდად იყო ვერ მიხვდა ორსულად რომ იყო... გამოვიქეცით თელავიდან, არ გვინდოდა ანთია და ბავშვი ალექსის იჯახში ყოფილიყვნენ, ნათია ავარიას ემსხვერპლა ანას დედა კი მე გავხდი... ალექსანდრე ციხიდან გამოვიდა და გვიპოვა სულ ესაა ჩემი ცხოვრება -თორნიკეს შევხედე რომელიც დაძაბული მისმენდა -სხვა სათქმელი არაფერი არ მაქვს...სულ ესაა ის რაც იყო, არის და იქნება! -ლიცენზი რატომ შეგიჩერეს?-მკითხა მშვიდი ტონით, ძალიან დავიბენი და დავიძაბე, არ მეგონა ამას თუ მკითხავდა -ლიცენზია?-არეული თვალებით შევხედე და ცრემლები გადმომცვივდა -ოდესმე ადამინი მოგიკლავს?- ვკითხე ჩავარდნილი ხმით, თორნიკეს აშკარა გაოცება გამოეხატა სახეზე -იცი რა გრძნობაა როცა იცი რომ შენი შეცდიმის გამო უდანაშაულო ადამინი კვდება? შენი ერთი, სულ პატარა დაშვებული შეცდომის გამო ადამინი კვდებᲐ? იცი რა საშინელი შეგრძნებაა როცა აცნობიერებ რომ ვიღაცის გულის ფეთქვა შენს გამო შეწყდა? შენი დაშვებული სულ პატარა შეცდიმის გამო ვიღაც უცოდველი უდანაშაულო ადამინი სუნთქვა წყვეტს და შენ მამის გარეშე ტოვებ ოთხ შვილს, ახალგაზრდა ქალს აქვრივებ, მშობლებს აიძულებ შვილის დაკარგვით გამოწვეული ტკივილი გადაიტანონ?! იცი ეს რა განცდაა? მე გეტყვი ეს ამქვეყნიური ჯოჯოხეთია -თორნიკეს თვალეᲑში შიში დავინახე და სული მეტკინა ძალიან მეტკინა -ამას შენ არ გააკეთებდი-მითხრა დარწმუნებით და ფეხზე წამოდგა და თავზე წამომადგა, ნიკაპზე ხელი წამავლო და თავი ამაწევინა-არ მჯერა რომ შენ თუნდაც შემთხვევით ვინმეს სიცოცხლე შეიწირე -მატყუებ-ვუთხარი გაბრაზებულმა მისი ხელი მოვიშორე სახიდან და ფეხზე წამოვდექი -აქ შენთან ერთად იმიტომ ვარ რომ შენი მჯერა, იმიტომ რომ სიტყვებზე მეტს შენი თვალები ამბობს-მითხრა მშვიდი ტონით და თმაზ ეჩამომისვა ათრთოლებული ხელი -ექიმის თანაშემწე ვიყავი... ბევრი პაციენტი გვყვავდა, ის დანიშნულებას მკარნახობდა მე კი ვწერდი, სიჩქარეში დაგვავიწყდა რომ იმ კაცს ალერგი ჰქონდა -თვალეᲑში ჩავაცქერდი და ლაპარაკი განვაგრძე -მიკარნახა დანიშნულება და მეც დავწერე, იმ კაცს მივაწოდე ფურცელი... სახლში მოგვადგა პოლიცია და დამაკავეს... -მარიამ?-თორნიკე გაოგნებული მიყურებდა -ჩვენმა საავადმყოფომ ადვოკატი ამიყვანა, მე ცრუ ჩვენება მივეცი სასამართლოზე -ვეღარ გავუძელი ამდენ ემოციას და ჩავიკეცე თან მოთქმით ავტირდი, თორნიკეც ჩემთან ერთად იატაკზე დაჯდა, სახეზე ჩამოყრილი თმა ყურსუკან გადამიწია და ცრემლები მომმწმიმდა სახიდან -იმ ექიმმა ჩვენება ისე მისცა სასამართლოში თითქოს მან სხვა წამალი მიკარნახა მე ვერ გავივე კარგად რა მითხრა და არასწორად დავწერე, ანუ ჩემს შეცდომას შეეწირა ის საწყალი კაცი, მე ჩემს თავზე ამაღებინეს ეს დანაშაული და მათივე დანიშნი ადვოკატის დახმარებით გამათავისუფლეს გორაოს სანაცვლოდ რომელიც თავად საავადმყოფომ გადამიხადა. ამ ყველაფრის მერე კითხვა აღარ დაუსვამს ჩემთვის თორნიკეს, ალბათ გაოგნებული იყო თუ რამდენ საიდუმლოს ვინახვდი და თან რა საშინელს... საბოლოოდ ყველაფერი მოვუყევი ჩემზე და მზად ვიყავი ერთმანეთს დავშორებოდით რადგან ჩემთვისაც და მისთვისაც ძალიან რთული იყო ურთიერთობის გაგრძელება. -სახლში წასვლა მინდა -ვუთხარი ფანჯარასთან მდგომ თორნიკეს -ცუდად ვარ -დილით წაგიყვან -ათზე სამსაზურში უნდა ვიყო -ვიცი -მაშინ წამიყვანე -დილით წაგიყვან, თუ გინდა დაიძინე -არ მეძინება -მე მეძინება-მითხრა მშვიდი ტონით და საძინებეᲚში შევიდა, ძალიან გაᲕბრაზდი მასზე, ისე მშვიდად იყო თითქოს არაფერი არ მოხდარიყოს, ღვინის ბოთლი ავიღე და მოვიყუდე, იქამდე ვსვავდი სანამ ყელი არ დამიწვა მჟავე სითხემ, მაგიდაზე დავდე და ზიზღით მივაჩერდი, სიგარეტი მომინდა ძალიან და თორნიკესთან ოთახში შევედი -გძინავს?-დავიჩურჩულე, ხმა რომ არ ამოიღო მეგონა მართლა ჩაეძინა, ჩუმად მივეპარე და საᲮეზე დავაკვირდი, ისე იწვა ეჭვი არ შემპარვი რომ ეძინა ამიტომ ფრთხილად ჩავუყავი ხელი პერანგის გულის ჯიბეში სადაც ედო ჩემი სიგარეტის კოლოფი და ფრთხილად დავიწყე მისი ამოღება და შიშისგან შევკივლე მაჯებში რომ ჩამავლო ხელი და თავისკენ მიმიზიდა ისე ძლიერად რომ ზემოდან მოვექეცი, შემდეგ კი საწოლზე გადამატრიალა და თავად მომექცა ზემოდან ხელები კი თავს ზემოთ დამიჭირა და მთელი სხეულის სიმძიმით დამაწვა ზემოდან ისე რომ მოძრაობის არანაირი შანსი არ დამიტოვა -ხელი გამიშვი-დავუღრინე ცოფიანი ძაღლივით -სუუ-მითხრა მომღიმარი სახით და სახე ისე ახლოს მომიტანა რომ მისი ცხელი სუნთქვა სახეზე შემომეფრქვია -გეყოფა-გულისცემა ამიჩქარდა და სუნთქვა გამიხშირდა მღელვარებისგან -მარიამ ჯიშკარიანო-დაიჩურჩულა ზედ ჩემს ტუჩებთან და ცხელი ვნებიანი ტუჩები ცხვირზე მომაწება თავგზააბნეულს, როცა ჩემს ცხვირს მოაშორა ტუჩები და მზერა ჩემი თვალებიდან ტუჩებზე გადაიტანა უნებურად მის მოახლოებულ ტუჩებს წავეტანე, მაგრამ მან თავი ასწია და სწრაფად მომშორდა, ძალიან გავბრაზდი საკუთარ თავზე, რომ ვერ მოვერიე ჩემს გრძნობებს და გაბრაზებულმა ადგომა გადავწყვიტე მაგრამ თორნიკემ უკნიდან მუცელზე მომხვია ძლიერად ხელები და სხეულზე მიმიკრო -სად მიდიხარ-დამიჩურჩულა ყურში და ცხელი ტუჩები მხარზე მომაწება, რაღაც სასიამოვნო გიჟურმა მუხტმა დამირბინა მთელს სხეულში და გამაჟრჟოლა, მაგრამ მე წინააღმდეგობა გავუწიე, მინდოდა ავმდგარიყავი რადგან ძალიან დამღალა ამ გაუგებრობამ და კატა-თაგვობანას თამაშმა -არ გᲒიშვებ-უფრო მეტად მიმიკრო სხეულზე -რა გინდა?-გვერძე მივატრიალე თავი მაგრამ მისი სახე ვერ დავინახე -მინდა რომ ერთად დავიძინოთ-მითხრა სიცილით და თავი ჩემს თმებში ჩარგო, -თორნიკე ჩემგან რა გინდა?-Მართლა ვერ ვხვდებოდი ასე რატომ იქცეოდა, ხაᲜ ხელს მკრავდა, ხან არ მიშვებდა -არაფერი-დამიჩურჩულა და ისევ მხარზე მომაწება ტუჩები -მაშინ გამიშვი, გეყოფა ჩემი წამება-გავბრაზდი და მისკენ გადატრიალება ვცადე მაგრამ უფლება არ მომცა -ვერ გაგიშვებ-მითხრა ისევ გამაღიზიᲜებელი სიცილით -ვერ გიტან-ვუთხარი გულზრფელი ზიზღით -იმიტომ რომ ჩემთან გინდა და უფლებას არ გაძლევ?-წამოიწია ისე რომ გვერძე მივატრიალე თავი და მისი სახე დავინახე -თორნიკე -მოდი დავიძინოთ-ჩამეხუტა და ჩემს გაბრძოლებაზე და ყვირილზე რეაქცია არ ჰქონია. გამთენიისას გამომეღვიძა, თორნიკეს ხელებიდან დავუსხლტი, ამჯერად სიგარეტი ამოვაცალე ჯიბიდან და აივანზე გავედი მოსაწევად -მეც მომაწევინე-მომესმა ზურგსუკან მისი ხმა და დაფეთებული მისკენ მივტრიალდი -შემაშინე -იცი რომ შენს თმას სიგარეტის სურნელი აქვს? და მეტი არაფერი?-მეკითხება გაბრაზებული ტონით და გაწვდილ ღერს მართმევს ,მშვიდად უკიდებს Და მაკვირდება სახეზე -მხოლოდ ესაა შენი პრობლემა?-მეცინება და სიგარეტის ლურჯ კვამლს მისი სახისაკენ ვᲣშვებ -იმას რომ არანორმალური ხარ დიდიხანია მივხვდი -ყველაზე არაიდეალური ადამიანი, ყველაზე საშინელი წარსულით-სახეზე ღიმილი მეყინება და თორნიკეს ზურგს ვაქცევ -მაგრამ მაინც ვერ განებებ თავს-თავისკენ მატრიალებას და თვალებში მაცქერდება -შენთვის მე არაფერს ვნიშნავ-ვეუბნები გაღიზიᲜებული ტონით -ძალიან გინდა, რომ გითხრა ის, რისი მოსმენაც ასე ძალიან გინდა, მაგრამ არ გეტყვი-მეუბნება მკაცრი ტონით და ღიმილი ეპარება ტუჩის კუთხეში -შენ რა იცი მე რისი მოსმენა მინდა -ტყუილად ცდილობ-ეცინება და სახლში შედის -სახლში წამიყვანე თუ შეიძლება-ვეუბნები გაბრაზებული -ჩემს ჭრილობას არ ნახავ?-დაბინტულ ხელზე მითითებს -არ მოკვდები არ ინერვიულო-ვამშვიდებ -მაშინ წავიდეთ. გზაში ძალიან დავიღალე, მოვითენთე, მეძინებოდა ამიტომ ხმას არ ვიღებდი -საღამოს დაგირეკავ-მითხრა როცა უკვე თბილისში შემოვედით -აზრი?-ისე ვკითხე მისკენ არ გამიხედია, არაფერი მიპასუხა, სახლამდე ისე მიმიყვანა ხმა აღარ ამოუღია, არადა როგორ მინდოდა რამე ეთქვა რამე დამაიმედებელი, მაგრამ არა, ჯანდაბა ჩემნაირ ადამინთან საერთოდ რომ ურთიერთობენ ეს გასაკვირი არათუ ვიღაცას შევუყვარდე და ჩემს გამო რამე გააკეთოს -ხვალ გამოგივლი-მითხრა მანქანიდან გადმოსვლისას -როგორც გინდა-ვუთხარი მოღუშული სახით და სახლში ავედი. თიკამ დამკითხა და ისე გამიშვა სამსახურში საბედნიეროდ დედას და ანას ეძინათ და მშვიდად ვიმუშავე მთელი დღე, მაგრამ თორნიკეს ზარს ველოდი და ამ ლოდინმა გამაწამა, სულ იმას ვუმტკიცებდი საკუთარ თავს რომ თორნიკე არ დარეკავდა და აღარც დაბრუნდებოდა ჩემს ცხოვრებაში, გუშინ იმიტომ მომაკითხა რომ უბრალოდ სურდა ყველაფერი გაეგო ჩემზე, მეტი არᲤერი, მაგრამ ჩემი გული მაინც ჯიუტად მის ზარს და გამიჩენას ელოდა. სამსახურიდან გვიან დავბრუნდი, აღწერა გავაკეთეთ და შემაგვიაბდა, იმის გამო რომ თიკა ჩემი კუ-თი დადიოდა მე ავტობუსით მიწევდა ბოდიალი სამსახურში, შესაბამისად სულ ვაგვიანებდი და სახლშიც გვიან მოვდიოდი, გაჩერება ჩემდა საუბედუროდ საკმაოდ შირს იყო და ფეხითაც მიწევდა კაი Მანძილის გავლა, სახლისაკენ მიმავალ გზაზე შევამჩნიე რომ გაჩერებიდან შავი პრიუსი ამეკიდა, აშკარად მე მომყვებოდ რადგან გზა თავისუფალი იყო ის კი მოღოღავდა, ამოტომ ფეხს ავუჩქარე, როგორც კი გადავუხვიე საფეხმავლო ბილიკზე პრიუსი უმალ გაჩერდა მე გვერძე მივიხედე და დავინახე როგორ გადმოვიდა ორი ტიპი იქიდან და გამიექანა ჩემსკენ, შეშინებულმა გაქცევა დავაპირე, მაგრამ ძალიან ახლოს იყვნენ ჩემთან და რამდენიმე ნაბიჯში დამეწივნენ და კლავებში ჩამავლეს ხელი, ისე შემეშინდა დავიბენი და დავიძაბე რომ სანამ აზრზე მოვიდოდი და ყვირილს დავიწყებდი, ერთერთმა პირზე ხელი ამაფარა და ისე წამათრიეს მანქანისაკენ, მთელი ძალით ვუწევდი წინააღმდეგობას მაგრამ მანიც ჩამტენეს მანქანაში და გაურკვეველი მიმართულებით წამიყვანეს, ვტიროდი, ვყვიროდი, ვკიოდი მაგრამ რეაქცია არ ჰქონდათ ჩემს ისტერიკაზე, Არც ჩემს მიერ დასმულ კითხვებს არ პასუხობდნენ, ვერაფრით მივხვდი ვინ იყვნენ და რა უნდოდათ ჩემგან, სად მივყავდი და რატომ. ზუსტად არ ვიცი რამდენი ხანი მატარეს წინდა უკან მაგრამ იმას მივხვდი რომ თბილისიდან არ გასულვართ და გარე უბნის ქუჩებში დამატერებდნენ. საბოლოოდ გაჩერდა ეს წყეული მანქანა ხის მონგრეული კარის წინ, ჩემს გვერდით მჯდომი მელოტი ბიჭი გადავიდა მანქანიდან და თავი შემოყო -გადმოდი-მიბრძანა, მე გადავედი მაშინვე, რადგან წინააღმდეგობის გაწევას აზრი არ ჰქონდა, უხეშად წამავლო მკლავში ხელი და ხის კარი გააღო ეზოში შემაგდო და მიბრძანა წინ წავსულიყავი სახლისაკენ, მე ნელ-ნელა წავედი წინ, სახლისაკენ რომელიც სიძველისაგან უკვე ხავსმოკიდებული დაძირკველითა და ალაგ-ალაგ საღებავ აყრილი კედლებით საზიზღრად გამოიყურებოდა, ისე მეშინოდა რომ მთელი სხეული მიკანკალებდა და ფეხებს ძლივს ვიმორჩილებდი, მაგრამ მაინც მივდიოდი წინ და როცა თმაში ვიღაცამ უკნიდან ხელი ჩამავლო შიშისგან ავკივლდი და მის ხელს წავეტანე -მეც მომენატრე ცოლის დავ-ჩამესმა ყურში ალექსანდრეს საზარელი ხმა და უარესად ავყვირდი |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.