იმედგაცრუება...სასიცოცხლოდ მომაკვდინებელი გრძნობა
"ორიდან ერთი ყოველთვის ტოვებს მეორეს...მთავარი ისაა, რომელი რომელს მოასწრებს"-ერიხ მარია რემარკი ..უნებლიეთ დავტოვე მეც...უმოწყალოდ ჩავაქვრე იმედის ყველა ნაპერწკალი,უნებლიეთ ვესტუმრე ტკივილის შორეულ სამეფოს და სამუდამო ადგილიც მომიჩინა "გულუხვმა" სასოწარკვეთამ... ..უნებლიეთ ყველაფრისგან მიტოვებულს, სწორედ მარტოობამ შემივსო სიცარიელე. რამდენად რთულია... რამდენად გაუსაძლისი.. თქვენ თუ გიგრძვნიათ, იმედგაცრუების უსულო ხელები როგორ თამამად დათარეშობენ თქვენს სულში?! ყველა ორგანოს რომ მოივლის.. ყველა წერტილს რომ შეეხება.. ვენებში სისხლის მაგივრად შიშს რომ გაუშვებს.. ფილტვებში ჟანგბადის ნაცვლად უსიცოცხლობას რომ დააბინავებს და... ბოლოს ყველაფრის პატარ-პატარა ნაწილებს, გულშიც რომ "ქართული სტუმართმოყვარეობის" მსგავსად მიიპატიჟებს...მე ვიგრძენი! ახლაც ვგრძნობ თანდათან როგორ ვუმეგობრდები გრძნობებს...უფერულ,შავ-თეთრ,მუქ გრძნობებს.. თანდათან ვგრძნობ, როგორ იკუმშება ყოველი ჩასუნთქვისას ფილტვები თანდათან ვგრძნობ "სიზეზედმეტეს" თანდათან კი ვეღარაფერს ვერ ვგრძნობ... რამდენად რთულია და...რამდენად გაუსაძლისი. ბოლოს ყველაფერს რომ შეეგუები იაზრებ რომ ცხოვრების ეკლიან გზაზე,შენ ისედაც "უსულოს", "საჩუქრად" ეკლიანთან ერთად ვიწრო, მარტოობით გაჯერებული ბილიკი გხვდა წილად და მწარედ გეღიმება.გეღიმება რომ არავინ გყავს გვერდით ვინც გაგიგებს,გიგრძნობს,დაგეხმარება... და ამ მარტოობაშიც,ისევ რაღაც ცუდის მოლოდინში, უცაბედად გახსენდება არტურ შოპენჰაუერის ფრაზა_ "ყოველი დღე ერთი პატარა სიცოცხლეა-ყოველი გაღვიძება და ფეხზე ადგომა პატარა დაბადებაა,ყოველი დილის რიჯრაჟი პატარა ახალგაზრდობაა,და ყოველ საღამოს ლოგინში დაწოლა და ძილიც ერთი პატარა სიკვდილია"-დანანებით აქნევ თავს...შენთვის ყველაფერი უკვე სიკვდილია. რამდენად მტკინვეულია და...რამდენად რეალურიც. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.