ლილი {სრულად}
"ლილი" -2020-ის ბოლო ისტორია . ვფიქრობ განსხვავებულია .. არა ნამდვილად განსხვავებულია თხრობის სტილით და მთელი მიმდინარეობით რომელიც ერთადერთი იქნება ჩემს "შემოქმედებაში" გუშნ ვერ მოვახერხე , მძიმე დღე იყო ამიტომ ახლა ვაკეთებ შესწორებას -ისტორია არ არის ერთ წყვილზე . რომანს საერთოდ ვერ დავარქმევ ეს არის ბევრი გმირის ცხოვრება ერთი დინამიკით აღწერილი ამბავი, რომლის მთხრობელიც ფსიქოლოგია. აქვე ავღნიშნავ რომ ყველაზე არაფსიქოლოგი ფსიქოლოგია ვინც შეიძლება არსებობდეს . მგონი სხვას ვერაფერს ვიტყვი თქვენ გადაწყვიტეთ ღირს დროის დაკარგვად თუ არა წამალივით მჭირდება ახლა თქვენთან ურთიერთობა და თქვენი აზრის მოსმენა იმედია წაიკითხავთ და გამიზიარებთ შთაბეჭდილებებს ............. შეუძლებელი არაფერია , მაგრამ მიზანთან მისასვლელი გზა არც ისეთი მარტივია. ძალა გჭირდება, მხოლოდ მოტივაცია ვერაფერს გახდება თუ მტკიცედ არ დახვდები ყველა პრობლემას . სულით არ უნდა დაეცე , არ უნდა დანებდე თუ დაიღლები უნდა ჩამოჯდე , შეისვენო წაქცევამდე აღიდგინო ძალები და შემდეგ განაგრძო გზა . მშვიდად ,გააზრებულად განახორციელო შენი მიზნები . სწორედ ამ გზით დავუბრუნდი ადგილს რომელიც არასდროს იწვევდა ჩემში დადებით ემოციებს, ვერ ვიტან სიტყვა სიძულვილს , მაგრამ წარსულში ხშირად ვამბობდი „მძულს სკოლა“ . წლები გავატარე ამ ბევრისთვის საძულველ ადგილას, ვერავინ არიდებს თავს ცხოვრების ამ დიდ, გარდამტეხ პერიოდს . მოსწავლის სტატუსი წლების წინ მოვიშორე , გავხდი სასურველი ფაკულტეტის სტუდენტი, გავიარე დიდი გზა და ისევ დავუბრუნდი სკოლას. არა მასწავლებლის სტატუსით , არამედ ფსიქოლოგის ადამიანის რომელიც ალბათ ყველაზე მეტად სჭირდებათ მოზარდებს სულიერი სიმშვიდისთვის. დიდი გზა გავიარე , მიუხედავად ჩემი ასაკისა მაინც გრძელი და მძიმე იყო წლები რომლებმაც ჩემი წარსული შექმნეს. ახლა სარკის წინ ვდგავარ, ვუყურებ ქალს რომლითაც ვამაყობ . ვხედავ კადრებს, რომლებიც წარსულიდან მეხსიერებაში შემომრჩა ... სკოლის შენობა ისეთი დიდი ჩანდა მანქანიდან რომ გადავედი წამით დავმძიმდი კიდეც. ვიცოდი რთული ამბავი იწყებოდა , მაგრამ დაბრკოლებების გადალახვა ზრდასრულობის ასაკიდან ჩემს გატაცებად იქცა. დარწმუნებული ვიყავი საკუთარი მიზნის სისწორეში, იმ საქმის საჭიროებაში რომელსაც ვასრულებდი. საკუთარ თავში ეჭვი არ მეპარებოდა, მივიწევდი შენობისაკენ,რომელშიც ახალ დასაწყისს ვხედავდი კიდევ ერთ საფეხურს ჩემს ცხოვრებაში. ცარიელ სივრცეში ჩემი ფეხსაცმლის ხმა მკვეთრად მესმოდა, ჯერ კიდევ პირველი სექტემბერი იყო და ხმა მხოლოდ სამსწავლებლოდან ისმოდა , პედაგოგები სწავლის დაწყებამდე ემზადებოდნენ ბავშვების დასახვედრად. მიმართულება დირექტორის კაბინეტისაკენ ავიღე , ქალბატონი ნატო ჯერ კიდევ ზაფხულში გავიცანი, გასაუბრებისას შევხვდით , სამუშაო პირობებზე ვისაუბრეთ და სასიამოვნო განწყობით დავემშვიდობეთ ერთმანეთს . კართან შევჩერდი, დავაკაკუნე, პასუხს დაველოდე და შევედი , მაგრამ იქ ფუმფულა, ცისფერთვალება ქალის ნაცვლად საშუალო ასაკის კაცი დამხვდა. იმის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ რომ სავარძელში იჯდა, მაგიდაზე გაშლილ ფურცლებს დაჰყურებდა და თან კომპიუტერის ეკრანისკენ იყურებოდა , ის იყო ახალი დირექტორი . მე კი დაუპატიჟებელი სტუმარი -გისმენთ ? - როგორც იქნა შემამჩნია, ქვემოდან ამომხედა შემათვალიერა და რომ ვერ მიცნო ფეხზე წამოდგა - რით შემიძლია დაგეხმაროთ? -გამარჯობა ... მე ლილი კორინთელი ვარ - მინდოდა მეთქვა ჩემი სტატუსი, მაგრამ სახელის გაგებისას აშკარად მიხვდა ვინ ვიყავი -ფსიქოლოგი ბრძანდებით ... ხელშეკრულება უკვე ვნახე. ქალბატონი ნატა წასვლის წინ მესაუბრა და თქვენს შესახებაც მიამბო . ისე იქნება ყველაფერი როგორც შეთანხმდით იმ განსხვავებით ,რომ მეც თქვენს მსგავსად ახალი ვარ - მშვიდი, გაწონასწორებული კაცის იერი ჰქონდა . ხელი ჩამომართვა, სავარძლისკენ მიმითითა და თავადაც ჩემს წინ მოთავსდდა - კაბინეტისთვის ოთახი აარჩიეთ და შემდეგ მაქსიმალურად ვეცდები ბიუჯეტიდან გამოვყო თანხები ინვენტარისთვის -სწავლის დაწყებამდე მინდა მზად იყოს და დღესვე თუ მაჩვენებთ ოთახებს კარგი იქნება. ოთახის მომზადებაზე კი თავად ვიზრუნებ- გაუკვირდა . 40 -დან 45 წლამდე მამაკაცს წესით დიდი გამოცდილება უნდა ჰქონოდა სკოლაში მუშაობის , შესაძლოა დირექტორი არ ყოფილა,მაგრამ მაინც ვფიქრობდი რომ მხოლოდ მე არ ვაპირებდი ცვლილებების დაწყებას. ის არაფრით ჰგავდა ჩვეულებრივ მასწავლებელს , მითუმეტეს დირექტორს -ყავას ინებებთ? სულ 10 წუთი მჭირდება, დამელოდებით და თავად გაჩვენებთ თავისუფალ ოთახებს - ოთახის ერთ ბოლოში ყავის აპარატი ედგა, ყუთიც იქვე იდო აშკარად ახალი სამსახურის აღსანიშნად აჩუქეს ან თავად შეიძინა და შეიძლება ითქვას ერთ-ერთი პირველი ვიყავი ვინც დააგემოვნებდა ამ შედევრს. დახვეწილი მოძრაობები ჰქონდა, მოუხერხებელი არ ჩანდა, ცისფერი პერანგის მკლავები აეკეცა, პირველი ორი ღილიც გახსნილი ჰქონდა შავი ჯინსი ეცვა კლასიკურთან მიახლოებული ,მაგრამ მაინც ჯინსებითა და კეტებით იყო წარმოდგენილი. ჭაღარაშერეული თმა და წვერი განსაკუთრებულად მოვლილი , პერანგი უნაოჭოს დაუთოებული . წესრიგის მოყვარული გახლდათ ბატონი, რომლის სახელიც არ ვიცოდი -ინებეთ - სანამ დეტალებს ვაკვირდებოდი მან უკვე ყავაც მომიტანა და საიდანღაც ტკბილეულით სავსე ლამაზი თეფშიც - სულ რამდენიმე წუთი -გმადლობთ ... მე თქვენი სახელი არ ვიცი - სავარძელს რომ დაუბრუნდა შემდეგ ვკითხე , გამეღიმა ისიც არ ჩამომრჩა -სულ გადამავიწყდა ... აკაკი თოფურია - ბატონ აკაკის გრძელ თითებს ფორმაშეცვლილი ქორწინების ბეჭედი უმშვენებდა . აშკარა იყო წლების განმავლობაში ატარებდა მისი დიზაინიც ძველებური გახლდათ და ერთი შეხედვით ამოვარდნილი იყო ამ დახვეწილი კაცის იმიჯიდან . კლავიატურაზე ტექსტს კრეფდა, მაგიდაზე დაწყობილი ფურცლებიდან იწერდა ინფორმაციას . ყავა გემრიელი იყო, ორცხობილები იმდენად გემრიელად გამოიყურებოდა არც მასზე მითქვამს უარი . ვერც კი შევამჩნიე დრო ისე გავიდა . კაბინეტიდან გავედით , სამასწავლებლოდან საუბრის ხმა გამოდიოდა ,რამდენიმე ინტერესიანი ქალის მზერაც გამოგვყვა თან . გამეღიმა, ყველა სკოლაში ,ყველა ადგილას პედაგოგების ხასიათი ერთნაირია. მათი ფსიქოლოგია საოცრად განსხვავდება სხვა პროფესიის მქონე ადამიანებისგან და 90% ალბათობით შემიძლია ამოვიცნო ნებისმიერ გამვლელში . -მინდა ოთახი ისეთ ადგილას იყოს რომ მშვიდად შევძლოთ საუბარი ... დარწმუნებული ვარ ჩემს კაბინეტთან მოსულ ბავშვს არ მოუნდება ყველამ დაინახოს . იმედია გაქვთ ასეთი ოთახი - ძალიან მინდოდა მეპოვნა შესაფერისი ადგილი. დიდი მნიშვნელობა ჰქონდა გარემოს კომფორტისთვის , ისე საუბარს ვერ დაიწყებდნენ თუ თავს მშვიდად არ იგრძნობდნენ, ყველა დეტალი მნიშვნელოვანი გახლდათ . -მესამე სართულის ერთ ნაწილში შედარებით სიმშვიდეა და ვფიქრობ ბავშვებიც მშვიდად მოვლენ ... გაჩვენებთ - მეორეზეც გაჩერდე ორი ოთახი მაჩვენა, იმხელა შენობაა და მაინც ნებისმიერ ადგილას ხალხმრავლობა იქნება . აი მესამე სართულის ოთახი კი ნამდვილად ის იყო რაც მჭირდებოდა. ნათელი, დიდი, ხედით ეზოზე . შევედი თუ არა მაშინვე წარმოვიდგინე როგორ გარდავქმნიდი -მომწონს ... -ძალიან მიხარია . გაჩვენებთ იმ ავეჯს რომელიც გვაქვს და შემდეგ გადაწყვიტეთ გამოიყენებთ თუ არა -მე თავად მოვაგვარებ, როგორც გითხარით -დარწმუნებული ხართ ? -სრულიად ... უღრმესი მადლობა დახმარებისთვის. აღარ მოგაცდენთ - ისევ გაკვირვებული მიყურებდა. ალბათ ვერ ხვდებოდა ასეთი აჟიტირებული როგორ ვრჩებოდი სრულიად ცარიელ ოთახში . არ იცოდა ყველაფერი ახალი და განსხვავებული რომ მჭირდებოდა, მეზიზღება სტანდარტები და ნორმები . ეს ოთახი გამორჩეული უნდა ყოფილიყო აქ რომ შემოვიდოდნენ და კარს მიხურავდნენ უნდა დაევიწყებინათ სკოლის არსებობა. საღებავები ვიყიდე, ფუნჯები და კომბინიზონი რომელსაც ღებვისას გამოვიყენებდი. შეიარაღებული დავბრუნდი უკან, ავეჯის ნაწილი არჩეული მქონდა საჩქარო მხოლოდ ეს საქმე იყო . საღებავის ვედროები საკმაოდ მძიმე იყო , თანაც იმდენი ფერი შევიძინე არც კი ვიცოდი მესამე სართულამდე როგორ მოვახერხებდი მის ატანას. კიდევ კარგი მანქანაში სულ მედო სპორტული ფეხსაცმელი, მაღალქუსლიანები მოვიშორე და ჩემი უკომფორტულები ბოტასები მოვირგე, კომბინიზონი ყიდვისთანავე ჩავიცვი . სასაცილო სანახავი ვიქნებოდი ვიცი, მაგრამ არ მაინტერესებდა. ორი ქილა ავიღე მხოლოდ და შენობას ავხედე, მძიმე იყო და სულ უფრო მეტად მძიმდებოდა . მეორე სართულე უკვე ვქოშინებდი უეცრად ახალგაზრდა ბიჭი რომ შემეჩეხა . როგორც კი დამინახა მაშინვე თვალები გაუფართოვდა, მიყურებდა და ალბათ დააინტერესა ვინ ვიყავი . გაეცინა სახეზე ჩამოშლილი თმის მოშორება სულის შებერვით რომ ვცადე , საფეხურები ჩამოირბინა და ჩემს წინ გაჩერდა. -დაგეხმაროთ? -თუ არ შეწუხდებით - გულწრფელ შემოთავაზებაზე უარის თქმა არ მიყვარს. მითუმეტეს დღეს ამას არც ისე ბევრი აკეთებს . ისე მსუბუქად ამართვა ორივე ქილა საკუთარ თავზე გავბრაზდი, არადა არც გამხდარი ვარ , არც ისეთი სუსტი რომ მსუბუქ ნივთს ასე დავექანცე -საით? -მესამეზე...აქვეა -თქვენ მასწავლებელი ხართ ? -არა , სკოლის ახალი ფსიქოლოგი ვარ... და თქვენ ? -მე დირექტორის შვილი ... აქ არ ვსწვალობ . უბრალოდ მასთან მქონდა საქმე -ჰგავხართ , თვალის ფერით - მართლაც გავდა, სხვა ისეთი მსგავსება ვერ აღმოვაჩინე. გაეცინა, ვერ მივხვდი ასე რატომ ჩაიცინა. უცნაური ბიჭი გახლდათ -მხოლოდ ეს არის ? ისე გამოიყურებით ამ ორ პატარა ქილას აშკარად არ დაჯერდებოდით -არ მინდა შეგაწუხოთ -დაჩი მქვია - ხელი გამომიწოდა, ჩემზე 10 წლით პატარა მაინც იქნებოდა და მისი მტევანი ჩემს ხელზე ორჯერ დიდი იყო . რა უცნაურია ,ზოგი როგორ დიდად გამოიყურება პატარა ასაკშიც კი , თავისი სურვილის საწინააღმდეგოდ უწევთ ნაადრევად გაზრდა -მე ლილი მქვია და ძალიან სასიამოვნოა შენნაირი კულტურული ახალგაზრდას გაცნობა ჩემთვის -აკაკი არ გეთანხმებათ ... წავიდეთ , მაჩვენეთ კიდევ რა გაქვთ ამოსატანი - ისე გავიდა ოთახიდან აშკარა იყო დიალოგის გაგრძელება არ სურდა, მაგრამ ფაქტი იყო დირექტორი ვერ ხედავდა მის შინაგან კულტურას. მანქანამდე გზა ჩუმად გავიარეთ. საბარგული რომ გავხსენი და ამდენი ფერი დაინახა მხოლოდ შემდეგ შემომხედა -სულ ოთხი კედელია და ამდენ ფერს როგორ იყენებთ? -რომ დავასრულებ შემოიარე და გაჩვენებ -სკოლას აქვს ამდენი ფინანსები ფსიქოლოგის კაბინეტისთვის? - ჭკვიანი ბიჭია დაჩი , უდავოდ -თავად ვზრუნავ ოთახის დიზაინზე -პირად ხარჯებს იყენებთ და გგონიათ ,რომ ვინმე თავისი ნებით შემოვა მაგ კაბინეტში როგორი განსხვავებული, ფერადი და კარგიც არ უნდა გამოვიდეს? - ჩუმად საუბარობდა, აუღელვებლად, მაგრამ მის სიტყვებს ეტყობოდათ ბრაზი . არ ვიცი რა არ მოეწონა, ის რომ სხვების მსგავსად არ ველოდი სახელმწიფოს გამოყოფილ კაპიკებს თუ ის რომ ენთუზიაზმი დაინახა ჩემში -მხოლოდ საკუთარი სურვილით არ მიდიან მოსწავლეები ფსიქოლოგთან. არიან ბავშვები რომლებიც მასწავლებელებს მოჰყავთ ჩვენთან , ან მშობლებს . გგონია,რომ სკოლას ფსიქოლოგი არ სჭირდება? -ამ მასწავლებლების ფონზე ერთი კი არა ბევრი ფსიქოლოგი სჭირდება , მაგრამ არ ვიცი რამდენად მოახერხებთ მოსწავლეებთან ურთიერთობის დამყარებას. იმედია ეს მოტივაცია არ გაგიქრებათ, სამწუხარო იქნება თქვენნაირი ნათელი ქალის ჩაქრობა - წარმოდგენა არ მქონდა რა ხდებოდა ამ ბიჭის ცხოვრებაში , მაგრამ ვიცოდი ის არ იყო მხოლოდ ფიზიკურად დიდი , მას გაზრდა ისეც მოესწრო -უღრმესი მადლობა დახმარებისთვის ... ახლა ნამდვილად დღესვე დავასრულებ -აბა ? რომელი ფერით ვიწყებთ? - დაჩიმ ყველა ქილა რომ ამატანინა და სანამ მე მისი წასვლის მოლოდინში სხარტად ვუხდიდი მადლობას ფანჯარა გააღო, ქილებს თავი მოხსნა და გამომხედა -დაისვრები ... თანაც ცუდი სუნია და არ მინდა დაიღალო -მე მინდა . გთხოვთ - ისეთი სიტყვების თქმა შეეძლო , ისე მიყურებდა დიალოგის ზედმეტად გაგრძელებას რომ აღარ მოითხოვდა, გაიძულებდა გაჩერებულიყავი. ბორდოსფერ საღებავზე ვანიშნე და თავად გაამზადა. ფუნჯი პირველმა მე ავიღე , მადროვა სანამ კედელს შევახებდი . სუნის მიუხედავად მაინც ბედნიერი შევუდექი საქმეს. სპეციალურად გრძელტარიანი ფუნჯები ვიყიდე . მხოლოდ ერთი კედელი შევღებეთ , მომეწონა , კუთხეში რამდენიმე სხვა ფერის ზოლებიც გავაკეთე. მოშორებით იდგა და მიყურებდა, არაფერი უთქვამს, ჩუმად აკეთებდა თავის საქმეს. იყენებდა იმ ფერებს რომლეზეც ვუთითებდი. ბოლოს კი ყველაზე დიდ კედელთან გავჩერდით , მას არც კარები ჰყოფდა, არც ფანჯარა . მინდოდა ყველა ფერი გამომეყენებინა ამ უსახური კედლის დასაფარად. ფუნჯის მრგვალი თავის სიგანე ჰქონდა ყველა ფერს. ვხვდებოდი დაჩის მოსწონდა ის რასაც ვაკეთებდით , გამომეტყველება ისეთი მოღუშული აღარ ჰქონდა,თვალებიც სხვანაირად უნათებდა ფერადი კედლის წინ რომ გაჩერდა -მადლობა , ლილი - არ მიკითხავს რისთვის მიხდიდა მადლობას. ვიცოდი დავეხმარე, საქმე თანაც სასიამოვნო ყოველთვის შველის სულს. წამალივითაა პრობლემებისგან გასაქცევად , საშუალებაა რომელიც უეცრად გამოუჩნდა ჩემთან შეხვედრით. მიხაროდა რომ დავეხმარე . ქილები ცარიელ ყუთში ჩავალაგე, თავსახურები კარგად დავაფარე და ფუნჯებიც ერთად დავაწყვე. იატაკზე დაფენილი პარკიც დავკეცე. სულ დასვრილი იყო საღებავის წვეთებით. ჩემი თეთრი კომბინიზონიც ფერადი გახდა, ახლა უფრო მომეწონა ვიდრე თავიდან. კარი დავხურე, ფანჯარა ღია დავტოვე და ორივემ ერთად წავიღეთ ყუთები . მანქანაში ჩაალაგა , საბარგულიც თავად დახურა -სულ დასვრილი ხარ, სახლში გაგიყვან ... ბატონი აკაკი ალბათ უკვე წასულია- გვიანი იყო სკოლაში აღარავინ იქნებოდა -ხვალაც მოხვალთ ?- აშკარად არ ადარდებდა დასვრილი ხელები და ტანსაცმელი -მოვალ -ხვალამდე , ლილი - დაიხარა, ლოყაზე მაკოცა და წავიდა. ყველა ადამიანი განსხვავებულია არც კაცები გვანან და არც ქალები . საკუთარ თავსაც კი არ გვანან ყველა ასაკში სხვადასხვა პიროვნება ცოცხლობს ერთ ადამიანში , მაგრამ მაინც არსებობენ ისეთები რომლების სრულიად სხვა სამყაროს ეკუთვნიან, ყველასგან განსხვავდებიან, არაფერი აქვთ საერთო ბრბოსთან რომელიც ირგვლივაა. მუდამ მაბედნიერებდა ასეთ ადამიანთან შეხვედრას თუ მარგუნებდა ბედი, მაქსიმალურად ვცდილობდი მათთან ურთიერთობის გახანგრძლივებას. ბევრის სწავლა შეიძლება მათგან. სახლში სრულიად კმაყოფილი დავბრუნდი. დღემ იმაზე უკეთ ჩაიარა ვიდრე წარმომედგინა. ენერგიის მოზღვავებას ვგრძნობდი, ვახშამი რომ მოვამზადე მამას ვესაუბრე , მოვუყევი დღის ამბები . შემდეგ ფილმის ნახვაც მოვახერხე, სოციალურ ქსელებში „ძრომიალიც“ მეგობრებთან მიმოწერაც, ძილის წინ წიგნის კითქვა დავიწყე და ასე ბედნიერად დასრულდა პირველი დღე სკოლაში. .............. ავეჯი სატვირთო მანქანაში მუშებმა დაალაგეს და მისამართზე მიიტანეს. მაგიდა და წიგნების რამდენიმე თარო ჩემი დიზაინით დავამზადებინე. დივანი, სავარძლები და ხალიჩაც შევიძინე , ყველაფერი ერთდროულად მივიტანე. მუშებს მივყვებოდი მესამე სართულზე დაჩის ფიგურა რომ დავლანდე, ფანჯარასთან იდგა და ეწეოდა. თავის დაკვრით მომესალმა, გავუღიმე და კარი გავაღე. ერთ საათში მარტო ვიყავით სავსე ოთახში , ყველაფერს ვაკვირდებოდი , მომწონდა , ცუდი ნამდვილად არ იყო -თაროებს ალბათ ამ კედელზე დაამაგრებთ და ზედ თქვენს დიპლომებს შემოალაგებთ -არ ვაპირებ ჩემი კომპეტენტურობა ვინმეს ფურცლებით დავუმტკიცო , რომლის გაყალბებაც შესაძლებელია და სხვათაშორის არც არავინ კითხულობს . თაროებზე თავისუფალ დროს წასაკითხ ორ-სამ წიგნს დავდებ , ძირითადად ჩემი საყვარელი ფიგურები იქნება -ორშაბათს სწავლა დაიწყება და დარწმუნებული ვარ წიგნებისთვის დრო გექნებათ - ირონიული იყო ,ჩემი იარაღების ყუთი გახსნა , ჩაიცინა , სპეციალური ხელსაწყოს დანახვისას. თაროს დასამაგრებელი შურუფები აიღო - ეს ყველაფერი საიდან ? შეთავსებით ხელოსანი ხარ ? -სახლში ყველაფერი მაქვს რაც შეიძლება დამჭირდეს -გამოდის მე რომ არ ვიყო თაროს თავადაც დაამაგრებდი ... თანაც ისეთი ზომისაა მარტივად მოახერხებდით -ვაპირებდი, მაგრამ თავს არ გამოვიდებ თუ შენ დაამაგრებ - სავარძელში მოვთავსდდი. როგორც ვვარაუდობდი კომფორტული იყო. დიდხანს ვარჩევდი და არც შევცდარვარ -მარტოხელა ფსიქოლოგი , არა? -გააჩნია რას ნიშნავს შენთვის მარტოხელა -მარტოს ცხოვრების გზაზე- კვადრატული თაროების განლაგება დაიწყო. არაფერი მითქვამს თავად აირჩია და ლამაზიც გამოვიდა. დააკვირდა, მოეწონა და შემდეგზე გადავიდა , არც ის მითქვამს სად უნდა გაეკეთებინა, დამოუკიდებლად მოქმედებდა -მამა მყავს , მეგობრები და უსაყვარლესი ფისო . მარტოხელა ვარ? -სახლში მისულს , დაღლილს თუ არავინ გეხმარებათ ენერგიის დაბრუნებაში ვფიქრობ მაინც მარტოხელა ხართ - ფსიქოლოგის ფსიქოლოგი შეიძლება ვუწოდო დაჩის . -მარტო ყოფნა არ გიყვარს , მაგრამ მაინც არ მოგწონს მარტო რომ არ ხარ - არ მიკითხავს, ის ოჯახთან ცხოვრობდა ,მაგრამ ვფიქრობდი მაინც დამოუკიდებლობა ერჩივნა -მარტოობა მძიმეა განსაკუთრებით მაშინ როდესაც ირგვლივ ხალხია ...- დაჯდა და ტუჩებსშორის მოქცეულ სიგარეტის ღერს მშვიდად მოუკიდა. გააბოლა, ოთახს თვალი მოავლო და ჭრელ კედელს გაუსწორა მზერა , შემდეგ მის მოპირდაპირე ბორდოსფერს შეხედა - თქვენ ბორდოსფერი ხართ?! როგორ მიხვდით - გამეღიმა, მიხვდა და საოცრად მომეწონა ეს ფაქტი -იქნებ უბრალოდ მიყვარს ეს ფერი - ჩემს წითლად შეღებილ თმაზე ხელი გადავისვი , ფრჩხილებიც ბორდოსფერი მქონდა და ფეხსაცმელიც ამავე ფერის მეცვა -ნათელი ფერია, არც ყვირის, არც დუმს, არც გაღიზიანებს , გაწონასწორებული და ლამაზია - დასკვნა თავად გამოიტანა, წამოდგა და გასასვლელად მოემზადა- მომწონხართ , ლილი - ზემოდან დამყურებდა, იღიმოდა , ორივემ ვიცოდით ეს ის მოწონება რომ არ იყო. იცოდა მეც რომ მომეწონა, ვიცოდით ჩვენი მეგობრობა დიდხანს გაგრძელდებოდა. ............ ორშაბათი . ეს დღე მთელი ჩემი ცხოვრების განმავლობაში დარჩება მძიმე დღედ. განა ჩემთვის, არა ზოგადად სამყაროსთვის. მე ამ ეტაპზე სრულიად მშვიდად ვიწყებ ახალ კვირას, არც ტანჯვად მიმაჩნია ჩემი საქმე და არც სახლიდან გასვლა მეზარება. თუმცა ყველგან ვხედავ ადამიანებს რომლებიც ამ დღეს განსაკუთრებულად ნაცრისფერები არიან, ორ დღიანი დასვენების შემდეგ ნოსტალგია უჩნდებათ, უნდათ კიდევ თავისუფალი იყვნენ , არ ჰქონდეთ საქმე რაც მთავარია არ უწევდეთ დილით ადრე გაღვიძება. სექტემბრის მეორე კვირის ორშაბათს, როდესაც უზარმაზარი ზაფხულის არდადეგები მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის მთელი წლით დასრულდა ყველაზე მძიმე ორშაბათია , დამიჯერეთ ! ერთი შეხედვით ახალ წელს ეგებებიან, კიდევ უფრო გაზრდილები, შეცვლილები , მონატრებულ ადამიანებს ხვდებიან, მოიკითხავენ , გაუღიმებენ, განაახლებენ აქტიურ ცხოვრებას, რეჟიმს დაუბრუნდებიან ოჯახები , მაგრამ მაინც გულის სიღრმეში ყველას სურს ზაფხულის ცხელი დღეების გახანგრძლივება. რვა საათზე უკვე მზად ვიყავი, საუზმე მივირთვი და სახლი დავტოვე. ეზოში მანქანა ძლივს დავაყენე მიუხედავად იმისა რომ ადრე მივედი უკვე თითქმის სავსე იყო მთელი საპარკინგე სივრცე. ახალ დირექტორს ხვდებოდნენ , მასწავლებლებიც მოლოდინის რეჟიმში იყვნენ მშობლებისა და მოსწავლეების მსგავსად. შორიდან ვუყურებდი მთელს პედაგოგთა გუნდს „პედ.კოლექტივი“ ჩემს ბავშვობაში სწორედ ამ სიტყვას იყენებდნენ ხშირად. არც ისეთი პატარა ვარ , მიხვდით ალბათ . როგორი მრავალფეროვანი იყო მათი ასაკი, გარეგნობა, დგომის მანერაც კი, არაფერს ვამბობ საუბარს, მიმიკებსა და ჟესტიკულაციებზე. შემეძლო მეთქვა ვინ იყო მათემატიკოსი, ვინ ქართულის პედაგოგი , ანდაც უცხო ენების , სპორტის მასწავლებლებიც შევამჩნიე ერთი ქალბატონი , ერთიც ყმაწვილი. ბატონ აკაკი ისევ საუცხოოდ გამოიყურება, მთავარი მის გარეგნობაში არის თავისუფლებისა და კომფორტის შეგრძნება. ვიღაცები ახალ სამოსში თავს არაკომფორტულად გრძნობენ, ვხედავ რამდენიმე მათგანს , მათი გამოსასვლელი ტანსაცმელი სრულიად განსხვავდება სახლის ფორმისგან , როლთან ერთად ირგებენ სამოსსაც აი ბატონი აკაკი კი ისეთია როგორიც არის თმის ღერიდან ფეხის ფრჩხილამდე , დარწმუნებული ვარ არაფერია ხალხის თვალის მოსაჭრელად, ამ მოწესრიგებულობით თავად იღებს სიამოვნებას. არც მისი მშვიდი, დახვეწილი საუბრის მანერაა ხალხისთვის შექმნილი. უჩვეულო ახალი წელი ჰქონდათ, პატარა პირველკლასელების გარდა მთელი სკოლა ახალ დირექტორს ეცნობოდა. დიდხანს საუბრობდა, შემდეგ დამრიგებლებმა კლასებთან გადაინაცვლეს , რაღაც დეტალები განიხილეს დაირეკა ზარიც და ამდენი ადამიანი დაიძრა . არ ვჩქარობდი , თავისუფალ ადგილას დავდექი , ვცდილობდი იქ მყოფებს შორის ამომეცნო საინტერესო სახეები. ასეთი სიჭრელე ალბათ არსადაა , არცერთ დაწესებულებაში როგორიც სკოლაშია. ყველა ასაკის ადამიანს იპოვნით 6 წლიდან , იმდენი ფიქრი, ემოცია და განცდა იყო მათში . დამღლელი დღე იყო , პირველ საათებში აკაკიმ მასწავლებლები გამაცნო . ყველა კლასში გეგმავდა შესვლას და მეც მასთან ერთად უნდა წავსულიყავი. დიდად არ მინდოდა ოფიციალური წარდგენა, მაგრამ სხვა გზა არ იყო არ ვაპირებდი რაღაც დაზეპირებული ტექსტის განმეორებას. ჩემი მთავარი მიზანი იყო მიმეცა მათთვის სივრცე სადაც თავისუფლად და მშვიდად იქნებოდნენ, გამეცნო ადამიანი რომელსაც უფროს მეგობრად მიიჩნევდნენ, ადამიანად რომელიც არ დასჯიდა, არ განიკითხავდა , არ გაკიცხავდა, მხოლოდ მოუსმენდა. იმდენი ადამიანი ვნახე ამ ეტაპზე ნამდვილად შეუძლებელი და არაფრისმომცემი იქნება მათი დახასიათება. მათზე ვისაუბრებ ვინც ჩემი კაბინეტის კარს შემოაღებს. ვიცოდი პირველ დღეს რომ არავინ მოვიდოდა, დარწმუნებულიც კი ვიყავი ამიტომ თავად მოვკალათდდი კომფორტულად,ფინჯანი ყავა, ერთი ფილა შავი შოკოლადი , წიგნი და სათვალე სულ ეს იყო რაც მჭირდებოდა დროის გასაყვანად. რამდენიმე საათი გავიდა, ალბათ სამი საათი იქნებოდა კარი რომ გაიღო და რეაგირებაც ვერ მოვახერხე ისე გამოჩნდა დაჩი -საკუთარი ფსიქოლოგის ნომერი ხომ არ დაგჭირდებათ ქალბატონო ლილი ? -ვფიქრობ არ არის საჭირო , თუმცა მეც მყავს რჩეული ფსიქოლოგი - სავარძელში ჩაეშვა , სიგარეტის ღერი ამოიღო კოლოფიდან და მოუკიდა . მაისური ეცვა , ხელი გადახვეული ჰქონდა სწორედ ამან მიიქცია ჩემი ყურადრება- შენი პირველი დღე როგორი იყო -არანაირი -ყავა მოგიმზადო? -არ ვსვამ , მხოლოდ პიტნის ჩაი მიყვარს -გავითვალისწინებ -დამახვედრებ მომდევნო ვიზიტისას? -ვეცდები ... შოკოლადიც არ გიყვარს? მამაშენთან კაბინეტში რომ ვიყავი ორცხობილები შემომთავაზა, გემრიელი იყო -დედაჩემი კონდიტერია ამიტომ შეგიძლია ხშირად ესტუმრო აკაკის თუ ტკბილეული გიყვარს- გაიცინა და სიგარეტი პირდაპირ ფანჯრიდან მოისროლა . რაფას მიეყრდნო, შეხვეულ ხელზე თითები გადაისვა და ბინტი გაისწორა . იცოდა რომ შევამჩნიე და კითხვას ელოდა, მაგრამ არ ვაპირებდი ინტერესის გამოვლენას. -გემრიელობებით განებივრებული ბავშვი იქნებოდი -იყო ასეთი პერიოდიც -მე ცუდი მზარეული ვარ , მხოლოდ ის გამომდის გემრიელი რაც მიყვარს -ჭკვიანი მზარეული ყოფილხარ - ვგრძნობდი რაღაცის თქმა უნდოდა, მაგრამ გადაიფიქრა. საათს შეხედა და შემახსენა რომ წასვლის დრო იყო- თავისუფალი ხარ თუ მეორე სამუშაოც გაქვს -არა , გადავწყვიტე რომ მხოლოდ აქ ვიმუშაო - ნივთების მილაგება დავიწყე . ბევრი არაფერი იყო . ფანჯარა მან დახურა, ფარდაც ჩამოაფარა კარიდან პირველი მე გამოვედი , გასაღებით ჩავკეტე მასთან ერთად გავუყევი გრძელ დერეფანს. თითქოს განგებ არ უჩქარებდა ნაბიჯს, უნდოდა ჩემს გვერდით ევლო. კიბეზე აკაკის გადავეყარეთ , აშკარად ისიც ტოვებდა შენობას. რომ დაგვინახა გამომეტყველება შეეცვალა -კაკო , სახლში მიდიხარ თუ სადმე სხვაგან -ნონასთან, საკონდიტროში ვაპირებდი, მაგრამ თუ გინდა სახლში გაგიყვან -არა, იყოს , გავისეირნებთ მე და ქალბატონი ლილი- წაროდგენა არ მქონდა რის მიღწევას ცდილობდა, მაგრამ აკაკის რომ განრისხებული მზერა ჰქონდა კარგად ვხედავდი -დაჩი მგონი სჯობს ბატონ აკაკის გაჰყვე , არა? -არა , არ სჯობს -სახლში მივდივართ, სწრაფად- რამდენიმე მასწავლებელი გამოჩნდა დერეფანში, აკაკიმ მაჯაზე წაავლო ხელი შვილს და არ ვიცი რატომ მაგრამ დაჩიც გაჰყვა. უცნაური იყო მათი ურთიერთობა . ვერ მივხვდი დაძაბულობის მიზეზს, წესით უთანხმოება არ უნდა ჰქონოდათ , მაგრამ არასდროს ვიცით რომელ ოჯახში რა საიდუმლო იმალება. ეზოში რომ გავედი მივხვდი მიყურებდნენ , ალბათ პოტენციური პაციენტები რომელთაც უნდოდათ ჩემს კაბინეტში მოხვედრა. რამდენიმე დღე ან კვირა დასჭირდებოდათ ჩემს შესასწავლად, შორიდან დამაკვირდებოდნენ, არ ვიცი რის დანახვას შეეცდებოდნენ, მაგრამ მე თამაშს არ ვაპირებდი ვიყავი ის ვინც ვიყავი. -ქალბატონო ფსიქოლოგო თქვენც წინას მსგავსად გაიქცევით , არა? - ბიჭი მომიახლოვდა, იცინოდა და ისე მიყურებდა თითქოს მამცირებდა -კარგია თუ გაქცევისთვის საჭირო ენერგია ჰქონდა - გავუღიმე და მზერა გავუსწორე - ნუ ღელავთ , ჩემთან საუბარი კონფიდენციალური იქნება . გაბედეთ ვიცოდი ეს ცისფერთვალება ბიჭი აუცილებლად შემოაღებდა ჩემი ოთახის კარს, მაგრამ როდის ? იმედია არ დაიგვიანებდა, გაბედავდა და მოვიდოდა. მთავარი ყოველთვის ესაა, პრობლემის მოშორებისთვის სწორი გზის პოვნა უნდა შეძლო, არ უნდა გადადო . ............ პიტნის ჩაის მოსამზადებლად მზად ვიყავი. ერთი კვირა არ გამოჩენილა, შემდეგ მოვიდა დაკაკუნება ისევ არ უცდია , კარი შემოაღო და ქაღალდის შეკვრით შემოვიდა. მაგიდაზე დადო წიგნების პატარა კოშკი . დიახ, ბატონმა დაჩიმ ათზე მეტი წიგნი მომიტანა . თვალი შევავლე და არცერთი მქონდა წაკითხული, ყველა ახალი მწერლების, ნაკლებად ცნობილი ნაწარმოებები იყო. -მე პიტნა მაქვს - არც მადლობა მითქვამს, არც რატომ შეწუხდი . საჩუქარი მივიღე და ცხელი ჩაით გავუმასპინძლდი. ისეთი მშვიდი იყო სანამ საყვარელ სითხეს აგემოვნებდა არაფერი უთქვამს -დედაჩემის ორცხობილების გარეშე არ წავიდა ისე როგორც საჭიროა - ბოლოს თქვა და გამომხედა- მომდევნო სტუმრობისას მოგიტან და მიხვდები -გამოდის გიყვარს დედაშენის მომზადებული ტკბილეული -არაფრის სიყვარულია ერთი ფერის, ერთი ცალი ან ცალმხრივი კარგი. რაც უფრო მეტი რამაა ერთად მით უკეთესი , დედაჩემის ტკბილეულსაც სჭირდება დამატებით გარემო, განწყობა, დრო და საჭირო სითხე -მე კი სასწრაფოდ მჭირდება გემრიელი ტორტი ნათლულის დაბადებისდღისთვის -არ გამოვა ეგ ამბავი. დედაჩემს არ გაგაცნობ ... სხვა საკონდიტროს პოვნა მოგიხდება -უბრალოდ მისამართი მომეცი შენი წამოსვლა საჭირო არ არის -დედაჩემი ჯერ არ უნდა გაიცნო !- კატეგორიული იყო. არ ვიცი რა უნდოდა, მაბნევს ხშირად, მაგრამ სხვა რა გზა მქონდა. - აკაკის შესწავლაც გეყოფა ფსიქოლოგო -საინტერესო კაცია -მისმა გარეგნობამ არ მოგატყუოს -გინდა მითხრა,რომ ხასიათი აქვს მძიმე? -არაა, მისი ჟუჟუნა თვალების, ლამაზად დავარცხნილი თმისა და გაკრეჭილი წვერის, სპორტული ფიგურის გამო ქალები უშედეგოს სვ.ლდებიან . თავისი ნონაჩკას გარდა მგონი არც არავინ სდომებია არათუ შეხებია -ისე ამბობ თითქოს ეს ძალიან მოსაწყენი ამბავია -არ ვიცი, გგონია მეც ასეთი ერთგული ქმარი ვიქნები? -ადამიანი ერთგული ან არის ან არა -ანუ ღალატის დაშვება არ არსებობს თქვენთვის ქალბატონო ფსიქოლოგო? რა კატეგორიული წინადადება იყო ...მიკვირს . თქვენ ხომ არავის განსჯით- ისეთი შეგრძნება მქონდა ყოველთვის თითქოს ჩემს კომპეტენციას ამოწმებდა, უნდოდა ყველაფერი ისე მეთქვა როგორც დაპროგრამებულ ფსიქოლოგს -ღალატიც ისეთივე მრავალწახნაგიანი ქმედებაა როგორც სიყვარული -ნათლულის დაბადების დღეზე აგვიანებ ,ლილი დაასრულა დიალოგი. ისევ ერთად დავტოვეთ შენობა, ამჯერად ეზოშიც გვერდი-გვერდ მივაბიჯებდით და ბევრის მზერაც მოგვყვებოდა თან. ......... წვიმიანი ნოემბრის მესამე კვირა ისე დაიწყო ,რომ ჩემი კაბინეტის ერთადერთი სტუმარი ვიყავი. რამდენიმე წიგნი დავასრულე, ბიბლიოთეკის განახლებაც დავიწყე და ასე თუ გაგრძელდებოდა წასაკითხი წიგნების მარაგსაც მალე ამოვწურავდი. ვერასდროს ვპოულობდი დროს კითხვისთვის ახლა კი განგებამ ასეთი თვეებით დამასაჩუქრა. კოკისპირულად წვიმდა, საცობში მოვყევი, ყველა გაღიზიანებული იყო . სიცივე განსაკუთრებულად მოქმედებდა მათზეც კი ვინც ამტკიცებს რომ ზამთარი უყვარს. მანქანა შორს გავაჩერე, სხვა გზა არ მქონდა , ქოლგა გავშალე და მაინც გაწუწული შევედი შენობაში. ბავშვებიც მობუზულები დარბოდნენ ეზოში. მესამე სართულამდე გზაში ლამის ყველა მასწავლებელს მივესალმე, მცირე დიალოგებისა და მოკითვხების შემდეგ კაბინეტამდეც მივაღწიე. მორიგი წიგნი ამოვიღე ჩანთიდან მას შემდეგ რაც გავთბი და საკითხავი სათვალეც მოვირგე, არ მეგონა ეს დღე თუ გამონაკლისი იქნებოდა, მაგრამ შევცდი. გაკვეთილები თითქმის დასრულებული იყო კარზე რომ დააკაკუნეს -მობრძანდით - არ ვიცი ვის ველოდი, იქნებ რომელიმე მასწავლებელს რომელიც ლანჩზე დამპატიჟებდა . გოგონა გამოჩნდა , სიფრიფანა სხეული გრძელი ერთიანი კაბით ჰქონდა დაფარული, ცხვირზე მორგებული სათვალე შეისწორა და მწვანე დიდი თვალები მომაპყრო -შეიძლება ? -რა თქმა უნდა - წამოვდექი, კარი მიხურა და თითები ერთმანეთში ახლართა. დაბნეული იყო,თვალებს აქეთ-იქით აცეცებდა . სახეში არ მიყურებდა , ლოყებიც გაუწითლდა -დაბრძანდი, კომფორტულად მოეწყვე - სავარძელი აირჩია , მორიდებულად დაჯდა . ზურგჩანთა იატაკზე დადო და მაგიდაზე დალაგებულ ნივთებს დახედა- თავისუფლად , აქ საშიში არაფერია ... ყავა , ჩაი თუ წყალი -ჩაი , თუ შეიძლება პიტნის ჩაის რომ შევხედე დაჩი გამახსენდა, დიდი ხანია არ მინახავს. გოგონა მიყურებდა , ღრმად სუნთქავდა და ჩემს მოძრაობებს აკვირდებოდა. მის წინ დავჯექი , დაველოდე. ჩაის სურნელი რომ შეიგრძნო გაეღიმა -პიტნა , ძალიან მიყვარს - მოსვა და თვალები დახუჭა- მე სალომე მქვია , მეთერთმეტე კლასში ვარ ... მე , იცით არ მიყვარს სკოლა. ცუდად არ ვსწვალობ , იძულებული ვარ წარჩინებული მოსწავლე ვიყო - ჩაის ფინჯანს დაჰყურებდა და საუბრობდა . აშკარად ძალიან უნდოდა ყველაფერი ეთქვა, არ დასჭირდა ზედმეტი კითხვების დასმა რაც მხოლოდ იმ შემთხვევაში ხდება როდესაც სათქმელი სულს უხუთავთ- როგორც ხედავთ ძალიან სუსტი ვარ და სხვა არაფერი შემიძლია -და მეტი ძალა რომ გქონდეს რას გააკეთებდი სწავლის ნაცვლად -არ ვიცი , არ მიფიქრია - მზერა გამისწორა. ჩემმა კითხვამ რატომღაც დააბნია- დედა და ბებია აკეთებენ ყველაფერს...პატარა ბავშვივით მექცევიან და მე ეს პროცესიც მღლის, არაფერი გამომდის ... ისეთი მოუხერხებელი ვარ ვერ წარმოიდგენთ - თვალები აემღვრა-ოჯახში რვანი ვართ , ყველა რაღაცას აკეთებს მე კი ტვირთი ვარ - იმდენად იყო დარწმუნებული თავის სიმართლეში მივხვდი რთული გზა გველოდა წინ. ვუყურებდი საკუთარი უძლურებით დაუძლურებულს. თვითშეფასების არქონა იმდენად მძიმე პრობლემას ქმნის ,რომ ადამიანი იმის კეთებასაც წყვეტს რაც ნამდვილად კარგად გამოსდის. ახალ შესაძლებლობებზეც უარს ამბობს და იყინება -მითხარი რომ კარგად სწავლობ , არ მოგწონს წარჩინებული მოსწავლის სტატუსი? იმის შეგრძნება რომ ჭკვიანი ხარ , ბევრი რამ იცი და შენი ცოდნით გამოირჩევი -ალბათ ერთადერთია ქულები რომლებსაც ვიღებ , შრომისა და დახარჯული ენერგიის შემდეგ მახარებენ . ოლიმპიადებზე გამარჯვებაც მომწონს, მაგრამ დავიღალე . ამ სტატუსით, ამ იმედებით რომელსაც ჩემზე ამყარებენ. ყველა მასწავლებელი მოითხოვს ჩემგან მაქსიმუმს, თითქოს რობოტი ვარ რომელმაც ყველაფერი უნდა იცოდეს, რომელსაც შეცდომის დაშვების უფლება არ აქვს, არც სკოლის გაცდენის, არც დავალების შეუსრულებლობა მეპატიება, გაკვეთილის უცოდინრობაზე ხომ საუბარიც ზედმეტია . მე რომ რაღაც ერთ ამოცანას ვერ ამოვხსნი ისტერიკა ეწყებათ, უფრო მეტად მსაყვედურობენ ვიდრე ნებისმიერს . აღარ შემიძლია ეს მოლოდინები... სახლში უკვე გაწერილი აქვთ ყველაფერი. როდის რა ტურნირს მოვიგებ, სად წავალ , სად ვისწავლი, რომელ ფაკულტეტზე, რომელ უნივერსიტეტში ... არ მინდა ეს ყველაფერი . მინდა გავიღვიძო, ჩვეულებრივი ოროსანი მოსაწავლე ვიყო , არავინ არაფერს ითხოვდეს ჩემგან - მთელი სხეული უთრთოდა, ხელები უკანკალებდა. სათვალე მოიხსნა და სახეზე აიფარა გათეთრებული თითები - მაპატიეთ , მე უბრალოდ ... ძალიან დავიღალე - პირველი ცრემლები ნახა ჩემმა ოთახმა, პირველად ავიღე ხელსახოცებით სავსე ყუთი . ველოდი როდის დამშვიდდებოდა, თვალები და ცხვირის წვერი სულ დაუწითლდა -პატიებას ნუ მთხოვ შენი ემოციების გამოხატვისთვის ... ბუნებრივია რომ დაიღალე. როგორი სწორიც არ უნდა იყოს შენი ცხოვრების სტილი შეუძლებელია მაქსიმალურმა მოთხოვნებმა არ წაგართვას ენერგია. არ გააუფერულოს ყველაფერი რაც გიყვარდა . ხომ იყო დრო როდესაც გიყვარდა მეცადინეობა -ახლაც მიყვარს, მომწონს რომ ვკითხულობ... არ დამიჯერებთ ,მაგრამ ერთნაირად მიყვარს მათემატიკის განტოლებების ამოხსნაც და ბიოლოგიის სწავლაც. ყველაფერი ახალი ინფორმაცია ჩემს ტვინში სიამოვნების წერტილებს ქმნის. გეფიცებით ეს დამოკიდებულება რომ არა არაფერს შევცვლიდი. მე ამ პროცესით ვბედნიერდები, ამ დროს არაფერზე ვფიქრობ მხოლოდ ინფორმაციებზე, სიახლეებზე რომელიც ამოუწურავია ... ვერ ვკმაყოფილდები იცით? სულ მინდა ახალი გავიგო, მეტი დეტალი ... დრო მენანება ძილისთვის რომ ვხარჯავ . კლასგარეშე ლიტერატურის კითხვისას რომ მეძინება დილით ისე მწყინს - თვალები ისევ გაუნათდდა. წარმოუდგენელი გოგონა იჯდა ჩემს წინ -და როდის შეიცვალა სიმსუბუქე სიმძიმით -როდესაც რობოტად აღმიქვეს. როდესაც გადაწყვიტეს ,რომ ეკონომისტი უნდა გავხდე მამას მსგავსად. მათ ითათბირეს, მშობლებმა, ბებიამ ,ბაბუამ ყველამ ერთხმად გადაწყვიტეს რომ მე სხვას ვერაფერს გავაკეთებდი. რომ ანგარიში, ჯდომა და ასე უმოძრაოდ ყოფნა იქნებოდა შესანიშნავი გამოსავალი ჩემნაირი საცოდავი არსებისთვის. ამ დროს ამას რომ მეუბნებოდნენ იცი როგორ მიყურებდნენ? ღმერთო ასე მეგონა ხეიბარი ვიყავი , რომ მეთქვა მე მოცეკვავე მინდა ვიყო მეტყოდნენ აბა როგორ შენ ხომ ფეხები არ გაქვს, ან არ ვიცი მზარეული როგორ იქნები შენ ხომ ბრმა ხარ . ვერაფერი ვუთხარი, იმიტომ რომ ვიცი მათთან საუბარს აზრი არ აქვს. ისინი ვერასდროს იფიქრებენ ჩემს მსგავსად. მე მათთვის ტვირთი ვარ ,რომელსაც მხოლოდ ის ფუნქცია აქვს რომ ტრაბახისთვის გამომიყენონ. მამა სუფრაზე მსხდომ მის ძმაკაცებს ეუბნება რა მაგარი ვარ ჭადრაკში, რა მაგარი ვარ მათემატიკაში, რამდენ ოლიმპიადაში მოვიგე რომ აგრძნობინოს მათი შვილები რამდენად უცოდინრები არიან. ესაა სულ, განა თავად უხარიათ რომ ამდენი რამ ვიცი. მათ ტიტულები ადარდებთ სატრაბახოდ... დედას დაქალები? ისინი რომ ამდენ რეპეტიტორთან დაატარებენ საწყალ ბავშვებს და დედაჩემი სიამაყით ამბობს როგორ არ ხარჯავს ერთ თეთრს და მაინც როგორ ვჯობნი მათ შვილებს. ისინი ,ყველანი ისე მიყურებენ მგონია რომ სიცოცხლის წლები მაკლდება მათი ბოღმისგან. მათი შვილები? აი ის ბავშვები ვისთან მეგობრობასაც მაიძულებენ , ყველას ვეზიზღები მხოლოდ იმიტომ რომ სახლში დაბრუნებული დედები ორმგად აძალებენ სწავლას, საყვედურობენ, ლანძღავენ იქნებ ურტყამენ კიდეც. ეს უკვე წლებია გრძელდება და მე აღარ ვიცი....იმდენ რამეს ვგრძნობ, იმდენს ვფიქრობ, იმდენი რამაა ჩემს ტვინში ... მინდა გაქრეს, გაქრეს და მეგობრები მყავდეს , ურთიერთობები მქონდეს ამ ცოდნის ნაცვლად. არ მინდა ვინმეს შურდეს ჩემი , მე ხომ ასეთი ვარ ... შემომხედეთ როგორ შეიძლება ჩემი შურდეთ -შენი დანაშაული რაშია სალომე ... როგორ გგონია -დანაშაული , ჩემი ? - გაჩუმდა. ჭკვიანი გოგოა სალომე, ვერ მეტყოდა რომ დამნაშავე იყო. მას არაფერი ჩაუდენია -თავს ისჯი იმისთვის რაც არ ჩაგიდენია. გინდა გაქრეს ცოდნა რომელიც ასე გიყვარს, გინდა დაკარგო ის რაც შენშია ? რისთვის იმიტომ რომ ისინი ტრაბახობენ? რომ შურთ? რომ სხვები თავიანთ შვილებს სჯიან? ამცირებენ , აიძულებენ? ვისთვის? ადამიანებისთვის რომელთაც მხოლოდ იმიტომ არ მიგიღეს მეგობრად,რომ მშობლები სწავლას აიძულებდნენ? შენ აგრძNობინებ,რომ მათზე მეტი იცი ? -არა, არა არასდროს... ცოდნა ხომ ეს იმდენად პირობითია. ღმერთო იმდენი ადამიანია ვინც ჩემზე მეტი იცის, სულ არ წაუკითხავს ამდენი წიგნი და ჩემზე მეტი შეუძლია. რა მნიშვნელობა აქვს ჩემს ცოდნას , მე ხომ ასეთი მარტოსული ვარ. ასე მგონია კეთროვანი ვარ, რაღაც დაავადების მატარებელი რომელთან მიახლოებაც არ შეიძლბა. ეშინიათ ჩემთან დიალოგის, ბიჭები ხომ საერთოდ არ მელაპარაკებიან ჰგონიათ რაღაც ისეთ თემაზე დავიწყებ საუბარს რაც არ ეცოდინებათ -დანაშაული არ არის ცოდნა . სხვების შიშები, შური, ბოღმა, ნებისმიერი ქცევა კარგი თუ ცუდი შენი დანაშაული არ არის -მაგრამ მაინც არაფერი იცვლება...დამნაშავე არ ვარ, მაგრამ მაინც ასე ვცხოვრობ . გაუსაძლისია ყოველი დღე. ახალი სასწვალო წელი დაიწყო და ამ კედლებში კიდევ უფრო მეტად ვიხრჩობი -სახლში? -ორი ძმა და ერთი და მყავს. ძმები უფროსები არიან ,ჩემი და ჯერ კიდევ 5 წლისაა . ისეთი შეგრძნება მაქვს რომ მასაც ჩემს გამო აიძულებენ სწავლას. თითქოს მე რეკორდი მაქვს დამყარებული რომელიც მან უნდა გადალახოს. უნდათ წერა კითხვის გარდა ასწავლონ მათემატიკა, ისტორია, გეოგრაფია, ყველაფერი რომ ჩემზე მეტი იცოდეს. არავის აინტერესებს რომ ჯერ სულ 5 წლისაა, იქნებ საერთოდ არ უნდოდეს გეოგრაფიის სწავლა. ხომ შეიძლება დაელოდონ, ადროვონ... მასაც ისე გაზრდიან რომ შევძულდები. ჩემი ძმები კიდევ კარგი ნებიტრალურები არიან, ერთი მორაგბეა, ნაკრებშია მისთვის თავიდანვე არ დაუძალებიათ ზედმეტი სწავლა. უნივერსიტეტი დაასრულა წელს , მაგრამ არც მის ქულებს აქცევდნენ ყურადღებას და არც წითელი დიპლომის აღების მოთხოვნა ჰქონიათ. მის ცხოვრებაში საერთოდ ვერ ერევიან . მეორე სამედიცინოზე სწავლობს, მგონია რომ მოსწონს ის რასაც აკეთებს . არ ვიცი რატომ თქვა ექიმობა მინდაო, მაგრამ ვიცი წინააღმდეგობა არავის გაუწევია, არც დაუძალებიათ. ალბათ იმიტომ რომ მოეწონათ მისი არჩეული პროფესია. ისიც სახლში მხოლოდ დასაძინებლად შემოდის, მორიგეობების შემდეგ ისეთი დაღლილია ზედმეტს არც ელაპარაკებიან. -გამოდის ყოფილან ადამიანები შენს ცხოვრებაში რომლებსაც მოთხოვნები არ აქვთ, რომლებსაც არ შურთ, არ გიბრაზდებიან ზედმეტი ცოდნის ან არცოდნის გამო -მეგობრები არ ვართ, მაგრამ ხო ისინი მხოლოდ მსუბუქად ტრაბახობენ თავიანთ ძმაკაცებთან. ყველა „ტვინიკოსის“ სახელით მომმართავს, თითქოს სალომე რომ მქვია არც იციან . ძმები ხუმრობენ , მაგათ მხოლოდ ერთადერთი რამ ადარდებთ ბიჭები ჩემს ცხოვრებაში ,რომლებიც ვერანაირად ვერ იქნებიან. სად ვიპოვნო ბიჭი რომელსაც ჩემზე მაღალი IQ აქვს, ან გამბედაობა და ისე მოვეწონები ,რომ არ მიაქცევს ჩემს ცოდნას ყურადღებას . სადაც არ უნდა წავიდე ყველგან უჩემოდ აჟღერებენ რა ჭკვიანი ვარ - უსაყვარლესი იყო ამ დროს, ისეთი მიმიკები ჰქონდა გამეღიმა. მოფერება მომინდა, მაგრამ თავი შევიკავე -და მაინც შენ სად გინდა რომ სწავლა გააგრძელო -მე ჯერ არ ვიცი,როგორც გითხარით ბევრი რამ მომწონს და ვერ გადავწყვიტე რომელი პროფესია მინდა შევითვისო პრაქტიკულ დონეზე. არ ვიცი რისი კეთება მომეწონება ,მარტო სწავლა არ მინდა . მეშინია რომ კითხვა შემძულდება , არ მინდა რომ დავკარგო ის რაც ასე ძალიან მიყვარს - არ ვიცი დიალოგს როდის დავასრულებდით ,რომ არა დაუკაკუნებლად გაღებული კარი. ვინ იქნებოდა თუ არა დაჩი. სველი იყო, თმიდან წვეთები მოსდიოდა , გაყინული თითებით სანთებელას ვერ უკიდებდა, ტუჩებსშორის მოქცეული ღერი რომ აენთო და თვალები ისე აატრიალა ჩემს წინ მჯდომი სალომე შეშინებული უყურებდა -არ მჯერა- სიგარეტის ღერი ლამის დაუვარდა. მე კი ვიცოდი რაც არ სჯეროდა, მაგრამ სალომე დააფრთხო -მე წავალ... იმდენი დრო გავიდა . გვიანია, გმადლობთ ... ნახვამდის- დაბნეული წამოდგა, ჩანთა აიღო , ქურთუკი დაუვარდა, ლამის ფინჯანიც გადმოაგდო მაგიდიდან -სალომე, შეგვიძლია განვაგრძოთ საუბარი ... დღეს ან სხვა ნებისმიერ დროს- ვიცოდი არ დარჩებოდა დაჩი რომც გასულიყო მაინც. ბატონი ისე იდგა მასთან ახლოს გავლა მოუხდა, შორიდანაც კი ჩანდა როგორ წამოწითლდა. ისიც თითქოს განგებ არ აშორებდა მზერას , ზოგჯერ როგორი ცუდი ბიჭია . -რას ვიფიქრებდი ,რომ აქ ვინმე დამხვდებოდა - სიგარეტი მაინც აანთო , სალომეს ადგილას დაჯდა და ნახევრად დაცლილ ფინჯანს დახედა- ჩემი ჩაი სხვას მოუმზადე? -პიტნის ჩაი შენს გარდა სხვებსაც უყვართ -ნუთუ -დიახ, თანაც იმდენად რომ მისმა სურნელმაც კი საუბარი დააწყებინა -მუნჯი იყო , სურნელი შეისუნთქა და ამეტყველდა? -როგორც სჩანს დღეს ირონიით გაჟღენთილი ხარ -უფრო წვიმით. მაინც რა აუტანელი ამინდია და ეს მოღუშული, გაწუწული ხალხი ხომ საერთოდ მომაბეზრებელია ყოველ წელს ერთი და იგივე მიმიკებით მოძრავი სახეების ხილვა -შენ წვიმა გიყვარს -მაგრამ მათი გამომეტყველება და ჰაერში დატრიალებული დაძაბულობის სუნი არა . ჩაის მე არ მომიმზადებ? -შეგიძლია თავად მოამზადო , აქ ხომ თავს ისე გრძნობ როგორც საკუთარ სივრცეში -მე კი შენს საკონდიტროში დაპატიჟებას ვაპირებდი -მოვიდა დრო დედაშენის გაცნობის? -ისეთი ამინდია მხოლოდ იქ შეიძლება აციმციმებული თვალების ხილვა, მსუნაგების , ბავშვების, ფეხმძიმეების , დაბნეული ქმრების, დაბადებისდღეზე გასაქცევი ადამიანების. მგონი კაკოც ამიტომაა ასე შეყვარებული, მის მომზადებულ ტკბილეულს ვერ ელევა -წავიდეთ -ჩაი? - ამჯერად მე ვაიძულე წასვლა. უკმაყოფილო იყო, ჩაის დალევა უნდოდა. ჩემი ქოლგა დავაფარე თორემ უარესად დასველდებოდა. არ ვიცი რა მანძილი გაიარა ფეხით, მაგრამ სულ სველი იყო . მანქანაში სწრაფად ჩაჯდა,მისამართი მითხრა და მეც დიდი მოლოდინით დავადექი გზას. დარწმუნებული ვიყავი რომ ამ ოჯახის კიდევ ერთი წევრი მოახდენდა ჩემზე შთაბეჭდილებას . საკონდიტროს კარიდანვე დაიწყო უცხო გარემოში მოგზაურობა, სამოთხეში სადაც ყველა ბედნიერი სახით დააბიჯებდა. რამდენიმე ლამაზი მაგიდა დაკავებული იყო, იქვე მიირთმევდნენ საკონდიტრო ნაწარმს ჩაისა და ყავის თანხლებით. ვფიქრობ სასმელების ფართო ასორტიმენტიც ჰქონდათ ტკბილეულთან ერთად. არ ვისაუბრებ ვიტრინაზე საიდანაც უთვალავი, ულამაზესი, მადისაღმძვრელი გემრიელობა მიმზერდა. დაჩიმ მიმართულება პირდაპირ სამზარეულოსკენ აიღო და მეც აღმოვჩნდი ჩემთვის უცხო ადგილას. ქალბატონი ნონა თეთრ უნიფორმაში გამოწყობილი დამხმარეებთან ერთად მზადების პროცესში იყო. წინ უზარმაზარი ტორტი ედგა, აშკარად პატარა გოგონასთვის რთავდნენ . დაჩი რომ დაინახა მაშინვე შეეშვა ყველაფერს -დაბრუნდი ? მამაშენი ნახე ? -დედა , სტუმართან ერთად ვარ მინდა ჩემი საყვარელი გემრიელობები სასმელებთან ერთად - კუთხეში მდგომ ცარიელ მაგიდასთან სკამი მისწია და თავად ჩამოჯდა - გაიცანი , ჩემი მეგობარი , ლილი -მეგობარი ? - რატომ უკვირდა ასე ვერ მივხვდი, მაგრამ გაუხარდა აშკარა იყო. ისე მომეხია თითქოს დიდი ხნის ნაცნობები ვყავით, დაჩი გოგონებს უყურებდა რომლებიც დაბნეულები დააბიჯებდნენ მის წინ- სასიამოვნოა, მე ნონა ვარ ალბათ უკვე იცით. ახლავე ყველაფერს გავამზადებ ... ჯერ ხომ არ წახვალ ?- ისეთი მავედრებელი მზერა ჰქონდა მივხვდი დიდი ხნის უნახავი ჰყავდა , გამიკვირდა -ვრჩები დედა -მართლა? - თვალები აემღვრა სიხარულისგან. ისეთი ლამაზი ქალი იყო, ისეთი ნათელი ვერ აღგიწერთ უბრალოდ . -დარჩა ტორტის გარეშე ვინმე აწ უკვე 4 წლის მაშო - ტორტზე ანიშნა და ისიც მიუბრუნდა საქმეს. პირველად ვხედავდი ამ ხელოვნების ნიმუშის შექმნის პროცესს ასე ახლოდან. დაჯდომაც ძლივს მოვიფიქრე, იქ მართლა ბედნიერება იყო. იმდენი საოცრება გავსინჯე, ამდენი ენდორფინი ცხოვრების ბოლომდე მეყოფოდა. დაჩი ხალისობდა ჩემს ემოციებზე, სასმელებიც ყველა მათგანთან სხვადასხვა ჰქონდა არჩეული, ბატონი ჩაის ექსპერტი იყო მაინც თუმცა როგორც მივხვდი ცხელ შოკოლადსაც ეტანებოდა ხანდახან. ყავა არ მოსწონდა მხოლოდ ,თუმცა მე მაინც მირჩია. ვერაფერს ვიტყვი გემოვნებიანი ოჯახია ყველა წევრით რომელსაც ვიცნობ. იქედან წამოსვლა არ მინდოდა, შემეძლო სულ დავრჩენილიყავი . უზარმაზარი ყუთი რომ გამივსო ნონამ აღარ ვიცოდი რა უნდა მეთქვა ან გამეკეთებინა. ვიცოდი გულწრფელი იყო, მოვეწონე და საერთოდაც უხაროდა ჩემი დაჩის გვერდით ნახვა, მაგრამ მაინც . გამოვდიოდი უკვე მაგიდის ირგვლივ ბავშვები რომ დავინახე, აშკარად არ ჰქონდათ იმ ნამცხვრების ფული იქ რომ იყიდებოდა, მაგრამ მათ წინ იდო ტკბილი ბედნიერება, თბილი სითხით სავსე ჭიქები და პატარა ყუთები. მარტო არ ვიყავი, იქ განურჩევლად ყველა იღებდა ბედნიერებას. იცით მე ვამაყობ ასეთი ადამიანების არსებობით, ისინი ათბობენ დედამიწას და მარწმუნებენ რომ არსებობს იმედი, არ გამქრალა უანგარო , კეთილი ადამიანები. წვიმიანი, მაგრამ თბილი დღე იყო . სახლში ჩემი საყვარელი , ფუმფულა ფისო მელოდა და ბევრი ახალი დღე ,ჩემი ოთახის ახალ სტუმრებთან ერთად. ........... სალომე არ მოსულა , რამდენიმე დღე გავიდა ისევ მარტომ გავატარე დრო შემდეგ კი გამოჩნდა ცისფერთვალება ბიჭი ეზოდან. მძიმედ შემოაბიჯა , დივანზე დაჯდა, ისე გაშალა ფეხები თითქოს შაჰი იყო და სამყარო მას ემორჩილებოდა. ტკბილეულის დაგემოვნება დაიწყო, თავად მითხრა ყავას სიამოვნებით დავლევდიო , ალკოჰოლური მირჩევნია ,მაგრამ რადგან არ გაქვთ რა გზააო. ხმაურით ჭამდა ორცხობილებს, იცოდა გამაღიზიანებდა, მაგრამ ყავის ხვრეპა-ხვრეპით დალევაც დაიწყო . მიყურებდა და მგონი ელოდა როდის ვესროდი რამეს მე კი ჩემი ფინჯანი ავიღე და მაქსიმალურად ხმამაღლა და გამაღიზიანებლად მოვსვი პირველი ყლუპი. სიცილი დაიწყო -თქვენ მართლა არ გავხართ სხვა ფსიქოლოგებს ? -არავინ გეტყვის ვინმე სხვას ვგავარო...თავად უნდა გამოიტანო დასკვნა -მე მამას ვგავარ ძალიან. მისი ასლი ვარ -ისიც ასე ხმაურიანად სვამს ყავას? -ეგ არ ვიცი ,არ მახსოვს 7 წლის ვიყავი რომ გარდაიცვალა - და აი აქედან დაიწყო ჩვენი დიალოგიც. ისევ ისე ახრამუნებდა ჩემს ორცხობილებს ,თითქოს არ სტკიოდა ეს ამბავი- მომწონს აქაურობა. რაღაცნაირია - მაისურზე დაყრილი ნამცეცები ზედ ხალიჩაზე დაფერთხა და დივანზე გაწვა- იმედია არ გეწყინებათ , საშინლად ვარ დაღლილი -ვარჯიშობდი ? -არაა ... სპორცმენის ვიდზე კი ვაარ , მაგრამ ჩემი საქმე არ არის ეს ჯანსაღი ცხოვრება და ამბები რა- არადა ერთი შეხედვით მოჭიდავე, ძიუდოისტი ვიღაც მსგავსი გეგონებოდათ ისეთი განიერი მხრები, დაკუნთული მკლავები და დიდი მაჯები ჰქონდა. სულ შავები ეცვა, მანტოც კი შავი იყო , ქუდიც რომელიც მის ჯიბეში ედო , მთლიანად შავი იყო მისი სამოსი , მაგრამ თვალები უნათებდა ცისფრად- მაგარი კედელია- დივნის უკან ჭრელ კედელს ახედა -შენი ფერი რომელია ,როგორ ფიქრობ ... -შავი , იასნა - არადა ყვითელ, კაშკაშა მზისფერს უყურებდა შემდეგ იპოვნა ფერებს შორის ის ბნელი შავი -გასაგებია -რა არის გასაგები? - დაჯდა. არ მოსწონდა ჩემს წინ ასე რომ გაწვა, მაგრამ არ ვიცი რა უნდოდა რომ დაემტკიცებინა ამით. ტონს აუწია, თითქოს მიწვევდა ,უნდოდა გვეჩხუბა -რომ შავია შენი ფერი - მშვიდი ვიყავი , ყავის ფინჯანი თითებს მითბობდა. ამჯერად მშვიდად მოვსვი . ისიც აღარ ხმაურობდა. ფინჯანი ნელა დააბრუნა და ფანჯრისაკენ გაიხედა. წამოდგა, ფარდა ბოლომდე გადასწია და მაღლა ცისკენ გაიხედა. მზეს ეძებდა, მაგრამ არსად იყო სულ შავ ღრუბლებს დაეფარათ მთელი სივრცე. ისევ წვიმა გრძელდებოდა. საუბარი უნდოდა, ვინ იცის რამდენი რამ ჰქონდა სათქმელი . რამდენი სიტყვა ურტიალებდა გონებაში , მაგრამ არაფერი უთქვამს. მანტოს ხელი დაავლო მოიცვა და კარისაკენ დაიძრა -გემრიელი ყავა იყო . ჩემი შეყვარებული, ნინუცა თუ გკითხავთ უთხარით რომ ვიყავი . ხო მე ჯანო მქვია - მზერა გამისწორა, ცისფერი თვალები მოღრუბლული ჰქონდა. თავი დახარა და წავიდა. ვიცოდი დაბრუნდებოდა , ნინუცას ძალდატანების გარეშეც მოვიდოდა ერთ დღეს. დიდი დრო არ იყო გასული ნინუცა რომ მოვიდა. ფერადი გოგო , ისეთი ჭრელი იყო და თან იმდენად უხდებოდა ყველა ფერი ერთმანეთს გამეღიმა. -გამარჯობა, თავისუფალი ხართ ხომ? მე ნინუცა ვარ -სასიამოვნოა ნინუცა... მობრძანდი -მე პირადად არ მაქვს საქმე . აქ უნდა მოსულიყო ჩემი შეყვარებული და მაინტერესებს ნამდვილად მოვიდა თუ არა -მე რომ არ ვსაუბრობ ამ ოთახში შემოსული ადამიანების შესახებ? -ვიცი, დეტალებს არ გკითხავთ - ღელავდა, ძლიერი გოგოს შთაბეჭდილებას ტოვებდა . ისე იჯდა , ისეთი მზერა ჰქონდა აშკარად შემტევი ხასიათი ჰქონდა, მაგრამ სისუსტე ყველა ჩვენგანშია- უბრალოდ მაინტერესებს მოვიდა თუ არა -ის გაინტერესებთ მოგატყუათ თუ არა ? -მინდა რომ მშვიდად იყოს, მგონია შეძლებთ დახმარებას -ის ვერ გრძნობს სიმშვიდეს თუ თქვენ მის გვერდით -მე და მას პირად ურთიერთობაში პრობლემები არ გვაქვს ჯერ-ჯერობით. თუმცა მისი ცხოვრება ჩემგან შორს სრულიად განსხვავებულია, ვგრძნობ ჩვენც შეგვეხება და არ მინდა მასთან დაშორება რაიმემ მაიძულოს -გამოდის რომ მასში თქვენი ნაწილი მოგწონთ , მაგრამ მისი მეორე მხარე არა ? -მე მიყვარს ის ბიჭი რომელსაც ვხედავ , მაგრამ ვერ ვერევი მასში ჩანერგილ აზრებს . რწმენას, შეხედულებებს...ძალა არ მყოფნის და მგონია რომ მალე მეც გავქრები - აი რა იყო მისი სისუსტე -რამდენი წლის ხარ ნინი? -17 , ისიც ორი კვირის წინ გახდა 18 წლის ,მაგრამ რაც ვიცნობ ჰქონია რომ ზრდასრული კაცია- სულ ჯანოზე საუბრობდა. საკუთარი თავი თითქოს აღარ ახსოვდა, არადა რამხელა პრობლემის წინაშე იდგა - თქვენ ხომ მეთანხმებით,რომ ჯერ ორივენი პატარები ვართ, ფაქტობრივად არაფერი გვინახავს და განგვიცდია -ჯანო არ გეთანხმება? -საერთოდ ვერაფერზე ვთანხმდებით -და მაინც მშვიდი ურთიერთობა გაქვთ? -ჯანსაღი კონფლიქტები გვაქვს ხოლმე , სხვადასხვა თემის ირგვლივ. სულ ვცდილობ ჩემი შეხედულებები დავუმტკიცო, არგუმენტებით , მაგალითებით . მხოლოდ იმიტომ არ ვხოცავთ ერთმანეთს რომ ის ჩემს წიოკს ღიმილით უყურებს, მე რომ ემოციებში შევიჭრები ათას სიტყვას ვამბობ წუთში ზის და დამტკბარი მიყურებს . მერე ისეთი ლამაზი მზერა აქვს უბრალოდ მავიწყდება რისი ახსნა მინდოდა , ჩამეხუტება მაკოცებს და ასე ასრულებს . როდემდე მიყურებს ასე ღიმილით ან მე როდემდე გავჩერდები მისი ცისფერი თვალების ციმციმის გამო- მოიღუშა, ფერები გაქრა . ღრმად ჩაისუნთქა და წყალი მოსვა -შენ ვის ხედავ მასში, როგორია ის ბიჭი -კეთილია, ჭკვიანია, ზრდილობიანია , ვერ იტანს ღალატს , ერთგულია , ამ ბიჭსაც სიგიჟემდე ვუყვარვარ და იმასაც ასე ტუტუცურად რომ იქცევა, ყოველ მეორე წინადადებაში იგინება , ჯიბით დანას დაატარებს... არა , არა როგორ შეიძლება დანა ჰქონდეს. ამას არ უნდა ვამბობდე, არ შეიძლება რომ გაიგონ იქნებ სკოლიდანაც გააგდონ . რამდენჯერ ძლივს დააბრუნეს . გავგიჟდები , იცით რამდენ ხანს ვესაუბრებოდი ამაზე? -ნუ ღელავ, მე გისმენ , ვიმახსოვრებ,მაგრამ არავისთან ვსაუბრობ -იცით რა? მე უფრო ჩვენს დაშორებას გადავიტან ვიდრე მასში არსებული ადამიანის სიკვდილს. ის რომ ჩაიძიროს ამ თავის ჯოჯოხეთურ აზრებში , იდეებში ,რომლითაც თავი გაუტენეს . მან რომ რაღაც ისეთი ჩაიდინოს .. არ შეიძლება ბიჭი რომელსაც გრინჩის ნახვისას სიცილის ნაცვლად ჩემთან ერთად ტირილი შეუძლია, ჭაობში ჩაიძიროს -ჯანოს გაუმართლა ასეთ პატარა ასაკში შენ რომ გიპოვნა -იქნებ მე უფრო გამიმართლა ... თქვენ ვერ ხვდებით, თქვენც ისეთივეს ხედავთ როგორც სხვები . ის ძალიან კარგია , წარმოუდგენლად -და შენ შეძლებ მისი ჭაობიდან ამოყვანას თუ თავად იქნები ძლიერი, მშვიდი და ბედნიერი -ვერ ვიქნები ბედნიერი ... ვერც მშვიდი . ძალა მაქვს , მაგრამ არ ვიცი რამდენად საკმარისია მის წინააღმდეგ. ყველაფერი შემიძლია გავაკეთო, მხოლოდ მასთან ვსუსტდდები . არც კი ვიცი რა მემართება . საერთოდ იშვიათად ვრელავ ყოფით პრობლემებზე, იმაზე რაზეც ჩემი ასაკის გოგონები დარდობენ. არასდროს მქონდა ისტერიკები , არც ფორიაქი სანამ არ გამოჩნდა და ამირია ყველა გრძნობა. თითქოს ღმერთმა ერთდროულად დამიბრუნა ყველა ემოცია, გრძნობა და განცდა . გავიყინები, რომ დავკარგო -რატომ გგონია რომ უემოციო ხარ სხვების მიმართ -იცით არ მიყვარს დრამები, ყველაფერში უბედურების დანახვა ... ფიქრი მიყვარს, აზროვნება. ჩაციკვლა რაღაც თემაზე და ამოკვიატება არასდროს შემეძლო. არც სწავლა შემიძლია ყველაფრის მხოლოდ იმიტომ რომ სასკოლო საგნებში შედის და თითქოს მავალდებულებენ. ბავშვობიდან მიმაჩვიეს რომ უნდა ვეძებო საკუთარი სიამოვნება. არასდროს მაიძულებდნენ რაიმეს კეთებას, არც ისეთი ცუდი ჩამიდენია რაიმე. რაღაცნაირად ისე გამოვიდა,რომ გამიმართლა მშობლებში . ყველას არ აქვს ჩემი ბედი , ვერ ხვდება ისეთ გარემოში სადაც ფრთებს არ წააჭრიან , ჩარჩოებში არ ჩასვამენ, პასუხისმგებლობას უდროოდ არ აჰკიდებენ მხრებზე- ნამდვილად დარწმუნებული იყო იმაში რაზეც საუბრობდა. მართალიც იყო, მჯეროდა მისი- ასე არ არის? არ ღირს იმ საქმეების კეთება რაც შენ სულში არ არის . არც დარდი ღირს იმაზე რისი მოგვარებაც არ შეიძლება და თუ გინდა, თუ ძალიან გინდა უნდა იპოვნო გზა , გამოსავალი. მე კი თქვენზე ვამყარებ იმედებს, ბევრი ვიფიქრე, უამრავი ხერხი ვცადე . არ ვიცი რატომ ,მაგრამ თქვენ მომწონხართ , მჯერა რომ შეგიძლიათ ჩემი დახმარება იცით რატომ? -არ ვიცი , აქამდე ჩვენ არც კი გვისაუბრია -სამაგიეროდ ჯანომ შეგნიშნათ . არ ვიცი გახსოვთ თუ არა , მაგრამ რამდენიმე ხნის წინ ეზოში გესაუბრათ. ქალებზე საერთოდ არ საუბრობს ჩემთან, ამ საკითხის მიმართაც საშინელი აზრები აქვს თქვენ კი მოეწონეთ. თქვა სხვებს არ ჰგავს, იმედია ცუდს არაფერს დამართებენ სკოლის კუდიანებიო ...სიმართლე გითხრათ თავიდან ეჭვის თვალით გიყურებდით -გამოდის ჯანოს მოვეწონე შენ კი არა -ლამაზი ხართ, ახალგაზრდა, ისეთი დახვეწილი სიარულის მანერა გაქვთ . იმდენად ქალური და თან განსხვავებული ... მეგონა მე მეგონა ,რომ - ნინია რომ თეთრი გოგო ყოფილიყო და არა შავგვრემანი ვფიცავ გაწითლდებოდა, მაგრამ მხოლოდ დაბნეული აცეცებდა თვალებს - მე ვიეჭვიანე ...მას ხომ თავი დიდი ჰგონია და საშინლად შემეშინდა რომ შეუყვარდებოდით -რადგან ჩემთან გამოუშვი ,როგორც სჩანს აზრი შეგეცვალა -ხომ გითხარით, ჩემთვის მთავარია რომ კარგად იყოს მნიშვნელობა აღარ აქვს ჩემს გვერდით იქნება თუ არა - დანებდა ? არ ვიცი . აფსურდს ამბობდა და მაინც ვერ იაზრებდა -ჯანომ იცის შენი ეჭვების შესახებ? -როცა ვეჭვიანობ ყოველთვის ხვდება და დამცინის. თქვენზე რომ ვუთხარი სანამ აქ მოსვლას შევთავაზებდი მანამდე ვისაუბრეთ , მიხვდა და იმდენი იცინა კიდევ უფრო შემიყვარდა . სულ აღარ მესმოდა რას მეუბნებოდა, ვუყურებდი როგორ გულიანად იცინოდა ,როგორ უნათებდა თვალები . ხანდახან მგონია,რომ გული გამისკდება . ისე მიცემს ხოლმე, ისე ძლიერად - როგორი იყო ნინია? უზომოდ შეყვარებული, წრფელად,მთელი არსებით შეყვარებული -როგორც სჩანს თქვენი საუბრები უშედეგოდ არ სრულდება. ის აქ მოვიდა, შენს გამო იმიტომ რომ ასე გინდოდა -ვიჩხუბეთ ... არ ველაპარაკები -აკი თქვი სიმშვიდე გვაქსვო -იცოდა არ დაველაპარაკებოდი თუ არ მოვიდოდა, მაგრამ ისიც ვიცით ორივემ რომ გვიყვარს ერთმანეთი -და ახლა ? როდესაც ჩემთან მოვიდა დაელაპარაკები? -მომენატრა, თან უცნაურია ის რომ ლაპარაკობს და მე არა. გუშინ სიცილი ძლივს შევიკავე ისეთი საყვარელი იყო . კი მინდოდა მეორედ მოსვლაც მეიძულებინა და მერე დვალაპარაკებოდი, მაგრამ აღარ შემიძლია. აქედან როგორც კი გავალ დავურეკავ და შეხვედრას ვთხოვ -მაშინ დრო არ დაკარგო , შენ თუ მისი ფერები ხარ დიდხანს გვერდიდან არ მოშორდე. ჩვენ კიდევ ვისაუბრებთ, ჩემი კაბინეტის კარიც ღიაა და ზარსაც ნებისმიერ დროს ვპასუხობ - ვგრძნობდი ერთი სული ჰქონდა როდის წავიდოდა და მოეხვეოდა. ათას სიტყვას ეტყოდა, ალბათ ბევრს აკოცებდა და დიდხანს მიეხუტებოდა განიერ გულ- მკერდზე. - მადლობა, თქვენ მართლაც სხვანაირი ხართ - გამიღიმა და დამტოვა. ................ სალომე ისევ მოვიდა. ამჯერად უფრო თავისუფლად შემოვიდა, მაგრამ კიდევ უფრო მძიმედ იყო. პიტნის ჩაი გავუმზადე, ის ორცხობილებიც მქონდა დაჩის რომ უყვარდა კომბინაციაში . საოცრად მოეწონა , ემოციები გაუჩნდა -ისეთი გემრიელია , სად შეიძლება რომ ვიყიდო ... რა კარგიაა სულ სხვა გემო აქვს ჩაისთან ერთად -ბევრი მაქვს , გაგატან -არა, მერე თქვენ? -მე ერთი ბიჭი მამარაგებს -ის ბიჭი? მაშინ რომ შემოვიდა?- არ გამიკვირდა დაჩი რომ ახსოვდა , მაგრამ ლოყები თუ ისევ აუწითლდებოდა არ მეგონა - ჩვენთან არ სწავლობს ხომ? ახალი დირექტორის შვილია არა? -ინფორმაციას ფლობ და მე რა გინდა რომ გითხრა -მე , უბრალოდ კიდევ შემხვდა რამდენჯერმე და მისი ქურთუკი მაქვს - გამიკვირდა . დაჩი ისეთი სიტყვაძუნწია , არაკომუნიკაბელურიც - წვიმდა, ცუდ ხასიათზე ვიყავი, გამაბრაზეს კლასელებმა . ვტიროდი, თავი ვეღარ შევიკავე. ბოლო დროს ნებისმიერ წამს ვიწყებ ტირილს ისე მრცხვენია უკვე, ისე ვერ ვიტან ამ ცრემლებს . წვიმა უფრო მეტად შემაყვარა, ვტირი და ცრემლებს ვერავინ ამჩნევს , მაგრამ იმ ბიჭმა გამომიჭირა . მითხრა ცრემლი შვებას გგვრის , წვიმა კი ამას ვერასდროს შეძლებს . გაცივდებიო, ქურთუკი დამაფარა და ისე წავიდა მადლობაც კი ვერ ვუთხარი -არ უყვარს მადლობას რომ უხდიან, თავადაც ხვდება ყველაფერს რაც საჭიროა. ასე რომ არ იდარდო , ქურთუკზეც ნუ იფიქრებ. როცა შანსი გექნება მაშინ დაუბრუნებ მასაც და მადლობასაც -ალბათ არ იცის ჩემი გენიოსობის ამბავი -და რომ იცოდეს? -არ მინდა,რომ იცოდეს ... მინდა ვიღაც ჩვეულებრივად მომექცეს -რა მოხდა ბოლო დღეების განმავლობაში, რატომ ტიროდი -ჩემი კლასელები შანსს არ უშვებენ , ყოველთვის გამოსდით ჩემი დამცირება . ხან გარეგნობის, ხანაც ზედმეტი ცოდნის, ხანაც სათვალის გამო. იმდენ სისულელეს იფიქრებენ , არც კი ვიცი რატომ იღლიან თავს. დავიღალე , ხომ გითხარით აქამდე რასაც ვითმენდი უკვე ისიც ცუდად მხდის. საკუთარი სისუსტე , ეს უძლურება გაუსაძლისია -შენ ხომ სუსტი არ ხარ , შენ გაქვს ძალა რომელიც შენშია, შენს გონებაშია, სულშია . უნდა გამოიყენო ხმა აიმაღლო და დაიცვა საკუთარი თავი -როგორ , მათაც დავცინო? სამაგიერო გადავუხადო თუ ვემუდარო რომ შემეშვან. ყველაფერი ხომ უაზროა , უშედეგოა ... ისევე როგორც მასწავლებლისთვის იმის თქმა რომ არ მომიტანოს რაღაც გენიოსი მათემატიკოსების ამოცანები და უბრალო სასკოლო მასალას ,მინიმუმ საუნივერსიტეტოს დასჯერდეს. ან უბრალოდ შემეშვას და მადროვოს მშვიდად ჯდომა გაკვეთილზე, მიხედოს დანარჩენებს ან საერთოდ საკუთარ ცოდნას. თავისი ამოსახსნელი მაგალითები,რომლებიც გამოცდაზე იყო მე ამომახსნევინა . რომ ვუთხრა რაიმე მერე მშობლებს დაიბარებენ, მე გამოვალ დამნაშავე . სასაცილოა -არავის აქვს უფლება გაიძულოს იმის კეთება რაც არ გინდა. მასწავლებლები თქვენთვის მუშაობენ . მოსწავლის შეფასების კრიტერიუმებს კი ვფიქრობ სრულად აკმაყოფილებ . -არ შემიძლია, ვერ ვიქცევი უტაქტოდ. ყველაფერი ისე რთულია -საკუთარ თავში ძალა უნდა იპოვნო , შენ შეგიძლია თავის დაცვა ისე,რომ ბრალი არ დაგდონ -გგონიათ ვიპოვნი საჭირო ტონალობას, ცრემლები არ დამახრჩობს და ვიტყვი იმას რისი თქმაც მსურს? -დარწმუნებული ვარ რომ შენ შეგიძლია ... მშობლებს უთხრა რომ გიყვარს სწავლა და რობოტი არ ხარ. უთხრა რომ ამით სიამოვნებას იღებ და ნუ მიაწერენ ვალდებულებებს . უთხარი რომ ეკონომისტობა არ გინდა და ჯერ კიდევ ფიქრობ. აუხსენი როგორ გრძნობ თავს , მჯერა გაიგებენ . ისევე როგორც შენი ძმების ესმით -რომ გავჩერდე, აღარ ვიმეცადინო და მხოლოდ მაშინ წავიკითხო დამატებით როცა სურვილი მექნება გგონიათ არაფერს იტყვიან? მე ხომ ასეთი სუსტი ვარ , ავადმყოფს ვგავარ ... ნორმალურად ვეღარც ვჭამ. არ მინდა სულ დედა მიმზადებდეს, სამზარეულოში შესვლას კი არ მაცდის. არადა ისე ძალიან მინდა რამე ტკბილი მოვამზადო, უბრალო პეროგი მაინც . რაღაც ბანალური გავაკეთო , კარტოფილი შევწვა ... თავად არ მაძლევდნენ არაფრის გაკეთების უფლებას და ახლა ამბობენ რომ სუსტი ვარ და ვერ გავაკეთებ. მინდა , მინდა გავაკეთო ახალი რაღაცები ვისწავლო, ისეთი რასაც მხოლოდ წიგნიდან ვერ ამოიკითხავ . მოგზაურობა მინდა, მაგრამ არავის აქვს დრო სანამ მთელი ოჯახი ერთ კვირას არ გამონახავს ზღვაზე წასასვლელად. აღარ მინდა ამ ტალღების ნახვა, მინდა მთები მოვიარო , ასე უსუსურად არ ვიგრძნო თავი -ეს ყველაფერი, ამდენი სურვილიდან რომლის შესახებ იციან -არცერთის ... მე სულ პატარა ტვინიკოსა ვარ, რომელსაც ხელის გულზე ატარებენ ბაბუაწვერა ვარ, რომელსაც სულს თუ შეუბერავ, მორჩა აღარ იქნება. პარადოქსია, არაფერს მაკეთებინებენ და ერთხელ მაინც რომ ვთქვა უარი რაღაც სისულელე შეჯიბრში მონაწილეობაზე გაგიჟდებიან. ვეღარ იტევენ ამდენ დიპლომებს, სიგელებს, მედლებს და მაინც ვერ კმაყოფილდებიან. მინდოდა ექსტერნად დამესრულებინა, ამ სკოლას მაინც მოვშორებოდი და უფლება არ მომცეს. რატომ არიან ასეთი დაუნდობლები ... მე ხომ ჩვეულებრივი ვარ . თუმცა ტყუილია, ჩემს კლასელ გოგონებს არაფრით ვგავარ . ვერც ერთორულად რამდენიმე შეყვარებულთან მიმოწერების გასაჯაროება, მხიარულება, გართობა მუდმივად სასყივარულო ამბების განხილვა და მოდის უკანასკნელ ტენდეციებზე აყოლა გამომდის. მიუხედავად იმისა,რომ დრო მაქვს ისინი არ ერთობიან ისე როგორც მე მესმის. ისეთებიც არიან კლასის დედოფლობა რომ არ სურთ, უბრალოები არიან ერთი შეყვარებული ყავთ, ან სულ არ ჰყავთ , კარგი მოსწავლეები არიან და ვეზიზღები მხოლოდ იმიტომ რომ მასწავლებლები მადარებენ. აი ხედავთ? მე ისევ არაფერს ვაკეთებ , მაგრამ მაინც არ გამოდის- თვალები აემღვრა, ფეხზე წამოდგა და თავად დაიწყო მეორე ფინჯანი ჩაის მომზადება. ისე დალია საუბრისას ვერც გავიაზრეთ, მომწონდა მისი თავისუფალი ქცევა. ხელებიც არ უკანკალებდა, შესანიშნავად გამოუვიდა ფინჯნით ხელში იდგა და თვალებდახუჭული სუნთქავდა პიტნის არომატს- ჭკუას ვკარგავ ამ სუნზე . რა კარგია რომ აქ ისევ აღმოვაჩინედა ის ორცხობილები კიდევ უფრო საოცარს ხდის -ასე წავიდა თქვენი საქმე ფსიქოლოგო ,რომ ჩემი დამამშვიდებელი რეცეპტი გაანდეთ პაციენტს ? - დაჩი საიდან გამოჩნდა მეც ვერ გავიგე, მაინცადამაინც სალომეს ვიზიტს როგორ ემთხვეოდა მისი სტუმრობა არ ვიცი , წარმოდგენა არ მაქვს ასე როგორ ურევდა მის დამშვიდებულ გონებას. ფინჯანი დაუვარდა, ცხელი სითხე ხელებზე გადაისხა და დაბნეული, პანიკაში ჩავარდნილი ატირდა კიდეც. სწრაფად ავდექი, მაგრამ დაჩიმ დამასწრო, გააჩერა, კანს რომ არ შეხებოდა და უარესად არ გაემწვავებინა დამწვრობა, ცივი წყალი დაასხა , ზურგიდან ეკვროდა, მთლიანად ფარავდა მის სუსტ სხეულს. თავზე ტუჩებიც შეახო , არ ვიცი თავად რას გრძნობდნენ, იაზრებდნენ თუ არა მომხდარს ,მაგრამ მე ჟრუანტელმა დამიარა მათი წყვილის დანახვისას. რაღაცნაირები იყვნენ, ვერ აგიხსნით ისე უხდებოდნენ ერთმანეთს -მორჩა , აღარ გტკივა დამშვიდდი ... - მაჯაზე ჰქონდა შემოხვეული თითები, სული შეუბერა ხელის ზურგზე და მერე ხელისგულზე აკოცა - ახლა პიტნის სურნელი გაქვს -მართლა როგორი მოუხერხებელი ვარ, ნამდვილი უნარშეზღუდული - ქვითინებდა და დაჩის სიახლოვესაც ვერ აღიქვამდა. რომ გაეაზრებინა ასე ახლოს იყო სირცხვილისგან გაშეშდებოდა ან გაიქცეოდა , ის კი იდგა უკვე მის მკერდზე მიკრული და სლუკუნებდა . ემოციებისგან დაცლის ერთადერთი საშუალება ზოგჯერ ტირილია, სიტყვებს დართული ცრემლები უფრო ამარტივებენ სულის ტკივილს. -რა სულელი ხარ - თმაზე ეფერებოდა, იღიმოდა და რამდენჯერმე ისევ აკოცა -კიდევ მითხარი რა - თავი ასწია და ქვემოდან უყურებდა -რა გითხრა , სულელი რომ ხარ ? - დაჩის ასეთი გაოგნებული სახე არასდროს ჰქონია , დამიჯერეთ მთელი ცხოვრების მანძილზე არ იქნებოდა ასე გაკვირვებული -ხოო , მითხარი რა გთხოოვ -მე არ ვიცი ფსიქოლოგი რას გელაპარაკება , მაგრამ აშკარად ამ ოთახზე მეტი გჭირდება დამშვიდებისთვის. გონის მოსაკრებად, აზროვნებისთვის -არ მინდა , აზროვნება საერთოდ არ მინდა- მოშორდა, გაებუტა -ლილი - სასოწარკვეთილმა გამომხედა - წავიდე ? - თავზე გადაისვა ხელი და წარბები შეკრა -როგორ გგონია ნონა არასამუშაო საათებში მასტერკლასების ჩატარებაზე დაგვთანხმდება ?- იმ წამს გაჩენილმა იდეამ ისე მომხიბლა მაშინვე დავუსვი კითხვა -ნონა, ტო? ოღონდ რამე თხოვოს ვინმემ და სულ დახურავს ყველაფერს - ისე იყო არეული გასაოცარი ხმითა და სიტყვებით ლაპარაკობდა. რომ მიმეცა ნება ვფიქრობ იმდენ სიტყვას იტყოდა ცხოვრებაში რომ არ ჰქონდა ერთად ნათქვამი -მაშინ წავიდეთ იქ სადაც თერაპიის ჩატარება შეგვიძლია -სად უნდა წავიდეთ ? მე ისედაც -ჩაიცვი ,გარეთ წვიმს - სავარძლიდან აიღო სალომეს იისფერი მანტო თავად ჩააცვა და ქუდიც კი დააფარა -წავედით - ორივე გავუშვი, კარი ჩავკეტე და მათთან ერთად მივედი მანქანამდე. სალომეს აშკარად უბრუნდებოდა აზროვნება, ისევ რომ გაუწითლდა ლოყები მივხვდი ჩვეულ მდგომარეობაში ინაცვლებდა. კიდევ ერთხელ ვეწვიეთ საკონდიტროს. ისევ მხოლოდ ბავშვები ისხდნენ მაგიდებთან, გვიანი იყო უკვე დრო ისე სწრაფად გავიდა ნონა სულ მარტო იყო სამზარეულოში ფორმის გამოსაცვლელად გადიოდა. ჩვენი დანახვისას შეჩერდა -ლილიი , ძირფასოო როგორ გამახარე. მეგონა აღარ მესტუმრებოდი , ვიფიქრე დაჩიმ გაგაბრაზა -მართლა ეგ იფიქრე ?- წინსაფარს ირგებდა უკვე ბატონი უცებ რომ მობრუნდა და შეშფოთებულმა გაიკვირვა- გრცხვენოდეს ნონა -დაჩიი, დედიკოო -ტეხავს , სასტიკად - ერთობოდა , ნონა კი ვერ ხვდებოდა ისე მოიქუფრა -ყურადღებას ნუ მიაქცევთ ... მე თქვენი დახმარება მჭირდება - სანამ დაჩიმ სალომეს ქურთუკი და ქუდი თეთრი წინსაფრითა და მზარეულის ქუდით ჩაანაცვლა მანამ ქალბატონი ნონას სიტუაციაში გარკვევა დავიწყე - იქნებ რაიმე მარტივი და გემრიელი მოგვამზადებინოთ მე და სალომეს -ღმერთო ჩემო, ლამის გული გამისკდა. ჯერ ხომ დაჩის უკვე ორ გოგოსთან ერთად ვხედავ , ასეთი განწყობით ...თითქოს ბედნიერი სიზმარია . ხედავთ ხომ თქვენც როგორი ნათელი სახე და მზერა აქვს, სასწაულია . ყველაფერს გასწავლით თუ გინდათ რაც კი ვიცი ნონა ისეთი ქალია მის გვერდით შებოჭილად უბრალოდ ვერ იგრძნობ თავს. სალომეს სიტყვებითაც კი ეფერებოდა, ტემბრი ჰქონდა ისეთი ალბათ გაბრაზება არც გამოუვიდოდა . ისეთივე ტკბილი ქალია ,როგორიც მისი სასწაულმოქმედი ხელებით მომზადებული საკონდიტრო ნაწარმი. ზედმეტად არ ჩავრეულვარ, დაჩიმ ისევ მდუმარება არჩია , თავად აშკარად იცოდა რა უნდა გაეკეთებინა, მზადებასაც ახერხებდა და სალომესაც ადევნებდა თვალს, ზოგჯერ ღიმილი ეპარებოდა. შეუძლებელი იყო შეკრული წარბებით გეყურებინა ნონასა და სალის დუეტისთვის. სულ რამდენიმე წუთში სახე უნათებდა გოგოს, ხელებიც აღარ უკანკალებდა და დამფრთხალიც აღარ იყო. თავდაჯერებულობა ისევ აკლდა, მაგრამ არ ნებდებოდა, ცდილობდა , გამოსდიოდა კიდეც. ნონამ იმპროვიზაციის საშუალება მოგვცა, გემოების კომბინაციები , ფერები , მორთულობა თავად ავირჩიეთ. საბოლოოდ ბევრი სითბო დაგროვდა, ბევრი ღიმილი, თავისუფლება და სიხარული რაც ასე ძალიან სჭირდებოდა სალომეს . გვიანი იყო, გარეთ ისევ წვიმდა, სასიამოვნოდ ისმოდა ქუჩიდან შემოსული ხმები . მაგიდის ირგვლივ ვისხედით და ჩვენს ნახელავებს ვაგემოვნებდით, სალომე ემოციებს ვერ ფარავდა. ნონას მოეხვია , ვიცოდი რასაც გრძნობდა, რამდენად მადლიერი იყო . ქალი კი გაკვირვებული ეფერებოდა, ვერ ხვდებოდა ასეთი რა გააკეთა . ნებისმიერ დროს შეგიძლია მოხვიდეო უთხრა . პიტნის ჩაიც გამზადდა , კარი რომ გაიღო და აკაკი გამოჩნდა. არცერთს გველოდა იქ, ხელში წითელი ვარდის ეჭირა აშკარა იყო ცოლის გახარებას აპირებდა და ჩვენ ზედმეტი ვიყავით . არ ვიცი მე უფრო გავაკვირვე, დაჩიმ თუ სალომეს ჩვენს გვერდით ხილვამ . გოგონა ისევ მოიქუფრა , სიმორცხვის ელფერები დაუბრუნდა , დაჩი ჩაის აგემოვნებდა თვალები აატრიალა აკაკის გამოჩენისას სხვა რეაქცია არ ჰქონია -საყვარელოო რა კარგია რომ მოხვედი - მოეხვია და ლოყაზე ხანგრძილვად შეახო ტუჩები , დავინახე როგორ შეისუნტქა მისი სურნელი აკაკიმ . ჩვევაში ჰქონდა გამჯდარი, გაუაზრებლად ტკბებოდა ამით - საოცარი სტუმრები გვყავს . ვერ წარმოიდგენ რა გემრიელად გამოუვიდათ გოგონებს , პირველივე მცდელობისას -სალომე რომ ნიჭიერი გოგონაა ახალი ამბავი არ არის ... -როგორ არ მინდოდა ვინმეს შეეხსენებინა მისი გონებრივი შესაძლებლობები. ისევ დაბრუნებოდა შიში და დაძაბულობა. აკაკიმ როგორც კი დაიწყო საუბარი მაშინვე შეუნელდა პულსაცია, ჩაქრა -სკოლაში აღარ ხართ ბატონო აკაკი, თქვენი წარჩინებული მოსწავლე აქ გრამამეტრაჟებს ძლივს იცავდა. არადა მის მათემატიკის მასწავლებელს რომ ჰკითხო ციფრები ამის სფეროა , მის ადგილას სულ არ ვაღირსებდი ნიშანს - დაჩი , როგორ დროულად იცის ამ ბიჭმა საუბრის დაწყება თავისი ირონიის ჩართვა და ყველაფრის გამოსწორება -დაჩი შენ მასწავლებელი არ მოგწონდეს მოუგონე ახლა სულელური მიზეზი -არაფერი გაეგება იმ ქალს პედაგოგობის, მითქვამს და განვმეორდები. ლაურაზე უარესია - სათვალე აკლდა ისეთი ტონალობა ჰქონდა არისტოკრატი გეგონებოდათ. არ იცინოდა თორემ ისე ერთობოდა თვალები უნათებდა -ისტორიას მე ვასწავლი და აღფთოვანებული ვარ -დარწმუნებული ვარ მე ვერ მაჯობებს- ისეთი შეგრძNება გამიჩნდა თითქოს სალომეს ყველა სიტყვა მოსმენილი ჰქონდა და ახლა ზუსტად იცოდა რა სჭირდებოდა გოგონას სუნთქვის დარეგულირებისთვის. დავინახე როგორ გაუნათდდა თვალები , მგონი პირველად ხედავდა ბიჭს რომელიც იწვევდა -არც კი იცი რას ამბობ ... მეც კი აღარ ვიცოდი ახალი რა უნდა მეთქვა -მისი ცოდნა უმნიშვნელოა, მე პრეზიდენტი გავხდები ... ისტორიკოსები ჩემზე დაწერენ, ეპოქას შევქმნი ის და სხვა შენნაირები კი თარიღებსა და მოვლენებს დაიმახსოვრებთ - თვალი ჩაუკრა, მამა ჭკუიდან გადაიყვანა და შემდეგ სალომეს მტევანი ტუჩებთან მიიტანა - პიტნის არომატი აღარ გაქვს, მაგრამ ვანილიც გიხდება - ჩუმად უთხრა , გაუღიმა , აკოცა და წავიდა . -სად მიდიხარ ... დაჩი . რით ვერ მოიშალა გაუფრთხილებლად წასვლა ამ ბიჭმა - ნონა გამოვარდა , ყუთები ეჭირა და გაბუტულს ფეხების ბაკუნიღა აკლდა- აკაა -შენ როდის უნდა შეეჩვიო? მართლაც , მისი შეცვლა საჭირო არ იყო . უნდა მიგვეღო ის ფერი როგორიც ჰქონდა . სალომე სახლში მივიყვანე , იმ გრძნობებით დახუნძლული აქამდე რომ განცდილი არ ჰქონდა, ისეთი ნათელი ,კაშკაშა და ძლიერი ჯერ რომ არ ყოფილა. წინ კიდევ ბევრი ნაბიჯი ჰქონდა, მაგრამ მჯეროდა მისი , მხოლოდ დრო გვჭირდებოდა. -შემდეგამდე , ლილი - მადლობა არ უთქვამს, არც უხერხულობა ემჩნეოდა, არც დარდობდა ჩემი შეწუხების გამო. იცოდა რომ მეც ვისიამოვნე , მიღიმოდა, ლოყაზე მაკოცა და მანქანიდან გადავიდა ................ ფანჯარასთან ვიდექი, ეზოში არავინ იყო სრულ სიცარიელეში გამოჩნდა ჯანო. მობილურზე საუბრობდა, ისე დადიოდა აშკარა იყო დაძაბული დიალოგი ჰქონდა. ავტოსადგომისკენ რომ დაიძრა შემდეგ დავინახე ნინუცა . სიტყვები არ მესმოდა, მაგრამ ფაქტი იყო ევედრებოდა დარჩენას . იქნებ მასაც არ უნდოდა წასვლა, მაგრამ მაინც მოშორდა. წამიერი პაუზა ჰქონდა სანამ შუბლზე აკოცებდა თვალებში უყურებდა შემდეგ ზურგი აქცია ატირებულ გოგოს , მის ცრემლებსაც არ მიაქცია ყურადღება ისე დატოვა , მანქანაში ჩაჯდა და ისე წავიდა ჩემამდეც მოაღწია საბურავების ხმამ. თავზე აწვიმდა ნინიას სანამ ქოლგით ხელში არ მივუახლოვდი. გაყინული იყო, ფეხზე ძლივს იდგა, ქვითინებდა , გაუგებარ სიტყვებს ამბობდა და რომ დამინახა მაშინვე მომეხვია. -ვერ ვიტან, მინდა მოვკლა...დავახრჩო ასეთი რომ არის. არ ვაპატიებ, მორჩა ! - ცრემლები შეიმშრალა , თავი ასწია და მივხვდი ემოციებისგან თუ არ გათავისუფლდებოდა დაიწყებოდა უთქმელი სიტყვებით , გამოუთქმელი გრძნობებით მოხრჩობა . ნინუცას მსგავს თავისუფალ ადამიანებს განსაკუთრებულად ანგრევთ ყველა პრობლემა რომელსაც ნათელ ფერებში ვერ აღიქვამენ -სად წავიდა -თავისი საზიზღარი ბიძაშვილის აგარაკზე ... მეზიზღებიან ყველანი . ის ბნელი სულის ადამიანები -არ გინდა ვისაუბროთ ? - ისევ გვაწვიმდა ,ის კი ბრაზით დანთებული ცეცხლით იწვოდა -დღეს არა ... მარტო მინდა ვიყო. კარგად უნდა დავფიქრდე, ორშაბათს გნახავთ წასვლის უფლება მივეცი, ვერ შევაჩერებდი, ძალას ვერ დავატანდი ასე შეუძლებელია ადამიანს შვება მოჰგვარო. მას შემდეგ ორი კვირა გავიდა, მაგრამ არ გამოჩენილა. სკოლაშიც არ დამინახავს, არადა ვცდილობდი შემემჩნია. შაბათ-კვირას როგორც წესი მეგობრებთან ვატარებდი. სადმე ვიკრიბებოდით, დროს იმ საქმეებისთვის ვიყენებდით რაც სამუშაო დღეებში არ გამოგვდიოდა. ამჯერად ზამთრისთვის განვაახლეთ გარდერობი. რაღაცები მჭირდებოდა და ჩემს შოპაჰოლიკ მეგობართან ერთად ჭორაობასა და შოპინგში გავატარე მთელი შაბათი დღე. სახლში ახალი დაბრუნებული ვიყავი, ვახშმად ჩვენთვის უცნობ, მაგრამ პოპულარულ რესტორანში ვიყავი მის ქმართან და სხვა მეგობრებთან ერთად . ემოციებითა და პარკებით დატვირთული შევედი ბინაში . ტელევიზორის წინ დივანზე ვიჯექი, კალთაში მოკალათებულ ნახევრად მძინარე ფისოს ვეფერებოდი კარზე ზარის ხმა რომ გავიგე. არავის ველოდი, მაგრამ დერეფანში ჯანოს დანახვამ საერთოდ გამაოცა. ხელით ეყრდნობოდა კარის ჩარჩოს და ელოდა როდის გავაღებდი . ვგრძნობდი უჭირდა , იმდენად უმძიმდა რომ ჩემი სახლის კართან აღმოჩნდა. ვინ იცის რამდენს ეძახდა მეგობარს, რამდენი ნათესავი და ნაცნობი ჰყავდა ის კი ჩემთან მოვიდა. არ სჭირდებოდა არც ლექციები, არც ჭკუის დარიგება, არც გაკიცხვა და არც თავზე ხელის გადასმა . მიყურებდა და ვიცოდი , მხოლოდ საუბარი უნდოდა ნეიტრალური მსმენელის წინ. -ლილიი - გამიღიმა და შემდეგ მივხვდი წითელ ფერში რატომ იყო ჩაძირული მისი ცისფერი სფეროები . კარი მაინც ფართოდ გავაღე, შემოვიდა, ქურთუკი გაიხადა, ფეხსაცმელი სულ მთლად ტალახიანი ჰქონდა , შარვალსაც ეტყობოდა ჭუჭყის კვალი. მიმართულება ვაჩვენე , მისაღებისკენ დაიძრა და ისევ დივანი აირჩია -ჯანო -წყალი მინდა ძალიან - კაიფში იყო. გამოფხიზლების ზღვარზე იდგა ,მაგრამ მაინც არ იყო რთული მისახვედრი . წყალიც მივუტანე და დილით მომზადებული წვნიანიც გავათბე. გაეღიმა, ისე როგორც იცოდა ხოლმე რაღაც არასტანდარტულს რომ ვაკეთებდი. ვიჯექით მე და ჩემი ფისო და ველოდით. თავი დახარა, სახეზე ხელები ჩამოისვა და ქვემოდან ამომხედა. ნანობდა , რცხვენოდა თუ ეშინოდა არ ვიცი. ბევრი გრძნობა ტრიალებდა მის სულში -სააბაზანო იქ არის , შეგიძლია შეხვიდე . შხაპი მიიღო, ან უბრალოდ წყალი შეისხა . ტანსაცმელიც მაქვს თუ გინდა - შუაღამე იყო, ვიცოდი დიდხანს გაგრძელდებოდა ჩვენი საუბარი და რომ დაეწყო კომფორტულად უნდა ეგრძნო თავი. ერთი საათის შემდეგ სპორტულ შარვალსა და მაისურში გამოწყობილი , სრულიად გამოფხიზლებული , ყავის ფინჯნით ხელში იჯდა ჩემს წინ . ხალიჩაზე გაწოლილ ფისოს ხელი გადაუსვა თავზე და სევდიანად გაეღიმა -ნინუცას კატა უნდა ვუყიდო ... არ მინდა შემოსარიგებელ საჩუქრად ჩათვალოს . რომ შემირიგდება მერე ვაჩუქებ , თორემ უარესად გაბრაზდება -გგონია ისევ შეგირიგდება ? -იცის როგორ მიყვარს -თქვენი ორმხრივი გრძნობის მიუხედავად მაინც არ ხართ ერთად -მე მასთან არ ვთამაშობ. თავიდანვე იცოდა როგორიც ვიყავი, რაც ვიყავი და არ უნდა ცდილობდეს ახლა ჩემს შეცვლას. ასეთი შევუყვარდი და ვერ ვხვდები რას ითხოვს -ადრე მითხარი მამას ვგავარო ... როგორები ხართ შენ და მამა - გაჩუმდა , ყელზე მოისვა ხელი და კიდევ ერთხელ მომხვდა თვალში სქელი ოქროს ყელსაბამი , აქამდე ყურადღება არ მიმიქცევია არადა აშკარად მნიშვნელოვანი იყო მისთვის . -პატარა ვიყავი რომ მოკვდა, იტოკში მე არ მახსოვს რა და როგორ იცოდა . ბიძაჩემი ამბობს,რომ ვგავარ ქცევებითა და ხასიათით. ფოტოები უამრავი გვაქვს სახლში , ახალგაზრდობის განსაკუთრებით , გარეგნულად ვგავარ ძალიან ... მის გატეხილ ცხვირს თუ არ ჩავთვლით . ბებია ამბობს რომ ერთნაირი კერძები გვიყვარს , ბავშვობიდან იმას მიმზადებდა რაც მამაჩემს მოსწონდა და როგორ არ შემიყვარდებოდა - პირველი აღმოჩენა გააჟღერა , სულ მცირე,მაგრამ მაინც- არ ვიცი მე რამდენად დავემსგავსები -მოგწონს მისი განვლილი ცხოვრება?- გაშრა. არ მოსწონდა, მაგრამ ამას ხმამაღლა ვერ მეტყოდა -მამა მოკლეს , ციხეში ყელი გამოჭრეს. რომ ჩასვეს დედაჩემი იმ წელსვე ვიღაც ს.რს აეკიდა რა დალოდებაზეა ლაპარაკი შანსი მიეცა და ეგრევე გ.ბოზდა . მისი განვლილი ცხოვრება თუ მომწონს? არ მაქვს პასუხი. დასასრულით კი ნამდვილად არ მინდა დავემსგავსო. არც დავემსგავსები ... მე სხვა ვარ , უფრო სწორად მე სხვა სამყაროში ვცხოვრობ, სხვა დროში, არ ვიქნები ქურდი . ასე მარტივი რომ არ არის ქურდობა ნინუცას ეგ ვერ შევასმინე- სულ რამდენიმე წინადადებით გამოჩნდა პრობლემების საწყისი. მისი ცხოვრების ტრაგედია... -მაინც ვერ დავინახე შენი სახე, რა შეუყვარდა ნინუცას შენში . მხოლოდ გარეგნობა ხომ არა - დამძიმდა,მშობლებზე რომ გაგვეგრძელებინა ვიცოდი საუბარს შეწყვეტდდა ამიტომ ისევ სინათლე შემოვიყვანე მის ცხოვრებაში -რომელი ალენ დელონი მე ვარ გარეგნობის გამო რომ დაეკარგა გონება- გაიცინა და თვალები დაუწვრილდა. ლოყაზე ფოსოც გაუჩნდა, ისეთი ბავშვური ხდებოდა სიცილის დროს მივხვდი უზომოდ შეყვარებული ნინუცა რატომ იყო უძლური ამ დროს- არ ვიცი რა უნდა გითხრათ , დავიბენი ... ეგ ნინუცას კითხეთ . მე ასეთი ვიყავი რა , როგორსაც მხედავთ -გახსოვს როგორ გაიცანი ნინუცა ? -კლასელები ვართ ... არ მახსოვს პირველ კლასში როგორი იყო , მაგრამ მეხსიერება რაც მაქვს იქედან მოყოლებული ჩემს გონებაშია -თვალები დახუჭე და გაიხსენე ყველაზე მთავარი წარსულიდან . საიდანაც დაიწყო გულის აჩქარებულად ფეთქვა -ფერადია , ისეთი ფერადი იყო სულ . ყოველთვის ამ ბანალური შავ-თეთრი ფორმების დროსაც კი . ეკიდა მასწავლებლების უაზრო საყვედურები, საკუთარი სიმართლის გოგოა ჩემი ნინუცა. გული როდის ამიჩქარდა? სამი წლის წინ , გაზაფხულზე ერთად რომ ვიცეკვეთ . გიკვირთ ხო? სად მე და სად ცეკვა ... სკოლიდან რომ არ გავერიცხე რაღაც სპექტაკლში მივიღე მონაწილეობა . მაგის გახსენებაც არ მინდა, ჯოჯოხეთი იყო ის დრო იმდენს ღადაობდნენ ბიჭები ლამის შემომაკვდა ერთი ორი... მამენტ მაგათი დედაც ვატირე , ეგ დრო რომ არა რა ვიცი როდის მოვხვდებოდი ასე ახლოს ამდენი ხნით ნინუცას გვერდით . იმ შტერული გაკვეთილებისგან შორს , სხვა სივრცეში ... საოცარი გოგოა - ვიცოდი გაცოცხლებულ კადრებს ხედავდა ისე გაუნათდდა თვალები - რომ გენახათ ის პერიოდი , ზუსტად მიხვდებოდით როგორ გამაგიჟა. -გამოდის რომ მაინც განსხვავებული იყავი რომ დაახლოვდით იმ დროს -რადგან ვმსახიობობდი იმიტომ? იცოდა რატომაც ვიყავი იქ, ისიც იცოდა ვისთან ვმეგობრობდი, ისიც როგორც ვლაპარაკობდი . ახლა არ ვიცი რა დაემართა, მეუბნება შეიცვალეო მე კი ვერ ვხვდები რა შეიცვალა . იმაზე ასჯერ მეტად მიყვარს ვიდრე მაშინ პირველად რომ ვუთხარი მიყვარხარ-თქო -იმ ცეკვის შემდეგ მალევე უთხარი რომ გიყვარდა ? - არ მინდოდა გაბრაზებულიყო, ისევ მერჩივნა მშვიდი, სასიამოვნო ამბები გაეხსენებინა და ისე მისულიყო დასკვნამდე -ხშირად ვიყავით ერთად, ვიღაც კი მყავდა მაშინ ,მაგრამ მეკიდა ყველა სადაც ეგ იყო იქ ვიჩითებოდი მეც. ზაფხულის წვიმაზე ჭედავს, მთელი წელი სძულს წვიმა ,მაგრამ აი ივლისში რომ ცა ჩამოდის ეგ ბედნიერებისგან მეცხრე ცაზე ადის. ხოდა ერთ დღეს ვუთხარი ისე მიყვარხარ როგორც შენ ზაფხულის წვიმა-თქო ... არანორმალური , ჯერ იცინოდა მეგონა ვერ მიხვდა რას ვეუბნები-თქო რომ მომვარდა და მაკოცა - ისევ გაეღიმა, სული გაუთბა , მაგრამ მალევე შეეცვალა გამომეტყველება- ზაფხულის წვიმასაც შევიძულებო ეს იყო ბოლო რაც მომწერა . ორი კვირაა უკვე არც შეტყობინებებს პასუხობს, არც ზარებს, არც მელაპარაკება, ისე მექცევა თითქოს ვერც მხედავს , არც ესმის, არც ვარსებობ ... გამაგებინეთ რა უნდა რომ გავაკეთო - ოთახში სიარული დაიწყო, სიგარეტის ღერი იპოვნა და მოწევა დაიწყო. ვერ ისვენებდა , არ ჰყოფნიდა ნიკოტინი . ბარში განლაგებულ ალკოჰოლურ სასმელებს რომ შეხედა მივხვდი მარტო რომ ყოფილიყო აუცილებლად დალევდა, მაგრამ ჩემთან დათრობა მეტისმეტი იქნებოდა იმ დღისთვის . -მე ხომ ვერ ვკითხულობ თქვენს აზრებს , არც წინასწარმეტყველი ვარ. არავის შეგვიძლია მომავლის განსაზღვრა ხომ ასეა... ჩვენი ერთადერთი იარაღი სწორი მსჯელობაა, გახსენება, დაკვირვება და დასკვნის გამოტანა -ვიმსჯელოთ, მოგიყვებით ყველაფერს და გამოვიტანოთ დასკვნები -მაშინაც ეწეოდი ? სვამდი და კაიფობდი -არა , სიგარეტს ვეწეოდი ხანდახან . ბიჭებთან ერთად ... მაშინ 14 წლის ვიყავი ახლაც ბავშვივით ხომ არ ვიცხოვრებ . ის საკმარისი არ არის რომ არ ვღალატობ ... მას რას უშავებს ჩემი პლანით კაიფი ან ბიჭებთან ერთად ხანდახან დალევა -ხვალ ან ზეგ ნინუცამაც რომ მოწიოს შენთან ერთად, დალევა დაიწყოს იმ სიხშირით როგორითაც შენ სვამ. იმ დოზებით როგორიც მოეწონება და სიამოვნებას მიანიჭებს შენ არაფერს ეტყვი? -მეღადავები ტო ? ნინუცას ისე უყვარს ჯანმრთელად ცხოვრება შანსი არაა რომ მოწევა დაიწყოს თუ არ გაგიჟდა და ჩემთან შეჯიბრი არ გადაწყვიტა. სასმელს კიდე, მსუბუქ კოქტეილს ზაფხულის ცხელ დღეებში და ერთ ჭიქა ღვინოს ვახშმისას მიირთმევს ხოლმე . -მაგრამ დოზას თუ გადააჭარბებს, საკუთარ ჯანმრთელობას თუ საფრთხის ქვეშ დააყენებს ხომ შეგეხება არა? -ქალი ხართ რა , ყველა ვარიანტში ახლა ფემინისტურს ჩამირთავთ რაც არ უნდა ვთქვა ხომ? -ჩემს სქესს მნიშვნელობა არ აქვს მე უბრალოდ გისმენ და კითხვებს გისვამ . შენ მიპასუხებ იმას რასაც ფიქრობ -არაფერი დამიშავდება , იმ კაცების კატეგორიაში ვარ რომელიც არ აპათოლეგებს დალევისას. მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში კაიფობს და სიგარეტს რაც შეეხება , არც ისე ბევრს ვეწევი რომ ფილტვის კიბო გახდეს ჩემი აღსასრული. მე იმ დოზებს ვიღებ რაც მინდა ის კი იმ დოზებს რაც მოსწონს . -კარგი, გამოდის რომ სასმელი და მოსაწევი არ ყოფილა პრობლემა ... ღალატი? რა არის ღალატი შენთვის ჯანო? -ღალატი ღალატია რა ... ახლა რალატის დეფინიცია უნდა გავაკეთო ? ამდენი დრო გაქვთ? არ დაიღალეთ ჩემი მოსმენით? -შენ დაიღალე საუბრით? -არა , მაგრამ -მაშინ მიპასუხე რა არის რალატი -გააჩნია ვის ღალატობ ... ბევრნაირია , მაგრამ მაინც ისეთი რამეა რისი გადახარშვაც რთულია. თქვენ თუ გაინტერესებთ ს.ქსი მაქვს თუ არა ვინმე სხვასთან და თუ მგონია რომ გულით ერთგულება ერთგულებად ითვლება მოკლედ და კონკრეტულად ვიტყვი , რომ მე მთლიანად ნინუცას საკუთრება ვარ . მაგრად რომელი გამოს.რებული რას ფიქრობს, როგორ იმშვიდებს თავს როდესაც ერთს ეფიცებიან სიყვარულს და მერე ვიღაც ბ.ზს ჟ.მავენ სადღაც დედის ტყვნ.აში - ნინუცა მართალი იყო იცით? ეს ბიჭი მართლა არ ჰგავდა იმათ ვის გვერდითად იყო. უბრალოდ არ შეიძლებოდა მათ დამსგავსებოდა. ისევ მოუსვენრად დადიოდა ოთახში, ფისოსაც კი თავბრუ დაახვია . შეიძლება არ ვარ ნორმალური, მაგრამ საშინლად მომინდა წითელი ღვინო , თაროდან ბოთლი ავიღე .შოკოლადის ტორტიც დავჭერი და ბოკალი ავავსე . რამდენიმე ყლუპმა მთელი სხეული გამოაფხიზლა, ჯანომ ნამცხვარის ორი ნაჭერი მიირთვა და ღვინის მხოლოდ რამდენიმე ყლუპით შემოიფარგლა . თან იცინოდა და თვალები უბრჭყვიალებდა -სიცილი კი ნამდვილად გიხდება , მაგრამ რატომ იცინი ამ წუთას არ მეტყვი? -ღვინო რისთვის დავიმსახურე მოღალატე რომ არ ვარ ? -მოღალატე რომ არ ხარ ეს იმას ნიშნავს,რომ ნინუცა ამის გამოც არ ბრაზობს. თუ ბოლო დროს ვინმე გამოჩნდა -ეგ თემა საერთოდ ამოვიღოთ ჩვენი განშორების მიზეზების სიიდან !- იძულებული ვიყავი მძიმე თემას დავბრუნებოდი. მენანებოდა ჯანო ტკივილისთვის , მაგრამ სხვა გზა არ იყო -შენს მეგობრებს არ შეუძლიათ დახმარება? თუ არ მოსწონთ შენი რჩეული -ჩემ მეგობრებს რა საერთო აქვთ ჩემს პირადთან -მეგობრები არიან ადამიანები რომელთაც ტკივათ და უხარიათ ერთმანეთის განცდები. ცდილობენ დაეხმარონ მოგვარებაში, პრობლემის გადაჭრაში... მეგობრები გისმენენ, რჩევას გაძლევენ მართალს ან მცდარს, ყოველ შემთხვავში გვერდით არიან და ცდილობენ დახმარებას -მე თქვენთან ვარ, შაბათ საღამოს დაგადექით, უკვე კვირაა და გიყვებით იმას რაც არავისთვის მითქვამს... არ მყავს მეგობრები . მათთან საუბარი შეუძლებელია, არ ადარდებთ არც სიყვარული, მითუმეტეს რა შეყვარებულზეა საუბარი. მათი გვერდით დგომა ერთად დალევაში, მოწევაში, ნაშების აყრაში მდგომარეობს. უაზრო ამბებზე კაჩავი, სისულელეზე დაწყებული ჩხუბი რომელში ჩარევაც მიწევს .... ზოგჯერ ისე ყელში არიან მინდა ძვლებში გადავამტვრიო. ისინიც და ჩემი ბიძაშვილებიც. ისინი ხომ საერთოდ ერთი ჩამოსხმა ყ.ეები არიან . ორი თვის წინ მთვრალი ვიღაც გოგოს აეკიდა, იმას შეყვარებული ჰყოლია, რა თქმა უნდა შეყვარებულმა ბიჭები დააყენა . ცხვირ-პრი გაუერთიანეს, ამან იმის ნაცვლად რომ ენა პირში ჩაეგდო , მუხლებზე დამდგარს ეხოხა იმ გოგოს წინ და ბოდიშები მოეხადა ასი კაცი შეკრიბა , ისე რომ არავინ არაფერი ვიცოდით . ჩახოცავდნენ ალბათ ერთმანეთს რომ არ ჩავრეულიყავი - ერთად მოაწვა ყველაფერი რაც კი აქამდე აგიჟებდა და არ ამბობდა. თვალები აენთო, ძარღვები დაებერა და ღვინის ჭიქაზე არც უფიქრია, ნამცხვრის კიდევ ერთი ლუკმა დააგემოვნა . ბავშვი იყო, არასწორად აღზრდილი სწორი ბავშვი ... -შენი ბიძაშვილები ასაკით დიდები არიან? -ოთხი-ხუთი წლით ... მაგრამ ვერ ვიტყვი,რომ მათზე ნაკლები ვიცი ან გამეგება. -რატომ გგონია რომ ეს ასაკობრივი სხვაობა უმნიშვნელოა -აზროვნება არ შეუძლიათ , 100 წლისაც რომ იყვნენ ისე ილაპარაკებენ როგორც ახლა, ისე მოიქცევიან როგორც ახლა, ისე გაასამართლებენ, აღიქვამენ ,შეხედავენ როგორც ახლა უყურებენ . სხვების სიტყვებით, გამუდმებით სხვის სიტყვებს იშველიებენ მაგალითად. ახსენებენ მამაჩემს, წარმოგიდგენია რა მარაზმია? მამაჩემით ტრაბახობენ , თავიანთ ჩასვრილ საქმეში მამაჩემს სვამენ ... არ მინდა მაგათზე ლაპარაკი -და მაინც ისინი არიან ადამიანები რომლებიც შენს გვერდით არიან. ვისთან ერთადაც ატარებ დროის უმეტეს ნაწილს. მათთან ერთად არ ეწევი? არ სვამ , არ ერთობი, არ ჩხუბობ? რა არის რასაც მათთან არ შეგიძლია რომ გააკეთო -სხვა არც არაფერს აკეთებენ მე რომ გავაკეთო...- ჩუმად თქვა. ასე ხმადაბლა აქამდე არაფერი უთქვამს ,კიდევ ერთი ღრმა ჩასუნთქვა და დახუჭული თვალები. ტვინის დამალულ წიაღებში ჰქონდა ყველა ეს დეტალი, ეს აღმოჩენა, ეს განსხვავებები ,მაგრამ თავს ფიქრის საშუალებას არ აძლევდა. არაფერს ამბობდა, ნორმად იღებდა, პრობლემას ვერ ხედავდა იმიტომ რომ ისევ განსხვავებულად მიაჩნდა თავი -ნინუცა მჭირდება ... - დაიღალა. გამოუძინებელი იყო, გამოფიტული და საუბრის დასრულების დრო იყო - სხვას არაფერს მოაქვს სიმშვიდე ჩემს ცხოვრებაში ... მიხარია რომ გაგიცანით - კიდევ რამდენი რამ ჰქონდა სათქმელი, რამდენი ლოდი უნდა მოშორებოდა მის მხრებს მშვიდად სუნთქვა რომ შესძლებოდა . წავიდა , მაგრამ ვიცოდი ისევ დაბრუნდებოდა და იპოვნიდა სწორ გზას . ................... კარი გაიღო და შემოვიდა გოგონა შოკოლადისფერი კანით, ხვეული თმით, მსხვილი ტუჩებით, შავი ულამაზესი თვალებითა და აფროამერიკელი ქალისათვის დამახასიათებელი სხეულის საოცარი ფორმებით. მიყურებდა , არც დაბნეული იყო, ვერც მორიდებას ვამჩნევდი, მელოდა -გამარჯობა ... მობრძანდი - ქართულად მივესალმე და მივხვდი მოეწონა. ისევ არაფერი უთქვამს ისე დაჯდა სავარძელში. მაღალწელიანი ჯინსი ეცვა , წითელი ნაქსოვი სვიტერი და მოკლე დუტის ქურთუკი . თმები უჩვეულოდ ხვეული ჰქონდა, ნამდვილი ყორნისფერი კულულები - ცივა გარეთ, ალბათ ცხელი ჩაი სასიამოვნო დასალევი იქნება შენთვის - აშკარა იყო საუბრის დაწყებას არ აპირებდა, მდუმარედ იჯდა და მიყურებდა . ჩაის ფინჯანი მაგიდაზე დავდე და ჩემს ადგილს დავუბრუნდი . ხელები გაყინული ჰქონდა, მისი რეაქციიდან მივხვდი, ცხელი სითხე ნელ-ნელა ათბობდა. ქურთუკი გაიხადა , ფეხი ფეხზე გადაიდო და თვალები გამისწორა- საუბარს არ დავიწყებთ ? -ველოდები როდის გადახვალთ ინგლისურ ენაზე-უაქცენტო ქართულით მეტყველებდა -მაგრამ შენ შესანიშნავად საუბრობ ქართულად -ეს ბევრმა არ იცის და ისე საუბრობენ თითქოს უცხოპნალეტელი ვიყო. როდის შეიცვლება ცხოვრება ისე ,რომ განსხვავებული ადამიანების დევნა შეწყვიტონ უფერულმა , ნაცრისფერმა ადამიანებმა- აგრესია ჰქონდა თუ უბრალოდ წყენას ვეღარ იტევდა ვერ მივხვდი -მე ლილი მქვია, ალბათ იცი -მე ლილე ვარ , ლილე არღვლიანი - სახელი და გვარი რომ ეთქვა უბრალოდ მიხვდებოდით თქვენს წინ იჯდა სვანის ქალი , არაქართული სილამაზითა და ქართული სულით -რამდენი წლის ხარ ლილე? -15 წლის ვარ და ეს უკვე მეექვსე სკოლაა რომელშიც ვსწავლობ. სკოლებიც კი ერთნაირია, მასწვალებლებსაც მხოლოდ გარეგნობა აქვთ განსხვავებული, ბავშვებიც ... ბანალურობის ზეიმია -რაში გამოიხატება მათი ბანალურობა -მათ ყალბ ქართველობაში , კიდევ უფრო ყალბ, ფარისევლურ ქრისტიანობაში ... დიდი ხანია კითხვა მაწუხებს , რატომ ცხოვრობს ამ დალოცვილ, ულამაზეს მიწაზე ასეთი პრიმიტიული განვითარების მქონე ადამინისსახიანი ბრბო -ყველანი ერთნაირები ვართ ? -აქ არ ვიქნებოდი ერთნაირები რომ იყოთ , იმედი რომ არ მქონდეს და რომ არ ვხედავდე ათასიდან ერთი ადამიანის გონებაში აღმოჩენილ სხივს - მუქი შავი, გრძელი წარბები ისე შეკრა ნამდვილი სვანის ქალი იყო . ღმერთო ისე ველოდი რომ რომელიღაც სიტყვას სვანური კილოთი იტყოდა -კითხვა გიყვარს ლილი ? -ლიტერატურა ჩემი შვების წყაროა -ჯემალ ქარჩხაძის „ იგი“ , წაგიკითხავს? -იგი გახლდათ ცვლილებების საწყისი, ნაცრისფერს შორის გაჩენილი ფერადი სხივი ... იგი მხრებში გამართული იყო ,მაგრამ მე ზოგჯერ ძალიან მიჭირს . თავის გაკონტროლება, სიამაყის შენარჩუნება -რა გინდა რომ გააკეთო -მივუბრუნდე იმ ჭორიკანა, უსულგულო, შეუგნებელ , დაუფუქრებელ ქალს ჩემი დანახვისას სახე რომ დამანჭა და თქვა „ ქართველები აღარ დარჩებიან მალე საქართველოში „ , მივუბრუნდე და ვუყვირო რომ მასზე მეტად ქართველი ვარ. მოვკლა ის ვინც მხოლოდ იმიტომ მაგინებს ,რომ მის მსგავსად მიტკლისფერი არ ვარ . ვიღაც ნარკომანი, ქურდი , ნაძირალა კაიფის გამო სულს რომ ჰყიდის რატომაა უკეთესი ქართველი და მე რატომ არ ვარ დედაჩემი რომ არაბი ქალისა და აფრიკელი კაცის შვილია ? მე ლილე არღვლიანი ვარ, მთელი ჩემი ოჯახი სისხლის ბოლო წვეთამდე იცავდა ომებში საქართველოს მიწას ისინი, ის ქართველები მე რომ მაგინებენ ,ლოგინებში თბილად რომ იწვნენ ... გული მერევა და მაბრაზებს საკუთარი თავი ამ უმარტივესების გამო რომ ვიმძიმებ თავს. უარყოფით ემოციებს ვერ ვფანტავ, აგრესია მიჩნდება, მე კი არ მინდა დავკარგო ქალური იერი, გავხდე ვიღაც გიჟი ალქაჯი და თავზე დავალეწო ჩემს რომელიმე კლასელს მერხი -სამწუხაროა მილიონობით ადამიანი საკუთარ ცხოვრებაზე ფიქრის ნაცვლად განსხვავებულებს ჩასაფრებულები რომ დაეძებენ, მათ სალანძრავად კარგავენ დროს და ასე იკლავენ საკუთარი უფერულებით გამოწვეულ სევდას - სწორედაც რომ ... შეუძლებელია საქმიანმა, ნორმალურმა ადამიანმა ვისი გონებაც დაკავებულია ჩემზე ან მეზობლის საყურიან ბიჭზე ილაპარაკოს -და შენ გინდა,რომ მათ გამო გააკეთო ის რაც არ მოგწონს? ღირს კი ვინმეს თავზე მერხის გადამტვრევა ან იმის მტკიცება ,რომ შენი ოჯახისწევრები პატრიოტები არიან? რა შეიცვლება? როგორ გგონია -გავხდები საცოდავი გოგო ,რომელიც საკუთარ თავს დაკარგავს. მათ დონეზე დაშვება არ მინდა ,ნამდვილად -იცი ახლა მათ დამამცირებელი ინტონაციითა და სიტყვებით მოიხსენიებ -მე ადეკვატურად ვაფასებ , ისინი ყოველგვარი მაგალითებისა და ფაქტების გარეშე მხოლოდ კანის ფერით,რომელიც მელანინის ჭარბი რაოდენობის გამო მაქვს -გამოდის ვთანხმდებით რომ არ ღირს აგრესორებს აგრესიით ვუპასუხოთ , ვერც მქადაგებლები გავხდებით ადამიანებთან რომლებიც ათეულობით წლის განმავლობაში არ დაფიქრებულა ამ და მრავალ სხვა თემაზე. რა არის პრობლემა? -ჩემი ძმა , რომელიც 5 წლისაა და გუშინ მკითხა , ზანგს რატომ მეძახიან მე ხომ მოსე მქვიაო . მის გამო ვდარდობ , ჯერ კიდევ დედას მუცელში მყფობ გოგონაზეც ვდარდობ ... არ ვიცი ისინიც ჩემს მსგავსად ძლიერები იქნებიან? მე რომ აქამდე მოვსულიყავი იმდენი ენერგია დახარჯეს მშობლებმა, იმდენჯერ მიტირია ბავშობაში, სანამ გავიაზრებდი რომ მე ნორმალური ვიყავი და ისინი იყვნენ ყველანი არანორმალურები იმის გამო რომ უმიზეზოდ მამცირებდნენ. მებრალებიან იმ გზის გასავლელად რაც მე გავიარე -საყვარელი ადამიანებისთვის ყველა იმ ტკივილისა და პრობლემის მოშორება რომ შევძლოთ რაც ცხოვრებაში გავიარეთ ისინი ვერ შედგებოდნენ ჩამოყალიბებულ პიროვნებებად, დამოუკიდებლად ვერასდროს შეძლებდნენ მოქმედებას სხვა პრობლემის წინაშე დაეცემიან -მეუბნებით ,რომ ვუყურო როგორ დაამცირებენ? -ასწავლე როგორ გაუმკლავდეს, დაიცავი , ხელი ჩაკიდე , მაგრამ მარტო ნუ ეცდები მისი გასავლელი გზის გავლას. თქვენი კანის ფერი არ შეიცვლება, სხვების დამოკიდებულება უნდა შეიცვალოს . მათი აზრებია მცდარი -სასიამოვნო იყო თქვენი გაცნობა, საუბარი კიდევ უფრო კარგი. ისევ გესტუმრებით აუცილებლად ახლა ცეკვის სტუდიაში ვიგვიანებ - არ მიკითხავს, ვიცოდი ქართულ ცეკვებს სწავლობდა. მისი დგომისა და სიარულის მანერა იყო პასუხი .................. ჩემი ოთახის კიდევ ერთი სტუმარი რომელზეც მინდა გესაუბროთ პირველი სემესტრის ბოლო დღეს მესტუმრა. ისე უცებ გავიდა დღეები , უკვე ახალ წელს გავაგრძელებდით მე და ჩემი ბავშვები საუბრებს. იმ დღეს არავის ველოდი, ჩანთას ვალაგებდი არდადეგებზე მეგობრებთან ერთად ქალაქიდან გასვლას ვგეგმავდი და მინდოდა მალე დავბრუნებულიყავი სახლში . -შეიძლება ? - ბოხი ხმა ჰქონდა, თაფლისფერი თვალები ოთახს მოავლო და რომ დარწმუნდა მარტო ვიყავი შემდეგ შემოვიდა. ლოყები სულ წითელი ჰქონდა, თეთრი კანი მარტივად გასცემდა სიცივეს . ხელებზეც ფერი ჰქონდა შეცვლილი, აშკარად სიცივეზე ალერგია ჰქონდა. -მობრძანდით, დაბრძანდით- სავარძელს მოწყენილმა დახედა, საკმაოდ ჰქონდა მოცულობა,მაგრამ იქ ვერ დაეტეოდა. შეეშინდა, აშკარად ჰქონდა მსგავსი გამოცდილება ამიტომ დივანზე დაჯდა. ღრმად სუნთქავდა, ჭარბი წონის გამო საკმაოდ დიდი ზომის პერანგიც კი ტანზე ეკვროდა, ღილები თითქოს დაწყვეტაზე ჰქონდა. ქურთუკის ელვა გახსნილი იყო , სპორტული შარვალი ეცვა თბილ ბათინკებზე. სიმაღლეში 1.90 მაინც იქნებოდა არადა მაქსიმუმ 16 წლის იყო -ალბათ წასვლას აპირებდით , არა ? - ისეთი თბილი მზერა ჰქონდა, მისი თაფლისფერი თვალები გამჭვირვალე ლამაზ ფერს იღებდა მზეში ალბათ ყვითელს დაემსგავსებოდა -მე შემიძლია მანამ დავრჩე სანამ თქვენ საუბარი გენდომებათ -არამგონია დიდხანს მოგინდეთ ჩემი ცქერა - ისეთი სევდიანი იყო , იმდენად მოწყენილი . ახალი წლის განწყობა ნამდვილად არ იგრძნობოდა მასთან, არც ჩემი ნაძვის ხის ციმციმებისთვის გაუხედავს, სასწაულებისაც აღარ სჯეროდა ალბათ -ათასი ადამიანიც კი არ ქმნის ყველას, ასე რომ ვისაც არ უნდა აღიზიანებდეს შენი ცქერა მე მათ რიცხვში არ შევდივარ ... გთხოვ მითხარი რა გქვია, რამდენი წლის ხარ და რა გაწუხებს საზოგადოების დამოკიდებულებისა და თვითშეფასების დაბალი დონის გარდა- პირდაპირ ვუთხარი და დაველოდე -ვაჩე მქვია , 16 წლის ვარ და ყველაფერზე მეტად საკუთარი წონა მაწუხებს -მაინც რის გამოა ეს წუხილი -როგორ გგონიათ შეიძლება ასეთი იყო და არ გაწუხებდეს? -რა უფრო მეტად გაწუხებს გადაადგილების დროს სუნთქვის გაძნელება თუ გარშემომყოფების მზერა, კომენტარები და რეპლიკები -ეგ ორიც და კიდევ მრავალი რამ , მაგალითად ის რომ ყველა კარში ვერ ვეტევი, მანქანაში ვერ ვჯები, ცხენზე, მოტოზე და სკამზეც კი. სკამების შიში მაქვს უკვე, თუ დიდი და მასიური არ არის მეშინია რომ დავჯდები და წავიქცევი. მაღაზიაში შესვლა ტანსაცმლის ასარჩევად ხომ ჯოჯოხეთია, ღარიბი რომ ვიყო არ ვიცი რა მეშველებოდა. ბიუჯეტიდან ფულის დიდ ნაწილს შეკვეთით ჩამოტანილ სამოსზე ვხარჯავ . იმდენ რამეს ვერ ვაკეთებ , არც კი ვიცი ამ მდგომარეობამდე როგორ მივედი ... რაღაც მჭირს. დიეტოლოგების კართან უკვე ყველა მცნობს, ვისთან არ ვიყავი ვიწყებ და წონაში ვიმატებ. ჯანმრთელობა შემერყა , შიმშილიც ვცადე ერთხელ 6 დღე არაფერი მიჭამია , მხოლოდ წყალს ვსვამდი და შუა ეზოში გონება დავკარგე. გული მერევა საკუთარ თავზე ... მინდა დავიძინო და საერთოდ აღარ გავიღვიძო. მძულს ის რადაც ვიქეცი , მაღიზიანებს ყოველ დღე გაღვიძება , ჩემი სხეულის დანახვა , ძლივს დაჯდომა, ძლივს ფეხსაცმლის თასმების შეკვრა და მესამე სართულიდან პირველზე ჩამოსვლისას გულის უკმარისობა ისე თითქოს 100 წლის კაცი ვიყო და არა 16 წლის მოზარდი- თვალები აემღვრა, რამდენადაც ბოხი ხმა ჰქონდა იმდენად დაბალი ტონით ცდილობდა საუბარს. -როდის დაიწყო წონაში მატება... -გგონიათ ძალიან ბევრს ვჭამ და იმიტომ ვარ ამხელა? ფანტაზიაც არ მყოფნის რა რაოდენობით საკვები უნდა მიიღოს ადამიანმა 180 კილო რომ გახდეს. სასწორი ძლივს მწონის. სულ რომ ფუმფულა და მსუქნი ვყოფილიყავი ასეთი რეაქცია ალბათ არ მექნებოდა. მთელი 13 წელი გამხდარი ვიყავი, კალათბურთს ვთამაშობდი, მუდამ დატვირთული ვიყავი მერე ... მერე რაღაც მოხდა.მოკლედ თამაში შევწყვიტე, დაწოლილი ვიყავი, ვიტამინები, გადასხმები, რაღაც წამლები მჭირდებოდა - აქამდე თუ თავისუფლად ლაპარაკობდა ახლა სიტყვებს არჩევდა , პაუზებს აკეთებდა და ფიქრობდა რა უნდა ეთქვა - წოლითი რეჟიმი რომ დასრულდა 30 კილოთი მეტი ვიყავი. ვარჯიში ვეღარ შევძელი, ფეხი მტკიოდა და 90 კილოს ნაცვლად უცებ 120 რომ გამოვცხადდი ამდენი თვის შემდეგ გუნდიდანაც გამომაგდეს. დარბაზში მისვლაც არ მინდოდა, მოკლედ მეგონა ისეტს არაფერს ვაკეთებდი , თვეები გამექცა. ისე დავიკარგე სხვა რაღაცებზე ფიქრში, რომ გონს მხოლოდ შოპინგისას მოვედი. შარშან სკოლის დაწყებისთანავე დაიწყო ბულინგი. როგორც ხდება ხოლმე, ამის მონაწილეც ვყოფილვარ ხოლმე და ახლა ვერც ვბრაზობ მათზე. მეც იგივეს ვიტყოდი საკუთარ თავს მათი ადგილიდან რომ ვხედავდე. ნამდვილად საქონელს დავემსგავსე, გოგონებისთვის ბაჯბაჯა დათუჩა ვარ , ვიღაცისთვის ღორი, ვიღაცისთვის საცოდავი . ბოლო ერთი წელი ექიმიდან ექიმთან სიარულში გავიდა, უკვე აღარც იციან ჩემმა მშობლებმა ვისთან მიმიყვანონ რომ გააქრონ ეს მუტანტი და დაიბრუნონ თავიანთი სიმპათიური, ლამაზი შვილი- აი სად იყო პირველი ტკივილი, მშობლები . მათი დამოკიდებულება ნათელი იყო, იქნებ არც ეუბნებოდნენ დამამცირებელ სიტყვებს, ზრუნავდნენ მასზე მაგრამ ის გრძნობდა მათ დამოკიდებულებას- ჩემი ძმა , ჩემი ბაბნიკი ძმა თავის ნაშებთან ღადაობს ჩემს სექსუალურ ცხოვრებაზე . ჩემი დის დაქალები , ჩემი იდეალური დის იდეალური დაქალები ისე მიყურებენ თითქოს მათაც ჩავყლაპავ ჭიქა რძესთან ერთად ორცხობილის ნაცვლად . მეც იდეალურად ყოფნას ვიყავი შეჩვეული, პოპულარობას, შარმს რომელიც მქონდა. თითქოს ვიღაცას გული ძალიან ვატკინე და ღმერთი სამაგიეროს მიხდის. ბოლო დროა სულ ვფიქრობ ჩემს ყოფილ ძმაკაცებთან ან ძმასთან ერთად ვის დავცინოდი, მაგრამ გეფიცებით მსუბუქი ხუმრობის გარდა არასდროს არავისთვის არაფერი მითქვამს იმდენი . იქნებ მე მგონია ასე და რეალურად საკუთარი ცოდვის გამო დამცინის ღმერთი ... სულ ამაზე ვფიქრობ, ვიხსენებ ვის როგორ ვექცეოდი - თვითგვემა, დანაშაულის შეგრძნება დეპრესიის კიდევ ერთი მკაფიო ნიშანი - ვოცნებობდი ადრე გაზრდაზე, ამ ასაკში გეგმები მქონდა რა უნდა გამეკეთებინა ახლა კი იქედან არაფერია თვითონ მეც კი არ ვარ ის ვინც მეგონა რომ ვიქნებოდი. სარკეში ჩახედვაც მეზიზღება ... არაფერია ჩემს ცხოვრებაში ისეთი რასაც ამ სხეულში გამომწყვდეული შევძლებ , გესმით? რაღაც უნდა გავაკეთო, სხვა გამოსავალი არ მაქვს. ჩემები ამბობენ რომ კუჭის ოპერაციას გამიკეთებენ, გუშინ ვიყავით ექიმთან უარი თქვა ჯერ პატარაა და ამ ასაკში სასურველი არ არისო. თანაც შესაძლოა არ იმოქმედოს , ოპერაციის შემდეგაც შანსია რომ მოიმატებსო... ჩემები ისე არიან ამ იდეაზე ჩაციკლულები რომ ვიცი დაარწმუნებენ, ხელს მოაწერენ ნებისმიერ დოკუმენტს და შემიშვებენ საოპერაციოში ოღონდ იქედან გამხდარი მნახონ და თუნდაც კუბოში ჩამაწვინონ პირდაპირ -შეუძლებელია რომელიმე მშობელს ეს უნდოდეს, ისინი შენზე ზრუნავენ... უნდათ რომ კარგად იყო. შენც ხომ ამბობ მაწუხებს საკუთარი წონა და მინდა მოვიშოროო. ისინიც ცდილობენ ყველაფერი გააკეთონ ... გთხოვ, დაფიქრდი ოპერაციას ჯერ არ დათანხმდე -ვფიქრობ, მაგრამ სულ უფრო ვრწმუნდები რომ ესაა ერთადერთი შანსი -უბრალოდ დრო მიეცი საკუთარ თავს. ახლა გგონია რომ გიღალატა შენმა ორგანიზმმა, გახდი ის ვინც არ გინდა რომ იყო , მაგრამ სულ რაღაც ორი წლის წინ ხომ გჯეროდა . ბურთებს კალათში ისროდი, თამაშობდი, თავდაჯერებული იყავი , მართავდი შენს სხეულს. იქნებ სწორედ ესაა საჭირო, ტვინსა და სხეულს შორის გაწყვეტილი კავშირის აღდგენა -და როდის აღდგება ეს კავშირი . კიდევ რამდენ ხანს უნდა გავუძლო -როგორ გგონია რამდენი კილო ვარ- უცებ ავდექი და მის წინ დავტრიალდი . ვერ მიხვდა რა მინდოდა, ალბათ ფიქრობდა ეს ქალი აფრენსო -არ ვიცი , ქალს ასაკს და წონას არც ეკითხებიან და არც ეუბნებიან -ვაჩე აქ გენდერს ყურადღებას არ ვაქცევთ ... მითხარი -ალბათ 60-მდე ... მაღალიც ხართ და არ ვიცი -67 კილო ვარ ბოლო მონაცემებით რაც გეცოდინება რომ ჩემი ასაკის გოგონებში არც ისეთი მოსაწონი წონაა. მაგრამ მე საოცრად კომფორტულად ვგრძნობ თავს, ალბათ იმიტომ რომ ჩემი პროპორციები, ჯანმრთელობის მდგომარეობა ყველაფერი მაკმაყოფილებს . ბავშვობაში მეც გამხდარი ვიყავი, ისეთი გამხდარი რომ მთელი ოჯახი ლოცულობდა ჩემი 2 კილოგრამის მომატებისთვის . შემდეგ თინეიჯრეობისას მომატება დავიწყე, უძილობის, გადაღლილობის, სტერესის გამო - ეს ჩამონათვალი განსაკთრებით ემოციური აღმოჩნდა მისთვის. სტრესი რომ ვახსენე მზერაც კი გამისწორა - სანამ ჭარბი ქოლესტერინის დონის გამო გინეკოლოგის კაბინეტში არ აღმოვჩნდი იქედან კი ენდოკრინოლოგთან საერთოდ არ მიმაჩნდა რომ პრობლემა იყო ჩემი 100 კილო . არც ისე პატარაა არა? ქალისთვის 100 კგ . პირველ კურსზე უნივერსიტეტის ეზოში ზუსტად 99.56 გრამმა შევაბიჯე . ყოველ დილით ვდგებოდი სასწორზე , ვერც ჭამას ვწყვეტდდი, არც სამეცადინოს გამო გადათენებული ღამეები მაკლდა, ვარჯიში მანამდე არასდროს მიცდია და დროც არ მქონდა. მაინც ვერ შევეჩვიე ამ წონას იმის მიუხედავად რომ ფსიქოლოგიის ფაკულტეტზე ზედმეტი 30 კგ-ს გამო არავინ მაბულინგებდა- გაეცინა. მისმენდა და ეს ძალიან მომწონდა. ზოგჯერ საკუთარი ამბის , ან უბრალოდ უცნობის ისტორიის მოსმენა ერთ-ერთი კარგი საშუალებაა . -როგორ დაიბრუნეთ ჯანმრთელობა და იდეალური ფორმა ... არ ვპირფერობ, ნამდვილად კარგად გამოიყურებით -ვიცი ,რომ კარგად გამოვიყურები - შევიფერე და კიდევ გავუღიმე. მასაც გაეცინა ჩემს კეკლუცობაზე- ბევრი საქმე მქონდა, ჩემი გონება დაკავებული იყო ,მაგრამ მერე ცვლილებები მომინდა . ჩემს განრიგს გადავხედე დავიწყე სწორად ძილი, კვება , ვარჯიში და ეს ყველაფერი წონის გამო არა. ამ ახალ რეჟიმში უფრო მარტივი გახდა ჩემთვის მასალის ათვისებაც, საუბარიც, იმ საქმეების კეთება რაც მიყვარდა. მეგობრებთანაც ვატარებდი დროს, სიარულიც აღარ მეზარებოდა. არ ვუყურებდი კილოგრამებს, სასწორი სადღაც გადავაგდე იმიტომ რომ ექიმთან აღარ დავდიოდი, თავს ჯანმრთელად ვგრძნობდი და წონის კონტროლიც არ მჭირდებოდა . მანამ არ დავდექი სასწორზე სანამ ერთ ზაფხულს კარადიდან გამოღებულ ჯინსში არ ჩავვარდი . როდესაც თავს სტრესში ამყოფებ, აძალებ , ბოჭავ ისიც გეჯიბრება და საპირისპიროდ გიბრუნდება დახარჯული ენერგია . -სამწუხაროდ მე თქვენ არ გგავართ ,ლილი . სპორტის გამო სწავლაზე არ ვფიქრობდი, ეს ორი წელი მხოლოდ წონაზე ვფიქრობ, ამ წონის გამო ვერცერთ ჩემს საყვარელ საქმეს ვაკეთებ -და მაინც რა გიყვარდა ... ამდენ რამეს აკეთებდი 13 წლამდე,რომ ახალი აღარაფერი დარჩა? -ძირითადად სპორტის ირგვლივ ტრიალებდა ჩემი სურვილები. სადაც ბურთი ჩნდებოდა ყველგან, ახლა რაღაცების კეთება შემიძლია ,მაგალითად ბოულინგის თამაში,მაგრამ არ მინდა იქ მარტო სიარული და ყველას ყურადღების მიქცევა. ისე გიტარაზეც ვუკრავდი , დამავიწყდა კიდეც სად არის. იმდენი ხანია დაკვრის სურვილი არ მქონია , მასწავლებელი მეუბნებოდა რომ კარგად გამომდის დაკვრაც და სიმღერაც- თავადაც გაუხარდა მივიწყებული საქმის გახსენება. -სიამოვნებით მოგისმენდი, ისეთი ხმა გაქვს ალბათ სიმღერისას გოგონებს გონებას ურევდი -მოსწონდათ, მაგრამ ამის გამო არ მისწავლია. კიდევ კარგი სხვა მასწავლებელთან არ მივედი თორემ ის ერთადერთი ადამიანიც არ იქნებოდა ჩემს ცხოვრებაში ვინც მეგობრად დარჩა გარეგნობის ცვლილების მიუხედავად- მიხაროდა ახალი ადამიანის გამოჩენა. მეგონა არავინ იყო ისეთი ვისთანაც მშვიდად გრძნობდა თავს -არ მომიყვები შენს მეგობარზე? -მართა ვიოლინოზე უკრავს ... ნამდვილი მუსიკოსი. საოცრებებს აკეთებს, მისი მოსმენა ერთი დიდი სიამოვნებაა . თავის სტიქიაში იყო თავიდანვე, პატარა ბავშვი იყო რომ გავიცანი . ალბათ ამიტომ არ აქვს მნიშვნელობა მისთვის ჩემს წონას . 13 წლისაა , ბევრი რამ არ ესმის ... არ შემიძლია ყველაფერი ვუთხრა ხომ გესმით. უბრალოდ მიხარია იქ რომ მივედი, მოვუსმინე, გავიცანი და ჩემს ცხოვრებაში შემოვუშვი -აი ახლა ჯადოქარი რომ იდგეს წინ ,რომელსაც მტკიცე ,ნამდვილი არგუმენტი დასჭირდებოდა რას ეტყდოი , რატომ გინდა წონის მოშორება . ძველი ცხოვრების დაბრუნება გინდა? -არა, ძველ ცხოვრებას არასდროს დავუბრუნდები არც იმ ადამიანებს,რომლებსაც მხოლოდ პოპულარული ბიჭი მოსწონდათ ჩემში . მინდა საკუთარ თავში დარწმუნებული ვიყო, ვაკეთო ის რაც მომწონს, თავისუფლად ვიგრძნო თავი -ახალ წელს რის გაკეთებას აპირებ -ჩემები აგარაკზე ადიან ... მე ან სახლში დავრჩები ან იქ გავყვები და ოთახში გამოვიკეტები -მე კი მგონია რომ გიტარა უნდა იპოვნო და დაკვრა დაიწყო -ვცდი ,აუცილებლად -ნებისმიერ დროს შეგიძლია დამიკავშირდე მესაუბრო ან მიმღერო . მგონი მართასაც გაახარებ თუ უმღერებ იმისთვის რომ კარგი გოგონაა და უყვარხარ ისეთი როგორიც ხარ სინამდვილეში - კიდევ ბევრი რამ ჰქონდა სათქმელი . მისი პრობლემა არ იყო მხოლოდ ჭარბი წონა და სწორედ მაშინ გათავისუფლდებოდა როდესაც რეალობას თვალს გაუსწორებდა. ........... ნონას საკონდიტროში ახალი წელი იყო უკვე. რთული მისახვედრი არ იყო რამდენად გიჟდებოდა ამ დღესასწაულზე. დეკემბრის პირველივე კვირიდან დადგა ნაძვისხე და დაიწყო მზადება. დაჩი როგორც ყოველთვის არც ამჯერად გამოხატავდა ბევრ ემოციას, საკონდიტროში დამხვდა, სამზარეულოში თავის მაგიდასთან იჯდა ცხელი შოკოლადითა და ორცხობილებით . სანამ გავსინჯავდი უკვე ვიცოდი რაღაც საოცრება მელოდა წინ. ნეტარებას განვიცდიდი, თან ნონას და მის დამხმარეებს ვუყურებდი. ისეთი გადატვირთული იყო გვიან ღამემდე მოუხდებოდათ ალბათ მუშაობა. -ნუ ღელავ დამხმარე ძალა მოვა, წუთი წუთზე - ფეხი ფეხზე ჰქონდა გადადებული, კედელს იყო მიყრდნობილი და თვალებმინაბული სვამდა ცხელ სითხეს . სალი მართლაც რამდენიმე წუთში გამოჩნდა, მოცქრიალდა, ნონას აკოცა , თავად იპოვნა წინსაფარიც, ქუდიც და შემდეგ შეგვამჩნია ჩვენ. აი თურმე ამდენ ხანს რატომ არ გამოჩნდა , ნონასთან გაუგრძელებია სეანსები -ჩემი გოგოო თქვენ არ იცით რა ნიჭიერია... -მგონი მალე წაართმევს დედამისს- ჩუმად მითხრა, ისეთი ტონი ჰქონდა თითქოს ეგოისტი ბავშვი იყო რომელიც კონკურენტზე ეჭვიანობდა -მე კი მგონია,რომ ხელს უფრო გიშლით ვიდრე გეხმარებით -რას ამბობ შენი მორთული ტორტი ისე მოეწონათ ... ვიტრინას ანათებდა გუშინ -მართლა? - როგორ უხაროდა. ასობით პრიზი ელოდა სახლში თაროებზე შემოლაგებული დიპლომები, ჯილდოები ის კი ტორტის მორთვის გამო მიღებულ კომპლიმენტზე ბედნიერდებოდა - დღეს შემიძლია უფრო გვიან წავიდე. ჩემი ძმა მომაკითხავს, გავასინჯე თქვენი ნამცხვარი და ასეთს თუ ისწავლი სადაც გინდა იქ გაგიშვებო -აი მესმის მუცლის მონობა- ისევ ჩუმად თქვა . თვალები აატრიალა და ამჯერად ირმის ფორმის ორცხობილა გადასანსლა . აშკარად ვერ იყო ხასიათზე,მაგრამ რა არ მოსწონდა ვერ გეტყვით. - ახალ წლამდე ვერ დავბრუნდები. ქალაქიდან გავდივარ მეგობრებთან ერთად - სხვათაშორის ვთქვი ისე რომ სამივემ გაიგო- დასამშვიდობებლად მოვედი. პირადად ვერ მოგილოცავთ ამიტომ წინასწარ მოგცემთ საჩუქრებს. კარგია სალიც აქ რომ არის - სახლში დროულად მინდოდა წასვლა, კი მერჩივნა იქ დარჩენა,მაგრამ ვეღარ დავიცდიდი . ნონა და სალომე გადამეხვივნენ, დაჩი ყუთს ატრიალებდა სანამ ქვემოდან ამომხედავდა -ბანალურია , ვფიცავ -ახალ წელს შევხვდებით , დაჩი - დავიხარე, ლოყაზე ვაკოცე თვალი ჩავუკარი და ისე დავემშვიდობე როგორც თავად იცოდა. ............ ქალაქიდან ვერ წავიდოდი ისე ნინუცას და ჯანოს ამბავი რომ არ გამერკვია. არცერთი გამოჩენილა , ბოლოს შორიდან დავინახე ეზოში ისე შორი-შორს მიდიოდნენ ამ დისტანციიდანაც ვგრძნობდი როგორ დანებდა ორივე. არ ვიცოდი ჯანო რას აპირებდა, მაგრამ საუბარს რომ აღარ ცდილობდა ფაქტი იყო. ბევრს ვფიქრობდი სანამ მივწერდი, ბოლოს გადავწყვიტე,რომ ცდად ღირდა. ისე სწრაფად მიპასუხა მივხვდი ჰაერივით სჭირდებოდა საუბარი. თავად მთხოვა თუ შეიძლება დაგირეკოთო . განვახორციელე ვიდეო ზარი , მალევე გამოჩნდა მისი ტირილისგან დაწითლებული, შეშუპებული თვალები. ცრემლები შეიმშრალა და მუხლები მკერდთან მიიტანა -ნინი -მივხვდი რატომ იცვამენ ქვრივები შავებს ... როცა სული გიკვდება , შიგნიდან მოდის სიბნელე და ყველაფერი ფერადი გეჯავრება. შავები პირველად მეცვა, ისე როგორც ჯანოს უყვარს , ყველაფერი შავი ჩავიცვი მას შემდეგ აღარაფერი უთქვამს. ისე მიყურებდა მთელი დღე თითქოს მოვკვდი და უსიტყვოდ მტიროდა. თქვენთან იყო? ნახეთ ? ხედავთ როგორ დადის ? განგებ აკეთებს , უნდა მეტკინოს , ვერ ავიტანო მისი ჩამქრალი თვალების, დაშვებული მხრების და წაშლილი სახის ნახვა , მაგრამ არა სანამ არ მიხვდება რომ არასწორი ადამიანების გარემოცვაშია ,რომ -რომ მამამისს არ ჰგავს? - გაჩუმდა. არ ელოდა რომ მეცოდინებოდა, სულ ცდილობდა მისი ოჯახის შესახებ არაფერი დასცდენოდა ჩემთან. ყველაფრის მიუხედავად პატივს სცემდა მათ ადგილს ჯანოს ცხოვრებაში -გითხრათ ? -დარწმუნებულია რომ მას ჰგავს, მისი ასლია , მაგრამ საკუთარი ცხოვრების სხვაგვარად წარმართვას შეძლებს. შენც ხომ იცი ,რომ ის არავის ჰგავს -თქვენც მიხვდით ხომ, ვიცი ახლა დაინახეთ ჩემი ჯანო -როგორ გგონია საკუთარ თავს უფრო სჯი თუ მას -ამას რატომ მეკითხებით , გგონიათ რომ უნდა შევურიგდე? მერე არ იფიქრებს ,რომ უბრალოდ ვიჭირვეულე და თავად იყო მართალი? -მე მხოლოდ ვიცი ერთი რამ, რაც უფრო მძიმეა ადამიანის ფსიქოლოგიური მდგომარეობა, რაც უფრო მეტად ბნელა მით ძლიერ იზიდავს წყვდიადი . მარტო დარჩენილებს გვგონია , რომ დასაკარგი აღარაფერი გვაქვს -მაშინებთ -მეც მეშინია , შენი სიშავით განადგურებული ჯანოს სისუსტე მაშინებს . შენ იცი რა გინდა, შენ ხვდები რისთვის იბრძვი, შენ გარკვეული გაქვს ნათელი და ბნელი მას კი დრო სჭირდება, გვერდით საყრდენი და სინათლის სხივი რომელსაც მიჰყვება -მეუბნებით რომ უნდა შევურიგდე, მის გვერდით დავდგე და დაველოდო ? -ახლა მარტო ხარ, სიბნელეს ებრძვი ცხოვრებაში პირველად ფერები ქრებიან შენთან და მე იცი რას ვხვდები? შენთვისაც ისეთივე სინათლეა ჯანო როგორც მისთვის შენ - გავლენას ვახდენდი? არასწორად ვიქცეოდი? არ ვიცი, გულწრფელი ვიყავი ვეუბნებოდი იმას რასაც ვხედავდი, რასაც ვგრძნობდი ამ ორი პატარა, დიდი გრძნობების მქონე ადამიანისგან. იქნებ ასეთი ნინუცას დანახვამ მაიძულა მოვლენების დაჩქარება -მე ეს ვიცი, დიდი ხანია ვიცი და ამიტომ არ მინდა ჯანო ჩაიძიროს. მეც თან გავყვები, მერე უფრო ვერ დავტოვებ, ვერ შევძლებ ... არა, არა ახლა თავად ვუბიძგებ მათკენ. მე ხომ კარგად ვიცნობ, ვიცი როგორი ჯიუტი, შეუგნებელი და ხისთავიანია. ხომ ვიცი ცუდად ყოფნის დროს საერთოდ კარგავს აზროვნების უნარს -ხვალ 31 დეკემბერია , წლის ბოლო დღეა -წელი ჯანოსთან ერთად დავიწყე და მის გარეშე უბრალოდ ვერ დავასრულებ. კარზე ზარის ხმა გავიგე , ვგრძნობდი რომ ის იქნებოდა. მათ შორის იმხელა კავშირი იყო სიტყვებიც არ მყოფნის. ლეპტოპი ნახევრად დავხურე , არ გახვიდე-თქო ვთხოვე და კარი სწრაფად გავაღე. ჯანო იდგა , ამჯერად გრძნობებით იყო გონებაარეული. წინა ვიზიტისგან განსხვავებით სრულიად ძალაგამოცლილი შემოვიდა, საკუთარ სამოსზე მეტად ბნელი მეჩვენა მისი თვალებიც კი არ ანათებდნენ. არ ვიცი როგორ შეეძლოთ ასე პატარებს ასეთი გრძნობით სიყვარული . -ჯანო - ხმამაღლა ვთქვი მისი სახელი. ვიცოდი ნინის ესმოდა, ისევ არასწორად მოვიქეცი, მაგრამ მე ხომ არ ვარ ჩვეულებრივი ფსიქოლოგი . -სულის ტკივილს შეგიძლიათ უშველოთ , ლილი ? - არ ვიცი მისი ხმაც თუ გაიგო ნინიმ , ლეპტოპი რომ გავშალე ზარი უკვე დასრულებული იყო . ბოლომდე დავხურე და ჯანოს წყალი მივუტანე. -სულის ნაწილს შეუძლია მხოლოდ ჭრილობების შეხორცება, სიცარიელის შევსება -გამოდის რომ სამუდამოდ ასე გაგრძელდება -ასე მარტივად დანებდი ? -ორი კვირის წინ ისევ ვიჩხუბეთ , თავი გამიტეხეს ... გაიგო . ისეა როგორც ამბობდა, ცხადდება მისი სიტყვები და მე არ ვიცი ამდენად ეგოისტი ვარ რომ დავიბრუნო ? ჭკვიანია ჩემი ნინია, მიხვდა დამკარგა და აღარ დარჩა მასთან რადაც ვიქეცი- ისევ გამაკვირვა. სრულიად განსხვავებულ აზრს ატარებდა ახლა , სხვა ადამიანი იჯდა ჩემს წინ . ისევ ვერ ხედავდა ნამდვილ მიზეზს და მასზე დამოკიდებულ გამოსავალს -იცი ადამიანებს ალერგიის დროს სუნთქვა უჭირთ, თუ ალერგენს მოვაშორებთ ნელ-ნელა დაიწყებს ჟანგბადის ჩვეული რაოდენობით მიღებას . დამშვიდდება , ალერგიის გამომწვევისგან შორს მშვიდად განაგრძობს სუნთქვას -და ჩემი ალერგენი რა არის -არ ვიცი, შენ თავად უნდა მიხვდე რასთან სიახლოვე გიკრავს სუნთქვას, გიქმნის პრობლემებს , გაყენებს საფრთხის ქვეშ , გაშავებს - ბოლო სიტყვა ვუთხარი და თავად ავდექი. დრო მჭირდებოდა, იმ ეტაპზე დიალოგის მეტად გაგრძელება არ მინდოდა. ყავის მომზადება დავიწყე, ტკბილეულიც არ დავივიწყე , ხილით სავსე ვაზის გვერდით დავდე და დაველოდე. გამეღიმა კარზე ზარის ხმა რომ გავიგე, ჯანო გაკვირვებული მიყურებდა რომ ვუთხარი გააღე-თქო -ვერ გავიგე -კარი გააღე ჯანო , მიდი - კედელზე მხრით მიყრდნობილი ვუყურებდი როგორ გაფერადდა ორი უგონოდ შეყვარებული ბავშვი. სიცარიელე შეივსო, ნინუცას წვრილ ხელებს ვხედავდი ჯანოს ყელზე. მისი ზურგი ფარავდა გოგონას სხეულს. არ მესმოდა რას ეუბნებოდა, ვხედავდი ეფერებოდა და კოცნიდა გაოგნებულს. -მეჩვენება ?- ისე შემობრუნდა , ისეთი ტონალობით მითხრა გეფიცებით ტირილი მომინდა. -ყავა ცივდება , კარი დახურე და წამოიყვანე შენი ჭრელი მოჩვენებაც - მისაღებში შევედი, ვადროვე მარტო დარჩენა . რამდენიმე წუთში შემოვიდნენ , ერთად პირველად ვხედავდი ასეთებს. განშორების შემდეგ კიდევ უფრო ახლოს მყოფებს. ყველამ ვიცოდით რომ ეს საკმარისი არ იყო, მაგრამ ძალა ბრძოლაშია და არა დანებებაში. -საოცარი ვინმე ხარ - ნინუცას ეხვეოდა, თავზე კოცნიდა , შემომხედა და ჩუმად მითხრა. ნინუცა კი ჯერ კიდევ არაფერს ამბობდა, თითებზე ეფერებოდა თვალები დახუჭული ჰქონდა და დავიფიცებ მის გულისცემას უსმენდა. მაინც რამდენად შეიძლება ადამიანი მოგენატროს.. ახალი წლის საჩუქარი მათთვისაც მქონდა. წასვლა რომ დააპირეს ისე უცებ გავაჩერე გაუკვირდათ. სწრაფად ვიპოვნე და ორივეს გადავეცი -საჩუქარი ისედაც გაგვიკეთეთ ორივეს ... ამაზე დიდ საჩუქარს ვერაფერს მივიღებ - ნინუცა მომეხვია ,მეც გავფერადდი -სამახსოვრო ნივთები სულ სხვაა...დამპირდით,რომ ახალ წელს მესტუმრებით - ჯანოს გადავხედე . ისე გამიღიმა დასტური მივიღე , დამშვიდებულმა გავაცილე წყვილი. .................. ახალი წლის პირველ დღეს ვაჩესგან ვიდეო მივიღე . მშვიდ ადგილას გადავინაცვლე და შოკირებულმა დავიწყე მოსმენა. ამ ბიჭს ნიჭი ჰქონდა, რომელიც ვერავინ შენიშნა ისეთი სასიამოვნო მოსასმენი იყო მისი სევდიანი სიმღერაც კი თვალები დავხუჭე საწოლზე დავწექი და იმდენჯერ მოვუსმინე ,რომ ყურებში მხოლოდ ვაჩეს ხმა მესმოდა. შემდეგ შევხედე შეტყობინებას ახალ წელს მილოცავდა და მადლობას მიხდიდა . ვგრძნობდი მუსიკა იწყებდა ტვირთის შემსუბუქებას, მისი რეალობიდან გაყვანას და ცოტა ხნით ტკივილის დავიწყებას. -ჩემს კაბინეტში გიტარით ხელში უნდა მოხვიდე, აუცილებლად ! გილოცავ ახალ წელს ახალი აღმოჩენებით დაწყებულს სოციალურ ქსელში განთავსებულ ყველა ფოტოში ისევ 13 წლის ბიჭი იყო . კალათბურთელი, სიმპათიური, დამწყები ბაბნიკი ბრჭყვიალა თაფლისფერი თვალებით და მუდამ მომღიმარი გამომეტყველებით. არსად იყო ახალი ვაჩე , უამრავი ფოტო ჰქონდა წარსულიდან და არაფერი ბოლო წლების განმავლობაში ატვირთული. გაზიარებულიც კი არ ჰქონდა სიახლეები . თვითშეფასება საერთოდ დაკარგული ჰქონდა, რცხვენოდა საკუთარი გარეგნობის , ვერ ხვდებოდა სინამდვილეში ვინ იყო , რა იყო მის პიროვნებაში მთავარი. დიდი გზა გვქონდა გასავლელი მე და ვაჩეს ,მაგრამ იმედიანად ვიყავი განწყობილი . ვიცოდი ხშირად მესტუმრებოდა. ........... ახალი წელი ყოველთვის იმედს სახავს, ცოტა ხნით მაინც ვხდებით მეოცნებენი, გულის დამალულ კუნჭულში მაინც გვჯერა,რომ წინ დადებითი ცვლილებები გველოდება. ვაცილებთ ძველს და თან ვაყოლებთ უარყოფით ემოციებს, მოგონებებს , ურთიერთობებს . მე ამჯერად უკვე ნაცნობ, შეჩვეულ და მონატრებულ გარემოს ვუბრუნდებოდი. პირველი სტუმრის მოლოდინში. დიდხანს ლოდინი არ დამჭირდა, გაკვეთილი ახალი დაწყებული იქნებოდა ვაჩე რომ შემოვიდა გიტარის შავი ჩანთით ხელში . სულ რაღაც მეორე ვიზიტი იყო და უკვე სხვაგვარად შემოაბიჯა. გიტარა დადო , მომეხვია , მთლიანად გამათბო და ლოყაზეც მაკოცა. -ახლა მეჩქარება, გაკვეთილზე უნდა შევიდე გიტარას აქ დავტოვებ და მოგვიანებით შემოგივლით ხო? -მე აქ ვარ და გელოდები ვაჩე გავიდა და რამდენიმე წუთში ლილე გამოჩნდა. თავისი დახვეწილი მიხვრა მოხვრით, მუქი თვალების ნათებით შემოვიდა , გამიღიმა ქათქათა კბილები გამოაჩინა და ქაღალდის ყუთი დადო მაგიდაზე -კიდევ ერთხელ გილოცავთ ახალ წელს...ვიცოდი ტკბილეულს და ჩაის დამახვედრებდით ამჯერად მე მოვედი და კუბდარი მოგიტანეთ - ყუთს თავი ახადა და დატრიალდა მადისაღმძვრელი სვანური სურნელი. -დანა ,რომ არ მაქვს? -დავტეხოთ , რა პრობლემაა - ხუთ წუთში უკვე ვაგემოვნებდი ამ საოცრებას. კმაყოფილი მიყურებდა ლილე -უგემრიელესია -ხო ისე გემრიელად ვამზადებ ზოგჯერ მინდება მზარეული გავხდე ,თუმცა ვნახოთ იქნებ შევძლო ცეკვასთან შეთავსება -პროფესია რომ არჩეული გქონდა არ გითქვამს -დიახ , მინდა ქართული ნაციონალური ცეკვების ანსამბლის პირველი ფერადკანიანი მოცეკვავე ვიყო ... კერძების მზადებით სიამოვნებას ვიღებ, გურმანიც ვარ და ასე უკეთ ვახერხებ ჯანსაღად ცხოვრებას , მაგრამ ხომ ხვდებით გადატრიალება მინდა მოვახდინო - ეს გოგო ნამდვილი მებრძოლი იყო. თავშეკავებულად, დავიდარაბისა და ზედმეტი სიტყვების გარეშე უნდოდა დაემტკიცებინა საკუთარი იდენტობა. -ეს ხერხია მათთვის შენი ქართველობის დასამტკიცებლად თუ ის საქმე რომელიც ყველაზე მეტად გიყვარს -ცეკვა ისაა რაც ჩემს მთელს არსებაშია . ქორეოგრაფის პოვნაც კი რთული იყო ჩემთვის , ტელევიზორში პირველად რომ ვნახე სუხიშვილების კონცერტი გულისცემა ისე ამიჩქარდა ამის ახსნა არ შემიძლია. სულ პატარამ დავიწყე ტელევიზორის წინ ცეკვა, ვცდილობდი მიმემსგავსებინა, მუსიკას ვრთავდი და ვცეკვავდი. არ მომწონდა რომ არ გამომდიოდა, პირველი ქორეოგრაფი ისე მიყურებდა შემზიზღდა. სხვა ჩემს ადგილას ცეკვაზეც უარს იტყოდა, მეორემ რომ თქვა ცეკვა საერთოდ ქართველების გენშია და შენ სჯობს ლათინური ცეკვების სტუდია იპოვნოო იმდენი ვიტირე იმ ღამით მამამ ძლივს დამამშვიდა. ესმოდა ჩემი , მისიც არ ესმოდათ როდესაც რძლად ფერადკანიანი ქალი მიუყვანა მშობლებს. მე ბევრი ვიბრძოლე , ეს ისაა რაც სიგიჟემდე მიყვარს და ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის რომ მივაღწიო დასახულ მიზანს. ცეკვის გარეშე ჩემი ცხოვრება არ წარმომიდგენია -ახლა სადაც ხარ მოგწონს? -მომწონს. ვიპოვნე ადამიანი რომლისთვისაც მთავარი ჩემი ნიჭია და არა კანის ფერი. მოცეკვავეები და მათი მშობლები ისე მიყურებდნენ თავს კომფორტულად ვერ ვგრძნობდი, მაგრამ ქორეოგრაფმა ყველაფერი გააკეთა . ისინიც მიხვდნენ ვინ ვარ და რამდენად კარგად გამომდის ცეკვა . საოცარი შეგრძნებაა როდესაც მუსიკის ხმა გმართავს, იკარგები , მთლიანად მელოდიაში ჩაძირული მოძრაობ და წამით ხედავ მაყურებლების გაოგნებულ მზერას. მათ შორის ისეთებიც არიან თავიანთი აზროვნებით გულს რომ მირევენ და ისეთებიც ნათელი გონება რომ აქვთ -და შენ გინდა ,რომ ორივე მათგანს უცეკვო -მინდა სიცოცხლის ბოლომდე შევძლო მელოდიის შეგრძნება და ცეკვის დასასრულს ოვაციების მოსმენა, ფეხზე მდგომი მაყურებლის გაგიჟებული მზერის დანახვა -საკუთარი სიამოვნების წყაროთი გადიხარ ბრძოლის ველზე, ესაა შენი იარაღი -დიახ - ამოვხსენი , მივხვდი და თავადაც გაბედნიერდა- ამიტომაც არ მინდა სხვა ჩემთვის მოუხერხებელი, შეუფერებელი იარაღის გამოყენება. ბევრი რამ შემიძლია მათ ვუთხრა, კულტურულიც და არაკულტურულიც. ჩხუბიც შემიძლია, დარტყმაც და სხვა ბევრი რამ ,მაგრამ არ მინდა სისუსტემ მძლიოს , ვერ დავეშვები მათ დონეზე . მე მაქვს ის რაც მჭირდება ამიტომ ბრაზი უნდა ვაკონტროლო, ცეცხლი ვმართო . ხომ გესმით ჩვენ, სვანები შურისმაძიებელი ხალხი ვართ, მიჭირს ბრაზის კონტროლი -შესანიშნავად ახერხებ, გონიერი ხარ . იცი ვინ ხარ და იცი რა გინდა , რა გჭირდება ... წამითაც არ შეგეპაროს ეჭვი შენს შესაძლებლობებში. -ვიცი რომ წინ გრძელი გზა მაქვს, ბევრი პრობლემით სავსე გზა და მე თუ არ ვიპოვნი სიმშვიდისა და სიამოვნების წყაროს არაფერი გამოვა. ძლიერი უნდა ვიყო , არავის ცხოვრებაა მარტივი ... არც იმ თეთრი ბიჭის ჩემს გამოჩენამდე რომ აპირებდა თქვენს კაბინეტში შემოსვლას . დამინახა , მიხვდა აქეთ მოვდიოდი და გზიდან გადაუხვია. ბნელი გონების ხალხი ყველას დაჩაგვრას ცდილობს, საკუთარი სისუსტის დაფარვის მიზნით მე კი არ ვაპირებ მათი სათამაშო გავხდე ან მათ დავემსგავსო -გმადლობ რომ მესტუმრე, რომ მომეცი უფლება მესმინა შენნაირი გოგონასთვის და დამეგემოვნებინა უგემრიელესი კუბდარი- გავუღიმე. ისიც მიღიმოდა შემდეგ წამოდგა -წავალ, სხვებს უფრო მეტად სჭირდებით. მე ისევ გესტუმრებით ... უფლებას გაძლევთ ჩემი კუბდარი სხვებსაც გაასინჯოთ - გასვლამდე დაამატა და წავიდა. ................. თეთრი ბიჭი რომელიც ლილემ ახსენა პირველად შემოვიდა იმ დღეს ჩემს ოთახში. ვინ იცის რამდენხანს ფიქრობდა ჩემთან საუბარზე, ალბათ იმალებოდა და შესაფერის მომენტს ეძებდა. შემოვიდა და სწრაფად მიხურა კარი,თითქოს მოსდევდნენ. ერთი შეხედვით ჩვეულებრივ ბიჭს ჰგავდა, ვერ მივხვდი რა პრობლემა შეიძლება ჰქონოდა. -შეგიძლიათ რამდენიმე წუთი დამითმოთ? -რამდენიმე საათიც მაქვს თუ საჭირო იქნება -არ მინდა იფიქრონ რომ ცუდად ვარ ... უბრალოდ უცნაურად ვგრძნობ თავს . მე სულ დამავიწყდა სახელი მეთქვა , ლაშა მქვია -სასიამოვნოა ლაშა , შეგიძლია დამშიდდე , მოდუნდე . აქ რომ ხარ ამის შესახებ ვერავინ გაიგებს შენ თუ პრობლემაც მიგაჩნია ჩემთან საუბარი -არა , ფსიქოლოგებთან პრობლემა არ მაქვს უბრალოდ ზედმეტი კითხვები და აჟიოტაჟი არ მჭირდება ხომ გესმით. თანაც საგანგაშო არაფერია მე ... მე მხოლოდ დავიბენი - წყალი დაისხა და დალია. -მაინც რამ დაგაბნია -ცვლილებებმა რომელიც ახალ წელს მოხდა... იცით დედა ემიგრანტია . 10 წლის წინ წავიდა , მე და ჩემი და-ძმები დაგვტოვა . ბებია გვზრდიდა, მამაც თითქმის არასდროს იყო სახლში. ტელეფონზე ვსაუბრობდით ძირითადად, ისე გავიზარდე ყველაფერი ნელ-ნელა მავიწყდებოდა. მასთან წასვლა ვერ მოვახერხე, ჩემი უფროსი დები ჩავიდნენ შარშან. კომუნიკაციის რამდენიმე ფორმა გვქონდა მხოლოდ ან ხმა მესმოდა ან ეკრანზე ვხედავდი მის გამოსახულებას. თითქოს ხედავ, ელაპარაკები, ახლოსაა, ყველაფერი შეგიძლია მოუყვე ,მაგრამ მაინც არ იყო ჩემთან. ბევრ რამეს ვერ ვეუბნებოდი, არ მინდოდა ენერვიულა. მივეჩვიე მის არ ყოფნას... მე მენატრებოდა, მართლა ძალიან მენატრებოდა და მიხარია რომ ჩამოვიდა. გეფიცებით უზომოდ მიხარია ჩემთან რომ არის . სიურპრიზი მოგვიწყო და რომ დავინახე რაღაც დროის განმავლობაში ვერც აღვიქვი ვინ იყო . ეს ემოციები, ვერ აღვწერ , არ შემიძლია მე უბრალოდ ...არც კი ვიცი - ცრემლებით აევსო თვალები - ვერ გამოვხატავ , არ ვარ შეჩვეული დედასთან ყოფნას მის მოფერებას. ყოველ დილას რომ ვხედავ ვერ ვიჯერებ ... მე , არ ვიცი რა მჭირს - ცრემლები მოდიოდა, სახეზე ხელებს იფარებდა, სწრაფად იშორებდა , არ უნდოდა დამენახა ,მაგრამ თავს ვერ იკავებდა . -ბუნებრივია შენი რეაქცია . მოულოდნელ ცვლილებას ასე უცებ ვერ შეეჩვიე . ალბათ მისთვისაც რთულია , შენი და-ძმებისთვისაც . მამაც -მამა ... ხო , მამას ალბათ სწყინს დედას დაბრუნება. ახლა რა ეშველება მის საყვარელს - გაეცინა, მაგრამ სიმწრის სიცილი ჰქონდა . თავი უკან გადასწია და ჰაერი ღრმად ჩაისუნთქა. სუნთქვა უჭირდა თითქოს , პატარა იყო და რამხელა ტვირთი ჰქონდა, მკერდზე ხელი მიიჭირა და ისევ წამოუვიდა ცრემლები- მინდა უფრო დიდი ვიყო. მეტი შემეძლოს, დედასთან ერთად დავტოვო ის სახლი და შორს წავიდე. იმ სიყალბიდან შორს რაც იქ ხდება. ჩვენ , ჩვენ ჩვეულებრივი ოჯახი არ გვაქვს. ეს ნორმალურია? სახლში დედას ყოფნას ვეჩვევი -სამწუხაროდ რეალობა მძიმეა. გამოუვალ მდგომარეობაში ცუდსა და უარესს შორის აკეთებ არჩევანს. -ვიცი, ჩვენს გამო წავიდა... ვალები ჰქონდათ, შემოსავალი არ გააჩნდათ. წავიდა და ახლა ყველაფერი გვაქვს, მშვიდად ვცხოვრობთ. ის მუშაობდა ჩვენ კი ვყიდულობდით ბინებს, აკარაკს, მამა მანქანას. შემდეგ რემონტს ვაკეთებდით, ვიცვამდით , ვჭამდით, ვსვამდით, ვისვენებდით, ვერთობოდით. ჩემი ერთი და ჩემზე პატარაა , ის საერთოდ უცხოსავით ექცევა დედას. მის გვერდით ვერც დაიძინა, მისი გაკეთებული წვნიანი არ მოეწონა, დედამ არ იცოდა რომელი კაბა უყვარდა. იმდენი დეტალია ,რომელიც ცუდად მხდის ...სული მეხუთება. სახლში წასვლა არ მინდა. მიზეზებს ვეძებ რომ რაც შეიძლება გვიან დავბრუნდე - დედა ისევ აპირებს წასვლას ? - რომ არ წავიდეს დანაზოგი მალე დაიხარჯება და შემდეგ დაიწყება უთვალავი რიგი პრობლემების. ჩვენ ხომ შევეჩვიეთ უზრუნველ ცხოვრებას, იმდენი სურვილი გვაქვს და ყველა მათგანს დედას ხარჯზე ვისრულებთ. ის მუშაობს , ვიღაც მოხუცს თავს ევლება ჩვენ კი მშვიდად ვერთობით. ყველა მეზიზღება და საკუთარი თავიც. მინდა ყველაფერზე უარი ვთქვა ,ვუთხრა რომ არაფერი მინდა ... მაგრამ იცით ეჭვი მეპარება, შევეჩვევი კი სხვანაირ ცხოვრებას? -იცი ლაშა სამწუხაროდ ყველაფერი ჩვენზე არ არის დამოკიდებული, არც ჩვენს გადაწყვეტილებებზე ... მარტო როდესაც არ ვართ, როცა ერთი დიდი მექანიზმის ნაწილს წარმოვადგენთ შეუძლებელია სიტუაცია ვმართოთ -მართალი ხართ , მე რომ უარი ვთქვა, მე რომ ვთხოვო იქნებ თავადაც არ დარჩეს. შეეჩვია იქ ცხოვრებას, ამ ქაოსისგან შორს. ამ ქვეყნისგან, ცოლ-ქმრული ურთიერთობისგან ... საერთოდ სხვანაირია . სულ არ ჰგავს ჩემი მეგობრების დედებს , არ ვიცი იქნებ სჯობს კიდეც მისი წასვლა . რომ გავიზრდები, სულ ცოტაც და შემდეგ შევძლებ დამოუკიდებელ მექანიზმს თავად წარმოვადგენდე - სწორად მიხვდა ჩემს მინიშნებას. ცრემლები შეიმშრალა- ახლა წავალ, მანამ დავტკბები მასთან ყოფნით სანამ დრო მაქვს -მომავალ შეხვედრამდე ,ლაშა -ნახვამდის ,ლილი არ ვიცი რა გამოვიდა, რამდენად დაამშვიდა ჩემთან საუბარმა ან როგორ შეეძლო მას მთელი ოჯახის პრობლემის მოგვარება. ერთადერთი გამოსავალი შეჩვევა იყო,ალტერნატიული გზის პოვნა რაც მათ დედა-შვილურ ურთიერთობას შეცვლიდა. ............... დაკაკუნა , შემდეგ მისი ბოხი, მშვიდი ხმა გავიდე , ნებართვას დაელოდა და მხოლოდ ამის შემდგომ გამოჩნდა. რთული მისახვედრი არ იყო რომ ჩემს წინ თავდაჯერებული, დამოუკიდებელი ბიჭი იდგა, რომელსაც გარდატეხის ასაკთან დაკავშირებული პრობლემები არ ჰქონდა. -გამარჯობა - ისეთი ტემბრი ჰქონდა წამით მეგონა რომ მე ვიყავი მასთან სასაუბროდ მისული - ვიცი დაკავებული ხართ , ბევრს სჭირდება თქვენი დახმარება . რამდენიმე წუთს წაგართმევთ მხოლოდ -დროში შეზღუდულები არ ვართ , ნუ ეცდებით სათქმელის შემოკლებას- ინსტიქტურად შემეცვალა ტონი. გავსწორდი, უცნაურად იმოქმედა ჩემზე- დაბრძანდით , გაცნობით დავიწყოთ -მე მირიან მაყაშვილი ვარ . არ მოგატყუებთ და გეტყვით, რომ პირველივე დღიდან გაკვირდებით . თქვენი წინამორბედი არ იწვევდა ჩემში დადებით ემოციებს, თქვენ კი ვფიქრობ შეძლებთ დახმარებას - ისეთი დახვეწილი საუბრის მანერა ჰქონდა, გამოხედვა, მეტყველება მეგონა ჩემს წინ ნამდვილი დიდგვაროვანი იჯდა. ვერ მივხვდი ქედმაღალი იყო თუ თავდაჯერებული -რა არის თქვენი აქ მოსვლის მიზეზი? – საოცრად მაინტერესებდა მისი ამბავი . ვერ ვხვდებოდი რა თემასთან დაკავშირებით შეიძლებოდა ესაუბრა მის მსგავს ჩამოყალიბებულ, საკუთარ თავში დარწმუნებულ, დინჯ პიროვნებას. -ზოგადად საკუთარი ცხოვრებით ვცხოვრობ, არასდროს ვერევი სხვის პირადში. მირჩევნია ნეიტრალური ვიყო ,მაგრამ მოხდა რაღაც რამაც კითხვის ნიშნები გამიჩინა, დამაბნია -სრულიად ბუნებრივია. გვინდა თუ არა საზოგადოების ნაწილი ვართ და ინერტულად ცხოვრება საკმაოდ რთულია -ინერტული არ ვარ. ბევრი ადამიანია ჩემს ირგვლივ, როგორი გასაკვირიც არ უნდა იყოს არცერთი ჰგავს ერთმანეთს. ჩემი მეგობრების ასაკი, ხასიათი, სქესიც განსხვავებულია. მეგობარი ჩემთვის ის ადამიანია ვისი ჭირიცა და ლხინიც უნდა გაიზიარო. რჩევა მისცე, საყრდენად ექცე დაცემამდე და არ დაუშვა რომ შეცდომა დაუშვას . რამდენადაც არ განვიკითხავ, არ ვერევი სხვების ცხოვრებაში იმდენად მაღელვებს და მადარდებს მეგობრები. ძირითადად ვიცი როგორ უნდა მოვიქცე, მაქვს ჩემი პოზიცია ახლა კი ... წარმოდგენა არ მაქვს რა უნდა გავაკეთო - აი თურმე რა , მეგობრის პრობლემამ იმდენად შეაწუხა ,რომ თავად მოვიდა ჩემთან სასაუბროდ - საიდუმლოს შენახვა ასე არასდროს გამჭირვებია ... ჩემი მეგობარი ფეხმძიმედაა . აბორტის გაკეთებას აპირებს იმიტომ რომ ბავშვი მის გეგმებში არ იყო, მოსწავლეა - ღელავდა , ტემბრიც შეეცვალა, პირი გაუშრა . იმდენად ჰქონდა მეგობრის პრობლემა გათავისებული,რომ ემოციებს ვერ მალავდა - მე არ ვიცი , როგორც მეგობარმა რა უნდა გავაკეთო, აბორტის გაკეთებაში დავეხმარო თუ დავარწმუნო რომ ბავშვი არ მოკლას - გაჩუმდა. კიდევ უჭირდა სხვა ადამიანზე საუბარი, მისი საიდუმლოს ჩემთვის განდობა მიუხედავად იმისა,რომ გოგონას სახელიც არ უთქვამს , მისი ასაკიც კი არ გაუჟღერებია -მდგომარეობის სიმძაფრე ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული და შენი პოზიციაც სიტუაციის სწორი შერჩევის შემდეგ უნდა დააფიქსირო თუ გგონია,რომ გოგონას არჩევანზე გავლენას იქონიებ -როგორ გგონიათ 16 წლის გოგო,რომელიც ფეხმძიმედაა გავლენის ქვეშ არ მოექცევა? მაგრამ არ ვიცი მინდა თუ არა რომ მის გადაწყვეტილებაზე ვიმოქმედო. ვერ ავარჩიე ჩარევის ფორმა...ორი თვის წინ თავი დამოუკიდებელ, ბედნიერ და თანამედროვე ქალად მიაჩნდა. დღეს დეპრესიაშია, თვალზე ცრემლი არ უშრება . ახლა გაახსენდა მშობლები,რომლებიც შეიშლებიან. როგორი განვითარებულებიც არ უნდა იყვნენ მოდი ვაღიაროთ ჩვენს რეალობაში, ამ საზოგადოებაში 16 წლის გოგოს ფეხმძიმობას სიხარულით არავინ შეხვდება, არც ბავშვის აღზრდაში დახმარებას დაჰპირდებიან. კარგად ვიცნობ მის ოჯახს, მე მისი ძმის მეგობარი ვარ, დამიჯერეთ მისი რეაქცია არ იქნება ისეთი როგორიც ჩემია . გამოსავალი რა რჩება? ბიჭს უნდა უთხრას და დაელოდოს მის გადაწყვეტილებას? 16 წლის გოგო როგორი დედა იქნება, ან ცოლი როგორი უნდა იყოს. მთელი კვირაა ვფიქრობ იმდენი ვარიანტი მიტრიალებს გონებაში, ერთადერთი რაზეც ვფიქრობ ისაა რომ ცოტა დრო დარჩა . 12 კვირის შემდეგ აბორტის გაკეთება არალეგალურია , სიცოცხლისთვის საშიშია .... აქაც თავს ვიტყუებ, 16 წლის გოგოსთვის ნებისმიერ ვადაზე საშიშია აბორტის გაკეთება. ხომ ასეა , თქვენ ჩემზე უკეთ გეცოდინებათ ... მშობიარობაც რისკების შემცველია, მაგრამ იმის დაშვება რომ აბორტისას გართულება მოხდება და საერთოდ ვეღარ შეძლებს ბავშვის გაჩენას ... რა კითხვა მიჩნდება იცით? რომელი არჩევანი უფრო მეტად დაუნგრევს ცხოვრებას. საკუთარი შვილის მკვლელობით გამოწვეული სინდისის ქენჯნა მთელი ცხოვრების განმავლობაში გაჰყვება , სულ რომ ყველაფერმა გართულებების გარეშე ჩაიაროს არ არის ის გოგო რომელიც ასე მარტივად დაივიწყებს ამ ამბავს -შეუძლებელია თქვენ გადაწყვიტოთ სხვისი ბედი ... მირიან , თქვენ რომ ახლა ურჩიოთ ბავშვის მოშორება იცით მერე სინდისის ქენჯნა თავად მოგიღებთ ბოლოს. ის გოგონაც ერთ დღეს მოგიბრუნდებათ და გეტყვით რომ თქვენი რჩევის გამო მიიღო გადაწყვეტილება. ანდაც რომ თქვას ფეხმძიმედ ვარ და ბავშვს ვიტოვებო ისიც შესაძლოა მშობიარობის შემდეგ ინანოს , ისევ თქვენკენ გამოიშვერს თითს. არ შეიძლება სხვის ცხოვრებაში ამდენად ჩარევა , თქვენ უბრალოდ უნდა უთხრათ რომ მის გვერდით ხართ . საკუთარ გულს მოუსმინოს , დაფიქრდეს. პირველ რიგში ბავშვის მამას ესაუბროს და სწორედ მასთან ერთად მიიღოს გადაწყვეტილება. ეს იმდენად რთული თემაა მეგობარის მოვალეობად გვერდით დგომა რჩება, აგრძნობინეთ რომ თქვენი იმედი უნდა ჰქონდეს , მაგრამ გადაწყვეტილება თავად უნდა მიიღოს -ნეიტრალური მდგომარეობა ... ყველაზე რთულად დასაცავი ზღვარი . სამწუხაროდ მართალი ხართ , ბავშვის ბედი მხოლოდ მშობლებმა უნდა გადაწყვიტონ . მე ვეცდები სხვა ზედმეტი არ ჩაერიოს უხეშად . შემიძლია მის ძმას ვესაუბრო , დავამშვიდო ყველაფერს გავაკეთებ ,მხოლოდ გადაწყვეტილებას ვერ მივიღებ -როგორ გგონიათ თქვენი მეგობრის შეყვარებული როგორი ბიჭია - სულ რამდენჯერმე შევხვდი. მხოლოდ იმის თქმა შემიძლია ,რომ არ თამაშობდა -და თქვენ , თავად როგორ მოიქცეოდით მათ ადგილას -მე არ მაქვს დაუცველი ს.ქსი 16 წლის ბავშვებთან და დაუგეგმავად გამრავლებასაც არ ვაპირებ . თუ გამონაკლისი მოხდება ჩემი შვილის დედა მზად იქნება პასუხისმგებლობისთვის რაც ბავშვის აღზრდას სჭირდება. ფსიქოლოგიურ მზაობაზე აღარაფერს ვამბობ -ვნება ასეთი მარტივი სამართავი რომ არ არის? -სწორედ ამაშია საქმე, არ მიზიდავენ არეული, საკუთარ თავში გაურკვეველი გოგონები -თქვენმა მეგობარმა თავის შეყვარებულს სიმართლე რომ არ უთხრას რას გააკეთებთ... მასზე სრული პასუხისმგებლობა თქვენ გაქვთ აღებული . არც მშობლებმა იციან სიმართლე. თქვენ მეგობარსაც კი უმალავთ მისი დის ამბავს ... მაპატიე,მაგრამ უნდა შეგახსენოთ,რომ თავადაც სკოლის მოსწავლე ხართ -მთავარია მისი და ბავშვის კეთილდღეობა, მე მაქვს საიმისო ძალა ,რომ მას მხარი დავუჭირო- ისეთი დარწმუნებული იყო არ ვიცოდი რა უნდა მეთქვა - დაგემშვიდობებით, დამეხმარა საიდუმლოს ნეიტრალური პირისთვის განდობამ. გმადლობთ საინტერესო დიალოგისთვის -იცოდეთ,თუ რაიმეთი შემეძლება დახმარება ჩემი იმედი გქონდეთ . ნებისმიერ დროს დამიკავშირდით -შესაძლოა ჩემს მეგობარს თქვენთან გასაურება მოუნდეს -ამ შემთხვევაში სახლის კარს გაგიღებთ -მიხარია რომ სწორი არჩევანი გავაკეთე და თქვენი ფერადი ოთახის კარი შემოვარე - კედელს შეხედა - ჩემი ფერი თეთრია , სუფთა , მშვიდი , ნათელი წავიდა და დამიტოვა უცნობი გოგონას მიმართ გაჩენილი ინტერესი . სამწუხაროდ ბევრი მოზარდი დგება მსგავსი პრობლემის წინაშე . მსუბუქი ,თავისუფალი ცხოვრება უცებ პრობლემებით სავსე გზად გადაექცევათ . სწორი გამოსავალი ამ დროს იმდენად ინდივიდუალურია,რომ შეუძლებელია რაიმე კონკრეტული გზა არსებობდეს. მირიანის სახით კი ნამდვილად ჰყავდა საყრდენი , მაგრამ ვინ იცის როგორი იყო მისი ცხოვრება. ............................. ვაჩე გვიან შემოვიდა. დაღლილი მეჩვენა, დილით უფრო ბედნიერი იყო . დივანზე დაჯდა და ხელები მუცელზე დაიწყო -გელოდი, ერთი სული მაქვს როდის მოვუსმენ შენს ცოცხალ შესრულებას -იქნებ სკოლაში საერთოდ აღარ ვიარო... სწავლას მაინც ვერ ვახერხებ. მასწავლებლების დამოკიდებულება ადრე ასეთი არ იყო. სასაცილოა ლამაზს მეპატიებოდა უვიცობა ასეთს კი არა. კომენტარი „ ჭამის გარდა სხვა რამეც რომ გააკეთო არ იქნებოდა ურიგო“ იცით ყელში მაქვს უკვე აქაურობა და რატომ ვაიძულებ თავს აქ მოსვლას , რას ვიღებ უარყოფითი ემოციების გარდა- როგორ ვერ ვიტანდი ასეთ მასწავლებლებს, მასწავლებლის გარდა ყველაფერი რომ იყვნენ. ნეტავ შემძლებოდა მათზე ჩემი აზრის დაფიქსირება იმ სიტყვებით რასაც ბავშვობაში ვიყენებდი უტაქტო, უგულო და უემოციო რობოტების მიმართ. მხოლოდ დაზეპირებული ცოდნა რომ სჭირდებოდათ წარჩინებული მოსწავლის გარდა არავის რომ არ აღიარებდნენ და მათაც სულს უწამლავდნენ. არაფერი შეიცვალა , ნუთუ ისევ ისეთები არიან დღესაც როგორც ჩემს დროს -მე ცუდი მოსწავლე არ ვიყავი , მაგრამ არ ვსწვლობდი იმ საგნებს რაც არ მომწონდა. მხოლოდ ელემენტარულ ცოდნას ვიღებდი . მასწავლებლები , ისინი იმ აუტანელ კლასელებზე მეტად მაგიჟებდნენ იმიტომ რომ შეცვლის შანსი აღარ ჰქონდათ, არ აპირებდნენ უფრო სწორად. საკუთარი სიმართლე ჰქონდათ და ღრმად იყვნენ დარწმუნებულები,რომ მათზე მართალი ბავშვი არასდროს იქნებოდა. ვიცი, ახლა მხოლოდ საკუთარ პრობლემებზე ფიქრობ იმდენად გაწუხებს რომ გგონია სხვა შენს მდგომარეობაში არ არის , მაგრამ დამიჯერე ეს თემა საუკუნეებს ითვლის . ძალიან ცოტაა ადამიანი ვისაც სკოლაში მოსვლა უყვარს , ყველა მასწავლებელი ისეთი ჰყავს როგორიც სურს და ყველა კლასელსთან შესაშური ურთიერთობა აქვს. დარწმუნებული ვარ გამხდარ ვაჩესაც უკეთებდნენ მწარე კომენტარებს, მაგრამ ყურადღებას არ აქცევდი, იცინოდი ან უბრალოდ არ გადარდებდა მათი აზრი -ასეა ... ნამდვილად არ მადარდებდა. გაკვეთილზე გასართობად შევდიოდი, გოგონებთან ვლაპარაკობდი, ტელეფონზე ვთამაშობდი, ან ვჩათაობდი . ახლა მოსმენა მომინდა და შეუძლებელია მათგან რაიმეს სწავლა ისინი თავიანთ პროგრამას მიჰყვებიან და სჭირდებათ მხოლოდ ისინი ვინც უკან მისდევენ -რომელმა საგანმა დაგაინტერესა - სასიამოვნო ემოციის შემოტანა ვცადე , მასწვალებლებზე საუბარი უსასრულოდ შეიძლებოდა გაგვეგრძელებინა და კიდევ უფრო დავმძიმდებოდით -ისტორია ... ადრეც ვსწვალობდი . ვცდილობდი როცა დრო მქონდა , მარტივად ვიმახსოვრებდი თარიღებს და მოვლენებს -როგორც ვხვდები ბატონი აკაკი არ არის შენი ისტორიის მასწავლებელი -არა, ძველი მასწავლებელი გვასწავლის ისევ . სწავლება თუ ჰქვია საერთოდ -როგორ გგონია დამოუკიდებლად შეუძლებელია იმ ყველაფრის სწავლა რაც წიგნებში შესანიშნავადაა აღწერილი? -შეიძლება ,როგორ არა წიგნებიც მაქვს. ქართველ მეფეებზე განსაკუთრებით ბევრი წიგნია ჩვენს ბიბლიოთეკაში . ბაბუა იყო ისტორიკოსი თორემ მამაჩემს და დედაჩემს მეეჭვება წაკითხული ჰქონდეთ. ალბათ ამიტომ მიყვარს ასე ძალიან , ბავშვობაში მიყვებოდა ამბებს ქართველ მეფეებზე. ზღაპრის ფორმას აძლევდა და საოცრად მომწონდა . ის იყო ერთადერთი საღად მოაზროვნე მთელს ჩემს ოჯახში , ახლა ვხვდები ამას. პატარა ვიყავი რომ გარდაიცვალა, დარიგებებს მაძლევდა ხოლმე ,მაგრამ არ ვუსმენდი ყურადღებით ახლა ძალიან ვწუხვარ რომ მასთან მეტ დროს არ ვატარებდი - ისევ დანაშაულის შეგრძნება, ისევ მწუხარება წარსულში ჩადენილის გამო . ნებისმიერ ნათელ მოგონებას მისი გონება ახშობდა -შეგიძლია მისი წიგნები გამოიყენო . გაეცანი რომელიმე შენთვის საინტერესო მეფის ცხოვრებას , სცადე წარსულ დროში მოგზაურობა . თუ რა თქმა უნდა მომაბეზრებელი ან მოსაწყენი არ იქნება შენთვის. -ადრე რომ ვკითხულობდი ჩემი ძმა იცინოდა . არც ჩემს მეგობრებს შეეძლოთ გაკვეთილამდე წიგნით ხელში ჩემი დანახვა...რაღაცნაირად ისე მოვშორდი წიგნებს ვერც გავიგე . ყველაფერი სწრაფად , გაუაზრებლად ხდება ჩემს ცხოვრებაში ისე თითქოს ჩემი გონება გათიშული იყო უფსკრულში ჩავარდნამდე -მთავარია გამოფხიზლდე და იპოვნო ის საქმე რაც სიამოვნებას მოგანიჭებს. ზოგჯერ დაკარგული დროის ანაზღაურება შესაძლებელია ... პირადი გამოცდილებით ვსაუბრობ და არა როგორც ფსიქოლოგი . მე ლიტერატურაზე ვგიჟდებოდი და ბევრი საგანი არც მახსოვდა, ჩემს სკოლაში გამოცდების ჩატარება რომ გადაწყვიტეს. ეროვნულზეც ქართულისა და უცხო ენის გარდა ჩასაბარებელი მქონდა სხვა საგნებიც. ბოლო წელს დავიწყე სწავლა იმ საგნების რომელშიც მხოლოდ ელემენტარულ დონეზე ვერკვეოდი. სწავლის პროცესში რაღაც საკითხებმა დამაინტერესა კიდეც. ჩემს მიზანს მივაღწიე და ისევ განვაგრძე საქმე რომელიც უსაზღვრო სიამოვნებას მანიჭებს - ეჭვი ვერ შემაქვს თქვენი ისტორიების ნამდვილობაში... თუნდაც ჩემთვის იყოს გამოგონილი მაინც მჯერა თქვენი -გთხოვ ქულების ჩამონათვალს ნუ მომთხოვ დოკუმენტის სახით ... სკოლაში ვიყავი მასწავლებლებისთვის ცუდი მოსწავლე თორემ უნივერსიტეტში ყველა საგანს ინტერესით ვსწვალობდი -ცუდი და კარგი მოსწავლეები ... ამ თემაზეც ახლა დავფიქრდი. ხშირად ამბობენ ეს კარგი ბავშვია,თითქოს ვინც ქიმიას არ სწავლობს ის ცუდია ან მხოლოდ იმიტომაა ცუდი რომ ფიზიკა არ იცის და ისე შესანიშნავი ხასიათი აქვს. იმდენი ბნელი გონების წარჩინებულ მოსწავლეს ვიცნობ . როგორ შეიძლება განათლებული უწოდო ადამიანს რომელიც რაიმე ნიშნის გამო სხვას ამცირებს და საკუთარი თავი ჰქონია აღმატებული- ისევ ცუდ ემოციებს უბრუნდებოდა. იმდენი რამ აღიქვა მისმა გონებამ ბოლო წლების განმავლობაში, იმდენი ბნელი მხარე დაინახა რომ ვეღარ იტევდა. ყველაფერს აკვირდებოდა, დეტალებს აღიქვამდა ასე ინაზღაურებდა მანამდე განვლილ ინერტულ დამოკიდებულებას. წარსულში მხოლოდ იმ თემებზე ფიქრობდა რაც თავად ეხებოდა, ეგოისტი იყო ახლა კი მისი გონება იღვიძებდა ახალი სურვილები, მოთხოვნები გაუჩნდა პრობლემებთან ერთად. -ამოუწურავია ადამიანის შესაძლებლობებიც და მის მიერ დაშვებული შეცდომებიც. ჩვენში სიკეთისა და ბოროტების პოტენციალი თანაბრადაა . რამდენადაც ვანათებთ იმდენად ბნელი შეგვიძლია ვიყოთ. ეს მხოლოდ ჩემი და შენი პრობლემა არ არის , გონება ყველა დეტალზე ფიქრს ვერ ახერხებს. სამყაროში იმდენი ფერია ვაჩე -ისევ მართალი ხართ,გეთანხმებით , მაგრამ მჭირდება ყველა დეტალის დანახვა გამოფხიზლებისთვის. სწორი არჩევანის გასაკეთებლად - სინათლის სხივი დავინახე, მას უნდოდა გზა შეეცვალა. ეპოვნა სწორი მიმართულება და მე მის მცირედ იმედს მოვეჭიდე. ესეც საკმარისი იყო იმ დროისთვის -საბედნიეროდ სანამ ცოცხლები ვართ მუდამ შეგვიძლია გზის შეცვლა. მთავარია დავინახოთ კიდევ უფრო ნათელი, სწორი მიმართულება . შენ ჯერ კიდევ პატარა ხარ , წინ გრძელი მომავალი გაქვს , ერთმანეთზე უარესი და უკეთესი დღეებით არის ცხოვრება სავსე. არასდროს გეგონოს ,რომ ცუდი აღარ მოხდება. მთავარია შენ შენი პოზიცია გქონდეს, შენი ხედვა და დამოკიდებულება. შენი ადგილი -ჩემი ადგილი,რომელიც არ ვიცი სად არის... სად შეიძლება შევეტიო ამ წონით- თვითირონია, სიცილი და კიდევ უფრო დაწვრილებული თაფლისფერი თვალები - მგონი დროა დავუკრა. გაგვიგრძელდა საუბარი - გიტარა დაიჭირა და პირველი ბგერის მოსმენისთანავე დავდუმდი. ვუყურებდი მის ემოციებს, დაკვრისას მიღებულ სიამოვნებას, მუხტს რომელსაც იღებდა და გადმოსცემდა სიმღერით. სხვა სამყაროში იყო, მეც კი ვერ აღმიქვამდა სიმღერის დასრულებამდე. შემდეგ დანისლული მზერა მომაპყრო და ღრმად ჩაისუნთქა ჰაერი. დარწმუნებული ვიყავი სხვა დროს კიდევ უფრო უკეთ იმრერებდა, მისი პოტენციალი უსაზღვრო მეჩვენებოდა. არ ვიყავი კომპეტენტური მუსიკაში,მაგრამ როგორც მსმენელს საოცრად მსიამოვნებდა მისი ხმის მოსმენა. -როგორ გგონია ადრე უკეთ მღეროდი თუ ახლა - არ დამიწყია მისი ქება დიდება, არ ვიცოდი დაიჯერებდა თუ არა. ვფიქრობ ისეც მეტყობოდა ემოციები , მინდოდა მისი აზრი მომესმინა -ადრე უბრალოდ ვმღეროდი, ახლა ვმკურნალობ სიმღერით . ვერ წარმოვიდგენდი თუ ასე მიშველიდა ... მე გადავწყვიტე დიდი დრო დავუთმო დაკვრას. ახალი გიტარა ვიყიდე ... მართასთან მუსიკალურში ვიყავი და როიალთან დაჯდომა მაიძულა. იმ სკამს რომ შევხედე შემეშინდა, უარს ვამბობდი, მიმტკიცებდა ვიცი დაუკრავო და მართლა გამომივიდა- თვალები გაუბრწყინდა. ახლა აღმოაჩინა საკუთარი ნიჭი, რწმენა უბრუნდებოდა - გამომივიდა ... რაღაც შევძელი . ამ მსუქანი, ცხიმიანი თითებითაც შევძელი მართასთან ერთად ვუკრავდი ის ვიოლინოზე მე როიალზე და საოცრად ვგრძნობდი თავს -შენ კი ამბობდი ვერაფერს ვაკეთებო ... როგორც არ უნდა მოვინდომო ვერცერთ საკრავზე დავუკრავ, მითუმეტეს ვერ ვიმღერებ . გამოიყენე შენი ნიჭი , გაიღრმავე ცოდნა ... კარგად თქვი, მუსიკა კურნავს - დავმშვიდდი , იმხელა ნაბიჯი გადავდგით წინ რომ დარწმუნებული ვიყავი მის დეპრესიას გავაქრობდით. -ახლა წავალ , გეგმები მაქვს - გეფიცებით ფეხზე რომ ადგა კიდევ უფრო მაღალი მეჩვენა. მხრებში მოხრილი აღარ იდგა, სხვანაირად უციმციმებდა თვალები დიდი სევდის მიუხედავად. ვიცოდი კიდევ იყო რაღაც მის გონებაში რასაც არ მეუბნებოდა, მაგრამ მოთმინებით ველოდი დღეს როცა მთავარ ამბავს მოყვებოდა. - ნახვამდის ვაჩე ................. ვახშამს ვამზადებდი მობილურზე უცხო ნომერიდან ზარი რომ შემოვიდა. მალევე ვუპასუხე და ხმის გაგებისთანავე მივხვდი ვინც იყო -საღამომშვიდობია ქალბატონო ლილი -მირიან, გამარჯობა -ბოდიშს გიხდით ამ დროს რომ გაწუხებთ ... თუ დრო გაქვთ ჩემ მეგობარს თქვენთან საუბარი სურს -თავისუფალი ვარ , დღესვე შეგიძლია მოიყვანო . პრობლემა არ არის -გმადლობთ . ერთ საათში მოვალთ -კარგით . გელოდებით ამ ბიჭთან უბრალოდ საუბარი არ გამოდიოდა. ინსტიქტურად ვხდებოდი დახვეწილი, კულტურულად მოსაუბრე ქალი. საერთოდ არ მძაბავდა და მაღიზიანებდა ეს ყველაფერი სხვა დროს კი უჩვეულო იყო ჩემთვის. რაღაც შინაგანი მუხტი ჰქონდა, ბუნებრივი იყო ყოველგვარი ხელოვნური გათვლების გარეშე. ვახშმის მზადება დროში გაიწელა. მზად ვიყავი მათთვის მასპინძლობა გამეწია . სწორედ იმ წამს გამოვრთე ღუმელი კარზე ზარის ხმა რომ გაისმა . მირიანის გვერდით საშუალო სიმაღლის , ქერა გოგონა იდგა . -მობრძანდით - ადგილი გავათავისუფლე. გოგონა პირველი შემოატარა . სანამ ქურთუკს გაიხდიდა ქაღალდის საშუალო ზომის შეკვრა მომაწოდა . ღვინის ორი ბოთლი ჩანდა ზემოდან - არ იყო საჭირო -ვიცი , ეს უბრალოდ პირველი სტუმრობის აღსანიშნავი ჟესტია - მსუბუქად გამიღიმა. გოგონას ქურთუკიც საკიდზე დაკიდა . ისე უყურებდა აშკარად მზერით ამშვიდებდა, სავარაუდოდ ჩემთან მოსვლამდე დიდი დიალოგი ჰქონდა მის დასარწმუნებლად. -მისაღებში მობრძანდით - გოგონა თავდახრილი მოაბიჯებდა. ისეთი გამოფიტული მეჩვენა, ნაქსოვი სვიტერის მკლავებს თითებით აწვალებდა . მაგიდა მზად მქონდა. ორი წუთი მჭირდებოდა მხოლოდ - ვივახშმოთ და ვისაუბროთ თუ წინააღმდეგები არ ხართ რა თქმა უნდა -საჭირო არ იყო -სტუმრებს ასე ვხვდები ხოლმე - მეც მსგავსად ვუპასუხე . გაეღიმა . ხუთ წუთში მაგიდასთან ვისხედით . გოგონამ ხილის წვენი დალია და დავინახე მუცელზე როგორ მიიდო ხელისგული. ემოციური კავშირი ჰქონდა ბავშვთან , ის არ იყო აბორტის გაკეთებისთვის განწყობილი. ამიტომ წელავდა დროს ,საჭირო ძალა არ ჰქონდა ბრძოლისთვის. -სულ დამავიწყდა , ლილი გაიცანით ლიზა -სასიამოვნოა, მირიანმა მიამბო თქვენზე -მიხარია რომ გაგიცანით... მიირთვით , ვფიქრობ გემრიელი გამოვიდა- ვხედავდი როგორ უყურებდა კერძებს . აშკარად ნელ-ნელა უჩნდებოდა ჭამის დაუოკებელი სურვილი. მიუხედავად განწყობისა, სისუსტისა და უგუნებობისა მაინც მოქმედებდა ბავშვი . მხოლოდ მე არ ვაკვირდებოდი გოგონას მირიანი ყველაფერს აკონტროლებდა. კერძის დაგემოვნება მშვიდად დაიწყო. გამიხარდა რომ მოეწონა, წამით გაეღიმა გოგონას მადის შემჩნევისას . ამ ბიჭის სულში იყო ამაღლებული გრძნობები, დაუფარავად გამოხატავდა სიყვარულსა და დამოკიდებულებებს. ბევრს უყვარს, ბევრი ზრუნავს,მაგრამ ამის აღიარება არ შეუძლია ის კი პირიქით , სწორედ ამ გამოხატული მზრუნველობით გამოირჩეოდა. გოგონაც ამიტომ ენდობოდა, ზუსტად იცოდა ვინ ჰყავდა გვერდით -მე დაგტოვებთ ... ლიზ , დამირეკე რომ დაასრულებთ და მოვალ , კარგი ? -ხო ,მაგრამ - ფეხზე მდგომს ქვემოდან ახედა და თვალები აემღვრა. -ასე სჯობს, დამიჯერე - დაიხარა, თავზე გადაუსვა ხელი და შემდეგ აკოცა- დამშვიდდი -თუ თავს არაკომფორტულად იგრძნობთ მირიანს შეუძლია დარჩეს . მთავარი შედეგია -ხომ გესმის ... არ წახვიდე - ხელზე მოუჭირა თითები და მავედრებელი მზერა მიაპყრო. -ასე სჯობს ლიზა - ბატონი შეუვალი იყო, თავი გვერდით გადახარა წარბი მაღლა აზიდა და ისიც წამსვე დანებდა- გმადლობთ ვახშმისთვის გავაცილე. თითქოს რაღაც უნდოდა ეთქვა. საკიდიდან მანტო ჩამოხსნა და მკლავზე გადაიკიდა შორიდან გახედა გოგონას , ღრმად ჩაისუნთქა და მზერა ისევ ჩემზე გადმოიტანა -არის რაღაცები რაც მეც არ ვიცი, ჩემთან არ იტყვის და არც მინდა ვიცოდე -არ ინერვიულო ... შეიძლება დაგვაგვიანდეს -გმადლობთ, ყველაფრისთვის - ხელზე მაკოცა და წავიდა. ლიზა იმდენად იყო ემოციებისგან გამოფიტული რომ თავს ვეღარ აკონტროლებდა. ტიროდა და მთელი სხეულით თრთოდა, ყინვაში გარეთ დარჩენილ უმწეო ბავშვს ჰგავდა. რომ დამინახა სახე ხელებში ჩამალა, კიდევ უფრო დახარა თავი , უნდოდა გაჩერებულიყო ,მაგრამ არ შეეძლო . სიტყვებს ვერ ამბობდა, დაბინდული მზერით ამომხედა პლედი მხრებზე რომ მოვახვიე და თავზე მოვეფერე. უცებ შემომხვია წელზე ხელები და მკერდზე მომეკრო. როგორი დაბნეული იყო, რამდენად სუსტი და დაუცველი. არეული გონება სულს უხუთავდა. დივანზე დავსვი, კომფორტულად მოეწყო, ნელ-ნელა მშვიდდებოდა. ნერვული შეტევა გაივლიდა და შვებას იგრძნობდა. მსუბუქი ჩაით სავსე ფინჯანი მივაწოდე , გათბა, მოდუნდა და ცრემლებიც შეიშრო -უკეთ ხარ ? -საშინლად მრცხვენია ...არც კი ვიცი ასეთ მდგომარეობაში როგორ აღმოვჩნდი. ნუთუ ასეთი რთულია . მე ასე მგონია ჯოჯოხეთში ვარ, თავს ვერ დავაღწევ...არჩევანი არ მაქვს. სულ რამდენიმე დღე დარჩა და შემდეგ რა იქნება არც კი ვიცი. ყველაფერი თავდაყირა დადგება - პირი უშრებოდა, სიტყვებს ძლივს ამბობდა, ისევა აჩქარებული ჰქონდა გულისცემა. მუცელზე ისევ მოიხვია ხელები -გადაწყვიტე რომ აბორტის გაკეთებაა სწორი გამოსავალი? -არ ვიცი , არაფერი ვიცი -მაშინ ვისაუბროთ იმაზე რაც ნამდვილად იცი, რაც უკვე მოხდა . გაიხსენე გზა რომელმაც აქამდე მოგიყვანა- მისი ხელი დავიჭირე, გაყინული ჰქონდა მტევანი. გამხდარი იყო, ჩაცვენილი თვალებით და ჩაშავებული უპეებით... მისი ხასიათის დადგენაც კი რთული იყო. ახლა სრულიად ახალ ადამიანს ვუყურებდი, ისეთს თავადაც რომ ვერ ცნობდა- როგორია ლიზა. რა ხდებოდა შენს ცხოვრებაში ფეხმძიმობამდე -ჩვეულებრივი, არაფრით გამორჩეული . მშვიდი ოჯახი გვაქვს,მშობლებთან და 10 წლით უფროს ძმასთან ერთად ვცხოვრობ. ოჯახის ყველაზე პატარა წევრი ვარ და ჩემს მიმართ მათი დამოკიდბეულებაც შესაბამისია. ყველანი მუშაობენ, მე ვსწვალობ , დღის უმეტეს ნაწილს სკოლაში ან მეგობრებთან ვატარებ - ყურადღება საკუთარი ამბის თხრობაზე გადაიტანა. მთლიანად იმაზე იყო კონცენტრირებული, იხსენებდა საკუთარ ცხოვრებას რომელშიც განსაკუთრებულს ვერაფერს ხედავდა. არაფერს მალავდა, ნამდვილად არ ჰქონდა პრობლემები ოჯახში, არც სტრესულ გარემოში აღზრდილა, არც მეამბოხე ჩანდა . ნამდვილად მშვიდი იყო მისი ყოველდღიურობა ამ დრომდე. ამიტომაც უჭირდა ასე ძალიან -მირიანზე რას მეტყვი -ჩემი ძმის დამსახურებით გავიცანი... მისი მეგობარია . ჩემთვის ყველაზე სანდო ადამიანია , ძმაზე მეტად მისი იმედი მაქვს. ჩემს ძმას საშინლად ფეთქებადი ხასიათი აქვს , ის კი არასდროს კარგავს მოთმინებას. ერთადერთია ვისი იმედიც მაქვს ამიტომ ვუამბე მას და არა სხვა ვინმეს -არ მომიყვები ბიჭზე ვინაც შექმნა შენში ის ვინც ყველაფერს შეცვლის? - ვერ ვუწოდე შეყვარებული , არც ბავშვის მამა მინდოდა მეთქვა -ვეტერინართან გავიცანი , მე ლეკვი მაჩუქა ჩემმა მეგობარმა დაბადების დღეზე და მის გამო მივედი კლინიკაში. პრაქტიკებზე იყო , სტუდენტია ... ჩემს ლეკვს აცრა გაუკეთა. რამდენიმე ვიზიტზე შევხვდით. თავიდანვე მომეწონა, ისე ძალიან უხდებოდა ფორმა და იმდენად თბილი იყო ცხოველების მიმართ მსიამოვნებდა მისი ყურება. მერე უმიზეზოდ მივიყვანე, რაღაც პროცედურაზე ჩავწერე ... - გაეღიმა, თვალები გაუნათდდა, მოდუნდა. სუნთქვაც მშვიდი გაუხდა, გათბა- სულელი ვარ , ისე ვუყურებდი მიხვდა რომ მის გამო მივედი. თავიდან ისე მელაპარაკებოდა როგორც პატარა გოგოს...უსაზღვროდ მოვიხიბლე. გონება ამერია... მასაც მოვეწონე, რამდენიმე თვე ვწერდით და ვხვდებოდით. თავს ისე ვგრძნობდი სულ დამავიწყდა ჩემი ასაკიც , მის გვერდით თავი დიდი მეგონა. მგონი ისიც მოტყუვდა ჩემი ქცევების გამო, არ ვიცი ბავშვური ხასიათი დიდი ხანია აღარ მაქვს. არ მითამაშია, ყველაფერი თავისთავად მოხდა. ნორმალური ურთიერთობა გვქონდა , არც შეიცვლებოდა რომ არა ფეხმძიმობა - დედამიწაზე დაეშვა და ისევ აერია მზერა. ურთიერთობაშიც არაფერი იყო ისეთი რაც დაძაბულობას გამოიწვევდა, რასაც მალავდა, რაც დისკომფორტს უქმნიდა. ბიჭთან მშვიდად იყო, ურთიერთობა დინებას მიჰყვებოდა შესაძლოა ეს არ იყო გიჟური სიყვარული , მაგრამ არც უბრალო თამაშს ჰგავდა. -როგორია მისი დამოკიდებულება შენს მიმართ- მაინც ვკითხე, არ მინდოდა რაიმე გამომრჩენოდა -მასთან მოწყენილი არასდროს ვყოფილვარ, ბევრი საერთო გვაქვს. მის გვერდით ყოფნა ბევრს მასწავლიდა , კომფორტს მიქმნიდა, მომწონდა , მსიამოვნებდა. ჩვენი ურთიერთობის სიმარტივეც იმაში იყო რომ ვალდებულებების ,ზედმეტი სიტყვების, აჟიოტაჟის გარეშე ვიყავით ერთად. იცით რომანტიკოსი არასდროს ვყოფილვარ, ისიც ჩემს მსგავსად არ საუბრობდა უსაზღვრო, სამუდამო გრძნობაზე რომელიც სიკვდილის შემდეგაც გრძელდება . ხომ გესმით ჩვენ უბრალოდ კარგად ვიყავით ერთად, არც დავმალულვართ და არც გაგვიოფიციალურებია ურთიერთობა. ჩემმა მშობლებმა იციან რომ შეყვარებული მყავს, ჩემი ძმა იცნობს კიდეც. ასე შორიდან არაფერია განსაკუთრებული, მაგრამ ჩემთვის არის ... ახლა კი . ახლა ვკარგავ ამ სიმყუდროვეს, ამ კომფორტს, სიმშვიდეს -ამიტომ გეშინია ? მისი რეაქცია გაშინებს? გგონია შენ დაგადანაშაულებს? -არ ვიცი ... მე იმდენი აზრი მიტრიალებს გონებაში. ყველა შესაძლო ვარიანტს ვხედავ. ყველას რეაქციას სხვადასხვაგვარად წარმოვიდგენ...არც ვიცი ვისი უფრო უნდა მეშინოდეს ჩემების თუ გიგას რეაქციის. -მაინც როგორია შენი წარმოდგენები- უნდა გამეგო რას ფიქრობდა, თავადაც უნდა მოესმინა , დაელაგებინა გონებაში დატრიალებული ქაოსი. ხმამაღლა გაჟღერებულ ფიქრებს კი ყველაზე უკეთ ვიაზრებთ - მოდი ჯერ შეყვარებულის რეაქციაზე მითხარი. ბავშვი მისი ნაწილიცაა და ამ ფაქტს ვერ გავექცევით -მე მეტწილად ოპტიმისტი ვარ და ახლაც წარმოვიდგენ როგორ უხარია ბავშვის არსებობა. ხშირად უთქვამს მიტოვებულ ბავშვებზე, იმდენჯერ დახმარებია ქუჩაში მყოფ ბავშვებს . ზოგჯერ ისე მიკვირდა რომ წამოდგებოდა, დამტოვებდა და საჭმელს ყიდულობდა მათთვის. მისი დამოკიდებულება იმედს მაძლევს, თვალებს რომ ვხუჭავ წარმოვიდგენ როგორ უხარია, მაგრამ -შემდეგ ჩნდებიან პრობლემები -ჯერ კიდევ სტუდენტია, მუშაობს, სწავლობს... ისეთი პასუხისმგებლობის გრძნობა აქვს ბავშვის არსებობა მის ცხოვრებას სრულიად ამოაყირავებს. არ დაუშვებს დახმარების მიღებას, მეც მის ტვირთად ვიქცევი . შემიძულებს , ჩვენზე უარს არ იტყვის და საბოლოოდ მე მისთვის წყევლად ვიქცევი. ყველაფერი ერთბაშად ამოყირავდება, ის სიმშვიდე რაც გვქონდა, ის იდილია გაქრება - არც კი უშვებდა რომ ბიჭი აბორტის გაკეთებას აიძულებდა. თავად არ სურდა მისთვის ტვირთი გამხდარიყო. მის წინაშე თავს დამნაშავედ გრძნობდა, სწორედ ეს აწუხებდა ყველაზე მეტად . ამიტომ ამბობდა ბავშვზე უარს -და შენს ცხოვრებაზე რას იტყვი -მე , ნეტავ მარტოს შემეძლოს პასუხისმგებლობის აღება. მქონდეს შესაძლებლობები....რეალობაში უნდა დავბრუნდე. მე 16 წლის ვარ, ატესტატიც არ მაქვს, არც ისეთი საოცარი მოსწავლე ვარ სწავლაზე უარი რომ ვთქვა და პაუზის შემდეგ მაინც შევძლო განათლების მიღება. თუ არ ვისწავლი, თუ მთლიანად ბავშვზე გადავერთვები და მხოლოდ დიასახლისი გავხდები ასე კიდევ უფრო გავართულებ ყველაფერს. არ მინდა წლების გასვლის შემდეგ ჩვენი პრობლემები ბავშვს გადავაბრალოთ, არ შემიძლია მას ვერ მივცემ უზრუნველ ცხოვრებას. მე ვერ შევძლებ მარტო მის აღზრდას ... - ისევ მუცელს ეფერებოდა, მის გამო დარდობდა. უყვარდა ! -მოკლავ იმიტომ რომ გეშინია წარმოდგენილი მომავლის? დროის რომელშიც არავინ იცის რა მოხდება. განა ორი თვის წინ წარმოიდგენდი რომ დღეს ამ მდგომარეობაში იქნებოდი? ასევე შეუძლებელია იმის განსაზღვრა თუ რა გველის წინ . სისუსტე ჩვენს ძალად შეგვიძლია ვაქციოთ ... ჩვენ , ქალებს გვაქვს ძალა რომელიც კაცს არასდროს ექნება -თქვენ გგონიათ ,რომ მე მაქვს ძალა რომ დავიცვა ? -მე ვიცი ერთი , შენ უფრო მის მომავალზე დარდობ და არა საკუთარ თავზე. ქალები რომლებიც მზად არიან აბორტისთვის ასე არ იქცევიან... გირჩევნია შენს შექმნილ სიცოცხლეს არსებობის უფლება მისცე, შენი განუყოფელი ნაწილი გვერდით გყავდეს თუ უპრობლემოდ განაგრძო ცხოვრება . ისე რომ შენი შეყვარებულიც ვერაფერს გაიგებს, ძველებურად გაგრძელდება შენი ყოველდღიურობა -უფერულად, სადად, მშვიდად ... ისე როგორც ყოველთვის. მასთან ვეღარ ვიქნები, ტყუილის შემდეგ ურთიერთობას ვერ გავაგრძელებ. რომ გაიგოს დავუმალე და აბორტი გავიკეთე არც მაპატიებს. ვიცი , ვიცნობ მის ხასიათს -დედობა ნებისმიერ ასაკში რთულია . შეუძლებელია არ დაიღალო, ძალა არ გამოგეცალოს... გადაულახავი პრობლემა არ არსებობს -ჩემი მშობლები და ხალხი ჩემს ირგვლივ? ქორწინებაზე უარი რომ ვთქვა და ბავშვზე ზრუნვის უფლება მივცე კიდევ უფრო გართულდება მისთვის ცხოვრება. მუდამ იქნება, საუკუნეებიც კი არ ცვლის ხალხის დამოკიდებულებას. ისეთი რთულია, ყველაფერი იმდენად ბნელი და დაუნდობელია -როგორც გითხარი წინასწარ ვერ მიხვდები , ვერ განსაზღვრავ მათ რეაქციას. ბავშვი შენ უნდა ატარო მუცლით, შენი ნაწილია, შენი მკერდის ქვეშ უცემს გული, მთლიანად შენზეა დამოკიდებული ახლა . შენს შემდეგ კი მამამ უნდა იზრუნოს, მონაწილეობა მიიღოს ყველა ნაბიჯში რომელში ჩარევასაც მოინდომებს . დანარჩენი სამყარო კი შემდეგ ერთვება , ისინი ასე ვთქვათ ცუდი ბონუსია რომელსაც ვერ გავექცევით -მირიანიც მიმტკიცებდა რომ გიგასთვის უნდა მეთქვა . მასთან ერთად უნდა მეფიქრა და მარტოს არ გადამეწყვიტა . გიგას მიმართ უსამართლო იქნებიო მითხრა -და შენ იცი,რომ მირიანი მართალია -და მაინც მეშინია, რომ შემიძულებს არც „ რატომ გამაჩინე“ მინდა გავიგო ოდესმე -დედობას ასაკი არ განსაზღვრავს , მთავარი გრძნობაა ,კავშირი შვილსა და დედას შორის- მე ვიცოდი,მათ შორის იყო ეს კავშირი ,მაგრამ ლიზა ხვდებოდა? ამდენი ემოციის ფონზე გრძნობდა ? -არ შემიძლია ... ვერ მოვკლავ . მას არსებობის უფლება აქვს , უკვე ჩემი ნაწილია . ვერ მოვკლავ - ვინ იცის რამდენ ხანს უნდოდა ამ სიტყვების ხმამაღლა გაჟღერება. ერეოდა, მალავდა , ებრძოდა, მაგრამ მაინც ბოლოს თავი ვერ შეიკავა. მუცელზე მიბჯენილ ხელებს სითბო მოერიათ, თვალები ისევ ამღვრეული ჰქონდა, ტიროდა ,მაგრამ უბედური აღარ იყო. წინ დიდი გზა ელოდათ,ნათელი და ბნელი ფერებით სავსე გზა რომელსაც დედა-შვილი ერთად გაივლიდა. მირიანს დაურეკა, იმდენად მალე მოვიდა ეჭვი გამიჩნდა ,რომ სადღაც ახლოს ელოდა. კარი რომ გავუღე მაშინვე მომლოდინე მზერა მომაპყრო, ღელავდა და ეს აშკარა იყო . -მითხარით რომ გადაწყვეტილება მიიღო -გიგასთან წამიყვან ,ხო ? - ლიზამ რომ გაუღიმა მეც დავინახე რამდენიმე საათში განცდილი ცვლილება. სრულიად სხვა ადამიანმა გადმოაბიჯა ზღურბლზე ახლა კი რადიკალურად განსხვავებული მიდიოდა. -რა თქმა უნდა წაგიყვან , პატარავ - ისევ ისე მოეფერა, თავზე აკოცა და ჩაეხუტა. ვუყურებდი და ვიღიმოდი. არც მიფიქრია ემოციების დამალვა, ბედნიერი ვიყავი იმ შედეგით რასაც თვალნათლივ ვხედავდი. -საუკეთესო ხარ- გავიგე როგორ უთხრა მირიანს და შემდეგ მე შემომხედა- ბედნიერი ვარ რომ გაგიცანით -იმედი მაქვს არ დამივიწყებთ და ისევ მესტუმრებით -აუცილებლად ... -არ ვიცი რა გითხრათ , აზრი შეაცვლევინეთ...ეს იმდენად წარმოუდგენელი ჩანდა -ცდები, მე მხოლოდ საკუთარი სურვილის დანახვაში დავეხმარე- ჩემი მტევნები ისევ მოიქცია თითებში , ამჯერად ორივე ხელზე მაკოცა და დამტოვა ემოციებით დატვირთული. ვერ ვნახავდი გიგას და ლიზას დიალოგს,მაგრამ ვიცოდი გამოუვიდოდათ. სტაბილურობისთვის ხანგრძლივად მოუხდებოდათ ბრძოლა, ომი ცხოვრებასთან რომლის მიზეზიც ნამდვილად ჰქონდა. ............. ლიზას წასვლის შემდეგ მათზე ვფიქრობდი, ქალებზე რომლებიც დედებად იქცნენ. ეს სტატუსი ჩემთვის ყველაზე ამაღელვებელი, დიდი და მნიშვნელოვანია მათ შორის რაც კი რამ არსებობს დედამიწის ზურგზე. მსგავსი კავში, განუყოველი ჯაჭვი, გაუწყვეტელი ბმა არავის აქვს როგორიც დედასა და შვილს, მაგრამ მაინც ადამიანები იმდენად დიდ დანაშაულს ჩავდივართ რამდენად კარგსაც ვქმნით. არ ვიცოდი ლიზა როგორი დედა იქნებოდა, რამდენად კარგად გაართმევდა თავს ამ პასუხისმგებლობას ეს პატარა გოგონა , მხოლოდ იმედი მქონდა რომ ამ სირთულეებით სავსე ბედნიერებას მთელი თავისი ძალით მიიღებდა, გაიაზრებდა და იგრძნობდა ყველა მის ნათელ ფერს. ვიჯექი და ვფიქრობდი დედებზე ,ლაშას დედაც გამახსენდა ქალი რომელმაც შვილების კეთილდღეობის გამო მათგან შორს ყოფნა არჩია, იძულებული გახდა. ასეც ხდება, გარემოებები გვაიძულებენ უმძიმესი გზის არჩევას , გზის რომელიც შესაძლოა არასდროს დასრულდეს, რომელსაც ზუსტი დანიშნულების ადგილი არ აქვს. ყველა ქალს სხვადასხვა წარმოდგენა აქვს „კარგ დედობაზე „ არ სჯერდებიან უბრალოდ „დედობას“ უჩნდებათ მაქსიმალურის გაკეთების სურვილი, ითხოვენ მეტს საკუთარი თავისგან და შემდეგ შვილებისგან , იდეალურობის ძიებაში ისე იკარგებიან ავიწყდებათ მარტივი ჭეშმარიტება , ჩახუტება, მოფერება , მოსმენა ... ზოგ დედას სიკვდილი აშორებს შვილთან ,ზოგი კი თავად ტოვებს საკუთარ სისხლსა და ხორცს სიჩუმე იყო, განათებულ ქალაქს ვუყურებდი და ვაპირებდი ჩემი მძინარე ფისოს მდგომარეობა გამეზიარებინა. როგორ უდარდელად ეძინა თავის საწოლში , არავინ და არაფერი აინტერესებდა . ვუყურებდი , სიჩუმეში მხოლოდ ჩემი და მისი სუნთქვის ხმა მესმოდა კარზე რომ დააკაკუნა. მივხვდი ვჭირდებოდი, ვიგრძენი მისი აჩქარებული გულისცემა და ფეხშიშველი გავიქეცი , გასაღები ისე გადავატრიალე არ დამინახავს ვინ იდგა კართან -ჯანო ? - გამიკვირდა. მის დანახვას არ ველოდი, ბოლო დროს ის და ნინუცა კარგად იყვნენ და მე კარგახანს არ ველოდი სახლში მის ვიზიტს ის კი ისეთი არეული მიმზერდა როგორც არასდროს -ლილი - ისე მიყურებდა, ისეთი ხმა ჰქონდა შემეშინდა. ტკიოდა და ვერ ვხვდებოდი ამჯერად რა მოხდა მის თავს. ფხიზელი იყო,ფიზიკურად საღ-სალამათი ,მაგრამ რაღაც დიდი, გადაულახავი ტკივილი უკლავდა გულს -წყალი მინდა- კარგად ნაცნობი გზა გაიარა, დივანზე დაჯდა და აკანკალებული ხელები მუხლებზე დაიწყო . ხელისგულებს ნერვიულად ისვამდა ფეხებზე , ჭიქა გამომართვა , ბოლომდე დაცალა და შემდეგ მუშტები შეკრა- შევხვდი ... ბედის ირონიაა რომ მის სახლში აღმოვჩნდი, მის შვილებს ვიცნობ . იმ ქალის შვილებს ვიცნობ , გოგოს ნიშნობაზე აღმოვჩნდი და ვერ მიცნო. მე მის წინ ვიყავი , ის ისეთი ბედნიერია მშვიდად ცხოვრობს თავის ქმარ-შვილთან ერთად და საერთოდ არ ფიქრობს ჩემზე, თავის მიტოვებულ.... მიგდებულ შვილზე- ხმა ჩაუწყდა, ბრაზი, ტკივილი ყველაფერი ერთად აწვებოდა ყელში. თვალები აემღვრა, იმდენად უმწეო იყო არ ვიცოდი რა უნდა გამეკეთებინა . დედას შეხვდა, ქალს რომელმაც წლების წინ მიატოვა და ახლა სულარეული მოსვენებას ვერ პოულობდა -ჯანო ... შენ დარწმუნებული ხარ ?- საშინელი კითხვა დავუსვი, ვიცი და კიდევ უფრო მეტად მტკივა ახლა -სასაცილოა, მაგრამ დარწმუნებული ვარ ... ზუსტად ჩემნაირი თვალები აქვს . ახლა ისე მეზიზღება ეს თვალებიც, სიცილის დროს აბრჭყვიალებული, დაწვრილებული თვალები...მისი კისკისი , სახლში ფუსფუსი . ოჯახის ქალის, დედა დიასახლისის როლი ეს სიყალბე ,რომელიც ყალბი არაა გესმის? ისაა რაც მე უნდა მქონოდა, რაც ჩემთვისაც უნდა მოეცა მეც ხომ მატარა მუცლით ცხრა თვე მთელი 7 წელი ხომ მზრდიდა...ასე ცოტაა ? ნუთუ ოდნავადაც არ შევუყვარდი. როგორ შეეძლო სასიძოს მოფერებოდა, მისთვის ეთქვა თბილი სიტყვები მაშინ როცა მე , მე არ მახსოვს...საერთოდ არ მახსოვს მისი შეხება . მეზიზღება ... ისიც და საკუთარი თავიც. მძულს , მძულს - უნდოდა ყველაფერი დაემსხვრია, მაგრამ იაზრებდა სად იყო და მუშტებს ფეხებზე ირტყამდა სანამ მაჯებზე თითები არ შემოვხვიე -შემომხედე ... ჯანო თავი ასწიე და შემომხედე - შეკრული მუშტები გავაშლევინე, ხელს არ ვუშვებდი, ვცდილობდი ხმა გამეკონტროლებინა რომ როგორმე დამყოლი გამხდარიყო. შემომხედა და სუნთქვა შემიკრა. მისი ლამაზი ცისფერები წყვდიადში იყო ჩაძირული , ტკიოდა , წარმოუდგენლად ტკიოდა და არავის არაფერი შეეძლო - შენ არაფერ შუაში ხარ . ის შენ გამო არ წასულა ... ღრმად ისუნთქე , იფიქრე იმაზე ვინც ხარ . რაც შეძელი მის გარეშე, ყველას გარეშე , მარტომ -რა შევძელი ... რა ჯანდაბა შევძელი . როგორ შეუძლია ისინი უყვარდეს და მე არა... მე რამე დავუშავე ? ბავშვი ვიყავი, პატარა სულელი ბავშვი ,რომელსაც დედა სჭირდებოდა -სჭირდებოდა , უნდოდა მისი მოფერება, ჩახუტება, გვერდით ყოფნა, მაგრამ არ იყო. მის გარეშეც შეძელი აქამდე მოსვლა , შენ გულს უყვარს ჯანო . შენ არ გაიყინე, არ დაიკარგე შენ- რა უნდა მეთქვა კიდევ, ფიქრს ვერ ვასწრებდი -შენ იმაზე ძლიერი ხარ ვიდრე ნებისმიერი ვინც დედის კალთის ქვეშ იზრდებოდა -არ მინდა , არ მინდა ეს ძალა...არაფერი მინდა ახლა მისი სიყვარულიც არ მჭირდება. მაგრამ აუცილებლად გავუსწორებ მზერას და ვეტყვი ვინ ვარ . ვკითხავ რატომ წავიდა, არასდროს ვაპატიებ , დედა არასდროს გახდება ,მაგრამ ერთხელ და სამუდამოდ გავიგებ მთელი ბავშვობის საიდუმლოს , ამბავს რომელიც დღემდე ტვინს მიღრღნიდა -აუცილებლად უნდა ისაუბროთ ... -როგორ შეუძლიათ ქალებს საკუთარი შვილების დატოვება ლილი ? - ჩუმად იყო , ცრემლები შეიმშრალა და თავი უკან გადასწია . მის წინ ვიჯექი გაყინული, არეული, საკუთარი უსუსურებით შეშლილი. არაფერი შემეძლო, მისი ტკივილის გასაქრობად ძალა არ მქონდა -არ ვიცი ... მე ალბათ ვერასდროს გავიგებ როგორია როცა შენში ახალი სიცოცხლე იზრდება . რთულია,შეუძლებელია სხვის ნაცვლად პასუხის ქონა ,ჯანო -შენ აუცილებლად უნდა გყავდეს შვილი ,ლილი - ისევ შემომხედა. უცებ წამოდგა, აღარ ცახცახებდა,მაგრამ კარგად არ იყო - დაიძინე ლილი , გვიანია უკვე - ისე შემომხედა იმ ერთი წამით ვიფიქრე რომ ჩახუტება უნდოდა, მაგრამ ვერ მოვახერხე დროულად გააზრება და მოქმედება. დამტოვა, წავიდა და მხოლოდ უკან გაყოლა მოვახერხე -ჯანო ... -არ ინერვიულო , ნინუცასთან მივდივარ , მჭირდება ... უბრალოდ ასე ვერ მივიდოდი -ღია კარში იდგა უკვე, თავი რომ შემოაბრუნა და მსუბუქად გამიღიმა- შენ სხვა სიმშვიდე მოგაქვს წავიდა. სუნთქვაშეკრული დამტოვა და სირბილით ჩაუყვა გრძელ კიბეს. ალბათ მართლა ნინუცასთან მივიდოდა, ჩუმად მოუყვებოდა ამბავს რომელიც გადახდა, დეტალებს ეტყოდა ან არ ეტყოდა , მას ცაეხუტებოდა, აკოცებდა და იპოვნიდა სიმშვიდეს,რომელიც მხოლოდ საყვარელი ადამიანის მკლავებს მოაქვს . შემცივდა , თითქოს სახლშიც შემოვიდა ზამთრის სუსხი ისე გავიყინე. ცარიელ ოთახებს მოვავლე მზერა და საკუთარ სხეულს შემოვხვიე ცივი ხელები . ............. დღეები მდორედ მიდიოდა, ნაცრისფერ დღეებს განწყობაც ასეთივე მოჰქონდა. სალომე მოვიდა გაკვეთილების დრო იყო და გამიკვირდა მისი ადრიანად ხილვა. ისევ მოწყენილი მეჩვენა, მე კი იმედი მქონდა რომ კიდევ დიდხანს არ ვიხილავდი ჩემს ოთახში . სავარძელში ჩაჯდა და ამღვრეული თვალები გამისწორა -რატომ მტოვებენ ამ სკოლაში ... წამიყვანონ ხომ შეიძლება ან ნუ ჩამრთავენ ამ რაღაც სულელურ ჯგუფურ შეჯიბრებებში სადაც სხვა ბავშვებს უნდათ თავის გამოჩენა. არ ვიცი რა უნდა ვქნა, ჩუმად ვიჯექი , არაფერს ვამბობდი , მასწავლებელმა მითხრა თუ არ მოაგებინებ გუნდს არცერთს ვაღირსებ ქულასო და ბოლოს მაინც მე გამოვედი დამნაშავე. რატომ არ გვადროვე პასუხების მოფიქრებაო , შენს გამო ჩვენ ჩრდილში ვრჩებით და ტყუილად ვიმეცადინე ამდენიო? მეჩხუბეს , ყველამ ერთად იცის ხოლმე ყაყანის დაწყება და მე სუნთქვა მეკვრის - თითებით მხრებს ეხებოდა, მოიკეცა თითქოს ისევ თავს იცავდა- სულ მეშინია მათი...ველურებივით ხდებიან და ჩემზე იყრიან ჯავრს იმის გამო რომ მასწავლებელი დაბალ ნიშნებს უწერს . სულ ერთი წრეა , ერთი ჯოჯოხეთური წრე. მინდოდა სხვა სკოლაში მაინც წავეყვანე,მაგრამ მაშინ დირექტორი არ დათანხმდა. იმდენხანს ისაუბრეს ბოლოს დამტოვეს, ვინ გაუშვებს ჩემნაირ იარაღს ხელიდან ... აკაკიც უარს იტყვის ალბათ . მშობლებს არ უნდათ ახალ ადგილას გადამიყვანონ ,სახლიდან შორსააო , ახალი მოსწავლეები, მასწავლებლები და სიტუაცია იქნებაო. თვითონ ვერ გამაკონტროლებენ და ამის ეშინიათ, თავიდან ეზარებათ ყველას გაცნობა - ისევ იქ დავბრუნდით საიდანაც დავიწყეთ . სამწუხაროდ დამოუკიდებლად ბრძოლა ამდენი ადამიანის წინააღმდეგ შეუძლებელი იყო . მათგან შორს თავის დაჭერაც არ გამოსდიოდა, სხვა რამ უნდა გვეცადა -სხვა სკოლაში გადასვლა ერთადერთ გამოსავლად გესახება? -ვიცი იქაც იქნებიან ბავშვები ვისაც გავაღიზიანებ. მასწავლებლები რომლებიც ასე არასწორად შეაფასებენ ...მაგრამ ვიცი სკოლა სადაც სხვა სწავლების სტილია. გაკვეთილებიც ასე არ ტარდება, ჯგუფებს თავად ავირჩევ . მინდა შევცვალო, ცოტა ხნით მაინც მქონდეს იმედი მშვიდად ყოფნის -როგორ გგონია რა გჭირდება მიზნის მისაღწევად -მშობლებთან საუბარი , რომლებიც არასდროს მისმენენ. მხოლოდ კითხვებს მისვამენ ან საერთოდ არ მაქცევენ ყურადღებას. მაწვდიან ათასნაირი ვიტამინით სავსე კერძებს, ახალ-ახალ სასმელებს და ჰგონიათ,რომ ასე ზრუნავენ ჩემზე. -მათ არ იციან შენ რა გჭირდება, ვერ ხვდებიან და დროა უთხრა . მიიქციო მათი ყურადღება, აიძულო მოსმენა და ზუსტად აუხსნა რას გრძნობ -არა , არ შემიძლია , ვერ შევძლებ ... ხომ იცით როცა ვნერვიულობ როგორ ვიბნევი და მერევა აზრები . როცა რაღაც კონკრეტული არ არის რაც ზუსტად ვიცი ...არა , არ შემიძლია -შენ ზუსტად იცი რაც გინდა, რაც გაწუხებს და ისევე მტკიცედ უნდა ჩამოაყალიბო სათქმელი როგორც რაიმე კონკურსზე გასვლისას. წარმოიდგინე რომ დებატებში ხარ და უნდა დაამტკიცო რამდენად მძიმედ მოქმედებს შენზე მათი საუბრები...დამოკიდებულება. ზუსტად ხარ გარკვეული იმაში რაც არ გინდა რომ იყოს შენს ცხოვრებაში -გგონიათ შევძლებ? - იმედი გაუჩნდა -სცადე , ერთხელ თუ არ გამოგივა კიდევ გაიმეორე, უფრო მეტი არგუმენტი მოუყვანე. ყველაფერი თქვი რასაც გრძნობ, აუხსენი რა გჭირდება ...ისინი შენზე ზრუნავენ , უყვარხარ, ამაყობენ უბრალოდ უნდა გაიგონ რა გინდა , რით დაგეხმარონ -აუცილებლად ვეტყვი ... მე ნონასთან ისე კარგად ვარ. ისე მომწონს მასთან საუბარი , იქედან სახლში წასვლა აღარ მინდება. იმედია ბატონი აკაკი გამიშვებს და არ დაარწმუნებს ჩემებს რომ საჯარო სკოლაშიც არის ჩემთვის საინტერესო გარემო. მისი მაინც მეშინია, დაჩიც მაბნევს ... ვერაფერი გავუგე მაგ ბიჭს- წარბები შეჭმუხნა და ისეთი საყვარელი გახდა გამეღიმა. ლოყები აუწითლდა - სულ არ ჰგავს არავის -არც შენ ჰგავხარ სხვას ... -ხო ჩემნაირი სუსტი, არავინაა -შენ გაქვს ძალა სისუსტის გასაქრობად ! -ვიცი, განა ვერ ვიაზრებ რა დიდი იარაღია ჩემს გონებაში? მაგრამ არ შემიძლია, რამდენად ჭკვიანიც ვარ იმდენად სულელურად ვიქცევი ცხოვრებაში -დრო გჭირდება, წორად გადადგმული პირველი ნაბიჯები -ნონასთან წავალ, დავმშვიდდები და ვეცდები ვახშმის დროს ვთქვა ყველაფერი -თავს ძალას ნუ დაატან და გეგმას ნუ შეუდგენ. როდესაც სიტყვები წამოვლენ არ გაჩუმდე, საუბარი დაიწყე ასე გამოგივა - არ მინდოდა გონებაში სათქმელი ტექსტი შეედგინა და ისე გასულიყო როგორც სასამართლო სხდომაზე- ისინი შენი ოჯახის წევრები არიან -წავედი ... რა საინტერესოა ისე გავდივარ რომ ბატონი დაჩი არ შემოგვეჭრა- რომ წამოდგა ისევ გაახსენდა დაჩი , ლოყებიც აუწითლდა. ელოდა? -შემატყობინე სიახლეები ... - აუცილებლაად- კარი გააღო, ზურგით იდგა, ნაბიჯი გადადგა და დაეჯახა კიდეც დაჩის. სიცილი როგორ შევიკავე ვერ გეტყვით, აფართხალებული გოგო ერთი ხელით ეჭირა, მუცელზე მოხვეულ მკლავს არ უშვებდა და წარბშეკრული დაჰყურებდა-რა ... შენ რა მოჩვენება ხარ? -არ გეჩვენები , დაიმშვიდე გული -ხელი გაუშვა და ოთახში შემოიხედა- ლილი შენი ოთახი მსუბუქი გონების მქონდე ადამიანებზე უკუჩვენებებს ავლენს -მსუბუქი ჩემს გონებას უწოდა? - დაჩი შემოვიდა და სავარძელში ჩაეშვა სალომე კი ისევ ზღურბლზე იდგა და გაფართოებული თვალებით მიყურებდა -ნახვამდის ... შენი დრო ამოიწურა. ნუ ეგოისტობთ გოგონა , გვადროვეთ -ხელით ანიშნა კარი მიხურეო . მანაც ხმაურით მიიჯახუნა კარი და წავიდა -როგორ იქცევი ? -დედაჩემთანაა ყოველდღე, რა უნდა? -ეჭვიანობ? -რა ხუმარა ხარ ხოლმე , ლილი -სად არის ჩემი დონატები? -სახლიდან არ მოვდივარ ... ნონა გამებუტა და საკონდიტროში მისვლას არ ვგეგმავ უახლოესი რამდენიმე კვირის განმავლობაში- სიგარეტის ღერი, მისი საყვრელი საწამლავი მოიმარჯვა და მოწევა დაიწყო -რატომ გააბრაზე ნონა? -გაბრაზდა-თქო არ მითქვამს . ემოციებისა და გრძნობების გაანალიზება შენი საქმეა გეცოდინება განსხვავება. დედას გაბრაზება არ შეუძლია -გაბრაზება ყველას შეუძლია -დამიჯერე ნონა მე ვერ მიბრაზდება...ის არაა ჩვეულებრივი დედა და ქალი -გითქვამს როგორ გიყვრს? - მართლა ძალიან მაინტერესებდა ამ სიტყვას საერთოდ თუ იყენებდა დაჩი -ეს ხომ ისედაც აშკარაა... შეიძლება ნონა არ მიყვარდეს? -ყველას გვჭირდება ცხოვრებაში ერთხელ გრძნობების სიტყვებით აღწერა -მე ვერ ვიტან ამ უაზრო სიტყვებს - მაჯაზე მორგებულ საათს დახედა და წამოდგა . რატომ მეგონა,რომ საუბარს გავაგრძელებდით არ ვიცი . -როგორ ხდება ისე,რომ სალომეს ვიზიტს ყოველთვის შენ ასრულებ- ქვემოდან ავხედე, კართან გაჩერდა და გვერდულად გამომხედა -ვინ იცის რა კავშირია ჩემსა და მას შორის , პიტნის ჩაის გარდა - თვალი ჩამიკრა და წავიდა. ................ ლაშას მეორე ვიზიტს იმ დროს არ ველოდი. ისევ არეული შემოვიდა, მომესალმა სავარძელში მოთავსდდა და მზერა გამისწორა -მიდის ... - სულ ერთი სიტყვა ატარებდა მთელს მის სევდას -დრო სწრაფად გავიდა , არა ? -მაგრამ საკმარისი აღმოჩნდა მის მისაღებად, ყოველდღიურობის ნაწილად ვაქციეთ. შევეჩვიე, ძლივს მივიღე და ახლა ისევ მიდის. იმაზე მეტად მტკივა ვიდრე მაშინ... ადრე ვერ ვიაზრებდი, ბავშვი ვიყავი ვერ ვხვდებოდი ჩემოდანს რომ ალაგებდა სად მიდიოდა. ჩვენ რომ დაგვტოვა ამან გამაბრაზა . გვიან მივხვდი,რომ არ დაბრუნდებოდა ...სულ სხვაა ახლა გამოცდილება არ მაქვს. თითქოს უნდა ვიცოდე უკვე , კარგად ვცნობდე ამ შეგრძნებას,მაგრამ ისე არ არის როგორ ადრე -სამწუხაროდ არსებობს გარდაუვალი ტკივილი , რომელსაც უნდა შევეჩვიოთ. დაველოდოთ -ეს არასდროს შეიცვლება... დრო ასე გავა. ჩვენ მუდამ გვექნება მოთხოვნილებები, ის მანამ იმუშავებს სანამ შეეძლება და რომ დაბრუნდება დედა აღარ იქნება, უბრალოდ ნაცნობი იქნება ყველასთვის . ეს ფაქტი მაგიჟებს -შენ შეძლებ მის სანახავად წასვლას , უფრო ხშირად ვიდრე აქამდე -და კიდევ უფრო გართულდება განშორება, ყოველ ჯერზე მეტად მატკენს -ტკივილს რომ გაექცე ხომ ვერ დაივიწყებ მის არსებობას -გამოდის უნდა შევეჩვიო, ვიპოვნო გზა რომელიც დედას ვერ დამიბრუნებს ისე როგორც მინდა, მაგრამ გრძნობას არ გამიქრობს ... მეზიზღება ასეთი ცხოვრება. ვერ ვიტან მამაჩემს, სულ უფრო მეტად მაღიზიანებს . ეს მარაზმი, ეს ტყუილები, ეს ფარისევლობა. ის არაფერს გრძნობს, მისთვის დედაჩემი არავინაა ბანკომატია ვისგან შორს ყოფნაც ურჩევნია. ახლაც როცა დედა სახლში იყო ის ვიღაცებს ხვდებოდა, რამდენჯერმე სახლში საერთოდ არ დაბრუნდა -შენი აზრით დედა როგორ გრძნობს თავს -ის ყველაზე მძიმედაა,მაგრამ თავს იტყუებს. ილუზიაში ცხოვრება, თვალების ახვევა , ყურების დახშობა და ისე ინერციით გზის გაგრძელება ყველაზე კარგი გამოსავალია ? არ ვიცი, არამგონია,მაგრამ მან ეს გზა აირჩია. ასე გრძელდება მისი ცხოვრება , თავის მოტყუებაში -რა გინდა რომ უთხრა , რა არის რაც სულს გიხუთავს - ფეხს ნერვიულად ათამაშებდა, თითებს იმტვრევდა და წყალს ხშირად სვამდა -მინდა დრო უცებ გავიდეს, უცებ გავიღვიძო ზრდასრულ კაცად ვისაც შეეძლება პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღება, მატერიალური უზრუნველყოფა დედას დაბრუნება მისი ჩემ ყოველდღიურობად ქცევა ... ნამდვილი ემოციებით, სიყალბისგან შორს . მისი გამოფხიზლება მინდა , მისი სიამაყის დანახვა . მინდა მამას გაშორდეს - ბოლო სიტყვები რომ თქვა თითქოს ლოდი მოშორდა. ახალი კარი გახსნა ,პირველად გააჟღერა საკუთარი სურვილი ხმამაღლა და არ ნანობდა . ნამდვილად სურდა ეს ყველაფერი მომხდარიყო -ჩვენ ვისაუბრეთ საჭიროებებზე, გარდაუვალ განვითარებაზე რომელსაც გვერდს ვერ ვუვლით ... დედა ამიტომ წავიდა . ხომ ასეა -ჩვენი კეთილდღეობისთვის ... მატერიალური უზრუნველყოფა, კომფორტი , შესაძლებლობები სასაცილოა . მდგომარეობის დასტაბილურება სამი -ოთხი წლის შემდეგ შეძლეს , მაგრამ მაინც არ დაბრუნდა. შეეძლო ჩამოსულიყო, გაეგრძელებინათ იქედან სადაც გაჩერდნენ,მასთან გავიზრდებოდით , სხვანაირად იქნებოდა ყველაფერი,მაგრამ სულ უფრო იზრდებოდა მისი გეგმები. თითქოს თავადაც აღარ უნდოდა დაბრუნება, შეეგუა იქ ყოფნას ....მე ზოგჯერ მგონია,რომ აქ სუნთქვა უჭირს. თავადაც ვერ ეჩვევა ,წასვლა უნდა აღარ უნდა ეს ცხოვრება ურჩევნია იქ იყოს თავისი საქმე გააკეთოს და იცხოვროს სულ სხვა სამყაროში -ყველას საკუთარი სიმართლე აქვს , გრძნობები რომლებსაც ვერავის უმხელენ. ჩვენ არ ვიცით რა ხდება დედაშენის ან მამაშენის გონებაში. რატომ აგრძელებენ ასე ცხოვრებას, რატომ არ იქცევიან სხვაგვარად . იქნებ ესაა მათი კომფორტის ზონა -კი მამასთვის ნამდვილად კომფორტის ზონაა, მანამდე დედა დიასახლისი იყო სამ შვილს უვლიდა, ათას რამეს აკეთებდა როცა მამა თეთრების გამო მუშაობდა. შემდეგ მორჩა მისი წამება, ოფლის ღრვრა და მუდამ იმაზე დარდი თუ როგორ ერჩინა ოჯახი. დედაც აღარ იყო სახლში გამოკეტილი, არ ითვლიდა თეთრებს თვიდან თვემდე ... ბევრი რამ შეიცვალა მათთვის . იმდენი რამ მოხდა - გაეცინა, თავი უკან გადასწია- აღარ ვიცი რა ვიფიქრო. იმდენი აზრია, იმდენი მხარე, იმდენი პირობა ... ყველაფერი გარემოებების ბრალია ? დამნაშავე სულ სხვადასხვა ვინმეა მე კი მაინც ცუდად ვარ. შედეგი არ იცვლება -ამიტომაც შეუძლებელია კონკრეტული ერთი გამოსავალი წარმოიდგინო , წარსულში დაბრუნების უფლება რომ გვქონდეს მაინც მოხდებოდა რაღაც მძიმედ გადასატანი... მსგავს პრობლემებს ერთი დამნაშავე არასდროს ჰყავთ . ყველა ცდილობდა ხომ ასეა, მამაც ხომ არ არის ის კაცი ცოლი და შვილები რომ არ უყვარდეს -არა , ის ზოგჯერ ისე ზრუნავდა ჩვენზე მანამდე ვერ წარმოვიდგენდი თუ შეეძლო ამდენი ემოციის გამოხატვა. გაციების დროს ღამეს გვითევდა, შეშინებული დარბოდა ძმრიანი წინდებით ხელში ... მე ყველაფერი მახსოვს , უმადური არ ვარ , მაგრამ ისიც ფაქტია ,რომ მათი ცოლ-ქმრობა ფარსია . ისეც შეუძლია ორივეს იყოს კარგი მშობელი -განქორწინების შემთხვევაში როგორ გგონია რა მოხდება -მამა ვეღარ იმუშავებს ისე როგორც ადრე ... ჩვენი სიღარიბის მიზეზი სწორედ მისი ავადმყოფობა გახდა. მშენებლობაზე მუშაობდა, სიმაღლიდან გადმოვარდა და მისი გადარჩენა ძლივს მოახერხეს . დედას სხვა შემთხვევაში არ გაუშვებდა- ისეთ რამეს ხედავდა რაზეც მანამდე არ უფიქრია - მასაც საშინლად უჭირდა დედას გარეშე ცხოვრება . დედა ახალი წასული რომ იყო სახლში შემოსვლისას ინსტიქტურად ეძახდა , სხვანაირი გახდა... ყველა და ყველაფერი სხვანაირია -საბოლოო ჯამში ყველას ჩვენი ტკივილი გვაქვს არა? ჩვენი ფიქრები, ემოციები, სევდა ... გამოსავალი კი რთული საპოვნელია -რა უცნაურია არა? ღალატის გამართლებაც კი შესაძლებელია თუ ასე მოვინდომებთ -ღალატი სწორი არჩევანი არასდროსაა, მაგრამ ზოგჯერ სხვა გზა არ არის ... ადამიანებს სისუსტის გამო თუ განვსჯით, თუ შევიძულებთ, თუ ვუარვყოფთ განა ჩვენ ვიქნებით მართლები ? -დიდი ხანია მამას ნორმალურად არც ველაპარაკები ... ყოველ ჯერზე მტკიოდა საკუთარი ქცევაც და მისი მზერაც. არაფერი უთქვამს, არასდროს უჩხუბია , თითქოს იცის საკუთარი დანაშაული და ჩვენიც ესმის . ჯიუტად არ ვწყვეტდდი მის დასჯას მიუხედავად იმისა,რომ ის არ არის ცუდი მამა. ადრე დაღლილ-დაქანცულიც ცდილობდა ჩვენთან თამაშს, მოფერებას ... თავისთვის იშვიათად ყიდულობდა რამეს ფეხსაცმელიც არ ეცვა ხოლმე მრთელი და ჩვენთვის, სამივესთვის სათამაშოები მოჰქონდა - თვალები აემღვრა. ბრაზისგან დაბინდული გონება გაუნათდდა , იხსენებდა იმ მოგონებებს რომლებიც ბოლო დროს საერთოდ დაივიწყა- მანაც ჩემსავით იცოდა რომ დედა მალე წავიდოდა ...იქნებ მასაც ეშინოდა შეჩვევის ,მისი თავიდან დაკარგვის -ჩვენ უნდა ვცადოთ ჩვენი წილი ტკივილი ავარიდოთ , როგორმე ავირჩიოთ სწორი გზა იმ გარემოებებში რომელსაც ცხოვრება ჩვენგან დამოუკიდებლად ქმნის. ესაა ერთადერთი გამოსავალი, ჩვენ არ გვაქვს სხვისი ჩადენილი წარსული შეცდომის გამოსწორების საშუალება , მაგრამ შეგვიძლია მომავალი შევცვალოთ . გავაკეთოთ ისე,რომ ტკივილი შეგვიმსუბუქდეს და არ გაღრმავდეს -მათაც ჰქონდათ გეგმები, მეც ხომ არ ვიცი რა მოხდება. იქნებ სწავლასაც არ აქვს აზრი... -აზრი ყოველთვის აქვს რაღაც კარგის კეთებას...სწავლა კი ცუდი არასდროს იქნება თუ ძალდატანებით არ ვაკეთებთ, თუ სიძულვილს არ იწვევს ჩვენში -მე ბევრი გეგმა მაქვს, მიზანი და მომწონს ყოველი წინ გადადგმული ნაბიჯი -შიში ბუნებრივია, მაგრამ პარანოიად არ უნდა გვექცეს . ცუდზე ფიქრი ყველაფერს ართულებს ... გააკეთე ის რაც მოგწონს, რაც გახარებს და დადგება ის ნანატრი დროც როდესაც ისევ მთელი ოჯახი ერთად იქნებით . სიყალბის,დაკარგვის შიშისა და დროზე დაკვირვების გარეშე -მგონი დროა სახლში დავბრუნდე და ვეცადო ბოლო დღე ყველამ მშვიდად გავატაროთ. მომენატრა ის მუხტი რაც მუდამ იყო ჩვენთან -დადებითი მუხტის შესაქმნელად დრო არასდროს უნდა დაკარგო - პრობლემის გადასაჭრელად დროის შემცირება ზოგჯერ შეუძლებელია, მოვლენების დაჩქარება წარმოუდგენელი , მაგრამ ლოდინის გამარტივებისთვის საჭიროა ყველაფერი გააკეთო, რომ გაუძლო, გადაიტანო, მოითმინო და რაც შეიძლება მეტი მომენტი გამოიყენო. .......... -გამომივიდა ... შევძელი არ მჯერა . მგონია, რომ სიზმარში ვარ - ისეთი აჟიტირებული იყო მხოლოდ მოსმენა და ლოდინი დამრჩენოდა. ვუყურებდი ტელეფონის ეკრანიდან და მიხაროდა მისი ემოციები, მიზეზს მნიშვნელობა ეკარგებოდა მთავარი იყო შედეგი- მითხარი რომ არ მესიზმრება , გთხოვ მითხარი -ჯერ შენ მითხარი რა ხდება და შემდეგ ვნახოთ -ყველანი სახლში არიან... მთელი ოჯახი ვახშმისთვის ემზადებოდა. როგორც ყოველთვის დედა და ბებია აპირებდნენ სუფრის გაშლას მეც რომ ჩავედი . ჯერ ვთხოვე დაგეხმარებით-თქო, მითხრეს არაოო , შენ დაისვენე დაღლილი იქნებიო , როგორც იციან ხოლმე , მაგრამ შევეწინააღმდეგე. არ დავნებდი, თეფშები ხელიდან ავაცალე და მაგიდა ლამაზად გავაწყვე. ღმერთო კიდევ კარგი არაფერი გამიტყდა, როგორ მოვახერხე გაყინული ხელებით არ ვიცი. გაკვირვებულები მიყურებდნენ მერე სკოლაზე დავიწყე საუბარი. იმ სკოლას ვახასიათებდი, აღვწერდი, დავაყოლე დირექტორს ვესაუბრე და სიამოვნებით მიმიღებენ-თქო . წარმოგიდგენია? გაგიჟდნენ , უჩვენოდ როგორ გააკეთეო. ჩვენ არც კი ვიცით რაზე საუბრობო. ისტერიკა დაეწყოთ მე კი მშვიდად ვცდილობდი ამეხსნა, შემდეგ აღარ გამომივიდა ავნერვიულდი. უკან დახევის სურვილი გამიჩნდა, გაქცევის და ოთახში ჩაკეტვის,მაგრამ სიტყვები არ ჩავყლაპე ყველაფერი ვთქვი. სულ ყველაფერი, აღარც მახსოვს რა ვილაპარაკე, რაც ტვინში მომდიოდა ვამბობდი. ვტიროდი, ვკიოდი, ვუხსნიდი ვაჩუმებდი ყველას ვინც მეწინააღმდეგებოდა და ბოლოს ... ღმერთოოო ბოლოს გამოვიდა. გაიგეს , მიხვდნენ როგორ ცუდად ვარ . ჩემი ძმები, ვაიმე ჩემი ძმები საოცრებები არიან . გადაირივნენ აქამდე ვერ გვითხარი თუ ასე გაწუხებდითო? იმ სკოლაში საერთოდ რატომ დარჩი ასე თუ არ მოგწონდაო, დამიცვეს ... დედა და მამა დაარწმუნეს აიძულეს მაშინვე ეთქვა თანხმობა . ვგიჟდები მათზე , ყველა უზომოდ მიყვარს. ბებო ისევ ქოთქოთებდა, ნერვიულობა დაიწყო ყველაფერი ისევ ძველებურადაა ,მაგრამ სკოლიდან წავალ და იმდენს აღარ ილაპარაკებენ ჩემზე. ტრაბახი ოფიციალურად ავუკრძალე , დამპირდნენ გადავეჩვევით როგორმეო , ვუთხარი ჩემს ძმებზე გადაერთეთ, ცოტა ჩემზეც ისაუბრეთ რომ გაანაწილოთ ენერგია -თქო . ასე კარგად ბოლოს როდის ვიყავი არ მახსოვს, ხომ ვიცი ამით არ მორჩა ჩემი პრობლემები,მაგრამ ცვლილებების დროა -უკვე მოხდა მთავარი ცვლილება... შენ გაიმარჯვე , საკუთარ თავს აჯობე და თქვი ის რაც ასე გამძიმებდა. ყოჩაღ ,გამოგივიდა -ნამდვილად ... შევძელი - საწოლზე დაეშვა . სახე უცინოდა, ისეთი ნათელი იყო იმდენად თავისუფალი - ვაიმე რა დროა, მე კი დაგირეკეთ, გაგაღვიძეთ? როგორ მრცხვენია - ისევ გაწითლდა, ისევ დაიბნა, მაგრამ სულაც არ იყო საჭირო ამ გრძნობების გაქრობა, უხდებოდა სიწითლე მის ღაწვებს-ვთიშავ, მორჩა ხვალ...ხვალ შემოგივლით აუცილებლად. მიყვარხართ -ხვალ გნახავ... მეც მიყვარხარ . მშვიდი ძილი არ ვიცი რამდენად შეძლებდა მშვიდად დაძინებას იმ ემოციების ფონზე რაც დაუგროვდა , მაგრამ ვიცოდი ახალი საფეხურის გავლის შემდეგ დაიწყებოდა რაღაც სხვა , ჯერ კიდევ გამოუცდელი შეგრძნებები... .................... მინდა კიდევ ერთ გამორჩეულ გოგონაზე გიამბოთ,მაგრამ არ ვიცი მისი გარეგნობა უნდა აღვწერო თუ დიალოგით დავიწყო. ბევრი რამ მინდა ვთქვა , არ მინდა რაიმე გამოვტოვო ამიტომ ვეცდები დეტალურად აღვწერო -ლილი ,ხომ ? - ნაზი, ქალური ხმა . ციმციმა თვალები, აპრეხილი გრძელი წამწამებიდან ლურჯი სფეროები ანათებდა . წარბების ფორმაც კი დახვეწილი ჰქონდა, ცხვირის მარჯვენა ნესტოზე პატარა თვალი, ხოლო ყურის ნიჟარაზე ბევრი სხვადასხვა ფორმის საყურე ეკეთა. მისი შესწავლა ერთი თვალის შევლებით შეუძლებელი იყო, სურვილს გიჩენდა რომ ყველა დეტალი შეგესწავლა -დიახ -მე იოანა მქვია -სასიამოვნოა სავარძელში დაჯდა, ფეხი ფეხზე გადაიდო და ისე დამაკვირდა თითქოს ჩემს სახეს შეისწავლიდა. მე მის მსგავსად ნამდვილად არ გამოვიყურებოდი, არც დახვეწილი მაკიაჟი მქონდა, არც მოდის ბოლო ტენდეციის მიხედვით მეცვა მისგან განსხვავებით ნაკლებად ვაკვირდებოდი და ვზრუნავდი სხეულის ყველა ნაწილზე. ის კი დამიჯერეთ თმის ღერიდან ფეხის ფრჩხილამდე მოწესრიგებული იყო. ხომ არსებობენ გოგონები რომლებიც ბევრ გამოცდილ კოსმეტოლოგს, ვიზაჟისტს და სტილის შეედრებიან ასეთი იყო იოანა . -თქვენ არ ჯდებით ჩემს გემოვნებაში , მაგრამ მაინც გადავწყვიტე თქვენთან საუბარი - პირდაპირი იყო , გამეღიმა -ბევრია ისეთი ვინც თქვენს გემოვნებას აკმაყოფილებს ? ისიც მაინტერესებს რას გულისხმობთ ზუსტად- ვიცოდი, მაგრამ მაინც უნდა დავრწმუნებულიყავი. მაინტერესებდა როგორ აღწერდა ადამიანებს ვისთანაც ურთიერთობდა -ყველასთან ხომ ვერ მექნება ურთიერთობა, ვმეგობრობ მათთან ვინც მგავს , ვისთანაც საერთო მაქვს თუნდაც ჩაცმის სტილი, ხასიათი, ქცევა ... სხვაგვარად ხომ კომფორტულად ვერ ვიქნებით -მეკითხებით თუ დარწმუნებული ხათ...გიცდიათ თქვენგან სრულიად განსხვავებულ ადამიანთან მეგობრობა? -არა , არ მიჩნდება სურვილი -მე და თქვენ განვსხვავდებით ,მაგრამ მაინც აქ ხართ . რატომ ჩემთან და არა სხვა ,რომელიმე თქვენს მეგობართან -იმიტომ რომ მათთან საუბარი შეუძლებელია ... არ ვენდობი. თანაც საქმე მეტად ჩახლართული და დელიკატურია იმისთვის რომ ჭორაობის თემა გახდეს . შეიძლება ითქვას რომ საიდუმლოა რომლის გამჟღავნებაც არ მსურს -თქვენც ასეთი ხართ? საიდუმლოს შენახვა არ შეგიძლიათ როგორც თქვენს მეგობრებს? -რთულია საიდუმლოს შენახვა... უფრო ვერთობი როდესაც რაღაც ბომბ ამბავს ვააშკარავებ. სანახაობა იწყება და მეც ვმხიარულდები . არ დავუშვებ ჩემი ამბავი ლუზერების გასართობი გახდეს -გამოდის, რომ შენ ხარ კლასის დედოფალი -არა, არა ასე არ არის. შეიძლება არის კიდეც, მაგრამ მე ჩემი გართობის საშუალებები მაქვს , დახვეწილად და არა ისე როგორც ვიღაც გოიმები იქცევიან, მეზიზღება ბულინგი -გამოდის რომ შენ ერთობი,მაგრამ ბულერი არ ხარ -მიყვარს ნერვებზე თამაში, მათ ნერვებზე ვინც იმსახურებს . მიყვარს როდესაც ვითომ ძლიერ ხალხს , ვითომ მაგრებს ვაჩვენებ რომ სუსტები არიან, არავისზე მაღლა არ დგანან და სჯობს დადუმდნენ ... რთულია ამის ახსნა . არც დემონი ვარ , არც ანგელოზი -ანგელოზები დედამიწაზე არ არსებობენ ... ყველას გვაქვს ადამიანური ცოდვები. მხოლოდ სიმძიმეა განსხვავებული -მე მგონია,რომ ახლა ზედმეტად მძიმედ ვცოდავ , თან სასიამოვნოდ და გაურკვევლობაში ვარ. არ ვიცი საით მივექანები , საერთოდ არ მაქვს სურვილი უფსკრულში თავით ჩავარდნის, მაგრამ ვხვდები , რომ ახლოს ვარ -იქნებ ასე სულაც არ არის -იქნებ არა , იქნებ კი -გადავიდეთ პირდაპირ ამბავზე რომელიც გაწუხებს ? -ამბავი რომელიც მაწუხებს - გაეღიმა, არადა არ ჩანდა მასში გოგონა ვის სულსაც ბევრი ჭრილობა ჰქონდა -თითქოს არაფერია , ხანაც უამრავია - ჩანთა გახსნა და სიგარეტის კოლოფი ამოიღო - აქ მოწევა შეიძლება?- გაჩერდა და შემომხედა -ყველაფერი შეიძლება რაც თავს კომფორტულად და მშვიდად გაგრძნობინებს -მომწონს, სხვათაშორის ახალი დირექტორიც მომწონს. საოცრად გამოიყურება, 10 წლით პატარა მაინც რომ იყოს შემიყვარდებოდა, ვფიცავ - სიგარეტის , წვრილი გრძელი ღერი მსხვილ ტუჩებსშორის მოიქცია. ლამაზი ვერცხლისფერი სანთებელა ჰქონდა , მოუკიდა და ესეც მოუხდა. არ ვიცი რატომ მქონდა ასეთი შეგრძნება, მაგრამ არაჯანსაღიც კი მისი ბუნებრივი მდგომარეობის ნაწილად მეჩვენებოდა. ყველაფერი მასში იყო, ეს ფერები, ეს სიჭრელე, ეს სევდა, ქალურობა, სინაზე და თან დართული ეშმაკის რქები -აკაკი მხოლოდ იმიტომ მოგწონთ რომ გემოვნებიანად იცვამს ? -გემოვნებიანად ნებისმიერ იდიოტს შეიძლება ჩააცვა, მას კი შინაგანად აქვს შარმი, თავის გონებასთან შერწყმული წამლეკავი სიმპატიურობა ... მის შვილს იცნობთ? მამას არაფრით ჰგავს , ვფიცავ . შორიდან შეხედავ , ცეცხლს დაანთებს, მაგრამ მის თვალებში რაღაც ისეთია რაც სასტიკად არ მომწონს. თითქოს ორივე ვგრძნობდით საკუთარ სიბნელეს , არც მას მოვეწონე -რთული იქნება შენთვის ბიჭის მოწონება , თუ ვცდები -ნამდვილად , ჩემი გემოვნება თავადაც ვერ ამოვხსენი როდესაც საქმე ბიჭებს ეხებათ. გონებას სხვა იზიდავს, გულს სხვა, სხეულს კი სრულიად სხვა აი შინაგანი ქალღმერთი, ოხ ეს აუხსნელი საზიზღარი ვინმე ჭკუიდან მშლის . თინეიჯერობისას არ ვყოფილვარ ასეთი არეული როგორც ახლა- და მივხვდი, მისი პრობლემა ბიჭს ეხებოდა. ისე დაიძაბა ,ისე აენთო თვალები საკუთარ თავთან იმ წამსაც ბრძოლა ჰქონდა . მე არ ვიცოდი ამ ბრძოლაში უკვე დამარცხდა თუ არა -სამწუხაროდ სწორედ ყველაზე სასიამოვნო შეგრძნებების მიღებაა რთული... -ნამდვილად შეუძლებელია ამ სიამოვნებას რაიმემ გადააჭარბოს, მაგრამ სხვა ემოციები, აზრები, ადამიანები...იმდენი რამ ჩნდება შემდეგ როგორ შეიძლება მშვიდად შეინარჩუნო განცდილი - სიგარეტი დროზე ადრე ჩააქრო , ქვედა ტუჩი კბილებსშორის მოიქცია, მოგონებებმა ააფორიაქა -შენ ხომ ყველასთან არ ურთიერთობ...მათი აზრიც არ უნდა იყოს მნიშვნელოვანი -მაგრამ ხომ არიან ისინი ვისთანაც ურთიერთობა მაქვს. საბოლოო ჯამში როდესაც რაღაც უმსგავსობამდე მივდივართ ყველა ერთნაირი ხდება, ცოდვები, დანაშაული და სიბნელე აერთიანებს . ასეა , სხვების ცხოვრებაში ჩარევა და ვიღაცის გაქილიკება ერთნაირ სიამოვნებას ანიჭებს ქალსა და კაცს, ლამაზსა და უშნოს, მაღალსა და დაბალს, ახალგაზრდას და მოხუცს, მდიდარსა და ღარიბს- თემის ირგვლივ ტრიალებდა, მაგრამ კონკრეტულს არაფერს მეუბნებოდა. ვერ ვხვდებოდი კონკრეტულად რა პრობლემაზე საუბრობდა -ამიტომაც უშედეგოა ადამიანების რაღაც კატეგორიების მიხედვით დაყოფა , სჯობს ერთგულები და მოღალატეები განასხვავო მხოლოდ სხვა კრიტერიუმებს კი ყურადღება არ მიაქციო -ღალატი ყველას შეუძლია ! შენ არასდროს არავისთვის გიღალატია ? ტყუილიად ნუ მეტყვი რომ არა , ღალატი ყველა ნაბიჯშია . ვიღაცას თუ არა საკუთარ თავს მაინც უღალატებდი როდესაც რაღაცას ისე არ გააკეთებდი როგორც გინდოდა , როცა დაიღლებოდი და დანებდებოდი... ეს წყეული ღალატი,როგორი ადვილად დასაშვები ცოდვაა - მიმიკები ისევ შეეცვალა, ბრაზობდა -ხშირად უღალატიათ შენთვის? -ადამიანებზე დამოკიდებული იმდენად არასდროს ვარ რომ მათმა ღალატმა გამანადგუროს. ასეთი ვარ , ბოლომდე არავის ვენდობი ... ღრმად არ შევდივარ წყალში რომ არ დავიხრჩო . მე უფრო შორიდან მიყვარს სიტუაციით ტკბობა, მაგრამ რაღაც პირველად ხდება არა? -ენდე ? -არ ვიცი ნდობა იყო თუ რაიმე სხვა, მაგრამ რომ ვიხრჩობი ფაქტია ... ხელსაც კი არავინ გამომიწვდის. არ მიყვარს როდესაც დამნაშავე ვარ -დანაშაულის შეგრძნება გაწუხებს? -არ მაწუხებდა, ამ მხრიდან არ მიფიქრია ,მაგრამ დიდხანს ცაში ფარფატი და თვალების დახუჭვა ვის გამოსდის მე რომ გამომსვლოდა? დავენარცხე მიწაზე და ახლა კაცმა არ იცის სვავები დამესევიან თუ ისე მშრალად წამოვდგები,რომ ვერავინ ვერაფერს გაიგებს - ისევ ზოგადად საუბრობდა, ისევ არ ამბობდა არაფერ კონკრეტულს. თვითგვემა ნამდვილად არ იყო მისი ქმედება, დანაშაულის შეგრძნება ჰქონდა, მაგრამ არც იმდენად რომ ამის გამო დაცემულიყო . მისი ერთი ნაწილი არ ნანობდა, მეორე კი სინანულისკენ ნაბიჯ-ნაბიჯ მიიწევდა -დაცემის შემდეგ კვალი ყოველთვის რჩება . მთავარი რა არის, მათ რომ ვერ შეამჩნიონ თუ შენ არ იგრძნო -არ ვიცი ... დავიბენი . ვერ ავირჩიე ეშმაკად დავრჩე თუ უკან დავიხიო . არ შემიძლია ეს უკიდეგანო კეთილშობილება , სიშტერეში გადასული ლმობიერება და უსაზღვრო წესიერება. ერთხელ ვცხოვრობთ , რატომ უნდა ვიცხოვრო ჩარჩოებში, რატომ შევიზღუდო თავი -სურვილების მართვა ჩარჩოებში მოქცევას არ გულისხმობს -მაგრამ ასე გამოდის -შენ არ ხარ ის გოგო ვინც ყველას ჰგავს... -მე , მე ვარ , მაგრამ არ მინდა საკუთარ თავსაც გადავაჭარბო . ვერ გადავიტან ერთ დღეს საკუთარი თავი რომ არ მომეწონოს, რომ შემრცხვეს ან შემძულდეს . არ შემიძლია, მე ყოველთვის ვამტკიცებდი , ვიბრძოდი , ვაჩვენებდი ჩემს მეს და თუ ის თავად აღარ მომეწონება დავუძლურდები - სწორედ ეს იყო მთავარი შიში. ის ცხოვრობდა იმ კრიტერიუმებით რომელსაც საკუთარ თავს უწესებდა, იმ ფერებით რომელიც თავად მოსწონდა, იმ საზღვრებით რომელიც დააწესა და არ უნდოდა თავდაჯერებულობის დაკარგვა, ეს იყო მისი მთავარი კოზირი. -ვინ ხარ შენ, იოანა ? -შესანიშნავი კითხვაა ... ვინ ვარ მე - გაჩუმდა. შეიცვალა , სხვანაირი გახდა. მის გონებაში დატრიალებულმა აზრებმა მეც დამაბნია. ვერ ამოვიცანი ის გოგონა რომელიც წამებშ გაჩნდა, დამაბნია, კითხვისნიშნები გამიჩინა და დაასრულა - დღეისთვის საკმარისია. შემდეგ შეხვედრაზე ამით დავიწყებთ ... კარი გააღო და ვაჩეს შეეჩეხა. ბიჭმა უკან გადადგა ნაბიჯი, დავინახე როგორ უყურებდა იოანას , მან კი თითქოს ვერც შენიშნა ისე აუარა გვერდი . -შეიძლება? -შემოდი ვაჩე - გავუღიმე. გოგონამ მასზე ზედმეტად იმოქმედა , სხვა განწყობით მელოდა და ახლა ისევ დამძიმდა-როგორ ხარ? -როცა მარტო ვარ კარგად ...ვკითხულობ ან ვუკრავ. ახლა ყველა საკრავზე დაკვრის დაუცხრომელი სურვილი მაქვს. მართასთან ყოველი სტუმრობის შემდეგ აფორიაქებული ვბრუნდები სახლში. ფორტეპიანოს გაკვეთილებს ორშაბათს ვიწყებ ... იმედია მასწავლებელს შევეჩვევი . -ეცადე ბალანსი დაიცვა ... გონების გადაღლამდე ნუ მიხვალ -იოანას აქ რა უნდოდა... უფრო სწორად მიკვირს აქ რომ შევხვდი - მისი ფიქრები ისევ იყო იყო, კართან იდგა და დაბნეული იყურებოდა -იცნობ? -პოპულარულები ერთმანეთს ყოველთვის იცნობენ ... თამაშებზე დადიოდა დაქალებთან ერთად . ჩემს ერთ გუნდელს ხვდებოდა თუ რაღაც მსგავსი ... წარსული გამახსენდა -რას ხედავ მათში, ადამიანებში რომელთაც ადრე ჰგავდი -იმ ცხოვრებას რომელიც მქონდა, იმ შეცდომებს რასაც ვუშვებდი , სიბნელეს -შენ ხომ გენატრება ის დრო -მენატრებოდა, მინდოდა დაბრუნება, მაგრამ რაც დრო გადის მით უფრო ვერ ვიტან იმ ბიჭს ვინც ვიყავი . ზუსტად ვიცი იმ დროიდან მხოლოდ სხეულის ფორმები მჭირდება, სხვა არაფერი მინდა ... ახლა არ ვიცი ვის უფრო ვერ ვიტან ძველ ვაჩეს ქცევას თუ ახალი ვაჩეს სხეულს - შეიცვალა, სხვანაირად დაინახა სამყარო და საკუთარი ცხოვრება -გააკეთე ისე რომ საკუთარი თავი გიყვარდეს ისეთი სხეულით როგორშიც იმყოფები -არ შემიძლია , უბრალოდ მაგიჟებს ეს ცხიმის გროვა ... სუნთქვა მიჭირს, თითქოს ჩემს გამხდარ სხეულს რაღაც უზარმაზარი სარეკლამო ფორმა ჩამოაცვეს რომელსაც ვეღარ ვიშორებ . მარწუხებში მომაქცია, მთლიანად შემცვალა . მე კომპლექსებით ვარ სავსე , იოანა რომ დავინახე არ ვიცოდი მინდოდა თუ არა რომ მომსალმებოდა. არ მინდოდა შემხებოდა, შევემჩნიე, შემოეხედა დამცინავი მზერით ... მირჩევნია უჩინარი ვიყო , ვერავინ დამინახოს, არავინ მიცნობდეს, არ ვახსოვდე ისეთი , არ უნდოდეს სამაგიეროს გადახდა დამცირებისთვის ან იმისთვის რომ ოდესღაც მასზე მაგარი ვიყავი- ვაჩეს წარსულიც ჭრილობად ექცა და აწმყოც , მომავლის იმედი სწორედ ამიტომ არ ჰქონდა. უბრალოდ ცდილობდა დამშვიდებას ,მაგრამ ისევ არ სჯეროდა ,რომ შეიცვლებოდა . ერთი უკიდურესობიდან მეორეში გადაეშვა, თავდაჯერებული ბიჭი კომპლექსებით დამძიმდა. არ მინდოდა მოდუნებულიყო, მხოლოდ მუსიკა და მეფეების ცხოვრების კითხვა ვერ დაუბრუნებდა საკუთარი თავის რწმენას. -ჩვენ ცვლილებებით უნდა ვაგრძელებდეთ ცხოვრებას, არ შეიძლება ერთ ადგილას გაყინვა და არც უმადურებაა გამოსავალი. სჯობს იმით ვიყოთ კმაყოფილი რაც გვაქვს და შემდეგ ვიბრძოლოთ მეტის მისაღებად. თუ არ დავაფასებთ მიღწეულს ვერც საბოლოო შედეგს მივაღწევთ -და მე მაქვს რაიმე მიღწევა რომ ამან გამახაროს? არის რამე რაც უნდა მომწონდეს და არ ვიცი? თუმცა ხო, თვალი ამეხილა და მივხვდი რა სულელი ვიყავი მაშინ , რამდენი შანსი დავკარგე, რამდენი რამ შემეძლო გამეკეთებინა მე კი სულ ტყუილად ვფლანგავდი დროს ცარიელ ადამიანებთან . დავინახე, მაგრამ მხოლოდ იმიტომ რომ ახლა საპირისპირო მხარეს გადავინაცვლე. ის გავხდი ვისაც ვერ ვიტანდი, ის ვარ ვის ადგილასაც თავი არასდროს წარმომედგინა და აღარ მაქვს არაფერი რითაც მაშინ ვცოცხლობდი -და გაქვს ახალი აღმოჩენები ძველი ცხოვრებიდან , ის რასაც მაშინ არ აფასებდი ახლა იყენებ. უკეთ გრძნობ, მუსიკაა შენს ცხოვრებაში , წიგნები დაიბრუნე და ერთ დღეს ბურთსაც დაუბრუნდები -ორ ნაბიჯში ქოშინს ვიწყებ , ბურთს ვერც ვკენწლავ ...კალათბურთის ბურთი საერთოდ ისე მტკენს ხელებს ასი წლის კაცი უკეთ ითამაშებს -მაგრამ მოვა დრო როდესაც შეძლებ -მე არ მჯერა - მიდიოდა ასე იმედგაცრუებული, დასევდიანებული და მე არ ვიცოდი როგორ უნდა შემეცვალა ეს მდგომარეობა. -მართასთან ისევ რომ დაუკრავ ეცადე როგორმე ვიდეო გადაიღო...ძალიან მინდა თქვენი მოსმენა. თანაც მაინტერესებს როიალზე როგორ უკრავ -ცუდად გამოდის , მაგრამ მაინც მომწონს ... მართას რაც შეეხება - წასვლა გადაიფიქრა თითქოს. ვიფიქრე დადებით ემოციებს აღვიძრავდი მაგრამ ყველაფერი საპირისპიროდ მოხდა- ჩემთან მოვიდა , ჩემი იდიოტი ძმა გაიცნო და მოეწონა . მისთვის ხომ საერთოდ სულერთია ,რომ მართა ჯერ კიდევ ბავშვია ყველა კაბიანს ეფლირტავება - გამომეტყველება სრულიად შეეცვალა -ერთი ნახვა ადამიანს ვერ შეაყვარებს , ალბათ უბრალოდ მოეწონა და -მთელი საღამო არ მოგვშორდა, მართას ელაპარაკებოდა და ტვინს ურევდა. ისე დაიშაქრა თითქოს ანგელოზობისთვის ფრთები აკლია მხოლოდ -იქნებ მოეწონა ... თანაც როგორც ამბობ მართა პატარაა და ამიტომ არ იქცეოდა უხეშად -როგორ გეტყობათ რომ ჩემს ძმას არ იცნობთ ... მართა როგორც კი გააცილა მაშინვე სიცილი დაიწყო. ათას უბედურებას ამბობდა ჩემზე და მასზე , გარეგნობიდან დაწყებული მეგობრული ურთიერთობით დასრულებული ყველაფერს შეეხო. ისე მინდოდა მისი ცემა თავი ძლივს შევიკავე არ მინდოდა კიდევ უფრო მეტი სასაცილო თემა მიმეცა მისთვის . ყელში მაქვს უკვე , არასდროს შემეშვება ახლა მართას გადაეკიდება ამიტომაც არამგონია ვიდეოს ჩაწერა მოვახერხო - არ შეიძლებოდა, მართასაც ვერ ჩამოშორდებოდა ეს სულ მარტოს დატოვებდა -მართას უნდა დაელაპარაკო -არ დამიჯერებს , ჩემი ძმის ლანძღვა რომ დავიწყო რას იფიქრებს საერთოდ -უბრალოდ ჰკითხე მოეწონა თუ არა იქნებ ცდები -ჩემი ძმა მე კი არ მგავს , ისეთია ზუსტად როგორიც მისი ასაკის გოგონებს მოსწონთ. მითუმეტეს როდესაც ეს პრინცი შენთან საუბრობს, თვალებს გიჟუჟუნებს, ყურადღებას გაქცევს და გაჯერებს რომ ინტერესი გაუჩნდა . უბრალოდ შეუძლებელია რომ არ მოსწონდეს -მე კი მეგონა,რომ მართა სხვებს არ ჰგავდა და მხოლოდ გარეგნობით არ აფასებდა ადამიანებს -არ ჰგავს სხვებს , მაგრამ -მაგრამ დასკვნების გამოტანას სჯობს დაელაპარაკო. არამგონია შენი მოტყუება სცადოს სჯობს თავიდანვე გაარკვიო ყველაფერი- იმედი მქონდა რომ ცდებოდა, თუ მართალი იყო არ ვიცი რა იქნებოდა შემდეგ,მაგრამ მაინც სჯობდა დროული საუბარი -მე კი მგონია რომ სჯობს შევეშვა ... გავათავისუფლო და პრობლემები არ გავუჩინო -ასე უბრალოდ დაივიწყებ თქვენს მეგობრობას? -მისთვის -მას რომ არ სდომოდა შენთან მეგობრობის გაგრძელება დიდი ხნის წინ დაასრულებდა . გინდ აუღალატო ადამიანს რომელიც სხვების მსგავსად არ გამძიმებს? -მინდა ყველას და ყველაფერს მოვშორდე - ხასიათი იმდენად ცვალებადი გაუხდა პროგნოზის გაკეთება მიჭირდა. თითქოს განგებ არ ხედავდა რეალობას, თვალები დახუჭა და აღქმის უნარი დაკარგა -ბედნიერება არავისთვის მომაქვს - საკუთარ თავს სჯიდა ასე , მაგრამ ვერ ვხვდებოდი რატომ. ვერ დავეხმარე , ისე წავიდა რომ შვება ვერ იგრძნო არ მენდობოდა , არ მომიყვა ამბავი რომელიც ასე აწუხებდა მე კი ისევ ველოდი დღეს როდესაც მოვიდოდა და ერთი ჩასუნთქვის შემდეგ დაიწყებდა საუბარს ................ ჯანო მოვიდა . ველოდი, მაგრამ არა ისეთს როგორსაც ვხედავდი. ცხვირიდან სისხლი სდიოდა, ფხიზელი იყო ,მაგრამ იმდენად მძიმედ გამოიყურებოდა სიტყვები არ გვქონდა არც მე , არც მას. მისაღებში შევედით, დივნამდე არ მისულა ხალიჩაზე დაეშვა და ემბრიონის ფორმაში დაწვა . ისე მიყურებდა შველას მთხოვდა, ვერაფერს ამბობდა მუხლებზე რომ დავიდე მისი თავი და ცხვირიდან წამოსული სისხლი მოვწმინდე ცრემლები წამოუვიდა, დაინისლა მისი ცის’ფერები. როგორი დაღლილი იყო, რამდენად უმწეო იმ ცხოვრების წინააღმდეგ რომელსაც ნინუცასთან ერთად ებრძოდა - იცი როგორ სახლში დამტოვა იმ ქალმა ? დედად რომ არასდროს მივიღებ იმ ქალმა დამტოვა სახლში სადაც არასდროს აქვთ რეაქცია დაგვიანებაზე, ჩხუბზე, ციხეშიც რომ ჩამსვან ამასაც მიიღებენ. ვიღაც რომ მოვკლა მეტყვიან ღირსი იყო, იმსახურებდა და ყოჩაღ რომ გაუსწორდიო. მამაჩემი რომ მოკლეს ბებია არ ტიროდა, ისე იქცეოდა თითქოს მისი შვილი ომში მოკვდა და როგორც გმირის დედა ამაყად იდგა... დავიღალე. არასწორი ადამიანების , მცდარი აზრებისა და შეხედულებების მქონე ხალხის გარემოცვაში არსებობა სულს მიხუთავს. იცი როგორ მინდა ინერვიულონ, სულ მინდა ვიცოდე რომ ვიღაცას არ სძინავს მე რომ გარეთ უგზო-უკვლოდ დავეხეტები. არ მინდა იმ ნაბიჭვრებთან ჩხუბიც კი, გული მერევა საკუთარ თავს შორიდან რომ ვხედავ ... ახლა ისე მწარედ შევეჯახე რეალობას მორჩა, თვალს აღარ დავხუჭავ არცერთ უსიამოვნო შეგრძნებაზე რომელსაც აქამდე ვიტანდი -შენ გყავს გოგო ,რომელიც სულ დარდობს, სულ ეფიქრება , სულ აღელვებ - ჩემი ნინუცა ... ნინუცას არ ეყოლება გვერდით კაცი რომელის მოლოდინშიც ღამეებს გაათენებს. მე არავის მოვკლავ, არ ვაიძულებ ციხეში მოსვლას, არც ლოდინს , არც ჩემი გადაყვარების მიზეზს მივცემ. ის არ გაიქცევა სხვასთან ბედნიერების საპოვნელად...მე ვიქნები მისი შვილების მამა და ის იქნება ჩემი ყველაფერი . მე არ გავიმეორებ იმათ გზას -ნინუცას სწორედ ასეთი უყვარხარ , მამაშენის მსგავსი და მაინც განსხვავებული- ეს რომ ვუთხარი რეაქციას ველოდი და გამოიღო კიდეც შედეგი. დაჯდა, სიცილი დაიწყო ...ნერვიული შეტევა ჰქონდა , ხმამაღლა იცინოდა და თან თვალები ემღვრეოდა -მამას მსგავსი...“შენ კახას გზა უნდა გააგრძელო. შენ მისი შვილი ხარ, ერთადერთი შთამომავალი, მის ნაცვლად შენ გააკეთებ ყველაფერს“ ბებიაჩემი ამას ამბობდა ,მოფერების ნაცვლად , დამშვიდების ნაცვლად მიმეორებდა ,რომ ჩემი მემკვიდრეობა უნდა გამეგრძელებინა. ეს ბნელი , წყეული გზა ... ბიძაჩემის ნაცვლად მე უნდა გამეკეთებინა ყველაფერი იმიტომ რომ მამას მემკვიდრე მე ვარ და არა ისინი. მათ არაფერი გააჩნიათ . ყველაფერს აკეთებდნენ სხვა გზა რომ არ დამენახა, სინათლისკენ რომ არ გადამეხვია. ხელიდან წიგნი ამაცალეს და დანა მომცეს, ბურთის ნაცვლად იარაღი დამაჭერინეს. მეზიზღება მთელი ჩემი ცხოვრება... ბავშვობა არ შემარგეს. არაფერი გამაჩნია , არავის ვაინტერესებ, გაწვრთნილი ჯარისკაცივით ვარ მათთვის . ძალა რომ არ დაკარგონ, სახელი რომ შეინარჩუნონ - კანკალებდა, ბრაზისგან გადაფითრდა, ტუჩები გაულურჯდა. სიტყვებს იმდენად სწრაფად ამბობდა ისე უჭირდა თავის კონტროლი მეც არ ვიცოდი როგორ შემეცვალა მისი ფიქრებისთვის მიმართულება -წინ მთელი ცხოვრება გაქვს... მომავალს შეცვლი . მათ დაგეგმილ გზას არ გააგრძელებ -არ გავაგრძელებ, აღარ გავაგრძელებ. ისევე მოვექცევი როგორც მე მექცეოდნენ, ისე დავტოვებ რომ შიმშილით არ მოკვდნენ. ყველაფერი ექნებათ არსებობისთვის, მაგრამ მე არ ვეყოლები! არ მივცემ იმ სითბოს რაც ჩემთვის არ გაიმეტეს... დედაც ამიტომ არ მყავს, მათი არასწორი ცხოვრების გამო. მოიტაცეს, ძალით გამოკეტეს, ცემდნენ,ამცირებდნენ იმ დონემდე მიიყვანეს რომ დამტოვა და წავიდა. მეც ვერ მიტანდა , დამტოვა და წავიდა. მასზე იცი რა მახსოვდა დღემდე ? გაღვიძებულს რომ აღარ დამხვდა და ვეძებდი. მახსოვს როგორ ვერ ვიძინებდი, რამდენს ვტიროდი ... მე ხომ არაფერი დამიშავებია. მე მისთვის არაფერი დამიშავებია, დამტოვა და წავიდა. გაიქცა, თავი დაიხსნა ,მაგრამ მე ? მე რატომ დამტოვა...იმდენად ეზიზღებოდა კახა,რომ მეც ვერ მიტანდა. მე მას არ დავემსგავსები , ჩემი შვილები ასეთები არ იქნებიან. მამაც ეყოლებათ გვერდით და დედაც, მისი სურნელი ეცოდინებათ , სითბოს იგრძნობენ, ადამიანები იქნებიან . მე მას არ ვგავარ ! მე მას არაფრით ვგავარ - არ მინდოდა ასე მძიმე ყოფილიყო მისთვის. მტკივნეული აღმოჩნდა ჯანოს გათავისუფლება ჯაჭვისგან რომელსაც ბავშვობიდან უჭერდნენ ყელზე . წლების განმავლობაში გაყინული ახლა იწყებდა სინათლით ავსებას . ლღვებოდა ყინული, მალე გაზაფხულდებოდა, გაფერადდებოდა , ფრთებს გაშლიდა ბავშვი რომელიც მის გონებაში გამოკეტილი ხსნას ელოდა -შენ დამოუკიდებელი, ჩამოყალიბებული პიროვნება ხარ და გაქვს ძალა ბედნიერებისთვის -მე მათგან შორს შევძლებ მშვიდად ცხოვრებას. საკუთარი ცხოვრებით, გავლენების, მოვალეობების, ქურდის შვილობისგან შორს... ვიქნები ის ვინც ვარ ,უბრალოდ ჯანო . ჯანო,რომელსაც ჰყავს თავისი ნინუცა და აქვს მასთან ერთად ბედნიერი, ხანგრძლივი ცხოვრების უფლება. -მე შენით ვამაყობ ! - ვთქვი ის რასაც ვგრძნობდი . ჩემი სტატუსი დიდი ხნის წინ დავტოვე, შემეძლო გამეკეთებინა ის რასაც გული მთხოვდა. მოვეხვიე , თავზე ვაკოცე და ვაქციე ბავშვად, რომელსაც სიმშვიდისთვის ჩახუტება სჭირდებოდა, ერთი თბილი კოცნა, გულწრფელი ღიმილი და სხვა არაფერი. ცრემლები ვერ შევიკავე ჩემი სურნელი რომ ჩაისუნთქა და ხელისგულზე მაკოცა . მას შემდეგ ვიცოდი ვის ხედავდა ჯანო ჩემში ... ................. იმ დღეს ისე ყინავდა მეც კი დამიმძიმდა სული. ფანჯარას მოვშორდი, ოთახის ყველაზე განათებულ ნაწილში გადავინაცვლე და ჩაის ფინჯანი ცხელი სითხით ავავსე. გაკვეთილების პროცესი მიმდინარეობდა, სიჩუმე იყო , ნაბიჯების ხმა დერეფნიდანვე გავიგე. მეგონა ნაცნობ სახეს დავინახავდი, მაგრამ შევცდი . ბიჭი შემოვიდა , საშუალო სიმაღლის გადაპარსული თავითა და სახეზე შრამით , რომელიც დაბალ წვერში მკვეთრად არ მოჩანდა არც უშნოდ გამოიყურებოდა , უხდებოდა კიდეც -გამარჯობა ... -ვიფიქრე რომ ამ დროს თავისუფალი იქნებოდით - თხელი ქურთუკი ეცვა, გარეთ კი საშინლად ციოდა. შემდეგ დავაკვირდი მის სამოსს , არცისე კარგად გამოიყურებოდა -მობრძანდით , მოკალათდდით ... ჩაის მიირთმევთ? -არა , მადლობა - სავარძელში დაჯდა და ხელისგულები ჯინსზე გაუსვა . მოუხერხებლად იყო ,გარემოს აკვირდებოდა -თავი მაქსიმალურად კომფორტულად იგრძენი და დაივიწყე დაძაბულობა ... შემიძლია მოგისმინო ან უბრალოდ მშვიდად ყოფნისთვის გამოიყენო ეს სივრცე -აშკარად არ ადარდებდა ჩემი სიტყვები. ხელებს დაჰყურებდა და ფეხს ნერვიულად ათამაშებდა -ცოტა დრო მაქვს, სამსახურში ვიგვიანებ ... სკოლაში იშვიათად დავდივარ ხოლმე. დღეს საერთოდ თქვენს გამო მოვედი. მინდა მიკიბვ-მოკიბვის გარეშე გადავიდე იმ ამბავზე რაც ტვინს მიღრღნის -გისმენ , ყურადღებით -ათი წლის წინ ... ზუსტად ამ დღეს მამამ დედა მოკლა! - რა შეიძლებოდა ამ სიტყვებზე მეტად ტრაგიკული ეთქვა, მაგრამ ისე წარმოთქვა წინადადება თითქოს ერთ ჩვეულებრივ დღეს აღწერდა- დიდი დრო გავიდა, მამა ციხეშია ... მოკლედ ამას მნიშვნელობა არ აქვს მე ერთი გოგო მიყვარს , მგონია რომ მიყვარს , ძალიან მომწონს, მასთან თავს კარგად ვგრძნობ, მიხარია რომ ვხედავ ... - მნიშვნელობა არ აქვსო თქვა ამბავზე რომელმაც მის ცხოვრებას დიდი დაღი დაუსვა - მეშინია რომ ერთ დღეს ჩვენც იგივე დაგვემართება ... მეც ვერ გავაკონტროლებ თავს და რამეს დავუშავებ. ურთიერთობის დაწყებას მაქსიმალურად ვაჭიანურებ, არ ვეუბნები რომ მიყვარს არადა ისე მინდა ახლოს მყავდეს. მესაკუთრე ვარ, მე არ ვიცი რაღაც რომ შეიცვალოს გავუშვებ თუ ვერა. არ შემიძლია, იმის წარმოდგენა რომ რამეს დავუშავებ სულს მიხუთავს- მოსწონდა, უყვარდა და გრძNობების გამჟღავნებაც კი არ შეეძლო , საკუთარ თავზე გადმოჰქონდა მამის დანაშაული , წარმოიდგენდა იმ მომავალს რომლის განსაზღვრაც არავის შეუძლია. ფიქრობდა არა ბედნიერებაზე არამედ უბედურებაზე -გქონია მსგავსი შემთხვევა? იმდენად გაბრაზებულხარ რომ ვინმეს ცემა ან მოკვლა გიფიქრია? - არ შეიძლებოდა მისთვის ჩემი ემოციების განდობა, ისევე მშვიდად უნდა მიმეღო მისი მონათხრობი როგორც თავად გადმოსცემდა ამას. -და მყავს ... სამყაროს მირჩევნია. ისაა ჩემთვის ყველაფერი . ზედმეტად მიმდობი და მიამიტია . გამუდმებით ვიღაც მოსწონს, ვიღაცას წერს , შეხვედრაზე ფიქრობს მე კი არავინ მომწონს მის გვერდით. ჯერ ზედმეტად პატარაა, სიყვარულზე წარმოდგენაც არ აქვს. თავში პეპლები უფრინავს და ჰგონია რომ სამუდამოდ შეუყვარდება. დედასაც ასე ეგონა, 17 წლის ასაკში მამას რომ გაჰყვა, გაიპარა , მშობლებს ეჩხუბა , პროტესტი გამოაცხადა და ბოლოს რა მიიღო? გადაუყვარდა, მიხვდა რომ სხვა უყვარდა ჯერ კიდევ იმ ასაკში იყო ქალებს გათხოვება საერთოდ რომ არ აქვთ გადაწყვეტილი, მობეზრდა ერთი კაცი, ერთფეროვნება, ბავშვები, ოჯახი ... ყველაფერი დაანგრია - საუბარი აღარ განაგრძო. აშკარად არ უნდოდა მშობლების ამბის გახსენება - ერთი თვის წინ ვეჩხუბე ... საშინლად გამაბრაზა. სადღაც გაჰყვა ვიღაც გამოს.რებულ მამიკოს ბიჭს. მდიდარ ბიჭებზეა ჩაციკლული, თითქოს ეს არის მისი ხსნა . მესმის რთულია თინეიჯერისთვის უყურებდეს ყოველდღე სხვადასხვა ტანსაცმლით მოსიარულე დაქალებს, ახალი ტელეფონებით, ათასი ნივთით რომლის შეძენის საშუალებაც ჩვენ არ გვაქვს... მესმის ,მართლა მესმის რომ ბევრი რამ სჭირდება ,მაგრამ მისი ქცევა მაგიჟებს. სკამი ვისროლე , თავს ვერ მოვერიე საშინლად გამაბრაზა მიყვიროდა მომკალი და მიუჯექი გვერდით მამაშენსო ... ერთ დღეს მართლა რომ დავუშავო რამე მერე რა ვქნა. რაც არ უნდა გააკეთოს, რაც არ უნდა ჩაიდინოს ის ხომ ჩემი დაა შემიძლია ვავნო? -ემოციების მართვა როდესაც ბრაზობ ყველას უჭირს. საკუთარი თავის კონტროლი და ნებისმიერ სიტუაციაში აზროვნების უნარის შენარჩუნება ერთ-ერთი რთული ,თითქის შეუძლებელი რამეა. ყველანი ვკარგავთ კონტროლს , არ აქვს მნიშვნელობა ვისი შვილი ვართ. ბრაზის გაქრობისთვის ყვირილი და ნივთების მსხვრევა ნამდვილად ხშირი მეთოდია ...არც პირველი ხარ და არც უკანასკნელი. მეტიც , ზოგჯერ ესაა ერთადერთი ბუნებრივი გამოსავალი , ბრაზის საგნებზე მიმართვა -ამას ჩემს დასამშვიდებლად ამბობთ- ვიცოდი რა რეაქციაც ექნებოდა, ვეცადე მაქსიმალურად შემეკვებინა თავი მსგავსი წინადადებებისგან მაგრამ გულწრფელად ვამბობდი იმას რასაც ვფიქრობდი -სულაც არა , მეც უამრავჯერ გამომიცდია მსგავსი მომენტი. როდესაც ვიღაცის თმებით თრევა მინდებოდა ყველაფერს თავდაყირა ვაყენებდი, გავრბოდი სადმე ისეთ ადგილას სადაც ყვირილს შევძლებდი. ვლანძღავდი, ვკიოდი, უბრალოდ ხმებს გამოვცემდი , ვტიროდი და ბრაზისგან ვთავისუფლდებოდი . ზოგჯერ წარმოვიდგენდი როგორ ვცემ, მეღიმებოდა , ვუყურებდი ჩემს ოპონენტს და ჭკუიდან გადამყავდა -წარმოუდგენელია- გაეცინა. იქნებ ისევ არ მიჯერებდა ,მაგრამ ნამდვილად გამხიარულდა. -ბავშვობაში მარტივად ვბრაზობდი ადამიანებზე, არ ვიცნობდი ასე კარგად მათ ხასიათს -მეც მინდოდა ფსიქოლოგობა- დასევდიანდა. ხელებს დახედა, ახლა შევამცნიე როგორი დახეთქილი ჰქონდა კანი, ფრჩხილების ირგვლივ , თითების ბალიშებზე ყველგან შრომის კვალი ეტყობოდა - არაუშავს, ჩემი და სწავლობს ... იმედია უფასო ფაკულტეტზე მოხვდება ან როგორმე გადავიხდი სწავლის ფულს -და შენ ? შენ როგორ აპირებ ცხოვრების გაგრძელებას... -სავარაუდოდ სოფელში გადავალ ... იქაურ მეზობლებს კარგად ვიცნობ. მიწები მაქვს , ცხოველებს ვიყიდი , ხილის ბაღებს გავაკეთებ... მოკლედ მოვახერხებ რამეს . ახლაც ბაზარში ვარ , ახსნა არაა საჭირო ... არ ვშიმშილობთ . უმადური არ ვარ იმის რასაც გამოვიმუშავებ- დაღლილი იყო, მაგრამ მაინც არ ნებდებოდა . ვინ იცის რამდენი წლიდან მუშაობდა, რამდენი საქმე ჰქონდათ მის ხელებს გაკეთებული. რამდენი ტვირთის ზიდვის გამო ჰქონდა სხეული ასეთ ფორმაში , გამოკვეთილი ვენები მკლავებზეც ემჩნეოდა . იბრძოდა სიცოცხლისთვის საკუთარი თავისთვის და პატარა დისთვის -ბოლო წლები ვისთან გაატარეთ ... ვინ გახდა მეურვე -მამიდა ... თავადაც ბავშვი იყო მაშინ , მაგრამ სრულწლოვანს ,დასაქმებულს თანაც ერთადერთ ახლო ნათესავს მეურვეობის უფლება მისცეს. უკვე 34 წლისაა და მთელი ცხოვრება ჩვენ შემოგვწირა. ის რომ არა არ ვიცი როგორი იქნებოდა ჩვენი ცხოვრება... ვცდილობ შევუმსუბუქო საქმე, მაგრამ ისევ ორბავშვიანი ქალია . იმედია იპოვნის სწორ კაცს რომელიც დააფასებს მის დიდ, კეთილ გულს -დარწმუნებული ვარ მის ცხოვრებაში მოვა დიდი ბედნიერება ისევე როგორც შენთან ... კარგ ადამიანებს , ტანჯვის შედეგ ღმერთი ასაჩუქრებს ,მთავარია გაუძლო , არ დაეცე, სული არ გაყიდო - მინდოდა ბევრი რამ მეთქვა, შემექო, აღმენიშნა მისი საოცარი ძალა, მისი სიმტკიცე, მისი ადრეულად მოსული კარგი კაცობა. ის არ იყო ბავშვი, სამწუხაროდ 10 წლის ასაკში დასრულდა მისი ბავშვობა იქნებ მანამდეც ,როდესაც პირველი დაძაბულობა გაჩნდა ოჯახში . ჩემს წინ მებრძოლი კაცი იჯდა , რომელიც დანებებას არ აპირებდა -ვერ დაველოდები ღმერთის წყალობას...იქნებ ვერც მოიცალოს ოდესმე ჩემთვის. სჯობს ხელ-ფეხი გამოვიყენო , ჩემ არეულ გონებას მოვერიო და როგორმე გავაკეთო ის რაც მევალება - პასუხისმგებლობა, მაინც როგორი ძლიერი გრძნობაა ერთს მთლიანად ანგრევს მეორეს კი ძალას მატებს , დაცემის უფლებას არ აძლევს. თავს ვალდებულად თვლიდა მამიდისა და დის წინაშე მაშინ როდესაც შეეძლო უსაქმოდ გაეტარებინა მთელი დღეები . ქუჩაში დამდგარიყო, მოეპარა, მარტივი და ბნელი გზა ეპოვნა ფულის მისაღებად . არ ვიცი მამიდის სწორი აღზრდის შედეგს ვხედავდი თუ დაბადებიდან ასეთი იყო , მაგრამ დარწმუნებული ვიყავი მას ბრაზი ვერასდროს მოერეოდა -მაინც რა არის შენს არეულ გონებაში... რა არის დასალაგებელი . მომიყევი და ერთად დავალაგოთ - პოზიცია შევიცვალე, ფორმალობა დავივიწყე, ჩვეულებრივად დავიწყე საუბარი . დრო იყო უკვე -მიყვარს , თან ეჭვი მეპარება. არ მინდა ვაღიარო გრძნობები და შემდეგ გოგონა გულნატკენი დავტოვო. არ ვიცი ის რას განიცდის, ზოგჯერ ვგრძნობ , ვხედავ მის მზერას ,მაგრამ მგონია რომ მეჩვენება , რომ უბრალოდ მინდა ასე იყოს. საკუთარ თავს რომ ვხედავ არ ვიცი ნორმალურ გოგოს როგორ შეიძლება ჩემთან ყოფნა მოუნდეს... ასეთი არეული ცხოვრების მქონე ბიჭთან რომელსაც საკუთარი სინდისის გარდა არაფერი გააჩნია- თითქოს იცოდა ვინც იყო, როგორიც იყო,მაგრამ მაინც ბოლომდე ვერ ერკვეოდა საკუთარ პიროვნებაში -ძალიან რთულია ადამიანის ბუნების შეცნობა... რამდენიმე თვე კი არა წლებიც არ გვყოფნის ხოლმე. თავად გვეცვლება ხასიათი და სანამ ამოვიცნობთ მანამ სხვა პიროვნებას ვხედავთ არა? მოდი მითხარი შენ როგორი ხარ , ვინ ზის ჩემს წინ. სიყვარულს თუ მიზეზები სჭირდება არ ვიცი, მეეჭვება მაგრამ დავფიქრდეთ რა იქნება შენი შეყვარების ან არ შეყვარების მიზეზი - გაეღიმა , არ ვიცი რატომ შესაძლოა ჩემმა მიმიკებმა გაამხიარულა ან ტონალობამ და ემოციებმა რომელსაც საუბრისას გამოვხატავდი -მე დანამდვილებით რაც ვიცი ისაა,რომ არასდროს არავისთვის არაფერი წამირთმევია. არც შური მაქვს, არც ბოღმა . ვცხოვრობ იმით რასაც ვქმნი , მადლიერი ვარ იმისთვის რაც ჩემთვის გაუკეთებიათ. უმადურება მეზიზღება , ყველა ლუკმა მახსოვს რომელიც მამიდას მეგობრისგან ან მეზობლისგან მიმიღია. წრფელი ემოციები მახსოვს, ბავშვობაში ვინ მეფერებოდა ისიც კი მახსოვს , არც იმათ ვივიწყებ ვინც მათხოვრებივით გვექცეოდა მე და ჩემს დას. ვინც ჩემი მშობლების ცოდვების გამო ჩვენ გაგვრიყა... ყველაფერს ვიმახსოვრებ , ჩემი ზუსტი სასწორი მაქვს მხოლოდ ხილს და ბოსტნეულს არ ვწონი . არავისთვის სამაგიეროს გადახდას არ ვაპირებ, ამის არც დრო მაქვს და არც ენერგია ,მაგრამ როცა საშუალება მექნება მხოლოდ მათ გავუწვდი დახმარების ხელს ვინც იმსახურებს. ასეთი ვარ , არ ვპატიობ ,არ შემიძლია , რა ვქნა ანგელოზი არ ვარ , მაგრამ ვიბრძოლებ იმისთვის რომ სიკეთე ყველას სიკეთით დავუბრუნო . ზოგჯერ ბრაზიანიც ვარ, ბილწი სიტყვებიც მცდება... ისეთ გარემოში ვარ სულ მესმის და ისე გამოვიდა სადაც მოვხვდი იქაური ქუდი დავიფარე. განა სიტყვებით ფასდება ადამიანობა, ისინი ბაზარში სულ იგინებიან,სიტყვიერად ჩხუბობენ ღამეებს გარეთ ატარებენ, მანქანებში სძინავთ ,მაგრამ ერთმანეთის გვერდით დგანან როცა ერთს უჭირს ყველა იქ ჩნდება. მირჩევნია მტვრიანი, ჭუჭყიანი ხელებით და სუფთა სულით ვიარო ვიდრე პირიქით ... ჩემი შეყვარება მარტივი არ იქნება, მაგრამ უარესებიც ყვარებიათ , არა ? - ნამდვილად იცოდა ვინ იყო, რისი გაკეთება შეეძლო , რამდენად შრომისმოყვარე იყო ,მაგრამ მაინც ეშინოდა იმის რომ ერთ დღეს მამას დაემსგავსებოდა. იგივე დაემართებოდა რაც მის მშობლებს - შესაძლოა ძველმოდური ვარ , მაგრამ ჩემთვის ქალის ეტალონი მამიდაჩემია. იმედია ვიპოვნი ქალს რომელიც გამიგებს გაბრაზებულსაც კი მიმიღებს და არ შემიძულებს თუ ხმას ავუწევ -ხმის აწევა ქალებსაც გამოგვდის, მხოლოდ კაცები არ ბრაზდებით. ჩვენც ვკარგავთ კონტროლს, შესაძლოა ზოგჯერ მისი ცეცხლის ჩაქრობაც მოგიხდეს. ყველაფერს საკუთარ თავზე ნუ აიღებ, ურთიერთობა ორი ადამიანისგან შედგება და თუ ორივე ბალანსს დაიცავს, ერთმანეთს მოუსმენს და იგრძნობს სიყვარული რომც გაქრეს დასასრული მტკივნეული არ იქნება -არ მინდა ჩემი შვილები ხედავდნენ მოჩხუბარ მშობლებს, არ მინდა ეშინოდეთ დაღამება და ეზიზღებოდეთ დილის დაწყება. მშვიდი ოჯახი მინდა მქონდეს, უბრალო, ნორმალური ოჯახი ... სხვა არაფერი მინდა -და აუცილებლად იქნება სადღაც გოგონა ვისაც მსგავსი სურვილი აქვს ... -როგორ უნდა მივხვდე ის არის თუ არა - აბა რა გითხრა , დაწერილი კანონი არ არსებობს. რისკია , ყველაზე დიდი რისკი რომელიც ან ბედნიერს გაგხდის ან გაგაუბედურებს, მაგრამ მაინც შენ არ უნდა მოდუნდე არცერთ შემთხვევაში. არც ბედნიერმა გახადო ერთფეროვანი ყოველდღიურობა და არც უბედურებას შეეგუო . რაღაც ეტაპის დასრულება ყოველთვის მოგიწევს, ახლის დასაწყებად ისე არ გამოდის . ერთი გვერდი უნდა დაასრულო ახალ გვერდზე გადასასვლელად -ვიფიქრე რომ ცოტახანს გაგრძელდებოდა ჩვენი საუბარი, მაგრამ აქ რაღაც მაგიური ხდება . მეც კი ამალაპარაკეთ ... ახლა ვიგვიანებ . მელოდებიან ,უნდა გავიქცე -სიამოვნებით ვისაუბრებ ისევ შენთან ... -მე ნამდვილად სიამოვნებით გესტუმრებით. გმადლობთ ასეთი რომ ხართ -როგორი გულწრფელი იყო. ამდენი სევდის, ტკივილის, მოუშორებელი იარების მიუხედავად უდიდესი დოზით იყო მასში ადამიანობა ....................... მთელი დღის სტრესი და დაძაბულობა გამიქრა სალომე რომ გამოჩნდა. წინა დღის მიმოწერების შემდეგ ველოდი მის ამბებს ახალი სკოლიდან. გადამავიწყდა კიდეც რომ უნდა მოსულიყო კარში აჭრელებული სახით რომ გამოჩნდა . ვიფიქრე რაღაც მაგიური დღეა და სალომესაც საშინელება შეემთქვა-თქო , გული გამისკდა სანამ ლაპარაკი დაიწყო. ასეთი მანამდე არასდროს მინახავს არც დამჯდარა, არც ამოუსუნთქავს ისე დაიწყო სიარული, საუბარი, საოცარი მიმიკებითა და ჟესტიკულაციებით -მე რა რამე ჯადო მაქვს? დაბადებისას ჩამსძახა კუდიანმა შენ არ გაიხარო და შენ არ გეღირსოს სიმშვიდეო? არა სასაცილოა უკვე , ძალიან სასაცილოა... ვბოდავ ხედავ? მე , ქალს გენიოსად მიცნობენ და ჯადოზე ვლაპარაკობ. აბა რა ლოგიკით ავხსნა ის რომ ახალი სკოლის პირველ დღეს, როდესაც ძლივს ცივილურად მოაზროვნე, ნათელი გონების მქონე ჯგუფში მოვხვდი, მასწავლებლები მომეწონა აღვფრთოვანდი,სამყარო ჩემი მეგონა... ვიფიქრე სალომეეე აი ესაა შენი ადგილი. მთელს სამ სემესტრს ბედნიერად განვლებ ამ კედლებში , რა საოცარი ვინმე ხარ რომ გადაწყვიტე , გაბედე , დაარწმუნე და აქ გადმოდი-თქო. სიამაყისგან გავიჯგიმე, მივაბიჯებ ასე მხრებში გამართული, უჩინარი და თან მშვიდი. მინდა რაიმე გემრიელი მივირთვა კაფეტერიაში და ვის ვხვდები? გეკითხებით და მიპასუხეთ, ვის შეიძლება შევხვედროდი?- გაჩერდა , წარბები მაღლა ჰქონდა აზიდული და ისე მიყურებდა სიცილი ძლივს შევიკავე- აი იმას , იმას იმ ამოუხსნელ ობიექტს, უცხოპლანეტელების გადმოგდებულ პირმშოს ჩემი აქ ყოფნის დროს რომ უნდება თქვენთან ვიზიტი და ახლაც შემოანგრევს ალბათ კარს .... დაველოდოთ მოვა და ერთად ვისაუბროთ -დაჩის გულისხმობ? - მიხვდით ხომ თავს რომ ვერ გავაკონტროლებდი და გაოცებას გამოვხატავდი -მიდით მეტი ემოცია მაჩვენეთ, გაიცინეთ არ მოგერიდოთ რომ არ ვიხრჩობოდე ბრაზისგან მეც ვიხარხარებდი ... -რა უნდა? რას გადამეკიდა... უკვე მგონია,რომ დამდევს. პოლიციას ხომ არ მივმართო, ლილი? - შემოვიდა, ზეაჟიტირებული, ზეგაბრწყინებული მზერით და უსერიოზულესი გამომეტყველებით . ისეთი სახე ჰქონდა თითქოს მართლაც ღელავდა, ეშინოდა და პოლიციელების იმედიღა ჰქონდა დარჩენილი -ფსიქოლოგის კაბინეტში შემოჭრა როდესაც მასთან საუბრობენ რა ნორმაა? -თქვენ, გოგონა ჩემი სკოლელი არ ხართ? აქ რა გესაქმებათ საერთოდ - ზემოდან დახედა და გაიკვირვა -საერთოდ როგორ მოხვდა ეს ქმნილება იმ სკოლაში ... თანაც მთელი 12 წელი იქ სწავლობს. -ხედავ? ინფორმაციებს იძიებს . ჩემს ოჯახში რომ შემოაღწია, დედაჩემის კეთილგანწყობა და სიყვარული მოიპოვა არ ჰყოფნის ... როგორი დაუკმაყოფილებლობაა, როგორი სისწრაფე და გეგმიურობა. დროს არ კარგავთ , გოგონა? -მეც ეგ არ მიკვირს? საერთოდ როგორ ხარ იმ საოცრება ქალის შვილი . ბატონ აკაკიზე აღარ ვსაუბრობ, ისეთი დახვეწილია, იმდენად გალანტური და შენ , შენ -მე მიშვილეს , გენეტიკური გარღვევა არ ვარ . უბრალოდ მათ გენებს არ ვატარებ- ისევ ისეთი მშვიდი გამომეტყველება ჰქონდა მაგრამ თვალებმა გაყიდეს, სიმართლეს ამბობდა. არ ხუმრობდა და ეს სიმართლე იყო მისი ჩემს კაბინეტში ყოველი ვიზიტის მთავარი მიზანი. ასე უბრალოდ თქვა ის რაზეც არასდროს საუბრობდა , იქნებ ყველამ იცოდა , არავინ მალავდა,მაგრამ მაინც დაჩი არ განიხილავდა -შენ ... მე - სალიოს დასაბნევად სხვა რა იყო საკმარისი. მასში დანთებული ცეცხლი ერთიანად ჩაქრა, თვალებს დაბნეულად აცეცებდა, უყურებდა და აღარ იცოდა რა უნდა ეთქვა. მზერა ჩემზე გადმოიტანა , ჩუმად ვიყავი , დაჩის ვუყურებდი , ველოდი -მე იმათზე მეტად გამიმართლა ვისაც არასწორი მშობლები, არასწორად ზრდიან... იღბალის ამბავია , სალიო - მიუახლოვდა. ზურგით იდგა, მაგრამ ვიცოდი უღიმოდა - ასე მარტივად, სწორი გზით სვლისას ვპოულობ ჩემს ადამიანებს - თვალებში უყურებდა, ტემბრი შეიცვალა თბილი და ჩუმი გაუხდა ხმა . სალიო გაშეშებული, ღაწვებაწითლებული ,დამრგვალებული თვალებით უყურებდა და მერეც ისევ ისე იდგა დაჩიმ ლოყაზე რომ აკოცა და დატოვა. ერთი მარტივი შეხება ,რომელიც წამით გრძელდება შეიძლება გრძნობების აფეთქების მიზეზი გახდეს. სალომე რომ წაბარბაცდა და ისე დაეშვა დივანზე ვხედავდი. სათქმელი არაფერი მქონდა , მის ცხოვრებაში ყველაზე უცნაური, საინტერესო და ამაღელვებელი პრობლემა გამოჩნდა, სახელად დაჩი. ................ ლაშა მოვიდა. სავარძელში დაიკავა ადგილი და სიტყვებს ტკივილი დაურთო თანამგზავრად -დედა გაფრინდა ... რამდენიმე დღეა დავიწყეთ ძველ ცხოვრებაში დაბრუნება -როგორ გრძნობ თავს ... ისეთი რთულია როგორც ფიქრობდი? -არ ვიცი, ვცდილობ მაქსიმალურად შევეჩვიო, მოვიფიქრო გამოსავალი ... მასთან კავშირი უფრო ხშირად მაქვს. ჩემი დებიც გამოვაფხიზლე -მამა ? მასთან ურთიერთობაზე რას მეტყვი -მის მიმართაც შევიცვალე , ისეთი უხეში აღარ ვარ . რამდენიმეჯერ ვისაუბრეთ, ფეხბურთს ვუყურეთ ბოლოს და მომავალ გეგმებზეც მითხრა. ბოლოჯერ წავიდაო დამპირდა, რომ ჩამოვა აღარ გავუშვებ იცოდეო - მშვიდი მეჩვენა, იმედი ჰქონდა . ტკივილის მიუხედავად მაინც ცდილობდა თავის გამხნევებას - არ ვიცი რა მჭირს, მაგრამ ისე მუქ ფერებში აღარ ვხედავ ჩვენს მომავალ ცხოვრებას. მჯერა იმაზე მალე ვიქნებით ერთად ვიდრე მე ვფიქრობდი... მამას გეგმები აქვს , საქმესთან დაკავშირებით მომიყვა. არავინ იცისო , ასე ყოფნა აღარ შემიძლია , ახლა კიდევ უფრო მეტად დავრწმუნდი,რომ უნდა გავრისკოო . მომეწონა მისი იდეა, დახმარებასაც დავპირდი ... ძალიან მინდა ოცნების კოშკები თავზე არ დამემხოს , მაგრამ მაინც ოპტიმისტურად ვარ განწყობილი -ყველაფერი დროის საკითხია, მთავარია სულ ცოტა მოთმინება გამოიჩინო. არ აჩქარდეთ , გონივრულად შეაფასეთ რისკებიც ... როდის გამოჩნდება კიდევ ერთი ბარიერი არავინ იცის. -ჩვენ ეგ ბარიერები და მახეები კარგად ვიცით ... ყველაფერი მაგით დაიწყო . ამჯერად ყველაფერი სხვაგვარადაა, მამას ნამდვილად უნდა დედას დაბრუნება -როგორ მინდოდა მისი აზრები რეალური ყოფილიყო და მათი ოჯახი ყველაფრის მიუხედავად კვლავ გაერთიანებულიყო -ამდენ ადამიანს გაქვთ საერთო სურვილი, მიზნები და ყველა გეგმა რომელიც ამ მიზნის მისაღწევადაა ... -ასეა. მე კი ვცდილობ დროს მივყვე, მაქსიმალურად გამოვიყენო და რაც შეიძლება ცოტა ვიფიქრო . ძალიან მინდა ეს სტაბილური მდგომარეობა შევინარჩუნო -თუ რაღაც მოხდება ისევ ვიპოვნით გზას,რომელიც დაგეხმარება -მთავარია დაბრუნდეს - მისი ბედნიერება ერთადერთ ამბავზე იყო დამოკიდებული. დედაზე, ოჯახზე, მიუხედავად იმისა თუ როგორ წარიმართებოდა მათი ცხოვრება, რა პრობლემების წინაშე აღმოჩნდებოდნენ მაინც ყველაფერი სიხარულით შეეძლო მიეღო. ნებისმიერ სხვა დაბრკოლებას უმკლავდებოდა, სწავლობდა, მეგობრებიც ჰყავდა, იცოდა რა უნდა ეკეთებინა ცხოვრებაში არაფერს უშინდებოდა, მხოლოდ დედა სჭირდებოდა , სითბო რომელიც სხვასთან არ იყო . ამ პატარა ბიჭში იმხელა სევდა და ძალა იყო ერთად , არ შეიძლებოდა დიდხანს გაგრძელებულიყო მისი ტკივილი. ............ იოანას მეორე ვიზიტი კიდევ უფრო განსხვავებული აღმოჩნდა. ჩვეულებისამებრ თვალისმომჭრელად გამოიყურებოდა, მაგრამ აღელვებული მზერა ჰქონდა. გაკვეთილების მსვლელობის პროცესში მოვიდა , ჩანთა დადო ,თუმცა თავად არ დამჯდარა. ფანჯარასთან დადგა, ვიღაცას უყურებდა ,თითქოს სწორედ სათვალთვალოდ საჭირო ზონაში იმყოფებოდა და მისი აქ მოსვლის მიზეზიც ეს იყო -წინა შეხვედრის დასასრულს მკითხეთ ვინ ვიყავი ... ბევრი რამ შემიძლია ვთქვა. დადგება დრო როდესაც მხოლოდ საკუთარ სახელს ვიტყვი და დანარჩენი ისედაც ცხადი იქნება, მაგრამ თქვენთან ყველა შესაძლო ვარიანტს განვიხილავ. ქრონოლოგიურად თუ მივყვებით მე აბორტსგადარჩენილი, ბიჭადჩაფიქრებული გოგო ვარ . რიგით მეოთხე გოგონა ოჯახში ,რომელის საუკუნოვან ისტორიაში ამდენი გოგო საერთოდ არ ყოფილა და მამაჩემმა ცრურწმენებიც კი ირწმუნა . ასე დამარქვეს ბიჭის შეცვლილი სახელი, იოანე სურდათ და იოანა შექმნეს - შემობრუნდა, ზურგით ჭრელ კედელს ეყრდნობოდა, ფანჯრიდან შემოსული სინათლის ფონზე იმდენად მიმზიდველად გამოიყურებოდა თვალს ვერ მოაშორებდით - ზედმეტად ქალური იოანა , ნაზი , ვნებიანი, მიმზიდველი, მაცდური გოგონა მამაცი, ძლიერი, მებრძოლი, ველური ვაჟის ნაცვლად -ეს მხოლოდ ის სახეა რომლის შექმნაშიც წვლილი არ გაქვს... როგორია იოანა ,რომელსაც გზადაგზა ქმნიდი - ბევრი ქალისთვის ფსიქიკის დამანგრეველი იყო მსგავსი მდგომარეობა, მაგრამ იოანა ამ ამბავს იმდენად არ განიცდიდა. შინაგანი სევდა ნამდვილად ჰქონდა, მაგრამ არც იმდენად მძაფრად რომ ეს ყოფილიყო მისი ცხოვრების მთავარი ტკივილი. ასეც ხდება ხოლმე დამოუკიდებლად გადალახავენ რთულ ბარიერს -იოანა ყოველთვის საკუთარ თავზე შეყვარებული , თვითდამკვიდრებისკენ მიდრეკილი გოგონა იყო. არასდროს შემეძლო უფერულება, შეუმჩნევლად არ უნდა დავრჩენილიყავი , მოუწესრიგებელობა მაგიჟებდა...იოანა ყველა დეტალს ამჩნევს, სწავლობს, იმახსოვრებს. იშვიათად მახსენდება მომენტი როდესაც მომატყუეს, მატკინეს ან ამატირეს. ტირილი ძირითადად რაიმეს მოთხოვნის დროს მქონდა, ბიჭზე გაგიჟებული მამაჩემი გოგონებზეც გიჟდება და ისედაც იშვიათად მინდოდა რაღაც რასაც ვერ ვიღებდი . მე ჯერ დანარჩენ დებს შორის გამოვირჩეოდი, შემდეგ ყველგან სადაც მოვხვდებოდი. სიტუაციაზე მორგების საოცარი ნიჭი მაქვს, თუ საჭირო გახდება, მე თუ მაწყობს ნებისმიერ მდგომარეობას შევეჩვევი, მივიღებ და გამოვიყენებ. იოანა ვინ არის? ამ თქვენს კედელზე არსებული და არ არსებული ყველა ფერია. ფიქრისა და გეგმების გარეშე ვხდები ის ვინც საჭიროა . მომწონს ეშმაკი რომელიც ჩემშია და ანგელოზიც ,რომელიც იშვიათად ,მაგრამ განსაკუთრებულ მომენტებში ჩნდება. კარგად ვიცნობ საკუთარ თავს,ჩემს გარდა არავის აქვს წარმოდგენა იმაზე თუ რეალურად რა მინდა, რა შემიძლია ,რას ვფიქრობ -შესანიშნავია როდესაც იცი რა გინდა საკუთარი თავისგან, ცხოვრებისგან და ადამიანებისგან რომელიც შენს ირგვლივაა. საკუთარი ძალის შეგრძნება და თვითკონტროლი ნამდვილად არ მოგცემს დაცემის საშუალებას -და მაინც სისუსტე ყველას გვაქვს. იდეალურად აწყობილი მექანიზმიც კი იშლება ერთ დღეს , სულ ერთი პატარა ჭანჭიკის ამოვარდნაც საკმარისია -შენს ცხოვრებაშიც გამოჩნდა მსგავსი ჭანჭიკი ? -გამოჩნდა, მაგრამ ვერ გავიაზრე. მეგონა ისევ ისე იქნებოდა როგორც ყოველთვის... შევცდი. ახლა არ ვიცი რას ვგრნობ , თავს როგორ დავიხსნი და საერთოდ სადამდე მივალ-მხოლოდ იმ მომენტში მეჩვენა უმწეო - აუცილებლად უნდა ვიპოვნო სწორი გზა. მე არ შემიძლია სხვაგვარად ცხოვრება. შევიცვლები და მთელი ჩემი სისტემა ჩამოიშლება. არ მინდა გავხდე სხვა ქალი -გამოსავლის პოვნისთვის გადამწყვეტი სწორედ დროული მოქმედებაა...მონდომება, სურვილი და გადაწყვეტილების სიმტკიცე - ისე გამოიყურებოდა მეგონა ნებისმიერ ამბავს მარტივი გამოსავალი ექნებოდა მისთვის -ჩემს ერთ ნაწილს უნდა იბრძოლოს ,მეორეს კი ეს მარცხი მიაჩნია გამარჯვებად ... ავირიე -შეგიყვარდა ? - მგონი ჩემი ერთი სიტყვა ზედმეტად ხმამაღლა გაჟღერდა. შეკრთა, დაიბნა? არა პასუხი იცოდა, იქნებ ხმამაღლა არ აღიარებდა, მაგრამ ნამდვილად ხვდებოდა რაც ხდებოდა მის თავს -მე ახლა სიყვარულის დრო არ მაქვს...ჩემში იმდენი ემოციაა, თუ თამაშს შევწყვეტ და ერთ ბიჭზე გადავერთვები მთლიანად დავინგრევი. არ ვარ მზად ამისთვის - სინამდვილეში ეშინოდა, ღალატის, უარყოფის, დაშორების, შეცდომების დაშვების და ამიტომაც ჰქონდა ურთიერთობა ამდენ ბიჭთან ერთად. ეს ნამდვილად ახალისებდა, მის ცხოვრებას რაღაც მუხტს აძლევდა, მაგრამ ახლა სრულიად სხვა მოცემულობა იქმნებოდა -კონტროლს კარგავ ? მას ვერ მართავ თუ საკუთარ თავს-პირდაპირი ვიყავი ,მას სჭირდებოდა ზუსტი,მკაფიო პასუხები გაეჟღერებინა -ის , მიყურებს და მანგრევს _ აღფრთოვანებულიც იყო და აღშფოთებულიც. ხმაც კი შეეცვალა, გამომეტყველებაზეც კი დაეტყო ცვლილება - თითქოს გონებაში აღწევს, მმართავს მეც და მთელს სიტუაციას. მისდამი ლტოლვა ყველა საზღვარს სცდება , მე ვერ ვაკონტროლებ საკუთარ თავს ! -პრობლემა ამაშია ? -არ არის ? -არ ვიცი,მე კითხვას ვსვამ ...პასუხი შენ უნდა გქონდეს -ის , ის რა არსებაა ღმერთო ჩემო ვერაფრით ამოვხსენი. მეთამაშება, უნდა მე გავხდე მისი კოლექციის ნაწილი და არ იცის მისნაირი რამდენია ჩემზე შეყვარებული -გგონია თაყვანისმცემლების რაოდენობაა მთავარი? -ჩემთვის არის , მათ სახეს ვხედავ, ვხვდები , ვშიფრავ ერთ კაცზე კონცენტრირება კი შემშლის -რთული იქნება და ამიტომ გაურბიხარ ? გამოდის საერთოდ არ აპირებ მეორე ნახევრის პოვნას -მეორე ნახევარი,რა უბედურებაა... სიამის ტყუპებსაც კი აშორებენ ერთმანეთს რომელი ნახევარი -სიყვარულის არ გჯერა იოანა? -მე რეალისტი ვარ, მჯერა გრძნობების, გატაცების, ეიფორიის, ვნების, მჯერა შეჩვევისა და კომფორტის , მაგრამ ერთადერთ, განუმეორებელი და შეუცვლელი არავინაა. საკუთარ თავს განაჩენი როგორ გამოვუტანო , განა ორჯერ ან მეტჯერ შეყვარება არ შეიძლება? ახლა ამ ყველაფერზე ფიქრიც კი მღლის... ჩემი ცხოვრება ზედმეტად დატვირთულია იმისთვის,რომ შეყვარებული მყავდეს -და მის გრძნობებზე რას იტყვი , მხოლოდ შენი პასუხი დარჩა ურთიერთობის სტატუსის მისაღებად? -მე თუ გადავწყვეტ ჩემთან იქნება - როგორ არ ჰგავდა სხვა გოგონებს. იქნებ მის გვერდით ისიც დაბნეული, ბროწეულისფერი ღაწვებით გოგონა ხდებოდა , არ ვიცი საუბრისას კი საერთოდ არ ეტყობოდა მორცხვობა -იქნებ მარტო არ არის, ვინმე უყვარს ან საერთოდ ისიც არ არის მზად ურთიერთობებისთვის -ვგრძნობ ... არა , არა და არა . მასზე ფიქრიც არ მინდა, რაც უფრო მეტს ვიფიქრებ უფრო მეტად მომინდება - ისევ ფანჯარას მიუბრუნდა. დარწმუნებული ვარ ბიჭი იქ იდგა და იოანა ზემოდან აკვირდებოდა- ნახვამდის . იმედია შემდეგ შეხვედრამდე ვიპოვნი საკუთარი თავის მართვის წერტილს და ამ მიღწევის შესახებ გაგესაუბრებით - წავიდა. ისევ გაურკვევლობა დამიტოვა და გაქრა. ზოგიერთ ადამიანს შუალედური მდგომარეობის ქონა არ შეუძლია ერთი უკიდურესობიდან მეორეში ვარდებიან. იოანა რამდენად დალაგებულადაც ხედავდა საკუთარ ცხოვრებას იმდენად არეული იყო ყველაფერი იმ ერთი ცვლილების შემდეგ .............. ვაჩე მოვიდა . ველოდი, ზუსტად ისეთს როგორიც შემოვიდა. ვფიცავ ფარფატით მოდიოდა, თაფლისფერი სფეროები უნათებდა , პირველად ვხედავდი ამდენად ბედნიერს. წამით სავარძელში ჩაჯდომაც კი სცადა, დაავიწყდა საკუთარი წონა ,მაგრამ მაინც დივანი აირჩია -რა კარგია რომ გიჯერებთ ხოლმე ...თქვენი რჩევები მიყვარს. ოფიციალურად ვაცხადებ -მართას ესაუბრე ხომ? -გამიჭირდა, ჩვენ მაინც სხვაგვარი ურთიერთობა გავქვს . პირად თემებზე იშვიათად ვსაუბრობდით ყოველთვის და გამიჭირდა კითხვის დასმა. ჯერ ვკითხე ჩემს ძმაზე რას ფიქრობ-თქო დიდად ყურადღება არ მოუქცევია, თავის საქმეებში იყო გართული. რას უნდა ვფიქრობდეო , მიპასუხა. შემდეგ პირდაპირ მივახალე ჩემი ძმა მოგეწონა-თქო? სიცილი დაიწყო , საშინლად დამაბნია ასე არ იქცევა ხოლმე ...ბოლოს მითხრა მე შენი მეგობარი ვარ და შენს ძმასთან სხვანაირად ვერ მოვიქცეოდი , მაგრამ მასთან მეგობრობა ნამდვილად არ გამომივა მაპატიეო . საერთოდ არ გგავსო ... არც ადრე გგავდა ახლა მითუმეტესო . ხომ იცი არ შემიძლია მსგავს ადამიანებთან ახლოს ყოფნა რაღაცნაირად მაღიზიანებენ კიდეც და თუ შესაძლებელი იქნება სხვა დროს ნუ დარჩება საერთოდ ჩვენთან ერთადო ... ისე მიხდიდა ბოდიშს ალბათ ეგონა მეც ისეთი ურთიერთობა მაქვს და-ძმასთან როგორიც მას აქვს. სხვათაშორის მართას სხვა მეგობრებიც გავიცანი . რეპეტიციას ერთად გადიოდნენ , კონცერტზე გამოსვლისთვის ემზადებოდნენ . ამდენი ნიჭიერი ერთად როგორ აღმოჩნდნენ მართლა არ ვიცი. წარმოდგენა არ მაქვს ჩემს მიმართ ყველა ასე დადებითან განწყობილი როგორ არის, მათთან თავს თავისუფლად ვგრძნობდი . გეფიცები ირეალურ სამყაროში მეგონა თავი , სანამ სახლში არ შევედი და ჩემი და-ძმა არ ვნახე. მერე დავეშვი მიწაზე, მაგრამ მნიშვნელობა არ აქვს . მათთან ურთიერთობის გაწყვეტას არ ვაპირებ, თუ რა თქმა უნდა ასეთი მეგობრული განწყობა ექნებათ ჩემს მიმართ და რაიმე არ შეიცვლება. იმედია არაფერს გავაფუჭებ -მე კი მგონია,რომ თავიდანვე მიხვდნენ რა კარგი მეგობარი ჰყავს მართას შენი სახით -ადრე რომ გამეცნო ვიტყოდი მათთან მოსაწყენია-თქო და შორს დავიჭერდი თავს. როგორი სულელი ვიყავი, რა არასწორად ვხედავდი ყველაფერს, მაგრამ მორჩა სწორ ადამიანებთან ურთიერთობას ვისწავლი , ჩემთვის მშვიდ და არასტრესულ გარემოში... -შენ არ გიცდია მათთან ერთად დაკვრა ? -სოლისტი აღარ ეყოლებათ მალე , ქვეყნიდან მიდის ამერიკაში აგრძელებს სწავლას ...მართა მთხოვდა სცადეო , არ ვიცი ვერ გავბედე იმდენად კარგად უკრავდნენ მე კი მოყვარული ვარ უბრალოდ- ეს არ იყო პრობლემა , ისევ დახარა თავი ,ისევ საკუთარ სხეულს აკვირდებოდა-მირჩევნია სადღაც ვიჯდე და დავუკრა, ეპიცენტრში არ ვიყო . მომღერალი კი ყოველთვის ყურადღებას იპყრობს,მე რომ დავდგები ხომ წარმოგიდგენიათ რა მოხდება -წარმომიდგენია ,ნამდვილად შენ ხმას რომ გაიგებენ და იგრძნობენ იმ ემოციებს რასაც სიმღერისას გადმოსცემ ჰიპნოზის ქვეშ აღმოჩნდებიან ის რამდენიმე წუთი -ნუ ვიქნებით მეოცნებეები, გთხოვთ ლილი არ შემიძლია . ჩვენ კარგად ვიცნობთ ქართველებს, როგორი კულტურული და დახვეწილი, განათლებული ხახლიც არ უნდა მისმენდეს მაინც განაცხადებენ „სცენაზე რომ დგას უკეთეს ფორმაში უნდა იყოს. კი კარგად მღერის ,მაგრამ ესთეტიური სილამაზე მნიშვნელოვანია“ ერთხელ უთქვამთ თუ ორჯერ, ადამიანებს ჩაცმულობის გამო ლანძღავენ როგორ კარგადაც არ უნდა მღეროდეს -დაცინვის მსხვერპლი მომღერლები მსოფლიოს მასშტაბით არიან , ზოგი ანტიპიარით იკეთებს რეკლამას იცი? ცნობილები ხდებიან საკუთარი განსხვავებულობის ხარჯზე, განგებ ქმნიან იმიჯს რომ მათზე ისაუბრონ -მე არ მინდა ასე გამიცნონ -ისევ იმ ხალხის აზრის გამო ამობ უარს რომლის გამოც გრძნობ ტკივილს -ასე არ არის ... მე საკუთარი თავი -ახლა ხომ არაფერ შუაშია შენი წონა... დგომა და მღერა შეგიძლია შენი ხმის დიაპაზონი არ შეცვლილა ვაჩე . -კარგით,მართალი ხართ - შეუძლებელი იყო წინააღმდეგობის გაწევის გარეშე მისი გონს მოსვლა. თუ დავანებებდი საკუთარ აზრებში ჩაიკარგებოდა ისევ, ვერ დავუშებდი კიდევ ერთხელ უიმედო გამხდარიყო - მაგრამ არ შემიძლია სხვანაირად. მე ვერ გავუმკლავდები ამ წნეხს -გამოდის სიამოვნების მიღებაც არ შეგიძლია იმ ადამიანების გამო ,ვინც იცი,რომ არასწორად ფიქრობს -არ ფიქრობენ არასწორად, მართლაც არ არის ლამაზი როდესაც ჩემნაირს ხედავ სცენაზე. თვალებს ხუჭავ და უსმენ, მაგრამ უმჯობესია მთლიანად ტკბებოდე - ისევ ისე ფიქრობდა. ისევ ვერ მოიშორა ის ბიჭი რომელსაც 16 წელი ზრდიდნენ მასში -შენ ისევ აკეთებ კომენტარს სხვის გარეგნულ მხარეზე? -არა , როგორ შეიძლება მე ვინმეს დავცინო -ანუ თუ სხვაზე კარგი არ ხარ უფლება არ გაქვს და თუ გგონია რომ ვიღაც უცნობს რაიმეთი აღემატები უფლება გაქვს დასცინო? -არ გაქვს , მაგრამ -მაგრამ არ არსებობს. შეუძლებელია ადამიანს აქილიკებდე და მართალი იყო. ამისთვის მხოლოდ კრიტიკოსები არსებობენ, პროფესიონალები რომლებიც ვიღაცის რომანს , პოემას აკრიტიკებენ. ჩაცმულობა კი მოდის კრიტიკოსმა უნდა შეაფასოს ისიც მოდელის, სცენაზე, დიზაინერის ნაშრომის და არა თავისუფალი პიროვნების რომელსაც თუ სურს შეუძლია ტომარში გახვეულმა იაროს . მუსიკასაც ჰყავს პროფესიონალი შემფასებლები და მეეჭვება რომელიმე კრიტერიუმში იყოს მომღერლის წონა თუ შენ ემოციებს სწორად გადმოსცემ სიმღერისას, ან სწორად უკრავ ... მანკიერი ქმედების გამართლება როგორ შეიძლება, ეს ადამიანური სისუსტეა , რომელიც სამწუხაროდ ბევრს ახასიათებს. ზოგს საერთოდ არ უნდა ვინმეს გული ატკინოს ან დაამციროს, უბრალოდ თავში გაჩენილ აზრს ხმამაღლა გამოხატავს, იუმორით ამართლებს მწარე კომენტარს , ვერც იაზრებენ რამდენად შეიძლება მოქმედებდეს მათი სიტყვები . არიან ისეთებიც ვითაც ჰგონიათ ,რომ კომპეტენტურები არიან და აუცილებლად უნდა დააფიქსირონ თავიანთი აზრი ... შენ თითოეულ ადამიანზე თუ იფიქრე საკუთარ თავს დაკარგავ . შეუძლებელია , ბუნებაში არაფერია ისეთი რაც ყველას უყვარს ან მოსწონს - უნდა მეთქვა სწორედ ის რასაც ვფიქრობდი, ზუსტად ის რაც ჩემს გონებაში ტრიალებდა და მას უნდა გაეგო სხვა შეხედულებაც . არ მინდოდა პირდაპირ გავლენის მოხდენა, მაგრამ არჩევანი სჭირდებოდა ვიცოდი მსგავსი რამ მისთვის აქამდე არავის ჰქონდა ნათქვამი -თქვენ არასდროს შეგიფასებიათ ასე ვინმე? მე რომ ვაკეთებდი წარსულში მართლა არ მეგონა თუ ცუდად ვიქცეოდი -მეც არ მეგონა . ზოგჯერ მწარე სიტყვას შესაბამისად ვპასუხობდი, თავს გამარჯვებულად ვგრძნობდი მეც მტკიოდა და მასაც, მხოლოდ გულის სიღრმეში ჩემი რაღაც ნაწილი იმსხვრეოდა . სკოლაში ყოფნისას, ბავშვობაში ბევრი რამ შეიძლება არასწორად გავაკეთოთ...ეს ადგილი მხოლოდ სხვადასხვა საგნის შესასწავლად არ შექმნილა აქ ცხოვრების უდიდეს ნაწილს ვატარებთ და ბევრს ვსწავლობთ . ზოგი ვერ ახერხებს ცვლილებას, ვერ იაზრებს , ვერ ხვდება , ვერ ხედავს სწორ გზას და ბოლომდე ისე აგრძელებს როგორც თავიდან დაიწყო ... მე შევძელი სულის სიმშვიდის პოვნა ახლა ვამაყობ საკუთარი ცვლილებით და ის წარსული რომ არა მგონი სათანადოდ ვერ დავაფასებდი ჩემს სწორ გზაზე გადასვლას -ვერ ვიჯერებ ,რომ შეიძლება თქვენ ოდესმე სხვანაირი იყავით -მე კი იმედი მაქვს,რომ კიდევ ბევრჯერ შევიცვლები, მეტად მომეწონება საკუთარი თავი და ის საქმეები რასაც გავაკეთებ . წინ კიდევ ბევრი წელი მაქვს შენ კი ჩემზე მეტი ... სულ რომ 100 წლის იყო , გონს მოხვიდე და მიხვდე 2 დღე გაქვს დარჩენილი იმ ორ დღეშიც უნდა სცადო ბრძოლა . არაფერია საკუთარ თავთან გამარჯვების, თვითკმაყოფილების , ჯანსაღი სიამაყის შეგრძნების მსგავსი. უნდა იცოდე ვინ ხარ, რა შეძელი და მომავალში რა შეგიძლია ... -საკუთარი თავის ფლობა ყველაზე რთულად მისაღწევი მდგომარეობაა -მაგრამ შესაძლებელი ... შეიყვარე საკუთარი თავი . დაინახე რა შეგიძლია, გამოიყენე საკუთარი ბედნიერებისთვის ის შესაძლებლობები რაც გაქვს. არ გაჩერდე , არ ელოდო რაღაც შედეგის დადგომას , ნუ გაიყინები გააკეთე ის რაც ახლა ,ამ ეტაპზე მოგანიჭებს სიამოვნებას. სცადე , გაბედე -ვიფიქრებ ... -პედაგოგთან როგორ მოგწონს -საათებს უნდა ვატარებდე კლავიშთან , ვფიქრობ სახლიდან აგარაკზე გადავიდე ასე უფრო მშვიდად ვიქნები . მათი დათანხმება ყოველთვის შემეძლო და გავიხსენებ ძველ დროს - მომწონდა მისი გადაწყვეტილება , საკუთარ სივრცეს თუ შეიქმნიდა კარგი იქნებოდა. მის ოჯახისწევრებთან ბრძოლაში ვერ ჩავრტავდი, მათი აზრების შეცვლის ძალა ამ ეტაპზე არ ჰქონდა - კიდევ მქონდა ახალი ამბავი- უცებ გაახსენდა და გაეცინა- ისტორიის მასწავლებელი შოკიდებული დავტოვე ... რაღაც სისულელე თქვა ერეკლე მეორესთან დაკავშირებით მე კი ისეთი წიგნები მქონდა წაკითხული სულ რამდენიმე ეგზემპლიარი რომ არსებობს და შევუსწორე. გაგიჟდა თავიდან, როგორ ბედავო შენ ნეტავ რა იციო, ჩვეულებისამებრ თავდაცვა დაიწყო თავდასხმით. ყურადღება არც მიმიქცევია, ვიცოდი მართალი იყო და ვუთხარი დაგუგლეთ ,სწორი ინფორმაცია იქნება-თქო . ბავშვებს მეტი რა უნდოდათ გამოიყენეს სიტუაცია და ააფრიალეს ცნობები . თუ არ გასკდებოდა ბრაზისგან არ მეგონა . როგორია როცა რაღაც გეშლება და სწავლების ნაცვლად გაბულინგებენ იმედია გაიგო ,თუმცა მეეჭვება . დიდად მისი ამბავი არ მადარდებს, საკუთარ ცოდნაში დარწმუნებული რომ ხარ ეს შეგრძნება მომეწონა - ბედნიერებას ვერც მე ვმალავდი და ისევ პირდაპირ ვთქვი ჩემი აზრები -წარსულში რას გააკეთებდი ... გითხრა ? თავად გადაუხდიდი სამაგიეროს იმ ქალს,რომელიც საშინლად არ მოგწონს ისე დასცინებდი ჭკუიდან შეშლიდი, მის დონეზე დაეშებოდი, ზუსტად ისე მოიქცეოდი როგორც თავად იქცევა და ამით მიიღებდი სიამოვნებას. საერთოდ დაკარგავდი ფაქტს, რომ შენ გქონდა ზუსტი , უტყუარი ,ჭეშმარიტი ცოდნა -ამაზე არ მიფიქრია , მე უბრალოდ სახლში დაბრუნების შემდეგაც განვაგრძობ კითხვას მუსიკის შესწავლის პარალელურად ... მინდა ახალი წიგნები შევიძინო. მუსიკოსების ბიოგრაფიები მაინტერესებს, კომპოზიტორები , მომღერლები - კულტურის შემქმნელი ადამიანების ისტორიები -დიახ , ისევ ისტორია ... სხვათაშორის მე ადრეც მიყვარდა მსგავსი ამბები. სპორცმენებზე თითქმის ყველაფერი ვიცოდი, თამაშები, მირწევები, წარმოშობა ,განვლილი გზა. საშინლად მაინტერესებდა დეტალები . თავად სპორტის სხვადასხვა სახეობის წარმოშობასა და განვითარებაც ვიცოდი , უბრალოდ არასდროს ვიყენებდი . არავის აინტერესებდა -მაგრამ შენ იცოდი , იცი და თუ საჭირო იქნება გამოიყენებ კიდეც -კარგია ახლა მაინც რომ დავინახე ჩემი სიყვარული ისტორიისადმი -ხედავ შენს განვლილ გზას ? ისევ გგონია,რომ არაფერი იცვლება ? -ვხედავ , თქვენი დამსახურებით -შენ აკეთებ ყველაფერს , მე უბრალოდ გააზრებაში გეხმარები . ჩემი როლი უმნიშნელოა, მთავარი ხარ შენ ეს არ დაგავიწყდეს. რაც არ უნდა მოხდეს , მთავარი შენ ხარ სხვა ვერავინ დაგეხმარება ისე როგორც საკუთარი თავი -წავალ უკვე, დიდხანს ვისაუბრეთ ... გელოდებიან ალბათ . მეც გეგმები მაქვს -მომავალ შეხვედრამდე , ვაჩე -მალე შევხვდებით , ლილი ................. ზამთრის ის საღამო განსხვავებული იმიტომ იყო ,რომ ამჯერად კარის წინ მე ვიდექი და ველოდი როდის გამოჩნდებოდა მასპინძელი. ნაბიჯების ხმა რომ გავიგე გულისცემა ამიჩქარდა, პირველივე წამიდან ველოდი ცვლილებების დიდ ფოერვერკს. თავისუფლებას რომელიც წამსვე გამოჩნდა ჯანოს მოციმციმე თვალებში . კარი თავად გამიღო და წამსვე მომეხვია -ვიცოდი,რომ მოახერხებდი და მოხვიდოდი ... -გემრიელ ვახშამს დამპირდი -მზადების პროცესშია - ბინას ეტყობოდა ახალსახლობის კვალი. ჯერ კიდევ არ იყო ბოლომდე გადაბარგებული. მყუდრო გარემოში მოვხვდი, მისაღებსა და სამზარეულოს შორის ბარის მაგიდა იდგა . დივანს გვერდი ავუარე ,მაღალ სკამზე მოვთავსდდი და გაზქურაზე მდგომ საშუალო ზომის ქვაბს შევხედე , სასიამოვნო სურნელი ტრიალებდა . მაგიდაზე დაჭრილ ბოსტნეულს დავხედე და მზერა ჯანოზე გადავიტანე -როგორც ვხედავ მარტო ცხოვრებას უპრობლემოდ ახერხებ ... მეგონა კერძებს შეუკვეთავდი შენ კი თურმე პირადად ამზადებ - არ ვიცოდი თუ სამზარეულოში ასე კომფორტულად გრძნობდა თავს ის კი ზედმეტად თავდაჯერებული ჩანდა -ასე კარგად არასდროს ვყოფილვარ ... თავად განვაგებ საკუთარ ცხოვრებას . მოთხოვნების, სხვების აზრებისა და გავლენებისგან შორს . -ასე მარტივად წამოხვედი ? -მარტივი არ იყო ... გამოავლინეს კლანჭები , მაგრამ მე მამაჩემის შვილი ვარ და არის რაღაც უნარები რაც მეხმარება როგორც ფიზიკური ასევე მენტალური ბრძოლის დროს - ვიჯექი, ვუსმენდი, ვუყურებდი როგორ ამზადებდა ,როგორი დარწმუნებული იყო იმაში რასაც ამბობდა და გრძნობდა. ვეღარ ვხედავდი იმ გრძნობებარეულ,საკუთარ თავში დაკარგულ ბიჭს რომელსაც უამრავი უსიამოვნო შეგრძნება აწუხებდა იმ ცხოვრების წესის გამო რომელსაც მიჰყვებოდა - მეცინებოდა მუქარებზე რომ გადავიდნენ, რა თქმა უნდა ჩემი წასვლა მათი ძალაუფლების ჩამონგრევას ნიშნავს. უკვე სრულწლოვანს მთელს ქონებაზე მიმიწვდება ხელი ... ბიძაჩემის შავბნელ საქმეში რომ აღარ იტრიალებს მამაჩემის ფული ეს აგიჟებთ ისევ,მაგრამ უკვე სრულიად თავისუფალი ვარ. ყველაფერი მოვიშორე ისე რომ არაფერში გავრეულვარ , ანგარიშზე მხოლოდ ფულია და ეს ბინა . როგორ გავაგრძელებ ცხოვრებას ამას დრო მიჩვენებს , ჯერ -ჯერობით დასვენებას ვაპირებ ... -მიხარია რომ მოახერხე სიტუაციის დასტაბილურება -ეს კერძი ისეთი გემრიელი გამოდის, ყოველ საღამოს ჩემი სტუმარი იქნებით - ტაფაზე რაღაცას წვავდა თუ თუშავდა ,წარმოდგენა არ მაქვს ისე ატრიალებდა როგორც დახელოვნებული შეფ-მზარეული -და რა ჰქვია ამ კერძს?- მთლიანად მის საქმეზე გადავერთე -წარმოდგენა არ მაქვს ... მაგრად მეზარება ეს საბჭოური საჭმელები. ბავშვობაში ისე ვერ ვიტანდი ბებიაჩემის გაკეთებულ“ სოუზებს“ მადა რომ არა ალბათ შიმშილით მოვკვდებოდი. ჩემ რეცეპტორებს რომ ესიამოვნება ისეთ ინგრედიენტებს ვამეგობრებ და გამოდის ხოლმე გემრიელობები...ეს ამ ბოლო დროს მაგრად მომწონს - კარადა გამოაღო სულ რამდენიმე ჭიქა და თეფში ჰქონდა- ნინუცამ უჩემოდ არ იყიდო არაფერიო და პირველივე შემხვედრ მაღაზიაში ვიყიდე 6 თეფში . მეორედ რომ მესტუმრებით იმედია უკვე ნორმალური ჭურჭელი გვექნება - ჩუმად ვუსმენდი. ნეტავ თვითონ თუ იაზრებდა რა ნიჭი ჰქონდა. საჭმელს სანამ გავსინჯავდი სუნმა და ვიზუალმა მომხიბლა. მაგიდასთან ორნი ვიყავით , გვიანი იყო უკვე თორემ ნინუცა რომ ამ ბინის ხშირი სტუმარი იქნებოდა ეჭვი არ მეპარებოდა. პირველი კერძი დავაგემოვნე, სალათსაც კი რაღაც ისეთი ინგრედიენტები ჰქონდა მე რომ ვერ ამოვიცანი ,მაგრამ ძალიან მომეწონა -იმედია სკოლაში ივლი ხომ? -დავლაგდები , ასეთ არეულობაში ყოფნა არ შემიძლია ... ხან პირსახოცი არ მაქვს ხან ფხვნილი გამომელია და ტანსაცმელი ვერ გავრეცხე. ერთი კვირა მაინც მჭირდება რაღაცები რომ ვიყიდო , მოვიმარაგო -იცი ყველაფერი გემრიელი რომ არის ?- მადა გამიძლიერდა -ნინუცას უთხარი ეგ ... სამზარეულოში შესაშვები არ არის გეფიცები. გამებუტა ორი დღის წინ - რაღაც მოხდა, გაჩუმდა და მზერაც მომარიდა . არ მინდოდა იმის დაჯერება,რომ ნინუცასთან ისევ ჰქონდა პრობლემა -შენ და ნინუცა ალბათ უკვე მშვიდად ხართ -რაღაც მოხდა ... არ მესმის ჩემგან რას ელის. არ მინდა და არც გავხდები სხვა ადამიანი, მე უბრალოდ მოვშორდი მათ ვისთან ყოფნაც ცუდად მხდიდა. არ მინდა ვინმეს ვგავდე ან იმ საქმეს ვაკეთებდე რაც არ მომწონს, მაგრამ მე მე ვარ ჩემი შეხედულებებით, აზრებით და ის ყველაფერს ზედმეტად სენსიტიურად ხედავს. მჯერა მისი , ეჭვი არ მეპარება იმაში,რომ ჩემ გარდა არავინ აინტერესებს . გეფიცები აზრადაც არ გავივლებ იმას რომ ვინმეს ეფლირტავება, მაგრამ ... სანამ ნაჩხუბრები ვიყავით, არ მელაპარაკებოდა და დავშორდით რაღაცები შეიცვალა - გამოჩნდა ახალი გამოწვევა, რომელიც აშკარად სასიყვარულო სამკუთხედს ქმნიდა ჯანოს გონებაში -ბოლო დროს ბევრი რამ მოხდა შენს ცხოვრებაში ... ემოციურად გადაღლილი ხარ . იქნებ არაა ისეთი ამბავი რომლის გამოც ღირს ნინუცას განაწყენება- ვერ ვეტყოდი ხომ არ გეჩვენებათქო. აუცილებლად უნდა გაგვეგრძელებინა საუბარი. არ ველოდი იქ მისულს თუ მსგავს თემაზე მომიხდებოდა დიალოგის წამოწყება - კარგი მოდი მითხარი რა ხდება და რამ გაგაბრაზა -არ ვბრაზობ . ზუსტად ვიცი რაც ხდება და ისიც ვიცი რასაც გავუკეთებ იმ გან.ო.ა ბიჭს - ისე ცივსისხლიანი მეჩვენა იმ წამს, მშვიდად განაგრძო ვახშმობა, ღვინით გაავსო ჭიქები და ერთ-ერთი აიღო- ნინუცა ჩემია და ვიღაცს ს.რი კი არა ღმერთი რომ ჩამოვიდეს მაღლიდან მასაც არ დავუთმობ - ღმერთო როგორ შეეძლო ამ ბიჭს ასეთი აზრები ჰქონოდა არ ვიცი . ზოგჯერ ისე ცივილურად აზროვნებდა ზოგჯერ კი სრულიად განსხვავებულ სამყაროში გადადიოდა -როგორ გგონია ნინუცა ერთი ჩვეულებრივი გოგოა , საგნად ქცეული რომ ვიღაცამ აიღოს და წაიღოს? - მშვიდად ვუყურებდი, გაეცინა ჭიქა მაგიდაზე დააბრუნა და საუბარი განაგრძო -ვიცი ეს ფრაზები , თქვენ ორნი ერთნაირად აზროვნებთ ... ამის გამო გაჭედა . რასაც არ უნდა გრძNობდეს და რაც არ უნდა მოუნდეს მე ზედმეტად მოახლოების უფლებას არ მივცემ თუ ვიგრძნობ რომ მეგობრობას სცდებაო . ხო, მაგარი გოგოა ჩემი ნინუცა , მაგრამ არ იცის რა შეუძლია გააკეთოს ბიჭმა რომელიც მისით შეპყრობილია. სულ ს.რზე დაიკიდებს ნინუცას პოზიციას , იმას რომ მისი გული ჩემია და დაიწყებს მცდელობას -გინდა სხვებს აუკრძალო ნინუცას სიყვარული ? -საიდან უყვარდებათ , ზედმეტად გახსნილია, ახლოსაა , ზღვარი არ იცის ... მისთვის უმნიშვნელოები არიან , მაგრამ ამ დროს იმათ უყვარდებათ ხო? ვერავინ ვერ დამაჯერებს რომ იმას ნინუცასთან ნამდვილი მეგობრობა შეუძლია და მეტი არაფერი უნდა- გაბრაზდა, ტონალობაც შეეცვალა , სკამს მიეყრდნო და ღრმად ჩაისუნთქა- ცოტახანს დავიცდი , მერე რო არ გაგიჟდეს ბიჭს რა დამართეო -და მერე ? თუ მიხვდი რომ მართლა მოსწონს რას გააკეთებ -შევახსენებ ჩემს არსებობას ნინუცას ცხოვრებაში და იმ ადგილს რომელიც მხოლოდ ჩემია და გაზიარებას არ ექვემდებარება - ასეთი იყო და მორჩა. რამდენადაც ბავშვური, კეთილი და ადამიანური იყო იმდენად რადიკალური ხდებოდა -ვინ არის ეს ბიჭი- მინდოდა ესაუბრა, გაეაზრებინა ნინუცას ცხოვრებაში იმ ბიჭის ადგილი , იმედი მქონდა რომ მიხვდებოდა სიტუაციის სიმსუბუქეს. რატომღაც მეგონა ,რომ ცდებოდა -ნინუცას მამის მეგობარი ოჯახთან ერთად გადაცხოვრდა ამ რამდენიმე თვის წინ მათ უბანში. მეზობლები არიან რა , ორი სახლის მოშორებით ცხოვრობს . მთელი ადაპტაციის პროცესი ამათთან გაატარეს , ლამის ყოველდღე იქ იჯდა . ნინუცა კომუნიკაბელურია , ყველასთან ერთნაირად იქცევა. ზედმეტ ემოციებს არ გამოხატავს არავისთან ეს კი იმდენად ახლოსაა ჩემზე მეტ დროს იმასთან ატარებს და ლამის ყველაფერი იციან ერთმანეთის შესახებ ... მოსწონს . მე ხომ ვიცი არა ? ასე უბრალოდ ეგ არავის დაუახლოვდებოდა . -გეშინია,რომ მათი მეგობრობა სიყვარულში გადაიზრდება ? -მაგას არ დავუშვებ - ეშინოდა, ნინუცას დაკარგვის ამ ქვეყნად ყველაზე მეტად ეშინოდა. ის ერთადერთი იყო მისი სისუსტე და ნებისმიერი სისულელის ჩადენა შეეძლო თუ გონება აერეოდა. ყველაფერს გააფუჭებდა თუ მის დამშვიდებას როგორმე არ შევძლებდი -ისინი ხომ მეგობრები არიან -მე ჩამოვშორდი მეგობრებს რომლებიც მას არ მოსწონდა ... -მათთან ყოფნა თავად გიქმნიდა დისკომფორტს -მე არ მყავს ქალი მეგობრები და დამიჯერეთ , უბრალოდ ახალი ნაცნობი გოგოს გამოჩენაც კი ეჭვიანობის პიკზე აგზავნის ქალბატონს ... თქვენ მისი თვალების ტრიალი არ გინახავთ. ხანდახან მგონია რომ მეც გამგლეჯს -მაგრამ არავის სცემს ხო? -მე არ ვმეგობრობ გოგონებთან რომელსაც მოვწონვარ ... აღარ მინდა ამაზე საუბარი. მოვაგვარებთ როგორმე . ახლა მთლიანად ნინუცას დავუთმობ ჩემს დროს -ნუ გააკეთებ ისეთ რამეს რაც ნინუცას გააცოფებს და აფიქრებინებს რომ მის გრძნობებში გეპარება ეჭვი - აზრს ასე ვერ შევაცვლევინებდი,მაგრამ ეს მაინც უნდა მეთქვა -ახლაც იქაა ... მშვიდად შედის სახლში, მის საძინებელში იქ სადაც მე ვერ მივდივარ. ვცოფდები - ტელეფონს უყურებდა, სავარაუდოდ ნინუცას წერდა და ისიც რა თქმა უნდა არაფერს უმალავდა -შენ იცი,რომ ისინი მეგობრები არიან ...უბრალოდ ეგოისტობ. გინდა სულ ნინუცასთან იყო და შეყვარებულის სტატუსი გაბრკოლებს ? მის მშობლებს იცნობ ? არასდროს გვისაუბრია ამაზე -ვიცნობ ... ჩემებისგან განსხვავებით ისინი ნორმალური ადამიანები არიან. ჰარმონიული წყვილია , იციან რომ მიყვარს . დიდად არ მოვწონვარ ვიცი, ვის უნდა ჩემნაირი არეული კაცი სიძედ , მაგრამ ცდილობენ ნინუცას წინააღმდეგობა არ გაუწიონ . ელოდებიან როდის დავშორდებით ... ქურდის შვილს რა თქმა უნდა ექიმის შვილი ურჩევნიათ - ჯანოსგან თვითშეფასების ასეთ დონეს არ ველოდი. რამდენი რამ იყო რაც ადარდებდა, აფორიაქებდა და გონებას ურევდა -მითუმეტეს, თუ გგონია რომ მათ არ მოსწონხარ უნდა დაამტკიცო,რომ მოძალადე კი არა გაწონასწორებული კაცი ხარ- სხვას ვერაფერს ვეტყოდი , ეს იყო მისთვის გასაგები სიტყვები რაც იმ დროს მომივიდა აზრად -ნუ ნერვიულობ, მის ცემას ასე დაგეგმილად არ ვაპირებ. მაქსიმალურად ვეცდები არ შევეხო -იქნებ სცადო და უკეთ გაიცნო ... როგორ შეგხვდა- იმედს ვიტოვებდი რომ ამ ბიჭთან მეგობრობას შეძლებდა ასე მარტოდ დარჩენილს გამოუჩნდებოდა ახალი ნაცნობი რომელიც დადებითად იმოქმედებდა -არ დავკვირვებივარ მის დამოკიდებულებას ... -კარგი იქნება თუ შემდეგ ჯერზე დააკვირდები. ასე უკეთ გაიგებ მის ნამდვილ ზრახვებს -კარგი ხო , ვნახოთ -ჩემი წასვლის დროა უკვე. ვახშამი ნამდვილად გემრიელი იყო , კიდევ გესტუმრები თუ მიმიღებ , ჩემი სახლის კარი შენთვის ყოველთვის ღიაა , გახსოვდეს - ჩანთა ავიღე , გასვლამდე მოვეხვიე და იმ იმედით დავტოვე ,რომ ახლო მომავალში შეძლებდა ყველაფრის დალაგებას. დედაზე არაფერი ვკითხე, ვაპირებდი,მაგრამ ნინუცასთან დაძაბულობის ფონზე ვერ გავახსენებდი ახლადგამოჩენილ და-ძმას . ვიცოდი მომიყვებოდა როდესაც გრძნობები შემოუტევდნენ . ............... გაზაფხულდა - რამხელა სითბოს , იმედს და ემოციას იტევს ეს ერთი სიტყვა . ლიზა გამოჩნდა, მარტო მოვიდა , შევსებული ფორმებით, ვარდისფერი ლოყებით და ნათელი გამომეტყველებით. არაფრით ჰგავდა იმ გოგონას პირველად რომ შემოაღო ჩემი სახლის კარი. აღარც ცრემლებიც კვალი ჩანდა, არც თეთრად დათენებული ღამეების,მაგრამ მაინც მის ცხოვრებაში რთული, გარდამტეხი მომენტი იდგა. -როგორ ხართ ლიზა ? -ვეჩვევით მდგომარეობას -როგორი რეაქციები მოჰყვა ახალ ამბავს ...შენი იმედები გაამართლა თუ შიშები -ორივე ,მაქსიმალურად მშვიდად ჩაიარა. მირიანის დამსახურებით , როგორღაც მოახერხა ჩემი ოჯახის წევრების მდგომარეობის დასტაბილურება. გიგა თავიდან შოკში იყო , შემდეგ როგორც ვვარაუდობდი გაუხარდა , გამიბრაზდა კიდეც მანამდე რომ ვუმალავდი. ცდილობს ყველაფერი გააკეთოს რომ თავი კომფორტულად ვიგრძნო ახალ გარემოში , ქორწინებაზე უარი ვთქვი . საცხოვრებლად მასთან გადავედი , რეაქციაც ისეთი მოჰყვა ამ ყველაფერს როგორსაც ველოდი. ყველა ჭორაობს, მაგრამ ვცდილობ მშვიდად ვიყო . ქორწინებაზე დათანხმება რომ არ მომიხდა მიხარია, ბავშვზე ორივე ვიზრუნებთ , მაგრამ ერთმანეთთან ვცდილობთ ჩვეული ურთიერთობა შევინარჩუნოთ. მიჭირს სხვა სახლში, უცხო გარემოში და სიტუაციაში ცხოვრება. ტოქსიკოზი მაქვს, სუსტად ვარ ხოლმე , ხასიათიც მეცვლება და ბევრ ცვლილებასთან მიხდება ერთდროულად გამკლავება. ვცდილობ გიგა არ შევაწუხო , ვიღლები სკოლაში სიარულს ხშირად ვერ ვახერხებ... ეს ჭორები მაგიჟებენ. მათთვის რა იცვლება ჩემი ფეხმძიმობით ვერ ვხვდები , ხომ შეიძლება შემეშვან . ვცდილობ ყურადღება არ მივაქციო, მაგრამ მაინც ერთად გროვდება ყველაფერი ჩემს გონებაში და როდემდე გავუძლებ ვერ ვხვდები -რთული იქნება, მაგრამ გარკვეული დროის გასვლის შემდეგ ისე შეეჩვევი ახალ გარემოს ვერც კი გაიაზრებ , შეგიყვარდება კიდეც საერთო მოგონებები რომ გაგიჩნდებათ. ფეხმძიმობის პერიოდი ყოველთვის სირთულეებთანაა კავშირში, უსიამოვნო შეგრძნებებიც ახლავს იმ ყველა ბედნიერ მომენტთან ერთად რომელსაც გზადაგზა განიცდი -გიგას მშობლები და მისი ძმის ოჯახიც იმ ბინაში ცხოვრობს. მე არ ვიცი, მეეჭვება ოდესმე შევეჩვიო იმ ადგილს. მატერიალურ მდგომარეობაზე საუბარი არ მინდა,მაგრამ ფაქტია მე სულ თავისუფლებას ვარ შეჩვეული , დიდ სახლში გავიზარდე ოჯახშიც მხოლოდ ოთხნი ვცხოვრობდით. ხალხმრავლობა, უზარმაზარი სუფრა, ხმაური, არეულობა და ამდენი უცხო ადამიანი სულს მიხუთავს. ბოლო დროს ჩემებთან ხშირად ვრჩევი , გიგას ვერ ვუთხარი მიზეზი და ხან რას ვიგონებ ხან რას. არ მომწონს რომ ვატყუებ , მაგრამ რა გავაკეთო არ მინდა ვაწყენინო ... ვიცი თავადაც ფიქრობს ,მაგრამ ახლა დამატებით ბინის ქირის გადახდა სრული უაზრობა იქნება. ჩემი მშობლებისგან დახმარებას არ მიიღებს, ერთხელ ვთქვი ბებიას ბინა ჩემია-თქო და ისე გამომხედა აშკარა იყო მისი დამოკიდებულება. ხომ ხვდებით, ურჩევნია იქ ვიცხოვროთ ვიდრე ჩემთან გადმოვიდეს.- უცებ იმდენი პრობლემა გაჩნდა მის ცხოვრებაში ,თითქოს უმნიშნელო იყო ყველა,მაგრამ მაინც ერთად ყველაფერი რთული გადასატანი ხდებოდა პატარა გოგონასთვის -მათთან როგორი ურთიერთობა გაქვს... გიგას ძმის ცოლზე და დედაზე რას იტყვი. როგორები არიან -ისეთს არაფერს მეუბნებიან, მაგრამ ხომ ვხვდები ჩუმად მხოლოდ გიგას გამო არიან. ტიპიური ქართული ოჯახია , 16 წლის ფეხმძიმე გოგო სახლში რომელიც მათ ოფიციალურ რძლობაზეც უარს ამბობს. წარმოდგენაც არ მინდა ჩემზე რას ფიქრობენ , ვცდილობ თავი შორს დავიჭირო . ოთახში ვარ ძირითადად... გიგას მამა მუშაობს მთელი დღე გასულია ხოლმე, რძალი სტუდენტია და თან ბანკში სტაჟიორად მუშაობს. ძმაც მუშაობს ,დედა დიასახლისია ,თუმცა მეზობლებთან არის ხშირად, ხანაც დაქალებთან დადის. სახლში უქმად ყოფნა არ მინდოდა, არ მინდა თქვან რომ არაფერს ვაკეთებ, მერიდება მთელი დღე ოთახში გამოკეტვა ,მაგრამ გიგამ გაბრაზდა. შენი გადაღლა არ შეიძლებაო, იმდენი რამ მოაქვთ ყველას ზოგჯერ იმდენს ვჭამ ცუდად როგორ არ ვხდები მიკვირს, ხანაც ორი ლუკმის შემდეგ მეწყება ღებინება. მოკლედ ცოტა დრო გავიდა, მაგრამ მაინც ბევრი რამ ხდება რასთან შეჩვევაც მიჭირს, სიტუაციას ვერ მოვერგე ,კომფორტულად ვერ ვგრძნობ თავს. ასე მგონია სტუმრად ვარ ... ბავშვი რომ დაიბადება არ ვიცი რა იქნება. მრცხვენია , მერიდება , არ ვიცი რა გავაკეთო - თვალები აემღვრა, ისეთი ნაზი და საყვარელი იყო ,გრძელ წამწამებს აფახუნებდა და ცრემლებიც ნელ-ნელა მიდიოდნენ ღაწვებისაკენ -როგორ წარმოგიდგენია შენთვის კომფორტული გარემო -ბებიას ბინაში მე და გიგა ვიქნებით, თავს კომფორტულად ვიგრძნობ ...თავისუფლად ვიქნები. ბავშვიც არავის შეაწუხებს, ჩემი მეგობრებიც მოვლენ, მშობლებიც, ძმაც, მირიანიც რომელსაც ისე უყურებდნენ სტუმრობისას არ ვიცი ისევ არ მინდა ვიფიქრო რა ხდებოდა მათ გონებაში. გიგა ჩემთვის სიმშვიდეა , რომ მოდის სხვანაირი ვხდები მაგრამ ოთახში მარტო ყოფნის დროსაც კი არ მაქვს განმარტოების შეგრძნება. ღმერთო ძალიან უხერხულია ერთ ბინაში 6 ადამიანის ცხოვრება მეშვიდეს მოლოდინში ... ზოგჯერ მინდა ვუთხრა რომ მის რაიონის სახლში წასვლაზეც თანახმა ვარ . იქ უფრო მომეწონა, კომფორტულიცაა, სკოლაც იქვეა , გზა , განათებები ,მაღაზიებიცაა ყველაფერია . ქალაქთან ახლოს არაა და მთელი დღე ვერ ვნახავ ... მუშაობს, სწავლობს ისედაც გვიან ბრუნდება და კიდევ რაიონამდე რომ მოუხდეს ჩამოსვლა აზრი არ ექნება - კომფორტულად, მშვიდად ცხოვრებას იყო შეჩვეული. პრობლემა არასდროს შექმნია ახლა კი გამოსავალსაც ვერ პოულობდა იმდენად დაბნეული იყო. თავს უხერხულად გრძნობდა, განმარტოებას ვერ ახერხებდა, სახლიდან კორპუსში გადასვლა თანაც ამხელა ოჯახში ნებისმიერისთვის რთული იქნებოდა -იქნებ ისევ სჯობს გიგას დაელაპარაკო... შენ ბავშვის არსებობის შესახებაც გიჭირდა თქმა,მაგრამ შედეგი სრულიად სხვაა . ნუ გერიდება კაცის რომელთანაც ცხოვრების დიდი ნაწილის გატარება მოგიხდება, სულ რამდენიმე წელიც რომ იცხოვრო მასთან მაინც ბავშვი გაკავშირებთ . ის უცხო არაა, მას უნდა მისცე უფლება გაგიგოს. დარწმუნებული ვარ თავადაც აწუხებს შენი მდგომარეობა და ღელავს , ვინ იცის რას იფიქრებს -ანჩხლი ცოლივით არ მინდა გამომივიდეს, რომელსაც არ მოსწონს ქმრის ოჯახისწევრები და ყველას ერჩის -შესთავაზე ისეთი პირობები რომელზეც დათანხმდება ... -როგორ -არ ვიცი , პირველ ეტაპზე უბრალოდ ნამდვილი განცდები გაანდე. უთხარი რასაც გრძნობ, შიშებზეც, სირცხვილზეც ... მასაც მოუსმინე , თუ ვერ გაგიგებს სხვა გზა ვიპოვნოთ შენთვის კომფორტის საპოვნელად. მთავარია ეცადო , პირველივე ცდაზე არ დანებდე . არ შეიძლება მარწუხებს შეეგუო , რაღაც როდესაც გაწუხებს მის გონივრულად მოშორებაზე უნდა იფიქრო...ბავშვზე არაფერს მეტყვი? ექიმთან ვიზიტზე , ფეხმძიმობის მსვლელობაზე ...როგორია როდესაც გრძნობ მის არსებობას - მინდოდა დადებითი შეგრძნებები გაეხსენებინა და ისე დავმშვიდობებოდი . იმოქმედა ბავშვმა -ისეთი ამაღელვებელია, წარმოუდგენელია ... ექიმთან პირველ ვიზიტამდე საშინლად ვღელავდი , ისე მეშინოდა რომ ჩემი უყურადღებობის გამო სუსტად იქნებოდა. მადლობა ღმერთს ყველაფერი კარგადაა, რამდენიმე წამალი დამინიშნა, კვებისა და ძილის რეჟიმი რომ მოვაწესრიგე თავსაც უკეთ ვგრძნობდი. ჯერ ძალიან სუსტად ვგრძნობ მოძრაობას, მაგრამ ცოტა ხნის წინ ვიგრძენი და ამაზე კარგი არაფერი განმიცდია. სულ უფრო მეტად უკეთ ვიაზრებ მის არსებობას , მეტად მინდა ვიზრუნო მასზეც და საკუთარ თავზეც. გიგას დამოკიდებულება, მისი სითბო , მზრუნველობა ისე მომწონს. ახლა ყველაზე მეტად მაფორიაქებს , მუცელზე რომ მეფერება და ბავშვზე ლაპარაკობს გული მიჩუყდება,დამცინის ხოლმე მტირალა გახდიო. ბავშვების ნივთებს აკვირდება და სულ უნდა რაღაც იყიდოს, მაგრამ ჯერ სქესი არ ვიცით ... ვერ ვხვდები გოგო მინდა რომ იყოს თუ ბიჭი. რატომღაც მგონია,რომ გოგოს უფრო მარტივად გავუგებ . არ ვიცი, ბავშვის გაზრდაზე რომ ვფიქრობ კიდევ უფრო მეტად მეშინია. გიგას დედა მამშვიდებს ყველაფერს გასწავლიო, მთავარია ჯანმრთელი დაიბადოს და შენ თუ დრო არ გექნება სულ ჩემთან მეყოლებაო . ბავშვის არსებობა ყველას ერთნაირად ახარებს, დედაჩემსაც კი . არადა ბებიის სტატუსი სულ აშინებდა ... -ხედავ? რამდენი ადამიანია შენს ირგვლივ, ყველანი დაგეხმარებიან -ხო,მაგრამ მათ სიმშვიდეს დაარღვევს -შენი შვილია ,მაგრამ მათი შვილიშვილია ... დიდ ოჯახებში ასე ხდება. ბავშვის გაზრდაში ყველა იღებს მონაწილეობას . მათთვის არც მრავალწევრიანი ოჯახებია უცხო, არც ერთ სახლში ორი რძლის ცხოვრება ნუ გგონია,რომ მათთვის ტვირთი ხარ . შესაძლოა ისე არ უჭირთ შეჩვევა როგორც შენ , მაგრამ მათთვისაც უცხო ხარ ... -მინდა ისეთი არჩევანი გავაკეთო რომელიც მეტ - ნაკლებად ყველასთვის მისაღები იქნება. მათიც მესმის, არაფერი მაქვს საწინააღმდეგო , მაგრამ არ ვიცი არეული მაქვს გონება -დამშვიდდი, დაფიქრდი, ეცადე ყველაფერს დააკვირდე აწონ-დაწონო და შემდეგ გადაწყვიტო რა გინდა. გიგასთან გულწრფელი საუბარი კი ხელს არაფერს უშლის ... ზოგჯერ სიტყვების გარეშეც შესაძლებელია ყველაფრის ახსნა, ზოგჯერ კი საუბარია მთავარი ხიდი - ცხელი შოკოლადით სავსე ფინჯანი მივაწოდე. ძალიან მინდოდა ჩავხუტებოდი, მოვფერებოდი , მაგრამ თავს ვიკავებდი . ჩუმად ვისხედით, მეც ცხელ სითხეს მივირთმევდი , შეტყობინება მიიღო და მაშინვე გასწორდა -გიგა მოვიდა, ჩემი წასვლის დროა ... გმადლობთ ,ლილი -ნებისმიერ დროს შეგიძლია მესტუმრო დავემშვიდობე შემდეგ ფანჯრიდან გავიხედე მაინტერესებდა როგორ გამოიყურებოდა გიგა . ზედმეტად მაღლა ვიყავი იმისთვის რომ მისი სახე დამენახა , მაგრამ ვნახე ის რაც საჭირო იყო. ბიჭი მანქანიდან გადმოვიდა, მოეხვია, სახეზე მოეფერა, შუბლზე აკოცა და მხოლოდ შემდეგ წავიდნენ. გიგასთან საუბარიც საჭირო და საინტერესო იქნებოდა ,მაგრამ მაინც ვგრძნობდი , მხოლოდ ბავშვი არ იქნებოდა მათი დამაკავშირებელი რგოლი . ....................... მარტის წვიმის სურნელი ტრიალებდა ჰაერში. ფანჯარასთან ვიდექი და ხელისგულს ვუშვერდი სხვილ წვეთებს. უცნაური ამინდი იყო, ჯერ მზე ანათებდა, შემდეგ უცებ მოიღრუბლა და წვიმაც ისე სწრაფად წამოვიდა ვინ იცის რამდენს აურევდა გეგმებს, რამდენს გაუყინავდა სხეულს . კარი რომ გაიღო ფანჯარა ხმაურით დაიხურა, ვაჩე მოვიდა ისეთი როგორც არასდროს. თაფლისფერები მთლიანად სიწითლეს მოეცვა, კანკალებდა, გაყინული იყო, სველი პერანგი ტანზე ეკვროდა , თმაც სველი ჰქონდა და სახე გაყინული. ჩემი არ ესმოდა, თითქოს ვერც მხედავდა. კუთხეში,იატაკზე დაჯდა მოიკეცა იმდენად რამდენადაც შეეძლო, თავი კედელს მიაყრდნო და მზერა ერთ წერტილს გაუშტერა. შემეშინდა ! -ვაჩე , ჩემი გესმის ? - ფრთხილად შევეხე , გამომხედა , შველას მთხოვდა და მე არ ვიცოდი რა ხდებოდა, რა უნდა გამეკეთებინა - მშვიდად იყავი , აქ არაფერი გემუქრება არავინაა ჩვენს გარდა -ფარდებს ჩამოაფარებთ? გთხოვთ თითქოს ჩემი არ ესმოდა, ფანჯრიდან იყურებოდა არ ვიცი ასეთს რას ხედავდა, არაფერი ჩანდა მოღრუბლული ცის გარდა-წყეული ამინდი - არ დავაყოვნე, მაშინვე გადავწიე ფარდა და მასთან ახლოს დავჯექი. ვაკვირდებოდი და ვერაფერს ვხვდებოდი , ასე არ უნდა ყოფილიყო ეს არ ჰგავდა ვაჩეს არცერთ სახეს. პირველი ვიზიტის დროსაც კი სხვაგვარი იყო მისი სევდა . მის დიდ მტევანს ჩემი თითები შევახე , სხვა არაფერი შემეძლო ლოდინის გარდა -აქ არ მინდა...უნდა წავიდე. მაპატიეთ , დაივიწყეთ- უცებ წამოდგა, კედელს მიეყრდნო და ფეხზე დგომა რომ შეძლო არეული მზერაც ვერ გამისწორა. თავი დახარა, ვგრძNობდი ყელში გაჩხერილი ბურთის გადაგორება უჭირდა, ცრემლები ახრჩობდა, ემოციებს ვერ იტევდა. მიდიოდა და მივყვებოდი, ვერ მამჩნევდა, ვერავის ამჩნევდა . გარეთ ისევ წვიმდა, გავიდა თუ არა მაღლა ცას ახედა ისეთი პატარა მეჩვენა თითქოს ეს ორმეტრიანი ბიჭი თვალსა და ხელს შუა დაპატარავდა. მხრებში მოხრილი, თავდახრილი მკერდზე დაკრეფილი ხელებით მიაბიჯებდა -გამომყევი - შემომხედა, მიმართულება შეიცვალა . არაფერი უთქვამს , მანქანაში თვალებდახუჭული იჯდა, წამითაც არ გაუხედავს გზისკენ. კანკალებდა გათბობა ჩავრთე, პლედი მოვახვიე , რეაქცია არ ჰქონდა ისევ კანკალებდა. სახლში ვიყავით, მისთვის უცხო გარემოში ყველაფრისგან შორს ის კი სადღაც სხვა სამყაროში იყო, მოგონებებში ჩაძირული . -მომიყევი ვაჩე . გათავისუფლდი - ჩემი ხმა ვფიქრობ შორიდან ესმოდა . საუბარი დაიწყო და მე მასთან ერთად დავბრუნდი ათვლის წერტილში -ჩემი ძმის მეგობართან ვიყავით ბიჭები ... მუსიკა, სასმელი, მოსაწევი, გოგონები ყველაფერი იყო. სრული ქაოსი, მე ფხიზელი ვიყავი ჩემი ძმა გაითიშა. მამას მანქანით ვიყავით, აიჩემა სახლში დავბრუნდეთო ...ვეუბნებოდი ამაღამ დავრჩეთ-თქო ,მაგრამ იჩხუბა და იქ დარჩენა აღარ უნდოდა. ვერ აზროვნებდა, მეც არ მიდარდია დიდად . სიმშვიდე იყო , თენდებოდა რომ წამოვედით ქალაქამდე შორი იყო ... ზედმეტად შორი მისი ტვინისთვის. არხეინად ვიჯექი , ღვედიც არ მეკეთა , გზაზე არც კამერები იყო არაფერი ... არავინ . ჩქარა მიდიოდა, უღრუბლო ცა უცებ გამუქდა, წვიმა დაიწყო კიდევ უფრო უმატა სიჩქარეს. მომწონდა , სიმღერას ავუწიე , მიფრინავდა ... ვერაფერს ვხედავდი , სანამ არ მოსრიალდა . ტრიალებდა მანქანა, არ ვიცი რას ეჯახებოდა წამში მოხდა ყველაფერი . ჩემ მხარეს იყო შეჯახება ... ფეხები , ძვლები სულ დამემტვრა მტკიოდა გაუსაძლისად...ვერაფერს ვიაზრებდი რაც მესმოდა და რასაც ვხედავდი - სახე ხელებში ჩამალა, ტიროდა და პირზე ხელს იფარებდა ხმის ჩასახშობად -მორჩა , შენ იმ მანქანაში აღარ ხარ ... ძვლები გაგიმრთელდა , სიარული შეგიძლია - შიში დარჩა ბიჭის გონებაში. ავარიისას განცდილი სიკვდილის შიში -მე გავიარე , მაგრამ ის ? ის ისევ ძლივს დადის ... ის ბიჭი არ ვიცი როდის გამოჩნდა . ნახირი მიჰყავდა , ყველაფერი აირია...ეს ხმები , გაგიჟებული ცხოველები . მანქანა ეჯახებოდა სანამ ხემ არ გააჩერა . სასაკლაო იყო , სისხლის გუბეები და ბიჭი უგონოდ ეგდო. ვხედავდი , ნამდვილად ვხედავდი გესმით? ნამდვილი იყო არ იყო მოჩვენება. არც კოშმარული სიზმარი იყო რომელიც ამდენი ხანი დაძინების საშუალებას არ მაძლევდა. მეგონა გავგიჟდი , ეს კადრები ისე ცხადად ჩნდებოდნენ ყოველ ღამე. ვერსად მივდიოდი, ფეხზე ვერ ვდგებოდი, იმდენ წამალს მიკეთებდნენ ...შევიშალე . მეგონა ყველაფერი დასრულდა . ის დღეები ჯოჯოხეთი იყო . დამაჯერეს რომ მეჩვენებოდა, მაგრამ ასე არ იყო - ვუყურებდი მის სისხლისფერ თვალებს , თაფლისფერები სულ დაეფარა წითელ კაპილარებს. ვუსმენდი ხრინწიან, დაკარგულ ხმას -ყველაფერი იმ დღეს დაიწყო - არ მიკითხავს, უბრალოდ მოცემულობას გადმოვცემდი -სული მეხუთებოდა, ვერ ვისვენებდი , ვერ ვიძინებდი, მაგიჟებდა ჩემი მდგომარეობაც და ის კადრებიც რასაც ვხედავდი. არაფერს მეუბნებოდნენ , მკურნალობა , წამლები, გამუდმებული უძრაობა, ჯანსაღ ცხოვრებას დავემშვიდობე. ერთ ღამეში დასრულდა ჩემი სიმშვიდე ... ჩემი და იმ ბიჭის , რომელსაც მძიმე დაზიანებები ჰქონდა. -ახლა ? იმ ბიჭის შესახებ რა იცი ვაჩე ... იქნებ კარგადაა -გადარჩა. მამაჩემმა ყველაფერი მოაგვარა, ჩემს ძმას ხომ არ დააჭერინებდა. ღარიბ ოჯახს მთელი ფერმის ფული მისცა რამდენიმე ძროხის ნაცვლად და ბიჭის მკურნალობაც მთლიანად დააფინანსა. არ უჩივლეს, ყველაფერი ისე ჩაატარეს თითქოს არაფერი მომხდარა. მას მსუბუქი ტვინის შერყევა, ნაღრძობი ხელი, რამდენიმე ნაკაწრი ჰქონდა ჩვენ კი ცხოვრება დავიმახინჯეთ. სინდისიც არ აწუხებს, არც დარდობს, ისევ ისე ჩქარა ატარებს, ისევ ისე ტრაბახობს საკუთარი მანქანით, მაგარი ბიჭია და ჰგონია რომ არაფერი მომხდარა განსაკუთრებული. ის ბიჭი ჯოხით ძლივს დადის , ვინ იცის რა გამოიარა ... რამდენი შრამი დარჩა. მისი მშვიდი, ჯანმრთელი ცხოვრება გაანადგურა , აწვალა, აწამა -შენ ხომ იცი , დამნაშავე არ ხარ- უნდა მეთქვა, არ შეიძლებოდა მას დანაშაულის შეგრძნებაც ჰქონოდა , განადგურდებოდა -ასე გგონიათ ? -შენც მძიმედ იყავი, საკუთარ ცხოვრებაზე უარის თქმა მოგიხდა, სრულიად შეიცვალე იმ ავარიის შემდეგ . ამ სტრესმა , გონებაში ჩარჩენილმა კადრებმა სხეულზე კონტროლი დაგაკარგვინა . წლებია ცდილობ , იბრძვი -ვიბრძოდი საკუთარი თავისთვის და არა სიმართლის დასადგენად ... თუმცა რომც გამერკვია რას მივიღებდი. ასეა მოწყობილი ცხოვრება მსხვერპლსაც აქვს საკუთარი ფასი, იმდენად უსუსური იყო სამართალი არაფერში სჭირდებოდა. სასამართლოს შენობაში მისულს არავინ დაუფინანსებდა მკურნალობას, ვინ იცის ინვალიდიც დარჩებოდა ჩემი ძმა ციხეში წავიდოდა,მაგრამ მისთვის არაფერი შეიცვლებოდა... ასეა,როცა არჩევანის გაკეთება ორ უბედურებას შორის გიწევს . მე რა უნდა გავაკეთო , არაფერი შემიძლია ... საკუთარ თავსაც კი ვერ ვეხმარები -სამწუხაროდ ასეა , ყველას სამართლის აღსრულების,მოთხოვნის ძალაც არ აქვს. ესეც ფუფუნებად იქცა -გულისამრევია ეს ყველაფერი ... მდიდრების და ღარიბების ცხოვრება. სამართლისა და უსამართლობის ბრძოლა -სამწუხაროა რომ არ გვაქვს ძალა ყველა ადამიანის გამოსწორების ... მხოლოდ საკუთარი თავის მართვა შეგვიძლია , ჩვენი ქცევების, სინდისის -დავიღალე , ძალიან ... ახლა რომ მოვყევი თითქოს ერთიანად მომეშვა,ლოდი მომშორდა,მაგრამ ძალა მთლიანად გამომეცალა . დამღალა ამ ყველაფერმა -ესეც გაივლის, ეს დროც წარსულში დარჩება და გადაიქცევა გამოცდილებად რომელმაც მოგცა ძალა ... - მისი თაფლისფერები იმდენ ემოციას იტევდნენ, ისე მიყურებდნენ თავს ვერ ვაპატიებდი რომ ვერ დავხმარებოდი. -ასეთი რომ არ გავმხდარიყავი როგორ გგონიათ ვიდარდებდი იმ ბიჭის ტკივილზე? -შენ მანამ დაიწყე დარდი ... შენმა ემოციებმა განაპირობეს წონის მატება . შენმა სულმა ვერ გაუძლო , გამოფხიზლება დაიწყე - არ უნდა ეფიქრა სხვაგვარად. ზუსტად უნდა გაეაზრებინა საკუთარი მდგომარეობა- მაინც როგორი ხარ -არ გინდათ, ახლა არა გთხოვთ -ზუსტად ახლა მაინტერესებს როგორი ხარ ვაჩე -ასეთი როგორსაც მხედავთ -მე გხედავ, მაგრამ შენ კიდევ უფრო ფართოდ უნდა გაახილო თვალები საკუთარი გარშემოწერილობის გარდაც რომ შეამჩნიო რაიმე- ვიცოდი განადგურებული იყო, პირველად მოყვა ამბავი რომელიც ასე ამძიმებდა ,მაგრამ თუ იქ ,იმ დროს არ დაინახავდა საკუთარ თავს შემდეგ როდის? როდის შეძლებდა -და რა არის შესამჩნევი ... ამ მცირე ასაკშიც კი იმდენი რამ გავაკეთე, იმდენი ცოდვა დავაგროვე, არ ვიცი იმდენად უბედური გავხდი ასე მგონია მთელი ცხოვრება ჩავატიე ამ დროში -და ამ დროს ეს შენი ცხოვრების 1/3 არ არის , კიდევ უფრო ნაკლებია ... ამ 16 წლიდან ნახევარი ბავშვი იყავი, სულ მთლად უცოდველი. არაფერი გეხებოდა და არაფერს ეხებოდი, შენს ნათელ ფერებში ცხოვრობდი. და რა ? რა გინდა მითხრა,რა ჩაიდინე ისეთი იმაზე უარესი ახლა რასაც მართებ საკუთარ თავს? გამოფხიზლდი, შენ ყოველთვის გქონდა გულისხმიერება, ემოციები, გრძნობები იმდენად ბევრჯერ დაიხიე უკან, სურვილის საპირისპიროდ გადადგი ნაბიჯი, არ მოუსმინე გულის ხმას ,რომ ყველა დაგროვილი ტკივილი ერთბაშად აისახა შენს სულიერ მდგომარეობაზე -მხოლოდ თქვენ გჯერათ ამის -არავინაა საჭირო ,მხოლოდ შენ ...არც მე , არც სხვა ვინმე . გააკეთე ისე რომ გულმა და სულმა გაიხაროს, არა გონებამ რომელიც სხვებმა დაგიპროგრამეს. იმოქმედე იმით რაც შენია, შიგნიდან მოდის , გკარნახობს გზას ... თუ საჭიროა ყველა და ყველაფერი დაივიწყე. მოუსმინე მას , შენში არსებულ ვაჩეს -და რა გავაკეთო -მე საიდან უნდა ვიცოდე , თავად უნდა უსმინო , მიხვდე და გაიგო ... შემდეგ ქმედება განახორციელო და ისე განაგრძო გზა -ახლა უბრალოდ გათიშვა მინდა... -შემიძლია შემოგთავაზო ძილის წამლის ერთი აბი და დილამდე მშვიდი ძილი. სეირნობა ... წამოდი - წამოვდექი და ხელი გავუწოდე -დაუჯერე ლილი დეიდას -ღმერთო ჩემო - გაეცინა , წამოდგა , სახეზე ხელები ჩამოისვა და უკან გამომყვა . მოდუნების საშუალებას არ მივცემდი . გარეთ გასვლა და ხალხზე დაკვირვება ყურადღების გადატანის ერთ-ერთ გონივრულ გზად მეჩვენა. წვიმის სურნელი ტრიალებდა ირგვლივ, ღამდებოდა და ქუჩებიც გადატვირთული იყო. სასიამოვნოდ გრილოდა, ქურთუკის ელვა შევიკარი და ჰაერი ღრმად ჩავისუნთქე. ჩუმად მივდიოდით, ნელა , აუჩქარებლად მივუყვებოდით ქუჩებს ჯერ ძირს იყურებოდა , არავის ამჩნევდა შემდეგ ხალხს აკვირდებოდა , შეუძლებელია ამ სიჭრელემ არ მიგიზიდოს. იმდენნაირი ადამიანი ჩაგივლის გვერდით სულ რამდენიმე წუთში უამრავი ფერი შეიქმნება შენს ირგვლივ -გგონია,რომ შანსი ყველას აქვს ? -მე არ მიყვარს სიტყვები ყველა, ყოველთვის , ყველგან, არასდროს -მაგრამ მაინც იყენებ -მე იმედის გაჩენა მიყვარს ,მაგრამ არა უსაფუძვლოდ -და ეს საფუძველი მე მაქვს ? -მეკითხები ? -დღეს ბრაზიანი ხარ -ნუთუ -რა დავაშავე -აი ზუსტად ... არაფერი დაგიშავებია ისეთი ასეთ თვითგვემას რომ მიმართავდე. ნანობ, იმდენად ნანობ რომ მთელი შენი ცხოვრება შეიცვალა . გეყოფა . უბრალოდ დახურე წარსულის წიგნი! -შენ რას გააკეთებდი ჩემს ადგილას -მე შენს ადგილას არ ვარ, შენ ხარ ... მე ჩემი წილი არჩევანი უკვე გავაკეთე შენს ასაკში . მერეც და კიდევ ბევრჯერ მომიწევს საკუთარი აზრებისა და გრძნობების კითხვა -იქნებ ვცდები -მერე რა , ვინ არ შემცდარა...მთავარია იმ დროს გინდოდეს, მოგწონდეს, გსიამოვნებდეს. რა თქმა უნდა ისე ,რომ ამით სხვას არ ვნებდე . სხვა ყველაფერი დასაშვებია -აგარაკზე რომ გადავცხოვრდი მომეწონა , ამ გადაწყვეტილებამ გაამართლა. საკუთარ თავთან და მუსიკასთან მარტო დავრჩი -ახლა კიდევ უფრო თავისუფალი დაბრუნდები - მუსიკის ხმა ისმოდა. უკრავდნენ , ხალხის ნაწილი ჩერდებოდა, ვიღაცები გზას აგრძელებდნენ , ზოგი შორიდან უსმენდა . ვიოლინოს ხმა ისე სასიამოვნოდ ჟღერდა მთელს სხეულში ჟრუანტელმა დამიარა. გავჩერდი, მოპირდაპირ მხარეს მდგომ ახალგაზრდებს დავაკვირდი , გავირინდე -ისინი აქ რას აკეთებენ... - ვაჩეს ხმა გავიგე და მივხვდი, გოგონა ვიოლინოთი მართა იყო. ნამდვილად ის იყო კაფის ღია ტერიტორიაზე უკრავდნენ , სავსე იყო ყველა მაგიდა - აქ მეპატიჟებოდნენ ?- საკუთარ თავს ესაუბრებოდა . მერე დამაკვირდა - მოგწონს? -უსაზღვროდ ... ისინი არიან მართას მეგობრები ? -მათი მეგობრის კაფეა, დღეს გაიხსნა , ამიტომ უკრავენ -შეძლებ ჩემთვის ადგილის პოვნას ? -ოღონდ მთხოვეთ, დეიდა ლილი - თაფლისფერები ისე აუციმციმდა სულ სხვა ვაჩე გახდა. სუფთა ჰაერმა და ნაცნობმა ადამიანებმა სიმშვიდე მოუტანეს. გზა გადავჭერით, მაგიდებს შორის გავიარეთ , როგორც კი გამოჩნდა მაშინვე შეამჩნიეს. აღარ უკრავდნენ, მართა მაშინვე შემოეხვია. ისეთი პატარა ჩანდა ამ გოლიათის გვერდით და იმხელა მნიშვნელობა ჰქონდა მის ცხოვრებაში -ვაჩეე როგორ გამახარე , როგორ იქნა გამოხვედი შენი სახლიდან . გადაურჩი დატუქსვას -რა სწორად აურჩევია ქალბატონ ელენას სტუმრები, ყველა დააჰიპნოზეთ აქედან აღარ წავლენ- თმაზე მოეფერა გოგონას , დანარჩენებს მიესალმა და შემდეგ წარუდგინა ჩემი თავი- გაიცანით ჩემი -დეიდა ლილი - არ ვიცი რატომ ამოვიჩემე დეიდობა, მაგრამ მომეწონა როგორც ჟღერდა, უხდებოდა ჩემს სახელს დეიდობა - მე გაოგნებული გისმენდით ... მიხარია თქვენი გაცნობა ყველას სახელები გავიგე. მათ მაგიდასთან ადგილიც გამოჩნდა ჩემთვის, ისე ახლოს ვიყავი მომწონდა , საოცრად მომწონდა ვაჩეს სახეცვლილება. ისე მოდუნდა მათ გარემოცვაში თითქოს არაფერი მომხდარა . -იმღერე გთხოვ, გთხოვ და ელენას არ ვეტყვი ,რომ მოგწონდა - მართა ისეთი ანცი ბავშვის შთაბეჭდილებას ტოვებდა ვერ იფიქრებდით ის სერიოზული გოგონა ვიოლინოთი ხელში ნამდვილად ეს გოგო თუ იყო. ვაჩემ ისე დააწვრილა თვალები მივხვდი ელენა აუცილებლად უნდა გამეცნო,შორიდან მაინც -პატარა შანტაჟისტო... წერტილო ,გაფრთხილებ -ვაჩეე, როგორ ხარ ? ძლივს გიცანი, იმდენი ხანია არ გამოჩენილხარ- აი ისიც, ელენა ,რომელიც ვაჩეზე ნამდვილად უფროსი იყო, მაგრამ ჰქონდა რაღაც რის გამოც მისი არმოწონება რთული იქნებოდა -ელე, გილოცავ ... ნამდვილად კარგი გარემოა . მომეწონა , გმადლობ რომ დამპატიჟე -შენი გემოვნება თუ დააკმაყოფილა გამოდის ნამდვილად კარგია - ფართოდ გაუღიმა გოგონამ, ისე აერია მზერა ვაჩეს მივხვდი წარსულში მომხდარ რაღაც ამბავს ახსენებდა ელენე -გულწრფელად ვამბობ -თუ არ მატყუებ მაშინ იმღერე მათთან ერთად, გთხოოოვ ... თუ გინდა რომ კითხვები არ დაგისვა შენს დაკარგვასთან დაკავშირებით. თუ გინდა რომ მოსვენება მოახერხო და თან დაგიჯერო ,რომ აქაურობა ნამდვილად მოგწონთ იმღერე ჩემი საყვარელი სიმღერა - ჯერ ელენას დაჰყურებდა ზემოდან , მგონი გაითიშა შემდეგ მე გადმომხედა თითქოს პასუხს ელოდა, მე კი უკვე მოსასმენად ვემზადებოდი . რამდენიმე წუთში კი მისმა ხმამ შექმნა სიჩუმე, მაგიდებიდან აღარ ისმოდა საუბრის ხმა ყველა უყურებდა ბიჭს ის კი თვალებდახუჭული იჯდა, მიკროფონს გრძელ თითებს არ აშორებდა და მღეროდა მთელი ემოციით. ელენასთვის, მართასთვის, ჩემთვის თუ საკუთარი თავისთვის არ ვიცი ...იქნებ ყველასთვის ან არცერთისთვის. მე კი ვხედავდი დასასრულს და დასაწყისს , ჩემს წინ კიდევ ერთი საკუთარ თავზე გამარჯვების ამბავი იწერებოდა ... ................ იოანა მოვიდა . ამჯერად კიდევ უფრო აღელვებული მეჩვენა , მივხვდი ცდუნებამ სძლია . დაჯდა და ფეხი ფეხზე გადაიდო -ოფიციალურად შარში ვარ ! -ვერ ერევი ? -მაკოცა, ვაკოცე ...ბევრჯერ , გასაგიჟებლად , ჩამოვდნი - პაუზებით ამბობდა სიტყვებს და ოხრავდა -როდესაც გკოცნის ბიჭი,რომელიც მოგწონს ემოციების გარეშე ვერ დარჩებოდი- ვცდილობ შევამსუბუქო მისი ემოციები,მაგრამ აშკარად იწვის -ეს სურვილი შემშლის !- ისევ კატეგორიული იყო და მეც მაჯერებდა თავის სიტყვებს -ის ხომ პირველი არ არის -სხვებისთვისაც მიკოცნია აქამდე , მაგრამ ეს სულ სხვა იყო. ოხ როგორ ვერ ვიტან ამ სიტყვებს, მაგრამ ახლა მივხვდი რას ნიშნავს ერთი ქმედების სხვანაირად განცდა . ასე ქალურად თავი არასდროს მიგრძვნია, მე ... რა მჭირს?- შუბლზე ხელი მიიდო,ღრმად ჩაისუნთქა და მერე ქვედა ტუჩი კბილებსშორის მოიქცია- ისე მომწონდა მისი თავდაჯერებულობა,ღმერთო ისიც მომწონდა რომ მართავდა ჩემს ყველა ემოციას. აი ასე მიდიან ქალები უსასრულო მონობამდე- ჯერ განაბული იყო შემდეგ ისევ აფეთქდა -როგორ წარმოგიდგენია შენ ურთიერთობა , როდის იქნება შენი კავშირი სერიოზული -იმის მიხედვით რასაც ვუყურებ საერთოდ არ მინდა ვინმე მიყვარდეს ... არ მინდა, ვიცი რაც დამემართება და ჩემი ემოციები ვერ გადაიტანენ. ხომ ხედავთ როგორი ვარ, ცეცხლს ქარი არ სჭირდება თორემ ყველაფერს გადაწვავს -მაინც რას ხედავ - სიანტერესო იყო მისი მშობლების მაგალითის გამო იყო ასეტი კატეგორიული? -ჩემს უფროს დას ,რომელსაც ჰყავს ბუნჩულა უფერული ქმარი ...მასეთ კაცთან გული გამისკდებოდა უმოძრაობისგან. ზოგჯერ მგონია რომ ს.ქსიც მხოლოდ ბავშვის ჩასახვის გამო ჰქონდათ გეგმას მიჰყვნენ და ახლა ვსო. სანამ მეორე არ მოუნდებათ ერთმანეთს არ გაეკარებიან. ჩემი დაა ასეთი ტიპი, კდემამოსილი, სერიოზული, კოჭზე კაბით , აზიდული წარბებით, ყელმოღერებული ეგ როგორ გათხოვდა საერთოდ მიკვირს . თუმცა ხო , წესიერი , ხელშეუხებელი , მთლიანად დაფარული , იდუმალი გოგონები ხომ მოსწონთ რაღაც კატეგორია კაცებს ამასაც ზუსტად ისეთი შეხვდა გზად და შეუღლდნენ კიდეც უფლის განგებით, მშობლების ნებართვითა და ანგელოზების დამსახურებით- ისეთი გამომეტყველებით საუბრობდა სიცილი ძლივს შევიკავე. თხრობის საოცარი მანერა ჰქონდა - მაგათ ჩახუტებულებსაც იშვიათად თუ ნახავ, წინა საუკუნეში ცხოვრობენ კაცსა და ქალს საძინებლის გარეთ ერთმანეთთან მიახლოება რომ არ შეეძლოთ . არაა , არ შემიძლია ...მიყვარს ძალიან, ვაფასებ, იდეალური ქმარია თითქოს მზრუნველი,თბილი, ყურადღებიანი, წესიერი ვაიმე მართლა სად იპოვნა ამ დროში ასეთი ბიჭი მე არ ვიცი, მართლა არსებობს მგონი რაღაც მაღლა- წარბები აზიდა და თვალები აატრიალა - მოკლედ სხვებზე რა გითხრა ზოგს ისეთი ქმარი ჰყავს საერთოდ რანაირად არსებობენ იმათ გვერდით მე არ ვიცი, თუმცა რომ ვუყურებ ერთნაირები ხდებიან. მგონი ქორწინება მაგიური რამეა და ხალხს ერთმანეთს ამსგავსებს ... დედაჩემზე და მამაჩემზე რა ვთქვა , სანამ ბიჭი არ გამოუვიდა მამაჩემს დედა ნახევრად სამშობიაროში იყო ან ფეხმძიმე დადიოდა. ამდენი ბავშვის გაჩენა რომ მთხოვოს ქმარმა გავიქცევი ... ნუ დედა კიდევ გააჩენს თუ დაფეხმძიმდება აზარტში არიან და ამისაც მეშინია ვაი თუ მომეწონოს - საკუთარმა სიტყვებმა ისე აღაშფოთა ლამის სავარძლიდან გადავარდა- არაა, გამორიცხულია. ჩემი რიგით მესამე და ახლაა შეყვარებული, ძლივს ვიღაც მოეწონა , გაიფურჩქნა ვარდის კოკორივით ეს ბიჭი რა ვთქვა ისეთი მხიარულია, ისეთი ჰარი ჰრალე კი კარგია მაგისგან ცემას, ყვირილს, ჩხუბს და უბედურებას არ უნდა ელოდე . ნათელ ფერებში ხედავს სამყაროს, მაგრამ პირადი კლოუნი არ მჭირდება. მომიტევოს მომავალმა სიძემ ,მაგრამ მე არ შემიძლია ეგ ჩემი გიჟი დისთვისაა შექმნილი . რომ იცოდეთ როგორი ხათაბალა ვინმეა, იმედია არაფერი შეემთხვევათ ერთად ... -კიდევ ხომ გყავს და . მასზე რას მეტყვი - რატომღაც მინდოდა მთელი მისი ოჯახის საერთო სურათი დამენახა -მან ნამდვილად ზედმეტად მოინდომა მამასთვის ბიჭის გაჩენამდე დანაკლისის შევსება. შორიდან რომ ვხედავ სულ ბიჭი მგონია... რაღაც დროის განმავლობაში ვფიქრობდი,რომ ლეზბი იყო და ამიტომაც ჰქონდა ასეთი სტილი. გეფიცებით ერთი ჩემი დაქალი შეყვარებული იყო უგონოდ, ტვინი შეჭამა ვიღაც ულამაზეს ბიჭს ვხედავ მარკეტში და რომ არ გამაცნო მოვკვდებიო. მეც დავინტერესდდი ჩემს უბანში ვინ არის ასეთი მე რომ არ ვიცი-თქო ,ერთხელაც გაჰკივის ჩემი ჯულიეტა და ვის ვხედავ? ჩემს დას . თმა სულ ისე აქვს შეჭრილი ბიჭებს ახლა უფრო გრძელი აქვთ, მუდამ შარვალი აცვია, ბოტასების კოლექცია აქვს, იმხელა პერანგებს და მაისურებს იცვამს მკერდი თუ აქვს საერთოდ ვერ მიხვდებით. ან წელი სად აქვს, ან თეძო, ან საჯდომი ... არადა ისეთი ფორმები აქვს, ღმერთოო ლიფსაც კი ისეთ შტერულს იცვამს ქალის გარდა ყველაფერია . არ ვიცი რა, ეგ მართლა გაუთხოვარი დარჩება სიცოცხლის ბოლომდე თუ ასე გააგრძელებს. მე კი ვიცი ვინც მოსწონს- უცებ შეწყვიტა ხელების მოძრაობა და ემოციები დაალაგა .მოიწყინა თითქოს- სანამ არ მივხვდი რომ ის მაჩო მოსწონდა მანამ მეგონა რომ ერთ დღეს სადმე მაგარ ქალთან ერთად გამოვიჭერდი. სამწუხაროდ იდიოტი უყვარს, არც არასდროს აღიარებს და არც მისთვის თავის მოწონებას შეეცდება. წარმოგიდგენიათ? ჩემი და , ჩემი სისხლი და ხორცი ბიჭზე უგონოდ შეყვარებულია და მე , ამ საქმის ექსპერტს არ მიყენებს -ყველა განსხვავებული ქალი აღწერე , არავინ გგავდა და მათი კაცებიც ვერ მოგეწონება ... შენ სხვა ვინმე გჭირდება -და ის სხვა აუცილებლად ის უჟმური, ველური, სიტყვაძუნწი, წინა საუკუნის გადმონაშთი ბიჭია? მოდაზე ხომ წარმოდგენა არ აქვს, ინსტაგრამიც კი არ აქვს წარმოგიდგენიათ? არათუ არ იყენებს , უბრალოდ არ აქვს. ისე ჩაიცინა მე რომ თავი მოვიწონე ჩემი 10000 გამომწერით მინდოდა მიმეხრჩო, მაგრამ უკიდეგანოდ სიმპათიურია ამ დროს. მაშინაც კი როცა დამცინის, ირონიას აფრქვევს მისი მზერა და მაგრძნობინებს რომ არ აინტერესებს ჩემი ცხოვრების სტილი, არათუ აინტერესებს საერთოდ არაფრად მიაჩნია... ერთი თვისებაც , არაფერი გვაქვს საერთო . მის გვერდით ვერ გავძლებ სულ რომ უარი ვთქვა ყველა თაყვანისმცემელზე მაინც -როგორც იქნა მთავარ პრობლემასთან მივედით ... არ გგავს და ამიტომ გინდა მანძილის გაზრდა -მარტო მანძილის კი არა, საერთოდ უნდა ამოვშალო მეხსიერებიდან იმდენად განსხვავებულია ჩემგან. წარმოიდგინეთ ჩემს გვერდით კაცი რომელიც ამბობს რომ ქალი მით უფრო ლამაზია რაც უფრო ბუნებრივია ... მე მეუბნება ამას მშვიდი ტონით. ფაქტობრივად მითხრა უშნო ხარო , მაშინ როდესაც ისე მოვინდომე როგორც არასდროს, ისე გამოვეწყვე როგორც არავისთვის, ისე გამოვიყურებოდი ირგვლივ ყველა ბიჭი მე მიყურებდა და მან მშვიდად, თავისი ბოხი, დაბალი ტონალობით განმიცხადა ყველა ქალი ლამაზიაო ,ისეთი როგორიც უფალმა შექმნაო... ამ დროს ხომ გავგიჟდი, მაგრამ მაინც ვერ დავტოვე, ვერ დავამხე თავზე ის მაგიდა იმიტომ რომ ისე მიყურებდა, ისე იჯდა, ისეთი თითები აქვს, ისეთი ხმა , ისეთი ...ისეთი ხეპრეა - ისევ მოახერხა გამოფხიზლება. არადა ის ჩამოდნა, გეფიცებით ვხედავდი როგორ ეკიდა მის შინაგან ქალღმერთს ცეცხლი , გიზგიზებდა და იღვენთებოდა -ის ნამდვილად არ ჰგავს სხვა შენს ბიჭებს -ჩემები არ იყვნენ... არავის მისაკუთრება მომინდა ,სამწუხაროდ თორემ ახლა ამ უბედურებაში ხომ არ გავეხვეოდი. ღმერთო ისინი კომპლიმენტების გროვით მხვდებოდნენ და ეს ერთხელაც არ მეტყვის რომ ლამაზი ვარ, რომ კარგად გამოვიყურები. შემომხედავს, გამიღიმებს რაღაცნაირად და წავა. მე უნდა ვდიო? არა მიპასუხეთ რა უნდა? მე მივწერო, მე ვთხოვო შეხვედრა? პაემანზე სად არ მეპატიჟებიან, ჩემი შეტყობინებები რომ გაჩვენოთ რა ხდება ... და ის? უცებ მოვა, წამოდიო მეტყვის და სადღაც მივყავარ ასე უბრალოდ გზად რაც შეხვდება . მეც მე სულელიც ვზივარ , ვწრუპავ ყავას და გალენჩებული ვუყურებ. ბატი, ბატი ვარ რა ჩვეულებრივი ბატი . მითხარით რომ ჩემი გესმით -მესმის, შენს ადგილას ალბათ მეც მომეწონებოდა ამდენი მომაბეზრებელი არაფრით განსხვავებული ბიჭის შემდეგ ვიღაც ნამდვილი, შეუნიღბავი, ჩვეულებრივად არაჩვეულებრივი - სულ გავაგიჟე, ამას არ ელოდა არადა ზუსტად ისე იყო როგორც ვამბობდი -იქნებ სულაც არ ვაინტერესებ და ნამდვილი კი არ არის ყველაზე ყალბია. იქნებ უბრალოდ უნდა გაერთოს ჩემნაირ გოგოსთან, მერე მითხრას სულ არ ყოფილ საჭირო ვარდების კონა შენს დასაკერადო...იქნებ რა ვიცი საერთოდ არც მოვწონვარ. მე ...რა დღეში ვარ საერთოდ - გაჩუმდა. შეწყვიტა საუბარი და სიგარეტის ღერს დაუწყო ძებნა. რომ ამოიღო გაეცინა - არ მოსწონს რომ ვეწევი . ვუთხარი რა ხდება აზიატი ტიპი ხარ- თქო და მიპასუხა იმდენად არ გიხდება შენი ჯანმრთელობა რომ მიღირდეს ამ სანახაობით ტკბობაო . ღერი გამომართვა და თვითონ დაიწყო მოწევა . ნორმალურია ? ვუყურებდი , თვალები დააწვრილა და ჩაიცინა , ვიცი მიხდება , სიამოვნებით მიყურებდი ასე მთელი ცხოვრება ,მაგრამ დიდხანს ვერ გავქაჩავ ყოველ ნერვის გატოკებაზე თუ სიგარეტს მოვუკიდებო - ჩუმად ლაპარაკობდა, სიგარეტის ღერს უყურებდა და იღიმოდა - რანაირია , როგორ არ უნდა შევიშალო -ეს ოდესმე ვინმე სხვას უთქვამს ? -ვინ მეტყოდა სიგარეტს შეეშვიო ...ეგ რო გაებედათ რაღაც საოცრებას ვეტყოდი. თანაც ასე არავინ , ვერავინ ამბობს სათქმელს . ისე გადამაჩვევს ყველაფერს რომ აკრძალვის დროს ვერ ვეჩხუბები, ვერ შევეწინააღმდეგები. სამი დღეა იმდენს აღარ ვეწევი, რამდენჯერაც სიგარეტის ღერი ავიღე იმდენჯერ გამახსენდა და უკვე ვგრძნობ ჩემს გონებაში ვირუსივით იჭრება . თავადაც არ ეწევა ისე როგორც სხვები, ეწევა ,მაგრამ არა ყოველთვის. სვამს, მაგრამ ერთ ჭიქას . ღვინოებში ერკვევა, სხვები რომ ითიშებიან გართობისთვის ის ერთი ჭიქით იღებს სიამოვნებას . ისე ცეკვავს , ცეკვა ... - ისევ რაღაც გაახსენდა და კვლავ აენთო- იმდენს მოახერხებს ან ჩემი იქნება ან აღარასდროს არავის გავაკარებ ახლოს. ერთი თვის წინ ვნახე როგორ ცეკვავდა ვიღაც გოგოსთან , ისე დააცურებდა თითებს , ისე უყურებდა, გოგომ იქვე გა.თავა - ისე წამოიკივლა მერე გავახსენდი და მიხვდა ახლოს რომ არ ჰყავდა ბიჭი თორემ აუცილებლად რამეს ესროდა ისე იყურებოდა - მექალთანეა, სხვებს ჰგავს ,უბრალოდ სხვა ტაქტიკა აქვს -ეს მშვენიერი არჩევანია ...არგუმენტად გამოგვადგება მისი დავიწყების მცდელობის დროს -დამცინით? -სულაც არა , მექალთანე კაცთან ყოფნა რთულია, მუდამ ეჭვებში იქნებით,რომ გატყუებს ,გღალატობს ,თამაშობს -ამდენსაც არ მოსწონს, საერთოდ ყველას არც ეკონტაქტება. ჩემი რამდენიმე ნაცნობი ისე მოიშორა მაშინ გავგიჟდი პირველად. იმ ამაზრზენებს რომ არ გაეკარა ეს იყო პირველი დიდი აღმოჩენა ... უთავმოყვარეო არსებები მაღიზიანებენ და სიამოვნებას ვერ მივანიჭებო - გაეცინა მისი სიტყვების გახსენება ყოველთვის ამშვიდებდა. თვალები დახუჭა, გაინაბა- არაჩვეულებრივია -მაგრამ შენთვის არ არის ...- შევახსენე საკუთარი სიტყვები და წამსვე შემომხედა -და ვისთვისაა თუ არა ჩემთვის? -არ ვიცი , ვიღაც თავისნაირს იპოვნის - გაეცინა , მიმიხვდა -წავალ , ვიპოვნი და ვეტყვი -რას ეტყვი?- მზერა გავაყოლე კარისკენ მიმავალს -რომ მინდა გ.მჟიმოს- თავი გვერდით გადახარა ბოლო სიტყვა ჩუმად თქვა , კარი ღია იყო უკვე ვერაფერი ვუთხარი. რაღაც სიგიჟე რომ განიზრახა ვიცოდი,მაგრამ სანამ ისევ არ დაბრუნდებოდა რეალურად განვითარებულ მოვლენებს ვერც წარმოვიდგენდი. ................ მასზე დიდხანს ვფიქრობდი. პირველი ვიზიტის შემდეგ რომ დამემშვიდობა იმ წამიდან ვერ ამოვიგდე გონებიდან , ყოველდღე ველოდი როდის დაბრუნდებოდა ,გააგრძელებდა საუბარს და მივანიჭებდი შვებას. ისე მინდოდა მისი დახმარება მოლოდინი მაწუხებდა, ვდარდობდი , არ მინდოდა მეტად დამძიმებულიყო . მენანებოდა ტკივილისთვის -შეიძლება ? - კარი გააღო და შემოვიდა . ისე გამახარა მისმა დანახვამ მგონი ზედმეტადაც კი გამოვხატე ემოცია - როგორ ბრძანდებით ? -გამიხარდა შენი დანახვა... მე კარგად . თავად როგორ ხარ ? -გმადლობთ -იცი შენი პირველი ვიზიტის შემდეგ მივხვდი რომ არ ვიცი რა გქვია... ისე წარიმართა ჩვენი დიალოგი,რომ კითხვა დამავიწყდა -მაპატიეთ,მეც სულ ამომვარდა თავიდან -უხერხულად გამიღიმა, ხელი თავზე გადაისვა- ილია მქვია - ისევ ისეთი სევდიანი იყო მისი თვალები . არ გამომრჩენია გადაღლილი გამომეტყველება და გაუხეშებული ხელები -უფრო ადრე გელოდი ილო, იმედია დაგვიანების მიზეზი სიმშვიდე იყო -სამწუხაროდ მიზეზი დროის უქონლობა იყო . ჩემი ნება რომ ყოფილიყო მალევე მოვიდოდი და დიდხანს არ დავტოვებდი ამ ადგილს . თქვენთან საუბარი წამალივით იყო ჩემთვის -როგორც სჩანს დიდხანს ვერ იმოქმედა ამ წამალმა -მე , მთელი ეს დრო უფრო სწორად რამდენიმე დღე წინასწარი დაკავების იზოლატორში გავატარე ... - არ ველოდი. მასაც გაუჭირდა თქმა, შერცხვა, ხელებზე გადაიტანა მზერა . ჩემი რეაქცია აშინებდა ალბათ , არ უნდოდა მის მიმართ გაჩენილი წარმოდგენა გაექრო -იმედია მოახერხე თავის გამართლება ... თუ ისევ გრძელდება პროცესი -დამნაშავე ვიყავი . პროცესი დასრულდა ... -თავს არ იმართლებდა - მე არ ვიცი , გიამბოთ რა მოხდა? -თუ ეს ამბავი გაწუხებს რა თქმა უნდა უნდა მიამბო , თუ საუბარი საჭიროდ არ მიგაჩნია სხვა თემაზე გადავიდეთ - მინდოდა ეგრძნო რომ მე დამნაშავედ არ მივიჩნევდი , რომ არ ვიყავი მის მიმართ აგრესიით ან შიშით განწყობილი -ჩემი და ,როგორც ვვარაუდობდი ჩვეულებრივ ნაბიჭვარს ხვდებოდა . ისევ ვიკამათეთ, კიდევ უფრო გაჯიუტდდა . სახლიდან გაპარულა, მე არ ვიყავი იმ ღამით ტვირთი უნდა დამეცალა . მამიდამ რომ გაიგო უკვე წვეულებაზე ყოფილა სადღაც ქალაქგარეთ . მე გამთენიისას დავბრუნდი, ისე ვიყავი დაღლილი მამიდას არაფერი უთქვამს . უბრალოდ არ დამეძინა, ვიწექი რომ მოვიდა . ხმა მესმოდა , მამიდამ ისე წამოიკივლა მაშინვე წამოვდექი ... რას ვიფიქრებდი ისეთ მდგომარეობაში თუ ვნახავდი. აწეწილი თმით, ჭუჭყიანი მოკლე კაბით,ცრემლებისგან გადღაბნილი მაკიაჟით იდგა და ზლუქუნებდა . ტვინში სისხლი ჩამექცა , დილის ექვს საათზე ასეთ მდგომარეობაში რომ დავინახე არ ვიცი ... რა უნდა მომსვლოდა . არ მახსოვს რას ვეუბნებოდი , რას ვფიქრობდი , რას ვაკეთებდი ძლივს დაიწყო მოყოლა. როგორც სჩანს ჩემი მთვრალი ,სულელი და კოცნას შეჰყვა , მაგრამ მთლად ისეც არ იყო სადღაც ჯანდაბაში იმ დედამოტყნ..ს რომ დანებებოდა - სიტყვებს არჩევდა, ცდილობდა თავი გაეკონტროლებინა და ისე გაეხსენებინა მომხდარი, მაგრამ ცვლილებებს ვერაფერს უხერხებდა. მთელი სხეული დაეჭიმა, თვალები ჩაუწითლდა - ის დათანხმებას ცდილობდა, ეს ეწინააღმდეგებოდა, მერე ნუ წამოვიდა. არავინ იყო, ფეხით უვლია წარმოიდგინეთ სადღაც ჯანდაბაში გამთენიისას, შეშინებულმა იარა . მე არ ვაპირებდი , მაგრამ ისევ რომ გამოჩნდა და ვუთხარი მორჩა ყველაფერი ჩემ დას ახლოს აღარ გაეკარები-თქო თავად გამახსენა ის ამბავი. ჩემი დის ლანძღვა დაიწყო, ეგონა სხვანაირად მომიყვა,მეც სწორად ვერ გავიგე და მიხსნიდა როგორ მოსწონდა ჩემს დასაც და მერე როგორ აწიოკდა ... პროსტა მაშინ არ იყო მზადო , მერე გამოიქცა ტო მე რა პონტში მიშორებ თავიდანო . აღარ გავაგრძელებ, მოკლედ თავი ვერ შევიკავე და ვცემე . გულს მირევდა ისიც და საკუთარი დაც . უბრალოდ მასთან ჩხუბი აღარც მინდა და აღარც შემიძლია. მთელი ბრაზი ამოვანთხიე, ზედმეტი მომივიდა აურზაური ატყდა ... პოლიციაში აღმოვჩნდი და დავრჩი კიდეც - ღრმად ჩაისუნთქა ჰაერი და წყლით აავსო ჭიქა. ხელები უკანკალებდა -თავს დამნაშავედ ვის მიმართ გრძნობ, ილო -წესით ის უნდა მეცოდებოდეს , დღესაც სავადმყოფოშია... სახის ძვლები ჩაემტვრა და ოპერაციები დასჭირდა . მაგრამ მე ის მაწუხებს რომ ციხეში აღმოვჩნდი ჩემი დის უკონტროლო ქცევის გამო . ალბათ იტყვით თავის დას როგორ ადანაშაულებსო , ყველაფერი ხომ იმ ბიჭის ბრალი იყო და აზღვევინე კიდეცო. სისულელეა! მე უბრალოდ მასზე ვიყარე ჯავრი და აღმოვჩნდი იქ სადაც ჩემნაირი ბიჭი არ უნდა მოხვედრილიყო. მეზიზღება ქუჩური გარჩევები , ძველბიჭებად შერაცხული ხალხი რომელიც დროს იქ ,გისოსებს მიღმა ჯდომაში კარგავს. სასამართლოს შენობაში ოდესმე თუ მოვხვდებოდი არ მეგონა, მამიდაჩემი იქ არ უნდა შემეყვანა. რაც არ უნდა მომხდარიყო, ისე არ უნდა დავცემულიყავი რომ მამიდას ჩემზე ასე ენერვიულა, ჩემ გამო სხდომებზე ევლო, ჩემ გამო ... არ ვიცი , რატომაა ჩემი და ასეთი სულელი. არ მითხრათ რომ არ არის, არის ! კაცები რომ ცხოველები ვართ არ იცოდა? რას ელოდა, რა ეგონა, იქ რა უნდოდა . სად გარბოდა, ვის ატყუებდა, ვისგან გაიქცა ... მძინარე მამიდას როგორ გაეპარა . როგორ შეუძლია საერთოდ ასეთი უპასუხისმგებლო, სულელი, უთავმოყვარეო გოგო იყოს. მეშინია ... რაც უფრო დიდი დრო გადის უფრო მეშინია რომ დედაჩემს იმდენად ჰგავს მის ბედს გაიზიარებს. იმ მდგომარეობაში ვარ აღარც ნამუსი მადარდებს, აღარც ჩემი სახელი, აღარც ის რომ ყველამ ყველაფერი იცის და ეს ვითომ წესიერი, უპატიოსნესი ხალხი ჩემს სირცხვილად თვლის ამ ამბავს. არაფერი მადარდებს იმის გარდა რომ ამ გოგოს ვერაფერს ვუხერხებთ. ასეთია, უბრალოდ ასეთია ხვდებით? ეს ბიჭი დაშორდება, სხვას იპოვნის, ჯერ სულ ბავშვია ,მაგრამ ქალობა უნდა ,იმდენად უნდა არ ვიცი ბოლოს სადამდე მივა მისი სურვილები . არ შეიძლება აღზრდას დავაბრალო, 8წლიდან მამიდას უყურებს, ის ზრდის ჩხუბის, დასჯის, აკრძალვების გარეშე გვზრდიდა. გვასწავლიდა, სწორს გვაჩვენებდა ... ის დედაჩემს ჰგავს ! -როგორია შენი თვალით დანახული დედა - პატიმრობის ამბავი დასრულდა. ვიცოდი იქ აღარასდროს დაბრუნდებოდა . ეს ამბავი მის ცხოვრების სტილს არ შეცვლიდა ისევ დაუბრუნდებოდა საქმიანობას, ადგილს სადაც მიიღებდნენ კითხვებისა და ბრალდებების გარეშე . მშრომელ ბიჭს , სუფთა გულით. უნდა დავბრუნებოდით წარსულს, ამბავს რომელიც მისი პირველი, ყველაზე დიდი ტკივილი იყო -დედა ? გგონიათ ბევრი მახსოვს რადგან ცხოვრების უმეტესი ნაწილი მის გვერდით გავატარე? მას ჩემთვის არაფერი დაუტოვებია მოგონებებში , არცერთი დარიგება, არაფერი ისეთი არ მახსენდება რამაც ჩემი პიროვნება შექმნა. სიცოცხლე მაჩუქა, ალბათ იმიტომ რომ ქორწინებიდან ერთ თვეში უკვე ფეხმძიმედ იყო . ასე უბრალოდ, ხორციელი ჟინის დაკმაყოფილების პროცესის შედეგი ვიყავი. ბავშვი რომლითაც გაერთობოდა, თავადაც ბავშვს ბავშვები ეყვარებოდა და შემდეგ უკვე პასუხისმგებლობა რომ დააწვა ტვირთიც გავხდი. შევზღუდეთ მისი თავისუფლება. რომანტიკა ჩავაქრეთ , ოჯახის უფერულ ქალად იქცა. ასეთი მახსოვს, წუწუნით ამზადებდა საჭმელს, მაგიდაზე ისე აწყობდა თითქოს უპატრონო ძაღლები ვიყავით . ალაგებდა და წუწუნებდა , მამას რა უნდა გაეკეთებინა არ ვიცი მუშაობდა ძირითადად. არ იყო რომანტიკოსი კაცი, არ რეცხავდა, არ ამზადებდა, არ ალაგებდა... არ ვიცი ამის გამო ქმრებს არ ღალატობენ ხო? დედა როგორი მახსოვს იცით? - გაჩუმდა. არ ვიცი იხსენებდა თუ საუბრის გაგრძელება უჭირდა . ფაქტია ცუდად იყო - სახლიდან გავყავდით, თითქოს საყიდლებზე ... ბაღში დაგვსვამდა , სანამ ვთამაშობდით ვიღაც კაცს ხვდებოდა. რამდენჯერმე დავინახე , მაგრამ პატარა ვიყავი მეც მინდოდა დანარჩენებთან ერთად ატრაქციონებზე გართობა . წარმოდგენა არ მქონდა რატომ მიჰყვებოდა ბაღის სიღრმისაკენ უცნობს, ან რატომ გვაფრთხილებდა მამათქვენთან არ თქვა ის ბიძია რომ შემხვდაო. მერე მახსოვს მამა რომ ეჩხუბებოდა ბოლო დროს როგორ ღრვრიდა ცრემლებს, როგორ უტევდა, ეჩხუბებოდა და არწმუნებდა,რომ ეჭვიანობის შემოტევები ჰქონდა ,რომ გიჟი იყო . მერე ... მერე ჩვენ მამასთან ერთად წავედით სტუმრად . მამამ დარჩენა გადაიფიქრა, მთვრალმა წამოგვიყვანა სახლში კი ისინი დაგვხვდნენ. მახსოვს როგორ მითხრა აქ დარჩითო, მაგრამ არ დავრჩი დედა კიოდა მინდოდა გამეგო რა ხდებოდა . დედა ნახევრად შიშველი იდგა უცხო კაცთან ერთად რომელიც ტანსაცმელს ეძებდა მამამ იარაღი რომ აიღო გადატენა და ორივეს ესროლა . არ დამინახავს გასროლის მომენტი, შიშვლებს რომ შევხედე შემრცხვა , უკან შევბრუნდი ჩემი და რომ გამეყვანა . მერე აღარ მახსოვს , მერე მამიდაა დედაც,მამაც, ბებიაც , დეიდაც , ყველაფერი ისაა. დედაჩემი სიკდვილს იმსახურებდა? არ ვიცი , მამაჩემს რომ არ უნდა მოეკლა ვიცი! ციხეში 25 წლის გატარებას არ იმსახურებდა , საკუთარი თავისთვის არ უნდა გამოეტანა განაჩენი . არ იმსახურებდა დედაჩემი ამას . მამა კი საკუთარ ბრაზს შეეწირა , იმ აზრს შეეწირა რომ ასე საკუთარი ნამუსი დაიცვა . რომელი ნამუსი , დედაჩემი იყო მისი ნამუსი ? მე ამის არ მჯერა, ყველას ჩვენი სინდისი და ნამუსი თან დაგვაქვს. ჩვენშია , ასე მასწავლა მამიდამ და ასე მგონია მეც - მე არ ვიცოდი რა უნდა მეთქვა. მე უბრალოდ ენაჩავარდნილი, დადუმებული ვუსმენდი , ვუყურებდი როგორ ყვებოდა თავისი ცხოვრების ყველაზე ტრაგიკულ ამბავს . როგორ გააზრებულად ,საკუთარი აზრებით, დამოკიდებულებით . მე ვერ ვხვდებოდი რა კითხვა უნდა დამესვა -მამასთან ურთიერთობაზე რას მეტყვი- საკუთარი ხმა ძლივს ვიცანი -ციხეში მივდივართ , მამიდას უზომოდ უყვარს. იმის მიუხედავად რომ არასდროს ამართლებს არც მიუტოვებია. ჩვენთვის არასდროს უთქვამს მამათქვენმა სწორი საქციელი ჩაიდინა და ამიტომ არ უნდა მიატოვოთო. თავიდან არც მივყავდით სანამ თავად არ მოვინდომეთ მისი ნახვა. დედაჩემმა ვფიქრობ ჩვენ ,შვილებს უფრო მეტად გვიღალატა ვიდრე მას. არ ვიცი , ასე მგონია ... არ უნდა მოეკლა, რომ არ მოეკლა და განქორწინება მოეთხოვა ის მაინც არ იქნებოდა ჩვენთან. წავიდოდა , დაგვტოვებდა მამა კი ახლოს გვეყოლებოდა. არც ის ვიცი როგორი მამა იქნებოდა თავისუფლების შემთხვევაში , ალბათ ჩვეულებრივი , ფულს მოგვიტანდა , მალე დედინაცვალსაც გაგვაცნობდა და ჩვეულებრივად განვაგრძობდით ცხოვრებას. მაგ ორზე საუბარი არ მინდა, ემოციებს ვერც განვიცდი ... უბრალოდ მამაა, რომელმაც არასწორი ქალი შეარჩია, არასწორი ხერხით მოიშორა და არასწორი აზროვნებით იცხოვრა. დარჩენილ ცხოვრებასაც ასე გაატარებს, მისთვის არასდროს შეიცვლება სიმართლე. შეიძლება ციხეში არ უნდა მივდიოდე, მაგრამ ასე მგონია სწორი. დედაჩემიც ცოცხალი რომ იყოს სადღაც სხვაგან მყოფსაც მოვიკითხავდი ხოლმე . მე მხოლოდ არ მინდა მათ დავემსგავსო . ჩემი ცხოვრება ციხეში არ უნდა დასრულდეს, არც ძალადობით უნდა გაგრძელდეს. ჩემი ცოლი დედაჩემს არ უნდა ჰგავდეს ... თუმცა ჩემი სესილია მას არაფრით ჰგავს - სულ ერთ წამში დაულაგდა სახე, გათბა, მოდუნდა, განათდდა და მეც გამიჩნდა ახალი კითხვა, ხიდი სიბნელიდან სინათლეში გადასასვლელად -როგორია ილოს სესილია - გავინაბე მოლოდინში -ნეტავ მართლა იქნება ის ჩემი და მე მისი ? არ ვიცი. მხოლოდ ის ვიცი,რომ სესილია საუკეთესო მომავალს და კაცს იმსახურებს. ის ისეთია დანაშაული იქნება მისი ცხოვრება რომ ავურიო - დანებებული მეჩვენა , მეტკინა მისი ამღვრეული მზერა -და თუ თქვენი გრძნობები ორმხრივია?- მინდოდა გამომეფხიზლებინა, მაგრამ მარტივი არ აღმოჩნდა მისი დამუხტვა. პესიმისტი იყო ბუნებით სესილიას ილო -არ მინდა რომ იყოს...მეშინია მის გამო , არ მემეტება ჩემთვის . მე ... თქვენ არ იცით ის როგორია . რომ იცოდეთ ,რომ იცნობდეთ ვერც თქვენ გაიმეტებდით ჩემთვის - გული მეტკინა, ისე მეტკინა სუნთქვა შემეკრა. ეს ბიჭი , ღმერთო ეს ბიჭი ჩემს გრძნობებს ანგრევდა თავისი სევდიანი ღიმილითა და ამღვრეული თვალებით -მე ვთვლი ,ორი ღირსეული ადამიანის წრფელი გრძნობების გარდა არაფერია საჭირო ურთიერთობის არსებობის უფლებისთვის -მე არ ვიცი , დარწმუნებული არ ვარ რომ შემდეგ ...წლები რომ გავლენ და კიდევ უფრო მძიმე გახდება ჩემი ცხოვრება , კიდევ უფრო გართულდება ყველაფერი სხვა არ მომეწონება. ის არათუ ღალატისთვის, მიტოვებისთვის არ მემეტება. მისთვის რომ ვიბრძოლო,მე რომ საკუთარი თავი შევცვალო, დავიმსახურო და შემდეგ ვერ შევინარჩუნო თავს ვერ ვაპატიებ -გგონია უფრო ძლიერად უყვართ ადამიანებს რომლებიც მეორე ნახევრების ერთგულები სიცოცხლის ბოლომდე რჩებიან? ყველა შენი შიში მის კეთილდღეობას ეხება, მის ბედნიერებას , მის ცხოვრებას და არა შენსას. შენ არ უშვებ ,რომ შეიძლება მას გადაუყვარდე, ქორწინებამდე მიხვდეს რომ სხვა სჭირდება . შენ არ გითქვამს რომ ის ვერ იქნება კარგი ცოლი, რომ შენ იმედებს ვერ გაამართლებს... როცა ამდენს სხვაზე ფიქრობ , როცა სხვა საკუთარ თავზე პრიორიტეტული ხდება ესაა სიყვარული . ყველაზე უმანკო, უპირობო სიყვარული და მე , მსგავსი კაცი რომ შემხვედროდა დაუფიქრებლად გავყვებოდი ცოლად -თვალებში ვუყურებდი, მინდოდა დაენახა რომ არ ვატყუებდი,რომ გულწრფელი ვიყავი -იმიტომ რომ ვიცი , მჯერა მისი ხასიათის , მისი შინაგანი ძალის . არ შეიძლება მისმა მსგავსმა ქალმა ვინმეს იმედები გაუცრუოს... ის ისეთია მისი არსებობაც საკმარისია. არ შეიძლება წამით მაინც დავუშვა,რომ მან ვინმეს უღალატოს არათუ ქმარს . გონება მეთიშება რომ ვხედავ, ვერ აგიხსნით რა მემართება საერთოდ ყველა და ყველაფერი მავიწყდება. ჩემი ცხოვრება, წარსული, ჩემი ეს უბრალო არსებობაც კი . ვშორდები და მერე ვხვდები რომ არაფერს წარმოვადგენ , არაფერი მაქვს რომ შევთავაზო. მე ისიც არ ვიცი ეს ხელები როგორ უნდა შევახო მის ლამაზ თითებს, იცით როგორი თეთრი ,ფითქინა კანი აქვს ? წვრილი ლამაზი თითები , ოქროსფერი თმები და ულამაზესი ყავისფერი თვალები . ხომ ხედავთ მე სიტყვებიც არ მყოფნის, საკმარისი მარაგიც არ მაქვს რომ აღვწერო ... არ შეიძლება , უბრალოდ შეუძლებელია მე და ის ერთად . მეოცნებე არ ვარ, არაუშავს ის ერთი თუ დარჩება ჩემს ოცნებად სიცოცხლის ბოლომდე ასე მაინც გალამაზდება ჩემი ყოველდღიურობა - ნელა საუბრობდა, ემოციებმა გულისცემაც კი შეუნელა, ვგრძნობდი. მინდოდა მეთქვა შენ ყველაზე სუფთა ხელები გაქვს-თქო , მინდოდა ,მაგრამ ჯერ ამის დრო არ იყო. არ დამიჯერებდა. საუბარი დაასრულა, მეც არ მიცდია გაგრძელება იმ დღისთვის საკმარისი იყო . შემდეგი ვიზიტისას კი დავიწყებდი მისი აზრების სწორი მიმართულებით გაშვებას - ახლა წავალ . დროა უკვე ... ჩემი საქმეები არ იცდიან -დამპირდი ,რომ მალე დაბრუნდები -როგორც კი დრო მექნება მოვალ, არაფერი მშველის ისე როგორც თქვენთან საუბარი -მაშ შემდეგ შეხვედრამდე ,ილო -ნახვამდის, ლილი .................... სალომეს იმდენად დატვირთული გრაფიკი ჰქონდა ახალ სკოლაში ,რომ ჩემთან გამოვლას ვეღარ ახერხებდა . საღამოს ვსაუბრობდით ხოლმე , არ სრულდებოდა დიალოგი დაჩის გარეშე, მე არაფერს ვამბობდი უბრალოდ ვუსმენდი და ღიმილს ვერასდროს ვიკავებდი. მიბრაზდებოდა ხოლმე ამის გამო, საყვარლად წუწუნებდა და მადანაშაულებდა დაჩის მხარეს ხარო. ნონასთან კვირაში რამდენჯერმე მაინც მიდიოდა, გატაცებული იყო კონდიტერიით და სავარაუდოდ მარტივად არც შეეშვებოდა . მოსწონდა ახალი კლასელები, თავს იკავებდა კონკურენციის დროსაც , მაგრამ ამჯერად ნამდვილად ღირსეული კონკურენტები გამოუჩნდა. მოსწონდა სწავლების სისტემა, კომფორტულად გრძნობდა თავს იმდენად რომ კომპლექსების ნაწილი თავისთავად მოშორდა. ურთიერთობებში ჯერ კიდევ ვერ იყო თამამი, ეშინოდა ,მაგრამ რამდენიმე სასიამოვნო ნაცნობი გაუჩნდა . ვიცოდი მალე დამეგობრდებოდნენ, მიყვებოდა მათზე , ისეთი ემოციები ჰქონდა სულ ცოტა რჩებოდა ჭეშმარიტ მეგობრობამდე. კვირას ჩემთან დავპატიჟე, ახალი რეცეპტი ჰქონდა ნონასგან და დამპირდა ,რომ მეც მასწავლიდა. შესაბამისად ინგრედიენტებით დავხვდი , ორი წინსაფარიც გავამზადე და პირდაპირ სამზარეულოში შევიყვანე -მე ჩემი ინტერპრეტაციით გავაკეთე , უცებ წამომიარა და ღამით გავაკეთე... ნონას საკონდიტროში ნამცხვრით რომ დავადექი სიცილი აუტყდა ბატონს ...მაინცადამაინც მაშინ ბრძანდებოდა იქ თორემ საუკუნეა არ მინახავს ნონასთან მოსული - უცებ გადაერთო დაჩიზე მაგრამ მალევე მოვიდა გონს- მოკლედ ნონამ ჩემი ვარიანტით დაამზადა იმ დღეს და თავის კოლექციას მიამატა -მგონი მომავალ კონდიტერს ვესაუბრები -შესაძლოა პირველ პროფესიად არ ვაქციო, მაგრამ რომ არ შევწყვეტ მზადებას ვიცი. საოცრად მამშვიდებს - თმა შეიკრა, წინსაფარიც მოირგო და მითითებებზე გადავიდა -ახალი მიქსერი ვიყიდე - ჩემი შენაძენი წარვუდგინე - ფაქტობრივად საქმე გავანახევრე -მე ფორმები მოგიტანე - პარკი ახლა გაახსენდა . ყუთი ამოიღო და იმდენი ფორმა დაალაგა კარადაზე რომ თვალები ამიჭრელდა - სახლში ჩემი ორცხობილების გარეშე დღეს არ იწყებენ. ჩემი ძმის მორაგბე ძმაკაცებიც მალე ჩამისახლდებიან -არ გითქვამს მათთანაც თუ დაიწყე ურთიერთობა ... ის ბიჭიც მოდის ხოლმე?- ვიცოდი ერთ-ერთი მოსწონდა ადრე და მაშინვე გავახსენე -ხო , ადამიანურად მეკონტაქტებიან ახლა უკვე ტვინიკოსა აღარ ვარ და მათთან ერთად ვითამაშე კიდეც, მომიგეს . არაა ეს ჯოისტიკი ჩემთვის ... რაც შეეხება ვახოს უცნაურად კი მიჟუჟნებდა თვალებს,მაგრამ არ ვიცი არამგონია რამე გამოვიდეს , მომეშვენა . თანაც მე უბრალოდ ავღნიშნე რომ რამდენიმე უსიმპათიურეს მორაგბეს შორის ისიც შედის - მზადება დაიწყო, ისე იყო უკვე დახელოვნებული თვალს ძლივს ვაყოლებდი -მთელი კვირაა არ გვისაუბრია , დარწმუნებული ვარ ბევრი რამ მოხდა -იმიტომ ვერ მოვიცალე რომ კლინიკაში ვიყავი ... ჩემმა ძმამ დამირეკა სასწრაფოდ წამოდი და ჩემთან გაჩნდიო. განყოფილებაში ამიყვანა, ფორმა ჩამაცვა მოკლედ ექიმად ვგრძNობდი თავს ის რამდენიმე საათი. ვერ გავიგე სად მივყავდი , ჩემს მეგობარს შენი დახმარება სჭირდებაო რომ მითხრა მეგონა მეხუმრებოდა . თვითონ ქირურგიაშია უმცროსი ექიმი და ვერაფრით დავაკავშირე ჩემი ცხოვრება ქირურგიასთან ... -არ მითხრა ოპერაციაზე აღმოვჩნდიო -არაა , მისი ერთ-ერთი კურსელი ენდოკრინოლოგიის რეზიდენტია . პაციენტი ჰყავდა ისეთი სიმპტომებით რომ დიაგნოზს ვერ უსვამდნენ ...თან კონკურსია მასთან და რომელი რეზიდენტიც უმკურნალებს სწორად იმას დავიტოვებთ ექიმადო . ჩემი ძმაც გასაჭირში მყოფ ძმაკაცს ხომ ვერ დატოვებდა და აღმოვჩნდი 3 ექიმთან ერთად კაბინეტში. თვითონ ოპერაციაზე უნდა შესულიყო, დამტოვა როგორც ინფორმაციების კარგი მაძებარი ... დიდხანს ვეძებეთ , იმდენი წიგნი ჰქონდა მოტანილი ვერ წარმოიდგენ. ლათინური კარგად ვიცი და სამედიცინო ტერმინებსაც ვშიფრავ . მოკლედ მთელი ღამე ვეძებეთ, თან ვლაპარაკობდით , იმდენი მადლობები და ბოდიშები მივიღე ვერ წარმოიდგენ -საბოლოოდ გადაარჩინეთ პაციენტი? -რაღაც ინფორმაცია ვიპოვნე, ის არ გამოადგა,მაგრამ გაახსენდა სხვა ...გონება გაუნათდდა .რა ვიცი რაღაცებს იწერდა თავისთვის, ლაპარაკობდა, ცოტა გიჟები არიან ჩემი ძმის კოლეგა-კურსელები ... მომვარდა თავზე მაკოცა ,ხელები დამიკოცნა შენთან სამუდამოდ ვალში ვარო დამარეტიანა და გავარდა მერე -როგორი ბიჭია ? - ლოყები აუწითლდა, დაიბნა ,მაგრამ საკმარისად არ მივიჩნიე -ძალიან კარგი , გამიხარდება თუ ვიმეგობრებთ შემდეგში. ექიმობაზეც დავფიქრდი , სულ ცოტათი , მაგრამ არაა ჩემთვის ეს გრაფიკი . ლექციებს კი სიამოვნებით წავიკითხავდი სამედიცინო კათედრაზეც -რაც აქამდე განგვიხილავს მგონი ლექტორის სტატუსი ყველაზე მეტად მოგწონს -კიდევ მაქვს ახალი ამბავი ... - გაჩერდა და გამიღიმა- მოსწავლეები მყავს . ვნახოთ როგორი მასწავლებელი ვიქნები , თუ შევძლებ ,თუ მომეწონება სხვისთვის ცოდნის გაზიარება და სწავლის სიყვარულის ჩანერგვა მაშინ ლექტორობასაც უფრო რეალურად შევხედავ -მოსწავლეები სად იპოვნე - მივხვდი ნამდვილად დატვირთული კვირა ჰქონდა -დაჩის დამსახურებით - არ ველოდი თუ ველოდი ვერ გეტყვით ,მაგრამ ვიცოდი რაღაც საინტერესოს მიამბობდა - ეგ ქმნილება ხომ არავის ჰგავს და სრულიად არაპროგნოზირებადია. ჩემი გონებაც კი უძლურია მასთან განა იმიტომ რომ ჩემზე მეტ ინფორმაციას ფლობს ... მეტს ხედავს, მეტს გრძნობს, მეტს აღიქვამს და აკეთებს - აღფრთოვანებას პირველად გამოხატავდა , სხვანაირი გაუხდა ხმაც - ქუჩაში ვსეირნობდით, სკოლიდან ერთად გამოვედით ...უფრო სწორად მე გამოვედი და ის უეცრად გაჩნდა ჩემს გვერდით. ვსაუბრობდით რომ დაუძახეს , ბავშვები იყვნენ მოპირდაპირე ქუჩაზე . მე ვერ წარმოვიდგენდი ეგ ოდესმე სახეგაბადრული თუ ვინმეს შეხედავდა. შორიდან მიესალმა, ხელი დაუქნია, დამელოდეთო უთხრა ,თან წამიყვანა . მოეხვივნენ,მერე ვირაცებს დაუძახეს ისინიც მოცვივდნენ. სამეგობრო ერთად თამაშობდა და ბატონი დაჩიც აშკარად ყველას იცნობდა. ერთ-ერთი ყველაზე პატარა გოგონა ხელში რომ აიყვანა ... მეგონა გონებას დვაკარგავდი ისეთი სხვანაირი იყო - გაჩუმდა, თითქოს თქმას ვერ ბედავდა მერე გაახსენდა მე რომ ვიდექი მის გვერდით და წინადადება დაასრულა - თურმე სადაც ცხოვრობენ იმ უბანში თითქმის ყველა ბავშვს იცნობს , წარმოგიდგენია? ვისაც რეპეტიტორი არ ჰყავს, ეკონომიური პრობლემები აქვს და სწავლა უნდა ამეცადინებს. არა მხოლოდ საგნებს, მივხვდი ყველაფერს ასწავლის ირგვლივ მყოფ პატარებს,მათთან თამაშობს და დიდ დროს უთმობს - ეს გოგო თავისი ემოციებით ხომ მათბობს,მაგრამ დაჩი? ეს ბიჭი ოდესმე ამოწურავს თავს? დავინახავ, შევისწავლი და იქნება რამე რაც სასიამოვნოდ გაოცებულს არ დამტოვებს? -და შენ როგორ ჩაერთე ამ დიდ საქმეში - დაჩი ასე უბრალოდ არავის გაუზიარებდა პირად ინფორმაციას -ბავშვებს მოვეწონე , თორემ მეეჭვება საერთოდ სიტყვა დაეძრა. მე ვერც მიმჩნევდა ისინი რომ დაინახა, ნიცა ტიტინებდა , მასწავლებელს მოვუყევი შენი ნასწავლები ლექსი და შემაქოო. ბიჭებმაც ჰკითხეს რომელ საათზე მოვიდეთო ... მივხვდი რომ ასწავლიდა . მინდოდა კითხვა დამესვა,მაგრამ ვერ გავბედავდი თვითონ ამომხედა და მითხრა თუ გინდა წამოდი, შენც გამეცადინებო - გამეცინა. დაჩისეული ირონია წარმოვიდგინე - გავყევი . არც მიფიქრია , უბრალოდ მას და ბავშვებს უკან მივყევი. სკოლის მძიმე ჩანთები გამოართვა გოგონებს , მის გრძელ თითებს ხელს არ უშვებდა ნიცა, ხტუნვა ხტუნვით მიჰყვებოდა გვერდით . როგორ არ გავყოლოდი, ამ სანახაობას ვერ გამოვტოვებდი . მათთან სახლში , პირველ სართულზე ერთი დიდი ოთახი სამეცადინო სივრცედ აქვს გადაკეთებული. ყველაზე უცნაური, ფერადი, კომფორტული ადგილია სადაც კი მინახავს მოსწავლეები წიგნებით ხელში . ბავშვები თავს ისე გრძნობდნენ როგორც საკუთარ სახლში , ხელები დაიბანეს , პუფებში ჩაეშვნენ, რაღაცას თამაშობდნენ სანამ დაჩი საჭმელს აკეთებდა .ხო ,სამზარეულოში შევიდა და სადილის მზადება დაიწყო სკოლიდან გამოსული მშიერი ბავშვებისთვის. ყველა თეფში სხვადასხვანაირად გააწყო, ცხოველების ფორმები ჰქონდა საჭმელს ... იმდენი დეტალი იყო რამაც შიგნიდან გამათბო. ხო , ზუსტად ეს შეგრძნება მქონდა გავთბი . ბიჭთან სახლში ვიყავი, ფაქტობრივად დაუპატიჟებლად ... დირექტორის სახლის სამზარეულოში მაგიდასთან ვიჯექი და მეც პატარა ბავშვების მსგავსად ვაგემოვნებდი დაჩის ნახელავს. ყველამ თავისი თეფში აიღო , ერთად ავალაგეთ და ძალიან მობილიზებულად დასხდნენ დიდ მაგიდასთან რომელზეც სხვათაშორის ბევრი ნახატი იყო . ეჭვი მაქვს სპეციალური საღებავები მისცა რომ ეხატათ . სულ მიყვარდა ბავშვობაში მაგიდაზე რაღაცების დახატვა და ბებიაჩემი ჯუჯღუნებდა ... სანამ სხვები მათემატიკის დავალებებს წერდნენ ნიცა დაჩის ფეხზე იჯდა , წითურ თმაზე ეფერებოდა ბავშვს , ხელებზე კოცნიდა ის კი ხშირად ეხუტებოდა ...აუუ მთელი დღე არ მეყოფა იმ რამდენიმე საათის აღსაწერად. მინდა ყველაფერი აღვწერო , ტირილი მინდა ... ახლა რომ გამახსენდა მომინდა იქ ყოფნა -იმედია მეც მექნება მაგ სივრცეში მოხვედრის პატივი ,თუ მიწყალობა დაჩიმ -ახლაც არ მჯერა ,როგორ დამთანხმდა - შოკოლადის ფილა აიღო და ჭამა დაიწყო. ვისღა ახსოვდა ნამცხვარი - ინსტიქტურად ვუპასუხე ბავშვების კითხვებს , თვითონ არაფერი უთქვამს . მეც არ ვიცი როგორ ჩავერიე მის სწავლებაში, მაგრამ იმ საღამოს სულ მე დავეხმარე ყველას . მარტივი მეთოდებით რომელიც ბავშვობაში ვიცოდი , სახალისოდ ავუხსენი რაღაცები და ისინიც ისე მარტივად მეკონტაქტებოდნენ როლებში შევიჭერი. რომ გავიაზრე შემეშინდა ხო არ გაბრაზდათქო, მაგრამ თავის სავარძელში მშვიდად იჯდა ნიცასთან ერთად ხატავდა ბავშვები რომ წასასვლელად მოემზადნენ მეც გაქრობა გადავწყვიტე. ისე მიყურებდა სული შემეხუთა, სიტყვით არაფერს ამბობს და ვერ გაიგებ რა უნდა - გაუბრაზდა დაჩის, წარბები შეჭმუხნა და თვალები საყვარლად აატრიალა- ბევრი რომ არ გავაგრძელო შემდეგ გოგონა მოვიდა , მეზობლად გადმოსულს უფრო ჰგავდა. დაჩისთან ჩემი დანახვა გაუკვირდა, ისე შეხვდა ბიჭი წამით შეყვარებულიც მეგონა და თავი უხერხულად ვიგრძენი. ვინატრე ნეტავ სწრაფად წავსულიყავი-თქო . გოგონა თავად გამაცნო ჩემზე რომ დადგა ჯერი უთხრა გაიცანი შენი მომავალი,უნივერსალური პედაგოგიო . გეფიცები სიტყვაც არ უთქვამს მანამდე ჩემთვის , ეს რომ თქვა შემომხედა და თვალი ჩამიკრა . ეგ თვალის ჩაკვრა ერთხელაც გულს გამიხეთქავს - ბოლოს დაამატა ,ღუმელის კარი გააღო და ფრთხილად შედგა გამზადებული ბისკვიტის ფორმა. -გამოდის რომ სკოლის შემდეგ მასთან სახლში ივლი ?- ეს ამბავი გააზრებული თუ ჰქონდა არ ვიცოდი , აშკარად ისე იყო აჟიტირებული ახალი ამბით,რომ ამაზე ბევრი არ უფიქრია -იქ სხვანაირი დაჩია და თანაც მინდა ვცადო... იმედია მათი გაურკვეველი ურთიერთობა ჩემზე არ იმოქმედებს . არ ვიცი ეგ ბიჭი შეყვარებულის გვერდით როგორ მოიქცევა -გგონია შეყვარებულია ? -არ ვიცი ... რაღაცნაირად უყურებდა და იმაზე მეტს ელაპარაკებოდა ვიდრე სხვა ვინმეს. აკოცა კიდეც- ბოლო სიტყვები ჩუმად თქვა, წამოწითლდა და მზერა მომარიდა -შენს წინ აკოცა ? -ლოყაზე აკოცა -გასაგებია ... მე დარწმუნებული ვარ ისე მოგეწონება სწავლების პროცესიც რომ აუცილებლად დარჩება შენს ცხოვრებაში -ბოლო დროს იმდენი ახალი რამ მომწონს და გამომდის საკუთარი ცხოვრებით გაოგნებული ვარ - ნამდვილად არ ჰგავდა იმ გოგოს მე რომ პირველად ვნახე . ბოლოს მისი შედევრიც დავაგემოვნეთ , კიდევ უფრო დავტკბით და მხოლოდ ამის შემდეგ დამემშვიდობა. გასვლამდე გაჩერდა და გაიცინა -აქაც ხომ არ მოვა ... სადმე სადარბაზოსთან რომ შემხვდეს არ გამიკვირდება დაჩი ნამდვილად არ მოსულა. დიდი დრო გავიდა ჩვენი ბოლო საუბრიდან , არ ვიცი რატომ არ მოდიოდა მე კი მქონდა დიდი ინტერესი ,რომელსაც ოდესმე აუცილებლად დავიკმაყოფილებდი. ............... კაბინეტში შესული არ ვიყავი ქალბატონი იოანა უკან რომ მომყვა . იღიმოდა, თვალებში ჭინკები უხტოდნენ , კარი თავად მიხურა და მოდელის ნაბიჯებით დაიწყო ოთახში სიარული -მოგესალმებით დილის მზის სხივო, იოანა -გამარჯობა ქალბატონო ,ლილი... -მთელი სხეულით ვგრძნობ წინ საინტერესო ამბავი მელის და იქნებ დროულად დააკმაყოფილო ჩემი ინტერესი -აჰ, ანუ გაინტერესებთ შაბათ-კვირას თავად დავკმაყოფილდი თუ არა ... -ასე არ ვიტყოდი,მაგრამ შინაარსი თითქმის იგივეა -ჩემი ბატონი , ჩემია ! -ხმამაღალი განცხადებაა - მეცინებოდა, ისე საუბრობდა რა გამეკეთებინა არ ვიცოდი- იქნებ დამიკონკრეტოთ. დღეს სიტყვაძუნწობთ ქალბატონო იოანა -დიახ, ვცდილობ ჩემი ბატონის რელსებზე გადავიდე -ასეთი შთამბეჭდავი იყო თქვენი ხორციელი კავშირის შეთავაზებისას მიღებული პასუხი? - საკუთარ სიტყვათაწყობაზე მეც გამეცინა ის კი ხმამაღლა კისკისებდა -პირდაპირ გითხრათ რა მიპასუხა? -არავითარ შემთხვევაში! მთელი სიუჟეტი უნდა აღმიწერო , დეტალებს ვითხოვ -ღმერთმანი მგონი თქვენ გგონიათ,რომ რაღაც ეროტიულს გიამბობთ და იმიტომ ითხოვთ კონკრეტიკას - ფეხი ფეხზე გადაიდო და თვალები დააწვრილა -დაიწყე იოანა -ჩემი ბიჭი ჯერ ბოქსზე დადის, ენერგიისგან იცლება , ვარჯიშობს, სხეულის ფორმებს ხვეწს და შემდეგ ,გათანგული, სრულიად მოდუნებული და გამოფიტული თავის საყვარელ კაფეში მიდის. მიირთმევს ხილის წვენს , ტორტის ერთ ნაჭერს და კითხულობს წიგნს. მე ეს ყველაფერი საიდან ვიცი არ ვიტყვი , თვალთვალი და დევნა ისჯება კანონით ამიტომაც განვაგრძობ იქედან რომ მივედი , რბილ დივანზე მის გვერდით მოვთავსდდი, ლოყაზე ვაკოცე, მაჯაზე თითები ნაზად შევახე და ვნებიანი ხმით ჩავჩურჩულე „ რა სასიამოვნო შეხვედრაა ნოა „ გაუკვირდა. იმ ადგილას მიყვანის ღირსად არ ჩამთვალა ბატონმა და რომ გამოვეცხადე ისე შემომხედა მომინდა მიმეხრჩო იქვე ,მაგრამ განვაგრძე წამწამების ფახუნი და ღიმილი . არ მითხრა რომ შაბათ საღამოს მსგავს მშვიდ ადგილებში ატარებ, კლასიკურ მელოდიას უსმენ და ცხელ შოკოლადს სვამო . გეფიცები დამწვა, იცოდა რომ მისი ყველა ნაბიჯი გარკვეული მქონდა და ერთობოდა. ვერ დამაჯერებ,რომ ასეთი საინტერესო გოგონა იმალება შენი ინსტაგრამ სთორების მიღმაო . ისე ამირია ტვინი გეგმაც დამავიწყა, დაკვირვებაც და ყველაფერი. ცხელი შოკოლადი ნამდვილად მოუხდება გარემოს-თქო ვუთხარი , ყურადღების გადატანა ვცადე სანამ მიმტანი მომიტანდა იმ მდუღარე სითხეს. გაბრაზებული იყო, წიგნი დახურა და ისევ შემომხედა . რატომ მოხვედიო, შენ ხომ ხმაური, ხალხმრავლობა და შენნაირებით სავსე გარემო გიზიდავსო . ჩემი ცხელი შოკოლადიც მოიტანეს სანამ მე ვდუმდი, ვუთხარი ამ ეტაპზე მხოლოდ შენ მიზიდავ-თქო . წარბები კიდევ უფრო მეტად შეკრა , ისევ წიგნი გადაფურცლა და დამაიგნორა . რამდენიმე წუთი ჩვეულებრივად შოკში ვიყავი ამ იგნორის გამო - ყველა დეტალი ახსოვდა და თხრობის დროს თავიდან განიცდიდა - დიდხანს აპირებ აქ დარჩენას და ჩემი სიმყუდროვის დარღვევასო ? ვუთხარი იმდენად საინტერესო სანახავი ხარ ამ მომენტში ,რომ შიგნიდან ვიწვი და ჩემ შინაგან ქალღმერთს უნდა რომ გ.მჟიმო-თქო. ვაკვირდებოდი, თვალს არ ვახამხამებდი რომ არ გამომპარვოდა მისი რომელიმე ემოცია . წარბები გახსნა, წიგნი გადაფურცლა, თავი გვერდით გადახარა და შემდეგ შემომხედა . ვწუხვარ, მაგრამ ვაჟიშვილობას შენნაირ კოლექციონერს ვერ დავუთმობ და თუ სხვა საქმე ან სურვილი არ გაქვს გთხოვ მარტო დამტოვეო - თხრობა დაასრულა, ტუჩზე იკბინა და თავი უკან გადასწია- ვგიჟდები , გონს ვკარგავ -ფაქტზე,რომ ვაჟიშვილია? -გჯერა ახლა შენ ეგ? -მე არ ვიცნობ ნოეს, შენ გჯერა? -მჯერა იცი? - ისევ გაიცინა და ტუჩების წვალება განაგრძო- ის ისეთი არანორმალურია ,იმდენად უკარება , ჯუჯღუნა და წუნია . იქნებოდა გოგო რომელსაც სიამოვნებას მიანიჭებდა? მეეჭვება . სრულიად განსხვავებულად უყურებს ურთიერთობებს, ამიტომ აღიზიანებს ჩემი ცხოვრების სტილი. ახლა ვეჭვობ რამდენიმე ენაჭარტალამ ჩემზე ცუდი რამეები უთხრა და გაბრაზებულია -ასე მარტივად დაიჯერებდა მაგ ცუდ რამეებს? -არაა, ის აბრაზებს რომ ჭორაობის საბაბს ვაძლევ ჩვეულებრივ მოკვდავებს. ვერ კაიფობს იმ ყველაფრით რითაც მე ვერთობი ... აი რატომ არ მინდოდა მისი ჩემს ცხოვრებაში შემოშვება. სხვა განზომილებაშია -ვერ გედავები ,თუმცა საკითხავი ისაა მისი განზომილება სჯობს თუ შენი -მის განზომილებას თუ არ მაჩვენებს ასე მიჭირს ყველაფრის გარკვევა ... -მოსწონხარ თუ თავი უნდა მოაწონო -გიჟდება ჩემს გამო , არ მოვწონვარ და იმიტომ. ვგრძნობ ჩვენ ერთნაირად ვფიქრობთ, ისიც მეწინააღმდეგება, მაგრამ მასში იმდენი ვარ ვერ მომერევა ... შეუძლებელია სხვანაირად იყოს. ისედაც იმხელა უფსკრულია ჩვენს შორის ეს რომ ჩემი ამოკვიატება იყოს, რომ მეჩვენებოდეს და უბრალოდ ვაღიზიანებდე . მერე რა მეშველება? -იოანა , შენ მშვენივრად ხვდები ის რას გრძნობს და ფიქრობს . დამშვიდდი, შეწყვიტე იმ წესებით თამაში ყველასთან ყომ იყენებ და იპოვნე ის გოგო იმ ბიჭთან რომ შეძლებს ურთიერთობას -არსებობს ეგ გოგო ჩემში? -რადგან რაღაც ეტაპზე ხართ ე.ი არსებობს , მაგრამ ასე თუ გააგრძელებ ის ნამდვილად არ გადმოვა შენს რელსებზე -მე უნდა დავთმო ჩემი ცხოვრება? -ნაწილი,რაც სხვა ბიჭებს ეხება ... ვფიქრობ ეს სხვაგვარად წარმოუდგენელია -დანარჩენი? -დანარჩენს ის შეეგუება, ასეთი გაგიცნო და ასეთმა დააინტერესე. მიუხედავად იმისა მოსწონს თუ არა მის გონებას შენი ტიპაჟი , მაინც მისი ინტერესის ობიექტი შენ ხარ -ყველაფერი რთულადაა როდესაც ჩვენს შორის არცერთია გრძნობებში გარკვეული ... -შენ ხომ სიმარტივე არ გიყვარს -რას მიშვებით? მე კიდევ დამუხტვა მინდა? ხომ ხედავთ რა მდგომარეობაში ვარ -მუხტს თუ დაკარგავ შენ შენ აღარ იქნები ... მე კი მეეჭვება ცვლილებები გჭირდებოდეს იმის გარდა რაც ბუნებრივად გელის წინ -რთული იქნება ჩემთვის ცვლილებებთან შეჩვევა, ჯერ უნდა დავრწმუნდე რომ ღირს ამად ... -შენ ისიც არ გითქვამს აქ სწავლობს თუ არა... მეც მინდა ვიცოდე ვინ არის ნოა-უცებ გამახსენდა და წასვლამდე ვკითხე -აქ არ სწავლობს , მისი პატარა და არის სკოლაში. თავად ბატონი 19 წლისაა , აწ უკვე სტუდენტი გახლავთ . ხშირად ვხვდებით , ჩემს უბანში გადმოვიდნენ საცხოვრებლად და მას შემდეგ გადავდივარ ნელ-ნელა ჭკუიდან -აი თურმე რა - გამეღიმა. მისი ემოციები იმდენად ბუნებრივი იყო არ მესმოდა როგორ ახერხებდა ისე ცხოვრებას როგორც სხვებთან იყო. უცნაურია ადამიანის ბუნება, ორ სხვადასხვა ტყავში შეუძლია თავი კომფორტულად იგრძნოს . -ახლა წავალ... გაკვეთილზე ვიგვიანებ -დაველოდები ახალ ამბებს - თვალი გავაყოლე კარისკენ მიმავალს და ბედნიერად დავიწყე დღე. იმედი მქონდა,რომ წინ ცუდი ამბები არ მელოდა. ..... .................... ჩემ კაბინეტში მათ ხილვას საერთოდ არ ველოდი, მაგრამ კიდევ ერთხელ გამაოცეს. დააკაკუნა, შემოიხედა და შემდეგ ფართოდ გააღო კარი ,პირველი ნინუცა შემოუშვა შემდეგ თავადაც შემოვიდა . ისე მოდიოდნენ აშკარა იყო ომი ჰქონდათ გამოვლილი და დაღლილები დასასვენებელ ადგილს ეძებდნენ. დივანზე დისტანციის დაცვით დასხდნენ , ისეთი გამომეტყველება ჰქონდა გოგოს რომ არ ვიცოდი გამცინებოდა თუ მედარდა მათი მორიგი ჩხუბის გამო -ვგონებ გრძელი საუბარი გამოგვივა ... ყავას გავამზადებ -რაც შეიძლება ცხელი მოიტანეთ იქნებ ზედ გადავასხა -სულელური გაბრაზების დროს როგორი დაუფიქრებელი ხდები ჩემო ნინუცი ... მე რომ დავიწვა ისევ შენი მოსავლელი არ ვიქნები? ვინ მყავს შენს გარდა - გოგო წარბს არ ხრიდა ის კი არ ვიცი რას აკეთებდა. ასეთებს პირველად ვხედავდი, რაღაც ახალი იყო -მეე ? როგორ გეკადრებათ ბატონო ჯანოო თქვენ ისე აციმციმებთ ცისფერ თვალებს მალევე იპოვნით ახალს და ის მოუვლის თქვენს დამწვარ ადგილებს , არა მხოლოდ ... ვფიქრობ პირდაპირ ფეხებშორის დაგასხა ყავა. ისიც მაგ ადგილს უმიზნებს ვიცი ! -ლილი ეს გოგო მე მეუბნებოდა მოძალადე ხარო და ახლა მემუქრება ხედავ? - აღშფოთებულმა გამომხედა - თუ ღმერთი გწამს ეგ ფინჯანი არ მისცე -რა ხდება მალევე ხომ არ აპირებ გამოყენებას -გოგოო! -გოგოო? -მზერა გაუსწორა და შებრუნდა კიდეც - აჰ უკვე გოგო გავხდი ხო? ნინუცა აღარ ვარ -ჩემ თავს გაფიცებ მითხარი რა გჭირს ... რა ეჭვიანობის სცენას მიდგამ . აზრზე ვერ მოვდივარ რა გინდა ,პატარაავ - მიახლოება სცადა, მაგრამ ნინუცამ დივნის ბოლოსკენ გადაინაცვლა -მარტო გადაბრძანდა ბიჭი ბინაში, მე დაკავებული ვარ ხშირად ვერ ვსტუმრობ. ხანაც მიზეზებს პოულობს ,დარჩენის საშუალებას არ მაძლევს ვიღაც გოგო კი მიიყვანა და ჩემი საყვარელი სალათი გაუკეთა -ნიტას გამო ეჭვიანობ ? სერიოზულად ? -იქნებ გამაგებინოთ რა ხდება? სიამოვნებით გიყურებთ,მაგრამ მაინტერესებს - ყავას ვსვამდი და ვუყურებდი . როგორც იქნა შემიმჩნიეს ,ორივემ გამომხედა და მერე ერთმანეთს გადახედეს- ნინუცამ განაგრძოს და შემდეგ მოვუსმინოთ ჯანოს -რაღა გავაგრძელო , ვიღაც ნიტასთან ატარებს დროს და უჟუჟუნებს თვალებს. დაატარებს სახლსა და რესტორანს შორის . მე საერთოდ აღარ ვახსოვარ, ისე გამიხარდა დღეს სკოლის ეზოში რომ მიცნო -ჩემო პატარაა -პატარა , გალეული და ერთიციდა ის გოგოა... ვფიქრობ ხელშიც შემოგატყდება -ცუდად იქცევი , გეფიცები -მე კი არა ის იქცევა ცუდად. იცის ჩემი ხარ და გისკუპდება მანქანაში. ბინაშიც კი გსტუმრობს,ჩემ ნაჩუქარ თეთრეულში მაინც ნუ დააწვენ , ტეხავს -ვბრაზდები ! -მე უკვე გავბრაზდი, გავცეცხლდი და ცოტა მაკლია აფეთქებამდე - ნინუცას არ ჰგავდა ეს გოგო და წარმოდგენა არ მქონდა რას აკეთებდა, მაგრამ ტყუილად რომ არ იქცეოდა ასე ვიცოდი. ჯანოც დაბნეული იყო, გამომხედა და წარბები შეჭმუხნა -გადავწყვიტე რამდენიმე თვე შეფმზარეულთან კურსები გავიარო... უსაქმურობა მომბეზრდა, ზაფხულში ნინუცას გამოცდები ექნება, რეპეტიტორებთან უნდა იაროს და ვიფიქრე ბარემ გამოვიყენებ დროს -თქო . ნიტა იქ გავიცანი , გვიან მივედი , ვიჩალიჩე რომ მივეღეთ. ნიტა შეფის დამხმარეა , გვასწავლის რაა ... ხოდა რამდენჯერმე სახლში გავიყვანე. წვიმდა და ხო არ გავყინავდი ტო ... სახლში იმიტო იყო რო მიხსნიდა და სალათი შენთვის მქონდა მომზადებული უბრალოდ არ მობრძანდი დროულად იმ შენს „მეგობართან“ იყავი სხვათაშორის -კიდე ჩემს მეგობარს ახსენებს ... ხედავთ? მე უფლება არ მაქვს რომ ბიჭთან ვიმეგობრო , მას აუცილებლად შევუყვარდები და ეს თავისი ჯელტმენობით, თვალების ციმციმით, სრულიად თავისუფალი, სიმპათიური, გასაგიჟებელი რომ დასტრიალებს თავს იმ გოგოს არაფერია? თან სად , სამზარეულოში როცა სექსუალურობის პიკზე ადის -შენ ხო იცი , რომ ერთადერთი ხარ ? -ისე უყურებდა ნინუცა როგორ უძლებდა არ ვიცი. ალბათ მართლა ბრაზობდა, ზოგჯერ როგორ გვანან ერთმანეთს -ერთადერთი ვარ, მაგრამ შენთვის რამდენხანს ვიქნები აბა მე რა ვიცი- ამჯერად ხმაში სევდაც შეეპარა -ნინო ! - ჯანოც შეიცვალა . აქამდე თუ ვატყობდი ერთობოდა ახლა სეროზული გამომეტყველებით უყურებდა. ნინუცამ თავი შეაბრუნა და უკვე ჩარევა გადავწყვიტე -ჯანო როგორ გგონია ნიტასთან მეგობრობა გამოგივა? -არ მოვწონვარ ტო ... უბრალოდ საერთო საქმე გვაქვს . კარგი გოგოა , სწერვა არაა და მეხმარება . დანაშაულია დახმარებას რომ ვიღებ ? მე ნორმალური ქცევა მგონია. მეგობრობას რაც შეეხება ასე მარტივად არ ვუმეგობრდები ხალხს, მითუმეტეს ახლა და მითუმეტეს გოგოებს,რომლებზეც ჩემი გოგო ეჭვიანობს -შენ რომ მოგინდეს მეგობრობა ნინუცას ეჭვიანობის გამო იტყვი უარს ? -ასე ცუდად თუ მოქმედებს ვაფშე აღარ დაველაპარაკები რა გავაკეთო სხვა , მაგრამ მართლა მომწონს ის გოგო და გაასწორებდა ახლოს თუ ვიქნებოდით ... -ნინუცაც ასე უნდა მოქცეულიყო იმ ბიჭის შემთხვევაში ? -ის სხვაა , ნიტა სხვა -რატომ არის სხვა . მეგობარები უნდა დავკარგოთ იმიტომ რომ ვეჭვიანობთ და გვეშინია ,რომ ერთმანეთს ვინმე წაგვართმევს? ჩვენ გრძნობას თუ ასე მარტივად ემუქრება გაუფერულება რა მნიშვნელობა აქვს ვის გამო დავშორდებით ჯანო - ნინუცა მალევე დამშვიდდა, ამჯერად თავად მიუახლოვდა ისეთი თვალებით უყურებდნენ ერთმანეთს ისევ გაჩუმება ვარჩიე- მე არ მგონია ჩვენი სიყვარული ასეთი სუსტი -პატარავ -მისი ხელი ტუჩებთან მიიტანა და რამდენჯერმე აკოცა . არაფერი უთქვამს , ნინუცა თვითონ ჩაეხუტა და ლოყაზე აკოცა -მგონი ძალიან მარტივი გამოსავალია თქვენს წინ , უბრალოდ გაიცანით ერთმანეთის მეგობრები . სულაც არაა ცუდი ახალი ადამიანების ცხოვრებაში შეშვება , ნაცნობთა წრის გაფართოება და საერთო ინტერესების მქონე ახალგაზრდებთან თუ ზრდასრულებთან ურთიერთობა -ახალი ადამიანები , მათ შორის ნათესავები რომელთაც ბრალი არ აქვთ მშობლების ჩადენილ დანაშაულში... - ნინუცამ ჩუმად დაიწყო ის თემა რაც ნამდვილად განსახილველი იყო. ჯანომ მაშინვე შეიცვალა პოზა , დაიძაბა -ისევ ნუ დაიწყებ,გთხოვ -გოგო გიყვარდა როგორც შენი არანორმალური ძმაკაცის საცოლე და რომ გაიგე მას დედაშენი ზრდიდა აღარც ესალმები -ხო,იმ კაცის შვილს ზრდიდა მაშინ როცა მე მიმაგდო ! ამაზე საუბარი ხომ დავასრულეთ -თქვა რომ ეშინოდა და იმიტომ დაგტოვა. -შენც დატოვებ შვილს რომ დაგემუქრონ? აირჩევ მშვიდ ცხოვრებას და ბედის ანაბარა მიაგდებ ხალხთან რომელიც ასეთი ცუდები არიან როგორსაც აღწერ? -არა,რა თქმა უნდა ,მაგრამ -მაგრამ არ არსებობს ! ლილი არაფერი მითხრათ ...- როგორც კი დავაპირე კითხვის დასმა მაშინვე წამოდგა - ეჭვიანობის ამბავი თუ გავარკვიეთ წავიდეთ . სჯობს დღესვე გაგაცნო ნიტა , სწერვობის გარეშე თუ შეხვდები მიხვდები ,რომ კარგი გოგოა და საერთოდ უკვე უყვარს ვიღაც - წამოსცდა აშკარად ისე გაჩუმდა -ვინ უყვარს ... -არავინ. ყოველ შემთხვევაში მე არა ! -წამოვალ,ოღონდ დამპირდი რომ ამჯერად კოსტასაც ადამიანურად შეხვდები ,თორემ გცემს ერთხელ -იქეთ არ ვცემო ...- სხეულზე მიიხუტა და ლოყაზე რამდენჯერმე აკოცა-ჩემი პატარა ეჭვიანი ნინუცა - გულზე მიიკრა და თავზე აკოცა. ისე შემომხედა ვიცოდი ჩემს ბინის კართან მალე ვიხილავდი . ამჯერად კი დავემშიდობე და დაველოდე შემდეგ სტუმარს. ................ ვაჩე დამიბრუნდა. როგორც ველოდი თვალები უნათებდა და მეც ღიმილით დავხვდი. ისე თავისუფლად დააბიჯებდა, არც სავარძელზე უფიქრია ისე დაჯდა და მახარა -ჯგუფის წევრი ვარ ... კონცერტისთვის ემზადებიან და მეც ვაორმაგებ მეცადინეობის დროს . აუცილებლად უნდა გამომივიდეს -შესანიშნავი ამბავია - ვიცოდი რომ ამ სიტყვებს მოვისმენდი - მიხარია,რომ მართალი აღმოვჩნდი -მომწონს , ვგიჟდები ისე მომწონს ეს პროცესი. მათ ნაწილად ვგრძნობ თავს , ისეთი მხიარულები არიან , გიჟები, ნიჭის აფეთქება ხდება ... კი მართალია მე მათთან შედარებით არაფერი გამომდის, მაგრამ სულ ასე არ იქნება. აუცილებლად განვვითარდები -აი ეს კიდევ უფრო მომწონს -მე ჩემებს ველაპარაკე. ჩუმად ყოფნა მომბეზრდა , დავიბრუნე ძველი მეს ერთი ნათელი ნაწილი . უკან რომ არ ვიხევდი და სიმართლეს ვამბობდი, მათთვის წინააღმდეგობის გაწევის ძალა ისევ თუ მექნებოდა არ მეგონა... ისე გამაცოფეს ყველაფერი ვუთხარი რაც მინდოდა. ავარიაც გავახსენე , ჩემი ძმაც თავის ადგილას მოვსვი და დავმშვიდდი. ყველამ უნდა იცოდეს რომ ჩემ ცხოვრებაში ჩარევა შეწყვიტონ, აღარ ვაპირებ წონის გამო დავკარგო ყველაფერი. ოპერაციაზე დაიწყეს ისევ და კატეგორიულად ვუარვყავი . აღარ მესაუბროთ ამ თემაზე-თქო, მირჩევნია საერთოდ აღარ ვიფიქრო. თუ ასეთუ უნდა დავრჩე დაე ასე იყოს. სკამებს ავარჩევ, ამ ტემპით სიარულს შევეჩვევი და ახალ სტილსაც მოვუხერხებ რამეს ისეთს ჩემს გემოვნებას რომ აკმაყოფილებდეს -სიტყვები არ მყოფნის ... შენი ცვლილება საოცრად მახარებს -თავისუფლებას ვგრძნობ... დიდი ხანია ეს განცდა არ მქონია. ახალი დღის დაწყება მიხარია, ძილში დროის დაკარგვაც კი აღარ მინდა. მხოლოდ იმიტომ ვიძინებ რომ გონება დავასვენო, გამოუძინებელი ვერ ვმღერი . მასწვალებლები საოცრად მომწონს, მისაყვედურა ამდენ ხანს დაკვრა როგორ არ დაიწყეო ახლა უკვე პროფესიონალი პიანისტი იქნებოდიო, მაგრამ რას ვიზამთ უკან დაბრუნება არ შეგვიძლია. ვეცდები გავაკეთო ის რის შანსსაც ცხოვრება მომცემს ... -რა დაემართა იმ ვაჩეს რომ ამბობდა არაფერი შეიცვლებაო ? -ის ვაჩე წარსულში დარჩა, როგორც ამბობდით მე მაქვს მომავლის შეცვლის შანსი და განვლილ წლებს ხელის შეშლის უფლებას არ მივცემ -გამოდის ახალი გვერდი დაიწყო -ვფიქრობ ახალი წიგნის წერა იმ წამიდან დავიწყე თქვენს ფერად კაბინეტში რომ შემოვედი . პირველი ფურცლებიც თქვენი დახმარებით დავწერე და საერთოდ თქვენი არსებობა ჩემს ცხოვრებაში ნამდვილად ღმერთის დამსახურებაა. მაშველ რგოლად მომევლინეთ -არ ვიცი რა ძალამ მოგიყვანა ჩემამდე, მაგრამ შენი მსმენელი რომ ცხოვრების ბოლომდე ვიქნები ამაში დარწმუნებული ვარ -პირველ კონცერტსაც არ გამოტოვებთ... ხომ მოხვალთ -აუცილებლად ... -მეშინია სცენაზე გასვლის ... არასდროს მიცდია. არც ადრე იყო სცენა ჩემი ადგილი , კლასიკური მუსიკა მითუმეტეს ახლა კი დავუკრავ და ვიმღერებ კიდეც. წარმოდგენა არ მაქვს ასე როგორ მენდობიან, იმხელა შანსია, ვერც ვხვდები როგორ მივიღე -შიში ბუნებრივია, აუდიტორიის წინ გამოსვლისას ყველა ღელავს . ჯერ დრო კიდევ არის , რეპეტციებზე იპოვნი სიმშვიდის წერტილს -თვალებს რომ ვხუჭავ მშველის, სიმღერის დასრულებამდე მხოლოდ მუსიკას ვგრძნობ და სხვას არაფერს ... -მე კი მგონია ,რომ თვალები უნდა გაახილო და მაყურებელს მისცე საშუალება შენი მზერიდან წამოსული ემოციებისგან სიამოვნება გაიორმაგონ -ჩემი მზერა, ახლა უკვე ფუმფულა ბიჭის თვალების ციმციმია -ასე არ ვფიქრობ... აი ამ წამსაც ისე ჟუჟუნებენ შენი თაფლისფერები რომ არ ვიცოდე ვინ ვარ ვიფიქრებდი რომ ფლირტი გვაქვს - გამეცინა, მანაც ვერ შეიკავა თავი -კარგი , ვაღიარებ ჩემ მზერას წონა ვერასდროს შეეხება ... შარმი მხოლოდ აქ დარჩა , ამ თაფლისფერებში -ღმერთო ჩემო , ეჭვი მაქვს კონცერტის შემდეგ თავისუფალი დრო აღარ გექნება ... -ოცნებებს ნუ მივეცემით...დიდად არც მადარდებს ახლა მუსკის გარდა სხვა ამბები -მეგობრები გყავს ვაჩე?- ბიჭს მცირედი დუმილის შემდეგ დავუსვი კითხვა. მშვიდი ჰქონდა მზერა, დარწმუნებული იყო საკუთარ პასუხში -მყავს , თანაც საკმაოდ ბევრი ... მათი იმედი მაქვს, იქ სცენაზე მარტო არ ვიქნები . ისინიც ჩემს გვერდით იქნებიან მეც გავამხნევებ ისტერიკაში მყოფ დრამერს, ჯუჯღუნა გიტარისტს, მუდამ დაბნეულ საბას და ასე ერთად სხვანაირი გახდება მუსიკაც -როგორი ბიჭია ვაჩე - არ ვიცოდი ამ კითხვაზე სწორი პასუხი ექნებოდა თუ არა , მაგრამ მაინც ვცადე -კონცერტის დასრულების შემდეგ გეტყვით ვინ არის ვაჩე დღეს დარწმუნებული ვიყავი ის დღე ოქროს ასოებით ჩაიწერებოდა ვაჩეს ცხოვრების წიგნში. .............. სავაჭრო ცენტრში ვიყავი . ბავშვთა განყოფილებაში დავდიოდი და ჩემი ნათლულებისთვის საჩუქრებს ვარჩევდი. ბოლო დროს ყურადღებას ვეღარ ვუთმობდი , ხშირად ვეღარ ვსტუმრობდი და გაბუტულები იყვნენ. კაბებს ვათვალიერებდი მაღალი სხეული რომ მომიახლოვდა, სუნამოს არომატმა მიმახვედრა რომ მამაკაცი იყო . სანამ შევბრუნდებოდი ხმა მანამ გავიგე -ქალბატონო ,ლილი მიხარია თქვენი კვლავ ხილვა -მირიან - როგორც ყოველთვის თვალისმომჭრელად გამოიყურებოდა, ხელში რამდენიმე ბოდე ეჭირა. საკიდით ტანსაცმელი და რამდენიმე ყუთიც - როგორ ხარ? -ბავშვის სქესი გავიგეთ და თავს ვეღარ ვიკავებ უკვე. ისეთი საყვარელი ნივთები მხვდება მგონი ნათლულს გავანებივრებ ტანსაცმლით -გოგონაა ? - ისეთი ჭრელი იყო ყველაფერი რთული მისახვედრი არ იყო ბავშვის სქესი -დიახ , პრინცესა ელიზაბეტს პატარა პრინცესა ეყოლება -ძალიან კარგია , ალბათ გაუხარდათ -გიგასთვის აშკარად არ ჰქონდა მნიშვნელობა... ლიზას ძმას ბიჭი უნდოდა ,მაგრამ დამშვდდება როგორმე . გეგმებს აწყობდა ერთად ვასწვალით მე და შენ ფეხბურთსო ... მინდოდა დამერეკა და მადლობა მეთქვა დახმარებისთვის , მაგრამ თავი შევიკავე . არ მინდოდა შემეწუხებინეთ -მთავარია რომ გამოვიდა და ყველაფერი ნელ-ნელა ლაგდება -ლიზამ მითხრა კიდევ რომ იყო თქვენთან , გამიხარდა ...ნამდვილად სჭირდება საუბარი . ისევ გეგმავს ვიზიტს , ამ დღეებში მოვა ალბათ -მეც ვესაუბრე ხვალ ველოდები თუ გეგმები არ შეეცვლება -მიხარია რომ აღმოგაჩინეთ - გამიღიმა და ნაბიჯით მომშორდა- მომავალ შეხვედრამდე -ნახვამდის ინფორმაცია უკვე მქონდა ლიზა რომ მოვიდა ვიცოდი გოგონას გამო ბედნიერი იყო. დივანზე რომ ჩამოჯდა და მუცელზე ხელები მიიდო პირველი სწორედ ეს ამბავი მახარა -გოგონაა, უზომოდ გამახარა ... უკვე გეგმები მაქვს -მე კი ბევრი გემრიელობა მაქვს და იმედია შენმა ტოქსიკოზმა ჩაიარა - სამზარეულოდან თეფშებით დავბრუნდი. ტკბილეულიც მქონდა და ბევრი სასუსნავებიც . წვენით დაიწყო, წონაში მატება აშკარად აღენიშნებოდა , ისეთი საყვარელი იყო ვარდისფერი ლოყებით და სიცილის დროს გაჩენილი ღრმულებით -ტოქსიკოზი აღარ მაქვს , მაგრამ ხომ გესმით მაინც სხვანაირად ვარ ... ანალიზებში ცვლილებები არ არის . ფოლიუმს და კალცს ვიღებ მხოლოდ. ჩემი გოგონაც კარგად ვითარდება , მამიკოსაც ახარებს , მუცელზე შეხებისას რეაგირებს- თვალები უბრჭყვიალებდა, როგორი ბედნიერი იყო მეც ამიჩქარდა გულისცემა -მშვიდი მეჩვენები , უფრო თავისუფალი ვიდრე წინა ვიზიტისას -ვისაუბრე გიგასთან. ვღელავდი ხომ იცით, სიტყვებს ვარჩევდი , მინდოდა მაქსიმალურად სწორად გაეგო. ისე ვინერვიულე ვერ აგიხსნით ,მაგრამ როგორც ყოველთვის ჩემი ბიჭი ყველაფერს სწორად იღებს და იგებს - უფრო მეტ სიყვარულს ვხედავდი , შესამჩნევი იყო მათ შორის დაწყებული ცვლილებები - ვიმსჯელეთ. ბევრი ვისაუბრეთ ორივე ადგილის დადებით და უარყოფით მხარეებზე. მითხრა ეგოისტი არ ვარ , დავთმობ ჩემს პოზიციას და დროებით გადავიდეთ შენს ბინაში,მაგრამ მარტო როგორ დაგტოვო მთელი დღითო. აქ რომ ხარ მშვიდად ვგრძნობ თავს ვიცი დედა იზრუნებს, არ გადაიღლები, საჭმელსაც მოამზადებს, დაალაგებს, ცუდად მყოფს მოგივლსო . იქ მარტო რომ იქნები გავგიჟდები მთელი დღე და რა ვქნათო. ამაზე მეც დავფიქრდი, ამ მდგომარეობაში კერძების მომზადება , დალაგება მიჭირს . ისედაც ბევრი რამ არც ვიცი რაც ახლა მჭირდება ... მაგრამ იქ ,იმდენ ადამიანთან ყოფნაც რომ არ შემიძლია და ცუდად მხდის ამაზეც ვუთხარი. ესმოდა, მეც არ მომწონს ეს ყველაფერი და აუცილებლად გადავალთ ცალკეო , მაგრამ საჭირო თანხა დიდხანს არ გვექნებაო. ისედაც ჰქონიათ დანაზოგი ბინისთვის , მაგრამ საკმარისი არააო. ბევრი ვისაუბრეთ,მართლა ყველა დეტალზე ვიფიქრეთ ...ჯერ არ გადაგვიწყვიტავს რას ვიზამთ , მაგრამ მე მაინც უფრო მშვიდად ვარ გიგასთან საუბრის შემდეგ. მიყვარს მისი მზრუნველი,გამგები ტონი . ისეთი კარგი შეგრძნებაა როცა სულელურ სიჯიუტეს არ იჩენს და ჩემი მდგომარეობის გაგებას ახერხებს. მიყვარს მასთან დაწყებული ყოველი დღე- ლოყები აუწითლდა . მუცელს მოეფერა და მზერაც ხელებზე გადაიტანა -პრობლემები არ ქრება ,მაგრამ დამოკიდებულება იცვლება არა? -დიახ, ახლა თითქოს სხვა რეაქცია მაქვს მეზობელი ოთახიდან გამოსულ ხმებზე. გუშინ ორივეს გაგვეცინა გიგას დედა მამას რომ ეჯუჯღუნებოდა წოლის მანერაზე... ისეთი საყვარლები არიან ვერ წარმოიდგენთ . სრულიად განსხვავდებიან ჩემი მშობლებისგან , ასაკითაც დიდები არიან უფრო ,მაგრამ ზოგჯერ ძალიან მახალისებენ . მე რაღაც ამბავი გავიგე კიდევ რაც აქამდე არ ვიცოდი ... - მოიღუშა - გიგას ძმის ცოლი თურმე დიდი ხანია მკურნალობს . ოთხი წელია დაქორწინებულები არიან და ბავშვი სულ უნდოდათო , მაგრამ პრობლემები აქვთ . ალბათ ამიტომ მეჩვენებოდა მისი მზერა უცნაური ... მე სრულიად მოულოდნელად, დაუგეგმავად დავფეხმძიმდი ღმერთმა მომცა ის რაზეც სხვები ასე ნატრობენ . იცით ახლა უფრო მიხარია რომ აბორტი არ გავიკეთე. თვითონ მითხრა , რაც არ უნდა მოხდეს როგორი რთულიც არ უნდა გახდეს შენთვის ფეხმძიმობა ან შემდეგ ბავშვის აღზრდა არასდროს ინანო მისი არსებობაო . მომიყვა ექიმებზე, წამლებზე, ემოციებზე რომელიც ყოველ ჯერზე ჰქონდა -თვალები აემღვრა ,ხმაც გაუწყდა. ინსტიქტურად აიღო შოკოლადი და ჭამა დაიწყო. რა შეიძლება იყოს ფეხმძიმე გოგონაზე უფრო საყვარელი თანაც ეს გოგონა თუ ასეთი პატარა თბილი და ფერადია - ასე მგონია,რომ დავმეგობრდით. ახლა ისე უცხოდ აღარ ვგრძნობ თავს. უკეთ გავიცანი ქალები ჩემ დიდ ოჯახში ... როგორ უცნაურად ჟღერს დიდი ოჯახი ,ჩემთვის გოგოსთვის რომელიც 4 წევრიან ოჯახში გაიზარდა. ბებიები და ბაბუები ცალკე ცხოვრობდნენ, იშვიათად ვსტუმრობდით , ძიძა გვყავდა ძირითადად ან დედა გვზრდიდა . გიგა კი ბებიებზე აფანატებს, რომ მიყვება ხოლმე ორივე როგორ უვლიდა, როგორი კარგი იყო მათთან გატარებული დრო. სოფელში ცხოვრების წლები და საერთოდ ბებიებთან და ბაბუებთან ურთიერთობა . ასე მგონია რაღაც საუცხოოზე მესაუბრება . მომწონს იცით? მინდა კიდეც ჩემ შვილებსაც ჰქონდეთ ასეთი მოგონებები -რამდენი განსხვავებული სიტყვა თქვი ახლა ... რამდენი რამ შეიცვალა ამ მცირე დროში ბოლო ვიზიტიდან დღემდე - მოდუნებული ვუსმენდი . გაუფერულდა ჩემთვის მისი პრობლემები . ვიცოდი ისეთი ადამიანების გარემოცვაში იყო ნებისმიერ სიტუაციაში მშვიდად გაგრძელდებოდა მისი ცხოვრება -არ ვიცი რა იქნება შემდეგ , მაგრამ ვიცი ყველაფერს გავუძლებ, გადავიტან ... ყოველთვის ვიბრძოლებ მათთვის და მათთან ერთად. დრო დაგვჭირდება ყველას , მაგრამ ვიცი დრო დაალაგებს და არ აურევს, არ გააუარესებს -სკოლაში როგორ გრძნობ თავს - გამახსენდა ბავშვების და მასწვალებლების დამოკიდებულება რომელიც აწუხებდა . არ მინდოდა ეს თემა უყურადღებოდ დამეტოვებინა -დავდივარ , ყოველდღე არა , მაგრამ ისე რომ დიდად არ ჩამოვრჩე პროგრამას. თავს არც ადრე ვიღლიდი , ვსწვალობ იმას რაც მომწონს. სახლში ვმეცადინეობ, საკონტროლოებს ვწერ და მშვიდად მიდის პროცესი. ბავშვებს რაც შეეხება მეგობრებთან განვაგრძობ ურთიერთობას, დანარჩენს ყურადღებას არ ვაქცევ. მთავარი ჩემთვის ბავშვია და მათი აზრებისთვის დრო არ მაქვს -მომწონს შენი დამოკიდებულება და ეს გააზრებული სიმშვიდე -ნამდვილად გააზრებას ვახერხებ ყველაფრის და შემდეგ ისტერიკაც ქრება. ჩემს ირგვლივ იმდენი ადამიანია , იმდენი კარგი ხდება არ შეიძლება მხოლოდ ცუდზე ვიფიქრო ... და მე ეს ორცხობილები მინდა - წარბები შეჭმუხნა და წამწამების ფახუნით შემომხედა. სიცილი ვერ შევიკავე, სალიოს დამზადებული ორცხობილები მოწონებებას იმსახურებდნენ -ეს ორცხობილები ერთი შენნაირი დაბნეული გოგონას რეცეპტითაა მომზადებული ... მე კი უზომოდ მიხარია ორივემ რომ გადალახეთ სისუსტე და აჯობეთ საკუთარ თავს. ორცხობილებსაც გაგატან და რეცეპტსაც , გაგიზიარებ ნებართვას რომ მოვიპოვებ -მართლა... მომწერეთ აუცილებლად და გადაეცით ,რომ საოცრად გამოსდის გემოებით თამაში ორცხობილები პატარა კონტეინერში ჩავყარე . წასვლამდე მუცელზე მოვეფერე და ბედნიერმა გავაცილე. ისევ ელოდა გიგა მანქანასთან , ისევ ისე მოეფერა როგორც დიდი ხნის უნახავს ,ისევ შორიდან ჩანდა მათ შორის არსებული გრძნობების ფერთა გამა. ................ დაპირება შეასრულა. დრო როგორც კი გამოუჩნდა მაშინვე დაბრუნდა. ჩვეულებრივ მოწიწებით მომესალმა, მომიკითხა და სავარძელში მოთავსდდა. ყავაზე და ჩაიზე ისევ უარი მითხრა, წყლით აავსო ჭიქა და რამდენიმე ყლუპი მალევე დალია. სკოლაში ვიყავით, მაგრამ მაინც ისეთი შეგრძნება მქონდა რომ უკვე დაღლილი იყო. მომინდა კიდეც მისი დღის რუტინის შესახებ გამეგო და ამ კითხვით დავიწყეთ საუბარი -ილია , ბევრი რამ გავიგე შენზე , მაგრამ იქნებ ამჯერად შენი ერთი ჩვეულებრივი დღე აღმიწერო -ერთნაირი არასდროსაა, საქმე სულ განსხვავდება და არასდროს ვიცი როდის დავბრუნდები სახლში , რომელ საათზე დავიძინებ ან გავიღვიძებ . მე 20 წლის ვხდები წელს - გამიკვირდა , კი ჰგავდა დიდს ,მაგრამ ბევრი 17 წლის ბიჭი მინახავს კაცის იერით- ის ამბავი რომ მოხდა ჯერ კიდევ სოფელში ვცხოვრობდით , სკოლაშიც იქ დავდიოდით მე და ჩემი და. მეურვეობის საქმე გაიწელა, მამიდამ სამუშაო დაკარგა . სკოლაში სიარულს ვერ ვახერხებდი, ყველაფერი ისე იყო არეული მერე ავადაც ვიყავი , ბატონები მქონდა დიდხანს ვიწექი სახლში. ახალ სკოლაში ქულები არ დამიწერეს, არავინ იცოდა ვინ ვიყავი , საშემოდგომოები გამომყვა , გამოცდებზეც ვერ მივიდოდი და ერთი წელი გამიცდა. მოკლედ ყველა კლასელზე დიდი ვარ , მამიდაც ამიტომ ვეღარ ეწინააღმდეგება ჩემს მუშაობას ბოლო ორი წელია ჩემი გრაფიკიც ცვალებადია. დიდ დროს ვატარებ გზაში , შესაძლოა 6 საათამდე საერთოდ ვერ შევიდე სახლში. სხვები ამ დროს რომ დგებიან და ვარჯიშს იწყებენ , ან უბრალოდ სძინავთ ანდაც სამუშაოდ მიდიან მე ვბრუნდები და ვიძინებ. შემეძლო მეცხრე კლასის დასრულების შემდეგ შემეწყვიტა სწვალა, სხვა ჩემნაირები ასე იქცევიან ,მაგრამ მე ვცდილობ ვისწავლო რაღაცები რაც მაინტერესებს და მინდა ვიცოდე. რომ ვუსმენ ვიმახსოვრებ, კითხვისთვის დრო ნაკლებად მაქვს . სკოლის შემდეგ აუცილებლად ბაზარში მივდივარ და ჩემს მეწყვილეს ვანაცვლებ. თუ ყველაფერი ისე მოხდა როგორც მაწყობდა და იმ დღესვე გავყიდი ყველაფერს მაშინ ახალი „ტავარის „ ასაღებად მივდივარ. ბევრი არაფერია ჩემს დღის რუტინაში ისეთი საინტერესოდ რომ გიამბოთ - არ რცხვენოდა საკუთარი ცხოვრების , მითუმეტეს საქმის რომელსაც აკეთებდა ,მაგრამ მაინც ეს ხომ არ იყო ის რაზეც ბავშვობაში ოცნებობენ -შენი ცხოვრება ასე რომ არ წარმართულიყო, ჩვეულებრივი რომ ყოფილიყავი. ბავშვად დარჩენილი ბავშვი , რა პროფესია გექნებოდა ილო -სულ პატარა რომ ვიყავი მეხანძრე მაშველი მინდოდა ვყოფილიყავი ... მეტყვით ეგ ახლაც შეგიძლია სცადოო, მაგრამ არაა ჩემთვის ეს საქმე. შემდეგ ერთხელ სასამართლოში რომ მიგვიყვანა მამიდამ მოსამართლე მომეწონა - გაეღიმა საკუთარი ბავშვური ფიქრების გახსენებისას - ბოლოს ფსიქოლოგობა მინდოდა. ცუდად რომ ვხდები მოწოლილი ფიქრებისგან მინდა შემეძლოს საკუთარი თავის დახმარება, მქონდეს ისეთი უნარი რომ აზრები დავალაგო და მივხვდე რა არის სწორი და რა არა. მინდა ჩემნაირებსაც ვუშველო ... -და მაინც? როგორ გგონია 20 წლის შემდეგ სად იქნები , ვინ იქნები და ვისთან ერთად -მეე? ოცი წლის შემდეგ ... ვიქნები კიი? - ნაღვლიანად გაეღიმა, თითქოს ზუსტად იმდენი წელი იცხოვრა რამხელა დარდი, საქმე და სევდა ჰქონდა გამოვლილი და ახლა 60-70 წელს მიღწეული კაცი მესაუბრებოდა- ვისთან ერთად მინდა ვიცი , ისინი როგორ მინდა რომ იყვნენ ესეც ვიცი . მამიდა, ჩემი და და ჩემი სესილია იქნებიან ახლოს პატარა ლამაზ სახლში ვიცხოვრებთ უკვე მექნება საქმე რომელიც შემაძლებინებს მშიდად ცხოვრებას , ნაკლებდატვირთული სამუშაოს ფონზე და - ეცადა, როგორ ცდილობდა ეოცნება , ვხედავდი როგორ უჭირდა სიტყვების თქმა, აზრების დალაგება,მაგრამ არ გამოუვიდა თავს ოცნების უფლება ვერ მისცა- და უბრალოდ არ გამოვა . ჩემი და ალბათ უკვე გათხოვილი იქნება, არ ვიცი რამდენი შვილი ეყოლება, ან სად იცხოვრებს , ან როგორი და რამდენი ქმარი იქნება 20 წლის განმავლობაში მის გვერდით. ვიცი ჩემი ცხოვრებიდან არ წავა, რომც მოუნდეს უფლებას არ მივცემ და ნებისმიერ დროს დავეხმარები. მამიდა ისევ თავის პატარა სამკერვალოში მოსწავლეებთან ერთად შეკერავს კაბებს . თავის საქმეში მოფუსფუსე, ბედნიერი და დიდი იმედი მაქვს საკუთარ, ბედნიერ ოჯახთან ქმართან და შვილებთან მყოფი. ისევ ისეთი ამაყი, თავაწეული, მოწესრიგებული, მშვიდი და გაწონასწორებული როგორც ყოველთვისაა. სესილია , სესილია ჩემგან შორს იქნება ...არ ვიცი ვნახავ თუ ვერ, არც ის ვიცი ქუჩაში შეხვედრისას მიცნობს თუ ვერ -ასე პესიმისტურად ასრულებ ილო? -მაქსიმალურად რეალურად დანახული ჩემი 20 წელია ... -როგორია თქვენი ეონომიური მდგომარეობა ახლა ... რატომ არ შეგიძლია თუნდაც ორი წლის შემდეგ უნივერსიტეტში სწავლა სცადო -იმიტომ რომ ვერ წარმომიდგენია საკუთარი თავი ამ დიდ გზაზე... მე იცით შევეჩვიე საკუთარი შრომით ასე უცებ, ერთ დღეში ნაშოვნ ფულს. ვერ ვიქნები 400 ლარიან სამსახურში მთელი თვე თავგანწირული მუშაკი და ამისთვის ვერ დავხარჯავ დროს , ვერ ვიქნები სტუდენტი რომელიც რუტინულად ისწავლის, წიგნებს დაუჯდება, ლექციებზე ივლის ... არც ის შემიძლია რაღაც დიდი ბანკის მმართველი, პროფესორი, თუნდაც არ ვიცი პოლიციის განყოფილების უფროსი გავხდე. ჩემი ეკონომიური მდგომარეობა სრულიად დამაკმაყოფილებელია, რაც უფრო დრო გადის უკეთ ვსწავლობ ამ საქმის წესებს, მუღამს და შემოსავალიც მეტია. იმაზე მეტი ვიდრე თქვენი ან სკოლის დირექტორის ხელფასია. ჩემი ხელები ყოველთვის ასეთი მოუვლელი იქნება , თითქოს ჭუჭყიანი , დამსკდარი და დახეთქილი კანით ,მაგრამ ჯიბეში რამდენიმე ათასი ლარი მედება. პირდაპირ ჯიბეში, საფულის გარეშე ... მექნება პიჯაკის ყიდვის ფული,მაგრამ არ მექნება პიჯაკი მექნება უბრალო ,თბილი ქურთუკი რომელიც გამათბობს ყინვაში დგომისას. ეს ჩემი არჩევანია , უკვე შევეჩვიე და ახლა მხოლოდ იმაზე ვფიქრობ როგორ გავყვე ამ საქმეს ისე რომ უფრო განვვითარდე. არ ვივიწყებ არცერთ რესურს რაც ხელთ მაქვს -გამოდის ,რომ შენ ადაპტირდი ... მოგწონს დამოუკიდებლობა, საკუთარი ნაცნობების წრე, ის გავლენა რაც გაქვს იმ სივრცეში სადაც ხარ. მოგწონს შემოსავალი რომელიც ვფიქრობ შენი შრომის პროპორციული ვერასდროს იქნება, მაგრამ ყოველთვის საკუთარი ოფლით მიღებულ ფულს ატარებ ჯიბით . ეს არაა შენი პრობლემა , რომლის შეცვლასაც მოისურვებდი უცებ საკმარისი თანხა რომ დაჯდეს ანგარიშზე -ამ მდგომარეობაში ? ახლა მაინც არ შევცვლიდი გზას ... ტყუილად სახლში დაგდებული დიპლომი არ მჭირდება თორემ იმდენს ვიცნობ არაფერს რომ არ აკეთებს , ფულს იხდის და მერე დიპლომიც თაროზე აქვს შემოდებული მეც ვიქნებოდი ასეთი . სადღაც ,რაღაც ფაკულტეტზე ჩავაბარებდი, ავუწყობდი იქაურ გრაფიკს ჩემს საქმეს და ოდესმე პროფესიაც მექნებოდა ...სასაცილოა ასეთი ცხოვრების მქონე ხალხი ჩემთვის. მე თუ ვისწავლიდი წლების წინ უნდა შეცვლილიყო ჩემი ცხოვრება, 10 წლის წინ უნდა ყოფილიყო სხვაგვარი ,უნდა მქონოდა ყველაფერი რაც საჭიროა ბავშვის სრულყოფილი განვითარებისთვის და მერე ვიქნებოდი სახელმწიფოს ყოველთვიურ ხელფასზე დამოკიდებული,კაბინეტის ბიჭი . არა,მაინც არ მგონია რომ ოდესმე ამას დაველოდებოდი. მაგ შემთხვევაშიც მექნებოდა რაღაც სხვა შემოსავალი ახლაც აუცილებლად ვიპოვნი ისეთ მუდმივი შემოსავლის წყაროს რომელიც მაშინაც არ გააღატაკებს ჩემ ოჯახს მე რომ რამე ფიზიკური ტრამვა მივიღო . მაგ კაბინეტის მუშაობისთვის ჩემი დაა ...მიუხედავად თავისი სისულელეებისა რომელსაც პირად ცხოვრებაში ავლენს გასაოცრად კარგია მათემატიკასა და ფიზიკაში. ეს ძმის შეხედულება არაა, ქულებსაც ვნახულობ, მასწავლებლებსაც ვესაუბრებით მე და მამიდა. რეპეტიტორებიც იგივეს ამბობენ და ეკონომისტობაც უნდა. ჯერ ჯერობით სწავლასთან დაკავშირებით ემთხვევა ჩვენი აზრები და შემდეგ თუ ესეც არ ენდომება მე ამაზეც არ მქენება პრობლემა- მაინც ვერ ლაპარაკობდა ბოლომდე საკუთარ თავზე. სულ სხვები იყვნენ მის გონებაში,მუდამ სხვებთან მიდიოდა. ასეთი იყო, ირჩევდა რეალურს, იმ მძიმე საქმეს რომელსაც შეეჩვია და არა ოცნებას, რომელიც შესაძლოა რეალობად ქცეოდა. იქნებ მე ვერ ვაფასებდი სწორად,მე ვიყავი ტენდეციური და აუცილებლად უნივერსიტეტის დამთავრებაში ვხედავდი ხსნას. არ ვიცი , იქნებ ის სწორად აფასებდა საკუთარ შესაძლებლობებს და მართლად ვერ შეეძლო იმ დიპლომის გამოყენება . მხოლოდ ფაქტს ვხედავდი, ის სრულიად გააზრებულად, ჩამოყალიბებულად აგრძელებდა საკუთარ საქმეს. ეს არ იყო მისი პრობლემა, მხოლოდ იმ საქმეებს ვერ უმკლავდებოდა რასაც ოფლის ღვრითა და ფიზიკური მუშაობით ვერ აგვარებდა . -შენ საყვარელ ადამიანს უპირობოდ იღებ ისეთს როგორიცაა. შეცდომებს პატიობ, რამდენად დიდი და შენთვის მიუღებელიც არ უნდა იყოს მაინც არ იშორებ თავიდან ... მზად ხარ გასცე ყველასთვის ვისაც შენთვის მნიშვნელობა აქვს, ვისაც ოდესმე შენთვის სიკეთე გაუკეთებია და საკუთარ თავზე იღებ უდიდეს ტვირთს როგორც ფიზიკურს ასევე სულიერს. შენ მხოლოდ მძიმე სამუშაოს არ ირჩევ , ყველაფერს თმობ სხვებისთვის . საკუთარ თავზე ოდესმე ფიქრობ ილია? გაიხსენე მომენტი,როდესაც იხსენებ საკუთარ გრძნობებს, სურვილებს, ემოციებს , ტკივილსა თუ სიხარულს -მინდოდა დაენახა საკუთარი ცხოვრების სტილი, მიმართულება რომელსაც არ ცვლიდა. ყველა ჩვენი საუბრიდან დანახული მისი პერსონა ასეთი იყო მათთვის და არა საკუთარი თავისთვის -თქვენ გგონიათ,რომ მხოლოდ სხვებზე ვფიქრობ და საკუთარ თავზე არასდროს? -მითხარი როდის და როგორ ფიქრობ საკუთარ თავზე -სატვირტო მანქანა ვიყიდე, შრომა შევიმსუბუქე და სხვებთან ვალშიც აღარ ვარ. თავი გავითავისუფლე, გავიმარტივე მუშაობა -ესაა ის რაც შენ თავისთვის გააკეთე? მე კი მგონია რომ მანქანისთვის ორმაგად იმუშავე, მანქანა კი იმისთვისაა რომ უფრო მეტი იშოვო და სახლში მიიტანო. მამიდას შემოსავალს შენი მიამატო, მას საკუთარი დანაზოგი რომ ჰქონდეს და მის ტვირთად არ იქცეთ შენ და შენი და. შენი და, გოგონა რომელსაც გინდა რომ მისცე ის ყველაფერი რაც უნდა რომ ჰქონდეს . შენთვის გააკეთე? შენთვის გააკეთებდი რაიმე მსუბუქი მანქანა რომ გეყიდა , რითაც ქუჩაში ისეირნებდი, გოგონებს თავს მოაწონებდი არ ვიცი უბრალოდ დატკბებოდი კომფორტული მგზავრობით -არ ვიცი , ასე თუ ვიფიქრებთ საკუთარ თავზე ბევრს არ ვფიქრობ. მხოლოდ იმ რაღაცებზე რაც არსებობისთვის მჭირდება -მაინც რა ... ტანსაცმელი? რომელზეც როგორც თქვი ფულს არ ხარჯავ . გითხრა რატომ გაცვია ეს ფეხსაცმელი და ჯინსი ისევ ? უკვე ვიცი რომ მაგ რეცხვისაგან გახუნებულ ჯინსის ჯიბეში ფული გაქვს ... შეგიძლია მაჩვენო ახლა რა თანხა გაქვს ჯიბეში ? - უცებ ტონი შემეცვალა, არ ვიცი რამ აღმაშფოთა ასე ,მაგრამ მომთხოვნი ვიყავი. იმდენად რომ ინსტიქტურად ჩაიცურა შარვლის ჯიბეში ხელი და გადაკეცილი ქარალდის ფულის საკმაოდ მოზრდილი შეკვრა ამოიღო ... - აი მართლაც გქონია ჯიბეში რამდენიმე ასეული ლარი ... სახლში ალბათ მეტიც გაქვს , მაგრამ მაგ ფულით მანამ არ იყიდი ფეხსაცმელს სანამ წყალი არ შევა, სანამ არ დაიხევა და ჩაცმის დროს მოულოდნელად არ შეამჩნევ რომ გაიხა. ხომ ასეა -ასეა, მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს რამდენ ფეხსაცმელს ვიყიდი. ბაზარში უნდა წავიდე, მტვერში, ჭუჭყში დავდგე . ყუთები ვზიდო , დავცალო, ავავს, გადავაწყო ... ჩემ დას კიდე აინტერესებს , უნდა ჰქონდეს და ვყიდულობ კიდეც. მერე იმ ტანსაცმლით ტვინგამოცლილ თავისნაირი აზროვნების და კიდევ უარეს დაქალებს გვერდით მშვიდად დაუდგება . მე არსად მრცხვენია ასე გამოჩენა ,მთავარია ჭუჭყიანი არ ვიყო სამუშაო პროცესის გარეთ- ვერ ხვდებოდა რას ვგულისხმობდი. როგორ იყო ასეთი არ ვიცი, მსგავსი მშობლური დამოკიდებულების მქონე მის ასაკში მანამდე არავინ მინახავს -კარგი ... არსებობისთვის საჭირო არ ყოფილა ტანსაცმლის რაოდენობა, რაღაც მხრივ მართალიც ხარ . მაშინ საკვები? როგორ იკვებები დღის განმავლობაში ამ რეჟიმში რომელიც გაქვს -საჭმელი სახლში ყოველთვისაა... მაცივარიც სავსეა და კარადებიც . მამიდა ისეთი მზარეულია სახლში თუ შევედი გემრიელი კერძი ყოველთვის მხვდება -აი , ხომ ხედავ სახლში თუ შეხვედი ... თუ არ შეხვედი მაცივარიც სავსე იქნება, პროდუქტისთვის ფულიც იქნება თავიდან რომ აავსონ შენ კი ამ დროს მშიერი კუჭით შენს ნაყიდ სატვირთოში იჯდები ერთი ქალაქიდან მეორეში მიმავალი . მანამ სანამ სადმე არ გაჩერდები და მამიდას გემრიელ ნამზადს კი არა ვიღაცის ჭუჭყიან სამზარეულოში დამზადებულ უგემურ ხაჭაპურს შეჭამ . ხომ ასეა -იქნებ რესტორანთან ვაჩერებ შევდივარ და მივირთმევ გემრიელ კერძს,რომელიც მამიდას მომზადებულს სჯობს -ასე ხდება ? -ხდება ხოლმე, თუ ამ დროს ღიაა ნორმალური ადგილი და თუ იმდენად დაღლილი და ჭუჭყიანი არ ვარ რომ სუფრასთან ჯდომა შევძლო. ზოგჯერ უბრალოდ ისე ვარ არ შემიძლია იმ მდგომარეობაში ჭამა თორემ რესტორნიდან გარეთ არ გამომაგდებენ ფულს თუ გადავიხდი- ისევ არ ეთაკილებოდა საკუთარი მდგომარეობა , მაგრამ ვნებდა საკუთარ თავს თანაც ისე რომ ვერც იაზრებდა ამას -გამოდის რომ ცხოვრების დიდ ნაწილს ასე გაატარებ, ნახევრად მშიერი -ჩემი ცხოვრება მარტივი და ჯანსაღი რომ არ არის იმიტომ არ შევეფერები სესილიას თორემ შესაძლოა ჩემნაირი მართალი კაცი არც გადაეყაროს გზად -ისევ ეს სევდიანი ღიმილი. ის იმაზე მეტს ხვდებოდა და იაზრებდა ვიდრე მე წარმოდგენა შემეძლო. მან ხომ ზუსტად იცოდა ვინ იყო, როგორი იყო მისი ცხოვრება და რა ელოდა წინ . მე კი მხოლოდ შეშფოთება შევძელი ... ამ ბიჭთან დავიბენი . მართლა არ ვიცოდი როგორ შემეძლო მის ცხოვრებაში ცვლილებების დაწყება, რა იქნებოდა მისთვის უკეთესი . რა სჭირდებოდა -შენნაირს ვერ იპოვნის , შენნაირად ვერ ეყვარება და მაინც შენთან არ იქნება -იქნება მასთან ვისაც ადამიანურად ეყვარება, ვინც ასევე ნორმალური ცხოვრების წესით იცხოვრებს, ვინც მასთან დაბრუნდება საღამოს, ღამით გვერდით ეყოლება, ბავშვების მოვლაშიც დაეხმარება და აღზრდაშიც . ვინც დილით 5 საათზე კი არ გააღვიძებს , ვინც - ისევ შეეკრა სუნთქვა. როგორც არ უნდა სდომოდა სხვა კაცს მის გვერდით ტკივილის გარეშე ვერ წარმოიდგენდა- შევიშლები ... დედას შევეც. იმ ნაბიჭვრის ბედად მშვიდი ,ჩვეულებრივი, ეს დედანაკრავი ჩვეულებრივი მოკვდავის ცხოვრება რომ ერგო და არა ჩემნაირი დაქცეული, დამხობილი, ამოყირავებული, ჯოჯოხეთური მოგონებებით. ძილში კოშმარებით, ჰალუცინაციით, გასროლის ხმით , რომელიც აგერ უკვე ამდენი ხანია არ არსებობს წელიწადში რამდენჯერმე რომ არ ჩამესმას, იმ ორ საათიანი ძილის დროსაც კი ვხედავ სისხლიან ნახევრადშიშველ სხეულებს ... მამაჩემის შეშლილ სახეს, ჩაწითლებულ თვალებს და მის ხელებს, ჯერ კიდევ სუფთა, პრიალა ხელებზე რომ მიჭერს, მკოცნის და პატიებას მთხოვს. შევიშლები, ვიცი , ზუსტად ვიცი მე მის გვერდით ყოფნა არ შემიძლია . მისთვის ჯობს ადამიანურად უყვარდეს ვიღაც სხვას ვიდრე მე გაგიჟებით - ისევ წავიდა. ისევ ასე დაასრულა და დამტოვა მე უსიტყვოდ, არეული. .................. დილით ადრე გავიღვიძე. ვაჩეს პირველი კონცერტის დღეს მშვიდად ყოფნას ვერც მე ვახერხებდი. არ მინდოდა ამეფორიაქებინა, არც ზედმეტი კითხვების დასმა შეიძლებოდა. წარმოვიდგენდი როგორი იქნებოდა მისთვის ბოლო საათები აუდიტორიის წინაშე გამოსვლის წინ . ვერ მოვისვენე, მინდოდა მენახა როგორ გრძნობდა თავს , უნდა დამენახა მის გონებაში დატრიალებული ქაოსი და მემოქმედა თუ საჭირო იქნებოდა. წავედი, მართას დახმარებით ცარიელ დარბაზში შევიპარე , სცენაზე მდგომს მზერა გავუსწორე და იქვე კართან ახლოს, ბოლო რიგში ჩამოვჯექი. დიდხანს ვაკვირდებოდი, ვსწვალობდი მის თითოეულ მოძრაობას, გამოხედვას, მიმიკებსა და ჟესტებს. ვგრძნობდი სიმშვიდეს, რომელსაც მე კი არ ვუზიარებდი ამჯერად თავად მჩუქნიდა. ის ძველი ვაჩე იყო, თავდაჯერებული , საკუთარ თავში დარწმუნებული, იმ საქმით ბოლომდე გატაცებული რომელსაც ამ ეტაპზე მთლიანად მიუძღვნა თავი. გვერდით რამდენიმე ბიჭი ჰყავდა, მათ ნაწილად გრძნობდა თავს. შორიდანაც ჩანდა,რომ ერთ მთლიანობას წარმოადგენდნენ, მცირე დროში დამეგობრებული, საერთო მიზნებისა და გატაცების მქონე ნიჭიერი ახალგაზრდები. რა შეიძლება იყოს ამ ადამიანების ცქერით ტკბობაზე უფრო აღმატებული, ხედავ მომავალს , ნიჭის ზეიმს, ბრძოლას ღვთისგან ბოძებული უნარის ბოლომდე ათვისებისთვის . ისინი არაფერს აკეთებდნენ ნაცრისფერი ადამიანებისთვის, მხოლოდ საკუთარ თავს ებრძოდნენ, საკუთარ ზღვარს აბიჯებდნენ, მიღწევებს აუმჯობესებდნენ რათა შემდგომ სიამოვნება მიენიჭებინათ ჭეშმარიტი მაყურებლისთვის. ადამიანებისთვის რომელთაც ნამდვილად ესმოდათ მუსიკა, გრძნობდნენ მელოდიას და ემოციებში იძირებოდნენ თითოეული ბგერის მოსმენისას -ვიცოდი რომ მოხვიდოდი - შესვენების დროს დამინახა თუ მანამდეც გრძნობდა ჩემს იქ ყოფნას არ ვიცი, მაგრამ რომ გაჩერდნენ მაშინვე ჩემკენ დაიძრა - განგებ არ გესტუმრე ... მინდოდა მარტის გამეგრძელებინა ბრძოლა - გვერდით მომიჯდა და ბოთლს თავსახური მოაშორა. ძველი და ახალი ვაჩე გააერთიანა, ისევ ჯანსაღად იკვებებოდა , ისე ცხოვრობდა როგორც ადრე , კალათბურთის თამაშისას , მაგრამ ახლა ფიზიკური ვარჯიშის ნაცვლად მუსიკალურ საკრავებზე დაკვრასა და სიმღერაში იმაღლებდა ცოდნას. საკუთარ თავზე ზრუნავდა, ისევ იყვარებდა იმ ადამიანს ამ თავისთვის „უშნო“ სხეულში რომ ჰყავდა მოქცეული, მაგრამ სხვებთან შეჯიბრი , თავის მოწონება, ტრაბახი, აღარ იყო მისი გატაცება -მიხვდი ხომ ? ბრძოლაში მთავარი შენ ხარ ... გაიმარჯვე !- მზერა გავუსწორე, თვალები ისე უციმციმებდა გონებას რომ აგირევდა -გამარჯვებამდე შორია ... მხოლოდ ბრძოლაში დავწინაურდი შენი დამსახურებით -ჩემი აღმოჩენა ხარ , ვამაყობ საკუთარი თავით და იმ ადგილებით შენს ყველა კონცერტზე რომ მექნება გარანტირებული. რამდენი ხნით ადრეც არ უნდა გაიყიდოს ბილეთები და როგორი პოპულარულიც არ უნდა გახდე უფლებას არ მოგცემ დამივიწყო -ძველი ვაჩეს ნაწილი დავიბრუნე მხოლოდ , ეგოიზმი და უმადურება წარსულში დავტოვე . შენ არასდროს დაგივიწყებ, იცი ეს -მათ შენი იმედი აქვთ ... ეს იცი? - ბიჭებზე გადვაიტანე ყურადღება. არ გამომრჩენია ვაჩეს დამოკიდებულება მათ მიმართ , მცირე დეტალები რომელსაც მხოლოდ მე თუ შევამჩნევდი -მათ არ იციან რამხელა ძალას, სტიმულს და ენერგიას მაძლევენ. როგორ მჭირდება თითოეული მათგანი და რამდენად მადლიერი ვარ ჩემ ცხოვრებაში მათი არსებობით -თქვენ იმაზე მეტი საერთო გაქვთ ვიდრე წარმოგიდგენია- ვიცოდი ბევრი მათგანი ებრძოდა საკუთარ თავში გამომწყვდეულ შიშებს, კომპლექსებს, პრობლემებს რომელთაც საზოგადოება უქმნიდა. ასოციალურ პიროვნებებს უფრო ჰგავდა მათი შორიდან დანახული პროფილი , ვიდრე საზოგადოების ნაწილად ქცეულ პოპულარულ ახალგაზრდებს . ყველას მუსიკა აერთიანებდა , მათი მაცოცხლებელი ძალა -ყველაფერი წინ არის არა? ჯერ კიდევ დიდი გზა გვქვს წინ, ბევრი ბრძოლა, იმედგაცრუება, დაცემა და ადგომა. ბევრი გამარჯვებაც ... დღეს მიწაზე რომ დავენარცხო არ მინდა -ეგ არ მოხდება ... შენ არ ოცნებობ, ეს ირეალური მდგომარეობა არ არის , ილუზიაში არ ხარ ეს რეალობაა, მიწაზე მყარად დგახარ . იქ იმ ადგილას , მიკროფონთან , კლავიშების შეხებისას შენ ყველაფერს მართავ -როგორც ყოველთვის ამბობთ იმას რისი მოსმენაც მსიამოვნებს და ოპტიმისტურ განწყობას მიქმნის- სცენას მზერა მოაშორა და წინა ხაზის სავარძელს დაეყრდნო -შენი მშობლები მოვლენ? - ბოლო რეპეტიციის დაწყებამდე უნდა მომესწრო საუბარი იმ თემაზე რამაც ბოლო წამს სევდა განუახლა. ვიცოდი რაც არ უნდა მომხდარიყო მისთვის ოჯახი მაინც ვერ დაკარგავდა მთავარ ადგილს -ვუთხარი . იციან ,მაგრამ ისევ ვერ ეჩვევიან ამ ცვლილებას. არ სჯერათ რომ სერიოზულად ვუყურებ ამ საქმეს . უჭირთ მიღება -როგორ გგონია მოვლენ? -არ ვიცი, ამ ეტაპზე მხოლოდ საკუთარი მოთხოვნების დაკმაყოფილება მადარდებს, ვერ გავუცრუებ იმედებს ვერც საკუთარ თავს და ვერც მათ . პასუხისმგებლობის მსგავსი შეგრძნება არასდროს მქონია, ზოგჯერ ვერ ვხვდები რა უფრო მეტად მინდა საკუთარი ბრძლის მოგება თუ ჩვენი საერთო ომის -შენ გუნდის ნაწილი ხარ , ისე როგორც არასდროს ... -მათთან მივხვდი რას ნიშნავს გუნდური თამაში . როცა ხასიათი, სურვილები, მიზნები, სიყვარული ერთია არ არის შეჯიბრი, ომი პოპულარობისთვის ყველაფერს სხვა ფერი აქვს. თამაშზე გასვლის წინ ადრე დარბაზში მჯდომ გოგონებზე მეტს ვფიქრობდი, ცალი თვალი მათკენ მქონდა , მწრთვნელისთვის თავის მოწონება , მოწინააღმდეგე გუნდის დამარცხების შემდეგ გართობა ... იმდენ უაზრო რამეზე ვფიქრობდი სიამოვნების მთავარ წყაროს ვკარგავდი . ახლა რეპეტიციითაც ვკაიფობ -მაინც რას ელი ამ დღიდან. ნახევარი საათი დარჩა ... შემდეგ დარბაზი შეივსება, მონაწილეები გამოვლენ, ბევრი ნიჭიერი დადგება ამ სცენაზე , ბევრ შესრულებას მოისმენენ , აქ დარბაზში იქნებიან პროფესიონალები, ადამიანები რომლებმაც უნდა შეგამჩნიონ , იქნებ შენი მშობლებიც მოვლენ , და-ძმა მოგისმენს ... რაზე ფიქრობ ყველაზე მეტს , რა იქნება მთავარი შენი მიღწევა -იქ დგომა, სწორად მღერა, ჩემი ბიჭების ზურგის გამაგრება და ბრძოლა რომელსაც ამ სხეულით მოვიგებ . არ მადარდებს პროფესიონალები, არც ის დავამახსოვრდები თუ არა, არც მშობლების აზრი, ამ ყველაფერს შემდეგაც გავუმკლავდები მხოლოდ საკუთარ თავს უნდა დავუმტკიცო, რომ შემიძლია ასეთმაც კი ვაკეთო საქმეები რომლებიც ცხოვრებას გამიფერადებენ , გამიხალისებენ , რომ არ გავიჭედები, რომ სკამი თუ ჩატყდება ახალზე გადავჯდები და მაინც გაგრძელდება ჩემი საინტერესო ყოველდღიურობა - ეს იყო ნამდვილი ვაჩე , რომელმაც ბრძოლა უკვე მოიგო. ის არ ჰგავდა ჩემს კაბინეტში პირველად შემოსულ ბიჭს . ისევ ჰქონდა კითხვები, ისევ აგრძელებდა ომს, ისევ დიდი,გრძელი გზა ჰქონდა წინ,მაგრამ მთავარი იარაღი, საკუთარი თავი უკვე ნაპოვნი ჰყავდა. კავშირი რომელიც წლების წინ გაწყდა აღდგენილი იყო -ბიჭები გელოდებიან ... რამდენიმე საათში გავიგებთ რა კვალს დატოვებს ეს დღე შენს ცხოვრებაში - მე კი ვიცოდი ზუსტად რომ ოქროს ასოებით ჩაიწერებოდა, მაგრამ წინასწარ საუბარი არ იყო საჭირო. დარბაზი გაივსო. მე უკვე წინ ვიჯექი , ამაყად და მშვიდად ველოდი ვაჩეს გამოჩენას. მართა თავადაც უკრავდა, კულისებში ალბათ ერთად იყვნენ და ერთმანეთს ამხნევებდნენ. მესმოდა შეფასებები, კომენტარები, ყველა გამომსვლელი მომწონდა , სასიამოვნო იყო იქ ყოფნა . ჩემ გვერდით ცარიელ ადგილებს გადავხედე, ცოტა დრო რჩებოდა ვაჩეს გამოჩენამდე სკამები რომ დაიკავეს. მათკენ არ გამიხედავს, ხმა მესმოდა და ვგრძნობდი როგორი სისწრაფით ცემდა მათი გულები -იმედია უკვე არ გამოსულა... დამაგვიანე . ხომ თქვი გავეთავისუფლებიო - ქალი ჩუმად საყვედურობდა ქმარს -გაჩუმდი და დაელოდე -იმედია ბევრნი არ დარჩნენ, მოსაწყენია აქ ყოფნა- გოგონაც ჩაერთო. ბიჭის ხმა არ გამიგია, ჩუმად იჯდა და ტელეფონს ნერვიულად ატრიალებდა,ფეხს ვერ აჩერებდა, თითქოს წასვლა უნდოდა -უნდა გვეთქვა რომ მოვდიოდით... -რომ დაგვინახავს უფრო გაუხარდება ვაჩე რომ გამოჩნდა ეჭვი მაქვს ვერავის ამჩნევდა. ბიჭებს უყურებდა, როიალთან დაჯდა , მიკროფონი გაასწორა და რამდენიმე წამში სრულმა სიჩუმემ დაისადგურა. მესმოდა ჩემი და მათი გულისცემის ხმა, თითოეული ღრმა ჩასუნთქვა და ვხედავდი ამღვრეულ თვალებს. ვაჩეს მეტამორფოზას, მისი გრძელი თითების მოხდენილ მოძრაობას ,პლასტიკას რომელსაც დაკარგული ფორმა ხელს ვერ უშლიდა. ემოციებს,რომელიც მასში იყო და მოჰყვებოდა თითოეულ ბგერას ,ზოგჯერ ისეთი პატარა იყო, ისეთი უმწეო გავიწყდებოდა ვის ხედავდი , რა ხდებოდა ირგვლივ . თვალების დახუჭვა მომინდა, იმ წამს მივხვდი, გაყინული ვიყავი , გამეღიმა მეც და მანაც ერთდროულად გავახილეთ თვალები. ფეხზე იდგნენ ისინიც და ჩვენც, ყველანი . ისინი დუმდნენ, ხმაურიანი, მრავლისმთქმელი მუსიკის შემდეგ ჩვენ კი მათთვის, ჩვენი გრძნობების გამოსახატად , ხმამაღლა, დიდხანს ვუკრავდით ტაშს. ........... ჯანომ თავისთან დამპატიჟა. მნიშვნელოვანი ვახშამი იქნებაო მითხრა და დამითანხმა როგორღაც. დროზეც შემითანხმდა, მაგრამ დროზე ადრე გამოვეცხადე -შენ რა ჩემ ქმედებებს იმეორებ? ჯერ რომელი საათია- მიხვდა რაც გავაკეთე და უცებ გაიქცა სამზარეულოსკენ- ნინუცაც არ მოსულა ჯერ . შენი ასისტენტი არ ვიქნები თავად მიხედე ყველაფერსო ... ერთად სანამ არ ვიცხოვრებთ მე სამზარეულოში არ შევაბიჯებ სტუმრის სტატუსით ვისარგებლებო - რაღაცას ურევდა და მერე გემოს უსინჯავდა -ჭკვიანი გოგოა ... -იმდენს იზამს დავაჩქარებ მოვლენებს -ერთად ცხოვრებას გულისხმობ თუ ქორწინებას -გათხოვებისთვის ჯერ მზად არ არის, არც მე ვარ ისე დალაგებული ... რამდენიმე წელი ალბათ არ მოგიწევს ჩვენს ქორწილში ცეკვა- უცებ შემოაბრუნა თავი და დამაკვრიდა- ცეკვავთ ,ლილი? -ამბობენ რომ კარგად... გინდა დაგეხმარო? -ვნახოთ ...ახალ კერძებს ვამზადებ. ნიტაც მოვა და კიდევ რამდენიმე ჩემი „კოლეგა“ -გამოცდას უწყობ საკუთარ თავს? -გურმანი ვარ, მარტივად ვერ ვნაყრდები და ყველას მომზადებული არც მომწონს. საკუთარი თავის სიამოვნებაზე ვფიქრობ ჯერ-ჯერობით ... დროც მშვენივრად გამყავს და ასწორებს კიდეც შენს ნახელავს გემრიელად რომ მიირთმევენ -ნამდვილად გამორჩეული საქმიანობაა ... რომლის პროფესიად ქცევაც შეგიძლია -იმდენი სარესტორნო ქსელი, კაფე-ბარი და შეფ-მზარეულია ... არამგონია -ნიტა მოვაო თქვი , ნინუცასთან მოაგვარე ? -აღარ ეჭვიანობს ... გავიარეთ ეგ ფაზა . ნიტა უფროსი მეგობარია , ხომ გითხარი ჩემი გოგო ეჭვიანია ,მაგრამ დიდხანს არ აგრძელებს. იყო დრო შენზეც ჭედავდა - გაიცინა და ჭიქაში რაღაც სასმელი დამისხა - გასინჯე როგორია -და შენ დაუმეგობრდი კოსტას? -ისევ არ მომწონს მაგათი ერთად გატარებული დროის სიხშირე,მაგრამ უკან მიმაქვს ის მუქარები. ჩვენი კოსტა მაგარი უგემოვნო ტიპი აღმოჩნდა, ისეთი გოგო მოსწონს ნეტავ გამაგებინა რა ნახა იმ გიჟში ასეთი -ე.ი რადგან სხვა მოსწონს მშვიდად გრძნობ თაავს? -არა, მარტო მაგიტომ არა... კარგად დავაკვირდი , გადამიარა ბრაზმა -შენს ძველ მეგობრებთან რა ხდება -დედაჩემის გერის სასიძოს თუ გულისხმობ ვხვდებით ხოლმე , ქორწილია მალე წესით მეჯვარე უნდა ვყოფილყავი ... არ მინდა მაგათთან დანათესავება . ნათლულის გამო ხშირად მომიწევს მისვლა , სუფრასთან ერთად ჯდომა . ბავშვებს ნახვა -ბავშვებში შენ და -ძმას გულისხმობ? -ლილი , მე მარტო ვარ -მარტო ხარ , მაგრამ ისინიც არსებობენ . როგორც შენი ბიძა და ბიძაშვილები -ხო,მართალი ხარ ... ყველანი ერთ დონეზე დგანან. ისინი პატარები არიან ბიჭი 5 წლისაა , გოგო 10 . ისეთი ბედნიერი ბავშვები არიან , მშურს და ამ შურს ვერ ვიტან - ზურგით იდგა, მწვანილებს ჭრიდა - არ გვინდა ბევრი ლაპარაკი რა . დროთა განმავლობაში შევეჩვევი მათ არსებობას, არასდროს გვექნება სხვა დედმამიშვილების მსგავსი ურთიერთობა ,მაგრამ ეს ბრაზი მათზე არ აისახება. ბოლოს და ბოლოს ხომ არ მძულს არა? ბავშვები არიან , უდანაშაულო , წარმოდგენა არ აქვთ რა ხდებოდა მათ დაბადებამდე - მეც დავასრულე მასთან ამ თემაზე საუბარი. მშვიდი მეჩვენა, ვფიქრობ ნინუცასთან ისაუბრა და დროც მოქმედებდა პირველ ემოციებზე. ჩემ დახმარებაზე უარი თქვა, დრო საუბარში გავლიეთ. ბინა უკვე სავსე იყო, სახლურად გამოიყურებოდა. ნინუცა რომ მოვიდა კიდევ უფრო თბილი გახდა ატმოსფერო. ჩემ გვერდით რომ ჩამოჯდა და ჯანოს ყურება დაიწყო მივხვდი რატომაც არ ეხმარებოდა, ერჩივნა სანახაობით დამტკბარიყო . ყოველ ჯერზე უფრო მეტ გრძნობას ვხედავდი მათთან , არ უფერულდებოდა, არ სუსტდდებოდა . ყოველი დაბრკოლების, კამათის თუ პრობლემის შემდეგ უფრო უკავშირდებოდნენ ერმანეთს . მჯეროდა მათი სიყვარულის ... ..................... ფერმკრთალი და გამხდარი მეჩვენა, თვალის უპეები ჩვეულებრივზე მეტად ჩაშავებული ჰქონდა ,მზერა კიდევ უფრო არეული. ვერ მივხვდი რა მოხდა, ვიცოდი დაიგვიანებდა ,მაგრამ თითქმის მთელი თვე იყო გასული წინა საუბრიდან ახლა კი ასეთი შეცვლილი იჯდა ჩემს წინ. წამში იმდენი რამ ვიფიქრე, საკუთარმა აზრებმა შემაშინა. იმდენი კითხვა გამიჩნდა თავი ძლივს შევიკავე -როგორ ხართ , ლილი -მე კარგად , შენ ? -ცუდად გამოვიყურები ხომ - სახეზე ჩამოისვა ხელები და სავარძელს მიეყრდნო მომეჩვენა რომ მოძრაობაც უჭირდა- ოპერაცია გამიკეთეს და ძლივს დავდექი ფეხზე. უცნაური წელია -ოპერაცია? - ესღა აკლდა მის ცხოვრებას . შემეშნდა ,რომ რაღაც ისეთი სჭირდა რაც ყველაფერს თავდაყირა დააყენებდა -საშიში არაფერია ... აპენდიქსი აღარ მაქვს. გამოჯანმრთელების პროცესი მაინც რთულად წავიდა, გამსკდარი იყო უკვე კლინიკაში რომ შემიყვანეს -ამოვისუნთქე, გამეღიმა კიდეც -რამდენიმე კვირა სჭირდება და ისევ ძველებურად იქნები -ხო , ახლა დაუგეგმავი შესვენება გამომივიდა . რომ ამბობენ უმიზეზოდ არაფერი ხდებაო,მგონი მართალია და რომ არა ეს ოპერაცია ერთ ძალიან მნიშვნელოვან ამბავს ვერ გავიგებდი- გაეღიმა , უცნაური იყო ვერ მივხვდი რა შეიძლებოდა ოპერაციის დადებითი მხარე ყოფილიყო-ნარკოზიდან გამოსვლისას უჩვეულო შეხებას ვგრძნობდი, მეგონა მესიზმრებოდა ან მეჩვენებოდა. სესილიას ხმა მესმოდა, სახეზე მისი თითების შეხებას ვგრძნობდი ... ტიროდა და ვნატრობდი თუნდაც მკვდარი ვიყო ოღონდ ცოტახანს არ მომშორდეს-თქო. მსგავსი არასდროს არაფერი განმიცდია...იქნებ ნარკოზის ბრალიც იყო ,მაგრამ არა ყველაფერს ის მმართებს ,მისი მოახლოება და შეხება. ჩემი მტევანი ხელებში ჰქონდა მოქცეული, თავისი რბილი,ფაფუკი ტუჩებით მკოცნიდა და ეს მოჩვენება არ იყო . ამის გააზრებისას ახლაც ჟრუანტელი მივლის , ეგოისტურად არ მინდოდა რომ სიზმარი ყოფილიყო ... გონება მეუბნება,რომ არ ვიმსახურებ ,მაგრამ რა ვქნა გაგიჟებით მიცემს გული მისი გრძნობების დანახვის შემდეგ. არ შეიძლება უბრალოდ ნაცნობს ასე მოექცე, ასე ვერ იდარდებ, მასთან შესასვლელად თავს არ შეიწუხებ მის პალატაში არ გადასახლდები არ ეცდები ამდენს - გული გამიჩერდა. მგონი მართლა მადლობა უნდა გადამეხადა ღმერთისთვის ზუსტად ახლა რომ დაეწყო აპენდიციტი და არა სხვა დროს. არ ვიცი როგორ ,რა ძალით შევძლებდი მისი აზრების შეცვლას ეს ფაქტები რომ არა. აშკარად მეხმარებოდა ღმერთი , მათ მხარეს იყო განგება - მინდა თავი დავარწმუნო რომ არაფერს გრძNობს, რომ სულერთი ვარ,მაგრამ არ შემიძლია თვალის დახუჭვა. არც მასთან უხეშად მოქცევა შემიძლია, ვიფიქრე, ვეცადე,მაგრამ როგორ შემეძლო პალატიდან გამეშვა ან სახლში მოსულს ისე მოვქცეოდი რომ გული ტკენოდა. არ მაქვს ამის ძალა, უბრალოდ არ შემიძლია ... არ შემიძლია, გესმით ? -რატომ გინდა თავიდან მოიშორო ის ვინც ასე გამეტებით გიყვარს თუ ის სხვაზე არ არის შეყვარებული, მეტიც თუ თქვენი გრძნობები ორმხრივია -საკითხავია ? მგონი დაგავიწყდათ ვინ ზის თქვენს წინ -მე შესანიშნავად ვიცი ვინ ხარ . შენ იაზრებ ? -მე და ის ერთად ვერ ვიქნებით ... ვერ შევძლებთ -ურთიერთობა თუ არ სცადე ვერასდროს გაიგებ გამოგივა თუ არა... გრძნობების აღიარება მეორე დღესვე ქორწინებას არ გულისხმობს -წარმოდგენაც არ შემიძლია -ოცნება შენი სფერო არ არის... მოქმედება და რეალურად საქმის კეთება უკეთ გამოგდის -არ გამომივა. მე ხომ ჩვეულებრივი არ ვარ ... ნებისმიერ დროს არ მეცლება მასთან ერთად სასეირნოდ, კინოსა და თეატრში სასიარულოდ, დაქალებთან , დაბადებისდღეებზე არ ვიცი... ჩემ დას და მის დაქალებს რომ ვუსმენ იმათი შეყვარებულები რასაც აკეთებენ მე თავიდან რომ დავიბადო მაინც ვერ შევძლებ -სესილია რომელიმე შენი დის დაქალს ჰგავს ? ან შენ უნდა ჰგავდე ვიღაც სხვებს? შენ უკვე ჩამოყალიბებული პიროვნება ხარ და ვეჭვობ შენმა სესილიამ შესანიშნავად იცის რა მოსწონს შენში, რატომ აღელვებ შენ და არა სხვა რომელიმე მისი ნაცნობი -ახლა რომ მაქეზებთ იქნებ იმ გოგოს ცხოვრებას უნგრევთ. არ გეშინიათ ერთ დღეს რომ გაიგოთ ილოს სესილია მოუკლავსო? განშორება ვერ აპატია, ან რაღაც ამბავზე გაბრაზდა და ესროლაო? -არ მეშინია იმიტომ რომ ზუსტად ვიცი შენ ამას არასდროს გააკეთებ! რატომ? იმიტომ რომ იცი რას ნიშნავს როცა მამა დედას კლავს, იცი როგორია როცა კლავ და ერთი ხელის მოსმით ინგრევ ცხოვრებას, გინახავს როგორია ციხეში ყოფნა. შენ სხვა არ ხარ, შენი აზროვნება ბნელი არ არის, შენ ხალხის ხმას აყოლილი სტერეოტიპებზე აღზრდილი ჩვეულებრივი ბიჭი არ ხარ. არც სესილიაა დედაშენი,არც შენ ხარ მამაშენი ! - თვალს არ ვაშორებდი. ტემბრი არ შემიცვლია,მაგრამ როგორც ყოველთვის ახლაც ხმამაღლა ჟღერდა ჩემი ჩუმად ნათქვამი სიტყვები -არ ვიცი ... რთულია -ამდენს რომ ფიქრობდნენ სხვებიც შეყვარებულები არ იარსებებდნენ... უბრალოდ გააკეთე ის რაც გინდა, თქვი ის რასაც გრძნობ , თუნდაც შენი შიშები, ფიქრები რომლებიც უკან დახევას გაიძულებენ. დაელაპარაკე, მიანიჭე თავისუფლება მასაც და საკუთარ თავსაც. მიეცი საშუალება გადაწყვიტოს უნდა შენთან ურთიერთობა თუ არა. ნუ ეცდები მის მოშორებას, ნუ აფიქრებინებ რომ არაფერს გრძნობ , ქალებს ყველაზე მეტად საკუთარ გრძნობებში გაურკვეველი, ჩამოუყალიბებელი კაცები გვაშინებენ -ღმერთო ისე მოქმედებთ აქ რომ მოვდივარ მართლა სხვა კაცი მგონია თავი. ამდენს ვლაპარაკობ, ყველაფერს ვამბობ, გისმენთ, ვიჯერებ , ვმშვიდდები, ძალა მეძლევა და ახლა ეს იმედი ... ვერ ვიტან ოცნებებს , მათლა არაა ჩემი საქმე . იქნებ სჯობს ვცადო და შემდეგ პროცესში მივხვდე , შევაფასო რა გამოვა ... თუ შევძელი საერთოდ აზროვნება. მასთან რომ ვარ პეპელასავით დავფარფატებ ,თითქოს იმ დღის სიცოცხლე მაქვს მარტო და არაფერს აქვს მნიშვნელობა- წარბები შეჭმუხნა, თვალები დააწვრილა და ღრმად ჩაისუნთქა -შენ ეს მდგომარეობაც გაშინებს თუ მეჩვენება -არ მაშინებს, მაგრამ დიდად კომფორტულად ვარ-თქო ვერ გეტყვით . კარგად ვგრძნობ თავს, ვმსუბუქდები მას რომ ვხედავ ...ანგელოზივითაა ,მოვა და ყველაფერს ცვლის -და შენ გგონია,რომ მის მოშორებას ოდესმე შეძლებ? ან იმის დამტკიცებას რომ არაფერს გრძნობ? ახლა აქ, ჩემთან როდესაც ვერც კი ხედავ მთლიანად იცვლები და წარმომიდგენია როგორ ხარ მის გვერდით . შეუძლებელია ვერ ხვდებოდეს , ვერ გიგრძნოს ... დამიჯერე წავიდოდა, გაგექცეოდა, რომ არ უნდოდეს შენთან ყოფნა თავს უხერხულად იგრძნობდა და ეცდებოდა გზად არ გადაგყროდა -ამ მხრიდან პირველად ვუყურებ ჩვენს ურთიერთობას -და ?- მინდოდა ეთქვა რომ საუბარზე იფიქრებდა, ის კი ისევ თავს იკავებდა -და რა -აქამდე შეყვარებული გყავდა ილო ? - მივხვდი ჩემს სურვილს არ აასრულებდა,ამიტომ საუბრის დასრულება არ ვადროვე და თემას მიმართულება შევუცვალე -სესილიაა ერთადერთი ვინც მიყვარ ასე რომ არც მიფიქრია სხვასთან ურთიერთობა ... ნუ ეს სტატუსი არავის ჰქონია . არავისთვის მითქვამს რომ მიყვარდა , დიდი ალბათობით არც ვეტყვი რაღაცების მისაღებად ამ სიტყვის გამოყენება ჩემი საქმე არაა- ხო რა თქმა უნდა მას საუბარი კი არ უჭირდა , არც რცხვენოდა მხოლოდ საკუთარი თავის ეშინოდა. წარსულის გამო რომელიც მის ხასიათზე გავლენას ვერ ახდენდა,მხოლოდ შიშს უჩენდა -როგორც წესი საუბარს იმიტომ ვერ ახერხებენ რომ სიტყვებს ვერ პოულობენ -ჩემი საუბრის სტილი იცის... წლებია ვიცნობთ . სხვებს იმიტომ უჭირთ რომ ამით იწყებენ ურთიერთობას ჩვენ ვიცნობთ . მე და მას საუბარი არ გვიჭირს ... როგორღაც ისე გამოვიდა რომ არც დას ვუწოდებდი, არც მეგობარს თითქოს თავიდანვე ვიცოდი,რომ სხვა იყო და ზღვარი არ დავაწესე, არასწორი სტატუსი არ მივანიჭეთ ერთმანეთს -შენ მხოლოდ ერთი ნაბიჯი გჭირდება ახლა... მისკენ გადადგმული ერთი ნაბიჯი -რომელიც დაიწყებს ჩემს ახალ ჯოჯოხეთს ან არ ვიცი -ან ერთადერთ ეტაპს რომელსაც თავად მართავ . შენ და ის , თქვენი წარსულით , აწმყოთი და მომავლით. თქვენი და არა სხვების -ახლა რომ გისმენთ, შიგნიდან ვიწვი ისე მინდება ყველაფერი ისე იყოს როგორც ამბობთ -ზოგჯერ ყველაფერი ჩვენს ხელშია ... გვაქვს შანსი ავირჩიოთ ჩვენი მომავალი -რომ ვერ ვმართო ? -შეენ? განა არის რამე რაც მთელი გულით გინდა და ვერ გააკეთებ? განა შეიძლება შენ აწყენინო მას ვინც ასე ძალიან გიყვარს? შენ ყველაზე ცუდ შემთხვევაში საკუთარ თავს დაისჯი, უკან დაიხევ , თავს დახრი ,მაგრამ მათ არ ატკენ ვინც გიყვარს. შენ ის ბიჭი ხარ ერთ დღეს ორივე მშობელი რომ დაკარგა, ორივემ რომ უღალატა. სულ ბავშვმა ნახა დიდი სიბოროტე, ჭორები, ეს უაზრო პრინციპები , ყველაფერი ბნელი ტრიალებდა ირგვლივ ... მეორე მხარეს მხოლოდ მამიდა იყო . შენ ჯერ კიდევ ბავშმა აირჩიე სწორი გზა, ერთი ნათელი სხივი არჩიე იმ მორევს რომელიც ყველა სხვას ჩაითრევდა. შენ სხვისი გავლენის ქვეშ არ მოექეცი, არავის დაემსგავსე ... საკუთარი პიროვნება შექმენი . ასეთი, შრომისმოყვარე, უხეში, სიტყვაძუნწი, ბილწი სიტყვებით, ბაზარში მდგომი, ქალაქიდან ქალაქში მიმავალი, ტვირთის ზიდვით , მტვერში ყოფნით დამსკდარი ხელებით. შენ ყველაზე სუფთა ჭუჭყი არჩიე არადა შეგეძლო სხვაგვარად დაგესვარა ეს ხელები ასე რომ არ მოგწონს , ასე რომ გენანება შენი სესილია მათი შეხებისთვის . შენ არ უნდა გეშინოდეს საკუთარი თავის ,შენ არ უნდა გეშინოდეს კონტროლის დაკარგვის . შენ არა -შემიძლია გკითხოთ? - ისეთი შეგრძნება მქონდა თითქოს განსაკუთრებული არაფერი მითქვამს. ყველაფერი იცოდა, ის კარგად ხედავდა საკუთარ თავსაც და სხვებსაც . ვანიშნე რომ კითხვის დასმა შეეძლო - თქვენც ელოდით მის ნაბიჯს? - გავშეშდი. მან დაინახა ის რაც არავინ იცოდა, ის რაც მხოლოდ ჩემი იყო -ახლაც ველი ... იმედი მაქვს, რომ ოდესმე ჩათვლის თავს ჩემს ღირსად და დაბრუნდება - ჩემი ღიმილიც სევდისფერი გახდა -გგონიათ რომ მოსულიყო არ ინანებდა? -მან საკუთარ თავს ვერ აჯობა ... იქნებ არც მისი გრძნობა ჰგავდა შენსას. როგორც არ უნდა ვცადოთ , მაინც არ ვიცით სხვების ზუსტი ფიქრები . მე მხოლოდ ის ვიცი ,რასაც თავად ვგრძნობ . თუ მოვა მე დავხვდები -და თუ არ მოვა ? -მე მაქვს ცხოვრება,რომელიც მიყვარს . მის ჩანაცვლებას სხვა ვერასდროს შეძლებს, ან ის იქნება ან არავინ - არ ვიცი როგორ მოახერხა,მაგრამ ვამბობდი იმას რაც არასდროს არავისთვის მითქვამს. მშვიდად ვიყავი, არ დამამძიმა საკუთარმა სიტყვებმა ის ისე მიყურებდა ვხვდებოდი აუცილებლად დაელაპარაკებოდა თავის სესილიას და მე ესეც მყოფნიდა ბედნიერებისთვის . ჩუმად წამოდგა, მის მოძრაობას ვუყურებდი, თვალები ამღვრეული მქონდა, გადააჭარბეს ემოციებმა ზღვარს . დაიხარა, თავზე მაკოცა და გამიღიმა -შეუძლებელია თქვენ არ უყვარდეთ ... დაბრუნდება ! -შენ ? -მე ჩემ სესილიას დავიჩემებ ! წავიდა . მე კი დავრჩი ჩემი ფერადი კედლის წინ , ამღვრეული გრძნობებით, ცრემლებით სავსე თვალებით ,რომლებიც ზღვარმა ვეღარ შეაჩერა და მშვიდად დაიწყეს სახეზე დენა. შემცივდა , დიდი ხნის შემდეგ ისევ გავიყინე და ტკივილამდე მომინდა მისი სითბო . დაბრუნდება ? ! იმედი ჩემთვის ყველაზე დიდი ძალაცაა და სისუსტეც. ............... იოანა დამიბრუნდა. ვიცოდი დეპრესიული ამჯერადაც არ იქნებოდა, სავარაუდოდ ემოციებს ვეღარ იტევდა და ჩემთან საუბრით განმუხტვა სურდა. ჩვეულებისამებრ ღიმილიანი გამომეტყველებით შემოვიდა, მაკოცა, სავარძელში კომფორტულად დაჯდა და მეც ყავის მზადება დავიწყე . ფინჯანი გამომართვა , მაგიდაზე დადგა და წარბები მაღლა აზიდა -ერთად ვართ ! -მიხარია -მე მეშინია -რატომ? -აქამდე როგორი რთული იყო და ახლა საერთოდ რა იქნება წარმოდგენაც მაშინებს ამიტომ ბევრს არ ვფიქრობ. მეშინია ამდენი დაუფიქრებელი ქცევის შემდეგ უფსკრულში არ გადავიჩეხო... იმ გოგოს როლში რომ აღმოვჩნდე ყურებამდე შეყვარებულები მარტოდ მარტო რომ რჩებიან და ტირილით ბალიშებს ალპობენ ხომ გავგიჟდები -ნუ ივიწყებ რომ შენ განსხვავებული ინდივიდი ხარ და იფიქრე იმაზე თუ როგორ წარმართავ საკუთარ ქმედებებს. ურთიერთობა არასდროსაა მარტივი როგორი დამთმობი,უპრობლემო და ერთნაირად მოაზროვნეც არ უნდა იყოს წყვილი . ყოველთვისაა საჭირო მდგომარეობაზე მორგება -რატომღაც მგონია რომ გამომივა შეყვარებულის სტატუსის მორგება,მიუხედავად იმისა,რომ რთული იქნება ფლირტის დავიწყება ... ყველა გაიგებს რომ დაკავებული ვარ და მოვიშორებ ყველას. ნოე ისეთია ვფიქრობ ჩემს ენერგიას მთლიანად შეისრუტავს ... მაგიჟებს . მასთან გატარებული ერთი საათიც კი ისე მოქმედებს ვერ ავხსნი. მხოლოდ ის მინდა,რომ ეს დასაწყისი ეიფორია არ აღმოჩნდეს და დროის გასვლის შემდეგ ყველაფერი არ ჩაქრეს -უარყოფით განვითარებაზე ფიქრი ამცირებს სიამოვნების ხარისხს... მომიყევი მასზე და შენზე. რა ხდებოდა ამ დროის განმავლობაში -ვცდილობდი მიახლოებას. ის ჯიუტად აგრძელებდა ჩემს დაიგნორებას და თავის ისე დაჭერას თითქოს არ ვაინტერესებდი. ისიც გავიგე ასე რატომ იქცეოდა , ბოღმიან ენაჭარტალა, ჭორიკანა და მატყუარა ხალხს შეუძლია ჩემი ქცევების მძაფრად უარყოფითად გავრცობა ... თავიდან კი გავბრაზდი რომ დაიჯერა , მაგრამ მერე დავფიქრდი და რთული იქნებოდა არდაჯერება. ერთადერთი რაც გავაკეთე ვაჩვენე ნამდვილი სახე, ისეთი როგორიც არავისთან ვარ რამდენიმე ადამიანმა იცის მხოლოდ ... მე ყველასთან ისე ვიქცევი როგორც იმსახურებენ და ამას ვერ შევცვლი რა გავაკეთო ფრთები ახლა არ გამომეზრდება და ანგელოზად ვერ ვიქცევი. საბოლოოდ იმას მივაღწიე ,რომ ნორმალურად საუბარი შევძელით. დავინახე , გავიცანი, საერთო თვისებები და მისწრაფებებიც გამოგვიჩნდა ... ყველაფერი იმაზე კარგად წავიდა ვდირე წარმოვიდგენდი . რომ მიყურებს , მიღიმის და თავისი ლამაზი თითებით ლოყაზე მეფერება ნაწილებად ვიშლები - თვალები მინაბა ,მოდუნდა, დატკბა- თავი სხვა ადამიანი მგონია, ასეთი არასდროს ვყოფილვარ ასეთი მშვიდი, ენერგიული, ხალისიანი, ჩუმი და ხმაურიანი . მასთან თითქოს ყველაფერია რაც მჭირდება მთლიანად მე ტვინსაც, გულსაც , შინაგან ქალღმერთსაც -ტუჩი კბილებსშორის მოიქცია -ხედავ? სულ სხვა მოლოდინი გქონდა პირველად რომ მოხვედი და აღმოჩნდა რომ ერთად ყოფნა შეგძლებიათ -ჯერ კიდევ არაფერია დამტკიცებული იმის გარდა ,რომ ერთმანეთი გვიზიდავს ...ეს მიზიდულობა როდის შემომაცლის ტანსაცმელს ჯერ არ ვიცი . იმედია იმდენს არ იზამს მე რომ მომიხდეს მისი ცდუნება თორემ მერე რა ამოვა მაგის ყბიდან. ისეთი დამპალი ცინიკოსია მინდება რომ მივახრჩო ხოლმე. რაღაცას რომ ვამბობ ან ვაკეთებ, ან ვინმეს ვხვდებით ისეთს ვინც არ ევასება დამპლურად ჩაიცინებს და ვხვდები რომ რაღაც საშინელებას იტყვის ...ამითაც კი მაგიჟებს - გაიცინა რაღაც გაახსენდა ისევ- ესეც მომწონს რა გავაკეთო, მეკეტება ყველას დადუმება რომ შეუძლია და კიდია ყველაფერი -არის მასში ისეთი თვისება რომელიც მკვეთრ დისკომფორტს გიქმნის და ცუდად მოქმედებს? -ჩემი ძმა ბაღიდან გამომყავდა რომ შეგვხვდა ... ბავშვები ისე უყვარს მაშინებს უკვე. საერთოდ ზედმეტად ქართველი, დიდი ოჯახების , ერთგულების ,ქართველობის მოყვარული ტიპია და მეშინია,რომ ერთ დღეს მეც დედაჩემივით სამშობიაროს მუდმივი მელოგინე გავხდები უამრავი ბავშვით ,აწეწილი თმით, გამოუძინებელი სახით, ნაოჭებით... დაჭმუჭნული კაბით . ყველაზე მეტად იმის მეშინია რომ მომინდება მისთვის ბევრი ბავშვის გაჩენა, ბევრი მისნაირის . მაჟრიალებს, წარმოდგენა არ მინდა ...ასე შორ მომავალზე არ ვიფიქრებ -მასში მხოლოდ მოჭარბებული „ქართველობა“ გაშფოთებს? -სხვა რა უნდა იყოს არ ვიცი . რატომ ეშინიათ კაცების ? არ სვამს, არ კაიფობს, ხშირად არ იგინება და როცა იგინება ისე მომწონს ...არანორმალური ვარ ხო? ორი კვირის წინ ..ნუ ზუსტად არ მახსოვს გაბრაზებული იყო ძმაკაცს ეჩხუბებოდა რამდენჯერმე ისე საყვარლად შეიგინა სულელივით ვიცინოდი,რომ შემხედა ნორმალური არ ხარო მითხრა. მართლა არ ვარ ხო? - წარბები შეჭმუხნა ,ისეთი მიმიკები ჰქონდა ნაოჭებისგან როგორ დაიცავდა კანს მართლა არ ვიცი. ალბათ ამაზე არ იცოდა -მე მხოლოდ ის ვიცი,რომ ნიე ძალიან მოგწონს და როდესაც ასე მძაფრად გაღელვებს ადამიანი მისი ყველა ქმედება მოგწონს -მე მოწონებას ვერ ვუწოდებ ამ გრძნობას...არ მინდა ვაღიარო, მაგრამ არც ის მინდა სიტყვა „მოწონება“ გამოვიყენო . ბევრზე მითქვამს რომ მომწონს , იმის მეასედს არ ვგრძნობდი რასაც ნოესთან განვიცდი და ეს თუ სიყვარული არ არის,მაშინ ამაზე მძაფრი და გასაგიჟებელი რაღაა...მომკლავს ,შემიწირავს -სიყვარული ,თანაც ორმხრივი არ კლავს ... -სულ მეფიქრება იმაზე რომ მე ჩემი ემოციურობის გამო თავდავიწყებამდე მივალ და მისთვის სულერთი გავხდები... ერთ დღეს ინტერესს დაკარგავს, ამომწურავს . მერე რა იქნება, ჩემთან არ დავტოვებ კაცს რომელსაც არ ვუყვარვარ. ზუსტად ვიცი ,რომ მანამ დავშორდები სანამ ღალატზე იფიქრებს -მოღალატე გგონია ? როგორია ნოე , რამდენად მარტივად იწყებს და ასრულებს მსგავს ურთიერთობებს ...ის ხომ შენზე დიდია . დარწმუნებული ვარ ყველა ინფორმაცია გექნება მოპოვებული -ის ხო არ კონტაქტობს იმ ადამიანებთან ვისთანაც მე ახლო კავშირი მაქვს . ქალაქის მთავარ ჭორიკნებთან შეხება არ აქვს... მხოლოდ ისაა ცნობილი რისი კეთება უყვარს, როგორი ადგილები, ვინ არიან მისი მეგობრები ,მაგრამ შეყვარებულზე არაფერია. იქნებ ცალმხრივად ეტრფოდა ვინმეს , არ ვიცი ეგ რომ ბევრს მოსწონს და ვერასდროს მოვდუნდები ვიცი - თვალები აატრიალა და სახე დაბრიცა- რაც შეიძლება მალე უნდა გაიგოს ყველამ რომ ერთად ვართ მეც მოვიშორო აბეზარა ხალხი და ნოესაც დავუფრთხო დაქრაშული ქალთა მოდგმა -ფაქტი არ გაქვს , მაგრამ ვარაუდი ხომ შეგიძლია გამოთქვა. როგორ იცნობ, როგორც პოტენციურ მოღალატედ თუ როგორც ერთგულ კაცს -არ შეიძლება მიღალატოს ან საერთოდ ვინმე სხვას უღალატოს . ხომ გითხარით ოჯახთან განსაკუთრებული დამოკიდებულება აქვს, მამამისი მოძღვარია, ჩემსავით ბევრი დედ-მამიშვილი არ ჰყავს ... დედას ბოლოს რთული მშობიარობა ჰქონდაო და სულ სამნი არიან. რაღაცნაირია რა , სხვანაირია . ჯერ არ ვიცნობ მის ოჯახისწევრებს,მაგრამ ვიცი რომ ეს მისი სიმშვიდე და სულიერი სიმაღლე დიდწილად მათი დამსახურებაა. ზოგჯერ ისეთ რამეებს მეუბნება საერთოდ ატრიალებს ჩემს შეხედულებებს. ხმას არასდროს უწევს ... ქალების მიმართ ზოგადად ისეთი დამოკიდებულება აქვს ახსნაც არ შემიძლია -როგორც ჩანს არ უნდა გეშინოდეს , ის არ გატკენს და როგორც არ უნდა განვითარდეს თქვენი გრძნობები სხვების მსგავსად არ დაასრულებთ -ცხოვრებაში პირველად დავფიქრდი იმაზე , ასეთი მოვეწონებოდი მის მშობლებს თუ არა. წამითაც არ ვფიქრობ ცვლილებაზე , ესაა ჩემი ბუნებრივი ,კომფორტული იერი , მაგრამ რომ მითხრა მამაჩემი მღვდელიაო მეგონა თავში რაღაც მძიმე ჩამარტყეს. კვირას ტაძარში სტიქაროსანია ... მარტივად რომ ვთქვათ ჭეშმარიტი მორწმუნეა და მე ზიარებაზეც არ ვყოფილვარ არასდროს -ამ ხნის განმავლობაში უცდია შენს რწმენაზე გავლენის მოხდენა? -არა. მე რომ ვუთხარი ტაძარში არ დავდივარ , მოძღვარიც არ მყავს-თქო მშვიდად მითხრა ღმერთი მხოლოდ ეკლესიაში არ არის და რწმენის ქონაც საკმარისიაო. ეკლესიაში მოვალეობის მოხდის მიზნით მისვლა ყველაზე დიდი ცოდვაა ჩემთვის , იქ საკუთარმა გზამ, შინაგანმა ხმამ უნდა მიგიყვანოსო. ერთ დღეს შეიძლება გაიღვიძო და მიხვდე,რომ სულს სიმშვიდისთვის ლოცვის მოსმენა სჭირდება ანდაც საერთოდ ისე გაატარო მთელი ცხოვრება,რომ ეს სურვილი არასდროს გაგიჩნდესო ,მთავარია ყალბი არ იყოო . ფაქტობრივად მითხრა ჩემ გამო ეკლესიაში სიარულზე ფიქრიც არ გინდაო - მივხვდი ასე რატომ იყო . ყოველ დღე, ყოველი ახალი შეხვედრის შემდეგ პოულობდა ამ ბიჭის კიდევ ერთ ფერს რომელიც მოსწონდა მიუხედავად იმისა მასთან აერთიანებდა თუ არა , აღფრთოვანებულიც კი მეჩვენა ამ წამს -ამ ყველაფრის მოსმენის შემდეგ მაინც გეშინია მისი მშობლების გაცნობის ? -ხომ იცით ჩემში ბევრი ქალი ბობოქრობს , ზოგჯერ მეშინია, ზოგჯერ საშინლად მინდა... არის დრო როცა მინდა ყველაფერი გავიგო, ყველა წამი ვიცოდე. თითქოს სისხლში მყავს, ერთ დღეს რომ ვერ ვნახო ჟანგბადის უკმარისობით მოვკვდები. მინდა სულ ჩავეხუტო, სულ ვაკოცო,სულ მოვეფერო, სულ ვუსმინო. ყველაფერი ვიცოდე, ყველაფერს მიზიარებდეს, დავეხმარო როცა დასჭირდება ...მინდა არასდროს არაფერმა შეაწუხოს, ატკინოს. მე ასე არასდროს ვყოფილვარ, მსგავსი დამოკიდებულება, ასეთი ღელვა მხოლოდ ჩემი ოჯახის წევრების მიმართ მაქვს . არ ვიცი ამ მცირე დროში, ასე უცნაურად როგორ მივედი ამ მდგომარეობამდე -იცი ბევრი ნატრობს რომ ეს მდგომარეობა ცხოვრებაში ერთხელ მაინც განიცადოს -მეღიმებოდა, ვუყურებდი და მიხაროდა მასში გაჩენილი სიმშვიდის წერტილის ხილვა. მობილურის ხმა გაიგო , სახე გაუნათდდა ,წამსვე უპასუხა -სკოლაში ვარ ... თავისუფალი ვარ ორი საათი მაქვს . შენ გქონდა უკვე გამოცდა? მოვალ. არა , ჩემით მოვალ - ხმის ტემბრიც შეეცვალა, გაიცინა და მობილური ჩანთაში ჩააგდო- წავედი , როგორც ყოველთვის მადლობა მოსმენისთვის . სხვათაშორის წითელი ფერი ძალიან გიხდებათ- გასვლამდე გაჩერდა თვალი ჩამიკრა და წავიდა. ............. გაზაფხულის მიწურულს ჩემი სალიო კიდევ ერთხელ ვნახე. ხშირად ვსაუბრობდით, სოციალური ქსელების საშუალებით ვიგებდი მისი და დაჩის ამბებს,მაგრამ ახლა ჩემს თვალწინ იყო. თვალს ვადევნებდი მის მოძრაობას, გზა გადაჭრა , ჭრელი კაბის ბოლოები ნაზად ირხეოდნენ მოძრაობისას, მხრებზე ჩამოშლილი თმა , ბრჭყვიალა მწვანე სფეროები და თავისუფლება რომელიც შორიდანვე იგრძნობოდა. არ ჰგავდა იმ მხრებჩამოშვებულ გოგოს პირველად რომ ვნახე , სევდის კვალიც არ ეტყობოდა მისი სახის ნაკვთებს , არც თვალები ჰქოდა დარდისგან ჩამქრალი. ღაწვები ისევ ისეთი წითელი ჰქონდა, მორცხვობა მისი ერთ-ერთი მკვეთრი დამახასიათებელი ნიშანი იყო, მსუბუქი დაბნეულობა რომელიც საოცრად უხდებოდა. საკონდიტროს კარი გააღო და რომ დამინახა ჩემკენ დაიძრა -ლილიი, რა დამთხვევაა...როგორ გამიხარდა შენი ნახვა - მომეხვია, ლოყაზე მაკოცა ,ჩანთა მაგიდაზე დადო . თავს კომფორტულად, შინაურულად გრძნობდა -თავისუფალი დრო მაქვს და შემოვიარე -წავალ ნონას ვნახავ და ორ წუთში დავბრუნდები , ჯერ ხომ არ მიდიხარ - შენმა ნახვამ ისე გამახარა არსად წავალ - გამიღიმა და სამზარეულოსკენ დაიძრა. თავს ისე გრძნობდა როგორც საკუთარ სივრცეში. მიყვებოდა ,ნონაზე და ახალ გაკვეთილებზე, მაგრამ ნანახმა კიდევ უფრო გამახარა. მალევე დაბრუნდა, თავად მოჰქონდა ტორტის ნაჭერი და წვენი . ჩემს წინ დაჯა და გრილი სითხე დააგემოვნა. ცხელოდა, როგორც სჩანს სიცხეში დიდხანს იარა, ლოყები სულ წითელი ჰქონდა -გარეთ ისე ცხელა სული მეხუთება ... შაბათ-კვირას ქალაქიდან გავდივართ , რაღაცები ვიყიდე და საშინლად დავიღალე. ისე მომწონს მათთან ერთად დროის გატარება არ ვიცი რა მეშველება სწავლა რომ დასრულდება და ყველანი დაიფანტებიან . მადლობა ღმერთს წინ კიდევ ერთი წელი მაქვს , სანამ უნივერსიტეტის ამბებს გადავწყვეტ და კიდევ ახალ ადამიანებთან შეჩვევა მომიხდება ჩემებთან მშვიდად ვიქნები მთელი წლით - საუბრის მანერაც კი განსხვავებული ჰქონდა, აჟიტირებული მესაუბრებოდა . ღიმილით ვადევნებდი თვალს მის მოძრაობებს -მეც ვაპირებ გასვლას , მეგობარი უკვე აგარაკზე გადაცხოვრდა ბავშვებთან ერთად და ორი დღით მეც ვესტუმრები - ჩემ წინ განლაგებულ ტკბილეულს ვუყურებდი ისევ. როგორ არ მინდოდა დოზაზე გადამეჭარბებინა, მაგრამ იქ თავის შეკავება არ შემეძლო . სალიო კი ამღერებულ მობილურს დაჰყურებდა დაბნეული თვალებით. ეკრანზე დაჩის ფოტო დავინახე, ვერ მივხვდი რატომ უყურებდა ასე -არ უპასუხებ? -ხო , ახლავე- გამოფხიზლდა, მობილური ყურთან მიიტანა ,მაგრამ ხმა კარგად მესმოდა -გისმენ -დარწმუნდი ? -რაში უნდა დავრწმუნებულიყავი - ფანჯრიდან გზას უყურებდა -უყურადღებო რომ ხარ . ისე ამოგაცალე მობილური და დავაყენე ჩემი, შენი საყვარელი ფოტო ,რომ ვერც გაიგე -ჩემი საყვარელი ფოტო? - გაბრაზდა, დაჩი კი დარწმუნებული ვარ სიტუაციით ერთობოდა -ნუ ღელავ , მეც მაქვს მობილურში შენი რამდენიმე ფოტო ... -რა ... დაჩი ჩემი ფოტოები საიდან გაქვს - უხერხულად აწრიალდა,თმებს იწვალებდა და აფორიაქებული აცეცებდა თვალებს -აი კიდევ ერთი მტკიცებულება შენი უყურადღებობისა და დაბნეულობის დასამტკიცებლად... ნებისმიერი გადაგიღებს ფოტოს შენ კი ვერ გაიგებ -თუ საქმე არ გაქვს ვთიშავ - ეცადა მაგრამ ვერაფერი მოიფიქრა. იმაზე მეტად მოქმედებდა დაჩი ვიდრე წარმოვიდგენდი -ისევ ნონას საკონდიტროში ხარ ხომ? კიდევ რამდენი კილო უნდა მოიმატო , ლამაზდები,მაგრამ ზედმეტიც არ მოგივიდეს - აგრძელებდა, მაგრამ სალომემ გაუთიშა . მე კი წარმოვიდგინე დაჩის რეაქცია. როგორ უყურებდა ამ წამებში მობილურს -საშინელი ბიჭია... აუტანელი - ტორტის მსუყე ნაჭრის დაგემოვნება დაიწყო. სწრაფად ჭამდა და ტუჩებს სასაცილოდ ილოკავდა -როგორ მიდის შენი პედაგოგიური მოღვაწეობის საქმეები ნორმალურად ვერ მომიყევი და ახლა მაინც მითხარი -მიუხედავად იმისა რომ ის ინდივიდი ხელს მიშლის და გონებას მირევს მაინც კარგად მიდის ყველაფერი. იმდენი ბავშვი გავიცანი, ის ისეთია ... არც კი ვიცი როგორ ვუძლებ - ღრმად ჩაისუნთქა და თვალები დახუჭა- აუცილებლად უნდა ნახო ნიცას რომ ეფერება და რაღაცებს ეთამაშება როგორია -შენც მოგეფერები და გეთამაშები პატარა სალიო ამის გამო გაბუტვა და ტელეფონის გათიშვა როგორ შეიძლება? - თვალებდახუჭულ გოგოს თავზე დაადგა, ლოყაზე აკოცა და ჩუმად უთხრა - ყველაფერზე ოცნება არაა საჭირო, შეგიძლია რეალობად აქციო -შენ საიდან გაჩნდი ... -ლილიი, რამდენი ხანია არ გადაკვეთილა ჩვენი გზები- გოგონას მოშორდა და ჩემკენ წამოვიდა- როგორ ხარ? ხშირად ურეკავ შენს ფსიქოლოგს თუ უმკლავდები პაციენტების შემოტევას -თავად არ მოინდომე ჩვენი გზების გადაკვეთა,თორემ მე ისევ იქ ვარ სადაც ყოველთვის... -ვაღიარებ დანაშაულს... მომავალ წელსაც თუ დაბრუნდებით ბატონი აკაკის სკოლაში პირობას ვდებ უფრო ხშირად გესტუმრებით - უჩვეულოდ ბევრს საუბრობდა. ეს ცვლილება ორ შემთხვევაში ხდება ,როდესაც თავს ძალიან კარგად გრძნობს ან პირიქით, იმდენად ცუდადაა რომ ცდილობს ასე გადაფაროს სევდა -აუცილებლად დავბრუნდები - თვალებში ვუყურებდი და პასუხს ვეძებდი . დაჩი ჩემთვის ამოუხსნელ პიროვნებად დარჩა,რომელიც მუდამ გაურბოდა ჩემთან დიდხანს საუბარს, ეშინოდა რომ იმაზე მეტს იტყოდა ვიდრე სურდა. თავს ისე აკონტროლებდა მანამ ვერ ამოვხსნიდი სანამ ამას თავად არ მოინდომებდა. ჩვენთან დიდხანს არ დარჩენილა, სალიოს ხელი ჩაკიდა და ამჯერად მასთან ერთად დამტოვა. გოგომ თავადაც არ იცოდა სად მიდიოდნენ , შესაძლოა დაჩისაც არ ჰქონდა მოფიქრებული ზუსტი მარშრუტი,მაგრამ მარტო ყოფნას მასთან დროის გატარებით რომ ანაცვლებდა სასიამოვნო ფაქტი იყო. .................. სკოლის ბოლო დღე ყოველთვის განსაკუთრებულად მიყვარდა. აუცილებლად მივდიოდი წამოსვლისას თავისუფლება რომ მეგრძნო , არ მინახავს მოსწავლე რომელსაც არ უხაროდა არდადეგების დაწყება. ზაფხული ალბათ ამიტომაც მიყვარდა ყველაზე მეტად , ამ დროს ჩემი დღის რეჟიმი ყველა ჩარჩოს არღვევდა, დილით გამოძინება შემეძლო, თავისუფალ დროს სასიამოვნო საქმეების კეთება , დაძაბულობის , ყოველ დღე ერთი და იგივე ადგილას მისვლის, ერთი და იგივე ადამიანების გარემოცვაში ყოფნის გარეშე . მიყვარდა დღეები,რომლებიც ჩემს სურვილებს მიჰყვებოდა , პასუხისმგებლობისგან, მოვალეობებისგან თავისუფალი დრო . ეს დღე, როგორ განსაკუთრებულად ვემზადებოდი ყოველთვის ვიცვამდი იმ ტანსაცმელს რომელიც ყველაზე მეტად მიყვარდა, სარკის წინ იმაზე დიდხანს ვიდექი ვიდრე მთელი წლის განმავლობაში იმიტომ რომ ეს იყო ჩემთვის დასასრული და ბედნიერების 3 თვის დასაწყისი . ხომ არიან ახალ წელზე შეყვარებული ადამიანები ,რომლებიც შობის შემდეგ უკვე მოლოდინის რეჟიმში გადადიან მეც ასე ვიყავი სკოლის ბოლო დღეს ველოდი ისე როგორც სხვები 31 დეკემბერს. მზად ვიყავი ერთწლიანი მუშაობის დასასრულს ბედნიერი შევგებებოდი. სკოლის შენობას ვუყურებდი , მივდიოდი და ისევ მესმოდა მაღალქუსლიანი ფეხსაცმლის ხმა . არ დამინახავს მოწყენილი სახეები, ეს დღე ყველა პრობლემის მიუხედავად უხაროდათ ბავშვებს. მეგობრები ზაფხულის გეგმებზე ლაპარაკობდნენ, ერთმანეთთან განსაკუთრებულად დიდ დროს ატარებდნენ . მეტოქეებიც კი უცნაურად მშვიდები ხდებოდნენ ამ დროს , მთელი წლის დაძაბულობას ემშვიდობებოდნენ. ღიმილით ვესალმებოდი ნაცნობ სახეებს, მასწავლებლებსა და მოსწავლეებს. ბევრი სტუმარი ჰყავდა ჩემს კაბინეტს და სექტემბრიდან კიდევ ბევრს მიიღებდა ,ზოგსაც დაემშვიდობებოდა,მაგრამ მჯეროდა რომ ისინი ჩემი ცხოვრებიდან არ წავიდოდნენ, უკვალოდ არ გავქრებოდი მათი მეხსიერებიდან. კმაყოფილი ვიყავი ამ წლით და ჩემი ახალი ურთიერთობებით. დერეფანში ფანჯარასთან მდგომი დაჩი დავინახე და მოგატყუებთ,რომ გითხრათ არ ველოდი-თქო. ისევ პირველი შემოვიდა ჩემს ფერად ოთახში ,რომლის შექმნაშიც დიდი წვლილი ჰქონდა . -რამდენი თვეა აქ არ ყოფილხარ -კაკოსთან ვიკამათე და ისე გამოვიდა,რომ ეს ოთახი მის ტერიტორიაზე გავლითაა- ფანჯარა გააღო და ეზოს გადახედა- როგორც ყოველთვის ფუსფუსია... -შენ ბოლო ზარზე გავიგე , საინტერესო იყოო -სალიოსთვის ზოგადად მე ვარ საინტერესო და რომ ვერ წამიკითხა ბრაზობს - იცოდა ყველა დეტალი მისგან რომ ვიცოდი . სალომე რომ ახსენდა უცნაურად გაიღიმა, არაირონიულად -ოდესმე მისცემ უფლებას რომ წაგიკითხოს ? -პატარაა იმისთვის რომ შეძლოს , გადაშლილ წიგნადაც რომ ვიქცე მაინც გაუჭირდება გაგება -შენ ? -რა მე -მოახერხე მისი გაგება? -სალიო იმ წამიდან გაშიშვლდა ჩემთვის აქ , ამ სავარძელში მჯდომი რომ დავინახე . იმდენად სხვანაირია , კონტროლს მაკარგვინებს - გაიცინა . მისი კონტროლის დაკარგვაში რა იგულისხმებოდა ზუსტად ვერ მივხვდი, ალბათ ის რომ უჩვეულოდ ახლოს ჰყავდა და განსხვავებულად ემოციებს აღუძრავდა მისი სიახლოვე -მასზე როგორ მოქმედებ -მშვენივრად ვიცით როგორც ... გონება მებინდება რომ წითლდება . პატარა ბავშვივით ვუყურებ მაგ დროს და მინდა ლოყები დავუკოცნო , რაც საერთოდ არ მგონია ნორმალური. მაგ დროს თავი ისე დიდი მგონია მეშინია იმის რასაც ვგრძნობ- სიგარეტი მაინც არ დაავიწყდა. მოუკიდა და რამდენიმე წუთს ჩუმად ეწეოდა- აკაკი კონცერტს მართავს ხომ? დედას ეპატიჟებოდა ე.ი რაღაც განსხვავებული იქნება -დიდი სამზადისი აქვთ ... ვფიქრობ საინტერესო გამოვა -იმედია ადგილს ვიპოვნი -ეზოში აწყობენ სცენას ... ადგილი ყველასთვის იქნება -კაკო მამა არასდროს ხუმრობს - მიჭირდა იმის გაგება თუ რეალურად რა დამოკიდებულება ჰქონდა მშობლების მიმართ. ხშირად სახლში არ იყო, აკაკის აბრაზებდა და ნონაც ნერვიულობდა მიუხედავად იმისა,რომ ვიცოდი მათი ჩხუბიც არ იქნებოდა ჩვეულებრივი მაინც ჰქონდათ უთანხმოება -გგონია ,რომ აკაკის კარგად იცნობ? -სავარძელში დავჯდები, სეანსის სახე რომ მივცეთ ამ დიალოგს...დღეს რაღაც ასეთ ხასიათზე ვარ. მინდა გავიგო როგორია,თქვენი წარმართული ხანგრძლივი დიალოგი - დაჯდა და მზერა გამისწორა. საუბარი უნდოდა , ამდენი თვის შემდეგ გადაწყვიტა იმ ამბის მოყოლა რომელიც არავისთვის უთქვამს -ვინ არის დაჩი თოფურია -სიმართლეს თუ ვიტყვი მე საერთოდ სხვა ადამიანი ვარ , ორი დაბადების თარიღით გაორებული ცხოვრებით და ბევრი პიროვნებით რომელიც მუდამ მღრღნიდა შიგნიდან. დაჩი იღბლიანი ბავშვია ,რომელსაც გაუმართლა ბიოლოგიურმა დედამ რომ დატოვა და ცხოვრება საერთოდ არ უნდა, არ წარმოუდგენია ნონას გარდა სხვა ქალის შვილის სტატუსით. რომ მითხრეს სიმართლე ჩემ დაბადებასთან დაკავშირებით მაშინაც გამიხარდა, მიკვირს როგორ არ არის ეს ერთი შეხედვით ტრაგიკული ამბავი ჩემთვის დრამატულად აღქმული მე ხომ ჯერ მიტოვებული და შემდეგ ნაშვილები ბავშვი ვარ . არც ვბრაზობ მათზე , არც მძულს, არც მიყვარს და თუ სადმე გადავეყრები მადლობის გარდა არაფერი მექნება სათქმელი. ისიც არ ვიცი დედაჩემზე მეტად როგორ შეიძლება მიყვარდეს ვინმე სხვა ქალი , არც კაკოზე მაგარი მამა წარმომიდგენია . არც ის მინდა ვიცოდე ვინ ვიქნებოდი მათ რომ არ გავეზარდე და ვიღაც სხვებთან დავრჩენილიყავი ვისაც ჩემი სისხლი ექნებოდა ,მაგრამ არაფერი საერთო სულთან. ხო , ასე მგონია დაჩი თოფურიას სულის ნაწილი ის ორი ადამიანია მხოლოდ ... მესამე, დაბნეული , ლოყებწითელა გოგო ვგრძნობ მალე მოვა და ამჯერად ის არ დამაცდის საუბარს - გულწრფელი იყო , სრულიად დარწმუნებული საკუთარ გრძნობებში -როდის გაიგებს მესამე ,რომ შენი სულის ნაწილია -ნებისმიერ წამს შეიძლება გაიგოს , გეგმები მძულს. მთავარი შეგრძნებაა, ის რაც ხდება დანარჩენი უმნიშვნელო დეტალებია საუბარს სიამოვნებით გავაგრძელებდი, რომ არა დაუკაკუნებლად ოთახში შემოსული სალიო. სინათლის სხივი ჰქონდა მის მწვანეებს , ხელში ტორტი ეჭირა და მთელი გულწრფელობით იღიმოდა -გილოცავთ წარმატებული მუშაობის ერთ წელს , ლილი ... დაჩი ? ნუთუ ამჯერად მე შემოგეჭერით -დედას მონდომებული შეგირდის ნახელავ ტორტს ვხედავ , სასიამოვნო შემოჭრაა ...ჩემს შემოსვლებს აჯობა - ისეთი სერიოზული სახით დახედა ტორტს რომელზეც სავარძელში მოთავსებული წითელთმიანი ქალი იჯდა თითქოს რაღაც კონკურსის ჟიურის წევრი იყო. დაჩის ვეღარ ვაკვირდებოდი, ისე გამახარა სალომემ ,რომ ჩემი ემოციების გამოხატვის დრო იყო. გოგონას მოვეხვიე და მერე უკვე დაჩის მიერ ანთებულ ერთიანს შევუბერე შევუბერე -სიტყვები არ მყოფნის ... -სიყვარულს სიტყვები არ ჰყოფნისო და სჯობს დაგემოვნებაზე გადავიდეთ თუ რა თქმა უნდა ქალმატონი სალომე დღესაც სეანსზე არ არის მოსული -ამ ტორტს ცხელი შოკოლადი მოუხდება - კმაყოფილი იყო, დაჩის გავლენას ვგრძნობდი. ჩანთიდან უკვე გამზადებული სითხე ამოიღო. თავად იზრუნა ყველაფერზე, საქმით გართულს დაჩი თვალს არ აშორებდა და როგორც კი ჩამოჯდა მაშინვე ლოყაზე აკოცა. ისე ნაზად და მშვიდად შეეხო სალომეს ღაწვებმაც წამსვე მოახდინეს რეაგირება . მომავალს ვერ ვხედავდი, მაგრამ მათ სულში გაზაფხულის ფერებს თვალს ვერ ვაშორებდი. შესაძლოა წლები გაეტარებინათ ასე ერთად და ცალ-ცალკე , ყველაზე ახლოს“ სულის გავლით გულამდე „ დიახ ეს სიტყვები ტრიალებდნენ გონებაში მათი ცქერისას. სიყვარული, სითბო, წრფელი,ნამდვილი გრძნობებით სავსე გზა არასდროს მივა უფსკურლთან . არ მეშინოდა მათ გამო , მშვიდად ვიყავი , ბედნიერი და კმაყოფილი იმით რომ ჩემი და მათი გზები გადაიკვეთა ... .................. ჯანო და ნინუცა ისევ ერთად მოვიდნენ. ორი მეთორმეტეკლასელი , აწ უკვე ატესტატის მქონე სკოლისაგან თავისუფალი ახალგაზრდა. თეთრი მაისურები ეცვათ , წარწერები,ნახატებითა და კლასელების ფოტოებით დამშვენებული . ნინუცას ორი კოსა ეკეთა, ფერადი ლენტებით ნაწნავებში, ჯანოსთან გაზიარებული ფერებიც თან მოიტანა -ლილიი , ჩვენც მოვედით ... ისეთი ქაოსია ძლივს მოვაღწიეთ -სანამ შენთვის შენახულ ადგილსაც წააწერენ რამეს ,გთხოვთ ქალბატონო ლილი- ჯანომ ფლომასტერები მომაწოდა . რა თქმა უნდა ყვითელი ავირჩიე, გაეცინა და ჩემ წინ ზურგით დაჯდა- მაგრად დამღალეს ტო , იმდენი რამე აქვთ გეგმაში. ჩვენმა დამრიგებელმა ბოლოჯერ გავალებთ რაღაცებსო და ჩართო ფანტაცია -ნუ წუწუნებ -შენ რატო არასდროს იღლები -შენით აღვიდგენ ძალებს- ისე უყურებდა მივხვდი მალე აკოცებდა, გამეცინა და ისევ თეთრ მაისურზე დარჩენილ ცარიელ ადგილს შევხედე „ არასდროს დაკარგო შენი მზის ფერი „ ვიცოდი სხვა ნებისმიერ ადგილას დაწერილ ჩემ სიტყვებს იპოვნიდა და გაიღიმებდა თავისი ლამაზი, ცისფერი თვალების ციმციმით . -აბაა ? როგორი შეგრძნებაა მოსწავლის სტატუსის ბოლოჯერ გამოყენება -რა ვიცი ტო, მაგრად არ მევასებოდა სწავლა ... მასწავლებლები და მაგათი დვიჟენიები,მაგრამ აქაურობა რომ არა როდის ვიპოვნიდი ჩემ გოგოს ? - დივანზე გადაინაცვლა, ნინუცაც მასთან ახლოს დაჯდა და მიეხუტა -ვერ თქვენ შეგხვდებოდით ... მე ვიცი მომენატრება ეს წლები. ჩემი თავი ამ ასაკში , ამ ყოველდღიურობით და ჯანოსთან შეხვედრის მოლოდინით . ამ შეგრძნებას ვერაფერი შეცვლის , მის გამოჩენას რომ ველოდი დავინახავდი და მომენტალურად ცოცხლდებოდა ჩემი ყველა უჯრედი - ჯანო ისე უყურებდა ნინუცას ,რომ ეჭვი მაქვს პირველად ესმოდა ეს სიტყვები - კი,ნამდვილად მომენატრება სკოლა თავისი ელფერით, რომელიც სხვაგან არსადაა -პატარავ- ხელზე ეფერებოდა, მერე მაჯაზე აკოცა და ცისფერი სფეროები შეემღვრა- შენ მე სულ მთლად შემშლი -თუ ღმერთი გწამს ცოტა ხნით სიგიჟის დონის მომატება არ გინდა- ისე უთხრა სიცილი ვერ შევიკავე. ჯანოსაც გაეცინა - ცოტა დრო გვაქვს , არ დაგვავიწყდეს მთავარი - რაღაც ანიშნა და ბიჭიც წამსვე გადმოერთო ჩემზე -ქალბატონო ლილი, აქ ამ კედლებში უნდა გთხოვოთ პირობის დადება -რა პირობის - დავიბენი, ისე მოვდუნდი მათზე დაკვირვების დროს ,რომ ვერ მივხვდი რა შეიძლება სდომოდა -პირობა, რომ ხშირად ივლით ჩვენთან ვახშამზე და დარჩებით ჩვენს ცხოვრებაში -სულ თქვენთან? ზოგჯერ ჩემთანაც უნდა მოხვიდეთ ... - გავბედნიერდი. როგორ შეიძლებოდა მათი დანახვისას სიხარულით არ ავსილიყავი -პირობა გვჭირდება - ნინუცა კატეგორიული იყო -პირობას ვდებ,რომ ვახშამზე მიწვევის გარეშეც დაგეწვევით და არ გავქრები თქვენი ცხოვრებიდან -შესანიშნავია ... ახლა წავალთ . ბავშვები გველოდებიან -არ გემშვიდობებით - მომეხვია , თავზე ისე მაკოცა როგორც პატარა ბავშვს და წავიდა. ნინუცას ღიმილი დავინახე გასვლამდე, მათი ჩაჭიდული ხელები და იმედი , რწმენა სიყვარულის ძალის . რაც უფრო მეტი დრო გადის მიჩნდება კითხვა-ჩვენი ურთიერთობიდან ვინ უფრო მეტს სწავლობს , ისინი ჩემგან თუ მე მათგან ... ........ ლილე არღვლიანი - უბრალოდ უნდა უყუროთ ამ გოგონას და გაიმეოროთ მისი სახელი და გვარი . სხვა არაფერი იქნება საჭირო ,სულ რამდენიმე წუთი დაკვირვება მისი მოძრაობის, ჯდომის, დგომის მანერაზე , გამოხედვაზე და თქვენგან ჰომოფობიც გაქრება, რასისტიც და წარმოიდგენთ წინა საუკუნეში მცხოვრებ ნამდვილ ქართველ ქალს , ამაყს, ძლიერს, ქედმოუხრელს . ის მიღიმოდა , ტანზე ქართულის მოცეკვავის ფორმა ეცვა ზუსტად ვერ მივხვდი რომელი ცეკვა შეიძლება ყოფილიყო , მაგრამ დამიჯერეთ მონუსხული ვუყურებდი . -დასამშვიდობებლად მოვედი, სექტემბრამდე ვერ შევხვდებოდით ... ხვალ დილით ადრე ვბრუნდებით სვანეთში და ქალაქისკენ 10 სექტემბრამდე არც გამოვიხედავ . თქვენი ნახვის გარეშე წასვლა არ შემეძლო ... საჩუქარიც მაქვს თქვენთვის- ხელში პატარა ნაჭრის ქისა ეჭირა გამომიწოდა და თავისი დიდი მუქი თვალები მოლოდინით სავსემ მომაპყრო - ნახეთ ... თქვენთვის გავაკეთე . იმედია მოგეწონებათ . ბოლო დროს გამიტაცა , ტაძარში წავაწყდი კურსებს და დავდივარ. ისე მამშვიდებს და მსიამოვნებს- სანამ საუბრობდა გავხსენი და სამაჯური ამოვიღე, ფერად ქვებს შორის ჯვარი იყო , იმდენად მომეწონა არც მიფიქრია,რომ კიდევ იქნებოდა რამე - ყელსაბამიცაა ...ფერებზე ბევრი ვიფიქრე,მერე თქვენი კედელი გამახსენდა და ქსოვის პროცესში გადავწყვიტე ყველა გამომეყენებინა -ულამაზესია ... გმადლობ ლილე - თითები შევახე ჯვარს და მაშინვე მოვირჯე მაჯაზე -მოძღვარმა აკურთხა . აუცილებლად დაგიცავთ და ბედნიერებას მოგიტანთ - ისე მიყურებდა, ისეთი ხმა ჰქონდა არ შეიძლებოდა მის სიტყვებში ეჭვი შეგეტანა. ერთი ჯვარი გულზე მეხებოდა, მეორე მაჯიაზე და მჯეროდა ,რომ იმ წამიდან ბევრი რამ შეიცვლებოდა, თითქოს უფალი იმაზე ახლოს მოვიდა ვდირე აქამდე-მე პირველად ვიცეკვებ სცენაზე მაყურებლების წინაშე -გამოგივიდა ... კიდევ ერთი დიდი ბრძოლა მოიგე -თქვენც ხომ ნახავთ ... მერე ,რომ ვისაუბრებთ უნდა მითხრათ თქვენი ობექტური აზრი -აუცილებლად , წინ ვიდგები ...ამაყი და ბედნიერი იმით რომ ვიცნობ შენნაირ საოცარ გოგონას -მიხარია ,რომ არსებობთ ჩემს ცხოვრებაში და შემიძლია ნებისმიერ დროს ვისაუბრო თქვენნაირ ადამიანთან - დღეს ყველას ეჩქარებოდა , ლილეს სცენა ელოდა -სცენაზე გასვლის წინ , თუ მიხვდები რომ შიში გიახლოვდება ... თვალები დახუჭე და გაიხსენე შენი გზა რომელიც აქ მოსვლამდე გაიარე. დაივიწყე ყველა და ყველაფერი , მიიღე სიამოვნება , იამაყე საკუთარი თავით - გასვლამდე აუცილებლად უნდა მეთქვა ეს სიტყვები, მიუხედავად იმისა თავად შეეძლო ემოციების კონტროლი თუ არა. ისე გამიღიმა, მივხვდი სწორედ ეს სიტყვები სჭირდებოდა . მოვეხვიე, მისი აჩქარებული გულისცემა მესმოდა . ბუნებრივი იყო , ცეკვის დასრულების შემდეგაც დიდხანს გაჰყვებოდა ეს შეგრძნება . ლილეს წასვლის შემდეგ ფანჯარასთან მივედი. ვუყურებდი როგორ ემზადებოდნენ კონცერტის დაწყებადე, ბატონ აკაკისაც ვხედავდი უჩვეულო მღელვარებას ვატყობდი , გამეღიმა ნონა რომ დავინახე იმ წამს მივიდა , მის წინ იდგა საუბრობდნენ, ხელი რომ ჩაკიდა და ვიგრძენი როგორ დამშვიდდა დირექტორი. არ ვიცი ამ დროს დაჩი და სალიო სად იყვნენ , კონცერტს რომ არ გამოტოვებდა და მამის სიახლოვეს იქნებოდა ამაში ეჭვი არ მეპარებოდა. მოსწავლეები თეთრ პერანგებს მისალოცი სიტყვებით უჭრელებდნენ მეთორმეტე კლასელებს, ალბათ წარმოიდგენდნენ დღეს როცა თავადაც დაასრულებდნენ ცხოვრების ამ ეტაპს. ყველას რაღაც ოცნება ჰქონდა, მოლოდინები დღიდან როდესაც მოსწავლის სტატუსს დაემშვიდობებოდნენ. რამდენი ემოცია ტრიალებდა ირგვლივ, რამდენი ფიქრი, გეგმა, სურვილი და ნატვრა იყო ამ ადამიანების გონებაში . -ვიცოდი ასეთი არეულობა რომ იქნებოდა , დიდხანს ვფიქრობდი მოვსულიყავი თუ არა, მაგრამ საბოლოოდ მაინც გაიმარჯვა ჩემში არსებულმა ბავშვმა და გავწირე კიდეც თეთრი პერანგი- მირიანის ხმა გავიგე და მივხვდი იმდენად გამიტაცა ფიქრებმა,რომ მისი შემოსვლა ვერ გავიგე. დარწმუნებული ვიყავი დააკაკუნებდა . უცნაური სანახავი იყო წარწერებით აჭრელებული ქათქათა პერანგით მდგომი , თითქოს სხვა ადამიანი იყო და მაინც ჰქონდა ჩვეული შარმი -მგონი ეს ადგილი ერთადერთ მშვიდ წერტილად დარჩა -ამიტომაც , შემიფარეთ ლილი - ისე გამიღიმა თავშესაფარზე უარს როგორ ვეტყოდი -თავს როგორ გრძნობ - ყავა მოვუმზადე, უარი არ უთქვამს. სავარძელში მოთავსდდა, თვალს მადევნებდა , მაჯაზე მორგებულ საათსაც დახედა მასაც განსაზღვრული დრო ჰქონდა -სასიამოვნოა იმის გააზრება,რომ სექტემბრიდან სტუდენტი ვიქნები . უცნაური შეგრძნება მაქვს , დღეს თითქოს სამშობლოსაც ვემშვიდობები ...სწავლას ინგლისში ვაგრძელებ . გამოცდების პასუხები რა თქმა უნდა ჯერ არ ვიცი, მაგრამ დარწმუნებული ვარ საკუთარ შესაძლებლობებში -მოგენატრება აქაურობა,თუ პატრიოტიზმზე წინ შენთვის კარიერული ზრდაა -არ ვგავარ ამ ქვეყნის პატრიოტს არა ? თითქოს ჩემში არ არის ეს კულტურა, იმ გარღვევებით მოსული რომელიც ასე ამახინჯებს ნამდვილად ქართულ სულს , მაგრამ ერთადერთი რაც გამიჭირდება აქედან შორს ყოფნაა. დიდი ბრძოლა მომიწევს საკუთარ თავთან მომდევნო რამდენიმე წლის იქ გატარება რომ შევძლო - ყავის ფინჯანი ისე აიღო ინგლისელ გრაფს უფრო მივამსგავსე ვიდრე ქართველ ტავადს ყანწით ხელში, სუფრის ცენტრიდამ მომზირალი შემწვარი გოჭის წინ რომ ილხენდა და მაინც ის დარწმუნებული იყო საკუთარ სიყვარულში და მეც დავიჯერე მისი -მე კი მეგონა ეს წარწერებით სავსე პერანგი გაწუხებდა ... -აუცილებლად წავიღებ, განსაკუთრებით ამ დაბრეცილ ასოებს დავაკვირდები ... იმდენად მიყვარს ასე უშნოდ ნაწერიც კი ჟრუანტელს მგვრის - ბოლოჯერ ვხედავდი მირიანს , წლების განმავლობაში რომ ვერ ვნახავდი ვიცოდი , იქნებ ამ ზაფხულს ისევ გადაკვეთილიყო ჩვენი გზები ,მაგრამ მე მის შესწავლას ვერ ვახერხებდი. ასეთ მრავალფეროვან, განსხვავებულ პიროვნებას ვუყურებდი და მწყინდა,რომ მეტი დრო არ გვქონდა ურთიერთობისთვის -ოჯახის წევრებთან გამომშვიდობებაც რთულია , ალბათ ესეც ერთ-ერთ მთავარ პრობლემად გესახება ,არა? -ყველას დაველაპარაკები, ურთიერთობა გვექნება , მაგრამ ჩემს ნათლულს რომ ვერ ვნახავ ეს ამბავი საშინლად მტკენს. ისე ძლიერ მინდა პირველივე დღესვე ავიყვანო ხელში, გავეცნო ... ვიგრძნო მისი სუნი . საშინლად ვდარდობ ამ ამბის გამო , მისი გაცნობა ეკრანიდან მომიხდება რაც შეუძლებელია. ბავშვებს რომ ეხები, შენს გულისცემას რომ იგებენ შემდეგ იმახსოვრებენ იმპულსებს რომელსაც უგზავნი -ლიზა და გიგა , როგორ გრძნობენ თავს ... ბოლო სტუმრობიდან დიდი დრო გავიდა . ვფიქრობ იმიტომ,რომ ყველაფერი კარგად აქვთ- შემთხვევით ვისარგებლე და გადავწყვიტე მცირე ინფორმაცია მიმეღო -გასაოცრად გრძნობენ თავს. ლიზა დიდი ოჯახის ნაწილია ... სახლის აშენებას გეგმავენ . დიდხანს ფიქრობდნენ და ბოლოს გადაწყვიტეს ერთად იცხოვრონ . ლიზა მთლიანად ამ ამბებშია ჩართული ... მშვიდად ვარ -მიხარია მათი გადაწყვეტილება,რომ მართლდდება -დიდი წვლილი გაქვთ ... საიდუმლოსაც გეტყვით- გაეღიმა , ხმა დაიდაბლა თითქოს სახელმწიფო საიდუმლოებაზე აპირებდა საუბარს- მეორე ნათლიის კანდიდატებს შორის განიხილებით და უცვლელ პოზიციას იკავებთ ,მაგრამ დამპირდით, რომ ზუსტად ასე სასიამოვნოდ გაოცებულ გამომეტყველებას მიიღებთ,როცა ლიზა თავად გეტყვით ამ ამბავს -მე ,მართლა არ ვიცი რა ვთქვა ...ბედნიერი ვიქნები თუ ნამდვილად ასე იქნება - კიდევ ერთი ნათლულის არსებობაზე კარგი არაფერია. ყველანი ერთი დიდ ფერთა გამას ქმნიან ჩემს მთელ არსებაში . თითოეული მათგანი ჩემი სულის ნაწილს წარმოადგენს. -თქვენთან საუბრის შანსი დამაკლდება ...- დუმილის შემდეგ თქვა. გულწრფელი იყო და მე ეს კიდევ უფრო მახარებდა- კარგი იქნებოდა უფრო ადრე რომ გამეცანით -ჩემთან დაკავშირების სურვილი თუ გექნება ხომ იცი მე აუცილებლად მექნება დრო შენთვის, სიამოვნებით მოვისმენ ბრიტანულ ამბებს -ვფიქრობ კიდევ ბევრჯერ ვისაუბრებთ , შევხვდებით და გვემახსოვრება ერთმანეთი ქალბატონო ,ლილი -დარწმუნებული ვარ ასე იქნება - წასვლის წინ ისევ ხელზე მაკოცა , საპასუხოდ გავუღიმე და ეს დღე ზედმეტად ემოციურ დღედ ჩავწერე ჩემი ცხოვრების წიგნში . კიდევ ბევრს ველოდი, დღე კი ნელ-ნელა იწურებოდა, დრო დაუკითხავად გადიოდა არავის და არაფერს ემორჩილებოდა. ლაშა მოვიდა, როგორც ყოველთვის ამჯერადაც არეული გრძნობებით . სევდითა და სიხარულით , ვხვდებოდი ამჯერად კარგი ამბავი ჰქონდა . შეცვლილი მეჩვენა, უფრო მშვიდი , გაზრდილი ჩანდა -როგორ აპირებ ზაფხულის გატარებას- მისალმების შემდეგ ვკითხე -დედასთან მივდივართ სექტემბრამდე - ამით იყო ბედნიერი -ისევ გაქვს განშორების შიში,რომელიც სამი თვის შემდეგ დადგება? -გამოვიყენებ ამ სამ თვეს ისე რომ განშორებაზე არ ვიფიქრო... ახლოვდება დედას დაბრუნების დრო. მამამ დაიწყო საქმე, ყველანი ჩართულები ვართ ასე ერთად არასდროს ვყოფილვართ . დედა და მამაც სხვანაირები მეჩვენებიან , მარტო უფრო ხშირად საუბრობენ,მაგრამ როცა ერთად ვართ ცვლილებებს ვგრძნობ -და მაინც არის რაღაც რაც გაღელვებს -მეშინია,რომ უეცრად რაღაც მოხდება რაც ყველაფერს აურევს და დედას დარჩენას აიძულებს -მოსალოდნელ უბედურებას მზად უნდა დავხვდეთ, მაგრამ როცა წინ ბედნიერი მომავალი გესახება სჯობს მცირეოდენი ოცნების ნება მისცე თავს ... მთავარია ,რომ ერთად ხართ . ყველაფერს გაუმკლავდებით -მეც ეს მაძლევს იმედს . გავიზარდეთ, დედა რომ დაბრუნდა მივხვდით რა გვაკლდა , წასვლის შემდეგ ისე მოგვენატრა ყველას,რომ ახლა ვიბრძვით მისი დაბრუნებისთვის. ისე მოხდა,რომ სასიკეთოდ შემობრუნდა ყველაფერი -ბნელ ღამეებს ნათელი დღე ცვლის ... ეს გარდაუვალი ცვლილებაა არ დაგავიწყდეს -წინ საინტერესო ზაფხული გველის . ზუსტად ვიცი უკვალოდ არ ჩაივლის ...ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი დრო დაიწყება სამ დღეში,როცა თვითმფრინავში ავალთ და მე ყველაფერს გავაკეთებ რაც ჩემზე იქნება დამოკიდებული -სწორედ ესაა მთავარი , არ დანებდე და იმოქმედე სწორად მიზანთან მისასვლელად ... შენ ისე ძლიერ გსურს, იმდენად დარწმუნებული ხარ ვიცი ჩვენი შემდეგი შეხვედრისას კიდევ უფრო მშვიდს გიხილავ . მეტი იმედის სხივი განათდდება შენს თვალებში -მეც ამის მჯერა ... იმედია თქვენი ზაფხულიც საინტერესო და ემოციებით დატვირთული იქნება . რთული და დატვირთული წელი გქონდათ -არა იმდენად რთული რამდენადაც საინტერესო და ამაღელვებელი ...ახალი გრძნობებით, აზრებითა და ფიქრებით დამუხტული გავატარებ ზაფხულის ცხელ დღეებს მონატრებული მეგობრების გარემოცვაში -შეხვედრამდე ლილი -ნახვამდის ლაშა ალბათ დიდხანს გაგრძელდებოდა მის სულში საპირისპირო გრძნობების ჭიდილი. ასე მარტივად ვერ შეიცვლებოდა მათი ყოველდღიურობა, წინ ბევრი დაბრკოლება შეხვდებოდათ , ცვლილებები,რომლებიც მოიტანდნენ არეულობას . ცხოვრება ასეთია, მისი მართვა ჩვენს ძალებს აღემატება და მხოლოდ დაუგეგმავი მოქმედებების წყალობითაა შესაძლებელი მიზნამდე მისვლა. ყოველ ახალ ნაბიჯს ახალი ქმედებით უნდა შეხვდე, მოერგო არსებულ სიტუაციას და გამოიყენო შენს სასიკეთოდ. .............. ვაჩე ბოლოს კონცერტზე ვნახე. დრო მას შემდეგ სწრაფად გავიდა , დღეს ველოდი მითხრა პირადად უნდა გნახო სანამ ქალაქიდან წავალთო. მიმოწერისას სიტყვა ვერ დავაცდენინე და ახლა რომ გამოჩნდა წამებს ვითვლიდი სანამ საუბარს დაიწყებდა -ბიჭებს გამოვეპარე და მოვედი ... -მე კი უკვე მეგონა,რომ დაპირებას არ შეასრულებდი და ინტრიგას დამიტოვებდი -სიტყვის ბიჭი რომ ვარ არ იცით ქალბატონო ლილი? - ოხ ეს თაფლისფერი თვალების ციმციმი -რადგან ცოტა დრო გაქვს სჯობს დაიწყო,თორემ კონცერტზე ვინ გამოვა მერე არ ვიცი -აკაკიმ საიდან გაიგო ჩვენზე წარმოდგენა არ მაქვს, პირადად შეგვხვდა და ბიჭებს სთხოვა დაეკრათ . რადგან მხოლოდ მე ვსწვალობ აქ ჩემ გამო მოვიდნენ ისინიც ... ძალიან მომწონს ეგ კაცი . იმედია მომავალ წელს ჩვენთან ჩაატარებს ისტორიის გაკვეთილებს - უკვე მოთმინება მეწურებოდა. ის კი ვატყობ განგებ საუბრობდა ამდენს არამთავარ თემაზე -ამაზე გუშინაც მითხარი -აღარ მახსოვდა ... -ასეთი აჟიტირებული სულს სხვა ხარ -მთელ ზაფხულს ბათუმში გავატარებთ , მე და ბიჭები დავუკრავთ . არც კი მჯერა ,რომ მოვახერხე მოლაპარაკება დასვენებას , გამოცდილების დაგოვებას და პირველი ხელფასის აღებას ერთდროულად მოვახერხებთ ...- ისე უცებ გადავიდა მთავარ ამბავზე რომ გააზრება ძლივს მოვასწარი. თავისი დიდი მტევნები ერთმანეთს შემოჰკრა და ჩემკენ გადმოიხარა- ხომ მაგარი ამბავია... ვგიჟდები ამ ჩემს ხასიათზე, მოხერხებულობასა და გამჭრიახობაზე -ძალიან , ძალიან კარგი ამბავია . შენ უკვე პროდიუსერის როლსაც ირგებ მგონი -მჯერა,რომ ბევრ წელს გავატარებთ ერთად მე და ჩემი ბიჭები ... იმათგან განსხვავებით მე კარგად შემიძლია მოლაპარაკებების წარმართვა . მამაჩემისგან მაქვს ბოძებული სიტუაციების მართვის უნარი - ამ ბიჭს ცნობთ? ისაა თვეების წინ რომ შემოვიდა თვითგვემით, საკუთარი თავის სიძულვილითა და ჭარბ წონაზე ჩაციკლული გონებით -მგონი ახლა ვიწყებ ნამდვილი ვაჩეს გაცნობას -კიდევ ერთი ამბავია სადაც ყველა ვაჩე დაბნეულია ...- უცებ შეკრა წარბები - სასაცილოა,მაგრამ ვხვდები ელენა ისევ გონებას მირევს -ისევ? - ელენაზე არ გვისაუბრია მიუხედავად,იმისა რომ პირველად როცა ვნახე მივხვდი უბრალო ნაცნობი არ იყო -ჩვენი გზები ზედმეტად ხშირად იკვეთებოდა ბოლო დროს... წარსულშიც იყო ასეთი პერიოდი, მაგრამ მაშინ ამ გრძნობებს არასწორად გამოვხატავდი,იმიტომ რომ ელენა არ ჰგავს იმ გოგონებს ვინც ჩემ გემოვნებაში ჯდებოდა. დიდია, ჩამოყალიბებული, ჭკვიანი, სერიოზული, იცის რა უნდა , იცის ვინ არის ... ისეთია მაშინაც მაგიჟებდა და როგორც ყველაფერს ეს აღტაცებაც არასწორად გამოვხატე. ვცდილობდი ჩემი ძალა ,მაგარი ბიჭობა თუ რაღაც დამემტკიცებინა და ერთხელ საკმაოდ უხეში , მწარე კომენტარი გავაკეთე მის ჩაცმის სტილზე,რომელიც მისია ,მასშია. ეწყინა ვიცი, მაშინვე ვიგრძენი ახლაც აქვს ჩარჩენილი გონებაში და ნერვები მეშლება საკუთარ თავზე -ელენა მოგწონს როგორც ქალი თუ როგორც მეგობარი ... - საუბრის გაგრძელება აღარ ვადროვე . უკვე თავი უსკდებოდა ამდენი ფიქრისგან და ეს კითხვა სჭირდებოდა მხოლოდ -პირველ რიგში მინდა ვიმეგობროთ. მისგან იმდენი რამ შეიძლება ისწავლო, უბრალოდ ბედნიერია ის ვისაც მასთან ახლოს ყოფნის საშუალება აქვს . მართაა ასეთი, კიდევ რამდენიმე ადამიანი...ყველას არ სწყალობს მე კი რეპუტაცია გაფუჭებული მაქვს და არათუ ბიჭი , მეგობარიც ვერ ვიქნები ტყავიდან თუ არ ამოვძვრები -მხოლოდ მეგობრობა გინდა ? -არა ... -მტკიცე უარია,თუ ეჭვნარევი -არ მჯერა იმ ქალებთან მეგობრობის ვის მიმართაც ლტოლვა გქონდა ოდესმე და მითუმეტეს თუ გაქვს ... მხოლოდ მეგობარი ვერასდროს ვიქნები და ამიტომ არ ვიცი უნდა ვცადო მისთვის ჩემი ახალი სახის ჩვენება თუ უბრალოდ ნაცნობად დავრჩე რომლის ხმასაც განაბული უსმენს -ვაშეს ხომ ფლირტი უყვარდა , რატომ არ ცდილობ ... - ველოდი როდის ახსენებდა საკუთარ გარეგნობას . ასე ჭკვიანურად რომ უვლიდა გვერდს და მიმალავდა გონებაში დარჩენილ აზრებს -არ შემიძლია ... ამ ეტაპზე არანაირად . ბავშვი ვარ მისთვის , ადრე ტუტუცი ბავშვი ვიყავი ახლა ფუმფულა, საყვარელი ,ტკბილხმიანი თინეიჯერი . საერთოდ ავურევ ყველაფერს -სასწორზე ბოლოს როდის იდექი ვაჩე? -არ მახსოვს ... როგორც მითხარით ამაზე არ ვფიქრობ ბევრს. დროც არ მაქვს, მხოლოდ ბევრ ენერგიას ვხარჯავ, სწორად ვიკვებები რეპეტიციების დროსაც კი ჩემი კერძებით დავდივარ . აგარაკზე ვარ ისევ ხომ იცით, ყოველ დილას ტყეში დავდივარ ... ბოლო დროს კიბის ამოვლისას ქოშინს აღარ ვიწყებ -მე კი ვხედავ ,რომ წონის რაღაც ნაწილი დაკარგე ბოლო რამდენიმე თვეში ... შენ ვერ გრძნობ? -ვგრძნობ სიმსუბუქეს, მაგრამ მგონია,რომ ეს სულიერი მდგომარეობის გამოა და არა ფიზიკურის. სასწორზე დადგომა არ მინდა, ისევ იგივე წონა თუ მექნება მეშინია,რომ ისევ დავუბრუნდები ყოველ დღე გრამების თვლას -ერთხელ სცადე , უბრალოდ ნახე უბრუნდება თუ არა შენს ტვინს სხეულზე კონტროლი. ელენას რაც შეეხება გაქცევას ნუ ეცდები, შესაძლოა თავი შეიკავო მანამ სანამ არ დარწმუნდები შენს სურვილებში. თანაც ვინ იცის ელენას იქნებ უყვარს კიდეც ვინმე, ამის გასარკვევად სჯობს შენი სახე აჩვენო. სხვა ნუ იქნები, იყავი ის ვინც ხარ და ყველაფერი გამარტივდება -მართალია, არსად მეჩქარება . ელენას არავინ ჰყავს, ვიცი ... ზოგადად იშვიათად ენდობა ადამიანებს, ასე მარტივად არავის დაუახლოვდებოდა იმდენად,რომ გული დაეთმო - ელენა ნამდვილად არ იყო უბრალო გოგონა. შესაძლოა ეს მხოლოდ აღტაცება იყო , სიმპათიად დარჩენილიყო ცხოვრების ბოლომდე და არასდროს გადაზრდილიყო სიყვარულში . არ ვიცი, ამას დრო გვიჩვენებდა - ის საუკეთესოს იმსახურებს და მე ხელს არასდროს შევუშლი ,თუნდაც ჩემი გრძნობები სიყვარულად იქცნენ -საუკეთესოა ის ვინც გიყვარს ... -მაგრამ ეს ილუზიაა და სინამცვილეს ვერ ცვლის. ვინ ისურვებს საყვარელ ქალთან დარჩეს მაშინ როდესაც იცის,რომ მას არ აქვს საკმარისი ძალა ბედნიერების მოტანისთვის - ვაჩეს სიტყვები გულს ხვდებოდა,იმ წამს სხვა ადამიანის სიტყვები მესმოდა განშორებისას რომ მეუბნებოდა და სუნთქვა მეკვროდა. თვალები ამეწვა, ფეხზე სწრაფად წამოვდექი და ფანჯრისკენ დავიძარი , ჰაერი ღრმად ჩავისუნთქე ,თითებს ერთმანეთს ვუჭერდი , ვცდილობდი თავი დამემშვიდებინა - კარგად ხარ , ლილი... გინდათ წყალს მოგიტანთ - არაფერი მითქვამს , თვალები დავხუჭე და კედელზე მიყრდნობილი ვცდილობდი წონასწორობის შენარჩუნებას - აი , დალიეთ ... - თბილი ხელები მეხებოდა , ჭიქა გამოვართვი და სულმოუთქმელად დავცალე გამშრალი პირის დასასველებლად - უკეთ ხართ ? ალბათ წნევა დაგივარდათ...სულ გადაფითრდით- მიყურებდა და წარმოდგენა არ ჰქონდა რა აზრები ტრიალებდა ჩემს გონებაში -არასდროს წახვიდე იმის გამო რომ საკუთარ თავს შეუფერებლად თვლი. დარჩი და იბრძოლე იმისთვის რომ შეიცვალო ...არჩევანის უფლება მიეცი მას . პასუხს დაელოდე, მოუსმინე იქნებ მას საერთოდ არ სჭირდება ცვლილებები. არ აქვს მნიშვნელობა ეს ელენა იქნება თუ ვინმე სხვა ქალი რომელიც მომავალში გამოჩნდება შენს ცხოვრებაში . ურთიერთობას ორნი ქმნით ,არ დაივიწყო ეს -არ მგონია ელენა იყოს ჩემი ცხოვრების სიყვარული , მაგრამ მისი აზრი მნიშვნელოვანია -უკან დახევას და დამალვას სჯობს იყო ბუნებრივი ... რაც უფრო ნაკლებს იფიქრებ ამ თემაზე უფრო გართულდება. ერთ დღეს რომ შეხვდებით მიხვდები , როგორ შეეცვალა წარმოდგენა -ეგ ყოველთვის ჭრის , ვიყოთ ის ვინც ვართ . ვაკეთოთ ის რაც მოგვწონს, ვიცხოვროთ ისე როგორც სულს უნდა - უცნაურად მიყურებდა, ალბათ ჩემი ამღვრეული თვალები არ მოსწონდა. იქნებ უკვირდა კიდეც - ლილი დეიდა - ისეთი პატარა ვიდექი ამ ორ მეტრიანი ბიჭის წინ როგორ შეიძლებოდა ამ მიმართვაზე არ გამღიმებოდა -დღეს ერთ სიმღერას თქვენთვის ვიმღერებ და იმედია იქნება ახლოს ვინმე ვისთან ერთადაც იცეკვებთ -თუ ვერ ვიპოვნი ჩანაწერს გავაკეთებ და მერე მე და შენ ვიცეკვოთ ... -ასეც შეიძლება ,მაგრამ ჩანაწერს არ აქვს იმდენი ემოცია რამდენიც პირველად გაგებულ ხმას ურეკავდნენ,რამდენჯერმე გათიშა და უკვე მისი წასვლის დრო იყო. თავისი დიდი მკლავები მომხვია და სწრაფად დამემშვიდობა . გასვლამდე უპასუხა მორიგ ზარს , კარი მიხურა და წავიდა იმ საქმის შესასრულებლად ,რომელიც ასე ძალიან უყვარდა. მე კი ისევ ისე მტკივნეულად მიცემდა გული, არ ვიცი რა დამემართა ეს დღე ჭარბ ემოციებს მაწვდვიდა და ვეღარ ვუძლებდი. დღის ბოლომდე არ ვიცოდი რა მოხდებოდა, მაგრამ დილიდან ვგრძნობდი რაღაც დიდი მელოდა წინ. ჩემს ბორდოსფერ კაბას დავხედე და ისევ ჩამესმა ნაცნობი , თითქმის დავიწყებული ხმა „ ეს ფერი შენია, ლილი „ ვიგრძენი ხელები როგორ შემომხვია , მისი სუნთქვა ყელზე მომეფრქვია და ტუჩები მხარზე შემეხო. იმდენად შორეული გახდა წარსულის ეს მოგონება მიკვირდა ისევ რომ მახსოვდა . ჰაერი ღრმად ჩავისუნთქე და იმ წამს გაღებული კარისკენ შევბრუნდი. -ძვირფასო ლილი, ვაუუ რა ლამაზად გამოიყურებით . ეს კაბა დახვეწილობის პიკზეა - აშკარად სხვაგვარად აპირებდა დიალოგის დაწყებას,მაგრამ ისე მოვეწონე,რომ აზრები აერია -დიდი კომპლიმენტია შენგან ამ სიტყვების მოსმენა -მართლა საოცრად გამოიყურებით ... წლის ბოლო დღეს განსაკუთრებით ბრწყინავთ -შენც განსხვავებულად გაცვია დღეს- ვუყურებდი უჩვეულოდ სადა, გრძელ სარაფანში გამოკვეთილ მისი სხეულის ფორმებს და მიკვირდა . უხდებოდა, მაგრამ ეს არ იყო მისი სტილი - სტილი შეიცვალე ? -არ მიხდება ? მე კი ძალიან მომეწონა,მიუხედავად იმისა,რომ არასდროს ვიყიდდი - თხელ ნაჭერს შეეხო და დატრიალდა - ნოემ მაჩუქა და ისე გამახარა ამ მოულოდნელმა ჟესტმა,რომ მგონი მთელი ზაფხული ამ კაბით ვივლი -რასთან დაკავშირებით მიიღე საჩუქარი? -სწორედ ესაა მთავარი, არც დაბადებისდღე მქონდა, არც მარტია, არც სიყვარულის დღე უბრალოდ შევხვდეთო მომწერა, მის საყვარელ კაფეში მელოდა. მივედი და მოულოდნელად გადმომცა ქაღალდის შეკვრა . დავინახე, ვიფიქრე მოგიხდებოდა და ვიყიდეო . მშვიდად განმიცხადა ... ისიც დააყოლა სამოსზე რომ ვსაუბრობდით რომელიც მე გონებას ამირევს რაღაც ამდაგვარიაო . სახლში შესვლისთანავე ჩავიცვი, დიდხანს ვიდექი სარკის წინ ვფიქრობდი რა იყო ამ კაბაში ისეთი რაც გამოიწვევდა , ლამის გავგიჟდი მუხლს ფარავს, წელში კი გამოყვანილია ,მაგრამ მერე იშლება ... არც დიდი ჭრილი აქვს მკერდთან, ზურგის უფრო დიდი ნაწილი ჩანს . ღმერთო ერთი კაბით გონება ამირია. ფეხსაცმელიც ვერ შევუხამე, სპეციალურად ამ კაბისთვის ვიყიდე და ისე მეკომფორტულება ახლა ეს ლუქი ,რომ ცოტა ხანში ასეთი კაბებით სიარული რომ დავიწყო იმ ბიჭს არ ვიცი რას დავმართებ -ბოლოს მიხვდი რა არის ასეთი ამ კაბაში ? -ყველაფერი უბრალო მოსწონს, სადა და ქალური. ეს კი ნამდვილად ასეთია, ბავშვური, ნაზი , ლამაზი ...დავდივარ და მგონია მალე მინდორი გამოჩნდება ჩემს ფეხქვეშ , ყვავილების სურნელი დატრიალდება ,პეპლები იფრენენ ირგვლივ . სულ შევიშალე ხომ? მე ეს ბიჭი შემშლის , თავდაყირა დამაყენებს -შეგიძლია გაიხადო , უბრალოდ შეინახო როგორც მისი საჩუქარი და იარო ისე როგორც შენ მოგწონს -ესეც მომწონს, საშინლად მომწონს ... ერთი სული მაქვს როდის მოვა, დამინახავს და მის მზერაში ამოვიკითხავ გრძნობებს -კონცერტის გამო მოდის? -მისი დები იღებენ მონაწილეობას. მშობლებიც აპირებენ მოსვლას ... ხალხური სიმღერის გუნდში მღერიან , უფროსი ფანდურზეც უკრავს . არაფერს ტოვებს უყურადღებოდ , ორივე ნერვიულობსო და აუცილებლად მოვალო . დღეს მნიშვნელოვანი პრეზენტაცია აქვს და მაინც მათზე ფიქრობს. ისეთი ყურადღებიანი და მზრუნველია ვხვდები,რომ ცუდი და ვარ. იმდენ რამეს ვამჩნევ, ვხედავ და ვიაზრებ თითქოს ცხოვრების სულ სხვა ეტაპზე გადავინაცვლე , სხვა სამყაროში -და შენ ეს ყველაფერი მოგწონს...არ გაღიზიანებს . მიუხედავად ამ განსხვავებებისა, მაინც ბედნიერი ხარ . ყველაფერ ახალს სწავლობ, აკვირდები, გრძნობ -ისეთი მშვიდი იყო, კვლავ ემოციური ,მაგრამ არა აღელვებული. საინტერესო მთხრობელი იჯდა ჩემს წინ , მისი მოსმენა მამშვიდებდა -ასეა , მიკვირს , მაგრამ მომწონს და არ ვეწინააღმდეგები. შესაძლოა შევიცვალო, რამდენიმე წლის შემდეგ სულ სხვა ადამიანი გავხდე , მაგრამ მაინც არ მინდა გავექცე, არ მინდა ვუარვყო, არ მინდა მოვიშორო ...მიზიდავს , მომწონს -თქვი ,რომ ნოეს მშობლებიც მოვლენ ... ღელავ მათთან შეხვედრის გამო ? -ბევრი ვიფიქრე სახლიდან გამოსვლამდე , კაბის გახდა გადავწყვიტე არ მინდოდა მათთან პირველი შეხვედრა ჩემთვის არადამახასიათებელი ,ჩვეულებრივი გოგოს იმიჯით , მაგრამ მაინც ვერ გადავდე ნოეს ემოციების ხილვა ისე ძალიან მინდა თავს ვერ მოვერიე. რაც უფრო მეტი დრო გადის უფრო იზრდება მღელვარება, თავს ვერ ვერევი...ასე არასდროს მინერვიულია . თამაშს არ ვაპირებ, მე ის ვარ ვინც ვარ ,მაგრამ მინდა მათაც მოვეწონო -იმიტომ რომ ისინი უკვე მოგწონს. მათზე სასიამოვნო წარმოდგენები გაქვს, აფასებ ... შეიძლება ითქვას,რომ ნოესთან ერთად ისინიც გიყვარს ... -ხო , სწორედ ასეა...მიკვირს . მეგონა ამას ვერავინ გაიგებდა- სახე გაუნათდდა, ალბათ ფიქრობდა ვერ გავუგებდი არადა როგორ კარგად ვიცოდი რას გრძნობდა - ნოე გიჟდება მათზე, ზედმეტი არაფერი უთქვამს, მაგრამ ორი სიტყვაც საკმარისია იმის მისახვედრად რამდენად აფასებს ორივეს. მგონი იმის მეშინია,რომ წარმოდგენა შემეცვლება -და როგორც არ უნდა განვითარდეს თქვენი ურთიერთობა შენ ისინი მაინც გეყვარება . ნოეს სიყვარულთან ერთად მიიღებ ყველას ვინც მის გულშია . როდესაც კაცი ამდენად ზრუნავს სხვებზე, როდესაც მასში ამდენი სითბოა შეუძლებელია შენზე არ გადმოვიდეს -თქვენ ... უცნაურად გამოიყურებით დღეს ლილი- სავარძელს მიეყრდნო. ვფიქრობ საკუთარი თავი დაივიწყა და ჩემზე გადმოერთო. მე კი აშკარად სუსტად ვიყავი იმდენად დავკარგე ნიღაბი,მარტივად ვიკითხებოდი - ცუდი დღე გაქვთ? -ემოციური ... დიდი ხნით გვიწევს დამშვიდობება. სექტემბრამდე ბევრი რამ მოხდება , არა?-მინდოდა ისევ საკუთარ თავს დაბრუნებოდა .მისი მოსმენა მინდოდა- როგორ იქნებით ზაფხულში -არ გამახსენოთ ... ისინი სოფელში მიდიან. გამორიცხულია რომ დავრჩეო ისე განმიცხადა ვეღარაფერი ვუთხარი. მეწყინა, ჩემთან ყოფნა არ უნდა თითქოს. ვკითხე სულ არ მოგენატრები-თქო და ისე გაიცინა როგორც იცის ხოლმე . ამ დროს თავს სულელად ვგრძნობ და ვფიქრობ რა ვთქვი ასეთი . ლოყაზე მომეფერა, კნუტს ვემსგავსები ...ჩვეულებრივად ვითიშები და კრუტუნის დაწყებაღა მაკლია -მთელი ზაფხული ვერ შეხვდებით ? -ჩვენ აგარაკზე წავალთ, მერე ზღვაზე, მერე მთაში ... ნუ ჩემი და თუ არ გაგვითხოვდა. რაღაც ისე ცქმუტავს მგონი მთელ ზაფხულს ქალაქში გამატარებინებს . ის ბიჭი მალე ხელს სთხოვს მამაჩემს, დაგვადგებიან მთელი ოჯახით და ქორწილსაც ახლავე ჩანიშნავენ. ხომ იცით როგორც ხდება ,როცა ვეღარ ითმენენ და ქორწილამდეც არ ცდებიან ტუჩებს - გამეღიმა, მისი მომიკები და ჟესტები საშინლად შემიყვარდა- როგორც არ უნდა განვითარდეს მოვლენები ერთმანეთისგან შორს ვიქნებით -მანძილი გაშინებს? -მე რომ ემოციები არ გამინელდება და დისტანციურადაც მაფირიაქებს ვიცი , მაგრამ მისი გრძნობები მაბნევს. ვერ ვხსნი, მაგიჟებს კონკრეტულს არაფერს ამბობს არადა სიტყვაძუნწი არ არის თუ მისთვის საინტერესო თემაზე ვსაუბრობთ -იქნებ უნდა,რომ თავად მიხვდე რას გრძნობს... იგრძნო მისი ქმედებებიდან მეტი ვიდრე სიტყვებით შეუძლია გადმოგცეს -მაინც ,რაღაც არ მომწონს თქვენში ... შემიძლია დახმარება? დაივიწყეთ თქვენი სტატუსი, ისედაც ხომ არ ხართ ბანალური ფსიქოლოგი . მითხარით , ვეცდები დაგეხმაროთ - გამეღიმა. ალბათ რა ცოტა ადამიანის გრძნობებით ინტერესდდებოდა იოანა. მესიამოვნა მისთვის მნიშვნელოვან პიროვნებად ვიგრძენი თავი -უკვე დამეხმარე ... შენ , ასეთი თავისუფალი და ბუნებრივი წამალი ხარ ,დამიჯერე შეუძლებელია რომ არ მოენატრო , ისიც შეუძლებელია, მთელი ზაფხული შორს გაატაროს . აუცილებლად მოვა , მოულოდნელად,როცა მონატრება გააგიჟებს , დაუგეგმავად დაგადგება -ამის იმედი მაქვს ... თორემ არ ვიცი , სოფელში როგორ ვიპოვნო . თქვენ ხომ კარგად იქნებით -მშვიდად ვარ -გავუღიმე . მგონი დამაჯერებელი ვიყავი , მანაც გამიღიმა წამოდგა და იმ წამს მეც ვხედავდი ყვავილებით სავსე მინდორს და მის თავთან მფრინავ პეპლებს - დღეს მიღებული ემოციები სექტემბრამდე გამყვება -მინდა სულ ბრწყინავდეთ ... ახლა თითქოს რაღაც გაკლიათ და ეს დანაკლისი აქამდე არ მიგრძვნია. იქნებ მე ვერ გხედავდით , როგორცაა გისურვებთ ეს ზაფხული ცხელი და გრძნობებით სავსე იყოს თქვენთვის იმ სხივის მომტანი რომელიც სულს აკლია იოანა წავიდა , თავისი მღელვარებით , ემოციებით, მუხტით სავსე . ცვლილებების წინ, ახალი ცხოვრების ზღურბლზე მდგომი არ ვიცი როგორი დაბრუნდებოდა ჩემ კაბინეტში, მაგრამ უბედური რომ არ იქნებოდა ვიცოდი. არ შეიცვლებოდა, ისევ ის იქნებოდა ვინც თავიდან ,მაგრამ გაიცნობდა იმ სამყაროს რომელსაც ნოეს გამოჩენამდე გვერდს უვლიდა. მაინტერესებდა მისი ნოე , აუცილებლად ვიპოვნიდი მათ წყვილს კონცერტის მაყურებლებს შორის. ბევრი ფერი მივიღე დილიდან , ჩემი კედელიც კი არ იყო იმდენად ჭრელი რამდენადაც ჩემში არსებული ემოციები . კიდევ ერთ ადამიანს ველოდი იმედით რომ შემოვიდოდა და მის თვალებში დავინახავდი ბევრ სხივს , მაგრამ ცხოვრება ადამიანებს ასე მარტივად არ აძლევს შანსს თავად მართოს გზა რომელსაც ადგას. მოვიდა ყველაზე განსხვავებული მეთორმეტეკლასელი, ბოლო ზარიც დაირეკა მისთვის, ატესტატიც ჰქონდა, ხელში წარწერებით სავსე თეთრი პერანგიც ეჭირა ,მაგრამ ნაცრისფერი მაისური უჩვეულოდ დაჭმუჭნული ჰქონდა. შემოვიდა, ღრმად ჩაისუნთქა ,კარს წამით მიეყრდნო თითქოს აქადე მორბოდა და ახლა თავს მშვიდად გრძნობდა, დაცულად -ილოო - გავუღიმე, მაგრამ მალევე მივხვდი მას არ ჰქონდა ის ბედნიერი განწყობა რაც სხვებს- გილოცავ სკოლის დასრულებას -გმადლობთ ... ნამდვილად კარგია რომ მორჩა. მოსწავლე აღარ მქვია -უკეთ გამოიყურები ...- ფიზიკურად ნამდვილად აღარ იყო ისე სუსტად , ფორმას დაუბრუნდა ,მაგრამ ეს გამომეტყველება, მთელი სხეულით ავრცელებდა ტკივილს- მაგრამ რაღაც მოხდა -ყველაფერს დავთმობდი ოღონდ ის არ იყოს რაც არის -სესილიას ეხება?- რატომღაც ვიფიქრე რომ ისაუბრეს და საბოლოოდ თქვა უარი სიყვარულზე -ნეტავ საქმე მხოლოდ სიყვარულს ეხებოდეს ... არ გვისაუბრია. დრო არ იყო , არც იქნება ალბათ . არაფერი მინდა ახლა იმის გარდა რომ მამიდა კარგად იყოს , ჯანმრთელი დიდხანს, ბევრ წელს ისეთი როგორიც ყოველთვის იყო - არ მინდოდა იმის გააზრება რასაც ამბობდა. არ შეიძლებოდა ერთ ოჯახში ასეთი ბედის უკუღმართობა ,მაგრამ რეალობას ვერ გავექცეოდით -რა შეემთხვა მამიდას -სიმსივნე აქვს ... ძუ.ძუს კიბო - განაჩენივით ჟღერდა მისი ეს სიტყვები. დავდუმდი , რა უნდა მეთქვა - მეშინია , ასე არასდროს არაფრის შემშინებია . მგონია,რომ მეც მოვკვდები მას რომ ... ის რომ . ამის თქმაც არ შემიძლია, უბრალოდ დაშვება არ შემიძლია. თვითონ გვარწმუნებს ,რომ დროულად მივიდა , შორს წასული ფორმა არ არის, დღეს ამ დიაგნოზით ასე მარტივად არავინ კვდებაო . სკოლაში წამოსვლა არ მინდოდა , გამომაგდო . პერანგზე პირველი წარწერა თვითონ გააკეთა, ფოტოები გადაიღეო მთელი დღეა მწერს ... მტკიცებულებებს აგროვებს რომ ნამდვილად აქ ვარ -მამიდა მართალია.ეს დიაგნოზი განაჩენი არ არის მითუმეტეს მაშინ თუ დროულად მოხერხდა აღმოჩენა ... ის ხომ მებრძოლი ქალია, ამასაც მოერევით ერთად -ზუსტად ამ სიტყვებს ამბობს.. ცხოვრება ჩვეულ რიტმში გრძელდებაო . უბრალოდ ექიმთან ვიზიტები, წამლები და ქიმიის რამდენიმე პროცედურა გაჩნდება რაღაც დროის განმავლობაშიო. მე ასე მარტივად არ დაგტოვებთო ... ლამის მოვკვდი ,ისევ ჩვენზე ფიქრობს. ვგიჟდები, ამქვეყნად ყველაფრის რწმენა მიქრება. უბრალოდ არ შეიძლება არსებობდეს რაიმე სახის სამართალი , იქ მაღლა სასწორი საერთოდ არ აქვთ თორემ მამიდას სიცოცხლეს არასდროს არაფერი დაემუქრებოდა -რაც უფრო მეტ პრობლემას გადალახავ მით უფრო ტკბილი ხდება ცხოვრება...ბრძოლაში გამარჯვების შემდეგ კიდევ უფრო ძლიერდები . მამიდაც ასე იქნება როდესაც დასრულდება მკურნალობის კურსი და დაამარცხებს დაავადებას ,რომელიც ახლა ასე საშიშად ჟღერს -თქვენ გჯერათ , რომ ეს სიტყვები მომიტანენ სიმშვიდეს? -სიმშვიდეს მაშინაც ვერ მიიღებ ,როდესაც ექიმი გეტყვით რომ მეტასტაზები არ არის, რომ გაიმარჯვეთ, რომ მამიდა განიკურნა. მერე სულ , გამუდმებით იმის შიში გექნება,რომ დაბრუნდება ... შენ ხომ მანამდეც გქონდა მათი დაკარგვის შიში. საყვარელი ადამიანების სიკვდილის შიში ყველაზე ვერაგი, მოუშორებელი , გაუჩერებელი რამაა რასაც სიტყვები და ლოგიკური აზროვნებაც ვერ აქრობს. მხოლოდ მისი გაჩერებაა შესაძლებელი, რაღაც დროით გაფანტვა . შანსი არ უნდა მისცე რომ გმართოს, ძალა წაგართვას -ამის უფლებას არ მივცემ... ვერ ვაჩვენებ რომ დავნებდი,რომ იმედი არ მაქვს -იმედი ხომ გაქვს -იმედი ? ღმერთის სასწაულის არა. მხოლოდ ექიმების, წამლების, იმ მიღწევების რაც მედიცინაშია ამის მჯერა და სწორად ვაფასებ მდგომარეობას . მამიდაჩემის მჯერა, მეტის არავის და არაფრის ... ის შეძლებს ! როგორი იყო ილია? მე მის ბოლომდე აღწერას ვერასდროს შევძლებ . არც დიალოგის გადმოცემაა საკმარისი , მისი მზერა, მოძრაობა, ერთმანეთში ახლართული თითები და ღრმა ტკივილიანი ჩასუნთქვები უნდა გენახათ. მისი ცხოვრების ნაწილი უნდა გამხდარიყავით რომ დაგენახათ ამ ადამიანის სულის სიღრმე, მისი ძალა რომელიც იშვიათად მინახავს ადამიანში. -ყველაზე მძიმე ზაფხული გელის წინ -იმედია უკანასკნელი იქნება და მეტჯერ აღარ განმეორდება ... -აქამდე რატომ არ მოხვედი ილია , შეგეძლო როგორმე დამკავშირებოდი . ვისაუბრებდით -სესილია იყო ჩემ გვერდით ... ვერ ვისაუბრეთ გრძნობებზე, მაგრამ მაინც ჩემი ყოველდღიურობის ნაწილია . სულის მალამოაო რომ ამბობენ ხოლმე , ზუსტად ასეა და მე მის გარეშე არ ვიცი როგორ ვიქნები. იმდენი რამ ხდება , ზოგჯერ საერთოდ ვეთიშები სამყაროს ... ვაღმერთებ ! ჩემ დას უთქვამს დიაგნოზზე, მოულოდნელად მომეხვია , ფეხისწვერებზე იდგა თავისი წვრილი მკლავებით მეხვეოდა თავბრუსმახვევდა მისი თმისა და კანის სურნელი ... ყველაფერი კარგად იქნებაო . ესეც გაივლისო , ხომ გჯერაო მკითხა. რა უნდა მეთქვა , ვმუნჯდები ერთ მეტრზე რომ მიახლოვდება და იმ დროს ისე ახლოს იყო მისი სურნელი ისევ ჩემთან ტრიალებდა -იცის რომ აღმერთებ , ისიც იცის მის სიახლოვეს გული როგორ გიჩერდება . იცის როგორ გჭირდება , ყველაფერი იცის , გრძნობს და ამიტომ არის ახლა უჩვეულოდ ახლოს . აღარ დაელოდა შენს აღიარებას, მოვიდა იმიტომ ,რომ იცის წამალია შენთვის. ვერ ისვენებს როდესაც ცუდად ხარ -ხმა დამეკარგა, გავქვავდი -ისიც მოვა თუ იგრძნობს ,რომ ცუდად ხართ ? -ის ? ის არ მოვა ... მას მე სამყაროში ყველაზე ძლიერი ქალი ვგონივარ. ვერავინ დააჯერებს,რომ მჭირდება . არ არსებობს პრობლემა რომელიც ჩემამდე მოიყვანს - გამეღიმა , ალბათ ის იყო ერთადერთი ვინც ყოვლისშემძლედ მთვლიდა, ვინც წავიდა , დამტოვა და წაიღო რწმენა ,რომ მე არასდროს არაფერი გამიჭირდებოდა, რომ მე ყველაფერს გავუმკლავდებოდი -ზედმეტი რწმენაც ანგრევს ? -დანგრევა ყოველთვის უფრო მარტივია ... წლობით ნაშენებს განადგურებისთვის წუთები სჭირდება -მაშინ რა უნდა გავაკეთოთ -მთავარი დანგრევა არ უნდა იყოს ... ნგრევის შემდეგ აშენებაზე უნდა იფიქრო. იმ ადგილას არა? მაშინ სხვა , სულ სხვა ადგილას , სულ თავიდან . უნდა იცოდე მანამ სანამ ოჯახი გეყოლება სახლიც გექნება . სანამ სიყვარული არ გაქრება არ კვდები , არ ეცემი ისე რომ წამოდგომა ვეღარ შეძლო და ერთი ადამიანი მაინც თუ დარჩება ვისაც ეყვარები,ვინც გეყვარება განაგრძობ გზას -თქვენი ზაფხული როგორი იქნება ლილი -არ ვიცი, იქნება ისეთი როგორსაც დრო ჩემამდე მოიტანს მე კი ვეცდები მივყვე ისე რომ არ დავეცე .... ეზოდან ხმები ისმოდა. საათს შევხედე , კონცერტის დაწყების დრო მოვია . -თქვენ მართლაც გაქვთ ძალა იპოვნოთ გამოსავალი ნებისმიერი სიტუაციისას. არ ნებდებით, იბრძვით საკუთარ თავთანაც ომი გაქვთ ... ახლა აქ ასე მშვიდად რომ დგახართ ესეც თქვენი გამარჯვებაა - ილია ჩემ წინ იდგა , მშვიდად საუბრობდა და მე ისევ დავკარგე საკუთარი სტატუსის შეგრძნება,როლები გავცვალეთ - მომავალ საუბრამდე ლილი ............... წლის ბოლო, შემაჯამებელი ღონისძიება ნამდვილად მასშტაბური იყო. ყველა კლასის წარმომადგენელს ნახავდით მონაწილეებს შორის, მათ ნიჭს პოპულარიზაციას უწევდა ახალი დირექტორი. თითოეულ მათგანს იცნობდა, ყველასთან თავისუფალი,ღია ურთიერთობა ჰქონდა ახლა კი ისე ღელავდა როგორც იქ მყოფი მშობლები,თოთოეულის ცალ-ცალკე და ყველასი ერთად. ყველაფერს აკონტროლებდა და მაინც ხელს არ უშვებდა გვერდით მდგომ ნონას მანამ სანამ დაჩი არ გამოჩნდა , გაკვირვებული გამომეტყველებით მოხვია მკლავი მხარზე და თავზე აკოცა. სალომე ნონას გვერდით დადგა და წამყვანების წყვილს მიაპყრო მზერა . ლილის სიტყვები არ ესმოდა, მაგრამ რამდენიმე წუთი დაკვირვებაც საკმარისი იყო მისთვის. მარტო იდგა , ირგვლივ ასობით ადამიანი იყო მთელი ეზო გაივსო ამ ქაოსშიც ახერხებდა მათ გაერთიანებას, უყურებდა და დაკვირვებით გაჰყავდა დრო. ხალხმრავლობაში სწორედ მოსწონდა , ემოციების სიჭრელე. მონაწილეები ერთმანეთს ცვლიდნენ, მღეროდნენ, უკრავდნენ, ცეკვავდნენ, ლექსს კითხულობდნენ , წამყვანებიც იცვლებოდნენ და მათ მიერ გადმოცემული ინფორმაციაც მრავალ თემას ეხებოდა , გრძელ სასწავლო წელს აჯამებდნენ , არცერთ მიღწევას ივიწყებდნენ . აკაკი ყველას დირექტორი იყო და ამ ფაქტს ვერავინ უარყოფდა. ვაჩე პირველად რომ გამოჩნდა სცენაზე მისი კლასელები იპოვნა და სიტყვებდაკარგულ ახალგაზრდებს ღიმილით აკვირდებოდა. ვაჩესთვის მნიშვნელობა აღარ ჰქონდა მათ აზრს, მაგრამ პოპულარობის ახალ საფეხურზე რომ გადაინაცვლა ეს ფაქტი სექტემბრამდე გახდებოდა ცნობილი. ხედავდა მოცეკვავე წყვილებს , მათ შორის ნინუცას და ჯანოს პოვნა არ გასჭირვებია. დიდხანს ეძებდა ელეონორას , სწორედ ამ დროს მოახერხა გოგონას დანახვა, ოთხნი იდგნენ ერთად შავ ანაფორაში საშუალო სიმაღლის ჭაღარა წვერით კაცი ფერად კაბაში გამოწყობილ შავთმიან ქალს ესაუბრებოდა იოანას თითებს კი მასზე ერთი თავით მაღალი ბიჭი კოცნიდა. იმ წამს მათთვის ირგვლივ არავინ იყო , მხოლოდ მუსიკის ხმა ესმოდათ და ერთმანეთს მზერას არ აშორებდნენ . ისევ გაეღიმა ფსიქოლოგს, თითები ერთმანეთში ახლართა , სიცივე შეჰპარვოდა უერთმანეთოდ დარჩენილ მტევნებს . მოუთმენლად ელოდა სცენაზე გამოსულ მოცეკვავეებს შორის ლილეს დანახვას და აი ისიც გამოჩნდა ,გოგონებს შორის ისე იდგა როგორც მათი ნაწილი, მაგრამ მაინც ყველასგან გამოირჩეოდა . ქართული ცეკვა , სისხლის მიმოქცევის სიჩქარეს წამებში ცვლის და ჟრუანტელს გგვრის, სიამაყით გავსებს უყურებ სხვების მოძრაობას და გგონია რომ შენც მათთან ხარ, სუნთქვა გეკვრის ემოციებისგან ბოლოს კი ტაშს უკრავ , რაც შეიძლება ძლიერ რომ ემოციები გაფანტო ,გააგებინო როგორ მოგეწონა, რამდენად ხარ აღფრთოვანებული. ხედავდა ბედნიერების ცრემლებს ლილეს გიშრისფერების ირგვლივ, სადღაც ახლოს ალბათ მისი მშობლებიც იყვნენ , ლილიმ ვერ მოახერხა თვალის მოშორება და მათი პოვნა აფორიაქებულ ბრბოში. გულზე ხელი მიიდო და ლილეს თავი დაუკრა, ასე დაემშვიდობა სცენაზე მდგომს რომელმაც ამდენ ხალხშიც მოახერხა ფსიქოლოგის პოვნა. დრო სწრაფად გადიოდა, არ ჩერდებოდა, მოდუნების საშუალებას არ აძლევდნენ მონაწილეები მაყურებლებს . დასასრულამდეც მივიდნენ , ვაჩე და ბიჭები კიდევ ერთხელ აღმოჩნდნენ სცენაზე , ტაშით დახვდნენ მათ ბოლო სიმღერას . პირველივე ბგრებმა გააჩუმა ყველა , ვაჩემ სწორედ ამ დროს გაუსწორა მზერა ლილის ... ეს იყო სიმღერა რომელსაც მისთვის მღეროდა, მაყურებლების რაოდენობა განახევრდა, დარჩენილი ახალგაზრდები ცეკვავდნენ ლილი კი გაყინული იდგა, თვალები დახუჭა მელოდია ბოლომდე რომ შეეგრძნო ირგვლივ არავინ და არაფერი დარჩა . რამდენიმე წამში დასრულდებოდა , შებრუნდებოდა ,იქაურობას დატოვებდა და ზაფხულის დღეებს განაგრძობდა. მელოდიამ სხეულს მოძრაობა აიძულა, ოდნავ შეარხია სხეული ,მაგრამ მალევე გაქვავდა როდესაც მუცელზე მტევანი შემოეხვია, ზურგს უკან არსებული სიცარიელე მთლიანად შეივსო და ყელში დატოვებულ კოცნას ნაცნობი ხმა მოჰყვა „ ლილი“ . მხოლოდ ეს იყო, ერთადერთი სიტყვა , ჩუმი, ბოხი, ხრინწშეპარული ხმით რომელიც უსაზღვროდ უყვარდა. თვალები ვერ გაახილა, შებრუნდა , მისი სურნელით გაჟღენთილი ჰაერი ღრმად ჩაისუნთქა და შემდეგ გაუსწორა მზერა სამყაროში ყველაზე დიდ მონატრებას, სიყვარულს , ყველა გრძნობას ერთად . ვერაფერი თქვა, უყურებდა და იღიმოდა , იცინოდა შემდეგ კოცნიდა , ეხვეოდა , მის გულისცემას უსმენდა და მიდიოდა , მასთან ერთად ყველასგან შორს , უმისამართოდ ... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.