შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

რა არის სიყვარული? (ნაწილი 1)


16-12-2020, 17:22
ავტორი Giorgi10
ნანახია 1 127

რა არის სიყვარული? ამ შეკითხვაზე პასუხის გაცემას ადამიანების საუკუნეების განმავლობაში ცდილობდნენ, მაგრამ, საბედნიეროდ, დღემდე ერთი კონკრეტული პასუხი არ არსებობს ამ გრძნობის განმარტებისთვის. ვფიქრობ, სწორედ იმიტომ, რომ არ შეგვიძლია სიყვარულის განმარტება ამიტომ არის ის ყველასთვის სასურველი და საოცარი გრძნობა. საზოგადოების ერთი ნაწილისთვის სიყვარული არის მუცელში პეპლები, სხვები ფიქრობენ რომ როცა შეყვარებული ხარ, მზად ხარ შენი ცხოვრებაც დათმო ერთი ადამიანისთვის, ზოგისთვის სიყვარულია როცა მუდმივად გენატრება ადამიანი და ასე შემდეგ. ჩემთვის პირადად სიყვარული არის სიმშვიდე, რომელსაც ის ერთადერთისგან იღებ.
მე მინდა მოგიყვეთ ჩემი სიყვარული ისტორია, რომელიც სამწუხაროდ დასრულდა, მაგრამ არასდროს დამავიწყდება ის ადამიანი ვინც ეს საოცარი გრძნობა განმაცდევინა. ყოველი შემთხვევისთვის მაინც ყველა სახელებს შევცვლი საკუთარის გარდა.
ცოტას ჩემზე მოგიყვებით. მე გიორგი ვარ 19 წლის, პროფესიით ფეხბურთელი მეტი საინტერესო არაფერია ჩემზე. ჩემი სიყვარულის ისტორია დაიწყო 3 წლის წინ, 2017 წლის 27 მაისს, როცა ჩემი ბავშვობის მეგობრის დაბადების დღეზე უნდა წავსულიყავი.
დილით 8 საათზე ყოველდღე დავრბოდი და სწორედ 27 მაისს დილითვე დამირეკა ჩემმა უახლოესმა ძმაკაცმა ცოტნემ:
- გიო შე ძველოო (იცინის) რას აკეთეებ ხო გცალია?
- ვაა შენ დაჟე დილით 8ზე გღვიძავს? რა იყო მეორედ მოსვლაა?
- ნუ ღლიცინებ რაა! დღეს ნინის დაბადების დღეა და ხო მოდიხარ? უნდა წამოხვიდე თორე ხო იცი ცოცხლად დაგმარხავს
- კი მოვდივარ აბა რა, მაგის დასაზუსტებლად რეკავ ამ დილით?
- ამ დილით კი არა, ამ დილაუთენია ვრეკავ და მიბრუნდი სახლში მალე მოწესრიგდი და გავიდეთ საჩუქარზე, 1 საათში შენთან ვიქნები იცოდე და სახლში რო არ დამხვდე შეგიყრი მთელ სამეზობლოს
- დილის 9 საათზე რო მიმათრევ საჩუქრის საყიდლად შუა დღეს ვერ ვიყიდით?
- ბიჭო შუამდღემდე შეიძლება კარგი რაღაცეები გაიყიდეს ყველაფერი რო დასწრებაზეა მე უნდა გასწავლო ამხელა კაცს?
- მე ბოდიში ძმაო
- 10 საათზე სახლში დამხვდი იცოდე!
- არის უფროსო!
გავუთიშე და გავაგრძელე სირბილი ზუსტად 10 საათზე სახლის სადარბაზოსთან მივედი სადაც ცოტნეც დამხვდა და ავედით მაღლა. მალევე მოვწესრიგდი და გავედით ნინის საჩუქრის საყიდლად. ხო მართლა ნინი ცოტნეს დეიდაშვილია და მეც ბავშვობიდან ვიცნობ ძალიან კარგი გოგოა დღეს 16 წლის გახდებოდა უკვე ჩვენი ტოლი იქნებოდა. სიმართლე გითხრათ, 13 წლიდან თავი ქალი გონია.
- ცოტნე მომაფიქრებინე რა ვაჩუქო ნინის თორე ხო იცი რა უფანტაზიო ვარ საჩუქრებში
- მე ყვავილებს ვჩუქნი დაგასწარი!
- რა ძუნწი ხარ ა ეგ ყვავილები რა ჭირად უნდა გამოგართმევს და მეორე დღეს გადასაყრელია რამე წესიერი აჩუქე
- ძვირიან საჩუქრებს როგორიცაა სუნამო ან სამკაული დამსახურება უნდა
- აი ძმა ხარ სუნამოს ვაჩუქებ და შენსავით გოიმი ყვავილებით არ გავიჩითე
- ეხა სანამ წაგადე სიფათში ჯობია დაქოქე მანქანა და წავედით.
ძალიან დიდხანს ვიარეთ მაღაზიებში რაღაცეების არჩევაში საბოლოოდ როგორც გადავწყვიტე სუნამო ვუყიდე და ცოტნემ სამაჯური უყიდა, მადლობა ღმერთს მხოლოდ იმ ყვავილებს არ წამოათრევდა და ნორმალური საჩუქრით მივიდოდა. გზაში კი უცნაურად დამიწყო ლაპარაკი
- ბიჭო გიო შენ ახლა ვინმე გყავს?
- რა იყო ორიენტაციას იცვლი?
- აუ მოიშორე ეგ უაზრო იუმორი თორე ბოლოს ცვეტში გცემ
- არა არავინ არ მყავს რა იყო?
- გახსოვს ბავშვობაში ჩვენთან ერთად ერთი გოგო რო თამაშობდა კიდე? ნინის დაქალი რო იყო ელენე
- შავგრემანი მწვანეთვალება ბავშვი რო იყო? მალევე რო აორთქლდა
- ჯერ ერთი ბავშვი კი არა რო ნახო ახლა რო გოგოა დაეცემი და მერე მეორე კი არ აორთქლდა მამამისი საფრანგეთში გადაიყვანეს სამსახურიდან და ოჯახიც წაიყვანა ახლა ჩამოვიდა და დღეს ნინისთან იქნება დაბადების დღეზე
- და მე რაში მჭირდება ეგ ინფორმაცია?
- რა რაში ბიჭო? შენ დებილი ხარ?
- რას მლანძღავ რა გინდა?
- რა რა მინდა? 2 წუთის წინ გითხარი ძააან ლამაზი გოგოა თქო და დაფიქრდი შენ ძმობას ვფიცავარ მაგრად მოუხდებით
- ნუ მაჭანკლობ თუ ჩემი ძმა ხარ რააა! მე შეიძლება მომეწონოს მაგრამ იმას რატო არ უშვებ მას შეიძლება არ მოვეწონო? თუ ასეთი მაგარი გოგოა უამრავი ბიჭი იქნება მის გვერდით და საერთოდ შეიძლება შეყვარებულიც ყავდეს
- არ ყავს არააა და დაფიქრდი რა ძმურაად მართლა კარგი გოგოა და შენთვის ყველაფერი კარგი მემემტება ხო იცი
- ჰო კარგი ოღონდ ტვინს ნუ მიჭამ
სიმართლე გითხრათ არ დავფიქრებულვარ, რატომღაც დარწმუნებული ვიყავი რომ ელენეს არ მოვეწონები და საბოლოოდ ეს "ჰო კარგიც" იმიტომ ვუთხარი ცოტნეს რომ თავი დაენებებინა.
საღამოს 8 საათზე უკვე ნინისთან მივედით დაბადების დღეზე, წყნეთში გადაიხადა თავისი მშობლების სახლში და თვითონ ძალიან ლამაზი იყო მოკლე წითელი კაბა ეცვა რაც უფრო სექსუალურს ხდიდა. ცოტნეს დეიდაშვილი და ჩემი ბავშვობის მეგობარი რომ არ ყოფილიყო ალბათ დავფიქრდებოდი. ამ ფიქრებზე ძალიან გამეცინა.
აღმოჩნდა რომ ამხელა "ფართიზე" მე და ცოტნე მხოლოდ ერთმანეთს ვიცნობდით. ირგვლივ მორთულ სახლს ვათვალიერებდი როცა ცოტნემ იდაყვი მითავაზა გვერდიდან
- რას ჩამიმტვრიე ნეკნები რა გინდა?
- გაიხედე მარცხნივ დროზე! ელენეა!
და ცოტნემ ხელი დაუქნია ისიც ჩვენსკენ წამოვიდა. ვერც კი აგიღწერთ როგორი ლამაზი იყო! თეთრი კაბა ეცვა და შავი თმა გაშლილი ჰქონდა და გამოკვეთილად კარგად ჩანდა მისი ულამაზესი თვალები, რომლებიც შემდეგ სიგიჟემდე შემიყვარდა!!! ბავშვობაში სულ სხვანაირი იყო ახლა კი არ ვიცი 15 წლის ასაკში მართლა სრულყოფილი ქალივით გამოიყურებოდა საოცრად ლამაზი იყო! გავშტერდი და დავდებილდი წამებში! ენაც კი დამება რამდენჯერმე როცა გამიღიმა. ცოტნემ პირველმა დაუწყო ლაპარაკი
- ვაა ელენეე როგორა ხარ? რამდენი ხანია არ მინახიხარ
- როგორ ხარ ელენე (ძლივს ამოვილუღლუღე)
- კარგად თქვენ როგორ ხართ ბიჭებო? 10 წელია არ მინახიხართ და როგორ შეცვლილხართ?! ნუ გიორგი ყოველთვის გამხდარი იყო მაგრამ შენ კარგად გიზრუნია საკუთარ წონაზე ცოტნე (გაეცინა, აქვე გეტყვით, რომ ცოტნე ბავშობაში ძალიან მსუქანი იყო, სიარულის დროს ჯერ მისი მუცელი მიდიოდა და შემდეგ თვითონ, ახლა ნამდვილად სასურველი სასიძოა).
- აბა ეხა ელენე (უცინის ისიც) გოგოები მეხვეწებიან რო ცოლად მოვიყვანო რას ლაპარაკობ რაღა დროს ჩემი სიმსუქნეაა? კაი მე გავიქეცი ბავშვებო აქვე ჩემი ნაცნობი დავინახე და რომ არ ვნახო ხომ იცით ტეხავს, აბა დროებით!
და აი დავრჩით მე და ის! მის თვალებში ყურება საოცარი შეგრძნება იყო! მისი თვალებიდან და ღიმილიდან დიდი სითბო მოდიოდა, რამაც ძალიან კარგ განწყობაზე დამაყენა და ვეცადე უფრო ადამიანურად დავლაპარაკებოდი.
- დიდიხანია რაც ჩამოხვედი ელე?
- არა 1 კვირაა აქ ვარ და საერთოდ აქ გადმოვდივართ ისევ მამას თბილისში აბრუნებენ და ჩვენს მოვყვებით
- ვაა რა მაგარიაა! არა ანუ საფრანგეთი კი ჯობია ბევრად აქაურობას, მაგრამ აქაც კარგია დამიჯერე და როცა გეცლება გავიდეთ ყველა ერთად სადმე გაგვისწორდება!
- კარგი იდეაა დიდი სიამოვნებით!
მთელი საღამო მასთან გავატარე. ვერ წარმოიდგენთ როგორ კარგად ვგრძნობდი თავს მასთან ლაპარაკისას სულ ჩვენს ბავშვობაში ვსაუბრობდით და ბევრი სასაცილო მომენტიც კი გავიხსენეთ რამაც თითქოს უფრო დაგვაახლოვა.
საბოლოოდ დავიშალეთ სადღაც პირველი საათისკენ, როცა წასვლას ვაპირებდი ელენეს ცოტნეს და ნინის ვუთხარი რომ მე შემეძლო წამეყვანა სამივე ერთმანეთთან ახლოს ვცხოვრობდით და ერთი გზა გვქონდა. მაგრამ ცოტნემ და ნინიმ იუარეს ჩვენ აქ ვრჩებით თქვენ წადითო და რაღაც ისე მანიშნეს თვალებით მივხვდი, რომ ამას განზრახ აკეთებდნენ და ხვალ მოვუვლიდი ორივეს. რამდენიმე წუთის შემდეგ მე და ელე ჩემს მანქანაში ვისხედით და სახლისკენ მივდიოდით. უხერხული სიჩუმე რომ არ ყოფილიყო შევეცადე ისევ გამოვლაპარაკებოდი
- ელე აბა რა ხდება შენსკენ ახალი? 10 წელია არ მინახიხარ რაიმე იქნება მაინც
- რავიცი რა გითხრა აბა ვსწავლობ და ვარ ასე გადაყოლილი სწავლაზე, როგორც ხედავ სიმაღლეშიც კარგად გავიზარდე ბავშვობაში რომ დამცინოდი საზიზღარო (იცინის), პირადს შეეხება შეყვარებული ჯერ კიდევ არ მყოლია, შენსკენ რა ხდება? ფეხბურთელი გახდი როგორც ამბობდი?
- კი ფეხბურთელი ვარ უკვე მთავარ გუდნშიც ვთამაშობ და ძალიან კარგად ვგრძნობ თავს ამით. შეყვარებული მეც არ მყავს
- ოხ როგორ დაგტოვეს გოგოებმა უყურადღებოდ ასეთი ბრგე და ახოვანი ყმაწვილი? (იცინის)
- ნუ რავიცი აბა ასე მოხდა (გამეცინა მეც). სიმართლე გითხრა არის ხოლმე სიმპატიები გოგოებისგან მაგრამ როცა არ ვგრძნობ მათ მიმართ იგივეს არ მინდა ამის მოტყუება ამიტომ პირდაპირ სიმართლეს ვეუბნები ხოლმე ამიტომ მარტო ვარ დღემდე.
- კი ეგრე ჯობს ნამდვილად კარგად იქცევი
ამ დროს მოვედით კიდეც ელენეს სახლთან, გადმოვედი და მასაც გავუღე მანქანის კარი
- ოხ როგორი ჯენლტმენი ხარ გამხდარი (მიღიმის)
- გავიზარდე და დავჭკვიანდი (ვუღიმი)
უცებ ის მომენტი იყო ფილმებში უცებ თვალები რომ შეხვდებიან ერთმანეთს და ასე გრძელდება რამდენიმე წუთი, ზუსტად ეგ დაგვემართა მის მწვანე თვალებში ყურება ერთი სიამოვნება იყო და უეცრად ჩავეხუტე როდის გადავწყვიტე ეს გამეკეთებინა მეც არ მახსოვს თავისით მოხდა ყველაფერი
- კარგი ადი ახლა თორე გვიანია და შენები ინერვიულებენ
- კარგი მადლობა გიო რომ მომიყვანე დროებით აბა
- დროებით
ბოლოს ისევ გამიღიმა და მივხვდი რომ უკვე ცუდად მქონდა საქმე. თუ შესაძლებელია რომ ადამიანის მიმართ ერთ დღეში გაგიჩნდეს სიმპატია ამის მაგალითი მე ვარ. პატარა კიკინებიანი მახსოვს და ახლა საერთოდ სხვა ელენე იყო ჩემს წინაშე. ეს იყო გოგო, რომელის დანახვაზეც საკუთარი თავი დავკარგე და მის ირგვლივ ყოფნის რაღაც ძალიან სასიამოვნოს ვგრძნობდი.
ასვლის წინ გიო დამიძახა, ზოგადად მიჩვეული ვარ ყველა გიოს მეძახდა გიორგის ძალიან იშვიათად, მაგრამ ელენეს ნათქვამი გიო სულ სხვა იყო.
მისმა ნათქვმმა "გიომ" თითქოს სული გამითბო!



№1  offline წევრი EllaTriss

სათაურმა მიიქცია ყურადღება და შევყევი მერე კითხვასაც..
ძალიან კარგად წერ, აქამდეც გიცდია?
მახსოვს, ადრეც რამდენჯერმე შემხვდა საიტზე, ასეთი სახის ისტორია, ანუ (როცა საკუთარი ცხოვრებიდან წერენ რაიმეს) თუმცა, ეს ისტორია მათ შორის ჯერ-ჯერობით ფავორიტია პირადად ჩემთვის.
საინტერესოა, თუ როგორ განვითარდება მოვლენები. დაველოდები გაგრძელებას..

პ.ს თუ მომავალში იფიქრებ, სხვა რამის დაწერასაც.. რა თქმა უნდა, საკუთარი ისტორია არა. ისე, თუ ფანტაზიებში გააცოცხლებ პერსონაჟებს, ვფიქრობ ძალიან კარგად გამოგივა.

წარმატებები.

 


№2  offline წევრი Giorgi10

EllaTriss
სათაურმა მიიქცია ყურადღება და შევყევი მერე კითხვასაც..
ძალიან კარგად წერ, აქამდეც გიცდია?
მახსოვს, ადრეც რამდენჯერმე შემხვდა საიტზე, ასეთი სახის ისტორია, ანუ (როცა საკუთარი ცხოვრებიდან წერენ რაიმეს) თუმცა, ეს ისტორია მათ შორის ჯერ-ჯერობით ფავორიტია პირადად ჩემთვის.
საინტერესოა, თუ როგორ განვითარდება მოვლენები. დაველოდები გაგრძელებას..

პ.ს თუ მომავალში იფიქრებ, სხვა რამის დაწერასაც.. რა თქმა უნდა, საკუთარი ისტორია არა. ისე, თუ ფანტაზიებში გააცოცხლებ პერსონაჟებს, ვფიქრობ ძალიან კარგად გამოგივა.

წარმატებები.


დიდი მადლობა. შევეცდები

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent