სასრულეთი (თავი 12)
"მისი {დაუდ ფაშა} ფილოსოფია უფრო პროგრესული იყო, ვიდრე რომის იმპერატორის, მარკუს ავრელიუსის" ინგლისის მეცნიერი ლონგრიგი ფლეშბექი „ბაბილოვანის ბედნიერი სამეფოს“ უკანასკნელი წუთები დაუდ ფაშა მმართველობის პირველივე დღიდან ოცნებობდა ოსმალეთისაგან დამოუკიდებელი „ბაბილოვანის ბედნიერი სამეფოს“ შექმნაზე. ნიჭი, ცოდნა, უნარები, მეგობრები, წლების მანძილზე აგროვებდა შესაბამის რესურსს, რომ თავი დაეღწია ოსმალეთის ზეგავლენისგან. მართლაც ბოლო ასწლეულში ბაღდადის მაცხოვრებელთა არცერთ წინაპარს არ უნახავს მსგავსი აღმშენებლობა. უზადო მხესამხედრო–პოლიტიკური მანევრებით იგი ყველას ერთნაირად აყენებდა თავისი ძალაუფლების ქვეშ – მას ემორჩილებოდნენ არაბი შეიხებიცა და ქურთი ბეგებიც. არმია გარდაქმნა ევროპულ ყაიდაზე, მისით აღფრთოვანებული იყვნენ ევროპელი მოგზაურები და ელჩები. გააძლიერა „ქართული გვარდია“ – ეს შეიარაღებული რაზმი, დღიდან მისი ჩასახვისა ყოველთვის იყო ბაღდადის ფაშათა საიმედო საყრდენი ძალა. „ეს ქართველები ჩინებულად ჩაცმულ–შეიარაღებულნი, ძლიერ ვაჟკაცური გამომეტყველებისანი იყვნენ და საუკეთესოდ მორთულ–შეკაზმულ, მშვენიერ ბედაურებზე ისხდნენ“. „ისინი მსოფლიოში ყველაზე საუკეთესო მხედრები იყვნენ“ , სწორედ ამ ქართველთა იმედი ჰქონდა მას ჭირშიც და ლხინშიც, ქართველთა და თავისი საფიცარი ნილაი სულთანის. წლების შემდეგ გაბედა და ხელახლა გააბა სამშობლოსთან ძაფები, დაეხმარა უზარმაზარი რაოდენობის ოქრო-ვერცხლით ჭირ-ვარამში ჩაძირულ მშობლიურ მხარეს, თავისი მსტოვრების წყალობით უმალვე მოიძია და ორბელიანთა ყმობისგან დაიხსნა საკუთარი ოჯახი, ჩამოიყვანა ძმა, მაგრამ დედის გული ვერა და ვერ მოაბრუნა. მიზეზი ერთი იყო, ვერ აიტანა ღვთის მორჩილმა მარიამმა გამაჰმადიანებული შვილი, ყმა გლეხობა ერჩია მტრის რელიგიაზე მოქცევას. სანაცვლოდ დაუდმა ეკლესია აუშენა დედას და ამით ეცადა მისი გულის მოლბობას. ისტანბულში მალე მოჰყვა მითქმა-მოთქმა ბაღდადის უჩვეულო დამოუკიდებლობას. სულთანის ყურამდეც მიაღწია მოსალოდნელმა საფრთხემ. ბაღდადში ხომ სულთანს აღარავინ ახსენებდა, ყველას პირზე დაუდ ფაშა- ბედნიერი ბაბილოვანის სამეფოს ხელმწიფე ეკერა პირზე. ქართულ სამეფო სამთავროებსაც ეხმარებაო, ორბელიანები მისით არსებობენ, ბაღდადის აღმაშენებელს ეძახიან, ფრთხილად იყავით დიდებულო სულთანოო, აფრთხილებდნენ. დედით ქართველი სულთანი ორჭოფობდა. სხვას შთამომავლობიანად ამოძირკვავდა, მაგრამ დაუდის გამჭრიახობა, ცოდნა და უნარები წარმომავლობასთან ერთად სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო ოსმალეთისთვის, როგორმე თავის სამსახურში უნდა დაებრუნებინა, ოღონდ როგორ, ვერაფრით ხვდებოდა. მართლაც, შიდა საქმეებშიც უდიდესი გამჭრიახობა გამოიჩინა დაუდმა. სწრაფად და უმტკივნეულოდ გაატარა რეფორმები; შემოიღო სავაჭრო მონოპოლია სასოფლო-სამეურნეო პროდუქტებზე; ააღორძინა საფეიქრო მრეწველობა; განავითარა მელიორაცია: დაუდ ფაშას სახელობის არხი „დაუდიე“ ჰავრიას წყალს აერთებდა ხარკთან და ქმნიდა ერთიან სარწყავ სისტემას; ერაყში ააშენა პირველი ქაღალდის ფაბრიკა და 1829 წელს გახსნა პირველი სტამბა, რომლის ასაწყობად თბილისიდან მიიწვია განთქმული პოლიგრაფები; ბაღდადში ააგო ყველანაირი კომფორტით აღჭურვილი უდიდესი სავაჭრო ცენტრი, მათ შორის ათეულობით აბანოთი კეთილმოწყობილი; გაიყვანა გზები, ააშენა ხიდები, სასახლეები, მეჩეთებთან გახსნა ბიბლიოთეკები და სკოლები. დაპირისპირებამ პიკს მიაღწია 1830 წელს, როცა ისტანბულიდან შეახსენეს, რომ ბაღდადს ოსმალეთისთვის რამდენიმე წლის გადასახადი უნდა გადაეხადა, აღარ დააყოვნა და თავისი ადრინდელი ოცნება სინამდვილედ აქცია – ერაყი ოსმალეთისაგან თავისუფალ „ბედნიერ ბაბილოვანის“ სამეფოდ გამოაცხადა, ხოლო თავისი თავი ამ სამეფოს დამოუკიდებელ „ხელმწიფედ“. და ამ დროს ასპარეზზე გამოჩნდა ალეპოელი ფაშა, ალი რიზა. წარმოშობით ლაზს, ვერ აეტანა თავისი თანამემამულის აღზევება და მის ჩამოსაგდებად მზაკვრული თამაში დაგეგმა. ბაღდადში მცხოვრები ქრისტიანი და მუსლიმი მაცხოვრებლები არასდროს უღალატებდნენ დაუდ ხელმწიფეს, ერთადერთი იმედი მისთვის ებრაელები იყვნენ, რომელთაც ქრისტიანთა და მუსლიმთა მიწების გადანაწილებას დაჰპირდა. ალი რიზას გეგმით შთაგონებულმა სულთანმა დაუდ ფაშა მეამბოხედ გამოაცხადა და იმავე წელს დაძრა მისკენ ალი რიზას მეთაურობით უზარმაზარი ლაშქარი. მისი ერთადერთი მოთხოვნა დაუდის ცოცხლად დატოვება იყო. დაუდი მზად იყო ამ ბრძოლისათვის – მას ჰყავდა კარგად გაწვრთნილი მრავალათასიანი ფეხოსნები, ქართველთა გვარდია და კავალერია, საბრძოლოდ იყვნენ განწყობილი ქვეყნის მცხოვრებნიც; ალი რიზას მზაკვრული გეგმა ვერას გახდებოდა, რომ არა ავი ბედისწერა – კატასტროფულმა წყალდიდობამ, მოუსავლიანობამ და ეპიდემიამ ხელი მოუთავა ერაყის ძლიერებას; შავმა ჭირმა თითქმის მთელი არმია გაუნადგურა დაუდს – აღარც საერო პირი და აღარც მეომარი აღარ დარჩა მტრისთვის ღირსეული წინააღმდეგობის გასაწევად. სექტემბრის დასაწყისში ალყაში მყოფი ქალაქი შიმშილობამ მოიცვა. ებრაელებმა გადამალეს არსებული სავაჭრო რეზერვები. ენკენისთვის მიწურულს, დაუდი ნილაი სულთანთან ერთად მის სახელზე აღებულ ბაღში განმარტოვდა. ერთი წლის წინ აქ ყველაფერი ხარობდა, ხარობდა მათი სიყვარულიც. ნილაის სიყვარულის ნიშნად გაშენებული ოთხიარუსიანი ბაღი ერთი-ერთში იმეორებდა დედოფალ ამიტასთვის ნაბუქოდონოსორის მიერ აგებულ დაკიდებულ ბაღებს, მსოფლიოს ერთ-ერთ საოცრებას. დაუდმა მსოფლიოს საუკეთესო არქიტექტორები მოიწვია და ედემის ბაღი მათი დაუშრეტელი სიყვარულის სიმბოლოდ აქცია. ახლა კი რა ხდებოდა? წყალდიდობამ, მოუსავლიანობამ, ერთიანად დარია ხელი. რაც წყალდიდობას გადაურჩა, შემდგომმა გვალვამ გაახმო. ოდესღაც აყვავილებული ბაღნარი სულს ღაფავდა, თითქოს წინასწარ იგრძნო მათი პატრონების ტრაგიკული მომავალი. - ჩემო გულის სულთანო, მერმეთ რა გველის? - გულის რიტმაჩქარებულმა აჰხედა მის გულისსწორს. მიუხედავად ჟამთა სვლისა, ისევ ათბობა საყვარელი კაცის ძლიერი მკლავი, რომელთა წიაღშიაც თავს ზამთრის სუსხიან დღეს თბილ ბუდეში გახვეულ ბეღურად წარმოიდგენდა. - მერმეთ და მერმეთ სიყვარული ესე ჩვენი გვიხსნის ჩვენს სულებს, ალაჰის მადლით განშორება წუთებს გასტანს. აი, ნახავ, როგორც კი სულთანი ერთგულ ფაშად დამიგულებს, დიარბაქირს მაშინვე დასტოვებ და გამოეშურები. -თბილად გაუღიმა და ხარბად შეისუნთქა ნილაის თმებიდან მობერილი ლილიების სურნელი. ის საღამო უკანასკნელად გაატარეს ჩახუტებულებმა. ნილაის სურნელს მოეცვა დაუდი, მისი კაბის კალთის თითოეულ ისრიმს იმახსოვრებდა, იმახსოვრებდა მარგალიტისებრ კბილებს, ვარდისარომატიან ტუჩებსა, ლილიებით მორთულ თმასა და ზურმუხტოვან თვალებს, თვალებს, რომელიც საფირმო ნიშნად უსახსოვრა შთამომავლობას. დილით ხელში აყვანილი მიიყვანა ნილაი სულთანი სარეცელზე, რომელზეც ტრფობით სავსე წლები გაეტარებინათ. ამბორი უსახსოვრა შუბლზე და ალი რიზასთან შესახვედრად დაიძრა. და იდგა ორი ქართველი ერთმანეთის პირისპირ... იდგა და მათ შორის არსებული სიჩუმე მთელ ბაღდადს ჯერ არნახულ ბედისწერას უმზადებდა. ჯერ არაბულად დაიწყეს, მერე თურქულად გააგრძელეს და როცა კი მარტო დარჩნენ ალი რიზამ ქართულად მიმართა. - ბედმა ორივეს გვიმუხთლა, სამშობლოსგან შორს ვართ, მაგრამ წინაპართაგან ერთობას არცა ვაპირებ, დავიწყებულ ვყო. ყოვლისშემძლე დიდებული სულთნის მოწყალე გულთაგან თქმულს გადმოგცემ. მერმეცა გიშვებ ბურსას საპატიო სახლობასში. ჩემი მოწყალე გულისაგან კი შენის ცოლით ნილაითი და შენის ვაჟით სულთანზადე აბდულქერიმითი. სულთანითგან მხოლოდ შენის თავის ცოცხლად დატოვება მქონდა ნაბრძანები, მერმეცა გთხოვ, ნუ დაიშურვებ და ცალ-ცალკე ეტლითა გაემართენით განთიადისას. - სიკეთე ჰქმენ და ლოცვით არ დაგივიწყებთ. დღეის აქეთ ჩემ ძმათაგანსა შიოსა და დიმიტრსა წინაპართაგან ლაზი, აწ ალეპოელი ალი რიზაც დაჰმატნია. ოდეს სულთნის კეთილგანწყობას დავიბრუნებ, სიკეთეს სიკეთით უკუვჰქმნი, ალაჰსა ვფიცავ. თანამემამულის „სიკეთით“ დაიმედებულმა თავისი ხელით გამოაწყო სულთანზადე აბდულქერიმი და ნილაი და მათ ეტლებს მხოლო თითო ერთგული ცხენოსანი გააყოლა ქართველთა გვარდიათგან შემორჩენილი დიარბაქირისკენ. თავად კი ბურსას გაეშურა სულთნის ბრძანების აღსასრულებლად. გზაში დააწია გადარჩენილმა მსტოვარმა ნილაის გაუჩინარების ამბავი. სიცოცხლის ბოლომდე სჯეროდა, რომ ნილაის გაუჩინარებაში სულთნის სულთნის ხელი ერია. 10 წელი სულთნის სამსახურში იყო იმ იმედით, რომ საყვარელი ქალის ადგილსამყოფელს შეიტყობდა. 1841 წელს დაუდი სახელმწიფო სამსახურიდან გადადგა. 1846 წელს მედინაში დასახლდა და, პირადი თხოვნით, მუჰამედ წინასწარმეტყველის აკლდამის ზედამხედველად, „შეიხ ულ-ჰარამად” დაინიშნა. როგორც ერთ დროს შვილდაკარგული დედა მარიამი, თავადაც ცოლდაკარგული ლოცვაში ჰპოვებდა სიმშვიდეს, იგი დიდად ზრუნავდა ქალაქის კეთილმოწყობაზე – მედინის ერთ–ერთ გარეუბანში საკუთარი ხელით გააშენა მშვენიერი ბაღი, რომელსაც შემდეგ „დაუდიე“ ეწოდა და დღესაც ამშვენებს ქალაქს. დაუდ ფაშა 1851 წელს გარდაიცვალა მედინაში. სიკვდილის წინ დატოვა ანდერძი – მისთვის ძვირფასი ძეგლი არ აეგოთ. დასაფლავებულია ხალიფა ოსმანის საფლავის ახლოს. დაუდი ისე წავიდა ამქვეყნიდან, რომ ნილაის ნახვის სურვილი საფლავში ჩაიტანა. სიცოცხლის ბოლომდე მტკიცედ სწამდა, რომ ნილაის აუცილებლად იპოვიდა. ამ ყვეყნად ვეღარ, მაგრამ იმიერში ალ ჯანათში (სამოთხე-ავტ.) მოუთმენლად ელოდა გულისწორი. რას წარმოიდგენდა, რომ მისმა თვალისჩინმა სიცოცხლე თვითმკვლელობით, ალი რიზას ჰარემში დაასრულა. ვერ გაუძლო ნილაიმ სხვა კაცის ტყვეობას. თავიდან მტკიცედ სწამდა, რომ თავისი თანამემამულე არ უღალატებდა. აკი დაუდმაც გააფრთხილა მცირე ხნიან განშორებაზე. ჰარამხანაში მიყვანამ გააოგნა, მაგრამ იმედს იტოვებდა, რომ ლაზი ალი რიზა ფაშა ამ გზით ცდილობდა მის დაცვას. სიმართლე სრულიად შემთხვევით მოისმინა ჰარემის ევნუქების საუბრიდან, საიდანაც შეიტყო რომ მომდევნო ღამეს ალი რიზასთან სარეცელის გასაყოფად ამზადებდნენ. სასოწარკვეთილმა ნილაიმ სიცოცხლე აბრეშუმის თავსაბურავითვე დაასრულა. ალი რიზას ოცნება ნაწილობრივ ახდა. ის მართლაც დანიშნეს ბაღდადის გამგებლად და 11 წელი მართავდა ერაყს ოსმალეთის ქვეშ. თუმცა, ვერასდროს მიაღწია სანატრელ მიზანს, ვერ დაეუფლა ნილაის და ამით ვერ დავუდის სიყვარულს დააკლო რამე. პანდორას ყუთი ადრე თუ გვიან მზის სინათლეს იხილავს. დედამიწა ვერ იტევს საიდუმლოს და თავადვე ამხელს ისეთ, დროს როცა არავინ არ ელის. დავუდის ბაბუამ სრულიად შემთხვევით შეიტყო სიმართლე და მას მერე თაობიდან თაობას გადაეცემოდა მტრობა ორ წარმოშობით ქართველ, აწ გაარაბებულ წარჩინებულ გვარს შორის. ჩვენი დრო, ბაღდადი. დავუდი როგორც იქნა, ჩვენს სახლს მივუახლოვდი. საუკუნოვან სახლს, რომელიც ჩვენი ახალი ცხოვრების ნავსაყუდელი იქნებოდა. თითქოს გუშინ დავტოვე აქაურობა. არც არაფერი შეცვლილიყო. სახლიდან ისევ გამოდიოდა ფაჰლავისა და ჰალვის არაბულ ყავასთან შერწყმული საოცარი არომატი. - ლეა, კარგად დაიმახსოვრე ეს არომატი. ეს ჩვენი სახლის არომატია. გავუღიმე და ბურქა გადავხადე... - ალაჰმაც დალახვროს. ვინ ხარ? ლეა სად არის? ლეას ბურქა საიდან გაცვია? ლეააააა!!!!! - ვინც არ უნდა იყო, ლეას ვეღარაფერს დაუშავებ, ალესანდროსთან ერთადაა.- არაბულად გამომეპასუხა შავთვალება უცნობი ქალი. მოსმენილმა გამაშეშა. ჩემსკენ მომართული სიშავეები ჯერ დატრიალდა მერე კი თან თავბრუში აიყოლია არემარეც. წონასწორობის შესანარჩუნებლად მესერს დავეყრდენი. - არ მჯერა, ეს შეუძლებელია, როგორ? - იმედია ლეა თქვენ არ გაიტაცეთ და გაქცევაში დაეხმარეთ ისევე, როგორც მე, ჩვენ ეს შევძელით. -თვალი ჩამიკრა. - ანუ ლეა თანახმა იყო?- სიმწრით ამოვთქვი. ვერ ვიჯერებდი, რომ ლეამ დამტოვა. მას მერე, რაც გავიგე,რომ არც ის იყო გულგრილი. არ მჯერა, ლეა ამას არ იზამდა. ხელს არ მკრავდა, ამ ყველაფრის შემდეგ, იმ სითბოს შემდეგ რაც მისგან მოდიოდა. უნდა მივუსწრო, სანამ ჯერ კიდევ არ არის გვიან. სჩანს, ბოლომდე არ გამიმეტა და არ გამთქვა. ეს იმედის ის ბოლო სხივია, რომელსაც უნდა ჩავეჭიდო. - კარგია, რომ ჩვენმა გეგმამ იმუშავა, მაგრამ შეიძლება მოგვისწრონ. ხომ არ იცი ახლა სად არიან და რას აპირებენ? - ახლა სად არიან არვიცი მაგრამ გამთენიისას თავიანთ ქვეყანაში დაბრუნდებიან. გოგონას მადლობა გადავუხადე და ავტომობილისკენ გავეშურე. ლეას გარეშე სახლში მისვლის არანაირი სურვილი არ მქონდა. სასწრაფოდ უნდა მეპოვა, ვიდრე დაღამდებოდა. გაფიქრებაც კი მზარავდა იმის წარმოდგენაზე, რომ ლეა ახლა სანდრო ურთმელიძესთან ერთად იყო, მის ხელები შეეხებოდა, მისი სუნთქვის მოზიარე გახდებოდა. არა, წარმოუდგენელი იყო ბედის ასეთი დაცინვა. 5 წლის წინ ბაღდადში დაბრუნების შემდეგაც თვალწინ მისი სახე მედგა, გულს ვერაფერს ვუდებდი, ჩემს გულში სამუდამოდ გაედგა ფესვები. ცოტა ხნით უდაბნოში ბედუინებთან წავედი გონების მოსაკრეფად. ერთ საღამოსაც ოაზისში მყოფმა მოხუცმა ბერბერმა შავოსანმა თავისთან მომიხმო. ბედუინების დედა იშვიათად თუ გამოელაპარაკებოდა არა ბედუინს, მე ხომ უცხო ვიყავი. ამიტომ მაშინვე მის კარავში შევედი. მიუხედავად ღამეში ჩაფლული წყვიადივით შავი თვალებისა, მოხუცს მაინც კეთილგანწყობილი, თუმცა იდუმალი მზერა ჰქონდა. ქვიშაზე მაროკოული ყავა დადგა მოსახარშად, თითქოს გამოიცნო, რომ მხოლოდ მაროკოულ ყავას ვსვამდი. ყავაში ჩარჩენილ ნალექს ერთხანს მდუმარედ უყურე, მერე ქვემოდან ამომხედა და იდუმალი ხმითვე ამოთქვა. - საწინააღმდეგოთა მოძრაობა, დაბადება და სიკვდილი და ისევ დაბადება. „შენი გვარი მდინარის ერთსა და იმავე წყალში ორჯერ შევა. - რისი თქმა გსურთ დიდო დედა, ვერაფერი გავიგე. მორიდებით შევბედე. - შენი ბედი მდინარის იმ წყალშია, რომელშიც შენივე გვართაგან უკვე შეცურეს. ალაჰისაგან დაწერილ ბედისწერას ვერსად გაექცევი. მაშინ ვერაფერი გავიგე, მაგრამ ახლა ვხედავ, რომ ისტორია მეორდება. სჩანს ჩემს ცხოვრებაში დაუდ ფაშას ბედისწერა განმეორდა. იმედია ლეას არ დავკარგავ. ბედმა ლეა ხელახლა მაჩუქა, როცა ორსულად არ აღმოჩნდა. უკვე ორჯერ ვიყავი მისი დაკარგვის საფრთხის წინაშე. მესამედ ეს აღარ უნდა დავუშვა. ჯამილიც შევაწუხე და მთელი დღე ამაოდ ვეძებდი ლეას კვალს. ყველა სასტუმროში დავრეკეთ, ზოგან ჩემი კაცები გავგზავნე. სავარაუდოდ სანდრო სხვა სახელით დარეგისტრირდა მათი ნაფეხურიც კი არსად არ ჩანდა. სასოწარკვეთილმა გავათენე ტელეფონთან ერთად იმ მოლოდინით, რომ რაიმე სიახლეს შევიტყობდი. ერთადერთი გზა მრჩებოდა, აეროპორტში დახვედრა. შევცდი, რომ მერიემი ან ნილაი თან არ წამოვიყვანე. რომელიმე შეყვებოდა საპირფარეშოში და გაქცევას ვეღარ შეძლებდა. მაგრამ რას წარმოვიდგენდი, იმ ვნების შემდეგ, იმ გრძნობათა შტორმის შემდეგ რომ ლეა ასე უბრალოდ ადგებოდა და წავიდოდა. ავტომობილი ტიგროსის სანაპიროზე გავაჩერე. აქედან ქალაქი ხელისგულივით იშლებოდა. ომსა და ქარტეხილებში გამოვლილი ვინ იცის რამდენი ადამიანის ტრაგედიის მნახველი იყო, მაგრამ განა რა ტრაგედია შეედრება საყვარელი ადამიანის დაკარგვით გამოწვეულ ტკივილს? ტიგროსიც თითქოს გლოვის ნიშნად გაშავებულიყო. მდინარის ხმაურში გართულმა ახლახანს შევამჩნიე მის ზედაპირზე ალაგ-ალაგ ალიცლიცებული სხივები. სჩანს განთიადი დგებოდა. სწრაფად დავბრუნდი ავტომობილში და გეზი აეროპორტისკენ ავიღე. გზის თითოეულ მეტრს ალბათ სიცოცხლის ერთი თვე მიჰყვებოდა თან. გული საგულედან ამოხტომას ლამობდა. აეროპორტში უჩვეულოდ კანტი კუნტად ირეოდა ხალხი. უმეტესობას იქვე მოსაცდელ სკამებზე ჩასძინებოდათ. იმედია მალე მოვლენ. წამდაუწუმ ვამოწმებდი საათს და ბოლთას ვცემდი. მალევე ხმას მოწვდა ხმა, რომ ცხადდებოდა ჩასხდომა რეისზე ბაღდადი-თბილისი. და აი, ის აქ იყო. ლეა და გვერდით ის ედგა, სანდრო ურთმელიძე. ვიგრძენი, როგორ დამეჭიმა ყელზე ძარღვები. ხელით დავიწყე ხალხის გაწევა და ჩემგან ზურგით მდგომი წყვილისკენ მიახლოება. და აი, მათი ჯერიც დადგა. კაცმა პასპორტი და ბილეთები გაუწოდა. უჩუმრად მივუახლოვდი ლეას და ზურგიდან ყურში ჩავჩურჩულე: „შენმა სიყვარულმა სევდა მასწავლა და მე მჭირდებოდა საუკუნეების განმავლობაში ქალი, რომელიც მასევდიანებდა, ქალი, რომლის მკლავებშიც ვიტირებდი ბეღურასავით... ქალი, რომელიც შეკრებდა ჩემს ნაწილებს ბროლის ნამსხვრევებივით...“ |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.