შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სიყვარულის სახელით (ნაწილი 3)


14-12-2020, 23:42
ავტორი ♡The moon
ნანახია 2 179

დრო გადიოდა ,მარიტა მშვენიერი, ქალი რომელსაც,მუცელიც დასტყობოდა, მუშაობდა და მისი მომდომებით, ახლ მწვერვალებს იპყრობდა,ირგვლივ კი,ათასი ტრიალებდა, მის გამო,სიცოცხლეს რომ გაიღებდა, მაგრამ მარიტა, რისი მარიტა იყო, ვინმეში რომ გაეცვალა სიყვარული.
ბევრიც,მის უწესობაზე, ლაპარაკობდა და ის იყო, ზურგით ენახა ,მარიტა რომ, მიწასთან გაასწორებდა.
ბავშვი გააჩინა, ულამაზესი გოგო, პატარა ანგელოზი,განა მარიტას შვილი, სხვანაირი როგორ იქნებოდა,მამის შავი თვალები, დედიასავით, ჩაჭუპნული ლოყები და მუქი თმა, თეთრი ქათქათა კანით.
-მანიკა, მინდა დავარქვა დედა.
-ეგ რასახელია?
-ჩემი ,სახელით მინდა,ვიწყევდე და მისი ,სახელით ვამთავრებდე, მინდა მუდამ,მის სახელს ვიძახოდე, არ ვიცი ,ასე მინდა,უბრალოდ მინდა რომ, სიყვარულის სახელი ერქვას.
მნიკა, იზრდებოდა ბებიასთან. ულამაზესი ბავშვი,დედის და მამის, ლამაზი ნაკვთებით.
ექვსი წლის ,იქნებოდა მანიკა რომ, მარიტა,უკვე უფროს ექიმად მუშაობდა,ისევ იმ სავადმყოფოში, სადას ნიკოლოზმა მოაწყო ,
სასწრაფომ, ახალგაზრდა ქალი შემოიყვანა,ვენები ჰქონდა გადაჭრილი, ქალს დედა-მამა, მოჰყვა,
მდგომარეობა, მძიმე იყო, ოპერაცია დაიწყო და შუა ოპერაციის დროს, გული გაუჩერდა.
საოპერაციოდან გამოსულ მარიტას,ქალის ოჯახი დახვდა, სამწუხარო ამბავის ცნობაც, მას მოუწია,ატყდა იქ ტირილ,წივილი,
-ვწუხვარ, თავი ხელში აიყვანეთ, ჩვენ უველაფერი გავაკეთეთ, რაც შეგვეძლო.
მარიტა, კაბინეტში შევიდა, ფანჯარაში იყურებოდა,დედამ რომ, დაურეკა და უთხრა,
- მანიკას ვერ, ვაჩერებ და შენთან მომყავს, ლიპტში ვართ.
სასწრაფოთ,გავიდა კაბინეტიდან, მარიტა და ლიპტისკენ გაეშურა, ლიპტიც გაიღო და მანიკა გამოვიდა, ცრემლიანი თვალებით,
მარიტა, შვილისკენ გაქანდა და კოცნა დაუწყო, ლიპტი ისევ გაიღო და ახალგაზრდა მამაკაცი გამოვიდა, ელდანაცემივით, უკან კედელს მიებჯინა და ხან ბავშვს, ხანაც, მარიტას უყურებდა, მარიტას არ დაუნახია.
მანიკა,დედის კაბინეტისკენ გაიქცა ,
-მანიკა, შვილო ნუ დარბიხარ,ეს საავადმყოფოა.
კაბინეტში შევიდნენ ,ნიკოლოზი კართან დადგა და უსმნდა,
იქიდან კი, მარიტას ფერების, შვილისადმი, თბილი სიტყვები ისმოდა.
-დედა,როცა ტირის, სულ მამას ჰგავს.
-საიდან მოიტამე ახლა ეგ ? წავალთ, ჩვენ გავისეირნებთ, ცოტას და მერე სახლში, წავიყვან.
-კაბინეტიდან გამოვიდნენ, ლიპტამდე მიაცილა, დედა და შვილი,მარიტა და უკან გამობრუნდა.
კაბინეტში შესულს კი, ნიკოლოზი დახვდა.
იდგენენ მუნჯებივით,უყურებდნენ ერთმანეთს, გაფითრებულ მარიტას, ცრემლი მოერია, მაგრამ ცდილობდა, თავი შეეკავებინა, ნიკოლოზსა და მარიტას გულებში, მხოლოდ ერთი სურვილი იყო, გულში ჩაეკრათ, ერთმანეთი და მერე,თუნდ მიწა გახეთქოდათ, მაგრამ ამას, ვერცერთი ბედავდა, ბოლოს ნიკოლოზმა ამოილუღლუღა,
-გათხოვილხარ, მშვენიერი შვილიც გყავთ,გილოცავთ.
-მარიტას გული ისე ეტკინა რომ, მაგიდაზე, გაშლკლი ხელი დაარტყა და მოწყვეტით ,დაჯდა სკამზე,
თავი, საზრუგეს მიადო და მოწოლილ,ცრემლებს დახუჭული თვალებიდან, გასაქანი არ მისცა, ძალის მოკრების,შემდეგ კი ჰკითხა,
-როგორ არის, შენი და?
-მოკვდა,ერთი წელია.
-ვწუხვარ, ძალიან ცუდია.
-მადლობა,
-მეუღლესთან ?
ირონიულად ჩატეხა, ტუჩის კუთხე ნიკოლოზმა.
-რატომ მეკითხები?
-ისე, უბრალოდ, იქნებ შენც გყავს შვილი ?
-არა, არ გვყავდა.
-არ გყავდათ ?რას ნიშნავს, ოდნავ გაახილა თვალები და ნიკოლოზს შეხედა .
-უშვილო იყო, ერთი წელის წინ გაიგო და დღეს, ვენები გადაიჭრა, აქ გარდაიცვალა,მაგოტომ მოვედი,ამ სავადმყოფოში,სხვანაირად შენს ნახვას, ვერ გავბედავდი.
-როგორ, ის ქალი, შენი ცოლი იყო?
-შენ ?
-დიახ ,მე ვუკეთებდი ოპერაციას, მაგრამ გულმა ,ვერ გაუძლო ვწუხვარ.
-შენ,როგორი ქმარი გყავს, გიყვარს ? უყვარხარ? ჩვენზე მოუყევი? მარიტა, ძალიან განიცსიდა, ამ გულმოსაკლავ კითხვებს.
-კი ძალიან.
-ძალიან კარგი, ლამაზი შვილი გყავთ მანიკა, აი მე კი,ვერც გულიდან და ვერც თავიდან ვერ ამოგიგდე, მეგონა შენც , მაგრამ მიხარია, ბედნიერი რომ ხარ.ნიკოლოზს თვალები მოეცრემლა, შემდეგ ცრემლი ვეღარ,შეაკავა და ლოყას დაეცა.
სწრაფად გავიდა ოთახიდან. მარიტა,აბაზანში შევიდა და წყალი მოუშვა, ტირილის ხმა, არავის რომ გაგეო,დიდხანს იჯდა იქ .
ნიკოლოზი, გარეთ გავიდა და ბაღში დაჯდა,ცრემლს ვერ იკავებდა, დაბლა იხედებოდა, რომ ცრემლი არავის დაენახა,
მანიკა დაინახა,ბებია ვიღაცას ელაპარაკებოდა,ის კი მისკენ მირბოდა, ცრემლი სწრაფად შეიმშრალა, ბავშვი ,მივიდა და იმ სკამზე ჩამოჯდა, სადაც ნიკოლოზი იჯდა.
-გამარჯობა მანიკა, ძალიან ლამაზი გოგო ხარ.
-გამარჯობა,მადლობა ,მამას ვგავარ, დედამ მითხრა.
-ხო, კარგია. ძალიან გიყვარს მამა?
-კი,მაგრამ გაბრაზებული ვარ, რომ ჩემთან არ მოდის.
-არ მოდის. გული შეუთამაშდა, ამის გაგონებაზე.
-ხო , დედა კი ,ბევრს ტირის მამაზე .
-რა ქვია მამას ?ანერვიულდა ნიკოლოზი.
ამ დროს, ბებია მოვარდა ,იცნო ნიკოლოზი და ბავშვი, სასწრაფოდ წაიყვანა ,
მარიტასთან ავიდნენ, უთხრა რომ, ნიკოლოზი იქ იყო, მაგრამ მარიტას თვალებზე გასაგები იყო, რომ ნახა.
მერე მოაყოლინა ,რაც უთხრა, მანიკამ.
მარიტა გაბრაზდა და დაბლა გაიქცა,ნიკოლოზი ისევ იქ იჯდა და ექთანს ელაპარაკებოდა.
-დაგვტოვე მანანა, ქალი სასწრაფოთ გაეცალა იქაურობას .
-რა დაკითხვა მოუწყე, ჩემს შვილს.
-რატომ მოიტყუე რომ, გათხოვილი იყავი ?
-იმიტომ რომ, იმიტიმ ...
-რატომ, მითხარი ეჭვი მაქვს,
მაგრამ ამ ხნის მანძლზე,ხომ შეიძლება ვინმე გყოლოდა,
ნიკოლოზს სიტყვა არ დაესრულებინა რომ, სახეში სილა მიიღო.
-მე მყოლოდა ხომ ,როგორ ბედავ, მაგის კითხვას ,ღამე არ გასულა, ჩემს თვალებს, შენი თავი რომ, არ ეტიროს და შენ,მოდიხარ და მეუბნები, გათხოვდიო, გყავდაო, იქნებ, მე მკითხო და არა, ექთანს, ან პატარა ბავშვს? იქნებ, პატარა მანიკას, თვალებში ჩაგეხედა, უბრალოდ უსიტყოდ ჩაგეხედა, მიხვდებოდი დაინახავდი შენს თვალებს,იქნებ მაშინ მაინც არ დაგესვა ეგ გულის მომკვლელი კითხვა, ან სახელი, სახელს დაკვირვებოდი, რომელიც მე, მთელი ცხოვრება მეყვარება, როგორ, ასე ადვილია, სიყვარულის გულიდან ამოგდება, იქნსბ შენთვის...
ნიკოლოზმა, წვდა და აკოცა ,ისე ძლიერად ჰქონდა, ხელები მოკიდებული რომ, რომც ეცადა ვერ დაუსხლტებოდა ხელიდან, მაგრამ მცდელობაც არ იყო, ერთმანეთი ისე მონატრებოდათ რომ, მათ ირგვლივ ყველა კარი დაკეტილი, იყო და ახლა მათ, გარშემო ტრიალებდა დედამიწა ...
-ეს არასწორია, მარიტამ ხელებით, მოიშორა, ნიკოლოზი და მორცვად, მიწას დაუწყო ყურება.
-რაარი, მარიტა არასწორი? არასწორად, მხოლოდ ერთი მოხდა, ჩვენი განშორება,მანიკას, უმამოდ აქამდე მოსვლა, იცი რას ნიშნავს, შენი შვილის ,პირველ ნაბიჯებს რომ გამოტოვებ, მისი პირველი, დედა, მამა სიტყვა რომ, არ გაგიგია და არცერთ, გაცინებას მოუტანია ბედნიერება? არ გიადვილებ მარიტა, მაგრამ შენ ეს ანგელოზი ,მაინც გელოდებოდა, სახლში და მისი დანახვის სურვილი, მოფერება გახარებდა, აი მე კი, ჩემი ცხოვრება კი, ნახშირივით შავ ფერში იყო, საითაც გაიხედებოდი, უბედურების ფერი ჰყიოდა.
-რატომ არაფერი ამიხსენი, ისე რატომ გაიქეცი რომ, ერთი სიტყვაც არ მითხარი.
-შემეშინდა რომ, ვერ მიგატოვებდი . შემეშინდა რომ,თუ გეტყოდი, შენს თვალებს ჩავაქრობდი და ახლა, მხოლოდ სიძულვილს დავინახავდი, შენი გრძნობის, უკუცვლის შემეშინდა ...
-მე, წერილითაც გავიგე, შენი მდგომარება და ისეც გაგიგებდი, ჩემს შვილს კი,იმის უფლება ექნებოდა,მამა სცნობოდა და კითხვა არ დაესვა, მე რატომ არ მყავს მამაო, იცი ეს, რა რთული იჰო,
-მესმის მარიტა, ძალიან კარგად მესმის და ვხვდები, შენს ტკივილის, მაგრამ მერომ სხვანაირად ,მეცხოვრა და ჩემი და შესწიროდა, ჩემს გადაწგვეტილებას, მე ეს აღარ ვიქნებოდი, რაც ვიყავი, მე ბონჟად გადავიქცეოდი, ლოთ ბონჟად ,რადგან ვერაფერი, გავაკეთე, ჩემი პატარა დისთვის,იმის იმედიც ,არასდროს მქონია რომ, შენს პატიებას დავიმსახურებდი ოდესმე, დინებას მივყვებოდი, ჩემი და, ჩემს დანახვაზე ტიროდა,ხომ იცოდა რომ, შენ მიყვარდი,რომ ეს მსხვერპლი, მისმა სიყვარულმა გამაღებინა, იცი რას მეუბნებოდა, ადექი და წადი, მეც დავისვენებ,ამ ტანჯვისგან და შენც, გაგამთავისუფლებ ამხელა სამსხვერპლოსგანო ... ოო, როგორ მინდოდა გამოქცევა,მაგრამ რა უნდა მექნა,ის ხომ ჩემი პატარა და იყო,და გულუც რომ დასჭირვებოდა, უყოყმანოდ გავიღებდი ...
-იმ ,გოგოზე რომელიც ...
-ის სიყვარულისგან თუ აკვიაყებისგან, აპარტავანი და ემოციურად, გიჟს ჰგავდა, მეც არ შემეძლო ,მასთან მშვიდი ლაპარაკი, რადგან ის სულ ჩამკირკიტებდა რომ, ჩემთან შენი დის გამო ხარო, ორი წელი ისე გავიდა, არც მივკარებივარ...
მერე ვიჩხუბეთ,დედამისიც იქ იყო, მან სცენები მომიწყო, რომ მე ქმრის მოვალეობას არ ვასრულებდი,დედა შვილი ერთად მლანძღავდა, წავედი,დავლიე გავითიშე,ვიხეჰიალე , მოვედი ეძინა, ჩემს საწოლში, სრულიად შიშველს,
ხელი ვკარი,მოშორდი აქედან მეთქი.
წამოხტა გიჟივით ,-რა აქვს, მას ჩემზე უკეთესი, იქნებ კაცობა არ გაქვსო, მხდალი ხარო, ათასი სისაძაგლე მეძახა, ხელი ვკარი და საწოლზე მოვისროლე,ვცემდი და ვუმტკიცებდი ჩემი კაცობის ამბავს, ის კი,გიჟივით მაქეზებდა და იცინოდა.
იმ წამს, ჩემთვის მეძავე იყო, მეორე დღეს, თვალები რომ გავახილე ,საშინლად იყო, დალურჯებული და ვიცოდი რომ, ამისგამო ციხე არ ამცდებოდა, მამამის ეს კარგად შეეძლო, თვალები გაახილა, ისე შემომხედა და გაიღიმა, ზიზღმა, გულიდან თავში ავარდა და სახეზე გამომეხატა, ის რასაც მასზე ვფიქრობდი, მან კი, მშვიდი და მომღიმარე სახით,
ტელეფონი აიღო, სარკესთან დადგა, ჩალურჯებებს უყურებდა, ამ წამს, ყველაზე მეტად, ჩემი თავი მეზიზღებოდა, მამამის დაურეკა:
-მამა, მე და ნიკოლოზი,ცოტახანს წავალთ, დავისვენებთო.
ტანსაცმელი ჩაალაგა და სხვა, სასტუმროში დაჯავშვნა ადგილები.
-წამოდი, მამა თუ ამ დღეში მნახავს, პირველს შენს დას, ამოხდება სული,მერე კი შენ. ფინიასავით გავყევი უკან,ჩემი დის გამო, ამით მაართავდა, ჩემი და რომ დამძიმდა, ჩემთან ერთად წამოვიდა სანახავად,ჩემმა საწყალმა დამ, ბოლო ენერგია მოიკრიბა და სახეში შეაფურთხა.
-შენ, ღმერთი მოგკითხავს, შენი დამპალი თავით, სიყვარულის შორის, ჩადგომისთვის და სხვისი უბედურებით თამაშისთვის, მე მომაკვდავს დამიწყევლიხარ, ათასი გზის....
წყევლის, ძალიან ეშინოდა გაშმაგდა...
-ამდენი ხანი რომ ,ჩვენს ფულს ჭამდი და სუნთქავდი, მაშინ რატომ არ გახსოვდა სიყვარული? გველივით აასისინა, პირში ენა,ისე რომ სულ არ უფიქრია მომაკვდავზე.
-ეს ჩემი,ძმის გადაწყვეტილება იყო, მე არავინ მომისმინა, მინდოდა ასეთი სიცოცხლე?მე არასდროს მდომებია. ჩემმა ძმამ იცის ეს, ასი ამდენი რომ დახარჯოთ, მაინც ვერ აუნაზღაურებ,იმ ცოდვას რაც ჩაიდინე...
მეორე კვირა იდგა, გულის რევა დაეწყო და ექიმთან გაიქცა, გახარებული შვილით უნდოდა დავეკავებინე, მაგრამ ტყუილად, ,,კოვზი, ნაცარში ჩაუარდა", საშვილოსნოს კიბო, აღმოუჩნდა და ამოკვეთეს, დეპრესიამ, იმდენად დათრგუნა რომ, ლოგინიდან ვეღარ დგებოდა, ჩემი და რომ გარდაიცვალა, მაშინაც ლოგინად იყო ჩავარდნილი, აღარც ჭამდა, ექიმები ექიმებზე მოჰყავდათ, რას აღარ აკეთებდნენ, მე კი ვეჯექი თავთან, მზრუნველი ქმარის, ამპულაში და მეზიზღებოდა, ქალი რომელსაც, კაცის დასაკავებლად უნდოდა ბავშვი, უფალმა ცუდად მოუწყო საქმე, ხან მეცოდებოდა კიდეც,მაგრამ იქნებ სხვასთან, ბედნიერიც კი ყოფილიყო.
მამამისმა მთხოვა, თბილიში წამომეყვნა, იქ ჩემს ბინაში მივედით, სადაც შენი ფოტოებით მაქვს, აჭრელებული მთელი სახლი, ამის დანახვაზე სულ გადაირია,სცადა დაეხია ფოტოები, რისი საშუალებაც არ მივეცი, იქიდან გამოავათრიე და ბინა ვიქირავე, მამამისი ჩამოვიდა, მე კი ხეტიალი დავიწყე, უნივერსიტეტის კოლეგები ვნახე, შენზე არავინ არაფერს მეუბნებოდა, ყველა უცნაურ,სახეს იღებდა. მეგონა გათხოვდი და ძალიან დავითრგუნე,ამ ფაქტით. ჩემთვის,ნამდვილად ყველაზე წმინდა არსება, იყავი და ახლა კი საერთოდ, მარტოდ,მარტო ზრდიდი მანიკას, გასათხოვარის სახელი გქონდა,ეს ხომ, თბილისია და ათაასი დამცინავი, თვალების ატანაც მოგიწევდა, იცოდი და მაინც არ მოკალი.
-ჩუ, არ გინდა, ის ჩვენი სიყვარულის ნაყოფი იყო,და მას უნდა ეხარა, თუ ჩვენ ვერ ვიხარეთ.
კაბინეტში დაბრუნდა ორივე, ლელა, თვალებს აშორებდა, მაინც ჰქონდა, მისმიმართ სიბრაზის გრძნობა, ცოტა ზიზღიც ეპარებოდა გულს,ან სხვანაირად,როგორ მიიღებდა გული, იმ კაცს, ვინც მისი შვილი, მთელი ექვსი წელი,ცრემლ გაუმშრალი, ატარა და ათასი დაცინვის და ჭორის სამიზნედ აქცია, ამას ნიკოლოზიც ხვდებოდა, მაგრამ ისიც იცოდა რომ, ეს მზერა დამსახურებული იყო.
-ვიცი რომ,გაბრაზებული ხართ.
-მომისმინე, თუ ცოტა სინდისი შეგრჩა, ადექი და იმ მკვდარ გოგოს, შესაფერისი პატივი მიაგე, მას უყვარდი რაც არ უნდა ყოფილიყო, შენი საქციელი არაკაცურია,ჯერ ქალის ცხედარი, არ გაციებულა გესმის?!
-ნიკოლოზმა, უსიტყოდ დატოვა კაბინეტი და გარეთ გავიდა.
-დაგინახეთ მარიტა,ხომ იცი, ყოველთვის გვერდით გედექი ყველაფერში,შეცდომა იქნებოდა თუ სწორი გზა, ხმას არ ვიღებდი, მაგრამ ეს ზედმეტია, გესმის. დაამთავრა ლაპარაკი და მიძინებულ ბავშვს, ხელი დაავლო და ფრთხილად მიიხუტა და დაამატა.
-ახლაც არ ვაპირებ, ზურგი შეგაქციო, მაგრამ ისე ნუ იზამ რომ, ვერაფერმა გიშველოს, ან ბავშვს, შეუქმნა საფრთხე, მისი დაუფიქრებლობით.
დაიანა დაკრძალეს, ხალხის ზღვა მოდიოდა და მიდიოდა, ნიკოლოზი ჩვეულებრივ იყო, ვერც ტიროდა და ვერც ემოციებს გამოხატავდა, მხოლოდ პატარა მანიკას თვალებზე ფიქრობდა,შავი თვალები, რომლებიც სიცოცხლეზე მეტი იყო, რომლის ენაც სულ მალე მამას დაიძახებდა, ის ბედნიერი კაცი, ვისაც დაუძახევდა კი, თვითონ იყო.
მარიტამ აუხსნა რომ, ნელ-ნელა შევაპარებ,ყველაფერსო.
დაკრძალვის, შემდეგ ხშირად, მიდიოდა და ბავშვს ეთამაშებოდა, ყიდულობდა, ათას ნივთს და უახლოვდებოდა ,მანიკა კი უყვებოდა,ლექსებს, ზღაპრებს დედის მოყოლილს და ბებიის ნასწავლს...
ლალი,ძალიან დაითრგუნა და რაღაც ცუდის მოლოდინში, სულ ცუდად გრძნობდა თავს,მალე კი, გულის შეტევა, მიიღო და ვერ გადაიტანა,მარიტას ხელებში ჩააკვდა,მისი საყვარელი დედა, სიგიჟის ფერი მიიღო, დარდისგან და ცრემლისგან სულ გაილია, ნიკოლოზი არ ტოვებდა მარტოდ, მაგრამ ის მარიტა აღარ იყო,გაქრა უბრალოდ და თითქოს დედას გააყოლეს, მისი ყველაფერი, აქ კი შეცვლილი, გახუნებული სხეულიღა დატოვეს,მთელი ორმოცი დღე, დედის ოთახში იჯდა და ტიროდა, ან ტიროდა ,ან კიდე ეძინა.
მანიკა, მამას გაატანა და უთხრა, -არ მოიყვანო სანამ, მე არ მოვალ. კვირაში ერთხელ მიდიოდა, შვილის სანახავად და ყველა მისვლაზე, უფრო დაპატარავებულს და უბედურ ქალს,ხედავდა ნიკოლოზი.
დიდხანს ელოდა , ნიკოლოზი რომ მარიტა, მანიკას ეტყოდა მის შესახებ, რომ მიხვდა რომ, ამის თავი, მარიტას არ ჰქონდა, გადაწყვიტა თვითონ, ეთქვა რამენაირად.
-მანიკა, გინდა მამა გყავდეს ?
-კი მინდა, ოღონდ შენნაირი,სულ რომ მეთამაშოს, ვუყვარდე და დედაც რომ უყვარდეს.
-მოდი ერთ,პატარა ამბავს მოგიყვები კარგი ?
-ზღაპარია?
-არა,შენი მამიკოს და დედიკოს ამბავი.
-კაარგი გისმენ.
-მე, შენ დედას ვასწავლიდი, პირველად ის, უნივერსიტეტში ვნახე, მას შემდეგ, შენი დედა უსაზღვროდ შემიყვარდა, მერე ჩემი და გახდა,ავად და აქედან, ძალიან შორს წავიყვანე, ისე რომ, შენს ლამაზ დედას, ვერ დავემშვიდობე, მაშინ თურმე , მუცელში ეჯექი, მე კი არ ვიცოდი, ჩემი და უფალმა, თავისთან წაიყვანა, მე კი, აქ მოვედი და გავიგე რომ, უფალმა შენი თავი გამომიგზავნა.
-ანუ,მამიკო ხარ ჩემი?
-ხო შვილო, შენი მამა ვარ.
-მამა, ჩემი მამა. ბავშვი ,მამას გადაეკოჭა, მერე კი ჰკითხა.
-დედიკო, შენს გამო ტიროდა?
-კიი ბოდიში.
- დედა, ბევრ ტიროდა.
-ვიცი, ბოდიში.
-კიდევ უნდა წახვიდე?
-არა! არასდროს მიგატოვებ ჩემო ცხოვრება.
-დედა,ახლაც ცუდადაა.
-ვიცი და გპირდები რომ, კარგად გახდება.
გულში ჩაიკრა, პატარა გოგომ ,მამა და თვალიდან პატარ ცრემლი გადმოაგდო.
ბავშვი დედას, დაუტოვა და
მარიტასთან, წავიდა ნიკოლოზი. იატაკზე იწვა და ჩასძინებოდა, დედის ფოტო მიეხუტებინა,
ხელში აიყვანა რომ ,საწოლზე დაეწვინა, გონს არ მივიდა.
-მარიტა, მარიტაა,გესმის ჩემი ,
ვერაფერით, გონს ვერ მოჰყავდა. რა ქენი მარიტა, პულსი შეუმოწმა, პულსი, სუსტად ესინჯებოდა.
მანქანით გადაიყვანა.
ხელში, აყვანილი მიარბენინებდა,
-საკაცე მალე, დამეხმარეთ.



№1 სტუმარი სტუმარი თეო

იმედია ეხლა არ მოკლავ მარიტას

 


№2  offline მოდერი ♡The moon

სტუმარი თეო
იმედია ეხლა არ მოკლავ მარიტას

:D ეს რისი გამოხატვა იყო რომ არ მოგწონს ისტორიები? კარგი იქნება თუ წაიკითხავთ ამის მერე დააფიქსირებთ,თქვენს ჯანსაღ აზრს...
მადლობა რომ ინტერესდებით და ეცნობით

სტუმარი თეო
იმედია ეხლა არ მოკლავ მარიტას

რომელი პერსონაჟის სიკვდილმა გაგიცრუათ იმედი? ჩემს ნაწერებში ??
--------------------
მ.ზ

 


№3 სტუმარი სტუმარი თეო

ჩემო კარგო მკითხველს ესე გონორით არ უნდა ელაპარაკო, სად წაიკითხე რო არ მომწონს? რო მომწონს იმიტომ მინდა კარგი დასასრული. პ.ს. როცა ისტორიას დებ აქ მზად უნდა იყო კრიტიკისათვისაც თუმცა მე მსგავსი რამ არ დამიწერია მკითხველს თავი პიროვნულადაც უნდა შეაყვარო არა მარტო ისტორიებით და ჩემი რჩევა იქნება სხვა დროს პასუხი კორექტულად და გონორის გარეშე დაწერო

 


№4  offline მოდერი ♡The moon

სტუმარი თეო
ჩემო კარგო მკითხველს ესე გონორით არ უნდა ელაპარაკო, სად წაიკითხე რო არ მომწონს? რო მომწონს იმიტომ მინდა კარგი დასასრული. პ.ს. როცა ისტორიას დებ აქ მზად უნდა იყო კრიტიკისათვისაც თუმცა მე მსგავსი რამ არ დამიწერია მკითხველს თავი პიროვნულადაც უნდა შეაყვარო არა მარტო ისტორიებით და ჩემი რჩევა იქნება სხვა დროს პასუხი კორექტულად და გონორის გარეშე დაწერო

პირველ რიგში მე ყველას აზრს პატივს ვცემ.
მეორეც თუ რამეს წერ პასუხსაც გაგცემ ხო? თქვენ დამიწერეთ ,,იმედია ეხლა არ მოკლავთ მარიტას,,
როცა შეგიძლიათ დაწეროთ კარგ დასასრულს ველი
ასე ისე მე ახალბედა ვარ და მთელი დღის გადაღლილი ვცდილობ ჩემი საყვარელი საქმე ვაკეთო ....უბრალოდ შეგიძლიათ რაც არ მოგწონთ პირდაპირ მითხარათ ან რასაც არ მოელით...
ეს გონორით ნაპასუხები ნამდვილად არაა და ყველა ვინც ჩემს ნაწერს ჩაუჯდება მიუხედავად შეცდომებისა მადლობა....
ყველაფერს ვერ მოვაწონებ ყველას <3
თუ რამე გაწყენინეთ ბოდიში .
მეც გული სიღრმეში მეწყინა...
მადლიბა აზრის დაფიქსირებისთვის ...
--------------------
მ.ზ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent