შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ფული,სიყვარულის სანაცვლოდ (ნაწილი2)


18-12-2020, 14:19
ავტორი ♡The moon
ნანახია 2 044

-იმოქმედებდა წამალი გათიშული იქნება ძმა, წამო ტყეში იქით წავიყვანოთ მაინც.
-ერთი ორი წუთით ძმა და ისე, მაინც კარგად იმოქმედოს .
-მაგის მკერდისთვის, ერთი საათიც ვიჯდები ამ ბუჩქებში.
-პირველი მე ვარ ძმებო მაგას უნდა შევაყინო ის, გამოხედვა და შუა თითი, უკან გავტენო.
-ჯანდბა ჯანდაბა, ავდგე გავიქცე?რა გავაკეთო კარავი მოშორებითაა, თან ყველა გათიშულია ღამის თორმეტია უკვე...
-წამო ძმა უკვე ცეცხლიც ჩაქრა, ეგენი ვერაფერს გაიგებენ კაიფში არიან.
ფეხის ხმა უფრო ახლოს მოვიდა ჩემთან, კარავში ვიღაცამ დანა გაუყარა სწრაფად აჭრა, დავიყვირე ,მაგრამ პირზე ხელი ამაფარა.
-ღვიძავს ამ ნა......ს.
-მეტი გზა არაა წავიყვანოთ გადავაგდებთ, მდინარეში და მერე იძიონ.
ვიკლაკნებოდი ვიქნევდი ფეხებს, მაგრამ სამ კაცთან რას გავხვდებოდი, ტყისკენ წამიყვანეს და კარგად მოვშორდით იქაურობას, კაბა შემომახიეს როგორღაც დავიწივლე, ფეხიც გავიქნიე და გადავაგდე ის ღორის ტუჩა იყო, მოვიდა სახეში შემომარტყა და ვიღაც ზედ დაეცა,
ერთი იყი ესენი კი ხუთი წამივხტი,
და მთელი ხმით დავიწყე ყვირილი.
ფანარი ჩავრთე რომ დამენახა .
-ფოტოგრაფი?საიდან მოხვედი?
ის კი მხეცივით სცემდა ხელში ჯოხი აეღო და მორიგეობით ხვდებოდათ.
-ნუ წივიხარ მთვრალები არიან და მკვლელობა მოხდება.
-მაგრამ...
-რომ გეუბნები მოკეტე, დამიყვირა და მოქნეული ხმელი ჯოხი გადაალეწა ღორის ტუჩიანს, სიმწარისგან გონება დააკარგინა, ისე გამეტებით ურტყამდა ამ ჯოხს, ამის მერე ხუთივე ხეზე მიაბა მჭიდროდ და ცეცხლი აანთო, შემოხეულ კაბას ვიფარებდი ტანზე და სირცხვილით, თვალებში ვერ ვუყურებდი.
-კარგად ხარ?
-მადლობა შენ რომ არა, მოკვლას მიპირებდნენ.
-რა იცი?
-გავიგე, წყალში გადავაგდოთო.
-ამათი ძაღლი დედაც ვატირე. მივიდა და ერთ-ერთს გვერდში ამოარტყა ფეხი .
-შენ რომ არ ყოფილიყავი....
-არ გინდა ახლა დრამა,მაიკა გაიხადა საყელო გახია და მომაწოდა
-კაბასავით ამოიცვი.შეტრიალდა თან ლაპარაკი განაგრძო,-სამი საათია ცეცხლი ენთოს, მე აქ ვიქნები შენ წადი, კარავში დაიძინე.
-აქ მინდა დავრჩე .
-აქ რა უნდა აკეთო?
-ფოტოები მანახე.
-არა.
-მწვადი, ძალიან გემრიელი იყო.
-აკი არ გინდოდა ?
-ვერ შევძელი...
-მეტიჩარა
ხარ და გვერდით ისეთი გინდა რომ, მოგარჯულოს.
-რომ არა შენ,სამუდამოდ მომარჯულებდნენ.
-მე ღორებზე, არ გელპარაკები.
-მაშ,შენნაირ ძლერ მამაკაცზე? ვინც მომარჯულებს თვალებში შევხედე და ტუჩზე ვაკოცე, ხელით ჩემს ადგილზე დამაბრუნა.
-მე შენი კატეგორიის გოგოები არ მომწონს.
-მე როგორი ვარ? აქამდე ჩემთვის არავის უკადრებია, ის რასაც ეს ბიჭი კადრულობს.
-თავხედი.მითხრა და თვალებში შემომხედა, დავიბენი.
-ჩემთვის ამის თქმა არავის გაუბედია, თან ვბრაზობდი მის ურცხვ პირდაპირობაზე, თანაც მომწონდა, ახლა ეს ჩემთვის ედემის უცხო ნაყოფივით იყო, რომლის ჩაკბეჩვა მინდოდა.
-იმიტომ ხომ არა რომ ყოველთვის არაკაცებთან გქონდა საქმე?
-ჩემი ნათესავები ეგეთები არ არიან !
-ისინი შენი ნათესავები არიან და დასავით ხარ, გულს არ გატკენენ, იმისგამო რომ...
-რისგამო?
-დაივიწყე.
-რომელ კლუბში დადიხარ?
-არ მიყვარს კლუბები.
ჩემდა უნებურად ჩავიცინე...
-იქ რაარის საინტერესე ემილია?
-მამაჩემივით მომმართავ, რავიცი გართობა.
-ზუსტად რომ არ იცი, პატარა გოგო ხარ.გადამთვრლი ან ნარკოტიკისგან გაბრუებული ახალგაზრდობა,რომელიც ერთმანეთში ეზილება და ღამე ვინ ვისთან იძინებს კაცმა არ იცის, მერე ფეხმძიმდებიან, ზოგი კლავვს ნაყოფს . ზოგი კი ვითომ დიდსულოვნებას იჩენს ერთი ღამის გაცნობილთან რომ იკოტრიალა, მამის სახელსაც რომ ვერ არკვევს და ეჭვობს,გუშინ რომ მივეცი იმისია თუ გუშინწინდელისო.
რა გაოცებული მიყურებ,არ თქვა ეგრე არაოო?
მწარედ ჩამეცინა, ხომ ვიცოდი რა რეალურს ლაპარაკობდა ,მაგრამ რა უნდა მეთქვა იმას რასაც ჩემი დაქაკიც კი არ დაიჯერებდა ?!
აქამდე სხვა რეალობა ,,მიტყდებოდა" ჩემი ფენის დაცინვა, ერთ ღამეში კი ჩემი ცხოვრება მთლიანად შემრცხვა მაგრამ რას გავტყდებოდი...
-ცუდი წარმოდგენა გაქვს იმ ადგილზე სადაც არ დადიხარ. აბა რას აკეთებ მთელი საღამო ?
-ბრმა დედას, შექსპირის სონეტებს ვუკითხავ.თვალი ჩამიკრა...
ღმერთო ჩემო, ასეთი არაფერი მინახია ეს ან გიჟია, ან ძალიან ჭკვიანი.
-ნახე მზის სხივები გამოჩნდა და ტბა რალამაზ ფერშია, ხელები გავშალე და ტბისკენ გავიქეცი თმები სულ აიბურდა ერთმანეთში და ნიავი ეპატრონებოდა, როგორც უნდოდა.
წყალთან მივედი სახეზე შევისხი და ბედნიერების სიცილმა დამკრა ,შემოვტრიალდი ფოტოაპარატით ხელში დამხვდა .
-მაჩვენებ? ლაპარაკით მისკენ მივიწევდი, ის კი თვალებში მიყურებდა და თითქოს მომენტის დაკარგვა არ სურსო ,სურათს სურათზე მიღებდა...
-ვერ გაჩვენებ.
-რატომ?
-არის რაღაცეები რისი ნახვაც არ შეიძლება შენთვის .
-კარგი ერთი რა, არ მითხრა ახლა რომ სიშიშვლეს აღმერთებ,ნუთუ მთელი კამერა მაგითაა გადაჭედილი ?გავიცინე
-ხელოვნების ნიმუშად ნამდვილად აღვიქვამ, ეს მე არ მომიგონია ,სიშიშვლე ცივილიზაციამდელ
პერიოდში გვხვდება, პირველყოფილ ხელოვნების სახით... ჯერ არ მაქვს მაგ სახის ნამუშევრები.
-ჯერ, ესეიგი გექნება მაშ, რატომ არ მანახებ?
-სხვა დროს იყოს... ახლა კი წამო ვნახოთ, როგორაა მხეცი მახეში..
ისევ იმ ადგილს დავუბრუნდით .
-მიდი რა ძმურად გაგვიშვი, ვინც დაგამცირა იმისთვის ღირს ეს თავდადება?
-თქვენ უნდა მიკარნახოთ ეხლა, რაზე ღირს თავდადება და რაზე არა?
-მოდი ძმაო ერთს გეტყვი რა, გაგვიშვი და ჩვენ გზას დავადგებით ,თუ არა და ეს დღე მონიშნე კალენდარში თან მიაწერე ,, აქედან გავვუბედურდიო"მერე თავი აღარ გექნება.
-გოგო რომ გთხოვდათ თქვე ნაბიჭვრებო გაუშვით? კიდევ ერთი წიხლი უთავაზა,
ხმა არცერთს ამოუღია მხოლოდ თვალები მიუგავდათ მხეცისას.
-ემი, ემი ძახილის ხმა ისმოდა იმ კუთხიდან, სადაც კარვები იყო გაშლილი.
-ნიკუშ, გავიქეცი აქ ვარ, მოდით აბა ყველა.
ორ წუთში ყველა იქ გაჩნდა .
-მოიცა არ წასულხარ ძმა ?
-ვიცოდი დამიგვიანდებოდა გზად და ვარჩიე კარავი აქ გამეშალა და გადამეღო...
-კიდევ კარგი ნიკუშ თორე ახლა, მკვდარს მნახავდით.
-რატომ? რა მოხდა ?
-წამოდი გაჩვენებთ ,რამდენიმე ნაბიჯის შემდეგ გამიჩნდა ხუთივე ხე ,სადაც ძროხებივით იყვნენ მიბმული ხუთი პირუტყვი.
-ეე, რა არის ტო ?
-ნიკუშ, ეს ბიჭები, ვინ დაპატიჟა?
-მე, ჩემი ბრატები არიან .
-მე შენ ხომ გითხარი ,უცხო სასტავი , არ გამაკარო თქო ?!
-და ეს, რა პონტია ?
-ძმა, წამო აბა, ცალკე დავილაპარაკოთ.
ნიკა, ბექა თორნიკე და ფოტოგრაფი, ერთად გავიდნენ, არ მესმოდა რას ლაპარაკობდნენ, მაგრამ ნიკუშა ხელლებს, მუშტავდა და თავში ხელს ირტყამდა.
ბექა, ხელებს უშლიდა ნიკას, მერე ყველა, ფოტოგგრაფმა გააჩერა და რაღაც ისე უთხრა რომ ,თითქოს ყურში ჩასჩურჩულაო, ყველამ მას შეხედა, თავი დააქნია და ოთხივე, აქეთ წამოვიდა .
-წავედით ახლა, ჩვენ დაიღრიალა ნიკუშამ და ღორის ტუჩიანს, შიგ სახეში ატაკა მარჯვედ ფეხი, სისხლმა, გაასხა ყველა მხარეს ... მათ მანქანას, დანით ბორბლები დაუკეპეს ...
დანა, ღორის ტუჩებიანის ფეხებთან, დააგდო და მანქანაში ჩავსხედით ყველა ...
ფოტოგრაფი და ნიკუშა წინ იჯდნენ,რადგან პრავა, ჯერ არ მქინდა, ჩემს მანქანას, ნიკა დაატარებდა. მე, ბექა და თორნიკე უკან,დანარჩენები, სხვა მანქანებში განაწილდნენ.
-ემი, ძაან ტეხავს ტო, მამაშენს რა ვუთხრა ჰა?
-რა უნდა უთხრა ბრატ,აქ ვინმე, ამის სახლში, განხილვას აპირებს? ისეთი ,თვალებით შემომხედა, ამის თქმის შემდეგ, გამაცია.
-ძმა, ვიღაც მაინც ეტყვის რა, ან რამენაირად, გაიგებს და მიტყდება, პროსტა ჩემი ბრალია რა.
-შენი ბრალია ბრატ, მაშ უცხო ბიჭები რომ, მოგყავსს და უზომოდ თვრები ,არაა სწორი მიდგომა, არ გაგიტყდეს.
-რა უნდა გამიტყდეს ძმაო, კიდევ კარგი გადაგვარჩინე, თორემ უბედურები გავხვდებოდით .
-რა მოსატანია ძმაო, ყველა კაცი ჩემნაირად, მოიქცეოდა და არაკაცების ადგილი ,ისეა როგორც დარჩნენ ...
-აუ ძმა,ვალში ვაართ და როცა მოგინდეს ,შენს გვერდით ვართ. -დღეიდან ჩვენს განუყრელ სამეულის მეოთხე წევრი ხარ,დაამატა თორნიკემ
სახლში მივედით, მამა კარებში შემხვდა ,
-ჩემო ტკბილო არსება, როგორი დრო გაატარე?
-ძალიან კარგი მამა, დიდი მადლობა ...
მისკენ წავედი და გულზე მივეხუტე.ხელით თმაზე მომეფერა.
-კარგი მამა, სამსახურში მივდივარ და რომ მოვალ ,ემილი ყველაფერს მომიყვები კარგი?!
-რათქმაუნდა მამა, წარმატებული დღე.
-მიუხედავად იმისა რომ, მამა მუდამ დაკავებული იყო, სამსახურით და დრო იშვიათად ჰქონდა, ჩემთვის ყოველთვის იცლიდა და ვლაპარაკობდით ხოლმე, ვერაფერს ვუმალავდი, სამწუხაროდ, თუ სასიხარულოდ.
ოთახში ავედი, ძალიან მეძინებოდა,მთელი ღამე ხომ, ფოტოგრაფთან ლაპარაკში გავიდა.
-ფოტოგრაფი, ვთქვი ხმამაღლა და გადავიხარხალე, ნეტა რაქვია? ისევ დავიწყე სიცილი, მთელი ღამე ველაპარაკებოდი კაცს, რომლის სახელიც არ ვიცი.ღმერთო შემიწყალე, ნამდვილი სულელი ვარ.
ჩამეძინა,კარის დაბრახუნებაზე გამომეღვიძა. კარში, დედა იდგა ტიროდა.
-რა ხდება დედა?რატომ ტირი? ფეხზე წამოვხტი და მისკენ გავქანდი.
-მამაა,საშინლად გაბრაზებული გიბარებს .
-აუ გაიგო ხომ, ვინ უთხრა ?
- მარიამი და ლიზი ლაპარაკობდნენო, მამაშენმა.
-ჯანდაბაა... ჯანდაბაა.
ოთახიდან გავედი და მისაღებისკენ გავეშურე, მამაჩემი დივანზე იჯდა და ხელში, ტელეფონს ათამაშებდა, ნერვიულად, მივხვდი კარგი, არაფერი მელოდა.მივედი მაგიდაზე ,წინ ჩამოვუჯექი, ერთი შემომიბღვირა, თვალებში და:
-მოიცადე, ჯერ საყვარელი, თანამებრძოლებიც მობრძანდნენ.
ხმა არ ამომაღებინა, ხუთი წუთი ისე ვიჯექით, გაბრაზებული შემომხედავდა ,ისევ ტელეფონს დაუწყებდა, ყურებას და ნერვიულად ტრიალს.
პირველად, ნიკა შემოვიდა, ის ჩვენში ყველაზე, ჭკვიანი და უფროსი იყო,მამა მხოლოდ ,მას ენდობოდა, 24 წლის ნიკას,მერე თორნიკე და ბოლოს ბექაც.
სამივემ კარგად იცოდა, რის გამოც იყვნენ დაბარებულები, მაგრამ ნიკას,ყველაზე მეტად,ალეწვოდა სახე და თავჩაღუნული, მამას თვალს, ვერ უსწორებდა.
-ნიკა, გელოდები მომიყევი, რა მოხდა,უთხრა მშვიდად.
-ჩვენ მოვაგვარებთ, ყველაფერს ძია, ამ ერთხელ მაპატიე.
-რას მოაგვარებ, თქვენ... დაიღრილა მამაჩემმა, ისე რომ ყველას შიშის ზარი დაგვცა.
-გუშინაც ხომ, თქვენ მოაგვარეთ, მალე, ყველაფერი მოყევი თორემ... ხელი დამუშტა მამაჩემმა .
ნიკუშამ მისვლის წუᲒიდან, როგორ დავლიეთ, როგორ ვიცეკვეთ, ვიმღერეთ, იმ ღორის ტუჩებიანს გოჩა, რქმევია და იმის უმსგავსობაც მოყვა, მე, როგორ მივედი და დავისვენებ, მეთქი ვუთხარი , ყველაფერი მოუყვა.
-მერე?
-მერე ცეცხლთან ვიჯექით, გვიანობამდე, ავდექი დავწექი, ვიცოდი რომ ,ყველას ეძინა.
-და მერე ,დილამდე ისე გეძინათ რომ, კარავში არ შეგიხედიათ, გოგოები არ მოგიკითხიათ,მოიცა ყველა რომ, დახოცილი დაგხვედროდა, მერე
-ბოდიშს ვიხდი.
-გაგრძელე იქიდან, შენ რომ წახვედი ,დასაძინებლად ემილი.
-თავბრუ მეხვეოდა, მიუხედავად იმისა რომ, ბევრი არ დამილევია, მაგიტომ დავწექი, მუსიკა ჩავრთე არ დამეძინა, კარვები ჩაყოლიებად იყო გაშლილი, ტყის კუთხიდან, ფეხის ხმა გავიგე, მერე ეს ,ფეხის ხმა ,ჩემს კარავთან მოვიდა და გავიგე რომ, ჩემს მოტაცებას და ხომ ხვდები მამა, მერე ვიღაცამ, დანა ჩაარჭო კარავს და მთელი ტანით შემოძვრა,პირზე ამფარეს და ტყისკენ,წამიყვანეს, რაც შემეძლო,თავს ვიცავდი, მერე კი, ვიღაც ზურგში დაეცა, ამ გოჩას და ცემა დაუწყო, სანთებელა მქონდა და რომ ჩავრთე, ფოტოგრაფი აღმოჩნდა, ყველა ცემა და ხეზე მიაბა, მასაც კარგად ჰქონდა მოხვედრილი ,მაგრამ სიცოცხლე გადამირჩინა....
-მოიცა, სიცოცხლე,გადაირია მამა...
-ხო გეგმავდნენ რომ, მოვეკალი და წყალში ჩავეგდე, შეიძლება ჩემს შესაშინებლად თქვეს .
-რა ქვია სახელი ფოტოგრაფს, ვინაა საერთოდ?
-მე, არ ვიცი.
-აკი მითხარი სულ ნაცნობები, ვიქნებითო.
-ფოტოგრაფი ბექამ წამოიყვანა, ის ხუთი კი ნიკამ.მას არაფერი დაუშავებია.
-რატომ? ნიკა რატომ წაიყვანე, ის ახვრები,რომლებიც არ არიან სანდო.
-მოსაწევის გამო, თქვა და ცრემლები წამოცვივდა ნიკას,ამის გაგონებაზე კი ,მამამ ეცა და ერთი, კიარა ათი სილა გაარტყა.
-შენ , იმათმაც დაგაბოლეს, გადებილდი და ლამის გოგო, ვაი ნიკა ვაი ,ერთი თმის ღერიც რომ, ჩამოვარდნოდა ემილის ,ისე მოგკლავდი, სულ არ გამახსენდებოდა, ჩემი ძმის შვილი რომ ხარ, იმ კაცს, უთხარით მადლობა.
ნიკას ტუჩიდან და ცხვირიდან, სისხლი სდიოდა.
-კიდევ დამარტყი, მეტის ღირსი ვარ, ბავშვივით ატირდა ნიკა და ძირს დაჯდა,კედელს მიეყრდნო.
-თითო სილას, თქვენც იმსახურებთ, ჩამოუარა, ჯერ თორნიკეს ,მოხვდა მერე კი ბექას , ბექასთან გაჩერდა -ის ფოტოგრაფი ვინღაა?
-შოთა ხომ იცი ,მანქანით რომ, დაარტეს და მიიმალნენ,მაგის ბიჭია. ნამდვილი ადამიანია .
-წადი და აქ მოვიდეს, უთხარი.
ბექამ დარტყმულ ლოყიდან ,ხელი მოიშორა და იმ წამსვე გაიქცა,თითქოს საგმირო, საქმე უნდა გაეკეთებინა.
მამა, დერეფანს გაუყვა და კაბინეტის კარები მიიჯახუნა.



№1 სტუმარი სტუმარი ლამზირა

შემდეგი თავი როდის დაიდება?

 


№2  offline მოდერი ♡The moon

სტუმარი ლამზირა
შემდეგი თავი როდის დაიდება?

ვეცდები მალე ავტვირთო, ჯერ საახალწლო ჩანახატი კონკურსისთვის და ამის შემდეგ აუცილებლად. მადლობთ ყურადღებისთვის და ინტერესისთვის <3
--------------------
მ.ზ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent