შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სასრულეთი (თავი 28) +18


14-12-2020, 21:14
ავტორი Impermeable
ნანახია 2 399

თავი 28

პირველი ბაღები, რომლებიც უტილიტარულ მიზანს არ ემსახურებოდნენ და სასიამოვნო სანახაობას წარმოადგენდნენ, გაჩნდა ძველ აღმოსავლეთში, სადაც ბაღი კლიმატური პირობების გამო დიდ როლს ასრულებდა. ბრწყინვალე ტროპიკული მცენარეების წყალობით ბაღმა ხელოვნების ისეთი უმდიდრესი მასალა მიაწოდა, რომ მან უნებლიეთ დაიმსახურა აღმოსავლეთის ხალხთა სიმპათიები და მათი ცხოვრების განუყრელ ნაწილად იქცა. სემიტური წარმოშობის ბაბილონელები სახლებთან აწყობდნენ მაღალი კლდით შემოღობილ პატარა ბაღებს, სადაც ისინი არამარტო ულამაზეს მცენარეებს და ყვავილებს, არამედ ხელოვნების ნაწარმოებებსაც ათავსებდნენ. სემიტური ტიპის უძველესი ბაღის ყველაზე გრანდიოზული ნიმუშს წარმოადგენდა სემირამიდას "კიდული ბაღები", რომელიც ერთი ერთში გაიმეორა ბაბილოვანის სამეფოს ბედნიერმა ხელმწიფე დაუდ ფაშამ და საჩუქრად თავისი გულის და სულის გასაღების მეჭურჭლეთუხუცეს ნილაი სულთანს უძღვნა. ძღვენით გასხივოსნებული სულთანი კი მთელი ცნობიერი სამყაროდან იხმობდა უიშვიათეს ყვავილებსა და მცენარეებს, ხოლო ახალი ჯიშების მომწოდებლებს უხვად ასაჩუქრებდა თვალ-მარგალიტით. და ასე დაიმკვიდრა სისხლისფერმა ჩინურმა ვარდებმა ბაღის განსაკუთრებული სივრცე, რომელიც წელიწადის ოთხივე დროს ხარობდა და ყოველ დილით საყვარელი ქმრის მიერ დადებული ხვდებოდა აბრეშუმის სისხლისფერ ბალიშზე, თუკი ალიონზე ფაშა დაასწრებდა ადგომას, ხოლო თუ პირიქით მოხდებოდა, მაშინ ნილაი სულთანის ბრძანებით საწოლშივე მიართმევდნენ ფაშას და სულთანს საუზმეს და პატარა ლარნაკით სისხლისფერ ვარდსაც არ დაივიწყებდნენ.

ლეა

ვიგრძენი, როგორ ჩამწყდა გულის სიღრმეში რაღაც, ანჟელას გავუღიმე და საპირფარეშოსკენ ჩქარი ნაბიჯით წავედი. კარის ჩაკეტვა და ცრემლებისთვის გზის დათმობა ერთი იყო.
მაგრამ ეს ის არ იყო, რაც ერთი შეხედვით ჩანდა. განა ერთი წამით მაინც შევიტანე ეჭვი დავუდის გულწრფელ გრნობებში? არა, სრულებითაც არა. შეიძლება საკუთარ გრძნობებში უფრო ვიყო დაურწმუნებელი, ვიდრე დავუდის თვალებში. გული ჩამწყვიტა იმის წარმოდგენამ, რომ დავუდი ისევ სასურველი იყო და მრავალფეროვანი თავგადასავლებითაც იწონებდა თავს. ვიგრძენი, როგორ დამიარა ერთიანად ეჭვიანობის ქარცეცხლმა. აი, ასე მესაკუთრეობის განცდამ მთლიანად მომიცვა და ერთი წუთითაც არ მინდოდა დამეშვა, რომ დავუდის შეეძლო სხვას შეხებოდა, სხვა დამტკბარიყო მისი ამოუცნობი სურნელითა და სხეულის სითბოთი.
სახე ისეთი არეული მქონდა, ზუსტად ვიცოდი ამ მდგომარეობაში თუ შევიდოდი დავუდთან, როგორც გადაშლილ წიგნს მაშინვე გაშიფრავდა ეჭვიანობის სუსხს, ასე ძალუმად რომ დაედოთ ბინა ჩემის გულისა და გონების ყველაზე ღრმა და უხილავ ხვეულებში. ამიტომ გადავწყვიტე ცოტა ხნით ჰაერზე გამოვსულიყავი.
ზამთრის ბაღისთვის შემოდგომას მაინც დაერია თავისი სუსხიანი ხელები. მცენარეების ნაწილი სრულიად გაძარცვულიყო შესამოსელისგან, როგორც პატარძლები საქორწინო კაბისგან განთავისუფლებულები მორცხვად ირხეოდნენ და თრთოდნენ თითოეულ დაქროლებაზე. გასაოცარია, მაგრამ პატარა ხეივანში სისხლისფრად კიაფობდნენ ვარდების კოკრები. გასაოცარი სიზუსტით გასხლული და შეკრეჭილი ბუჩქების მთლიანობა ხეივნების ლაბირინთს ქმნიდა, სადაც დიდი სიამოვნებით ჩავიკარგებოდი უსასრულოდ. შუაგულში კი წყილსგან დაშრეტილი შადრევანი ისეთ შთაბეჭდილებას ქმნიდა, თითქოს მეცხრამეტე საუკუნის მიტოვებული ბაღი დროის მანქანით გადმოესროლათ აწმყოში. თვალს ვერ ვაშორებდი სისხლისფერ კოკრებს, თან ვფიქრობდი, რა დავუშავე ანჟელას, რომ ასე ამითვალწუნა. ზუსტად ვიცი ის სიტყვებიც არა გასაფრთხილებლად, არამედ იმიტომ მითხრა, რომ ჩემთვის ეტკინა. ზუსტად გაარტყა და შიგ გულის სიღრმეში მესროლა ეჭვიანობის მომშხამავი ისარი.
- ჩინური ვარდებია, მოგწონს? - დავუდის თბილმა ხმამ უცებ გაფანტა სუსხი და სიცივე.
- შენ..... აქ საიდან? რატომ ადექი? - ხმისკენ მივბრუნდი და დავუდს გაოცებული შევხედე. ორ ყავარჯენს ეყრდნობოდა და თავადაც ისე ქანაობდა, როგორც იქვე დაკიდებული საქანელა. - არ გაინძრე ახლავე დაგეხმარები. - მივვარდი და მხარში ამოვუდექი. მისი ძლიერი ყავარჯნიანი მკლავი მხარზე შემოვახვევინე და მის მკლავქვეშ მოქცეული გვერდულად ავეკარი, რომ სხეულის სიმძიმე ჩემთვისაც გაენაწილებინა.
- გავრბივარ ხო იცი. - სასაცილოდ დაბრიცა სახე. - რომ შეგაგვიანდა, საწოლში ვეღარ გავჩერდი, შემდეგ ფანჯრიდან დაგინახე და აი მეც აქ ვარ.
- არ უნდა ამდგარიყავი. - წყრომით შევხედე.
- ნწ, ეს შენ არ უნდა დაგეტოვებინე მაცოცხლებელი ჟანგბადის გარეშე.ხო იცი, რომ უშენოდ პაციენტს სუნთქვა მიჭირს.
- მე რა ჟანგბადის აპარატი ვარ? - სულელურად გავიღიმე.
- დიახადაც და მოვითხოვ ამ ჟანგბადის აპარატზე სასწრაფოდ დაერთებას. თქვა თუ არა თავისი ტუჩები თავზე მომაწეპა და ხარბად შეისუნთქა თმების სურნელი. იქვე ჭილისგან დაწნულ სავარძელზე ჩამოვაჯინე ფეხები ჭილისავე მაგიდაზე შემოვაწყობინე და უცებ გავიქეცი პლედების მოსატანად. ცოტა ხანში ერთმანეთზე ჩახუტებულები გავხვეულიყავით პლედებში და ფოთლების შრიალის ხმას გულისფეთქვას ჰარმონიულად ვუთავსებდით.
- იცი, ესეთი ვარდები ნილაისთვის დაუდ ფაშამ ჩინეთიდან ჩამოატანინა და ბაღში დაარგვევინა. ბაღი, ისევე როგორც მათი სიყვარული, ალი რიზამ გაანადგურა. ნილაის დაკარგვიდან მრავალი წლის შემდეგ, მედინაში განმარტოებულმა დაუდ ფაშამ ისევ თავიდან მოიპოვა ამ ყვავილის ნერგები და იქვე ბაღი გააშენა. ეს ბაღი დღემდე ქალაქის მშვენებააა. ეს ნერგებიც 10 წლის წინ ვაჩუქე კობას, სწორედ დაუდიეს ბაღიდან წამოვიღე.
- ძალიან ლამაზია, პატარები და თვალისმომჭრელები. - აღტაცება ვერ დავმალე. - შენ და კობა დიდი ხნის მეგობრები ხართ?
- კი, საქართველოში პირველად რომ ჩამოვედი, მაშინ იკისრა ჩემი გიდობა. მას მერე ჩემი მარჯვენა ხელი და საუკეთესო მეგობარია. ნუ მართალია ცოტა ფული უყვარს, მაგრამ ვის არ უყვარს ფული დღეს.
- და ანჟელა? რატომღაც არ მოვწონვარ. - მხრები უხერხულად ავიჩეჩე.
- გირჩევ მისგან თავი შორს დაიჭირო. არვიცი როგორ დააბრმავა კობა, მაგრამ არასდროს მომწონდა ეგეთი ანგარებიანი ქალები.
- თან ამ ლეოპარდებიან კაბებში ასე მგონია ზოოპარკში დამწყვდეულ ვეფხვს ვუყურებ, რომელიც ერთხელაც გალიის გისოსებს გამოარღვევს და დამგლეჯს. - საკუთარ ნათქვამზე გამეცინა. -დავუდმა გაოცებულმა გამომხედა. აშკარად ვერ ჩაწვდა ჩემს ხუმრობას ან ვერ გაიგო. დამავიწყდა, რომ ქართულად ჯერ კიდევ ვერ იგებდა ყველაფერს.
სანამ ღრუბლები ჟამისფრად არ მოიქუფრა, უფრო ჩუმად ვტკბებოდით ერთმანეთის სხეულის სითბოთი და ზამთრის ბაღის სილამაზით. სახლისკენ რომ ვბრუნდებოდით ისევ იმ დახვავებულ შემოდგომისფერ ფოთლებს გადავწყდი მზერით.
- დავუდ, იცი ახლა რას ვიზამდი შენ რომ შენით დგებოდე?
- რას- ეშმაკურად გამიღიმა.
- აი იმ ფოთლების გროვაში ჯერ ბევრს ვიხტუნებდი და მერე ჩავწვებოდი.
- მერე?
- რა მერე, ასე ფოთლებში ჩაფლული დავაკვირდებოდი შემოდგომისფერ ხეებს და ცას და შენზე ვიფიქრებდი.
- ბავშვი ხარ რა.
- რატომ? - გავიბუსხე.
- აი მე რო ფოთლებში გაწოლილს დაგინახავდი უმოქმედოდ ნამდვილად არ გავჩერდებოდი. ფოთლები და თივა ჩვენი სიყვარულის ახდენის საუკეთესო ბუნებრივი გარემოა.
- სიყვარულის ახდენაში რას გულისხმობ?
- ხომ გითხარი ბავშვი ხართქო. სექსს ვგულისხმობ, უბრალოდ ეს სიტყვა ზედმეტად უბრალოდ და გრძნობებისგან დაცლილად მიმაჩნია შენთან მიმართებაში. შენთან ყოფნა მეტია, ვიდრე სექსი და ორი სხეულის უბრალოდ შეერთება. შენთან ყოფნა შინაგანი სურვილებისა და გრძნობების სააშკარაოზე გამოტანაა, ნეტარება და ალ-ჯანათი.
- ალ ჯანათი რა არის?
- თქვენ რომ სამოთხეს ეძახით ის. თუ სამოთხე მართლა არსებობს, სულერთია ის ალაჰის შექმნილი იქმნება თუ იესოსი, ერთი რამ ზუსტად ვიცი. ჩემი სამოთხე სწორედ იქ იქნება სადაც შენ და შენით ტკბობის საშუალება მექნება. სულ არ მჭირდება შვიდი ქალწული. ჩემთვის შენ ხარ მთელი ჯანათი.
სახეზე ავწითლდი. პირველად ვსაუბრობდით ინტიმურ თემებზე, და ამას ისე ლამაზად ახერხებდა, სულაც არ ვგრძნობდი სირცხვილს ან უხერხულობას, უბრალოდ შიგნიდან მოწოლილი ვნება და გრძნობები ალმურს მიკიდებდა სახეზე.
- იცი, შენში დანთებულ ცეცხლს, შენი თითების წვერებით ვგრძნობ, ლეა. აი შენი მომწვანო-მოთაფლისფერო თვალები კი ცეცხლისფრად გიზგიზებს.
- ეს შენ აანთე ჩემს გულში და თვალებში კოცონი, დავუდ.
- კოცონი რა არის? - კიდევ ერთი მისთვის უცნობი ქართული სიტყვა და ჩემი გაღიმება.
- დიდი ცეცხლი. აი ცის ქვეშ დანთებული დიდი ცეცხლი. შეშებს რომ პირამიდასავით დააწყობენ - Bonfire.
- იცი, ქართულში უკვე B2 ავიღე და მიკვირს ესეთი მარტივი სიტყვა რომ არ ვიცოდი.
- ძალიან მიხარია, რომ ქართულს სწავლობ.
- გასაკვირი არაფერია. მე ქართული სისხლი მაქვს ხო იცი.
მშვიდად დავაწვინე საწოლზე, მეც იქვე მივუწექი და მშვიდად გადავეშვი სიზმრების სამყაროში.

***
ორმა კვირამ სწრაფად გაირბინა. ჩემი დღის წესრიგის დიდ ნაწილს დავუდთან თანაარსებობით ტკბობა, მასზე ზრუნვა თავის მოწესრიგებაში დახმარება შეადგენდა. კატეგორიული უარი განვაცხადე მისთვის მედდის აყვანაზე. რამდენიმე ვიზიტში ავითვისე გადახვევაც, წამლების მიღების განრიგიც. ერთადერთი ნემსს არ მაკეთებინებდა ცოცხალი თავით და იძულებული გავხდით ორალური მედიკამენტით ჩაგვენაცვლებინა. ამ ორი კვირის მანძილზე ჩემი ყველაზე დიდი მტერი, ვისთანაც გამუდმებით მიწევდა ბრძოლა და მოთოკვა ჩემივე თავი იყო. რა ძნელია საყვარელი კაცი გვერდით გეწვას, რომლის სურვილითაც იწვი და მასთან სექსი არ შეგეძლოს? მხოლოდ კოცნით და მოფერებით შემოვიფარგლებოდით. საკუთარი ვნება ისე მწვავდა, ლამის ჩავეფერფლე. საკუთარ თავში ჩავიკეტე და დავკომპლექსდი. თითქოს დავუდი ქალწული იყო, დეფლორაციის შიში რო აქვთ და მე კიდე გამოცდილი მამაკაცი საყვარელი ქალის შეცდენას და სხეულის სიამეთა ტკბობით დარწმუნებას რომ ცდილობს. უკვე თამამად შეეძლო სეირნობა და მხოლოდ ერთ ყავარჯენს იხმარდა, წესით სხვა რამესაც მოახერხებდა, მაგრამ კრინტს არ ძრავდა და აღარ მინდოდა ამ საკითხშიც მე გადამედგა პირველი ნაბიჯი. როცა ღრმად გადაეშვებოდა სიზმრების სამყაროში, თითებით ვცდილობდი მისი შიშველი დაკუნთული გულმკერდის შეცნობას, ტუჩებს ვაწებებდი კუბიკებზე და კოცნით ყელისკენ მივყვებოდი. ზუსტად ვიცი, რამოდენიმეჯერ გამოეღვიძა კიდეც, ამას მისი აჩქარებული გულისცემით და ერეგირებული ასოთი ვგრძნობდი მაგრამ თავს უფლებას ვაძლევდი სიამის ეს წუთები მომეპარა ღამისთვის, ღამისთვის, რომელიც ჩემი დაფარული ვნებების მესაიდუმლე გამხდარიყო. ერთადერთი რაც ამ დროს გულს მალამოდ ედებოდა, ყოველ დილით გაღვიძებისას ტუმბოზე დადებული სისხლისფერი ჩინური ვარდი იყო ზამთრის ბაღიდან.
არც ალესანდრო მჯდარა უქმად ეს დრო. თინას სხვადასხვა დროებითი ანგარიშებიდან ვესაუბრებოდი. ალესანდრო გიჟს ჰგავს და ყველგან მეძებს, არაადეკვატურია, ოჯახის წევრებსაც არ ესაუბრება წესიერად და ყველა მე მადანაშაულებს, რომ „ანგელოზივით ბიჭი ვაცდუნე და დავღუპე“. დედაჩემმა ყველაფერი გაიგო, მკვდრად გამომაცხადა, მოღალატე შვილი არ მჭირდებაო და შავები აცვია. ალესანდროს მუხლებში ჩაუვარდა, რომ დაბრუნდეს თუ მიიღებ ნაღალატევს, მეც ვაღიარებ რომ შვილი მყავსო. ვიცოდი, რომ მსგავსი რეაქცია მოჰყვებოდა ჩემს ნაბიჯს, მაგრამ დედას ქცევა გულს მიკლავდა. ნუთუ ალესანდრო ჩემზე მეტად უყვარს? როგორ შეუძლია ქალს ბავშვზე, რომელიც 9თვე მის მუცელში იჯდა და მისით იღებდა საარსებო წყაროს ჭიპლარის გზით, ბავშვზე, რომელიც ლამის 2 წლამდე იკვებებოდა მისი ძუძუთი, ბავშვზე, რომელზეც რომ გეკითხათ მზე და მთვარე ამოსდიოდა, მკვდრად გამოეცხადებინა მხოლოდ იმიტომ, რომ გულისხმას მიჰყვა? ძალიან იმედგაცრუებული ვიყავი. დავუდიც ამჩნევდა ჩემს ხასიათის ცვლილებას და სითბოს გამოხატვით ცდილობდა ყურადღების გადატანას. მამხნევებდა, რომ ძლიერი ვიყავი. რამოდენიმეჯერ მერიემსაც ვესაუბრეთ სკაიპით. ძალიან გამიხარდა მერიემის ნახვა. საოცარი ნოსტალგია ვიგრძენი, მომნატრებოდა. მერიემმა გამიზიარა თავისი გამოცდილება, თავადაც როგორ შეძლო და გაუმკლავდა ოჯახისგან უარყოფას, როგორ შეძლო და დაიწყო ახალი ცხოვრება. გვიყურებდა და თვალები ცრემლით ევსებოდა, მიხაროდა, რომ თუ ბაღდადში მოგვიწევდა ჩასვლა, მისი სახით იქ ერთგული მეგობარი დამხვდებოდა.
ანჟელას გამაღიზიანებელ ქცევებს დიდი მოთმინებით ვაიგნორებდი, დავუდის რჩევებს ვითვალისწინებდი, სანამ ერთხელაც საოჯახო ალბომი არ გადმოიღო. ვათვალიერებდი 10 წლის წინანდელ ფოტოებს, რომლებზეც დავუდი ისეთი მომხიბვლელი ყმაწვილი იყო, თინეიჯერთა კუმირი რომ იქნებოდა. წლების ცვალებადობასთან ერთად იცვლებოდა ფოტოების შინაარსიც. უცებ ყურადღება მიიქცია ერთმა ფოტომ, სადაც დავუდის კალთაში ჩემი კლასელი თიკა აღმოვაჩინე. გაოცებისგან ყბა ჩამომივარდა. ეს ფოტო ახლახანს დავბეჭდე, ნახე, რა კარგად ვერთობოდით, სანამ ავარიაში მოჰყვებოდა. ფოტო უცებ ამოვიღე და ჩვენი ოთახისკენ გავვარდი. კარები შევხსენი თუ არა, მივიჭერი დავუდთან, რომელმაც ძლივს მოასწრო ლეპტოპიდან თავის ამოწევა რომ ფოტო სახეში მივაფერთხე.
- ახლავე ამიხსნი, რა ჯანდაბას აკეთებდა ჩემი კლასელი თიკა შენს კალთაში, მაშინ როცა მე ორი კვირაა მხოლოდ კოცნას ვჯერდები და შენი სურვილით ვიწვი.



№1 სტუმარი სტუმარი სალო

რომ მგონია რო ვსიო ეღირსათ ერთად ყოფნა საიდანღაც ისევ უნდა გამოხტეს მურმანის ეკალი. ბოლო ორი თავია ანჟელას გაჩიჩვა მინდა იმედია ლეა ამიხდენს

 


№2 სტუმარი სტუმარი ნესტანი

სრული შოკი იყო ეხლა მოუნდაიმ კაცსაც ავარია ის ანჟელა რა სატანასავით ერევა ამათ ცხოვრებაში,იქით თავისი ყოფილი ქმარი და რავი სულ არეულია როდის დალაგდებიან ესენი საერთოდ იქნებიან თუ არა ერთად საკითხავია ხან ვინ გამოჩნდება ხან ვინ ველოდები ახალ თავს მადლობა წარტებები ????

 


№3  offline წევრი Impermeable

სტუმარი ნესტანი
სრული შოკი იყო ეხლა მოუნდაიმ კაცსაც ავარია ის ანჟელა რა სატანასავით ერევა ამათ ცხოვრებაში,იქით თავისი ყოფილი ქმარი და რავი სულ არეულია როდის დალაგდებიან ესენი საერთოდ იქნებიან თუ არა ერთად საკითხავია ხან ვინ გამოჩნდება ხან ვინ ველოდები ახალ თავს მადლობა წარტებები ????

ვიწვი ამათი ცოდვით მეც :დ

 


№4  offline წევრი Impermeable

სტუმარი სალო
რომ მგონია რო ვსიო ეღირსათ ერთად ყოფნა საიდანღაც ისევ უნდა გამოხტეს მურმანის ეკალი. ბოლო ორი თავია ანჟელას გაჩიჩვა მინდა იმედია ლეა ამიხდენს

მახსოვს, თავიდანვე დავუდის და ლეას წყვილს გულშემატკივრობდი. ვნახოთ რა მოხდება <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent