ნაიარევი, რომელიც თან გდევს (1)
ცხოვრება სავსეა, მოულოდნელი მომენტებით. ყველა მომენტი მოულოდნელია.სასტიკია და იუმორის გრძნობასაც არ უჩივის. ცხოვრება, რომ ადამიანი ყოფილიყო დაახლოებით ასეთი იქნებოდა: ფიზიკურად ისეთი, როგორც ადამიანები შეხედავდნენ, ხან ლამაზი, ხან არა. მაგრამ მე, თუ მკითხავთ მაინც მშვენიერი იქნებოდა. მისი სული ბინძური იქნებოდა, იუმორის გრძნობით აღსავსე იქნებოდა. საინტერესო და დაუსრულებელი. მოკლედ იდეალური მეგობარი იქნებოდა, სიამოვნებით ვიმეგობრებდი ცხოვრებასთან. მე და ცხოვრება სულ ვჩხუბობთ, იშვიათად ვრიგდებით, ისიც ცოტა ხნით. ერთმანეთს ვავსებთ. მართალია ზოგჯერ ძალიან მაბრაზებს, ტკივილისგან მაყვირებს, მაგრამ მე მაინც მიყვარს, რადგან ქვეყნად მის გარდა არავინ მყავს. ალბათ ისეთი მარტო ვარ, ცხოვრებასაც კი ვეცოდები, ამიტომ მითმობს ხოლმე ჩხუბსაც. რაც არ უნდა იყოს, ცხოვრება ჩემი საუკეთესო მეგობარია, რომელიც მაძლებინებს ყველაფერს. ჩემი მშობლები ერთმანეთს ჯერ კიდევ მაშინ გაშორდნენ, სანამ დავიბადებოდი. მამა არ მინახავს, წარმოდგენა არ მაქვს, როგორია. ხომ გაგიგიათ, გოგონებს ყველაზე მეტად მამები უყვართო, თუმცა ცხოვრებამ დამაშორა მასთან. მამაზე, ხშირად ვფიქრობ. აი, ჩემს დეიდაშვილს , რომ ეხუტება მამა, ან სათამაშოს ყიდულობს, მაშინ ყველაზე მძაფრად ვგრძნობ მამის დანაკლისს. ნეტავ, მამა თუ ფიქრობს ჩემზე ? ვიზრდებოდი დედასთან ერთად, თუმცა არც დედა მომფერებია არასდროს. არასდროს გადაუსვამს თავზე ხელი, არასდროს წავუყვანივარ ბაღში, არასდროს უკოცნია, არასდროს წაუკითხავს ზღაპარი ჩემთვის. ფაქტობრივად ჩემით გავიზარდე. დედას საყვარელი ჰყავდა. გია ერქვა, გია არ იყო ცუდი კაცი. ხშირად მოდიოდა ჩვენთან. მეფერებოდა კიდეც, მე იმდენად გადაჩვეული ვიყავი, ვინმესგან თბილად მოპყრობას, გიას ეს ქცევა მეუცნაურებოდა. ხშირად მოჰქონდა ჩემთვის შოკოლადები, ბრჭყვიალა კაბებსაც მყიდულობდა და ზღაპრებსაც კი, მიკითხავდა ხოლმე. დედაჩემი კი, ზედაც არ მიყურებდა. გია, ერთადერთი ნათელი წერტილია, მთელს ჩემს ბავშვობაში. ალბათ ღმერთმა ანგელოზი გამომიგზავნა გიას სახით. ნელ-ნელა გია ჩემთვის მამად იქცა. დედაჩემს სულ შენიშვნას აძლევდა , რომ მეჩხუბებოდა. მახსოვს, 5 წლის ვიყავი. ოთახში გიას მოტანილი თოჯინით ვთამაშობდი. უცებ მომწყურდა, თოჯინა საწოლზე დავსვი, მე კი სამზარეულოსკენ გავიქეცი. გია და დედაჩემი ლაპარაკობდნენ, გია ყვიროდა, პირველად გავიგე გიას ყვირილი. ცოტა უცნაური შეგრძნება დამეუფლა. დედაჩემი ეუბნებოდა, რომ აღარ უნდოდა ჩემი დანახვა, აღარ უნდოდა ჩემი გაზრდა, რომ ვეზიზღებოდი და უნდა გავეშვილებინე. ამ სიტყვების გაგონებისას გული გამიტყდა, დავპატარავდი და თვალები ცრემლებით ამევსო. გია, უყვიროდა, შენს შვილზე ამას, როგორ ამბობო. თავიდან ამოიგდე ეგ აზრიო, დედაჩემი კი უყვიროდა. არაფერში მჭირდება მისნაირი შვილიო. გია სულ გადაჭარხლებული იყო, დედაჩემი ეწეოდა აუღელვებლად. მე კი, გულ გატეხილი, შინაგანად დამსხვრეული და დაპატარავებული, ფეხაკრეფით ოთახისკენ გავემართე. მათ ვერ შემნიშნეს. ოთახში შევედი, შუქი ჩავაქრე, საწოლი გადავშალე და დავიძინე. მეგონა, რომ გავიღვიძებდი ყველაფერი მორცებოდა. ცხოვრებაში პირველად ვიგრძენი თავი, უსარგებლოდ. როგორ შეუძლია ასე მომექცეს მე ხომ მისი შვილი ვარ, დედებს კი უყვართ საკუთარი შვილები. ასე რატომ ვძულვალ, რა დავუშავე. ამ ფიქრებში ჩმეძინა. როცა გათენდა დედაჩემი შემოვარდა. სიგარეტის საშინელი სუნი ასდიოდა, მეც გამომეღვიძა მის ხმაურზე: - ნია, ადექი მივდივართ. - სად დე ? - ნუ მეძახი დეს, რამდენჯერ გითხრა ?! ადექი, სხვაგან მივდივართ ? - უნდა მიმატოვო ? ეს ვთქვი და ტირილი დავიწყე, არ მინდოდა დედას გარეშე ყოფნა. მერე რა, რომ არ მომფერებია არასდროს, ჩემთვის ისიც საკმარისი იქნებოდა მის სახეს, რომ შევხედავდი. ვტიროდი გაუჩერებლად, დედა კი გაშტერებული მიყურებდა. ვფიცავ, ამდენი ხანი ჩემთვის არასდროს შემოუხედავს. - ადექი ნია. მეც ავდექი, ტირილით ჩავიცვი, თმაც ჩემით შევიკარი და გავყევი დედას. დედას, პატარა ჩემოდანი და გიას ნაყიდი თოჯინა მოჰქონდა, მალე მივედით ბავშვთა სახლში. დედამ დამტოვა, დამიტოვა ჩემი ნივთები და წავიდა. მას მერე დედა აღარასდროს მინახავს, აღარასდროს გამიგია მისი ხმა. ყოველთვის ველოდი, ფანჯარასთან ვიჯექი და ველოდი, ველოდი უსასრულოდ ... მაგრამ ის არ მოდიოდა. გია მოდიოდა. მოჰქონდა, საჭმელი, სათამაშოები, ტანსაცმელი და ბოდიშს მიხდიდა, რომ ვერ დამიცვა. გიასგან არაფერი მწყინდა, გია კარგი კაცი იყო. მერე ერთმა ოჯახმა მიშვილა. კარგი ხალხი იყვნენ ძალიან. თბილი ბავშვობა მომცემს, დედაც მყავდა და მამაც, ისინი არაფერს იშურებდნენ ჩემთვის. შეძლებულები იყვნენ. ზურა და ნანა. ჩემი ტკბილი მშობლები. შვილი, ავარიაში ჰყავდათ გარდაცვლილი, ახლა მხოლოდ მე ვარსებობდი მათ ცხოვრებაში. ისინი ისეთი სითბოთი მიმზერდნენ, დამტვრეული გული სულ მითბებოდა. ხანდახან დედაზეც ვფიქრობდი, რას აკეთებდა, სად იყო, თუ ვახსოვდი, თუ ჰყავდა სხვა შვილი. ჩემი გამზრდელი დედა, ნანა ყოველთვის მეუბნებოდა, რომ დედაჩემი დამნაშავე არაფერში არ იყო. რომ შეიძლება ჰქონდა რაღაც მიზეზი და ერთ დღესაც მომაკითხავდა. ასე გადიოდა წლები, მათ განათლება მომცეს, საზღვარ გარეთ ვისწავლე, ექიმი გავხდი. დღეს 30 წლის, ქალი ვარ. ახალი ჩამოსული ვარ საქართველოში, აეროპორტში ერთი ბიჭი გავიცანი. ჩემს გვერდით იჯდა და აღმოჩნდა ფრენის ეშინოდა, როცა ავფრინდით ხელი ძლიერად ჩამჭიდა, შემდეგ კი გავიცანით ერთმანეთი. მითხრა, რომ პატარა და ჰყავს, მასაც ჩემსავით ნია ჰქვია. მას, ალექსანდრე ერქვა. ის, ისეთი კარგი ბიჭი იყო, განათლებული, თავაზიანი, ნამდვილი ჯენლტმენი. ძალიან სიმპატიური: მაღალი, ქერა, ჭაობისფერი თვალებით, დიდი ტუჩებით, ულამაზესი ბიჭი იყო. შემდეგ მე და ალექსანდრე დავმეგობრდით, ჩვენი მეგობრობა, თანდათან სიყვარულში გადაიზარდა. დღეს კი, შეყვარებულები ვართ. მან ჩემი მშობლები გაიცნო, დღეს მე უნდა გამეცნო მისი მშობლები. ძალიან ვღელავ. - დედა, შენი აზრით მოვეწონები ? - შენ ვის არ მოეწონები ჩემო ლამაზო. - დედიკო, რა ტკბილი ხარ. ისე მოვეხვიე ლამის დავახრჩვე. საგულდაგულოდ ვემზადებოდი.დედას ნაჩუქარი ცისფერი კაბა ჩავიცვი. თმა ავიწიე, ცისფერი თვალები ასე უკეთ გამომიჩნდებოდა. ტუჩები წითლად შევიღებე, საკმაოდ კარგად გამოვიყურებოდი. ცოტახანში ალექსანდრეც გამომივლის და წავალთ. დედა მარიგებს, როგორ ყოველთვის: - ნია, არ იდარდო ყველას მოეწონები. და გახსოვდეს რომ ალექსანდრეს ძალიან უყვარხარ. - კარგი, დეე. აი, მესიჯიც მომივიდა, ალექსანდრე მოვიდა. გავაიქეცი გარეთ. - დე, მაა, დროებით. - ჭკუიით. მომაძახა მამამ. მე მივედი, მანქანის კარი გავაღე ალექსანდრესგან კომპლიმენტიც კი, მივიღე. ალექსანდრე ძალიან თბილია, გამუდმებით მანებივრებს კომპლიმენტებით, საჩუქრებით. ძალიან საყვარელია. როგორც იქნა მივედით, ალექსანდრემ ხელი ძალიან ჩამჭიდა. - ალექსს, ვნერვიულობ ძალიან. - კარგი რა, რა განერვიულებს. წამოდი. - კარგი ჰოო. შევედით, დედამისი შემომეგება. თბილი და სასიამოვნო ქალი იყო. ისე თბილად გადამეხვია, თითქოს დიდი ხნის ნაცნობები ვიყავით. მგონი მოვეწონე. შემდეგ მისაღებ ოთახში გადავინაცვლეთ, სუფრა გაეწყოთ. ძალიან მოწესრიგებული სახლი ჰქონდათ. ალექსი გამომხედავდა და ჩაიცინებდა ხოლმე, რომ მიყურებდა ასეთ აღელვებულს. - დე, მამა სადაა ? ალექსანდრემ კითხა, დედამისს ლია ერქვა. - მაღაზიაში წავიდა და მოვა სადაცაა. შვილო, ნია მე შენსავით ლამაზი გოგო მყავს, მასაც ნია ქვია, ჩემმა მეუღლემ დაარქვა, გიჟდება შენს სახელზე, 9 წლისაა, ახლა სახლში არაა, სოფელშია, მაგრამ აუცილებლად გაგაცნობ. - სიამოვნებით გავიცნობ. ვთქვი და ისე ავწითლდი ჭარხალს ვგავდი. - აი, მგონიმამაშენიც მოვიდაა. წამოიყვირა ლიამ. ოთახში შემოვიდა, ალექსანდრეს მამა, ხელში შამპანურები ეჭირა. ღმერთო ჩემო, ახლა შეიძლება მოვკვდე. ცახცახი დავიწყე, გავლურჯი, შემცივდა, თავს საშინლად ვგრძნბოდი, მეტირებოდა, მაგრამ ხმას ვერ ვიღებდი. ღმერთო ეს ხომ გიაა. გია, ჩემი ბავშვობის ნათელი წერტილი. მისი ნაჩუქარი თოჯინა დღემდე მყავს. გიამ აშკარად ვერ მიცნო, მეც ძალა მოვიკრიბე და წამოვდექი. - გამარჯობათ. - გამარჯობა რძალო. შესძახა ბედნიერმა გიამ. - მამა ... დაუბღვირა ალექსმაც. - კარგით, მოდით დავსხდეთ. თქვა ლიამ. დავსხედით, გიას თვალს ვერ ვაშორებდი. უცებ ის საშინელი დღეები და ის ქალი გამახსენდა, ვინც ამის მიზეზი იყო. არა, გიასთვის უნდა მეთქვა ვინც ვიყავი, მაგრამ როგორ, ან როდის ? - იცი, შვილო. ლამაზი თვალები გაქვს, თითქოს აქამდეც მინახავს. კი, გია. გინახავს. ეს თვალები მხოლოდ შენი დანახვისას ბრწყინავდა, მაგრამ როგორ მეთქვა ? - მამა, მეც ამით მომაჯადოვა. გაიცინა ყველამ, მე მუჯლუგუნი გავკარი. - დედა, მარინასთან წამიყვანე, გელა ცუდად ყოფილა. თქვა შეწუხებულმა ლიამ. - კარგი, რა დეედა. რადროს გელაა, ვერ ხედავ ნია აქაა. - ვიცი, შვილო. ნია კიდევ მოვა ჩვენთან, ნია არ მიწყენს ვიცი. - არა, რას ამბობთ. ეს ხელსაყრელი დრო იყო, გელას დავლაპარაკებოდი. როგორც იქნა წავიდნენ. გია მიყურებდა, მე კი ლაპარაკი დავიწყე: - ვერ მიცანით არა ? გიამ გაკვირვებულმა მითხრა. - ვერა, შვილო. უნდა მეცნე ? - იცით ვინ ვარ ? - ვინ ? შეშინებულმა მითხრა. - შორენა გახსოვთ? - შორენა ? ლუკმა გადაცდა, პიჯაკი შეიხნსა. - კი. - ნია, შენა ხარ შვილო ? ამხელა კაცმა ტირილი დაიწყო.მე კი, მისი ცრემლები გულს მხვდებოდა, გია ხომ ჩემი ლამაზი მოგონება იყო. რანაირია ცხოვრება, 7 მილიარდი ადამიანიდან, მაინცდამაინც გიას შვილი შემაყვარა. - კი, მე ვარ. - ნია, რამხელა გაზრდილხარ. დაქალებულხარ, დამშვენებულხარ. მე მოვედი შენთან, მაგრამ მითხრეს წაიყვანესო. ძალიან ვიდარდე შვილო, დამიჯერე. - ვიცი გია, მჯერავს. ძალიან კარგმა ხალხმა მიშვილა, ახლა დედაც მყავს და მამაც. - ბედნიერი ვარ, შენ იმსახურებდი ჩემო გოგონა. - გია, იმ ქალის ამბავი იცი ? - მე მას დიდიხანია მოვცილდი, არ ვიცი მისი არაფერი. - გია, ალექსს ვერაფერს დავუმალავ, უნდა ვუთხრა. - უთხარი, შვილო. მიხარია რომ ალექსს შენ შეხვდი. მერე ალექსანდრეც მოვიდა და სახლში წამიყვანა, იმ დღეს მისთვის არაფერი მითქვამს. ცხოვრება ისევ მებრძვის... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.