შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შიში პატივისცემა და სიყვარული {ნაწილი 2/9}


14-12-2020, 18:00
ავტორი lile-eli
ნანახია 3 230

9.

-კონკრეტულად რას დაამტკიცებს, ეგ საბუთები?
აბაშიძე ჩაეძია.
-გიორგის არ სურდა, რომ ლიკას, დაბრალებოდა ავარია და მკვლელობა..
-რა მკვლელობა?
არანაკლებ ინტერესით უყურებდა ნიკოლოზ დადიანიც.
-ლიკას, ჰყავდა მომვლელი, რომელიც გიორგიმ აუყვანა და როცა სახლში არ იყო ის ხედავდა.. ერთ დღეს „წამლის ლომკას“ ვერ გაუძლო ყველაფერი, რაც ხელში მოჰყვებოდა, ისროდა და სამწუხაროდ ის ქალიც შემოაკვდა.
-კაი ტო.. რას ამბობ, ის ქალი ვისზეც ვსაუბრობთ, გიორგის ცოლი იყო?
ნიკოლოზ დადიანი ვერ იჯერებდა, მოსმენილს, რადგან ბავშვობაში დამახსოვრებული მამაკაცი, ყოველთვის მკაცრი, შეუვალი და აზიატი ბუნების ეგონა, რომელიც ტრადიციების მოყვარულ ოჯახს თუ შექმნიდა მხოლოდ.
-თუ ლიკა უყვარდა, დადუს დედას როდის და როგორ შეხვდა?
აბაშიძე, ფაქტების ერთმანეთთან კავშირს ეძებდა, თორნიკეს ჩაეღიმა და ლაშას გახედა, მანაც კმაყოფილი ხმით განაგრძო:
-მომვლელი მაშინ შემოაკვდა, როცა პანიკა და ისტერიკა დაეწყო, რადგან სახლის კარი ჩაუკეტა და გიორგის ტელეფონზე ესაუბრებოდა. იმ დროს სახლში არავინ იყო, დაცვა სადილისთვის გაგზავნილი ჰყავდა და დახმარებას სთხოვდა, რადგან კონტროლი დაკარგა, ტელეფონზე საუბრის დროს, უკნიდან მიეპარა, დიდი სასანთლით ხელში და კისრის არეშე ჩაარტყა, ეს დეტალები ტელეფონში ისმოდა, ჩანაწერი 30 წუთიანია, სანამ ავტომატურად გაითიშა კავშირი, გიორგის მისვლამდე ლიკამ აფექტურ მდგომარეობაში დაცვაც დაჭრა, იმ წუთ სახლში რომ შევიდა ხმაურზე, თავი ისე მოაჩვენა თითქოს ცუდად იყო და ახლოს რომ მივიდა, პანიკაში მყოფმა იარაღი მოპარა, ესროლა და გიორგის მაგიდის უჯრა იარაღით გატეხა, წამალი რომ იპოვა და სურვილი დაიკმაყოფილა, გაიაზრა კიდეც საქციელი „ნამდვილი ისტერიკა“ მაშინ დაეწყო და გაიქცა გარეთ, მანქანაში ჯდებოდა გიორგიმ, რომ მიუსწრო, ლიკას მანქანაში ჩაჯდა, ისე თითქოს არაფერი მომხდარა, უკანა სავარძელზე დაცვაც მოთავსდა.. დიდი სისწრაფით მიდიოდა და საპირისპირო გზაზე გადავიდა რადგან წინ მიმავალმა მანქანამ დაუმუხრუჭა, ჯერ შემხვედრ მანქანას შეეჯახა, შემდეგ გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა..
რამდენიმე წამიანი სიჩუმის შემდეგ განაგრძო ჯაფარიძემ:
-ჩემი ძმა, ლიკას სიკვდილი შემდეგ, ქუთაისში გადავიდა საცხოვრებლად, დედის სახლში და ავარიის გამო მიღებულ ტრამვებს იქ მკურნალობდა. რეაბილიტაციის კურს სახლში უტარებდნენ, დადუს დედა და რამდენიმე თანამშრომელი ერთად. ისინი ძალიან მხიარული თანამშრომლები იყვნენ, ბევრი ტკივილისა და დარდის მიუხედავად შორენა, თავის თანამშრომლებთან ლაღი და ბედნიერი იყო. ამან მიიქცია მისი ყურადღება..
ამოიოხრა ჯაფარიძემ და გაჩუმდა, ამჯერად თორნიკემ განაგრძო:
-ყველაფერი ისე მოაწყო გიორგიმ, რომ მომვლელზე გულის შეტევის დასკვნა დაიწერა, ტელეფონიდან ჩანაწერი ამოიღეს, ექსპერტიზის დასკვნასთან ერთად და ავარიის მიზეზიც ზედაპირული დატოვეს. ბატონ დიმიტრის განადგურება სთხოვა, იმ ყველაფრის, ის კი ისეთი წინდახედული კაცია, რომ შეინახა..
-იქნებ გაანადგურა?
უმცროსმა დადიანმა, შეაწყვეტინა საუბარი.
-შენახული აქვს, გიორგის წერილიში წერია, რომ ყველაფერი დიმიტრის აქვს და თუ საფრთხე შემექმნებოდა მე, ან დადუს, დიტოს უნდა მივაკითხოთ..
ჯაფარიძემ დაადასტურა მასალების არსებობა.
-მაშინ ნიკას მისვლა რა საჭიროა, დაველაპარაკოთ და მოგვცემს!
-დიტოს მეხსიერების პრობლემები აქვს, მე არ ვახსოვარ, თან მისი ხელმძღვანელი ძალიან აკონტროლებს, ის კი ნაბ*ი კაცია, ვერ მიტანს!
-რატომ? ნიშანი არ დაუწერე ბატონო ლაშა, თუ შენი კონკურენტია?
-უფრო პირადული!
სიბრაზისგან ყბები დაეჭიმა ლაშას.
-ჩემი ვიკა უყვარს?
უმცროსი დადიანი ჩვეული ღიმილით, უშლიდა ნერვებს ჯაფარიძეს, რომელსაც არცეთი წუთით მიმიკა არ ეცვლებოდა არასოდეს, თუ ეს საყვარელ ქალს არ ეხებოდა.
-მორჩი!..
-გამოდის დოკუმენტები უნდა მოვიპარო.
ჩაერია ნიკა აბაშიძე საუბარში.
-ასეა ნიკა!
თორნიკე წამოდგა სავარძლიდან და განაგრძო:
-დიტო იქ ცხოვრობს, საბუთებიც იქ იქნება და ბევრგან ძებნა არ დაგჭირდება!
-გასაგებია.
თორნიკემ ტელეფონს დახედა და რამდენიმე უპასუხო ზარზე გაეღიმა, ყველა ანასტასიას ეკუთვნოდა. იცოდა ნერვიულობდა ტასო და მალევე უპასუხა:
-„მალე მოვალ ტას.“
სწრაფად მოილაპარაკეს შემდეგ გეგმებზე, რომელიც ნიკას უნდა განეხორციელებინა და ყველანი ისე დაიშალნენ, რომ მხოლოდ პაციენტის მოსანახულებლად მისულს გავდა თითოეული.
მისაღებში მომლოდინე ნიცა და ანასტასია, ეზოდან წამოსულ ხმაურზე წამოიშალნენ, ანასტასია უკვე კართან იდგა, თორნიკეს ელოდა რომელიც დაცვის ბიჭებს ესაუბრბოდა და სწრაფი ნაბიჯით დაიძრა ქალისკენ, რომელის მზერითაც კი ხვდებოდა როგორ ელოდა.
-როგორ ხართ ტას?
წელზე მოხვია ხელები თორნიკემ და მთელი გრძნობით მოხვულ ანასტასიას აკოცა, აი რა აკლდათ ორივეს, ერთმანეთი.
-ნანოზე რა გაირკვა?
მთელი გრძნობით შეგრძნო მამაკაცის სურნელი და ისე შედა ლურჯებში, რომელიც ანასტასიას ეკუთვნოდა.
-ჯერ არაფერი, მაგრამ ყველაფერი მოგვარდება.
ჩვეული სიმშვიდით უთხრა და შუბლზე მიაკრა ტუჩები ხანგრძლივად, თან სახლში შევიდნენ, ერთმანეთზე მიხუტებულები, სადაც უჩვეულოდ ჩუმი ნიცა დახვდათ, რომელსაც პატარა მკერდზე ჰყავდა მიხუტებული და უკვე ძილიში იღიმოდა.
-ნიცა..
წარბები შეკრა მამაკაცმა.
-როგორ ხარ თორნიკე?
-სიძე კაცი აღარ ვარ?
ეუცნაურა ნიცასეული ქარიშალი, რომ არ იდგა სახლში.
-დაჯექი, ვახშამს გაგითბობ.
სიყვარულით სავსე მზერით შეხედა ანასტასიამ.
-კარგი, დავიბან.
თბილად გაუღიმა თორნიკემ, რადგან მის ჩვეულ მზრუნველობაზე, მეტად გაბედნიერდა, პერანგის სახელოები აიკეცა, აბაზანაში ხელი დაიბანა და ნიცას გვერდით მოთავსდა. პატარას დახედა.
-მომიყვან?
-ახლავე.
უჩვეულოდ მშვიდად წამოდგა ნიცა და თორნიკეს დიდ მკლავებში მოათავსა გოგონა.
-მკერდზე მიხუტე და აღარ იწუწუნებს, მე გავალ ანას მივეხმარები.
-ნიცა, დაჯექი!
იცოდა რაც ხდებოდა და ეს ნიცასგანაც სურდა მოესმინა..
-რა მოხდა?
-შენგან მინდა მოვისმინო!
-საიდან დავიწყო? ანდრიას რომ ვუყვარ, თომ რომ ეჭვიანობს, თუ მე როგორ ვაპირებ ვაწამო ორივე ბედოვლათი?
ნელ-ნელა იღვიძებდა ნიცა აბაშიძე და დადიანს ჩაეღიმა.
-პირველი ვიცი, მეორე საკითხზე არ გეთანხმები და მესამესაც მოვისმენ!
-რომელზე არ მეთანხმები!
ბრაზი პირველად გამოავლინა თორნიკესთან ნიცამ და განაგრძო:
-იმაზე, რომ თომა გასვიანი, იმდენად სუსტი მამაკაცია, რომ მის მეგობართან ურთიერთობაზე, რამის ახსნა დამჭირდებოდა?..
-ნიცა!..
ჩვეული ტონით დაიწყო თორნიკემ:
-თომას ქცევა, ეჭვიანობის მიზეზი არ არის! ის სინდისის გამო იქცევა ასე!
-რაა.. რაშუაშია სინდისი.
თალები დააწვრილა გოგონამ.
-ამას ის არასოდეს გეტყვის, მაგრამ ფაქტია, რომ როცა შენი პატარა მეგობრისთვის კუმირი ხარ, ცდილობს ყველაფერში დაგემსგავსოს და იმედებს უცრუებ, სინდისი მუდამ შეგაწუხებს. განსაკუთრებით იცი, როდის?.. როცა ანდრიასთან ერთად დაგინახავს და შენი ჩვეული ქარიშხალით მასაც „მოწამლავ“!
ლამაზი თვალები, მეტად გაუფართოვდა ნიცას და რამდენიმე წამი ჩუმად იაზრებდა იმ ნათქვამს, რაც ჯერ კიდევ მეორდებოდა, თითქოს თორნიკეს ხმით..
-თოკო, მაგიდა მზად არის.
საუბარში ანასტასია ჩაერია და პატარა ხელში აიყვანა.
-ამ პრინცესას, ალექსანდრესთან დავაწვენ და მეც მოვალ.
პატარას ყელში, ჩარგული ცხვირით, გაივსო ფილტვები და კიბეს აუყვა.
-დეიდას ბედნიერება ხარ, პატარა ქალბატონო!
გასვიანის ქალბატონის სურნელით დამტკბარმა, გაუღიმა და ალექსანდრეს გერდით მოათავსა. ბედნიერი დაჰყურებდა, უცებ იგრძნო ძლიერი მკლავები.
-თოკო, აქ ხარ?
მიეყრდნო სასურველ სხეულს.
-ესეც გიხდება!
-რა?
გაოცებული შებრუნდა მამაკაცისკენ და მის ლურჯებს დააკვირდა.
-გოგოც გიხდება.
ღიმილით უპასუხა და ანასტასიას რეაქციას დააკვირდა.
-უკვე?..
-თუნდაც!
-ვფიქრობ, ჯერ საყვარელი მამაკაცებით უნდა დავტკბე!
-სასიამოვნო არგუმენტია!
-გამოდის დაგითანხმე?..
-რაზე?
-დროებით უმცირესობაში ვიყო.
-არა, მე მინდა ერთი შენი მსგავსი და ეს საკითხი დროს, ან ფიქრს არ საჭიროებს!
-თოკო..
აზრები მაშინვე გაეფანტა ანასტასიას, როგორც კი დადიანის ბაგეები შეეხო. მკლავები მხრებზე დააწყო და ისისც გაჰყვა მამაკაცს ბედნიერების ბილიკებს..

სახლში მისული აბაშიძე, სწრაფად მოქმედებდა, მშობლებს დამშვიდებული სახით მოეფერა, ჯინა მოიკითხა, რადგან სახლში არ დახვდა სწრაფად მოემზადა და გადაცმული, სხვა სადარბაზოდან გამოვიდა, რომ არავინ გაჰყოლოდა მის კვალს, ყველაფერს ითვალისწინებდა და ფრთხილად აკეთებდა. სხვადასხვა შესასვლეს და გასასვლელს იყენებდა ყოველთვის. ერთ-ერთ მაღაზიაში პროდუქტების დახლთან მდომ აბაშიძეს გვერდით ბიჭი ამოუდგა:
-როგორ ხარ?
-უკეთესად ვყოფილვარ ხოლმე, მომიტანე?
-კი. მისმართი იცი.
-კარგი, მადლობა ლევან.
-თუ რამეა ამ ნომერზე დამირეკე, მხოლოდ ჩემი და ლუკასი წერია.
გასაღებთან ერთად მობილურის ძველი მოდელი გაუწოდა, თან ესაუბრებოდა:
-ზურას როგორც კი გამოვიჭერთ მოგწერ.
-მადლობა ძმაო.
მხარზე ხელი დაადო და სუპერმარკეტის გრძელ დახლებს შორის, ისე გაუჩინარდა, როგორც გაჩნდა..
დროებითი საცხოვრებელი, რომლის გასაღებიც ხელში ეჭირა და კარის მორგებას ცდილობდა გარეუბანში იყო, ისნის მეტროსთან ახლოს. ბინაში შესულს სისუფთავე დახვდა, პატარა ბინა იყო, მაგრამ ყველა კუთხე სასარგებლოდ გამოყენებული, ისეთი, როგორიც ნიკოლოზ აბაშიძეს დროებით სჭირდებოდა..

ბევრი მცდელობის მიუხედავად, ნანოს კვალს ვერ მიაგნეს, რადგან სოხაძის საკუთრებაში არსებულ საცხოვრებელში არ ჰყავდათ ის, ეს ასეც იქნებოდა ყველამ იცოდა, მაგრამ სად შეიძლება ყოფილიყო ნანო ამის გარკვევას ცდილობდნენ, თუმცა თავს იმით იმშვიდებდნენ, რომ მისი სიცოცხლე სჭირდებოდათ და ეს აშკარა იყო, რადგან საავადმყოფოში მიიყვანეს ავარიის გამო.
დღეები ისე მიილია, რომ ნანაო, სოხაძის დაჩაზე გამოჯანმრთელდა, ფეხზე დადგომაც კი შეძლო და პერიოდულად შეხვეულ ხელსაც ამოძრავბდა, ბოლოს „ფიქსატორიც“ კი მოხსნეს. იმდენად სუსტად იყო ტუსაშვილი, რომ მხოლოდ მითითებას ასრულებდა, რასაც ექიმი ურჩევდა, თან საავადმყოფოში ყოფნის პერიოდი ბუნდოვნად ახსოვდა, თითქოს სიზმარი იყო. სოხაძე კი მხოლოდ მოკლე მოკითხვითა და დაკვირვებით კონტაქტობდა მასთანს, მაგრამ როცა გამოკეთება დაეტყო, რადენჯერმე სცადა მასთან დეტალებზე საუბარი, მაგრამ ნანოს პრინციპულბა უფო სიამოვნებდა, ვიდრე აბრაზებდა ის, რომ შურისძიების არანაირ საშუალებას არ უტოვებდა ეს გოგო, თუმცა ისისც ფაქტი იყო, არ სურდა მისი ზედმეტად განერვიულება, რაც მის ხალხსაც კი აკვირვებდა..
ერთ დილას კი დამძიმებული ჰქონდა სული, მირიან სოხაძე ცდილობდა არ ეფიქრა, მაგრამ მაინც შურისძიება სურდა.. ვერაფერს უხერხებდა შინაგან ეგოს, რომელიც გამუდმებით ცდილობდა შეეხსენებინა თავი. საღამომდე გაუძლო გონებაში გამეფებულ ქაოსს, მაგრამ ბოლოს მაინც სძლია სურვილმა, ნანოსთან გასაუბრება ისევ გადაწყვიტა, პირდაპირ მისი ოთახისკე აიღო გეზი. დაუკაკუნებლად გადაატრიალა გასაღები და ასევე ნებართვის გარეშე შევიდა ოთახში სადაც ნანო სავარძელში იჯდა.
-უნდა ვისაუბროთ!
ყოველგვარი შესავლის გარეშე მიმართა. გოგონა უცებ წამოხტა სავარძლიდან, პანიკა გადატანილს მოთმინებაც ეწურებოდა და გაუაზრებლად გაცეცხლებული მზერით მამაკაცისკენ დაიძრა.
-რაზე უნდა ვისაუბროთ? მე დადუს შესახებ არაფერი ვიცი, სხვა სასაუბრო თემა არ მგონია გვქონდეს მე და თქვენ.
-ასე ნუ საუბრობ!
ისედაც მკაცრი იყო მირიანი და იმ წუთას მეტად სუსხიანი გაუხდა ხმა.
-აბა როგორ გესაუბროთ? როგორც ტყვე? იქნებ ვიჭორაოთ და თქვენი ტყვეებბიდან მერამდენე ვარ ნომრით ისიც მითხრათ, ან რამდენი კაცი შემოგაკვდათ ასეთი ქმედებით..
-აჯობებს დადუზე ვისაუბროთ.
ასეთი საუბრითვის კი არა, გამოხედვისთვისაც კი დაუსჯია ხალხი და ნანოს გამო ცხოვრებაში პირველად სცადა ბრაზი მოეთოკა, მაგრამ შეცდა თვითონ ასე მიაჩნდა, რომ მეტად გაუთამამდა ეს გოგონა.
-არა. მე იძულებით ბატონებს არ ვემონები!
-საკმარისა!
სახესთან მიტანილი საჩვენებელი თითიგაუშეშდა გოგონას, თან ყვირილზე შეტა კიდეც.
-რადგან თვლი, რომ ტყვე ხარ, დაე ასე იყოს!
მკაცრი ხმით დაიზანზარა სახლმაც, გოგონას მკლავში ხელი წაავლო და დერეფანში გაიყვანა.
-თემო!
-გისმენთ.
-ეს ქალბატონი, სარდაფში ჩაიყვანე!
-რატომ?..
-ტყვეებს როგორ ვექცევი უნდა გაიგოს!
-რას ამბობთ, იქ ხომ..
-ბრძანება შეასრულე დროზე!
ისეთი მკაცრი იყო სოხაძე, წინააღმდეგობას ვინ გაუწევდა სახით შეხედა გოგონას, თითქოს ბოდიშს უხდიდა.
-მართლა სარდაფში მიგყავართ?..
სასოწარკვეთილმა ამოილუღლუღა.
-დროზე და საშამ მიხედოს!
-კარგი.
კიბებზე ჩასვლილსას ნესტისა და ობის სუნი, სახეში შეასკდა გოგონას, სარდაფის პირველი კარი, რკინის იყო, ვიწრო დერეფანის შემდეგ პატარა მისაღების მსგავს ოთახში არმოჩდნენ სადაც, მხოლოდ სკამი იდგა და სკოლის მოსწავლის პატარა მაგიდა. ირგვლივ ოთხი კარი იყო ოთხივე მასიური ხის.. გოგონამ გაბრძოლება სცადა, მაგრამ სუსტად მყოფი ვერაფერს გახდა და სიმწრისგან ცრემლები წამოსცვივდა.
-მართლა აქ უნდა დამტოვო..
-მაპატიე, მე სხვა არჩევანი არ მაქვს. ამას პირველად ვაკეთებ.
თავდახრილი ესაუბრებოდა გოგონას და ოთახში შეყვანას, ისე ცდილობდა, რომ არ სტკენოდა ნანოს..
-თემო, რა ჭორაობა გამართე ამ კა...სთან!
თვალები უელავდა საშას, თან ქალის სხეულს ათვალიერებდა.
-გამოვდივარ. შენ კი ზედმეტი არ მოგივიდეს!
-უფ რა გემრიელია.
-ეჰ თემო, თემო აქ რა ამბები გვიქნია, რომ იცოდე..
-აქ არ დამტოვოთ მეშინია.. გთხოვთ უთხარით იმ მონ... იმ კაცს ამომიყვანეთ!
დახურულ კარებში ისმოდა მისი ხმა.
-რა უნდა ვუთხრათ გოგონი, აწი იწყება გართობა, ხომ გითხარი მთავარი გმირი იქნები შენთქო.
-გთხოვთ..
სიცილით გავიდა დერეფანში, გააცილა თემო.
-მირიანი გელოდება კაბინეტში.
შემდეგ უკან მობრუნდა და მოეწყო მაგიდასთან, ფიქრებში კი ისევს ის სურვილები ბატონობდა, რაც რამდენიმე წამის წინ და გოგონას თხოვნა თითქოს საერთოდ არ ესმოდა..
დამძიმებული სხეულით შევიდა სახლში თემო და მირიანის კაბინეტისკენ დაიძრა.
შესვლისთანავე ცივი ხმით უთხრა:
-გავდივართ!
-გასაგებია.
თემო მაშინვე გავიდა სახლიდან და ავტოსაგომიდან მანქანა გამოიყვანა, მოთმინებით ელოდა თავის უფროსს და მაინც გული სწყდებოდა იმაზე, რომ
იმ საშინელ მიწურში დატოვა გოგონა, ჯერ კიდევ სუსტად მყოფი..
ფიქრები მანქანაში მოთავსებულმა სოხაძემ გაუფანდა და მანქანა მაშინვე დაძრა, რადგან ეზოდან გასულიყო.
-სად მივდივართ ბატონო მირიან?
-დიდ დიღომში, სასაფლაოზე!..

დაჩაზე მისული ზურა, ჯერ მირიანს ეძებდა და შემდეგ შეპარვით ნანოს ამბავი იკითხა. პასუხის გაგებისთანავე სარდაფში აღმოჩნდა, სადაც საშას ერთი ბოთლი ლუდი და რამდენიმე ჭიქა არაყი ჰქონდა მირთმეული..
-საშა, რას აკეთებ! მირიანმა იცის?
-მე დღეს ვისვენებ და ვერთობი, დიახ იცის, მისი ბრძანებით ვარ აქ.
-არ მჯერა, რომ მთვრალი საშა, რამეში სჭირდებოდეს ბატონს.
-ახლა იმ ქალბატინთან გავერთობი და სიმთვრალეც გაქრება.
საშინელი სიცილით წამოდგა, შარვლის სათავე შეისწორა და უკვე კმაყოფილი სახით მიემართებოდა კარისკენ..
ტუსაშვილს ყველაფერი ესმოდა და ნატრობდა, რომ ზურას წინააღმდეგოვა გაეწია.
-საშა, პრობლემებს იქმნი ძალით!
-ვინ გეკითხება! ვიცით მე და მირიანმა, როგორ მოვიქცეთ და ეს პირველი არ იქნება, არც ბოლო!
სასმელ მოკიდებულს, სახე უფრო მეტად გაწითლებოდა და წინ გადამდგარ ზურას დაკვირვებით შეხედა:
- გინდა შენც გაუსინჯო გემო?
-ნუ ბოდავ! წადი, გამოიძინე და აქ მე ვიქნები!
-ნამდვილად, შენთვის გინდა და არაფერი გამოვა...
-მორჩი საშა, არ გირჩევ ზედმეტი მოგივიდეს და მირიანს ნუ გააბრაზებ, აიღე მისგან ნებართვა და მერე კი ბატონო!
-კარგი, მირიანს ვკითხავ და მერე ხომ ვეღარ გამი***ებ!
გასასვლელისკენ დაიძრა და წავიდა კიდეც. ზურამ, ნანოსთან შესვლა გადაწყვიტა, უნდოდა დალაპარაკებოდა და კარის საკეტის ხმაზე, გოგონას კვნესა აღმოხდა:
-ღმერთო...
-ნანო, მე ვარ ზურა..
ხმა გაუწყდა და სხეულში უსიამოვნო სუნივით მოედო კანკალი.
-ნუ გეშინია, არაფერს დაგიშავებ, ცოტა ხნით აქ ვიქნები.
-მე, არაფერი ვიცი და რას მერჩის?
-ვიცი, მაგრამ ახლა, დამშვიდდი კარგი?
-მეშნია..
უცებ, ძლიერი დარტყმის ხმა მოესმა ნანოს და მის წინ ზურა უსულოდ დაეცა, საშინელი სიცილით მის წინ კი საშა იდგა.
-ხომ ვთქვი თავისთვის უნდოდი?
ფეხებში ჩაავლო ხელები და კუთხისკენ მიათრია, ნანომ გაქცევა სცადა, მაგრამ თმაში წავლებულმა ხელმა შეაჩერა;
-სად გარბიხარ პატარა ძუ*ნა?
-გამიშვი..
-ჩვენ კარგად უნდა გავერთოთ!
-მიშველეთ!..

დიდი დიღმის სასაფალაოს ტერიტორიაზე, შავ ლოდებსა და სიჩუმე გაბატონებულ ბილიკებს შორის, მძიმე ნაბიჯებით მოსიარულე სილუეტმა ყვავილების დიდი შეკვრა მიწაზე დადო. ყოველგვარი გაფორმების გარეშე, მხოლოდ მცენარეების დიდი წრე იყო შექმნილი და ლამაზად იწონებდნენ თავს, თითქოს შავი სურათიდან მომღიმარი გოგონას მიმართ იჩენდნენ ინტერსს..
-მოვედი ლიკა.
-....
-ისევ დუმხარ!
-.....
რამდენიმე წუთით გაჩერდა, ფიქრებს მისცა უფლება, გონებას დაპატრონებოდა და წარსულისკენაც გაიტყუეს. იქ სადაც ჯერ კიდევ ფერადი იყო დღეები, სადაც ლიკა ზრუნავდა მასზე და ორივე ერთმანეთის სიყვარულით საზრდოობდა..
-მენატრები!
წარმოსთქვა და მუხლში ნახევრად მოხრილი გასწორდა. უკან გამობრუნებულს მანქანასთან ელოდა დაცვის ერთი წევრი.
-აგარაკზე თემო!
-გასაგებია.

აგარაკის ეზოში, ყრუდ ისმოდა ნანოს ყვირილი და მამაკაცის უხეში საუბარი, მხოლოდ მახვილი სმენის მქონე გაიგებდა ხმებს, რადგან ძალიან ღრმად იყო მიწური..
-არა! გთხოვ, გამიშვი..
-გაჩუმდი შენი**
მარცხენა ხელის ზურგი, სახეში გაარტყა გოგონას და ისიც მოწყვეტით დაეცა მიწაზე, მის სხეულს ჯერ კიდევ არ ჰქონდა ძალები აღდგენილი, ამდენი წინააღმდეგობის ძალა არ ჰქონდა, ან რას გახდებოდა, მთასავით დიდი მამაკაცის წინაშე. მეტად გახელებულ კაცი, ზემოდან მოექცა ზედა შემოახია და ხელები გაუკავა, ისე ცდილობდა კოცნას, რადგან ვერ მოახერა, ერთი ხელით გაუკავა თხელი მტევნები და ყბებში ძლიერად ჩაავლო თითები.
-ნახავ როგორ გავერთობით პატარა ძუ*ა.
უხეშად დააკრო ტუჩები და გოგონას, მოგუდულმა ხმამაც არ დააყოვნა, უგონოდ მყოფმა ზურამ ყვირილი ბუნდოვნად გაიგო, მაგრამ ნანახმა უფრო გამოაფხიზლა და ფეხზე წამოდგომა სცადა, თუმცა წონასწორობა დაერღვა:
-საშა, გეყოფა!
უპასუხოდ დატოვებული სიტყვების გამო, ძალა მოიკრიბა და კედლის დახმარებით ადგა, თუმცა დარტყმისგან თავის ტკივილი ისე უბინდავდა მზერას, რომ კედელს ვერ მოშორდა...
ეზოში შემოსული მანქანის ფარები ჩაქრა და ორი მაღალი სილუეტი ერთდროულად გადმოვიდნენ. სახლისკენ მიმავალ მირიანს, ქალის ყვირილი მოესმა შორიდან.
-თემო, სარდაფში!
ისე დაიძრა სახლის უკან კიბისკენ, რომ თემო მის ნაბიჯებს ჩაორჩა, სარდაფის მისაღებში ჩასულ, მირიან სოხაძეს ღია კარში ნანახმა მთელი დღის ნაგროვები ბრაზი მეტად გაუმძაფრდა და გადმოხეთქა..
კედელზე მიყრდნობილი ზურა, წონასწორობას ძლივს ინარჩუნებდა, მაგრამ ისე ჩანდა თითქოს ელოდებოდა „რიგს“, როცა მირიანმა იყვირა:
-რას აკეთებთ!
ჯერ ზურას დაარტყა, შემდეგ საშას მხრებს ისე ჩაავლო და ისე მსუბუქად გადააგდო, დიდი, ზორბა კაცი, რომ სიმძიმეს არ შეუწუხებია.
დამფრთხალი ნანო, კი სიმწრით წამოჯდა და შემოხეული ტანსაცმლის გამო, მოშიშვლებული მკერდი, მოხრილი მუხლებით დაფარა და აცახცახებული უყურებდა მამაკაცს, რომელიც იმ წუთას მხსნელი იყო. მასთან თემომ ჩაიმუხლა და მისი პიჯაკი მიაფარა, რას არ იზამდა ახლა ამ გოგოს, რომ ასეთს არ ხედავდეს..
საშაზე შემდგარ მირიანს, თავისმართლება ნარევი ტონი მოესმა:
-შეფ... რომ გაგაბრაზათ, ამიტომ დასჯა მინდოდა..
-ასე! ჩემს წესებში არ წერია ეს!
რამდენჯერმე მუშტი მოუქნია, მიწაზე დაგდებულს. წამოდგა ნანოსკენ შებრუნდა და მთელს სხეულში გამეფებული სუსუხი, ტკივილში გადაეზარდა, დახმარების სურვილში.
-თემო, აქ იყონ!
-კარგი.
-ბიჭებს დაურეკე მოვიდნენ!
ნანოს მუხლებქვეშ ამოუდო მარჯვენა მკლავი, მარცხენათი პიჯაკი შეუსწორა და ხელში აყვანილი სხეულით დაიძრა...
-ირა! სად არის!
სახლში შესულმა დაიყვირა.
-ბატონო მირიან, ირა, ხვალ მოვა.
ქერა თმითა და მოკლე უნიფორმით გამოწყობილმა გოგონამ, მთელი გრძნობითა და ყურადღებით განუმარტა.
-ყინული, სპირტი და ბამაბა მინდა!
-ახლავე.
სამზარეულოში შევიდა ნაჩქარევი მოძრაობით.
-ოხ საშა!
" ამან სახლი როგორ უნდა დაალაგოს!"
გონებაში გაიფიქრა და უფრო გაბრაზდა კაცზე, რომელიც მისი ერთული ეგონა, მის უკითხავად არაფერს აკეთებდა და ეს როგორ იკადრა..
- კიდევ ერთი ღალატი!
ჩაილაპარაკა და ნანოს ოთახში შევიდა. პირდაპირ აბაზანისკენ დაიძრა, ჯაკუზში წყალი მას შემდეგ მოუშვა, როცა ნანო ჩასვა. პიჯაკი მოაშორა და შერჩენილ ტანსაცმელს, ხელი არ ახლო ისე მიუშვირა დუში, თან დაელოდა წყლის გათბობას, რომლის შეგრძნებამაც გოგონას, აფორიაქებული სხეული აუწითლა და მაშინვე დატოვა ოთახი:
-შეგიძლია გაიხადო!
გასვლისას უთხრა, გოგონებს თავად წაართვა ნივთები, მაგიდაზე დაუწყო და ოთახიდან გამოვიდა. ნანომ თავი მოიწესრიგა, ახალი სამოსი ჩაიცვა და საწოლში ჩაწვა.
-ნეტავ ვიცოდე, რისთვის მსჯი..
ჩაწოლისას ამოილაპარაკა და მოწოლილ ცრემლებს, თავისულად დინების საშუალება მისცა.

სარდაფში ჩასულ მირიანს, ზურამ ახსნა დაუწყო, რომ ის არაფერ შუაში იყო:
-ბატონო მირიან, მე არც მიფიქრია მსგავსი რამ..
-გაჩუმდი!
მუშტი გამეტებით მოუქნია და ბიჭებს ანიშნა გაეყვანათ.
-შენც, საშა!..
სიმწრით გაუღიმა მამაკაცმა, ცემისგან სისხლიან საშას, რომელმაც მიღებული ტკივილის გამო, მხოლოდ ამოიზმუვლა და მავედრებელი მზერით შეხედა.
-შენც მიღალატე!... საშა.
-მაპატიე შეეფ.
-გაიყვანეთ!..

სოხაძის „გასასწორებელი კოლონიის“ ოთახშიც, ორივეს დაუზოგავად სცემდნენ, ეს ის შემთხვევა იყო, როცა მირიან სოხაძე მოღალატედ მიიჩნევდა ვინმეს, მასთან დაუდობელი ხდებოდა!
ისე მიყარეს მანქანიდან ორივე, რომ მხოლოდ ალალ ბედზე თუ იპოვიდა ვინმე.
იქიდან წამოსული მირიან სოხაძე მანქანიდან გადასვლას არ ჩქარობდა, ხოლო მისი დაცვის ბიჭები სახლში განაწილდნენ. თემოზე დაკვირვებას აგრძელებდა და ამას ბიჭიც ხვდებოდა..
-თემო!
რამდენიმე წუთიანი დუმილის შემდეგ მიმართა:
-გისმენთ.
-ნანობ?
რაც იცნობდა ამ კაცს პირველად მოესმა კითხვის ფორმით დასმული სიტყვა და ისიც მოკლე. სიმწრით გაეღმია ახალგაზრდას და მხოლოდ სარკიდან გამოხედა არ მობრუნებულა, ისე უპასუხა:
-მე, მხოლოდ გოგოს სარდაფში ჩაყვანას ვნანობ!
რისხვის მოლოდინის შიშის მიუხედავად, პირდაპირ და მტკიცედ უპასუხა თემომ.


პ.ს. ბოდიში დაგვიანებისთვის, მეგონა ავტვირთე და შემოწმება იგვიანებდა, თურმე გაგზავნა არ დაფიქსირდა.
გელოდებით თქვენი შეფასებებით, ჩემი და ჩემი მუზის სტიმული ხართ თქვენ.



№1 სტუმარი Sofo

1 .ar meyo es tavi 2 .agar daagviano????.3 .saocrad cer. ????????????

 


№2 სტუმარი maco maco

ესეთ სასტიკსაც არ ველოდი სოხაძეს ზედმეტია უდანაშაულო ნანოს მიმართ, ზურა შემეცოდა არ იმსახურებდა, თორნიკე და ანასტასიას ჩუმი გრძნობებით ყოველთვის ვიხიბლები... ისე დიდხნიანი პაუზის გამო არ მეყო

 


№3  offline აქტიური მკითხველი ablabudaa

ამ შემთხვევაში ზურა შემეცოდა ნანოს დახმარება უნდოდა და საშას ბედი გაიზოარა, ძალიან სასტიკია მირიანი, იმედია მალე გაირკვევა სიმართლე და ყველაფერიდ ალაგდება, მოუთმენლად ველოდები გაგრძელებას ❤️❤️❤️

 


№4  offline წევრი Тамуна тамуна

ასე გვიან რატომ ტვირთავთ თავებს?მინდა ისტორიის წაკითხვა ,მაინტერესებს მაგრამ ისე უპადუხისმგებლიდ იქცევით სურვილი მეკარგება,როგორია ისტორიას რო კვირეები ელი
ოდები,უპასუხისმგებლიბაა

 


№5  offline წევრი OKI ME

მეც არ გამიკვირდა სად არის ამდენ ხანს-მეთქი? :დდდდ

ჰოო, ისტორია უფრო და უფრო საინტერესო ხდება. ამ შენთხვევაში, ზურა ძალიან შემეცოდა. მირიანი, იმედია გაიგებს, რა მოხდა სინამდვილეში. გაჭედილია ეს მირიანი რა. სიმართლე არ იცის. აი, იმ თავს როგორ ველოდები მირიანი, რომ სინართლეს გაიგებს. რა რეაქცია ექნება. :დდ ვაჰ, სულსწრაფი ვარ რა ვქნა. მირიანი და ნანო საინტერესო წყილი ჩანს. მირიანს როგორც ვხვდები ნანოს მიმართ გრძნობები აქვს რომელსაც საკუთარ თავსაც არ უმხელს.

ნუ თორნიკე და ანა საოცარი წყვილი არის, თომა და ნიცაც. ნიკა არ გამომიტოვო რა :დდდ დააყენის საშველი და უთხრას თავის გრძნობებზე :დდ

ჰო, აი თომას და ანდრიას ამბავი როგორ იქნება, ეს ძალიან მაინტერესებს.

ერთი შეხედვით საკმაოდ დიდი თავი იყო, თუმცა არ მეყო. ❤️ იმედია შემდეგ თავს მალე დადებ, თორემ რა მოითმენს. პრინციპში უკვე ვეღარ ვითმენ :დდ ❤️❤️❤️❤️

 


№6 სტუმარი სტუმარი დადუ

შემდეგი თავი როდის დაიდება?

 


№7  offline წევრი lile-eli

Sofo
1 .ar meyo es tavi 2 .agar daagviano????.3 .saocrad cer. ????????????

დიდი მადლობა. ვცდილობ და მადლობა მოთმინებუსთვის.

maco maco
ესეთ სასტიკსაც არ ველოდი სოხაძეს ზედმეტია უდანაშაულო ნანოს მიმართ, ზურა შემეცოდა არ იმსახურებდა, თორნიკე და ანასტასიას ჩუმი გრძნობებით ყოველთვის ვიხიბლები... ისე დიდხნიანი პაუზის გამო არ მეყო

დიდი მადლობა ასე ვრცელი შეფასევისთვის❤
სოხაძე სასტიკია ნამდვილად, მიხარია თუ ასე გაიგეთ მისი ხასიათი (ე.ი. სწორად გადმოვეცი), მაგრამ მასაც მოუვლიან ????.
ზურა კი უდანაშაულოა ამ შემთხვევაში, ვნახოთ რა იქნება.
ანასტასია და თორნიკე იქნება ხოლმე მცირედით, მაგრამ დიდი გრძნობით.
ვიცი გალოდინებთ, მეც და საიტიც. იმედია ძიალიან არ მიბრაზდებით. ვცდილობ დროულად იყოს, ამაში თქვენი ინტერესი და მსჯელობა ძალიან მეხმარება.

ablabudaa
ამ შემთხვევაში ზურა შემეცოდა ნანოს დახმარება უნდოდა და საშას ბედი გაიზოარა, ძალიან სასტიკია მირიანი, იმედია მალე გაირკვევა სიმართლე და ყველაფერიდ ალაგდება, მოუთმენლად ველოდები გაგრძელებას ❤️❤️❤️


მადლობა, რომ მიზიარებთ თქვენს აზრს.
ზურას კიდევ ელის სიურპრიზი, მაგრამ ცოტა კეთილი ადამიანისგან, დალაგებისთვის რათქმაუნდა????

Тамуна тамуна
ასე გვიან რატომ ტვირთავთ თავებს?მინდა ისტორიის წაკითხვა ,მაინტერესებს მაგრამ ისე უპადუხისმგებლიდ იქცევით სურვილი მეკარგება,როგორია ისტორიას რო კვირეები ელი
ოდები,უპასუხისმგებლიბაა


დიდი ბოდიში, რომ ლოდინი გიწევთ. ჩემგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო ხდება, ამას დამატებული ისც, რომ ამ თავის გამოქვეყნებას 2 დღე ველოდე მეც თქვენთან ერთად, წინა თავს კიდე ურო მეტი დრო დასჭირდა..
ჩემთვის წერა არის სიამოვნება, დროებით დაძაბულ რეჟიმსა და რუტინას გავერიდო, მახარებს ის ფაქტიც, რომ სხვასაც აინტერესებს ეს. დამერწმუნეთ ყველაზე მეტად მსურს ჩემთან ერთად ისიამოვნოთ თქვენც.
ახლა გავაგზავნე შემდეგი თავი და თქვენთვისაც მსურს პასუხის დაწერა, რადგან დროს მითმობთ და ინტერესდებით ჩემი ისტორიით. გულით ვცდილობ, როგორც კი დროს გამოვნახავ ვტვირთავ.
დიდი მადლობა და ბოდიში, მაგრამ ვფიქრობ უპასუხისმგებლობა ის იქნებოდა საერთოდ რომ აღარ გამეგრძელებინა (დამესრულებინა), ჩემი მდგომარეობა არ მაძლევდა ამის საშუალებას, მაგრამ მიყვარს ის ადამიანები ვინც ამ ისტორიას ელოდა და იმედია გამომივა.

Megioki
მეც არ გამიკვირდა სად არის ამდენ ხანს-მეთქი? :დდდდ

ჰოო, ისტორია უფრო და უფრო საინტერესო ხდება. ამ შენთხვევაში, ზურა ძალიან შემეცოდა. მირიანი, იმედია გაიგებს, რა მოხდა სინამდვილეში. გაჭედილია ეს მირიანი რა. სიმართლე არ იცის. აი, იმ თავს როგორ ველოდები მირიანი, რომ სინართლეს გაიგებს. რა რეაქცია ექნება. :დდ ვაჰ, სულსწრაფი ვარ რა ვქნა. მირიანი და ნანო საინტერესო წყილი ჩანს. მირიანს როგორც ვხვდები ნანოს მიმართ გრძნობები აქვს რომელსაც საკუთარ თავსაც არ უმხელს.

ნუ თორნიკე და ანა საოცარი წყვილი არის, თომა და ნიცაც. ნიკა არ გამომიტოვო რა :დდდ დააყენის საშველი და უთხრას თავის გრძნობებზე :დდ

ჰო, აი თომას და ანდრიას ამბავი როგორ იქნება, ეს ძალიან მაინტერესებს.

ერთი შეხედვით საკმაოდ დიდი თავი იყო, თუმცა არ მეყო. ❤️ იმედია შემდეგ თავს მალე დადებ, თორემ რა მოითმენს. პრინციპში უკვე ვეღარ ვითმენ :დდ ❤️❤️❤️❤️

როგორ მიყვარს ასეთი გემრიელი და საინტეროს შეფასება❤.
ყველა იქნება მათი თვისებების შესაბამისი ქცევებით. ვცდილობ არ გალოდინოთ, მაგრამ მხოლოდ ჩემზე არ არის დამოკიდებული, მე უფლება რომ მომცე მხოლოდ ამას გავაკეთებდი მთელი დღე, მეორე დღეს გადავხედავდი და თქვენც გაგახარებდით❤ ახლა გადახედვასაც ვერ ვახერხებ.
დიდი დიდი მადლობა ❤❤❤

სტუმარი დადუ
შემდეგი თავი როდის დაიდება?

ახლა გავაგზავნე და იმედია ხვალ❤
დიდი მადლობა.

 


№8 სტუმარი სტუმარი Lile-eli

Daldoni Daldoni
უჰააა
ძალიან მაგარია, ახალ ფაზაში შევიდა ისტორია ამჯერად უმწეო გოგონას გადასარჩენად იბრძვის სამეგობრო, ინტერესით ველოდები ანდრეას და თომას ურთიერთობა როგორ გაგრძელდება.

უერთულესი მკითხველი და უგემრიელესი შეფასებით. ❤
საინტეროსოდ აფასებ ისტორიის მიმდინარეობას და იქნება ყველა მათ შორის ანდრია და თომა.

 


№9 სტუმარი სტუმარი ნესტანი

ძალიან მაგარია მომეწონა საინტერესო წასაკითხია რა საშინლად მოექცნენ ამ საცოდავ გოგოს

 


№10 სტუმარი სტუმარი Lile-eli

სტუმარი ნესტანი
ძალიან მაგარია მომეწონა საინტერესო წასაკითხია რა საშინლად მოექცნენ ამ საცოდავ გოგოს

მახარებთ თქვენი მოსაზრების გაზიარება. დიდი მადლობა❤
ნამდვილად საშინლად მოექცნენ და მიხარია ემოციები თუ სწორად მოვიტანე.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent