ანომალია (თავი2)
გარედან ისე მარტივად ჩანს ხოლმე ყველაფერი, ისე მალე აჯერებენ ადამიანები ერთმანეთს გაცვეთილ ზღაპრებს, მაგრამ მაინც სულელებივით ეჭვიც კი არავის ეპარება, რომ შეიძლება მომღიმარი სახის მიღმა რამე საშინელი იმალებოდეს, თავისთავად არ ვგულისხმობ ცალმხრივი სიყვარულისგან ან ღალატისგან და დაშორებისგან გამოწვეულ გრძნობებს ვგულისხმობ მომენტებს, როდესაც საკუთარი თავი შიგნიდან გიღებს ბოლოს, გკაწრავს და განადგურებს… დაავადებას, რომელიც დოლორესს ჰქონდა ის მრავალფეროვნება აქვს, რომ შეიძლება მრავალი დემონი წარმოქმნას შენს გარშემო და შენივე გონებამ და წარმოსახვის ცოცხალმა უნარმა მოგიღოს ბოლო. თავიდან ყველაფერი სიბნელის შიშით დაიწყო, ოთახში შესვლისას პირველ რიგში რასაც აკეთებდა სინათლის ანთება იყო, დაწოლის წინ კი არასდროს ჩქარობდა, მის ჩაქრობას, პატარა ბავშვს დაემსაგავსა, რომელსაც საწოლის ქვეშ მყოფი მონსტრის ეშინია, ანდაც კარადაში ხედავს არაამქვეყნიურ არსებებს, ხანდახან ფიქრობდა კიდეც, რომ ამ რაღაცის დანახვა რაც მის არსებაში წარმოიქმნა ბევრად უკეთესი იქნებოდა, მაგრამ მან ნელ-ნელა განვითარება დაიწყო ასე, რომ ვთქვათ გაიზარდა და მეორე ეტაპზე გადავიდა… ხმები მის გონებაში, ჩურჩული ოხ ეს გამაყრუებელი ჩურჩული, სულის წამღებად, რომ გაისმოდა და არასდროს იცოდა როდის დასრულდებოდა. ათობით ერთმანეთისგან განსხვავებული ხმა, ათობით ერთმანეთისგან განსხვავებული ტონალობა, ათობით ერთმანეთისგან განსხვავებული თემები, მაგრამ ყველა ერთნაირად მტკივნეული და სუნთქვის შემკვრელი. ყოველთვის იყო ამ გოგოში რაღაც სხვანაირი, რაღაც ძალიან უბრალო და ამავდროულად განსაკუთრებული, სხვებისგან განსხვავებით გარეთ გასვლასა და გართობის მაგივრად ერჩივნა სახლში ყოფილიყო და რამე საინტერესო ეკეთებინა, არასდროს მოსწონდა ფილმების ყურება ყოველთვის ფიქრობდა, რომ ეს იყო რეჟისორის თვალით დანახული ამიტომაც წიგნების კითხვას ამჯობინებდა ყოველთვის… ხო წიგნები ყველაზე მეტად უყვარდა, უცნაური ჩვევა ჰქონდა ხელში, რომ აიღებდა გადაშლიდა და ფურცლებს სუნავდა, ყველაზე მეტად ძველი წიგნების სუნი უყვარდა, რადგან მათი ფურცლები გადახუმებული იყო და ისეთ შთაბეჭდილებას უტოვებდა თითქოს დროებამ გადაუარა, ყოველთვის პირველი ფურცლის წაკითხვისას სულ ბოლო გვერდზე ფურცლავდა და მას კითხულობდა, ძალიან ბევრჯერ ჰქონია შემთხვევა, როდესაც თავისდაუნებურად ისტორიის დასასრულის შესახებ წაუკითხავს ისე, რომ ის არც დაუწყია რაზეც ხშირად ეცინებოდა, სეირნობა მოსწონდა მითუმეტეს ქარიან და ცუდ ამინდებში, ფიქრობდა, რომ ამ დროს ჰაერი ძალიან სუფთა და სუსხიანი იყო, რომ სუნთქავდა ისეთი შეგრძნება ეუფლებოდა, თითქოს ფილტვები აუყვავდაო, გრძნობდა როგორ ეპარებოდა სიცივე, და ძალიან უყვარდა ამის ყოველ საღამოს გაკეთება. ალბათ ერთ-ერთი მთავარი მიზეზი რის გამოც დაავადებამ სიმპტომები მალე შესამჩნევი ვერ გახადა იყო ის, რომ დოლორესს ძალიან უყვარდა მარტოობა არა იმიტომ, რომ არა კომუნიკაბელური იყო უბრალოდ მოსწონდა თავისით, რომ უმკლავდებოდა პრობლემებს, მოსწონდა, რომ შესაძლებლობა ჰქონდა თუნდაც სულ ცოტა ხნით ყოფილიყო დამოუკიდებელი ყოველ შემთხვევაში მანამ სანამ მამამისს არ ჰქონდა საკმარისი დრო, რომ მისი მომავალი დეტალებში გაეთვალა. *** -დილამშვიდობის ვიეტნამ !!! (იყვირა როგორც ყოველთვის არც ერთი წუთით ადრე და არც ერთი წუთით გვიან პუნქტუალურმა ედიმ და გულიანად ახარხარდა) ამ დროისთვის დოლორესს უკვე ეღვიძა და ფიქრობდა ახლად გამოჩეკილ ადამიანზე, რომელიც იმ დღეს მათთან უნდა მისულიყო, წარმოიდგენდა მას გონებაში, წარმოიდგენდა რა ფირმის მანქანით შეიძლებოდა, რომ მოსულიყო, წარმოიდგენდა რა თემაზე შეიძლებოდა, რომ ესაუბრა და ყველა შემთხვევაში საბოლოოდ ის ვიღაც იდიოტი გამოდიოდა ლამაზ ტანსაცმელში გამოწყობილი, მერე ლოგინზე წამოჯდა და რამდენიმე წუთი ასე გაატარა: -აპირებ, რომ მთელი დღე ბუდას პოზაში იჯდე და თვალები აქეთ იქეთ აცეცო? ადექი ცოტა ცოცხლად დოლორეს ახალგაზრდა გოგო ხარ ვერ ვიტყვი სიცოცხლით სავსე მეთქი, მაგრამ ეს თუ დაგამშვიდებს მაშინ კარგი, ცოტა გამოცოცხლდი თანაც დღეს ვიმხიარულებთ (თქვა და თავისი გრძელი ხალათის ქამარი ჰაერში გააქნია რამდენჯერმე ) -შეგიძლია დამამშვიდებლები ჩემს მაგივრად დღეს შენ მიიღო რადგან ეს შენ უფრო გესაჭიროება (უთხრა და ენერგიულად ადგა ლოგინიდან) -იცი ცოტა სინაზე დაგხატავდა, თორემ ასე ძალიან მამაკაცურად გამოიყურები -აუცილებლად გავითვალისწინებ ეს, რომ თქვა ედიმ თვალი ჩაუკრა და ენა გააჩუმა, დოლორესმაც მომენტით ისარგებლა და ფიქრებში ჩაიძირა „თუ დღეს აქ ვინმე მოდის ბუნებრივია, რომ წამლებში დამამშვიდებლებიც იქნება გარეული, რომ სტუმარს იმის გარანტია ჰქონდეს, რომ კარში შემოსვლისას სულიერის დანახვით გაოცებული რომელიმე პაციენტი მის კისერზე შემოხვეული არ აღმოჩნდება, კი ნამდვილად ვაღიარებ, რომ ამ წამლების დალევის მერე ჩემი დემონები გაჩუმებას იწყებენ, და მათ კონტროლს ვახერხებ, მაგრამ დღეს უბრალოდ მინდა დავაკვირდე მათ ქცევას და მოვისმინო მათი საუბარი ხომ შეიძლება, რომ რამე მნიშვნელოვანი გავიგო არა? „ -რაზე ჩაფიქრდი? -შენი საქმე არ არის -როდის მერე დაიწყე ჩემთვის შენი საიდუმლოებების დამალვა? -მე შენთვის ისედაც არასდროს გამიმხელია არაფერი მით უმეტეს, რომ არანაირი საიდუმლო არ მაქვს ამიტომ სცენების დადგმას თავი დაანებე -ამ ბოლო დროს რაღაც ერთმანეთს ვეღარ ვუგებთ -ღმერთო ჩემო! არც კი მჯერა ახლა, რომ ამას ვაკეთებ (თქვა და მხოლოდ საჭირო აბები მიიღო) -ვერ მივხვდი რა იგულისხმე? -ის, რომ აქ ვდგავარ წარმოსახვით ადამიანთან ერთად და ურთიერთობებს განვიხილავ (თქვა თავისი სიგიჟით გაკვირვებულმა დოლორესმა) -არაუშავს ძვირფასო ამის არ უნდა გრცხვენოდეს მე შენ მიგიღებ ისეთს როგორიც ხარ (თქვა ედიმ და სიცილი ძლივს შეიკავა) -შენთან დედა-შვილურ საუბრებს არ ვაპირებ და არც შენი მიმღეობა მჭირდება არაფერში ძალიან გთხოვ ედი დღეს თავი დამანებე -კარგი რადგან ასე ამბობ დერეფანში, რომ გავიდა დოლორესმა შენიშნა, რომ პერსონალის ერთ-ერთი თანამშრომელი დაჟინებით უყურებდა მას, უცნაური იყო არა დოლორესმა იცოდა, რომ მომხიბვლელად გამოიყურებოდა ყოველ შემთხვევაში ხანდახან მაინც, მაგრამ ეს გამოხედვა რაღაც სხვას ამბობდა „ვითომ ესეც შეიშალა?“ გაიფიქრა და ის იყო, რომ მისთვის გვერდი უნდა ჩაევლო, რომ მან მკლავზე ხელი მოჰკიდა და რბილი ტონით უთხრა: -შეგიძლია, რომ კაბინეტში შემოხვიდე? -თქვენ უბრალოდ მთხოვეთ და მე არ გავაკეთებ? (აგდებულად დაუბრუნდა პასუხი დოლორესმა და მისი ხელი მოხერხებულად მოიშორა) კაბინეტში, რომ შევიდა სკამზე გაჯგიმული დაწესებულებს დირექტორი დაინახა, რომელსაც თავზე დარჩენილი ორი ღერი თმა საგულდაგულოდ გადაევარცხნა მარცხენა მხარეს, თავი კი მასტიკით გაწმენდილი იატაკივით უპრიალებდა. -შემოდი დოლორეს ძვირფასო დაჯექი „დიახ დიახ რა თქმა უნდა ძვირფასო ტკბილ ტკბილი კვერის დაკვრით, ყალბი ღიმილებით, და ჩვეული მზრუნველობით თქვენ ჩვენ დაგვიმორჩილებთ“ ფიქრობდა დოლორესი -თავს როგორ გრძნობ ? დოლორესი როგორც ყოველთვის დიდან ზრდილობიანობით არ გამოირჩეოდა არავისთან, რთული ასახსნელია უბრალოდ არსებობენ ადამიანები, რომლებსაც მოსწონთ სხვებისთვის შეურაცყოფის მიყენება ან უბრალოდ არიან ისეთები როგორებიც არიან. სინამდვილეში ეს ირონია, სარკაზმი და უხეშობა უფრო დამცავი ფარი იყო, რომ მისი ნამდვილი მე ვერავის დაენახა, მათ შორის საკუთარ თავსაც, რადგან თავის პიროვნებას ყველაზე მეტად თავის თავს უმალავდა, რადგან იცოდა პირველ რიგში საკუთარი თავისთვის იყო ყველაზე მეტად საშიში -არაჩვეულებრივად (თქვა და ანაზდად გაიღიმა) -მაინტერესებს წამლებს თუ სვამ? -რა თქმა უნდა მე ხომ დამჯერი გოგონა ვარ, მაგრამ არ ვიცოდი პაციენტებს ინდივიდუალურად თუ უმოწმებდით მედიკამენტებს იღებენ თუ არა -მე უბრალოდ შენი ჯანმრთელობის მდგომარებით ვარ დაინტერესებული ეს არის და ეს -ჩემი ჯანმრთელობა შესანიშნავ მდგომარეობაშია გმადლობთ -დღეს, როგორც იცი დაწესებულებაში სტუმარი გვეყოლება (ჩაისისინა დირექტორმა) -დიახ? -მაინტერესებს ჭკვიანად მოიქცევი თუ იძულებულს გამხდი, რომ ისევ შენს ოთახში ჩაგკეტო როგორც წინაზე? -მე თქვენ იძულებულს არ გხდით თქვენ ყველაფერს თქვენი სურვილისამებრ აკეთებთ დარწმუნებული ვარ, რომ არც ამჯერად გაგიჭირდებათ იგივეს გაკეთება -გაითვალისწინე, რომ შენ მიბიძგე ამ ყველაფრისკენ (მიხვდა, რომ ცოტა ზედმეტი მოუვიდა და უკან დაიხია) -გამომდინარე იქედან, რომ თქვენ სრულიად ნორმალური ხართ და ეს მე ვარ აქ გადარეული თქვენ უფრო მეტი მოთმინება გმართებთ, ჩემი საქციელების მიმართ ასე არ არის? -რა თქმა უნდა -ჩემგან პასუხს ელოდებით ხომ? დიახ ჭკვიანად მოვიქცევი და როგორც თქვენ თქვით არ გაგხდით იძულებულს, რომ ისევ ჩემს ოთახში გამომკეტოთ (თქვა და გაიღიმა) -მაშ ძალიან კარგი -შემიძლია წავიდე? -დიახ დოლორესი ადგა და აუჩქარებლად დატოვა კაბინეტი… *** ადამიანებს საერთო სევდა აიძულებს გამოხატონ თანაგრძნობა… ერთი შეხედვით ძალიან მარტივად და ალბათ გულგრილად გამოჩნდა ყველაფერი, მართალია ზოგი ასეთ გზებს ირჩევს, მაგრამ კითხვა ისაა მართლა ასე უბრალოდ და მარტივად იყო ყველაფერი? არა მგონია, რომ ასე ვინმეს უმართლებდეს, უკვე ვისაუბრეთ მთავარი გმირის ოჯახზე, ვისაუბრეთ მათ ნაკლოვანებებზე აგრეთვე მათი ცხოვრების მთავარ ღირებულებებზე, და იმაზეც შევთანხმდით, რომ არის რაღაცეები რაც გვაიძულებს, მწყობრიდან გამოვიდეთ. ამ ადამიანებს შეეძლოთ, რომ ერთმანეთისთვის სახეში ეყურებინათ ყოველდღე, მაგრამ ვერაფერი დაენახათ მის მიღმა, ამ ადამიანებს შეეძლოთ, რომ ყოფილიყვნენ ერთმანეთის გვერდით ყოველ წამს, და ამავდროულად ყველაზე შორს ერთმანეთისგან, ამ ადამიანებს ჰქონდათ შესაძლებლობა, რომ ერთმანეთისთვის ყოველდღიურობა უფრო ლამაზი და ფერადი გაეხადათ, მაგრამ ყველა არ იყენებს ასეთ შესაძლებლობებს, ამ ადამიანებს შეეძლოთ, რომ ეცხოვრათ ერთ ჭერქვეშ და ამასთანავე ეარსებათ რადიკალურად განსხვავებულ სამყაროში, ამ ადამიანებს შეეძლოთ, რომ ერთმანეთისთვის ოჯახი ეწოდებინათ, მაგრამ არ სცოდნოდათ არაფერი ერთმანეთის შესახებ.. პირველი შეტევა ასე ვუწოდოთ, ალბათ ყველაზე რთული იყო ძალიან ბევრი მიზეზის გამო: რაღაც ახალი იყო, მაგრამ არა კარგი, რაღაც უცნაური იყო, მოულოდნელი, ცოტა საშიშიც, და რაც მთავარია ამ შემთხვევამ მათ აიძულა, რომ დაენახათ.. დოლორესი ოთახში იყო და წიგნს კითხულობდა, როგორც იტყვიან მთელი ყურადღება მასზე ჰქონდა გადატანილი, ყველა მოქმედებას აცოცხლებდა და ნათლად ხედავდა თითოეულ დეტალს, თანაც ემოციები აწვებოდა, დაძაბული იყო ეშინოდა მოვლენების განვითარების, ნელ-ნელა თვალები ცრემლებით ევსებოდა, მოსწონდა პერსონაჟები და ღელავდა მათ მომავალზე, ჟრუანტელი უვლიდა, გრძნობდა, რომ ისიც იყო ამ ისტორიის ნაწილი, ის თითქოს უჩინარი დამკვირვებელი იყო, რა თქმა უნდა კარგი წიგნის წაკითხვისას ვის არ ემართება ასე? ამ მომენტისთვის ჯერ კიდევ ძალიან კარგად იყო ყველაფერი.. თითქოს რაღაც მოესმა, მაგრამ ყურადღება არ მიუქცევია ზუსტად რა იყო? რაღაც ? ვიღაც? მაგრამ ეს ხმა ძალიან შორიდან ესმოდა თითქოს ძილ-ბურანში იყო და ვიღაც მის გაღვიძებას ცდილობდა, მაგრამ ის კვლავ განმეორდა ოთახში თითქოს რაღაც გამოძრავდა და მან ეს დაინახა … მერე ეს ხმა კიდევ უფრო გაძლიერდა დოლორესმა წიგნის კითხვა კიდევ უფრო მეტი მონდომებით განაგრძო ეცადა, რომ წინანდელ მდგომარეობას დაბრუნებოდა და კვლავ მთელი არსებით ჩაფლულიყო წინადადებებში ,მაგრამ არ გამოუვიდა იმიტომ, რომ მისი ყურადღება რაღაცამ მიიქცია წამოვიდა დაძაბულობის ტალღა გადაუარა მას და მთელი ორგანიზმის ყველა მოლეკულა მოიცვა „დოლორეს!“ გაისმა ჩურჩული, შიშისგან მოწყდა, ლოგინის ერთ კუთხეს შეაფარა თავი და ერთ მუჭად გადაიქცა „ღმერთო ეს რა იყო“ ფიქრობდა გულში და სიკვდილამდე იყო შეშინებული რადგან ეს ხმა არ ისმოდა ოთახში, არც გვერდიდან, არც სადმე ახლოდან მაშინ საიდან ესმოდა ეს ხმა? პასუხის გაცემას არ ჩქარობდა, რადგან იცოდა არ მოეწონებოდა „დოლორეს „ კვლავ გაისმა ხმა და ამ ჯერად მიხვდა… ეს ხმა შიგნიდან მოდიოდა და მთელს მის გონებაში ექოსავით გაისმოდა, გაფითრდა ახლა აღარ ჰქონდა წიგნის უაზროდ ხელში დაჭერას აზრი, ლოგინიდან ძალიან სწრაფად ადგა თითქოს რაღაცისგან გარბისო და წინ და უკან დაიწყო სიარული,“ არა მე ეს ყველაფერი უბრალოდ მომეჩვენა! მომეჩვენა ხომ ასეა? „ ხვდებოდა, რომ პანიკამ აიტანა, რატომ ხდებოდა ეს? ვინ ესაუბრებოდა? რა უნდოდა? ათასი პასუხგაუცემელი კითხვა გაჩნდა, თავი ეწვოდა, სხეული უთრთოდა, სუნთქვა გახშირებული ჰქონდა, და რაც უფრო ხშირად იმეორებდა ეს ხმა მის სახელს მით უფრო ახლოს გრძნობდა მას.. საშინელება იყო ის არ აპირებდა გაჩუმებას დოლორესს კი მოსმენა აღარ უნდოდა, თავის სხეულში კიდევ ვიღაცის არსებობას გრძნობდა, მის ცივ ხელებს როგორ ცდილობდა ორი პიროვნება ერთი ხორცისთვის ბრძოლას, რა ხდებოდა? ასეთი რამ არასდროს მომხდარა, ჰალუცინაციები დაეწყო? თუ ჭკუიდან იშლებოდა? უცბად რაღაც ამოტივტივდა მის გონებაში, რამაც ადგილზე გააქვავა, რაღაც რამაც მასზე შოკისმომგვრელად იმოქმედა, ეს არ იყო რაღაც ახალი, და მან ეს იცოდა იმიტომ, რომ ამის არსებობას სულ გრძნობდა, და თანაც ძალიან ახლოს უბრალოდ არასდროს მიუცია თავისთვის უფლება, რომ ეს ეღიარებინა, მისი ხმა არასდროს გაუგია, მაგრამ იცოდა, რომ აქამდეც არსებობდა, კიდევ უფრო მეტად შეეშინდა, მაგრამ ამჯერად საკუთარი თავის, ვინ იყო? რა ხდებოდა მის თავს? ისეთი შეგრძნება ჰქონდა, რომ მისი პიროვნება ნაწილებად დაიშალა, და მთელს ოთახში მიმოიფანტა, ერთისგან შეიქმნა მრავალი და ყველამ სხვადასხვა სახე მიიღო, ყველამ იცოდა მისი სახელი და ერთდროულად იმეორებდა მას თითქოს ეს სიტყვა მათ გონებაში ამოკაწრესო, ახლა კი ახლა ძალიან ცუდად იყო ყველაფერი… -არა არა არა !!! იმეორებდა სასოწარკვეთილი ხმით -გაჩუმდით! გაჩუმდით ამის მოსმენა აღარ შემიძლია მთელი ძალით წარმოთქვამდა ამ სიტყვებს. ყურებზე ჰქონდა ხელები აფარებული, ჩაიკეცა, თვალები დახუჭა, რომ მათი სახეები აღარ დაენახა და გადარჩენას ცდილობდა, მაგრამ გამოსდიოდა კი? -ლუკა ზემოთ რაღაც ხდება უთხრა ცოლმა მეუღლეს -ხმა ხომ გესმის არა? რა თქმა უნდა ესმოდა და მისმა სხეულმა მითითებების გარეშე მოქმედება დაიწყო, უცბად აირბინა კიბეები და შვილის ოთახს მიაშურა, სანამ მიდიოდა გონებაში მილიონი აზრი უტრიალებდა, კარს, რომ გააღებდა რა შეიძლებოდა, რომ დაენახა? მოეწონებოდა იქ რაც ელოდა? კარგად იყო მისი გოგონა? და აი შეეხო კარის სახელურსაც და ის წამები საშინლად გაიწელა, ასეთ რამეს პირველად გრძნობდა, მშობლის ინსტიქტებმა მასში გაცხოველებით დაიწყეს გაღვიძება და ახლა ყველაფერი უმნიშვნელო გახდა გარშემო, კარი გააღო და დაინახა დოლორესი, რომელიც დაბლა იჯდა მუხლებზე, წინ და უკან ირხეოდა, თმებში შეცურებულ თითებს მთელი ძალით უჭერდა ერთმანეთს მკლავებს კი ყურებზე იფარებდა, რა საშინელი საყურებელი ყოფილა თურმე შვილი ასეთ მდგომარეობაში. ლუკა შვილის გვერდით გაჩნდა მალევე მხრებზე ხელი დაადო და მისი მდგომარეობიდან გამოყვანის უსასრულო მცდელობები დაიწყო: -დოლორეს! დოლორეს შვილო ჩემი ხმა გესმის? ეკითხებოდა შეშინებული -უთხარი, რომ გაჩუმდნენ, შეწყვიტონ საუბარი, გაჩუმდნენ! აღარ მინდა მათი მოსმენა აღარ შემიძლია გესმის? მოკეტონ -დოლორეს ვერ ვხვდები რაზე ლაპარაკობ უთხრა და სხეული მოუდუნდა, საკუთარი შვილი მის თვალწინ მისთვის გაურკვეველი მიზეზის გამო იტანჯებოდა, ლიზა კართან იდგა და ვერ იძვროდა, არ იცოდა რა უნდა ექნა, შეხების ეშინოდა, ხმის ამოღებას ვერ ბედავდა, სუნთქვა შეკვროდა. ლუკამ დოლორესის სახე ხელებში მოიქცია და პირდაპირ თვალებში შეხედა, დოლორესმა ხელები მის მკლავებს მთელი ძალით მოუჭირა.. რას ხედავდა იმ მომენტში ? მზერას, რომელიც მისგან შველას ითხოვდა, თვალებს, რომელიც აწყლიანებული და ამავდროულად უძიროდ ლამაზი ეჩვენა, ცრემლებს, რომელიც შეუჩერებლად გადმოსდიოდა ამ ლამაზ არსებას თვალებიდან.. -შემომხედე! ჩემს ხმას მოუსმინე მხოლოდ ჩემს ხმას უსმინე, აქ ვარ დაწყნარდი! -გთხოვ დამეხმარე! ძალიან გთხოვ დამეხმარე თქვა და მამის გულ-მკერდში ჩარგო თავი, მაისურის საყელოს უჭერდა ხელებს, ლუკამაც მოხვია მას ხელი და თავზე ნიკაპი დაადო… მაშინ იგრძნო პირველად მისი სუნი, წვიმის, სუსხიანი ჰაერის, პატარა ბავშვის სუნი, რომ ჰქონდა და საშინლად გაბრაზდა საკუთარ თავზე, ვინ იცის რამდენ ხანს ცდილობდა დოლორესი ამ ყველაფრის დამალვას და სად იყო ის ამ დროს? რატომ ვერ შეამჩნია, რომ საკუთარი სისხლი და ხორცი მის თვალწინ იფერფლებოდა? -ლიზა სასწრაფო გამოიძახე ჩქარა! ვინ იცის რამდენ ხანს იყო ეს ორი ადამიანი ასეთ მდგომარეობაში შესისხლხორცებული ერთმანეთზე, ვინ იცის რამდენს ნიშნავდა ეს ორივე მათგანისთვის. დოლორესმა იგრძნო შიგნით რაღაც სიცარიელე, რომ ევსებოდა, ამ გრძნობამ ყველაფრის მიმართ შიში გაანეიტრალა, მაგრამ ხმები მაინც არსად წასულან. სასწრაფო დახმარების გამოჩენამდე ის კიდევ დიდხანს ქვითინებდა და ცდილობდა, რომ სამალავი მამის მკლავებში ეპოვა, მერე კი ნ რაოდენობით დამამშვიდებელი დასჭირდათ, რომ ცოტა ხნით გარე სამყაროსთვის გამოეთიშათ და დახმარება გაეწიათ თუნდაც ძალიან მცირე დროით. *** ამ კალაპოტიდან ამოვარდნილი დღიდან იმ სიგიჟეების შემდეგ არც ისე ბევრი ახსოვდა დოლორესს, ერთი ის, რომ როდესაც ვენაში რაღაც წვა იგრძნო ნელ-ნელა გაითიშა და ძალიან სასიამოვნო ძილ-ბურანს მისცა თავი ამის შემდეგ ზუსტად რა დრო გავიდა არ იცოდა, მაგრამ როდესაც გაეღვიძა თავს შედარებით კარგად გრძნობდა იმიტომ, რომ ხმები აღარ ესმოდა ეს კი მთავარი პრობლემა იყო. ხშირია სიტუაციები, როდესაც საავადმყოფოს პალატაში იღვძებ და ხედავ, რომ შენი ლოგინის გვერდით მდგომ სკამზე ახლობელ ადამიანს, გემრიელად სძინავს და პირგაღებული ფილტვების გადმობრუნებამდე ხვრინავს, მაგრამ ასეთი არაფერი ყოფილა დოლორესმა თვალები, რომ გაახილა პალატაში მარტო იყო, თავი არ აუწევია იმიტომ, რომ ზედმეტად ჰქონდა დამძიმებული, ისეთი შეგრძნება ჰქონდა თითქოს სამმა ძალიან გაბრაზებულმა ადამიანმა მასზე ერთდროულად ამოყარა ჯავრი, გონება ფიქრებისგან დაცარიელებული იყო, თითქოს ვიღაცამ შუქი ჩააქრო და სრულმა სიბნელემ დაისადგურაო. ბავშვობიდანვე არ მოსწონდა საავადმყოფოები, რადგან ეგონა, რომ იქ სიცოცხლის საარსებო წყარო იმაზე მინიმალურია ვიდრე უნდა იყოს, არ უყვარდა ექიმები რადგან დაავადების სუნი ასდიოდათ, და ყველაზე ძალიან ამ დაწესებულებებში არსებული გადამეტებული სისუფთავე და წამლების საშინელი გემო აღიზიანებდა. ძალიან უცნაური სურვილი გაუჩნდა უნდოდა, რომ მთელი ძალით ახარხარებულიყო, მაგრამ რა მიზეზით არ იცოდა უბრალოდ ასეთ ხასიათზე იყო, უნდოდა გულიანად გაეცინა, რომ მთელ საავადმყოფოს გაეგო, მაგრამ თავი შეიკავა თვალები დახუჭა და მაქსიმალურად ეცადა მოდუნებულიყო და სიამოვნება მიეღო ცოტაოდენი სიმშვიდით, მაგრამ…… კარებში ვიღაც შემოვიდა, დოლორესმა თავი ასწია და ჰოი საოცრებავ რას ხედავს? ახალგაზრდა და საკმაოდ სიმპათიურ ბიჭს, რომელსაც მხოლოდ ქვედა საცვალი და კლოუნის ფორმას, რომ მოგაგონებს ისეთი ხალათი ეცვა, აშკარა იყო თავს ისე გრძნობა როგორც საკუთარ სახლში ან თავი ყველაფერის ბატონ-პატრონი ეგონა, რადგან საკმაოდ თავისუფლად გადაადგილდებოდა და ამასთანავე სხვა ადამიანების პირად ისვრცეში დაუკითხავად იჭრებოდა. თავიდან დოლორესმა რა თქმა უნდა იფიქრა, რომ ის ერთ-ერთი პაციენტი იყო, რომელიც მედდას ხელიდან დაუსხლტა და აქ იწყება სიურპრიზების სერიაც… ბიჭი ფანჯარასთან დადგა და გარე სამყაროს თვალიერება დაუწყო: -საკმაოდ კარგი პალატა შეგხვედრია, ხედიც სასიამოვნოა მომეწონა (თქვა და გვერდულად გაიღიმა) -შენ ვინ ხარ? ან აქ რას აკეთებ? -ხო ეს სულ დამავიწყდა ნება მომეცი ჩემი თავი წარმოგიდგინო მე ედი მქვია სასიამოვნოა შენი გაცნობა -მე… -ხო ვიცი შენ დოლორესი ხარ და აქ ზუსტად არ ვიცი რა ჰქვია, მაგრამ მგონი შეტევის გამო მოგიყვანეს ( თქვა და ისევ გაიღიმა) -ხო, მაგრამ ეს საიდან გაიგე? -ოოო ძვირფასო შენ ჯერ კიდევ ახლა იწყებ ყველაფერში გარკვევას არა? მე ხომ იქ ვიყავი და ყველაფერი საკუთარი თვალით ვნახე არა? -რას ნიშნავს იქ იყავი და ყველაფერი საკუთარი თვალით ნახე? -წინადადებების დამარცვლა გჭირდება, რომ შენთვის გასაგები გახდეს რა ვიგულისხმე? -კიდევ ერთხელ გკითხავ ვინ ჯანდაბა ხარ და რას აკეთებ ჩემს პალატაში? (გაცხარდა დოლორესი და ლოგინზე წამოჯდა) -გაბრაზებაც სცოდნია პრინცესას, მინდა გითხრა, რომ გიხდება -შენი აზრით ნორმალურია მარტო ხალათის და ტრუსის ამარა, რომ დგახარ ჩემს წინ და კომპლიმენტებს მეუბნები? ედი გულიანად ახარხარდა: -ბოდიში თავი ვერ შევიკავე, მაგრამ ცოტა უცნაურია ნორმალურობაზე შენ, რომ ლაპარაკობ -თავი ვინ გგონია? ახლავე ექიმს დავუძახებ და ვეტყვი, რომ აქედან მოგისროლოს დოლორესი ის იყო წამოდგომას აპირებდა, რომ დედამისის ხმა გაიგონა: -დოლორეს ვის ელაპარაკები? -კიდევ კარგი მოხვედი, ამ თავხედს დოინჯ შემორტყმული, რომ დგას ფანჯრის წინ და ხედის შესახებ, რომ შეფასებებს იძლევა -ვიზე ლაპარაკობ აქ არავინაა (გაკვირვებულმა შეხედა ლიზამ ქალიშვილს) -როგორ თუ არაა? ვერ ხედავ ჯამბაზის ხალათში ჩაცმულ იდიოტ სახიან არსებას? -არ ვარ დარწმუნებული, რომ ყველაფერი კარგად გაქვს დოლორეს მგონი ჯობია თუ კიდევ რამდენიმე საათი დაწვები და დაისვენებ. დედა-შვილი ერთმანეთს გაფართოებული თვალებით უყურებდა ორივე ფიქრობდა, რომ ან ერთი შეიშალა ან მეორე -შენ მართლა ვერავის ვერ ხედავ? (კიდევ ერთხელ დასარწმუნებლად იკითხა დოლორესმა) -აქ არავინაა შვილო (დაყვავებით მიმართა დედამ და ლოგინის კიდეზე ჩამოჯდა) -ახლა თუ გინდა დაუძახე ექიმს, რომ აქედან მომისროლოს, მაგრამ უი ჰო გამახსენდა ის ხომ მე ვერ დამინახავს (თქვა და ისე გაიღრიჯა, რომ ყველა კბილი გამოუჩნდა) -თქვენ შეგიძლიათ განაგრძოთ ოჯახური მატრაკვეცობა მე კი აი ამ მდივანზე დავდებ ჩემს შეუფასებლად ღირებულ უკანალს და ყველანაირად ვეცდები, რომ ნერვები აღარ მოგიშალო ყოველ შემთხვევაში დროებით მაინც. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.